შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. პირველი ნაწილი (სრულად)


10-04-2019, 15:13
ავტორი guroo
ნანახია 3 458

თავი 1
შემოდგომის ოქროსფერი გადაეფინა არემარეს. ქუჩები მოირთო და გადაჭრელდა ყვითელ-წითელი ფოთლებით, ხეებიც ნელ-ნელა შიშვლდებიან და ასე ემზადება ბუნება ზამთართან შესახვედრად. სრული სიშიშვლე - აი რა იქნება ზამთარში - უსიცოცხლო და თოვლით დაფარული გზები, სახლები, მთები… მზის სხივები აირეკლება ქათქათა თოვლზე და თვალს მოგვჭრის ყოველი შეხედვა ამ საოცრებისა.
აგერ იმ მდელოზე ერთი ხე დგას. ეულად, მარტოსულად განაბული ითმენს შემოდგომის თავქარიანობას. ფესვები ღრმად და მყარად გაუდგამს მიწაში, რათა ზამთრის ცივმა და მშრალმა ქარმა არ მოგლიჯოს; თოვლის სიმძიმემ არ გადააყირავოს. თავის ჭრელა-ჭრულა ფოთლებს ხმაურიანად აშრიალებს. გამოცდას უტარებს — აბა, რამდენად მჭიდროდ შეუძლიათ მას მიეკრონ; სადამდე ეყოფათ ქლოროფილი, რომ არ მოკვდნენ, არ გახმნენ… განუწყვეტლივ აშრიალებს; თითქოს სამყაროს დიადი, ამოუცნობი არსიდან გამომდინარე რაიმე მნიშვნელოვან ქმედებას ჩადიოდეს და ჩქარობს, მუდმივ მოძრაობაშია.
მანამდე კი ჯერ კვლავ შემოდგომაა... ჯერ კიდევ იგრნობა სიცოცხლე, ჯერ კიდევ შეიმჩნევა მოძრაობა, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგებით და, შედეგად, ხეები შიშვლდებიან...
არც ქარი იშლის თავისას: უბერავს და უბერავს, არ აინტერესებს წინ რა დახვდება. ყოველივე ის, რაც ჩვენთვის აკრძალულია, მისთვის ნებადართულია: ანგრევს ყვლაფერს. ის ხეც განა მისი წაქცეული არაა? მაგრამ აბა ვინმემ ამისათვის პასუხი მოსთხოვეთ, ის ყურსაც არ დაგიგდებთ, არ მოგისმენთ, არც კი შემოგხედავთ, იმ ხეს და კიდევ მრავალ სხვა რამეს, რაც აქამდე გაუნადგურებია, ზედ მიგაყოლებთ და სინდისი სულაც არ შეაწუხებს. რა უსამართლობაა!
საოცარია, მაგრამ კარგა ხანია არ უწვიმია. ბევრს მოენატრებოდა ის საამური სუნი, წვიმის შემდეგ რომ ტრიალებს ჰაერში. ზოგჯერ ნაწვიმზე ცისარტყელაც გამოჩნდება ხოლმე - ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი დაგვირგვინებაა!
ხალხს უყვარს წვიმაში სიარული... ზოისაც უყვარს... ეს არც თუ ისე მაღალი, შავგვრემანი გოგო დაინახავს თუ არა რომ გაწვიმდა, უმალ გარეთ გარბის და წვიმაში იწყებს სეირნობას.
აი ახლაც ნაზად წვიმს, დიდად ვერ დასველდები კაცი, ეტყობა მალე გადაიღებს. ზოი არ აყოვნებს და ქუჩაში გადის. გასეირნებას აპირებს, იმედი აქვს მალე გადაიღებს და გამოფენაზე ნახატებსაც დაათვალიერებს. ქუჩაში ნელა მიაბიჯებს და ტკბება სააუცხოო პეიზაჟით: ტროტუარი უკვე ოდნავ დასველდა და პრიალი გააქვს, ის ჭრელი ფოთლებიც დასველდა, ახლა უფრო მეტი და მეტი ფოთოლი ვარდება ძირს. წვიმამ იმატა… ავტომობილები მიაშხაპუნებენ და გზაზე წამოსულ ნიაღვრებს კვეთენ, ეჯახებიან; აქეთ-იქით შხეფებს ისვრიან და ზოის ასხამენ, რომელიც მიაბიჯებს აწ უკვე გალუმპული... ქუჩაზე ჩამწკრივებული კაფეები ხალხით გაივსო, რომელთა სახეზე მხოლოდ ერთი აზრი იკითხება: "ნეტავ მალე გადაიღოს წვიმამ". ზოი კი კვლავ მიაბიჯებს... არ ადარდებს, რომ დასველდა. პირიქით, სხვებისგან განსხვავებით სიამოვნებს კიდეც ეს. ტკბება ყველაფრით, რაც ირგვლივაა. ბედნიერია... სახე უღიმის, ქვედა ტუჩზე ხაზი აქვს, რომელიც შუაზე ჰყოფს აღნიშნულს; დიდი, შავი თვალები აქვს და ეს თვალები მუდამ გაბრწყინებულნი იყურებიან თავიანთი ბუდეებიდან, ორი სქელი წარბი იცავს ამ მოციმციმე სიმრგვალეებს და შუბლს იშვიათად თუ უფარავს მუქი, გრძელი შავი თმა. გამოკვეთილი ყვრიმალები ყოვლთვის ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას, მოპუსკული ცხვირი კი ოდნავ აპრეხილი აქვს. ეს გოგო ხშირად იხედება სარკეში, მაგრამ ნურას უკაცრავად! ის სიმახინჯეს ხედავს, სულიერ სიმახინჯეს.
შავი ტყავის მანტო აცვია და სახე მის საყელოებში აქვს ჩარგული, სირაქლემას ჰბაძავს: თავი კი აქვს დამალული, მაგრამ ცდება, რომ ფიქრობს ვერავინ მხედავსო. ადამიანები ხშირად გაურბიან სხვებს, განმარტოება სურთ.
ბევრს ეშინია განმარტოების. ზოგს უბრალოდ არ ესმის საერთოდ რა საჭიროა ეს უკანასკნელი, რადგან მარტოობასთან აიგივებენ. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა.
წარმოიდგინეთ ყუთი, რომელიც სავსეა უამრავი ნივთით, ჩვენთვის ძალზედ საინტერესო ნივთებითაც. ჩვენ კი მასთან ახლოსაც არ მივდივართ, არ ვიქექებით შიგნით, თითქოს არც არსებობს, არც თვითონ გვიხმობს მოდით და ნახეთ რამდენ რამეს ვიტევო. აბა რა იქნება, როცა ხედავს როგორები ვართ. რა ბოროტები და ავსულები ვჩანვართ, ალბათ, მის თვალში. როგორი ცინიკოსები, დაუნდობლები... ალბათ, ამიტომაც არ გვეძახის და გვახსენებს თავს.
ადამიანები ამ ყუთს ვგავართ: ვუყურებთ არარაობების მთელ ჯარს და სურვილი აღარ გვაქვს კომუნიკაციის. ამაზრზენნი და აუტანელნი არიან ჩვენთვის ეს უკანასკნელნი და ვცდილობთ გავექცეთ მათ, გავურბივართ ასეთებს.
თითოეული ჩვენგანი სავსენი ვართ ღრმა და ფაქიზი გრძნობებით, ფიქრებით, მშფოთვარე სულით — ზუსტად ისე, როგორც ყუთია სავსე უამრავი საინტერესო ნივთით, მაგრამ ზოგიერთ ჩვენთაგანს ახლოს არავინ ეკარება, არავინ ცდილობს შეხედოს მათ გამჭირვალე სხეულს, რათა შინაგანი რაობა დაინახონ ამ სხეულის მიღმა. ამის კეთების სურვილს იმიტომ კარგავენ, რომ გრძნობენ ამ ადამიანებს ისინი სძულთ.
აი, ეს არის მარტოობა - ზიზღი სხვათა მიმართ და ამის გამო იზოლაცია.
ხოლო რაც შეეხება განმარტოებას, ეს არაჩვეულებრივი რამაა: ყველა ჩვენგანს სჭირდება, არ უნდა გავურბოდეთ მას, არ უნდა უარვყოთ იგი. განმარტოება არ ნიშნავს მარტოობას. ეს არის საკუთარ თავთან დარჩენა და ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის გააზრება, გათვითცნობიერება, თვითშესწავლის ხელოვნება.
ზოიმ იცის რა არის განმარტოება... ახლაც ამას ცდილობს და ნელა მიაბიჯებს ქუჩაში. ჩაურგია თავი მანტოს დიდ და გრძელ საყელოებში და ასე ცდილობს თავი დააჯეროს, რომ განმარტოებულია. გამონთავისუფლებული აქვს თავი ყოველგვარი ფიქრისგან. უბრალოდ მიაბიჯებს და აკვირდება ირგვლივ ყვლაფერს. ტკბება შემოდგომის ფრაგმენტებით. და აი, უკვე თრობასაც გრძნობს ბედნიერებისაგან...
წვიმამ გადაიღო... ზოი საგამოფენო დარბაზში შევიდა. გულდასმით დაუწყო ნამუშევრებს თვალიერება. ცდილობს თითოეულ მათგანში რაღაც ახალი და შთამაგონებლი დაინახოს, შემდეგ მთელი დღე რაღაც აკეთოს ამ შთაგონებით ნაკარნახევი, აკვირდება ყოველ კუთხე-კუნჭულს და შემდეგ ერთად კრებს ამ წვრილ-წვრილ შთაბეჭდილებებს, ერთიან სურათს უყურებს და შიგ რაღაც აზრს ეძებს. თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებს და გვერდით მდგომ მოხუც ქალბატონს უზიარებს, რომელიც სრულებითაც არაა მონდომებული ასე ღრმად გაშიფროს ნამუშევრები.
ზოიმ შენიშნა, რომ მოხუცმა ქალმა განცვიფრებული და რაღაცნაირად თბილი სახით შეხედა; სახეზე ხელი გადაუსვა და მანაც იგრძნო როგორ ჩაეღვარა სხეულში უჩვეულო სითბო, თითქოს თბილ სახლში დაბრუნდა.
წამიერად ზოის გული აუჩუყდა; ტირილი მოუნდა. თვალებში მარჯვენა ცერი გამოისვა: არ უნდოდა, რომ ცრემლები გადმოეყარა. უცნაური განცდა დაუფლებოდა… სახლიდან გამოსვლისას შინაგანად რაღაც სიცარიელეს გრძნობდა, ახლა კი თითქოს შეევსო ეს სიცარიელე. ვერ ხვდებოდა რატომ გახადა ამ ქალმა ასეთი გულჩვილი.
მოხუცი კვლავინდებურად თბილი სახით შეჰყურებდა. მისი გამომეტყველებიდან აშკარა ინტერესი გამოსჭვიოდა. გეგონებოდათ, რომ რაღაცას იკვლევდა ზოის სახეზე. როგორც იქნა, უჩვეულო დუმილი დაარღვია და ზოის ჰკითხა:
- შვილო, აქ გამოფენილ ერთ-ერთ ნახატზე დახატულ გოგოს ძალიან გამსგავსებ. შემთხვევით შენ ხომ არ ხარ? კი, კი ნამდვილად შენ ხარ. ზუსტად ასე გაცვია ნახატშიც. ისე ძალიან მომეწონა! მინდოდა მეყიდა, მაგრამ გადავიფიქრე. მგონი, ამის შესახებ არაფერი იცი, ხომ? სახეზე გეტყობა ეს.
- ქალბატონო, ალბათ, გეშლებათ… მე ნამდვილად არავის დავუხატივარ. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვნახავ იმ მახატს. მოხარული ვიქნები, თუ გამიძღვებით.
- კი ბატონო! წამობრძანდით. მე ვფიქრობ, ნამდვილად შენ ხარ, შვილო, იმ ნახატზე გამოსახული.
რამდენიმე ნამუშევარს გასცდნენ, სადღაც დარბაზის კუთხეში მივიდნენ. მხოლოდ ერთი ტილო ეკიდა კედელზე… თითქოს ყველაზე განსაკუთრებული ადგილიც კი ეჭირა. ყოველი შემთხვევისთვის, განცალკევებით ეკიდა, არცთუ ადვილად შესამჩნევადგილას.
-აი, ეს არის, შვილო! მხატვარი კი, აგერ ის ბიჭია; — ოდნავ მოშორებით მდგარ ახალგაზრდა მამაკაცზე მიუთითა ზოის.
ზოიმ მხატვარს შეხედა. საკმაოდ ახალგაზრდა და სიმპატიური ეჩვენა. მოკრძალებულად ეცვა; თავზე გადახუნებული ქუდი ეხურა; ფეხსაცმელები, როგორც ეტყობა, წვიმაში ამოეწუწა..
ზოი მიუახლოვდა ნახატს, მზერა შეანათა და სახტად დარჩა, როცა საკუთარი თავი ამოიცნო: ერთ-ერთ პარკში, სკამზე იჯდა. ფეხებთან ჩიბა ეწვა, რომელიც ერთი კვირის წინ მოუკვდა. საწყალი ზოი გაანადგურა საყვარელი ძაღლის დაკარგვამ.
გაოგნებული იყო. ვერ ხვდებოდა როგორ აღმოჩნდა ამ ნახატზე, თანაც ზუსტად იმ ტანსაცმელში, რომელშიც ახლაა გამოწყობილი. ეს დიდი კითხვის ნიშანი არადა არ ქრებოდა მისი ფიქრებიდან...
მთლიანობაში ნახატზე დატანილი იყო ბუნებიდან გადმოტანილი სინამდვილე - შემოდგომის კიდევ ერთი სიჭრელე.
ზოის გონებაში რაღაც ამოუტივტივდა; გაახსენდა, რომ ერთ დილას ჩიბას ასეირნებდა პარკში. ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა; უცნაური გრძნობა ჰქონდა დაუფლებული: თითქოს ვიღაც დაჟინებით უყურებდა, მაგრამ ვერ გაბედა გარშემო მიმოეხედა და დაენახა ვინ აკვირდებოდა ასე გამეტებით, ადგა და წავიდა...
ყველაფერი სწრაფად გაიხსენა, ახლა გაურკვევლობა გაქრა, მაგრამ უმალ ახალი წარმოიშვა: ამჯერად ზოის ის აკვირვებდა თუ როგორ მოახერხა ამ მხატვამა მისი ისე კარგად დახატვა, რომ მსგავსება ზუსტია. ის ხომ ხუთი წუთითაც არ გაჩერებულა იქ.
ფიქრებისა და კითხვების ბურუსიდან ახალგაზრდა ჭაბუკის თავმდაბლურმა მისალმებამ გამოარკვია. ბიჭის ხმის იოგებიდან ნაზმა ბგერებმა გამოარხიეს ჰაერში და მორცხვად გაიჟღერეს გოგოს ყურებში. ზოიც მიესალმა და როდესაც მხატვარისკენ იბრუნა პირი, ბიჭსაც ზუსტად იგივე განცვიფრება აღებეჭდა სახეზე, როგორიც მოხუც ქალბატონს ჰქონდა. ზოისთვის რთული აღმოჩნდა ასეთი მზერისათვის დიდხანს ეყურა, მყისვე თვალები დაბლა დახარა, თითქოს დაიმორცხვა. ძალიან დაიბნა, აშკარად ეტყობოდა არ იცოდა რა ექნა ან რა ეთქვა. მხატვარიც გაქვავებული იდგა და ხმას ვეღარ იღებდა... შემდეგ ძალა მოიკრიბა და თავი ხელში აიყვანა, თავდაჯერებულობა დაიბრუნა, შეეცადა თავი რაც შეიძლება ამაყად დაეჭირა და სახეზე ყველა კვალი გაექრო, რაც მის აღელვებაზე მიუთითებდა. თქვა: - ეს თქვენ ხართ, ქალბატონო. მაპატიეთ, რომ თქვენი ნებართვის გარეშე დაგხატეთ, უფრო მეტიც - საჯარო გავხადე ეს უკანასკნელი. მე უბრალოდ მინდოდა პლენერზე დამეხატა და სინამდვილე ამესახა ჩემ ნამუშევარში. შუა ხატვის პროცესში ზუსტად იმ სკამზე ჩამოჯექით, რომლასაც ვხატავდი და გადავწყვიტე თქვენ ამ ნახატის ნაწილი გამეხადეთ. მე ჩემი დანაშაულის გამოსასყიდად მინდა გაჩუქოთ ეს ნამუშვარი, - ძლივს მოაბა თავი ამ სიტყვების თქმას, ეშინოდა ბლუყუნი არ დაეწყო. გრძნობდა გული როგორ ეხეთქებოდა გულმკერდის მიერ წარმოქმნილ ერთგვარ კედელს, გრძნობდა ძარღვებში როგორ უჩქეფდა სისხლი, ხელებს ერთ ადგილას ვერ აკავებდა, სულ უნდოდა, რომ სადღაც წაეღო, მაგრამ ვერსად ჰპოვეს მისმა ხლებმა და გულმა სიმშვიდე.
- არა, მე არ ვბრაზობ, რომ დამხატეთ. უბრალოდ ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ გავბრაზებულვარ ნახატს მაინც გამოგართმევთ; — ზოიმ მხატვარს გაუღიმა და სახეზე მიაშტერდა. უკვე აღარ გრძნობდა არანაირ უცერხულობას. რაღაც კარნახიბდა, რომ ამ ბიჭთან ამგვარი თამაში შეიძლებოდა და თანაც თავს სავსებით უსაფრთხოდ გრძნობდა.
ნახატი ისე აიღო, თვალიც არ დაუხამხამებია, არც დაელოდა, რომ პატრონს მიეცა, თვითონ დასწვდა თვალსა და ხელშუა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორე ია.
ბევრი რამ დაუგროვდა დღეისთვის, რითაც თავს გაირთობს. დაჯდება ბუხართან, საყვარელ სავარძელში და იფიქრებს საათობით ყვლაფერზე, რაც დღეს იგრძნო, განიცადა, შეემთხვა, იფიქრა… უდიდესი სიამოვნებით გადაეშვება ამ უძირო ზღვაში. ახარებს იმის პერსპექტივაც, რომ მის ოთახს ახალი სურათი შეემატება. ასე გეგმების დაწყობით გართულმა სახლამდე მიაღწია.
მოსაღამოვებული იყო, ზოგიერთ ოთახში სინათლე ენთო და გარეთ გამეფებულ წყვდიადს ჯიქურ ებრძოდა. მისი ოთახიდანაც მოკიაფობდა სინათლე.. ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. ზოი შეშფოთებული შევიდა სახლში.




თავი 2
ადამიანებს ძრწოლა აიტანთ ხოლმე, როცა რამეზე ნერვიულობენ. საშინელი შეგრძნებაა იმის ცოდნა, რომ წინ რაღაც უსიამოვნო გელის. ეს ყველაფერი ორმაგად საშინელი ხდება, როცა დარწმუნებული ხარ შენი შიშისა და ნერვიულობის სისწორეში. როცა ზუსტად იცი, რომ გადადგამ რამდენიმე ნაბიჯს, გავა ორიოდე წამი და პირისპირ მოგიწევს შეჯახება იმასთან, რისი მოხდენაც ყველაზე მეტად არ გინდოდა. ამას სწორედ რომ წამების განმავლობაში უნდა მიხვდე; შემდეგ მიუხედავად ცუდი წინათგრძნობისა, მაინც უნდა წაიწიო წინ, მაინც უნდა წარსდგე არასასურველი რეალობის წინაშე; თავი მაღლა ასწიო და მოაჩვენო თითქოს ძლიერი ხარ: არ ნერვიულობ, მშვიდად ხარ, მაგრამ იმას კი ვეღარ აანალიზებ, რომ არ გჭირდება მსახიობობა — შენ ისედაც ძლიერი ხარ, რადგან სიმამაცე გყოფნის ერთ ადგილას არ გაშეშდე, უკან არ დაიხიო და გზა მაინც გააგრძელო. სხვა დანარჩენი კი უმნიშვნელოა...
ზოი სწრაფად შეიჭრა სასტუმრო ოთახში, საჩუქარი დივნის მიმართულებით მოისროლა. არც კი შეუმჩნევია რა ბედი ეწია ნახატს, რომელზეც თვითონ იყო გამოსახული. თავისი უგუნურებისა და გაუფრთხილებლობის გამო ეს ულამაზესი შედევრი დივნის კუთხემ იმსხვერპლა.
ზოი მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს მიუახლოვდა. ფორიაქობდა, ძრწოდა, გულის სიღრმიდან რაღაც ეჩურჩულებოდა, რომ კარგი არაფერი ელოდა. ნერვიულობდა, მაგრამ რატომ ნერვიულობდა, ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა; ვერ ბედავდა რაიმე ვარაუდი გამოეთქვა, მხოლოდ ეშინოდა და მეტი არაფერი. უბრალოდ არ ფიქრობდა არაფერზე, რადგან არ სურდა ნერვიულობის მიზეზს ჩასწვდომოდა. ან იქნებ იცოდა რატომ ძრწოდა? აშკარად იცოდა, თორემ მაშ რაღატო ნერვიულობდა?
ფრთხილად და უხმაუროდ ადიოდა საფეხურებზე. მის თითოეულ ფეხის გადადგმაში ისეთი სინაზე შეიმჩნეოდა, იმდენად ჰაეროვანი იყო ეს, თითქოს ნეტარებაშიაო. სულ სხვას დაინახავდით, ამ დროს მისი სახისთვის რომ შეგეხედათ: შეშინებული, დაბნეული თვალები შემოგეფეთებოდათ, რომლებიც მყისვე სხვაგან გაიხედავდნენ, რამდენიმე წამის შემდეგ კვლავ თქვენ დაგიწყებდნენ ყურებას და მოგვიანებით სხვა საგანს მიაშტერდებოდნენ. ტუჩები განუწყვეტლივ ცახცახებდნენ, არ ჩერდებოდნენ, თრთოდნენ. გახშირებული სუნთქვის გამო ცხვირის კუნთები განსაკუთრებული დატვირთვით იკუმშებოდნენ და შემდეგ ფართოვდებოდნენ. ამ სახეზე მხოლოდ ყბები იყო უძრავად, როგორც ეტყობოდა, ზოის კბილები ერთმანეთზე მაგრად მიეჭირა. ტანს ზევით და ტანს ქვევით ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რამ ხდებოდა, ამ ორ შორის დიდი კონტრასტი იყო: ფორიაქი და სიმშვიდე; მოუსვენრობა და აუჩქარებლობა.
როგორც იქნა, საძინებლამდე მიაღწია და შიგნით შევიდა. იქ დედამისი დახვდა, რომელმაც ვერ შეამჩნია როგორ შევიდა ზოი ოთახში. ასე გაგრძელდა დაახლოებით 3 წუთი. ოთახი არეული იყო. ყველაფერი, რაც კი აქ იდგა, შუა ნაწილში შეექუჩებინათ, გარდერობი ოდნავ ნაპირისკენ იდგა. ალბათ, სიმძიმის გამო ვერ გამოწიეს. ზოის საძინებელი ისეთი აღარ იყო, როგორიც დატოვა.
იმ 3 წუთის განმავლობაში, ვიდრე დედამისს საკუთარი თავი ოთახში მარტო ეგონა, ოთახის კედლებს უცნაური გამომეტყველებით აკვირდებოდა. მის თვალებში ღრმა სევდას ამოიკითხავდით. მარცხენა ხელის მტევანი მკერდზე მიედო და ღრმად სუნთქავდა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა; სახეს მანჭავდა, თითქოს ტირილი უნდოდა და არ გამოსდიოდა. ამ დროს უნიჭო მსახიობს ძალიან წააგავდა ელენე…
ზოი კართან იდგა. სამი უცნობი მის ოთახში შევიდა. არცერთი არ მიესალმა; შეხედვის ღირსიც კი არ გახადეს ზოი, რომელიც ამგვარი არეულობის გამო გაწბილებული გახლდათ. დაინახა როგორ გამოიტანეს უცნობებმა მისი საძინებლიდან ოთახის შუაგულში შექუჩებული ნივთები.
საფეთქლები აუთამაშდა; კბილები იმდენად ძლიერ დააჭირა ერთმანეთს, რომ ღრძილებში იგრძნო საშინელი ტკივილი. წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის საძინებელში და ეს გარემოება თითქოს მონობის შეგრძნებას უტოვებდა. წეღანდელი ნერვიულობის გამო ხმას ვერ იღებდა. ახლა დამშვიდდა. მიხვდა, რომ სანერვიულო აღარაფერი ჰქონდა. რაზეც ნერვიულობდა, ის არ გამომჟღავნებულიყო…
- რა ხდება? — იკითხა ხმამაღლა.
მისკენ დედამისი შემოტრიალდა და ორი მწვანე თვალი მიაპყრო სახეზე. მსუქან ელენეს სახე უარესად დაუსივდა ზოის დანახვაზე. შეეშინდა, ვაითუ შეამჩნია, რომ ვტიროდიო. მსახიობურ უნარებს მოუხმო; გაიღიმა და შვილს უთხრა: - ზოი, მოხვედი, ძვირფასო? დღეს მომინდა, რომ შენს საძინებელში მე და მამაშენი გადმოვიდეთ; შენ კი ბიბლიოთეკის გვერდით რომ ოთახია, იქ გადაბარგდი. ამ ოთახთან გარკვეული მოგონებები მაკავშირებს, ოდნავ სენტიმენტალურიც კი. სამწუხაროდ, ამ სულელებმა ვერ მოასწრეს შენ მოსვლამდე მოეშორებინათ ამ ოთახიდან ყველაფერი. მე ამათ ვუჩვენებ სეირს! აი, ნახავენ მთლიან თანხას რომ არ მივცემ. როგორც ხედავ, ჩემს თითოეულ იდეას პრაქტიკულად ყოველთვის ვახორციელებ, თანაც ჩაფიქრებისთანავე. ჩემო საყვარელო, ხომ მოგწონს ამგვარი ცვლილება?
- ვაიმე, დედა! რას ამბობ? რა უფლებით აფათურებთ ჩემ საკუთრებაში ხელებს?! ჯერ მე უნდა მკითხოთ მაქვს თუ არა აქედან გადასვლის სურვილი! ახლავე უბრძანე ამ თავმაღალ ბრიყვებს, რომ ყველაფერი უკან დააბრუნონ; ყველაფერი ისე დამხვდეს, როგორც წასვლის წინ დავტოვე! დასვენება მინდა… ახლა წავალ, შხაპს მივიღებ. მანამდე კი ამ არეულობას ბოლო მოუღე!
- როგორ მიბედავ, ზოი?! თავხედობასა და საუბრის ტონს დაუწიე! ამ სახლში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. შეიგნე ეს!
- დედა, არ გაქვს უფლება ჩემ მაგივრად გადაწყვიტო ზოგიერთი რამ! რატომ არ გესმის ეს? ძალიან ვარ გაბრაზებული, იცოდე.
- კარგი, მაშ უფლება არ მაქვს, ხომ?! კარგი, კარგი! მე ხომ არავინ ვარ; არც არაფრის უფლება მაქვს; საერთოდ ხმის ამოღების უფლებასაც აღარ დამიტოვებთ მალე, ალბათ! კარგი!.. ეჰ! ყოველთვის ვამბობდი, რომ რთული ხასიათი გაქვს…
- კარგი, დედა. მორჩა, დასრულდა, წერტილი! ახლა კი უბრძანე საქმეს შეუდგნენ.

ზოიმ ოთახი დატოვა. ერთდროულად გახარებული და თან საკუთარ თავზე გაბრაზებულიც იყო. უხაროდა, რომ შიშები არ გაუმართლდა. სასიამოვნო შვება იგრძნო, როცა გააცნობიერა რა ხდებოდა მის საძინებელში, თითქოს ზურგით დიდ ლოდს დაატარებდა და სულ ახლახანს მოიხსნა ეს ტვირთი.
დიდად სასიამოვნოა შვების შეგრძნება. გადაღლილი ორგანიზმი ისვენებს, სტრესი ქრება, ფიზიკური დატვირთვაც აღარსადაა, უკვე დავიწყებული გაქვს. ეს ნეტარებაა... წამიერი ან, უკეთეს შემთხვევაში, წუთიერი ნეტარება.
ზოი შვებას გრძნობდა, მაგრამ ნეტარებასა და განცხრომაში კი ნამდვილად არ ყოფილა. მას ხელს უშლიდა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. ვერაფრით აპატიებდა თავს ასეთ აღელვებას. გონებაში სულ იმას იმეორებდა ღმერთო ჩემო, ნუთუ ასეთი სუსტი ვარ?! ნუთუ არ შემიძლია თვითკონტროლი კრიტიკულ სიტუაციებში?! არა, მე ძლიერი მეგონა ჩემი თავი, თურმე როგორი მშიშარა ვყოფილვარ. არა, მაინც რამ ამაფორიაქა ასე? სულელი ვარ, არ შემიძლია თავის ხელში აყვანა. ღმერთო, რა საცოდაობააო!
ამჯერადაც ზოის სხეული თითქოს რამდენიმე პიროვნებას შეადგენდა: ტანს ქვემოთ კვლავ ის თავდაჯერებული, დახვეწილი და ნაზი ქალბატონი სახლობდა. ტანს ზემოთ კი — გარჩევა შეუძლებელი იყო. ერთბაშად ათი პიროვნება იყო ჩაბუდებული. სახეზე ზიზღი გამოსახვოდა, ყველა ნაკვთი ამას მოწმობდა. მკერდი ამაყად მიიწევდა წინ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, თითქოს ქალის სხეულს არც ეკუთვნოდა და არაფერი იცოდა. მხოლოდ ხელები თუ მიგახვედრებდათ, როგორ კიცხავდა ზოი საკუთარ თავს: მუშტი იკვრებოდა და კედელს ეხეთქებოდა, შემდეგ ხელი იშლებოდა, იდაყვის ძვალი ოდნავ ზევით იწევდა და სწრაფი მოძრაობით უკანვე ბრუნდებოდა. უკან დაბრუნებისას ხელის მტევნებიც ერთვებოდა და სინქრონულად არღვევდა ეს ორი ჰაერის წინაღობას. თუ კარგად დააკვირდებოდით, შეამჩნევდით, რომ სუნთქვაც ამ მოძრაობას ბაძავდა და იგივე რიტმს ინარჩუნებდა.
პირდაპირ საოცარია უყურებდე ამ ქალს, რომელიც ნამდვილ პრინცესას ჰგავს. საოცარია, როგორ ახერხებს ერთდროულად ამდენი პიროვნება იყოს?! როგორ ანაწილებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ემოციას?!
შხაპის მიღების შემდეგ საძინებელში დაბრუნდა, მაგრამ იქ კვლავ არეულობა იყო. გადაწყვიტა ცოტახნით სასტუმრო ოთახში ჩასულიყო. საყვარელ სავარძელში მოკალათდა, რომელიც დივნის გვერდზე იდგა. დახეული ტილო ვერც ახლა შეამჩნია, სულ გადაავიწყდა. მზერა ჟურნალების მაგიდას მიაპყრო. ათი წუთი დაჰყო ასეთ მდგომარეობაში. არანაირი მოძრაობა, არც აჩქარებული სუნთქვა, არც ერთი სიტყვა, სრული სიჩუმე და გაუტოკებლობა... მხოლოდ ფიქრები...
სულ რაღაც ორი თვის წინ გადმოვიდა ახალ სახლში. ესეც დედამისის სასოწარკვეთამდე მისული, ტრაგიკული სცენებით გაჟღენთილი მცდელობის დამსახურებით. ელენემ აქაურობა მდიდრულად მოაწყო.
თუკი ამ სახლში ორიოდე წუთს მაინც დააყოვნებდით, აქედან აუცილებლად ბედნიერი წახვიდოდით. ადამიანს ბედნიერების განცდისთვის სილამაზის აღქმა სჭირდება. როცა რაიმე დახვეწილ სილამაზეს ვხედავთ, ეს ცქერა გვატკბობს, გვაბრუებს. ბრმა არ უნდა იყო, თუ გსურს მარტივად შეიგრძნო ბედნიერება. მაგრამ განა ბრმა ვერ იქნება ბედნიერი? მერე რა, რომ ვერ ხედავს? აღქმა მარტო ის როდია, რომ დაინახო?! მოსმენა და წარმოდგენა შეიძლება ყველაფრის! ამქვეყნად ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი და ასევე ყველას შეუძლია უარი განაცხადოს სილამაზის აღქმაზე, ასე ის უარს ამბობს ბედნიერებაზეც.
ზოის სახლი სიმდიდრის უკიდურეს წერტილად შეიძლება ჩაითვალოს. დახვეწილი სიმდიდრე ქმნის სილამაზეს, სილამაზე წარმოქმნის ადამიანებში გრძნობებს, გრძნობები ქმნიან განცდებს, განცდები გვაიძულებენ ფიქრს. გრძნობები, განცდები და ფიქრები წარმოადგენენ ჩვენ სულს, სული სხეულთან ერთად ქმნის ჰარმონიას, ჰარმონია გვანიჭებს ბედნიერებას, ბედნიერება გვიბიძგებს სიკეთის კეთებისკენ, სიკეთე გადამდებია და გვაახლოებს სამოთხეს, სამოთხე ყველას სანატრელი განსასვენებელი ადგილია და რადგან სიკეთე გადამდებია, კიდევ მრავალი ადამიანი უახლოვდება სამოთხეს, კიდევ უფრო ბევრი ადამიანის სული ჰპოვებს სიმშვიდეს საოცნებო ადგილას. მაგრამ ეს საკმარისი საბაბია, იმის სათქმელად, რომ ბედნიერება ფულშია? არა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესანიშნავი ჯაჭვი სიმდიდრის მიერ შექმნილი სილამაზით იწყება, აბა დაფიქრდით, ხომ შეიძლება ჯაჭვს სადღაც შუაში სხვა ჯაჭვი ჩავაბათ? დიახაც, ეს შესაძლებელია. ადამიანები უფრო მეტად ბოროტები ვართ, ვიდრე კეთილები. მუდამ სხვისი გვშურს, მუდამ ბოღმა გვახრჩობს. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ადამიანი არსებობს, წარმოიდგინეთ რა დაემართებათ, როცა ჩვენი კეთილდღეობისა და ბედნიერების შესახებ გაიგებენ. სწორედ ამ დროს გამოებმება ჩვენი ბედნიერების ჯაჭვს გვერდიდან სხვა ჯაჭვები — ბიროტების ჯაჭვები და თვალის დახამხამებაში გაქრება ბედნიერება, რომელიც კიდევ კარგი, რომ ცოტახნით მაინც განვიცადეთ. ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს რამდენად პატიოსნად გაიარეთ ის გზა, რომლის ბოლოში სიმდიდრეა და გულწრფელად გაეცით პასუხი. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ მილიონი სიკეთეც რომ გააკეთოთ მაინც არ გეღირსებათ სამოთხე, რადგან ცოდვაც ბევრი გაქვთ ჩადენილი. გამდიდრების გამო გაქვთ ჩადენილი. ამასთანავე, მარტივია ქველმოქმედება, როცა ზუსტად იცი შენ ამით არაფერი დაგაკლდება და კვლავაც მდიდარი იქნები. მაგრამ რთულია გარისკო და მაშინ გასცე, როცა შედეგად შენ აღარაფერი გრჩება. ასე, რომ სიკეთე სიმდიდრის ხარჯზე არაფერს ნიშნავს, აბსოლუტური ნულია. ბედნიერი მაშინაა ადამიანი, როცა სხვას უხალისებს სიცოცხლეს, ესეც ხომ ერთგვარი სილამაზეა. ყველაზე მახინჯი სახეც კი ლამაზი ხდება, როცა გაბადრულია.
ზოი მდიდარია, ხშირად ბედნიერიცაა, მაგრამ არასდროს სიმდიდრის ხარჯზე არ ყოფილა ბედნიერი. ის საზრდოობს მხოლოდ ჯანსაღი ემოციებით. მას სილამაზის აღქმის უნარი აქვს. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ იმას ცდილობდა გამოფენაზე მხატვრების ნამუშევრებში სილამაზე აღმოეჩინა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ სილამაზეს ეძებდა - ვიზუალურს თუ აზრობრივს, მაგრამ ხომ ეძებდა! გახსოვთ, როგორი ბედნიერი იყო ქუჩაში სეირნობისას? შეჰყურებდა ირგვლივ ყველაფერს და რასაც ხედავდა მისთვის სილამაზეს წარმოადგენდა, სასიამოვნო იყო მისთვის ის ფაქტიც, რომ დასველდა წვიმაში სიარულის დროს... ხომ ხედავთ, აქ ფული არაფერ შუაშია. ახლა ბედნიერი აღარ არის ზოი. განა წეღან არ ვთქვი, რომ თუკი ამ სახლში ცოტახნით შემოხვალთ და თვალს შეავლებთ, ბედნიერების გრძნობა დაგეუფლებათ-მეთქი? ზოი კი ამ სახლში ზის, ყველა კუთხე-კუნჭულს ხედავს, მაგრამ ბედნიერი არაა. ეს იმიტომ, რომ მას გულს ურევს ეს ყველაფერი. ფუფუნება, მოსამსახურეები, ეგოისტი მშობლები, უსაზღვრო სიმდიდრე... მას ბევრი რამ აკლია, მარტოობას განიცდის, ეზიზღება ეს სახლი. ის აქ დათრგუნულია, შებოჭილი, უბედური... წესით ვერ უნდა ახერხებდეს იმას, რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ მაინც გამოსდის ეს. უფრო ხშირად ბედნიერია, ვიდრე უბედური. ეს იმიტომ, რომ დაწვრილმანება უყვარს. ბედნიერებას კი ყვლაზე უფრო მეტად წვრილმანები გვანიჭებს. ზოიც ამიტომაა ასე ხშირად ბედნიერი.
ბედნიერება არასოდეს ხანგრძლივი არ არის. ის მხოლოდ წუთების განმავლობაში თუ შეიძლება გაგრძელდეს. ბედნიერებისთვის წვრილმანის შემჩნევა და გაანალიზებაა საჭირო, გაანალიზებისათვის - კონცენტრაცია. ერთ მოვლენას მეორე ცვლის, ეს ცვლილება სწრაფად, წამებში ხდება. ცვლილება ხელს უშლის კონცენტრირებას, კონცენტრაციის გარეშე შეუძლებელია დაფიქრება და გათვითცნობიერება, ანალიზი. მაშასადამე, ვერც ბედნიერება იქნება ხანგრძლივი. იგი სავალალოდ ხანმოკლეა. ადამიანებს არ გვიყვარს წვრილმანებზე ფიქრი, უფრო დიდი და მასშტაბური რამ გვიზიდავს ყოველთვის. ესე იგი, ჩვენ ბედნიერები არც თუ ისე ხშირად ვართ. მუდამ ბედნიერების დეფიციტს განვიცდით, პარალელურად არც სახსრები გაგვაჩნია. ჩვენს უბედურებას უქონლობას ვაბრალებთ. თურმე სხვა მიზეზების გამო არ ვართ ბედნიერები და თურმე ეს მიზეზები ჩვენგან დამოუკიდებლად კი არ არსებობს, არამედ პირიქით...
სასტუმრო ოთახში მოსამსახურე შემოვიდა. მუქი ლურჯი ბოლო და თეთრი პერანგი ეცვა. ფეხებს წითელი ფეხსაცმელები უმშვენებდა, დაბალ ქუსლებზე იდგა. ყველა მოსამსახურეს ასე აცვია ამ სახლში. დიასახლისმა კაცი მოსამსახურეები არაფრის დიდებით არ აიყვანა სამუშაოდ, მიუხედავად ქმრის სურვილისა. ზოის ეს საკითხი არ არაინტერესებდა. მოსამსახურეები არა, მაგრამ ის კი ეზიზღებოდა მას რომ ვიღაც ემსახურებოდა, ყოველთვის ამბობდა: “რაში მჭირდება ვინმეს მომსახურება, როცა თავად შემიძლია გავაკეთო ის, რასაც მათ დავავალებ”.
იგი არც ტატქტიანობითა და თავაზიანობით გამოირჩეოდა, ყოველთვის უხეშად საუბარი ერჩივნა, სათქმელს მუდამ პირდაირ ამბობდა. სიამოვნებდა თუკი ვინმეს გულს ენით დაკოდავდა, თავიც კი მოჰქონდა შხამიანი და გესლიანი ვარო.
მოსამსახურეს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია დახეული ნახატი. ზოის მიესალმა და ტილო აიღო. გაოგნდა, როცა აღმოაჩინა რა სჭირდა ნახატს, შემდეგ ირონიის შუქმა გადაუარა სახეზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ქალი ამოიცნო, ვინც პარკში იჯდა და ისვენებდა. ზოი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. თვითონაც აღშფოთებული იყო საჩუქრის დაზიანების გამო. მაშინვე კითხვების კორიანტელმა შემოუტია, პასუხის პოვნა არ გაძნელებია: მოსამსახურეს ტილო ხელიდან გამოგლიჯა და მშვიდად ჰკითხა ეს რა არისო. მოსამსახურემ მხრები აიჩეჩა, ხმის ამოღება ვერ გაბედა, ზოის მკაცრმა და დაუნდობელმა გამოხედვამ შეძრა. აშკარა იყო ზოი მას აბრალებდა ტილოს დახევას.
- ანასტასია, გირჩევნია აღიარო, ამით ჩემი რისხვა შემსუბუქდება. დაგინახე წეღან რა ირონიულად ჩაიცინე. დარწმუნებული ვარ ეს შენი ნამოქმედარია. იცოდე სამსახურიდან გაგიშვებ, თუ არ აღიარებ!
- არა, ქალბატონო! გთხოვთ, ეგ არ ქნათ! მე არაფერ შუაში ვარ. გთხოვთ, ეს სამსახური ძალიან მჭირდება. მთელი ოჯახი ჩემს კისერზეა, ნუ გამოგვგლეჯთ პირიდან ლუკმა-პურს. - ლუღ-ლუღით ევედრებოდა მოსამსახურე ზოის.
- ანასტასია, გირჩევნია აღიარო! მათხოვარი ხარ და მეტი არაფერი. არა, მათხოვარზე უარესი ხარ! გეუბნები, აღიარე-მეთქი! ახლავე!
- კარგით, ეს მე ჩავიდინე. შემთხვევით მომივიდა. სპეციალურად არ გამიკეთებია. უნებლიედ დანა ჩავარტყი და დავხიე. ძალიან შემეშინდა და ამიტომ გიმალავდით. გთხვთ, მაპატიეთ! - საბრალო ანასტასიამ იმის შიშით, რომ სამსახურიდან არ გაეგდოთ, საცოდავი ტყუილი შეთხზა და აღიარა ის, რაც არ ჩაუდენია. ცრემლები გადმოსცვივდა.
- ნახევარ საათს გაძლევ, რომ აქედან მოშორდე და თვალით აღარასოდეს დამენახო. დაგაგვიანდა აღიარება. ვერ დამაჯერებ იმ სისულელეს, რომ დანა შემთხვევით ჩაარტყი ნახატს. შურიანო მათხოვარო! - უყვიროდა ზოი.
მსახურმა ქალბატონის ბრძანება შეასრულა, სიტყვაც არ დასცდენია, რომ სინამდვილეში არაფერი ჩაუდენია. სხვა მსახურებთანაც ისე დაიჭირა თავი თითქოს მართლა მან დაფხრიწა ნახატი. ფიქრობდა, რომ თუ ზოი მის უდანაშაულობას დაიჯერებდა, მაშინ სხვა მოსამსახურეს მიადგებოდა; შესაძლოა, ის სხვა მსახური ყოფილიყო ნამდვილი დამნაშავე, მაგრამ რა საჭირო იყო ყოველივე ეს. ის ხომ გააგდეს?! ახლა რაღა ქნას? ფული სად იშოვოს? ოჯახი რითი გამოკვებოს? ამდენი წელია ამ ოჯახს ემსახურება და საკმარისი ნდობა ვერ მოიპოვა, რომ ცილი არ დაეწამიბინათ მისთვის. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. გაბრაზება არ შეეძლო, რადგან იმის გარდა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა და დარდობდა, თუ რა იქნებოდა მომავალში, რა ეშველებოდა მის ოთხ შვილსა და საყვარელ ქმარს.
ასე, ერთი ხელის მოსმით გახადა ზოიმ უბედური ანასტასია. სინდისის ქენჯნას კი სრულებითაც არ განიცდიდა. თითქოს აუცილებლად ამგვარი ზომებისთვის უნდა მიემართა. რა იცოდა, ცილს თუ წამებდა საწყალ მსახურს. ნახატი ხელში აიღო და გულში ჩაიკრა. შემდეგ გადაიხარხარა. იცინოდა. ეშმაკურად იცინოდა. რაღაც აზრმა მოუარა. მის გონებას ნათელი მოეფინა. ამიერიდან ერთით ნაკლები სადარდებელი ჰქონდა. აღარ მოუწევდა მშობლებისთვის ეთქვა ნახატის შესახებ. აღარ მოუწევდა მშობლების გამოკითხვის გაძლება. აღარ დასჭირდებოდა ტყუილის თქმა. კვლავ ეშმაკურად იღიმებოდა. გიჟივით გამოიყურებოდა. დაჯდა. გადაწყვიტა ნახატი ნაგავში მოესროლა და მშობლებისთვის მის შესახებ არაფერი ეთქვა. ამ გარემოებამ სულ დაავიწყა რა უსამართლოდ და ბოროტად მოექცა ანასტასიას.
საცოდაობაა ასეთი დამპალი სულის პატრონი იყო. ამავდროულად სულის გარკვეული ნაწილი ლამაზი და ღვთაებრივი გქონდეს. ანგელოზს გავდე, მაგრამ სინამდვილეში კაციჭამია იმალებოდეს შენი სულის ღრმა ფენებში.
როცა რაღაც ფუჭდება, ყოველვის სხვებში ვეძებთ დამნაშავეს, არადა დამნაშავე ხშირად სწორედაც რომ თავად აღმოვჩნდებით ხოლმე. აი კიდევ ერთი მანკიერება ადამიანისა, ვითომდა უნიკალური ქმნილებისა, რომელიც ამდენ ბოროტებას იტევს. გამუდმებით სხვებს ვადანაშაულებთ, გამუდმებით გავურბივართ მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ ლაჩრები ვართ! გვეშინია ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენ გავაფუჭეთ რაღაც. გვინდა მაქსიმალურად სუფთებმა ვიაროთ, მაგრამ რაც არ უნდა ხშირად ვიბანაოთ მტვერი მუდამ დაგვეყრება, ისევ ვიცურავებთ ოფლში... ეს ციკლი არასოდეს შეჩერდება. რამდენიც არ უნდა ვუარყოთ ჩვენი დანაშაული და თავი დავირწმუნოთ, რომ ვიბანავეთ და უკვე სუფთად ვართ, ჭუჭყი მაინც დაგვედება.
მართალია, ზოიმ არ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა და წამითაც არ უფიქრია, რომ შეიძლება მსახურს მოეტყუებინა, მაგრამ ეს არ ცვილდა იმას, რომ რაც მოხდა, მისი მიზეზით მოხდა. ინსტიქტი კარნახობდა და ავალდებულებდა, რომ ვიღაცისთვის ბრალი წაეყენებინა. მაგრამ რას იგრძნობს, როცა გაიგებს, რომ ანასტასია არაფერ შუაში იყო? ან იქნებ ვერც გაიგოს? ალბათ, სინდისი არც ამ შემთხვევაში შეაწუხებს. იფიქრებს, ამან უკვე განვლო, ამ დღეებმა უკვე ჩაიარა და ახლა რაიმის გაკეთება გვიანიაო. იქნებ რიტორიკულადაც იკითხოს ისე როგორ დავეცე, რომ პატიება ვთხოვო ვიღაც მათხოვარ მსახურსო? იქნებ სისუსტედ ჩათვალოს ბოდიშის მოხდა? არა, სიამაყე არ მისცემს უფლებას ეს გააკეთოს.
ამაყი ზოი! რომელიც თავს არასდროს მისცემს იმის უფლებას, რომ ბოდიში მოიხადოს. სამაყე დაეხმარება მას, რომ აღარ იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი ვიღაც მსახურის ოჯახის გაუბედურებასა და შიმშილობას. სიამაყე არ მისცემს უფლებას ამაზე იფიქროს, შედეგად ვერც სინდისი შეაწუხებს. სინდისი მხოლოდ მაშინ გვქენჯნის, როცა დანშაულზე ვფიქრობთ.
მეორე სართულიდან მუშები ჩამოვიდნენ, უკმაყოფილო სახეები ჰქონდათ. როგორც ჩანს დიასახლისმა დანაპირები შეასრულა გადახდასთან დაკავშირებით. ზოის მოგვიანებით დედამისმა შეატყობინა, რომ შეეძლო თავის ოთახში მოესვენა. ადგა. ნელა წავიდა. მსუბუქ ნაბიჯებს დგამდა. ახლა ერთი პიროვნება გახლდათ. ოთახში კიდევ უფრო ნელა შევიდა. ტანსაცმელიც უცვლელი სიზანტით გაიხადა. საწოლზე მოშვებით დავარდა. თვალები დახუჭა. ფიქრობდა.
ახლა წევს საწოლზე და იხსენებს რა სასიამოვნო იყო წვიმაში სეირნობა; იხსენებს როგორი ბედნიერი იყო მაშინ; იხსენებს რამდენის მეტყველი იყო გამოფენაზე ნახატები; იხსენებს მხატვარს, რომელმაც დახატა, იხსენებს მოხუცს, რომელმაც წამიერი სითბო აჩუქა; იხსენებს წვერებიან ახალგაზრდას... თვალწინ ყავისფერ თმიანი, ფართოდ გახელილი თვალებიანი და გრძელ კისრიანი ჭაბუკის ზმანება უდგას. ცდილობს თვალები არ დახუჭოს, არ სურს ეს ზმანება გაქრეს. ვერ იხსენებს რა ფერის თვალები ჰქონდა ბიჭს, ვერც ცხვირის მოყვანილობას წვდება მისი გონება; ტუჩები კარგად ახსოვს... პატარა, გაცრეცილი ტუჩები. როგორ არ ემახსოვრება, სულ ტუჩებში შესჩერებოდა მხატვარს; ხედავდა როგორ შორდებოდა ქვედა და ზედა ტუჩი ერთმანეთს და მერე ისევ უახლოვდებოდა, იკუმებოდა. მთრთოლვარენი იყვნენ საუბრისას. მათ მიღმა ნაზი ბგერები წარმოიქმნებოდნენ, ისინი კი კარიბჭის როლს ასრულებდნენ: ბგერები გარეთ გამოსვლას და ღვთაებრივად გაჟღერებას ლამობდნენ. პირი იღებოდა, ქვედა ყბა მოძრაობას იწყებდა და სადღაც წყვდიადიდან ხმა გამოდიოდა. ეს ხმა ზოის ყურებში ჩურჩულით ზუზუნებდა. მუსიკა.. მუსიკალურად ჟღერდა. სიტყვები ყურში იჭრებოდნენ. ზოის ნერვულ სისტემას აფორიაქებდნენ. ზოი ისმენდა სიტყვებისგან შემდგარ წინადადებებს. იგი კვლავ მხატვრის მთრთოლვარე ტუჩებს უყურებდა. მისი ტვინი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდა. იმპულსი შესაბამის ადგილას მიდიოდა. ზოი პირს აღებდა. პასუხს იძლეოდა. ლაპარაკობდა.
საწოლზე წევს და მხატვრის ლანდი კვლავ წინ უდგას. იხსენებს როგორ ტოვებს იქაურობას და როგორ ბრუნდება უკან, სახლში. იხსენებს როგორ ჰქონდა ჩახუტებული ნახატი. იხსენებს რა ბედი ეწია ნახატს, მაგრამ არამც და არამც ანასტასია არ ახსენდება. მხოლოდ დაფხრეწილ ტილოს ხედავს. ამ ტილოზე მისი თავის ადგილას დიდი ორმოა გაჩენილი, უძირო ორმო. ის არ წუხს დანაკარგის გამო. იხსენებს როგორ მარტივად და აუღელვებლად აქცია ეს უკანასკნელი ნაგვის შემადგენელ ნაწილად. არ ნერვიულობს იმაზე, რომ ტყუილის თქმა მოუწევს. მას ხომ არ სურს მშობლებმა გაიგონ ნახატის შესახებ, არც იმას აპირებს მხატვარს მოუყვეს როგორ განადგურდა მისი ნამუშევარი...
რა სასტიკი არსებაა ეს ქალი! როგორ შეუძლია ასეთი უგულო იყოს? რა მარტივად გადაწყვიტა, რომ ტყუილი თქვას და ვინ იცის რა მარტივად მოახერხებს ამას?! იმ ადამიანს, რომლის გამოსახულება სულ ახლახანს თვალწინ ედგა, თვალებში ჩახედავს, სახეზე არც ერთ ნაკვთს არ გაატოკებს და მოატყუებს. ურცხვად მოატყუებს.

***
დილით, როგორც ყოველთვის, შვიდ საათზე გაიღვიძა. მისი საძინებლის ერთ-ერთ კედელს მთლიანად გამჭირვალე მინა შეადგენდა. საწოლიდან მკვირცხლად წამოიჭრა და ფარდები გადასწია. ოთახში არც მზის სხივები შემოიჭრა, არც ოდნავი ნათელი მოეფინა არემარეს: ცვილება ნული იყო. მოღრუბლული ცა გადაჰფარვოდა დედამიწას და მზე შთაენთქათ ჩამუქებულ წყლის წვეთებისა და მტვრის ნაწილაკების გროვებს. გარეთ წყვდიადი ჩამოწოლილიყო. ზოის დილიდანვე გაუფუჭდა გუნება. დღეს რატომღაც ძალიან უნდოდა მზის სხივები მოფერებოდნენ ნამძინარევ სახეზე. გულდაწყვეტილი საწოლისკენ გაეშურა. თბილი საბნის ქვეშ შეძვრა. რამდენიმე წამის შემდეგ სახეზე ღიმილი გაუკრთა. წამოდგა. სწრაფად ჩაიცვა. აბაზანაში თავი მოიწესრიგა. ბიბლიოთეკისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა. უცებ გეზი სამზარეულოსკენ აიღო. იქ ყავა მოადუღა. ფინჯანი ყავა ხელში აიღო. ამას ისე ლამაზად, დახვეწილად, მოზომილად და რაღაც არაამქვეყნიური სიამოვნებით აკეთებდა, რომ შეგიყვარდებოდათ. ნაუცბათევად დავარცხნილი და ზევით აზიდული თმა ნელ-ნელა ეშლებოდა და ქვევით მიიწევდა. ისიც ნებას რთავდა კვლავ უწესრიგობას დაბრუნებოდნენ. ვარდისფერი ხალათი ეცვა, გულმკერდის არე შიშვლად ჰქონდა, ხალათი მუხლებამდე არც წვდებოდა. საოცარი ფეხებიას პატრონია ეს ქალი. ნაზი და ფაქიზი მკლავები. უჩვეულო სიარულის მანერა, არანაირი ზედმეტი რხევა უკანალისა, თითქოს ქანდაკება დადისო. მხოლოდ მკერდი უმოძრავებს ვერტიკალური მიმართულებით. ხელები, ფეხები თავისას შვრებიან, წინ და უკან მიდიან.
ბიბლიოთეკაში შევიდა, უზარმაზარ დარბაზში მაგიდებია ჩამწკრივებული ერთ რიგად. მილიონობით წიგნი აჭრელებს აქაურობას. შემოდგომის სურათს ჰგავს ეს ოთახი. ზოიმ ფინჯანი ყავა ერთ-ერთ მაგიდაზე დადგა და თაროებზე წიგნებს დაუწყო ხელების ფათური. მრავალიდან მხოლოდ ერთი ამოარჩია და იმ მაგიდასთან მიიტანა, სადაც ფინჯანი ყავა დატოვა. ეს გახლდათ გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის 100 წელიწადი".
რამდენიმე გვერდი წაიკითხა, მონიშნა ის ადგილი, სადაც შეჩერდა, ყავა მოსვა, ადგა, ფინჯანი ყავა და წიგნი აიღო, წავიდა. ტერასაზე გავიდა. ყოველთვის ამბობდა, რომ შემოდგომა წიგნების კითხვის სეზონია. უყვარს შემოდგომის დღეებში წიგნის ბუნების წიაღში კითხვა. ახლაც სწორედ ასე იქცევა. ამაღელვებელი გრძნობები ეუფლება, თითქოს ყავაც უფრო გაგემრიელდა. ნელი, გრილი სიო უბერავს და სათუთად გამთბარ სახეს უგრილებს. მისი თმები ძრწიან ნელი სიოს ყოველ დაბერვაზე. წიგნიც უფრო საინტერესო წასაკითხი ხდება. აი, უკცე ცრემლებიც გადმოვარდა. მთლად უგულოც არ ყოფილა ეს ავსული ქალბატონი, თურმე მასაც ტკივა გულის რაღაც ნაწილები, თურმე ცრემლის სისველე როგორია ისიც კი იცის.
ორიოდე საათი დაჰყო წიგნის კითხვასა და ყავის სმაში. თავის ოთახში დაბრუნდა. საწოლზე ჩამოჯდა და კედლებს დაუწყო გაფაციცებით ყურება. ისედაც მარტოსული ზოი, მარკესის შემოქმედებამ კიდევ უფრო მეტად დათრგუნა, მაგრამ ზოი ლაღად გამოიყურებოდა, სახე უღიმოდა. მის თვალებში სასოწარკვეთას ამოიკითხავდით. ვერ მიხვდებოდით რას ფიქრობდა. უძრავად იჯდა. ოთახში დედამისი შემოვიდა. ერთხანს უსიტყვოდ უყურა, მერე ჯკითხა როგორ ხარო, მაგრამ ზოი არ განძრეულა, სიტყვა არ დასცდენია. მალე ოთახში კვლავ მარტო დარჩა.
ზოგჯერ არის ხოლმე მომენტები, როცა მდუმარებას უფლებას ვაძლევთ თავი წაგვართვას. გვსიამოვნებს ერთ ადგილას გაუნძრევლად და ხმის ამოუღებლად ჯდომა. ამ დროს თვალის დახამხამებაც კი ხელს გვიშლის დავტკბეთ მდუმარებით. სიჩუმის მოსმენა... საოცარი უნარია სიჩუმის მოსმენა, ეს იგივეა, რაც მდუმარება. ყურს უგდებ როგორ გეხება სხეულზე ჰაერის შენივე სუნთქვით გამთბარი მასები; ყურს უგდებ გარედან შემომავალ ხმებს, რომლებიც მუსიკასავით ჟღერს. შენ ქანდაკებასავით ხარ, სხვაგვარად ვერ მოუსმენ სიჩუმეს... ზოი ახლა სიჩუმეს უსმენს. სასიამოვნოა მოუსმინო იმას, რაც ჩუმადაა. ეს სასაცილოა, მაგრამ ამასთანავე რეალურიც. მდუმარება ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია. ეს საყვარელი ადამინის ტუჩებზე თითის მიდებას და ხმის ამოღების აკრძალვას ჰგავს, რომლის დროსაც შეიგრძნობ რა თბილია მისი ტუჩები, როგორ შფოთავენ, როცა ეხები და რა ნაზად ცდილობენ ამბორს შენს თითზე. ეს სიყვარულის განცდას ბადებს. მაშასადამე, მდუმარება სიყვარულის შეგრძნებაცაა. ამიტომ უსმენს ზოი სიჩუმეს. მას არ უყვარს, მაგრამ მაინც სურს სიყვარული შეიცნოს. ამაში მდუმარება ეხმარება...
რა ცვალებადია ამ ქალის სული! ზოგჯერ ბოროტი და დაუნდობელია, ჭუჭყით მოსილი, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილი ვარდია - მცენარეთა დედოფალი. მაგრამ, არა! როგორ შეიძლება ზოის სული ამ შემთხვევაში ვარდს შევადარო? განა ვარდს ეკლები არ აქვს?! შეუძლებელია ზოის სულს ეკლები ჰქონდეს. შეუძლებელია ის იჩხვლიტებოდეს. ამიტომ ის სხვა ნაზ ყვავილს უფრო მეტად ჰგავს, მაგალითად იას. დიახაც, მისი სული იასავით ლამაზია, უცოდველი... თუმცა ზოის სული მუდამ ასეთი როდია! ხან ისე ბობოქრობს და წალეკვით იმუქრება! ვერ გაიგებ როდის როგორია: ნაზი და გაფურჩქნული თუ ქარიშხლიანი. რთულია ამის პროგნოზირება. ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი წუხილისა და დარდის გარეშე მსახური გააგდო და საარსებო წყარო მოუსპო; შემდეგ უფრთო ანგელოზს დაემსგავსა, როცა განვლილ დღეს აჯამებდა და იხსენებდა მხატვართან შეხვედრის ფრაგმენტებს. ამ ქალს სიყვარული აიძულებს უცოდველი კრავი გახდეს. თუ ბედნიერი არაა, მაშინ სხვა პიროვნება ხდება. ბედნიერებისა და სიყვარულის უშრეტი წყარო არ არსებობს. ზოი მუდამ ბედნიერი ვერ იქნება, ყოველ წამს სიყვარულზე ვერ იფიქრებს... დანარჩენი კი თვითონ განსაზღვრეთ!



თავი 3
- ზოი, მოვედი! — გაისმა ბოხი ხმა.
მისაღებში მაღალი, უცნაური გამომეტყველების მქონე ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა და ბუხართან ყველაზე ახლოს მდგარ სავარძელში კომფორტულად მოკალათდა.
- მათე, ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, მანამდე კი რამე დავლიოთ, თორემ, ალბათ, გამიჭირდება გულის გადაშლა; —უთხრა ზოიმ ღიმილით.
მეგობრის თვალებზე შენიშნა როგორ გაუფართოვდა გუგები და ოდნავ შეკრთა.
მათე ბარათაშვილს 25 წელი შეუსრულდა, ბოლო 7 წელი ოჯახისგან განმარტოებით აგრძელებს ცხოვრებას. ადრეულ ასაკში ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ მალევე უცნაურად განქორწინდა. უამრავი კითხვის ნიშანი გაუჩინა მათ ახლობლებს ამან, მაგრამ პასუხი არც ერთ მათგანს არ გასცემია.
მათე ადამიანების სულიერი გაპარტახების დიდოსტატი და ზოის განუყრელი მეგობარი გახლდათ. მან ზოის შესახებ ყველაფერი იცოდა; რაღაც ისეთი ძალა ჰქონდა, რომლის მეშვეობით სხვებს აიძულებდა ყველაზე ღრმად მიმალული საიდუმლოებებიც კი გაემხილათ. ზოიც ამ ძალის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
მათე ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ლექტორები მუდამ განცვიფრებულნი იყვნენ მისით. გარშემომყოფები გრძნობდნენ, რომ რაღაც მისტიური გააჩნდა ამ არსებას. ახალ გაცნობილ ადამიანებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა უყვარდა და ეს შესანიშნავად გამოსდიოდა. მისი ნაცნობებისთვის რომ გეთხოვათ დაგვიხასიათეთო, ყველა მათგანი სხვადასხვა პიროვნებაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ერთი რამ კი მუდამ იდენტური იყო მათ მიერ აღწერილში. საუკეთესო გარდასახვა პიროვნული გარდასახვაა, რომლის დროსაც ვიზუალი, აღნაგობა მეორეხარისხოვანი და უცვლელი ხდება. ამიტომაც გარეგნობა გახლდათ ის, რაც აერთიანებდა ყველა იმას, ვინც მათე იყო სხვათა გადმოსახედიდან.
სასტუმრო ოთახში ბუხართან მშვიდად იჯდა და მეგობარს უცდიდა. უყვარდა ზოისთან მისვლა; უყვარდა ამ ოთახში ჯდომა და ტკბობა იმ სითეთრით, რომლითაც ეს ოთახი იამაყებდა ცოცხალი საგანი რომ ყოფილიყო. თუმცა ამ სახლში ისედაც ცხოვრობდა ამგვარი არსება და არც სიამაყის დეფიციტს განიცდიდა იმისათვის, რომ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრის ნაცვლად შთანთქმულიყო აღნიშნული გრძნობით. იმდენად იყო ეს ადამიანი სიამაყით აღსავსე, რომ მისი სახიდან სხვა არც არაფერი გამოსჭვიოდა. ალბათ, გარკვეულწილად ამიტომაც სძულდა ზოის იგი. არადა ამ ქალმა 24 წელი შეალია ზოის მოვლა-პატრონობას და დღემდე ამას აგრძელებს, მაგრამ ვერსად გაექცევა იმას, რომ ქალიშვილში მისი არსებობა ზიზღს აღძრავს.
- ამის მეტი ვერაფერი ვნახე;—გულდაწყვეტით თქვა ზოიმ— 1998 წლის მუკუზანია. რას იტყვი, დავლიოთ?
- 19 წლიანი დაძველებით ყოფილა და, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს;— მათემ მხრები აიჩეჩა.
- მართალია, წეღან რომ გითხარი რამე უნდა დავლიო-მეთქი, ღვინოს არ ვგულისხმობდი, მაგრამ არაუშავს! იყოს ეს...
- ხომ, სხვა გზა არ გაქვს.
- მარტო მე კი არა, შენც არ გაქვს სხვა გზა.
ზოიმ ბოთლი იქვე მდგარ ჟურნალების მაგიდაზე დადგა და მეგობარი კვლავ მარტო დატოვა; ჭიქების მოსატანად გავიდა.
მათე ზის თეთრ სასტუმრო ოთახში. მისაღებს თეთრი ჭაღი ამშვენებს, რომელიც თავისი გრანდიოზული დიზაინით დიასახლისის სნობიზმზე და კაპრიზულობაზე მიუთითებს. ოთახის წინა მხარეს რკალის ფორმა აქვს და მთლიანად შუშაბანდს წარმოადგენს. მისაღები მაღალჭერიანია და ნებისმიერი იქ მყოფი მსხვერპლი ხდება იმ შტაბეჭდილებებისა, რომელთაც მისი სივრცულობა და დეტალების ორიგინალურად გადაწყვეტის ეგზოტიკურობა იწვევს.
უზარმაზარი ჭაღის ციაგი გამოსახულიყო ღვინით სავსე ბოთლზე, რომელიც მალე დაიცლებოდა ამ ბლანტი სითხისგნ და ამის შემდეგ თითქოს ულამაზო შეიქნებოდა კაშკაშა სინათლის ანარეკლი; მას ღვინის მიერ შექმნილი მუქი ფონი მიატოვებდა და ისიც ეულად განაგრძობდა არსებობას, მაგრამ წარსული შთამბეჭდაობის დაბრუნებას კი ვეღარასოდეს შეძლებდა.
მეორე სართულიდან კიბეებზე მკვირცხლი და რიტმული ნაბიჯებით ჩამოვიდა ოჯახის უფროსი. მათეს დანახვამ აშკარა სიხარული მოჰგვარა და ვიდრე სტუმარი მის მოსვლას შეამჩნევდა ხალისიანად შესძახა:
- შეხედეთ, ვინ მოსულა! მათე ბატონო, მინდა გითხრათ, რომ თქვენმა ვიზიტმა ძალზედ გამახარა. ხომ იცით, როგორ მიყვარს თქვენთან ბაასი. რა ბედნიერი ვარ, რომ ვიცი, დღევანდელ საღამოს სასიამოვნოდ გავატარებ.
- აჰ! ირაკლი ძია, მეც გამიხარდა თქვენი ნახვა. ისე კი, გამოგიტყდებით, იმდენად არ მოველოდი ვინმეს გამოჩენას, რომ, ვაღიარებ, ცოტა შემეშინდა კიდეც.
მათე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა ოთახში შემოსულს.
- როგორც ჩანს, რაღაცას აღნიშნავთ, ხომ?
- არა, ირაკლი ძია; — ტქვა მათემ და გრძელ, ჭაღარა თმიან მოხუცს გაკვირვებით შეხედა.
ირაკლის ამ მზერაში შეუმჩნეველი არ დარჩა გაკვირვებისა და ამ გაკვირვების გამო გამოწვეული დაბნეულობის ნაპერწკალი და მათეს ღვინოზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ცინიკური ღიმილიც არ დავიწყებია, რომელიც მხოლოდ მაშინ დასთამაშებდა სახეზე, როცა სხვებს სისუსტის გამოჩენაში გამოიჭერდა.
"ნეტავ, იცოდეს როგორ ვხალისობ, როცა უფლებას ვაძლევ ასე მიღიმოდეს, რეალურად კი არ იცოდეს, რომ ყალბი იყო ჩემი სიტყვები, გამომეტყველება, ქცევა, რის გამოც დამცინის"- გაიფიქრა მათემ, რომელიც სიამოვნებას ღებულობდა მის წინ მდგარი ადამიანის მიერ მანკიერების გამოვლინებისგან. მათეს არარაობების გულში დაცინვა უყვარდა და ამისთვის არც მცირეოდენ დამცირებას ერიდებოდა. თუმცა კი, რათა ბოლოს ამ არარაობებისთვის დაემტკიცებინა, რომ ყველაფერს განგებ აკეთებდა, ამის სამხილებს აუცილებლად ტოვებდა.
- მამა?!— უნებურად აღმოხდა ზოის, როცა ჭიქები მოიტანა;— არ ვიცოდი აქ თუ იყავი, შენთვისაც მოვიტან.
- ჩემო პრინცესა, ღვინო კიდევ წამოიღე. ვშიშობ, მხოლოდ ერთი ბოთლი საკმარისი არ იქნება.
კვლავ ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ზოი წავიდა, უკან ჭიქითა და ღვინის ბოთლით დაბრუნდა. ჭიქები ღვინით აავსო და მამის გვერდით დაჯდა დივანზე, რომელმაც მხატვრის საჩუქარი იმსხვერპლა. გაახსენდა, რომ მეგობართან საუბარს აპირებდა და, თუ აქამდე მამამისი მასში არავითარ ნეგატიურს არ აღძრავდა, ახლა მთელი არსებით სურდა მისი გაქრობა. ახლაღა დაიბრუნა ჩვეული ზიზღნარევი გამომეტყველება და ამან ირაკლი, ცოტა არ იყოს, შეაკრთო, თუმცა იმდენად მიჩვეული იყო ამგვარ გარემოში ცხოვრებას, რომ ეს რეფლექსი უმალ მისცა დავიწყებას. მათეს ვითომდა სისუსტის გამოვლენა ჯერ კიდევ ახსოვდა და ცდილობდა ჭაბუკი მახეში გაება, რათა კიდევ ერთხელ დამტკბარიყო თვითკმაყოფილების განცდით.
- დღეს ახალგაზრდები ძალიან გამოუცდელები და დილედანტები არიან აბსოლუტურად ყველაფერში. ყოველთვის შეიძლება გამოუძებნოთ ისეთი რამ, რაც სასაცილოს ხდის მათ. აი, ჩვენი თაობა კი ნამდვილად არა ჰგავს ამ უკანასკნელთ. მუდამ ვაკონტროლებდით ხოლმე ჩვენ თავებს.
საუბრისას მათეს უყურებდა, რომელიც ასევე თვალს არ აშორებდა და ხვდებოდა ამ სიტყვების დაფარულ მნიშვნელობას, ამიტომ ღიმილს ვერ იკავებდა.
- ვერ ვხვდები რა საჭიროა ასეთი დაძაბულობა. მე ვაღმერთებ თავისუფლებას და მირჩევნია მოდუნებით ვიცხოვრო, თუნდ ამის გამო ვინმეს ჩემი დაცინვის საბაბი მივცე. თუმცა აღნიშნული დამცინებს, მაგრამ ჩემი დასკვნა, რომ ის ზნედაცემული უბადრუკი არსებაა, ჩემი აზრით, მისთვის ბევრად დამამცირებელი იქნება.
- გეთანხმები, ზოი;— თქვა მათემ, შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა: - და მგონია, რომ თქვენი თაობის ასეთი თავდაჭერილობა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუისა და თავის მოტყუების ნაყოფია. ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთები უფრო სასაცილონი ხართ. თუმცა ვიდრე თავად თქვენ გვეტყვით, რომ ჩვენზე თვალთმაქცები მაინც არ ყოფილხართ, ამას მე თვითონ დაგიდასტურებთ. ეს დასტური, როგორც ხედავთ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიტყვიერია, მაგრამ ახლო მომავალში მათ პრაქტიკულ განხორციელებაზეც მიგითითებთ და მერწმუნეთ, შინაგანად გაოგნებული დარჩებით, თუმცა გარეგნულად არაფერს შეიმჩნევთ; ამას გარდა, სურვილი აღგეძრებათ არ დაიჯეროთ ის;— მათე გამანადგურებელი მზერით უყურებდა ირაკლის და დროგამოშვებით ზოის ღიმილით გადახედავდა ხოლმე.
ჩანდა მოხუცს ვერ გაეგო რას ამბობდნენ ასე თვითდაჯერებით მათეს ბაგეები, ამიტომ ირონიულად განაგრძო: - ვაფასებ იმ თავდაჯერებულობას, რაც ასე ჭარბად გაქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ ყოველგვარი მსჯელობა მაშინაა ბასრი, თუ იგი არგუმენტებითაა გამყარებული. თქვენ ორი კი არგუმენტების გარეშე შემოდიხართ ჩემთან დისკუსიაში. ამიტომ, მე თავს გამარჯვებულად ვთვლი.
ზოიმ მათეს გადახედა, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა და ანიშნა, რომ აქ დაესვა წერტილი ამ კამათისთვის. საბოლოოდ, ირაკლი კალანდაძე გამარჯვებულად სცნეს. მაგრამ მარცხით გამოწვეული განცდა, რომელიც ყველა ადამიანს ეუფლება, ზოისთვისაც და მათესთვისაც უცხო იყო, რამაც ირაკლის აფიქრებინა, ახალგაზრდებს კიდევ ის უბედურება სჭირთ, რომ უჭირთ შედეგების გაცნობიერებაო.
მათემ ღვინით სავსე ჭიქა ხელში აიღო და სადღეგრძელო თქვა. "გაუმარჯოს" - შესძახა ბოლოს სამივემ და ჭიქებში მოიისფრო სიცარიელემ დაისადგურა.
ნახევარი საათის შემდეგ ირაკლისთან მოხუცებული და ჯმუხი კაცი მივიდა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ირაკლი "ყველაზე დიად საქმედ" მოიხსენიებდა ხოლმე. სტუმარს მალევე შემოჰყვა ზოის დედაც. იგი ახალგაზრდებისაკენ გაეშურა და ღვინის დანახვისთანავე წყენით უსაყვედურა არა ზოის, არამედ მათეს, რატომ არ შემატყობინეთ და არ დამელოდეთო. ზოიმ უხერხულად იგრძნო თავი იმის გამო, რომ დედამისის სიტყვების ადრესატი მათე აღმოჩნდა. თავის მართლებას მოჰყვა წინასწარ არ დაგვიგეგმავსო.
-ელენე დეიდა, ცუდი არ იქნება მოგვიანებით მაინც თუ შემოგვიერთდებით;—
უთხრა მათემ.
ირაკლი სტუმარს კაბინეტში შეუძღვა სათათბიროდ და დარჩენილებს დაუბარა მალე დაგიბრუნდებითო. ელენეც თავის საძინებელში ავიდა გამოსაცვლელად და თავის მოსაწესრიგებლად.
ზოიმ ზიზღის თვალი გააყოლა მშობლებს. საზურგეს მიეყრდნო და მდუმარებას მიეცა. მათე უყურებდა და ხედავდა როგორ ასხივებდა სიძულვილს მის წინ მჯდომი ულამაზესი არსება. თქვა:
- მითხარი, რომ ბევრი რამ გქონდა მოსაყოლი...
- დიახ, გითხარი და აუცილებლად მოგიყვები. მგონია, რომ შვებას ვიგრძნობ შენთან საუბრის მერე. აქ ვერ დაგელაპარაკები. ვიცი, ახლა რასაც შემოგთავაზებ დიდად არ მოგეწონება, მაგრამ მოგიწევს დამთანხმდე. მოდი, აქედან გავიპაროთ და სადმე კაფეში დავსხდეთ; იქ დაგელაპარაკები.
მათეს არ შეეძლო უარი ეთქვა.
ელენე დაბრუნდა სასტუმრო ოთახში და იქ აღარავინ დახვდა; ღვინო დაისხა, ჩამოჯდა და თითქოს ცხელ ყავას სვამსო, ჭურჭლიდან სითხე ნება-ნება მოწრუპა. მალე ირაკლიც გამოჩნდა, რომელსაც ფეხდაფეხ მოყვებოდა ჯმუხი კაცი. დაჟინებული და თითქმის მბრძანებლურ ტონში გადასული თხოვნის მიუხედავად სტუმარი არ დარჩა.
მისაღებში შექმნილმა სურათმა ირაკლის კიდევ ერთხელ მისცა ცინიზმით შეპყრობის საბაბი და მხოლოდ ესღა აღმოხდა:
- თავხედი ახალგაზრდები!



თავი 4
-ანგარიში, თუ შეიძლება!
-მათე, იქნებ ცოტახანს კიდევ ვიყოთ? სახლში წასვლა არ მინდა.
-მგონი, აჭარბებ.
-იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი არ გესმის.
-აი, მე კი გეუბნები, რომ ეგ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ზოი, უბრალოდ უნდა იცოდე, რომ სახლში მისვლა მაინც მოგიწევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ახლა იქნება თუ ნახევარი საათის დაგვიანებით.
მათე დადუმდა. დაელოდა როდის ადგებოდა ზოი და ეტყოდა კარგი, წავიდეთო. მაგრამ მეგობარს, რომლისთვისაც თვალი არ მოუშორებია, მაინც არ სურდა სახლში წასვლა.
ზოის სახეზე ვედრება იხატებოდა…
-მაშ კარგი, დავრჩეთ კიდევ ნახევარი საათით. იცოდე, ამ დროს არ გადავაცილებ და თუ მერეც მომთხოვ დარჩენას, მერწმუნე, აუცილებლად წავალ და დაგტოვებ აქ, მარტოს.
-სხვაგვარად რომ გეთქვა ეს ყველაფერი მადლობას მოგიხდიდი, მაგრამ ახლა არანაირად არ ვარ შენი მადლიერი.
-და მაინც… ვფიქრობ, ყველაზე რბილად გითხარი ჩემი სათქმელი; — ღიმილით უთხრა მათემ და თავი ჩაღუნა.
ოფიციანტი მივიდა და ანგარიში მიუტანა. მათემ ფული გადაიხადა; კერძზე წამოიწყო ლაპარაკი, რომელიც დღეს რატომღაც ძალიან გემრიელი ეჩვენა. მაღალფარდოვანი სიტყვები არ დაიშურა მზარეულის ოსტატობისა და შედევრის შესაქებად. მოეჩვენა, რომ ოდნავ აჭარბებდა… გულწრფელობის ხაზს, რომელსაც თავისი ღირსების დამაგვირგვინებელს ეძახდა, მნიშვნელოვნად სცდებოდა. ამიტომ მოულოდნელად ხმა ჩაუწყდა; მოიღუშა.
ზოი უსმენდა მეგობარს. მისი საუბარი მონოტონური და თავდაჯერებით გაჟღენთილი იყო. სიამოვნებდა მათეს ძლიერი და მამაკაცური ვოკალის თავისსავე ყურებში ლასლასი.
ფიქრობდა, თუ რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ მას გული გადაუშალა. საკუთარ წმედებას უმაღლეს ქულას უწერდა.
ზოის სჩვეოდა, რომ ყველაფერი აეწონ-დაეწონა, თუნდ ეს 10-ჯერ და უფრო მეტჯერ დასჭირვებოდა. ამიტომაც სინჯავდა გავისი საქციელის ავკარგიანობას. რაციონალიზმის მაღალი შეგრძნება ჰქონდა, რომელიც მხოლოდ მაშინ ღალატობდა, როცა სიყვარულის მათრობელა სიტკბოებისაგან დახშულ გონებაზე მისი გული მბრძანებლობდა… იყო კიდევ ერთი გარემოება, რაც სიყვარულზე მეტად უბინდავდა არამარტო გონებას, არამედ გულსაც. ეს გახლდათ საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენისა და ტრაგიკულობისაკენ მიდრეკილება.
იცოდა, რომ მათეს ნდობა შეიძლებოდა და ენდობოდა კიდეც. იმასაც გრძნობდა, რომ მისი რჩევები რაღაცნაირად უქარვებდა დარდს, ამშვიდებდა მის აფორიაქებულ არსებას. მართალია, ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზები უსაფუძვლოდ მიაჩნდა, მაგრამ მაინც იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ მთელი მისი გონებისთვის ცეცხლი წაეკიდებონა.
ზოიმ ისიც იცოდა, რომ ობიექტური იყო მათეს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რაც მოუყვა. თითქოს მეგობრის დასკვნებმა მის ყველა კითხვას გასცა პასუხი. მასაც ეს სჭირდებოდა…
მათემ ოფიციატთან საუბარი დაამთავრა და ზოის მიუბრუნდა. ოდნავ შეწუხებული ტონით ჰკითხა: - მთხოვე, რომ დავრჩენილიყავით. ასე ჩუმად აპირებ ჯდომას მთელი ამ ხნის მანძილზე? ვიფიქრე, რომ ლაპარაკი გინდოდა, მაგრამ, როგორც ვხედავ, შევცდი.
ზოი მაგიდაზე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით წრეებს ხაზავდა და სწორედ მაგიდის იმ ნაწილს მისჩერებოდა, სადაც არაფერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოი მის მიერვე დახატული წრეების გამოჩენას ელოდა.
-მადლობა.
-რა?!
მათემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-აკი მადლობას არ მოგიხდიო? მაოცებ, ზოი!
-არა, მადლობას იმისთვის გიხდი, რომ მომისმინე… ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
-ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს შენი საფიქრალი და წუხილი; ამიტომაც მოგისმინე.
-მათე, ასე ნუ მელაპარაკები! შენი სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს მეუბნებოდე მიყვარხარო.
-კარგი…
-არ ვიცი, რა ვქნა.
-არც მე ვიცი, ზოი.
-არა, შენ უკვე საკმარისად დამეხმარე! იმაზე ფიქრით, თუ რა უნდა ვქნა, თავს ნუ გადაიღლი.
-მე არ ვწუხდები, ზოი.
-მათე, ჩემთვის ადვილი არ იყო ამის მოყოლა. მე საშუალება მოგეცი ჩემს სულში გექექა, ახლა კი საკმარისია!
-როგორც ვხედავ, მყარად გაქვს გადაწყვეტილი, რომ დღეს მეტი აღარ გჭირდები…
იგი თვალებში უყურებდა ზოის და მაქსიმალურად ცდილობდა სახეზე მძვინვარება გამოსახვოდა, რადგან ზოი მიმხვდარიყო როგორ აწყენინა მეგობარს.
-დიახ, დღეს აღარ მჭირდები. მაპატიე, მაგრამ ვერ მოგატყუებ და არ უარვყოფ იმას, რაც ახლა მითხარი. თვითონ რომ არ მიმხვდარიყავი, არ გაგრძნობინებდი. აღარ მინდა, რომ როგორც გამჭვირვალე სხეულს, ისე მიყურო.
-კი ბატონო, დაე იყოს ნება შენი! — მათემ თავს ძალა დაატანა, რომ როგორმე გაეღიმა.
ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამთ. მათე წავიდა და ზოი მარტო დარჩა. ცოტახანს კიდევ იჯდა გაუნძრევლად.
მარცხენა ხელი მუდტად შეეკრა და მასზე ნიკაპით მიყრდნობილიყო. ერთ წერტილს მიშტერებოდა.
ვიდრე მათე მის გვერდით იყო, ვერაფერს გრძნობდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ზოის შინაგანმა ხმამ იკივლა დაბრუნდიო. თუმცა ეს ხმა არავის გაუგია. ეს მხოლოდ ფიქრი იყო, რომელიც იმდენად ძლიერ ნიადაგზე წარმოშობილიყო მის გონებაში, რომ მოეჩვენა თითქოს კიოდა. ამას რომ მიხვდა, ტირილი მოუნდა, მაგრამ ვაი, რომ ცრემლებიც არ მოსდიოდა. ზოი საკუთარ თავს არარაობად თვლიდა. ნელ-ნელა ღრმავდებოდა მის სულში ის საცარიელე, რომელიც მათეს წასვლამ გამოიწვია. მალე, ალბათ უფსკრულიც გაუჩნდებოდა ამ სიცარიელის გამო. ქუჩაში გავიდა. იქ გრილი სიო დახვდა, ესიამოვნა ქარის ფენეთან ნაზი შეხება. გეზი სახლისკენ აიღო.
ერთ-ერთი სადარბაზოდან შუახნის კაცი გამოვიდა. ზოის გვერდით ჩაუარა და გამარჯობა უთხრა. ზოისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უცხო კაცის მისალმება და ამიტომ პასუხის დაბრუნება ვერ შეძლო. შეჩერდა. უკან მიბრუნდა. კაცს თვალი გაადევნა. კაცმა მოწეული სიგარეტის ღერი გადააგდო. უმალ ახალგაზრდა გოგო გამოჩნდა. დაუვარცხნელი თმები ჰქონდა. დაგდებულ სიგარეტთან შეჩერდა, აქეთ-იქით გაიხედა; სიგარეტი აიღო. კვლავ მოათვალიერა არემარე. შემდეგ ნახევრად მოწეული სიგარეტი გააბოლა, რომელიც წამების წინ გზიდან აიღო. ზოი უყურებდა ამ გოგოს და განცვიფრებულიყო. თვალებს არ უჯერებდა. თავისთვის ფიქრობდა რატომ ცოტა იქით არ გავიწიე, რომ ამ გოგოს დავენახე და ასე აღარ გაეკეთებინაო. საბოლოოდ, დამნაშავე საკუთარი თავი გამოიყვანა. წამითაც არ ფიქრობდა, რომ იმ გოგოს იოტისოდენა ბრალი მაინც მიუძღვოდა.
დიდებული იყო ზოი თავისი ბავშვური აზროვნებით. საკუთარი თავის დადანაშაულებისადმი მიდრეკილება ჰქონდა. თუმცა კი როცა თავად იყო დამნაშავე, მაშინ ივიწყებდა ამ ბავშვურ გულკეთილობასა და სიბრიყვეს.
სახლში დაბრუნებულს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ნანახი. კვლავ შოკში იყო. ჩუმად აიპარა თავის ოთახში და კარი ჩაკეტა.
მოწყვეტით დაეშვა საწოლზე; ერთხანს რბილ ბალიშზე თავის დადებით და იქ ჩამალვით შეეცადა ნებივრობას. ნებივრობა კი ახლა მისთვის მხოლოდ ის იყო, რომ აღარ ეფიქრა საერთოდ არაფერზე. ეს მართლაც გამოუვიდა, რადგან როცა ფეხზე წამოდგა და უნდოდა, რომ გაეხსენებინა აქამდე რაზე ფიქრობდა, არაფერი მოაგონდა. არადა რაღაც კარნახობდა, რომ პირიქით იყო.
საკუთარ მეხსიერებაში ქექვიდან მოულოდნელმა ქვითინმა გამოარკვია, რომელიც მისი საძინებლის აივნიდან მოდიოდა. მოულოდნელიბისგან და გაურკვევლობისგან ზოი ძალიან შეშინდა. ის კი არა, ძლივს გააღო კარი, რომლის მეშვეობით აივანზე გავიდა. გულის ცემასაც კი გრძნობდა, იმდენად დავანებულიყო მოულოდნელი შიში მის სხეულში. გამძაფრებულად გრძნობდა უმცირეს როკვას ჰაერში არსებული თითოეული ბაქტერიისა.
აივანზე დახვეწილად (ზედმეტად დახვეწილადაც კი) და გემოვნებიანად ჩაცმული უცნობი და ამავდროულად ძალიან ნაცნობი ქალი იჯდა, რომელსაც შავ ყდიანი, სქელი რვეული ორივე ხელით გულში მაგრად ჩაეკრა. ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა ულამაზესი თვალებიდან, რომელთა სიმწვანე ცრემლებისა და მზის სხივების ერთდროულ მოქმედებას უფრო მეტად კაშკაშა და ზეღვთაებრივი გაეხადა. იყო კიდევ ერთი რამ, რაც ამ თვალებს მართლაც და ზეღვთაებრივს ხდიდა — გულწრფელობა.
თითქოს ეკალი შეურჭესო, ზოის საკმაოდ არაკომფორტული განცდა დაეუფლა. ახლა კი ნამდვილად ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს ვულკანის ამოფრქვევას. იმ ვულკანისას, რომელსაც ასე დიდი ხნით ეძინა მის გულში. ზოიც გრძნობდა რაოდენ მწველი იყო მისი ლავა, რადგან ისეთი განცდა ჰქონდა, თთქოს ცეცხლში იწვოდა.
დედამისს რვეული ხელიდან გამოგლიჯა და…

რამდენიმე საათის წინ

-ელენე არ გაბედო ამ თავხედებზე გაბრაზება! ისე კი, ნეტავ იმათმა როდის უნდა ისწავლონ წესიერად როგორ მოიქცნენ? ეგ რა წესია, რომ ადგნენ და სადღაც გაიპარნენ?! ეთქვათ მაინც — თქვენი ნებართვით, უნდა დაგტოვოთო…
კარგახანს ლაპარაკობდა ირაკლი კალანდაძე, რომელიც თავის ცოლს მიმართავდა, მაგრამ რეალურად კი თავისთვის უფრო ბურტყუნებდა.
მონოლოგს რომ მორჩა, მეუღლეს გადახედა, რომელიც დივანზე იჯდა. იმ დივანზე, ტილო რომ იმსხვერპლა ზოის გამოსახულებით. ელენე ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდა, თითქოს ცხელ ყავას სვამსო. ქმარმა ვერ მოითმინა ცოლი რომ არ უსმენდა და წეღანდელი ლაპარაკიდან ერთ-ერთი წინადადება კიდევ ერთხელ გაუმეორა: - ეტყობა, ზოის თავს რაღაც ხდება, ჩემო უსათნოესობავ, გაზაფხულის ხატებასავით რომ გაქვს ეგ თვალები. არა?
ელენე არც კი გატოკებულა. იმიტომ, რომ ირაკლის არც ერთი სიტყვა არ გაუგია. ირაკლი მივიდა ცოლთან, ჭიქა ხელებიდან გამოგლიჯა და მაგიდაზე დადგა, ჩაახველა და თავისი კაბინეტის კარს მიღმა გაუჩინარდა.
ელენე მიხვდა, რომ ქმარი გაანაწყენა თავისი უყურადღებობით, მაგრამ განგებ არ გაუკეთებია.
ღვინოს აღარც კი გაკარებია. ზოის ოთახში ავიდა და ამოცანის ამოხსნას შეუდგა, რომლის მთავარი კითხვა შემდგეგში მდგომარეობდა: რატომ იყო ზოი აღშფოთებული და უაზროდ შეშინებული წუხელ, როცა მუშები მისი საძინებლიდან სხვადასხვა ნივთს ეზიდებოდნენ და რამ განაპირობა შემდგომში მისი დაშოშმინება? მაშინ ზოი აშკარად რაღაცამ დაამშვიდა და უტყუარი საბუთიც კი მისცა, რომ საშიში არაფერი იყო.
ამგვარი გახლდათ ელენეს ამოსახსნელი ამოცანა, რომლის პასუხის პოვნამ ინფარქტი დამართა.
ასეა და ასე იყო ხოლმე ყოველთვის. ადამიანები ცნობისმოყვარეობის “მონები” ვართ. იმდენად ძლიერ გვინდა რაღაცების გაგება, რომ ზოგჯერ არ ვსვამთ კითხვას: “იქნებ სჯობდეს ეს არ ვიცოდე?” და აი, ზოგჯერ ისეც ხდება, როგორც ელენემ დაამთავრა…

ახლახანს

დედამისს რვეული ხელიდან გამოსტაცა და ძალიან მშვიდად, თავდაჭერილად, ზუსტად ისე, როგორც მხატვარს ელაპარაკა, უთხრა:
-არ ვიცოდი იქამდე თუ დაეშვებოდი, რომ ჩემ ნივთებში ქექვას დაიწყებდი. ეგ რვეული ისეთ ადგილას არ დამიდია, რომ შემთხვევით გადასწყდომოდი.
მომტირალ ქალს უმალ თვალწინ წარმოუდგა ის სცენა, როცა იარკლიმ ღვინით სავსე ჭიქა გამოსტაცა ხელებიდან. წამის მეასედში გაუკრთა ფიქრი, რომ დეჟავუ ჰქონდა, მაგრამ მალევე მოახერხა ყოველივეში გარკვევა და ეს აზრი სწრაფად უკუაგდო.
მართალია, ზოის გულში ლავა ემზადებოდა ამოსაფრქვევად და ძალიანაც გავარვარებული იყო, მაგრამ ის მაინც თავს ძალას ატანდა და ცდილობდა მდგომარეობიდან არ გამოსულიყო.
უცნაური სიმშვიდე სჭვალავდა მის სიტყვებს. ნეტავ რაში სჭირდებოდა ასეთი მსახიობობა? ზოის ეს ყველაფერი ქალღმერთს ხდიდა და მართლაც დიდებული იყო ამ თავისი ფიქტიურობით.
დედამისი კი კვლავ ქვითინებდა, მის მწვანე თვალებს ცრემლები კამკამა წყალივით გადაჰკვროდა და ამ თვალებში გულწრფელობა იხატებოდა.
ის ზოის არ უსმენდა.
როგორც ყველა ცოცხალი ადამიანი, სუნთქავდა, მაგრამ მისი თვალები იმას მოწმობდნენ, რომ ელენე სულიერად მომკვდარიყო. ალბათ, ურთულესი იყო მისთვის ახლა საუბარი, თუმცა ქალიშვილისთვის რაღაცის თქმა სურდა.
-როცა დაიბადა ტირილი არ დაუწყია; — სლუკუნით წამოილუღლუღა და ზოის მზერა გაუშტერა; - მაშინ ვიფიქრე, რომ მკვდარი ბავშვის დედა ვიყავი. ეს საშინელება იყო. სიცოცხლეს ვჩუქნიდი უკვე მკვდარ ბავშვს. უფროსწორად, სიცოცხლე უნდა მეჩუქნა, მაგრამ მკვდარი დაიბადა. ეს მხოლოდ ჩემი ფიქრები იყო; მაშინ შოკში ვიყავი. თუმცა ბავშვმა უცებ კნავილი დაიწყო და აი, მაშინ კი მეც შევკივლე სიხარულისგან. მითხრეს, რომ ბიჭი იყო. მე გოგო მინდოდა... მოგვიანებით კი ისიც მითხრეს, რომ 3 დღეზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებდა. ამის ძალიან მრცხვენია, მაგრამ გამიხარდა, რომ უნდა მომკვდარიყო. ის ხომ გოგო არ იყო.
ამ დროს ელენეს აღარ შეეძლო კიდევ ეთქვა რამე. დიდხანს ტიროდა. რამდენჯერმე თითქოს სუნთქვაც კი შეეკრა, როგორც ჩაბჟირებულ ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე.
-ზოი, არ ვიცი მაშინ ასეთი ბოროტი რატომ ვიყავი. ვიდრე მე მეტყოდნენ, ჯერ მამაშენისთვის უთქვამთ. მას კი, თავზარდაცემულს მხოლოდ ისღა უკითხავს იქნებ გადარჩესო. არ ვიცი, რა უპასუხეს. ეს ჩემთვის არასოდეს გაუმხელია. ალბათ, არსებობდა მცირე შანსი მაინც, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. ზოი, ჩვენ ის გავყიდეთ. უფროსწორად მამაშენმა გაყიდა. 10 ლარად… მე ვიფიქრე, რომ თუ არ მოკვდებოდა, სამუდამოდ რაღაცით დაავადებული და მახინჯი დარჩებოდა და ამიტომ მიიღო მამაშენმა ასეთი გადაწყვეტილება. სხვა ვერაფრით გავამართლე მისი საქციელი… მე კი მიხაროდა, ზოი! მიხაროდა! ბიჭი არ მინდოდა, მე გოგო მინდოდა. ის ბიჭი იყო, მე გოგო მინდოდა...
ელენე გაჩუმდა; აღარ ტიროდა; ზოის უყურებდა. შემდეგ თქვა:
-იცი როგორ გამიხარდა შენ რომ გაჩნდი? ის თუ იცი, ზოი რატომ დაგარქვი? ზოი სიცოცხლეს ნიშნავს. არ მინდოდა შენც მასავით სიკვდილის შვილი გამხდარიყავი. წინასწარ არ გვქონდა შენი სახელი მოფიქრებული, ეს სახელი ძალიან სპონტანურად დაგარქვი. შენ გოგო იყავი, მე გოგო მინდოდა; — ელენე რატომღაც იცინოდა და აღარ ტიროდა; - ზოი, არ ვიცი ახლა შენი ძმა ცოცხალია თუ არა, მე ის იმ დღიდანვე დავივიწყე და გავაქრე ჩემი მოგონებებიდან, რა დღიდანაც გავყიდეთ. შენ კი, შენ, ამ შენი წერილებით იმ მკვდრად დაბადებულის მიმართ, რომ დაგიწერია, ისევ გააცოცხლე ჩემში იმ საშინელი დღეების მოგონებები, შენ ვამპირი ხარ ზოი! ვამპირი!
ელენე აღარ ტიროდა, აღარც იცინოდა, ის გაბრაზებულიყო და ზოის ისე ტუქსავდა და ლანძღავდა, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებია. ეს არ გახდლდათ ლოგიკური გაგრძელება იმისა, რა მდგომარეობაშიც ის იყო, როცა ტიროდა, როცა მისი თვალებიდან წამოსული ცრემლები მზის სხივებს ირეკლავდა და ბრწყინავდა. ზოი მიხვდა, რომ სპექტაკლს უყურებდა, რომელშიც ერთადერთი მსახიობი თამაშობდა — დედამისი. იგი საკუთარ თავზე ბრაზობდა, ვერ ხვდებოდა როგორ დაიჯერა რომ ისეთი მანკიერი ადამიანი, როგორიც დედამისია, გულწრფელად აქვითინდებოდა თავისი ამაზრზენი საქციელის გამო. როგორ ვერ მიხვდა, რომ დედამისი უსირცხვილოდ თვალთმაქცობდა.
-მეზიზღები, მეზიზღები! მე, მე ყველას გავაგებინებ ამას! — ზოის ხმაც კი აუკანკალდა; ის გოგო გაახსენდა, გზაზე დაგდებული სიგარეტი რომ აიღო და მოწია. ფიქრობდა, რომ თვითონაც ზუსტად ასეთი უსუსური იყო. იმ გოგოს ნარკოტიკივით სჭირდებოდა, რომ სიგარეტი მოეწია, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას როგორ გააკეთებდა; ზოისაც ასევე ნარკოტიკივით სჭირდებოდა, რომ დედამისს რაიმე ადამიანური მაინც გამოემჟღავნებინა; უბრალოდ სინანული მაინც ეგრძნო ზოის ძმის გამო. მერე რა, რომ მისი საქციელი ამაზრზენი იყო. მაგრამ ელენე მსგავსს არაფერს გრძნობდა; შვილს კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი... ზოის უკვე ძალა აღარ შესწევდა, რომ ლავა ამოეფრქვია.
-ნახავ, ყველას გავაგებინებ; -ეს თქვა და ცრემლები რომ წამოსცვივდა, თავის საძინებელში შევიდა, იქიდან გარეთ გავიდა. ელენემ მეტის დნახვა ვეღარ შეძლო. ინფარქტი მიიღო. გულმა ვეღარ გაუძლო იმის გამო, რომ ამდენი ხნით კარგად დამალული “ლაფი” ყველასთვის თვალხილული გაუხდებოდა.
საინტერესოა, ზოის ოთახში რის პოვნას ვარაუდობდა, მაგრამ ვიდრე ინფარქტი დაემართებოდა, ამას კი მიხვდებოდა, რომ “თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო”.
ხანდახან გვიჩნდება სურვილი, რომ ზოგიერთი რამ მხოლოდ ჩვენი საკუთრება იყოს და ამგვარ რამეებს ყოველთვის საგულდაგულოდ შევინახავთ და გადავმალავთ ხოლმე. მაგრამ არაფერია ამქვეყნად მხოლოდ ჩვენი და ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ შესახებ გაიგებენ და, ამგვარად, აღარაფერი გვრჩება ისეთი, რაც შეიძლებოდა, რომ მხოლოდ ჩვენი ყოფილიყო და გავფრთხილებოდით.
ზოისაც ასე დაემართა. უნდოდა, საკუთარ ძმასთან ესაუბრა ისე, რომ თავად ძმასაც არ გაეგო რას ეტყოდა... ეს წერილები მხოლოდ და მხოლოდ ზოის სამყარო იყო, სადაც იგი განმარტოვდებოდა და იმაში დარწმუნებული, რომ სხვები ამ სამყაროში ვერ შემოიჭრებოდნენ, იოცნებებდა უსასრულოდ; იოცნებებდა ყველაფერზე და ამ დროს არ დასჭირდებოდა არანაირი სიყალბე, რაც ასე ჭარბად იყო მის რეალურ ცხოვრებაში.
ელენემ ქალიშვილს ეს სამყარო მოუსპო და ასე თავისი სამარეც გაითხარა.
ძირს გაშხლართული ელენე ირაკლიმ იპოვნა. მას შემდეგ ირაკლი კალანდაძეს ზოი ერთხელაც აღარ უნახავს, არც ძებნით შეუწუხებია თავი. დღეს ცოლი და შვილი, ორივე ერთდროულად დაკარგა. რვეულიც წაიკითხა, რომელიც განერვიულებულ ზოის იქ დარჩენოდა. ალბათ, ამიტომ აღარ ეცადა შვილის მოძებნას. ელენეს გასვენების შემდეგ რვეული ფერფლად აქცია.



თავი 5
კარზე გამალებული კაკუნის ხმა გაისმა. მათე წიგნს კითხულობდა. აუჩქარებლად წამოდგა ფეხზე, არ უნდოდა კითხვა შეეწყვიტა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ვიღაც გაბმულად აკაკუნებდა კარზე. სტუმარი ზოი აღმოჩნდა, რომელიც 1 თუ 2 საათის წინ ნახა და დამშვიდობებისას მისგან ნაწყენიც კი დარჩა.
-შეიძლება?
-რა თქმა უნდა.
-სახლში აღარასდროს დავბრუნდები, წამოვედი.
-კარგი, დაწყნარდი. ნამტირალევი თვალები გიჩანს. დღეს არ შეგაწუხებ, მაგრამ ხვალ ყველაფერს მომიყვები! ზოი, მართლა მაოცებ!
-ხომ… ბევრს ვცდილობ.
ზოი შიგნით შევიდა და მაშინვე მათეს საძინებლისკენ გაეშურა. საწოლზე ნაზი და ზანტი მოძრაობით გულაღმა დაწვა, ხელები გულმკრრდზე გადააჯვარედინა და თვალები დახუჭა. დაძინება არ უცდია, მაგრამ თვალები მაინც ეხუჭა; არ უნდოდა, რომ თავისი სამყაროდან გამოსულიყო… გახელილი თვალებით მათეს საძინებლის ჭერისთვის უნდა ეცქირა და იქ მხოლოდ პატარა ჭაღი დაენახა. ეს კი სავსებით რეალური რამ იყო და ზოის კი რეალობიდან გაქცევა სურდა. მაგრამ უცანური ის იყო, რომ ზოი ძალიან ჰგავდა კუბოში ჩასვენებული მკვდრის ცხედარს, მითუმეტეს რომ სახეც გაფითრებული ჰქონდა.
მათეს ძალიან უნდოდა ეკითხა რას ნიშნავდა მისი ბოლო სიტყვები. რაღაც მომენტში დააპირა ზოისთან მისვლა, მაგრამ გადაიფიქრა.
გულში კიცხავდა ზოის, რადგან მის საძინებელში ისე შეიჭრა, ნებართვაც არ აუღია; საერთოდ სიტყვაც არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით. მათეს მოეჩვენა, რომ ზოიმ უჩვეულოდ სერიოზულად უთხრა ბევრს ვცდილობ შენს გაოცებასო. სერიოზულად რომ არ ეთქვა ზოის ეს სიტყვები, რაც მართლაც უცნაური და უჩვეულო იყო, მათე მაინც ჩავარდებოდა საგონებელში. ცოტა არ იყოს, მათი შინაარსი მას ძალზედ ხიბლავდა და ამის გამო, როგორც კი ზოის ნათქვამზე დაიწყებდა ფიქრს, აღნიშნულის სწორად განსჯას ვერ ახერხებდა. მიკერძოებულობა უშლიდა ხელს, რომელიც სიხარულსა და მოულოდნელ სიურპრიზს გამოეწვია. ზოის ეს სიტყვები თითქოს ეუბნებოდნენ, რომ მე შენი ყურადღების მიქცევა განმიზრახავს და არც გიმალავ ამასო. მათეს აინტერესებდა რატომ სურდა ზოის მისი ყურადღების მიქცევა. მღელვარე ფიქრებით შეპყრობილმა ვეღარც წიგნის კითხვაში ჰპოვა სიმშვიდე და ვერც ვერაფერი გაიგო იქიდან, რაც ზოის მისვლის შემდეგ წაიკითხა.
ის ღამე მათემ დივანზე მწოლიარემ გაატარა. კარგა ხანს თვალი ვერ მოხუჭა და ბოლოს მაინც შეძლო დაძინება. ვიდრე დაიძინებდა ბუნდოვან კადრებს ხედავდა, სადაც ისიც კი ესმოდა რას ლაპარაკობდნენ ამ კადრებში არსებული პირები. ეს უბრალოდ მისი ფიქრები იყო და მათე თავისი მდიდარი ფანტაზიის მეშვეობით ამ ფიქრებს კადრებად აქცევდა. ხოლო ამ კადრებში მოსაუბრე პირები ის და ზოი იყვნენ.
დილით მაინც ადრე გაიღვიძა, მაგრამ ზოის დაესწრო. ის ხომ, როგორც ყოველთვის, 7 საათზე ადგა. თვალები რომ გაახილა, მაშინვე ზოის დაჟინებულ მზერას გადაეყარა. გოგო შეცბა, როცა მათემ გაიღვიძა და მას შეხედა, მალევე ღიმილით ჰკითხა:
-გაიღვიძე?
-მგონი… კი!
-ეგ რას ნიშნავს, რომ ვერ არკვევ გღვიძავს თუ არა? — ნიშნის მოგებით უთხრა ზოიმ და წარბები ზევით აზიდა.
-არა, თავიდან ვაპირებდი მეთქვა, რომ მგონი ჯერ არ დაბრმავებულხარ და წესით უნდა ხედავდე, რომ მღვიძავს-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე და გიპასუხე”კი”.
მათემ ენა გამოუყო და ჩაიქირქილა.
-ნერვებს ნუ მიშლი! სწრაფად ადექი, ვისაუზმოთ.
-რა კარგია, როცა საუზმე გამზადებული გხვდება. მადლობა, ზოი!
ისაუზმეს. სუფრა აალაგეს. მაგიდას პირისპირ მიუსხდნენ. ზოიმ ლაპარაკი დაიწყო. მათე უსმენდა. იტირა…
-ზოი, ძალიან ვწუხვარ შენი ძმის გამო; — უთხრა მათემ, რომელსაც სახეზე ცრემლების მიერ განვლილიგზა მკვეთრად დამჩნეოდა; - იმ რვეულში რა გეწერა?
-წერილებს ვწერდი ხოლმე ჩემ ძმას. იმაზე ვწერდი ერთად რას გავაკეთებდით, ვწერდი იმაზეც, თუ როგორ მაკლდა და მჭირდებოდა. მათე, არ მინდა წერილების შინაარსზე ლაპარაკი. მაპატიე!
-არა, საპატიებელი არაფერი გაქვს.
-ხომ მიხვდი, რასაც ვწერდი?
-კი, კი მივხვდი; —უთხრა მათემ.
ატირებულ მეგობართან ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა.
-ზოი, რაღაც მოვიფიქრე. მოდი შენი ძმა მოვძებნოთ, ხომ შეილება ცოცხალი იყოს?
-მადლობა, მაგრამ არ მინდა. უფროსწორად არ არის საჭირო. მე უკვე ვცადე და მივაკვლიე კიდეც მას. მისმა გამზრდელმა მშობლებმა, სევდიანი და საცოდავი თვალები რომ გაუხდათ, როცა ვუთხარი რისთვისაც ვიყავი მისული, სასაფლაოზე წამიყვანეს… იმ დროს გული დიდად არ მტკენია, რადგან ფსიქოლოგიურად უკვე მზად ვიყავი ასეთი რეალობის შემთხვევაში — სამწუხარო და ბოროტი რეალობის შემთხვევაში. მე გულში ძაფები მაშინ ჩამიწყდა, როცა ანასტასიამ მითხრა ჩემი ძმის შესახებ. რა ბოროტი ქალია ისიც. განა არ იცოდა, რომ გული ძალიან მეტკინებოდა მისი ნაამბობის გამო? როგორ მინდა, რომ ის ქალი ჩემი ხელით მივახრჩო!
ზოიმ ტუჩები მოპრუწა, მოპრუწულ ტუჩებზე ხელი ფაქიზად გადაისვა. ეს ისე ნაზად გააკეთა, რომ ეღიტინენოდა კიდეც. თქვა:
-აი, ზუსტად ახლა მივხვდი, რომ იმ ქალზე აღარ ვბრაზობ. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ასეა.
-ზოი, მაშინებ. გიჟის გამომეტყველება გაქვს. დაჭყეტილი თვალებით ფანჯარას ხარ მიშტერებული და ისე მელაპარაკები. თან ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას ამბობ.
-ო, რისი გეშინია? არ გავგიჟებულვარ. იმას გეუბნები, რასაც ვფიქრობ.
მათეს უნდოდა ეთქვა, რომ ახლაც გიჟს ჰგავდა, მაგრამ აღარ უთხრა. ერთმანეთსაც არ უყურებდნენ. დუმილი მათემ დაარღვია:
-ზოი, მართლა მაოცებ!
-გუშინაც ხომ გითხარი, რომ ვცდილობ ასე იყოს. ვიცი განმარტებების მოსმენა გინდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შენს ინტერესს ჯერ არ დავაკმაყოფილებ. დიდი სიამოვნებით დავლევდი ყავას.
-კი ბატონო!
მათემ შუბლში ხელი იტკიცა, როცა სამზარეულოში შევიდა. გაბრაზდა, რადგან ვერ მიხვდა, რომ ზოი არაფერს ეტყოდა. ბოლოს და ბოლოს, თვითონაც ხომ ასე იზამდა…
რაღაც გაახსენდა. ერთხელ ზოიმ უთხრა, რომ ყავა არის ის ერთადერთი, რომლის სმაც არასოდეს მობეზრდება და ყოველთვის სიხარულით დაისტიმულირებს თავს კოფეინით. სიტყვა “სტიმულირებაზე” მაშინაც გაეცინა მათეს და ახლაც, როცა მეგობრის ნათქვამი გაახსენდა.
“როგორ უყვარს ამ გოგოს საკუთარი თავის პრეზენტაცია და ყველაფრის გამოჩენა, რაც კი იცის!” — თავისთვის ჩაიბურტყუნა მათემ.
ზოის გააჩნდა უნარი, რომ რაღაცები მალევე დაევიწყებინა და ისე მოქცეულიყო, თითქოს არც არაფერი მოხდაო. ბედნიერი სახის გამომეტყველებით უცდიდა მეგობარს, რომელსაც ყავა უნდა მიერთმია. უცებ რაღაც გაახსენდა და მათეს გასძახა იცოდე ტკბილი არაფერი დამანახო; ხომ იცი, მე სიმწარეს ვაღმერთებო. ეს რომ თქვა, ოდნავ გაეღიმა.
ათას სისულელეზე ილაპარაკეს, თან ყავაც მიირთვეს. ზოიმ გადაწყვიტა, რომ საშოპინგოდ წასულიყო და ლიკას დაურეკა, იქნებ გამომყვესო. სახლიდან რომ გადიოდა, მათეს ჰკითხა:
-იცი, ამდენ ყავას რატომ ვსვამ?
-იქნებ დამდოთ პატივი, ქალბატონო ზოი, და მითხრათ რატომ სვამთ ამდენ ყავას?
-იმიტომ, რომ მერე თავი იმით ვიმართლო, კოფეინის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი-მეთქი.
ზოიმ გულიანად გაიცინა.
-და ვისთან უნდა იმართლო თავი და რის გამო?
-რა ვიცი, შენთან; ყველასთან… ისეთ რამეზე, რომ ახლა არ გეტყვი.
იმაში დარწმუნებულმა, რომ მეგობარს დიდი საფიქრალი გაუჩინა, მათეს ინგლისურად და ფრანგულად დაემშვიდობა. შემდეგ კარი ფრთხილად მოიჯახუნა. მალე ფანჯარაშიც გამოჩნდა, ქუჩა გადაკვეთა და თვალსაც მოეფარა.
მათე სულ იმას ფიქრობდა, რომ ზოი მართლა შეიშალა და ბოლო დროს ბევრ უცნაურობას სჩადიოდა და ამბობდა. რატომღაც იზიდავდა ზოი ამ თავისი ამოუცნობობით. ერთადერთ თვისებას ვერ იტანდა, რაც ზოის ახასიათებდა, და ეს იყო ის, რომ ძალიან ხშირად მისი პასუხი ასე ჟღერდა: “მერე გეტყვი” ანდა “ახლა არ გეტყვი”.
ადამიანები ყველაზე უფრო მეტად ღიზიანდებიან მაშინ, როცა იგივე მეთოდებით ცდილობენ მათზე შთაბეჭდილების მოხდენას, რა მეთოდებითაც თვითონ ანცვიფრებენ სხვათა გონებას.
სარკის წინ დადგა. საკუთარ ანარეკლს შეხედა. როცა მისი ყურებით გული იჯერა, მძიმედ ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვას თითქოს სულიც ამოაყოლა. საკუთარ ანარეკლს დაუწყო ლაპარაკი:
-რატომ მგონია, რომ ზოიმ რაღაც იცის? თუ იცის, რატომ მეთამაშება? ღმერთო, რა ბოროტია ეს გოგო! მათე, შენ მუდამ ამოუცნობი იყავი ყველასთვის, ხოდა ვერც ზოი მოახერხებდა შენ გაშიფვრას. ტყუილად აჰყევი სულელურ შიშებს. ალბათ, სიამოვნებს რაღაცით რომ გაინტრიგებს. სხვა რა უნდა სურდეს? სხვა ვერაფრით ავხსნი მის საქციელს. მოიცა, მათე, მოიცა! დილით რომ გაიღვიძე, გახსოვს როგორ გიყურებდა? გახსოვს, როგორ შეცბა, როცა თქვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ? ჰო! მგონი, სწორად მიხვდი. ჰო! ვიდრე გაიღვიძებდი, შენ გიყურებდა და მერე დაიბნა, რადგან არ მოელოდა თუ შეამჩნევდი მის მზერას. კი, კი ეგ არის მათე! ნამდვილი მენტალისტი ხარ, რა! ვის ვატყუებ ნეტავ?! მენტალისტი არა, ჯანდაბა კიდევ! მაგრამ განა შენთვითონაც არ იცი, რა ლამაზია მძინარე ადამიანი? განა შენ არ დამტკბარხარ შენი ცოლის ყურებით, როცა ეძინა ხოლმე? უი, ცოლი კი არა , ყოფილი ცოლი! ისე კი, საიდან გამახსენდა ჩემი ყოფილი ცოლი? ო, მათე სულ გადადექი ჭკუიდან რა! მართლა გიჟივით იქცევი! დგახარ სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს ელაპარაკები. მართლა გავგიჟდი მგონი.
სარკის წინ საკუთარ თავთან ლაპარაკი დაამთავრა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა, იქიდან სამსახურში უნდა წასულიყო.
ზოის დაურეკა და გააფრთხილა, რომ სახლის გასაღებს მეზობელს დაუტოვებდა.


თავი 6
ისევ ქუჩა... ისევ გზა, რომელიც უნდა გიაროს ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივა... ისევ განმარტოება და ფიქრები...
ზოი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. იგი დაემშვიდობა ფუფუნებას, უდარდელობას და დამოუკიდებლად ცხოვრების მთელი ტვირთი ერთბაშად ჩამოეკიდა ქალურ და სიმძიმეების თრევას შეუჩვეველ მხრებზე. ამის ბოლომდე გააზრება მაინც არ შეეძლო და ამიტომ ეს ფიქრები მალევე მოიშორა თავიდან. მის გონებას სულ სხვა რამ სურდა: ეფიქრა მათეზე, რომელიც ინტრიგის ბურუსში იყო გახვეული ზოის უცნაური ქცევებისა და გამონათქვამების გამო. ასე ხდება მაშინ, როცა რაღაც შედარებით მასშტაბური მნიშვნლობის მქონეა და ამის გამო იჩაგრებიან შედარებით უმნიშვნელო თემები. ზოისთვის არნახულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათესთან წამოწყებულ თამაშს ( დიახ, თამაშს! საუკეთესო მეგობარსაც კი არ აჩვენებდა თავის ბუნებრივ მხარეს, მუდამ ხელოვნურობისკენ მიილტვოდა). სწორედ ამიტომ არ შეეძლო სხვა რამეებზე დიდხანს ეფიქრა. ყოველ წუთს შემოუტევდა და გონებას ურევდა ხოლმე ის სასიამოვნო განცდა, რომელიც თამაშის დასასრულს ექნებოდა. განცდა, რომელიც იმას დაადასტურებდა, რომ ზოი თამაშობდა, მაგრამ მხოლოდ ამის მტკიცებას როდი მოჰყვებოდა ეს უკანასკნელი - ეს ყველაფერი ცალსახად იმასაც ღაღადებდა, რომ ზოის ადამიანებით მანიპულირება კარგად გამოსდის; რომ ზოიმ შეძლო და მოატყუა მათე და არამარტო მათე. რა მაცდურია ეს განცდა, მაგრამ გამამართლებელია მაშინ, როცა მეგობრებს ატყუებ?!
ლიკა თავის სახლში ელოდებოდა ზოის; მატყუარა ქალბატონს კი მასთან უნდა შეევლო და ამის შემდეგ ერთად წავიდოდნენ საშოპინგოდ. ზოიმ თავიდანვე ინანა ლიკას რომ დაურეკა და ამიტომ ისე წავიდა სავაჭრო ცენტრში, რომ მეგობართან არ მისულა და შეთანმება დაარღვია.
ლიკას ისე ელაპარაკა, თავი შეაცოდა. უთუოდ იფიქრებდა, რომ ზოი განსაცდელში იმყოფებოდა, მეგობრის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებოდა. ესეც ზოის თამაშის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ლიკას მათეს მიმართ გრძნობები ჰქონდა და ვერ ბედავდა ეს ხმამაღლა ეთქვა. აშინებდა მათე, აშინებდა მოვლენათა განვითარების ის შესაძლო ვარიანტი, რომელიც არასახარბიელო იქნებოდა მისთვის და რაც მთავარია, აშინებდა ისიც, რომ შესაძლოა მათეს მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაეწყვიტა. ზოიმ კარგად იცოდა ეს ყველაფერი. შეიძლება მათე ვერ ამჩნევდა ლიკას როგორ ძლიერ უყვარდა, რადგან ამისთვის ყურადღება არასდროს მიუქცევია, მაგრამ ზოის ნამდვილად არ გამოეოპარებოდა მეგობრის სახეცვლილება, რომელიც შეიძლება მხოლოდ სიყვარულმა გამოიწვიოს. ზოიმ განგებ არ უთხრა ლიკას, რომ მათესთან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ეს იმ დროისთვის შემოინახა, როცა პირადად შეხვდებოდა; როცა ლიკას სახეზე შეძლებდა საშინელი ეჭვიანობისა და შურის მიერ გამოწვეული უკონტროლო გამომეტყველება ეხილა. ზოის თამაში კომპლექსური და ჩახლართული საქმე იყო და წესით უნდა მიმხვდარიყო, რომ მის მიერვე მოქსოვილ ბადეში თვითონაც აიხლართებოდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებდა.
ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ ზოის გულგრილობა დედამისთან დაკავშირებით. ეს ჩემთვისაც უცნაური და ამოუხსნელია. რთულია, როცა იმედები გიცრუვდება; როცა ისე არ ხდება როგორც მოელოდი. ელენეს ყალბმა ტირილმა და გულწრფელად აღიარებამ იმის შესახებ, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ შვილს თვითონ და თავისი ქმარი, ზოის გულში სინათლე შეიტანა, ჩაბნელებული ადგილები თვალისმომჭრელად გააკაშკაშა, მაგრამ სწორედ ამ უეცარი და მოულოდნელი ცვლილებების გამო გახდა მისი თვალთმაქცობა ზოისთვის საშინელი გულდაწყვეტის მიზეზი, რამაც აქამდელი ზიზღის გაორკეცება გამოიწვია. ამაზე უფრო დიდი სისასტიკის გაკეთება შვილისთვის უბრალოდ შეუძლებელია. განადგურებულმა, სასოწარკვეთილმა ზოიმ კი გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ უნდა განეცადა, დაივიწყა თავისი ამაზრზენი მშობლები და ამ გადაწყვეტილების ერთგულებისათვის ახალი გასართობი გამოძებნა, რომლის საშუალებითაც მინიმალური ხდებოდა იმის ალბათობა, რომ მშობლებზე კიდევ ეფიქრა. ეს გასართობი კი თამაში იყო. თუმცა, განა დედამისის საწციელს თამაში არ ჰქვია? თამაში არ იყო ის, რომ ყალბი ცრემლები გადმოყარა თითქოსდა მართლაც ნანობდა ჩადენილს? განა, ამას არ გაურბოდა ზოი? მაგრამ თვითონაც იმავეს აკეთებდა, რის გამოც დედამისი ეზიზღებოდა. ამას, ალბათ, ვერ აცნობიერებდა.
შოპინგის შემდეგ ლიკასთან გაემართა. გზაში გეგმავდა რა წინადადებებს ეტყოდა და როგორი თანმიმდევრობით იქნებოდა დაწყობილი ეს წინადადებები. რა ბოროტად აპირებდა მეგობრის გრძნობებით თამაშს! ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა ლიკასთან და უკვე კარგად მოფიქრებულ და აწონ-დაწონილ სიტყვებს როგორ გამოიყენებდა მისი ტანჯვისათვის, ეჭვიანობისგან გატეხილი ღამეებისთვის და საზიზღარი შურის გრძნობისთვის, რომლის დანახვა ლიკას სახეზე ასე ძლიერ სურდა.
კარზე ზარი დარეკა, მაგრამ არავინ გამოხედა. კიდევ ერთხელ მიაჭირა მარცხენა ხელის ცერა თითი ზარის დასარეკ ღილაკს და კიდევ ერთხელ გაიგონა გულის გამაწვრილებელი წრიპინი თვითონ ამ ზარისა. კვლავ არავინ გამოხედა. ისევ მოემზადა ზარის დასარეკად, მაგრამ სადარბაზოში ლიკა გამოჩნდა. ლურჯი, მოკლე კაბა ეცვა, რომელიც ფეხებზე შემოსტკეცოდა და ზუსტად იმეორებდა მის სხეულის ფორმას. ასევე ლურჯი პიჯაკი ამშვენებდა ტანს ზემოთაც. ზოის გაუღიმა და ცნობისმოყვარე თვალებით მიაშტერდა უამრავი პარკით ხელდამშვენებულ მეგობარს.
-შენ რა, უკვე ივაჭრე? აბა, ერთად წავიდეთო? ოჰ! კაი, არაუშავს. სიმართლე გითხრა, მეზარებოდა გამოყოლვა და გამიხარდა მარტომ რომ მოაგვარე ეგ საქმე. უი, არც კი მოგსალმებივარ; შუადღე მშვიდობის! - ზოის ისე გაუღიმა, რომ ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა; - როგრ ხარ, ძვირფასო?
- ეგ ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება კარგად ვარ, შეიძლება არ ვარ კარგად. მოკლედ, არ ვიცი. შენ როგორ ხარ?
- შენ ხელში ნორმალურად რომ ვარ მეთვითონაც მიკვირს. მგონი ძალან აზვიადებ რა! რატომ გიყვარს ყველაფრის ასე დრამატიზება?
- ლიკა, რას ამბობ? ნერვები არ მომიშალო, გეხვეწები! შენ რა, სახლში არ შემიპატიჟებ?
ლიკამ მძიმედ ამოისუნთქა, თან ოხვრაც ამოაყოლა და კარი გააღო. შიგნით შევიდნენ. საშინელი არეულობა იყო სახლში: არაფერი თავს ადგილას არ იდო; ყველაფერი აეთ-იქით ეყარა. სამზარეულოში დასარეცხი ჭურჭლის პირამიდა იდგა, იმსიმაღლე იყო, რომ აუცილებლად ბაბილონის გოდოლი მოგაგონდებოდათ. თითქოს წინა დღისით უზარმაზარი წვეულება გამართესო, მაგრამ ამ სახლში ბოლო ერთი თვის განმავლობაში არცერთი შეკრების დღე არ ყოფილა და სუფრასთან მაქსიმუმ სამი ადამიანი იჯდა, ისიც სულ ერთხელ, როცა ლიკასთან ზოი და ნატა იყვნენ და ნატას გამომცხვარი უგემრიელესი ტორტი მიირთვეს. ასე რომ, გასარეცხი ჭურჭლის ეს ზვინი მხოლოდ ცუდი დიასახლისის აშენებული გახლდათ და სხვა გარეშე მიზეზს ამხელა პირამიდის აგებაში მონაწილეობა არ მიუღია. ზოიმ სადღაც შუაში ტორტით დასვრი თეფშებსაც მოჰკრა თვალი. როცა ლიკამ სკამზე დაჯდომა შესთავაზა უნებლიედ გადაუსვა სკამს თითი, რათა შეემოწმებინა მტვერ ხომ არ ადევსო, ვიდრე მაგიდაზე ხელს ჩამოდებდა, მაგიდაც კარგად შეათვალიერა რაიმე ხომ არ უსვიაო.
ამგვარ უხერხულობაში ჩავარდა ზოი და საერთოდ აღარ უნდოდა აქ გაჩერება. მზად იყო თავისი გეგმიდან გადაეხვია და წასულიყო, მაგრამ მაინც ვერ შეელია იმის სურვილს, რომ მეგობარი გაემწარებინა.
- ლიკა, ახლა რაღაცას გეტყვი და შენ რომ იცი ხოლმე, კითხვები არ დამაყარო.
ლიკა ძალზედ დაინტერესდა და გულის ყურით მოეზადა მოსასმენად. ზოიმ, ცოტა არ იყოს, დიდი პაუზა გააკეთა, მაგრამ ეს მხოლოდ აცხოველებდა მისი მეგობრის ინტერესს.
- სახლში ძალიან გამაბრაზეს და საცხოვრებლად მათესთან გადავედი.
მიზანს მიაღწია და ახლა ისღა დარჩენოდა დამტკბარიყო შედეგით. მათეს ხსენებაზე ლიკამ ხელების ნერვიულად მოძრაობა დაიწყო, ღიმილიც სახეზე შეახმა. ჯერ ვითომ ზოის თანაუგრძნობდა, მოიღუშა და ყავისფერი თვალებიც თითქოს გაუთაფლისფერდა. ზოის ამის დანახვაზე კინაღამ გაეცინა, რადგან ლიკამ სულ ასე იცოდა ხოლმე და მისი თვალთმაქცობაც გაშიფრული იყო. გაფრთხილების მიუხედავად, კითხვების სეტყვა წამოვიდა: - რა?! მათესთან? მაგასთან რა გინდა? რატომ ჩემთან არ მოხვედი? რამდენ ხანია? უხერხული ხომ არ არის, რომ მარტოხელა კაცტან ერთად ცხოვრობ? და აი, ზოი უკვე დარწმუნდა, რომ სასურველ შედეგს მიაღწია. ლიკას ბოლო კითხვა ხომ ნათლად გამოხატავდა რა ხდებოდა მის გონებაში. არ ტყდებოდა, რომ მათე უყვარდა და ამიტომ პირდაპირ და გადაჭრით ვერ ეუბნებოდა მეგობარს იქიდან წამოდიო. ისე კი, რა გულის ამრევი გზით სცადა, რომ როგორმე ზოი დაერწმუნებინა მათესგან წამოსულიყო!
- რატომღაც მოველოდი, რომ დაინტერესდებოდი სახლიდან რის გამო წამოვედი. შენ კი იმაზე ნერვიულობ მარტოხელა კაცთან ერთად ცხოვრება უხერხულია თუ არა. ნახვამდის! მერე გნახავ; - თავი მოაჩვენა თითქოსდა ეწყინა.
ზზღის თვალი მიმოავლო მთელ ოთახს და უკანმოუხედავად წავიდა.
საშინელმა ეჭვიანობამ განმსჭვალა ლიკა შურაშვილი, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად ის აღზიანებდა, რომ სხვამდაასწრო მიზნის მიღწევა, სხვამ შეძლო ის, რასაც ამდენ ხანს ცდილობდა. ეს გარემოება ბოღმით ავსებდა მას და მწვავე გმინვა აუტყდა. ხელებით მოწითალო ფერის თმები მოქაჩა და ასე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ტკივილისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს დაკარგავდა. ეჭვი ღრღნიდა მის გონებას. თავიდან არ ამოსდიოდა აზრი, რომ ზოი და მათე მარტონი იყნენ ხოლმე ყოველღამე ერთ ჭერ ქვეშ. აგიჟებდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ეს ორი ვერ გამკლავებოდა ცხოველურ ინსტიქტებს და ვნებების მონად ქცეულიყვნენ. საზიზღარი სცენები ედგა თვალწინ იმასა, თუ როგორ ერწყმოდა ამ ორი ადამიანის სხეული ერთმანეთს რატომღაც ამ ყველაფერს წითლად ხედავდა. მისთვის წითელი ფერი ვნებებს ნიშნავდა და ამიტომ მისი ზმანებები წითლად შეღებილიყო და ათას სიბინძურეს ასახავდა.
მაინც რა ზნედაცემული უნდა იყოს ადამიანი, რომ სხვათა უმწიკვლოება ამგვარი წარმოდგენებით შებილწოს და უგულებელყოს აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც საერთოდ თავმოყვარეობა ჰქვია და საკუთარი თავი საზიზღარი, გულის ამრევი ილუზიების ბინბუნდში გახვიოს; ავხორცული სიამეების ბრმა მონად გამოაცხადოს მეგობარი და უტიფრად დასწამოს ცილი იმისთვის, რაც არასდროს გაუკეთებია. ასეთი ადამიანი სწორედაც რომ ღირსია ეჭვიანობით გაიტანჯოს და ვერა და ვერ პოვოს სიმშვიდე.
ზოი ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ მასშტაბებს თუ შეიძენდა მისი ქმედება. ალბათ, ეგონა, რომ მეგობარს უბრალოდ მდგომარეობიდან გამოიყვანდა და ეს დროებითი იქნებოდა, ყოველი შემთხვეისთვის იქამდე გასტანდა, ვიდრე თამაში დასრულდებოდა. ლიკა ნამდვილად არ ჯდებოდა ზოის ვარაუდების ჩარჩოებში და ზღვარს მნიშვნელოვნად სცდებოდა მისი უკვე სიგიჟეში გადასული ეჭვიანობა და შური. ისე კი, როგორ სიმბოლურად ემთხვევა მისი გვარი, შურაშვილი, იმ მთავარ ზედსართავ სახელს, რომლითაც ლიკას აღწერა შეგვიძლია. ლიკა შურაშვილი შურიანია!
ზოის ქუჩაში სეირნობის დროს კვლავ არასასიამოვნო პასუხისმგებლობის გრძნობა მოერია. იგი ხვდებოდა, რომ კომფორტი, რომელიც აწ უკვე წინა ცხოვრებაში ჰქონდა, დღესდღეობით აღარ აქვს და ვალდებულია საკუთარ თავზე თვითონ იზრუნოს. მამამისს ჯერ კიდევ არ გაეუქმებინა მისი ანგარიში, მაგრამ ზოის არ სურდა აღნიშნულით ესარგებლა, მან მკაცრად და პრინციპულად გადაწყვიტა, რომ ამგვარი ფინანსური და მატერიალური საშუალებები მას უკვე აღარ ეკუთვნის, თუმცა ერთადერთი გამონაკლისი იყო დღევანდელი დარღვევა ამ გადაწყვეტილებისა, როდესაც სავაჭრო ცენტრში ივაჭრა. ამის შემდეგ მას მართლაც აღარ უსარგებლია ამ ანგარიშზე არსებული თანხით. მხოლოდ დღეს, 2017 წლის 25 ოქტომბერს დაუშვა გამონაკლისი და ეს გამონაკლისი არის უკანასკნელი.
შემთხვევით ჩაუარა კაფეს, სადაც თვალი მოჰკრა იმ მხატვარს რამდენიმე დღის წინ რომ ნახატი აჩუქა. ჯერ იფიქრა შევალ, მივესალმები, ბოდიშს მოვუხდი, რომ არ დავურეკე და შეხვედრაზე არ შევუთანხმდიო, მაგრამ გადაიფიქრა და გზა გააგრძელა. გრძნობდა, რომ თვალთმაქცობას ვეღარ შეძლებდა, თითქოს ლიკასთან ყოფნამ ენერგიისაგან გამოფიტა. კიდევ ახსოვდა ის საშინელი სიბინძურე და უწესრიგობა, რაც ლიკას სახლში იხილა.
პატარა ბავშვი შეხვდა, რომელიც ჭუჭყში ამოსვრილიყო და მათხოვრობდა. ზოიმ გულში რაღაც იგრძნო, რაღაც ნემსივით ჩხვლეტდა და ყურებში ბიჭუნას წრიპინა ხმა ჩაესმოდა. ბიჭი დახმარებას სთხოვდა და ზედ ებობღებოდა. ზოი შეჩერდა, ლოყაზე ხელი მოუთათუნა, შინაგანად უდიდეს ზიზღს გრძნობდა, მაგრამ ბავშვს უცინოდა, ჩანთა მოიჩხრიკა და უკანასკნელი 10 ლ გაუწოდა უკვე მადლობის გადახდისათვის მომზადებულ გაზუნგლულ ბიჭუნას. სახელი ჰკითხა და თმებზე ხელი გადაუსვა, თუმცა ბიჭუნა მოულოდნელად გაიქცა და უკან არც მოუხედავს.
ზოის მოეჩვენა, რომ ვიღაც ეძახდა. ხმა უკნიდან მოდიოდა. შეტრიალდა და ისედაც თვალთმაქცური ღიმილი სახეზე შეახმა. მხატვარი მორბოდა მისკენ, ქოშინებდა, ძლივს სუნთქავდა. ხელში ერთი ყვითელი ვარდი ეჭირა.




თავი 7
25 ოქტომბერია, შემოდგომის სურნელი ტრიალებს ჰაერში და მზეც თანდათან უფრო სუსტად ანათებს, დღეებიც დაპატარავდა. ნოეს ერთ დროს მზის სხივები აღვიძებდა, როცა ეს უკანასკნელნი თვალებში უჭყუტუნებდნენ, მაგრამ კარგა ხანია ასე საამურად აღარ გაუღვიძია და უკვე აღარც ელოდება ხოლმე მზის ამოსვლას. ვიდრე მზე ამოიწვერება აღმოსავლეთიდან და მისი ოთახის ფანჯარაში შეიჭრება ვით უცხო სხეული, რომელსაც სიცივე ხვდება და ძალა არ ჰყოფნის, რომ იქაურობა გაათბოს, ნოე იქამდე იღვიძებს.
დღესაც ადრიანად ადგა. ბნელოდა და არემარე ნაცრისფერ ბუნდოვანებას დაეფარა. ადგომისთანავე ხატვას შეუდგა. სიზმარი, რომელიც უკვე მესამეჯერ ნახა, აუცილებლად უნდა გადმოეტანა ტილოზე და მისთვის ზეთის საღებავებით სული შთაებერა. ნოეს ჰქონდა განცდა, რომ თითქოს აცოცხლებდა თავის სიზმარს. 2 საათის განმავლობაში ხატავდა და როცა დაამთავრა, უკმაყოფილების შუქმა ფადაურბინა სახეზე. აშკარა შეძრწუნება დაემჩნა, აქამდე ვერ აცნობიერებდა როგორი შემზარავი სიზმარი ნახა, მაგრამ ნახატს იმ სამ წამზე მეტ ხანს უყურა, რომლის განმავლობაშიც ზოგადად სიზმრებს ვნახულობთ ხოლმე და ხელი ვეღარაფერმა შეუშალა დაენახა ის საშინელაება, რაც ზედიზედ სამჯერ ესიზმრა. ტილო კედლისაკენ შეაბრუნა და ღრმად ამოისუნთქა. ძალიან განერვიულებული იყო. ხელებიც აუკანკალდა. როგორც კი გათენდა, მაშინვე სახლიდან გავიდა და ერთ კაფეში შევიდა.
შუა დღე იქნებოდა, როცა კაფეში მაგიდასთან იჯდა და ქუჩაში მიმავალი ზოი დაინახა. სასწრაფოდ გაასწორა ანგარიში. გიჟივით გავარდა ქუჩაში. არ უნდოდა, რომ ზოის კვალი დაკარგვოდა. გზად ყვავილების გამყიდველი შეხვდა, სადაც დიდი თაიგული იყიდა. ეს იყო ყვითელი ვარდების თაიგული. ორი ნაბიჯი გადადგა თუ არა, უკან მიბრუნდა, თაიგული ყვავილების გამყიდველს უკან დაუბრუნა და მხოლოდ ერთი ყვითელი ვარდი გამოართვა. შემდეგ გაიქცა. ზოი პატარა ბიჭუნას ელაპარაკებოდა. დაუყვირა: -ჰეი! - გოგომ მოიხედა და სახე ღიმილისგან სულ გადაეხსნა. ნოესაც ჟრუანტელმა დაუარა ზოის ასეთი ბავშვურობის შემხედვარეს.
ფეხით გაისეირნეს. პარკში შევიდნენ, სადაც ადრე ზოი თავის ძაღლთან ერთად იყო და იმ დღეს ნოემ დახატა ისინი. ზოი ხვდებოდა მაინცდამაინც ამ პარკში რატომ მოვიდნენ, მაგრამ არაფრის დიდებით არ აპირებდა იმის აღნიღვნას, რომ იმ ნახატზე, რომელიც მხატვარმა აჩუქა, სწორედ ამ პარკში იმყოფებოდა. თუმცა ზოი ისედაც იშვიათად ამბობდა რამეს და ისიც მოკლედ. ამიტომ შეეცადა ცოტა გააქტიურებულიყო. მხატვარს სახელი ჰკითხა. მოუთმენლად მიაშტერდა ახალგაზრდა ბიჭს პასუხის მოლოდინში, მაგრამ მხატვარმა კითხვითვე უპასუხა: - შენ აქამდე ჩემი სახელი არ იცოდი, მაგრამ რას მეძახდი ხოლმე, როცა გახსენდებოდი ან ვინმეს უყვებოდი ჩემ შესახებ?
- დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე. რატომ გგონია, რომ შენ შესახებ ვინმეს ვუამბე ან საერთოდაც გამახსენდი?
- განა შესაძლებელია, რომ ასე არ იყოს?
- კარგი, ვაღიარებ, რომ გამახსენდი და ამ გახსენებისას მხატვარი შეგარქვი.
- მაშ, ძალიან კარგი! მინდა, რომ ჩემისახელი არ გაგიმხილო და შენთვის მხოლოდ და მხოლოდ მხატვარი ვიყო. ძალიან მომწონს ის გარემოება, რომ ჩემი სახელი არ იცი.
- მაგრამ არც შენ იცი ჩემი სახელი; - გამომცდელი მზერა მიაპყრო ზოიმ.
- არაუშავს! როცა მახსენდებოდი, ჩემ წარმოდგენებში ქალღმერთი იყავი. ამიერიდან ქალღმერთს დაგიძახებ.
ზოი ჩაფიქრდა. არ მოეწონა მოვლენების ამგვარი განვითარება. ის ბიჭუნა გაახსენდა წეღან რომ შეხვდა და დახმარებას სთხოვდა. გაახსენდა, რომ როცა სახელი ჰკითხა, ბიჭუნა უკანმოუხედავად გაიქცა.
- მხატვარო, მე ზოი მქვია და არ მინდა, რომ ქალღმერთი ან რაიმე მსგავსი დამიძახო. შეურაცხმყოფელია ჩემთვის ამგვარი ეპითეტებით შემკობა; - ზოი არ აჰყვა მხატვრის მიერ წამოწყებულ თამაშს და იმ მიზნით, რომ როგორმე ეს თამაში ჩაშლილიყო თავისი სახელი უთხრა ბიჭს.
ნოეს, მართალია, ძალიანაც აინტერესებდა გოგონას სახელი, მაგრამ თამაშის წესებმა უფრო მოხიბლა. ზოიმ კი გზა მოუჭრა და თავისი სახელი გაუმხილა. ასე, რა თქმა უნდა, ნოეს ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა, თუმცა მაინც გული დასწყვიტა ბიჭს იმან, რომ ზოი თამაშის წესებს ამთავითვე არღვევდა. გადაწყვიტა, რომ ზოისთვის სახელი არ გაემხილა. ისედაც საკმაოდ ხიბლავდა ამგვარი მიუწვდომლობა და დისტანცია, რომელიც ზოისთან აკავშირებდა. თითქოს ის, რომ ზოიმ მისი სახელი არ იცოდა, მის განზრახვებს უცოდველს ხდიდა. ნოეს ამის გულწრფელად სწამდა.
გოგონა არ იყო ისეთივე ცანცარა, როგორი მანდილოსნებიც ძალიან ხშირად უნახავს ნოეს თავის ცხოვრებაში და მათ ვერ იტანდა, ეზიზღებოდა ისინი. ზოი კი თვით სათნოებას წარმოადგენდა მისთვის, წმინდა რელიკვიასავით იყო. ნოეს ეგონა, რომ არქეოლოგი იყო, რომელმაც ეს-ესაა გათხრების შედეგად რაიმე ძველი ნივთი იპოვა, საკმაოდ ღირებული და მნიშვნელოვანი. ახლა კი ფრთხილად და მოწიწებით უნდა დაამუშაოს - ისე, რომ არ დააზიანოს. სწორედ ასე ექცეოდა ზოისაც, რომელსაც თავის ყველაზე ძვირფას აღმოჩენად თვლიდა ცხოვრების არქეოლოგიურ გათხრებში. ცდილობდა არ დაეფრთხო ზოი და ისე ელოლიავებოდა, რომ თითქოს მართლაც რაიმე რელიკვია ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც ამ პარკში ნახა, სულ ამ გოგოზე ფიქრობდა. ზოი ძალიან ცოტახნით იჯდა ერთ-ერთ სკამზე და მალე წავიდა, თუმცა ნოემ მაინც შეძლო დაეხატა ის. არანაირი ცდომილება არ იყო მის ნახატში. მას არ შეეძლო დაევიწყებინა ის სილამაზე, რომელსაც სულ რაღაც ხუთი წუთის განმავლობაში უყურებდა და ამიტომ არ გაუჭირდა მისი დახატვა. ზოის ზმანება ყოველდღე წარმოუდგებოდა თვალწინ და ოცნებობდა კიდევ ერთხელ როდის შეხვდებოდა ამ გოგოს. ზოგჯერ აუტანელი ხდებოდა ხოლმე სურვილი იმისა, რომ ჩახუტებოდა. მხოლოდ ჩახუტება სურდა, მეტი არაფერი. ვნებებით არ ბილწავდა თავის სუფთა გრძნობებს. წარმოიდგენდა როგორ ეხუტებოდა ზოის, გრძნობდა მის სხეულთან შეხებას და სითბოს, რომელსაც იგი ჩახუტებისგან იღებდა. ჟრუანტელი უვლიდა ზოის ტუჩების გახსენებაზე. როცა ეს ახსენდებოდა, გოგოს ბაგეებზე დაწაფება უნდოდა.
ყოველდღე დაეძებდა ქუჩებში, შენობებში, პარკებში თავის სატრფოს და აი, დღეს იპოვა.
- მხატვარო, ძალიან მაინტერესებს როგორ შეძელი ჩემი დახატვა? მე იქ ძალიან ცოტა ხანს ვიყავი.
- ზოი, მე შენი სახე დღემდე მახსოვს. ხოდა რატომ გგონია, რომ მაშინ შენი სახის ნაკვთების კონტურებს ვერ გავიხსენებდი?
- ალბათ, კარგი მხედველობითი მეხსიერება გაქვს, ხომ?
- არა, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რამის დამახსოვრებაში ძალზედ სუბიექტური ვარ ხოლმე.
- რას გულისხმობ, მხატვარო?
- იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ იმას ვიმახსოვრებ კარგად, რაც მინდა.
ზოი მიხვდა, რომ საუბარი მისთვის არასასურველი ფორმით ვითარდებოდა და შეეცადა თემა შეეცვალა: - შენ მე ერთი ყვითელი ვარდი მაჩუქე. ამას აქვს რაიმე სიმბოლური დატვირთვა?
- ზოი, სიმართლე გითხრა, ცოტა ხნის წინ სწორედ მაგაზე ვფიქრობდი და მინდოდა, რომ აღნიშნულისთვის სიმბოლური დატვირთვა მართლაც მიმეცა, თუმცა ეს უბრალოდ იმიტომ გავაკეთე, რომ მომწონს, როცა არაორდინალური ვარ.
- ჰო, შენ მართლაც ძალიან არაორდინალური ხარ.
- აჰ, ძალიან გამახარე ამ სიტყვებით. მადლობა!
ზოი აღფრთოვანებული იყო მხატვრით. ჰქონდა განცდა, რომ სუბიექტური იყო მის მიმართ, რადგან ზუსტად იცოდა, მხატვრის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, უფრო კრიტიკულად შეჰხედავდა და ტრადიციულად სარკაზმით გაირთობდა თავს. მაგრამ მხატვარში ვერაფერს ხედავდა ისეთს, რაც შეიძლებოდა მისი შავი იუმორის მსხვერპლი გამხდარიყო. მოსწონდა, რომ მხატვარი ამოუცნობი პიროვნება იყო მისთვის. ეს მაგნიტივით იზიდავდა ბიჭისკენ.
ნოე გრძნობდა რაოდენ წარმატებით ახერხებდა ზოის დატყვევებას და გულში ხარობდა ამ გამარჯვებას. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა და საკუთარ თავზე საშინლად ჯავრობდა. მართალია, მისთვის წარმატებით მიმდინარეობდა ზოისთან შეხვედრა, მაგრამ დადებითი ემოციები გროვდებოდა და გროვდებოდა მასში, ეგონა მალე ბუშტივით გასკდებოდა.
ვინ იცის, ეს ორივესთვის თავბრუდამხვევი ილუზია იყო და არა სიყვარული. დღეს ზოიც და ნოეც თავიანთ სახლებში ბედნიერებისგან “გაჭყეპილები” დაბრუნდნენ.


მათესთან ლიკა მისულიყო. ეჭვებისგან თავის დასაღწევად ესღა მოუფიქრებია და იმაში დასარწმუნებლად, რომ ზოისა და მათეს შორის არც არაფერი ხდებოდა, “დანაშაულის ადგილის” შემოწმება გადაეწყვიტა. საღამოს რომ ზოი ვარდით ხელდამშვენებული დაბრუნდა, ლიკა სიხარულისგან ცას ეწია. მაშინვე ის დაასკვნა, რომ ზოი ვიღაც ბიჭს ხვდებოდა, გვიანაც ამიტომ დაბრუნდა და თან ვარდიც უჩუქნია უცნობ მიჯნურს. ე.ი. მათესთან არანაირი სასიყვარულო კავშირი არ ჰქონდა და ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.
ლიკა მალე წავიდა. ისეთი ბედნიერი იყო, რომ არც კი დაინტერესებულა ვარდის ამბით. ალბათ, საშინლად დასწყდებოდა გული, თუ გაარკვევდა, რომ ზოი საერთოდაც არავის ხვდებოდა და ეს ვარდიც არაფერ შუაში იყო. მართალია, მათესა და ზოის ურთიერთობაზეც მცდარი წარმოდგენები ჰქონდა, მაგრამ როცა ზოის უცნობი მიჯნურის არ-არსებობის შესახებ გაიგებდა, ისევ პანიკური ეჭვები შეიპყრობდა.
მეგობრებმა გაისტუმრეს თუ არა ლიკა, მაშინვე ტკბილად “ჭორაობას” მოჰყვნენ. მათემ ჰკითხა რას ნიშნავდა ერთი ყვითელი ვარდით მისვლა სახლში. ზოიმ უთხრა, რომ აღნიშნული იმ მხატვარმა აჩუქა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მოუყვა.
მას შემდეგ, რაც ვარდთან დაკავშირებით ყველა დეტალი გაარკვიეს, ცოტახანს ჩუმად ისხდნენ.
დუმილი მათემ დაარღვია და ზოის კვლავ კითხვით მიმართა: - შენ რაღაც სხვანაირი მეჩვენები. დილითაც პოზიტიურ განწყობაზე კი იყავი, მაგრამ ახლა ბევრად ბედნიერი და მხიარული ჩანხარ. ეს იმ მხატვარს ხომ არ უკავშირდება?
- მგონი, კი.
- ოჰო! საინტერესოა. მომიყევი, აბა, რა ხდება.
- არაფერი არ ხდება, მაგრამ მე ის ისე ძალიან მომეწონა.
მათეს თვალები გაუბრწყინდა და ჟესტიკულაციით ანიშნა გაეგრძელებინა საუბარი.
- მათე, ის ისეთი არაჩვეულებრივი იყო! ისეთი მომხიბვლელი და მომაჯადოებელი! მაგრამ არა მგონია, რომ მასაც ასეთივე შტაბეჭდილებები დარჩენოდა ჩემზე.
- რატომ ფიქრობ ასე? ეჭვიც არ მეპარება, რომ ის უკვე შენი ტყვეა. სხვანაირად მართლა შეუძლებელია. საერთოდ, ერთი ეს გამაგებინე, აქამდე მსგავსი არაფერი დაგმართნია და ახლა რა მოგივიდა?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი. დღეს გრძნობებს ავყევი. სხვათა შორის, ისე თამამად მიმანიშნებდა ხოლმე, რომ მოვეწონე! ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება გოგოების შებმის ასეთი მეთოდი აქვს და არ არის გამორიცხული სინამდვილეში დიდად არც მოვწონებოდი.
- ზოი, საიდან გამოაქანდაკებ ხოლმე ეგეთ სისულელეებს? საკუთარ ბედნიერებას თავადვე გამოუთხრი ხოლმე ძირს, ზოგჯერ ისეთი აზრები გაწუხებს. შენ ადგილას ეგეთ რამეებზე სულ არ ვიფიქრებდი. რა საჭიროა ამდენი ტვინის ჭ....ტვა?!
- ო! კარგი რა.
ზოიმ მათეს უჯიკა და ასე გამოხატა თავისი დარცხვენა. ხოლო ეჭვი იმისა, რომ კარგი სტრატეგის მახეში სულ ადვილად გაება, უფრო და უფრო უძლიერდებოდა. თავი ის ბუზი ეგონა, რომელიც ობობის ქსელში აიხლართება ხოლმე. ობობა კი აღფრთოვანებულია იმით, რომ საკვები გამოუჩნდა.
მათემ ზოის გაახსენა დილით რომ უთხრა, ამდენ ყავას იმიტომ ვსვამ, რომ მერე თავი იმით ვიმართლო კოფეინის ზემოქმედების ქვეშ ვარო. ჰკითხა ეგეთს რას აკეთებ ხოლმე ან რის გაკეთებას აპირებ, რომ ამაზე დაგიწყია ფიქრიო. ზოიმ კი მადლობა გადაუხადა, რადგან, როგორც თვითონ უთხრა, ეგ სულ დავიწყებოდა. ზოი ახლა თავის ძველ გეგმებს დაუბრუნდა და ამან მისი ფიქრებიდან მხატვარი მხოლოდ მცირე ხნით გააძევა.
- მათე, იცი, ბოლო ხანებში სულ რაღაცაზე ვფიქრობ, ჩემი ტვინი ყოველწამს მუშაობს და აბსოლუტურად ყველაფერს წერტილ-წერტილ აანალიზებს. უკვე ჩვევად მექცა, რომ ადამიანების თოთოეული მიმიკის უკან რაიმე კონკრეტული აზრი დავინახო; სულ ვცდილობ ხოლმე, რომ შევისწავლო ადამიანები; საკუთარი თავი კი რახანია კარგად მი-მოვჩხრიკე და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი საიდუმლო ამოვხსენი - მე ზოი კალანდაძე ვარ.
- ზოი, მე ხომ სხვა რამ გკითხე!
- ჰო, მართალი ხარ, შენ სულ სხვა რამ მკითხე. არ იფიქრო, რომ პასუხის გაცემას თავი ავარიდე, უბრალოდ აგიხსენი ჩემში რა ცვლილებები მოხდა. ამ ცვლილებების შემდეგ ბევრი ძალიან ცუდი რამის გაკეთება მინდება ხოლმე. გთხოვ, არ მკითხო რა მინდება. სწორედ ამიტომ მოვიფიქრე ამგვარი თავის გასამართლებელი სიტყვები, რომელიც, ჩემი აზრით, ჭეშმარიტებას მოკლებული სრულებითაც არ არის.
- ზოი, გიჟი ხარ! მართლა ძალიან უცნაური პიროვნება ხარ. შენ ამბობ, რომ ჩემი გაოცება გინდა და თან მაფრთხილებ, რომ ცუდი რამის გაკეთებას მიპირებ. თავი რაც არ უნდა ვიტეხო, მაინც ვერ მივხვდები რა არის ის ცუდი, რის გაკეთებასაც იმით ცდილობ, რომ შენით გაოცებული ვიყო.
ზოის სიცილი აუტყდა. თავი მაინც ვერ შეიკავა. იმიტომ გაეცინა, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა იმის მიზეზს, რაც მათეს ასე ძალიან აფიქრებდა და საგონებელში აგდებდა. უკვირდა მეგობარი ერთხელაც რომ არ დაეჭვდა მის სიტყვებში და ვერ მიხვდა, რომ ზოი იყტუებოდა. არადა, მათე ნებისმიერ სხვა ადამიანზე იფიქრებდა, რომ ეს იყო მსმენლის დაინტერესების მცდელობა, რომ თითქოს რაღაც ძალიან გრანდიოზულს გეგმავს და იმდენად ჭკვიანია, რომ ვერავინ ვერ ხვდება როგორი სტრატეგია დაისახა მან ამის გასაკეთებლად. ზოის ქცევებსა და სიტყვებში კი საერთოდ არ შეპარვია ეჭვი, რომ ეს ბავშვური გართობა იყო. ძალიან ცდილობდა მიმხვდარიყო რისი მიღწევა სურდა ზოის, მაგრამ უშედეგოდ. ეს იმას გავს, რომ საქართველოს რუკაზე მის ქალაქებს შორის საქართველოს ეძებდე, რადგან ეს ქალაქები ქვეყნები გგონია და საქართველოს რუკა კი - მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. რა თქმა უნდა, წარწერას “საქართველო” ვერცერთ შემთხვევაში ვერ იპოვი. ვერც მათე ვერ პოულობდა პასუხს თავის კითხვებზე. არც კი უფიქრია, რომ ეს პასუხი საერთოდ არ არსებობს და ერთადერთი სწორი დასკვნა ისაა, რომ ზოი უნიჭოდ თამაშობს.
ზოიმ გადაწყვიტა არ გაემხილა სიცილის მიზეზი და კიდევ დიდხანს დაეტანჯა თავისი მეგობარი. მისთვის ეს წარმატება მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ფიქრობდა მათეს გასულელებას ვერ შევძლებო. ბოლოს ერთ რამეს მიხვდა: მათე მას იმდენად ენდობოდა, რომ დაუჯერა ყველაფერი, რაც კი ზოიმ მას უთხრა და არ გაატარა “რენტგენის” ქვეშ მისი სიტყვები. ამას რომ მიხვდა, გუნება შეეცვალა. მათესთან ჩახუტება და მადლობის გადახდა მოუნდა ასეთ კარგ მეგობრობას რომ უწევდა ზოის.
- მათე, უნდა ჩაგეხუტო, რა!
- მოდი, მოდი, ჩემო გადარეულო! აბა, რას იტყვი, ყავა ხომ არ დავლიოთ? - მათე ხმამაღალი სიცილით გავიდა სამზარეულო ოთახში და ყავის მადუღარა აამუშავა.
ზოი უკვე გრძნობდა, რომ არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევია მათესთან თამაშში და განიცდიდა ამ მარცხს. განიცდიდა ყველაზე მეტად იმის გამო, რომ მეგობარმა ისე აჯობა, ხელიც არ გაუტოკებია, უბრალოდ მეგობრის მიმართ ნდობა გააჩნდა. ზოი თავს უსუსურად გრძნობდა და ეზიზღებოდა საკუთარი თავი, რადგან გვერდით საუკეთესო ადამიანი ჰყავდა და იგი ამ ადამიანს სისულელეებს ეთამაშებოდა. ყველაფერს დედამისს აბრალებდა; ფიქრობდა, რომ დედის გენები ხდიდა ასეთ ამაზრზენ ადამიანს და ძალიან განიცდიდა, როცა ხვდებოდა, რომ დედამისისგან არაფრით განსხვავდებოდა. გაახსენდა როგორ ღაპა-ღუპით სცვიოდა ელენეს ცრემლები და ამის გამო რომ გაიფიქრა, დედაჩემი ისეთი ცუდი სულაც არ ყოფილა მე რომ მეგონაო და გული მოულბა, მაგრამ მერე გაახსენდა სრულიად სხვანაირი ელენე, რომელიც ჯერ იცინოდა და შემდეგ კი უკვე ცოფებსაც ყრიდა. ზოი ვერ ხსნიდა რა მოტივით იმსახიობა დედამისმა. ნუთუ ამით დასცინა? თუმცა რაზე უნდა დაეცინა?!
ზოი აუცილებლად მიხვდებოდა რატომ მოიქცა დედამისი ასე, თუ მის ადგილას საკუთარ თავს წარმოიდგენდა.
როგორც უკვე ვთქვი, ზოის დედამისის გენები აქვს და ეს ორი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ზოი ხანდახან უმიზეზოდაც თვალთმაქცობს ხოლმე - არაფრის მიღწევას არ ცდილობს თვალთმაქცობით. ეს იმიტომ, რომ სიამოვნებს თვალთმაქცობა, თამაში. ელენეც ზუსტად ასე იყო. მისი თამაშის უკან არავითარი განზრახვა არ იმალებოდა. უბრალოდ თვალთმაქცობდა, რადგან ეს უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული. აი, რას უნდა მიმხვდარიყო ზოი.


დაღამდა. დედამიწას ნათელი ცა ჩამოსწოლოდა და მისი სინათლე ბუნტად აღწევდა მათეს ბინის ერთ-ერთ ფანჯარაში, რომლის წინ, დივანზე მათე იწვა და ეძინა.
ზოი ვერ იძინებდა, რადგან თავს არ ანებებდნენ ფიქრები მხატვრის შესახებ. თავდაპირველად მათეს საძინებელში საწოლზე იწვა, მაგრამ მერე ჩაიცვა და გასეირნება გადაწყვიტა. ღამის 3:36 იყო და შეეშინდა ქუჩაში მარტო გასვლისა. მათეს წინ სკამზე ჩამოჯდა. ბიჭის სახეზე ჩრდილებმა დაიწყეს თამაში - ზოი ფანჯრიდან შემოჭრილ სინათლეს ეღობებოდა და მისი ჩრდილი მათემდე აღწევდა.
ისევ ისე უყურებდა, როგორც გუშინ. ამჯერად დარწმუნებული იყო, რომ მათე არ გაიღვიძებდა და მის მზერას არ შეამჩნევდა. არადა, გუშინ მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, როცა დილით მძინარე მეგობარს შესციცინებდა და უცებ ამ მეგობარს გაეღვიძა, ზოიმ კი გახედვა ვერ მოასწრო. მათემ დაინახა, რომ გოგო მას უყურებდა.
სკამზე იჯდა და შეგნებულად ირწეოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, რათა მათეს სახეზე მისი ჩრდილი ამოძრავებულიყო. სხვა ყველაფერი ამ ოთახში უძრავად იყო. მხოლოდ ზოი ირწეოდა და ვინ იცის თავში რა აზრები უტრიალებდა. ჩრდილი მათეს ტუჩებზე შეაჩერა, თითებით თავისას შეეხო და მოულოდნელად წამოხტა, თითები მოშორებული არ ჰქონდა ტუჩებიდან, ცრემლები წასკდა და გეგონება, მათე ხედავდა როგორ ტიროდა, ქუჩაში გავარდა.
მაგრად გაეხვია ადიელაში, რომელიც მხრებზე ჰქონდა წამოსხმული. ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა და თან ფეხებს ძლივს მოათრევდა. სციოდა, ძალიან სციოდა, მაგრამ სახლში მაინც არ ბრუნდებოდა. ადიელას უფრო და უფრო მჭიდროდ იკრავდა ტანზე, კანკალებდა, სახეს ცრემლები უსველებდა.
ქუჩაში მშრალი და ძალიან ცივი ქარი ქროდა, ხმელი ფოთლები ჰაერში ჰქონდა ატაცებული და ზღვაში შესული ნავივით აცურავებდა აქეთ-იქით, თითქოს ტალღების მოძრაობას მიჰყვებიანო. თავზე შიშველი ხეები დაჰყურებდნენ, ცა მოწმენდილი იყო, ვარსკვლავები არსად ჩანდა, მხოლოდ მთვარე ელვარებდა თეთრად და ზოის ეჩვენებოდა, რომ მისი ელვარება სიცოცხლესაც უთეთრებდა. ფოთლები სახეში ეყრებოდა და კანკალებდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. როგორღაც იქვე ჩაეძინა.
დილით მათეს საძინებელში გაიღვიძა.
სააბაზანოში, კბილების ხეხვის დროს უცებ შეჩერდა და საკუთარ თავს მაშინღა ჰკითხა, აქ როგორ მოვხვდიო. თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა. იქ სუფრა გაწყობილი დახვდა. ერთხანს იდგა და სუფრას უყურებდა, შემდეგ კისერთან მათეს თბილი სუნთქვა იგრძნო და თითქოს უჩქმიტესო, დაიკრუნჩხა და მაგიდისაკენ წავიდა. სკამზე ჩამოჯდა. მერე მათესკენ გაიხედა. ოდნავ შეკრთა, რადგან წუხანდელის გამო შინაგანად ძალიან ღელავდა. მათეს დაჯდომა შესთავაზა. ისაუზმეს. არცერთს არაფერი უთქვამს.
ზოი იტანჯებოდა ინტერესით. უნდოდა გაეგო, ქუჩიდან აქ როგორ აღმოჩნდა. მათე კი დუმდა, საერთოდ არაფერი ეტყობოდა და ემჩნეოდა: თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
- ახლახანს იცი რა გავიფიქრე? - თქვა ზოიმ; - მგონია, რომ დუმილი შენი საუკეთესო იარაღია. ყოველთვის დუმხარ, როცა შენგან რაიმის გაგებას მოველი, მითუმეტეს მაშინ, თუ შინაგანად უდიდეს მღელვარებას ვგრძნობ. ასე იმხელა დისკომფორტში მაგდებ! მე გნებდები; ვაღიარებ, რომ უძლური...
- რა? - გააწყვეტინა მათემ და სიცილი ვეღარ შეიკავა.
ზოი დაეჭვდა. მათეს ნამდვილად არ სჩვეოდა თავის მოკატუნებები. მაშასადამე, წუხანდელ ამბავთან შესაძლოა არავითარი კავშირი არ აქვს. ზოიმ სიფრთხილე გამოიჩინა და ჰკითხა:
- არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი?
- აა, ხომ. ჯერ არ ვაპირებდი თქმას.
ზოის სახე გაებადრა, თვალები აუციმციმდა. როგორც იქნა, გაარკვევდა რა მოხდა წუხელ, თუმცა იმდენად მოულოდნელი რამ უთხრა მათემ, რომ იმედგაცრუებულისა და გაბრაზებულის გამომეტყველება გამოესახა სახეზე. მათემ დაბადების დღე მიულოცა.
- რა სახე გაქვს, ზოი?! საჩუქარს საღამოს გადმოგცემ, წვეულებაზე. ხომ გინდოდა, რომ მომელოცა? ხოდა, მოგილოცე! რას იჯღანები?! ჯერ რომ არაფერი გაჩუქე, მაგიტომ მოიღუშე ასე?
- ვაიმე, მათე, გაჩერდი! - ზოიმ დაიყვირა და ხელები თავში იტაცა. ტირილი დაიწყო.
- კი ბატონო, გავჩერდები! ვერ ვხვდები რა მოგივიდა.
ზოის სულ დაავიწყდა თავისი დაბადების დღე. მეგობარმა უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მიულოცა და მადლობაც არ გადაუხადა. უკმაყოფილო მზერა ესროლა მათეს. ვერ იჯერებდა, რომ ასეთი უმადური აღმოჩნდა. ძალიან კარგად იცოდა ყოველივე ეს რამაც გამოიწვია, მაგრამ არ უნდოდა თავის მართლება. ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, რომ გუშინდელმა შემთხვევამ ისე შეიპყრო, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. ტირილის მეტი არაფერი შეეძლო. მხოლოდ ცრემლები უნდოდა, ახლა მისი საუკეთესო მეგობარი ცრემლები იყო.
- მათე, მალე უნდა წახვიდე?
- 8 წუთში უნდა გავიდე სახლიდან.
ზოიმ თვალები დაბლა დახარა, ხელი თმებზე გადაისვა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს თავის თავში უდიდესი ნებისყოფისა და მოთმინების აკუმულირებას ცდილობდა, რათა მშვიდად გამკლავებოდა მოძალებულ აგრესიას. თქვა: - გთხოვ, ახლავე წადი!
მათე არ შეწინააღმდეგებია, სამზარეულოდან გავიდა და სულ მალე კარის დახურვის ხმაც გაისმა; იმ კარის, რომელიც ზოის მყუდროებასა და გარე სამყაროს ქაოსის მიჯნაზე ეკიდა.
ზოიმ ეს კარი შიგნიდან ჩაკეტა.
ვივალდის “წელიწადის დროები” დამყრუებელ ხმაზე ჩართო, იმ სკამზე ჩამოჯდა, რომელზეც წუხელ იჯდა, როცა მძინარე მათეს უყურებდა, მცირე ხნის შემდეგ ფანჯრები ჩამოაბნელა, იატაკზე დაწვა და ხმამაღლა სიცილი დაიწყო, ცდილობდა მუსიკის ხმა გადაეფარა. მცდელობა ამაო არ იყო...
- მე ბედნიერი ვარ, ბედნიერი! - ყვიროდა იგი.
აცნობიერებდა თავის უსუსურობას და ებრალებოდა საკუთარი თავი. სიბრალული კი უმძაფრესი იყო. სწორედ სიბრალულის სიმძაფრის ექვივალენტური გახლდათ მისი ემოციები. ზოი ბედნიერია, როცა ჭარბ ფსიქიკურ საზრდოს იღებს...
საღამოს სახლში დაბრუნებული მათე შინ არ შეუშვა, არანაირ წვეულებაზე წასვლა არ მოისურვა. ეს ღამე მხოლოდ მისი იყო, მათე ხელს არ შეუშლიდა. იმ ღამეს მათეს სახლის ფანჯრებში სინათლე არ ანთებულა. ჩამი-ჩუმი არავის გაუგია.
ზოიმ საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ წუხანდელი ამბები მხოლოდ სიზმარი იყო და ამას დილით ვერ მიხვდა.



თავი 8
რაც არ უნდა გულწრფელი გრძნონები გქონდეს, თუკი ურთიერთობაში რაიმე ეშმაკობას მიმართავ, ყოველივე თვალთმაქცობად იქცევა.
ნოეს მართლა მოსწონდა ზოი. მისდამი გრძნობას სიყვარულს არ ეზახდა, რადგან შეგნებული ჰქონდა რაოდენ სერიოზულია ეს საკითხი და ამიტომ დროს მიანდო ამ უკანასკნელთან დაკავშირებული გარემოებები. მანამდე კი, ზოი ძლიერ მოსწონდა და თავადაც უნდა ყოფილიყო ზოისთვის მიმზიდველი.
ფიქრობდა, რომ თავისი სატრფო მისით უფრო მეტად დაინტერესდებოდა, თუ თავის სახელს არ გაუმხელდა. ამაში მართლაც იყო რაღაც მიმზიდველი, ზოისაც ხიბლავდა ამგვარი “დისტანცია”.
საერთოდ, სხვათა სიმპათიების დამსახურების მოტივით რაიმის გაკეთება არასოდეს არის ერთჯერადი. ეს არის უწყვეტი ციკლი, დაუსრულებელი თამაში, რომელიც გაშიფვრის შემთხვევაში, საზიზღარ და ამაზრზენ პიროვნებას წარმოაგვაჩენს.
ნოე იჯდა პატარა, მრგვალ მაგიდასთან და ხვალინდელი დღის გეგმას ადგენდა, აპირებდა ხვალ მთელი დღე ზოისთან ერთად გარტარებინა.
მე-8 პუნქტზე იყო გაჩერებული, როცა ტელეფონზე წერილი მოუვიდა. ყურადღება არ მიუქცევია. მაშინ ნახა, როცა გეგმის დაწერას მორჩა.
ტელეფონში წერილს კითხულობდა, სახე დამანჭვოდა, ღაწვები აწითლებოდა და თუ კარგად დააკვირდებოდით, შეამჩნევდით ნერწყვებს რა მძიმედ ყლაპავდა.
წერილი ზოისგან იყო. იგი სწერდა:
“ ძვირფასო მხატვარო,
შენ ჩემს სიცოცხლეს განსაკუთრებული და ერთობ დასამახსოვრებელი ცეცხლი შეუნთე. დიდ მადლობას გიხდი ამისათვის.
შენთან პირველი შეხვედრის შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღეები, უსიამოვნო ფაქტები ერთიმეორეს მიჰყვებოდნენ, როგორც ძალიან გრძელი მატარებლის ვაგონები. და იცი, ეს არ წყდებოდა, არ ჩერდებოდა, უსასრულობის ბეჭედი ისე ღრმად ჰქონდა დარტყმული ამ ყველაფერს, რომ ვერანაირად ვერ შევძელი როგორმე სასრულად მექცია. უსასრულობა ტყუილად არ მიხსენებია, დღეს ჩვენი პირველი შეხვედრიდს შემდეგ მერვე უსიამოვნება შემემთხვა, მერვედ გარდაიცვალა ჩემი სული, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს არ მეკუთვნის, ვერაფერს გრძნობს, იგი ერთხელაც არ მომკვდარა.
სასოწარკვეთილმა ამ უსასრულობისთვის ბოლოს მოღება განვიზრახე. ხოდა, დღევანდელი უბედურება უკანასკნელად გამოვაცხადე, რვა “სიკვდილი” უკვე საკმარისია, მერვე უკანასკნელია! დღეს ჩემი სხეული მოკვდება, სული კი უკვდავების კანონიდან გამომდინარე, არსებობას გააგრძელებს.
აი, რა მომიტანა შენმა გამოჩენამ ცხოვრებაში:
1) ერთ მსახურს ცილი დავწამე და სამსახურიდან გავათავისუფლე. რამდენიმე კვირის წინ იმ ქალს ქუჩაში შევხვდი, თავის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. როცა დამინახა, მომვარდა და უდიდესი სიბრალულით აღსავსე თვალებით კარგახანს მომაშტერდა, შემდეგ ავსული და ბოროტი ქაჯი მეძახა. მითხრა, რომ ქმარი შიმშილისგან გარდაეცვალა, თავად კი საჭმელს ნაგვის ურნებში ეძებს, რათა ჩემს მიერ გაუბედურებული მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც თავისი ქმრის გზას არ დაადგნენ. მე ხმა არ ამომიღია. მისი ქალიშვილი ძალიან მეცნო. იმ დღეს სახლში, რომ დავბრუნდი, გამახსენდა, რომ ის გოგო მართლაც მყავდა ნანახი. თვალწინ ნათლად დამიდგა, როგორ აიღო გზაზე დაგდებული სიგარეტი, მერე როგორ გააბოლა. მაშინ კი მუხლებში მოვიკეცე, ძალა აღარ შემწევდა, რომ ფეხზე ვმდგარიყავი. გული განმეგმირა რადგან იმ მსახურის უბედურების მიზეზი მე ვიყავი. ალბათ, ვერ წარმოიდგენ რა მძიმე ასატანი იყო ყოველივე. მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
2) ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო გამოაშკარავდა. ეს მართლაც სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდა. დედაჩემმა წამართვა ყველაზე სანუკვარი რამ, რაც კი ოდესმე მქონია. მხატვარო, არ დაგავიწყდეთს, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
3) უკვე მოგახსენე დედაჩემმა როგორ გამანადგურა. სწორედ მისი ამ “უზურპატორობის” გამო დავშორდი ოჯახს. 24 წელი გავატარე მათთან ერთად და მაინც ვუძლებდი, მაინც ვუმკლავდებოდი იმ “უჰაერობაში” ცხოვრებას. მეზიზღებოდნენ, ვერ ვიტანდი, მე იქ დათრგუნული და შებოჭილი ვიყავი, მაგრამ იქიდან მაინც არ წამოვსულვარ. მაში ძლიერი ვიყავი, რაღაც ძალა გამაჩნდა, რომლის მეშვეობით თავს უფლებას არ ვაძლევდი დამეჩოქა და დავნებებულიყავი.
თუმცაღა, ერთ დღეს იქიდან წამოვედი და მას მერე აღარ მინახავს არც დედაჩემი, არც მამაჩემი. ის ძალა წამერთვა, რომელიც იქ მახერებდა. მე ძლიერი აღარ ვარ. და, მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
4) თურმე დედაჩემი გარდაცვლილა. მე ეს ძალიან გვიან გავიგე, ჩემმა მეგობარმა, ლიკამ მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, ვერ ვიტანდი და მუდამ გული მერეოდა მასზე, მაინც ძალიან მწარე გამოდგა ტკივილი, სულიერი ტკივილი, რომელიც ყველაფერთან ერთად იმასაც მახვედრებდა, რომ სინამდვილეში დედაჩემი იოტისოდენად მაინც მიყვარდა. არადა, სულ ამის საპირისპიროს ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. ღმერთო, საკუთარ თავს ვატყუებდი! ხვდები რა საზიზღრობაა ეს?! ხვდები?! მე საკუთარი თავიც შემზიზღდა... მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ესეც შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
5) შემდეგ ლიკამ დაკარგა ჩემი მეგობრის სტატუსი. ბოლო დონეზე შევზიზღდი, ჩემთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა. მე არასოდეს მომწონდა ლიკა, არასოდეს ჭეშმარიტ მეგობრობას არ ვუწევდი, მინდოდა კიდეც, რომ ერთ დღეს თავიდან მომეშორებინა და ხელი მეკრა, მაგრამ მან დამასწრო, პირველმა მან მკრა ხელი. ოჰ, რა საწამებელი განცდა მეუფლება ხოლმე, როცა მაგონდება, რომ ლიკამ მიმატოვა. რატომ? იმიტომ, რომ საშინელი ადამიანი ვარ; იმიტომ, რომ მთლიანად ხელოვნური ვარ. ნეტავ, დარჩა რაიმე რეალური ჩემში? მე უკვე შევეგუე იმას, რომ არა! არ დარჩა. სამწუხაროდ, ამასაც მივხვდი. დავინახე რა არარაობაც ვარ. მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
6) ოჯახიდან რომ წამოვედი, მათეს მოვადექი. მან ნება დამრთო თავის სახლში მეცხოვრა, გულისყურით მისმენდა ხოლმე, როცა ჩემს პრობლემებზე ველაპარაკებოდი. ის შესანიშნავი მეგობარი იყო, შესანიშნავი! მაგრამ მერე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათეს ვუყვარდი და ეს მისი მხრიდან ღალატი იყო. მან ყველაზე მეტად მომიკლა გული. ღალატს ვერასოდეს ვერავის ვაპატიებ. მე მას საკუთარ სახლში მოსვლის უფლებას აღარ ვაძლევდი, კარს ვუკეტავდი, ვუყვიროდი აქ აღარ მოხვიდე-მეთქი. ეს ყველაფერი სულ რაღაც 4 დღე გაგრძელდა, მათე მეტი აღარ გამოჩენილა. მათე დავკარგე. დაკარგვა კი მიტოვებაზე უარესია... როცა რამეს ან ვინმეს კარგავ, უფრო მეტად განიცდი, რადგან საკუთარ თავს უყურადღებობაში ადანაშაულებ და საბოლოოდ, სრულიად გაუცნობიერებლად, მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ. როცა მიგატოვებენ, თავს იმით იმშვიდებ, რომ შენზე ბევრი რამ არ იყო დამოკიდებული, თითქოს კონკრეტულ ქმედებაში შენ არ მიგიღია მონაწილეობა. არ დაგავიწყდეს, მხატვარო, რომ მათე შენთან შეხვედრის მერე დავკარგე!
7) მე შენ ძალიან, ძალიან შემიყვარდი. შენზე ფიქრები სულ თან დამდევდნენ და ზოგჯერ ღამითაც არ მაძლევდნენ მოსვენებას. ჩემი გონება მუდამ შენს ირგვლივ ტრიალებდა. მე ვიხედებოდი სარკეში და ვხედავდი, რომ ვიცინოდი ხოლმე. შენი არსებობა მახალისებდა. მაგრამ არ ვთვლიდი, რომ ბედნიერების უფლება მქონდა. ხოდა, კიდევ უფრო ვეღარ ვიტანდი ჩემს თავს, რადგან შენზე ვიყავი შეყვარებული, რაც საკმარისი იყო, რომ უსაზღვრო ბედნიერება განმეცადა. მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი შენთან შეხვედრის მერე მოხდა.
8) დღეს იცი, რა ვქენი? მათეს სახლს ცეცხლი წავუკიდე. ვიდექი ქუჩაში და ვუყურებდი როგორ შთანთქავდა ცეცხლი ყველაფერს. არასოდეს დამავიწყდება ყველაფერი ფერფლად როგორ იქცა. საკვირველი ის არის, რომ ირგვლივ მყოფმა ხალხმა არაფერი მოიმოქმედა ხანძრის ჩასაქრობად. რაღაცნაირი სუნი გავრცელდა ჰაერში, მომეჩვენა, რომ მათეს სურნელი იფრქვეოდა. ცრემლები წამსკდა, ბევრი ვიტირე. ძალიან მინდოდა ტირილი, რადგან ზუსტად ვიცოდი ეს უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა. შთამბეჭდავი იყო შავად შეფერილი თოვლის ფიფქების ფარფატი ჰაერში, გულს მიხარებდა ის, რომ იმ უსასრულო სითეტრეს შავად ვღებავდი, ბუნებაში მრავალფეროვნება შემქონდა. მხატვარო, გთხოვ, არ დაივიწყო, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა.
ციფრი 8 რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოვხაზოთ, უსასრულობის ნიშანი გამოვა, არა?! დღეის ჩათვლით, სულ რვა განსაცდელი მაწვნიე. რა სიმბოლურია! მე ხომ მეჩვენება, რომ ეს უბედურება უსასრულოდ გრძელდება. თურმე მართლაც არტყია უსასრულობის ბეჭედი ყოველივე ამას...
იცი, რა? ბევრი რამ მენატრება. მენატრება შეყვარებული ზოი, მენატრება ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც კი ერთი წამი მაინც გამიტარებია ბედნიერად. მომენატრა მათესთან ლაპარაკი, მის გასულელებას რომ ვცდილობდი, ისიც მენატრება. შენ წარმოიდგინე, ლიკამ თავისი წასვლით დიდი სიცარიელე დამიტოვა და რას არ მივცემდი, რომ როგორმე ისევ უკან დაბრუნდეს. დედა და მამაც მომენატრა... ღმერთო, დამრჩა რაიმე, რასაც არ შევნატრი?! აღარაფერი მაქვს, საერთოდ აღარაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სხეული დავიარები ამქვეყნად, მაგრამ მაინც ძალიან მძიმედ ვაწვები თითოეულ გოჯ მიწას, რომელსაც ფეხს ვადგამ. ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა! მე კიდევ მკლავს, შინაგანად მღრღნის და მფიტავს ეს ალოგიკურობა. მშვენივრად ვხედავ ჩემს საცოდაობასა და უსუსურობას და მებრალება საკუთარი თავი.
მე ბედნიერება მწყურია, სიცოცხლე კი უბედურებათა ერთ დიდ ციკლად გადამექცა. მე უკვე მოგახსენე ჩემი გადაწყვეტილების შესაბ, რომ დღევანდელი უსიამოვნება უკანასკნელი გავხადო. ვიდრე ჩემი სხეული ცოცხალია, უსასრულობა სასრული არასოდეს შეიქნება და ამიტომ მე თავს ვიკლავ... რათა კვლავ გავუსინჯო გემო ბედნიერებას.
არ ვიცი როგორ მოვხვდი ამ ადგილას. ქალაქიდან შორს არის. სხვათაშორის საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება აქედან. ირგვლივ სითეთრეა. ერთადერთი შიშველი ხე დგას მხოლოდ. თოვლის სიქათქათე თვალებს მჭრის. მშრალი, ძალიან ცივი და სუსხიანი ქარი უბერავს. ვერ ვიტან ქარს. ცუდია, რომ აქ არ ცვივა შავი ფიფქები. ხელში თოკი და ტელეფონი მიჭირავს. როგორმე ხეზე ავძვრები და... თავადაც ხომ იცი? არ მინდა იმ სიტყვის გამეორება.
მე ბედნიერი ვიქნები- ეს ზუსტად ვიცი.
და კიდევ ერთი რამ, არასოდეს დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი შენთან შეხვედრის მერე მოხდა”.
ნოემ შესაშური სიმშვიდით დადო ტელეფონი მაგიდაზე, თავისი გეგმა დაფხრიწა და ზანტი ნავიჯებით ერთ-ერთი კედლისკენ წავიდა. იქ მიყუდებული ტილო შემოატრიალა და ყურადღებით დააკვირდა. ტილოზე ფოთოლგაცვენილი ხე ეხატა, რომელიც ტრიალ მინდორზე ეულად იდგა, მასზე ორი ყულფი იყო ჩამოკიდებული, ერთში ვიღაცას ჰქონდა თავი გაყოფილი და მოგეჩვენებოდათ, რომ ჩამომხრჩვალი ქარს ბურთივით გაეგდო. მეორე ყულფი ცარიელი ეკიდა, თითქოს მსხვერპლს ელოდა...
ნოემ კარი გააღო, რომელიც მისი მყუდროებისა და გარე სამყაროს ქაოსის მიჯნაზე ეკიდა და ზოისავით გარესამყაროს ქაოსთან დასაჩოქებლად გაემართა.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვაი, მოულოდნელობა flushed
შენც წერ?
არ ვიცოდი.
აუცილებლად მოვიცლი, წავიკითხავ და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
ვაი, მოულოდნელობა flushed
შენც წერ?
არ ვიცოდი.
აუცილებლად მოვიცლი, წავიკითხავ და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ kissing_heart


დაგელოდები❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი K. I.

ჯერ ბუნების აღწერა, რომელმაც მომაჯადოვა და თავი წარმოსახვით მეც იქ ამომაყოფინა, მერე თითოეული სიტყვა, რომელიც გააზრებულად და სწორად არის შერჩეული ავტორისგან. ზუსტად იცის რა, სად და რატომ წერია.
ოდნავ ბუნდოვანი და თან ღრმა წერის სტილი, რაც უკვე თავისთავად მიზიდავს, რომ ვქექო რა წერია...
მერე მონოლოგიური აზრები, რომელიც მკითხველისთვის ჭკუის დარიგებად გასდევს ნაწარმოებს...
სიუჟეტზე აღარაფერს ვამბობ, ჭეშმარიტი ცხოვრების რეალური მომენტებია: ამაოება, ბედნიერება, უსამართლობა...
მიხარია, რომ გაგიცანი და ერთი რჩევაც მაქვს-შენ ისეთი წერის ღრმა სტილი გაქვს, პატარა ნოველები მოუხდებოდა ძალიან.
მიხარია, რომ გაგიცანი და ბევრი გემოვნებიანი მკითხველი მინდა, გისურვო, იმიტომ, რომ თავადაც დახვეწილი და გემოვნებიანი ხარ ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
ჯერ ბუნების აღწერა, რომელმაც მომაჯადოვა და თავი წარმოსახვით მეც იქ ამომაყოფინა, მერე თითოეული სიტყვა, რომელიც გააზრებულად და სწორად არის შერჩეული ავტორისგან. ზუსტად იცის რა, სად და რატომ წერია.
ოდნავ ბუნდოვანი და თან ღრმა წერის სტილი, რაც უკვე თავისთავად მიზიდავს, რომ ვქექო რა წერია...
მერე მონოლოგიური აზრები, რომელიც მკითხველისთვის ჭკუის დარიგებად გასდევს ნაწარმოებს...
სიუჟეტზე აღარაფერს ვამბობ, ჭეშმარიტი ცხოვრების რეალური მომენტებია: ამაოება, ბედნიერება, უსამართლობა...
მიხარია, რომ გაგიცანი და ერთი რჩევაც მაქვს-შენ ისეთი წერის ღრმა სტილი გაქვს, პატარა ნოველები მოუხდებოდა ძალიან.
მიხარია, რომ გაგიცანი და ბევრი გემოვნებიანი მკითხველი მინდა, გისურვო, იმიტომ, რომ თავადაც დახვეწილი და გემოვნებიანი ხარ ❤️❤️❤️


მადლობა❤️❤️❤️ როგორრრ გამახარეე!!
ნოველებსაც დავწერ, მაგრამ ჯერ ეს მაქვს დასასრულებელი.
სიღრმე მესამე და მეოთხე ნაწილებში უნდა ნახო შენ... როცა ყველაფერი ყველაფერთან კავშირში იქნება და ნაწარმოების მთლიანი სურათი დაიხატება.
მიხარია, რომ კიდევ ერთი მკითხველი შემომემატა შენი სახით. მე ჩემი უერთგულესი რანია და იზაბელა მყავს და ყოველი ახალი თავის დადების შემდეგ მაბედნიერებენ ხოლმე თქვიანთი კომენტარებით.
დროებით❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თამთა

სასწაული ხარ გურამ აბრამიშვილო ???????? შოკირებული ვარ სრული სერიოზულობით ❤️❤️❤️ პირველად წავიკითხე შენი მოთხრობა და სრული სეროოზულობით და თავდაჯერებულობით შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მაგარი ხარ ❤️❤️❤️❤️ წარმატებები. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ❤️

 


№6  offline მოდერი guroo

სტუმარი თამთა
სასწაული ხარ გურამ აბრამიშვილო ???????? შოკირებული ვარ სრული სერიოზულობით ❤️❤️❤️ პირველად წავიკითხე შენი მოთხრობა და სრული სეროოზულობით და თავდაჯერებულობით შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მაგარი ხარ ❤️❤️❤️❤️ წარმატებები. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ❤️


ახლა ჩემი პერსონაჟებივით უნდა ვიმსახიობო - ვითომ არ ვიცოდი ეს რომ უნდა დაგეკომენტარებინა :დდ

ვაიმეე ეს რა მითხარი!!! მიშველეთ! მომასულიერეთ! მალე სუნთქვა შემეკვრება! ვკვდები!!! :დდდ
აუუუ მართლა პოზიტივით მავსებს ეს სიტყვები❤️ მადლობა მადლობა მადლობა

 


№7  offline წევრი tamo oo

ბატონო გუროო, მე უბრალოდ მომწონს თქვენი წერის სტილი. ხოდაა ხომ შეიძლება რომ ცოტა სწრაფად დაწეროთ და ატვირთოთ ხოლმე, ჰააა?!

 


№8  offline მოდერი guroo

არ შემიძლია. ოღონდაც ეგ არ მთხოვოთ

 


№9  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№10  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№11 სტუმარი სტუმარი ლილიანა

იცი რა მიკვირს? უამრავი ისტორია წამიკითხავს ამ საიტზე. ბევრიც ძალიან მომწონებია. მყავს რამდენიმე ფავორიტი, რიმლის არცერთ ისტორიას ვტოვებ წაუკითხავს, ჰოდა, მათ და სხვა ბევრ ისტორიაზე კიდევ, ბევრი კომენტარი დევს. ხანდახან კომენტარების სიმრავლით ვირჩევ ნაწარმოებს. შენს ისტორიას რატომ არ წყალობენ ნეტავ?( მე მსუბუქი ისტორიები მომწონს, წაიკითხავ, გაგართობს, ფიქრს გადაგატანინებს. შენი ისტორია კი პირიქით, დაგაფიქრებს. იმდენ რაღაცაზე და ისე ღრმად, ფიქრს თავს ვერ დააღწევ დიდხანს. ჰოდა ეს რატომ ვთქვი, მგონია, რომ ბევრია ჩემნაირი აქ, ფიქრს რომ გაურბის, დროის მსუბუქად გატარება რომ უნდა. სხვანაირი ღრმად მოაზროვნე მკითხველისთვის წერ შენ. ყველა ვერ შეძლებს ამას გაუძლოს. ჰოდა ბევრ კომენტარსაც ნუ ელოდები ხოლმე. ეს აღმოვაჩინე))
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიხარია რომ აღმოგაჩინე. მიხარია, რომ გავბედე და წაგიკითხე. იმდენად მომწონს შენი წერის სტილი, ვფიქრობ აუცილებლად უნდა გამოსცე ეს ნაწარმოები წიგნად)) ეს ის ისტორიაა, რომლიდანაც ბევრ რამეს ისწავლი) სუბიექტური არ ვიქნები, ამას თი ვიტყვი, უნიჭიერესი ხარ...♡♡♡

 


№12  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
იცი რა მიკვირს? უამრავი ისტორია წამიკითხავს ამ საიტზე. ბევრიც ძალიან მომწონებია. მყავს რამდენიმე ფავორიტი, რიმლის არცერთ ისტორიას ვტოვებ წაუკითხავს, ჰოდა, მათ და სხვა ბევრ ისტორიაზე კიდევ, ბევრი კომენტარი დევს. ხანდახან კომენტარების სიმრავლით ვირჩევ ნაწარმოებს. შენს ისტორიას რატომ არ წყალობენ ნეტავ?( მე მსუბუქი ისტორიები მომწონს, წაიკითხავ, გაგართობს, ფიქრს გადაგატანინებს. შენი ისტორია კი პირიქით, დაგაფიქრებს. იმდენ რაღაცაზე და ისე ღრმად, ფიქრს თავს ვერ დააღწევ დიდხანს. ჰოდა ეს რატომ ვთქვი, მგონია, რომ ბევრია ჩემნაირი აქ, ფიქრს რომ გაურბის, დროის მსუბუქად გატარება რომ უნდა. სხვანაირი ღრმად მოაზროვნე მკითხველისთვის წერ შენ. ყველა ვერ შეძლებს ამას გაუძლოს. ჰოდა ბევრ კომენტარსაც ნუ ელოდები ხოლმე. ეს აღმოვაჩინე))
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიხარია რომ აღმოგაჩინე. მიხარია, რომ გავბედე და წაგიკითხე. იმდენად მომწონს შენი წერის სტილი, ვფიქრობ აუცილებლად უნდა გამოსცე ეს ნაწარმოები წიგნად)) ეს ის ისტორიაა, რომლიდანაც ბევრ რამეს ისწავლი) სუბიექტური არ ვიქნები, ამას თი ვიტყვი, უნიჭიერესი ხარ...♡♡♡

არის დღეები, როცა ძალიან მგრძნობიარე ვარ და კომენტარებზე გული მიჩუყდება. ახლა უბრალოდ ვხვდები, რომ თბილი და ტკბილი კომენტარი დამიწერე, მაგრამ სხვას ვერაფერს ვგრძნობ. მაპატიე, რომ ასე ცივად ვხვდები შენი სითბოთი გაჟღენთილ კომენტარებს.
მადლობას გიხდი ყველა ჯადოსნური სიტყვისთვის, რაც ჩემთვის გემეტება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent