შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეთორმეტე თავი)

14-06-2017, 22:50
ავტორი murachashvili
ნანახია 4 239

ისევ ბადრაგის თანხლებით გაიარა საკუთარი საკნისკენ მიმავალ გზას თორნიკემ. შიგნით შესულს არ დახვდა წარბა, ზედმეტი კითხვებით არავის შეუწუხებია, მისივე ნარზე წამოგირებული ისევ ფიქრობდა ქართველიშვილი. თითქოს არაფერი, მაგრამ გოგონას თხოვნა ზედმეტად ემძინებოდა. ციხეში მოხვედრის დღიდან სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი მამა ნიკოლოზი. მოძღვარი ჩვეულებისამებს სინანულისკენ მოუწოდებდა, ვაჟი კი სულაც არ თვლიდა თავს დამნაშავედ. უკანასკნელი სტუმრობისას, იკამათეს. დაემუქრა კიდეც მამაო, რომ თუ მთელი გულით არ მოინანიებდა, ცხონება არ ეღირსებოდა.
- მე? მე არ მეღირსება ცხონება?! - ახარხარდა თორნიკე - იმ ნაძირალა კვანტალიანს?
- რისი თქმა გსურს?
- მე ერთი ცოდვა არ მეპაიება, ხოლო კვანტალიანს შეუნდობს ღმერთი ამდენ სისაძაგლეს? - კითხვა დაუკონკრეტა ვაჟმა.
- ცოდვას წონა არ აქვს, არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. ბევრი და ცოტა. - ხმას აუწია ნიკოლოზმა - ვინ მოგცა უფლება სხვისი ცოდვები შეაფასო?
- ცოდვა, ცოდვა ჩაგიხვევიათ და რა არის რომ ცოდვა მამაო, განა დედამიწიდან ერთი პატარა მუწუკის მოშორება ცოდვად მეთვლება?
- ცოდვა ნებისმიერი წინააღმდეგობაა ღვთის ნებისადმი. - მოთმინებით უხსნიდა მოძღვარი - უფალს სურს, რომ ყველა ადმიანი ცხონდეს და შეიცნოს ჭეშმარიტება. რადგან ჭეშმარიტებაა თავად ღმერთი. მას უნდა ყოველი ადამიანი მივიდეს უფალთან. თუ ადამიანი ღმერთთან არ მიდის, იგი სცოდავს, რადგან ხსნას მარადიულ სასუფეველს მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ეს სურს.
- თავი ქადაგებაზე მგონია. - ირონია არ დაიშურა ვაჟმა - ერთი რამ კი გავიწყდებათ მამაო, ადრე თუ გვიან ყველა კვდება, არც მე ვიქნები გამონაკლისი და თუ თქვენი თქმით ცხონება არ მიწერია, გამოდის მე და კვანტალიანი ერთად მოვიხარშებით კუპრში...
- უკვდავი არავინ ვართ, არც მე ვაპირებ მიწაზე გამოკერებას, ადრე თუ გვიან ყველა წარმავალი ვართ. თუმცა მინდა იმედი ვიქონიო, რომ სიკვდილის ნაცვლად გარდავიცვლები. იგივეს გისურვებ შენც.
- სასაცილოა, მამაო. ორივე შემთხვევაში შედეგი მაინც ერთია. ცოცხალი არ ხარ!
- შენგან ნამდვილად მიკვირს, თორნიკე. დავიჯერო ამდენი წლები ტაძარში ვერაფერი გასწავლე?! - აშკარად გულწრფელად გაანაწყენა ვაჟის სიტყვებმა მოძღვარი - არსებობს გარდაცვალება და სიკვდილი, როცა სული ხორცს ეყრება - ეს გარდაცვალებაა, ხოლო როცა სული სცილდება უფლის სახეს - ეს სიკვდილი და ჯოჯოხეთია. სიკვდილი მართლაც საშინელია. ეს სამოთხეში არ იყო და ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგია. დედამიწაზე ცხოვრება ადამიანისთვის დროებითია. ესაა ის მორიგეობა, რომლის დროსაც ადამიანი აგროვებს სულიერ საუნჯეს და ამით ბრუნდება სამშობლოში.
- ანუ, თუ მეღირსა და გარდავიცვალე, სული წავა და ამით დასრულდება?
- სულაც არა, სულისა და ხორცის ერთმანეთისაგან გაყრა დროებითია. საყოველთაო აღდგომის შემდეგ ისინი ისევ ერთად იქნებიან სულისა და ხორცის ერთობა სასუფეველში ცხოვრების აუცილებელი პირობაა. თუმცა ეს იქნება არა ისეთი ხორცი, როგორიც ჩვენ გვაქვს, არამედ ჰაეროვანი, როგორიც ჰქონდა ქრისტეს აღდგომის შემდეგ.
- თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ თუ პირფერი არ ვარ, არც ზიარების შანსი მაქვს?! კარგით. ვთქვათ ვაღვარღვარე ნიანგის ცრემლები, ჩემივე სიგრძის სანთლით ხელში თუ დავემხე მუხლებზე და ისე გთხოვეთ პატიება ჩადენილის გამო, მაშინ მაპატიებთ?! რა შეიცვლება მამაო? მაშინ არ ვიქნები მკვლელი, თუ კვანტალიანი გაცოცხლდება?
- პირფერობითა და მსახიობური ცრემლებით მე რომც მომატყუო, ღმერთს რა პასუხს გასცე? შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ ახლა კვანტალიანზე მეტად შენი ბედი მაღელვებს. თუ მონანიებისას გულწრფელი იქნები, შენ გადარჩები, შენვე ცხონდები...
- მაპატიეთ მამაო, მაგრამ რომ მოინანიო, შენივე ჩადენილი უნდა გაწუხებდეს, მე კი ვერ მოგატყუებთ. დღემდე ვთვლი, რომ კვანტალიანმა დამსახურებული სასჯელი მიიღო. ისიც ზუსტად ვიცი, რომ გამეორების შანსი რომ მქონდეს, უკან არ დავიხევ, ხელი არ ამიკანკალდება ისევ გამოვასალმებ სიცოცხლეს.
- შეუძლებელია. შენ ასეთი სასტიკი ვერ იქნები... - ვაჟის ნათქვამით გაოგნებული უმზერდა მამაკაცი - მოვა დრო და ბრაზი გადაგივლის, გულში სიმშვიდე დაისადგურებს და მიხვდები, რომ არაფერი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ, რომ როგორ ძლიერადაც არ უნდა გატკინონ, მოწინააღმდეგე სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო. მოვა დრო და გულწრფელად ინანებ, თავადვე დამირეკავ და მთხოვ აღსარების ჩაბარებას.
- ეგ როდის იქნება? - ირონიულად ჩაიცინა ვაჟმა.
- არ აქვს მნიშვნელობა როდის, მე დაგელოდები. მოთმინებით დაგელოდები და აუცილებლად მოხვალ ჩემთან.
- მამაო, თქვენ გამოგიცდიათ რა არის მტრის განადგურება?
- არა, სამაგიეროდ გამომიცდია რამხელა ცდუნებაა წინ გედგეს საძულველი ადამიანი, შეგეძლოს მისი მოკვლა, საბოლოოდ მოსპობა და მაინც ცოცხლად ტოვებდე.
- სამწუხაროდ, მე არ გამოვდექი თქვენსავით ძლიერი... - მაინც გაეპარა ხმაში სინანული ვაჟს.
აღარაფერი უთქვამს მამაოს, ზურგი შეაქცია ვაჟს და ისე წავიდა არც კი დაემშვიდობა. იმ დღის შემდეგ აღარც მისულა თორნიკესთან. მართალია მაინც არ ნანობდა ბიჭი კვანტალიანის სიკვდილს, მაგრამ დღემდე ისევ ძველებურად სტკიოდა ზურგშექცეული მოძღვრის წასვლა ქართველიშვილს.
დიდხანს ფიქრი არ დასცალდა საკანში წარბა დაბრუნდა.
- რა უბედურებაა ეს ბოტასები ფეხებში რომ მედება?! - წიხლი ამოარტყა იქვე მიგდებულ სპორტულ ბოტასს - ვინაა მორიგე? კამერა არ უნდა მიალაგოთ? - უჩვეულოდ გაღიზიანებული მამაკაცი იქვე მდგომ ქათამს ღრენით დაეტაკა.
კარგად იცოდნენ მისი ხასიათი, გაბრაზებულზე სჯობდა წინააღმდეგობა არ გაეწიათ, საკანში მყოფმა პატიმრებმა ხმის ამოღება ვერ გაბედეს, უსიტყვოდ ანიშნეს ქათამს სად დაედო ცალად დარჩენილი ბოტასი.
- ასე რამ გადაგრია, შე ჩემა?! - ამჯერად ინტესით თორნიკემ გახედა გვერდითა ნარზე მოთავსებულ კრიმინალს.
- გიგაურთან ვიყავი გასული. - ჩუმად ისე უპასუხა წარბამ, რომ დანარჩენებს არ გაეგოთ მისი სიტყვები.
- და?
- იმ ნაბოზარ ირაკლის უბრძანებია ციხის ფსიქოლოგი „რეზბალნიაზე“ ჰყავთ დაწვენილიო.
- მერე? - ელენეს ხსენება კარგად არ ენიშნა ვაჟს.
- რა მერე? გოგონა უნდა გავასაღოთ, თან ისე რომ მის სიკვდილს დიდი ხმაური მოჰყვეს. თანაც სასურველია ეს იმ პატიმარმა ჩაიდონოს, ვისაც დღე-დღეზე გაშვებას უპირებენ, ანუ უდოს კომისიისთვის გასაგზავნების სიიდან რომელიმემ.
- ამით რას მოიგებს ირაკლი?
- როგორ თუ რას? გოგონას, როგორც მოწმეს მოიშორებს, ჯუმბერისა და თავმჯდომარის ყოფნა არ ყოფნის საკითხიც დაისმება და ეს ვითომ შეწყალების პროგრამაც შეწყვეტს არსებობას...
- და, ამ ამბავთან გიგაურს რა აკავშირებს? - სახეზე მიტკლისფერი დასდებოდა ქართველიშვილს.
- მართლა მიამიტი ბავშვივით ხარ, თუ ძალით იშტერებ თავს?! - ახლა თორნიკეზე გაბრაზდა წარბა - ირაკლიმ გიგაურს დაუკვეთა, მან კი შემსრულებლად მე ამირჩია.
- წეღან არ მეუბნებოდი ყველაფერს პატიმრების სასიკეთოდ ვაკეთებთო?! ის გოგონა ხომ დაკავებულებს ეხმარებოდა, ასე მარტივად იმეტებთ?! - უკვე ატყობდა, რომ ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა სადაცაა აყვირდებოდა ვაჟი.
- არ ვიცი, თორნიკე, დედას გეფიცები, ყველაფერ წმინდას გეფიცები, ვეღარაფერს ვიგებ! - ნერვიულად ჩარგო თავი ხელებში წარბამ.
- წმინდას? - ირონიულად ჩაეკითხა ვაჟი - არ მესმის, ან ადმინისტრაციას რა პონტში უნდა დავეხმაროთ, ან ირაკლის შნირები რატომ უნდა ვიყოთ? ჩვენი პოზიცია არ გვაქვს? ერთად-ერთი ადამიანი ვისაც პატიმრებზე ოდნავ მაინც შესტკიოდა გული იმ ს გამო როგორ გავიმეტოთ?!
- არ გინდა ეს პათეტიკა, ქართველიშვილო. ჩემთან პირფერობა არ გჭირდება, პირდაპირ თქვი, რომ ეგ გოგო შენი ახლობელია... - ქვემოდან ირონიულად გამოხედა წარბამ.
- ამას მიხვდი და გიგაურის ბრძანებას მაინც შეასრულებ?! - ყელზე ძარღვები დაებერა თორნიკეს. წარბამ რამდენიმე წუთს უყურა თვალებში ვაჟს, შემდეგ მზერა უსიტყვოდ აარიდა - არადა, რომ გკითხონ მეგობრები ვართ! - იმედგაცრუება ვეღარ დამალა თორნიკემ.
- „რაღაც უნდა მოვიფიქრო, უსიკვდილოდ უნდა მოვიფიქრო... ეგ გიგაური ხომ ხევსურია? ხშირად გამიგია, როგორ ამაყობს მისი წარმომავლობით“. - მის ნარზე მოთავსებული გამოსავალს ეძებდა ქართველიშვილი. - მამა ნიკოლოზი, ელენემაც ხომ მასთან მთხოვა დაკავშირება. ის დამეხმარება, ის მეტყვის როგორ მოვიქცე... თუ არადა, რაც არის არის, მე დავასწრებ, გიგასაც გავასაღებ და იმ დამპალ ირაკლისაც ზედ დავაყოლებ! - მუქარით მუშტავდა ხელებს ვაჟი.
ნარიდან ლამის წამოფრინდა.
- სამ დღეს გთხოვ, სულ რაღაც სამიოდე დღეს. - ისევ წარბას მიადგა ვაჟი, რომელიც საკნის შუაგულში მდებარე მოზრდილ მაგიდასთან ემალირებული, ლითონის ჭიქით, „კრუშკით“ დანარჩენ პატიმრებთან ერთად მიირთმევდა სპეციალური წესით მოდუღებულ მუქ ჩაის - თუ ამ დღეებში ვერ გადავაფიქრებინებ და ბრძანებას არ შეცვლის, რაც გინდა ის ჰქენი.
- ტყუილად წვალობ, გამორიცხულია თორნიკე, ჯერ არ ყოფილა, რომ გიგამ გადაწყვეტილება მიიღოს და ის შეცვალოს.
- ამჯერად მოუწევს. ენენეს ვფიცავარ, მოუწევს.
- ღმერთმა ქნას, ძმაო, მე მხოლოდ გამიხარდება!...
- ტელეფონი მჭირდება! - ჩაიდანთან მდგომმა ერთ-ერთმა, ბეჭებში მოხრილმა გამხდარმა პატიმარმა ჩიფირით სავსე ჭიქები დანარჩენ ტუსაღებს ჩამოურიგა და თორნიკეს საგულდაგულოდ გადამალული ძველი მოდელი ნოკია მიაწოდა.
მოგეხსენებათ, რომ პატიმრებს ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ ადმინიტრაციის სათანადო ნებართვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ, საკანში მისი ქონა ხომ საერთოდ გამორიცხული გახლავთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბადრაგების მოსყიდვა მაინც შეძლეს. ერთი ცალი ფანრიანი ნოკია, მისივე დაფარული ნომერით მთელ საკანს ლამის ათას დოლარამდე დაუჯდა. ანგარიშსაც რიგ-რიგობით ავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბადრაგებმა იცოდნენ ტელეფონის შესახებ, პატიმრები მაინც ფრთხილობდნენ, ცდილობდნენ ხშირად არ ესარგებლათ ტელეფონით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამდენი წლის შემდეგ, ახლა პირველად მოითხოვა ქართველიშვილმა ტელეფონი.
- იმედია დარეკვა ჩვენი საუბრის გამო არ გადაწყვიტე, ვინმეს გაფრთხილებას აპირებ?! - ეჭვით შეხედა წარბამ - ხომ იცი ეს ამბავი, რომ გავიდეს... - მამაკაცის ხმაში ფარული მუქარა მაინც იგრძნო ვაჟმა.
- ასე მიცნობ?! თუ არ მენდობი, მოისმინე საუბარი? - უტიფრად უმზერდა ვაჟი.
- გენდობი თორნიკე, და იმედია ამ ნდობას არ გამიცრუებ! - ღრენით კბილებს შორის გამოსცრა მამაკაცმა.
თუმცა თორნიკე მას აღარ უსმენდა, მამა ნიკოლოზის ნომერს კრეფდა.
კარგა ხანს გადიოდა ზუმელი, მოძღვარს ან არ ესმოდა ან დაფარულ ნომერს არ პასუხობდა, მაინც არ ნებდებოდა ვაჟი, ჯიუტად რეკდა და რეკდა.
რამდენიმე დღე მონასტერს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა, კარგახნის დამჯდარი მობილური ტელეფონი დასამუხტად მიეერთებინა ნიკოლოზს, თავად კი
მონასტრის ეზოში მამაოებს ესაუბრებოდა. თმა გასჭაღარავებოდა წინამძღოლს, თეთრი წვერი მკერდზე ეფინებოდა, თუმცა ისევ ძველებურად გამართული, მისი ბუბუნა ხმით მოძღვრავდა და რჩევებს აძლევდა ბერებს.
ტელეფონის ხმა ეზოშივე გაიგონა.
- მე შევალ და იქ ვუპასუხებ! - მხარზე ხელი დაადო და ისე შეაჩერა ტელეფონის მოსატანად შემართული ახალგაზრდა ბერი. შავოსნებს ბოდიში მოუხადა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა კელიისკენ. ის-ის იყო ტელეფონის გათიშვას აპირებდა თორნიკე, რომ ზუმერი შეწყდა და მეორე მხრიდან ამდენი ხნის მონატრებული ხმაც გაისმა:
- გისმენთ!
მოძღვრის ხმის გაგონებაზე ძარღვებში დაუარა სითბომ. უნებურად ცრემლები მოაწვა ვაჟს. კარგად ხვდებოდა, რომ ამ სიტუაციაში ერთად-ერთ რეალურ იმედად მხოლოდ ნიკოლოზი დარჩენოდა.
- მამაო! - ხმა გაბზარვოდა თორნიკეს.
აშკარად არ ელოდა მის ზარს მოძღვარი. სხვა დროს ალბათ, გაუხარდებოდა კიდეც მისი ხმის გაგონება, მაგრამ ამჯერად დაიძაბა. ზედმეტად კარგად იცნობდა ჯიუტ აღზრდილს, მონანიების გამო ტელეფონზე რომ არ დაურეკავდა იმასაც ხვდებოდა. ამდენი წლის შემდეგ რისთვის მიეწერა ვაჟის უცაბედი გამოჩენა ვეღარ ხვდებოდა. გონებამ სულ რამდენიმე წამში გადახარშა ყველა სავარაუდო ვერსია, თუმცა პასუხამდე მაინც ვერ მივიდა.
- მშვიდობაა?! - ხმა გაბზარვოდა მღელვარებისგან მოძღვარს.
- მჭირდებით. ჩვენ ორივეს გვჭირდებით!...- თითქმის ჩურჩულებდა, თუმცა ნიკოლოზმა მაინც გაიგონა.
ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა მოძღვარს, კარგად ახსოვდა აღზრდილის „ჩვენ“ ვის ეკუთვნოდა, მისი მუდარა ბავშვობიდანვე მხოლოდ ენე-ნეს უკავშირდებოდა, ახლაც მისთვის ითხოვდა, მისთვის უხმობდა.
- გააფრთხილე ბადრაგი, ორ საათში მანდ ვიქნები და ზიარებაზეც გამოხვალ!
- გმადლობთ! - უკვე გათიშულ ტელეფონში უთხრა ქართველიშვილმა.

№1 სტუმარი Guest Nita

Sascauli gogo xar shen. Vkitxulobdi da filmis fragmentebivit vxedavdi titkos. :-*

№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჩემი მამა ნიკოლოზიი როგო რმიყვარს. გამიხარდა რომ დაბრუნდა!!!!!
ის სისტემა რაც ჩამოყალიბებული აქვტ ამათ თუმდაც ჯუმბერს და თავმჯდომარეს. ამორალურია. საკუთარი თავის გადასარჩენად რმადენი სიცოცხლე გაწირეს ვინ დაითვლის. დარწმუნებული ვარ ელენესაც გაწირავენ ოღონდ არ გახმაურდეს!!!
ჭკვიანი კაიცა ირაკლი და მომწონს როგორც პერსონაჟი. ასეთივე თვალსაზრისით უფრო მეტს მოველი ჯუმბერისა დ ათავვმჯდომარისგან. არ მჯერა რომ ასე უბრალოდ იქნებიან და არაფერს გაააკეთებენ!!!
ძაან მაგარი ავტორი ხარ და მოუთბენლად გელი!!!

№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეეე დამბურძგლა. რამხელა ძალა აქვს მამა ნიკოლოზს. თორნიკეს და მამაოს დიალოგი მომეწონა ძალიან.
უკვე დაიწყო თორნიკემ აქტიურობა და მომწონს.
ისე უფრო დიდი თავი ჯობია დადო, უფრო დიდი ინტერვალით.კარგი იყო ძალიან

№4  offline წევრი ვიპნი

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები,მაგრამ ეს ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემთან,იმიტომ ,რომ ჩემი მეუღლე პატიმარია,ამ უდოს კომისებზე რა ხდება კაცმა არ იცის,ისეთი აბსურდული მიზეზების გამო არ უშვებენ უნდა იცინო სატირალი ,რომ არ იყოს :( გელოდები ,ძალიან საყვარელი და კარგი ხარ :*

№5  offline წევრი ნინუცი

რა დაელოდება ახლა ახალ თავს... გული ვეღარ მითმენს. ვეღარ ვითმენ.თამ მინდა დროზე გავიგო ბოლო და თან ეს ისტორია რომ დამთავრდეს არ ვიცი რა მეშველება... თითქოს მეც ცოტა მაშინებთ ჩემი თხოკო. ისე ბავშურად აღარ მიყვარს. გაიზარდა ძალიან და უფრო მოწიწება მაქვს მის მიმართ თუ შიში არ ვიცი.თითქოს თხოკოც აღარ უხდება მარა მაინც ჩემი თხოკოა ეგ. იმედია მალე დაბრუნდება ისევ ისეთი გიჟი, თბილი და მხიარული თხოკორო ენენესთან და ბიჭებთან. ვვენ გელოდებით როდის გამოხვალ ძმააო

№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ეს რა თავი იყო..
გიგა გიგაური ხომ ლიკას მკვლელია და თორნიკეს მშობლების მკვლელობაც ხომ მან დაავალა? აი ახლა კი გამოჩნდა მთავარი ძაფი, მგონი ამის მერე იწყება ყველაზე მთავარი მოვლენები...
ისე ველოდები ახალ თავს ისე რომ არ ვიცი... იმედია მალე დადებ...
სიტყვები არ მყოფნის ანა. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. ასეთი დახვეწილი, თანმიმდევრული და საინტერესო ისტორია ძალიან იშვიათია საიტზე... იმდენად მიიზიდე მკითხველი და მონუსხე რომ ყოველი თავის ატვორთვას სულმოუთქმელად ველით... საუკეთესო ხარ...

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Nita
Sascauli gogo xar shen. Vkitxulobdi da filmis fragmentebivit vxedavdi titkos. :-*

სასწაულები თქვენ ხართ, უღრმესი მადლობა smile

nawkas12345
ჩემი მამა ნიკოლოზიი როგო რმიყვარს. გამიხარდა რომ დაბრუნდა!!!!!
ის სისტემა რაც ჩამოყალიბებული აქვტ ამათ თუმდაც ჯუმბერს და თავმჯდომარეს. ამორალურია. საკუთარი თავის გადასარჩენად რმადენი სიცოცხლე გაწირეს ვინ დაითვლის. დარწმუნებული ვარ ელენესაც გაწირავენ ოღონდ არ გახმაურდეს!!!
ჭკვიანი კაიცა ირაკლი და მომწონს როგორც პერსონაჟი. ასეთივე თვალსაზრისით უფრო მეტს მოველი ჯუმბერისა დ ათავვმჯდომარისგან. არ მჯერა რომ ასე უბრალოდ იქნებიან და არაფერს გაააკეთებენ!!!
ძაან მაგარი ავტორი ხარ და მოუთბენლად გელი!!!

სიმართლე გითხრა, ცოტა მეუცნაურა ირაკლის ქება, თუმცა ვაღიარებ უჭკუო ადამიანი მსგავს სქემას ვერც დასახავს და ვერც იმოქმედებს. არ ვიცი თავმჯდომარეს და ჯუმბერს მე ვერ შევაფასებ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, ვნახოთ რამდენად გაწირავენ ელენეს. თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ტვინით ბრძოლასთან შედარებით, ბევრად იოლია ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა. ვნახოთ აბა რას მოიფიქრებენ ჩვენი პერსონაჟები, იქნებ გამოგისწორდეთ კიდეც შეხედულება ძალოვან სტრუქტურის თანამშრომლებთან დაკავშირებით

№8 სტუმარი ნეილო

ანა, სულ ჟრუანტელი მივლიდა,განსაკუთრებით ბოლო ნაწილზე.

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Chikochiko
ვაიმეეე დამბურძგლა. რამხელა ძალა აქვს მამა ნიკოლოზს. თორნიკეს და მამაოს დიალოგი მომეწონა ძალიან.
უკვე დაიწყო თორნიკემ აქტიურობა და მომწონს.
ისე უფრო დიდი თავი ჯობია დადო, უფრო დიდი ინტერვალით.კარგი იყო ძალიან

ვაღიარებ საეკლესიო ცხოვრებისგან საკმაოდ შორს ვარ, რეალურად თავს მორწმუნესაც კი ვერ ვუწოდებ.იმდენად ფაქიზი და სათუთი თემაა ჩემთვის ეკლესია, ძალიან ვფრთხილობ ნიკოლოზის პერსონაჟთან. ყოველთვის დაძაბული ველი ტქვენს კომენტარებს მამაოსთან დაკავშირებით. თქვენი დადებითი შეფასება კი უზომოდ მახარებს და ფრთებს მასხამს. kissing_heart რაც შეეხება მოზრდილ თავებსა და იშვიათად დადებას, მიუხედავად მისი სიმცირისა ეს თავი მაინც ამ ეპიზოდზე დასრულდებოდა. ამჯერად ამ ისტორიის ყველაზე რთულსა და საპასუხისმგებლო თავზე ვართ მისული, თუ რატომ ამას თქვენვე მიხვდებით.

ვიპნი
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები,მაგრამ ეს ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემთან,იმიტომ ,რომ ჩემი მეუღლე პატიმარია,ამ უდოს კომისებზე რა ხდება კაცმა არ იცის,ისეთი აბსურდული მიზეზების გამო არ უშვებენ უნდა იცინო სატირალი ,რომ არ იყოს :( გელოდები ,ძალიან საყვარელი და კარგი ხარ :*

გული მატკინა შენმა კომენტარმა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ მეუღლეს მალე ნახავ განთავისუფლებულს. heart_eyes რაც შეეხება უდოს კომისიას, ამ ისტორიაში დასახული სქემა, მთლად მოგონილი არაა. არ მინდა კრიტიკაში გამოვიდეს, მაგრამ იქ დაწერილი განცხადებების 90% ფაქტიურად ადრესატამდე ვერც აღწევს.

უცნობი ქ
ვაიმე ეს რა თავი იყო..
გიგა გიგაური ხომ ლიკას მკვლელია და თორნიკეს მშობლების მკვლელობაც ხომ მან დაავალა? აი ახლა კი გამოჩნდა მთავარი ძაფი, მგონი ამის მერე იწყება ყველაზე მთავარი მოვლენები...
ისე ველოდები ახალ თავს ისე რომ არ ვიცი... იმედია მალე დადებ...
სიტყვები არ მყოფნის ანა. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. ასეთი დახვეწილი, თანმიმდევრული და საინტერესო ისტორია ძალიან იშვიათია საიტზე... იმდენად მიიზიდე მკითხველი და მონუსხე რომ ყოველი თავის ატვორთვას სულმოუთქმელად ველით... საუკეთესო ხარ...

სალო kissing_heart ნამდვილად სწორი შენიშვნაა, წინ ურთულესი, მგონი ზედმეტად საინტერესო თავიც გველის, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურად. წინასწარ ვემზადები მორალურად. kissing_heart

ნეილო
ანა, სულ ჟრუანტელი მივლიდა,განსაკუთრებით ბოლო ნაწილზე.

ნიკოლზსა და თორნიკესთან სხვაგვარად შეუძლებელიცაა... მეც კი ვაღიარებ, რომ ნიკოლოზის მსგავსი დადებითი და სრულყოფილი პერსონაჟი არ შემიქმნია. kissing_heart

№10  offline წევრი tatia27

ასე მგონია ფილმს უყურებ, თითოეულ პერსონაჟს ისე აღვიქვამ, ისე ნათლად და მკაფიოდ აღწერ , უმაგრესი ხარ ანა და ყოველ თავს მოუთბენლად ველოდები <3

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

tatia27
ასე მგონია ფილმს უყურებ, თითოეულ პერსონაჟს ისე აღვიქვამ, ისე ნათლად და მკაფიოდ აღწერ , უმაგრესი ხარ ანა და ყოველ თავს მოუთბენლად ველოდები <3

ძალაინ დიდი მადლობა kissing_heart kissing_heart kissing_heart

№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

უცნობი ქ
ვაიმე ეს რა თავი იყო..
გიგა გიგაური ხომ ლიკას მკვლელია და თორნიკეს მშობლების მკვლელობაც ხომ მან დაავალა? აი ახლა კი გამოჩნდა მთავარი ძაფი, მგონი ამის მერე იწყება ყველაზე მთავარი მოვლენები...
ისე ველოდები ახალ თავს ისე რომ არ ვიცი... იმედია მალე დადებ...
სიტყვები არ მყოფნის ანა. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. ასეთი დახვეწილი, თანმიმდევრული და საინტერესო ისტორია ძალიან იშვიათია საიტზე... იმდენად მიიზიდე მკითხველი და მონუსხე რომ ყოველი თავის ატვორთვას სულმოუთქმელად ველით... საუკეთესო ხარ...

ეგაა და ელეთმელეთი დამემართა სა ხევსურიო რომ წავიკითხე,აქამდე არც დავკვირებივარ.არ მინდა თორნიკემ კიდევ ერთხელ გადაიმტეროს გიგაურები,საკმარისი სისხლია უკვე.ანა გვაწვალებს,რა მოითმენს ახლა ახალ თავამდე.
--------------------
ლანა

№13  offline წევრი Mariamch

რა გულში ჩამწვდომი თავიაააა❤❤❤

№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
უცნობი ქ
ვაიმე ეს რა თავი იყო..
გიგა გიგაური ხომ ლიკას მკვლელია და თორნიკეს მშობლების მკვლელობაც ხომ მან დაავალა? აი ახლა კი გამოჩნდა მთავარი ძაფი, მგონი ამის მერე იწყება ყველაზე მთავარი მოვლენები...
ისე ველოდები ახალ თავს ისე რომ არ ვიცი... იმედია მალე დადებ...
სიტყვები არ მყოფნის ანა. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. ასეთი დახვეწილი, თანმიმდევრული და საინტერესო ისტორია ძალიან იშვიათია საიტზე... იმდენად მიიზიდე მკითხველი და მონუსხე რომ ყოველი თავის ატვორთვას სულმოუთქმელად ველით... საუკეთესო ხარ...

ეგაა და ელეთმელეთი დამემართა სა ხევსურიო რომ წავიკითხე,აქამდე არც დავკვირებივარ.არ მინდა თორნიკემ კიდევ ერთხელ გადაიმტეროს გიგაურები,საკმარისი სისხლია უკვე.ანა გვაწვალებს,რა მოითმენს ახლა ახალ თავამდე.

რას იზამთ, თქვენი წვალება ერთი სიამოვნებაა smile

Mariamch
რა გულში ჩამწვდომი თავიაააა❤❤❤

დიდი მადლობა kissing_heart kissing_heart kissing_heart

№15  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორი დაძაბული თავი იყოო..და ამავდროულად ნიკოლოზის სიტყვები ისეთი ძლიერი და გულში ჩამწვდომი იყოო.დავიწვიი თორნიკეს საცოდაობით ისეე მინდა მალე მიუზღვას ვინც რას იმსახურებს ოღონდ ისიც არ მინდა ახალი დანაშაული და ახალი ცოდვა აიკიდოს .იმედია გეგმა გაამართლებს და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროოა და თორნიკეც მალე გამოვა ციხიდან.ისეე საოცრად კარგად წერ ისეთი ძლიერი ხარ ყველა სიტყვა გულში წვდება ხასიათს მიცვლის და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ კარგა ხანს ხოლმეე ძალიან ძალიან კარგი ხარ.

№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡

ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო.უზომოდ მიხარია, რომ მოგწონთ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent