შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –5–


13-02-2016, 14:05
ავტორი sopiko
ნანახია 1 982

[თავი 5]
ოც იანვარს ჩემი სახლი ბრძოლის ველს ჰგავს. აქეთ ტანსაცმელებია მიყრილ–მოყრილი, იქეთ ჩემი თმის სარჭები. ლეიბი საწოლიდან გადმოვარდნილა. მე, დედა და ირინკა ვფაცი–ფუცობთ და ამ სირბილში ერთმანეთს ვასკდებით. მამა ყავას მიირთმევს და თან ღიმილით გვიმზერს.
ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მწყობრში მაქვს და ჯარისკაცის ნაბიჯებით მივემართები კარისკენ. სათითაოდ ვემშვიდობები ოჯახის წევრებს, მობილურს უბეში ვიჯიბავ და საომარ მოქმედებებს ასე ვეთიშები. ჩემს სადარბაზოსთან ეკუჩინო მხვდება და მასთან ერთად უნივერსიტეტში მივდივარ, სადაც გველოდება დიდი, ნაცრისფერი ავტობუსი.
სტუდენტებს თადარიგი დაუჭერიათ და წამომსვლელები უკვე შენობის წინ დგანან. ჩვენც მათ ვუერთდებით. თვალებით მირიანს ვეძებ... არ ვიცი, მოდის თუ არა. მერე ნიკოლოზის სატელეფონო საუბარი მესმის მირიანთან და მეცხრე ცაზე დავფრინავ, რადგან ვიგებ, რომ ექსკურსიაზე ჩვენთან ერთად იქნება.
მალე ისიც ჩნდება ჰორიზონტზე. კუთხიდან თავჩახრილი უხვევს და აუჩქარებლად მოაბიჯებს. ეკას მაშინვე მისკენ ვახედებ და მუჭებს ერთმანეთს ანერვიულებული ვაბჯენ.
–ღმერთო, გთხოვ, დამეხმარე...–უნებურად მხდება ეს სიტყვები და ვრწმუნდები, რომ მართლაც რაღაც ისე ვერ არის... ან არის და აქამდე არ იყო...
–ვაიმე, უკვე ახლოსაა!–ხელს ვჭიდებ ეკას.
–ეს მართლა შეყვარებულია!–ოხრავს ღიმილით ის და ლოყაზე მჩქმეტს.
მირიანს როგორც ყოველთვის ზურგჩანთა ცალ მხარზე აქვს გადაკიდებული, თუმცა ამჯერად ის შავი კი არა, რუხი ფერისაა. შავი თვალები ფერის მიუხედავად სინათლეს ასხივებს, მზერა უფრო თბილი უხდება, ჩემკენ რომ იხედება. სუნთქვას ვიკრავ და ისე ვიღიმი, თითქოს სულაც ვერ ვხედავ.
ბიჭები ეგებებიან და წრეს არტყამენ. გოგონებიც ჩურჩულს იწყებენ. მე გარინდებული ვდგავარ და მირიანზე ვბრაზობ. ყველანაირად ცდილობს ნერვები მომიშალოს. სულ ორი წამით შემომხედა და მერე უკვე სხვები გაახარა თავისი მზერით. ფეხებზე ვ**დივარ, ნამდვილად ასეა, თორემ მე თუ შევძელი მისთვის ბოდიშის მოხდა, ისიც შეძლებდა სიამაყის დათმობას ერთი დღით.
–მორჩა! მასზე სიტყვას აღარ დავძრავ!–ვბურტყუნებ და თვალებს გულნატკენი ვხრი.
–სიტყვას არა, მაგრამ სულ მასზე იფიქრებ...–გადაჭრით მეუბნება ეკა და მარტო მტოვებს. უნდა, რომ დავფიქრდე.
ვიცი, რომ მართალია! ხო, როცა ჩემგან შორს იყო, არ მაინტერესებდა, მაგრამ ნაბიჯი გადმოდგა თუ არა, ერთი სიტყვა მითხრა თუ არა, მაშინვე მივეჯაჭვე, არადა მსგავსი რამ არასდროს დამმართნია.
მალე ლექტორი გვეუბნება, რომ შეგვიძლია ავტობუსში ჩასხდომა დავიწყოთ. რიგის მიხედვით ავდივართ ტრანსპორტში და ადგილს ვიკავებთ. ფანჯარასთან მდებარე ორი სკამიდან ერთ–ერთზე ვჯდები, ეკას ლექტორი რომ აჩერებს.
–ეკა, შენ წინ დაჯექი, ჩემ გვერდით. გზაში მაღაზიასთან უნდა გავაჩერო და მანამდე სია ჩამოვწეროთ, მერე კი შენც ჩამომყევი!–სთხოვს ეკას და ისიც თანხმდება.
ველოდები, თუ როდის დავიძრებით და უნივერსიტეტის ფანჯრებს ვაკვირდები. სწორედ ამ დროს ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ზურგს ვიღაც მიკორტნის. იმ ''ვიღაცისკენ'' ვტრიალდები და მირიან გამრეკელს ვაწყდები.
–შენ?–ანაზდად აღშფოთებული ვყვირი და ჩემკენ მომზირალ წყვილ თვალებს ვამჩნევ .
–უკან ცარიელი ადგილი არ დარჩა, ლიასთან და თეონასთან ჯდომას კი ისევ შენნაირ ამპარტავანთან მირჩევნია რამდენიმე საათის გატარება.–აღნიშნავს ის და ჩემ გვერდით ჯდება.
–ამპარტავანი? კარგი...–მწარე ღიმილის შეკავებას ვერ ვახერხებ და ნიკაპი მითრთოლდება. აქამდე როგორ ვერ შევძელი მისი გადარწმუნება? აი, როგორი ვარ მის თვალში... მე კი ჩემი გრძნობებისაც კი ვერაფერი გამიგია...
–მაშინ ბოდიში რომ მითხარი, მიღებულია...–ძრავის გუგუნში ძლივს მესმის მისი ხმა.
–იცი, სულ რამდენიმე წამის წინ ვინანე ჩემი საქციელი.–დაუმალავად ვპასუხობ განაწყენებული.
–რომ იცოდე, შენმა ამ საქციელმა რა წარმოშვა ჩემში, ალბათ ამას არ იტყოდი... წარმოშვა რა, უფრო განამტკიცა...–ძლივსგასაგონი ხმით ამბობს და ალერსიანად მიღიმის.
–იმ დღემ ჩემშიც ბევრი რამ შეცვალა! ის, რაც დიდი ხანია დავიწყებული მქონდა, შენ გამახსენე და სჯობდა კიდეც, რომ უფრო ადრე გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში.–სიცილით ვეპასუხები და ტუჩებს სულ ოდნავ ვაშორებ ერთმანეთს.
მირიანი თვალებს ხუჭავს... ღრმად ისუნთქავს ჰაერს და მერე ისევ ახელს...
მართალია რა მოუვიდა, არ ვიცი, მაგრამ დიდად არ ვუღრმავდები მის შემდგომ უცნაურობას.
–მეც იგივეს თქმა შემიძლია! გამბედაობა რომ მოვიკრიბე და შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი, შენი დამსახურებაა!–გულწრფელად მეუბნება და გამჭოლ მზერას არ მაშორებს.
ეს უკვე მეტისმეტია! ნიუტონისა არ იყოს, მიზიდულობის ძალასთან შეჭიდებაც მიჭირს!
***
გზაში ერთმანეთს ვებრძვით... მე მისკენ გახედება და მისი შეხება მსურს და ვგრძნობ, რომ მირიანიც ჩემს დღეშია. ერთ ადგილას ვერ ისვენებს და შფოთავს. მისი ღელვა ღიმილს მგვრის. მგონი ყველაფერი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე უნდა მიდიოდეს...
ბორჯომში ჯერ პლატოზე ავდივართ და იქიდან თოვლიან მთა–გორებს გადმოვყურებთ. თოვლის ქულები ზღვის ტალღებს ჰგავს, ოღონდ თეთრი ზღვის... თოვლიდან თავი ამოუყვიათ მწვანე წიწვებს. ჩემი თითოეული ნაბიჯი მირიანის ნაბიჯიცაა, რადგან ჩემთვის საინტერესო მოვლენა ''ამოუცნობი'' მიზეზის გამო მისთვისაც საინტერესო ხდება. ცოტა ხნით ბორჯომის მთავარ პარკშიც შევდივართ და რამდენიმე ატრაქციონს ვლაშქრავთ, ერთ–ერთ კაფეში ვსხდებით და იქ ისეთი კარგი გარემოა, თავი ედემში მგონია. ბუხარი... ცეცხლის ალი... სითბო... ცხელი ჩაი და ლიმონის ნამცხვარი. სტუდენტების ჟრიამული პატარა ბარს იკლებს. ოფიციანტები ღიმილით შემოგვჩერებიან, განსაკუთრებით კი მე და მირიანს არ გვაშორებენ თვალს.
მოულოდნელად კუთხეში მდგარი მამაკაცი ფეხზე დგება და ჩვენკენ მოემართება. მირიანს წინ უდგება და რამდენიმე წამი ღრმად აკვირდება.
–მირიან, შენ ხარ?–ეკითხება ბოლოს.
–მე ვარ...–დაბნეული ცივად პასუხობს მირიანი.
–არ გახსოვარ? შენი მეზობლის, ნაირა ძნელაძის შვილი ვარ.–თეთრ კბილებს აჩენს კაცი.
–აი, გამახსენდი!–სიცილში ყვება გამრეკელიც და ორივე ოდნავ მოშორებით გადის.
მათი საუბრის მოსმენას ჩემი ცნობისმოყვარეობა მაიძულებს, თუმცა ''ბებიის'', ''დავიწყების'' და ''შემოგვიარეს'' მეტს ვერაფერს ვგებულობ. ბოლოს უშედეგო ცდას თავს ვანებებ და გოგონებს ვუერთდები.
ცოტა ხანში მირიანიც ბრუნდება. აღელვებას საიმედოდ ვფარავ და მისკენ ღიმილით ვბრუნდები.
–ვინ იყო?–ვკითხულობ სასხვათაშორისოდ.
–ისეთი არავინ...–ჯიქურ მპასუხობს ის და მთელი დღის განმავლობაში დაგროვებულ კეთილგანწყობას თავისი ხელით აცამტვერებს.
აღარაფერს ვამბობ. თუ ფიქრობს, რომ ჩემი ნდობა არ შეიძლება და მისთვისაც არაფერს ვნიშნავ, თავს დავანებებ. ეკაზე გადამაქვს ყურადღება და მასთან ერთად როგორც შემიძლია, ვერთობი.
ზამთარია და მალე ბნელდება. ლექტორს საკუთარ თავზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, ამიტომ თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს.
ყველას გვწყინს, ასე მალე რომ სრულდება ეს სასიხარულო დღე და ბუზღუნით მივდივართ ავტობუსისკენ.
გზა საგრძნობლად იწელება... ქალაქის ცენტრი არ ჩანს. მასწავლებელი ფანჯარას გასცქერის და მძღოლს დრო და დრო კითხვებს აყრის. მირიანზე გაბრაზებული სულ არ ვდარდობ ამაზე და სიბნელეში თამამად ვადევნებ თვალყურს მას.
–გზა ხომ არ აგერიათ, ბატონო ჩემო? ამ ბნელ გზაზე რა გვინდა? თან ირგვლივ განათებული პუნქტებიც არ ჩანს.–აფორიაქებული ამბობს ელზა და მძღოლისკენ იხრება.
–აი, სულ მალე მივალთ.–ამშვიდებს ის.
–სად? თბილისში?–უკვირს ლექტორს და ჩვენც ჩოჩქოლს ვიწყებთ. მირიანს ნერვიც არ უტოკდება.
–არა, ბეშეთში!
ეს პასუხი დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ელზა აქეთ–იქით ყურებას გაოგნებული იწყებს. თითქოს ჩვენგან ითხოვს შველას. მეც გაუაზრებლად ვუშვებ პირიდან უცნაურ ბგერებს. მირიანს მაჯაში ხელს ვავლებ, რადგან სტუდენტებს შორის გმირად ის მიმაჩნია.
–მირიან, რა ხდება?–შეშფოთება მეტყობა ხმაში.
–როგორც ჩანს განცხადების გაკეთება მომიწევს!–ღიმილი უპობს ბაგეებს მას. ხომ არ გაგიჟდა? ნუთუ ყველაფრის თავი და თავი ისაა?!
–გოგონებო და ბიჭებო, ქალბატონო ელზა! თქვენ ახლა მიდიხართ ჩემს სოფელში! იქ, სადაც აღვიზარდე! ბებიაჩემთან! თქვენ მე ბევრი პატივი მეცით მეგობრობით და მხარში დგომით, ახლა კი ჩემი ჯერია! ვალი უნდა მოვიხადო! მაპატიეთ, რომ განერვიულეთ! უნივერსიტეტში უკვე ყველაფერი იციან. მართალია დირექტორმა ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ საქმე მოგვარებულია.–ფეხზე ადგომის და ტაშის დაკვრის შემდეგ აცხადებს და უკლებლივ ყველას სიყვარულით გვიღიმის.
–ვაჰ, რა კარგი ბიჭი ყოფილხარ შენ!–ახალ აღმოჩენას ვაკეთებ და გაუაზრებლად გვერდიდან ვეხუტები მირიანს. აი, თურმე რატომ დამიმალა იმ კაცის ვინაობა! ჩემი გახარება უნდოდა... ეს ამბავი მართლაც ისე მახარებს, რომ ამ ჩახუტებას არ ვნანობ... მერე რა, რომ ავტობუსი გვერდით უხვევს, წონასწორობას ვკარგავ და გულზე ვეცემი გამრეკელს, ის კი ხელებს მხვევს და ჩურჩულით ამბობს:
–შენ კი მაპატიე, რომ ჩემი მიზნების გამო გული გატკინე...
მისი სიტყვები გულში და გონებაში ელექტროდენივით მივლის...
სანამ ბეშეთში ჩავიდოდეთ, ისევ სკამებს ვუბრუნდებით, მაგრამ ერთმანეთს ხელს არასდიდებით არ ვუშვებთ.

^^^
შუადღე მშვიდობისა, ჩემო მკითხველებო!
ვიცი, რომ ორდღიანი დაგვიანება არ შემეფერება, მაგრამ უამრავი პრობლემის გამო ვერ შევძელი დარედაქტირება და დადება. მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს... ახლაც ავად ვარ და ისე ვდებ ამ თავს...
ველი შეფასებებს დიდი მოლოდინით და იმედია გაციებულსაც ისევე გამახარებთ, როგორც ადრე.
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი Black

Mokled raa umagresi tavia;)

 


№2 სტუმარი elene

Neta icode rogor dzaaaaannn momwonss ❤❤❤❤

 


№3  offline წევრი teddy))

Dzalian kargi iyo! Ise es ori dge sul chem mirian velodi! Kargi, kargi vici rom chemi araa :D dzalian sayvarlebi arian da dzalian momwons da vgrdznob rom am istoriashi ragac azri ideba! Warmatebebi :*

 


№4 სტუმარი Ello

Dzalian nacnobi situaciaa, mgonia ro zustad imas agwer rac chemtan erti wlis win daiwyo, dejavius gancda maq movlenebis jachvur reaqciastan da gogos pirovnebastanac, gancdebtanac. .. Mechemeba ragacnairad^-^**

 


№5  offline მოდერი sopiko

Black
Mokled raa umagresi tavia;)

elene
Neta icode rogor dzaaaaannn momwonss ❤❤❤❤

ნეტავ, იცოდეთ, როგორ მახარებთ მე! love
teddy))
Dzalian kargi iyo! Ise es ori dge sul chem mirian velodi! Kargi, kargi vici rom chemi araa :D dzalian sayvarlebi arian da dzalian momwons da vgrdznob rom am istoriashi ragac azri ideba! Warmatebebi :*

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ისტორია არავის არ ეძღვნება და ინიციატივა პირველად შენგან წამოვიდა, იყოს შენი! request გმადლობ! გმადლობ! გმადლობ!
Ello
Dzalian nacnobi situaciaa, mgonia ro zustad imas agwer rac chemtan erti wlis win daiwyo, dejavius gancda maq movlenebis jachvur reaqciastan da gogos pirovnebastanac, gancdebtanac. .. Mechemeba ragacnairad^-^**

მიხარია, რომ შენს თავთან ჩემს მიერ ფანტაზიაში შექმნილი პერსონაჟის გაიგივება არ გიჭირს. request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent