შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ თუ იცი


29-10-2024, 00:28
ავტორი თომა.ს
ნანახია 1 380

იცი ღამე რაზე ვფიქრობ
როცა მთვარეს ვუზივარ,
ჩუმად, ჩემთვის გულით გიხმობ
მაგრამ ახლოს გიფრთხივარ.

ჩაივლი და ეგ სურნელი
მაგ თვალების სულში ცქერა,
ტანში მივლის ჟრუანტელი
ხმას ვერ გაგცემ დღესაც ვერა.

ისევ მიჯობს დავტკბე შორით
გამოვატან სიტყვას ჩიტებს,
ხმაც შენამდე მოდის ჭორით
მაგრამ გული მწარედ მიტევს.

სულ ჩხუბობს და მეუბნება
შე უჯიშო ხმა გაეცი,
სიტყვა შენ რაც გეგულება
გრძნობა ასე გადაეცი.

მე კი ისევ მთვრალი ვზივარ
და გავყურებ მშვიდად მთვარეს,
დღესაც ტრფობას მივცემივარ
ან უბრალოდ ლამაზ ღამეს.

თუმც ღამეში შენზე მეტი
არავინ არ დამინახავს,
სიტყვაც არ მსურს ვთქვა ზედმეტი
ჯერ ასეთი არ მინახავს.

მოკლედ როგორ დაგიწერო
რაც ვრცლად ნაზად წერია,
ან როგორღა დაგაჯერო
აზრიც არ ამრევია.



ლამაზი ლექსია
--------------------
ლ.თ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent