შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 2 თავი


გუშინ, 10:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 152

-იმ ღამეს პირველად წამოვედით მე და ვაჩე სახლიდან...
-აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ?!
-.....
-მარიამ!?
-არ მინდოდა გენერვიულა, თან...
-თან რა?
-რა აზრი ჰქონდა რამის თქმას? იმავე საღამოს ჩამოაკითხა გეგამ და უკან წაიყვანა- მოულოდნელად საუბარში ჩაერია მაია, რომელიც მისაღებ ოთახში წნევის აპარატით ხელში გავიდა.
-გაგიზომავ-უემოციო ტონით უთხრა მარიამმა და მაგიდასთან მის გვერდით დაჯდა- 160 გაქვს 90-ზე- კარგა ხნის სიჩუმის მერე უმისამართოდ თქვა და აღელვებული ფეხზე წამოდგა-დამწევი სად გაქვს?
-უკვე დავლიე
-ჯობია ჯერ წნევა გაიზომო ხოლმე
-ვიცი, მაგრამ უკვე ვხვდები როდის მაქვს აწეული
-მარეგულირებელს სვაამ?
-კი მაგრამ, როგორც ჩანს აღარ მოქმედებს
-ექიმთან ბოლოს როდის იყავი?
-შარშან
-როგორც კი გათენდება მაშინვე შენს მკურნალ ექიმთან წავიდეთ და წამლები შევაცვლევინოთ...
-ხვალ ვერ შევძლებ შვილო, ხომ იცი სამსახურში რა სიტუაციაც მაქვს...
-როდის ისვენებ?
-ჯერ არ ვიცი.
-დაეთხოვე
-არ შემიძლია
-ეგ რანაირი სამსახურია- მოიღუშა ანა
-რა ვქნა აბა შვილო საარსებოდ ფული ხომ მჭირდება, ჩემი პენსია წამლებში და კომუნალურებში ძლივს მყოფნის
-როგორც კი გეგას გავშორდები მაშინვე მუშაობას დავიწყებ! შენ ვაჩეს მიხედავ და წნევებიც აღარ შეგაწუხებს-იმედიანად უთხრა მარიამმა დედას და აციმციმებული თვალები სახეში შეანათა
-ოჯახის დანგრევა მარტივი გგონია?! თან... ერთხელ ხომ უკვე წამოხვედი სახლიდან?- მოიღუშა მაია
- ...
-მარიამ!
-უკან აღარ დავბრუნდები! აღარასოდეს!
-დარწმუნებული ხარ?
-დედა გეგა არ მიყვარს... მართან ყოფნა არ მინდა...
-მაშინაც ტყუილად აალაპარაკე ხალხი!
-შენთვის სულ ერთია არა, მე რას ვგრძნობ? რას განვიცდი... - უცერად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა სასოწარკვეთილ გოგონას
-მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ!
-ასე არაა- ასლუკუნდა მარიამი
-ასეა!- მკაცრი ტონით უთხა მაიამ და უემოციო სახით ფეხზე წამოდგა- რა გინდა? გინდა რომ ვაჩე აქ გაზარდო? ამ სახლში? გარშემო მიმოიხედე!- ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა მაიას- ცხოვრების თავიდან დაწყება და მუშაობა გინდა! მაინც რისი იმედი გაქვს? გგონია ხვალვე იშოვე კარგ სამსახურს? მე შემომხედე... დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ კაპიკებისთვის... ასეთი ცხოვრება გინდა?! თან... ვაჩეზე საერთოდ არ ფიქრობ? როგორ გგონია ჩემთან გაჩერდება?
-ბიცოლა დამშვიდდი თორემ წნევა ისევ აგიწევს-საუბარში ჩაერია ანა
-შენ ნუ ერევი!
-ძალიან აღელვებული ხარ...
-თავს მშვენივრად ვგრძნობ
-ბიცოლა...
-ანა!- თვალები დაუბრიალა მაზლის შვილს მაიამ და მარიამს გახედა- ხვალ! გეგა რომ მოვა წესიერად დაელაპარაკე და უკან გაჰყევი... ხალხს ტყუილად ნუ აალაპარაკებ!
-არ გავყვები!
-მარიამ!
-დედა...
- ხომ იცი რომ ბავშვის გაზრდა გაგვიჭირდება? მითუმეტეს ასეთ პირობებში
-ვიცი მაგრამ...
-მაგრამ რა?!- წამოენთო მაია- სამსახური არ გაქვს! დანაზოგი არ გაქვს! ფული არც მე მაქვს.
-მე მოგცემთ, დანაზოგი მაქვს-გაუბედავად შესთავაზა ანამ გაავებულ ბიცოლას
-რამდენი ხანი შეძლებ ჩვენთვის ფულის მოცემას? 1 თვე? 1 წელი? იცი რამდენი რამე სჭირდება ბავშვს?
-მე...-დაიბნა ანა
-მუშაობას დავ...
-მუშაობას დაიწყებ? სად?- სიტყვა გააწყვეტინა აღელებულმა ქალმა მარიამს
-არ ვიცი სადმე- დაიბნა მარიამი- მაღაზიაში, რესტორანში, ბანკში ან საავადმყოფოში
-მერე ვაჩე? მას ვინ მიხედავს? ხომ იცი რომ ჩემთან არ ჩერდება? ბაღში ყოფნაც არ უყვარს.
-რამეს მოვიფიქრებ.
-კარგი... ასე იყოს-უცნაური ტონით უთხრა მაიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ვნახოთ ხვალ გეგა რომ მოვა მას როგორ დაითანხმებ...
-მისი თანხმობა არ მჭირდება! სასამართლოში უკვე შევიტანე განცხადება განქორწინებაზე და ალიმენტის მოთხოვნაზე.
-რა გააკეთე?!- აღშფოთება ვერ დამალა მაიამ
-ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა
-ხვდები მაინც რა შეიძლება მოხდეს როცა გეგა გაიგებს ამ ამბავს?!
-ვხვდები!
-ასე დაუფიქრებლად რატომ მოიქეცი? ჯერ გეგას და მის ოჯახს უნდა დალაპარაკებოდი
-ვცადე! მაგრამ იმ სახლში არავინ მისმენს!ადამიანად არ მთვლიან!
-კარგი რა მარიამ! დაგავიწყდა რა პირობებში გაგზარდე? ფული ჩვენ არ გვქონდა, სასმელი და საჭმელი... ცალკე ბებიაშენი მიმწარებდა ცხოვრებას ცალკე მამიდაშენი! მამაშენზე აღარფერს ვამბობ. ყოველი მისი დალევა ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო. გეგა არ გამწარებს მაინც და ცუდად არ გექცევა.
-რადგან შენზე ოდნავ უკეთეს პირობებში აღმოვჩნდი ამის გამო ბედნიერი უნდა ვიყო?- ავარდა უცებ მარიამი- იცი მაინც ყოველდღე რისი გადატანა მიწევს იმ სახლში?
-დაგავიწყდა მე რა გადავიტანე მამაშენის გვერდით?!
-არ დამვიწყებია...
-ყოველდღე ჩხუბი! ყვირილი! დამცირება!
მაგრამ შენს გამო...მე ყველაფერს ვითმენდი! ყველაფერს ვიტანდი!
-ყოველთვის მე რატომ მადანაშაულებ მომხდარში?!
-არ გადანაშაულებ!
-მადანაშაულებ!
-მარიამ!
-რა!?
-ტონს დაუწიე!
-დანაშაულის გრძნობით გამზარდე... და ამით იცი რას მიაღწიე? იმას რომ საკუთარი თავის სიძულვილი მასწავლე!
-მთელი ეს წლები... იმიტომ ვიტანდი ამდენ დამცირებას და შეურაცხყოფას რომ მინდოდა შენთვის ეს ყვლაფერი შემენარჩუნებინა...
-დედა...ჩემი ბრალი არ არის არასწორ ადამიანზე რომ გააკეთე არჩევანი და ცოლად გაჰყევი, გესმის?. არც იმაში ვარ დამნაშავე რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც გინდოდა დედობა და შვილი გააჩინე.
-შენ!- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაია მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ მისცა მარიამმა
-გამუდმებით ერთასა და იგივეს მიმეორებდი, მიმტკიცებდი რომ ჩემს გამო დაკარგე სამსახური, კლასელები და მეგობრები.
-ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა ამიტომ...
-თავს დამნაშავედ მეგრძნობინებდი იმის გამო რომ მამაჩემისნაირ ამაზრზენ და საშინელ კაცთან გიწევდა ცხოვრება...რის გამოც მთელი ბავშვობა საკუთარი თავის სიძულვილში გავატარე... ვფიქრობდი რომ შენი უბედურების მიზეზი მე ვიყავი... მინდოდა მოვმკვდარიყავი რომ მამაჩემისგან გათავისუფლებულიყავი და შენი ტანჯვა დასრულებულიყო- უცრად ცხვირი აწევა და ცრემლები მოეძალა სასოწარკვეთილ გოგონას -მხოლოდ ახლა მივხვდი, 23 წლის ასაკში რომ მე დამნაშავე არ ვარ იმ ყველაფერში რაც შენ გადაიტანე და ამის გამო თავი ცუდად არ უნდა ვიგრძნო!
-....
- სამწუხაროდ მეც შენსავით დავუშვი შეცდომა და არასწორ ადამიანზე გავაკეთე არჩევანი მაგრამ ამის გამო საკუთარი შვილის დასჯას არ ვაპირებ შენგან განსხვავაებით
-მარიამ დამშვიდდი- საუბარში ჩაერია ანა როცა მაიას სახე წაეშალა
-შენ კარგი დედა ხარ და მე ცუდი არა?
-მე ეგ არ მითქვამს
-იცი ვინ შეგინარჩუნა სახლი რომელშიც ყოველი ჩხუბის მერე ამაყად მოდიხარ? მე!
-დედიკო-უეცრად ტირილით გაიღვიძა ვაჩემ და დედას ჩაეხუტა -ვინ ჩხუბობს?
-არავინ დედას სიხარულო, უბრალოდ ვსაუბრობდით, მოდი დავიძინოთ- ღიმილით უთხრა მარიამმა და გვერდით მიუწვა.
მალევე ჩაეძინათ ორივეს.
-არავინ იცის აქ რომ არიან არა?- ოთახში გამეფებული სიჩუმე მაიას ხმამ დაარღვია
-არა-ჩურჩულით უპასუხა ანა და ჩაძინებულ დედა-შვილს საბანი ფრთხილად გაუსწორა.
-კახა და სოფო ქორწილში არიან?
-დიახ! ზუგდიდში.
-გეგა?
-არ ვიცი. მარიმმა თქვა გუშინ ღამე სახლში არ მისულა
-ამანაც დრო იხელთა ბარგი ჩაალაგა და სახლიდან წამოვიდა- უცნაური ტონით თქვა მაიამ და სახინებელ ოთახში შევიდა.
მარიამი შეკრთა როცა შუაღამისას ანამ გააღვიძა და ჩამწყდარი ხმით უთხრა
-მარიამ, ტელეფონთან გთხოვენ...
-რა ხდება?
-უნდა უპასუხო!
-ვინ რეკავს?
-პოლიციიდან არიან
-რა?-აღელდა მარიამი და მაშინვე გამოართვა ტელეფონი- დიახ გისმენთ
-მოგესალმებით, გეგა ავალიანის მეუღლე მარიამ აბაშიძე ბრძანდებით?
-დიახ
-მე ქალაქ ბათუმის პატრულ-ინსტექტორი დავით ჭუმბურიძე გახლავათ-საქმიანად დაიწყო საუბარი მამაკაცმა- სამწუხაროდ თქვენი მეუღლე, ავტო ავარიაში მოყვა და მსუბუქად დაშავდა.
-ახლა საავადმყოფოშია?- დაიბნა მარიამი და აღელვებული ფეხზე წამოდგა
-დაკავებულია!
-ბატონო?!
-სამწუხაროდ იმ მანქანის მძღოლი და ბავშვი რომელსაც დაეჯახა მძიმედ დაშავდნენ... ამიტომ მისი დაკავება მოგვიწია!
-რაა?- თვალები ცრემლებით აევსო მარიამს და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა-კარგად იქნებიან?
-ვიმედოვნებ
-ღმერთო
-გამოძიება მიმდინარეობს ამ ეპატზე სხვა არაფერის თქმა არ შემიძლია თქვენთვის
-გასაგებია
-ჩვენი განყოფილების ზუსტ მისამართს მოგწერთ... ხვალ 3 დან 5 საათამდე შეგიძლიათ დაკავებული მოინახულოთ.
-მადლობა.
-ნახვამდის.
-რა მოხდა? ვის ელაპარაკებოდი?-საძინებლიდან აღლევებული გამოვიდა მაია როცა ლაპარაკს მორჩა მოარიამი და ტელეფონი გათიშა
-მეგონა გეძინა
-ვერ დავიძინე
-ისევ წნევა გაქვს აწეული?-სლუკუნით ჰკითხა მარიამმა როცა წამლების მძაფრი სუნი იგრძნო და ჩაეხუტა
-კარგად ვარ
-დედა გეგა დააკავეს
-რაა?!
-ახლავე უნდა წავიდე
-ფული გააქვს?
-მაქვს
-მოიცადე- მაია ოთახში შებრუნდა და რამდენიმე წუთში უკან ას ლარიანებით ხელში დაბრუნდა- ვაჩეს ვუგროვებდი დაბადებისდღისთვის მაგრამ
-არ მინდა დედა
-როგორ არ გინდა! გამომართვი
-კარგი-მარიამმა მორიდებით გამოართვა და ჩანთაში ჩაიდო.
-რა მოხდა რატომ დააკავეს?
მარიამმა მოკლეთ მოუყვა მომხდარი და ვაჩე გააღვოძა.
-დარწმუნებული ხარ რომ სწორად იქცევი?-ინტერესით ჰკითხა ანამ როცა მანქანაში ჩასხდნენ და წასასვლელად მოემზადნენ- ეს შენი შანსია რომ მისგან სამუდამოდ გათავისუფლდე!
-ვიცი მაგრამ...
-მაგრამ რა?
-ასეთ დროს ვერ მივატოვებ... არ შემიძლია
-მარიამ! არასწორად იქცევი...
-ვიცი!
-ის შენ არ გიმსახურებს
-გავშორდები! აუცილებლად გავშორდები მაგრამ ახლა არა...
-მარიამ!
-ანა გთხოვ...
-კარგი აღარაფერს ვიტყვი- ნაწყენი ტონით უთხრა ანამ და ფანჯარა ჩამოსწია.
-



№1 სტუმარი ელა1

ნიაკო რიგირც ყოველთვის მაგარი ხარ.არ ვიცი ეს ჩემი ვარაუდია ან შეიძლება ვცდები მაგრამ ეს 8სტორია იქნება ცოლ ქმარზე რომლებიც ძალიან ახალგაზდები იყვნენ რო დაქორწინდნენ და ბევრი შეცდომები დაუშვეს.მე საუბარი მაქვს მარიამზე და მის ქმარზე.შეიძლება ქნარი მოძალადე იყოს მაგას არ ვამართლებ .არ ვიცი ნიაკო შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია რო ამ ისტორიაში მარიამს გეგას და იმ ავარიაში მომხდარ კაცს შორია დიდი ამბები დატრიალდება ვცდები ნიაკო თუ...ძალიან გთხოვ კომენტარზე პასუხი დამიწერე მომენატრა შენი კომენტარები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent