აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{დასასრული}
-რობერტ(მე) -თქვენ ხართ მარია?-ტელეფონში უცნობი მამაკაცის ხმა გაისმა. გავშრი. მუცელში კუნთები დამეჭიმა. ჰაერი არ მყოფნიდა. გული ამიჩქარდა და გავშეშდი. პასუხი დიდ ხანს ვერ გავეცი. -არის ვინმე?-უცნობს ხმა უფრო დაუბოხდა. მასში სიბრაზე იგრძნობოდა და ასევე მოუთმენლობაც შევნიშნე. ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს ძლივს ამოვღერღე ჩემდა უნებურად: -რობერტი სადაა? -ავარიაში მოჰყვა(ის) ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და საუბარი მიჭირდა: -როგორაა?სადაა?(მე) -იაშვილშია. მისი მდგომარეობა ....-წინადადება ვერ დაასრულა. ჩემთვის უკვე ნათელი იყო. ვერაფერს ვამბობდი. ტელეფონში მხოლოდ ჩემი ტირილი ისმოდა.ის გავთიშე. ნინი გაოგნებული მიყურებდა. ის ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო ვითარებას.კითხვა ვერ გაბედა. -ის ავარიაში მოყვა...იაშვილშია-მხოლოდ ეს ვთქვი.ცრემლები მახრჩობდა. მანქანოს გასაღები ავიღე და სირბილით წავედი კარებისკენ. ნინის შეეშინდა: -გამოგყვები(ის) -არა.შენ დარჩი(მე) -კარგი,აიღე ჩემი მანქანის გასაღები და დამირეკე-ცრემლნარევი ხმით მიპასუხა ისე რომ არ მიყურებდა და გასაღები მომაწოდა. გავვარდი. მანქანა გიჟივით გავაღე. დავქოქოქე და რაც შეიძლებოდა დიდი სიჩქარით გავაქროლე. თვალები მებინდებოდა. ყველაფერს ბუინდოვნად ვხედავდი.თაბრუც მეხვეოდა, მაგრამ საკუთარ თავს გაჩერების ნებას ვერ მივცემდი.ათასი აზრი მივლებდა გონებაში, მაგრამ მათ ვერ ვემორჩილებოდი. რამდენიმე წუთში იაშვილთან ვიყავი. მანქანიდან გადმოვვარდი. ხალხის მზერას ვგრნობდი. მართლაც, საშინლად გამოვიყურებოდი. თითქოს სახეზე ტალახი შემსხმოდა. ამ უკანასკნელივით გადმომდიოდა მთელი მაკიაჟი სახიდან. რეგისტრაციაში მივედი. მის შესახებ ვიკითხე. -რეამინიაციაშია-ქალმა აკანკალებული ხმით მიპასუხა, რომელიც იჯდა და კომპიუტერში რაღაცას ავსებდა. -რააა?-დავიყვირე. -დიახ(ქალი) -ანუ...-ცრემლები კვლავ ღაპაღუპით მომდიოდა. -ვწუხვარ(ქალი) სირბილით წავედი რეამინიაციისკენ. გარეთ მისი უახლოესი მეგობარი იდგა. -მარია-მან მეტიც თქმა ვერ მოახერხა. -გიორგი..(მე) -მეც ხუთი წუთის წინ მოვედი. უგონოდაა-გიორგის თვალზე ცრემლი ადგა, მაგრამ მამაკაცურ იერს ინარჩუნებდა. ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოდიოდა. -შევალ-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. გიორგიმ კარი გამიღო. სახეში არ მიყურებდა. არ უნდოდა ასეთი დამენახა. -რობერტ-ქვითინით შევვარდი რეამინიაციაში. ჩავიმუხლე მის გვერდით. გულზე თავი დავადე. ის ძლივს ცემდა.ამას თუ გულის ფეთქვა ერქვა. ის ხომ სულ სხვანაირი იყო, როცა ჩემს გვერდით იყო. ახლა მისი მეათასედადაც კი არ ფეთქდა. -რობერტ, მიყვარხარ..გესმის? მუდამ მეყვარები? გღხოვ მიპასუხე?(მე) 10 საათი ხდებოდა. ის კვლავ უგონოდ იყო. გიორგი შემოვიდა. -მარია, ისევ უგონოდაა?(ის) არ მიპასუხია და არც იყო საჭირო. ამას ჩემი ცრემლები უკეთ აგებინებდა. -გარეთ დავიცდი. ალბათ, მარტო გინდა..(ის) -მადლობ(მე) -ღმერთო, როგორ მიყვარხარ. ყველაფერი მიდოდა მთელი ცხოვრება. ყველაფერი ან არაფერი. შენ გამოჩნდი. შემიყვარდი და შენ გახდი ჩემი ყველაფერი. სრულყოფილი გამხადე..ახლა კი გინდა მარტო დამტოვო? მახსოვს, ამბობდი სამყარო არ არის სურვილების ამხდენიო... მახსოვს, რა მითხარი გუშინ მეშინია არ გაქრეს ეს ბედნიერებაო..ნუთუ, ამ ყველაფერს გრძნობდი,რობერტ? ნუთუ?...ყველაფერი ამ სამყაროში არ არსებობსო-მეუბნებოდი და ახლა,ალბათ,ამიტომ მართმევენ შენ თავს. გებღაუჭები, მაგრამ ...არააა, არ დამტოვო..გესმის, ჩემი? თუ დამტოვებ, თავს გადავიჩეხავ, დანას გულში ჩავირტყამ..ან რა მნიშვნელობა აქვს მეც შენ გამოგყვები..და თუ იმქვეყნად რამე არსებობს, მაშინ ჩვენ კვლავ სრულყოფილები ვიქნებით.აბა ნახევრად ცხოვრება რა არის?! და თუ არაფერია მაინც არაფერი მექნება....შუალედი არ არსებობს იქ, სადამ მე ვცხოვრობ.გესმის? ჩემთვის შუალედი არასდროს არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს,რობერტ...-ვბღაოდი. სიტყვებს ძლივს წარმოვთქვამდი ცრემლები მახრჩობდა. -მარია..-მისი ხმა მომესმა თუ მომეყურა. -შენი ხმაა-შუბლზე ხელი გადავუსვი. ხელით ჩემ ხელს ძლივს მიაგნო. მომაკვდავის ხმით დაიწყო: -ყველაფერი გავიგე, მარია. ეს არ გააკეთო. შემპირდი. რადგან მიყვარხარ.. -შეუალედი არ არსებობს!(მე) -შენ ძლიერი ხარ(ის) -არ ვარ..-ცრემლებით მის გულს კვლავ ვნამავდი. -მარია, მიყვარხარ და ამიტომ უნდა იცოცხლო(ის) -კარგი, გპირდები, მაგრამ იცოდე შენ ხარ პირველი და უკანასკნელი ვინც მიყვარდა. შენ გარდა არავინ არსებობს და არც იარსებებს. ამას გპირდები(მე) -მარია,მიყვარხარ(ის) 11:45 წუთი იყო. ის მიყურებდა მილეული თვალებით. სახე შეცვლოდა. -მეც, მუდამ მეყვარები-მისკენ მივიწიე და ვაკოცე. ეს იყო მომაკვდავის კოცნა, რომელშიც ის სიცოცხლის ენერგია აღარ იგრძნობოდა, რომელიც უწინ. ის ცივდებოდა. -თუ არსებობს იმქვეყნად რამე, იქ შევხვდებით და მე მოგიცდი..(ის) -მაშინ კვლავ სრულყოფილნი ვიქნებით..(მე) -რაღაცას უნდა დამპირდე?(ის) -გისმენ(მე) -უნდა დაწერო წიგნი შენზე,ჩვენზე..შენ ცხოვრებაზე-აკანკალებული ხმით მეუბნებოდა და თვალს ვერ მაშორებდა. -გპირდები-მის ტუჩებს უკანასკნელად ვაკოცე. ხელი ეყინებოდა. სახე ეცვლებოდა. ბოლოს თითქოს ინტუიციით მიხვდა აღსასრულო, ხელი მაგდად მომიჭირა და თვალებში შემომხედა: -აქ შუალედი არ არსებობს! სული გაუტევა. სრულიად შეწყვიტა მისმა გულმა ფეთქვა. მისი ხელი ყინულზე ცივი გახდა. ტუჩებს საერთოდ აღარ ეტყობოდათ მეწამული ფერი. თავი გულზე დავადე და უკანასკნელ ხმაზე მოვთქვამდი. პირველი შემოსულიყო. უკვე ახალი წელი იყო, როცა მან დამტოვა. ოცნება გაქრა. ჩვენ ეს წელი ერთად ბედნიერად ვერ გავატარეთ. ამაზე ზედმეტია საუბარი, ჩვენ ერთი წამითაც კი ვერ შევხვდით ბედნიერად მომავალ ახალ წელს. 2015 წელი შემოვიდა. დაწყევლილი წელი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უარესი. მან ჩემს არსებობას სიკვდილით აღსავსე დაღი დაასვა. კარი გაიღო. ეს ექიმი იყო. ჩემს დანახვაზე მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.თითქოს ჩემი ნუგეში უნდოდა, საუბარი დაიწყო: -სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ის ხიდიდან გადავარდა..-არ დავასრულებინე: -არ მაინტერესბეს დეტალები. გაიგეთ? ის აღარაა და ყველაფერი დასრულდა.ამ საზიზღარ სამყაროში არ არსებობს ეს ოხერი შუალედი!-რობერტს მთელი სხეულით მივეკარი. ის აღარ იყო ისეთი თბილი და მგრძნობიარე, როგორც უწინ. ექიმი გასულიყო. გიორგი შემოვიდა. -ღმერთო..(ის) ჩემს დანახვაზე ისიც აქვითინდა. ერთი საათი გავიდა. ოთხი ხდებოდა, როცა რამდენიმე ექიმი შემოვიდა: -უნდა გახვიდეთ. ჩემი ხელი მის გაყინულ ხელს ძლივს დააშორეს.თითქოს ისინი ერთმანეთს მიწებებოდნენ და გაცილებას არ ლამობდნენ,როგორც მე და რობერტის გულებში სიყვარულის დიდი უხილავი ბურთი. ჩვენ მივხვდით და გარეთ გამოვედით. ძირს დავჯექი. გიორგიც გვერდით მომიჯდა.ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით. ტელეფონი ჩავრთე და უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა. ყველა ნინისგან იყო. დავურეკე: -ის აღარაა..(მე) ნინის ტირილი ისმოდა. მეტი არაფერი. -აქ არ არსებობს შუალედი!-გავუთიშე და ავქვითინდი. დილას მკვდრის ფერი მედო. არც გიორგი იყო უკეთეს მდგომარეობაში. რობერტის მშობლებს მიცვალებული სახლში გადაყავდათ. მე კვლავ ძირს ვიჯექი და ვერ ვინძრეობდი. ნინის ზარმა გამომაფხიზლა: -ვწუხვარ..(ის) -სახლში გადაიყვანეს(მე) -კოშმარია(ის) -სახლში გავალ და მერე..(მე) -კარგი(ის) პანაშვიდებმა ჩაიარა...დაკრძალვის დღეს ცა მოღრუბულიყო. თითქოს, ყველაფერი შეცვლილიყო მისი წასვლით. მის ამოთხრილ მომავალ საცხოვრებელთან ვიდექი. მინდოდა მეც მასთან ერთად დვმარხულიყავი...აზრს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირობა მაცვლევინებდა:ცხოვრების გაგრძელება და წიგნი,რომელის დაწერა ჩემთვის დიდ ტკივილთან ასოცირდებოდა,მაგრამ მე მაინც ვცდიდი.მხოლოდ მის გამო. მას უკანასკნელად გამოვემშვიდობე. მუხლებზე ვიდექი და ვქვითინებდი. -დროა-ეს სიტყვა ყურში ჩამესმა და მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო. კუბო ჩაუსვეს. ერთი პეშვი მიწა მეც გავატანე. ის აღარ ჩანდა. საბოლოოდ ჩაყლაპა მიწამ, ან იქნებ არც ჩაყლაპა... საფლავის ქვა დაადგეს. ყველა წავიდა. მხოლოდ მე დავრჩი. მუხლებზე მდგარი დიდ ხანს მივშტერებოდი საფლავის წარწერას: „აქ შუალედი არ არსებობს!“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.