შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი 4)


27-05-2018, 17:35
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 794

მე და ალექსი მიშიკოს წყალობით შუა ზამთარში ქუჩაში აღმოვჩნდით. ვერავის ვთხოვდი დახმარებას ამიტომაც ჩემს შვილს ხელი დავავლე და სვანეთში წავედი. მიშიკოზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული თუმცა ეს გასაკვირიც არ იყო. მეგონა, რომ სხვები მასში ცდებოდნენ და ჩემი ბედნიერი სახის ყურება აღიზიანებდათ და ამიტომაც ცდილობდნენ მიშიკოს სახელისთვის ჩირქი მოეცხოთ, მაგრამ ტყუილად მე შევცდი მასში, მას ზედმეტად ვენდე. ჩემს მშობლებთან მისვლას და იმის თქმას, რომ მართლები იყვნენ სიკვდილი მერჩია. სვანეთში გამთენიისას ჩავედით მე და ჩემი შვილი, იქ მისულებს კი დედამთილ-მამამთილი დაგვიხვდა არაფერი უკითხავთ რადგან იცოდნენ, რომ მე მაინც არაფერს ვეტყოდი.
- ლალი შვილო რა ხდება თქვენს თავს? ვიცი, რომ ამხელა გზას ტყუილად არ გამოივლიდი თან ბავშვთან ერთად.
- მიშიკოს ბრალია, მისი წყალობით დღეს მე და ალექსი ქუჩაში დავრჩით, არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ ან საერთოდ როგორ ვიცხოვრებთ?! მაგრამ, ერთი ვიცი რომ მიშიკოს ამას არასდროს ვაპატიებ.
- ვაიმე ღმერთო ასეთი რა შევცოდე, რომ ჩემი შვილი იმ დააწვავ ადგილს არ სცილდება, ნუთუ რამე დავაშავე? მაიამ ეს სიტყვები თქვა თუ არა გულზე ხელი მძიმედ მიიდო და დაეცა. წამში მივვარდით მე და ანზორი საწოლზე დავაწვინეთ და ყველაფერი გავუკეთეთ რაც საჭირო იყო.
- შვილო, მომისმინე მე და მაიას გვაქვს ფული, დანაზოგი აიღე ეს ფული და ქალქში ცოტახანი ბინა მაინც იქირავე, ჩემი არაკაცი შვილის გამო ვერ დავუსვებ ჩემი რძალი და ერთადერთი შვილივილი ქუჩაში დარჩნენ, თან ამ ბავშვმა რა დააშავა?! მას ხომ არაფერი ესმის 3 წლის ბავშვმა როგორ გაიგოს რა ხდება?!
- ანზორი ბიძია, თქვენ იცით, რამხელა პატივისცემას ვგრძნობ თქვენს მიმართ, მაგრამ ამ ფულს ვერ ავიღებ. თავად მივხედავ ყველაფერს.
- ლალი ამ ფულს შენ კი არა ჩემს ალექსს ვაძლევ, თქვენი კეთილდღეობისთვის აიღე მერე შენც გექნება შემოსავალი და თავად გადაიხდი ქირას, ეს ფული რამდენიმე თვე გეყოფათ.
- რაც მამასთან უთანხმოება აქვს, თქვენ მიწევთ მამობას და იმაზე ნაკლები არ გაგიკეთებიათ რაც მშობელ მამას აქვს გაკეთებული.
- შვილო, არ ინერვიულო ეს იმ არაკაცმა ინერვიულოს შენნაირ ქალს, რომ არ უფრთხილდება.
სვანეთში ორი კვირა გავატარეთ, ალექსი ბებია-ბაბუასთან ძალიან კარგად იყო, არც მე მინდოდა ხმაურიან და ჩემთვის პრობლემებით სავსე თბილისში დაბრუნება მაგრამ რას ვიზავდი? მთელი ამ დროის განმავლობაში მიშიკოსგან 1 ზარი ან ერთი შეტყობინებაც არ მოსულა. ძალიან მიკვირდა მისი ასეთი ცვლილება იქნებ სულაც მე ვიყავი ამ ცვლილების თავი? წასვლის დღეს მიშიკო სვანეთში ჩამოვიდა ჩემთვის ხმა არ გაუცია მხოლოდ ალექსი ნახა.
- როგორ გაბედე აქ მოსვლა? გაცეცხლებულმა კითხა ანზორმა.
- ჩემი მშობლების სახლში უფლება არ მაქვს მოვიდე? მშვიდად იყო მიშიკო.
- შენ არ იმსახურებ ამ გოგოს.
- ხოდა გამეყაროს თუ არ უნდა ჩემთან. მიშიკოს ამ სიტყვებზე ტანში გამცრა არ მოველოდი, დავიბენი ერთი წუთი ისიც კი გავიფიქრე იქნებ ასე უკეთესიიც იყოსთქო მაგრამ ფიქრებიდან მაიას კივილმა გამომიყვანა.
- შვილო გეხვეწებით ოჯახი არ დაანგრიოთ, 5 წელია ცოლ-ქმარი ხართ იქნებ ეს უთანხმოებაც მოაგვაროთ გეხვეწებით. ფეხებში ჩამივარდა მაია მეც ვერ გავუძელი მის ასეთ მდგომარეობაში ნახვას და მიშიკოსთან გაყრაზე უარი განვაცხად. იმ დღესვე ჩამოვედით თბილისში, ბინაც მოვძებნეთ და დროებით იქ დავბინავდით. შემდეგ კი უბრალოდ გავუცხოვდით წლები ერთ სახლში ვიყავით მაგრამ ერთმანეთისგან შორს, არ ვსაუბრობდით და ერთმანეთს ნორმალურად ვერ ვხედავდით. მხოლოდ ალექსი იყო ის ვისაც მუდამ ესმოდა ჩემი და მუდამ მედგა გვერდით. ერთ დღესაც კი მისი დაკარგვის საშიშროებაც განვიცად მაგრამ ღმერთის წყალობით გადარჩა, როგორც იცით მიშიკო თურქეთში წავიდა და გამეყარა, ნელ-ნელა კი ჩემი და ალექსის ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა. ერთ დღესაც ჩემი მშობლები გამომეცხადნენ და 15 წლის ალექსის დანახვისას ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდათ.
- ლალი დედიკო მაპატიე, გვაპატიე მე და მამაშენს რაც გაწყენინეთ.
- დედა მე ყველას ყველაფერი გაპატიეთ, მაგრამ არც იფიქროთ რომ ისევ ძველებური ურთიერთობა გვექნება.
- ლალი შვილო, ძალიან გთხოვ გაცხარებული ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას რა. საუბარში ჩაერთო მამაჩემი.
- მამა რომელიმე დაინტერესდით რა გადამხდა ამ წლების განმავლობაში? რომელიმემ მკითხეთ როგორ ვიყავი? ან თქვენი შვილიშვილი ვინ იყო? ვიცი არ დაგიჯერეთ მაგრამ ამისთვის უკვე კარგად დავისაჯე. სულ ცოტახნისწინ ალექსი სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან და მაშინაც არავინ მყავდა ვისაც დავეყრდნობოდი..
- შვილო, საუბრის წამოწყება სცადა დედამ მაგრამ მე ოთახიდან გავედი და მათთან მხოლოდ ალექსი დავტოვე.
_________________________
მოგესალმებით ყველას <3 მოგვიანებიტ გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს რაც შეეხება ამ თავს კი მინდა რომ შეაფასოთ როგორია რათქმაუნდა შენიშვნებიც მინდა მივიღო და გამოვასწორო <3



№1  offline მოდერი Mathew

კარგი იყო.მაგრამ თავი გაზარდე.
შინაარსიც კარგად ვითარდება,ახლა კი არ აგერიოს ახლანდელი და წარსული დრო.
იცოდე ველოდები შემდეგ თავს და ჩემ აზრზს რა თქმა უნდა დავაფიქსირებ.^^
წარმატებები ))

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
კარგი იყო.მაგრამ თავი გაზარდე.
შინაარსიც კარგად ვითარდება,ახლა კი არ აგერიოს ახლანდელი და წარსული დრო.
იცოდე ველოდები შემდეგ თავს და ჩემ აზრზს რა თქმა უნდა დავაფიქსირებ.^^
წარმატებები ))

მადლობა არა არ ამერევა უბრალოდ გუშინაც მინდოდა წერა დამეწყო დღეს ცოტა დამემატებინა მაგრამ გუშინ ვერანაირად ვერ მოვახერხებდი დაწერას ძალიან გთხო შენიშვნებიც მომეცი ხოლმე მიწასთან გასწორებასაც ავიტან ოღონდ ჩემი ნაწრერი ბევრად საინტერესო გავხადოო..
და კიდევ არც მე მალოდინო დიდი ხანი <3

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

მარტო სახლში
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს ♡

madloba rom waikitxee dzalian gtxov tu sxva tavebsac waikitxav xolme komentari damitove shenishvnebsac gavitvaliswineb aucileblad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent