ერკე მიდასი - მეტრო (3)
ჩემო გვრიტებო და საყვარელო მკითხველო, შეუდექით საქმეს, რასტის ლოდინი არ უყვარს და ვერ იტანს, როცა ყურადღებას არ აქცევენ... წაიკითხეთ და მითხარით თუ გაინტერესებთ როგორ გაგრძელდება ისტორია. და როგორ წარმოგიდგენიათ რა მოუვა რასტის? იმის იმედი მაქვს, რომ ისე დაინახავთ ამ ნაწერს, როგორც მე ვხედავ ჩემი კუთხით. თუ პატარა ლაფსუსები მაქვს გაპარული სადმე, მომიტევეთ და თუკი შენიშნავთ აღნიშნეთ. მადლობას გიხდით ყოველ თქვენგანს და მიყვარხართ. გავყვეთ: ************************* თვალწინ უშველებელი წალკოტი გადაეშალა. ბაღნარი, რომელიც გაშენებული იყო ულამაზესი მცენარეული საფარით და ეს პირდაპირ მეტროს წინ გაეკეთებინათ. იმ ქვებიდან, სადაც წარწერა იკითხებოდა, იასამნისფერი ლამაზად ჩამოკონწიალებული ორქიდეების ჯარი, ხოლო მის წინ ვარდების არმია გაშენებულიყო, იმდენად ლამაზი არბიტრაჟი ამშვენებდა და ისეთი თვალისმომჭრელი, რომ პირველი რეაქცია და ფიქრი იყო ის თუ სად მოხვდა. -სამოთხეში ვარ? - იმდენად მოულოდნელი იყო მისი გაჟღერებული ოდნავ შეცვლილი ხმა. სრულიად გამაოგნებლად იმაზე ხმამაღლა გამოუვიდა, ვიდრე აპირებდა საკუთარი თავისთვის ეკითხა. - თუ სიზმარში? გვერდით გვირილების პატარა სამ რიგიანი წყება იყო, რომლის სიქათქათეშიც საქართველოს მომავალი ბედი დაინახა რასტიმ. ეს სიქათქათე და სისუფთავე იყო რაც სურდა ყველასთვის და რაც სიცოცხლის მქადაგებლად მიაჩნდა პატარა სამოთხეში. მათ შორის კი ორი საჭირო ზომის ბილიკი ჰქონდათ გაყვანილი, სადაც ხალხი მიმოდიოდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და საერთოდ ყველაფერი იგივე დარჩენილიყო. „ერთ დღეში როგორ შეიძლებოდა გაზრდილიყო ამდენი მცენარე და როგორ შეეძლოთ მოეწყოთ ყველაფერი უჩუმრად? ნუთუ ამის შესახებ ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ? ვინმეს უნდა ვკითხო, რა საშინელებაა როცა რადიო მაუწყებლობის და ტელევიზორის დრო საერთოდ არ გრჩება ადამიანს!“ -მეგობარო, - ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ზღარბივით თმებითა და ეშმაკეული გამოხედვით, რომელსაც ნირვანას თუ ეისი დისის მაისური ეცვა, კარგად არც შეუმჩნევია, გააჩერა და მისი მზერა დაიჭირა, რომელიც ისე უყურებდა როგორც გიჟს, გზადაკარგულს და საერთოდ აქ უაზროდ მოხეტიალეს. -გისმენთ, მაგრამ იცოდეთ მალე მოვრჩეთ ამ ყველაფერს, ბევრი დასაკარგი დრო არ მაქვს, და ხელი გაწიეთ თუ შეიძლება. - სადაც შეეხო იმ ადგილას ხელი გაისვა გაწმენდის მიზნით და მაისური გაისწორა. -აქ რა მოხდა? - თავით მეტროს წინა მხარეს მიანიშნა. -დაბოლილი ხარ ძმაო? - სრულიად გაოგნებული ამ კითხვის მოსმენისთანავე სიტყვა გაუწყდა. - სად რა მოხდა? ამ ქვეყანაზე არ ხარ საერთოდ? -უკაცრავად? - დაიბნა რასტი და თავი გააქნია. დაუჯერებლობისგან მოქმედების უნარი დაკარგა. მის მოქმედებაზე ვინც იყო პასუხისმგებელი, სადღაც ზევით, ძაფებით რომ ამოძრავებდა მის სხეულს, როგორც ჩანდა ისინი გაწყდა და ჰაერში უმოძრაოდ დაკიდებული დარჩა. სახტად დარჩენილი თვალებში ცდილობდა ამოეკითხა დაფარული და მის თავში ეძებდა ამ სიტუაციის გადაჭრის გზას, რომლის ბოლოც ნავიდან ზღვაში გადაეგდოთ და საგანძურივით დაჰკარგვოდა. -მეგობარო, ეს აქ უკვე ორი წელია რაც არის, შენ ამ პერიოდში ზამთრის დათვივით გეძინა? -ღმერთო ჩემო... ზამთარი! - ამოუტივტივდა გონებაში. - მეტროში რომ ჩავდიოდი დეკემბერი იყო, ახლა კი ისე ცხელა ოფლში ვიწურები. -შენი დრო არ მაქვს, მაპატიე. - ხელი ჩაიქნია უცნობმა, რომელსაც ახლა შენიშნა რომ მაისური რომელიც ეცვა მოკლე მკლავიანი იყო და ზიზღის გრძნობისმიერი სახით მოშორდა იქაურობას. როგორც შორიდან სჩანდა რაღაცას, ან ვიღაცას გაურბოდა. „გიჟი ვეგონე არა?“ - დაბნეულობისგან ხელფეხშეკრული სრულ ქაოსში ცურავდა. – „რა მოვიმოქმედო? ვისღა ახსოვს ჩემი სამსახური, რა ხდება აქ, რაღაც რიგზე ვერ არის. მთელი ქუჩა, მთელი ეს ადგილი შეცვლილია. და საერთოდ რომელი თვეა?“ - გაუელვა გონებაში და მისი სიგიჟე, რეალობად ქცეული არანორმალურობა, დიდ სივრცეებს კვეთდა და მის თავში ისე იჭრებოდა, როგორც უფერო ცეცხლმფრქვევი ქარიშხალი. ნისლში მოცურავე გედის სახება დაეხატა თვალწინ. სწორედ ასე გამოიყურებოდა ახლა თავად, იმ გზით მიდიოდა, რომელიც არც კი იცოდა საით მიიყვანდა და ტრასაზე ქარიშხალივით ჩაწუილებული ავტომობილების ღმუილში დაბნეულობა სულ უფრო მატულობდა. იქ, სადაც ადრე საცხობი იყო, ახლა თაროებზე სიგარეტები ელაგა და იყიდებოდა. იქ, სადაც წიგნების მაღაზია უნდა ყოფილიყო, რესტორნად ქცეულიყო ხოლო სასტუმრო, ფილარმონიამდე რომ მდებარეობდა მწვანედ შეეღებად და სულ გადაეკეთებინათ. სახელიც შეეცვალათ და იმ ადგილას სხვა დაწესებულება გაეხსნათ. ფილარმონია კი ისე კარგად მოეწყოთ გარედან, ვერც კი იცნო პირველი შეხედვით და ეგონა მასაც სხვა მიზნით ხომ არ იყენებენო. მისი სიზმრის არსს ვერ წვდებოდა, რას ანიშნებდა, რას უნდა მიექცია ყურადღება, ვინ ეტყოდა რამეს, ვისგან მიიღებდა პასუხებს რთული იყო ყველაფრის გაანალიზება. ქალაქი შეცვლილიყო. უფრო განვითარებული იერის გამხდარიყო, მაგრამ იყო რაღაც ამ თანამედროვედ შეცვლილ ქალაქში ძველი, იყო რაღაც ნაცნობი რაც ყოველთვის აგულიანებდა გულის სიღრმეში და ფიქრით მასზე გადაერთო. ერთადერთი ძველი რელიქვია, რომელიც ქალაქის სახებას კვლავ ნაცნობად აღაქმევინებდა იყო ადამიანთა თვალებში დანახული სევდა, სიყვარული, გულისხმიერება და მათგან გადმოღვრილი მადლიერების შეგრძნება, რის მიზეზიც არ იცოდა. კვლავ დააბიჯებდნენ ისინი შეყვარებულები, გულმოკლულები და თავქარიანები, სიცოცხლით სავსენი და უუნარონი, მომღიმარნი და ტირილის შეგრძნებით დამძიმებულნი, ისინი დარჩნენ როგორიც ახსოვდა და როგორიც უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ქალაქის რელიეფი ნამდვილად შეცვლილიყო. ჭავჭავაძის გამზირს ფეხით გაუყვა და ფილარმონიის უკან პიზის კოშკის მაგვარი, საკმაოდ შემაღლებული შენობა აღემართათ და ჩვეულებრივ დასახლებულ პუნქტად ექციათ. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ კი დეკორაციები და ფერები იცვლებოდა, ნამდვილად სიზმარში ვარო ფიქრობდა და თავს აქებდა რამხელა ფანტაზია მქონია სიზმარშიც კი როგორ დახვეწილ შენობებს ვხედავ და ზუსტად ვხატავ არქიტექტურას, რომელთა უმეტესობაც ჩემთვის უცნობი იყო აქამდეო. სტუმარივით ფრთხილად მოქმედებდა, რათა სწორი შთაბეჭდილება დარჩენოდათ მასზე და იმ როკის მოყვარულივით, მეტროსთან ყველას გიჟი არ ჰგონებოდა, ამიტომ ძირითადად ჩუმად იყო, მაგრამ ხანდახან მაინც შეჩერდებოდა, დააკვირდებოდა ახლად აშენებული ულამაზესი შენობის არქიტექტურას, ან შეცვლილი პეიზაჟის ხედებს და ჩაფიქრებული ხმამაღლა ამბობდა, ეს რა საოცარი ნამუშევარია. აჩერებდა გამვლელს და სთხოვდა გაეხსენებინათ მისთვის როდის დასრულდა მშენებლობა, ან როგორ მოახერხეს ასეთი საოცარი ქმნილების გამოძერწვა ან კი რამდენი დრო დასჭირდათ და ხომ არ გასჭირვებიათ რაიმე. თავს არქიტექტორად ასაღებდა და ენანებოდა, რომ თავად არ შექმნა ხელოვნება. არც თავისი სამსახური დავიწყებია, მასაც მიაკითხა, თუმცა იურიდიული ფირმის ნაცვლად ჭურჭლის მაღაზია დახვდა. თავის მეუღლესაც გადაურეკა, ყურმილის მეორე მხრიდან რომ ოპერატორმა აცნობა: „ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ არ არსებობს.“ შოკირებული იყო. თავს ერთადერთი იმით ამშვიდებდა, რომ მალე გაიღვიძებდა და ყველაფერი დალაგდებოდა. შეჭრილ ჩიხში, ბანკის გვერდით მუზეუმი იდგა, საქართველოს ეროვნული სიყვარულის მუზეუმი. როგორც სხვა უამრავი, ესეც პირველად სმენოდა რასტის, დაინტერესდა და შეხედვა გადაწყვიტა. ამისთვის მოპირდაპირე მხარეს, გზაზე უნდა გადასულიყო და შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებას დაელოდა. ქუჩა გადაჭრა და მუზეუმში შევიდა თუ არა მისმა არქიტექტურამ და მოხატულობამ რეტი დაასხა. მოჩუქურთმებული და დამშვენებული ულამაზესი იეროგლიფებით, ჭერიც კი მოხატული ჰქონდა. შემოსასვლელში დაცვა იჯდა, თავისკენ მიიხმო მან და რასტიც მიუახლოვდა. -საბუთები თუ შეიძლება. - რასტიმ შენიშნა მხარზე გადაკიდებული რაცია და შარვლის ბუდეში მოთავსებული ფანარი, მეორე მხარეს კი ელექტროშოკერი, რომელსაც ალბათ საჭიროების შემთხვევაში მიმართავდა. -ახლავე. - საფულე ჯიბიდან ამოიღო, გახსნა და პირადობის მოწმობა გაუწოდა სუფთად გაპარსულ, შეჭაღარავებულ მამაკაცს, რომელსაც ეტყობოდა როგორი სერიოზულობით ეკიდებოდა თავის სამსახურს. სახის ნაკვთებში გამოხატული მისი სიმშვიდე არ ნიშნავდა იმას, რომ თავს ვერ გაართმევდა თუნდაც გაფიცხებული ადამიანის დამშვიდებას. შესაძლოა იარაღიც კი ჰქონოდა სადმე შენახული და ჯიბით არ დაჰქონდა, ყოველშემთხვევაში მისი არასათანადოდ შეფასება ნამდვილად დამღუპველი იქნებოდა მუზეუმში განსხვავებული მოტივით შემსვლელთათვის. -ბატონო, მას ვადა აქვს გასული. -რა? კარგად შეხედეთ რა ვადა... -კარგად ვუყურებ შვილო, თქვენს პირადობას ორი ათას ოცდახუთ წლამდე აქვს ვადა. -მერე? -ხუმრობის ხასიათზე ხართ? მოქმედებაში მყოფი საბუთი მაჩვენე რასტი, თუ ეს ნამდვილად შენი სახელია. -კი ასე მქვია და ესაა ჩემი საბუთი. -ახლა ნუთუ არ იცით, რომ ორი ათას ორმოცდაოთხი წელია? - ისევ იგივე მზერა, რასაც მეტროს წინ იმ ყმაწვილში გადააწყდა. გული გაუწვრილდა. სისხლძარღვები გაუფართოვდა, ტვინისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა და სისხლი აღარ მიეწოდებოდა. გაშრა რასტი და ვეღარ გაეგო რაში იყო საქმე. -თქვენ რა დამცინით? -ბოდიში? - თვალს არ აცილებდა ამ სიცხიან ამინდში, ქურთუკში გამოწყობილს, რომელსაც ხელში საქმიანად ჩემოდანი დაეჭირა სერიული მკვლელივით. -ბოდიში არა! ეს უკვე მეტისმეტია ბატონო, დაცინვასაც აქვს საზღვარი და ყოველგვარ ირონიისადმი უკვე ალერგია მეწყება. თქვენ... თქვენ როგორ იგრძნობდით თავს, რომ იცოდეთ რომ მთელი ქალაქი გაშაყირებთ? -რას ამბობ? ვერაფერი გამიგია... -თამაზ...- სიტყვა გააწყვეტინა შენობიდან გამოსულმა ულვაშიანმა საშუალო ხნის მამაკაცმა, რომელიც შავ შარვალ-კოსტუმში დაკრძალვისთვის გამოწყობილს ჰგავდა. მისი იერი თითქოს ნაცნობად მოეჩვენა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს აზრი. - ჩემთან არის, შემოუშვი. - თქვა მამაკაცმა და ხელით მისკენ მიიხმო ყმაწვილი, რომელსაც ამდენ მოულოდნელობას გადაყრილი ნორმალური რეაქციის უნარიც წართმოდა. .... ერკე მიდასი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.