შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 10)


გუშინ, 22:57
ავტორი თინათინი10
ნანახია 423

სიბნელეში დრო თითქოს გაჩერდა,
ნიკოლასი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მის მკლავებში ნანკა კი არა, ნინი იყო. ნინი კი ჯერ კიდევ შოკში იყო, მოულოდნელობამ იმდენად დააბნია, რომ რამდენიმე წამით ვერც კი გააცნობიერა, რა ხდებოდა. ნიკოლასის სიახლოვე, მისი მოულოდნელი კოცნა, სიბნელე, რომელშიც საკუთარ ფიქრებსაც ვეღარ არჩევდა - ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო..მათი ტუჩები კიდევ რამდენიმე წამით ეხებოდა ერთმანეთს, ნიკოლასი თითქოს საერთოდ მოწყვეტილი იყო რეალობას, ნინი კი ბოლოს გონს მოეგო. მთელი ძალით ჰკრა ხელი მკერდზე და უხეშად მოიშორა.
- რას აკეთებ?! რას აკეთებ?! - ხმა აუკანკალდა, ნიკოლასმა მოულოდნელობისგან უკან გადადგა ნაბიჯი, ნინი გაბრაზებული, აცრემლებული თვალებით უყურებდა. ხელები უკანკალებდა, გახშირებულად სუნთქავდა.
- რა გინდა ჩემგან?! რა დაგიშავე ასეთი?! -
ხმას აუწია და უცებ ტირილიც დაიწყო,
ნიკოლასს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ხელი სახისკენ წაიღო, ტელეფონის მკრთალ შუქში მის წინ მდგომი გოგონას სახე გაარჩია და...
გაშეშდა..წითური თმა, აცრემლებული თვალები..
- შენ?.. - სიტყვა პირზე შეაშრა.
- შენ რა გინდა აქ? ეს... ეს შენ იყავი?! - დაბნეულმა ბიჭმა სახეზე ხელი ჩამოისვა.
- არა, არა... მოიცა... გაუგებრობაა!
- რა გაუგებრობა?! - ნინის ხმამაღალმა შეძახილმა შეაწყვეტინა.
- მე აქ... ანუ... შენ აქ არ უნდა ყოფილიყავი! მე სხვა მეგონე! -
ნიკოლასი სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს, ნინის კი მისი დაბნეულობა კიდევ უფრო აგიჟებდა.
- დამცინი კიდეც?! - ცრემლები ლოყებზე ჩამოსდიოდა
- უსირცხვილო ადამიანო! მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემი გასამწარებლად?! კაცის გარდა ყველაფერი ხარ!
- ნინი, დაწყნარდი...
- არ მითხრა, რომ დავწყნარდე! -
ნიკოლასმა მისკენ ნაბიჯი გადადგა,
ნინი მაშინვე უკან დაიხია.
- მისმინე, მე მართლა არ გამიკეთებია ეს განზრახულად...
- არ გაბედო ჩემთან მოახლოება! -
მის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა გაისმა, რომ ნიკოლასი უნებურად გაჩერდა.
- ნინი...
- გაეთრიე აქედან! ახლავე! - ნიკოლასმა ამოისუნთქა და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ნინი უკვე კარისკენ წავიდა, ხელი ჩაავლო, გააღო და გარეთ გასასვლელისკენ მიუთითა.
- გადი-მეთქი!
- კარგი, ჯანდაბა! გავდივარ!
- ახლავე! - ნინიმ მკლავში ხელი ჩაავლო და დერეფანში გააგდო. ნიკოლასი კინაღამ წაბორძიკდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა, შემდეგ კარი ისეთი ძალით მიუჯახუნა, რომ დერეფანში ექომ გაიჟღერა, ნიკოლასი რამდენიმე წამი გაოგნებული იდგა, კარის მიღმა გაისმა საკეტის გადატრიალების ხმა.
ნინი კარს ზურგით მიეყრდნო და ნელა ჩაიკეცა, მუხლები მკერდთან მიიტანა, სახე ხელებში ჩარგო და ატირდა.
ტიროდა ბრაზისგან, დამცირებისგან, დაბნეულობისგან... თვითონაც აღარ იცოდა, რომელი გრძნობა სტკიოდა ყველაზე მეტად..გარეთ ნიკოლასი ჯერ კიდევ კართან იდგა.
- მისმინე, წითურო! - დაუძახა ბოლოს
- მართლა სხვა მეგონე! - პასუხი არ მიუღია.
- დაფიქრდი ერთი, აქ შენს საკოცნელად მოვიდოდი?! - მისივე სიტყვებზე გაეცინა, თითქოს სიტუაციის აბსურდულობა უცებ გაახსენდა.
- ან რა გატირებს? ტრაგედია მოხდა რამე? უბრალოდ სხვაში შემეშალე! რა პანიკებია?! - კარს მიღმა ნინის ტირილი წამით შეწყდა, შემდეგ კი ისეთი ღრიალი გაისმა, რომ ნიკოლასმა უნებურად უკან დაიხია.
- წაეთრიეეე!!! - ნიკოლასს სახე შეეცვალა.
- გიჟი ხარ! გაკლია, აშკარად! - დაუყვირა კარს
- უკანასკნელი ქალი რომ იყო დედამიწაზე, შენთან იმ შემთხვევაშიც არ მოვიდოდი! სულელო! - რამდენიმე წამი კიდევ იდგა, თითქოს ელოდა, რომ ნინი კარს გააღებდა და პასუხს გასცემდა,
მაგრამ კარი არ გაღებულა.
- ჯანდაბა! - ჩაიბურტყუნა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას,
მისი ნაბიჯების ხმა თანდათან მიწყდა,
კარს მიღმა კი ნინი ისევ იატაკზე იჯდა,
როცა მისი ხმა ვეღარ გაიგონა, ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა, მაგრამ უშედეგოდ - ახალი ცრემლები მაშინვე ჩაენაცვლა ძველს.
- საზიზღარი... - ამოისლუკუნა ჩუმად
- თავხედი, უგულო ადამიანი... -
მუხლებში სახე ჩარგო და კიდევ უფრო ხმამაღლა ატირდა, ყველაზე მეტად ის სტკიოდა, რომ თითქოს მომხდარი სასაცილო გაუგებრობა ყოფილიყო.. მან უნებურად თითის წვერები ტუჩებზე მიიდო, მსუბუქად გადაისვა, თითქოს ამ შეხებით შეძლებდა იმ რამდენიმე წამის წაშლას, რომელიც ასე მოულოდნელად შეიჭრა მის ცხოვრებაში. მაშინვე გასწია თითები, თითქოს თვითონვე გაბრაზდა საკუთარ უნებლიე მოძრაობაზე, ლოყები კი სირცხვილისა და ბრაზისგან აუწითლდა.
- უტიფარი იდიოტი! - ჩაიბურტყუნა აკანკალებული ხმით და ცრემლები უხეშად მოიწმინდა

გიორგი საჭესთან იჯდა და წინ იყურებოდა. შეკრული წარბები, მოჭუტული თვალები და მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა, ისეთი სახე, თითქოს მთელი სამყაროს პრობლემები მის მხრებზე იყო. ზედმეტ ლაპარაკს ვერ იტანდა, ემოციებს იშვიათად ამჟღავნებდა, ღიმილი მის სახეზე იშვიათი მოვლენა იყო.
მეგი მის გვერდით იჯდა და აშკარად არ აპირებდა, გიორგისთვის მშვიდი მგზავრობა ეჩუქებინა. მუსიკა ჩართო, ხმას აუწია და სავარძელში მჯდომმა ცეკვა დაიწყო. გიორგიმ გვერდულად გადახედა, წარბი ოდნავ ასწია და ისევ გზას გახედა.
- შენ ცუდად არ იყავი? სიცხე აღარ გაქვს? ისე გამოგიკეთდა ხასიათი რომ... - მეგი ჩუმად იჯდა, ვერც ის უპასუხა რომ არც არაფერი სჭირდა
- მეგი...
- რა იყო? - უდანაშაულო სახით შეხედა მეგიმ
- იცი რა? მგონი ძალიან მაღალი სიცხე მაქვს და ამიტომ ვარ ასე! - სიცილით მიუჩოჩდა და სახე ძალიან ახლოს მიუტანა
- შეგიძლია ცოტა უკან დაიწიო?
- რატომ? გაწუხებ?
- ძალიან!
- რატომ არასდროს იცინი?
- სისულელეებზე და სულელ ადამიანებზე არ მეცინება! - მეგიმ ტუჩები სასაცილოდ გაბუშტა, გიორგის ზურგი შეაქცია და ჩუმად დაეჭყანა.
- გიყურებ - მშვიდად თქვა გიორგიმ ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია
- რანაირად?! ყველგან გაქვს თვალები?! -
გიორგის ტუჩის კუთხეს რაღაც ძლივს შესამჩნევი მოძრაობა შეეპარა.
- ჰო, სპეციალურად შენნაირი მგზავრებისთვის გამომადგა
- კარგი რა გიორგი.. ვერ ხედავ რა ცუდაფ ვარ? ვიწვი სიცხისგან, შენ კიდევ მეჩხუბები - საწყალი თვალებით გახედა
- არც სიცხე გაქვს და არც ცუდად ხარ! -
მეგიმ მაშინვე შუბლზე მიიდო ხელი
- როგორ არა! ვიწვი, გიორგი.. არ გჯერა?
- არა!
- მაშინ თვითონ შეამოწმე! - მოულოდნელად ხელი ჩაავლო და თავისი შუბლისკენ წაიღო.. გიორგი დაიბნა, საჭეს ხელი უფრო მტკიცედ ჩაავლო და ბოლოს მაინც გახედა. წარბი მაღლა ასწია, როცა მეგიმ მისი ხელი საკუთარ შუბლზე მიიდო,
რამდენიმე წამი ასე დარჩნენ, გიორგიმ შუბლს თითები მიადო, შემდეგ კი ხელი უკან გამოსწია.
- საერთოდ არ ხარ ცხელი - მეგიმ გაოცებული სახე მიიღო
- როგორ არ ვარ?!
- მეგი, შენი შუბლი ჩემი ხელის გულზე მეტად გრილია! ოჰ, მეგი, მეგი... შენი ნდობა როგორ შეიძლება? - შემდეგ თავი გააქნია და უკმაყოფილოდ დაამატა:
- შენი სისულელის გამო ნინი მარტო დავტოვე. იქ დავრჩებოდი და მივეხმარებოდი მაინც რაღაცაში - მეგის ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.
- ნინის ბევრი დამხმარე ჰყავს ისედაც იქ! -
მეგიმ მკლავები გადაიჯვარედინა, სავარძელში ღრმად ჩაეშვა და ფანჯრისკენ შებრუნდა. ტუჩები ისე მოკუმა, თითქოს პირადად გიორგის ეღალატა მისთვის.
- კარგი, ბატონო. ნინი, ნინი და ისევ ნინი! -
გიორგიმ გვერდულად გახედა, მეგი ჯიუტად იყურებოდა ფანჯრიდან და ისეთი გაბუტული სახე ჰქონდა, პატარა ბავშვიც კი ვერ აჯობებდა.. გიორგის ტუჩის კუთხე უნებურად შეერხა, სიცილი მოერია, მაგრამ მაშინვე ჩაახველა და სახე ისევ დაისერიოზულა.
- სახლში დაგტოვებ და ისევ უკან წავალ.. ან საერთოდ რას დარჩი იქ, რისი მომხმარე იყავი!
- როგორც გინდა! - მანქანა სახლთან გაჩერდა, გიორგიმ ძრავა გამორთო და მისკენ არც კი მიუხედავს.
- მოვედით
- ვხედავ! - მეგიმ ღვედი შეიხსნა, ჩანთა აიღო და კარის გაღებამდე მისკენ შემობრუნდა.
- ღამე მშვიდობისა, გიორგი.
- ღამე მშვიდობისა - მეგი წამით შეყოვნდა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, მისკენ გადაიხარა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა, მანქანიდან გადავიდა, გიორგი გაუნძრევლად იჯდა..ლოყაზე იმ ადგილას, სადაც მეგიმ აკოცა, თითქოს ჯერ კიდევ გრძნობდა მის შეხებას. წარბები შეკრა.. თავი გააქნია, მანქანა უნდა დაეძრა, მეგი რამდენიმე ნაბიჯით იყო დაშორებული მანქანას, როცა მოულოდნელად შეჩერდა, ხელი შუბლზე მიიდო, წაბარბაცდა შემდეგ ნელა დაეშვა მიწაზე
- მეგი?! - კარი გააღო და მანქანიდან სწრაფად გადმოხტა.
- მეგი! - მის გვერდით ჩაიმუხლა, მხრებში მოჰკიდა ხელი და სახეში შეხედა.
- მეგი, რა დაგემართა? ჩემი გესმის? -
პასუხი არ ყოფილა, გიორგის სახეზე შიში გამოესახა. მან ფრთხილად შემოარტყა ლოყაზე თითები.
- მეგი, თვალები გაახილე! გესმის ჩემი?! -
მეგი უძრავად იწვა, მაგრამ ტუჩის კუთხეში იყო, მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილის შეკავება ძლივს გამოსდიოდა..
გიორგიმ ერთი წამითაც აღარ დააყოვნა, მკლავი ზურგს უკან ამოსდო, მეორე მუხლების ქვეშ შეუცურა და ხელში აიყვანა.
- ჯანდაბა, მეგი... რა დაგემართა?! მართლა ცუდად იყავი?! - მეგიმ თავი მის მკლავზე ჩამოადო, გიორგი სახლისკენ დაიძრა და გზად რამდენჯერმე დახედა.
- მეგი, გაახილე თვალები! - მეგი ნელა შეირხა, თითქოს გონს მოდიოდა..შემდეგ თვალები ოდნავ გაახილა და გიორგის კისერზე ხელები შემოხვია.
- გიორგი...
- ჰო, აქ ვარ. რა გჭირს? - მეგიმ მოულოდნელად თავი ასწია და ტუჩებთან აკოცა, შემდეგ კისერში
- შენ...! - მეგიმ ძლივს მოასწრო მისი სახის დანახვა, რომ გიორგიმ მაშინვე ჩამოსვა ფეხზე.
- ისევ იტყუები, არა?! - მეგი სიცილს ვეღარ იკავებდა.
- გიორგი, მოიცა...
- რას ჰგავს შენი საქციელი?! საერთოდ არ გაქვს თავმოყვარეობა?!
- ოჰ, ღმერთო, ნუ აზვიადებ! - სიცილით ძლივს წარმოთქვა მეგიმ, გაბრაზებულმა გიორგიმ ხელი თმაში შეიცურა.
- მეც მაგარი ვარ! რით ვეღარ გავიგე, რომ შენი არაფერი უნდა დავიჯერო?!
- მაგრამ ხომ დამიჯერე! - მხიარულად წამოიძახა მეგიმ
- თან ხელშიც ამიყვანე!
- მეგი, გაჩუმდი!
- და როგორ ნერვიულობდი! „მეგი, თვალები გაახილე!“ - მიბაძა მან დრამატულად და ისევ გადაიხარხარა,
გიორგი რამდენიმე წამი უყურებდა, მისი სახე იმდენად გაბრაზებული იყო, რომ მეგის სიცილი კიდევ უფრო აუტყდა.
- ღმერთო, შენთან ყოფნა არასდროს არის მოსაწყენი!
- შენთან ყოფნა კი ნერვების გამოცდაა! -
გიორგი შემობრუნდა, მანქანისკენ წავიდა და კარი გააღო
- გიორგი..! - მან აღარ უპასუხა, მანქანა დაქოქა ადგილიდან ისეთი სისწრაფით წავიდა, საბურავების კივილმა ქუჩის სიჩუმე გაარღვია..მეგი სახლის წინ იდგა და ბოლო ხმაზე იცინოდა.
- უჟმუროოო! - მიაძახა მანქანას, ტუჩებზე თითები მიიდო, შემდეგ კი ეშმაკურად ჩაიღიმა..

ნიკოლასი კიბეებზე ჩამოვიდა და მზერა მაშინვე დარბაზს მოავლო, ნანკა დახლთან დაინახა, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მისკენ გაემართა
- ნიკოლას? როდის მოხვედი?
- კარგა ხანია..მე მესამე სართულზე დაგეძებ და შენ სად ხარ?
- იქ იყავი?
- კი, იქ ვიყავი და იცი, რა მოხდა?
- რა მოხდა? - ნიკოლასმა თავი ოდნავ გადახარა, ვითომ რაღაც მნიშვნელოვანს უყვებოდა, მერე კი სრულიად უდარდელად მიუგო
- რა და, შენს მაგივრად იმ სულელ წითურს ვაკოცე! - ნანკამ თვალები დააბრიალა, სახეზე ისეთი გამომეტყველება მიეღო, აშკარად მხოლოდ ის აკავებდა, რომ იქვე, ყველას თვალწინ არ დაეწყო ყვირილი.
- რა გააკეთე?!
- ხმადაბლა გოგო.. გაიგებენ! - ნიკოლასმა სიცილი ძლივს შეიკავა და მხარზე ხელი ჩამოადო
- რა ჩემი ბრალია? სიბნელე იყო, შენ გელოდებოდი... იქ კი ის ყოფილა
- და ამას ასე წყნარად და უდარდელად მეუბნები?!
- აბა, რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა მან და ისეთი სერიოზული სახე მიიღო, თითქოს მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა
- სიმართლე გითხრა, ცოტა მოულოდნელი კი იყო, მაგრამ... - განზრახ შეყოვნდა.
- მაგრამ რა?! - ნანკა თვალებში მიაშტერდა, ნიკოლასს ღიმილი უფრო გაუფართოვდა.
- ისე, ცუდი კოცნა არ სცოდნია.
- ნიკოლას! - ნანკამ მკლავზე ისე მაგრად უჩქმიტა, რომ სული გაუმწარდა ბიჭს, თუმცა სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
- რა იყო, სიმართლე არ უნდა მეთქვა? კარგი, კარგი, გეყოფა, ვხუმრობ! - ნიკოლასმა ხელები დანებების ნიშნად ასწია, თუმცა თვალებში ისევ ის გამომწვევი ნაპერწკლები უთამაშებდა,
ნანკა ჯერ კიდევ გამწარებული უყურებდა.
- იცოდე, არ გაბედო მისკენ გახედვა, თორემ თვალებს დაგთხრი, ნიკოლას!
- ვისკენ? - ბიჭმა უდანაშაულო გამომეტყველება მიიღო
- იმ საფრთხობელასკენ? ასე იცნობ ჩემს გემოვნებას? - ჩაიცინა და კიბისკენ გაიხედა, სწორედ იმ წამს სამზარეულოსკენ მიმავალი ნინი გამოჩნდა, ხელში ჯემით სავსე გამჭვირვალე კონტეინერი ეჭირა, მეორე ხელით კი წინსაფრის კიდეს ისწორებდა.. სახეზე გამწყრალი გამომეტყველება ჰქონდა, ყბა ოდნავ დაეჭიმა, მზერა კი ისეთი ცივი და მკვეთრი იყო, ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი, რომ ნიკოლასის დანახვა საერთოდ არ ესიამოვნა.. ბრაზი ჰქონდა ჩამდგარი მზერაში და ამ ბრაზის დამალვას არც ცდილობდა..ნიკოლასის მზერა ნინის მზერას შეხვდა, ნინი წამით შეჩერდა, თითქოს უნდოდა მისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ტუჩები დაჭიმა და გზა განაგრძო, ნიკოლასს კი ღიმილი არ მოშორებია, პირიქით, როცა ნინიმ მათ ჩაუარა, ბიჭი ნანკასკენ დაიხარა და ყურთან ჩასჩურჩულა:
- აი, ხომ ხედავ? რა სახე აქვს. მგონი, ვიღაცას დღეს დილიდან ცუდ ხასიათზე გაუღვიძია - ნანკამ თვალები აატრიალა, იცინოდნენ.. ნინის დასცინოდნენ..მაგრამ ნიკოლასის მზერა ისევ ნინისკენ გაექცა, ნინიმ კონტეინერი სამზარეულოს მაგიდაზე დადგა და საქმეს შეუდგა, თითქოს გარეთ არც არავინ არსებობდა,
საკონდიტროში მზადება უკვე აქტიურ ფაზაში იყო გადასული, ხვალინდელი შეკვეთებისთვის მაცივარში რამდენიმე დიდი ტორტი ელოდებოდა საბოლოო გაფორმებას, გამომცხვარ ბისკვიტებს ფენებად ჭრიდნენ.. დრო ცოტა ჰქონდათ, ამიტომ ყოველი მოძრაობა გათვლილი იყო - კრემის ათქვეფა, ფენების აწყობა, ზედაპირის გასწორება და ბოლოს მაცივარში მოთავსება, სანამ დეკორირებისთვის საჭირო სიმკვრივეს მიიღებდა.. რამდენიმე წუთში ერთხელ მზერა მაინც თავისით გაურბოდა მინის კარისკენ..თავიდან მხოლოდ წამიერად აპარებდა თვალს..ნანკა და ნიკოლასი გარეთ, საკონდიტროს წინ მდგარ პატარა მაგიდასთან ისხდნენ, მინის კარიდან ყველაფერი კარგად ჩანდა. ნანკა რაღაცას უყვებოდა, ნიკოლასი კი სიცილით უსმენდა, ნინი მაშინვე უკან ბრუნდებოდა და საქმეს აგრძელებდა..
კიდევ ერთხელ გაიხედა, ნიკოლასი ისევ იცინოდა..ნინიმ კოვზს დახედა, რომელიც ხელში ეჭირა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ შიგთავსში ზედმეტად ბევრი ხილი ჩაყარა..
- ოხ, ეს რა ვქენი... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ზედმეტი მასა ფრთხილად მოაშორა.
- ნინი, ეს კრემი მზად არის? - ჰკითხა თანამშრომელმა.
- კი, ახლავე მოგცემ.. - ხმა ჩვეულებრივი ჰქონდა, მშვიდი.. საქმიანიც კი..მხოლოდ თითები დაეჭიმა კოვზის ტარზე.. გარეთ
ნანკა სიცილითა და აშკარა თავდაჯერებულობით, პირდაპირ ნიკოლასის კალთაში გადაჯდა,
ნინი გაშეშდა, სპატულა ჰაერში შერჩა..
ნანკამ ნიკოლასს ხელები კისერზე შემოხვია და სახე ახლოს მიუტანა, ბიჭს ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და ხელი წელზე შემოხვია, შემდეგ ნანკა თავისკენ მიიზიდა და აკოცა.. ვნებიანად, გაბედულად აკოცა როგორც ნიკოლას ხელაძეს შეეფერებოდა სწორედ ისე. ნანკა თითებს ნიკოლასის თმებში აცურებდა, ხან კისერზე ჩამოასრიალებდა, ხანაც სახეს ხელისგულებით უჭერდა, თითქოს წამითაც არ უნდოდა მისგან მოშორება, ნიკოლასი კი მის ტემპს ისეთივე თავდაჯერებით მიჰყვებოდა, როგორც ყველაფერს დანარჩენს აკეთებდა, ერთი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული, მეორე კი ზურგზე აასრიალა და უფრო ახლოს მიიზიდა. მის მოძრაობებში იგრძნობოდა უზღვავი ტემპერამენტი..ნინის მზერა მათზე გაიყინა, უცებ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მუცელი.. თვალები სწრაფად მოაშორა, გვერდით გაიხედა, შემდეგ ჭერს ახედა, თითქოს იქ იპოვიდა რამეს, რაც გონებას გადაატანინებდა..თავი გააქნია და მაგიდაზე დადებულ ტორტს მიუბრუნდა, კრემით სავსე ჯამი აიღო,
ხელები უკანკალებდა.
- ჯანდაბა... - ჩუმად ჩაილაპარაკა, როცა კრემის პირველი ზოლი იქ არ დაედო, სადაც უნდა დაედო, ჯამი მაგიდაზე დადო, ღრმად ჩაისუნთქა და თავიდან დაიწყო,
მაგრამ თვალები მაინც თავისას შვრებოდა, ისევ მინის კარისკენ გაექცა..
ნანკას სახე ნიკოლასის მხართან ჰქონდა მიბჯენილი, შემდეგ კი კვლავ მის ტუჩებს შეეხო. ნიკოლასი ოდნავ უკან გადაიხარა, რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც ნანკას გაეცინა, და ისევ აკოცა..ნინის ყურებში საკუთარი გულისცემა ჩაესმა,სუნთქვა აუჩქარდა და მკერდში ისეთი უსიამოვნო დაძაბულობა იგრძნო, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. მზერა მოაშორა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარც კრემს უყურებდა წესიერად და ვეღარც ხელებს იმორჩილებდა.. ერთხელ ნანკას გახედა, შემდეგ ფანჯრისკენ გაიხედა, მერე ისევ მაგიდას ჩააშტერდა..
- რა გინდა, ნინი? რას უყურებ? - თავის თავს გაბრაზებით შეუბღვირა.. სპატულა მაგიდაზე ხმაურით დადო.
- ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა თანამშრომელმა.
- კი, რა თქმა უნდა! - მკვეთრად უპასუხა,
მერე მაშინვე შერბილდა..სწრაფად მოიწესრიგა წინსაფარი და კიდევ ერთხელ გახედა გარეთ..ამჯერად ნიკოლასს თვალები დახუჭული ჰქონდა, ნანკა კი მის სახეს ხელით ეფერებოდა, სანამ კვლავ არ დაიხარა მისკენ..
ნინი ვეღარ გაუძლო, სპატულა მაგიდაზე დადო, ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და მინის კარისკენ ისეთი ნაბიჯით წავიდა, თითქოს იქ რაღაც სასწრაფო საქმე ელოდა..სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი რამ უნდოდა - ეს სანახაობა შეეწყვიტა
- ნანკა! - გოგონამ თავი ნინისკენ მიაბრუნა, წარბი ასწია და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს საერთოდ არ ესმოდა, რა შეიძლებოდა სდომოდა, ნიკოლასმა ნინისკენ გაიხედა.
მზერა ჯერ სახეზე შეაჩერა, შემდეგ ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუჩნდა.. არაფერი უთქვამს, უბრალოდ, საზურგეს მიეყრდნო და ხელები თავისუფლად შემოაწყო, თითქოს ყველაზე საინტერესო სანახაობა ახლა იწყებოდა, ნინი მისკენ არ იყურებოდა, მთელი ყურადღება ნანკაზე ჰქონდა გადატანილი.
- შენი შესვენება კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? - ჰკითხა მშვიდად, თუმცა ხმაში აშკარა სიმკაცრე გაეპარა
- დაასრულებ ამ ჩიზქეიქების გაკეთებას?
- მალე შემოვალ! - ნანკამ წარბი ასწია
- დირექტორს რაღაც საკითხზე ვესაუბრები, ვერ ხედავ?
- კარგი, შედი. მე წავალ... დავისვენებ - უთხრა ღიმილით ნიკოლასმა
- მაგრამ არ დაგვისრულებია... - ნანკამ ტუჩები წინ გამოსწია და ბიჭს კისერზე ხელები კვლავ შემოხვია, ნიკოლასმა ლოყაზე მსუბუქად აკოცა.
- შედი, ნანკა. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს ხვალისთვის. ერთი დიდი ნაჭერი ფორთოხლის ჩიზი შემინახე
- კარგი - გაიღიმა გოგონამ, სანამ წამოდგებოდა, ნიკოლასს ტუჩის კუთხესთან აკოცა, შემდეგ კი ნინის გვერდით ისე ჩაიარა, თითქოს ომში გამარჯვებული ყოფილიყო, ნინი მაშინვე შეტრიალდა და შიგნით შევიდა, ნიკოლასისთვის ზედაც არ შეუხედავს..
ნიკოლასი რამდენიმე წამით ისევ სკამზე დარჩა, მზერა მინის კარის მიღმა გაუჩინარებულ ნინის გააყოლა და თითები ტუჩებზე გადაისვა, თითქოს რაღაცის გახსენება უნდოდა,
შემდეგ ჩაეღიმა..
- საინტერესოა, წითურო... - ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ ამჯერად მის ღიმილში მხოლოდ ირონია აღარ იგრძნობოდა..ნინის რეაქცია იმაზე მეტად მოეწონა, ვიდრე ამის აღიარება თავადვე უნდოდა..

სახლამდე მისასვლელი გზა ნიკოლასს ჩვეულებრივზე გრძელი მოეჩვენა.. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, მხრებში ოდნავ მოხრილი მიაბიჯებდა და მთელი დღის ამბებს თავში ატრიალებდა.. საკონდიტროში მომხდარი სცენაც გაახსენდა და უნებურად ჩაეღიმა, თუმცა მალევე სახე დაუსერიოზულდა, ბოლო დროს ზედმეტად ბევრი რამ ხდებოდა მის გარშემო, თან ისეთი, რაზეც ფიქრი დიდად არ უყვარდა.
სახლთან ახლოს მდებარე სტადიონს რომ ჩაუარა, ბურთის დარტყმის ხმა და ბავშვების შეძახილები შემოესმა..
ნაბიჯი შეანელა, მინდორზე ათიოდე ბიჭი თამაშობდა. ბურთი ხან ერთ მხარეს მიჰქონდათ, ხან მეორეზე. ვიღაც გამეტებით ურტყამდა, ვიღაც კი ბურთის მიღების ნაცვლად საკუთარ ფეხებში იხლართებოდა..მეკარე კარში იდგა და ისეთი თავდაჯერებული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა, ნიკოლასს გაეღიმა.
- აჰა, რა ამბავია... მსოფლიო ჩემპიონატი გამიმართეთ და არ დამპატიჟეთ? -
ნიკოლასი მოედნის კიდესთან მივიდა, მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და თამაშის ყურება დაიწყო, ბურთი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა. რვა ნომრიანი მაისურით მოთამაშე ბიჭი მოწინააღმდეგეს გაექცა, ორი სწრაფი ნაბიჯით სივრცე მოიპოვა და პასი გააკეთა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ბურთი ისე მიიღო, თითქოს პირველად ხედავდა..ნიკოლასმა თავი გააქნია.
- არა, ბავშვი, ასე არა! ბურთს კი არ უნდა ეხვეწო, შენ უნდა უბრძანო! - ხმამაღლა გასძახა
- და შენ, მეკარე, კარში დგახარ თუ მეზობლის ეზოს დარაჯობ? ერთი ნაბიჯი მაინც გადადგი! - ბიჭებმა სიცილი ატეხეს.
- აბა, მოდი და შენ ითამაშე! - გამოსძახა ერთ-ერთმა
- მე რომ ვითამაშო, მერე სახლში წასვლა აღარ მოგინდებათ. წადით, ჯერ პასის გაკეთება ისწავლეთ და მერე გამომიწვიეთ! - ისევ გაეცინა, მოედანს თვალი გადაავლო და სწორედ მაშინ შენიშნა გუგა..ბიჭი თანატოლებთან ერთად თამაშობდა. ბურთს ფრთხილად იღებდა, სწრაფად ატარებდა და საჭირო მომენტში თანაგუნდელს აწვდიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ფეხბურთი უყვარდა. თამაშის დროს სახე გამოცოცხლებოდა, მოძრაობებში კი ისეთი მონდომება იგრძნობოდა, რომელსაც ნიკოლასი კარგად იცნობდა,
წამით გაუნძრევლად დარჩა, გუგას თამაშის ყურებისას რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ბიჭში იმ ასაკის საკუთარი თავი დაინახა, როცა მისთვის მოედანი მთელი სამყარო იყო და ფეხბურთის გარდა თითქმის არაფერი აინტერესებდა..მერე გუგამაც შეამჩნია,
ბურთი ფეხებთან ჰქონდა, მაგრამ ნიკოლასის დანახვისთანავე მოძრაობა აერია. თანაგუნდელს პასი გაუკეთა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თამაშს თავი დაანება. მოედნის კიდესთან მდგარ სკამამდე მივიდა და ჩამოჯდა, ნიკოლასს წარბი ოდნავ აეზიდა..მოაჯირს მოშორდა და ნელა გაემართა მისკენ, გუგა მიწას დასჩერებოდა. ხელები მუხლებზე დაეწყო და ბუცის წვერით ბალახს აწვალებდა, თითქოს უეცრად ფეხბურთისადმი ინტერესი დაკარგვოდა,
ნიკოლასი მის გვერდით გაჩერდა.
- რატომ გაჩერდი?
- დავიღალე - ჩაილაპარაკა გუგამ ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს..
- აჰა. ანუ ჩემი მოსვლის ბრალი არ არის? -
გუგამ პასუხი არ გასცა, ნიკოლასი მის გვერდით ჩამოჯდა და ფეხები წინ გაიშვირა
- კარგი, როგორც გინდა. ოღონდ ერთი რამე უნდა გითხრა - გუგამ უნებურად ახედა.
- იმ პასის შემდეგ, მარცხნივ რომ გააკეთე, პირდაპირ კარისკენ უნდა წასულიყავი. მცველი ზურგით იდგა და ნახევარი მოედანი თავისუფალი გქონდა. შენ კი ბურთი მოიშორე, თითქოს ხელში ცხელი კარტოფილი გეჭირა - გუგას სახეზე უნებლიე ღიმილმა გაიელვა.
- თავისუფალი არ იყო..მეორე მცველი მხვდებოდა.
- მეორე მცველი? - ნიკოლასმა თავი გადააქნია
- მეორე მცველს რომ დაინახავ, მაშინვე უნდა გაჩერდე? ჯერ ერთი, მხარზე უნდა გაგეხედა, სანამ ბურთს მიიღებდი. მეორე, პირველი შეხება სივრცისკენ უნდა გაგეკეთებინა და არა ფეხებთან. მესამე, თუ ხედავ, რომ ორივე მცველი შენზკენ მოდის, ესე იგი ვიღაც შენიანი თავისუფალია. პასი მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწინააღმდეგე შენს შეჩერებას ცდილობს და არა მაშინ, როცა შენ თვითონ ვეღარ იგებ, რა უნდა ქნა -
გუგა უკვე ინტერესით უსმენდა, ნიკოლასს ლაპარაკისას სახე შეეცვალა. ირონია ისევ ჰქონდა, მაგრამ ახლა თვალებში ის გამომეტყველება ჩასდგომოდა, რომელიც მხოლოდ ფეხბურთზე საუბრისას უჩნდებოდა - ყურადღებიანი, ცოცხალი, საქმეში ჩართული
- შენ კიდევ როცა ბურთი გაქვს, თავი არ დახარო. ბურთს ფეხებით აკონტროლებ და არა თვალებით. მოედანი უნდა დაინახო, თორემ მთელი თამაში ბუცებს თუ უყურე, ბოლოს კარს კი არა, გასახდელსაც ვერ მიაგნებ - გუგას გაეცინა..რამდენიმე წამით მოედანს უყურებდა, შემდეგ კი ჩუმად ჰკითხა:
- კიდევ რა რჩევას მომცემდი შენი თვალით დანახულს? ან ახლა ვინც თამაშობს, ვის გამოარჩევდი? - ნიკოლასმა ყურადღება მოედანზე გადაიტანა.
- რვა ნომერი ძალიან კარგია. ბურთს კარგად ატარებს, თან სივრცესაც ხედავს. ცოტა მეტი თავდაჯერება სჭირდება და თუ ასე გააგრძელა, კარგი მოთამაშე დადგება. ოცი ნომერიც საინტერესოა, სწრაფია, დრიბლინგიც შეუძლია, მაგრამ ბურთს ზედმეტად დიდხანს იჩერებს.. ფეხბურთი მარტო მოწინააღმდეგის მოტყუება არ არის, დროულად უნდა იცოდე, როდის გაუშვა ბურთი - მოედანზე ერთ-ერთმა ბიჭმა ბურთი დაკარგა და მოწინააღმდეგეს თავისუფალი გზა გაუხსნა.. - ნიკოლასმა ხელები გაშალა.
- აი, შეხედე! მთელი დაცვა ბურთს გაჰყვა და უკან ისეთი სივრცე დატოვეს, მთელი ავტობუსი ჩაეტეოდა. ცენტრალური მცველი უკან უნდა აზღვევდეს, განაპირა მცველი კი ორივე ფლანგზე ერთდროულად ვერ გაიქცევა.. ნახევარმცველებიც უნდა ჩამოვიდნენ დასახმარებლად, მარტო ოთხი კაცის იმედად ნუ იქნებით და ყველაზე მთავარი - ერთმანეთთან ილაპარაკეთ! ფეხბურთი მუნჯების თამაში არ არის!.. - გუგას გაეცინა, რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდნენ მოედანს..
- მწვრთნელობაზე არ გიფიქრია? - ნიკოლასს ღიმილი სახეზე შეაშრა.. მომდევნო სიტყვები ისე წამოსცდა, აშკარად დაუფიქრებლად:
- ფეხები მომამტვრიე და ახლა იდეას მაწვდი, როგორ დავუბრუნდე მოედანს? -
გუგას სახე შეეცვალა, თავი დახარა და ბუცის წვერით მიწის თხრა განაგრძო..ბიჭმა მხრები ჩამოუშვა, თითქოს ნიკოლასის სიტყვები ფიზიკურად დააწვა..
- კარგი, დამშვიდდი. ენას ვერ ვაკონტროლებ ხოლმე..
- არა, მართალი ხარ - ჩუმად თქვა გუგამ.
- შენს ადგილას მეც ასე ვიფიქრებდი - გუგამ პირველად გაბედა და მისკენ გაიხედა, თუმცა თვალებში დიდხანს ვერ შეხედა..
- ვიცი, რომ რაც დაგემართა, ჩემი ბრალია. იმ დღის მერე სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. რომ შემეძლოს, ჩემს დანაშაულს ყველანაირად გამოვასწორებდი. ვიცი, რომ ამით მოედანზე ვერ დაგაბრუნებ, მაგრამ... - ხმა ჩაუწყდა, ყელში გაჩხერილი ემოცია ძლივს გადაყლაპა
- ძალიან განვიცდი, რომ ჩემს გამო ასე დაგემართა - ნიკოლასი უხმოდ უსმენდა,
გუგამ ხელები ერთმანეთს მოუჭირა.

- მე რაც გინდა, ის მიქენი.. მართლა.. ოღონდ ჩემს დას არაფერი დაუშავო, კარგი? - ნიკოლასმა რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ გაეცინა.
- სერიული მკვლელი კი არ ვარ, ბიჭო -
გუგასაც გაეღიმა, თუმცა მორცხვად, თითქოს ჯერ კიდევ არ იცოდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება
- ვიცი, მაგრამ... - ნიკოლასმა ხელები მუხლებზე დაიწყო და წინ გადაიხარა..
- რაც მოხდა, მოხდა.. უკან ვერ დავაბრუნებთ მომხდარს.. არც იმას გეტყვი, რომ დამავიწყდა ან აღარ მტკივა. არ დამავიწყებია. მაგრამ შენც ნუ დაისჯი თავს ყოველდღე იმაზე მეტად, ვიდრე უკვე ისჯი. დანაშაულის შეგრძნება თუ რამეს არ გასწავლის, უბრალოდ გღლის.. თუ მართლა ნანობ, მაშინ შემდეგში სხვანაირად მოიქეცი - გუგა ჩუმად უსმენდა..
- შენზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა - წამოსცდა გუგას..ნიკოლასმა წარბი ასწია.
- როგორი?
- უფრო... საშიში.
- გუგა, აღარ აპირებ თამაშის გაგრძელებას? - გუგამ მათკენ გაიხედა, თუმცა ადგილიდან არ განძრეულა,
ნიკოლასმა წარბი ასწია.
- რას უყურებ? წადი, ითამაშე!
- არ ვიცი...
- რა არ იცი? წადი, სანამ იმ რვა ნომერს მთელი შენი გუნდი არ შემოუჭამია.. კარგი მოთამაშეა აშკარად - გუგა წამოდგა.
- მადლობა რჩევებისთვის..

ღამის სიჩუმე ნიკოლასის ბინაში მხოლოდ ჩიფსების პარკის შრიალითა და ტელევიზორის ჩუმი ხმით ირღვეოდა..
დივანზე ნახევრად წამოწოლილს ერთი ხელი თავქვეშ ამოედო, მეორეში კი ლუდის ბოთლი ეჭირა. ჩიფსს პირში იდებდა, ეკრანს უინტერესოდ უყურებდა.. თუმცა მისი ყურადღება დიდხანს ვერც ერთს ვერ დაუთმო, ბოლოს უკმაყოფილოდ ამოიოხრა, ბოთლი მაგიდაზე დადგა და ფანჯრისკენ წავიდა,
ფარდის გადაწევისთანავე მზერა მოპირდაპირე შენობისკენ გაექცა,
საკონდიტრო ვიტრაჟი მთლიანად მინებში იყო ჩასმული, ამიტომ შიგნით ყველაფერი კარგად ჩანდა. სამუშაო მაგიდები, დახლები, მაცივრები, განათებული ვიტრინები - არაფერი იმალებოდა ცნობისმოყვარე თვალისგან.. ამ დროს იქაურობა ჯერ კიდევ განათებული იყო, საათს დახედა..დილის ოთხი სრულდებოდა..
- ეს გოგო საერთოდ როდის იძინებს? - ჩაიბურტყუნა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო, ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა..საკონდიტროში თანამშრომლები თანდათან ასრულებდნენ საქმეს.. ერთმა წინსაფარი გაიხადა, მეორემ ჩანთა აიღო, მესამემ კი სამზარეულოს კარი მიხურა და გასასვლელისკენ გაემართა, ბოლოს ყველა წავიდა..ნინი დარჩა, ნიკოლასმა გაუცნობიერებლად გაიღიმა და მინას უფრო მიუახლოვდა..გოგონა სამუშაო მაგიდასთან იდგა დაღლილი ჩანდა, მხრებში მოხრილს, თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, რამდენიმე წითური ღერი კი სახეზე ჩამოშლოდა; თვალებში მთელი ღამის უძილობა ჩასდგომოდა, თუმცა მოძრაობებში მაინც ეტყობოდა ის სიჯიუტე, რომლითაც საქმეს ბოლომდე მიჰყავდა..ნინი ჯერ მაცივრებს მიუბრუნდა და სათითაოდ შეამოწმა, ყველაფერი ჩართული იყო თუ არა, შემდეგ კი დესერტების ვიტრინასთან შეჩერდა. თითოეული თარო გადაამოწმა, დარწმუნდა, რომ შეკვეთები სწორად იყო დაბინავებული და დილისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა. ბოლოს სამზარეულოს განათება გამორთო, შესასვლელის კარი ჩაკეტა და ობიექტი დაცვაზე აიყვანა..დიდხანს ეძებდა გასაღებს, რომელიც ხელში ეჭირა..
- სულელი წითური... ჩერჩეტი - თქვა ირონიულად, სამზარეულოსკენ დაიძრა, ყავის აპარატთან გაჩერდა და ცხელი ყავა ჩამოასხა. მაისურის გარეშე იდგა; ფართო მხრები და დაკუნთული მკლავები თბილ, მოყვითალო განათებაში მკაფიოდ უჩანდა, ოდნავ არეული თმა კი კიდევ უფრო უდარდელ იერს აძლევდა. ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა, ფანჯრიდან ნინისკენ გაიხედა და ღიმილი კვლავ შეეპარა.
- ვერ ვისვენებ, წითურო. შენი ნერვების მოშლით ვიკვებები მგონი - ფინჯანი დადო, მაისური გადაიცვა და ბინის კარი ისე გაიჯახუნა, თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღებას ერთი წამიც არ დასჭირვებია, კიბეებზე სწრაფად დაეშვა.. მეორე სართულიდან პირველამდე თითქმის სირბილით ჩავიდა, სადარბაზოს კარი გააღო და გარეთ გავიდა, ნიკოლასი შენობის კუთხესთან შეჩერდა..მისკენ წასვლას აპირებდა, უკვე მზად ჰქონდა თავში პირველი ირონიული ფრაზაც, რომლითაც ნინის აუცილებლად გააღიზიანებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს საკონდიტროს კარიდან კიდევ ერთი ფიგურა გამოჩნდა -
გიორგი.. გიორგიმ გაუღიმა, ჩანთა გამოართვა, თითქოს დახმარება უნდოდა, და მის გვერდით დადგა..ნიკოლასს სახიდან ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა,
რამდენიმე წამი უყურებდა მათ, შემდეგ მზერა აარიდა და თავი ჩაღუნა.
- რას აკეთებ, ნიკოლას? - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო..
- ეს გოგო გიორგის მოსწონს. ვერ ამჩნევ, როგორ უყურებს? - მისთვის რთული არ იყო ამის შემჩნევა, გიორგის ნინის მიმართ დამოკიდებულებაში რაღაც განსხვავებული იგრძნობოდა. ზედმეტი ყურადღება, მზერაში ჩამდგარი სითბო, ის მზაობა, რომ ნებისმიერ დროს მისულიყო და დახმარებოდა. ნიკოლასი იმდენად კარგად იცნობდა მეგობარს, რომ ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა
- არ შეიძლება ასე ნიკოლას.. ძალიან ცუდად იქცევი.. - ნინის გახედა, გოგონა რაღაცას ეუბნებოდა გიორგის, თან დაღლილი იღიმოდა, ნიკოლასმა ტუჩები ერთმანეთს დააჭირა
- დროა, თავი დავანებო - ეს გადაწყვეტილება უცნაურად მარტივად მიიღო.. სულ რამდენიმე წუთის წინ ნინის გაღიზიანების სურვილით სახლიდან გამოვარდა, ახლა კი იქ დგომაც არ უნდოდა.. უკან დაიხია, შენობის ბნელ მხარეს გაუყვა და ისე გაეცალა იქაურობას, რომ ნინისა და გიორგის არაფერი შეუმჩნევიათ.
- დიდი მადლობა, გიო, დახმარებისთვის - უთხრა ნინიმ, როცა სადარბაზოსთან გაჩერდნენ.
- არ გრცხვენია? რა მადლობა, ნინი -
გიორგიმ თავი გააქნია და გოგონას თბილად ჩაეხუტა, ნინი რამდენიმე წამით მის მკლავებში დარჩა, შემდეგ მოშორდა და დაღლილმა გაუღიმა.
- კარგი, წადი ახლა. ისედაც ძალიან გვიანია.
- შენ შედი და მერე წავალ.. -
გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუღიმა, დაემშვიდობა და წავიდა..ნინი
სადარბაზოში შევიდა, კიბეებს აუყვა და ბინის კარი გააღო. გუგა უკვე შიგნით იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ეძინა. დაღლილმა გოგონამ ჩანთა მაგიდაზე დადო, ფეხსაცმელი გაიხადა და შვებით ამოისუნთქა..ნიკოლასი კორპუსის უკანა მხარეს, პატარა ეზოში იდგა, გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიიღო, ჯერ კიდევ გონებაში უტრიალებდა.
- გიორგის ხათრით მაინც უნდა შევეშვა -
მოაჯირს დაეყრდნო და თავი უკან გადააგდო
- თან რა მჭირს საერთოდ? თითქოს სხვა გასართობი არ მქონდეს - თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ აღიზიანებდა ნინის ყოველი გამომეტყველება.. ეს გოგო მის სიმშვიდეს სრულიად გაუგებარი გზებით არღვევდა..თუმცა ახლა სხვა რამ გადაწყვიტა..გიორგისთან მეგობრობა მისთვის ბევრს ნიშნავდა. თუ მართლა ჰქონდა ნინის მიმართ გრძნობები, ნიკოლასი არ აპირებდა, საკუთარი ახირებებით ყველაფერი აერია. მით უმეტეს, როცა თვითონაც ვერ გარკვეულიყო, რას ერჩოდა ამ გოგოს და რატომ ვერ ანებებდა თავს..რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე გაჩერდა და ეზოს ბნელ კუთხეში სკამზე ჩამოჯდა, სუფთა ჰაერი ესიამოვნა..რამდენიმე წუთი უბრალოდ იჯდა, სიჩუმეს უსმენდა.. სწორედ მაშინ შენიშნა უცნობი მამაკაცი,
კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ქუჩის ჩაბნელებულ მონაკვეთში, შავებში ჩაცმული კაცი გამოჩნდა, გრძელი შავი ტყავის პალტო ეცვა, ხელებზე კი მუქი ტყავის ხელთათმანები ეკეთა. სახე ნაწილობრივ ჩრდილში ჰქონდა მოქცეული; სიბნელეში მისი ნაკვთების გარჩევა შეუძლებელი იყო, ნიკოლასმა წარბები შეკრა, კაცი უცნაურად იქცეოდა. რამდენჯერმე მიმოიხედა, შემდეგ შენობისკენ გაიხედა და მიწიდან რაღაც აიღო, დიდი ქვა იყო..ზედ ქაღალდი შემოახვია.. ნიკოლასი მაშინვე წამოდგა.. კაცმა ხელი უკან გასწია და ქვა მთელი ძალით ისროლა, მინის ჩალეწვის ხმა გაისმა, ნიკოლასი ადგილზე გაშეშდა..
ქვა პირდაპირ ნინის ფანჯარას მოხვდა..მინა ერთიანად ჩაიმსხვრა და ნამსხვრევები ოთახში მიმოიფანტა..
- ჰეი! რას აკეთებ?! - დაუყვირა ნიკოლასმა,
უცნობმა მაშინვე უკან დაიხია და გაქცევა სცადა..ნიკოლასი მისკენ გავარდა, რამდენიმე ნაბიჯში თითქმის დაეწია კიდეც, მაგრამ უცნობმა ვიწრო გასასვლელში შეუხვია და სიბნელეში გაუჩინარდა.
- გაჩერდი, შე ! - კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თუმცა მალევე შეჩერდა, უკან, შენობისკენ გაიხედა..ჩამსხვრეული ფანჯარა დაინახა..
აღარ უფიქრია, გაქცეულს გაჰყოლოდა შემოტრიალდა და სადარბაზოსკენ გაიქცა..კიბეებზე ისე სწრაფად ავარდა, რომ ბოლო საფეხურებზე სუნთქვა შეეკრა..ნიკოლასმა ნინის კარი ხელით ფართოდ გააღო.
- ნინი! - ოთახში შეჭრისთანავე ორი შეშინებული ფიგურა დაინახა, ნინი და გუგა ფანჯრისგან მოშორებით, კედლის კუთხეში იყვნენ ჩაცუცქულები. ნინის ხელები გულთან მიეკრა, გუგას კი მისთვის ხელი ჩაეჭიდა. ორივეს სახეზე უსაზღვრო შიში ეწერა..ნინი შეხტა, როცა კარი გაიღო.
- არა... - აღმოხდა შეშინებულს და თავი ხელებით დაიფარა..მაგრამ როგორც კი ნიკოლასი დაინახა, ხელები ნელა ჩამოუშვა, ნიკოლასი მაშინვე მათკენ წავიდა.
- მშვიდად, მშვიდად... მე ვარ - მის ხმაში აღარ იყო ირონია, არც ის გამომწვევი ტონი, რომლითაც ნინის ნერვებზე თამაში უყვარდა, მხოლოდ გულწრფელი შეშფოთება ჩანდა..მათ წინ ჩაიმუხლა, ჯერ გუგას შეხედა, შემდეგ ნინის.
- როგორ ხართ? - ნინიმ პირი გააღო, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. მხოლოდ თავი დაუქნია, თუმცა მთელი სხეული უკანკალებდა, ნიკოლასმა მზერა მის ხელებზე გადაიტანა, თითები ისე ჰქონდა ერთმანეთში გადახლართული, რომ სახსრები გათეთრებოდა.
- ნინი, შემომხედე - გოგონამ ნელა ასწია თავი, თვალები გაფართოებული ჰქონდა, სახე გაფითრებოდა და ტუჩები უთრთოდა. ნიკოლასს არასდროს ენახა ის ასე. არც მაშინ, როცა გაბრაზებული უყვიროდა, არც მაშინ, როცა ზიზღით უყურებდა. ახლა მის წინ იჯდა გოგონა, რომელსაც თითქოს წამებში გამოეცალა მთელი ის სიმტკიცე, რომლითაც ყოველდღე ყველაფერს უმკლავდებოდა..
ფრთხილად გაუწოდა ხელი.
- შეიძლება? - ნინის მზერა მის ხელზე შეჩერდა. წამით თითქოს ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა, შემდეგ კი კანკალით თავისი ხელი ჩაუდო ხელში, ნიკოლასმა თითები ფრთხილად შემოხვია, მისი ხელი ყინულივით ცივი იყო
- ყველაფერი კარგადაა. გაიგე? - ჩუმად უთხრა
- აქ ვარ! - ნინიმ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ სუნთქვა მაინც უთანაბრო ჰქონდა..ნიკოლასმა მეორე ხელით მხარზე მსუბუქად მოჰკიდა ხელი.
- გუგა, შენც კარგად ხარ?
- კ-კი... მგონი..
- კარგი. ორივე აქ დარჩით.. ფანჯარასთან არ მიხვიდეთ, მინაა ყველგან..პოლიციაში დარეკეთ.. უთხარით, რომ ვიღაცამ ფანჯარა ჩაგიმტვრიათ. მე გარეთ გავალ და ვნახავ, ხომ არ დაბრუნებულა -
- არა! - ნინის ხმა მოულოდნელად გაისმა,
ნიკოლასი მისკენ შებრუნდა, გოგონას ხელი ისევ მის ხელში ჰქონდა მოქცეული.
- არ გახვიდე... - ეს სიტყვები ისე ჩუმად თქვა, რომ თითქმის ჩურჩული იყო,
ნიკოლასმა მის სახეს შეხედა, მერე მზერა იატაკზე მიმოფანტულ ნამსხვრევებს გააყოლა, ფანჯრის ქვეშ დიდი ქვა ეგდო, მის ზედაპირზე რაღაც თეთრი გამოჩნდა.. ნიკოლასი ფრთხილად წამოდგა და ნინის ხელი მხოლოდ მას შემდეგ გაუშვა, რაც დარწმუნდა, რომ გოგონა გუგას გვერდით უსაფრთხოდ იჯდა..ქვას მიუახლოვდა და დაინახა, რომ ზედ ფურცელი იყო შემოხვეული, დაიხარა, ქვა ფრთხილად აიღო და ფურცელი მოხსნა..თეთრ ქაღალდზე მხოლოდ ერთი რამ ეწერა..
დიდი, მკაფიო ციფრი - "13"..



№1 სტუმარი სტუმარი alisa

🔥 გინდა გაიცნო გოგო ან ბიჭი ყოველგვარი კომპლექსების გარეშე?
მოგწყინდა ჩატებში უაზრო სარეკლამო სპამ-ბოტებთან შეხვედრა?
აქ არანაირი სარეკლამო ბოტი არ არის — მხოლოდ 100% რეალური და ცოცხალი ადამიანები! 👥
🎯 რატომ Vinmege_bot?
• 🚫 0% სპამი და ბოტები: გესაუბრება მხოლოდ რეალური ხალხი
• 👩/👨 აირჩიე ვის ეძებ: მონიშნე მხოლოდ გოგონები ან მხოლოდ ბიჭები
• 🎙️ ხმოვანი მესიჯები: ისაუბრე პირდაპირ Voice-ით
• 🔒 სრული ანონიმურობა: ჩატის დასრულებისთანავე ყველა მესიჯი უკვალოდ იშლება 🗑️
👇 დააჭირე ლინკს და იპოვე პარტნიორი 1 წამში:
👉 https://t.me/Vinmege_bot

 


№2 სტუმარი Sirena

როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარია😍

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

🥰🥰🥰🥰მალე დადეთ შემდეგი🥰🥰🥰🥰🥰

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent