შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს იქით გზა აღარ გაქვს (თავი მეხუთე)


8-05-2018, 22:47
ავტორი K.mariam
ნანახია 3 099

- რა შენი საქმეაა ეგ, თუმცა გეტყვი კიი მთვრალი ვარ ჩემო ცოლო, მოიცადე ნატაა დარჩი ცოტახანს, იქნებ ჩემ ცოლს მი**ტის გაკეთება მაინც ასწავლო - მდივანი მიხვდა, რომ ამის გაგონებაზე საშინლად გავმწარდი და სწრაფად გავარდა კაბინეტიდან, დემეტრეს კი მთელი ძალით გავარტყი სახეში
- გუშინდელი ღამე მე არ დამავიწყდება არასდროს, შენ კი ეს დღე დაიმახსოვრე დემეტრე ავალიანოო, კარგად დაიმახსოვრე, ჩემს ასე დამცირებას არასდროს არ გაპატიებ - სასწრაფოდ გავვარდი მისი კაბინეტიდან, შემდეგ კი საშინელი ხმაურის ხმა გავიგე, როგორც ჩანს დემეტრემ ყველაფერი დალეწა თავის კაბინეტში
- ელენე შვილო რახდება ?
- გამარჯობა ბატონო ზვიად
- დემეტრეს კაბინეტში....
- დემეტრეს ცუდი დღეაქვს, თან მთვრალია ასერომ არ გირჩევდით შესვლას, მე უნდა წავიდე, გამიხარდა თქვენი ნახვა. როგორი საყვარელი კაცია ზვიადი, ეს ვირი ვის დაემსგავსა
- ქალბატონო ელენე საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი
- ახლა არაა ლანა - კომპანიიდან გამოვედი და თბილისის ქუჩებს ფეხით გავუყევი, ბევრი სიარულის შემდეგ ერთ-ერთი პარკში დავჯექი, საკმაოდ სუსხიანი დილაა, ამიტომ არცთუისე ბევრი ხალხი ტრიალებდა, დემეტრეს ნათქვამი თავიდან ვერ ამოვიგდე, ყოველი მისი სიტყვის გახსენებაზე ცრემლებს ვერ ვიკავებდი
- ხელსახოცი გინდაა ? - ჩემთან პატარა გოგონა მოვიდა, რომელიც ერთჯერად ხელსახოცებს ყიდდა, ალბათ 6 წლის იქნებოდა მეტი არა
- მადლობ საყვარელო
- რატომ ტირი ? შეყვარებულს დაშორდი ?
- კიი - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
- გაგაბრაზაა ?
- კი ძაალიან
- აღარ უყვარხაარ ?
- ვუყვარვარ
- აბა შენ არ გიყვარს ?
- ვუთხარი არ მიყვარხარ მეზიზღებითქო და გამიბრაზდა
- მაშინ ალბათ ერთი დღით გაბრაზდა
- ჰოო
- გაწყენინა არაა ? ესეიგი ძალიან გაბრაზებს
- ჰოო მაბრაზებს, ცუდი რაღაცეები ვუთხარით ერთმანეთს, ახლა ალბათ ვერ მიტანს
- არიდარდო ვერც მე მიტანს ლუკა, იმიტომ რომ მასზე მეტ ხელსახოცს ვყიდი
- ლუკა შენი შეყვარებულია ?
- ჰოო
- ლუკაც გაბრაზებს ხოლმეე ?
- კიიი, სხვა გოგოებს ეპრანჭება ხოლმე
- არიდარდო, დემეტრეც ეპრანჭება ხოლმე სხვა გოგოებს, მაგრამ ვიცი, რომ მე ვუყვარვარ
- ანუ ლუკას მეც ვუყვარვარ ?
- რათქმაუნდა, მოდი ნაყინები ვჭამოთ ხომ გინდა ?
- კიიი
- ააჰაჰ, კარგი წამოდი - ამ ბავშვმა კარგ ხასიათზე დამაყენა, პარკიდან ფიტნეს კლუბში წავედი, ვარჯიში და ცურვა სტრესის მოსახსნელად ძალიან კარგია. სახლში 9 საათისთვის დავბრუნდი, დემეტრეს მანქანა არ ეყენა, ანუ სახლში არარის, სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, ოთახში სიჩუმე ჩემმა ტელეფონმა დაარღვია
- ხო დედა გისმენ
- ელე შვილო როგორ ხარ ?
- კარგად დედა შენ ?
- მეც კარგად, ხვალ 10 საათისთვის მზად იყავი, ხოარ დაგავიწყდა
- 10 საათზე რახდება ?
- დემეტრეს არუთქვამს ?
- არა რაუნდა ეთქვა ?
- აგარაკზე ავდივართ ყველა, თიკო ჩამოვიდა საფრანგეთიდან და თავისი მეგობარი ბიჭიც ჩამოიყვანა, იცოდე უარი არ თქვა
- დედა არვიცი მე და დემეტრე რამდენად მოვახერხებთ მოსვლას
- შენ და დემეტრე ? დემეტრემ არაფერი საქმე არ გვაქვს აუცილებლად მოვალთო, თქვენ რა არ ელაპარაკებით ერთმანეთს ?
- დედა რა სისულელეებს ლაპარაკობ ? უბრალოდ დღეს არმინახავს, კარგი ეხლა უნდა წავიდე დაღლილი ვარ ძალიან და ხვალ 10ზე მანდ ვიქნებით - ამ ღამით რამ მომანდომა ნაყინიიი, ოხ ელენე ძროხას რო დაემსგავსები მერე ნახე შეენ, უაზრო ფიქრებში გართულმა ვერ შევნიშნე, როგორ შემოვიდა დემეტრე სახლში, ამ სილუეტის დანახვისას შიშისგან წამოვიკივლე თავი ვეღარ შევიკავე, კიბეების ბოლო საფეხურზე ფეხი გადამიბრუნდა და წამებში იატაკზე ავღმოჩნდი
- კარგად ხაარ ? - მომვარდა დემეტრე
- მგონი კი
- მოდიაქ - უცბად მის მკლავებში ავღმოჩნდი
- დემეტრე დამსვიი ახლავე
- ხომ ხედავ ჩემს გარეშე როგორ გიჭირს, შენთან, რომ ვყოფილიყავი, ხო დაგიჭერდი
- დამსვიიი - როდის იყო ამ ხისთავიანს ჩემი ნათქვამი ესმოდა, საძინებელში ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა
- მანახე ფეხი
- ააა ნელა მტკივაა
- წამოდი საავადმყოფოში წაგიყვაან
- არა არა არაა არმინდა საავადმყოფოო
- გრცხენოდეს ამხელა ქალს საავადმყოფოსი გეშინია, აქ იყავი ყინულს მოვიტან და მოვალ - ცოტახანში დემეტრე ყინულით და ნაყინით ხელში დაბრუნდა
- ნაყინი რად გინდა ?
- აბა პირველ სართულზე ჩემ შესახვედრად ჩამოხვედი ?
- და შენ რაიცი რო ნაყინი მინდოდა ? - არ ვეშვებოდი დემეტრეს
- ელენე უკვე 5 თვეა ერთად ვცხოვრობთ, თითქმის ყოველღამე ძილის წინ ჭამ ნაყინს - ამის მოსმენა თითქოს მესიამოვნასავით - სალაპარაკო მაქვს შენთან
- გისმენ
- მოკლედ ბოდიში მინდა მოგიხადო, გუშინ და დღესაც ძალიან მთვრალი ვიყავი, თან შენზეც ძაან გავბრაზდი და თავი ვეღარ შევიკავე, ვიცი ეხა ეს ბოდიში არ შეცვლის არაფერს მაგრამ ელენე მინდა იცოდე რომ მართლა ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს, მეთვითონაც არვიცი რადამემართა, ნატაც სამსახურში არ დამიბრუნებია უბრალოდ შენს გასაბრაზებლად მოვიყვანე, სამსახურშიც შენზე არავინ ჭორაობს დამიჯერე, თუარადა კარგად იცი რამოუვა იმას ვინც ზედმეტად ამოიღებს ხმას - ამ დროს დემეტრე ისე გულწრფელად საუბრობდა, წამით გულიც კი მომილბა, თუმცა მხოლოდ 1 წამით
- შეცვლის
- რაა ?
- თუ შენ მართლა ნანობ, მაშინ გაპატიებ, უბრალოდ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს
- მართლაა ? მართლა მაპატიებ ? - გაკვირვებული იყო დემეტრე ჩემი ნათქვამით, თუმცა თვალები გაუბრწყინდა ამის გაგონებაზე, ეჰ დემეტრე დემეტრე.....
- კიი მართლა, ახლა უნდა დავიძინო, ძალიან დავიღალე დღეს
- კარგი წყალს გადავივლებ და მეც მოვალ - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ეჰ დემეტრე ავალიანო, თუ გგონია, რომ ყველაფერე ესე მარტივად შეგრჩება ? ესეთი გულუბრყვილო როდიდან გახდი ნეტაა ? ამ ფიქრებში გართულს, მალევე ჩამეძინა
- ელეე, ელეე გაიღვიძე
- რომელი საათია
- 9 საათია და დედაშენი მოგვკლავს, რო დავაგვიანოთ
წყნეთში ავედით ჩვენს აგარაკზე, იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ჩემსა და დემეტრეს შორის, როგორც ყოველთვის ეს ყანწები, სუფრები და ა.შ, ხოო მართალია არაფერი არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით ჩემსა და თიკოს გულახდილ საუბარს
- როგორ ხარ ელენეე ? იმდენი ხალხი იყო ვერც გნახე წესიერად, როგორც იქნა მოვახერხეთ განმარტოება
- კარგად თიკო შენ
- მეც, მეც კარგად ვარ, აბა როგორი ქმარია დემეტრე ავალიანი ? - ირონია გაურია ხმაში
- კარგი რაა ისევ ეს თემაა ? რით ვერ დაივიწყე
- რაუნდა დამევიწყებინა, როგორ ამახია საკუთარმა დამ საყვარელი კაცი ?
- არგიცნობდე მაინც, ესე უცბად მოასწარი დემეტრეს შეყვარებაა ? მოიცა გავიხსენო სანამ დემეტრეს ნახავდი, სანდროზე იყავი შეყვარებული, მანამდე ზურაზე, ახლა კი ჯორჯთან ერთად ჩამოხვედი საფრანგეთში
- ჯორჯი მართლა მიყვარს
- ყველაზე მაგას ამბობდი
- შენ საქციელს მაინც ვერაფერით ახსნი
- კი თიკო ავხსნი, შენწარმოიდგინე შემიძლია, მაგრამ არ გეტყვი არაფერს და იცი რატო ?
- რატო ?
- იმიტორო არასდროს მიგვრძნია შენგან სიყვარული, როგორც უფროსი დისგან, სულ შური და დაძაბულობა იყოო ჩვენს შორის, ერთხელ მაინც გიკითხავს როგორ ვაარ ? 24 წლის განმალობაში შენგან სითბო არ მიგვრძნია, ყოველთვის უხეში იყავი ჩემსმიმართ
- ელენე მეე...
- რა შეენ ? რატომ არ დაინტერესდი ესე უცბად, რატომ გავყევი დემეტრეს ცოლად? რატომ არ დაინტერესდი ესე უცბად რატომ გადაწყვიტა დემეტრემ რამდენიმე მილიონის გადმორიცხვა ჩვენი კომპანიისთვის ? რატომ არ დაგაინტერესა იმან რომ ჩემს საკუთარ ქორწილში, საკორწინო კაბაც კი არ ამირჩევია ჩემი სურვილით
- მოიცა დემეტრემ კომპანიის გადარჩენის სანაცვლოდ....
- ხო ყოჩარ თიკო, როგორ უცბად მიხვდი - ამდროს თიკო ისე ძლიერად ჩამეხუტა, სუნთქვაც კი გამიჭირდა, ეს იმდენად მოულოდნელი იყოო, მთელი ამ ხნის განმალობაში პირველად ვიგრძენი მისგან გულწრფელი სითბო
- მაპატიე, ჩემო პატარა, დედამ და მამამ იციან ?
- არა არიციან და გთხოვ ნურაფერს ეტყვი, დემეტრესაც არაფერი აგრძნობინო
- კი მაგრაამ
- თიკო გთხოოვ
- კარგი როგორცგინდა
- ისე ჯორჯი სად იპოვე ჰაა ? აი ნამდვილი ფრანგიაა რაა, გინდა ქცევებით გინდა ფიზიკურად, მაღალი ქერა ხუჭუჭთმიანი ცისფერითვალებით, არმეგონა თუ მსგავსი ბიჭი ოდესმე მოგეწონებოდა, თუმცა ვაღიარებ საშინლად სიმპატიურია
- ხოო, ზუსტად ისარი ვინც მე მჭირდება
- ვერ ვიჯერებ, რომ ამას ამბობ და ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ მსგავს თემაზე ვსაუბრობთ - ამაზე ორივემ გულიანად გადავიკისკისეთ და სახლში შევედით, როგორც ვთქვი არაფერი არმომხდარა სხვა საინტერესო, მე და დემეტრე საღამოსვე დავბრუნდით სახლში, ისეთი დაღლილები ვიყავით, ორივე ხმის ამოუღებლად დავწექით და დავიძინეთ.
- როგორ მოხდა ესე ადრე გაიღვიძე ? მოდიხარ კომპანიაში ? ერთად წავიდეთ
- არა მე ანის ველოდები, მერე შემოვივლი
- კარგი, როგორც გინდა - შუბლზე მაკოცა და გავიდა სახლიდან. ანიც მალე მოვიდა ჩემთან სახლში ეს ამბები უკვე იცოდა და დემეტრეზე ცოფებს ყრიდა
- არა რაა, როგორ მაღიზიანებს ეს ბიჭი, მაგრამ ასეთი სიმპატიური რატომ არის ?
- მოკლედ ანი ჩემო საყვარელო, რაღაცაში უნდა დამეხმარო
- აბაა გისმენ
- შენი დაქალი როა ქეთი, ეგ ხო გაზეთის რედაქციაში მუშაობს ?
- კი რაიყო ?
- ხოდა როცა ახალი ტირაჟი გამოვა, იქიდან ერთ-ერთი სპეციალურად ჩემთვის უნდა დამზადდეს
- ვერ მივხვდი
- გადავწყვიტე ჩემი ქმარი ცოტა გავაბრაზო, ამ ტირაჟიდან, ერთ-ერთ გაზეთში უნდა დაიბეჭდოს ეს ფოტო - ფოტო მივაწოდე სადაც მე და ჩემიძმა ვზივართ კაფეში
- ეს ბიჭი ვინარის ?
- გიორგია - ვინაიდან გიორგი ზურგით იჯდა, ვერავინ ვერ მიხვდებოდა მის ვინაობას
- და საბოლოდ რას აპირებ ?
- გაზეთი, რომელშიც ეს ფოტო დაიბეჭდება წარწერით : " ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელთან ერთადაც ცნობილი ბიზნესმენის დემეტრე ავალიანის მეუღლე სადილობს " , დემეტრეს მაგიდაზე უნდა აღმოჩნდეს
- რა ბოროტი ხაარ - ჩემს ჩანაფიქრზე ანიმ კარგად იხალისა
- არაფერი დაშავდება, თუ ცოტას გავაბრაზებთ
- გაგიჟდება დემეტრე
- ეგ უკვე ჩემი პრობლემა არარის, ხომართლა შენსა და ბექას შორის რახდება ?
- რავიცი ისევ ისე ყველაფერი, აი ძალიაან მომწონს, ძალიაან
- კარგი ეხა გავემზადები და კომპანიაში უნდა გავიდე - კომპანიაში მივედი, ჩემს კაბინეტამდე ჯერ დემეტრეს კაბინეტისთვის უნდა ჩამეარა, ძალიან გამიხარდა, როცა იქ სხვა მდივანი დამხვდა, ოჰოო ესეიგი ბატონ დემეტრეს მართლა უნანიაა, თუმცა ჩემთვის რამნიშვნელობააქვს, ჩემი კაბინეტის კარი ღია იყო, იქ დემეტრე დამხვდა, მაგიდაზე იყო მიყრდნობილი და ვიღაცას ძალიან სერიოზული გამომეტყველებით ესაუბრებოდა ტელეფონზე, არა რაა როგორ უხდება ეს საქმიანი კაცის იმიჯი, შავი კლასიკური შარვალი ეცვა თეთრი კეტები და თეთრი უბრალო მაისური, მაგრამ მაინც ძალიან სექსუალურია ამ ფორმაში, სად გქონდა თვალები მაინცდამაინც ახლა უნდა მოგწონებოდა, როცა გაბრაზებული ხაარ ? ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და კაბინეტში შევედი
- ჩემს კაბინეტში რას აკეთებ ?
- და რაიყო დანაშაულია, ცოლის კაბინეტში შესვლა ?
- არა, რათქმაუნდა
- იცი რა მაინტერესებს ?
- რაა ?
- ვინ არის შენი უცნობი თაყვანისმცემელი ? - ამის თქმაზე ძარღვები დაჭიმა და მუშტები შეკრა
- რა უცნობი თაყვანისმცემელი ?
- ელენე თავს ნუიდებილეებ, ვითომ არიცი რაზე ვლაპარაკობ
- მართლა ვერ ვხვდები და ტონს დაუწიე
- ნუმაგიჟებ ელენეე, ვინ გიგზავნის ყვავილებს წერილით: " შენი ერთი გამოხედვაც კი მაგიჟებს", რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? - დემეტრე ცოფებს ყრიდა, ეხლა შევამჩნიე სავარძელზე უამრავი ვარდისგან შეკრული თაიგული, ეს ჩემი გეგმის ნაწილი მართლა არ ყოფილა
- არვიცი ვისგან არის, მაგრამ ჩემ უცნობ თაყვანისმცემელს ნამდვილად სცოდნია, რომ ვარდებზე ვგიჟდები - თაიგული ავიღე და ღრმად შევისუნთქე ვარდის სურნელი, დემეტრეს გასაბრაზებლად უფრო და უფრო მომღიმარი და მშვიდი შევყურებდი მას
- შენ გოგო გინდა გამაგიჟო და გადამიყვანო ჭკუიდან ? - თაიგული გამომართვა და სადღაც მოისროლა
- ვაიმე დემეე საყვარელოო, მგონი დამშვიდება გჭირდება, რა დღეში გაქვს ამ ახალგაზრდა 26 წლის ბიჭს ნერვები
- ნუმეთამაშები ელენე, ანუ იმ დღეს ის შენი ვითომ პატიება ტყუილი იყო ხოო ?
- არვიცი, თუმცა შესაძლებელია, არ ვუარყოფ, ხომიცი როგორი სიურპრიზებით აღსავსეა ცხოვრება - დემეტრე რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა თუმცა ხელი ჩემმა მდივანმა შეუშალა
- შეიძლება ?
- მოდი ლანა, რამოხდა?
- ბატონი ნიკა თანახმაა თქვენთან შეხვედრაზე, რესტორანში მაგიდა დავჯავშნო თუ კომპანიაში შეხვდებით
- ნიკა ვინარის ? - აი დემეტრეს ბედნიერებას ესღა აკლდა
- ერთი ბიზნესმენია, საკმაოდ დიდი ქველმოქმედია და ერთად ვიწყებთ რაღაც საქმეს
- და მე ამის შესახებ რატომ არვიცი ?
- ლანა თუ სხვა საქმე არ გაქვს შეგიძლია წახვიდე
- დიახ, რათქმაუნდა
- ალბათ იმიტომ, რომ დაკავებული იყავი შენს მდივანთან ერთად
- არანაირი ქველმოქმედება იმ ნიკასთან ერთად, თუ ფული გჭირდება მემითხარი
- კარგი რაა, ერთმანეთის საქმეში რომ არ ვერევით არიცი ?
- ელენე, ნუ გავიწყდება საყვარელო, რომ შენი ქმარი ვარ
- შენთავს არგავხარ დემეტრე
- რაა ?
- სადამდე დაეცი, რომ 45 წლის კაცზე ეჭვიანობ
- ჯანდაბაა, რატომ მაწყვეტ ნერვებს, ხომ შეგეძლო ეს თავიდანვე გეთქვა ?
- აუცილებელი იყოო ?
- გამაგიჟებ შეენ
- ჯერ სად ხარ საყვარელო, ახლა კი მარტო დამტოვე კაბინეტში - დემეტრე ჩემი კაბინეტიდან გავიდა, მეკი მაშინვე დავიწყე ფიქრი ვიგან შეიძლება იყოს ეს თაიგულიი ? ამდროს ტელეფონზე ზარის ხმას გაისმა
- გისმენთ
- აბა, როგორ მოგეწონა ყვავილები ?
- რაა ?
- ხორაიყო, ხომ მითხარი დახმარება მჭირდებაო
- ყოჩაღ ანაა, ზუსტად მიზანში გაარტყი, მართლა ყოჩაღ, დემეტრე ისეთი გამწარებულია ამ ყვავილების გამო
- მოკლედ ქეთის ველაპარაკე და ხვალ დილით ეს გაზეთი დემეტრეს მაგიდაზე იდება
- ძალიან კარგი - ეჰ დემეტრე ავალიანო, ნეტავ იცოდე რა გელოდება წინ
სახლში დაღლილი დავბრუნდი, დემეტრე, როგორც ყოველთვის სახლში არიყო, საძინებელში მოვკალათდი, ტელევიზორში Fifty shades freed გადიოდა და მეც ყურება დავიწყე, ერთ-ერთი საკმაოდ სექსუალური სცენის დროს, ისიც გავიგე, როგორ ამოდიოდა ვიღაც კიბეებზე, ვინ იქნებოდა ეს თუარა დემეტრე, მოდი ცოტა ვიეშმაკოთ ელენე, ფილმში ამ სცენის დროს ხმას ავუწიე, და ჩვენი საძინებლიდან საოცარი ხმები გადიოდა, დემეტრემ კარები კიარ გააღო, შემოანგრია და გაცეცხლებული მზერა მომაპყრო
- რა ხდება აქ ? - მისი სახის დანახვაზე სიცილი ამიტყდა
- ვაიმეე დემეტრე ავალიანო, რა დრო დაგიდგა, ფილმში სექსის სცენაზეც კი ეჭვიანობ, მემგონი გარეკე იციი ? - სიცილს ვერ ვწყვეტდი
- რატომ გინდა გამაგიჟო ?- ნელნელა ჩემსკენ წამოვიდა და საშინლად ვნებიანი მზერა მომაბყრო, უკვე მივხვდი რაც ქონდა ჩაფიქრებული, არა დემეტრე არ მოგცემ ჩემი შეცდენის უფლებას, ხომ გაგიგიათ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, აი ზუსტად
- დემეტრე გახსოვს შენი დაპირება ? შენი სურვილის წინააღმდეგ არასდროს არ წავალო ?
- კი მახსოვს მერე
- მერე ისრომ ჯობია სხვა ოთახში გადახვიდე
- ვერ გავიგე რაა ?
- შენ ხო სიტყვის კაცი ხარ და არ ფიქრობ, რომ ჩემი შემხედვარე შეიძლება ეს პირობა შემოგერღვეს ?
- ცოტა უფრო კონკრეტულად მეუღლევ
- აი მაგალითად, ასეთ მდგომარეობაში, რომ დამინახავ თავის გაკონტროლებას შეძლებ ? - საწოლიდან ავდექი და ნახევრად შიშველი დემეტრეს წინ დავდექი, მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩემი ახალი ღამის პერანგი " გავამარიაჟე "
- ჯანდაბაა - დემეტრეს ჩემი შემხედვარე პირი ღია დარჩა
- დარწმუნებული ხარ, რომ გენდომება ყოველ საღამო ასეთს მიყურო, მაგრაამ შეხება ვერ შეძლოო ?
- ელენე ნუ აკეთებ ამას - ნერწყვებს ხმაურიანად ყლაპავდა და ვნებამორეული მათვალიერებდა თავიდან ბოლომდე
- იცი რაა, ჯერ ნამდვილად არმაქვს სურვილი შენთან სექსით დავკავდე, ამიტომ როგორც შენთვის უფრო კომფორტული იქნება ისე მოიქეცი, შეგიძლია დარჩე ამ ოთახში და ყოველღამე ასე დებილივით იდგე ან გვერძე ოთახში მშვიდად დაიძინო
- როგორ ფიქრობ შენ სიახლოვეს შევძლებ, რომ მშვიდად დავიძინო ?
- არა რათქმაუნდა, კარგი წყალს გადავივლებ და დავწყვები, სააბაზანოში არ შემოხვიდე, ნახევრად შიშველზეც კი რამისაა გული გაგისკდეს და შიშველზე, რავიცი რავიცი... ნუმოკლედ ჯერ დაქვრივება არ მაწყობს
- როდიდან გახდი ასეთი ? როდიდან გადაწყვიტე ჩემი ამ ხერხით გაგიჟება
- დემეე უბრალოდ გამახსენდა, რომ სუსტი წერტილი ყველას გვაქვს, თვით დემეტრე ავალიანსაც კი
___________
ველი შეფასებეებს <333 არვიცი რამდენად კარგი გამოვიდაა და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი <333 სიცხე მაქვს და ვერ ვაზროვნებ საერთოდ, ისე გამიჭირდა წერა, მაგრამ გუშინ იმდენმა მთხოვეთ, რომ დღეს დამედო ახალი თავი, მოკლედ რომ ვთქვათ ვეღარ გაგიტეხეთ :დდდ
რამის 1 საათია საიტზე შესვლას ვცდილობ მაგრამ ამაოდ, ასერომ ჩემი ბრალი არარის, ასერომ დავაგვიანე



№1  offline წევრი K.mariam

a.bochorishvili
ძაან მაგარი იყოო, მომწონს ოჰოჰოოო დემეტრე ავალიანო რა იცი ხვალ რა გელოდება, ხვალ დადე ახალი თავი რაა

Arvici ver dagpirdebi ise cudadvar erti gvirabi ardaminaxavs boloshi shukit danarcheni kvelaferi vnaxe mgoni ???? magram vecdebi kvelanairad

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Ahahaha momwons elene :-D chkuidan sheshlis

 


№3 სტუმარი Qeta

ძალიან ძალიან მაგარია სუპერ მწერალი ხარ ოღონდ ერთი პრობლემაა არ მყოფნიე არა უფრო დიდი მინდა გაზარდე ცოტა კიდე რა ერთი სულო მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი ani

Arachveulebrivia dzalian momwos

 


№5 სტუმარი Araaa

Ise momewona magariaaaaa kochag momwonsssssss gamojamrteldi da male dade gtxov vatkob kvelas interesi gvklavs!!!!!

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაგარიაააა ველი მალე შემდეგს

 


№7  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომწონს ეს გოგო თუ ასეთი გადარეული იქნებოდა არც კი წარმომედგინდა და ეს ბიჭი ძალიან მეცოდება ამის ხელში თუმცა დემეტრე კი იმსახურებს ამაზე მეტს შემდეგ თავს ველოდები heart_eyes joy

 


№8 სტუმარი ელლენე

აუუ ძაანნ მომწონს აიი ძაან <3 ძალიან გთხოვ მალე დადეხოლმე რაა გთხობ <3

 


№9 სტუმარი სტუმარი თაკო

saswauli taviaa♥♥ vgijdebi am motxrobazee♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent