სანამ ახალგაზრდები ვართ (4)
მილემ მთელი ღამე მეცადინეობაში გაატარა და ისე გავიდა დრო ვერც შეამჩნია როდის შემოათენდა, მზე ამოსვლას იწყებდა უკვე, გადადო კონსპექტები , კოდექსების მთელი მარაგი და რაღაც მომენტში ისიც კი იფიქრა რომ ვეღარ უქაჩავდა გონება ამდენ სასწავლს, თანაც სამართალი რომელი მარტივი სფეროა არ გაგიჭირდეს, იჯდა და ნერვები ეშლებოდა, რაღა ამ სფერომ მიაჯაჭვა ასე, ხო შეიძლებოდა რამე ისეთი აერჩია, რაც ადამიანური ენით გასაგები იქნებოდა, ახლა კი დაჰყურებდა კოდექსებს და დასანახადაც აღარ უნდოდა, თუმცა იცოდა, ერთ დღესაც ეს წიგნები მისთვის ბიბლიასავით გახდებოდა, იმაყებდა იმით რომ მიაღწია საბოლოოდ მიზანს და გახდა ერთ ერთი ყველაზე ცნობადი პროკურორი, ან იქნებ გამომძიებელიც გამხდარიყო.
მილეს ყველაზე მეტად ეზიზღებოდა პედოფილები და მოძალადეები, შეიძლება ასე განსაკუთრებით იმიტომაც სძულდა, რომ თავადაც თითქმის ემსხვერპლა ერთხელ პედოფილიას, როცა 13 წლის იყო. მისთვის ეს საშინელ ტრავმად იქცა, მხოლოდ მისმა გოგოებმა იცოდნენ რაც გადაიტანა მაშინ.. ნათესავის სახლიდან ბრუნდებოდა მერვე კლასელი მილე, როდესაც გზაზე ვიღაც გადაუდგა და იძულებით მიათრევდა ჩიხში, მოსაღამოვებული იყო, მთლად ღამე არ იყო და არ ბნელოდა, თუმცა ზამთრის კვალობაზე მაინც ითქმოდა რომ შებინდებული იყო , სუსხის გამო ქუჩაში ხალხიც არ მოძრაობდა, რომ ვინმე დახმარებოდა. თავიდან ვერც კი გაიაზრა რა ხდებოდა, იმხელა შოკი მიიღო, გონს როცა მოვიდა კივილი მორთო და ფართხალებდა ზორბა კაცის ხელებში, თუმცა რას დაუსხლტებოდა ხელიდან თავისზე ალბათ 50 კილოთი მძიმე კაცს, ტირილი და ყვირილი ერთმანეთში ერეოდა უკვე, იმედიც ეწურებოდა, როდესაც სრულიად შემთხვევით გადაარჩინა ბიჭმა რომელსაც არც კი იცნობდა, სასწრაფოდ მილესკენ გაიქცა ბიჭი ყვირილით, მამაკაცმაც ეგრევე უშვა ხელი და გაიქცა, სამწუხაროდ ბიჭს არ შეეძლო გაკიდება, მაშინ მილე უნდა დაეტოვებინა, რომელიც არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო. როგორღაც შეძლო და დაამშვიდა გოგონა, როცა ბიჭმა პოლიცია ახსენა, მილეს ისე შეეშინდა და შერცხვა მომხდარის გამო, დაუსხლტა ბიჭს ხელიდან, და გაიქცა სასწრაფოდ სახლში მივიდა, ბევრი იტირა, ბებიამ ვერაფრით გამოტეხა რა სჭირდა და ბოლოს ასაკს დააბრალა. მილეს მას შემდეგ დაეწყო ღამე გარეთ სიარულის შიში მარტოს. არსად გადიოდა ღამე, როგორც კი შებინდდებოდა ფარდებს ჩამოაფარებდა კარს კეტავდა და ყველა ზარის ხმაზე თავის ოთახში გარბოდა დასამალად, სკოლაში , ვინმეც რომ შეხებოდა მხარზე ტირილს იწყებდა და აგრესიული ხდებოდა, ასე ალბათ 2 წელი გრძელდებოდა, სანამ სკოლის ფსიქოლოგები არ ჩაერივნენ და მშობლებს არ დაუკავშირდნენ, აცნობეს რომ მილეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთული იყო და მას სჭირდებოდა ფსიქოლოგებთან სიარული, სკოლისთვის ცოტახანი თავიც უნდა დაენებებინა თუკი ეს საჭირო გახდებოდა. დაიწყო რეკვები საბერძნეთიდან , ესპანეთიდან, თბილისიდან, ყველა ურეკავდა და სთხოვდა რომ ეთქვა რა მოხდა, ვინმესთან თუ ცუდი რამე შეემთხვა, ვინმემ თუ იძალადა, შეუარცხყოფა მიაყენა ან რამე მსგავსი, თუმცა მილე დუმდა და მხოლოდ იმას ამბობდა რომ ყველაფერი რიგზე იყო, არ უნდოდა კითხვების კორიანტელი დასტყდომოდა თავს, საბოლოოდ შეძლო, თავი დააღწია კოშმარებს და მუდამ შიშში ყოფნას. ეს კი მისი გოგოების დამსახურება იყო. ერთ საღამოს როცა მილე თბილისში იყო და გოგოებთან ერთად დარჩა, ღამე კოშმარი ნახა ისევ და ძილში ტირობა, ბოდავდა, ყვიროდა. გოგოებმა ძლივს შეძლეს მილეს გამოღვიძება და გონს მოყვანა, აქედან გახდა ნათელი რაც მოხრა მილეს ცხოვრებაში და ამ დღიდან გაიგეს გოგონებმაც მილეს ტრავმის შესახებ, ქეთოს დეიდა დაეხმარა, ფისქოლოგი იყო და თავისი მაქსიმუმ ჩადო მილეს გამოჯანმრთელებაში, სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ მილეს აღარ ჰქონდა შფოთვები, ფანიკური შეტევები და ღამის შიში. არ მახსოვს რომელზე ჩამეძინა, მაგრამ, რომ გავიღვიძე სანამ მოვიფხიზლე და გავერკვიე რა ხდებოდა, ტვინში უცებ დამკრა სემინარმა, საათს გაგიჟებულმა დავხედე, შვებით ამოვისუნთქე, როცა 12 უჩვენა. მშვიდად ავდექი გადავივლე წყალი , ვჭამე და გამზადებას შევუდექი. სახლში აფსოლუტური სიწყნარე სუფევდა, როგორც ჩანს ზოგი უნიშია, ზოგიც სამსახურში. პირველზე გავედი სახლიდან და მშვიდად გავუყევი გზას. ადმინისტრაციული სამართლის სემინარი მქონდა და სიკვდილამდე მეზარებოდა, ლექტორი კია ძაან საყვარელი კაცი, თუმცა როგორც ასეთი საგანი არ მომწონს. შემდეგი ლექცია საკონსტიტუციო მაქვს , ეს კი სვა თემაა, ლექტორიც მომწონს და საგანიც. ამ ფიქრებში გართულს ტელეფონზე ზარმი მაფხიზლებს, ქეთო მირეკავს აღტაცებული. -მილლლ როგორ ხარ ? - ვგიჟდები ამ გოგოს ლაპარაკზეეე, იმდენად მშვიდი და ნაზი ხმა აქვს -კარგად ქეთუუ, შენ როგორ ხარ ? -გოგო რავიი, უნივერსიტეტიდან მოვდივარ, მისმინეე რაღაცები მაქვს მოსაყოლი - იშვიათად აღტაცებული ხმა ჰქონდა -ჰმმმ… რა ხდება ქეთო დედოფალო? -ზუსტად ხვდები მემგონი რაზეც მინდა საუბარიი , ამიტომ დღეს საღამოს ჩემთან შევიკრიბოთ და ვიჭორაოთ - მემგონი შეყვარებულია ჩემი გოგო -ოპაა, კარგი კარგი 7 ის მერე მცალია და მოვალ, დანარჩენებს სცალიათ? -კი, კი ყველანი ვიქნებით - ვგრძნობდი როგორ უბრწყინავდა სახე და გული მითბებოდა -კარგი მაშ , დროებით ქეთ -დროებით სემინარი დაიწყო, ათოსანი მოსწავლესავით სულ პირველ მერხზე ვიყავი გამაგრებული ხოლმე და არც ამჯერად შეცვლილა რამე. სემინარის პირველი საათი გამოკითხვითი იყო და 3 ქულაც ავირტყი, მეორე საათზე კაზუსი შემოგვიტანა , რაც იმას ნიშნავდა რომ ეს ე.წ “საშინაო დავალების” - ამბავს ითავსებდა და გამიბრწყინდა სახე. სიმართლე გითხრათ ზეპირ ჩაბარებას, ყოველთვის კაზუსი მერჩივნა, უკეთ გადმოვცემდი ფაქტებს. ლექტორმა , როგორც კი მორჩებით თავისუფლები ხართ, შეგიძლია გახვიდეთ სემინარიდანო 15 წთში დავწერე , კმაყოფილმა ჩაიღიმა ბატონმა თამაზმა და გამიშვა. საკონსტიტუციომდე 40 წთ მქონდა დარჩენილი, ამიტომ გადავწყვიტე ჩვენ ბიბლიოთეკავს ვწვეოდი. კონსპექტის გაკეთება მქონდა დაწყებული, დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, თავი ავწიე და უცნობი სახე შემეჩეხა ჩემ წინა სკამზე -გისმენთ -გამარჯობა ათოსანო - ირონიით გაიცინა და ყავა გამომიწოდა - როგორ ხარ ? -ჰმმ, თან ირონიულად მომმართავ, თან ყავას მთავაზობ, რა ფენომენი ხარ ? -არანაირი ირონია, უბრალოდ სემინარებზე იმდენად ხარ ჩართული სწავლის პროცესშუ, რომ ვერც კი გრძნობ გარშემო ვერავის - გაიცინა და თავი გააქნია. ხასხასა მწვანე თვალები, და ასევე წვრილი თვალის ჭრილი, რომელიც სიცილის დროს კიდევ უფრო უწვრილდებოდა საოცრად მიმზიდველი იყო. -ძვირფასო , თუ არ ვცდები უნივერსიტეტი სწორედ განათლების მისაღებად არის, ხო არ ვცდები ? შენ თუ ღლიცინისთვის ხარ ეგ მე არ მეხება- იგივე ირონიული ტონით დავუბრუნე პასუხი და ყავაც ისევ მისკენ მივაჩოჩე - ყავას უშაქროს ვსვამ, თუმცა მადლობა -რატო გადაწყვიტე, რომ მე ღლიცინისთვის ვარ ? ყავა კიდე უშაქროა - ისევე ჩემკენ მოაცურა -ვახ, უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩვენი საუბარი - ყავა მოვსვი, თავი დავუკარი და გავუღიმე მადლობის ნიშნად - მილე მაისურაძე -დაჩი ამილახვარი - ხელზე მეამბორა - -ნუ მეფლირტავები, შენი თავლების ჟუჟუნი ჩემზე არ გაჭრის მაინც -როგორ გეკადრება - შეიცხადა თეატრალურად - უბრალოდ გაცნობა მინდოდა, კურსზე ყველაზე ჭკვიანი გოგოსი -ისევ - თვალები ავატრიალე, რასაც მისი გადახარხარება მოჰყვა -შენ გგონია ყველა ვინც ადამიანურ ნორმებში გელაპარაკება, გეფლირტავება?-ისევ ირონია - ძალიან კარგია ამხელა თავდაჯერებულობა როცა გაქვს ადამიანს, ნამდვილად უნდა გქონდეს შენ თავდაჯერებულობა, თუმცა გადაჭარბებულიც არ ვარგა, ახლა კი დაგტოვებ შენს კონსპექტებთან, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მილე - დამშვიდობების ნიშნად დამიქნია თავი და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი გამეცალა, უცნაურია, თან კომპლიმენტი მითხრა, თან გამაკრიტიკა, მისი თვალები ისევ წინ მედგა და ვეღარაფრით მივაქციე ყურადღება კონსპექტებს, ყავის სმა გავაგრძელე ღიმილით, რა წამსაც ტელეფონზე შეტყობინებამ გამოანათა “ღიმილიც თავლებივით ლამაზი გაქვს, თავდაჯერებულობაც არ დაკარგო არც ერთი წამით” - უცნობი ნომრიდან იყო წერილი, აშკარად დაჩი მწერდა, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი ნომერი ასე უცებ საიდან გაიგო, რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე მანიაკი ავიკიდე თქო, მაგრამ ფიქრების გადასაყრელად თავი გავაქნიე და აუდიტორიას მივაშურე , საინტერესო ლექცია გამოდგა და მეც კმაყოფილი დავიძარი ამჯერად ქეთოსკენ, შვიდი იყო ზუსტად კარზე რომ დავრეკე ზარი და ისიც გამოჩნდა გაცისკროვნებული სახით -მოდიი მილლ - გადამეხვია და სამზარეულოსკენ დაიძრა - ყავას დალევ ? -კიი რაა, თავი მტკივა და მეძინება ისევ, კი დავლიე შუადღეს მარა - ბავშვივით დავიწუწუნე - მეც მოგიყვებით რაღაცები, არავინ რატო არ ჩანს ჯერ ? -ლილე და მართა ერთად მოვლენ დეას შეაგვიანდება ცოტა -მშვიდობა აქვს ? -კი, კი დეიდასთან უნდა შეიაროს და მერე მოვა აქაც გოგოებიც წესით … - სიტყვა ვერ დაასრულა ზარის ხმა რომ გაისმა კარზე - მოვიდნენ როგორც ჩანს - ქოთქოთით შემოვიდა მართა თან ალეწილი სახით -რა გჭირს ჟღალო - გამეცინა მის სახეზე -გავგიჟდები, გავგიჟდები, გავგიჟდები - ჭყიტა თვალები -ვისზე კიმარა ? - ჩაეკითხა ქეთოც -დამპალ დამიანეზე -ოჰჰ, მალადეც - ყველამ ერთად დავიწყეთ სიცილი - ვინ არისო აბა ჩვენც გვითხარი ერთი ეს დამიანე -ლექტორია ამისი - თავში ხელი შემოირტყა ლილემ, როგორც ჩანს მთელი გზა ამია ქოთქოთს უსმენდა -საერთოდაც დამანებეთ თავი ყველამ - გაბუტვის იმიტაციით თქვა, რაზეც უფრო აგვიტყდა სიცილი - ქეთო შენ გვითხარი აბა რა ხდება , ჩემზე მერე იყოს -მოკლედ , ერთი ბიჭია , მაგისტრატურაზე სწავლობს, თან ბიზნესშია, ვერ წარმოიდგენთ რა საყვარელია - თვალები მიენაბა გახსენებაზე - 1 კვირის წინ გადავეყარე პირველად, ფურცლები დამაყრევინა შემთხვევით და როგორც რომანტიულ ფილმებში ხდება, ამაკრეფინა და ბოდიშის მოსახდელად ყავაზე დამპატიჟა, აქამდე არაფერს გეუბნებოდით რადგან არ ვთვლიდი რამეს განსაკუთრებულად , იმის შემდეგ სულ 3 ჯერ შევხვდი ალბათ, ისიც უნივერსიტეტში და აქედან მხოლოდ ერთხელ გავისაუბრეთ კაფეტერიაში შესვენებაზე, დღეს კიდე ლექტორმა მითხრა , რომ რეკომენდაცია გამიწია ერთმა ისეთმა ბიჭმა, ვის სიტყვასაც სერიოზული ფასი ჰქონდა უნივერსიტეტში, და აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის ეგ პიროვნება? - წარბების თამაშით გამოგვხედა ქეთომ. -რა თქმა უნდა, შენი ბიჭი , აუ ჩვეულებრივი რომანტიკული ფილმი გაჩითე რაა - წარბების თამაშით უთხრა მართამ -რაღაც სერიოზული სიყვარულის ქარცეცხლის სუნი მცემს - მეც ავყევი -აუ არ ვიცი რა, რაღაცნაირი ხიბლი აქვს, მამაკაცურია, დინჯი , სასიამოვნო მოსაუბრე, მაგრამ თან მგონია რომ ვიღაცას ხვდება - სევდიანი გაუხდა ხმა- იმდღეს ვიღაც გოგოს ელოდებოდა უნივერსიტეტთან მანქანით, ნუ არაფერი ისეთი გადაკოცნა უბრალოდ მარაა -ქალო აქედანვე ნუ დგამ სცენებს, შენნაირ აკადემიკოს ქალს ეგ შეგეფერება ? - ეგრევე შევუკარი წარბები -მართალია მილე , რა დღეში ხარ, იქნებ და იყო, ნათესავი ან მეგობარი -არ ვიცი, არ მინდა ჩემ წარმოდგენებში სახვანაირად იყოს და მერე მერე სხვანაირად აღმოჩნდეს, კაფეტერიაში საუბარშიც არაფერი ისეთი არ ყოფილა, ზოგადად ვისაუბრეთ საგნებზე ლექტორებზე და ა.შ - მომეხუტა მხარზე -დააცადე და გადმოდგამს ნაბიჯს -რავიცი რა - ქეთუს ტელეფონი გაანათა შეტყობიმებამ - დეა არის, ვერ მოვდივარ მეო, ბოდიში მოუხადე გოგოებსაცო, ყველაფერი რიგზეა და არ იდარდოთო. -იმედია მართლა მშვიდობითაა -იმედია დეას აქეთ თავისი დრამები ჰქონდა, სახლში აპირებდა ჯერ ასვლას და მერე ქეთოსთან წასვლას , როცა სადარბაზოში კინაღამ დაეცა, რადგან ვიღაც გაწოლილიყო შუა გზაში, კედელს მიყრდნობოდა და ფეხებით მთელი გასავლელი ოკუპირებული ჰქონდა, თავიდან მთვრალი ეგონა, მაგრამ მერე მწარე კვნესის ხმა რომ გაიგო შუქი მიანათა უცნობს და შოკში ჩავარდა, როცა დაჭრილ ბიჭს მოჰკრა თვალი -რა ჯანდაბააა … - ეგრევე დაიხარა და შეამოწმა გონზე იყო თუ არა - ბატონო , ბატონო , გამოფხიზლდით , სასწრაფოს გამოვიძახებ - ტელეფონს დასწვდა დასარეკაც, როდესაც უცნობმა ხელში წაავლო და დარეკვის უფლება არ მისცა -არც გაბედო - მტკივნეულად ამოთქვა -სისხლისგან დაიცლებით -მერე პატარა ტვინიკოსო პირველადი დახმარება არ გამოგდის ? თუ მხოლოდ ბავშვების დამოძღვრა შეგიძლია - ძლივს საუბრობდა და შუალედებში ისვენებდა , მაგრამ ირონია არ დაუკარგავას -თქვენ ვინ … -ღმერთი შენ მიშველე , თუ დახმარება არ შეგიძლია უბრალოდ გაიარე რაა - ხელი აუკრა და თვალები კვლავ დახუჭა , მშვენივრად იცოდა საყვარელი დეა ასეთ მდგომარეობაში ადამიანს არასდროს მიატოვებდა, კანკალით წამოდგა და შეძლებისდაგვარად ეცადა ძალა მოეკრიბა ბიჭის წამოსაყენებლად -მარტო ვერ აგწევთ დამეხმარეთ თქვენც - გაუბრაზდა უღონოდ მყოფ ბიჭს და ისიც ძლივს ძლივობით მასზე დაყრდნობილი წამოდგა იადაკიდან - სად წაგიყვანოთ არავინ გყავთ სახლში რომ მოგხედოთ ? -ვერ მივალ სახლში, დედაჩემია ჩამოსული და გაგიჟდება -ჯანდაბა, ჯანდაბა - ერთადერთი გზა ჰქონდა, თავისთან უნდა მიეყვანა, მაგრამ თან ეშინოდა, არ იცოდა ვინ იყო, ან რატომ იყო დაჭრილი , მაგრამ რას იზამდა ამ მდგომარეობაში, რამე რომ დამართნობდა ბიჭს თავს ვერ აპატიებდა - კარგი, ჩემთან მიგიყვანთ , დაგიმუშავებთ და მერე როგორც კი შეძლებთ წადით - ძლივს მიაღწიეს სახლამდ -დაჩი - ამოთქვა როცა დივანზე მოათავსა გოგომ -უკაცრავად ? -დაჩი მქვია თქო პატარა დეა - ნელ ნელა უფრო მეტად იპყრობდა შიშს, წარმოდგენა არ ჰქონდამისი სახელი საიდან იცოდა , ხვდებოდა რომ მთლად ჭკვიანური არ იყო უცხო ბიჭის სახლში შემოშვება, თანაც დაჭრილის -კარგი, უბრალოდ დამელოდე და მოვიტან რაღაცებს - ხელების კანკალით ეძებდა დეა პირბელადი სამედიცინო დახმარების ყუთს, რომელიც ლამის 2 ჯერ დაუვარდა სანამ მიიტანა -დედას შევე*ი , მოვკვდი უკვე - უკმაყოფილოდ შეიკურთხა, ისე რომ არც მორიდებია გოგოსი -შენ ? - თვალები გაუფართოვდა დეას - უზრდელი ხარ და შენ …. შე უტაქტო -ღმერთო ჩემო, ახლა ზრდილობის და ზნეობის ლექციის წაკითხვა არ გინდაა რაა-თვალების ტრიალით ამოთქვა დაჩიმ. ძმა ჰყავდა დეას, რომელიც სულ რაღაც შარში ეხვეოდა და მოუწია ექთნობის შესწავლაც, ისიც მუდამ რაღაც შარში ეხვეოდა და ხან ნაცემი ხან დაჭრილი ბრუნდებოდა სახლში ლექსო. დაჩის სანამ დანით მიყენებულ ჭრილობას უმუშავებდა გრძნობდა ბიჭის დაჟინებულ მზერას და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. სწრაფად წამოკრიფა სისხლიანი ბინტები და გავიდა ოთახიდან მადლობა ღმერთოს ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა და უცებ შეძლო დამუშავება. მალევე დაბრუნდა უკან და თვალებ დახუჭულ დაჩის დააცქერდა , რომელსაც წარბები შეჭმუხვნოდა, აშკარად აწუხებდა ჭრილობა. -ვიცი რომ სიმპატიური ვარ დეაკო - თვალები არც გაუხელია ისე უთხრა და ტუჩის კუთხეში ღიმილიც შეეპარა, მიხვდა ფაქტზე რომ გამოიჭირა -მე არ… - დაბნეულმა აღარ იცოდა რა ეთქვა, როცა მიხვდა რომ ბიჭმა გამოიჭირა და პირველი რაც გაახსენდა ის უთხრა - შენ ჩემი სახელი საიდან იცი საერთოდ -ოხხ დეაკო, ნამდვილად პატარა ბავშვი ხარ - ამჯერად უკვე გახელილი ჰქონდა თვალები -დეაკო არა დეა - ეცადა მკაცრად გამოსვლოდა თუმცა, აშკარად არც ისე კარგად შეინარჩუნა ცივი ტონი , რადგან ბიჭმა ამჯერად უკვე ხმით გაიცინა -დეაკო, დეაკო , დეაკო რა პრობლემაა ასე რომ დაგიძახო? -არ მსიამოვნებს -ყველაფერი გსიამოვნებს რასაც აკეთებ დეაკო? - ისევ იგივე ირონიული ტონი ჰქონდა. -შენ ხარ …. უმადური -რატო? -ერთი მადლობაც არ გითქვამს, იმისთვის რომ სრულიად უცხო ადამიანი ჯერ სახლში შემოგიშვი და შემდეგ ჭრილობები დაგიმუშავე - გაბრაზდა , რადგან მიხვდა დაჩი ნამდვილად არ გამოხატავდა მადლიერებას და პირიქით, ცდილობდა დაეცინა მისთვის -აჰჰ, მე კიდე ვფიქრობდი სხვანაირად გეტყოდი მადლობას - ნელა წამოჯდა , ასევე ნელა ადგა და ისედაც დაბნეულ დეა უარესად დააბნია, იმდენად მიუახლოვდა, რომ ბიჭის სუნთქვას გრძნობდა სახეზე, მისი სუნამოს სუნი კი ცხვირში უღიტინებდა, ეშინოდა, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა, აბრუებდა სუნამოს სუნი -მე არ… - სანამ რამდეს იტყოდა ტუჩთან ახლოს აკოცა დაჩიმ , რასაც დეას პატარა წამოკივლება მოჰყვა, ამან კიდევ უფრო გაახალისა დაჩი და ამჯერად ტუჩებს ოდნავ მიადო ტუჩები, როცა იგრძნო როგორ სწრაფად მოკუმა დეამ ტუჩები ჩაეცინა და აკოცა მოკუმულ ტუჩებზე - ახლავე წადი ჩემი სახლიდან - როგორც კი გონს მოვიდა მოშორდა. -კარგი, კარგი დამშვიდდი წმინდანო დეა, არ ვაპირებ ასე მოგპარო პირველი კოცნა - ისევ ირონია და ისევ ჩაცინება, ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ, გასავლელთან მისული წამით გაჩერდა ოდნავ მოტრიალდა ტანით და გაშეშებულ დეა მზერა მიაპყრო - კიდევ შევხვდებით პატარავ - მხოლოდ ეს თქვა, დატოვა დეას სახლი და დატოვა დეა რომელიც საკუთარ თავს ლანძღავდა ყველაფრის გამო, იმის გამო რომ პოლიციაში არ დარეკა , იმის გამო რომ სახლში შემოუშვა და ჭრილობები დაუმუშავა, იმის გამოც რომ მისი თავხედობა ასე უბრალოდ გაატარა, არაფერი მოიმოქმედა და ბოლოს იმის გამო რომ დაიბნა და გაშეშდა, მაშინ როცა უნდა ეჩხუბა, ეყვირა, სილა გაეწნა დამსახურებულად და ისე გაეშვა. მთელი ღამე თეთრად გაათენა იმაზე ფიქრში თუ რა მოხდა და როგორ იქნებოდა დეას შემდგომი ცხოვრება, ყურში ჩაესმოდა ბიჭის სიტყვები “ კიდევ შევხვდებით პატარავ” - ეშინოდა მანიაკი არ ყოფილიყო , პირველივე ნახვაზე დაჭრილი ბიჭი მაინც და მაინც იმედის მომცემი არ იყო იმისთვის რომ მშვიდად ყოფილიყო. ამ დროს დაჩი უკვე თავის ძმაკაც თომასთან იყო და იძინებდა, როცა გაახსენდა დაბნეული გაფართოებული თვალებით მდგარი დეა, მისი სავსე წითელი ტუჩები და ტკბილი მაწყვის სუნი. დეაზე დეიდაშვილისგან გაიგო, რომელიც მის კურსზე სწავლობდა, დაჩისთან ადიოდნენ, გოგომ თვალი, რომ მოჰკრა დეას და იცნო კურსელი, სწორდეს მაშინ უთხრა დეაზე ვინც იყო, და რასაც წარმოადგენდა, მშვიდი გაწონასწორებული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე და განათლებული, ზუსტად ამ სიტყვებით დაუხასიათა დეიდაშვილმა დეა. ეღიმებოდა მის ფიქრებზე, თუმცა მშვენივრად იცოდა, მასთან არაფერს აპირებდა და უბრალოდ ცოტახანს აწვალებდა და გაერთობოდა მისი მორცხვი ხასიათით. დაჩი არ იყო ბიჭი რომ ვინმეს სიყვარულს შეჰპირდებოდა და მას უერთგულებდა, გართობის მოყვარული და მექალთანე იყო სულ, სკოლიდან მოყოლებული ახლა კი უნივერსიტეტში გოგო არ იქნებოდა დარჩენილი, რომელთანაც არ ჰქონდა ნაფლირტავები. უდავოდა სიმპატიური იყო, გადაპარსული თავით, მკაცრი ნაკვთებით , სქელი წარბებით და წამწამებით, გამოკვეთილი ყბებით, კავკასიელი კაცისთვის დამახიათებელი კეხიანი ცხვირით და შარმიანი ღიმილით. ყოველთვის იქცევდა გოგოების ყურადღებას და ეს თავდაჯერებულობას ცამდე უწევდა, თუმცა არასდროს უტრაბახია გოგოების რაოდენობით ან ყურადღების ცენტრში ყოფნით. მოჩხუბარიც საკამოდ იყო, თუმცა ძირითადად სულ სხვის გამო ეხვეოდა შარში, ამჯერადაც სხვის გამო იყო დაჭრილი და ესეც ეკიდა, მისთვის მთავარი ის იყო , რომ სცოდნოდა კაცურად მოიქცა და კაცურად დაუდგა ვიღაცას მხარში, თორე ეს ჭრილობა დროებითი იყო და მალევე შეუხორცდებოდა. არ სარგებლობდა მაინც და მაინც კარგი ბიჭის სახელით, ყველამ იცოდა მასთან გადამტერება და მისი გადაკიდება კარგად არ დამთავრდებოდა, ამიტომ უნივერსიტეტში ბიჭიები ყოველთვის ერიდებოდნენ მასთან დაპირისპირებას. გოგოებიც მალევე დაიშალნენ, სახლში მისულ მილეს ყველა მისაღებში დაუხვდა, გაუხარდა მივიდა და მიეხუტა აჩის, რომელმაც შუბლზე კოცნით დააჯილდობა გოგო. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაუახლოვდა ბიჭებს და იმდენად შეეჩვია, რომ არ წარმოედგინა სახლი მათ გარეშე, მოსწონდა მათთან ყოფნა, გართობა, საუბრები და უფრალოდ სიჩუმეში ყოფნაც. იცოდა როგორი ბიჭები უმაგრწბდნენ ზურგას და ბედნიერი იყო ამით -რაო აბა რაზე საუბრობთ -ჩვენი უდღეური ვატო შეყვარებულია და არ გვეუბნება, ვინ არის უს უბედური- ახარხარდა აჩი -ჩაიგდე ენა რა - თვალები აატრიალა ვატომ , რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და გაცხარებული მესიჯობდა, მე რისი მილე ვიყავი არ გამეგო გოგოს ვინაობა, ნუ უფრო მისი ვიზუალი მაინტერესებდა, ვინაიდან დიდი ალბათობა იყო , წარმოდგენა არ მქონოდა იმ გოგოს შესახებ თუ ვინ იყო, ამიტომაც ადგილი ვიცვალე და ამჯერად ვატოს მივუჯექი გაკრეჭილი, რომელმაც თვალებდაწვრილებულმა ამომხედა -რაა ? -ვატუნიაააა, მე ხო მეტყვი- სასაცილოდ გავწელე მისი სახელი და თვალები ავუციმციმე -არა -გაგებუტები ხოდა - ხელები გადავაჯვარედინე გაბუტვის ნიშნად, ზუსტად ვიცოდი იმოქმედებდა და გამიმხელდა სატრფოს ვინაობას, ნუ არც შევმცდარვა -მხოლოდ შენ გეტყვი და გაჩვენებ, ოღონდ ამათ არ უთხრა - თვალი მოავლო იქვე მჯდომ გაბრაზებულ ძმაკაცებს -შე უსინდისო, 2 დღის გაცნობილში, როგორ გაგვცვალე - იქვე დადებული ბალიში ესროლა მიშომ -ეეეეე - უკან ვესროლე ჩემ ძმას ბალიში და ზუსტად მოვარტყი კიდეც - მე უფრო ძვირფასი ვარ, რომ იცოდე. ისევ ვატოს მივუბრუნდი, რომელიც უკვე ეძებდა გოგოს ფოტოს , მაჩვენა და ღმერთოოოო ანგელოზიააა - ხალხოოო გოგოა ისეთი თვალებში დამიბნელდა -გვაჩვენე ჩვენც - კისერი დაიგრძელა ჩემ გვერდით მჯდომმა ლუკამ -გაიწი იქით, განახებთ თქვენც როცა დაიმსახურებთ- იდაყვი ვუთავაზე ლუკას და მედიდური მზერა მომვავლე დანარჩენებს სიამაყით, იმის დასამტკიცებლად რომ მე პრივილეგიებით ვსარგებლობდი ვატოსთან, თუმცა ვიცოდი ყველასთან ასე იყო, რაც არ უნდა მეთხოვა წამში ამისრულებდნენ. - ვატოო ძალიან ლამაზი გოგოააა - მივეკარი სიხარულით - როდის გამაცნობ ? -გაცნობით ყველას ერთად ვერ გაგაცნობთ, გამიგიჟდება გოგო, თან ჯერ ერთად არც ვართ ოფიციალურად, პროსტა ნელნელა გაგაცნობთ ყველას აუცილებლად -და ჩემი თამარ ქალის გაცნობა არ გინდა ქალბატონო მილე ? - წარბი ამიწია კოსტამ -მე იმდღესაც გითხარი დაგეგმე რამე, მითხარი და იქ გავჩნდები, მგონია რომ დავმეგობრდებით, რაც მიყვები იმენა ჩემი ვაიბი ააქვს მაგ გოგოს და ერთად გაგაგიჟებთ ხოლმე ყველას- გავეკრიჭე -ჰოჰო, ამ შაბათ კვირას დავგეგმავ უეჭველი და გაგაცნობ. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ -დავიშალოთ ჩვენც გვიანია უკვე თან ხვალ ადიანად უნდა ავდგეთ ყველა - ფეხზე წამოდგა აჩიც -ტკბილი ძილი ტკბილებო- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და საძინებლისკენ დავიძარი -მილლლ შენ ვერავინ აააგდე ? - დამაწია ვატომ რასაც ჩემი ძმის დაჭყეტილი თვალები და თავში წარმორტყმა მოჰყვა -გააჩუმე ენა, არ სცალია მაგისთვის მილეს, ჯერ ახლა დაიწყო სწავლა, რა დროს ბიჭებია - გაცხარდა მიშო -მიხეილ, ჩემი ენით რატო ლაპარაკობ ? - პროვოკაციულად ავუწიე წარბი -ბოდიში? - ეგრევე ფეხზე წამოხტა -მიყვარხართ ბიჭებოოო - გავუცინე და გავაგრშელე გზაა, სანამ ოთახის კარს მივხურავდი, გავიგე მიშოს შეგინება და ბიჭების სიცილი. გამეცინა იმაზე, რომ ასე მარტივად ავაგდე ჩემი ძმა და გამხიარულებულმა დავიძინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



