შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი 7)


2-06-2018, 12:33
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 725

- ალექსზე სასაუბროდ გირეკავ, რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვალ და მინდა სერიოზულად ვისაუბროთ მასზე.
- კარგი, როგორც გინდა.
მიშიკოს ზარს ნამდვილად არ ველოდი, თუმცა ამან გამახარა კიდეც რადგან ალექსით დაინტერესდა. პანიკები არ დამიწყია, კარგად ვიცოდი მამაშვილის ურთიერთობა არ უნდა გამემძაფრებინა. სამსახურს დავუბრუნდი სადაც უამრავი საქმე მქონდა. ალბათ ყველას გიყვართ თქვენი პროფესია და სამუშაო, მაგრამ ეს ყველაფერი ხშირად პირადად მე ისე მაბეზრებს თავს მინდა ჩემს უფროსს შევუვარდე და კაბინეტი თავზე დავამხო. ჩვეული სამუშაო დღის ბოლოს მაღაზიებში გავლა გადავწყვიტე, მაღაზიებამდე კი ჩემს უსაყვარლეს ბიჭუნას კალათბურთზე გავუარე და მის ვარჯიშს დავესწარი.
- ლალი დეიდა როგორ ბრძანდებით?
- კარგად ლაშა თავად?
- მეც კარგად ვარ, უბრალოდ ყოველდღე ვვარჯიშობთ წელს თასს აუცილებლად მოვიგებთ.
- რათქმაუნდა, თქვენი შრომა დასაფასებელია და დარწმუნებული ვარ თასიც თქვენი გახდება.
- დედა? ასე მალე მოხვედი? უეცრად გამოჩნდა ალექსი.
- ხო მოვედი, ვიფიქრე დღეს მაინც დავესწრები ვარჯიშსთქო.
- კარგი, 15 წუთში მოვწესრიგდები და მოვალ.
- კარგი მალე ცოტა.
- მეც წავალ ლალი დეიდა, გამიხარდა თქვენი ნახვა. მითხრა ლაშამ და დამემშვიდობა.
ალექსი 15 წუთში მართლაც მზად იყო. ათი საათისთვის დარბაზი დავტოვეთ და სახლისათვის საჭირო ნივთების საყიდლად წავედით. ალექსი ძალიან დაღლილი იყო არ მინდოდა მისი კიდევ უფრო მეტად დატვირთვა მაგრამ საყიდლებზე წასვლაც აუცილებელი იყო. საათნახევარი დაგვჭირდა ყველაფრის საყიდლად შემდეგ კი მთელი დღის ნანატრი სახლისაკენ გავეშურეთ.
- ალექს დე მიდი შენ წყალი გადაივლე და მერე ერთად ვივახშმოთ.
- კარგი დე.
- იცოდე მშიერმა არ დაიძინო.
- არა, არა მალე გამოვალ.
სანამ ალექსი სააბაზანოში იყო ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა, ცოტათი გამაკვირვა კიდეც ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო?! ბოლოს კი ვუპასუხე.
- გამარჯობა ლალი, ტელეფონიდან ისევ ნაცნობი ბოხი ბარიტონი მოისმა.
- გაგიმარჯოს, მიშიკო ასე გვიან რამ შეგაწუხა? თანაც ყოველჯერზე სხვადასხვა ნომრით რატომ რეკავ?
- ბოდიში ასე გვიან, რომ გაწუხებ მაგრამ მინდა რომ ხვალ ალექსი ვნახო. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არა, რას ამბობ? პირიქით მინდა ისაუბროთ. თავადაც იცი, რომ ეს საუბარი არცერთისთვის არ იქნება ადვილი მაგრამ სცადეთ.
- ვიცი ლალი, რომ ადვილი არც ეს საუბარი და აღარაფერი იქნება ალექთან მიმართებაში, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ.
- კარგი ახლა უნდა წავიდე. მიშიკოს ტელეფონი გავუთიშე თუ არა საშინლად გაბრაზებული ალექსის თვალებს შევეჩეხე.
- რაუნდა იმ კაცს?
- შენთან საუბარი.
- მე რატომ არასდროს მეკითხება რა მინდა და რა არა?! არავითარ შემთხვევაში არ დაველაპარაკები. მასთან ერთი სიტყვაც არ მაქვს სათქმელი.
- ალექს გთხოვ ნუ ჯიუტობ. პატარა აღარ ხარ, გაგებით მოეკიდე ყველაფერს.
- არა დედა, მორჩა მე უკვე გითხარი.
- ჯიუტი სვანი! მხოლოდ ეს ვუთხარი და ჩემს თეფშს მივუბრუნდი.
- დედა თამაშის შემდეგ რაჭაში წავალთ?
- წავალთ, ბებო და ბაბუც წამოვლენ ალბათ.
- დედა ბიძიასთან რატომ აღარ კონტაკტობ?
- რთული კითხვაა.
- კარგი რა. მაინტერესებს.
- დედ-მამამ მაპატიეს მან კი როგორც უფროსმა ძმამ ვერ მაპატია გათხოვება იმ კაცზე რომელიც დასანახადაც ეზიზღებოდა.
- იქნებ შერიგდეთ?
- არამგონია ალექსს, ახლა კი მოდი ალაგებაში დამეხმარე და დავიძინოთ.
ყველაფერი ნელ-ნელა დავალაგეთ თავისი ადგილი მივუჩინეთ და ბოლოს საძინებლებში გავეშურეთ. მთელი ღამე ალექსის კითხვა მიტრიალებდა თავში, რა იქნებოდა თორნიკეს ერთხელ მაინც გაეცა ხმა. დილით ადრე ავდექი სახლი მოვაწესრიგე და სამსახურში წავედი. სამსახურში მისულს კი სრული ქაოსი და არეულობა დამხვდა, ყველა სადღაც გარბოდა და გამორბოდა. ამ ყველაფერმა კი სულ დამაბნია.
- ქალბატონო ლალი ახალი უფროსი მოვიდა და საკონფერენციო დარბაზში ყველა თანამშრომელს სთხოვს რომ გამოცხადდეს.
- კარგი, მარიამ დამშვიდდი ასე ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება.
საკონფერენციო დარბაზში შესვლისათანავე დავინახე უამრავი დაბნეული თანამშრომელი, მაგრამ მე მათი აღელვება არ გადმომდებია. ცოტახანში ჩვენი თავშეყრის ავტორიც გამოჩნდა, ქერა ცისფერ თვალება მამაკაცი განიერი მხრებით, არარეალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ასე 25-30 წლის თუ იქნებოდა, მისმა გამოჩენამ ოფისის ახალგაზრდა გოგონების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ბოლოს კი პატივი დაგვდო და საკუთარი ხმა გაგვაგონა.
- მოგესალმებით მეგობრებო, მე ზურა დადეშქელიანი ვარ ოფისის ახალი დირეტორი, ვიმედოვნებ ყოველივე თქვენთაგანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მექნება. სამსახურში უწერიგობა არ მიყვარს განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების და საქმის არევას ვერ ვიტან, არ მინდა სამუშაო ადგილი საფლირტაო ადგილად ვაქციოთ.
საუბარი დაასრულა თუ არა ყველას გავეცნო, გამიკვირდა მისი გვარიც მთელი დღე ვფიქრობდი ,,რამდენი დადეშქელიანი დაიარება საქართველოში? უამრავი ამიტომაც არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი ყოფილი ქმრის ნათესავი შეიძლება აღმოჩნდეს". საღამოს ისევ დაღლილი წავედი სახლში, მაგრამ კარი შევაღე თუ არა სიცილის და ხმაურის ხმამ გამაკვირვა, მისაღებ ოთახში ესულს კი ყველაზე მოულოდნელი სურათი გადამეშალა წინ. მიშიკო და ალექსი ერტად ფილმს უყურებდნენ.
- როგორ ხარ ლალი?
- კარგად, მაგრამ აქ ხომ მშვიდობა გაქვთ?
- კი მშვიდობაა მე და ჩემმა ვაჟკაცმა ვისაუბრეთ და ასე ვთქვათ ერთმანეთს გავუგეთ, ახლა კი ჩემი წასვლის დროც მოვიდა.
- ჩვენთან ერთად არ ივახშმებ?
- არა მადლობა, სახლი ისედაც ლიზი მელოდება.
- კარგი ნახვამდის.
__________________________
მოგესალმებით ყველას <3. მეგობრებო იმედია მოგეწონებათ ახალი თავი ბოდიშს გიხდით პატარა თავისთვის... მინდა თქვენი შენიშვნები რჩევები და აზრი გამიზიაროთ მადლობა ყველას ვინც წაიკითხა



№1  offline მოდერი Mathew

იმ ლიზის გაათრევ?? კარგი იყო,მომეწონა და ამექსის ასეთი სწრაფი შეცვლა გამიკვირდა კიდეც,მაგრამ ასე ჯობია ^^

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
იმ ლიზის გაათრევ?? კარგი იყო,მომეწონა და ამექსის ასეთი სწრაფი შეცვლა გამიკვირდა კიდეც,მაგრამ ასე ჯობია ^^

მაფლობა რომ კითხულობ.. ნეტავ სხვებიც ტოვებდნენ კომენტარებს

 


№3 სტუმარი სტუმარი Takoo

Vkitxulob magram ragac maklia.an intriga an ragac xibli xom unda qondes :-/ mapatie magram me ese vfiqrob.xoda tavebi gazarde

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

სტუმარი Takoo
Vkitxulob magram ragac maklia.an intriga an ragac xibli xom unda qondes :-/ mapatie magram me ese vfiqrob.xoda tavebi gazarde

რათქმაუნდა ინტრიგა სჭირფება და აუცილებლად იქნება ინტრიგა მიხარია რომ საკუთარი აზრი გამოთქვი ყველაფერს გამოვასწორებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent