შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეთოთხმეტე თავი)


21-06-2017, 19:04
ავტორი murachashvili
ნანახია 4 301

თითქმის ოცდაათი წელი სრულდებოდა რაც ნიკოლოზი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობდა. ერისკაცობისას ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს მისი ნებით შეიმოსებოდა, უარს იტყოდა იმ სიამოვნებებზე, რასაც ცხოვრება ჰპირდებოდა, ალბათ, სასაცილოდ არ ეყოფოდა. თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. არ უნანია, ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი საკუთარი მოქმედების სისწორეში. ტაძრის კედლებში მოიპოვა ეგზომ ნანატრი სიმშვიდეც და თავისუფლებაც. იქვე ასწავლეს მოთმინებაც და პატიებაც.
ღრმად სჯეროდა, რომ არ არსებობდა უპატიებელი ცოდვა. ყოველ შემთხვევაში დღემდე მრევლსაც ამას უქადაგებდა. იქნებ უნდოდა კიდეც ასე ყოფილიყო, თუმცა ახლა, როცა ციხის შეხვედრების ოთახში მაიკოსთან ერთად გიგაურის გამოჩენას ელოდა, გრძნობდა, რომ მისი მცდელობა უბრალო თავის მოტყუება ყოფილა. ისევ პირვანდელივით სტკიოდა, ისევ მძაფრად ბობოქრობდა გულში სიძულვილი და შურისძიების სურვილიც არ აძლევდა მოსვენებას. საკუთარ ფიქრებში ჩაძირულს იქვე მჯდომი უჩვეულოდ გაჩუმებული მაიკოც არ ავიწყდებოდა. პერიოდულად გახედავდა ხოლმე მობუზულ, აცახცახებულ ქალს. ეშინოდა გიგაურის, არა, უფრო ბრაზი მოსდიოდა, რომ ვერ შესძლო, მოიუხედავად მონდომებისა, მაინც ვერ შეძლო მისგან მიყენებული ტკივილის დავიწყება.
ოდნავ შეირხა მაიკო, თვალები დაძაბულობისგან დაქაჩა, როგორც კი კოლიდორიდან შემოსული მძიმე ნაბიჯების ხმა კარებთან შეწყდა, რკინის ურდულმა უსიამოვნოდ გაიღრჭიალა და ბადრაგის თანხლებით გიგაც გამოჩნდა.
სამი წყვილი თვალი ერთმანეთს აკვირდებოდა. უსიტყვოდ აფასებდნენ, უსიტყვოდ წონიდნენ. საშუალო სიმაღლის, ოდნავ ბეჭებში მოხრილი გიგაური აშკარად არ ელოდა საკანში ნიკოლოზთან ერთად ქალის დანახვას. ცივი, მინისებური მზერით შეავლო თვალი სტუმარს. მიუხედავად გავლილი წლებისა, მაინც იცნო დაუპატიჟებელი სტუმარი. უდაოდ ძნელი იყო დავიწყება, გუშინდელი დღესავით ახსოვდა შეყვარებული ძმა როგორ უამბობდა და აჩვენებდა მაიკოს ფოტოს. მერე რა, თუ არ შედგა მათი ურთიერთობა?! გიგაურისთვის ის მაინც მისი ძმის რჩეულად დარჩა, ერთად-ერთ ქალად, რომელიც მის ძმას ცხოვრების აზრად ჰქცეოდა.
დამამთავრებელ კლასში მყოფი მეგობრებთან ერთად, ექსკურსიაზე ხევსურეთში, მუცოს ხეობას სტუმრობდა მაიკო. სწორედ იქ ნახა ქალმა პირველად დოღში მონაწილე უმცროსი გიგაური. შავი გრუზა თმები ფაფახივით დაჰყროდა შუბლზე. მის ველურ ბუნებას შერწყმოდა შავი ბედაურიც. თვალებს აკვესებდა ვაჟი. ცხენი და მამაკაცი ერთ არსად ქცეულიყვნენ. ლიდერობას მიჩვეულნი პირველობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. აღტაცებული უმზერდა მაიკო გამარჯვებულებს.
ხალხის ბრბოსგან უცნობი ქალიშვილის გამორჩევა არ გასჭირვებია. სწორედ მაშინ მიისაკუთრა სიფრიფანა გოგონა.
თავიდანვე ხვდებოდა გიგა, რომ ამ ურთიერთობას მომავალი ვერ ექნებოდა. ზედმეტად ნაზი და განებივრებული მაიკო ზედაც არ უყურებდა აჩრდილად ქცეულ უმცროს გიგაურს. ეცნო და ზედმეტადაც კი ეტკინა მაშინ უმცროსი ძმის სიყვარული. გოგონას მზერაში იყო რაღაც, რაც უზომოდ აგონებდა ლიკას.
- საბედისწერო ქალი ჩანს, ასეთი ქალისგან შორს უნდა გადგე!... - მაშინ სასტიკ განაჩენად მოეჩვენა ძმის სიტყვები უმცროს გიგაურს.
- შენ ასე მოიქცეოდი? - ინტერესით ჩაეკითხა მაშინ უმცროსი.
- ვერ შევძელი და კი ხედავ შედეგს. - ირონიულად გაეცინა - შენ კი უნდა შეძლო... -ისევ ბრძანებასავით ჟღერდა გიგას სიტყვები.
- უმისობა ჩემთვის სიკვდილია, ჯოჯოხეთი. - თავი დახარა ვაჟმა.
- უნდა დაივიწყო, სხვა გზა არ გაქვს, შენთვის, ჩემთვის, ყველა ჩვენგანისთვის.... - ისევ მისას იმეორებდა გიგა.
- არ შემიძლია, უმისოდ ყოფნას ვერ გადავიტან!... - მუდამ ამაყს, ძმისთვის მზერა არც ამჯერად აურიდებია.
შემდეგ? თითქოს რაღაც მომენტში დაუთმო მაიკომ, თითქოს მიიღო კიდეც ვაჟის სიყვარული. უმცროსმა ძმამ მისი სიხარული ისევ უფროსს გაუზიარა. ბედნიერი იყო მაშინ გიგა, იფიქრა კიდეც, რომ გოგონას შეფასებისას შეცდა, რაღაც მომენტში დაიჯერა კიდეც, რომ გიგაურებსაც ჰქონდათ სიყვარულის უფლება, რომ ის რაც ვერ მოახერხა უფროსმა ძმამ, როგორც იქნა უმცროსმა შეძლო.
თუმცა, შეცდა უმცროსი, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა ვერა და ვერ შეაყვარა თავი მაიკოს, ზუსტი მიზეზი მათი დაშორების არ იცოდა გიგამ და არც არასდროს უკითხავს.
ახლა უმზერდა ყოფილ სარძლოს და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო მისი ძმის ცხოვრება მაიკოს რომ იგივე გრძნობით ეპასუხა.
ტკივილით უმზერდა ქალიც. ფრაგმენტებად უტივტივებდა მოგონებები, ასე საგულდაგულოდ რომ ჩქმალავდა წარსულში და ივიწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ზედმეტადაც კი იზიდავდა ვაჟი, მისი ველური, დაუმორჩილებელი ბუნება ყოველთვის აფრთხოვდა ქალს. მალევე მიხვდა, რომ დენთივით ფეთქებადსა და ეჭვიან მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებოდა. იქამდე გადაწყვიტა დაშორება, ვიდრე მათი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა. მსუბუქი ფლირტი, რომელიც სულ რაღაც მეგობრების წრეში ორიოდე პაემანს მოიცავდა იოლად, ყოველგვარი დანანების გარეშე გაიმეტა დასანგრევად, თუმცა ასე მხოლოდ მაიკოს ემარტივებოდა. ერთი შეხედვით მსუბუქი ინტრიგა უმცროსი გიგაურისთვის ნამდვილ, დამანგრეველ, საბედისწერო სიყვარულად ქცეულიყო, ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაეწყვიტა და სულაც არ აპირებდა მისი ცხოვრებიდან გაქრობას.
მეგობრებთან ერთად მიიღო ყველაზე საბედისწერო, ყველაზე დამანგრეველი გადაწყვეტილება უმცროსმა. ამჯერად აღარ მისულა ძმასთან, აღარ გაუმხელია გულისნადები. იცოდა, წინასწარვე იცოდა გიგაურმა, რომ მაიკოს ვერ დაიმორჩილებდა, ვერც თავს შეაყვარებდა, მაგრამ მაინც გარისკა. ხევსურეთში გაიტაცა გოგონა. მთაში ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში გადამალეს ბიჭებმა ძვირფასი ნადავლი. ტირილიტა და კივილით დაღლილი მაიკო შიშისგან ცახცახებდა, თუ ყინვა გასჯდომოდა ძვლებში ვეღარ ხვდებოდა. ერთად-ერთი რაც მაშინ უმცროს გიგაურს თავში უტრიალებდა ურჩი და ჯიუტი არსების მორჯულება გახლდათ. აღარ ახსოვდა აღარც სიყვარული, აღარც სინაზე.
უმზერდა აცახცახებულს, ამდენი ტირილისგან სახე დასიებულს და საკუთარი თავი სძულდა უმცროს გიგაურს, მუდამ ქალების ყურადღებით განებივრებულს ახლა სიყვარულის მათხოვრობა რომ უწევდა. საკუთარი თავი ხომ სძულდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ახლა ეს დაბეჩავებული ქალიც სძულდა. დიახ, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა ერთი ადამიანის მიმართ თუ შეეძლო ასეთი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობების ქონა.
ყველაფერში უნორმო იყო გიგაური, სიყვარულშიც, სიძულვილშიც. რომ გეკითხათ დაუფიქრებლად გეტყოდათ, რომ ცხოვრებაში მაიკოზე მეტად არავინ ჰყვარებია, თუმცა ახლა სძულდა კიდეც. იმ ავადმყოფური სიყვარულის გამო, მისი დავიწყების საშუალებას რომ არ აძლევდა. ესოდენ მწველი თვალების გამოც, მისი მუდამ წითელი ტუჩების გამოც და საერთოდ, რომ არსებობდა ამიტომაც. რა დალევდა სიძულვილის მიზეზს.
გაღიზიანებულმა გოგონა ოთახში გამოკეტა და თავად მეგობრებთან გავიდა საქეიფოდ. რკინის ზამბარიან ლოგინზე ემბრიონის პოზაში იწვა მაიკო და ისე ტიროდა, როგორც იქნა დაიღალა ამდენი ვაებით, ვერც კი გაიგო როდის ჩაეძინა.
უმცროსი გიგაური კი მეგობრებთან ერთად ლუდსა და ანწლის არაყს მიირთმევდა. ნაბახუსევს კიდევ ერთხელ მოუნდა მაიკოს ნახვა. ბიჭებმაც შეაგულიანეს:
- ქალწულობას რომ დაკარგავს, სახლში დაბრუნებას ვეღარ გაბედავს, მონატაცები და შეცდენილი ვის რაში სჭირდება, აქეთ შეგეხვეწება ცოლად მოყვანას! - გველივით უსისინებდა ერთ-ერთი.
უმზერდა დამშვიდებულს, ისევ ძველებურად ლამაზს, ესოდენ სასურველს და თავს ვერ ერეოდა, იმდენად უნდოდა მისი მოფერება, ფრთხილად შეეხო, მთელი სინაზე ამ ერთ შეხებაში ჩააქსოვა. დენდარტყმულივით წამოვარდა ქალი, შეშინებული, გაავებული უმზერდა წინ მდგომს. ისევ გაიწია მისაფერებლად გიგაურმა, თუმცა ქალი დაუსხლტა, ახლოს არ იკარებდა, აფთარივით იცავდა თავს, აქეთ-იქით აწყდებოდა კუთხეებს, თუმცა დაიღალა, აღარც ბრძოლის თავი ჰქონდა, აღარც წინააღმდეგობის, მოდუნდა, მუხლებზე დაეშვა. ხელში აიყვანა გიგაურმა ბუმბულივით მსუბუქი ქალი. ველური ჟინით უკოცნიდა სახეს. წამში შემოაძარცვა თხელი ქვედაბოლო, დიდად არც საცვლების გახდაზე უწვალია. დედიშობილა დარჩენილი გოგონა ხელებით ცდილობდა სხეულის სასირცხვო ნაწილების დაფარვას, თუმცა ისევ უშედეგოდ, როგორც იქნა აისრულა საწადელი გიგაურმა თითქმის გათიშულ ქალთან.
ამჯერად ცივი, უემოცი სახით უმზერდა საძულველ მამაკაცს და ცრემლიც აღარ სდიოდა თვალებიდან, აღარც ეზიზღებოდა, აღარც სძულდა, უბრალოდ ეცოდებოდა, ყველაზე მეტად სტკიოდა მისი დაკარგული ქალწულობა, დანგრეული ცხოვრება, ყველაფერი ერთად სტკიოდა და საბოლოოდ ანგრევდა.
- ასე ნუ მიყურებ, გესმის, ასე ნუ მიყურებ! - ქალის თვალებში დანახულმა სიბრალულმა დაფრთხო გიგაური.
- ბარემ მომკალი! - მუდარით უმზერდა სიამაყე წართმეული გოგონა.
- შემიყვარე მაიკო, გთხოვ... ოღონდ შემიყვარე და დედას გეფიცები, შენს თავს ვფიცავარ შენზე ბედნიერი ქალი არ ივლის ამ ქვეყნად... - ქალთან მუხლებზე დადგა გიგაური.
ირონიულად უმზერდა გოგონა საკუთარივე მოქმედებით განადგურებულ მამაკაცს.
- მძულხარ. მთელი არსებით, მთელი გულით და სასჯელად ეს სიძულვილიც გეყოფა! - უკანასკნელი იარაღი, გესლი და ღვარძლი არ დაიშურა ვაჟისთვის.
და, ისევ შეცდა გიგაური, სიყვარულის მათხოვარმა მთელი ძალით მოუქნია ხელი. თუმცა გოგონას სულაც არ სტკენია მისი დარტყმული. გონებამ მისითვე მიიღო გადაწყვეტილება. გრძნობა დაკარგულს არაფერი ახსოვდა.
გამთენიისას მოვიდა გონს. მთელი სხეული სტკიოდა, დაჟეჟილი მუხლები ძლივს გამართა. დაძაბული, გაფითრებული სახით უმზერდა წინა ღამის ორთაბრძოლის შედეგად სახე დაკაწრული, გამოფხიზლებული გიგაურიც. იქვე იდგნენ მისივე მეგობრებიც.
- შეგიძლიათ იამაყოთ ქალბატონო მაიკო. რადგან გათხოვება არ ისურვეთ, უფრო დიდი ბედნიერების მოზიარეც გახდით... - ირონიულად შესცინა ერთ-ერთმა და ურხვად შეათვალიერა თითქმის შიშველი ქალი.
- რას გულისხმობს? - გონებამ მყისვე შემოჰკრა განგაშის ღილაკი, შეშინებული უმზერდა წინ მჯდომ გიგაურს.
- ერთის ნაცვლად სამთან გაატარე პირველი ღამე. ასეთ ორგიებზე ხალხი ოცნებობს. - ისევ იღრიჭებოდა ერთ-ერთი.
ცივი თვალებით გახედა გიგაურმა ალაზღანდარებულ მეგობრებს.
- მაიკო, გთხოვ. ყველაფერს დავივიწყებ. დედას გეფიცები ამ ღამეს საერთოდ არ გავიხსენებ, ოღონდ დამთანხმდი, ოღონდ...
- შენი ძმაკაცების ნახმარი?! - სიმწრისგან ისტერიულად ხარხარებდა მაიკო - არაკაცო, შეუძლებელია! - საბრალოდ ღმუოდა ქალი. სხეულზე დარჩენილ საღ ნაწილებს იხოკავდა, თავადვე იკაწრავდა - ასე როგორ გამიმეტე, ასე როგორ...
თავდახრილი იჯდა მაიას საცოდავობით არანაკლებ განადგურებული გიგაური. ორმაგად სძულდა ქალს, ორმაგად ეზიზღებოდა თითეოული. წამითაც არ უფიქრია მისი ბინძური წინადადების მიღება. აზრადაც არ გაუვლია. გაჭირვებით აითრია წელი. შემოძონძილი ტანისამოსი შეძლებისდაგვარად შეისწორა და იმ დაწყევლილი სახლიდან წამოვიდა.
ალბათ, უცნაურია, მაგრამ მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თავისუფლად გამოუშვეს ბედის ანაბარად დარჩენილი გოგონა.
ასე მარტოდ-მარტო უცხო მხარეში, ბილიკ-ბილიკ მილასლასებდა და მიდიოდა კაცმა არ იცოდა სად. ზოგჯერ ვარდებოდა, მაგრამ ადგომას მაინც ახერხებდა. ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს, მაგრამ ვერც სახლებს ხედავდა, ვერც ხალხს. მხოლოდ უსაშველოდ აწვერილი კლდეები და გადაჭიმული უღრანი ტყე. სადღაც შორიდან უცნაური ნადირის ღმუილი მოესმა, იქნებ ძაღლიც იყო, მაგრამ შეშინებულ ქალს ყველაგან პირდაღებული მგელი ელანდებოდა, შიშით გაჩერებასა და სულის მოთქმასაც ვერ ბედავდა, იმ წყეული სახლისგან რაც შეიძლება შორს უნდა გაქცეულიყო. დროის აღქმის უნარი მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა როცა შიმშილისგან მუცელი აეწვა. ახლაღა შენიშნა, რომ უკვე ბინდდებოდა, სულ ცოტაც და დაღამდებოდა. თავად კი ისევ უღრან ტყეში დაბოდიალობდა. სასოწარკვეთილი მუხლებზე დაემხო, ბევრიც არ აკლდა პანიკაში ჩავარდნამდე.
- ასეთი რა დავაშავე? რა? - ვინ იცის მერამდენედ კითხულობდა.
საპასუხოდ სმენას ოდნავ მოსწვდა შორიდან მოსული დედო ზარის ხმა. არ კი იცოდა, საიდან ჰქონდა კიდევ ენერგია, ინსტინქტურად წამოვარდა და ხმას მიჰყვა.
სადღაც შორს რეკდა ეკლესიის ზარი. უკვე დაბნელდა, უცნაური ღამე იყო. უმთვარო, უვარსკვლავო, უკუნ სიბნელეში გზის გაკვლევა ჭირდა, თუმცა გოგონა მაინც მიიწევდა წინ. წყლის ხმით ხვდებოდა, რომ ახლოს მდინარე მიედინებოდა. სადღაც შორს ოდნავ ბჟურავდა სინათლეც, სწორედ იმ ნათებისკენ მიდიოდა ქალიშვილიც. მხოლოდ მოგვიან მიხვდა, რომ ნათება მოძრაობდა, პერიოდულად ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. სმენა დაძაბა, ახლაღა გაიაზრა, რომ მკრთალი სინათლე გაღმა, ოღროჩოღრო გზაზე მიმავალ ავტომობილს ეკუთვნოდა.
- თუ საავტომობილო გზაა, სადღაც სოფელიცაა!.. - როგორც იქნა გადარჩენის იმედიც გაუჩნდა მაიკოს.
დაღმართს დაუყვა, წყლის ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა. არადა წყალგაღმა იმედად ჩანდა გზა. ქვანაყარი ბილიკებით ჭალაზე ჩავიდა.
- როგორმე უნდა გადავიდე, როგორმე უნდა... - საკუთარ თავს თავადვე ამხნევებდა.
- ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ ცივ მდინარესთან გამკლავება შესძლოთ, მით უმეტეს რამდენიმე ნაბიჯში წყალზე გადასასვლელი ხიდიცაა! - მამაკაცი ხმის გაგონებისას უნებურად შეჰკივლა ქალმა.
იმდენად მოულუდნელი იყო იქ ანაფორით შემოსილი, თბილად მომღიმარი მამაოს ხილვა, რომ თავიდან მოჩვენებაც კი ეგონა. ასე შეხვდნენ პირველად მონასტრისკენ მიმავალ ნიკოლოზი და მაიკო. ასე მიიყვანა თავშესაფარში.
- რა იქნებოდა მაშინ რომ არ შემხვედროდა?! - მადლიერებით გახედა გვერდით მჯდომ აწ უკვე ორმოცდაათ წელს გადაცილებულ მოძღვარს.
სიჩუმით გაბეზრებულმა გიგაურმა თავადვე დაარღვია დუმილი:
- უცნაურია ამდენი წლების შემდეგ ჩვენი შეხვედრა, ორმაგად უცნაური კი ამ ქალბატონის აქ ყოფნაა. რას მივაწერო ამდენი სიხარული, ჩემო ნიკოლოზ?!
- კარგად თუ დააკვირდები, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ მოგეჩვენება უცნაურად, ალბათ ჩვენი ერთად ჯდომა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება... - მამაკაცის ირონიულ ტონზე ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მამაოს.
- დაბერებულხარ ნიკოლოზ, ქარაგმებით საუბარიც დაგიწყია...
- რომ გითხრა შენ ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებიო, ზედმეტად პირფერი ვიქნები?! - ირონიაში არ ჩამორჩა ნიკოლოზიც.
- შენთან ალეგორიებით საუბარს არ ვაპირებ, სათქმელზე გადადი, ნიკა!
- აქ მარტივი მიზეზით ვართ მოსული. გავიგე, ისევ ძველ ხელობას დაბრუნებიხარ...
- რა ხელობას?!
- ქალთა მკვლელობას! - ირონიულად გაუცინა მოძღვარმა - პირველი მკვლელობისას მიზეზად ეჭვიანობა მოიტანე, ყოველ შემთხვევაში თუ სწორად მახსოვს სასამართლოში შენ საქციელს ასეთი ახსნა მოუძებნე. ახლა?!
- ვერ გავიგე, რაზე მელაპარაკები?! - თავი გამოიშტერა გიგამ.
- ვითომ?! თავს ტყუილად ხომ არ იკატუნებ?!.. - ისევ გამომცდელად უმზერდა ნიკოლოზი.
- აქაოდა ანაფორა მაცვიაო, გგონია ყველას ჭკუას უნდა ასწავლიდე?! კარგად გიცნობ ნიკა. როგორც არ უნდა შეინიღბო, როგორც არ უნდა შეიმოსო ისევ ის ხარ. შენი ფარისვლური ღიმილით ვერ მომატყუებ. - შეურაცყოფაზე გადავიდა გიგაური.
- არც ვაპირებ შენთვის ჭკუის დარიგებას. - ხმა გაუკაცრდა მოძღვარს - უბრალოდ მინდოდა მენახა, როგორ გამოიყურება ერთად-ერთი ძმის შვილის მოღალატე ადამიანი.
- საბოლოოდ გაგიჟდი ხომ, რომელ ძმიშვილზე ლაპარაკობ? - დენდარტყმულივით ადგილიდან წამოხტა გიგაური.
- იმ ძმიშვილზე, ახლა „რეზბალნიცაში“ დალილავებული რომ წევს. იმ ძმიშვილზე, მაიკომ შენი ძმისგან რომ გააჩინა. იმ ძმის შვილზე ცოდვებს რომ ვერ გაუძლო და არაბულთან თავი მოიკლა.... - კარგად დაიანახა უკანასკნელ სიტყვებზე, როგორ გაფითრდა გიგაური, თუმცა გაჩუმება აზრადაც არ მოსვლია - დიახ, სწორედ იმ ძმის შვილზე, გულის გადასაშლელად მინდია არაბულის გარდა ვერავინ რომ ვერ იპოვა.... - ცეცხლზე ნავთს ასხამდა მამაო.
- ჩემს ძმას პრობლემა რომ მქონოდა, არაბულთან კი არა ჩემთან მოვიდოდა! - ბღვერით გამოხედა ოთახში წინ და უკან მოსიარულე გიგაუარმა.
- დარწმუნებული ხარ? იქნებ აღარ ჰქონდა მოსასვლელი პირი? იქნებ ვერ გითხრა მისი და მისი მეგობრების ვაჟკაცობის შესახებ?
- ნიკოლოზ, არ გინდა, გთხოვ! - მუდარით მკლავზე შეეხო მაია.
- რა არ უნდა?! კიდევ რას მალავ?!
- ამას ჩემგან არ უნდა იგებდე. მაიკოს ამიტომაც ვთხოვე წამოყოლა... - მიუხედავად იმისა, რომ სძულდა მაინც შეეცოდა სრული სიმართლის გასაგებად გიგაური.
- ნერვებზე თამაშს მორჩი, ნიკოლოზ! უფლება მაქვს ვიცოდე....
- იძალადეს, მხოლოდ შენმა ძმამ კი არა, სამივემ... - ხმის კანკალით ძლივს ამოღერღა ქალმა და შეხვედრების ოთახიდან გავარდა, სხვა დროს ალბათ გაჰყვებოდა მოძღვარი, მაგრამ ახლა აზრადაც არ მოსვლია მისი შეჩერება.
- ქალზე, რომელიც ცოლად უნდოდა?! შეუძლებელია! - აღარაფერი დარჩენილიყო ცივი და ირონიული გიგაურისგან, სასოწარკვეთილი დაეშვა სკამზე.
- გიკვირს?! არ ელოდი?! მე ის უფრო გამიკვირდა, რომ მისი ვაჟკაცობის შესახებ სიკვდილის წინ არაბულს უამბო, მაინც და მაინც ჩემს მინდოს...
- ამიტომ მოკლა არაბულმა, ეს ნაბოზვროვა არ აპატია?!
- არა, ვინ, ვინ და არაბული მკვლელი არ იყო და ეს შენც კარგად იცი. თუმცა თვითმკვლელობას ალბათ კიდევ ეს სჯობდა.
- ბიჭებმა...
- მათი გამართლება არც კი სცადო. საკმარისია!... - აღრიალდა მამაო.
- დავიბენი, ყველაფერს ვფიცავარ, ვერაფერს ვიგებ... - თავი ხელებში ჩარგო გიგაურმა.
- როგორც იქნა ნერვების მოთოკვა შეძლო ნიკოლოზმა:
- ნამდვილად გჯეროდა, რომ იმ ნაბიჭვრებმა შენი ძმის მკვლელობის გამო იძიეს შური?! ცდები, გიგა. - პირველად მიმართა გიგაურს სახელით - უბრალოდ შენი ძმის მიერ დატოვებული მოწმის ეშინოდათ. და ამის გამო ორი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლეს, ორსული, მშობიარე ქალიც კი არ დაინდეს.
- მხოლოდ ორი? პატარა არაბულს სათვალავში არ თვლი?! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ელენე ჩემი ძმიშვილია?! - ტკივილით, ირონიულად გაეღიმა გიგაურს.
- მინდოდა მოვსულიყავი და შენთვის ყველაფერი მეთქვა, მაგრამ მაიკოს ვერ ვახტებოდი. ვერც ელენეს ვუღალატებდი და ვერც არაბულებს, აღსარების საიდუმლოს მითუმეტეს ვერ გავცემდი.
- თუ სწორად მივხვდი, გოგონა შენ გაზარდე?!
- გიკვირს?! ოდნავ მაინც რომ იცნობდე შენ ძმიშვილს ამ კითხვას არ დამისვამდი, მერე რა, რომ მაგ ბავშვში გიგაურების ბინძური სისხლი ჩქეფს, მე მაინც საკუთარი შვილივით მიყვარს.
- ნიკოლოზ, თუ საიდუმლო არაა, მხოლოდ ერთი რამ გამიმხილე. ვისგან გაიგე ელენეს მკვლელობას რომ ვგეგმავდით?
- უკვე გითხარი, ცხოვრებაში ბევრი რამ არის უცნაური, ამჯერად არაბულმა იზრუნა გიგაურის გადარჩენაზე... - ირონოულად გაეცინა ნიკოლოზს.
- ვერ გავიგე?! - საბოლოოდ დაიბნა გიგა.
- თორნიკე ქართველიშვილი, დიახ, დიახ, შენთან მჯდომი თორნიკე, ელენე გიგაურის ბავშვობის მეგობარი, მინდია არაბულის ერთად-ერთი ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრეა.
მისი ცხოვრების შემდეგ რამე თუ გააკვირვებდა არ ეგონა გიგაურს. გაოგნებული და გაოცებული უმზერდა ნიკოლოზს.



№1 სტუმარი Nene

Vicodi vicodi rom aseti saswauli iknebida es tavi magram ar meyooooo

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ღმერთო რა იყო ეს ჰა ანა.ნუ გამიხარდა ლიკას მკვლელი რომ არ იყო მამა,მაგრამ არც უმცროსი გამოდგა წმინდა წყლის,სხვა თუ არაფერი მისი მეგობრები როგორ გააკეთა,გავოცდი, შემზიზღდა,მართალია გიგაც არანაკლებია,მაგრამ რატომ მგონია რომ ის ქალზე არასდროს იძალადებდა.ახლა მართლა რა მოიცდის ახალ თავამდე,უფ მალე დადე რა.
--------------------
ლანა

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene
Vicodi vicodi rom aseti saswauli iknebida es tavi magram ar meyooooo

მაინც არ გეყო? smirk ალამეზე დიდი ეს ნაწილი ვერ იქნებოდა kissing_heart

La-Na
ღმერთო რა იყო ეს ჰა ანა.ნუ გამიხარდა ლიკას მკვლელი რომ არ იყო მამა,მაგრამ არც უმცროსი გამოდგა წმინდა წყლის,სხვა თუ არაფერი მისი მეგობრები როგორ გააკეთა,გავოცდი, შემზიზღდა,მართალია გიგაც არანაკლებია,მაგრამ რატომ მგონია რომ ის ქალზე არასდროს იძალადებდა.ახლა მართლა რა მოიცდის ახალ თავამდე,უფ მალე დადე რა.

მისი რეაქციით თუ ვინმსჯელებთ ალბათ არ იძალადებდა, თუმცა მეტი რაღა უნდა ეძალადა ეჭვიანობის გამო საერთოდ მოკლა საყვარელი ადამიანი smile ახალი თავი სავარაუდოდ ტრადიციისამებრ გვექნება შაბათ-კვირას kissing_heart

 


№4  offline წევრი ვიპნი

ეს თავი იყო იყო სუპერ :* უძალიან მაგარესი ხარ:* წარმატებები :*

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ვიპნი
ეს თავი იყო იყო სუპერ :* უძალიან მაგარესი ხარ:* წარმატებები :*

უუუდიდესი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
Nene
Vicodi vicodi rom aseti saswauli iknebida es tavi magram ar meyooooo

მაინც არ გეყო? smirk ალამეზე დიდი ეს ნაწილი ვერ იქნებოდა kissing_heart

La-Na
ღმერთო რა იყო ეს ჰა ანა.ნუ გამიხარდა ლიკას მკვლელი რომ არ იყო მამა,მაგრამ არც უმცროსი გამოდგა წმინდა წყლის,სხვა თუ არაფერი მისი მეგობრები როგორ გააკეთა,გავოცდი, შემზიზღდა,მართალია გიგაც არანაკლებია,მაგრამ რატომ მგონია რომ ის ქალზე არასდროს იძალადებდა.ახლა მართლა რა მოიცდის ახალ თავამდე,უფ მალე დადე რა.

მისი რეაქციით თუ ვინმსჯელებთ ალბათ არ იძალადებდა, თუმცა მეტი რაღა უნდა ეძალადა ეჭვიანობის გამო საერთოდ მოკლა საყვარელი ადამიანი smile ახალი თავი სავარაუდოდ ტრადიციისამებრ გვექნება შაბათ-კვირას kissing_heart

ნუ ეგ მართალია მოკლა,მაგრამ მე თუ მკითხავ მირჩევნია მომკლავ,ვიდრე ავიტანო ვიღაცის შეხება.მართალია ლიკას არ უყვარდა და კარგადაც იცოდა ეს.თუმცა ჩემთვის მაინც მოძალადე უფრო არაკაცია და შესაზიზღი.არ ვამართლებ გიგას,მაგრამ უფრო მის ძმას ვერ
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი iry

სიტყვები არ მყოფნის ისეთი საინტერესოა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს .... უმაგრესად წერ ...

 


№8 სტუმარი manana

ძალიან კარგი ისტორია, საოცარი სიუჟეტი, მომწონს, უბრალოდ არ მომწონს ასეთი ინტერვალით, რომ უდება, მადლობა ასეთი კარგი ისტორიისათვის...

 


№9 სტუმარი Guest marili gemovnebit

Da tu samivem idzalada ra icis rom bavshvi gigaurisaa?

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
Nene
Vicodi vicodi rom aseti saswauli iknebida es tavi magram ar meyooooo

მაინც არ გეყო? smirk ალამეზე დიდი ეს ნაწილი ვერ იქნებოდა kissing_heart

La-Na
ღმერთო რა იყო ეს ჰა ანა.ნუ გამიხარდა ლიკას მკვლელი რომ არ იყო მამა,მაგრამ არც უმცროსი გამოდგა წმინდა წყლის,სხვა თუ არაფერი მისი მეგობრები როგორ გააკეთა,გავოცდი, შემზიზღდა,მართალია გიგაც არანაკლებია,მაგრამ რატომ მგონია რომ ის ქალზე არასდროს იძალადებდა.ახლა მართლა რა მოიცდის ახალ თავამდე,უფ მალე დადე რა.

მისი რეაქციით თუ ვინმსჯელებთ ალბათ არ იძალადებდა, თუმცა მეტი რაღა უნდა ეძალადა ეჭვიანობის გამო საერთოდ მოკლა საყვარელი ადამიანი smile ახალი თავი სავარაუდოდ ტრადიციისამებრ გვექნება შაბათ-კვირას kissing_heart

ნუ ეგ მართალია მოკლა,მაგრამ მე თუ მკითხავ მირჩევნია მომკლავ,ვიდრე ავიტანო ვიღაცის შეხება.მართალია ლიკას არ უყვარდა და კარგადაც იცოდა ეს.თუმცა ჩემთვის მაინც მოძალადე უფრო არაკაცია და შესაზიზღი.არ ვამართლებ გიგას,მაგრამ უფრო მის ძმას ვერ

ძნელია არ დაგეთანხმო. ქალისთვის ამაზე მეტი სიმწარე და შეურაცყოფა არა მგონია არსებობდეს

iry
სიტყვები არ მყოფნის ისეთი საინტერესოა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს .... უმაგრესად წერ ...

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგწონს

manana
ძალიან კარგი ისტორია, საოცარი სიუჟეტი, მომწონს, უბრალოდ არ მომწონს ასეთი ინტერვალით, რომ უდება, მადლობა ასეთი კარგი ისტორიისათვის...

სამწუხაროდ უფრო სწრაფად ვერ ხერხდება ახალი თავის დადება

 


№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვერ ვსუნთქვავ.. ეს თავი იყო ყველაზე მძიმე და გამაოგნებელი... უბრალო სიტყვა შოკი ან გაოგნება ვერ ედრება ჩემს მდგომარეობას...
ნაძირალა ადამიანი იყო უმცროსი გიგაური, ნაგავი და არაკაცი, მაგრამ ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ძმაკაცებს ამის უფლებას თუ მიცემდა...
იმედია გიგა შურს იძიებს მისი ძმის "ძმაკაცებზე" იმედია სათანადოდ დასჯის და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს თორნიკეს მუხლებზე მდგარი შეევედრება პატიებას და მადლობას გადაუხდის...
უბრალოდ "საოცრება" ეს სიტყვა როგორ გიწოდო, შენ ხარ ყველაზე მწერალი და ყველაზე ნიჭიერი ადამიანი.
ანა მაოცებ ყოველ ჯერზე. სულ ვფიქრობ ამაზე უფრო კარგი რა უნდა დაწეროს ან რა უნდა იყოს და ყოველ ახალ ატვირთულ თავსა თუ ისტორიაზე ჩემს ფიქრებს ამსხვრევ და მარწმუნებ შენს უსაზღვრო ნიჭში...

 


№12 სტუმარი Teo.

Saswauli adamiani xart ana,ejvi ki mqinda gigaurze magram ase namdvilad ar velodi shemobrunebas ambis. Gelodebi sulmoutqmelad madloba aseti emociebistvis.

 


№13  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მომწონს. რამდმენიც არ უნდა დაწერო მაინც მეცოტავება . ერტი ამოსუნტქვით წავიკითხე ე ს ამხელა ათავი რომწლეიც მგონი სხვებზე დიდიც კი იყო.
აარ ვიცი რა უნდა გითხრა იმის გარდა რომ მიყვარხარ დ ა ვგიჟდები შენზე.
ჩემი უდიდესი პატივისცემა შენ რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიმსახურე და უდიდესი მოლოდინი.
დიდი მადლობა შენ ასეთი ნამუშევრისთვის!!!!

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეეე ეს რა თავიი იყოო სასწაულიიი მოლოდინს გადააჭარბაა..რა არაკაცი ყოფილა გიგაურიი ეხლა გამოჩნდაა აი ეხლა გავუგეეე მაიკოოს და ვუთანაგრძნობ რაც გადაუტანიაა.ძალიან ძლიერი ყოფილა რომ ამდენი რამე აიატანა...მართლაც როგორი რეალურიი სიზუსტით გაქვს ყველაფერი აღწერილი და გადმოცემული ჩვენამდეე.ამ ერთმა კვანძმა ყველა კვანძი გასხნა .უზომოდ მიყვარს ყველა შენი დადებითი პერსონაჟიიი სიტყვები არ მყფონის შენი ნიჭის შესაფასებლად .ეხლა ორმაგად გული მწყდება არაბულის სიკვდილზეე მთავარ მიზეზს რომ ნათელი მოეფინა.საოცრად კარგიი ხაარ ამ ისტორიის კითხვის დროოს სხვა ვერაფერზე გადამაქბს ყურადღება დაძაბული ინტერესით ვაჩერდები ყველა სიტყვას .მადლობა შენ რომ ამხელა ემოციას აღვიძებ შენ მკითხველშიი ასე გვაყვარებ ყველა ახალი თავით შენს თავს.მეამაყებიიი

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest marili gemovnebit
Da tu samivem idzalada ra icis rom bavshvi gigaurisaa?

მგონი ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ, დღევანდელი ტექნოლოგიების ფონზე smile

 


№16 სტუმარი Guest nita

ვაიმეე ეს რა იყო? ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სასწაული იყო. ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობდი.არ მყოფნის და რა გავაკეთო smiley smiley საოცარი გოგო ხარ შენ და მადლობა ამ ემოციისთვის. heart_eyes

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ვერ ვსუნთქვავ.. ეს თავი იყო ყველაზე მძიმე და გამაოგნებელი... უბრალო სიტყვა შოკი ან გაოგნება ვერ ედრება ჩემს მდგომარეობას...
ნაძირალა ადამიანი იყო უმცროსი გიგაური, ნაგავი და არაკაცი, მაგრამ ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ძმაკაცებს ამის უფლებას თუ მიცემდა...
იმედია გიგა შურს იძიებს მისი ძმის "ძმაკაცებზე" იმედია სათანადოდ დასჯის და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს თორნიკეს მუხლებზე მდგარი შეევედრება პატიებას და მადლობას გადაუხდის...
უბრალოდ "საოცრება" ეს სიტყვა როგორ გიწოდო, შენ ხარ ყველაზე მწერალი და ყველაზე ნიჭიერი ადამიანი.
ანა მაოცებ ყოველ ჯერზე. სულ ვფიქრობ ამაზე უფრო კარგი რა უნდა დაწეროს ან რა უნდა იყოს და ყოველ ახალ ატვირთულ თავსა თუ ისტორიაზე ჩემს ფიქრებს ამსხვრევ და მარწმუნებ შენს უსაზღვრო ნიჭში...

როგორ მიხარია შენი არსებობა, ჩემი ენერგიის უწყვეტი წყარო ხარ kissing_heart დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ასეთი მძიმე თავი მგონი აღარ იქნება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

Teo.
Saswauli adamiani xart ana,ejvi ki mqinda gigaurze magram ase namdvilad ar velodi shemobrunebas ambis. Gelodebi sulmoutqmelad madloba aseti emociebistvis.

მადლობა თქვენ ასე რომ გულშემატკივრობთ kissing_heart

nawkas12345
ძალიან მომწონს. რამდმენიც არ უნდა დაწერო მაინც მეცოტავება . ერტი ამოსუნტქვით წავიკითხე ე ს ამხელა ათავი რომწლეიც მგონი სხვებზე დიდიც კი იყო.
აარ ვიცი რა უნდა გითხრა იმის გარდა რომ მიყვარხარ დ ა ვგიჟდები შენზე.
ჩემი უდიდესი პატივისცემა შენ რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიმსახურე და უდიდესი მოლოდინი.
დიდი მადლობა შენ ასეთი ნამუშევრისთვის!!!!

დიდი მადლობა თქვენ, რომ არ გეზარებათ და ელით ახალ თავს. მგონი ასეთი ზომის თავი მართლა არ გვქონია, თუმცა ეპიზოდიც არ იყო პატარა. მგონი მაია იმსახურებდა ერთ კარგ თავს smile მიხარია, რომ მოგწონს ისტორია. ყველაზე მტად სწორედ ეს თავი მაშინებდა და თუ გამოვიდა ორმაგად ბედნიერი ვარ kissing_heart

ნიტა♡♡
ვაიმეეე ეს რა თავიი იყოო სასწაულიიი მოლოდინს გადააჭარბაა..რა არაკაცი ყოფილა გიგაურიი ეხლა გამოჩნდაა აი ეხლა გავუგეეე მაიკოოს და ვუთანაგრძნობ რაც გადაუტანიაა.ძალიან ძლიერი ყოფილა რომ ამდენი რამე აიატანა...მართლაც როგორი რეალურიი სიზუსტით გაქვს ყველაფერი აღწერილი და გადმოცემული ჩვენამდეე.ამ ერთმა კვანძმა ყველა კვანძი გასხნა .უზომოდ მიყვარს ყველა შენი დადებითი პერსონაჟიიი სიტყვები არ მყფონის შენი ნიჭის შესაფასებლად .ეხლა ორმაგად გული მწყდება არაბულის სიკვდილზეე მთავარ მიზეზს რომ ნათელი მოეფინა.საოცრად კარგიი ხაარ ამ ისტორიის კითხვის დროოს სხვა ვერაფერზე გადამაქბს ყურადღება დაძაბული ინტერესით ვაჩერდები ყველა სიტყვას .მადლობა შენ რომ ამხელა ემოციას აღვიძებ შენ მკითხველშიი ასე გვაყვარებ ყველა ახალი თავით შენს თავს.მეამაყებიიი

ახლა ვზივარ და სულელივით ვიღიმები, დიდი მადლობა ამ სითბოსთვის kissing_heart ეს ისტორია რამედ თუ ვარგა ეს თქვენი დამსახურებაა, მკითხველების ასე ერთგულად რომ მოჰყვებით და ასე გულშემატკივრობთ თითოეულ პერსონაჟს. kissing_heart

Guest nita
ვაიმეე ეს რა იყო? ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სასწაული იყო. ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობდი.არ მყოფნის და რა გავაკეთო smiley smiley საოცარი გოგო ხარ შენ და მადლობა ამ ემოციისთვის. heart_eyes

უღღმესი მადლობა თქვენ ამხელა სითბოსთვის kissing_heart

 


№18  offline წევრი An-El

ვაიმე ანააა,აი ჟრუანტელი მივლიდა მთელი კითხვის პროცესში,აი უმაგრესი ხარ რააა. . .უემოციურესი თავი იყოოო. ..ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავიი . . მალე დადე რააა:*

 


№19  offline წევრი ნინუცი

როგორც იქნა. აშკარად თოკოს არაბული უფრო უხდება ვიდრე ქართველიშვილი. მამაო კიდე კარგად იკავებს თავს ამ კაცს რომ არ ასიკვდილებს... ჯერ არ მინდა დამთავრდეს უნდა გამოვიდეს თოკო და მერე მოაგვაროს თავისი ბები. ჯერ არ დაამთავრო რა ანა

 


№20  offline აქტიური მკითხველი lalita

ემოციებისგან ენა ჩამივარდა , საოცარი ვინმე ხარ.

 


№21  offline მოდერი შადი

ეს თქვი იცი რა იყო? აი დეტექტიურ თრილერს ან ფსიქოლოვიურ დრამას, რომ უყურებ და ბოკოს ყველაზე ძლიერი კვანძი, რონ იხსნება და მსახუობებიც და მაყურებკებიც ოირდაღებულები რომ ვართ, მძიმე მუსიკის თანხლებით

 


№22  offline ახალბედა მწერალი murachashvili

An-El
ვაიმე ანააა,აი ჟრუანტელი მივლიდა მთელი კითხვის პროცესში,აი უმაგრესი ხარ რააა. . .უემოციურესი თავი იყოოო. ..ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავიი . . მალე დადე რააა:*

თქვენ და ჩემი სამუშაო გრაფიკი ვერა და ვერ რიგდებით smile ახალი თავი უკვე იცით როდის დაიდება, თუმცა არაფერია გამორიცხული, იქნებ ცოტა ადრეც მოვახერხოთ რამე kissing_heart

ნინუცი
როგორც იქნა. აშკარად თოკოს არაბული უფრო უხდება ვიდრე ქართველიშვილი. მამაო კიდე კარგად იკავებს თავს ამ კაცს რომ არ ასიკვდილებს... ჯერ არ მინდა დამთავრდეს უნდა გამოვიდეს თოკო და მერე მოაგვაროს თავისი ბები. ჯერ არ დაამთავრო რა ანა

გვარ არაბულზე მეც ვგიჟდები smile ჯერ დამთავრებამდე საკმაოდ შორს ვართ. მოასწრებთ ამ ისტორიის მობეზრებას kissing_heart

lalita
ემოციებისგან ენა ჩამივარდა , საოცარი ვინმე ხარ.

kissing_heart kissing_heart kissing_heart

შადი
ეს თქვი იცი რა იყო? აი დეტექტიურ თრილერს ან ფსიქოლოვიურ დრამას, რომ უყურებ და ბოკოს ყველაზე ძლიერი კვანძი, რონ იხსნება და მსახუობებიც და მაყურებკებიც ოირდაღებულები რომ ვართ, მძიმე მუსიკის თანხლებით

დეტექტივამდე ბევრი მაკლია smile თუმცა მგონი ცუდი მართლა არ გამოდის, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის kissing_heart

 


№23  offline წევრი crete20

ისეთი დაძაბული ვკითხულობდი ამ თავს რომ სუნთქვა დამავიწყდა laughing laughing

ვგიჯდები შენს ისტორიებზე!! heart_eyes heart_eyes

 


№24  offline ახალბედა მწერალი murachashvili

crete20
ისეთი დაძაბული ვკითხულობდი ამ თავს რომ სუნთქვა დამავიწყდა laughing laughing

ვგიჯდები შენს ისტორიებზე!! heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent