შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 4)


3-09-2024, 10:33
ავტორი ერკე
ნანახია 866

გადაღლილი, ემოციებით დატვირთულნი შეაბიჯეს ბინაში მიამ და ნიკომ. ნიკოსთვის ახალი სამყარო იშლებოდა და მია ათვალიერებინებდა ყველაფერს, რომ ორიენტირება არ გასჭირვებოდა.
-აქეთ სამზარეულოა, სააბაზანო. - ხელით ანიშნებს მია. - სამზარეულოში ყავა და ჩაის ადგილი აქ მაქვს, ხილი ამ კალათაშია ხოლმე და სხვადასხვა ინგრედიენტები კი ამ კარადაში. მოკლედ ნელ-ნელა დაიხსომებ, არ გაგიჭირდება. მე ვეცდები ხშირად არ იყო მარტო და შენთან ერთად ვიყო, თუმცა როდესაც სამსახურში წავალ რომ ყველაფერი იცოდე.
-სად მუშაობ? ჩემთვის არ გითქვამს.
-ბუღალტერი ვარ ერთ კერძო კომპანიაში, ფინანსები და რამე რა.
-კი ვიცი, ბუღალტერია რაცაა, ამნეზია იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამავიწყდა. - გაეღიმა ნიკოს და გვერდით მიატრიალა თავი. - მოსაწყენი საქმეა?
-საკმაოდ. სუ აღრიცხვებში, რამე არ გაგეპაროს ზედმეტი და ასე შემდეგ. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თან უფროსი მყავს იმისთანაა. ერთ თეთრს არ შეგარჩენს თუ სადმე გაგეპარა ხელფასიდან მაჭრის ეგრევე.
-მაგ შენ უფროსს გადაეცი რომ ვნახავ...
-კაი, გაჩერდი. - გაეცინა მიას და ბავშვურად ჩამოსდო მხარზე თავი. - იცი რა ბედნიერი ვარ რომ გადარჩი?
-ბედნიერი ხარ თუ დამშვიდდი რომ შენს კისერზე ერთი მიცვალებული არ იქნებოდა? ჰა?
-რა ბოროტი ხარ! - ჩაიდუდღუნა მიამ და მოშორდა. მცირედ ხელიც წაჰკრა ინსტიქტურად. ნიკომ წონასწორობა დაკარგა, წაქცევისგან თავის ასარიდებლად კი ხელი მიას მოსჭიდა, თუმცა ეს სიფრიფანა გოგო აბა როგორ დაიჭერდა. ორივე იატაკზე აღმოჩნდნენ.
-ვაჰ, ზურგი. - ამოიკვნესა ნიკომ და აღელვებული თვალები შეანათა მიას. გოგონას სუნთქვა შეეკრა, მისი თვალები ნიკოს უცქერდნენ და ფიქრი მთლიანად შეწყვიტა. ათრთოლებული მამაკაცის სუნთქვა მის ბაგეებს ეცემოდა, ცოტა ხნით ასე გაშეშებულნი ხმას ვერ იღებდნენ და მოძრაობასაც არ ცდილობდნენ. ნიკოც გაყურსულიყო, ალმოდებულ ვარსკვლავს უყურებდა და შიგნიდან იწვოდა. - დიდ ხანს უნდა იყო ასე?
-უიჰ, მაპატიე. - ჩაილაპარაკა გოგონამ და ადგომა სცადა. წამოდგომისას კიდევ უფრო მეტად მიიზიდა ნიკოს ტუჩებმა, მისმა ლამაზმა წარბ-წამწამებმა, საოცარმა გამომეტყველებამ და კვლავ ფეხი წამოსდო მის ხელს, მია კიდევ უფრო ძლიერად დაეცა ნიკოს, და მათი ტუჩები წამით ერთმანეთს შეხვდნენ.
როდესაც გაიაზრეს თუ რა მოხდა მაშინვე გაშორდნენ ერთმანეთს და ეს უბრალო შემთხვევითობას მიაწერეს. თუმცა მია ვერ იგდებდა იმ წამს თავიდან. თუმცა ნიკო ვერ ივიწყებდა მიას ტუჩებს, ალუბლის გემო რომ დაჰკრავდა.
-მოკლედ საწოლს გაგიშლი. - სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან გოგონა და საქმეს შეუდგა. ნიკო იდგა უაზროდ შუა ოთახში, ათვალიერებდა ქოთნის ყვავილებს, კედელზე ჩამოკიდებულ რამდენიმე ფოტო სურათს, რომელზეც მია ვიღაც მამაკაცთან ერთად იყო გადაღებული და ყელში ბურთი მოაწვა. შესცქეროდა ლამაზად დალაგებულ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს, კომოდის თავზე რომ მწკრივად ეწყო, მათ შორის კი პატარა თიხის სპილოებს მარჯვნივ აეწიათ თავიანთი პატარა ხორთუმები და ლაღად იყურებოდნენ.
უეცრად მოეჩვენა რომ ერთმა სპილომ გახედა კიდეც მას. თუმცა აჩქარებული გული დაიმშვიდა და თავს დააჯერა რომ სინამდვილე არ იყო. და რა იყო სინამდვილე? ვინმეს შეეძლო ამის თქმა მისთვის? განა სამყარო რეალური როდის შეიძლებოდა ყოფილიყო? უამრავი კითხვა აწუხებდა და ამ კითხვებიდან ყველა უპასუხოდ რჩებოდა.
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ კვლავ მოინახულეს ბიჭებმა ნიკო.
-უკეთესად გამოიყურები ძმაო. ფერიც მოგსვლია. - გადაეხვია ანდრე.
-გულით ვცდილობ. ყოველ ღამე იმაზე ფიქრით ვიძინებ რომ ვეცადო გავიხსენო, დავიბრუნო ჩემი ცხოვრება, თუმცა არაფერი გამომდის.
-მთავარია პოზიტივი. დადებითად შეხედე ყველაფერს, არ გახსოვს არაფერი, მაგრამ რა მაგარ გოგოსთან ხარ ბინაში. - თვალი ჩაუკრა საბამ და მიას გახედა.
-ბიჭებო ყავას დალევთ?
-სიამოვნებით. - თქვა ანდრემ.
-არა, არ შეწუხდე დაიკო. - საბა, ლაშა და ბაჩო უარზე იყვნენ.
-თოკო და ლეო? - ინტერესით შეხედა ნიკომ ანდრეს და თავადაც სამზარეულოში გავიდა მიას დასახმარებლად. - არ მოვლენ? - გამოსძახა იქიდან ბიჭებს.
-თორნიკე ქალაქგარეთაა გასული, ლეოს კი სიდედრი ჩამოუვიდა და ეს ორი დღეა სახლიდან ვერ გამოდის. - ანდრეს გაეცინა და სამზარეულოდან გამოსულმა მიამ დაუბღვირა.
-რა იყოთ ბიჭებო, არ გიყვართ სიდედრები?
-არა, რას ამბობ მია, - სცადა სიტუაციის გამოსწორება ანდრე მგალობლიშვილმა და გულზე ხელი დაიდო. - ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს და შენს ლამაზ თვალებს რომ ვგიჟდები მათზე.
-ცანცარა ხარ. - შესცინა მიამ და სამზარეულოდან გამომავალ ნიკოს შეხედა, რომელსაც ორი ფინჯნით ყავა მოჰქონდა. ერთი ანდრესკენ მიაჩოჩა, მეორე კი მიას დაუდგა. - მე გამიკეთე ყავა? - თვალები განაბა გოგონამ და გაუღიმა ყმაწვილს. ნიკო აღტყინებული შესცქეროდა.
-ის ამაგი ხომ უნდა გადაგიხადო რასაც შენ სწევ ჩემ მიმართ. იცი როგორი მზრუნველია ბიჭებო? ვფიქრობ რომ მართლა ჯეკპოტი მოვიგე ამ ცხოვრებაში პირველად. ან თუ აქამდეც მონაგები მქონდა არ მახსოვს. - გაეცინა. - ახლა კი ულამაზესი ქალის გვერდით ვარ, თქვენ მყავხართ გვერდით და ძალზედ ვაფასებ, იცოდეთ.
-ნუ აგვატირე. - ხელოვნურად მოიწმინდა ცრემლი ბაჩომ.
-არ გავისეირნოთ? - წამოაყენა წინადადება საბამ და ფეხზე წამოდგა.
-გვაცდი ყავის სმას ბრატ?
-იქნებ მალე დალიო, ხალხს სუფთა ჰაერზე გასვლა გვინდა. - მხარი აუბა ბაჩომ.
-წადით გაკავებთ ვინმე? - შეუღრინა ანდრემ. მია და ნიკო კი ხალისობდნენ ბიჭების კამათზე.
საბა და ბაჩო მუჯლუგუნების რტყმით გარეთ გავიდნენ და იქვე კორპუსის მახლობლად პარკის სკვერში ჩამოსხდნენ. ისე აღმოჩნდა რომ მიაც არ ცხოვრობდა მათგან შორს, მუხიანის ხეხილ-ბაღებთან ახლოს ნეტარებასა და განცხრომაში შეგეძლო ცხოვრება, რადგან აქ ამინდი თითქოს სავსებით სხვანაირი იყო. კლიმატი თავად შემოვიდოდა შენს გულში და საყვარელ ადგილს დაიკავებდა. მიეჩვეოდი და მისგან გაქცევაც აღარ მოგინდებოდა. ჯერ სიგარეტი გაუკიდა ბაჩომ და მეგობარს შესთავაზა. საბამ თავი გადააქნია და ბაჩოს მზერა უნდა გენახათ, როგორ შეხედა ამ თითქმის ფილტვებჩამკვდარ ადამიანს, თუმცა აზრებს მიუხვდა იგი და კუშტი მზერით მოიცილა.
-არ ეწევი ბიჭო? - შესცინა ძმაკაცმა.
-არა, თავის დანებებას ვაპირებ.
-შენც ცოლი გიჩმახებს არა? - გაეცინა კვლავ ბაჩოს და ნაპასი დაარტყა.
-ჩუ, ეგ მეორედ აღარ თქვა. - გაუწყრა მეგობარს და ცოტა ხანი თვალებში უყურა. ამის შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. - ცოლიო რა თქვა. 20 წელი ერთად მაინც არ ვიზრდებოდეთ შე ფარშევანგო.
-ხო, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეა ძმაო, იქნებდა მალულად ინიშნებით და იპარებით მერე.
-გამ...
-ან იქნებ, გიტაცებენ საბ, და არც შენ იცი, ხოლო ის ობიექტი, ვინც ამას აპირებს, ერთიანად შემოიჭრა შენს ცხოვრებაში ისე რომ აზრზეც ვერ მოდიხარ და გიკრძალავს რაღაცებს. - ფილოსოფიურ მსჯელობას რომ მორჩა ბაჩო, ხელი გადახვია ამხანაგს და მაგრად მიიკრა გულში.
საბას ხველება აუტყდა.
-მომიტაცონ არა? - გაეცინა და შეხედა მეგობარს. - თქვე გაიშნიკებო, ამ ცხოვრებისა რომ არაფერი გაგეგებათ. ჩემთვის ცოლი? სანამ არ დავტკბები ბოლომდე ქალებით იქამდე რა დროს ცოლია.
-და გაძლევს ვინმე?
-ოო, მაგაზე ვმუშაობ. - იღიმის. - თან თქვენგან განსხვავებით ჩემთვის ეს ასაკი ისეთი კატასტროფული არაა, როგორც თქვენ ფიქრობთ ჩემზე. თქვენ ღლაპები ხართ ჩემთან შედარებით ჯერ ოცდაორი ოცდახუთი წლისები და მე უკვე დონე ვარ, ძმაო.
-რამდენი წლის ხარ, ბოლოს როდის ვიყავი შენს დაბადების დღეზე თუ მახსოვდეს ისეთ დროს გაქვს.
-ოცდა ცამეტი მისრულდება.
-ჯერ ყველაფერი წინ გქონია. - ირონიულად გადახედა მოსაუბრეს და ხელკავი გაუყარა. შორიდან რომ გენახათ მათი სახეები გამვლელებს უთუოდ შეყვარებულ წყვილის კამათი ეგონებოდა, ერთი რომ ცდილობს ჩაეხუტოს, მოულბოს გული, შეირიგოს, ხოლო მეორე კუშტი მზერით ჰორიზონტს გაჰყურებდეს და უარზე იყოს. ვიღაცები ამრეზით გასცქეროდნენ, ერთი ამ წყვილს დამიხედეთო და გულისფანცქალით ჩქარობდნენ მათგან გაცლას. ზოგს კი სიყვარულის აპოგეად ხილული სასიამოვნოდ ჩაეღიმებოდა და გულს ეუბნებოდა რომ ცხოვრება მშვენიერია.
-ამ ლაშამ ხომ არასდროს იცის როგორ მოიქცეს საზოგადოებაში რა. ვერა ხედავ როგორ უჟუჟუნებენ თვალებს? გამოეცალე რა. მაგისთვის გამოვედით და ლაშა მაინც აგრძელებს ეკალივით მათ შორის გამოკვეტებას.
-რა თქვი ბიჯო ლაშაზე? - თვალები დაუძაბა და სახე ახლოს მიუტანა ბაჩომ. - არაფერი ესმის არა? ხეპრეა არა? გაუგებარი? - მცირე ხნით გაჩუმდა, დამშვიდდა, დაშოშმინდა და განაგრძო. - ისე მგონი მართალი ხარ. - ხელი ჩაარტყეს და ქუჩაში ხმამაღლა დაიღრიალეს.
-როგორც იქნა, ჩამოვიდნენ. - აღაპყრო ხელი საბამ.
-ჩაკოცნეთ ძმა ერთმანეთი? - შესცინა ლაშამ ბიჭებს. - ზევიდან გიყურებდით როგორ ეფლირტავებოდით ერთმანეთს. ბრავო, ბრავო!
-დამუწე ყბა.
-ანდრე, რა საქმენი გვაქ აბა ახლა?
-რასაც ქალბატონი იტყვის. სადაც ქალბატონი მიგვითითებს.
-ნებისმიერი? - ჩასძინა მიამ.
-ნებისმიერი. - დაეთანხმა ანდრე.
-მაშინ... - დაფიქრდა მია. - მინდა... - სიტყვებს განგებ წელავდა და ბიჭებს უყურებდა. სიამოვნებდა ამდენ ბიჭს შორის ერთადერთი რომ იყო გოგო და ყურადღება მთლიანად მისკენ იყო მიპყრობილი. - მოდი სხვადასხვა ადგილები მოვინახულოთ: ძველი თბილისი, ნარიყალა, მთაწმინდაზეც ავიდეთ. რომ ჩამოვალთ მერე ბარი ვნახოთ, ექიმმა რაც უფრო მეტს ივლის გარეთ და ნაცნობ ადგილებს შენიშნავს უფრო შესაძლოა გაახსენდეს ყველაფერიო, ამიტომ მოდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ.
-საინტერესო იდეაა, - დაეთანხმა ნიკო და ანდრეს შეხედა. - რას იტყვი?
-მოდი აქ, ძამი. - თითით დაუძახა ნიკოს. - ორი წუთით მოიწიე სალაპარაკო მაქვს.
ნიკოც უმალ გაჩნდა ანდრესთან და რა ხდებაო, ძველი ბიჭივით ფეხებით განზე დაუდგა და თავზე კეპიც უკუღმა მიიტრიალა.
-მომისმინე, ასე თავს რომ უქნევ ყველაფერზე ძმობილო, თუ მართლა გაგახსენდა ყველაფერი გაწყობს ეგ? დავიჯერო?
-რა? - დაიბნა ნიკო. - რას გულისხმობ?
-შენ თვალებში ვხედავ ძმაო ყველაფერს. ხელიდან გასაშვები გოგო ნამდვილად არ არის, ასე რომ საქმ...
-მოიცა მოიცა, ძმაო... ასე არ გამოვა შეყვ...
-რაო?
-მოიცა გამახსენდა? - ჩაიდუდღუნა ნიკომ, თუმცა უშედეგოდ ცდილობდა გახსენებას. - მგონი ინსტიქტურად წამოვიწყე ამაზე საუბარი, დაიკიდე.
მოწყენილობა სულ მალე მხიარულებამ ჩაანაცვლა. მთელი საღამო ერთად დადიოდნენ. ცდილობდნენ ერთ ოჯახად ყოფნას და ახალწვეულებსაც, ნიკოსა და მიასაც, თავისიანებად თვლიდნენ, ხუმრობდნენ, ხარხარებდნენ, ერთობოდნენ, ცეკვავდნენ და სიცოცხლის თავისებურებებს ჩაბღაუჭებოდნენ.
მთაწმინდის პარკში სროლაშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. როდესაც მიას და ნიკოს ჯერი დადგა ნიკო გასწორდა, მაისური და შარვალი გაისწორა და მოემზადა. ჯერ მია ისროდა, თუმცა ისიც კი არ იცოდა იარაღი როგორ დაეჭირა ხელში და დასახმარებლად ნიკო ამოუდგა უკან. ცდილობდა ესწავლებინა, უთითებდა ხელი სად უნდა დაედო, როგორ დაემიზნებინა და ყველაფერს ასწავლიდა რაც კი ქვეცნობიერად იცოდა. ბიჭებს უკვირდათ, სამხედრო ხომ არ იყო წინა ცხოვრებაში ეს ოცდახუთი წლის ბიჭიო, თუმცა ხმამაღლა ვერ ბედავდნენ თავიანთი ფიქრების გაჟღერებას. წამით ერთმანეთს შეხვდა მათი მზერა, თუმცა რთული სათქმელია ის ნაპერწკალი სხვებმაც თუ შენიშნეს. ზურგით ეკვროდა ნიკო მიას, სასხლეტზე ორივეს ედო თითი და მხოლოდ მია არ იხედებოდა სამიზნეში, როდესაც გაისროლეს და ზუსტად მიზანში მოხვდა მიას აღტყინებული გულისცემის ხმაც კი ესმოდა ნიკოს. ადგილზე ხტუნავდა და უეცრად კონდახი ნიკოს გაარტყა თვალში.
-უი, მაპატიე. - შემოტრიალდა სასწრაფოდ მისკენ და სცადა დანაშაულის გამოსწორება.
-არაუშავს, არაუშავს, არ მტკენია. - ამბობდა ერთს, თუმცა მისი ცხვირიდან წამოსული სისხლი მეორეს მოწმობდა.
-ცხვირი გაგიტეხე? - შეიცხადა მიამ და გონება დაებინდა. წაქცევას კი ნიკომ გადაარჩინა, როდესაც მკერდში ჩაიკრა.
-ბიჭებო სასწრაფოდ ცივი წყლით დაასველეთ ნაჭერი და წამომიღეთ. - გასცემდა განკარგულებებს, რომ დახმარებოდა გოგონას. თუმცა სანამ ბიჭები დაფაცურდებოდნენ და მოიტანდნენ ყველაფერს, რაც სჭირდებოდა ცალი ხელით აიღო ნიკომ კვლავ იარაღი და ბატებს დაუმიზნა. მიზანი არც ერთისთვის არ აუცელია და პრიზიც დამსახურებულად მიიღო, დიდი ფუმფულა, საყვარელი დათვი, რომელიც ცოცხალი მოგეჩვენებოდათ კარგად რომ არ დაკვირვებოდით.
-გონს მოდის... გონს მოდის... - დაიძახა ლაშამ და ბიჭებს გასძახა გვერდზე ოთახში.
-აბა? - შემოვიდა ნიკო საძინებელში და დახედა მაშინვე მიას. ცივი საფენებით და ნაცნობი მეთოდებით რომ ვერაფერს გახდა ნიკო სასწრაფო გამოიძახეს მის გადასაყვანად ბინაზე და დაელოდნენ თუ როდის გახდებოდა უკეთ. - ესაა ფხიზლად? - წამოარტყა ნიკომ თავში ლაშას. - შეიშმუშნა სავარაუდოდ.
-რას მირტყამ მერე, ბიჭო, შენი გაზრდილი ვარ? - ლამის მოუღერა მანაც მუშტი თუმცა მაშინვე დაშოშმინდა. მიხვდა რომ ახლა მისთვის მია უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გამვლელი ან დამხმარე, ვინც დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს და მის მიხედვას. უფრო მეტი იყო მისთვის და ეს ასე აშკარა იყო.
-თუ გინდა შეგეცვლები. წადი ბიჭებთან. ბურას თამაშობენ და გაერთე შენც. მე ამისთვის არ მცხელა.
-კარგი, თუ რამე დაიძახე, აქ გავჩნდები.
-მადლობა ლაშა.
-არაფრის, მეგობარო. ყველასთვის საყვარელი და საოცარი კაცი ხარ, მათ შორის ჩემთვისაც და ეს არ დაივიწყო მერე თუ ტრამპლინიდან გადმოხტომას გადაწყვეტ. - გაეცინა მას და გაეცინა ნიკოსაც.
-აბა რა! - დაამშვიდა ლაშა ნიკომ.
-შევთანხმდით?
-კი, შენც თან გაგიყოლებ ასეთ დროს. - ჩუმად შეეპარა ღიმილი.
-ეე, ეე... ეგ არ მითხოვია მგონი. - ცინიკური ღიმილი სტყორცნა ნიკოს და ოთახი დატოვა.
ოთახში სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა ეს სიმშვიდე უფრო შემაძრწუნებლად ეჩვენებოდა ნიკოს. უყურებდა ლამაზი ქალის თვალებს, საოცარი ადამიანის სახებას და სხეულს და უჭირდა იქ გაჩერება. ბოლთის ცემას მოყვებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტებოდა და დაივიწყებდა ყველაფერს, თუმცა წამიერად გაჩერდებოდა და შეხედავდა მიას. საოცრად დაეტყვევებინა მის სილამაზეს თუმცა ამას ვერავის უმხელდა.
წყლისთვის გამოვიდა გარეთ ნიკო, ლაშა კი უკვე წასული დახვდა.
-მაიამ დაურეკა საქმეზე და ახლა გაახსენდა ამ შტერს.
-იმედია მოასწრებს ყველაფერს. საბა წამომყევი. - ხელით ანიშნა მამაკაცს და თავისკენ იხმო. საბას ძლიერ გაუჭირდა ფანჯარას მოშორებოდა.
-მოიცადე, რა ნაშაა ნახეთ ბიჯო. ორი წუთი რა, იფ... იფ... საოცარი უკანალი, საოცარი მკერდი. ისეთია მე რომ მჭირდება.
-მერე მიდი.
-სად მივიდე, მაიცა თუ ძმა ხარ რა.
-მიდი. - შესძახა ანდრემ. აქამდე რომ ჩუმად იყო და ცდილობდა საკუთარ ფიქრებში გარკვეულიყო, ახლა გამოფხიზლდა.
-კარგით! - შეუღრინა საბამ.
-ასე უმოქმედოდ ყოფნა არას გარგებს, მეგობარო. მუდამ ქალებისკენ გაგირბის თვალი და მხოლოდ მანდ რჩება ყველაფერი. მანდვე ისმება წერტილი. და წერტილის დასმას წინ რა უდგას, ყველაზე რთული კითხვის ნიშნის დასმაა, რომ გაარკვიო გამოგყვებიან თუ არა ეს ქალები და შეძლებ თუ არა მათთან კომუნიკაციის დამყარებას. არც ცდილობ.
-თქვენ გგონიათ მიტყდება?
-კი, გიტყდება. - უპასუხა ანდრემ და ახლოს მიეჭრა.
-არაფერიც! - ხმას აუწია საბამ და ბაჩოს შეხედა. - შენც ამას ფიქრობ, ბაჩო?
ბაჩომ თავი დაუკრა და ტელეფონში ნარდის თამაში განაგრძო.
-აი ახლა აქ თქვენთან არ ვიყო საჭირო, ხო მივაჭრიდი და დაგანახებდით რა შეუძლია საბას, თუმცა მეგობრებს არ ვღალატობ... უჰ უჰჰ... რას იქნევს სიარულისას... არა ვერ დაგტოვებთ. მიდი, მოვდივარ. - ნიკოს გაჰყვა საბა, ანდრემ კი კვლავ შესთავაზა ბაჩოს ბურას თამაში, თუმცა ვერ დაითანხმა და ამის ნაცვლად ამოიღო თავისი მომცრო რვეული და ჩანახატების წერას შეუდგა.
რამდენიმე უხმო საათი გავიდა. მია ხან ცოტას მოიფხიზლებდა თავს, თუმცა კვლავ ძილ-ბურანში გადაეშვებოდა და კარგავდნენ მის ცნობიერს. თითქოს საშინელებათა ფილმში ყოფილიყვნენ და რომელიმე კუდიანი არსების მიერ მოჯადოებულ მიას გამოფხიზლებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ ბიჭებიც დაიშალნენ და მარტო ნიკო დარჩა მასთან. ეს დღის საკმაოდ საზარელი დასასრული იყო მისთვის, არ აშინებდა მიას მარტო მოვლა, იზრუნებდა მასზე, თუმცა იმ ბედნიერი წამების შემდეგ ასე დასრულება სტანჯავდა.
„ვაიდა აღარ ვახსოვდე? - ფიქრობდა ნიკო. – ვაიდა მასაც დაავიწყა შოკმა ყველაფერი და უცხო კაცთან ერთად გაღვიძება მისთვის მეტი შოკი იყოს.“
კარები ღია დატოვა და სამზარეულოსკენ გასწია. ახლახანს გაახსენდა რომ დღეს მთელი დღეა არაფერი ჰქონდა ნაჭამი და სუსტად გრძნობდა თავს. თავისთვის მოიმზადა ჰამბურგერები და ტელევიზორი ჩართო. მისაღებიდან ღია კარში ზუსტად ჩანდა მიას მდგომარეობა და სამ საქმეს ერთდროულად აკეთებდა ნიკო. მიირთმევდა, ტელევიზორს შესცქეროდა და ხუთ წუთში ერთხელ გახედავდა ხოლმე მიას. სუნთქავდა და ეს საგანგაშო მდგომარეობად არ მიიჩნია, გამოფხიზლდება და დამშვიდდებაო, ფიქრობდა. პულსიც ნორმაში ჩაუდგებაო.
უკვე გვიანი იყო. ღამის ოთხის ნახევარი, გათენების პირზე იყო ზეცა თითქმის. რამდენიმე საათში ინათებდა კიდეც, მზეც გამოაჭყეტდა, თუმცა ნიკოსთვის მზეს დიდი ხანია გამოეჭყიტა. დაღლილი საწოლის წინ ჩამოჯდა და უყურებდა მიას, თვალებში უყურებდა.
„რა ლამაზია, - ფიქრობდა. - ნეტავ ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, რომ არაფერი მახსოვს ღირს საერთოდ გახსენება? იქნებ არც ღირს ვიწვალო იმის გახსენებაზე რაც არასდროს მქონია - ცხოვრება.“
-ღმერთო, რამე დაგიშავე, ღმერთო? - ფიქრებიდან ხმამაღალ საუბარზე გადავიდა, რათა უკეთ გაეჟღერებინა ყველაფერი უფლისთვის. - ჯერ მათხოვრად დამაგდე ქუჩებში, შემდეგ მანქანა დამაჯახე და ყველაფერი დამავიწყე, ახლა კი როდესაც ვფიქრობდი ჩემი სამყარო ვიპოვე-თქო, სწორედ მაშინ მართმევ კვლავ. ამიხსენი, რატომ მიკეთებ ამას? რატომ გინდა რომ უბედურ კაცად დამტოვო კვლავ, როგორც ადრე ვიქნებოდი. ვერაფრით ვიგებ ამას ღმერთო... იქნებ გადმომხედო, თუკი საერთოდ არსებობ და თუ საერთოდ რაიმე შეგიძლია, გადმომხედე და მიას დაეხმარე. მის გარდა არავინ მყავს ამქვეყნად. მინდა რომ ბედნიერი იყოს, გულმხურვალედ გევედრები.
აზრი ხმაურმა გაუწყვიტა. მტრედების ღუღუნი შემოესმა ფანჯარასთან და როდესაც გაიხედა სამი თეთრი მტრედი შემომჯდარიყო ქანდარაზე და პირდაპირ ნიკოს უყურებდნენ. გაოგნდა ყმაწვილი, ცოტა შეშინდა კიდეც და უკან დაიხია.
-ღმერთო? ნუთუ ეს შენი სამებაა? ნუთუ მიპასუხე? თუმცა მაინც ვერ გავიგე რისთვის მსჯი. რა მელის წინ? რა გველის მე და მიას. რა უნდა ვიცოდე? აღარ შემიძლია მეტის მოთმენა, ძალით გავაღვიძებ ახლა, მგონი მიყვარს... მგონი მიყვარს.. - უფრო მეტად აუწია საკუთარ ხმას და საწოლთან მდგომი უკან მიტრიალდა.
მია თვალებს ახელდა და ნიკომ პირზე სასწრაფოდ აიფარა ხელი.



№1  offline წევრი EllaTriss

იქამდე მომწონდა, სანამ ნიკოს ყველაფერი დაავიწყდებოდა, გაჩვეულებრივდა მისი ქცევები :დ რამე ისეთს ველოდები რა, მთლად სამყაროდან გაყვანასაც არა, მაგრამ მაინც.
ბოლო წუთამდე მინდა, მაგასაც თამაშობდეს, რომ არ ახსოვს, სამმაგი თამაში გამოვიდოდა მერე :დ
თუმცა, ხო, რა ვიცი.
ბანალურ ლავსთორებს აქ კი არა, არსად ვგულშემატკივრობ :დ
ანდრე მომწონს, ყველაზე კარგი ტიპი მაინც ეგაა მანდ და ვიმედოვნებ, ბოლოს არ გააფრენს ეგეც.

ჯამში მაინც ქუულ, წარმატება!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
იქამდე მომწონდა, სანამ ნიკოს ყველაფერი დაავიწყდებოდა, გაჩვეულებრივდა მისი ქცევები :დ რამე ისეთს ველოდები რა, მთლად სამყაროდან გაყვანასაც არა, მაგრამ მაინც.
ბოლო წუთამდე მინდა, მაგასაც თამაშობდეს, რომ არ ახსოვს, სამმაგი თამაში გამოვიდოდა მერე :დ
თუმცა, ხო, რა ვიცი.
ბანალურ ლავსთორებს აქ კი არა, არსად ვგულშემატკივრობ :დ
ანდრე მომწონს, ყველაზე კარგი ტიპი მაინც ეგაა მანდ და ვიმედოვნებ, ბოლოს არ გააფრენს ეგეც.

ჯამში მაინც ქუულ, წარმატება!

გმადლობთ აზრის დაფიქსირებისთვის. ანდრე მეც ძალიან მომწონს გეთანხმები, თავისებური ტიპია, სამართლიანი და მეგობრული. ადამიანთა დახმარების მოყვარული. ვნახოთ რას უმზადებთ ბიჭებს მომავალი.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 მოდერი Maiaabuladze

ცოლის გავლენა როგორ გეტყობა, ხალხი შენგან ისევ ფანტასტიკას მოელის, შენ კიდე ბანალური რომანების წერა დაიწყე ცოლის გამო ????

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

Maiaabuladze
ცოლის გავლენა როგორ გეტყობა, ხალხი შენგან ისევ ფანტასტიკას მოელის, შენ კიდე ბანალური რომანების წერა დაიწყე ცოლის გამო ????

მაიაააააა :დ
ჩემი ექსპერიმენტია, ფანტასტიკას ისე ჩანდა რომ არავინ კითხულობდა :დ დაენახვებინათ რომ კითხულობდნენ და აქაც გავურევ ფანტასტიკას :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent