შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [7]


14-09-2018, 00:20
ავტორი Kalina
ნანახია 3 937

რამოდენიმე დღე დედამისთან გაატარა. ბოლოს თავს უკვე ზედმეტად გრძნობდა. ხედავდა, როგორ ევლებოდა თავს ჟერარდი თამარს. მისი საჭიროება თითქოს აღარ იყო. რამდენიმე დღეში საფიამ დაურეკა.
-სალამი, მეგობარო. საქმე მაქვს.
კასანდრამ პიცის უზარმაზარი ნაჭერი გაიქანა პირში და საფიას ბლუკუნით უპასუხა:
-ჩემთან მოდი, პიცა მაქვს. ხომ მშვიდობაა?
საფიამ თავისი ცოცხალი და ენერგიული ხმით დაამშვიდა გოგონა:
-კი, კი. უბრალოდ, შემოთავაზება გაქვს რაღაც. მაგრამ შეგიძლია უარის თქმაც. მოვალ და გეტყვი.
კასანდრამ მაგიდა გაამზადა და დედას ლანგრით საუზმე შეუტანა.
სანდროს ელაპარაკა. როგორც ყოველთვის, მათ საუბარს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ბიჭში ყოველდღე თავიდან რწმუნდებოდა. ტელეფონიდან ეფერებოდა სანდრო. ძალიან მოენატრა.
კასანდრამ თვალები დახუჭა და ცოტა ხნით სიჩუმეს დაუგდო ყური. ეს ჩვევა ნოას გარდაცვალების შემდეგ დასჩემდა. როცა ადრე, ვარჯიშის შემდეგ სავარძელში ჩაძინებული ნოას სუნთქვა ესმოდა, ახლა მისი ადგილი სიჩუმეს, მდუმარებას დაესაკუთრებინა. ამ სიჩუმეში ცდილობდა ამდენი ხანი ისევ პატარას სუნთქვის გაგონებას.
კარზე ზარის ხმა გაისმა და კასანდრამ საფია სახლში შემოუშვა.
გოგონებმა ერთად ისაუზმეს. თამარს ძალიან გაუხარდა საფიას დანახვა. მათ ოჯახში ამ გოგოს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის რომ არა, კასანდრა დიდი ხნის წინ დანებდებოდა და ყველაფერ ღირებულზე უარს იტყოდა. ამასთან ერთად, საფია გამუდმებით ცდილობდა პიანისტთან დაკავშირებული საქმეები მარტოს, დამოუკიდებლად მოეგვარებინა, რომ თავისი საქმიანიბით, გოგონა ზედმეტად არ შეეწუხებინა და უბრალო ცხოვრების წესი არ დაერღვია.
საუზმის შემდეგ საფიამ მორიდებით დაიწყო:
-არ ვიცი, ამ სიტუაციაში სწორია თუ არა, ამას რომ გთავაზობ მაგრამ... შემოთავაზება გაქვს საქართველოდან. დღეს დამირეკეს.
კასანდრამ გაჭირვებით გადაყლაპა ლუკმა და საფიას ამოხედა.
-რაო, მერე.
საფიამ მოუთმენლად მიიყუდა წყალი.
-მალე ხელოვნების კვირეული იწყება თბილისში. და სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოდის თბილისში ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი მომღერალი, ელა ფოლიერო. სურთ, რომ მის ერთ-ერთ კონცერტზე როალთან შენ იჯდე. მათი თქმით, ეს ვარსკვლავების ზეიმი იქნება. ელა შენზე ერთი წლით პატარაა. ისიც ამომავალი ვარსკვლავია იტალიაში. ეს კონცერტი მთელ მსოფლიოში გაშუქდება. იმედია ხვდები, რამხელა პრესტიჟია. თუმცა გაქვს უფლება უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე. იციან თამარის ამბავი და არაფერს გაძალებენ.
კასანდრა მოთმინებით უქნევდა თავს.
-როდისაა კონცერტი?
-სამ კვირაში. მაგრამ მანამდე თითქმის ყოველდღე მომზადებები და დაგეგმვები მიდის. ამას იმ ბიჭის გამოც გეუბნები... არამგონია, ისე ხშირად ნახო, როგორც გინდა.
კასანდრამ თავი დაუქნია.
-უთხარი, რომ თანახმა ვარ.
საფია დაღონდა.
-კას... კიდევ არის რაღაც. ყველაზე მეტად ამის თქმის მეშინოდა და მეშინია.
-მითხარი, საფია.
-არ მითქვამს, რა უნდა შეასრულო.
კასანდრა მოსალოდნელის მოლოდინში დაიძაბა.
-უბრალოდ — თქვი.
-ლაკრიმოზა.
პასუხმა მთელი არსებით მოიცვა გოგონა.
ის უნდა შეესრულებინა, რომლითაც თავის დროზე პატარა ძმა გამოიგლოვა ,,ლა სკალას” სცენაზე.
სიტყვის თქმა რომ ვერ მოახერხა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ფეხზე წამოვარდა და ბარის მაგიდას ხელი გამეტებით დასცხო.
-ჯანდაბა. ჯანდაბა!
საფია ხვდებოდა, რომ ამ ამბავს გოგონა ადვილად არ მიიღებდა და წინასწარ მოემზადა ქართველებისთვის უარის შეთვლისთვის.
კასანდრა მაგიდასთან ჩაჯდა და გაოგნებულმა ამოხედა საფიას:
-რა თქვი, კონცერტი როდისააო?
საფიამ სიმწრით თვალები დახუჭა.
-24 ივნისს.
კასანდრა უემოციოდ მიშტერებოდა სივრცეს.
-მის წლისთავზე... რა ნაბი**რები არიან, საფია. ეს როგორ გამიბედეს.
-კას, აქ ეგ არავინ იცის.
-საფია! ნუ ცდილობ მათ გამართლებას! ეს საქართველოა, დაგავიწყდა? აქ ყველამ ყველაფერი იცის!
საფიამ უკანასკნელი არგუმენტი გამოიყენა.
-არც მის გამო არ გააკეთებ ამას?
-რომ ყველას შევეცოდო?!
კასანდრას ხელები ციებიანივით უთრთოდა.
-კას... ნუ ურევ შეცოდებას და თანაგრძნობას ერთმანეთში. გეცოდება მაშინ, როცა ადამიანს არაფერი შეუძლია. და უთანაგრძნობ მაშინ, როცა ყველაფერს ადამიანი ცდილობს, რომ უმოქმედო არ იყო. ვერავის დაძრახავ იმის გამო, რომ შენი გამხნევება უნდა.
-1 წლის წინ რატომ არ გამამხნევეს, საფია?! პატარა ბიჭი ჩემს მკლავებში სისხლისგან რომ იცლებოდა, მაშინ ვინ გამამხნევა?! ის ბიჭები რომ არ ყოფილიყვნენ, საავადმყოფომდეც ვერ მივაღწევდი!
-თუნდაც ეს ბიჭები აიღე იმის მიზეზად, თუ რატომ უნდა შეწყვიტო სამყაროს უნდობლობა. ის ბიჭი აიღე, ან ის მევიოლინე ბიჭი აიღე! ან თუნდაც — მე!
-როდემდე მაქვს მოსაფიქრებელი დრო?
-ორ დღეში მაინც პასუხი უნდა ვუთხრა. დაფიქრდი, კას. ასე სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს. თუ მართლა არ გინდა, რომ ვინმეს შეეცოდო, ეს უნდა სცადო.
საფიამ ლოყები დაუკოცნა მეგობარს და ჩუმად გაიპარა სახლიდან.
კასანდრამ თითქმის ერთი საათი გაატარა ასე მჯდომმა. მერე თავის ოთახში შევიდა. გაჭირვებით გახედა სავარძელს, რომელზეც ნოას ეძინებოდა ხოლმე. ახლა ნოას ადგილი სავარძელზე ნოტებსა და რვეულებს დაეკავებინათ.
სასწრაფოდ გადმოყარა ისინი სავარძლიდან და ცარიელი ადგილი მოათვალიერა.
თავი ჩახარა და სიმწრით გააქნია.
თავის ერთგულ მეგობარს გახედა, რომელსაც რამდენიმე დღეში მტვერი დასდებოდა. იქვე დადებულ ნაჭერს ხელი დაავლო და მტვრისგან სასწრაფოდ გაათავისუფლა. ნელა გადაუსვა კლავიშებს ხელი.
ეს ის პიანინო იყო, რომელზეც დაკვრა ისწავლა, რომელზეც შეასრულა პირველი ეტიუდი, პირველი სონატა, პირველი სიმფონია, პირველი დამოუკიდებელი ნაწარმოები...
სკამი თავის სიმაღლეზე გაასწორა და ღრმად ჩაისუნთქა.
უნგრული რაფსოდია ნო.2 მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შესრულებული. ახლა მეორედ შეასრულებდა. მისი საყვარელი ნაწილი — დასაწყისი იყო, რომელშიც იმდენი ემოცია იყრიდა თავს, რომ სხეული უმძიმდებოდა და რაფსოდიის სხარტ ფინალთან ერთად დევნიდა ორგანიზმიდან.
მის გვერდით ოთახში თამარს მშვენივრად ესმოდა მუსიკა და დასაწყისისთანავე მიხვდა შვილის მიზანს.
რაფსოდია უკანასკნელი ნაწარმოები იყო, რომელიც ნოამ კონცერტზე მოისმინა.
იმ კონცერტზე კასანდრას შესრულება ისეთი ოვაციებით დაგვირგვინდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ხალხის თქმით, აპლოდისმენტების ხმა ოპერის გარეთაც გამოდიოდა.
ხალხი გააოცა გოგონას შესრულების ტექნიკამ და თითების სისხარტემ. ნოა სასაცილოდ ბაძავდა დის შესრულებად და თითებს აქეთ-იქით იქნევდა.

მისი ყველა კონცერტი თავისებურად გამორჩეული იყო მაგრამ ,,ლა სკალას” კონცერტს ვერც ერთი ვერასოდეს შეედრებოდა.
ყველაზე მწვავე კრიტიკოსებსაც კი მაკიაჟები სახიდან ჰქონდათ ჩამორეცხილი ცრემლთა ნაკადისგან. მაშინვე მიხვდნენ, გოგონა რაღაცას რომ გლოვობდა, მაგრამ რის—ამის გარკვევას ვერ ან არ ბედავდნენ.
არცერთ კონცერტზე ჩაუცვამს შავის გარდა სხვა ფერი 1 წლის განმავლობაში. ,,ლა სკალას” სცენაზე პირველად გამოჩნდა შავ ფერში და მაშინვე აალაპარაკა მთელი საფრანგეთი. არ იყვნენ მიჩვეულნი ასეთ კასანდრას და მისი ემოციების სიმძიმეც მოულოდნელი იყო მათთვის. პროგრამის ნახვისთანავე თვალები შუბლზე აუცვივდა ყველას.

ხოლო ,,მთვარის შუქი” ორჯერ ჰქონდა შესრულებული. ერთხელ — გარნიეში, სადაც საბოლოოდ გადააწყვეტინა ყველას, რომ უდაოდ ნიჭიერი იყო და მეორედ — ისევ პარიზში, ერთ-ერთ პატარა კონცერტზე. მეორედ შესრულების შემდეგ პიანისტს კულისებში გული წაუვიდა, რის შესახებაც დღემდე არ იციან თამარმა და ჟერარდმა. კასანდრას არ სურდა ისედაც მასზე ანერვიულებული მშობლები კიდევ უფრო აეღელვებინა.

***
საღამოს ინტერნეტში შევიდა და ელა ფოლიეროზე ინფორმაცია მოიძია.
საკმაოდ წარმატებული, მეტიც - შეიძლება ითქვას, კასანდრაზე მეტად ცნობილიც კი იყო.
კასანდრასგან განსხვავებით, ხშირად უწევდა მაღალი კლასის წარმომადგენლებისთვის სიმღერა. რამოდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საკმაოდ ცნობილ საოპერო დადგმებში —მთავარ როლებში. ,,იუთუბიზე” მის შესრულებულ ,,ავე მარიასაც” მოუსმინა და ემოციებით დატვირთულმა ნაწარმოების დასასრულს უნებურად აცრემლებული თვალები შეიმშრალა.
ძალიან ნიჭიერი იყო ელა. იტალიელ მეცო-სოპრანოს სამშობლოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რაც ვიდეოპორტალზე მისი ვიდეოების ნახვების რაოდენობაზეც აისახებოდა.
კასანდრა აღფრთოვანებული იყო გოგონათი. თვითდაჯერებული სახე ჰქონდა და სცენაზეც მედიდურად გამოდიოდა. ბავშვობიდან ხიბლავდნენ კასანდრას საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები.
გარეგნულად გოგონა კასანდრას სრული ანტიპოდი იყო. ქერა თმითა და მუქი ლურჯი თვალებით ელა ნებისმიერს დაატყვევებდა და თავის შემოქმედებას შეაყვარებდა. ვარდისფერი ტუჩები, რომლებიც სიმღერის დროს უფრო მეტად მიმზიდველი ჩანდა.
კასანდრამ გაღიმებულმა გამორთო ყველა გვერდი, რომელზეც გოგონა იყო გამოსახული და სანდროს დაურეკა.
როგორც ყოველთვის, მაშინვე უპასუხა:
-bonsoir(საღამო მშვიდობის), ლამაზო!
კასანდრას გაეცინა.
-ოჰ! ეს ფრანგი სიმპატიური ბიჭი ვინ არის?
სანდროს გაეცინა.
-შენთვის ფრანგულსაც ვისწავლი. თუ შენც ისწავლი ქართულს. არა, ვიცი. ვიცი, რომ იცი. მაგრამ თუ დამელაპარაკები ხოლმე, მეც დაგელაპარაკები ფრანგულად.
-სანდრო. თბილისიდან შემოთავაზება მაქვს.
სანდრომ ლაპარაკი მაშინვე შეწყვიტა.
-შემოთავაზება?
-ხო. სამ კვირაში იმართება ხელოვნების კვირეულიო თბილისში და მომიწვიეს, რომ ერთ იტალიელ მომღერალს არანჟირება გავუწიო.
სანდროს გაოცება და სიხარული ერთად გამოესახა სახეზე:
-რა მაგარია! გამიგია მაგ კვირეულის შესახებ. ბექაც მიდის მგონი. ანუ მეც. შენც თუ იქ იქნები, ის კვირეული სრულყოფილი იქნება!
კასანდრა დასევდიანდა.
-ჰოდა... არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა. ორი დღე მაქვს მოსაფიქრებლად.
სანდრო გაოგნდა.
-რატომ?
-ისევ ის უნდა დავუკრა... მაშინ... ხომ იცი... ლაკრიმოზა.
თვალებგაფართოებულმა სანდრომ ნელა დაუქნია თავი.
-მესმის. რთულია შენთვის.
-თან, ამ გოგოს ხმას მოვუსმინე.
-ძალიან ცუდია?
-არა, პირიქით! მისი ხმის გაგონებისთანავე ისტერიკაში ჩავვარდები, სანდრო. მის შესრულებულ ,,ავე მარიაზე” ცრემლები ძლივს შევიკავე. იქ რა დამემართება, წარმოგიდგენია? ყველა დამცინებს და ყველას შევეცოდები.
სანდრომ მკაცრად გააწყვეტინა ლაპარაკი:
-არავის არ ეცოდები და ნუ აიჩემე ეს სისულელე. მესმის, რთული რატომაცაა, მაგრამ ხალხს ნურაფერს აბრალებ. იგივე სხვაზე რომ გაგეგო, შენც შეგეცოდებოდა.
-საფიამ მითხრა, მათ არ ეცოდები, უბრალოდ შენი თანაგრძნობა უნდათო.
-საფიას უნდა, რომ შენ ეს დაიჯერო. სიმართლე ისაა, რომ შენ ვერასოდეს გაიგებ ვის ეცოდები და ვის არა. მთავარია ვინ გისმენს იმის გამო, რასაც აკეთებ. მთავარია იმათზე იფიქრო, ვისაც შენი ერთი ნოტიც კი ჰაერივით სჭირდება! შენ რომ ახლა სახლში დაეცე და ხელი გაიკაწრო, ხალხს მაინც შეეცოდები. იმიტომ, რომ ცნობილი და პოპულარული ხარ! ასე ყოველთვის ყველას შეეცოდები, შენ კი შენსა და შენს სიამაყეზე მაღლა უნდა იდგე.
ბიჭის თითოეული სიტყვა მალამოსავით ედებოდა გულზე.
-ტირილი მოგინდება? იტირე. ცრემლები როიალზე დაეცემა? დაეცეს. შენ დაისვენებ, ხალხი კი ვერასოდეს ვერ მიიღებს ბოლომდე იმას, რაც უნდა. ხალხი ხარბია, კასანდრა. არ უნდა მისცე საშუალება ყველაფერი გამოგაცალონ. ხალხი ხარბია, მაგრამ ჩუმი- როცა ძლიერების წინაშე დგანან. ისინი მცირედით დაკმაყოფილდებიან, როცა შენ მხოლოდ ამ მცირედს გაიმეტებ მათთვის. უნდა ჩამოხვიდე და ის გააკეთო, რაც გაგიხარდება. არ უნდა იცხოვრო იმისთვის, თუ ვის როგორ მოეწონები. ბრბო ხროვაა, კასანდრა. ერთის ჭკუაზე დადიან. ერთმა რომ თქვას, კასანდრა უნიჭოაო, სხვებიც აჰყვებიან. მაგრამ იცი, ვინები? ვისაც მუსიკა მხოლოდ ყურსასმენებში აქვთ მოსმენილი და თვლიან, რომ ეს ყველაფერი საკმარისია ამ თემაზე სერიოზულად სალაპარაკოდ. შენ უნდა გააკეთო ის, რაც ნოას გაუხარდებოდა და არა ის, რაც ხალხს გაუხარდება. სამყარო არ არის იდეალური ადგილი, კას. შენ კი შენი თავის სრულყოფაზე ზედმეტად ბევრს ფიქრობ.
კასანდრა გაღიმებული მისჩერებოდა ბიჭს, რომელიც მოთმინებით ესაუბრებოდა იმაზე, რაზეც ალბათ სხვა არასოდეს დაელაპარაკებოდა, მითუმეტეს ტელეფონით. ,,ნეტავ, აქ იყოსო” ინატრა გოგომ და თვალები დახუჭა.
-მადლობა, სანდრო. მადლობა ყველაფრისთვის. ასე გულწრფელად და გულახდილად არასოდეს არავინ მესაუბრება. მართლა ვაფასებ შენს ნათქვამ ყველა სიტყვას. უბრალოდ... იქნებ, არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც შენ გგონია, რომ ვარ.
სანდრომ გაუღიმა და თავი გააქნია.
-არასოდეს მეშლებოდა ძლიერების გამორჩევა სხვებისგან. ის, რომ განიცდი, სისუსტეს არ ნიშნავს. ჩემთვის სიძლიერეა, როცა ჩემს წინ დგახარ და არც ერთი ცრემლის გადმოვარდნის არ გერიდება. როცა, არ გეშინია შენი თავის ბოლომდე გამოჩენის.
კასანდრას ბიჭის თბილი ხმით ნათქვამ სიტყვებზე ცრემლები მოსდიოდა.
-ახლა, ფეხით ჩამოვალ მანდ, სანდრო. ცოტა დამინდე გთხოვ. ძალიან მენატრები. ახლა მინდა, აი, აქ იჯდე. აქ იჯდე და ისე მელაპარაკებოდე. თვალებში მიყურებდე და არა კამერაში. გავამტკიცებ, სანდრო. ყველას ყველაფერს დავუმტკიცებ.
მტკიცე, ურყევი ხმით თქვა კასანდრამ და თითქოს თავის თავს დაუდასტურა, თავი გააქნია.
სანდრომ გაუღიმა.
-bonne nuit, cas. (ღამე მშვიდობის, კას.)
ბიჭის ფრანგულზე მთელი გულით გაეღიმა და საპასუხოდ, თვითონაც ტკბილი სიზმრები უსურვა.
გაუთიშა და ტელეფონის აქეთ-იქით თამაშს მოყვა.
ხუთი წუთი უაზროდ იწრიალა ოთახში, წინ და უკან დადიოდა, ხელებს იმტვრევდა, ტუჩებს იკვნეტდა, თვალებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს.
ბოლოს მოთმინებადაკარგულმა გიჟივით დასტაცა ხელი ტელეფონს და ნომერი აკრიფა.
-ალიო?
-საფია, თამახმა ვარ.
საფიას გაეცინა და ჩუმად უთხრა გოგონას, თითქოს ვინმე გაიგებდა:
-შემახსენე, იმ ბიჭს მადლობა გადავუხადო შენს ცხოვრებაში გამოჩენისთვის.


დავბრუნდი და სულ სხვანაირად შევუბერე.
იმედია, მოგეწონებათ.
მარიკუნა :)



№1  offline წევრი დარინა

ისეთი საყვარელი წყვილია მიყვარს მე ესენიი, სანდრო როგორი თბილი და გულახდილიააა, უხდებიან ერთმანეთს, მიხარია რომ აგრძელებ. კარგი გოგო ხარ ასეთი თბილ ისტორიას რომ ქმნიიი.

 


№2  offline წევრი Kalina

დარინა
ისეთი საყვარელი წყვილია მიყვარს მე ესენიი, სანდრო როგორი თბილი და გულახდილიააა, უხდებიან ერთმანეთს, მიხარია რომ აგრძელებ. კარგი გოგო ხარ ასეთი თბილ ისტორიას რომ ქმნიიი.

მადლობა♥️ მიხარია, თუ მოგწონს♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი სტუმარი მაია

ძალიან კარგი ისტორიაა და ასე რატომ იკარგები?

 


№4  offline წევრი Kalina

სტუმარი მაია
ძალიან კარგი ისტორიაა და ასე რატომ იკარგები?

ძალიან მიჭირს წერა. ფიზიკურადაც და სულიერადაც. მოდი, ემოციურ ფონს დავაბრალოთ... :)
მიხარია, თუ მოგწონთ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5 სტუმარი სტუმარი anuchki

Magari iyo dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent