შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი 6)


30-05-2018, 17:52
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 763

მაიასთან და ანზორისთან საუბრის შემდეგ ოთახში ავედი და მოვწესრიგდი. უკვე მწყობრში მოსული კი აივანზე გავდივარ და ულამაზესი ხედით ვტკბები. თითეული დეტალი მიშიკოს მახსენებს და რათქმაუნდა მიჭირს, ისევ მტკივა და ისევ ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ და არაფერი გამოსწორდება. მასთან ერთდროულად ბედნიერიც და უბედურიც ვიყავი, ის მძულდა და მიყვარდა კიდეც. საკვირველია არა?! ამდენ გრძნობას მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ განვიცდიდი, იმიტომ, რომ მიშიკო იყო ის ადამიანი ვის გვერდითაც გამოვცადე სიხარული, ტანჯვა და უამრავი გრძნობა. სვანეთში მიშიკოს გარეშე ყოფნას მიჩვეული ვიყავი მაგრამ ახლა უბრალოდ ამ ოჯახისთვის არავინ ვარ, მხოლოდ ქალი რომელიც მათი შვილიშვილის დედაა. ჩემი მიმოფანტული ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყარვარ და მეც რათქმაუნდა მაშინვე ვპასუხობ.
- დედა როგორ ხართ?
- კარგად ლალი თქვენ დედი? ალექსი როგორაა?
- კარგადაა არაფერი უჭირს სვანეთში ვართ, ვიცი უნდა გამეფრთხილებინეთ მაგრამ ვეღარ მოვახერხე.
- არაუშავს დე. მომისმინე რამდენ ხანში ჩამოხვალთ?
- მე ალბათ ერთ კვირაში ალექსი კი 1 თვე მაინც დარჩება.
- კარგი, კარგი დედიკო როცა ჩამოხვალ პირდაპირ ჩვენთან მოდი რა დროც არ უნდა იყოს.
- კარგი დე გკოცნით და მიყვარხართ იცოდე.
დედასთან საუბრის დასრულების შემდეგ ჩემს ოთახში ალექსი შემოდის და ჩემს ჩანთებში საკუთარი სამოსის ძიებას იწყებს. როდესაც ბოლომდე ურევს ყველაფერს ტანჯული სახით მიყურებს და ჩემგან მიშველებას ელოდება.
- ალექს რა გინდოდა მაგ ჩანთებთან? გეთქვა თუ რამე ვერ ნახე და მოგიძებნიდი.
- დედა გეხვეწები ამ ერთხელაც მაპოვნინე რა ეს ტანსაცმელი.
- მოდი, მოდი აი აქ ვნახოთ.
ბევრი ძიების შემდეგ სასურველ სამოსს ვპოულობთ და სიხარულით ერთმანეთის ხელებს ვაგებებბთ ერთმანეთს, ყოველთვის ასე იყო მე და ალექსი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის სულ გვესმოდა რათქმაუნდა არც ალექსი იყო ჭირვეული ბავშვი რაც დაძაბულ ცხოვრებას ოდნავ მიმსუბუქებდა.
- რა ლამაზია აქაურობა.
- მართალი ხარ, ლამაზია მე განსაკუთრებით ეს ხედი მიყვარს შვილს აივნისკენ ვუთითებ და ერთად გავდივართ.
- დე შენ ერთადერთი ხარ ვინც ყველაფერს მირჩევნია, შენზე წინ ჩემს ცხოვრებაში არავის არასდროს დავაყენებ.
- ალექსს შენ ჩემი შავთეთრი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ, მაგრამ დადგება დრო როდესაც გეყოლება შვილი ცოლი, მიხვდები რომ მთავარი შენი ოჯახია დედაც გეყვარება მაგრამ უპირველესად ცოლ-შვილი.
- დე ყოველთვის როგორ ახერხებ სასურველი სიტყვების პოვნას? მე არასდროს გამომდის სასურველი სიტყვების ასე მარტივად პოვნა.
ალექსის სიტყვებზე გულიანად ვიცინი და თმას ვუჩეჩავ შემდეგ კი ოთახიდან თავის საძინებელში ვუშვებ და მეც მშვიდად ვთავსდები საწოლში. დილით მაიასა და ანზორის ჩხუბი მაღვიძებს და სწრაფად ვიცვავ ტანისსამოსს შემდეგ კი პირველ სართულზე ჩავდივარ და საშინელი სურათი მხვდება. მიშიკო თავის ახალ ცოლთან ერთად.
- გამარჯობა. ვბლუყუნებ ჩემთვის.
- გაგიმარჯოს ლალი, არ ვიცოდი აქ თუ დამხვდებოდი. გაოცებით მპასუხობს მიშიკო.
- რატომ? დედას უფელბა არ აქვს აქ ყოფნის? უეცრად სახლში სპორტულად გამოწყობილი ალექსი შემოდის.
- ალექს გთხოვ დედა.
- რა დე მართალა მაინტერესებს უფლება არ გაქვს იყო იქ სადაც მე ვიქნები?
- შვილო გთხოვ, სიტუაციის განმუხტვას ცდილობს მიშიკო.
- შვილოთი ნუ მომმართავ, მე შენი შვილი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ.
- ალექს! დაფიქრდი სანამ ასე დამელაპარაკები.
- შენ ჩემთვის არავინ ხარ. ერთხელაც არ გიკითხავს როგორ ვიყავი ან რას ვაკეთებდი, თუმცა ეს არც მიკვირს ასე ხომ არც არასდროს მოქცეულხარ.
- მამას ასე ნუ ესაუბრები. აქამდე ჩუმად მდგომმა მიშიკოს ცოლმა ხმა ამოიღო.
- უკაცრავად, ჩვენ წავალთ. ვამბობ უტეხად და ვცდილოდბ ალექსთან ერთად მეორე სართულამდე ცრემლების გარეშე მივაღწიო. როგორც კი ოთახში შევდივარ მაშინვე ნიაღვარივით მოედინება მლაშე სითხე ჩემს სახეზე.
- დედა გეხვეწები, გთხოვ ნუ ტირი არ იდარდო, შენ დაწყნარდი ოღონდ. არ ღირს ეს კაცი შენს ცრემლებად. ჩემს წინ ალექსი იმუხლება და გულში მიკრავს.
- წავიდეთ აქედან. მხოლოდ ამას ვამბობ და ფეხზე ვდგები რათა ბარგი მოვაწესრიგო.
- დედა ბოდიში, ვიცი რომ ძალიან ცუდად მოგხვდა ჩემი სიტყვები მაგრამ არ შემეძლო იმ კაცის დანახვისას ჩემი ბრაზი არ ამომეღო.
- ვიცი ჩემო სიხარულო. შენით ვამაყობ რადგან ასეთი ძლიერი და უტეხი ხარ, არასწორად მოიქეცი მაგრამ მაინც ვამაყობ შენით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი ხარ. თითქმის ჩემზე ორი თავით მაღალს ვეხვევი, შემდეგ კი ჩანთას ვკრავ. პირველ სართულზე ჩასულს აცრემლებული მაია მხვდება.
- ლალი შვილო დარჩი გთხოვ.
- მაია დეიდა გთხოვ, თანაც ჩემი მშობლები მელოდებიან თბილისში.
- ბებიას ვაჟკაცო შენც მიდიხარ? წყენით ეკითხება შვილიშვილს.
- კი ბებო, სხვა დროს თქვენ ჩამოდით.
- ბაბუ თავს მიხედე იცოდე, შენს თამაშზე ჩამოვალთ აუცილებლად იქამდე ივარჯიშე, იცოდე წელს თასი უნდა აიღო. ანზორი შვილიშვილს ეხვევა და ეზომდე გვაცილებს.
მთელი გზა ჩუმად იყო ალექსი, არც მე ვაწუხებდი ზედმეტი საუბრით. თბილისში საკმაოდ გვიან ჩამოვედით და სახლში მისულებმა პირდაპირ ოთახებისკენ ავიღეთ გეზი. მეორე დღეს ტელეფონის ზარი მაღვიძებს და მეც მალევე ვპასუხობ.
- დიახ გისმენთ, ვინ ბრძანდებით?
- მე ვარ ლალი.
- მიშიკო? გისმენ რამ შეგაწუხა?
- ალექსზე სასაუბროდ გირეკავ, რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვალ და მინდა მასთან დაკავირებით სერიოზულად ვისუბროთ.
_________________
მოგესალმებით ყველას <3 ძალიან გთხოვთ შემიფასეთ ეს თავი ძალიან მნდა თქვებნი იმედები გავამართლო. თითეული თქვენგანის კომენტარი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ბოდიშს გიხდით პატარა თავისთვის



№1  offline მოდერი Mathew

მომეწონა,მაგრამ ერთ დღეს ძალიამ ვიჩხუბებთ მე და შენ!!
არ მყოფნის მე ეს,უფრო მეტი და ყვეკაფერი გამოგივა,თან უფრო დაიხვეწები.
იცოდე შემდეგ ჯერზე არ მიღალატო!!

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
მომეწონა,მაგრამ ერთ დღეს ძალიამ ვიჩხუბებთ მე და შენ!!
არ მყოფნის მე ეს,უფრო მეტი და ყვეკაფერი გამოგივა,თან უფრო დაიხვეწები.
იცოდე შემდეგ ჯერზე არ მიღალატო!!

ვაიმეეე შენ არ იცი კომენტარის დამთავრებამდე როგორ გამისკდა გული აუცილებლად უფრო დიდ თავს დავდებ წინებთან შედარებით მემგონი ცოტა დიდია მადლობა რომ კითხულობ და ახლა მე გელოდები შენ ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ შენს თემას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent