შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეოთხე თავი)


3-03-2017, 21:54
ავტორი murachashvili
ნანახია 4 170

დაღვრემილი სახით გაჰყურებდა ხეობაში დაკლაკნილ გზაზე მიმავალ ავტომობილს ნიკოლოზი, დედის კალთაში მჯდომ პატარა თორნიკეს თავი გამოეყო ფანჯრიდან, გაკრეჭილი, ბედნიერი სახით უქნევდა ხელს და ნახვამდისო, ხმამაღლა ეძახდა მამაოს.
ბავშვის წკრიალა ხალისიანი ხმა აბედნიერებდა, სახე უღიმოდა მოძღვარს. თუმცა გული მაინც დარდით ჰქონდა სავსე.
წლების შემდეგ თითქოს დაიჯერა, თითქოს ირწმუნა, რომ მისთვისაც არსებობდა სიმშვიდე, ბედნიერება, მაგრამ წარსული ისევ ჯიქურ უტევდა მასაც და მის საყვარელ ხალხსაც, კარგად ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ მინდიას დღევანდელი ვიზიტი სასიკეთოს არაფერს უქადდა.
- რაღა მაინც და მაინც გიგაური, რაღა გიგას ძმა?! - ფიქრებით ისევ გარდაცვლილს უტრიალებდა მამაო.
ალბათ, გაგეცინებათ, ალბათ, იტყვით რა მნივნელობა აქვს გვარსა და სახელს გარდაცვლილი ხომ გარდაცვლილიაო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ტრაგედიაში გადამწყვეტი სწორედაც რომ მისი გვარი აღმოჩნდა.
მოგონებებში მხოლოდ ერთი სახე ტივტივებდა, გიგა გიგაური. თურმე რამხელა სიძულვილს იტევს მამაოს მოსიყვარულე გული, თურმე რამხელა ბოღმას ათრევს და დაატარებს ღრმად ჩამარხულ სამალავებში.
რას იზამდა გიგა, როცა გაიგებდა, რომ სწორედ მინდია არაბულთან სუფრაზე ჯდომის დროს გარდაიცვალა მისი ძმა? სიტყვა „მკლველობას“ განზრახ არიდებდა თავს ნიკოლოზი. დაიჯერებდა გიგა, რომ ეს ყველაფერი საბედისწერო დამთხვევა იყო?
ზედმეტად კარგად იცნობდა მის ბოღმიან გულს, ძლივს შურისძიების საფუძველი გაუჩნდა, დარწმუნებული რომც ყოფილიყო მინდიას უდანაშაულობაში, ხმამაღლა არაფრით აღიარებდა. ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა მიეცა საშუალება ნიკოლოზი ისევ გაემწარებინა და არც ამჯერად დაიხევდა უკან.
არის ადგილები, სადაც ვერც გისოსი დაგიჭერს და ვერც სახელმწიფოსგან დაწესებული საზღვარი დაგაკავებს. დიახ, მერე რა, რომ თავად ციხეში იჯდა გიგა? მერე რა, რომ ლიკას მკვლელობის გამო მუდმივი ჰქონდა მისჯილი? ციხე მისთვის ბერკეტს არ წარმოადგენდა. ქალის სიყვარულის სახელით შეწირულ გრძნობას ფორმა ეცვალა და სიძულვილად ასახულიყო. დაპირისპირება შავოსანსა და გიგაურს შორის მაინც გრძელდებოდა. თურმე ტკივილი სულაც არ გამქრალა, ოდნავ სულის შებერვა ყოფილა საკმარისი და ისევ აგიზგიზდა, ისევ გაიხსნა ძლივს მოკანებული ჭრილობა.
სიმწრისგან კედლებს ურტყამდა მამაო. ტკივილისგან ღმუოდა და მუშტებს იჭამდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით ცდილობდნენ წარსულის დავიწყებას, უნდოდა თუ არა, ემოციები მაინც ძველი სიმძაფრით ახსენებდნენ თავს. ამას მოწმობდა მინდიას დღევანდელი მონათხრობიც.
შეიძლებოდა გიგაურების დარწმუნება, რომ არაბულებში მომხდარი ტრაგედია შემთხვევითობა იყო, დაიჯერებდნენ კი, რომ ლიკას მკვლელის გამო შურისძიება აზრად არ მოსვლიათ, რომ მათი ოჯახიდან მსხვერპლი მხოლოდ გაუგებრობის გამო შეიძლება მომხდარიყო?!
ამბობენ, როცა მთელი გულით გსურს, ოცნებაც გისრულდება. ამ შემთხვევაში წარსულის დავიწყება ნატვრად ჰქცეოდა მამაოს. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა, მეტად ეძებდა სიმშვიდეს, თითქოს განგებ ყველაფერი თავზე ემხობოდა.
გონება გამალებით ფიქრობდა და ეძებდა ადამიანს, რომელიც გიგაურებსა და არაბულებს შორის შუამავლად შეიძლებოდა გამოსდგომოდა. ფრაგმენტულად ამოტივტივდა გონებაში დალექილი ვაჟის თხელი სახე, როგორც იქნა გამოსახულება უფრო დაიწმინდა და ტუჩებდა მისი სახელიც წარმოსთქვა:
- ბექა! - ღიმილი გამოესახა შეჭმუხნილ შუბლზე მოძღვარს, ლიკას ბიძაშვილის გახსენებაზე, რომელიც გოგონას გარდაცვლებამდე მეგობრობდა გიგაურთან - ბექა! - სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება - ის დამეხმარება, სხვა ვერავინ, სხვა ვერავინ! - ნერვიულად ბორგავდა მამაო, ერთი სული გქონდა როდის მოვიდოდნენ გოგონას წასაყვანად დედაოები, რომ თავადაც დასდგომოდა სოფლისკენ მიმავალ გზას.
ცხენი უკვე შეეკაზმა და ლოდინით გაბეზრებული ნერვიულად მიმოდიოდა. ოდნავ შვებით ამოისუნთქა ნიკოლოზმა, როგორც კი მონასტრის ეზოში ნელი ნაბიჯით მომავალი დედა თამარი დაინახა ორიოდე მორჩილთან ერთად. ჩვეულებისამებრ ხელზე ემთხვიენ წინამძღოლს, კურთხევა სთხოვეს.
უფლება რომ ჰქონოდა, მაშინვე წამოხტებოდა და სოფლის გზას დაადგებოდა, მაგრამ დედა თამარის პატივისცემა აკავებდა. შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად ცდილობდა დროულად გაესტუმრებინა ქალბატონები, რომ თავადაც სწრაფადვე წამოსულიყო სუფლისკენ.
მუდამ თბილსა და მზრუნველ თამარს არ გამოჰპარვია ნიკოლოზის ჩუმი შფოთი, თუმცა კითხვის დასმა ვერ შეჰბედა მამაოს. სწრაფად გადაიბარა ჩვილი. ღიმილით გახედა ქალის მკერდზე თბილად ჩახუტებულ ელენეს და შვებით ამოისუნთვა, ეს ერთი საზრუნავი მაინც ხომ მოაგვარა?!.
- ჩვენს გამო ნუ შეყოვნდებით, გზას ჩვენითაც გავიკვლევთ... - თითქოს შეაგულიანა თამარმა.
რამდენიმე წამს ყურადღებით დააკვირდა მამაო. თითქოს მისგან ელოდებოდაო დასტურს, ქალმა ოდნავ შესამჩნევად დაუქმნია თავი. მამა გიორგის სთხოვა მათი მონასტრამდე მიცილება, თავშესაფარში ამ დღეებში მოგინახულებთო, დაჰპირდა, სწრაფად ჩაიხუტა ჩვილი გულში და სოფლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
ვიწრო, საცალფეხო გზებით მიიკვლევდა გზას. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა ბექასთან. ბიჭი გიგას სასამართლოს შემდეგ სულ რამდენიმეჯერ ნახა, მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, ერთანეთს პატივს სცემდნენ. ამ შემთხვევაშიც ბრმად სჯეროდა, რომ გიგაურებთან შუამავლად მხოლოდ ის გამოადგებოდა.
კარგა ხნის შებინდებული იყო, როცა ადგილამდე ჩავიდა ნიკოლოზი. ბექას სახლი სანახევროდ დაცლილი სოფლიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე იდგა.
მიიწევდა ერთ დროს ესოდენ სასურველი და საყვარელი სახლისკენ, ისევ წარსულს უტრიალებდა, ისევ ნათლად იგრძნო ის ცქმუტვა, მეგობრებისგან ვერ დამალული გრძნობა საყვარელი ქალისკენ ასე ძალუმად რომ მიაქანებდა. იმ საღამოს თითოეული ფრაგმენტი, ღიმილი, გამოხედვა ისევ ცოცხლობდა მამაოსთან.
გული სევდით აევსო, როცა ჩაჩუმებულ, ჩაბნელებულ ეზოს შეავლო თვალი. მაშინაც ხომ ასეთივე სიბნელე იყო, მაგრამ პირველი სტუმრობისას ზედმემად ლამაზად ეჩვენა შეყვარებულს.
ლიკას გარდაცვალების შემდეგ ახლაღა დაბრუნდა მკვლელობის ადგილზე. პირველად შეაბიჯა დამრეც ეზოში. ისევ ძველებურად ეკიდა ჰამაკი, დაწნული თოკი ალაგ-ალაგ ჩაწყვეტილიყო, მაგრამ მაინც ჯიუტად ელოდა პატრონს...
რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა ნიკოლოზს, რომ ისევ იქ დაჰხვდებოდა ლიკა, ისევ გამოეგებებოდა ბედნიერი, ისევ გამოხედავდა თეკლეს მხარს ზემოთ, ისევ გაწითლდებოდა და ისევ ეცდებოდა დაემალა მისი სიმორცხვე...
წუთით იგრძნო, რომ მისი ადამიანური ვნებები სულაც არ გამქრალიყო, აბეზარი სახეების მოსაშორება ურჩად გააქნია თავი და ქვით მოპირკეთებულ კიდებს აუყვა.

თითქოს ელოდნენ, კარებზე დაკაკუნება არ დასცალდა, ისე გაიხსნა და სანახევროდ განათებული ოთხიდან ორი მამაკაცი გამოვიდა. ყურადღებით შავლო თვალი დამხვდურებს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ ენახა მაინც არ გაუჭირდა, ბექას ცნობა, აი გვერდზე მდგომი, პირხმელი, ოდნავ კეხიან ცხვირიანი კი - ხევისბერი გახლდათ.
- გამარჯობათ! - ყრუდ მიესალმა მამაკაცებს.
- ვერ გეტყვი არ გელოდიო, ვეჟო, - იქაური კილოზე მიმართა ხევისბერმა.
- გუშინდელი ამბავი გავიგე თუ არა, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, მაგრამ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს!.. - აშკარად დაძაბული იყო ბექა.
- დრო არ გვაქვს? - ამჯერად ხევისბერს უმზერდა მამაო, თითქოს მისგან სურდა დაუსმელ კითხვაზე პასუხის მიღება.
- დროს ვერ დავკარგავთ, ხეობაში ისედაც თითზე დასათვლელნი დავრჩით. გვარებს შორის დაპირისპირებას ვერ გადავიტანთ. შურისძიებას ვერ დავუშვებ, მინდია არაბულითა და მისი ოჯახით სრულდება მისი ძირი, მისი შტო! გიგაურები უნდა დავითანხმოთ, როგორმე სისხლი აპატიონ..
- მინდია მკვლელი არაა!... - კბილებში ავად გამოცრა ნიკოლოზმა - მას საპატიებელი არაფერი ჩაუდენია!
- თუნდაც მკვლელი იყოს, არაბულების გვარი ასე ვერ გადაშენდება... - ისევ იგივეს იმეორებდა ხევისბერი.
- არ მისმენთ? - გრძნობდა მამაო როგორ კარგავდა ამდენი წლობით ნაგროვებ სიმტკიცეს - მკვლელი არაა მეთქი, არაა!
- გავიგეთ! - აშკარად გაღიზიანდა ხევისბერი - ამის სათქმელად აქ ჩამოსვლა არ იყო საჭირო...
- ამის სათქმელად არც ჩამოვსულვარ, გიგაურებთან მიშუამდგომლე, მე დავუდგები თავდებად, მე შევეხვეწები, ოღონდ მის ოჯახს რამე არ ავნონ!.. საკმარისია, კიდევ ერთს ვეღარ გადავიტან!
ძარღვებში სისხლი გაეყინა ბექას, ისევ ყელში მოებჯინა გული ლიკას ხსენებაზე:
- მაშინ მივქარე, რომ დაგიჯერეთ, მაშინ შევცდი, უნდა ჩამეძაღლებინა გიგაც და მისი ნაშიერებიც მიმეყოლებინა. დღეს ამ დღეში აღარ ვიქნებოდით. ტკივილისგან ხელები მომუშტა, მაგრამ ემოციების შეკავება ისევ შეძლო.
- ღმერთს ნუ სცოდავ! ასეთი გზით დამყარებული სამართალი ისევ ძალადობას შობს! - დაიგრგვინა ნიკოლოზმა.
- ისევ ძალადობას?! - ალბათ ,მისი ანაფორა რომ არა, პირში მიახლიდა მხდალი ხარო, მაგრამ დროულად გაიაზრა წინ ვინ ედგა, პირზე მომდგარი სიტყვები უკანვე ჩაყლაპა ბექამ.
- დროს ვკარგავთ! - ხევისბერის ხმამ გონს მოიყვანა მოკამათეები - გიგაურები უნდა ვნახოთ, რაც შეიძლება სწრაფად! - განაჩენივით ჟღერდა მისი სიტყვები.
რათქმა უნდა შეწინააღმდეგება აზრადაც არ მოსვლიათ. ფიქრებით დამძიმებულნი გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ გიგაურების სახლისკენ სამეული.

- გივარგი! გივარგი! - შორიდანვე ეძახდა მასპინძელს გიგაურების ეზოსთან მისული ხევისბერი.
თუმცა უშედეგოდ. ეზოში მხოლოდ შავოსანი, წელში მორხილი, მოხუცი ქალი დაფუსფუსებდა. ღობესთან მოსული სტუმრების უკეთ გასარჩევად თვალებთან ხელით მოიჩრდილა და მათი მიმართულებით წამოვიდა.
- თავი ნუ მამიკვდეს, აქ რამ მაგიყვანათ?!- ეუცნაურა, თუმცა აშკარად გაუხარდა მამაოსა და ხევისბერის გვერდი-გვერდ ნახვა.
- გიორგის ვეძებთ! - დუმილი ამჯერად ნიკოლოზმა დაარღვია.
- თავი ნუმც მამიკვდების, შინ რომ არაა ეგ უკუღმართი?
- დიდი ხანია წავიდა, ან ხომ არ დაუბარებია სად მიდიოდა? - ისევ მამაო ეკითხებოდა მოხუცს.
- რამდენიმე დღეა დანა პირს არ უხსნით ბიჭებს, სადღაც აპირებდნენ წასვლას, რას გაუგებთ ახალგაზრდებს!
ერთმანეთს დაბნეულებმა გადახედაეს.
- მინდია! - გონება მთელი ხმით მხოლოდ მეგობრის სახელს იძახდა, აღარ მოუსმენია კიდევ რას ეუბნებოდა მოხუცი, მყისვე ცხენს მოახტა და არაბულების სოფლისკენ გაქანდა მამაო. ფეხდაფეხ მიჰყვა ბექაც.

მიაგელვებდნენ ცხენებს მდუმარე მხედრები. სიჩუმეს მხოლოდ ცხენების გაქაფული სირბილისას კენჭებზე ასხლეტილი რკინის ნალების ცივი ხმა არღვევდა. უკუნ ღამეში ალაგ-ალაგ შენიშნავდით ვარსკვლავებს, ჯიუტი ღრუბლები არ აცდიდნენ მთვარეს ცაზე გამოსვლა.
მთავარი გზიდან მალევე გადაუხვიეს, სულ რამდენიმე წუთში მიადგეგ მუდამ ხმაურიანსა და შლეგიან არაგვს. გზის შემოკლების მიზნით ბეწვის ხიდზე გადავიდნენ და ციცაბო აღმართსაც დაადგნენ. ღამის სიბნელეს აშკარად შესჩვეოდა თვალი, თითქოს გამოსახულების გარჩევა აღარ ჭირდა, ყოველ შემთხვევაში გვიან მგზავრებში იოლად გამოარჩევდი შავ ანაფორაში შემოსილ მამაკაცსა და მის ტანმორჩილ თანამგზავრს.
როგორც იქნა მივიდნენ, შვებით ამოისუნთქა როგორც კი გარემოს თვალი მოავლო და საეჭვო ვერაფერი შენიშნა. გიგაურების იქ ყოფნის კვალი ნამდვილად არ ეტყობოდა არაბულების ეზოს.
ახლაღა გაახსენდა მისი გვიანი ვიზიტით რომ შეაშინებდა სალომესა. ქარისგან გაწეწილი წვერისა და მოგრძო თმის დავარცხნა თითებით სცადა და შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულ ბექასთან ერთად ეზოც გადაკვეთა.
- სახლში არიან? - ეუცნაურა ასე ჩაბნელებული სახლი კაცს.
- არ ვიცი, ისეთი სიჩუმეა...- ძლიერად დააბრახუნა ჩარაზულ კარებზე ნიკოლოზმა, თუმცა უშედეგოდ, მხოლოდ ცხენების ფრუტუნი და სადღაც შორიდან მოსული ჭოტების კივილი მიიღო პასუხად.
- სადმე რომც წასულიყვნენ კარებზე კლიტეს არ დაადებდა მინდია, ხომ არ გაიქცა? - ეჭვმა გაჰკრა ხმაში ბექას.
- მხდალი არაა!... - კბილებში ამოიღრინა მამაომ - თან ორსული ცოლით...
- თავადვე ამბობ ორსული ცოლი, მცირეწლოვანი შვილი, იქნებ... - ისევ თავისას აგრძელებდა ის.
- არა, ასე არ წავიდოდა, გამაფრთხილებდა... - ზუსტად იცოდა ნიკოლოზმა, რომ მინდია მასთან შეთანხების გარეშე არ გადადგამდა. გეზი იქვე მდგომი ნათესავების სახლისკენ აიღო ნიკოლოზმა.
- რომელი ხარ? - სადღაც შორიდან ისმოდა ასაკიანი მამაკაცის ხმა.
- მამაო ვარ, ვახტანგ ბაბუა - შორიდანვე გასძახა ნიკოლოზმა.
- შვილო, ნიკა- ჩვეულებისამებრ ისევ საერო სახელით მიმართა მოხუცმა - სახლში შამადით, ასე შორიდან რატომ დამდგარხართ?! - მცირე ზომის ჭრაქით მათი მიმართულებით მოიკვლევდა გზას მოხუცი.
- შემოსასვლელად არა გვცალია, მინდიას ვეძებთ...
- სალომე წაიყვანა ქალაქში, - ღობეზე ამოშვერილ სარს დაეყრდნო ვახტანგი - რაღაც ვერ გრძნობდა თავს კარგად, მგონი იბადება ის პატარა მამაძაღლი! - თვალები სიხარულით გაბრწყინებოდა მოხუცს.
- თბილისში?! - წამიერად შვებით ამოისუნთქა ნიკოლოზმა.
- ჩვენს გარდა, ვინმეს კიდევ ხომ არ უკითხავს მინდიას ამბავი? - მამაოს დაასწრო კითხვის დასმა ბექამ.
- დილით მალევე, ალბათ მათი წასვლიდან ნახევარ საათში, გიგაურები იყვნენ ჩამასულები! აუცილებლივ უნდა ვნახოთო, მაგრამ მინდია არ დახვდათ!
- თითქმის მაშინვე!... - ხმა გაებზარათ მისულებს.
წასულებს შორის არსებული ინტერვალი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ გიგაურები სურვილის შემთხვევაში იოლად წამოეწეოდნენ წინ მიმავლებს.
მაშინვე მობილურს დასწვდა დასარეკად: - მობილური ტელეფონი გასულია ან გამორთულია მომსახურეობის ზონიდან! - მკივანა საზიზღარი ხმით პასუხობდა დაზეპირებულ ფრაზას იპერატორი.
- შეუძლებელია! - ძლივს ამოთქვა ნიკოლოზმა.
უსიტყვოს შეხედეს ერთმანეთს, მყისვე ცხენებს მოახტნენე და ისევ თავქვე დაეშვნენ.
- ხომ მშვიდობაა, ბალღო?! - მათი უსიტყვო საუბარი არც ვახტანგს გამოჰპარვია, შორიდან ეძახდა მოხუცი.
- ღმერთმა ჰქნას, ღმერთმა! - ღამის ექომ მოიტანა მამაოს ხმა.



№1 სტუმარი Guest თიკო

ძალიან მომწონს.მაგარი ისტორიაა..განსხვავებული..შემდეგი თავი როდის იქნება.დიდხანს მოგვიწევს ცდა??

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest თიკო
ძალიან მომწონს.მაგარი ისტორიაა..განსხვავებული..შემდეგი თავი როდის იქნება.დიდხანს მოგვიწევს ცდა??


დიდი მადლობა, რმ კითხულობ kissing_heart დიდი ბოდიში, თუ დიდხანს გიწევთ ცდა, უბრალოდ უქმე დღეებში ვეცდები ვცდილობ ხოლმე ახალი თავების დადებას

 


№3  offline წევრი Mariamch

ანააა ასეთ მომენტში გაწყვეტა... :)) კარგი რაა.. უხრააა მაგარი თავი იყო...
ჩემი ფავორიტი ხარ შენ <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
ანააა ასეთ მომენტში გაწყვეტა... :)) კარგი რაა.. უხრააა მაგარი თავი იყო...
ჩემი ფავორიტი ხარ შენ <3

smile შემდეგ თავს ძალა შსჭირდება, დღეს ზედმეტად ნაჩქარევი იქნებოდა, ამ ისტორიაზე ცდუნებას გავუძლებ და არ ვიჩქარებ, შედეგი კი ერთად ვნახოთ kissing_closed_eyes wink

 


№5 სტუმარი ნინო ლომიძე

იმედია ის არ მოხდება რისიც მეშინია.

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინო ლომიძე
იმედია ის არ მოხდება რისიც მეშინია.

ერთი თავი და გადავალთ მტავარ მოქმედ გმირებზეც, რომ ვიცოდე რისი გეშინია კარგი იქნებოდა, მაგრამ... smile

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე გამისკდება გული.არ მინდა მინდიას სიკვდილი არადა რომ ვიცი მოკლავ,გული მიკვდება რა.უმაგრესი ხარ
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ვაიმე გამისკდება გული.არ მინდა მინდიას სიკვდილი არადა რომ ვიცი მოკლავ,გული მიკვდება რა.უმაგრესი ხარ


მე არ მინდა, რომ მოვკლა და ერთი თავით კიდევ გდავწიე smile ეს ბოროტი ხუმრობა გამოვიდა, თუმცა გპირდებით, კარგი დასასრულების მოყვარულებმა, ეს ერთი თავი მაპატიეთ და შემდეგ თავებში ვეცდები გამოვსწორდე kissing_heart

 


№9 სტუმარი Teo.

Magariaaa ,vici rom bevrs vitxov tqvengan,magram male dadevit Ra axali tavi.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo.
Magariaaa ,vici rom bevrs vitxov tqvengan,magram male dadevit Ra axali tavi.

ალბათ, შაბათს ვერა და კვირას იქნებ გამოვიდეს კიდეც ახალი თავის დადება kissing_heart

 


№11  offline წევრი nestanuka13

ახლა კიდე მინდიას და მის ოჯახს არაფერი დამართო თორემ ვერ გადამირჩები :))))

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
ვაიმე გამისკდება გული.არ მინდა მინდიას სიკვდილი არადა რომ ვიცი მოკლავ,გული მიკვდება რა.უმაგრესი ხარ

მე არ მინდა, რომ მოვკლა და ერთი თავით კიდევ გდავწიე smile ეს ბოროტი ხუმრობა გამოვიდა, თუმცა გპირდებით, კარგი დასასრულების მოყვარულებმა, ეს ერთი თავი მაპატიეთ და შემდეგ თავებში ვეცდები გამოვსწორდე kissing_heart

გაპატიებ კაცო :) სულ რომ გაწყვიტოს ყველა ვიცი მაინც საინტერესო და კარგი ისტორია გამოგივა,მაგრამ რა ვქნა სასიკვდილოდ კარგი ადამიანი რომ არ მემეტება.სასწაული გოგო ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
ახლა კიდე მინდიას და მის ოჯახს არაფერი დამართო თორემ ვერ გადამირჩები :))))


smile kissing_heart

La-Na
murachashvili
La-Na
ვაიმე გამისკდება გული.არ მინდა მინდიას სიკვდილი არადა რომ ვიცი მოკლავ,გული მიკვდება რა.უმაგრესი ხარ

მე არ მინდა, რომ მოვკლა და ერთი თავით კიდევ გდავწიე smile ეს ბოროტი ხუმრობა გამოვიდა, თუმცა გპირდებით, კარგი დასასრულების მოყვარულებმა, ეს ერთი თავი მაპატიეთ და შემდეგ თავებში ვეცდები გამოვსწორდე kissing_heart

გაპატიებ კაცო :) სულ რომ გაწყვიტოს ყველა ვიცი მაინც საინტერესო და კარგი ისტორია გამოგივა,მაგრამ რა ვქნა სასიკვდილოდ კარგი ადამიანი რომ არ მემეტება.სასწაული გოგო ხარ შენ


შევიფერებ kissing_heart ვნახოთ რა გამოვა, იმედია ქება არ აწყენს

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორც ყოველთვის ესეც ძალიან კარგი თავი იყოოო დავინტრიგდიი ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ მეც არ მინდა ცუდი მოხდეს და მოკვდეს ვინმეე ვინერვიულებ ძალიან ..შენ კი კარგი ხარ ძალიან

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
როგორც ყოველთვის ესეც ძალიან კარგი თავი იყოოო დავინტრიგდიი ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ მეც არ მინდა ცუდი მოხდეს და მოკვდეს ვინმეე ვინერვიულებ ძალიან ..შენ კი კარგი ხარ ძალიან

როგორი კარგი იქნებოდა ისტორიების არსებობა, სადაც მხოლოდ ბედნიერი და ღიმილიანი ხალხი ცხოვრობს. დაწერდი მათ სიხარულზე და თავადაც ბედნიერი იქნებოდი, მაგრამ სამწუხაროდ ასე ზღაპრებშიც კი არ ხდება, არამც თუ ჩემს ისტორიებში smile kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent