შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი მეხუთე თავი

7-03-2017, 01:19
ავტორი murachashvili
ნანახია 4 027

ალბათ, საინტერესოა რა ხდებოდა ამ დროს არაბულებთან?
იმ ღამით გვიან მისულ მინდიას, თავი თორნიკეს ხუჭუჭა თმებში ჩაერგო და შვილის არომატით გაჟღენთილს ტკბილად ეძინა.
რატომღაც ვერ მოისვენა სალომემ, მთელი ღამე წრიალებდა, საბოლოოდ ადგომა გადაწყვიტა.
- იქნებ რამით დავკავდე და ყურადღებაც გადავიტანო?! - უკვე მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს.
ეშინოდა, რაღაცის ეშინოდა და ამ გრძნობისთვის სახელის დარქმევა უჭირდა არაბულების ახალგაზრდა რძალს.
დილიდან ფუსფუსებდა, ხან რას მიედო და ხან რას. ახლაც ხელებს მონდომებით ურევდა ფქვილში, უნდოდა ახლად გაღვიძებული ქმარ-შვილისთვის საყვარელი ღვეზელი დაეხვედრებინა.
რამდენიმეჯერ ხელი წაიღო წელისკენ, ისე დაიზილა, თითქოს მსუბუქი მასაჟით ტკივილის გაყუჩება სურდა.
ალბათ, ყველა დედა ბუნებით პანიკიორია, იქნებ სალომე მომეტებულსაც შვრებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე დღის წინ ექიმმა დაამშვიდა და გარკვევით აუხსნა: „ასეთი ტკივილები ბოლო თვეში ნორმალურია, შენს პატარას კი მინიმუმ ორი კვირა კიდევ მოუწევს საშოში ყოფნაო“, მაინც ვერ ისვენებდა, წრიალით ელოდა მეუღლის გაღვიძებას, რომ ისევ ექიმთან წაყვანა ეთხოვა.
ნაყოფი თითქოს ზედმეტადაც კი შფოთავდა, იქნებ დედის მღელვარება გადასდებოდა მუცლად მყოფს? აქტიურად მოძრაობდა, აშკარად ვერ ისვენებდა პატარა ხევსური, თითქოს სამყაროს ხილვა ეჩქარებოდა.
ენანებოდა გვიან დაწოლილი მეუღლე გასაღვიძებლად, მაგრამ როგორც კი მძაფრად მოაწვა ნაყოფი, ყელში ჩაგუბებული კივილიც აღმოხდა ქალს.
- სალომე?!- ბავშვიანად კი არ წამოდგა, წამოფრინდა მინდია.
- ფრთხილად, თოკო არ დაგივარდეს! - თითქოს მართლა ეშინოდა მისი ჩავარდნის, ისე გაიწვდინა მამის მკლავებში მშვიდად მძინარე ბავშვისკენ ხელები სალომემ.
- ასე ნუ მოძრაობ, შენთვის არ შეიძლება! - მიუხედავად იმისა, რომ თავად შვილის ისევ ლოგინში მოთავსებით იყო დაკავებული, მაინც არ გამოჰპარვია მეუღლის სწრაფი შემობრუნება.
- აბა, არ მეტყვი რამ შეგაწუხა?! - როგორც იქნა შეხედა მინდიამ სასაცილოდ გაბღენძილ მეუღლეს.
ზედმეტად კარგად იცნობდა მის ჯმუხსა და ერთი შეხედვით უხეშ ქმარს სალომე, კარგად იცოდა, როგორ ვერ იტანდა მისი ტკვილის, შეძლებისდაგვარად მშვიდი სახე მიიღო და თბილად უთხრა:
- მგონი იწყება, მალე მეორე ვაჟის მამაც გახდები!... - არ უნდოდა მორიგი შეტევის შემჩნევა, მაგრამ ცრემლებისგან ხმა მაინც გაებზარა.
- უკვე?.. უკვე?!... აბა ორ კვირაშიო, ასე ადრე რატომ? ასე იცის?- ნათლად დაინახა როგორ გაფითრდა მამაკაცი.
- კარგი რა... პირველი ხომ არაა? - ეგოისტურად ახარებდა მეუღლის ხმაში გაპარული შიში, თუმცა თმა გაჩეჩილი და დაფეთებული მინდიას შემხედვარემ ღიმილი მაინც ვერ შიკავა.
- საავადმყოფოსთვის საჭირო პირველად მოხმარების ნივთები მანდაა ჩანთით! - შენი და თორნიკეს გამოსაცვლელი ტანისამოსი ამ ჩანთაშია. - იქვე მოთავსებულ ზურგჩანთაზე მიანიშნა. ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება, სულ ღარაც რამდენიმე საათში ორი შვილის მამა იქნები... - მხიარულად შესცინა ქმარს.
სალომე კიდევ რაღაცას ალაგებდა, ისევ აბარგებდა ჩანთებში საჭირო ნივთებს. იმდენად მშვიდად მოძრაობდა, იმდენად ჰქონდა თითოეული მოქმედება გათვლილი, რომ მისი შემხედვარე ნელ-ნელა მინდიაც დამშვიდდა.
უკვე კარგად გათენებული იყო, როცა არაბულმა ნახევრად მძინარე შვილი, მეუღლესთან ერთად ავტომობილში მოათავსა, მათი მცირედი ბარგი საბარგულში ჩაალაგა და მამა-პაპისეული ეზოც დატოვა.

მართალია მაღალი გამავლობის ავტომობილი ჰყავდა, კარგადაც უვლიდა არაბული ჯერ კიდევ მამამისისეულ ნივას, მაგრამ ცოტა არ იყოს უცნაურად ყოჩაღად და სწრაფად გარბოდა ვეტერანი ნივის კვალობაზე არაბულის ავტომობილი. თუმცა ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა მინდიას და მის მეგობრებს, მიუხედავად მეგობრების მუდმივი დაცინვისა:
- შენი ნივა ჯართშია ჩასაბარებელიო!
ავტომობილის შეცვლა აზრადაც არ მოსდიოდა, ეს ერთად ერთი დანატოვარი იყო მამისგან და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. თუმცა ფაქტი - ფაქტად რჩებოდა, როგორც არ უნდა დაეწმუნებინა თავი, რომ თითქმის მასზე დიდი ასაკის ავტომობილი გამართული და კომფორტული იყო, ნივა მაინც ნივად რჩებოდა.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მუდამ ავტომობილის ძარაში ჩამძვრალი მინდია შეეცოდათ მეგობრებს, მათივე საერთო მეგობარმა, აკამ ითავა, ავტომობილის სრული რესტავრაცია. ფაქტიურად ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი ავტომობილის აწყობა. ნივას ძველი მხოლოდ კუზაო დაუტოვა, დანარჩენი მთლიანად უცხოური მანქანის ტიპზე გადააწყო. მუქ ბორდოსფერ ავტომობილს წინ ვერცხლისფერი „დუგებიც“ დაუმატეს, ზედ დამატებითი ფარებიც მიამაგრეს და... ცოდვა გამხელილი სჯობს, არაბულის ავტომობილს საერთო მართლაც აღარაფერი ჰქონდა ნივასთან.
მიუხედავად სიჩქარისა შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოძრაობდა ისედაც ვიწრო და ოღროჩოღრო გზაზე მინდია. მეუღლის თითოეულ წამოკვნესებაზე თითებს უფრო ძლიერად უჭერდა საჭეს, ცდილობდა შიში არ გამოეხატა, თუმცა გონებაში ვინ იცის მერამდენედ იხსენებდა წვრთნების დროს ნასწავლ ორსულთათვის პირველად დახმარების წესებს. მაშინ სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ბიჭებს ინსტრუქტორის სიტყვები, ახლა კი ნერვები ეშლებოდა, რატომ უფრო გულისყურით არ მოეკიდა პედაგოგის სიტყვებს.
მისი ყურადღება უკან მომდგარმა შავი ფერის ჯიპმა მიიპრო. ჯიუტი მძღოლი უსიგნალებდა, თან ფარებს უნთებდა და ანიშნებდა, გამატარეო.
- რა უნდა? - მისუსტებული ხმით იკითხა სალომემ.
- რა ვიცი, მე ამის... - მარტო რომ ყოფილიყო, ალბათ უწმაწურადაც შეიგინებოდა, თუმცა ცოლ-შვილთან ფრაზის დასრულებას მოერიდა.
შეძლებისდაგვარად გვერდზე მიიწია ავტომობილით და აბეზარი მძღოლიც მოიშორა.
ისე შეანელა გვერდით ჩავლილმა ავტომობილმა სიჩქარე, თითქოს ნივაში მსხდომებს დაკვირდნენ. ვერც ჯიპი იცნო და არც ესიამოვნა უცნობებისგან მსგავსი მოქმედება არაბულს, დაძაბული ჩააშტერდა შავ მინებს, თუმცა უშედეგოდ. ავტომობილში მსხდომთა სახეების გარჩევა ვერ მოახერხა.
როგორც იქნა ჩარგალს მიუახლოვდნენ. ოდნავ შვებით ამოისუნთქა მინდიამ.
- სალო, როგორ ხარ? ხომ არ შევიდეთ პოლიკლინიკაში?
- ნუ გეშინია, ჯერ დრო გვაქვს... - უკანა სავარძლიდან უპასუხა მეუღლემ - ბავშვი ასე სწრაფად არ დაიბადება, თბილისში ჩასვლას მოვასწრებთ!
- დარწმუნებული ხარ? - ისევ ყოყმანობდა მინდია.
- თუ ტკივილები მოიმატებს, ჟინვალში მივიდეთ!... - უცებ ნახა გამოსავალი ქალმა, თუმცა სჯეროდა, რომ თუ ჟინვალამდე ჩავიდოდნენ, თბილისში ჩასვლასაც თავისუფლად მოაწრებდნენ.
- დე, რატომ გტკივა? - შეწუხებული, ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა შვილი გაბერილ მუცემლზე. ერთი სული ჰქონდა დედას ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა პატარა.
- არა, ჩემო საყვარელო, უბრალოდ შენი დაიკო ვეღარ ისვენებს, სწრაფად უნდა მისი უფროსი ძმის ნახვა... - ღიმილით აუჩეჩა ქოჩორი სალომემ.
- შენ არ იჩქალო, მე დაგელოდები, დედას გეფიცები, დაგელოდები, ოღონდ დედიკოს ალ ატკინო!... - გაბერილ ღიპზე მისი კოტიტა თითები ოდნავ შეახო და როგორც კი შიგნიდან ნაყოფის ბიძგი იგრძნო, სწრაფად მიიწია ისევ კუთხეში.
- ნუ გეშინია, დედი... ის უბრალოდ გეფერება! - მისკენ მიიზიდა შეშინებული პატარა და ძლიერად ჩაიხუტა მკერდში - ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი სიყვარული! - მგზნებარედ კოცნიდა ხუჭუჭა თავზე ტირილამდე მისულ შვილს.
შვილთან ალერსს მინდიას დაძაბულმა ხმამ მოაშორა.
- ეს რა ჯანდაბაა?! - მეუღლის ხმიდან წამოსული შიში სიბრაზემ უფრო გადაფარა. შორიდანვე გამოჩნდა გზაზე გარდი-გარდმოდ გაჩხერილი შავი ჯიბი - ესენი ნორმალურები არიან? როგორ გავიარო?!
- იქნებ რამე დასჭირდათ, სანამ მივალთ წავლენ!... - აღელვებული მეუღლის დამშვიდება სცადა სალომემ, თუმცა მასზე არანაკლებად გაუკვირდა ასე უცნაურად გაჩერებული მანქანის დანახვა.
მზისგან სხივებიდან წამიერად არეკლილი სინათლეზე აშკარად რაღაც აბრჭყვიალდა ჯიპის ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან. ზედმეტად კარგად იცნობდა იარაღს არაბული, ნადვილად არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ საქარე მინიდან აშკარად იარაღის ლულას უმიზნებდნენ უცნობები.
თვალები აქეთ -იქით გააცეცა, ახლო -მახლოს არც ჩიხი იყო, არც შესახვევი. გზა მხოლოდ ერთი იყო და ამ გზას აშკარად სიკვდილისკენ მიჰყავდა. სვლა შეანელა, შეძლებისდაგვარად დროს იგებდა არაბული:
- თორნიკე, მამი... - ხმამაღლა ფიქრობდა არაბული - საბარგულში გადადი, მანდ დიდი ყუთი რომ დევს, იქ ჩაძვერი, სალომე ზემოდან ჩანთები დაალაგე... - გაფითრებული ქალი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, კითხვაც არ დაუსვამს ისე დაეხმარა პატარას უკან გადაძრომაში, შვილი დამალა.
- მინდი!... - არ უნდოდა შიში შეტყობოდა, მაგრამ მეუღლის გაფითრებულ სახის დანახვაზე, თავის შეკავება ვერ შეძლო.
- სალო, უკან სავარძელზე დაწექი, ეცადე თავი არ ასწიო, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო, ხმა არ ამოიღოთ, თორნიკე გესმის, მამი? ასეთი თამაშია, გესმის? ხომ გესმის?
ერთად ერთი რაც მოახერხა სალომემ ის იყო, რომ მეუღლის სიჩქარის კონუსზე ძლიერად ჩაწერილ ხელს საკუთარი მარჯვენაც დააფარა და თვალები ძლიერად დახუჭა.
- ღმერთო შენ გვიშველე, ღმერთო!...
არაბული ნელ-ნელა აწვებოდა მარჯვენა ფეხით გაზის პედალს.
- როგორმე გზიდან უნდა გადავაგდო, როგორმე უნდა მოვახერხო!... - მთელი სისწრაფით, მაქსიმალური სიჩქარით გარბოდა ნივა - ოღონდ ახლა არ მიმტყუნო - როგორც ცოცხალ არსებას ისე მიმართავდა ავტომობილს - ერთს მაინც გავიყოლებ, ერთს მაინც!...
სიბრაზისა და საკუთარი უსუსურობის შეგრძნებისგან აკანკალებდა არაბულს. შეჯახება გარდაუვალი იყო. არც აპირებდა შეჩერებას. მთელი სისწრაფით მიჰქროდა ავტომობილი, სახის დასაცავად თავი საჭეს დაადო მინდიამ და მთელი ძალით შეასკდა კიდეც შავ ჯიპს.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, დარტყმისგან ავტომობილის გვერდზე გადაგდება მოახერხა. სწრაფად წამოყო თავი, ახლა დასაკარგი დრო არ ჰქონდა. ავტომობილი უკან დახია, ხელ მარცხნივ, ადგილი იმდენად კი განთავისუფლებულიყო, რომ მოხერხებულ მძღოლს გაევლო. ამდენი წლის შემდეგ პირველად იყო აკას ასეთი მადლიერი, როგორც იქნა გაძვრა, გაარღვია ბარიკადი.
- კი, მაგრამ იარაღიდან რატომ არ ისროლეს?!
ახლაღა გაჰკრა ეჭვმა, ახლაღა მიჰხვდა, რომ სატყუარას წამოეგო. იარაღის გამაყრუებელმა ხმამ ექოდ დაიარა მთებში. ისროდნენ რამდენიმე მხრიდან, ტყვიების ზუზუნს ნივის დამსხვრეული ფარებისა და შუშების ხმაც უერთდებოდა. მკერდში ძლიერი დარტყმა იგრძნო მინდიამ, ბლანტი სითხე მძიმედ მიიკვლევდა გზას. სალომეს ყურებზე ხელები აეფარებინა და სავარძელში პირქვე ჩამხობილი განწირული კიოდა. დამუხრუჭება სცადა არაბულმა, თუმცა უშედეგოდ.
მარტო რომ ყოფილიყო, ალბათ ავტომობილიანად ხრამში გადახტებოდა, მის სხეულს გიგაურებს არ დაუტოვებდა საჯიჯგნად, მაგრამ ორუსული ცოლისა და თორნიკეს დარდი არ ასვენებდა.
- მაპატიეთ! - სიმწრით გაეღიმა და შეჩერების მიზნით, მარცხნივ აღმართულ კლდეს შეასკდა.
- მინდია! - ძლიერი დარტყმისგან წინასწორობა ვეღაც შეიკავა სალომემ, დაცურდა და სავარძლებს შორის გაიჭედა, თუმცა მიუხედავად ამისა სხეულში ცეცხლად წაკიდებული ტკივილის დაიგნორებასა და მეუღლემდე მიწვდენასმაინც ცდილობდა.
- მკვდარია?! - ვიღაცის ხინწიანი ხმის გაგონებაზე ჰაერში გაწვდილი ხელი გაუშეშდა ქალს, აშკარად გაიგონა როგორ გამოხსნეს ავტომობილის კარები.
- კი, მაგრამ ქალიც ჰყოლია...
- მერე, რას უცდი?! - ისევ იგივე ხმა კითხულობდა.
- ორსულია ბიჭო! არ გესმის? ორსულია მეთქი! - აშკარად ყოყმანობდა მეორე.
- რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ მოიღო! ხმა არ ამოიღო! -ორივე ხელით ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვს მოჰხვეოდა, ვიღაცას ალბათ ისტერიკაში ეგონებოდა, არადა წუთის წინ მინდიას ნათქვამ სიტყვებს შეძლებისდაგვარად ხმამაღლა იმეორებდა ქალი.
- მოწმე არ გვჭირდება! - მამაკაცის ცივ ხმას იარაღის ჯერიც მიჰყვა. აგონიაში მყოფი ჩაცხრილული ქალის სხეული სულ რამდენიმე წამს იკრუნჩხებოდა, თუმცა კვნესა არ დასცდენია, მხოლოდ ერთი ობოლი ცრემლი შერჩენოდა აწ უკვე გაყინულ თვალებზე.

თორნიკე?!
ალბათ, მომხდურებს აზრადაც არ მოსვლიათ ავტომობილში კიდევ ერთი მოწმის ყოფნა. პატარა არაბული ისედაც ვიწრო ყუთში ემბრიონის ფორმაში მოკუნტული, შეშინებული ცახცახებდა, ნათლად გაიგონა დედის კივილი, არც მამის გმინვა გამორჩენია საკმაოდ მახვილ სმენას, ერთი სული ჰქონდა მშობლები ენახა, მათთან გამძვრალიყო, სწრაფად მოჰხვეოდა, ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრა ისევ დედის სიტყვებმა დააკავა, უნდოდა ეყვირა, რომ არ მოსწონდა ასეთი თამაში, რომ გამოსვლა სურდა, მაგრამ ვერ გაბედა. რაღაც უხილავდა შეაჩერა, აიძულა მამას დამორჩილებოდა.
ნელ-ნელა ყველაფერი ჩაჩუმდა. თითქოს აღარავინ მოძრაობდა, მაგრამ პატარას ამოსვლის მაინც ეშინოდა, ვინ იცის რამდენ ხანს იჯდა ყუთში ასე მობუზული, მოკუნტულს უკვე სახსრებიც კი სტკიოდა.
- მა, ამოვალ რა... დე, უთხარი რა! - ჩუმად სლუკუნებდა პატარა.
ასე ტირილში ალბათ ჩაეძინა, ყოველ შემთხვევაში ძილიდან მხოლოდ გარედან შემოსულმა ხმაურმა გამოაფხიზლა. დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა ნიკოლოზი. სიმწრისგან მუშტებს ურტყამდა ისედაც დაზიანებულ ავტომობილს. გაურკვეველი ცხოველის ხმას მიამსგავსა მისი ღრიალი პატარამ, ისევ მძაფრად მოაწვა შიში, თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ხმამაღლა ატირდა.
- აქ ვიღაცაა. აქ რაღაც ხმაა! - თითქოს გონს მოვიდა მამაო.
- შეუძლებელია, აქ ვერავინ... - ნანახით დაზაფრული ბექა ავტომობილთან მიახლოვებასაც კი ვერ ბედავდა - პოლიციას დაველოდოთ, კვალი არ წავშალოთ!
- რომელი კვალი, რომელი გამოძიება?!...- მისი სიტყვები აშკარად არ აღელვებდა მამაოს, საბარგულის გაჭედილ საკეტს ძლიერად დაარტყა ხელი, რამდენიმე ბიძგი დასჭირდა გაჭედილი კლიტის გასახსნელად. ბავშვის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ერთი ხელის მოსმით გადმოყარა ჩანთები და ატირებული პატარა გულში ჩაიკრა.
- მადლობა უფალს, მადლობა! - ცრემლებით დანამულ სახეს უკოცნოდა მამაო. თორნიკეც, რომელიც როგორც წესი აპროტესტებდა მის კოცნას, ამჯერად გულში თავად ეკროდა მოძღვარს - მადლობა უფალს! რაც არ უნდა მოხდეს, პოლიციას არ უთხრა, ბავშვის გადარჩენის შესახებ, თორნიკე არც კი ახსენო!
- როგორც შენ იტყვი! - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბექამ.
ერთხელ კიდევ გადახედა მეგობრის დასახიჩრებულ სხეულს ნიკოლოზმა, ერთხელ კიდევ მიეფერა სალომეს, ანაფორაში გაახვია გაყინული ბავშვი, გულში ძლიერად ჩაიკრა აკანკალებული სხეული, ძალოვანების მოსვლას აღარც დაელოდა, ისევ ცხენს მოახტა და მონასტერში დაბრუნდა.

№1  offline წევრი nestanuka13

აუ ვერ გავიგე მინდია და სალომე მოკვდნენ ანუ??

№2 სტუმარი Guest Trocodeo

№3 სტუმარი Guest თიკო

შემეცოდნენ..სალომე მაინც არ მოგეკლა

როდის იქნება შემდეგი თავი???

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
აუ ვერ გავიგე მინდია და სალომე მოკვდნენ ანუ??

კი, მინდია და სალომე მოკლეს

Guest თიკო
შემეცოდნენ..სალომე მაინც არ მოგეკლა

როდის იქნება შემდეგი თავი???

მინდა გითხრა, რომ საკუთარი პერსონაჟები მეც ძალიან შემეცოდნენ, თუმცა ისტორიის გასაგრძელებლად ეს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო, სხვაგვარად უბრალოდ ვერ დალაგდება ამბავი, რომლის თქვენთვის გადმოეცმასაც ვგეგმავ kissing_heart

№5  offline მოდერი შადი

ვაიმე შოკში ვწრ,საოცრება იყო დავიძავე,ვიტირე

№6  offline წევრი nestanuka13

შენი ისტორიები თითქმის ყველა წავიკითხე და სიკვდილის თემა ნაკლებად გაქვს, ისიც ვთქვი რომ ვერ ვიტან ამ სიკვდილიდ თემებს აქ ისტორიებში, ცხოვრებაში უფრო მეტი საშინელბებიც ხდება ვიცით ბატონო მაგრამ აქ ისტორიებში არ მიმანია მე გამართლებულად, არ ვიცი რაშ დაგჭირდა მათი სიკვდილი ან რატომ ჰქვია ამ ისტორიას ბედნიერების რეცეპტი, მაპატიე მაგრამ მე აღარ გავაგრძელენ კითხვას

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შადი
ვაიმე შოკში ვწრ,საოცრება იყო დავიძავე,ვიტირე

disappointed_relieved

nestanuka13
შენი ისტორიები თითქმის ყველა წავიკითხე და სიკვდილის თემა ნაკლებად გაქვს, ისიც ვთქვი რომ ვერ ვიტან ამ სიკვდილიდ თემებს აქ ისტორიებში, ცხოვრებაში უფრო მეტი საშინელბებიც ხდება ვიცით ბატონო მაგრამ აქ ისტორიებში არ მიმანია მე გამართლებულად, არ ვიცი რაშ დაგჭირდა მათი სიკვდილი ან რატომ ჰქვია ამ ისტორიას ბედნიერების რეცეპტი, მაპატიე მაგრამ მე აღარ გავაგრძელენ კითხვას

სამწუხარო იქნება ამ ეპიზოდის გამო თუ შეწყვეტ კითხვას. რადგან ეს ისტორია ნამდვილად იმსახურებს, რომ მკითხველი ჰყავდეს. ვიცი მსგავსი სიტყვები ალბათ, საკუთარ ნაწერზე არ უნდა სთქვა, მაგრამ ადრეც აღვნიშნე საკუთარ კომენტარში და ახლაც ვამბობ, კარგი ფინალების მოყვარულთათვის ვიცი ეს ეპიზოდი იდეალური არაა, მაგრამ ადრეც ვთქვი, ამ ისტორიის მთავარი მოქმედი გმირები ელენე და თორნიკეა. მათ გასაცნობად საჭიროა იცოდეთ საიდან დაიწყო მათი ისტორია და როგორ მოხვდნენ თავშესაფარში. იმედია გადაწყვეტილებას შეიცვლით, რადგან ისტორია რეალურად ახლა იწყება.

№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხომ ვიცოდი რომ ეს თავი ამატირებ,მაგრამ ასე თუ დამაწყებინა და სლუკუნს არ მეგონა.იმედია მეტი არავინ დაიღუპება თორემ გავაფრენ.სამწუხაროა ცხოვრებაშიც რომ არსებობენ ესეთი გულცივი ადამიანები.ორსულიც რომ არ დაინდეს.ნამდვილად ემოციური თავი იყო ანა.
--------------------
ლანა

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ხომ ვიცოდი რომ ეს თავი ამატირებ,მაგრამ ასე თუ დამაწყებინა და სლუკუნს არ მეგონა.იმედია მეტი არავინ დაიღუპება თორემ გავაფრენ.სამწუხაროა ცხოვრებაშიც რომ არსებობენ ესეთი გულცივი ადამიანები.ორსულიც რომ არ დაინდეს.ნამდვილად ემოციური თავი იყო ანა.

ასეთი თავები მეც ძალიან მამძიმებს და შეიძლება ითქვას ემოციურად მანადგურებს, თითქოს წინასწარ მორალურად შევამზადე ჩემი თავი ამ ეპიზოდისთვის. ჩანაფიქრში ნამდვილად აღარ მაქვს ვინმეს გარდაცვალება, სირთულეები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ დადებითი პერსონაჟების ასე დაჩაგვრას ნამდვილად არ ვაპირებ

№10  offline მოდერი sopiko

ხუთჯერ მაინც ავბრუნდი ზემოთ, თავის დასაწყისში.
ხუთჯერ მაინც ვნახე, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი
და უცებ მოკვდნენ...
ახლა ლამისაა ამეტიროს, ანა.
ვიცი, საჭირო იყო, რადგან ასე დაწერე.
ხო, ამბობ, რომ ისტორია ამათზე არ იყო, მაგრამ...
მტკივა. სასტიკად. ისე, როგორც რეალური.

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
ხუთჯერ მაინც ავბრუნდი ზემოთ, თავის დასაწყისში.
ხუთჯერ მაინც ვნახე, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი
და უცებ მოკვდნენ...
ახლა ლამისაა ამეტიროს, ანა.
ვიცი, საჭირო იყო, რადგან ასე დაწერე.
ხო, ამბობ, რომ ისტორია ამათზე არ იყო, მაგრამ...
მტკივა. სასტიკად. ისე, როგორც რეალური.

ასეთი ეპიზოდით თქვენი დაინეტერესება მართალია არ უნდა მიხაროდეს, მაგრამ მაინც ეგოისტურად მსიამოვნეს, ამ ისტორიის მიმართ თქვენი ინეტრესი kissing_heart დიდი იმედი მაქვს, ამ ეპიზოდი ისტორიის მიმართ ინტერესი არ დაგეკარგებათ, მე ერთი პატარა ობოლი ბიჭი მჭირდებოდა, საკმაოდ მძიმე წარსულით, მძიმე, ავარა ხასიათითა და ბედნიერი მომავლით, ვნახოთ რამდენად მოახერხებს და იპოვის მის ბედნიერებას.

№12  offline წევრი qarishxali

ასეთ დღეში ჯერ ალბათ არც ერთ ისტორიას არ ჩავუგდივარ...ცუდად ვარ იმდენი ვიტირე რომ ახლაც ყელში მებჯინება ცრემლებიი sob ეს სისხლის აღება რა უბედურებაა?! რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ... შესანიშნავად წერ, არვიცი კედევ რა ვთქვა მგონი ბევრი ვიტლიკინე, მაგრამ ძალიან იმოქმედა ჩემზე sleepy

murachashvili

მგონი ვიცი ვისთანაც იპოვის მომავლის იმედს და ბედნიერებას wink

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qarishxali

smile რთულად გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუმცა ალბათ საინეტერსოა როგორ განვითარდება მოვლებნები...

qarishxali
ასეთ დღეში ჯერ ალბათ არც ერთ ისტორიას არ ჩავუგდივარ...ცუდად ვარ იმდენი ვიტირე რომ ახლაც ყელში მებჯინება ცრემლებიი sob ეს სისხლის აღება რა უბედურებაა?! რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ... შესანიშნავად წერ, არვიცი კედევ რა ვთქვა მგონი ბევრი ვიტლიკინე, მაგრამ ძალიან იმოქმედა ჩემზე sleepy
არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ ვაღიარებ, რომ მაინც კმაყოფილი ვარ kissing_heart უზომოდ მსიამოვნებს თქვენი კომენტარები, თუმცა არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, მართალია მკვლელობას საფუძვლად ეგრეთწოდებულ სისხლის აღების ტრადიციას უდებენ, მაგრამ წინა თავებში საკმაოდ ხშირად აღვნიშნე, რომ ამ სემთხვევაში ტრადიცია არაფერ შუაშია, თუ დააკვირდებოდით ხევისბერიც (რომელიც მთაში სწორედაც რომ ტრადიციების პირველი დამცველია) წინააღმდეგი იყო. აქ გაუმართლებელი სისასტიკის დემონსტრირება იყო, რომელსაც ზოგიერთი ნაძირალა ვითონცდა ტრადიციულობით ეცდება გაამართლოს. მთაში ასე ნამდვილად არ ხდება, და არ მინდა ჩემი ნაწერით შეცდომაში შეგიყვანოთ.

murachashvili
sopiko
ხუთჯერ მაინც ავბრუნდი ზემოთ, თავის დასაწყისში.
ხუთჯერ მაინც ვნახე, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი
და უცებ მოკვდნენ...
ახლა ლამისაა ამეტიროს, ანა.
ვიცი, საჭირო იყო, რადგან ასე დაწერე.
ხო, ამბობ, რომ ისტორია ამათზე არ იყო, მაგრამ...
მტკივა. სასტიკად. ისე, როგორც რეალური.

ასეთი ეპიზოდით თქვენი დაინეტერესება მართალია არ უნდა მიხაროდეს, მაგრამ მაინც ეგოისტურად მსიამოვნეს, ამ ისტორიის მიმართ თქვენი ინეტრესი kissing_heart დიდი იმედი მაქვს, ამ ეპიზოდი ისტორიის მიმართ ინტერესი არ დაგეკარგებათ, მე ერთი პატარა ობოლი ბიჭი მჭირდებოდა, საკმაოდ მძიმე წარსულით, მძიმე, ავარა ხასიათითა და ბედნიერი მომავლით, ვნახოთ რამდენად მოახერხებს და იპოვის მის ბედნიერებას.

მგონი ვიცი ვისთანაც იპოვის მომავლის იმედს და ბედნიერებას wink

№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

გული დამეწვააა რასაც ქვია ცრემლებმა თავისით იწყეს დენა ძალიან დაძაბულიი და მძიმე თავი იყოო ტკივილი ვიგრძენი საშინელი ..იმედგაცრუება მეგონა რაღაც ადამიანური მაინც შერჩებოდათ მართლაც არაადამიანებს .შენ კი საოცარი ხარ არაჩვეულებრივად წერ.

№15  offline წევრი An-El

აუ აუ ანაა ეს რატო დაუშვიიი :( გული დამეწვა ამათი საცოდაობიიით :(თორნიკე იმედიაა ყოჩაღი ბიჭი გაიზრდება და ასახელებს მშობლებს :(

№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
გული დამეწვააა რასაც ქვია ცრემლებმა თავისით იწყეს დენა ძალიან დაძაბულიი და მძიმე თავი იყოო ტკივილი ვიგრძენი საშინელი ..იმედგაცრუება მეგონა რაღაც ადამიანური მაინც შერჩებოდათ მართლაც არაადამიანებს .შენ კი საოცარი ხარ არაჩვეულებრივად წერ.

დიდი მადლობა, ამ სიტყვებისთვის kissing_closed_eyes kissing_heart

An-El
აუ აუ ანაა ეს რატო დაუშვიიი :( გული დამეწვა ამათი საცოდაობიიით :(თორნიკე იმედიაა ყოჩაღი ბიჭი გაიზრდება და ასახელებს მშობლებს :(

ამ თავის წერა ვაღიარებ ჩემთვისაც საკმაოდ მძიმე იყო, აი თორნიკეს მომავალს კი ერთად ვნახავთ, იმედია მოგეწონებათ kissing_heart

№17  offline წევრი ნინუცი

ანა რას მიკეთებ? :((

№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
ანა რას მიკეთებ? :((

kissing_heart kissing_heart kissing_heart

№19 სტუმარი Guest ელისო

რა კარგად წერ მიხარია რომ აღმოგაჩინე

№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest ელისო
რა კარგად წერ მიხარია რომ აღმოგაჩინე

დიდი მადლობა kissing_heart იმედია შემდეგ თავებსაც წაიკითხავ და შენს აზრსაც გაგივიზიარებ heart_eyes

№21 სტუმარი Nacka

au ar vici ra davcero am tavna shokshi chanagdo. tmis geridan daicyo da mtel sxreulshi gaiara.miyveboda sxeulshi adugebul sisxls.saocari istoria

№22 სტუმარი Guest nata

Arachveulebruvi gogo xar.miyvars sheni istoriebi

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent