რელიქვიების მცველი
-თვალებს ვახელ და ვხვდები რომ ასე გაგრძელება აღარშეიძლება, დროა რაღაც შევცვალო ჩემს ცხოვრებაში.- აკამ მეოცნებე თვალებით გაიხედა ფანჯარაში და მისი გონება შორს, თვაგადასავლების ძიებისკენ გაფრინდა. - რისი შეცვლა გინდათ.- შეაწყვეტინა ფიქრები ფსიქოლოგის წყნარმა და ზოგჯერ გამაღიაზიანებლად მონოტონულმა ხმამ. აკამ მისკენ მოიხედა, გაიღიმა და მისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმით დაიწყო მოყოლა. - მაგალითად წარმოიდგინეთ მაღალმთიან რეგიონში ზვავი ჩამოწვა და მივდივარ ინტერვიუს ასაღებად, ამ დროს ჩემი მანქანა ხრამში გადაიჩეხა და მანამდე შეუსწავლელ უდაბურ ადგილას აღმოვჩნდი. გარშემო არავინაა და ...აი აქ იწყება ჩემი თვაგადასავალი. - ამიტომ მიდიხართ ცხელ წერტილებში ინფორმაციის მოსაძიებლად? თქვენთვის ეს გართობა და თავგადასავალია? - არა, ეს სამსახურია. - ცოტახანს ჩაფიქრდა დაკვლავ განაგრძო.- ცხელ წერტილებში მეტ ფულს იხდიან. და თან .- კმაყოფილი,სიამოვნებისგან გაბადრული სახე მიიღო.-ეს ხომ ისეთი ადრენალინის მოზღვავებაა. ვერ აგიწერთ. უცებ ცქვიტად გადახტა ფსიქოლოგისკენ და თველებ ანთებულმა დაუწყო მოყოლა. -წარმოიდგინეთ. მიდიხარ უკაცრიელ ავისმომასწავებელ სიჩუმეში და უცებ.- ფსიქოლოგისკენ დაიხარა და ყურში ისე ჩაჰყვირა რომ ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული ქალბატონი შეკრთა და სახეზე გაბრაზებამ გადაურბინა.- უცებ თავზე ტყვიების სეტყვა გადაგირბენს. მაგრამ მე მეტი მინდა. სული მეტს მთხოვს, უფრო შორს მინდა გაფრენა... - აკა უფროსი გიბარებს.- თავი შემოყო კარებში მწითურმა ბიჭმა. ფსიქოლოგმა შებით ამოისუთქა.,, როგორც იქნა წავა.“- გაიფიქრა და ხელით კარისკენ ანიშნა აკას. -ნიბრძანდით და საუბარი შემდეგ განვარგრძთ. - მადლობთ ქალბატონო სოფიო. თქვენთან საუბრის შემდეგ გაათმაგებული შემართებით ვუბრუნდები სამუშაოს.-აკა კარებისკენ გაიქცა. კარებშიმობრუნდა და სოფიოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. სოფიოს გაეცინა და თავი გააქნია, შენი გამოსწორება შეუძლებელიაო. აკაკი კარებში გაუჩინარდა და რამდენიმე წამში დირექტორის კაბინეტთან იდგა. დააკაკუნა და გაბადრულისახით შეაღო კარები.იცოდა ისევ სადღაც გაგზავნიდნენ. - მეძახდით ბატონო გურამ? - შემოდი აკა.- მაღალი, შავგვრემანი კაცი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. აკაკის დანახვაზე სიგარეტი ჩააქრო და მაგიდას მიუჯდა.- დაჯექი. აკაკი მაგიდასთან მოხეხებულად მოთავსდა და მოუთმენლად აათამაშა მარცხენა ფეხი. ერთი სული ჰქონდა გაეგო რისთვის გამოიძახეს. -აკაკი ალბათ ხვდები რატომაც დაგიბარე. - ვერა, ვერ ვხვდები.- მიამიტად უპასუხა აკაკიმ თუმცა გუმანით გრძნობდა რაღაც საინტერესო საქმე იქნებოდა.წამით ფიქრებში გაუელვა ,, ნუთუ გულას ხეობა იქნება“.მაგრამ ასეთ რამეზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. - მხოლოდ ორ სიტყვას გეტყვი - გულას ხეობა. აკაკი მოულოდნელობისგან სკამიდან წამოხტა ხელები თავზე იტაცა. -შეუძლებელია.-წამოიძახა აკამ. - ოცნებები სრულდება? გურამი გულითადად იღიმებოდა. -დაიმსახურე. თანაც ერთადერთი გიჟი ხარ ვინც იქ წასვლას გაბედავს. აქ ის მასალაა რაც ამ ხეობაზე და მასთან რაიმე კავშირში მყოფ ადამიანებზე შევაგროვეთ. გადახედე. ხვალ დილით არქეოლოგების მცირე ჯგუფთან ერთად გახვალ. იკა წაგიყვანს. -მადლობთ. მადლობთ.-აკამ საქაღალდეს დაავლო ხელი და კაბინეტიდან გახარებული გავარდა. საღამოს გაწვიმდა. აკაკიმ კორპუსის სადარბაზოში გაწუწული შევარდა და კიბეები აირბინა. ახალი საქმით ი9სე იყო აღელვებული რომ დაავიწყდა ლიფტის არსებობა. 3 სართული რომ აიარა მიხვდა ფეხით მე-18 სართულზე ასვლა გაუჩრდებოდა და ლიფტი გამოიძახა, ის წამი რაც მის მოსვლას ელოდა საათად ეჩვენებოდა. -მიდი, მიდი, დროზე.- ეუბნებოდა მომავალ ლიფტს. როგორც იქნა კარები გაირო და შიგნით შევარდა. * * * * აკაკი ზოლიამ თავისი კარიერა საქართველოს უმსხვილესი კომპანია ,, იუნტეს სტვერის“ პრეს სამსახურში უბრალო სტაჟორად მუშაობით დაიწყო და ალბათ იქვე დამთავრდებოდა ეს კარიერა რომ არა ემმა თაია-ლინი, რომელმაც მისი ქარიზმის მიღმა პროფესიონალიზმის დანახვა შეძლო და თავის დროზე რეკომენდაცია გაუწია გურამ ჯანაშიასთან რომლემაც მე-3 კურსის სტუდენტი მხოლოდ ემმას ხათრით მიიღო სამსახურში, თუმცა მალევე დარწმუნდა რომ არ შემცდარა და აკაკი ლერუა ნამდვილად დიდი მომავალის მქონე ჯურნალისტი იყო. 23 წლის აკაკი უკვე ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად ჟურნალისტად იქცა რაც განპირობებული იყო თავისი საოცრად ენერგიული და შრომისმოყვარე ხასიათით. მუხედავად დიდი წარმატებისა და უამრავი სარფიანი შეთავაზებისა ის ყოველთვის თავისი კომპანიის ერთგული რჩებოდა, რადგან ერთგულება და მადლიერების გრძნობა მისი ხასიათის განუყოფელი ნაწილიიყო. მას შემდეგ რაც ემმას შეემთხვა აკა გულას ხეობით დაინტერესდა და ივან ზროცკის რამდენჯერმა შეხვდა, მაგრამ მისგან მიღებულმა ინფორმაციამ ვერ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა საკუთარი გამოძიება ეწარმოებინა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ატეხილმა ტერაქტების სერიამ მისი გამოძიება შეაფერხა, რადგან სამსახურეობრივი მივლინებით მომხდარი ტერაქტების გასაშუქებლად გაემგზავრა. უკან დაბრუნებულს კი ივანი გაუჩინარებული დახვდა და გულას ხეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ძაფი გაწყვეტილი აღმოჩნდა. ***** აკაკი სახლში შევიდა და საქაღალდე მაგიდაზე დადო. წყალი დაისხა ჭიქაში და საქაღალდეს დახედა. -ახლა კი ვნახოთ. სად გაუჩინარდა ჩვენი დიადი ლინგვისტი ივან ზროცკი.- ჩაილაპარაკა ირონიით. საქაღალდე აიღო და შუშის კედელთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა.ეს მისი საყვარელი ადგილი იყო სახლში. ღამის ანთებულ ქალაქს გადაჰყურებდა და სახლში გამეფებული სიჩუმით ტკბებოდა.მარტო ცხოვრობდა, რადგან სახლში ხშირად, უფრო სწორად კი ყოველთვის, მოჰქონდა სამუშაო მასალა გადასახედად და არ უყვარდა როცა მუშაობის დროს ხელს უშლიდნენ. ჭიქა სავარძლის სახელურზე დადგა და საქაღალდე გადაშალა. ემმას ეზოში გადაღებული სურათები საკმაოდ უსიამოვნო სანახავი გამოდგა. განსაკუთრებით ხეზე მიკრული დაჩეხილი ყმაწვილის სურათი იყო საზარელი შესახედი. სამედიცინო ცნობებს გადაავლო თვალი და ისევ სურათს დახედა. ,, როგორ გამოკეთდა ასე მალე?“- გაიფიქრა და ისევ ცნობას მიუბრინდა. შეუძლებელიიყო ასეთი ჭრილობებით ადამიანი გადარჩენილიყო და თანაც მოკლე ხანში გამოკეთებულიყო. ,, აქ რაღაც უცნაური ხდება“-დაინტერესუბლმა დაუწყო თვალიერება საბუთებს და უცებ ერთმა სურათმა განსაკუთრებით მიიპყრო მისი ყურადღება, სურათზე ივან ზროცკი იყო გადაღებული სასაფლაოზე, ზურგზე მოგდებული ყავდა ბიჭი რომელიც საოცრად გავდა ემმას ეზოში ხეზე მიკრულ ყმაწვილს.,,ვინ ხარ?“- გაიფიქრა და საქაღალდე გადადო. ადგა და ოთახში გაიარ გამოიარა. ,,რა ხდება გულას ხეობაში ასეთი რომ შესვლას ვერავინ ბედავს, მიახლოებული ადამიანები ან ქრებან ან კვდებიან.“- ფიქრები თავში ერეოდა,ოთახში კიდევ იარა ცოტა და გადაწყვიტა დაეძინა რომ მომავალ დღეს დასვენებული შეხვედროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.