სანამ ახალგაზრდები ვართ
თბილისის ქუჩები...როგორ მომნატრებია, თუმცა მომატრება გადაჭარბებული ნათქვამია, საკმაოდ ცოტა დრო მაქვს გატარებული თბილისში. გაგიკვირდებათ და ხან საბერძნეთში ვიყავი, ხან ქუთაისში, ხანაც ესპანეთში, თუ რატომ ვცხოვრობდდი მუდამ სხვადასხვაგან ამას მოგვიანებით გაიგებთ...
2 დღეში სწავლაც მეწყება, უნივერსიტეტში ჩავაბარე წელს, ათოსანი გოგო ვარ, სრული დაფინანსებით მოვხვდი სამართალზე, პრინციპის ამბავი იყო გრანტი უბრალოდ. თბილისში ჩემ ბედოვლათ ძმასთან ვიცხოვრებ ჯერ ჯერობით, შემდეგ ალბათ ცალკე გადავალ. ბიჭების ამბავი ხო მოგეხსენებათ, ძმაკაცები, ქალები, დალევა, მოწევა, ფეხბურთი და ა.შ, ამიტომ მირჩევნია ცალკე ვიცხოვრო, უბრალოდ ჯერ მინდა ჩემ ძმას სისხლი გავუშრო, ბატონ მიხეილს, ჩემზე 8 წლით დიდია. და აი ისიც, მივადექი სახლს, ჩემოდნების ტარებით ხელები გადამწყდა და სწორედ ესაა მიზეზი რატოც მივახრჩობ მიხეილს, ნუ კარგით მიშო ჰქვია თუმცა ხო უნდა გავაბრაზო რამით, ამიტომ როცა ნერვებს მიშლის მიხეილს ვეძახი. დილიდან ვურეკავ რომ მომაკითხოს სადგურზე, თუმცა ჩემი ფეხები, ვერაფრით მივაწვდინე ხმა. კარზე ზარს ალბათ 5 წთ მაინც ვრეკავდი გაუჩერებლად -რა ჯანდ... - კარს ახალგაზრდა, ალბათ ჩემზე ცოტა უფროსი ბიჭი აღებს და თვალებს ისრესს, აშკარად არ მელოდა და ვერც ხვდება ვინ ვარ, ცოტა მეც კი შემეპარა ეჭვი, სახლი ხო არ შემეშალა თქო, თუმცა არა, ნამდვილად ჩემი სახლია, ფიქრებში გართულს ჩამესმის არაჩვეულებრივი ხავერდოვანი ხმა რომელიც ამ ყმაწვილს ეკუთვნის - გამარჯობა ლამაზო, ვისთან ხარ ? - მიღიმის და მეფლირტავება, წარბს ვუწევ და თან მეცინება - შენ ვისთან ხარ თორე მე ჩემ სახლში მოვედი - მოიცა შენ მილა ხარ ? - თვალები უფართოვდებ - ა არა ე - ამმ ბოდიში? - ღმერთო ჩემო , ლამის 4 საათია გზაში ვარ, იქნებ მიხვდე და სახლში შემატარო, მე მილე ვარ და არა მილა - მობეზრებულად ვატრიალებ თვალებს და ხელით ვუბიძგებ რომ გამეცალოს. - შენ ვინ ხარ ? - მე მიშოს ძმაკაცი ვარ, მაპატიე ცუდად გამომივიდა, დღეს და ასე დილით არ გელოდით- თმას დაბნეული იჩეჩავს და თვალებს აქეთ იქით აცეცებს - მიშომ თქვა რომ ხვალ მოდიოდი და ცოტა არეულობაა ... - შენი სახელი ძვირფასო? - აჩი - აჩი ანუ არჩილი - არა უბრალოდ ა ჩ ი - ანუ აჩიკო - ძალიან ვერთობოდი მისი გაღიზიანებით - აჩი თქო - ბრაზდება, აშკარად გავაღვიძე, თან პახმელიაც იქნება სავარაუდოდ, იმდენ სასმლის ბოთლს ვხედავ, მიკვირს ოვერდოზით რომ არ მოკვდა საერთოდ - კარგი მისმინე, პირველი: ეს ცოტა არეულობა კი არაა სახლი სანაგვედაა ქცეული. მეორე : ახლა 12 საათია ზუსტად და შენ აშკარად ახალგაღვიძებულს გავხარ აპოლონ მესამე : ჩემი ძმა სად ჯანდაბაშია - ეს ბოლო ყვირილით წარმოვთქვი ფაქტობრივად მეოთხე : თუ არ გინდა შენი კუბიკების ყურებამ მიმსხვერპლოს ზედა ჩაიცვი - ავათვალიერე გამომწვევად. - ჰეი ჰეი, ჯერ ერთი დალაგებას ვაპირებდით, მეორე ახალგაღვიძებული ვარ, რადგან სახლში ჯადოქარი შემოიჭრა და გამაღვიძა, მესამე მიშოს სძინავს, გამთენიას დაიძინა მაგანაც და მეოთხე ძაააალიან ცხელა, კონდიციონერი გაფუჭდა და ლამისაა ჩამოვდნე - გამიცინა და დადნობის იმიტაცია გააკეთა დაგრეხვით - კარგი როგორც არის, მიშო მეორე სართულზეა ? - ამმმ ... - აშკარად არ უნდოდა გამეღვიძებინა - ძალიან გთხოვ ახლა ყველა ოთახს ნუ მომავლევინებ არ მაქვს თავიი -უბრალოდ შენთვისვე აჯობებს პირდაპირ თუ არ შეუხსი კარს ... - უხერხულად მოიჩეჩა თმა ისევ - კარგი ისეთი სახე გაქვს სავარაუდოდ მართლა ყველა ოთახს მოივლი ამიტომ გეტყვი, მეორე სართულზეა ბოლო ოთახში, წავედი მე ვიძინებ, თუ არაფერი გჭირდება, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მილე - კოცნა გამომიგზავნა და ოთახში მიიმალა რა ხდება დილიდან ჩემ თავს არ ვიცი მაგრამ მიხეილს რომ არ ელოდება კარგი დღე ვიცი. გავეშურე მეორე სართულისკენ ფეხაკრეფით და კარი ლამის შევგლიჯე , მაგრამმმმმ ღმერთო ჩემო, ნეტა გამეთვალისწინებინა აჩის ნათქვამი და დამეძახა შესვლამდე, ვხედავ ჩემ ნეანდერტალელ ძმა და მასზე გადახლართულ ქერა ლამაზმანს ნახევრად შიშვლებს, ღმერთო ჩემო, რა გულის ამრევია - მიხეილ მღალატობბბბ? ვინ არის ეს გოგოოო? არ მჯერა ღმერთო ჩემოოო, ბავშვებს რა ვუთხრა ახლაა??? - გავკიოდი დრამატულად რაზეც, ჩემი ძმა საწოლიდან გადავარდა ის გოგო კი შოკირებული გაწითლებული და დარცხვენილი სად დამალულიყო არ იცოდა -არ გრცხვენიათ ქალბატონოო? 3 შვილის მამასთან როგორ დაწექით ? - ცრემლებს ვიწმენდ და ვცდილობ არ გამეცინებოდა, ამასობაში გოგონამ სსასწრაფოდ ჩაიცვა ფეხზე ძლივს წამომდგარ ჩემ ძმას სახეში სილა უთავაზა ბოდიშიო დაიჩურჩულა და ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან, ჩემ ძმას კი სახეზე ეტყობოდა რომ ცოტაც და მომკლავდა - რა გააკეთე გოგოოო? - მე რა გავაკეთე კი არა მიხეილლლ, არ ვიცი ახლა თავს როგოე ვიკავებ არ მიგახრჩო, შენ ნორმალური ხარ??? გუშინდელიდან ვერ გიკავშირდები, უნდა დამხვედროდი და ვიღაც გოგოსთან სიამოვნების გამო გადამაგდე - აუუ ატრაკებ მილ, შენ ხვალ უნდა ჩამოსულიყავი წესით - რა ხვალ ტვინგალო, გითხარი რომ დღეს მოვდიოდი , გუშინ ვიფიქრე შევახსენებ თქო , მარა ჰააა, ვერ დაგიკავშირდი, სახლში მოვედი და ჯერ ვიღაც აპოლონი დამხვდა მერე ვიღაც შიშველი გოგო შენზე გადასკვანჯული - კარგი, კარგი, გაპატიებ ამჯერად იმას რომ გოგო გამიქციე- დანანებით გააქნია თავი და მოიზილა ლოყა, მიხვდა ისევ ჩხუბს რომ ვაპირებდი და სასწრაფოდ ჩემკენ დაიძრადა ჩამეხუტა - მოდი ახლა მომენატრე კარგად ჩაგკოცნოო, რამხელა გოგო გაიზარდე შენაო ჰაა? ვისი ხარო ასეთი კარგი და ლამაზიიი გოგოოვო ვისი ? აქ ჩამოხვედი და უნდა მაცემინო ყველა მეორე ბიჭი ხო ? - უცებ შეკრა წარბები და მზერა ჩემ უკან გადაიტანა- ისე ხო გაგაცნო ბარემ ჩემი ბიჭები - ხელი შემიშვა, მივტრიალდი და რას ვხედავ 4 ზე სიმატიური ბიჭი, ნუ ერთი აჩი კი გავიცანი უკვე და ახლა ზემოდან 3 ღმერთკაცი, მემგონი აქ მოვკვდები -მოკლედ ეს აჩი თოდუაა, ჩვენი დიდი იურისტი , ვხედავ შენს აღფრთოვანებულ სახეს და არაა, ის არ გამეცადინებს - ეს ლუკაა საგანელიძე, - მიმითითა ქერა ცისფერთვალება ბიჭზე - სწავლობს ფსიქოლოგიას, დასტოინი და დინჯია ჩვენი ლუკა, საკუთარი საქმის პროფი, მაგრამ არავის გვმკურნალობს - გააქნია თავი - ეს ვატოა ღურწკაია , ჩემსავით ისიც ბიზნესითაა დაკავებული - ვატო შავთვალება შეჭმუხნული წარბებით შავტუხა ბიჭია - ბოლოს ეს კონსტანტინე ამირეჯიბი, ჭკვიანი ბიჭია სამედიცინოზე სწავლობს სხვათაშორის და შეგიძლია მიმართო ავად ყოფნის პერიოდში - ვახხ ექიმიც გვყოლია მაგარია - დაა თქვენი უდიდებულესობა მიშო მაისურძეეე , ეს კი ჩემი დაა ბიჭებო მილე მაისურაძე, გაითვალისწინეთ ნამდვილი ეშმაკია, არავინ მოგატყუოთ მისმა ასაკმა და სათნო სახემ, თუ მოინდომა... - უცებ შეჩერდა- არა არ მოინდომებ ხო ჩვენ ამ სახლიდან გაყრას ? - კნუტის თვალებით მიყურებდა , რაღაც ისე ვერ იყო. - მიხეილ რატომ აშინებბბ? არა არ ვაპირებ ვინმეს გაგდებას საღამოობით შემოიარეთ და ლუდი დავლიოთ ხოლმე თუ ხასიათზე ვიყავი - ხო საქმეც მაგაშია, ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ მილე... - რაოოო? ვინ ყველაოო ? უცებ ყველა ერთად გალაგდა ოთახიდან და მიიხურეს კარიც. - მოიცა მოიცა აქ 5 ბიჭთან ერთად უნდა ვიცხოვრო ???! ნუ შენ კაიი მათ არც კი ვიცნობ მიშო -ხოდა გაიცნობ, კარგები არიან, ჩათვალი ისე იქნები ამათთან როგორც ჩემთან ხარ, ყველას თვალდახუჭული ვენდობი და ყველას ვანდობ ჩემ სიცოცხლეს, 2 წელია ასე ვცხოვრობთ და გთხოვ არ გაჭედო რაა, თუ არაკომფორტულად იქნები მოვიფიქრებ რამეს , მაგრამ ჯერ გაჩერდი აქ იქნებდა მოგწონს -კარგი, ახლა მე ძალიან დაღლილი ვარ რამის გასარჩევად და სალაპარაკოდ, ამიტომ ახლა წავალ და დავიძინებ, რომ გავიღვიძებ შემდეგ ვისაუბროთ ამაზე -კარგი , არ გამიბრაზდე , გთხოვ რააა- ვცემმმ რანაირი მიყურებს -კარგი, კარგი, მორჩი წავედი ვიძინებ. ვლოცულობდი ჩემი ოთახი არეული არ დამხვედროდა თორე მერე მართლა დავხოცავდი ყველაას, და აი ისიც, როგორც ჩანს ჩემ გარდა აქ არც არავინ შემოსულა. თუ რამე იყო მოსაწესრიგებელი უცებ მოვაწესრიგე, მეც წყალი გადავივლე და წამის მეასედში ძილად გადავიქეცი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


