შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძენის ბოლო სამოსი


6-09-2024, 22:17
ავტორი VVV
ნანახია 297

ზუსტად მაშინ,როცა ხეს,ის ბოლო,
დამჭკნარი,ყვითელი ფოთოლი ჩამოუვარდა,ძალიან დამწუხრდა.

მშვიდი დღე იყო,ხმაურს მხოლოდ ქარის საამური შრიალი არღვევდა.შუაში უკიდეგანო გზა გადიოდა,გვერდებზე კი–მწკრივებად დალაგებული ხეები იდგა.მხოლოდ წითელი და ყვითელი ფოთლები ჰქონდა,სხვა ფერისას აქ ვერ იპოვიდით.გზადაგზა,რკინის ჩამოსასხდომებს წააწყდებოდით.ნეტავ გენახათ,ეს საოცარი სურათი.ჩემთვის რომ ეკითხათ,სიყვარულის დრო რომელიაო,ალბათ,შემოდგომას ვიტყოდი.ყველასგან განსხვავებულს და განსაკუთრებულს,სითბოსაც რომ ასხივებს და - სიცივესაც.ზუსტად ამ დროს,ხეს,რომელსაც მხოლოდ ერთი ფოთოლიღა შერჩენოდა,ერთ-ერთი ბიჭმა მოწყვიტა.ათასი ხიდან,მხოლოდ ეს ერთი გატიტვლებულიყო.თუმცა ის ერთი ფოთოლი…ის განსაკუთრებულად ლამაზი იყო:ხასხასა წითელი,ოქროსფერი წინწკლებით.თუმცა,აღარ აქვს,ადამიანის გამო აღარ აქვს.შერჩა,ის დამჭკნარი და გაუბედურებული ფოთოლი.ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდა.რას იზამდა?!ეს იყო მისი ბედი.
უცებ,ძლიერმა ქარმა დაუბერა და ხეები თითქმის გააშიშვლა.ჩამოვარდა,ბოლო შესამოსი,ბრძენი ხიდან.
-ხედავ? არაფრად აღარ ვვარგივარ.როგორ გამაუბედურეს.ასეთი,არავის მოვეწონები.-უთხრა ბრძენმა ხემ - მეგობარს.
-ნეტავ,მეც ისეთი ლამაზი ფოთლები მქონოდა,როგორც შენ.ხმას არ ამოვიღებდი.
-ნეტავ,მეც ადამიანი ვყოფილიყავი!მეც სულ ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი,როგორც ისინი არიან.
-ბრძენო,შენ რა იცი,რომ ისინი,სულ ბედნიერები არიან?არა მგონია.დამიჯერე,ისინი,ყველაზე უბედურები არიან.
-შემომხედე,განა ჩემზე უბედურები არსებობენ?!ისინი,ჩვენით ამაყობენ.იტყვიან:შეხედე და შეიგრძენი,ეს სილამაზე,ხეები,ფოთლები,
ნიავი,ჩამწკრივებული სკამები,ერთმანეთით ბედნიერი ადამიანები.მე კი აქ ვდგავარ და ჩემი შესამოსის გამო ვტირი.

არ იცოდა ბრძენმა, რა იყო ბედნიერება,არ იცოდა,ვერც კი წარმოიდგენდა,იმ ათას ხეში,რა ლამაზი და განსაკუთრებული იყო.როგორ ცეკვავდა ქარის დროს.როგორ სწვდებოდა,მისი უმანკო,შიშველი ტოტები ცას.და ვერ იმას ხვდებოდა,რომ თვითონ აბედნიერებდა ადამიანებს…
ვერც ამას ხვდებოდა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent