შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნება ტრაგედიზმშია(სრულად)


10-02-2024, 19:50
ავტორი mariami91378
ნანახია 1 206

"I want to touch people with my art. I want them to say 'he feels deeply, he feels tenderly"-Vincent van Gogh.

ხელოვნება- ალბათ ესაა ზღვარი, რომელიც რეალობასა და წარმოსახვას შორის გადის. მხოლოდ ხელოვან ადამიანს ძალუძს რომ ამქვეყნიურ ტანჯვას გაექცეს და გზააბნეული თავისივე გამოგონილ სამყაროში ჩაიკარგოს. ხელოვნება უყვართ მათ, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. ხელოვნება თითქოს შანსია ადამიანისთვის, რომ ბნელ იდეებს ფანტაზიით უფრო დიდი გასაქანი მისცეს.


"ხის იატაკზე ორი შიშველი სხეული ერთმანეთის პირისპირ წევს. ერთი მათგანი მძიმედ სუნთქავს, შროშანივით ქათქათა გულმკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის. მის თეთრ ღაწვებს საღებავის შხეფები ამშვენებს, ფერები ერთმანეთს ერწყმის და არნახულ კომბინაციებს ქმნის. გვერდით მწოლიარე სხეულს თვალები ოთახის ერთ წერტილზე გაუშტერებია და ცარიელი მზერით შესცქერის ფიცრულის გახუნებულ კედლებს. თხელ ფეხებზე ფარატინა სარაფნისგან შემორჩენილი ქსოვილი აფარია, რომელიც ოდესღაც თეთრი უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ისეა დასვრილი მტვრისა და საღებავისგან, რომ თავდაპირველი ფერის გარჩევა შეუძლებელია. ქსოვილი მუხლებამდეც ვერ აღწევს, ამიტომ კარგად ჩანს მისი სავსე მკერდი და გამოყვანილი თეძოები, რომელზეც საღებავიანი ნათითურებია შემორჩენილი. ზემოთხსენებულის მსგავსად მისი კანიც მთლიანად საღებავითაა დასვრილი, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში წითელი ფერი სჭარბობს. ირგვლივ ქაოსია. სახატავი დაფები უწესრიგოდაა მიყრილი ოთახის ერთ კუთხეში. საღებავის რამოდენიმე ყუთი გადაყირავებულია და დაქცეული ბლანტი სითხე იატაკზეა შემხმარი. ყველა კუთხეში ობობის ქსელები და მტვერია მოდებული, რაც სიძველის შეგრძნებას ბადებს. ფანჯრიდან ურცხვად იჭრება მზის სხივები და იატაკზე სხვადასხვა ფორმის ჩრდილებს წარმოქმნის. ოთახში გამეფებულ მყუდროებას კი მხოლოდ სუნთქვის ხმა არღვევს. "

***


"კიდევ რამდენ ხანს უნდა გავჩერდე ამ პოზაში?"- გოგონას მელოდიურ ხმას მაინც ვერ თრგუნავს მისი აღშფოთებული ტონი.

"ცოტაც მოითმინე ხატია, სულ ცოტაც! თითქმის ვამთავრებ... არნახულია, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია! თავი გაასწორე... არა, ხატია, მასე არა, მარჯვნივ შეაბრუნე! მშვენიერია, იდეალურია!"- შავთმიანის აღტაცებული შეძახილები ისმის მთელს ოთახში. იმდენადაა აჟიტირებული, რომ ხელები უკანკალებს. ფუნჯს ენერგიულად უსვამს სახატავ ტილოზე და ხატიას სქელი ტუჩების ზუსტი კონტური გამოჰყავს. დაკვირვებით უყურებს მეფური იერის მქონე გოგონას, რომელიც ნაქსოვ ხალიჩაზე გამართული ზის და ცდილობს დაღლილობა არ შეიმჩნიოს. არადა სახეზე აშკარა უკმაყოფილება ეტყობა, რაც უფრო ბუნებრივს ხდის მისი ნაკვთების სილამაზეს. გძელი მარგალიტისფერი სარაფანი აცვია, რომელიც ზურგზე სრულიად მოშიშვლებულია. სიფრიფანა მატერია ხატიას რძისფერი მკერდის თავებს ლანდავს და შავთმიანს არ აძლევს იმის საშულებას, რომ ხედს თვალი მოსწყვიტოს.

"არა, ასე არ გამოვა. ცოტა ხანს შევისვენოთ"- ოხრავს გოგო და ფუნჯებს ლურჯ ნაჭერში ახვევს. დიდი ხანია ბნელი აზრები მძიმე ლოდივით აწევს მის სულს, თუმცა ყველანაირად ცდილობს გონებიდან განდევნოს. "არ მოგშივდა?"-ეკითხება ხატიას და ხელს უწვდის, რათა წამოდგომაში დაეხმაროს.

"ასე უცებ რა დაგემართა ევა? ცოტა ხნის წინ ბედნიერებისგან ბრწყინავდი, ახლა კი სახე ჩამოგტირის"- დაეჭვებული ეკითხება ხატია და წელში სწორდება.

"უბრალოდ იმ მადისაღმძვრელ კექსზე ვფიქრობდი, რომელიც დილით გამოაცხე. ვფიქრობ საკმარისი მიზეზია დამშეული ადამიანისთვის"- სუსტად იღიმის, თუმცა არეული განწყობის დაფარვას მაინც ვერ ახერხებს.

"ევა, ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი. გთხოვ, ნურაფერს დამიმალავ! თუ რამე პრობლემა გაქვს მითხარი და ერთად მოვაგვაროთ."-ხატია ძალისხმევის უკანასკნელ მარცვალს იკრებს იმისთვის, რომ ევას შეუვალ ხასიათს დაუპირისპირდეს.

"შენ არ გესმის ხატია და არც არის საჭირო რომ გაიგო. ახლა კი გირჩევნია ხელები სწრაფად დაიბანო, თორემ მშიერი დარჩები"- ევა შავ თმებს უკან იყრის და ყავისფერ პერანგს ისწორებს. გოგოს აღარ სურს ამ თემაზე არც ერთი სიტყვის თქმა, რასაც ხატიაც ამჩნევს და მაშინვე საუბრის თემას ცვლის.

"მაინტერესებს როგორი გამოდის ნახატი. სულ ხუთი წამით შევავლებ თვალს და მორჩა."- მუდარით ეუბნება შავთმიანს და სახატავი დაფისკენ აპარებს მზერას.

"უკვე გითხარი, რომ-არა! დავამთავრებ და გაჩვენებ, მანამდე იმედიც არ გქონდეს."- მტკიცედ ამბობს და თან ხატიას მოუთმენლობაზე ეცინება.

"არ იცვლები. ყოველთვის მასე ამბობ, მაგრამ მაინც არ მაჩვენებ. ვერ ვხვდები რაშია პრობლემა? როდის უნდა დაძლიო ეს აუტანელი კომპლექსები?"- გაღიზიანებული იმდენად უწევს ტონს, რომ ყვირილში გადასდის. შავთმიანს მსუბუქად ჰკრავს ხელს და გარეთ უკანმოუხედავად გარბის. იცის, რომ სუფთა ჰაერი სჭირდება დასამშვიდებლად. გრძნობს, რომ თუ დროულად არ გაეცლება ევას, სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

"დამშვიდდი?"-ზურგს უკან ხმა ესმის. მალე ამ ხმის პატრონიც უახლოვდება და მის გვერდით, ხის კუნძზე იკავებს ადგილს.

"ევა ძალიან დავიღალე უკვე. რაც უფრო მეტად ვცდილობ შენს გაგებას მით უფრო რთული ხდება."- ამბობს ხმადაბლა და გრძელი თითებით აფრიკულების გასწორებას ცდილობს.

"მოვა დრო და ამაზე ვისაუბრებთ, თუმცა ახლა არა. ცოტაც მოიცადე ხატია, სულ ცოტაც..."

"მპირდები?"- ამბობს ხატია და ევას თვალს უსწორებს

"დაპირება ყველაზე უსარგებლო რამაა, რისი მოცემაც შემიძლია."- ტუჩს იკვნეტს და ცდილობს საკუთარი აღელვება ამით გადაფაროს.

"ადექი"- ამბობს ხატია, ფეხზე დგება და ხელს უწვდის. ევაც განწირულივით ებღაუჭება მის თლილ მაჯას და წელში სწორდება.

"შიგნით შევიდეთ"- წყნარად ეუბნება შავთმიანს და სარაფნის რხევით მიემართება ხის ფიცრულისაკენ. გვერდებზე ღრმად შეჭრილი ქსოვილი მოძრაობისას უფრო მეტად იწევა მაღლა და ხატიას გრძელ ფეხებს ააშკარავებს. ევა მოჯადოებულივით მიჰყვება გოგოს და თვალებით შეისწავლის მის ზურგზე არსებულ ხალების გალაქტიკას.

წამის მეასედში შედიან ქოხში, ხის მრგვალ მაგიდასთან სხდებიან და ხმაამოუღებლად შეექცევიან მადისაღმძვრელ კექსს. სიჩუმის დარღვევა არც ერთს სურს, თუმცა ხვდებიან რომ გამეფებული მდუმარება უფრო მეტ უხერხულობასა და დაძაბულობას იწვევს მათში. საბოლოოდ ეს უხერხულობა იმდენად გაუსაძლისი ხდება, რომ ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად მოათავონ სადილი და საქმეს დაუბრუნდნენ.

"გავაგრძელოთ?"- კითხულობს შავთმიანი მას შემდეგ, რაც ნამცხვრის დარჩენილი ნაწილს კონტეინერში ათავსებენ და ხის დაწნულ კალათში ინახავენ.

ხატიაც უქნევს თავს და განკუთვნილ ადგილებს უბრუნდებიან.მხატვარი ისევ ღრმად იჭრება თავის ამპლუაში, რაც ნაწილობრივ ეხმარება უხერხულობის განდევნაში.

"თმა აიწიე"- ამბობს ჩახლეჩილი ხმით და ფუნჯის წვერს ასწორებს.

"სამაგრი არ მაქვს"- პასუხობს ხატია და მხრებს იჩეჩს.

"მაშინ ჩემსას გათხოვებ"- თითებს თმაში იცურებს და რკინის ძველებურ თმის სამაგრს იხსნის. ღიმილით დაჰყურებს თავის საგანძურს და ნაზად ატარებს თითებს.

"დედამ მაჩუქა როდესაც თვრამეტი წლის გავხდი"- ამბობს ამაყად და გოგონას უახლოვდება. ხატიაც ათვალიერებს ცისფერი თვლებით მოჩუქურთმებულ წვეტიან საგანს და აღტაცებას ვერ მალავს. ევას ხელს უწვდის გამოსართმევად, თუმცა გოგონა არ ანებებს.

"მე გაგიკეთებ"- ამბობს ღიმილით და ხატიას გრძელ აფრიკულებს ხელზე იხვევს.

"როგორი ბასრია"- იცინის ხატია და მოულოდნელი ტკივილისგან სახეს მანჭავს.

"მაპატიე,ძალიან გატკინე?"-კითხულობს შავთმიანი შეწუხებული ხმით.

"არაუშავს! მანამდე თმა ისე დამიჭიმე, დაბუჟებისგან ვერც კი ვიგრძენი ტკივილი"- პასუხობს სერიოზული სახით, თუმცა ჩატეხილი ტუჩის კუთხეები ამხელს მას. ევა ფრჩხილებს მწარედ ასობს მხარში და კმაყოფილი უბრუნდება სახატავ დაფას.

"ბოლო მართლა მტკივნეული იყო"

"დაიმსახურე"

ოთახში საშინელი ჩახუთულობა დგება. ვიწრო ფანჯრებიდან შემოსული ჰაერიც ვეღარ შველის გაუსაძლის სიცხეს. საქმეში ჩაფლული ევა ვერც კი აცნობიერებს როგორ ეკიდება მის ღაწვებს მბზინავი ოფლის წვეთები

ხატიასაც აღარ შეუძლია ერთ ადგილას გაუნძრევლად ჯდომა. უსაქმურობისგან დაღლილი იატაკზე წარმოქმნილ ჩრდილების კონტურებს თითს ატარებს და ამით იქცევს თავს. თუმცა ეს საქმეც იმდენად მოსაბეზრებელია მისთვის, რომ ცოტაც და მოწყენილობისგან ტირილს დაიწყებს.

"არ შეგიძლია გაუნძრევლად იჯდე?"- სიცხით შეწუხებული ევა მთელს ბრაზს ხატიასთვის განკუთვნილ სიტყვებში აქსოვს.

ხატია კრთება და ნერვიულად ებღაუჭება სარაფნის ზონარს, თუმცა იმდენად ძლიერად უჭერს ხელს რომ წყდება და მხარზე უცურდება. გაღიზიანებული გოგონა ბაფთის შეკვრას ცდილობს, თან დამნაშავის მზერას აპარებს ევასკენ, რომლისგანაც კიდევ ერთ საყვედურს ელის.

"გაჩერდი ხატია"- ესმის ევას უჩვეულოდ ნაზი ტონი, რომელიც ადგილზე აქვავებს მას.

შავთმიანი საღებავების პალიტრას ხელში იღებს და მომხიბვლელი ნაბიჯებით უახლოვდება ხატიას. თითქოს საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებს, რადგან მხოლოდ ფანტაზიებში გაბედავდა იმის გაკეთებას, რასაც ახლა აპირებს. მიუხედავად ამისა მას ვეღარაფერი შეაჩერებს, რადგან იპოვა დაუშრეტელი მუზა თავისი ხელოვნებისა.

ევა ხატიას გვერდით უხმაუროდ იკავებს ადგილს და თითებით მხარზე ეხება. ამ ჟესტით მისგან თანხმობას ითხოვს, რომელსაც გოგოს დამყოლ გამოხედვაში კითხულობს. ეს საკმარისია შავთმიანისთვის რომ თავის წარმოსახვაში უფრო ღმად შეტოპოს . ხატია მისგან ზურგშექცევით ჯდება და მხრებში იმართება. ცდილობს შავთმიანს უფრო გაუმარტივოს საქმე, ამიტომ მეორე ბაფთას გასახნელად ებღაუჭება, თუმცა ევას ნაზი შეხება აჩერებს. გრძნობს, რომ ევას მოქმედების სრული თავისუფლება სჭირდება, ამიტომ უბრალოდ მის სურვილს ჰყვება და აღარაფერს აკეთებს.

ევა ხელის ერთი მოძრაობით ხსნის ბაფთას და მარგალიტისფერი სარაფანი მსუბუქად ცურდება ხატიას სხეულზე. გოგონა მოუხერხებლად იფარებს ხელებს მოშიშვლებულ მკერდზე და ცდილობს ამით ის აზრებიც დაფაროს, რომელიც მოულოდნელად ეუფლება მის გონებას. აღტაცებული ევა ვერც კი ამჩნევს, როგორ რეაგირებს მის ყოველ შეხებაზე ხატიას სხული. ფუნჯს საღებავში ავლებს და ხატიას ზურგზე არსებულ წერტილებს აერთებს.

"როგორ გაქვს ამდენი ხალი?!"- ხატიას მოულოდნელი შეკითხვა აკრთობს, თუმცა არაფერს ამბობს. იცის, რომ პასუხის გაცემა უადგლოა ამ რიტორიკულად დასმულ შეკითხვაზე. თანაც, ევას სიტყვები ისე არაამქვეყნიურად ჟღერს, რომ გოგონას უცნაურად სასიამოვნო შეგრძნება უჩნდება.

შავთმიანი პლანეტების ხატვას აგრძელებს ხატიას წვრილ წელზე და ფუნჯის ყოველ გასმაზე შეუმჩნევლად თრთის მისი სხეული. ევას შეხებისგან გაბრუებულ ხატიას მოულოდნელი პაუზა აფხიზლებს, თუმცა ეს პაუზა დიდხანს არ გრძელდება, გოგონა ისევ გრძნობს შეხებას, მაგრამ ამჯერად ფუნჯის მაგივრად შავთმიანის ყინულივით ცივი თითები დასრიალებენ მის ზურგზე. ხატიას სიამოვნებისგან ეკალი აყრის, რომელიც ევას შეუმჩნეველი არ რჩება. თითებზე საღებავს ისვამს და უფრო ენერგიულად აგრძელებს ხატიას თოვლისფერი კანის მოხატვას.

გოგონა გრძნობს, რომ შავთმიანის შეხება უფრო მომთხოვნი და გამბედავი ხდება, რაზეც ჟრუანტელი უვლის. ევა ხატიას მხრებს მსუბქად უჭერს და უბიძებს რომ მობრუნდეს. გოგონა უძალიანდება, თუმცა დიდხანს ვერ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას და გაუბედავად ბრუნდება შავთმიანისკენ. სირცხვილისგან თვალს ვერ უსწორებს ევას და ხელებს უფრო მჭიდროდ იკრავს რძისფერ მკერდზე. ევა მკრთალად იღიმის გოგოს დაბნეულობაზე და საღებავის კიდევ ერთ დიდ ნაკვალევს ტოვებს მის მუცელზე.

მოულოდნელად თმას უკან იყრის, წინ იხრება და ხატიას ლავიწზე მსუბუქ კოცნას უტოვებს. ხატიას პირიდან გაურკვეველი ბგერები აღმოხდება, რომელიც მის გრძნობებს ააშკარავებს. ევა უფრო თამამდება, ხატიას ხელებს უჭერს და ქვემოთ აწევნებს. გოგოს ლოყები სირცხვილისგან უფერმკრთალდება იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ ევას თავისუფლად შეუძლია მისი სავსე მკერდის დანახვა. ცდილობს ისევ აიფაროს ხელი, თუმცა შავთმიანი წელზე ხელს ჰხვევს და მუცელზე ვნებიანად კოცნის, მეორე ხელით კი გამაგრებულ ძუძუს თავს უმასაჟებს. ხატია უკვე ვეღარ იკავებს კვნესას და უფრო იხრება შავთმიანისკენ. ამით ახვედრებს, რომ უფრო მეტი უნდა, პასუხად კი კიდევ ერთ კოცნას იღებს. ევა ნაზად უბიძგებს გოგონას და გახუნებულ ხალიჩაზე აწვენს. წამიერად ჩერდება და მის ქვემოთ მოქცეულ ხატიას აკვირდება, თითქოს უნდა, რომ ეს მომენტი კარგად ჩაიბეჭდოს მეხსიერებაში.

"ქალღმერთი ხარ"- ეუბნება ვნებააშლილი და დაუნდობლად ეწაფება მის სქელ ტუჩებს. ხატიას შავთმიანის ცხელი სუნთქვა ნიკაპს უწვავს, რომელიც თანდათან ჩაუყვება მის ყელს, ლავიწებს და საბოლოოდ მკერდზე ჩერდება. შავთმიანი ხატიას მწარედ კბენს ვარდისფერ ძუძუსთავზე და შემდეგ ენას ატარებს ტკივილის დასაამებლად. ხატია თმაში უცურებს გრძელ თითებს და მტკივნეულად ქაჩავს შავ კულულებზე. ტუჩებს ყურთან ადებს და მგზნებარედ ჩურჩულებს:

"ვფიქრობ დღეს საკმაოდ დიდხანს ხატავდი, ახლა ჩემი ჯერია!"- ფეხზე დგება და სხეულიდან დარჩენილ ქსოვილსაც იშორებს, თან შავთმიანის რეაქციას აკვირდება. სრულიად შიშველია ევას წინაშე და ეს სრულებით აღარ აწუხებს, პირიქით სიამოვნებასაც კი ანიჭებს.

"მიწვევ?"-ეკითხება ევა და მწველი მზერით ათვალიერებს ხატიას მიმზიდველ სხეულს

"შეიძლება"-მაცდურად პასუხობს ხატია, ხელს თმაში იცურებს და ევას თმის სამაგრს იხსნის. გრძელი ნაწნავები გველებივით იკლაკნებიან და ქათქათა გულ-მკერდზე ეფინებიან. თმის სამაგრს იქვე სკამზე დებს, თვითონ კი სახატავებთან მიდის. ევა მოჯადოებულივით შეჰყურებს სანახაობას და განძრევას ვერ ბედავს.

ხატია ლურჯ საღებავს იღებს, თითებს ჰყოფს, შემდეგ კი ნელა ისვამს მუცელზე. ლურჯი ნათითურები გოგოს მოხდენილ სხეულს ჩაუყვებიან და საბოლოოდ მისი მოთმინების უმაღლეს წერტილს აღწევენ. ხატია მელოდიურ ხმას გამოსცემს და პარალელურად თითებს ამოძრავებს. მისი შემყურე ევა თავს ვეღარ აკონტროლებს და თვითონაც ფეხზე დგება. ხატია მოხდენილად მიდის შავთმიანთან და ყავისფერ პერანგს უხსნის. კმაყოფილი უყურებს ევას გაფერმკრთალებულ კანს. თმას უკან უწევს და მტკივნეულად კბენს ყურის ბიბილოზე. "ეს იმისთვის, რომ აქამდე არ გამიმხილე ყველაფერი"- ეუბნება ჩახლეჩილი ხმით, შემდეგ კისერში სველ კოცნას უტოვებს- "ეს კი იმისთვის, რომ ასეთი ტკბილი ყოფილა შენი საიდუმლო"

ევა სრულ ეიფორიაშია. წელზე ხელს ჰხვევს ხატიას და მკერდზე იკრავს. ხატიაც არ აყოვნებს, მთლიანად აშიშვლებს შავთმიანს და მის ზურგზე საღებავიან ხელებს დაასრიალებს. ევა ბარძაყზე უჭერს ხელს გოგოს და საპასუხო რეაქციასაც იღებს. ხატია ევას ხის იატაკისკენ უბიძგებს, ზემოდან კი თვითონ ექცევა.

მკერდზე ენას ატარებს, შემდეგ კოცნით მუცლამდე მიუყვება. ევაც რიტმულად არხევს სხეულს და ხატიას საშუალებას აძლევს ფეხებს შორის მოექცეს. ხატია საღებავში თითებს ყოფს და ევას ბარძაყებზე წრეები გამოჰყავს. შემდეგ თითებით ცხელ ზონას პოულობს და თითებს მონოტორულად ამოძრავებს. ევა მოუთმენლობისგან ხელს ფეხებს შორის იცურებს და თვითონაც ეხმარება, თუმცა ხატია აჩერებს და ორი თითით სწრაფად შედის მასში. ევა ბოლო ხმაზე კვნესის და ხატიას ზურგს უკაწრავს. გოგო მაინც არ ჩერდება და ამჯერად თითებს ენასაც აშველებს. ორივე სიამოვნების პიკში არიან და მალევე ათავებენ კიდეც. ხატია ევას გვედით ეცემა და ცდილობს აჩქარებული სუნთქვა დაირეგულიროს. შავთმიანიც არანაკლებ აღტაცებულია, თუმცა ხატიას ბედნიერებისგან გაბრწყინებული გამომეტყველების ფონზე ცოტა მოღუშული ჩანს.

"ამას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებდი შენთან ერთად"- ხმაში ნაღველი ერევა, თუმცა ცდილობს ღიმილით გადაფაროს.

"მერე რა გვიშლის ხელს?!"- ეკითხება ხატია უდარდელად და სარაფანისგან შემორჩენილ ქსოვილს ფეხებზე იფარებს.

"ხელოვნება"- ფიქრობს გულში ევა, თუმცა ხმამაღლა კი არაფერს ამბობს.

"საშინლად დავიღალე, ახლა ერთადერთი რამ, რაც მინდა- ძილია"- ოხრავს ხატია-"და რომ იცოდე, ამას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ!"

ევა თავზე კოცნის გოგონას, შემდეგ კი ნაზად ეფერება -"დაიძინე ხატია..."

შავთმიანი ნელა დგება და ფეხაკრეფით უახლოვდება ხის სკამს, რათა ხატია არ გააღვიძოს. დედის ნაჩუქარ თმის სამაგრს სიყვარულით იღებს ხელში და თითებით ცდილობს საღებავის მოშორებას. დიდი მცდელობის მიუხედავად არაფერი გამოსდის. მაინც არ ნებდება, მძინარე ხატიასთან მიდის და მის ფეხებზე დაფენილ სარაფანს იყენებს ფირუზისფერი თვლების გასაწმენდად. გამხმარი საღებავი თანდათან შორდება თმის სამაგრს, რაც ევას ღიმილს ჰგვრის, თუმცა ეს ღიმილი მალევე ზიზით იცვლება. "ნეტავ მართლაც ისეთივე ტკბილი ყოფილიყო ჩემი საიდუმლო, როგორც შენ ფიქრობდი."- ჩურჩულებს და ბასრ თმის სამაგრს მკერდში ასობს უშფოთველად მძინარე ხატიას.

***


ხის იატაკზე ორი შიშველი სხეული ერთმანეთის პირისპირ წევს. ევა მძიმედ სუნთქავს, შროშანივით ქათქათა გულმკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის. მის თეთრ ღაწვებს საღებავის შხეფები ამშვენებს, ფერები ერთმანეთს ერწყმის და არნახულ კომბინაციებს ქმნის. გვერდით მწოლიარე ხატიას თვალები ოთახის ერთ წერტილზე გაუშტერებია და ცარიელი მზერით შესცქერის ფიცრულის გახუნებულ კედლებს. თხელ ფეხებზე ფარატინა სარაფნისგან შემორჩენილი ქსოვილი აფარია, რომელიც ოდესღაც თეთრი უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ისეა დასვრილი მტვრისა და საღებავისგან, რომ თავდაპირველი ფერის გარჩევა შეუძლებელია. ქსოვილი მუხლებამდეც ვერ აღწევს, ამიტომ კარგად ჩანს მისი სავსე მკერდი და გამოყვანილი თეძოები, რომელზეც საღებავიანი ნათითურებია შემორჩენილი. ხატიას კანიც მთლიანად საღებავითაა დასვრილი, თუმცა განსხვავება ის არის, რომ მის სხეულზე სისხლისფერი უხვადაა. ირგვლივ ქაოსია. სახატავი დაფები უწესრიგოდაა მიყრილი ოთახის ერთ კუთხეში. საღებავის რამოდენიმე ყუთი გადაყირავებულია და დაქცეული ბლანტი სითხე იატაკზეა შემხმარი. ყველა კუთხეში აბლაბუდები და მტვერია მოდებული, რაც სიძველის შეგრძნებას ბადებს. ფანჯრიდან ურცხვად იჭრება მზის სხივები და იატაკზე სხვადასხვა ფორმის ჩრდილებს წარმოქმნის. ოთახში გამეფებულ მყუდროებას კი მხოლოდ შავთმიანის სუნთქვა არღვევს.

ის მშვიდად უყურებს ხატიას უსიცოცხლო სხეულს. მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხება: არც სევდა, არც დანაშაულის შეგრძნება, არც სინანული- საერთოდ არაფერი. თითქოს მისთვის სრულიად უმნიშვნელო იყო ის ადამიანი, ვინც სულ რაღაც ორი საათის უკან უდიდესი სიყვარულით უმზერდა. ის, ვინც ასე სასტიკად გამოესალმა სიცოცხლეს საყვარელი ადამიანის ხელით.

თუმცა, არა! აი მის სახეზეც გადაირბინა რაღაც გრძნობამ. შეიძლება სიბრალულმა- საკუთარი თავის სიბრალულმა. მბზინავი ცრემლიც ჩამოგორდა მის ღაწვებზე. შეკავება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ხატიას გათეთრებული სხეულისაკენ მიიწია, ზედ დაემხო და გულსაკლავად აქვითინდა. ტირილით რომ გული იჯერა ფეხზე წამოდგა, შეშლილივით მივარდა სახატავ დაფას და ხატვა დაიწყო.

ფუნჯის ყოველი მოსმა ახალი სიკვდილი იყო მისთვის, თუმცა წამითაც არ შეყოვნებულა. ჯერ ხატიას თეთრი სხეული გამოიყვანა, შემდეგ მისი გაუფერულებული სახე და საბოლოოდ მისი დასისხლიანებული გულ-მკერდიც დახატა. თითქოს რაღაც დემონურს შეეპყრო ისეთი დიდი მონდომებით ხმარობდა ფუნჯს. სისხლიანი იატაკისა და ფირუზისფერი თმის სამაგრის დახატვაც არ დაავიწყდა. როდესაც მორჩა უკან გაიწია და კმაყოფილი სახით შეათვალიერა თავისი შედევრი. ახლა ერთი რამის გაკეთებაღა დარჩენოდა. ტილო ამოატრიალა და მარცხენა ქვედა კუთხეში გაკრული ხელით მიაწერა: "ნახატი ადამიანისა, რომელმაც სიკვდილი და სიცოცხლე ერთდროულად იხილა."

The end.



№1 სტუმარი სტუმარი PHoroho

გამარჯობა. როგორ ხარ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე მქვია გენერალი პატრიცია ჰოროჰო. დღეს ვნახე შენი პროფილი და ძალიან გამიხარდა და დავინტერესდი, ჩემი ფოტოც გამოგიგზავნე რომ უკეთ გაიცნო, რადგან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. აქ არის ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი [[email protected]]. ან შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი, ვგულისხმობ თქვენს მეილს. პატივისცემით პატრიცია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent