ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეხუთე თავი)
უცნაურია, ზოგჯერ ადამიანი ისეთი უცხო გგონია, ისეთი შორეული, დარწმუნებულიც ხარ, რომ ვერასოდეს ნახავ. არადა, სულ რამდენიმე წუთიანი ურთიერთობაც კი საკმარისია, რომ ისევ შენად იგულო, ისევ შენად შეიცნო. ის უჩვეული სიცარიელე, რომელიც საკუთარი ხასიათის მუდმივ თანმხლებ ნიშად მიაჩნდა, მარტოსულობის მძაფრი შეგძნება, რომელიც შიგნიდან ჭამდა და წლობით აწუხებდა გაფერმკრთალდა, გაიცრიცა და უჩვეულო კმაყოფილების გრნობამ შეცვალა. მარტივი სიტყვაა „სიმშვიდე“, სულ რაღაც რვა ბგერისგან შემდგარი, მაგრამ ზედმეტად რთულად მოსაპოვებელი აღმოჩნდა ქართველიშვილისთვის. ახლა კი, როცა ყველა დაკარგა, როცა ყველა მოიძულა, როცა საბოლოოდ დაიჯერა, რომ ყველაზე თბილმა, ყველაზე შემწნარებელმა, მამა ნიკოლოზმაც კი უარყო, უბრალოდ უმზერდა ბავშვობის მეგობარს მომღიმარ მწვანე თვალებში და მისივე ენერგიით ივსებოდა. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ეღიმებოდა, არ უნდოდა, მაგრამ მაინც ბედნიერებას ასხივებდა. - განა თავად არ ეწინააღმდეგებოდი მის ნახვას?! თავადვე არ უარყავი?! - სადღაც, შიგნიდან მაინც გაკენწლა შინაგანმა ხმამ. - უმისოდ გასატარებელი წლები მაშინებდა, მისი მონატრების მეშინოდა. - პატარა ბიჭივით იმართლებდა თავს. - ახლა? ახლა არ გეშინია?! - თითქოს განგებ ტანჯავდა სინდისი. - ახლაც მეშინია, მაგრამ... - მაგრამ?! - ისევ ჩაეკითხა ირონიული ხმა. წინ მჯდომ გოგონას შეხედა, ერთად-ერთი რაც ზუსტად იცოდა თორნიკემ ის იყო, რომ ვეღარ შეელეოდა. მისი ეგოისტური ბუნება აღარ აძლევდა საშუალებას კიდევ ერთხელ დაეთმო, გაეშვა. არადა, გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა, რომ სწორედ ახლა უნდა შეექცია ზურგი, ახლა უნდა გასცლოდა, სწორედ ახლა, ისევ და ისევ ელენეს კეთილდღეობის გამო, უნდა გამდგარიყო შორს, ან რა ესაქმებოდა ასეთ გასვრილს ასეთ სუფთასა და გაურყვნელთან?!.. - ელენე მომისმინე... - ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა. უჩვეულოდ უჭირდა თორნიკეს იმ დაზეპირებული ფრაზის წარმოთქმა, ასე ხშირად რომ უმეორებდა დანარჩენებს. უჩვეულოდ გაუჭირდა ელენესთვის თვალებში ჩახედვა და თქმა, რომ არ სჭირდებოდა. თითქოს მიუხვდა ქალიშვილი, უთქმელად, უსიტყვოდ, თითქოს იგრძნო, თვალები ცრემლებით აევსო. - არ გამაგდო, გთხოვ!... იქნებ, არც გჭირდები, მაგრამ... - ხმა გაებზარა - მე მაკლდი, დედას გეფიცები, არ მინდოდა, მაგრამ მაინც მჭირდებოდი, არ მინდოდა, მაგრამ მენატრებოდი... სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა ვაჟს. უმზერდა წინ მჯდომს და ალბათ, ყველაზე დიდ შეცდომას უშვებდა, გამოუსწორებელს, შეუქცევადს, მაგრამ საკუთარ სურვილს აყოლილი, აღარ უსმენდა გონებას, მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა მაინც წამოიწია, მიუხედავად იმისა, რომ სტკიოდა, ხელი მაინც წინ გაიშვირა. მაინც შეეხო სახეზე, ელენეს ცრემლებმა თითების ბალიშები დასწვა. დენდარტყმულივით უკან გამოიწია. - ენე-ნე, ჩემი ენე!.. როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა, მისკენ მიიზიდა გოგონა და ძლიერად ჩაიხუტა. ეტკინა ნეკნები, ალბათ მკლავებიც, მაგრამ გასაშვებად მაინც აღარ ემეტებოდა. ცრემლებით ულბობდა დაჟეჟილ სხეულს ქალიშვილი, ყველაზე წმინდა და ყველაზე სუფთა ცრემლებით. ეს არ იყო ქალისა და მამაკაცის ჩახუტება, ეს არ ყოფილა და-ძმური ჩახუტება, იყო უსახელო, იყო უსასრულო. უბრალოდ ერთარსისა და უბრალოდ ერთხორცის, ტკივილის მოშუშებისა და ტკივილის დაამების. თვალები დახუჭა ვაჟმა, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, იმახსოვრებდა თითოეულ წამს, მის თრთოლვას, იმახსოვრებდა ბედნიერების არომატს. - არ შეიძლება, ელე!. - როგორც იქნა შეძლო გოგონა მკერდიდან მოიშორა - შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ დარჩა! უნდა გამიშვა... - გაგიშვებ, დედას გეფიცები, გაგიშვებ, ოღონდ ჯერ ამ წყეული ადგილიდან გამოხვალ, როცა მეცოდინება რომ კარგად ხარ, უსაფრთხოდ, მაშინ გაგიშვებ, მაშინ შეგელევი!.- ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა გოგონა, რომ ღიმილი ვერ შეიკავა ვაჟმა. - რა აზრი აქვს?! ვინ გინდა ჩემში რომ დაინახო?! ვის ეძებ?! - ვის?! არ ვიცი, უკვე აღარ ვიცი. ვეძებდი ბიჭს, რომელიც გვერდში მედგა, რომელსაც წყლიან გუბეში ხტომისას დავეყრდნობოდი, რომელიც ჩემთან ერთად იტირებდა... - ღიმილი გაეპარა ქალიშვილს ბავშვობის გახსენებაზე - ბიჭს, რომელიც ჩემს დანაშაულს ისევ დაიბრალებდა. - ის შვიდი-რვა წლის ბიჭი გაქრა, ენე. ჯერ კიდევ აქ მოხვედრამდე, მაშინ გაქრა, როცა ქართველიშვილი უწოდეს. მაშინ დაგივიწყა და ამოგშალა მისი ცხოვრებიდან. - კარგად ხედავდა როგორ სტკენდა გოგონას მისი სიტყვებით, მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა თორნიკე - ახლა წინ კრიმინალი გიზის. ამას ვერც უარყოფ და ვერც დაივიწყებ, ჩემისთანებისგან შორს უნდა დადგე, უნდა გარბოდე. - შეუძლებელია. გასაგებია, დანაშაული ჩაიდინე, მაგრამ სასჯელს ხომ იხდი?! არ მინდა აქ იყო. არ მინდა ვიღაცის მსხვერპლის როლში გხედავდე! უნდა გახვიდე, აქედან უნდა გახვიდე!... - ჩემი ბოლო მაინც ციხეა. - განაჩენივით ჟღერდა მისი სიტყვები - მითხარი რა მინდა გარეთ? ვინ ვარ, გარეთ რა დამრჩენია? - რა დაგრჩენია?! - ბრაზი გაერია ხმაში გოგონას - მართლა ასეთი ეგოისტი ხარ?! თეკლე, აკა, ნიკოლოზი? ისინი ხომ გელიან?! - ისინიც შენსავით ცდებიან, ცდებოდნენ. - უცებ შეასწორა ვაჟმა - რა ახსოვთ ჩემგან კარგი?! მათთვის მხოლოდ ტვირთი ვიყავი და ასეთად დავრჩი... - ტყუილია! - გაცხარდა ელე - ნიკოლოზს უყვარდი, სულ შენზე საუბრობდა, მხოლოდ შენს მიღწევებს აღნიშნავდა. ვაღიარებ, ზოგჯერ ვეჭვიანობდი კიდეც, მძულდი, იმდენად ეამაყებოდი, რომ... - ვერ მოითმინა, მაინც ღიმილი გაეპარა ხმაში. - თეკლეს გეფიცები, გულით მინდოდა ჩემით ეამაყათ, მაგრამ წარსულს ვეღარ დავაბრუნებ. აქ სხვა ცხოვრებაა, აქ სუსტი წერტილი არ უნდა გქონდეს. აქ მშბლის ყოლას, სჯობს ობოლი იყო, საყვარელი ქალი არ უნდა გყავდეს, გაგიბახებენ, გაგირყვნიან, დაგაშანტაჟებენ. ვიბრძვი, ყოველ დღე, ყოველ წამს და ამ ბრძოლაში რაც უფრო მარტო ხარ, უფრო სასტიკი და ძლიერი ხდები! - ხელები მუქარით მომოუშტა ვაჟმა. - შეუძლებელია!... - ვაჟის თვალებში დანახულმა სისასტიკემ დააფრთხო გოგონა - შენ ასეთი არ ხარ! - ვარ ელე, ვარ!... - თეკლეს გაზრდილი?! ასეთი ვერ იქნები... - ისევ თვალწინ დაუდგა ნაზი და სიფრიფანა ქალი. - გენი უცნაური რამეა, ელე. რა იცი ვინ ვარ, ვისი სისხლის?! იქნებ ჩემს სისასტიკესაც აქვს ახსნა?! - რა თქმა უნდა, აქვს. განაწყენებული, გატუტუცებული ბიჭი ხარ, რომელიც საკუთარ თავს სჯის, რომელიც სასჯელს სასჯელზე მხოლოდ იმიტომ იმატებს, რომ რეალური ცხოვრების ეშინია. გარეთ გასვლის ეშინია... - სიბრაზისგან ცახცახებდა გოგონა. - ჰა, ჰა, ჰა... - ირონიულად დასცინა ვაჟმა - მეოცნებე ხარ, ელე. ყველაფერს შენებურ ახსნას აძლევ. სიმართლის დანახვა კი არ გსურს... - რომელი სიმართლის?! - წინ დაუსკუპდა მეგობარი - მარტო სული რომ გინდა იყო, არადა პანიკურად რომ გეშიანია მარტოობის?! - არ გიხდება ზრდასრული ქალივით ლაპარაკი!- გაღიზიანებულმა, კბილებში გამოსცრა ვაჟმა. - იქნებ არც მიხდება, მაგრამ მიწევს!... ალბათ, დიდხანს გაარძელებდნენ კამათს, პალატაშის ჯუმბერი რომ არ შემოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად წამოდგა, არც მათი უსიტყვო ბღვერა და არც ქალიშვილის ზედმეტად შინაურულად პატიმრის საწოლზე ჯდომა გამოჰპარვია მამაკაცის მახვილ მზერას. უსიტყვოდ შეათვალიერეს ერთმანეთი კანონდამცველმა და პატიმარმა. საკმაოდ ხშირად ენახა ციხეში დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რამდენიმეჯერ პირისპირაც შეხვედრიან ერთმანეთს. უდავოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ზედმეტად დიდი პოპულარობით სარგებლოდა მის წრეში ქართველიშვილიც, არც მისი ცნობა უჭირდა ჯუმბერს. თბილი სახე ისევ გასციებოდა, კოპებშეკრული, მტრულად უმზერდა ქართველიშვილი, არც მამაკაცი ჩამორჩებოდა. ჯუმბერს ტუსაღთან თვალებით გაემართა პაექრობა. მსგავსი რამ არც კი ენახა ელენეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაც არ დაუძრავთ, დაიფიცებდა, რომ იმ წუთას იარაღისა და მუშტების გარეშე, ყველაზე სასტიკი ფორმით იბრძოდნენ. იქნებ ასეც იყო, იქნებ - არა. კაცმა არ იცის, ყოველ შემთხვევაში, ეს ხმამაღლა არც ერთს უღიარებია. ცნობისმოყვარეობით კვდებოდა ელენე. ადამიანის მიმიკისა და ჟესტების მნიშვნელობის შესახებ უნივერსიტეტში ნასწავლი ათასობით ტესტი წამებში გაიხსენა, დაძაბული იჭერდა თითოეულ ემოციას, თუმცა უშედეგოდ, მაინც ვერაფერს მიხვდა, არც მამაკაცებს არ გამოჰპარვიათ მისი ინტერესი. ელეს ცნობისმოყვარე სახის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავეს და ორ ხმაში ახარხარდნენ. - კარგი, რა ელე, რას მერჩი, ამდენი სიცილი აღარ შემიძლია... - ისევ ნეკნებზე იჭერდა ხელს ბიჭი. - - ის თვე რა თვეა, ახალ პრობლემას თუ ვერ გაიჩენ, ქართველიშვილო! - სკოლის მოსწავლესავით დატუქსა ჯუმბერმა. - ღმერთია მოწმე, მე არ ვეძებ, პრობლემები მისით მპოულობენ... - ირონიულად გაუცინა ვაჟმა. - ხვდები მაინც, რა შედეგამდე მიგიყვანს ეს ყველაფერი? - ახალ სასჯელამდე. - გულგრილად გამოუცხადა თორნიკემ. - და?!... - რა და?... - ირაკლი ამად გიღირს?! - ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი. - მე არც ადრე მიღირდა, მაგრამ... - მაგრამ მეორე სასჯელზე მესამეს იმატებ. - მადლობელი დაგრჩებით, დღეს აღმზრდელობითი ლექციისგან თუ შეიკავებთ თავს. - აღმზრდელობითი?! თავხედობ?!... - სწორად მიმიხვდით. - თორნიკემ მომღიმარ ელეს გახედა და თვალი ჩაუკრა. - შენც ფრთებს ასხამ? -ამეჯრად სიცილის ზღვარზე მყოფ გოგონას გახედა გაბრაზებულმა მამაკაცმა - დავიზეპირე შენი საქმე, ქარველიშვილო. - ისევ თორნიკეს მიუბრუნდა - შენ კი პოზიციის დათმობაზე არც კი ფიქრობ. ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც გიმეორებ, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ყოველთვის ბას არ ნიშნავს! ზოგჯერ უსაფუძვლო ბრძოლას ჩაყოლა სჯობს. ამ სიტუაციაში კი, სარგებლის ნახვაც შეგეძლია. - ბატონო ჯუმბერ, აქამდე უნდა მიხვედრილიყავით, კახპობას ნიჭი უნდა, მე კი არ გამომდის და საერთოდაც ქალბატონის თანდასწრებით მსგავსი საკითხების განხილვა არ მსურს! - ისევ ანგლობდა ვაჟი. - გასაგებია, ახლა ხუმრობის ხასიათზეც ვართ?! ორი საათის წინ ვინ იკრუნჩხებოდა ტკივილებისგან?! - თვალების ბრიალით შეხედა მწოლიარეს - გეხვეწებით, ბატონო ჯუმბერ, უნდა დავრწმუნდე, რომ ცოცხალია! - ამჯერად ელენე გამოაჯავრა წრიპინა ხმით - ერთი რამ კი გავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ შენი მეგობარია, დღეიდან ეს გოგონაც ჩვენი თანამშრომელია. არ გეშინია, მასთან მხურვალე საუბარიც თანამშრომლობად რომ ჩაგეთვალოს? ეს არ ეწინააღმდეგება შენს მენტალიტეტს?! - ამ ამბავში ელენეს გარევა არც კი იფიქროთ! - საწოლიდან წამოიწია ვაჟმა. - გიყურებ და ვერაფრით ვხვდები რა გინდა. თითქოს ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის. არადა ციხეში ლპები. წლები კი გადის, მერედა როგორ სწრაფად გადის, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.. ასე თუ გააგრძელებ არც მესამე „სროკი“ აგცდება, მესამეს კი მეოთხეც იოლად მოჰყვება. სულ რაღაც ათიოდე წელში დაბერდები და დარჩები მარტო, სრულიად მარტო. მერე ვისთან წახვალ? იქნებ დროა ეგოიზმი დაივიწყო და ცოტა სხვაზეც იფიქრო?! - მე მიწოდებთ ეგოისტს?! საერთოდ რა იცით ჩემი ცხოვრების შესახებ? ადამიანებს ზედაპირულად აფასებთ, მხოლოდ იმას ხედავთ რისი დანახვაც გსურთ! - მართლა?! მე ვაფასებ ზედაპირულად? იცი კი, ყოველ კვირას რამდენი პატიმრის ოჯახის წევრის წერილი შემოდის დეპარტამენტში?! იცი კი, რამდენი ადამიანის გასაჭირს ვისმენ?! ის მაინც თუ იცი, შაბათ-კვირას ციხესთან გავლა რომ მეზიზღება, იმის შიშით, რომ კარებში ატუზული დედაშენი არ დავინახო? - არ გინდათ, გთხოვთ! - ხმა გაებზარა თეკლეს ხსენებაზე ვაჟს. - არ მინდა?! მართალი ხარ, დავიღალე, დამღალეთ. თქვენმა გაუთავებელმა ბლატაობამ და კარგმა ბიჭობამ დამღალა. თქვენმა გაშველებამ, ერთმანეთის ჭამამ, ღრენამ და ყეფამ დამღალა! - ხმას აუწია მამაკაცმა - არადა გარეთ გელიან, უსასრულოდ გელიან. როდის ინებებ მათთან შეხვედრას?! ის მაინც იცი, ლამის „პოსტი“ რომ ჩამოართვეს შენმა მეგობრებმა ბადრაგებს და მათ ნაცვლად ციხის გარშემო პერიმეტრს ისინი ამაგრებენ?! - დათა და იკა?! - გაოცება ვერ დამალა თორნიკემ. - დიახ, ქართველიშვილო, შენი სანაქებო დათა და იკა, ყოველ საღამოს ბადრაგთან ჩხუბი მაინც არ მოსწყინდათ? ისე გვსაყვედურობენ, თითქოს ჩვენი ბრალია შენი აქ ჯდომა. გავაგდეთ, გავაფრთხილეთ, რომ იქ დგომა არ შეიძლება, მაგრამ არა. მაინც მოდიან. სიჯიუტეში აშკარად შენ გგვანან! - ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა, მაინც გაეღიმა - იცი რა არის უცნაური?! შენ რატომ არ გსურს მათთან ყოფნა? შენ რატომ რჩები აქ, ამ დამპალ გარემოში?! - ჩემი არ გესმით და არც ცდილობთ გამიგოთ. უკვე რამდენჯერ აგიხსენით, არ არის ჩემი ბრალი. არა! - ისევ გაღიზიანდა ვაჟი. - მაშინ თქვი, მე ამის... - დროულად მოასწრო თავის შეკავება ჯუმბერმა - ვისი ბრალია?! დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე კი არც უფიქრია. თორნიკე ჯუმბერის ნაცვლად, ჯიუტად მისჩერებოდა წინ მდგომ ელენეს, თითქოს მისგან თხოულობდნენ პასუხს. მხოლოდ ყელზე მფეთქავი ლურჯი არტერია გასცემდა მის მღელვარებას. სულ რამდენიმე წამით უმზერდა გოგონას, თამამად გაუსწორა თვალი მეგობარმა, სულ რამდენიმე წამი და ესეც საკმარისი გამოდგა. ქალიშვილმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და ვაჟმაც შვება იგრძნო, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მოჰხსნეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ელენეს მისი ესმოდა და ამართლებდა კიდეც. - მგონი ზედმეტად გაგვიგრძელდა ავადმყოფთან ვიზიტი. ბატონო ჯუმბერ, თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად კი, იქნებ დაველოდოთ თორნიკეს გამოჯანმრთელებას? დარწმუნებული ვარ, თქვენზე ნაკლებად არც თორნიკეს უნდა ციხიდან გასვლა. - მიამიტურად აფახუნებდა თვალებს ელე. - კარგად დაფიქრდი ყმაწვილო, რას აკეთებ. შენს მოქმედებაზე საკმაოდ ბევრი რამაა დამოკიდებული!. - ერთხელ კიდევ შეუბღვირა პატიმარს და პალატიდან გავიდა ჯუმბერი. - შენით ვამაყობ! - ემოციები ვერ დამალა გოგონამ, მისკენ დაიხარა და მოეხვია დაჟეჟილ მეგობარს. - გიჟი ხარ! - შეძლებისდაგვარად ძლიერად ჩაიხუტა ძვირფასი არსება - თავს მოუფრთხილდი, ენე! - ჭკვიანად იცოდე! ამის თქმა დაგავიწყდა... - ნიკოლოზისეული გაფრთხილება სიცილით წარმოსთქვა გოგონამ და ბიჭის მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა. - ჭკვიანად იცოდე! - თავადაც გაუმეორა ბიჭმა. ისევ მისთვის ჩვეული სილაღით გამოხედა უკვე კარებში მდგომმა გოგონამ, კიდევ ერთხელ გაუღიმა ქართველიშვილს, კიდევ ერთხელ აირეკლა თორნიკეს თვალებში მისი გამოსახულება. - ვიდრე საბოლოოდ გაგვიბრაზებია ჯუმბერი!... - თვალი ჩაუკრა და კარებშიც სხარტად გაძვრა. - გიჟია, დედას გეფიცები, გიჟი! - ღიმილით მისჩერებდა უკვე დახურულ კარს - ენე-ნე, ჩემი ენე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.