მიშგუ დოშდულ (თავი მეთორმეტე)
თვალები ავაფახულე და ფრთხილად გავახილე,კაშკაშა სინათლე თვალს მჭრიდა, ისედაც დაბუნდულ თვალებზე უარესად მოქმედებდა და ცოტათი რომ შევეჩვიე სინათლეს მხოლოდ მაშინ გავბედე სრულად თვალების გახელა. ღრმად ჩავისუნთქე და საავადმყოფოს ტიპიური სუნის შეგრძნებისას სახე დამემანჭა. რაღაც გამეტებით წრიპინებდა,ხელებზე ათასგვარი შნური და ნემსი მქონდა დამაგრებული,ყველაფერი მტკიოდა,ცხვირში რაღაც ჩხირები მქონდა ჩამაგრებული,წამოჯდომა ვცადე,თუმცა ტკივილისგან რომ მოვიკუნტე წავისისინე და ისევ ბალიშებზე მივწექი,მივხვდი პანიკა მეწყებოდა,სწორედ მაშინ ვიგრძენი უჩვეულო სიმძიმე მარცხენა ხელზე,დავიხედე და დავინახე როგორ ეძინა ბადაის საწოლის გვერდით სავარძელში,თავი საწოლზე ედო,თითები კი მჭიდროდ ჰქონდა ჩემს თითებში ახლართული. ტკივილის მიუხედავად მისი დანახვისას გამეღიმა,თმაზე შევეხე და ნაზად მოვეფერე,შეიშმუშნა და მივხვდი რომ გავაღვიძე...რომ დაინახა მეღვიძა თვალები გაუბრწყინდა -თაია!-შესძახა და მაშინვე გულში ჩამიკრა, -მადლობა ღმერთს რომ გაიღვიძე,-ცდილობდა ჩემთვის რამე არ ეტკინა და ნაზად მეფერებოდა,მკოცნიდა,რაღაცას ბუტბუტებდა,შემდეგ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და წამით ესე მომაჩერდა,ერთმანეთის მზერაში ჩავიკარგეთ და მას რომ ვუყურებდი ვხვდებოდი მისთვის ღირდა ბრძოლა.... -მორჩა...უსაფრთხოდ ხარ,ყველაფერი დამთავრდა,-ისევ ფრთხილად მიმიხუტა,მერე კი მშიერი დამაცხრა ტუჩებზე და თითქოს წლები არ ვენახეო ისე მკოცნიდა.... -რა მოხდა?-ვკითხე ცოტა აზრზე რომ მოვედი და ამოვისუნთქე. -გეგიმ დაგჭრა...-სანამ კიდევ რამეს იტყოდა საშინელმა ტკივილმა დამიარა მთელს სხეულში და წამოვიყვირე. ბადაი მაშინვე დერეფანში გავარდა და ექიმებს დაუძახა,ისევ ჩემს გვერდით გაჩნდა და ჩემი ხელი მისსაში მოიქცია -ცოტაც გაუძელი დოშდულ ექიმი ახლავე მოვა.-თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე და მხოლოდ მაშინ გავახილე ნაბიჯების ხმა რომ გავიგე. -ვხედავ გაიღვიძეთ,ეს ძალიან კარგია...-პროფესიონალური ხმით თქვა ექიმმა და ჩემი შემოწმება დაიწყო,თვალებში პატარა ფანარი მიმანათა,აპარატს გახედა და გულისცემის რითმი შეამოწმა,პულსიც გამისინჯა,თან ექთანს გადაულაპარაკა რაღაც და მერე ისევ მე მომიბრუნდა გაღიმებული. -ყველაფერი იდეალურად გაქვს თაია,ტყვიამ ნეკნებს შორის გაიარა და შესაბამისად არცერთი ორგანო არ დაზიანებულა,სულ რაღაც მილიმეტრებით ასცდა ფილტვს. ექთანი ამიტრიპტილინს გაგიკეთებთ რაც სრულიად უსაფრთხოა თქვენს მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის.-ბადაის გავხედე რომელიც ექიმს ისევე დაბნეული უყურებდა როგორც მე -რას გულისხმობთ?-თვალები ავაფახულე და სწორედ ამ დროს ექთანმა ვენაში ნემსი გამიკეთა. წავისისინე ტკივილისგან და ბადაის მოვუჭირე ხელი. -თქვენ რა არ იცოდით?-ჯერ მე შემომხედა ექიმმა მერე ბადაის -რა უნდა ვიცოდეთ ექიმო?-ამჯერად ბადაიმ იკითხა და ექიმს მიაჩერდა -მალე მშობლები გახდებით. გილოცავთ,ორი კვირის ფეხმძიმე ხართ.-გამიღიმა ექიმმა. თითქოს პალატიდან ჰაერი გაიტუმბა,თვალები გამიშტერდა და ინსტიქტურად ხელი მუცელზე დავიდე -რო...როგორ?-აღმომხდა დაბნეულს. ბადაი საწოლის გვერდით ჩაიმუხლა,ჩემი ხელი მის ძლიერ ხელებში მოიქცია და გაღიმებული მკოცნიდა. -შეიძლებოდა ბავშვი დაღუპულიყო,ძალიან ბევრი სისხლი დაკარგე,მაგრამ სასწრაფო დროულად მოვიდა და შევძელით ნაყოფის გადარჩენა,ანალიზების პასუხებიც მოვიდა,ყველაფერი იდეალურადაა,სანერვიულო აღარაფერი გაქვთ,ახლა კი მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ.-პალატიდან გავიდა თუ არა ექიმი ავსლუკუნდი -დოშდულ...-გულში ჩამიკრა მაშინვე ბადაიმ და თავზე მაკოცა. ვტიროდი,თუმცა ეს სიხარულის ცრემლები იყო,ამდენი სტრესის,შიშის გულის ტკენის შემდეგ ღმერთმა გადმომხედა და საბოლოოდ სიმშვიდე,სიყვარული და ახალი სიცოცხლე მაჩუქა.... ***** ვერ ვიჯერებდი რომ ამ აურზაურში ასეთი სასწაული მოხდა,მიხაროდა,მაგრამ თან იმაზეც ვფიქრობდი,რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და რომ ბავშვი უკან დამხევდა,როგორც სწავლის ასევე კარიერის მხრივაც,მაგრამ გული მითბებოდა იმაზე ფიქრით,რომ ეს საოცარი პაწაწინა არსება ჩემი და ბადაის სიყვარულის ნაყოფი იყო...პალატაში მარტო ვიყავი,ბადაი სხვების მოსაყვანად წავიდა,არც კი მიკითხავს გეგის რა ბედი ეწია,მუცელზე ვისვამდი ხელს და ვფიქრობდი,მინდოდა თუ არა ასეთ ადრეულ ასაკში მშობლის როლი მომერგო? ვიყავი თუ არა მზად ამისთვის? შევძლებდი? ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ,უფრო სწორად ხმებმა გამომაფხიზლა,პალატაში ბექა და ლუკა შემოვიდნენ,უკან კი კესო იყო ატუზული -შეიძლება?-იკითხა ბექამ,თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და სამივენი პალატაში შემოლაგდნენ. ლუკა დაუფიქრებლად მომიახლოვდა და ფრთხილად ჩამეხუტა,მეც მოვხვიე ხელები და გამეღიმა,თურმე ძალიან მომნატრებია ყველა. -მოგვენატრე თი,-ღიმილით მითხრა ლუკამ და თან წამოდგა და ბექას დაუთმო ადგილი -აბა როგორ ხარ შე მამალო ქალო,ასეთ აურზაურში როგორ გაყე თავი?-მიმიხუტა ბექამაც და იქვე სკამზე ჩამოჯდა -გრძელი ისტორიაა,-ღიმილით ვუთხარი და კესოს გავხედე რომელიც ჯერ კიდევ კარებთან იჯდა და ფეხებს დასჩერებოდა -კარგად ხარ?-ვკითხე და აცრემლებულმა ამომხედა -შენთვის უნდა დამეჯერებინა,მასთან შესახვედრად არ უნდა წავსულიყავი...-ამოისლუკუნა და საწოლზე ჩამოჯდა -მაპატიე რომ საფრთხეში ჩაგაგდე...-ვუთხარი და მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე. -შენი ბრალი არაა...-წაიჩურჩულა -არც შენი...მესმის შენი მართლა,ისეთი ბედნიერი იყავი...-თვალები დავხარე და ამოვიოხრე -კარგი ახლა,დრამების დრო არ არის,სად არი შენი ლოვე?-წარბი ამითამაშა ლუკამ -არ გრცხვენია გოგო,ამდენი ხანი რო მიგვაგდე ეს ოქროს ხალხი და არც შენი შეყვარებული არ გაგვაცანი?-აყვა ბექაც -მალე მოვა და გაიცნობთ. მანამდე კი სხვა ამბები მაქვს.-ფართოდ გავიღიმე და ლუკამ სკამი ახლოს მოაჩოჩა -ეგ ღიმილი ვიცი,რაღაც სასწაულს იტყვის ახლა..-ინტერესით გამომხედა ბექამ და კესოც მომაჩერდა -მოკლედ ფეხმძიმედ ვარ.-წამიერი სიჩუმე და მერე ბექას და ლუკას ოვაციები ალბათ მთელმა საავადმყოფომ გაიგო. კესო მაშინვე მომეწება და აჟიტირებულს სულ დაავიწყდა წამის წინ რომ ტიროდა -ყველაფერი მოყევი,-დამშვიდდა ლუკა და ისევ სკამზე ჩამოჯდა -დეტალებში გვაინტერესებს სად,რა და როგორ მოხდა-აყვა ბექაც გაღიმებული -დღეს გავიგე,ორი კვირის ორსული ვარ და ექიმებმა მითხრეს,რომ დროულად რომ არ მოსულიყო დახმარება ნაყოფის დაკარგვის შანსი იყო...-კესომ ხელზე ხელი მომიჭირა,გავუღიმე -აბა ახლა ცუდზე ფიქრი არ გვინდა,ბექა ადექი გამომყევი -სად მიდიხართ?-ვკითხე დაბნეულმა -ახალი ამბავი უნდა დავასველოთ,-ბექაც წამოხტა და ორივენი დერეფანში გაცვივდნენ,თავი გავიქნიე, -ამათ ოღონდ მიზეზი მიეცი დასალევად,-ჩავიფხუკუნე და კესოს გავხედე -მიხარია რომ ბედნიერი ხარ მართლა,-გაღიმებულმა მითხრა კესომ და ხელზე ხელი მომითათუნა. -მისმინე,ბადაის არ უთქვამს,გეგის რა ბედი ეწია?-კესომ ტუჩზე იკბინა და ფრთხილად დაიწყო -შენ რომ გესროლა,პოლიციამ გეგის ესროლა...-დააპაუზა და სახეწაშლილი მივაჩერდი -მერე? კარგადაა? დაიჭირეს?-მოუთმენლად ვკითხე -ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა,მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...-ცერად გამომხედა კესომ,მივხვდი სუნთქვა შემეკრა,მართალია გეგი არ იყო კარგი ადამიანი,მაგრამ სიკვდილს არავინ იმსახურებდა და თანაც რაც არ უნდა ყოფილიყო ის ბადაის პატარა ძმა იყო,წარმომიდგენია ახლა ბადაი რას გრძნობდა,რას ფიქრობდა...წამიერად მოვწყდი სამყაროს და ფიქრებში ჩაკარგული ისევ კესომ გამომაფხიზლა... -თაია გაიგე რა გითხარი? -რა...რა თქვი?-თვალები ავაფახულე -დედაშენმა მომწერა თქო,შენი ამბავი გაუგიათ და შენს სანახავად უნდათ მოსვლა.-წარბები შევკარი -ჩემი ამბავი თუ აინტერესებთ შეუძლიათ მე დამირეკონ.-ცივად ვუპასუხე და მხოლოდ თავი დამიქნია. -არ ვიცი რა გავაკეთო....-ამოვიოხრე -რას გულისხმობ? -ამისთვის მზად არ ვარ...-ხელი მუცელზე მოვისვი -ბავშვზე ამბობ?-მკითხა და თან მთელი ტანით მობრუნდა ჩემსკენ -ჰო...ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ,მთელი ცხოვრება წინ მაქვს,მინდა ყველაფერი ის გავაკეთო რაზეც ვოცნებობდი,მინდა ცეკვა გავაგრძელო,სწავლა,კიდევ ბევრი ვიმოგზაურო ბავშვი კი....-გავჩერდი და ჩემს მაგივრად კესომ დაამთავრა -ხელს შეგიშლის? -ჰო...-ავხედე და ტუჩზე ვიკბინე -ძალიან ვარ დაბნეული კეს...არ ვიცი როგორ მოვიქცე... -გულს მოუსმინე,რას გკარნახობს? ნუთუ შენს პატარას გაწირავ?-გაწირავ....ნუთუ ამას ვაკეთებდი? მე მას ვწირავდი? უფლებას ვართმევდი ეცოცხლა და რის გამო? ჩემი ოცნებების ასასრულებლად? -არ მინდა მისი გაწირვა,უბრალოდ ამისთვის მზად არ ვარ,მინდა ცეკვა გავაგრძელო,ვისწავლო და ვიყო თავისუფალი...-ხმა ამიკანკალდა,გაგებით დამიქნია თავი. -მესმის შენი,მაგრამ არ უნდა დანებდე,იყო დედა,ეს არ ნიშნავს შენი მიზნების და ოცნებების მიტოვებას... -მაგრამ ეს ყველაფერს შეცვლის!-შევეკამათე და ხმას ავუწიე -მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვის გარშემო იტრიალებს,ძალიან ახალგაზრდა ვარ ასეთი პასუხისმგებლობისთვის. -მართალია,ბავშვი ბევრ რამეს შეცვლის,მაგრამ არა შენს მიზნებს და ოცნებებს. თავისუფლად შეგიძლია სწავლის და ცეკვის გაგრძელებაც,ბევრი ქალი აკეთებს ამას.-ნაზად მიპასუხა -მაგრამ მე მეშინია! რა მოხდება თუ კარგი დედა არ ვიქნები? რა მოხდება,თუ იმ ყველაფრის გაწირვა მომიწევს რისთვისაც ამდენს ვშრომობდი?-ვაღიარე და აცრემლებული მივეყუდე ბალიშებს. -მისმინე,ვიცი რომ ღელავ,მაგრამ ბავშვის მოკვლა....ეს უბრალოდ არასწორია,ხვდები ამას ხო? ის ხომ თავად სიცოცხლეა.-ხელი ხელზე მომიჭირა და თვალებში მომაჩერდა. -არ მინდა მას სიცოცხლე წავართვა,მაგრამ არც ჩემის დათმობა არ მინდა...-ჩუმად ვუთხარი და ხელებს დავხედე -არაა საჭირო რაიმე დათმო,ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ თი,ვიცი რომ შეძლებ ამის გაკეთებას,-უფრო მომიჭირა ხელზე ხელი და ავხედე -რა მოხდება თუ მე საკმარისი არ ვარ? მინდა ვიმოგზაურო,ცხოვრებით დავტკბე ჩემზე დამოკიდებული პატარა ბავშვის გარეშე,ეგოისტურად არ ვიქცევი ხო?-ცრემლები მდიოდა და საშინლად მტკიოდა გული,არ ვიცი სინანულის გამო,თუ უბრალოდ მეშინოდა... -არა ეგოისტურად არ იქცევი,უბრალოდ გინდა,რომ სწორი არჩევანი გააკეთო,მაგრამ დაფიქრდი თი,დედობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამაა ცხოვრებაში,არ დათმო ერთი ოცნება მეორეს გულისთვის.-შევხედე და დავფიქრდი,კესო მართალი იყო,მაგრამ ეს იმას არ ცვლიდა,რომ მე მზად არ ვიყავი. -მართლა გგონია რომ ამას შევძლებ?-ვკითხე -არ მგონია,ვიცი რომ ყველაფერს შეძლებ,შენ ყოველთვის მებრძოლი იყავი თი,თანაც მარტო არ იქნები,ყველანი შენს გვერდით ვართ.-დამარწმუნა კესომ და ჩავეხუტე -გმადლობ,ამის მოსმენა ახლა ძალიან მჭირდებოდა.-მივხვდი რომ შიშის ღრუბელი სადღაც შორს გაფრინდა,სიჩუმე ჩამოწვა და წამით ვიფიქრე ბადაი რას იტყოდა ახლა ჩვენი ლაპარაკი რომ მოესმინა,მზად იყო მამობოსთვის? მისი გაბრწყინებული თვალები დამიდგა თვალწინ,როცა გაიგო რომ ფეხმძიმედ ვიყავი და გული დამიმძიმდა,ეს მისთვის როგორ უნდა გამეკეთებინა? მაგრამ ზუსტად ვიცოდი ამისთვის მზად რომ არ ვიყავი,სულ რაღაც ოცდაორი წლის გოგო ვიყავი და ნამდვილად არ მინდოდა მართლაც რომ ბავშვს ბავშვი მყოლოდა...ცხოვრებით მინდოდა ცოტა ხნით დატკბობა და მიუხედავად იმისა,რომ კესო მართალი იყო მაინც იმ აზრზე ვრჩებოდი რომ ამისთვის ძალიან ადრე იყო... ***** კესო მალევე წავიდა,მე კი ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან,ძალიან მიჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ ასეთ პატარა ასაკში უკვე ფეხმძიმედ დავრჩი. პალატის კარი გაიღო და პირველი გაღიმებული ქალინა დავინახე,ჩემსკენ გამოქანდა და თბილად ჩამიკრა გულში. -თაია ჩემო საყვარელო მიხარია რომ კარგად ხარ,გილოცავ,დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი დედა იქნები.-ბადაის უკვე მოუსწრია ყველაფრის თქმა. ლანა გვერდით მომისკუპდა და თბილად ჩამეხუტა -მომენატრე,მიხარია რომ ყველაფერი რიგზე გაქვს და ასეთი კარგი ამბები რომ დაგვახვედრე.-გივარგი ისეთი თბილი სახით მომიახლოვდა,თავზე მაკოცა და შემდეგი სიტყვები რომ მითხრა გული სითბოთი გამევსო -გმადლობ ასეთი ბედნიერება რომ გვაჩუქე,მალე გამოჯანმრთელდი რომ სახლში დაგვიბრუნდე.-სუსტად გავუღიმე და ყველას მადლობა მოვუხადე -თავს როგორ გრძნობ?-მკითხა ქალინამ და თავზე გადამისვა ხელი -უკეთ ვარ გმადლობთ.-მოკლედ ვუპასუხე და ვეცადე გამეღიმა. ბადაიმ შეამჩნია რომ რაღაც ისე არ იყო თუმცა არაფერი უთქვამს და შორიდან მაკვირდებოდა -ექიმებმა რაო?-იკითხა გივარგიმ და იქვე დადგა საწოლთან ახლოს -ყველაფერი კარგადაა,გამაყუჩებელი გამიკეთეს და მითხრეს რომ ორივე კარგად ვართ.-თვალები დავხარე და მუცელს დავხედე თან ამოვიოხრე. -ყველაფერი კარგადაა? რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები,-გადმომიჩურჩულა ლანამ და აღელვებული მომაჩერდა. მხოლოდ თავი დავუქნიე და სუსტად გავუღიმე. ყველა ბავშვზე ლაპარაკობდა,უკვე სახელებსაც კი მთავაზობდნენ,მეკითხებოდნენ სად მერჩივნა ნათლობის გადახდა,უკვე სული მეხუთებოდა და ცოტაღა მაკლდა ყველასთვის მეღრიალა რომ მარტო დავეტოვებინე,თუმცა ეს ჩემს მაგივრად ბადაიმ გააკეთა -მგონი დღეისთვის საკმარისია,თაიას დასვენება სჭირდება.-ქალინამ გახედა -მაგრამ ჩვენ ხომ ახლახანს მოვედით,-ახლა მე გამომხედა და სუსტად გავუღიმე -კარგი ვაცადოთ ბავშვს გამოკეთდეს,ხვალაც აქ არ მოვალთ?-გივარგი მომიახლოვდა და თავზე გადამისვა ხელი. -მალე გამოკეთდი გოგო,სახლში ძალიან გვაკლიხარ.-თქვა ისევ გივარგიმ და გავუღიმე -ვეცდები.-ლანა თბილად ჩამეხუტა წასვლა არ უნდოდა მაგრამ ქალინა და გივარგი მიხვდნენ რომ რაღაც ისე ვერ იყო და აიძულეს მათ წაყოლოდა. მარტოები რომ დავრჩით ბადაი გვერდით მომიჯდა,ჩემი ხელი მისსაში მოიქცია და მკითხა -ყველაფერი კარგადაა დოშდულ? -არა,ყველაფერი კარგად არ არის,-გაღიზიანებულმა დავიწყე და მაშინვე წარბები შეკრა -რა მოხდა?-წამით გავჩუმდი მერე კი აკანკალებული ხმით დავიწყე -მგონი ეს ბავშვი არ მინდა.-სახე შეეცვალა,აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ სიტყვებს -რას ამბობ?-დაბნეულმა მკითხა -იმას,რომ ამისთვის მზად არ ვარ,გეგმები მაქვს,ოცნებები და ხელს ვერ ჩავიქნევ ამ ყველაფერზე! -შენ რა ვერ ხვდები რომ სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ?!-ხმას აუწია ბადაიმ და წარბშეკრული წამოდგა. -შენთვის ადვილი სათქმელია! შენ არ გიწევს მსხვერპლის გაღება! შენ არ უნდა ატარო მუცლით ბავშვი! არასოდეს კითხულობ მე რა მინდა! ან იქნებ სულაც არ გაინტერესებს!-ვუყვირე და გააფთრებული მივაჩერდი. -რა არის იმაში ცუდი რომ ეს ბავშვი შეინარჩუნო? უდანაშაულო ადამიანის მოკვლა სწორი გგონია? ბავშვის მოკვლა სწორი საქციელია? მხოლოდ იმიტომ რომ ამისთვის მზად არ ხარ? ეგოისტი ხარ თაია!-მიყვირა და შევცბუნდი. მივხვდი ბრაზისგან როგორ წამოვწითლდი,უფლება არ ჰქონდა ჩემთან ასე ელაპარაკა,გამწარებულმა მეც პირდაპირ მივახალე ის რაც დიდი ხანია გულში ტრიალებდა. -ყველაფერი შენი ბრალია! ამ სიტუაციაში შენს გამო გავეხვიე! იმ წყეულ ღამეს რომ არ მოგეტაცე,სოფელში რომ არ დაგეტოვებინე,ახლა საავადმყოფოში არ ვიქნებოდი და შენი ძმაც ცოცხალი იქნებოდა!-შეცბა და სახე მაშინვე დაურბილდა -თაია,ის ჩემი შვილიცაა და უფლებას არ მოგცემ რამე დაუშავო!-მტკიცე ხმით მითხრა -საბოლოოდ მე ვწყვიტავ რა და როგორ იქნება და მოგწონს ეს თუ არა ჩემს გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე. დღეიდან იმას გავაკეთებ რაც მე მინდა და არა იმას რაც გინდა შენ და შენს ოჯახს,თუ უკმაყოფილო ხარ შეგიძლია მიბრძანდე და იპოვო ისეთი გოგო,რომელიც შენს ჭკუაზე ივლის.-კბილებში გამოვცარი. რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ სწორედ ამ დროს დამიარა საშინელმა ტკივილმა მთელს სხეულში და მუცელზე რომ მივიჭირე ხელები და მოვიკუნტე მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა -არ მომეკარო! ყველაფერი შენი ბრალია! შენი დანახვაც კი არ მინდა!-ვუყვირე და დავინახე თვალებში რაღაც რომ გაუკრთა თუმცა უკვე არ მაინტერესებდა,მე არავის მარიონეტი არ ვიყავი და ისე მოვიქცეოდი როგორც ამას საჭიროდ ჩავთვლიდი. -დოშდულ...-დაიწყო თუმცა ისევ გავაწყვეტინე -ეგ მეორედ აღარ დამიძახო. მარტო დამტოვე,არ მინდა არც შენი დანახვა და არც შენთან ლაპარაკი!-წავისისინე და კარისკენ ვანიშნე. სახე წაეშალა და მომიახლოვდა -მე შენ გაგაფრთხილე თაია,შენი მომავალი მე ვარ და ასე იქნება ყოველთვის,მოგწონს ეს თუ არა ჩემი ხარ და ეს ბავშვიც ჩემია. ამიტომ ყველაფერს ვიზამ იმისთვის,რომ ორივე კარგად იყოთ.-წამოვჯექი და თვალებში მივაჩერდი -მე შენი საკუთრება არ ვარ! იმას გავაკეთებ რასაც საჭიროდ ჩავთვლი და თუ გინდა,რომ ერთად ბედნიერები ვიყოთ,ჩემს გადაწყვეტილებებს პატივი ეცი!-მიყურებდა და იღიმოდა. მის ღიმილზე უარესად გავბრაზდი. -ბავშვს ვერაფერს დაუშავებ!-კბილებში გამოსცრა -გინდა დავნიძლავდეთ?-ირონიულად ვუპასუხე და გავუღიმე. -ვეღარ გცნობ თაია,ასეთი არ ყოფილხარ,რა შეიცვალა?-ზემოდან დამაჩერდა წარბშეკრული -ის,რომ არავის აინტერესებს მე რა მინდა! შეიგნეთ რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და დღეიდან გადაწყვეტილებებს მე ვიღებ!-ვუყვირე და ცრემლები წამსკდა. -თაია...-გავაწყვეტინე -გადი პალატიდან,შენი დანახვა არ მინდა.-თვალი ავარიდე და გვერდით გავიხედე. წამიერად სიჩუმე ჩამოწვა,მერე კი მშვიდი ხმით მითხრა -თუ რამე დაგჭირდება დერეფანში ვიქნები.-არაფერი აღარ მითქვამს. როგორც კი პალატიდან გავიდა ავქვითინდი. ჩემი თავი მეზიზღებოდა იმ სიტყვების გამო რაც ვთქვი,მაგრამ მას უნდა გაეგო რომ ის ვერ გადაწყვეტდა როგორ მოვქცეულიყავი,ეს ერთად უნდა გაგვეკეთებინა,ის და მისი ოჯახი კი ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. მე კი ბოლომდე ვიბრძოლებდი ამ ყველაფრის შესაცვლელად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.