შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი (მეორე ნაწილი)


2-08-2019, 02:09
ავტორი guroo
ნანახია 2 901

თავი 1
სიჩუმე იყო, არცერთი ხმას არ იღებდა. თუმცა ორივეს სურდა რაიმე ეთქვათ - თუნდაც ყველაზე უფრო სულელური და მათ მდგომარეობასთან შეუფერებელი, ოღონდაც დიალოგი შემდგარიყო; არ ჰქონდა მნიშვნელობა საუბარი რითი დაიწყებოდა, მთავარი იყო დაწყებულიყო და ორივე უმალ შეეხებოდა იმ მთავარს, რაც ასე აღელვებდა მათ გონებას და მოჩვენებით სიმშვიდეს აიძულებდა.
ერთმანეთისკენ ზურგი შეექციათ და იცდიდნენ... ორივემ კარგად იცოდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ახლა ლაპარაკი, მაგრამ მაინც ჯიუტად იცდიდნენ...
ერთი ჩაფიქრებული გამომეტყველებით გასცქეროდა ფანჯრიდან ტყვიისფერი ღრუბლებით მორთულ ცას; ჩანდა, რომ სიღრმეებისთვის ჩაწვდომას ლამობდა; უჩვეულოდ გაწონასწორებული და მშვიდი იყო, სუნთქვაც კი საოცრად რიტმული ჰქონდა და მის მიერ ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის გაკეთებული ინტერვალები მეორეს გაუცნობიერებლად იყოლიებდა, თვინიერად ამეორებინებდა იგივე რიტმს.
მეორე არცთუ დიდად გაგაკვირვებდათ ასეთივე ჯიუტი სიმშვიდით. მას მთელ სხეულზე ნათლად აჩნდა მუდმივი ორჭოფობის კვალი, რომელიც ხელს უშლიდა სიჩუმე დაერღვია და ბოლოსდაბოლოს პირველისათვის ეკითხა “რატომ?”, რაშიც თავისდაუნებურად უსაზღვრო ტრაგიზმსა და სასოწარკვეთას ჩააქსოვდა. ეს კი თავზარდამცემად გაიჟღერებდა მისივე ყურებში, ააფორიაქებდა, ააწრიალებდა და მოუთმენლობით შეიპყრობდა.
ლაპარაკის დასაწყებად ძალისხმევის მოკრებას მხოლოდ მეორე ცდილობდა, რომელიც წიგნების თაროებს უყურებდა, მუქ წაბლისფერ თმას წარამარა უკან იწევდა, პატარა ტუჩებს ნერვიულობის გამო კიდევ უფრო მეტად კუმავდა, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელზე გადაეჯვარედინებინა და გონებაში იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაერღვია მისთვის უკვე აყროლებული და გულისამრევი სიჩუმე. და როგორც იქნა, ხმა ამოიღო: - შეიძლება გავიგო, რატომ? ჰა? შეიძლება, მათე? - იმხელა უსუსურობა გამოსჭვიოდა მისი სიტყვებიდან, რომ მეტი ვეღარაფერი თქვა; დაიბნა, რადგან არ ეგონა ასე ძალიან თუ გაუჭირდებოდა; მოჩვენებითმა სიმშვიდემაც ზურგი შეაქცია.
მათე საკმაოდ კმაყოფილი დარჩა, რადგან მისმა ცოლმა ის მთავარი ჰკითხა. მისი სიმშვიდე უცვლელი და უდრეკი იყო, ალბათ, დიდი ხანია მოფიქრებული ჰქონდა როგორ აეხსნა მეუღლისათვის, თუ რატომ... გული სიბრალულით აევსო გოგოს სიტყვების გაგონების მერე, მისკენ არც კი შებრუნებულა; გრძნობდა, რომ თავად იყო დამნაშავე და სავსებით სამართლიანად სთხოვდნენ პასუხს.
- რა თქმა უნდა, შეიძლება; - დაიწყო მან; - პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო. გთხოვ, გამიგე, მე სხვა მიყვარს, არ შემიძლია შენთან ერთად ვიცხოვრო. მაპატიე! მაპატიე! მეტს ვერაფერს გეტყვი, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს და თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ...
ისევ გაჩუმდნენ, ისევ წყალი ჩაიგუბეს პირში, ისევ ერთმანეთს ელოდნენ, რომ რაიმე ეთქვათ.
- მე ვიძინებ; - თქვა მათემ და ოთახიდან გავიდა.
მათე ხვდებოდა რა უაზრო იყო მისი ლოდინი, რომ ცოლი კვლავ ეტყოდა რამეს, რადგან ლაპარაკი ვერაფერს შეცვლიდა. რეალობა ზედმეტად მწარე და რადიკალური იყო, ამიტომ თითოეული სიტყვა მხოლოდ ამძაფრებდა იმ უსიამოვნო შეგრძნებას, რომლითაც ორივე შეპყრობილიყო და დაქანცულიყო.
ოთახში მარტო დარჩენილი ცოლი გაუნძრევლად იდგა, თითქოს ფეხები იატაკში აქვს მოყოლილიო. წამდაუწუმ ხელები სახესთან მიჰქონდა და თვალებიდან წამოსულ ჯიუტ ცრემლებს გამწარებით იწმენდდა. ცდილობდა საკუთარი თავისმთვის ტირილის უფლება არ მიეცა. ყოველი წვეთი ცრემლი ერთი-ორად ზრდიდა მის სიამაყეს, რომელიც ასეთ საოცარ სიჯიუტეს სძენდა მას, აძლიერებდა და ნაწილობრივ სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
მისი მზერა კვლავ წიგნების თაროებისკენ იყო მიმართული, როცა მოჩვენებითი აუღელვენლობით - ვითომც არაფერი მომხდარა, საკუთარ თავს ჰკითხა: - მია, აბა მითხარი, რას უყურებ? კარგად ვერ მიმიხვდი რას ვგულისხმობ? კი ბატონო, საქმეს გაგიმარტივებ... რამდენიმე წიგნით შევსებულ ნახევრად ცარიელ თაროებს უყურებ, თუ მხოლოდ და მხოლოდ ნახევრად ცარიელ თაროებს? მოდი, ჯერ კარგად დაფიქრდი და მერე მიპასუხე; ნუ აჩქარდები. აბა, დააკვირდი! უკვე გაქვს პასუხი? გისმენ, მითხარი... აჰა, ე.ი. შენთვის ეს თაროები რამდენიმე წიგნით შევსებული და თან ნახევრად ცარიელია? მშვენიერია! ზუსტად ამგვარ პასუხს ველოდი შენგან. ახლა კი, მიდი და მათეს ჰკითხე იგივე... იქნებ მას სხვა პასუხი აქვს? მიდი, მიდი ჰკითხე!
ზოგჯერ ადამიანები საკუთარ თავში უცნაურ ძალას აღმოვაჩენთ ხოლმე. ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში მყოფნი ვახერხებთ, რომ ყურადღება სრულიად სხვა საკითხზე გადავიტანოთ, თავი მოვიკატუნოთ თითქოსდა არაფერი ხდებოდეს და მთელი არსებით ჩავეფლათ ჩვენს მიერ შექმნილ სახებაში - ახალ როლში. ამ ყველაფერში იმდენადვე დიდი ტრაგიზმია ჩაბუდებული, რამდენიც გაუფურჩქვნელი სულის სიკვდილში. კონტარსტიც მეტად დიდებულია ამ უნანასკნელთ შორის: ერთი მხრივ, ტრაგედია უხილავი და შეუცნობელია; მეორე მხრივ — საყოველთაოდ ხილული, ყველასათვის სულში ჩამწვდომი სისასტიკის მქონე. აქ თვითმოტყუებასთან გვაქვს საქმე, რაც მხოლოდ გარეგნულ ქცევებში გამოიხატება და შინაგანი სამყაროსთვის სავსებით უცხოა, ვით ფსიქოპათისთვის ადამიანური სითბო. ეს არის ანტაგონისტური, პარადოქსალური ხასიათის მქონე თვითდარწმუნება, რომელიც მიმართულია არა საკუთარი თავის წინაშე მანიპულატორობისაკენ, არამედ სხვათა მოტყუებისაკენ. სწორედ სხვათა გონებაში ილუზიების წარმოქმნის მიზნით არის აუცილებელი როლში მთელი არსებით შეჭრა, თვითმოტყუების თამაში. ეს ხელოვნებაა... უმაღლესი რანგის ხელოვნება, თუმც ხელოვანისგან გაუცნობიერებლად შექმნილი.
მია მყისიერად დაიძრა ადგილიდან და ცოტახანში მათე ზუსტად იმ თაროების წინ იდგა, რომლის დაკვირვების შემდეგ ცოლისთვის უნდა ეპასუხა, თუ რას ხედავდა.
მათე გაოგნებული იყო მეუღლის განწყობის ამგვარი ცვლილებით. ვერ შეიგრძნო მისი ტრაგედია... მია მის ტუჩებს ღიმილით შესციცინებდა და ინტერესით ელოდა რა გამოიჟღერებდა მათ მიღმა სივრციდან.
მათეს მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მარცხენა საფეთქელზე მიედო; იმავე ხელი იდაყვისა და მაჯის ძვლების არეში მოეხარა; მტევნის დანარჩენი 4 თითი თავისუფლად მიეშვა და ისინიც უძლურად, უსიცოცხლოდ ჩამოკიდებულიყვნენ. მათე მიასკენ ისე შებრუნდა, ხელი არ გაუტოკებია. ცოლს გამჭოლი მზერა მიაპყრო თითქოს მინის ჭურჭელს უყურებდა და მშვენივრად ხედავდა შიგ რა ესხა. მარცხენა საფეთქლიდან ჯერ მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მოიშორა და განზე გასწია; შემდეგ მოხრილი მაჯა დაჭიმა და გაშალა; მერე ხელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაასწორა და თავი ოდნავ მარცხნივ გადასწია. ტუჩები ერთმანეთს ოდნავ დააშორა, რომ ლაპარაკი დაეწყო, მაგრამ შეყოვნდა და მიას კვლავ ყოვლისჩამწვდომი თვალები მიაპყრო; ბოლოს გაეღიმა. თუმცა ეს მისთვის ჩვეული ღიმილი არ იყო — მის ტუჩებს სწორად გავლებული ხაზის ფორმა ჰქონდა. კვლავ თაროებისკენ შებრუნდა და საკმაოდ მჟღერი ხმით, რომელშიც უდიდესი თავდაჯერება და გამარჯვებული ტონი იგრძნობოდა, თქვა: - მია, სწორედ ახლა ვუყურებ წიგნებით შევსებულ თითქმის ცარიელ თაროებს. დიახ, დიახ! აი, ესაა ჩემი პასუხი და ვინაიდან შენც ამავე აზრზე დგახარ, აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რატომ ვფიქრობ ასე. წეღანაც ხომ გითხარი, უნდა დავიძინო.
მათეს მიასთვის არ შეუხედავს, ამას ისე ეუბნებოდა. საკმაოდ რთულია უტიფრად უყურებდე იმ ადამიანს, რომელსაც თავგზას უბნევ. ასევე წარმოუდგენლად რთულია ეს არ გაწუხებდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა იგი ძვირფასია შენთვის. თითოეულ სწორად დამიზნებულ სიტყვას შესაბამისი ეფექტი აქვს. უმნიშვნელოა ის, თუ რას ამბობ. მთავარია სწორად დაუმიზნო და იღბალი არ გიმტყუნებს. ეფექტი კი ნამდვილად გასაოცარი იქნება: ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ჯადოქარი ხარ. ეს ფრიად სასიამოვნო რამაა.
ისევ მარტო დატოვა ცოლი და ცხვირაბზუებით გავიდა საძინებელ ოთახში.
მიამ თვალი გააყოლა... შეეცადა გაეხსენებინა უთხრა თუ არა მათეს, თვითონ რას ფიქრობდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ამოუტივტივდა გონებაში და ჩაფიქრდა...
ფიქრობდა, რომ მათემ მისი აზრები წაიკითხა, მაგრამ ამის მაინცდამაინც მტკიცედ არ სჯეროდა და მალევე თავი გაანება ამ საკითხზე ტვინის ჭ....ტვას.
სინამდვილეში მათეს აზრი იმიტომ აინტერესებდა, რომ გაეგო თვითონ რატომ მიაჩნდა თაროები რამდენიმე წიგნით შევსებულად და ნახევრად ცარიელად. იმედი ჰქონდა, რომ თუ მათესთვისაც ზუსტად ასეთი იყო ეს თაროები, ქმარი აუხსნიდა — რატომ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათე მის საპირისპირო მოსაზრებას წამოაყენებდა, რამენაირად შეეცდებოდა ქმარი გაეწბილებინა და იმ ზომამდე მიეყვანა, რომ დაფიქრებულიყო ცოლი რის საფუძველზე ირჩევდა ამ ერთობ პოზიტიურ და ოდნავ მელანქოლიურ ვარიანტს. მოკლედ, მია ორივე შემთხვევაში მოისმენდა მეუღლის ანალიზს და გულუბრყვილოდ ირწმუნებდა მის არგუმენტებს. შესაძლოა, ხვალ რომელიმე მეგობრისთვის ან მეზობლისთვის დაესვა იგივე კითხვა, თავისი აზრიც გამოეთქვა; შემდეგ კი სიტყვა-სიტყვით ჩამოერაკრაკებინა ის, რასაც მათე ამაღამ ეტყოდა ამ თაროების შესახებ. თუმცა მათემ მოხერხებულად იეშმაკა...
არ იფიქროთ, რომ მიას აზროვნება არ შეეძლო. უბრალოდ მათეს მასზე ბევრად უფრო გამჭრიახი გონება გააჩნდა და მიჩვეული იყო, რომ ქმარს მის მაგივრადაც უნდა ეაზროვნა. არც ის იფიქროთ, რომ აზროვნება ეზარებოდა. არა! უბრალოდ ძლიერი გონება ყოველთვის სჯაბნის სუსტს და არწმუნებს, რომ თვითონ იზრუნებს ყველაფერზე.
მია მაგიდას მიუჯდა და მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით, რათა დრო როგორმე გაეყვანა და ამ დროს რაღაც მაინც ეკეთებინა, ჭამას შეუდგა.
მათეს არ ეძინებოდა. თვალები არაერთხელ მოხუჭა, მაგრამ რული მაინც არ ეკარებოდა. იმდენად სურდა მიასთვის ნათქვამი “უნდა დავიძინო” სისრულეში მოეყვანა, რომ მთელი ღამე ამის ცდაში იტანჯებოდა. რა პატიოსნად იქცეოდა! ცოლის მოყტუება არ უნდოდა და ამიტომ თავს აიძულებდა დაეძინა, თუმც ამის მოთხოვნილება საერთოდაც არ ჰქონდა.
არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელთათვის ნათქვამი და გაკეთებული მკაცრ ჰარმონიაშია. აღნიშნული მათი კომფორტის ზონაა. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია სრულ გამჭირვალობამდე მისულ გულწრფელობასთან, რაც ერთგვარად უკვე სიყალბეა. ნებისმიერი ძალდატანებითი, თვითკონტროლილებადი ქცევა თუ თვისება ყალბია, გამოფიტულია პირველსაწყისისაგან და შექმნილია გონების კარნახით. მათე სწორედ ამ კატეგორიის ადამიანია... მასშიც არის გულწრფელობისა და პატიოსნების მიმიკრია.
და ახლა მისი ფიქრთა ღელვა დაემორჩილებინა ერთ აზრს, რომ ხვალ აუცილებლად განქორწინდებოდა. მას მია აღარ უყვარდა. მისთვის კი წარმოუდგენელი და ძლიერ სატანჯველი იყო ისეთ ქალთან ერთად ცხოვრება, რომლის მიმართ არანაირი გრძნობა არ გააჩნდა. რა ექნა?! თავს დატყვევებულად გრძნობდა და ბორკილები, რომელთაც ასე შეებოჭა იგი, უნდა მოეხსნა.
მათე ხვდებოდა, რომ უსუსური იყო მისი არგუმენტები თავის გასამართლებლად და ეს ორმაგად უჭიმავდა ნერვებს. მთელი ღამე ამგვარი სტრესის ქვეშ გაატარა.



თავი 2
2011 წლის 21 აგვისტოს შემაძრწუნებლად ცხელი დილა გათენდა. მზე აცხუნებდა და აცხუნებდა. ირგვლივ ზღვის ტალღების სანაპიროსთან შეჯახების ხმა ისმოდა. წყალს სასიამოვნო შხუილი გაჰქონდა. გეგონებოდათ, რომ დუღდა და შიშინებდა. სინამდვილეში მხოლოდ შხუოდა და მეტი არაფერი. ბუნებასაც კი სჩვევია ჩვენი მოტყუება...
ხალხი უკვე გამოსულიყო ქუჩებში. ფუსფუსებდნენ. ჩიტებივით ჟღურტულებდნენ. ჭორიკნები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ნაცნობების დანახვა სიხარულს გვრიდათ. მცხუნვარე მზეს მათი ენებიცა და განწყობაც გაეხურებინა.
მათი ხმამაღალი ქოთქოთი კოდალასავით უკაკუნებდა მათეს ნერვებს. უძილო ღამის გამო დაქანცული და დაუძლურებული იყო. თვალები შეშუპებოდა, ფერად გარსში წითელი შერეოდა; აღმოსავლეთიდან მომზირალი მრგვალი ცეცხლოვნების სხივებს მისი თვალებისთვის არნახული ფერადოვნება მიეცა. მათე სარკეში ჩახედვისთანავე სასიამოვნოდ გაიყუჟა საკუთარი თავისადმი მომზირალი. დიდ ხანს არ დასცალდა ნებიერი წუთების შეგრძნება, მყუდროებას ნაბიჯ-ნაბიჯ ურღვევდა გარედან შემოსული ხმები; წარმოსახვის ძვირფას კედლებს უნგრევდა და რეალობაში აბრუნებდა.
ზედმეტმა ხმაურმა გონება დააძაბინა. თავში ერთმა აზრმა გაუელვა. სახე ღიმილმა გაუპო. თვალებს უცნაური ცეცხლი შემოენთო მეტსმეტი გაცისკროვნებისგან. აივანზე გავიდა, გაიზმორა, დაამთქნარა — თამაშობდა: ვითომ მეძინა და ახლახანს გავიღვიძეო. შემდეგ ხმამაღლა დაიღრიალა: - ხალხო, გამაგებინეთ, რა გაყვირებთ? ძილი არ დამაცადეს, რა! ვიდრე 9 ან 10 საათი არ გახდება, იქამდე ხმამაღლა არ ილაპარაკოთ! ცოტახნით მოკეტეთ!
ამ თავხედური მიმართვის გამო გაოგნებული და გაწბილებული ბრბო კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდდა. ასე მათეს აჩვენეს — როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო.
ერთი ქალი ხმამაღლა და გულიანად იცინოდა. მისი სიცილი ქათმის კაკანს უფრო ჰგავდა. თავისივე სიცილის გამო ყურთასმენა ისე ჰქონდა დახშული, რომ აივანზე მდგარი მათეს გამომწვევი მიმართვა არც კი გაუგია.
რომის პაპივით იდგა აივანზე ეს ჩვენი მოსიარულე ეპატაჟი და წამიერად მასაც გაუკრთა გონებაში ფიქრი, თითქოს ვატიკანის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის გადმოესროლოს რამდენიმე სიტყვა ბაგეების უკუნეთიდან. ახლა ამ იდეისთვისაც მოინდომა ფრთაშესხმა. ქუჩაში შეკრებილებს მომღიმარი სახით ხელი პაპივით დაუქნია და ზურგისაკენ შებრუნდა. ამით როლი შესრულებულად სცნო. მხოლოდ ახლაღა გადაიხარხარა, ვით შეშლილმა და საგიჟეთში მრავალგზის დრო გატარებულმა. მერე უცებ ყველა ნაკვთი გაასწორა, სახე მწყობრში ჩაიყენა. ამას იქით კარგახანი ერთი ნაკვთიც არ გაუტოკებია. ერთხანს აივანზე იდგა, ლოგინზე წოლისაგან დაჭმუჭნული ტანსაცმელი ეცვა. ამასაც უდიდესი სიამოვნება მოჰქონდა მისი ეგოსთვის. სიტყვის უთქმელად საძინებელში გაბრუნდა. მისი სახე კმაყოფილებას მოეცვა. მათეს სწორედ ასეთი მოლოდინი ჰქონდა. ვინაიდან მოლოდინი არ გაუმტყუნდა და ხალხი ისე მოიქცა, როგორც თვითონ ვარაუდობდა, თავისი ინტუიციური მჭვრეტელობით კმაყოფილი იყო.
ქუჩაში მყოფნი მდუმარებას მოეცვა. ენა ჩავარდნოდა ყველას. ადგილიდანაც ვეღარ იძვროდნენ, თითქოს ვიღაცამ ლურსმნით მიაჭედაო მთელი ბრბო. მარტო ერთი ბიჭი იყო გამონკლისი. ამ უძრაობაში ყელის ფხანვას დისიდენტად ექცია. ის ადამიანი გამხდარიყო საერთო მასისგან განსხვავებული და განზე მდგარი რომაა. ვინ იცის, ყოველივე ამას თვითონაც თუ ამჩნევდა, ალბათ, მთელი არსებით ტანჯავდა განცდა, რომ ამდენ ხალხში თავს მარტოსულად გრძნობდა.
მია ბულვარში სეირნობდა. მექანიკურად მიათრევდა ულამაზეს ფეხებს, ლარივით სწორს, ლერწმის ტოტივით გამხდარსა და მოქნილს. ზოგჯერ სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და ზღვას გაჰყურებდა. მზერა სადღაც შორს, ჰორიზონტს გადაღმა გაურბოდა. ცხვირით ნესტიანსა და ცხელ ჰაერს შთანთქავდა. ბაგეები ერთმანეთისთვის დაეშორებინა. არ იღიმოდა, არც პირით სუნთქავდა. სხეულის შიგნიდან ღრმა სევდასა და მწუხარებას გარეთ გამოსვლა ეწადა, მაგრამ როგორც წყალმცენარეები, მიუხედავად ფესვების არ ქონისა, ფსკერიდან მაინც არ სწყდებოდნენ. თითქოს სამყაროს მათთვის სამუდამო ნავსაყუდლად აერჩია ახალგაზრდა მია.
მასაც უძილობა გამოსახვოდა სახეზე. ხელში ნიშნობის ბეჭედს ათამაშებდა და ფიქრობდა მისი ქორწინება ერთი დიდი ტყუილი და ფარსი ხომ არ იყო. გასცქეროდა აქაფებული ზღვის ტალღებს და მათ ისე გულმოდგინედ აკვირდებოდა, უთუოდ გეგონებოდათ, რომ თავისი ფიქრების პასუხს მათში ეძებდა. ტალღები მონოტონურად ხმაურობდნენ. ფიქრისთვის იდეალურ გარემოს უქმნიდნენ დამწუხრებულ მიას. ისიც სამყაროს მიერ აჟღერებულ მუსიკაზე მღეროდა და ცეკვავდა. რომელ მელოდიასაც სამყარო აირჩევდა, მიას იმ მელოდიაზე უნდა აეყოლებინა ფიქრის ხმოვანებაცა და ტორტმანიც.
ყველაფერი გაიხსენა, რაც კი მათესთან შეუღლების შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ის, რომ ქმრის დაჟინებული თხოვნით ყველა ნაცნობისგან განშორებით დაიწყეს ცხოვრება. ჯერ მათგან შორს წავიდნენ, შემდეგ ნელ-ნელა აღარც ტელეფონით, აღარც სოციალური ქსელებით და საერთოდ აღარაფრით აღარ ეკონტაქტებოდნენ. მია მიხვდა, რომ ახალი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება მათემ განზრახ აიძულა. ისინი ხომ თავადვე შექმნიდნენ თავიანთ პიროვნებებს, თუ ამის სურვილი გაუჩნდებოდათ. მიეცემოდათ საშუალება გამხდარიყვნენ ისეთები, როგორადაც სურდათ, რომ საკუთარი თავები წარმოეჩინათ. უზარმაზარი ტილო და ფერთა მრავალფეროვანი პალიტრა ჰქონდათ და რამდენიც მოესურვებოდათ, იმდენი ეხატათ. ეს თვითონ მიასაც ხიბლავდა და ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. თუმცა ერთი რამ კი ძლიერ უღრღნიდა გონებას. იგი არ იცნობდა მათეს არცერთ ახლობელ ადამიანს, რომელიც მათეს ერთგვარ ლიმიტს დაუწესებდა ხატვის ამ თვალუწვდენელ შესაძლებლობაში. დრო გადიოდა და სულ უფრო მეტად აწუხებდა ის განცდა, რომ მათი ქორწინება ძალიან დიდი ტყუილის პატარა დეტალი იყო, რომლის გარეშე მთელი მექანიზმი ჩამოიშლებოდა. ამ დეტალს კი უკვე სრულყოფილი სახე მიეღო. დღეს მიას რეალობიდან გაქრებოდა, მაგრამ არსებობას სრულებითაც არ შეწყვეტდა. იგი საგულდაგულოდ შეინახებოდა წარსულში. მია თავის ეჭვებში საბოლოოდ დარწმუნდა, როცა მათემ განქორწინების ულტიმატუმი წამოუყენა.
არა! ამ გოგოს მაინც არ უნდოდა ასეთ ამოუცნობ ადამიანთან განშორება! თუმცა ბედს დამორჩილდა და გადაწყვიტა, რომ ქმრის წადილი აღესრულებინა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში თითქოს ბუნებაც დაეხმარა. არავინ და არაფერმა შთაუნერგა ბრძოლის ჟინი იდუმალი ხერხებით. ერთი მინიშნებაც ვერ ამოიკითხა ირგვლივ გამეფებული მონოტონურობის მიღმა; განგება მის დასახმარებლად არც ზვის ჰორიზონტს გადაღმა იწუხებდა თავს: იქაც მხოლოდ ზღვისა და ცის მონოტონური ფერთა ერთობლიობა მოჩანდა. მიას უბრძოლველად დანებებაში გარკვეული ბრალი სამყაროსაც მიუძღვოდა.
მია კვლავ თავის განსაცდელზე ჩაფიქრდა.
დიდად ვერ ირწმუნა ის, რომ მათეს ახლა სხვა შეუყვარდა, მაგრამ სხვა ვერსია არც გააჩნდა. ბოლოსდაბოლოს, იგი ხომ არ აზროვნებდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა თავში რა აზრი მოუვიდოდა?! აზროვნება-გადაჩვეული მაინც ვერ ჩაუღრმავდებოდა და გამოიკვლევდა ამ მოულოდნელი განსაცდელის მიზეზს.
10-ის ნახევარი რომ შესრულდა, სახლში წავიდა. მათე ზუსტად კართან შეეჩეხა. უთხრა შენ მოსაძებნად მოვდიოდიო.
- რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვა; - დაიწყო მიამ; - ახლა მინდა, რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა. მაინტერესებს, ჩვენი ქორწინება რა ჯანდაბაა საერთოდ?
- რა ჯანდაბაა? კი მაგრამ, ასე რატომ აფასებ ჩვენ ქორწინებას?
- იმიტომ, რომ ჯანდაბაა!
- მაშ კარგი! თუ ჯანდაბაა და შენ ასე გძაგს ჩვენი ქორწინება, რატომ არ მიმატოვე აქამდე, რატომ არ წახვედი?
- გულწრფელად გეტყვი, რომ შენდამი სიყვარულის გრძნობა არასოდეს მქონია. შენით ძალიან დაინტერესებული ვიყავი. ძალიან მინდოდა გამეგო შენში რა იმალება...
- და გაიგე? - გააწყვეტინა მათემ; თან წარბი აზიდა.
- დიახაც, გავიგე! რა რთული საქმე ეგ იყო.
მათემ მრავალმნიშვნელოვნად აათვალიერ-ჩაათვალიერა ცოლი და უთხრა: “დღეს შუადღის 2 სააათზე მოვაწერთ ხელს განქორწინების საბუთებს”.
- ოჰ! მაგას უკვე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ; - ამაყად თქვა მიამ.
- დიახ... ამის დიდი იმედი მაქვს.
“გულწრფელად… გულწრფელად...” - გუნებაში მათეს ეს სიტყვა აეკვიატა. ასე მაშინ სჩვეოდა, როცა რაიმე საკითხის ფსკერამდე ჩაღრმავებს ლამობდა.
შუადღის 2 საათიც შესრულდა. ხელიც მოაწერეს. მიას ის სახლი ერგებოდა, რომელშიც ცოლ-ქმრობის 3 კვირა ერთად იცხოვრეს. ზუსტად სამი კვირა - არც მეტი, არც ნაკლები! ქორწინებიდან 21-ე დღეს გაეყარნენ.
მათემ მიას უთხრა სახლში ერთად დავბრუნდეთო. იგი მეორე დღეს აპირებდა მშობლიურ ქალაქში წასვლას. ხელკავი გაუყარა თანამგზავრს და მისი თმის სურნელით მთვრალი გაუდგა გზას. სულის უმცირეს ნაკუწებში უცნაურ ტკივილს განემსჭვალა. გაუცნობიერებელ და მტანჯველ ტკივილს განიცდიდა. ტკივილის რაობაში გაურკვევლობა კი გამაღიზიანებელ გარემოებას უმძაფრებდა. თითქოს მთელი არსებით შებოჭილიყო, დაუდგენელი სატანჯველით დასერილიყო მისი სული. სადღაც შიგნით შემაშფოთებელ სიცივესა და ყინვას გრძნობდა. ამგვარ შეგრძნებებსა და განცდებს მისი გონებაც აეყოლიებინა, ფანტაზია აემღვრია: თვალწინ დანის სილუეტი ეხატებოდა — სიცივე ცივი იარაღის ასოციაციას იწვევდა.
აწ უკვე მიას სახლის ქუჩაზე მიმავალ ხელკავ-გაყრილ წყვილს მეზობელი ქალი გამოელაპარაკა. მია აქო და ადიდა, ხოტბა-დიდება შეასხა. მის ლიქვნას ბოლო არ უჩანდა: “კეთილი, მზრუნველი, ყურადღებიანი, ლამაზი, საყვარელი...”
მათემ ქალს საუბრის დასრულება აცადა; მერე თქვა:
- დიახ, დიახ. ჩემი ყოფილი ცოლი უმშვენიერესია, არაჩვეულებრივია. იცით, მიმბაძველობის საოცარი ნიჭითაა დაჯილდოებული. ზოგადად, მისთვის სიტყვა “გულწრფელობა” საუბრის დროს არსებობას წყვეტს, რადგან იმდენად ალალია ხოლმე, რომ აღარ სჭირდება სხვებისთვის შეხსენება - გულწრფელად ვლაპარაკობო... საყვარელი გოგო, როგორ აქვს გულწრფელობა გამჯდარი სისხლსა და ხორცში! დღეს კი რატომღაც ჩემთან საუბრის დროს გამოიყენა ეს სიტყვა. პირდაპირ გაოცებული ვიყავი. ჰმ! გინდათ აგიხსნათ ეს რამ გამოიწვია? გეტყვით, ძალიან მარტივი ასახსნელია. იგი გუმანით მიხვდა მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი რას ვიტყოდი და აქედან გამომდინარე, მისთვის უჩვეულოდ მელაპარაკა. მოკლედ, მშვენივრად ითამაშა ჩემი როლი; არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო.
ქალი გაოგნებული უსმენდა. ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა ეს დიალოგი. მათემ და მიამ გზა გააგრძელეს.
მია აწითლებულიყო. ჯავრობდა მათეზე, რომელიც სრულებითაც არ მიაჩნდა მართალ მხარედ, მაგრამ საწინააღმდეგოს დამტკიცების უნარი არ ჰქონდა და დაიჯერა ის, რაც მათემ მასზე ილაპარაკა.
საღამოს ერთმანეთს ვახშმის დროს შეხვდნენ. მანამდე და შემდეგაც ურთიერთს თავს არიდებდნენ. ჭამა რომ დაამთავრეს, მათემ უთხრა:
- ე. ი. გაიგე ხომ ჩემში რა იმალება?
- მე უკვე გიპასუხე ამ კითხვაზე!
- არა, შენ სპექტაკლი დამიდგი.
- და ნუთუ ვერ შეძელი იმ სპექტაკლიდან გამომდინარე მიმხვდარიყავი პასუხს?
- არა! სპექტაკლიდან გამომდინარე არ მივმხვდარვარ... იცი, მაგ დროს, როცა სისულელეებს მებუტბუტებოდი, საერთოდ აღარ სუნთქავდი. ვიცი, გინდოდა მოგეჩვენებინა თითქოს სულ არ ღელავდი. ხოდა, ასე მივხვდი.
- სისულელეებს არ ვბუტბუტებ ხოლმე... და იცი, რას გეტყვი? შენ საერთოდ არაფერს არ მიმხვდარხარ. ძალიან კარგად უწყი, რომ ვერასოდეს გავიგებ შენში რა იმალება.
- ოოო, რა ტკბილია ეგ ჭეშმარიტება! - თქვა მათემ და ამის შემდეგ კარგახანს იცინოდა.
მეორე დილას ადრიანად ადგა. გასამგზავრებლად მოემზადა და დაიცადა როდის ჩამოჰკრავდა საათი 12-ს — ამ დროს მატარებლის სადგურში უნდა წასულიყო.
მანამდე მისაღებში მოთმინებით აღსავსე წამოსკუპებულიყო რბილ სავარძელზე და წიგნს კითხულობდა.
წიგნი ძალიან ძველი და დაფლეთილი იყო. ნესტის სურნელს აფრქვევდა. ზოგიერთი ფურცელი, რომელიც კინკილაზე ეკიდა, გაყვითლებულიყო. ასოებიც ალაგ-ალაგ აღარ იკითხებოდა, მაგრამ მათე მაინც ირჯებოდა და წვალება-წვალებით, როგორღაც, ამ მოყირჭებული წიგნის კითხვას ახერხებდა.
მისი ყურადღება ამ წიგნმა იმით მიიპყრო, რომ ჯერ ერთი, ამგვარ მდგომარეობაში მყოფს მაინც ინახავდნენ; და მეორე — წიგნის ავტორის სახელი და გვარი არასოდეს გაეგონა. იფიქრა, დროს მაინც გავიყვანო და იმ იმედით, რომ ნაწარმოების საშუალებით ავტორის ბუნების ზოგიერთ კუთხე-კუნჭულს ანთებული ჩირაღდნით ხელში მოივლიდა და დაათვალიერებდა, წიგნის კითხვა დაიწყო.
მალევე ჩაითრია და გაიტაცა. ინტერესით კითხულობდა. თითოეულ ფურცელს აღტკინებით შლიდა. როცა კითხვა უჭირდა და ტექსტს კარგად ვერ არ კვევდა, მცირე ხნით ჩაფიქრდებოდა ხოლმე: “რა კარგად მოვიქეცი, რომ ეს წიგნი გადავშალე და მის ისეთსავე ღრმა სამყაროში გადავეშვი, როგორიც უძირო ზღვაა. როგორ მეხეთქება ხოლმე ტალღები მისი ყოველი გადაფურცვლის დროს. მე ნებას ვაძლევ ამ ტალღებს თავის ჭკუაზე მატაროს; ვწყვეტ ცურვას, ვემოღცილები მათ ბიძგებს და ინერტულად მივუყვები მათ მიმართულებას”.
67-ე გვერდზე რომ გადაშალა, იქ დამჭკნარი ყვავილები დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყვავილებს სიცოცხლე დაეკარგა და თითის შეხებისთანავე იფშვნებოდა, მათეს მაინც არ დარჩა შეუმჩნეველი მუქთბალიშების სურნელი, რომელიც წიგნს თავის გაცრეცილ ფურცლებს შორის მოემწყვდია და ერთგული დამცველივით წლების მანძილზე სდარაჯობდა ამ უკვე ერთადერთ დარჩენილ ღირსებას.
იმ ადგილას, სადაც ყვავილები იყო მოთავსებული, ფურცელი მკვეთრად შეფერილიყო ყვითლად და მწვანედ.
მათეს არაჩვეულებრივად სათუთი გრძნობა მოჰგვარა ამის ხილვამ. მასში რომანტიკულმა სამყარომ მთელი თავისი ძალით გამოიღვიძა, გარეგნულადაც გასხივოსნდა. ყვითელ და მწვანე ადგილებს ნაზად მიეფერა.
რომანტიკა ისე შეჭრილიყო მის არსებაში, რომ ფიქრთ ნიაღვარი წამუთხივლდა გონების ღრმა ფენებიდან. იმ ფენებიდან, სადაც საკუთარ შიშებსა და სისუსტეებს ძრწოლა-შეპარული მოისვრიდა, უკუაგდებდა ხოლმე. საკუთარ თავს მათეც ატყუებდა! დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული 19 წლის მანძილზე. წარმოიდგინა როგორ აქვს დატყვევებული, მარწუხებში გამომწყვდეული მისი ქმედებები წარსულს, როგორც ამ წიგნს გამხმარი მუქთბალიშები. შეეშინდა ვინმეს მისი ცხოვრება არ გადაეფურცლა 67-ე გვერდზე, ზუსტად ისე, როგორც მან გადაფურცლა ეს წიგნი. გონება დაძაბა. ცდილობდა გაეხსენებინა ანდა ლოგიკის გააფთრებული გიზგიზით გამოეთვალა რომელი იყო მისი ცხოვრების 67-ე გვერდი. ამაზე ფიქრს მათე საკმაოდ შორს მიჰყავდა. ვერაფერს გახდა, თუმცა კი ბევრი შემაძრწუნებელი რამ გაიხსენა და შიშისგან შეშფოთებულ ქვეცნობიერს პირში ლაგამი ამოსდო. ფიქრებს კვლავ გაექცა.
კითხვა განაგრძო.
მოულოდნელად ამავე გვერდზე ფანქრის ნაკვალევსაც გადააწყდა, რომელიც გამკრთალებულიყო და ოდნავღა ემჩნეოდა. წიგნში შავი ფანქრით მონიშნული იყო პატარა მონაკვეთი, რომლის წაკითხვის შემდეგ მათემ ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა და ხმამაღლა თქვა: “აააჰ!”. მონიშნული მონაკვეთი კიდევ ერთხელ წაიკითხა: “მე მიყვარს ის. ხომ, მთელი არსებით მიყვარს. ის ჩემი დედოფალია, ამომავალი მზეა, სიცოცხლის არსია. მასში აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს: პოზიტივი, ოპტიმიზმი, ღიმილი, ცრემლი, ნაოჭებიც... დიდი, დიდრონი და ფართე თვალები, სევდიანი გამომეტყველება, რაც იშვიათად ახასიათებს; ინდივიდუალურობა — დიახ, მასში ყველაფერი მიყვარს.
მისი დაკარგვის ძალიან, ძალიან მეშინია. დიდ ტკივილს განვიცდი ხოლმე, როცა მისგან შორს ვარ. ყოველთვის ვცდილობ არ გავამჟღავნო ჩემი გრძნობები, მაგრამ ზოგჯერ თავს კონტროლს ვერ ვუწევ. საბედნიეროდ, ვერცერთხელ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მას შეგნებულად ვაყრი თვალებში ნაცარს, რადგან თუ სიმართლე გაიგო, ამას ღალატად მიიჩნევს და გული ძალიან ეტკინება. მე ეს ფეხებქვეშ მიწას გამომაცლის.”
მათემ მესამედაც წაიკითხა იგივე მონაკვეთი და ამის მერე წიგნს თავი გაანება. შეეშინდა თავისდაუნებურად კვლავ არ გამოეღვიძებინა ძლივს მიძინებული ქვეცნობიერი, რომელსაც სიფხიზლეში მზვინვარება გაჰქონდა.
საათს დახედა ხელის მაჯაზე, რომელიც ჯერ 10:58-ს უჩვენებდა. მსუბუქად, ჰაეროვნად წამოდგა სავარძლიდან და წიგნი თავის ადგილას დააბრუნა. გულგრილად შეაცურა სხვა მის მსგავსად ძველ წიგნებს შორის. თავი ოდნავ მარჯვნივ გადახარა, სხვა წიგნებს შეხედა, წამებში მოათვალიერა ყველა მათგანი და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. წიგნებს თვლა დაუწყო. ზედა თაროზე სულ 6 წიგნი იყო; იმის ქვემოთ — 8; კიდევ ქვემოთ — 5 და სულ დაბლა — 3. შემდეგ ყველა წიგნი ზედა თაროზე მოათავსა, თუმცა ამ უკანასკნელზე კიდევ დარჩა ადგილი, სადაც 2 ან შესაძლოა 3 წიგნი კიდევ დატეულიყო. მან ახლიდან გადათვალა წიგნები და თვლა 22-ზე შეაჩერა; მერე 22-ს 3 მიუმატა და გაბადრული სახით წამოიძახა: “25! ერთ თაროზე სულ 25 წიგნი ეტევა.”
სისუსტებთან გასამკლავებლად მიასავით წიგნების თაროებზე გადაერთო.
საინტერესო გამოთვლა გამოუვიდა, არა? თურმე ეს ყველაფერი არ ყოფილა: ახლა ერთად შეკრებილი წიგნები კვლავ გადაანაწილა თაროებზე. ცდილობდა, რომ ზუსტად ისე განელაგებინა, როგორც მანამდე იდო, ვიდრე გამოთვლების წარმოებას დაიწყებდა. ზედა თაროზე 5; იმის ქვემოთ — 10; კიდევ ქვემოთ — 4 და სულ დაბლა 3 წიგნი დადო. კარგად აღარ ახსოვდა რაოდენობები. მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ ბოლო თაროზე 3 წიგნი უნდა დაედო. ამის მერე კიდევ მათემატიკურ გაანგარიშებებს მოჰყვა: “25-ს მინუს 5 არის 20 და არა! 25-ს მინუს 10 არის 15 და აქაც არა! 25-ს მინუს 4 არის 21 და, ღმერთო ჩემო, არც აქ! 25-ს მინუს 3 არის 22 და კვლავ არა!” - ბურტყუნებდა იგი.
ოთახში აქეთ-იქით გადი-გამოდიოდა. რაღაცას ეძებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო. ხელში ფურცლის პატარა ნაგლეჯი და კალამი ეკავა. მთელი ზემოთხსენებული გამოთვლები ჩამოწერა. იმდენად პატარა იყო ეს ნაგლეჯი, რომ ძლივს მოახერხა ყველაფრის დატევა. გულმოდგინედ გადაკეცა — ზუსტად ოთხჯერ; ტანსაცმელებით სავსე სამგზავრო ჩანთა გახსნა და იქ დახეული ჯინსის შარვლის ერთ-ერთ ჯიბეში ჩადო. ჩანთა რომ მოხუფა, ხელები შემოჰკრა; ესეც ასეო - დაიძახა.
სახლიდან 12-ის ნახევარზე გავიდა. ცოტა ხანი ქუჩებში ისეირნა. ალთას-ბალთას ედებოდა. ფიქრში გართული ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა. წიგნებზე ფიქრობდა, თაროებთან დაკავშირებით თავის თეორიებს აწყობდა: “1) თუ ყოველივე პირადი დამოკიდებულებისაგან გავთავისუფლდებით და ამას ობიექტურად შევხედავთ, მაშინ ეს თაროები დაცარიელებულია, თანაც ნახევარზე მეტად დაცარიელებული. 2) თუკი ამ თაროებზე ვამბობთ, რომ ნახევრად დაცარიელებულია, მაშასადამე, საქმეში უკვე სუბიექტურობა ერთვება, რაც თავისთავად არ უარყოფს თაროების ნახევრად შევსებულობას. საინტერესო დამოკიდებულებაა, ნამდვილად... ვფიქრობ, ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანებს დავაკვირდე. ვგრძნობ, რომ მათი დაკვირვებით ბევრს ვისწავლი და საკმაო სიამოვნებასაც მივიღებ. 3) ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე სუბიექტურობამ შესაძლოა მეორე თეორიის სრულიად საპირისპირო პოზიცია დაიკავოს. ანუ შესაძლოა გაჩნდეს ახალი დამოკიდებულება, რომ ეს თაროები რამდენიმე წიგნით შევსებული და ნახევრად დაცარიელებულია. ოი! ახლა კი ნამდვილად ჩიხში შევედი. სჯობს, ამგვარად მოაზროვნეთაც დავაკვირდე...”
11:50-ზე გეზი სადგურისკენ აიღო და იქ ზუსტად 12 საათზე გამოცხადდა. მგზავრობა ძალიან ეზარებოდა. ამის გამო მოღუშულიყო და ვინც კი შეხედა, ყველას ნირი წაუხდა.
მატარებლით მგზავრობა არც ისე დამღლელი გამოდგა. ვერც კი იგრძნო მათემ, როგორ ჩავიდა თავის მშობლიურ ქალაქში. მთელი გზა ფიქრებში გართული იჯდა.
როცა მისი ფიქრები მიას გადასწვდა, ინანა ნეტავ არ გავშირებოდი; მე რა ვიცოდი ასეთი შინაგანი სამყარო თუ ჰქონდა; ის წიგნი აქამდე რომ წამეკითხა, მია უთუოდ ისევ ჩემი ცოლი იქნებოდაო.
წიგნში ყვავილების აღმოჩენამ გულში უფიდესი სითბო ჩაუღვარა, მერე იმ მანაკვეთსაც წააწყდა, ძლიერ რომ ააფორიაქა და მონუსხა. ეს წიგნი და ყველა სხვა წიგნიც მიას საკუთრება იყო და ბუნებრივია, მია გაახმობდა ყვავილებს და ის შავი ფანქრის ნაკვალევიც მისი ნამოქმედარი იქნებოდა. თურმე რა ფაქიზი სულის პატრონი ყოფილა მია და ამას მათე რა გვიან მიხვდა!
სადგურიდანვე მშობლების სახლისკენ გასწია. სხვაგან არსად წასულა. არავინ იცოდა სახლში თუ უნდა დაბრუნებულიყო. სიურპრიზივთ გამოუვიდა.


***
მათეს დედა — ფრანსუაზა სამზარეულოში ფუსფუსებდა, როცა ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა. როგორც ყოველთვის ფრანგული სუფრისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებდა. იგი ხომ გიჟდებიდა საფრანგეთზე და საერთოდ ყველაფერ ფრანგულზე. მას მამა ფრანგი ჰყავდა და გარკვეულწილად მისი ფანატიზმი საფრანგეთთან დაკავშირებით მამამისის დამსახურება იყო.
იმის გამო გაბრაზებული და გაწიწმატებული, რომ სტუმარი წინასწარ გაფრთხილების გარეშე ეწვია, კარის სახელურს ლომივით ეცა და ისეთი ძალიათ ჩამოჰკრა, რომ კინაღამ მოაძრო.
- დედა, მოვედი.
- ხო, მოხვედი; - უკმაყოფილო და გაბრაზებული გამომეტყველებით გაიმეორა შვილის სიტყვები.
- რა გაბრაზებული ხარ...
ამაზე ფრანსუაზამ არაფერი უპასუხა. კარებში გაჩხერილიყო და მათე სახლში ვერანაირად ვერ შევიდოდა, თუ დედამისი არ გაიწეოდა.
- ივანე! - ფრანსუაზამ ქმარს გასძახა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა; - მათე დაბღუნდა, ღოგოღც იქნა.
ფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა და ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერდა.
- დედა, არ შემომიშვებ?
ფრანსუაზამ შვილს გზა დაუთმო.
- ფრანსი, ვხედავ ჩვენი შვილი ისევე მოულოდნელად დაბრუნდა, როგორც 3 კვირის წინ წავიდა; - უთხრა ცოლს ივანემ.
- ვაიმე, ახლავე წავალ აქედან. რა არის ეს? რანაირად დამხვდით?
ივანე კვლავ ტელევიზორს მიუბრუნდა. არ იკადრა შვილის კითხვებზე პასუხის გაცემა. ფრანსუაზამ ფრანგული ეტიკეტი შეახსენა და სხაპასხუპით ჩამოუთვალა ყველა წესი, რაც კი იმწუთას გაახსენდა.
სამზარეულოში გემრიელი სურნელები ტრიალებდა და მათეს არ შეეძლო დედამისის მომზადებული კერძები არ გაესინჯა.
რა თქმა უნდა, სუფრა ისე გაშალაეს, როგორც ფრანგები შლიან.
მაგიდაზე დაწყობილმა უამრავმა თეფშმა, დანამ, ჩანგალმა, კოვზმა და წინსაფარმა მათეს ნათლად გააცნობიერებინა, რომ ეს ყველაფერი გისოსების მეტი არა იყო რა, რომლის მიღმა თავისუფლებას ლხინი გაემართა და ჟრიამულობდა.
ჭამის დასრულების შემდეგ მათემ მშობლებს გამოუცხადა:
- შეიძლება თავხედობაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ასე - ჩარჩოებში ჩასმული ვერ ვიცხოვრებ. აქ ყოფნის დროს ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, რომ ჟანგბადი არ მყოფნის ნორმალურად სუნთქვისთვის. არ იფიქროთ, რომ შეურაცხყოფას გაყენებთ; მე აქ მართლა ვერ ვსუნთქავ. ამიტომ დამოუკიდებლად ვაპირებ ცხოვრებას და ამის განხორციელებას ახლავე შევუდგები.
მათემ ყველა თავისი ნივთი ჩაიბარგა, დედ-მამას გამოემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. კარი რომ გააღო, გაჩერდა; უკან მიიხედა და მშობლებს უთხრა: - ხომ მართლა... სულ დამავიწყდა, რომ ერთი რაღაც მეთქვა თქვენთვის. ცოლი მოვიყვანე და გუშინ განვქორწინდი.
კარი საჩქაროდ მოხურა და იმ სახლში წავიდა, რომელიც 4 თვის წინ იყიდა. ამის შესახებ არავინ იცოდა. მათეს ის სახლი სწორედ მშობლებისგან წამოსვლის მერე დასჭირდებოდა. თადარიგი წინასწარ დაიჭირა.
გაოცებული ფრანსუაზა პირდაღებულ ივანეს შეჰყურებდა. გაოგნებისგან ვერცერთი ხმას ვერ იღებდა.






თავი 3
- მოდი, თეატრში წავიდეთ.
- კარგი რა, მია! რა თეატრი აგიტყდება ხოლმე? სხვა რამე მოვიფიქროთ. მოწყენილობისა და აფერისტობის ბუნაგში რა გვინდა, უჰჰჰ! - მწვანე კაპიუშონიან ჟაკეტში გამოწყობილმა ბიჭმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს თეატრი ჯოჯოხეთზე უარესი ადგილი ყოფილიყოს.
- ო, რა შტერი ხარ! დავიღალე უკვე შენი გამოხტომებით. რამდენჯერ დავაპირეთ სპექტაკლზე წასვლა და შენ კიდევ მუდმივად განწყობას გვიფუჭებ და გეგმებს გვიშლი.
თეთრ პერანგსა და მუქ ლურჯ შარვალში გამოწყობილი ათლეტური აღნაგობის ბიჭი ჯინსის დაბალძირიან ფეხსაცმელს ნერვიულად ურტყამდა ასფალტზე ამომაღლებული ტროტუარის კიდეს. გაჩერდა, მწვანე ჟაკეტიანს შეხედა და გამოუცხადა, რომ ან ყველანი ერთად წავიდოდნენ თეატრში, ანდა — მის გარეშე.
- რაღას უცდი, გადაწყვიტე! - დააჩქარა ქერა კულულებიანმა, გრძელ ცხვირიანმა, უწვერულმა და ყვითელ თვალება ბიჭმა.
- კარგი, ამ ერთხელ წამოვალ. როგორღაც ავიტან.
გახარებული მია გაქანდა მწვანე ჟაკეტიანისკენ და მაგრად ჩაეხუტა. მისმა
მეგობარმა ორმა გოგონამ ერთმანეთს გადახედა, ტუჩის კიიდეები აათამაშა, დანარჩენებს ზურგი შეაქცია და ოდნავ მოშორებით გავიდა. იქ აშკარად ხმამაღლა და გაბედულად ჩაიფხუკუნა ორივემ.
ამგვარად, გადაწყდა, რომ საღამოს თეატრში წავიდოდნენ. არ იცოდნენ რომელ სპექტაკლს ნახავდნენ. მივიდოდნენ და ალალბედზე რაც მოუწევდათ, იმას დაუწყებდნენ ყურებას.
- აუ, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მართლა რაღაცნაირად კარგად ვარ...
მია ბევრს ლაპარაკობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადგა ბრწყინვალე
განწყობაზე.
- მია, შენ, ეტყობა, შეყვარებული გყავს და არ გვეუბნები; - გესლიანად ჩაურთო
ცისფერთვალება გოგომ, რომელსაც სახეზე ტონობით მაკიაჟი ედო.
- ჰო, გოგო, შეყვარებულია, აბა რა! მხოლოდ სიყვარულს თუ შეუძლია ადამიანის
გამოშტერება.
სიტყვა “გამოშტერება” ისეთი გაპრანჭვითა და დამცინავი ტონით თქვა, რომ ყველას
გაეცინა ერთის გარდა. მია გაბრაზდა. არაფერი უთქვამს. მწვანე ჟაკეტიანს შეხედა, ისიც იცინოდა. მერე ოთხ ცისფერ თვალს შეეჩეხა მისი მზერა. დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ამ თვალების პატრონებს ბოროტება უკიაფებდათ გუგებში.
თეთრ პერანგში გამოწყობილმა მალევე იყნოსა მიას განაწყენება. ამიტომ ნაბიჯებს აუჩქარა, მიას დაეწია და ხელ-კავი გაუყარა. მერე ნაზად, თბილად გაუღიმა. მიამაც მყისვე ღიმილით უპასუხა. ბიჭის მხარს თავით მიეყრდნო და უსუსურად გაიყუჟა. ბიჭმა თმაზე ხელი გადაუსვა. მძიმე და უხეში იყო მისი ხელები.
- რა კარგი სურნელი აქვს შენ თმას; - უთხრა მიას.
თეატრში წასვლას 6 საათისთვის აპირებდნენ. მანამდე უმიზნოდ დაეხეტებოდნენ
ქალაქის ქუჩებში. ყბედობდნენ, იცინოდნენ, იგესლებოდნენ, იბუტებოდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ.
სულ შვიდი იყვნენ: მია; მწვანე ჟაკეტიანი; თეთრ პერანგიანი; ყვითელ თვალებიანი; ორი ერთმანეთის მსგავსი ცისფერთვალება და გადადღაბნილ სახიანი; ბოლოს კი ყველაზე ჩუმი და შეუხედავი, რომელსაც თავზე წითელი კეპი ჰქონდა ჩამოფხატებული.
ამათგან ყველაზე ახლოს ერთმანეთთან ცისფერთვალება გოგოები იყვნენ. მათ გარეგნობაში ძალიან ბევრ საერთო დეტალს შეამჩნევდით. ერთნაირი მაკიაჟი, ერთნაირი მოყვანილობის ცხვირი და ტუჩები... ორივე ერთნაირად მაღალი და გამხდარი იყო. გარდა ამისა, ხასიათშიც ემთხვეოდნენ. ორივეს მდარე იუმორი, ბოროტული განზრახვები და შური აერთიანებდა. მოკლედ, ყველანაირად ჰარმონიული ურთიერთიერთობა გახლდათ მათი მეგობრობა. გულის სიღრმეში იცოდნენ, რომ მეტი არავინ სჭირდებოდათ, მაგრამ
საზოგადოებაში მაინც ითქვიფებოდნენ, რათა სხვებისთვის დაეცინათ. ამიტომაც იყვნენ ახლა დანარჩენებთან ერთად. მთელი არსებით მობილიზებულნი და ჩასაფრებულნი ცდილობდნენ, რომ რაიმე გესლიანი ჩაელაპარაკათ. თუმცა, მათი გესლიანობა არცთუ მძლავრი და გონივრული იყო, 10 გრამსაც კი ძლივს აიწონიდა.
მიას ყველაზე მეტად მწვანე ჟაკეტიანი უყვარდა, აფასებდა, ყოველთვის უხაროდა მისი ნახვა. თვითონაც არ იცოდა რატომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ. უბრალოდ შემჩნეული ჰქონდა, რომ მის გვერდით თავს შედარებით კომფორტულად გრძნობდა.
მწვანე ჟაკეტიანი და თეთრ პერანგიანი ქერა თმიანთან ერთად ბრწყინვალე ტრიო გახლდათ. მხიარულები, მეგობრულები და შეკრულები იყვნენ. ერთად მზის სხივზე განათებული ბრილიანტივით აბრწყინებდნენ.
ყველაზე ჩუმი და შეუხედავი ბიჭი კი ნამდვილად ერთ დონეზე იყო გაყინული. ყველასთან ერთნაირად ურთიერთობდა. დანარჩენების ხუმრობებზე იცინოდა. საუბარში საკუთარი ინიციატივით მხოლოდ მაშინ ერთვებოდა, როცა ნამეტან უსამართლობას შენიშნავდა ხოლმე.
თეთრ პერანგიანი აშკარად გამოხატავდა მიასადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თავის საძმოს გარდა მხოლოდ მიას ამჩნევდა. ცისფერთვალება ბოროტ სულებს კი ყოველთვის აიგნორებდა. ხმაამოუღებელ ბიჭს გულისხმიერად ეპყრობოდა.
გარეშე თვალისთვისაც კი შესამჩნევი იყო ამ შვიდეულის დაჩეხილობა. ყველას თავისი სარგებელი ჰქონდა ამ გაერთიანებიდან. სახე გადადღაბნილებს თავიანთი ბოროტების ობიექტები ეგულებოდათ აქ; მბრწყინავი საძმო ურთიერთობების მრავალფეროვნების მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა; მია და უთქმელი ბიჭი კი მარტოობას გაურბოდნენ.
მხოლოდ მია ნერვიულობდა, რომ შვიდეული არ დაშლილიყო. არ შეეძლო მათ გარეშე. მარტოობა სულს უავადმყოფებდა. ვერ უძლებდა მარტოსულობის სენის მიერ მოგვრილ ტკივილებს.
ადამიანური სითბოსა და სიყვარულის მუდმივ დეფიციტს განიცდიდა. დატანჯული იყო ამით. ყველა ადამიანში თბილ კერას ეძებდა, ცდილობდა ასეთებს მიკედლებოდა. ვერც კი ხვდებოდა, რაოდენი მიამიტობა და გულუბრყვილობა კიაფობდა ამ აკვიატებაში, რომელიც მოსვენებასა და სიმშვიდეს არ აძლევდა.
ამგვარად განწყობილი, თვითონაც მუდამ სითბოს ასხივებდა. იღიმიდა, იცინოდა, ყველას ეფერებოდა, ტკბილად საუბრობდა. მაგრამ შინაგანად ყოველთვის უდიდეს სიმძემეს გრძნობდა. საშინელ ტკივილს აყენებდა ის გარემოება, რომ მის ცხოვრებაში მასავით მოსიყვარულე და მოალერსე არც არავინ იყო.
ღამღამობით, თბილად ჩაცმული, გარეთ გამოდიოდა. ერთი სკამი ჰქონდა ამოჩემებული და ყოველ ჯერზე ამ სკამზე ჯდებოდა. შემდეგ ცას ახედავდა ხოლმე და მის თვალიერებაში, თითქოს, იკარგებოდა. სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში უჩინარდებოდა.
ამ დროს იწყებდა ოცნებას. თავდავიწყებით ეშვებოდა ფანტაზიის უძირო მორევში და ოცნებობდა უსასრულოდ. წარმოსახვაში იმ ადამიანს ხატავდა, ვინც გულში ჩაიკრავდა; დიდ და თბილ ხელებს შემოხვევდა და ცხოვრების ბოროტი მარწუხებისგან დაიცავდა, ფარად დაუდგებოდა; ნებისმიერ ფიქრს უთქმელად მიუხვდებოდა; მხიარულ და თბილ ფერებად შეღებავდა მის ცხოვრებას; სიცოცხლეს გაუმარტივებდა.
ბევრი რამ სურდა მიას, ნამდვილად ბევრი რამ! უნდოდა, ეგრძნო, რომ ამ ერთს მხოლოდ ის უყვარდა, ანდა სხვებზე უფრო მეტად უყვარდა.
ამაზე ოცნებობდა იგი. ხანდახან ცრემლსაც შეამჩნევდით მის სახეზე. ის ატირებდა, რომ რეალურად არავინ ჰყავდა ასეთი. რაციონალურად აზროვნების მცირეხნით

გამონათებების დროს ბრაზი ერეოდა საკუთარ თავზე. უძლურობასა და უსუსურობას გრძნობდა. ვერაფრით ახერხებდა ოცნებების რეალობაში განხორციელებას.
გვარიანად შერყვნილი, საღებავ-გაცვეთილი სკამი კი მდუმარედ ისმენდა, უყურებდა და იმახსოვრებდა მიას ყოფას. ეს სკამი წარმოადგენდა მისი მოგონებების ნავსაყუდელს. ჩუმი და უტყვი იყო, უაღრესად სანდო მესაიდუმლე, როგორც შვიდეულის ყველაზე ნაკლებად მოსაუბრე წევრი. ისევე გაყინული იყო, როგორც ცისფერთვალება გოგოები. მცირე ხნით დაჯდომის შემდეგ კი ისეთივე თბილი ხდებოდა, როგორ თბილადაც ყვითელ თვალება ბიჭი და თეთრ პერანგიანი ეპყრობოდნენ. ხოლო გათბობის შემდეგ მწვანე ჟაკეტიანს ემსგავსებოდა. ძალიან უყვარდა უკვე გამთბარ სკამზე ჯდომა.
მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მეგობარს ვერცერთს ეძახდა. აი, სკამი კი საკუთარ თავში თითოეულ მათგანს იტევდა. იქნებ სკამი იყო მისი მეგობარი და იქნებ ამიტომაც ამოიჩემა?
ექვსი საათი გახდა. თეატრში წავიდნენ.
ლამაზ-ლამაზი დეკორაციები, კოსტიუმები, ფარდები, მსახიობები, კვნესა, ყვირილი, ტირილი, სიცილი... ყოველივე სპარსული ხალიჩასავით ჭრელი აბსტრაქციის სახით ტრიალებდა მიას ირგვლივ.
მუქ შვინდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი, რომელიც მთავარ როლს თამაშობდა, ოსტატურად მანჭავდა სახეს. ამ დამანჭვაში უსაზღვრო ემოციებს აქსოვდა, ყოველჯერზე გასაოცარ ეფექტს ქმინდა მისი გამომეტყველების მართლაც რომ მეტყველი გულწრფელობა, ტკივილი და სიხარული. თითქოს მაყურებელი სპექტაკლს არცკი უყურებდა, ეს მეტი იყო, ვიდრე თამაში და ფანტაზია, რაღაც უფრო რეალური.
როდესაც სპექტაკლი დასრულდა და მთელი დარბაზი ტაშმა, ოვაციებმა მოიცვა, მიას აღმოხდა: - არა, ამას ვერ უწოდებ შემოქმედებას! უფრო მეტია! ბრავო!
და ამ დროს მიას წინ მჯდომმა თინეიჯერმა ჩაისისინა. “როგორი საცოდავია რეჟისორი. ჰგონია, რომ რაღაც სასწაული შექმნა. არადა, რა მცირეა მისი მიგნებები იმასთან შედარებით, რაც ზედაპირის ქერქის ქვეშ იმალება”. მიამ ეს რომ გაიგონა, გაიღიმა და რაც კი შეეძლო, ხმამაღლა, ყურის წამღებად დაუკრა ტაში.
ჩუმად ათვალიერებდა იმ ბიჭს. მასთან გამოლაპარაკება უნდოდა. აპირებდა ეთქვა, რა უვიცი ხარო, თავი დიდი ვინმე გგონია და მაგიტომ ლაპარაკობო ასე ამპარტავნულად.
უცნობი ქუჩაში გამოვიდა, მიაც გამოჰყვა. გააჩერა და ლაპარაკი დაუწყო.
ისეთი გამომეტყველებითა და ჟესტებით ესაუბრებოდა, თითქოს იმ ბიჭს რაღაც საშინელება ჩაედინოს. თვალებს უჭყეტდა, ხანდახან კბილებს უღრჭიალებდა, თითს უქნევდა. ბიჭი გაკვირვებული უყურებდა. ეს ყველაფერი სიცილად არ ჰყოფნიდა, მაგრამ მიას ისეთი სერიოზული და გაბრაზებული სახე მიეღო, რომ გაღიმებაც ვერ გაბედა.
- ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა. არ მომეწონა სპექტაკლი. ამის გამო დამნაშავე ვარ? ის უფრო გასაცოფებელია, რომ ზედაპირული იყო ყველაფერი. ეს რატომ არ გაბრაზებს? წავედი თეტრში, მინდოდა რამე ღირებული მენახა. მინიმუმ ახალი საფიქრალი მაინც ხომ უნდა გამჩენოდა, მაგრამ რა დამხვდა?! ზედაპირულობა! როცა იმას მთავაზობ, რასაც მეთვითონ ძალიან ჩვეულებრივად მოვიფიქრებდი, გავიაზრებდი და ჩავწვდებოდი, მაშინ არანაირი უფლება არ გაქვს ამას ხელოვნება დაუძახო, მითუმეტეს ნამდვილი ხელოვნება.
მია გაბოროტებული უსმენდა. მის არცერთ სიტყვას არ ეთანხმებოდა.
- რა სნობი ხარ! სულელი ქედმაღალი! ვერ ხედავდი მსახიობები როგორ თამაშობდნენ? ვერაფერი იგრძენი? ტრაგედია გათამაშდა. ვერასდროს მოვიფიქრებდი, ასე წარმომეჩინა სიკვდილის სისასტიკე. როგორ ვერ ხვდები, რეჟისორის ოსტატობა რაშია...
- გეხვეწები, მე ნუ მლანძღავ, რა! მთელი სპექტაკლი იმაზე იყო აგებული, რომ სიკვდილი ყველაფერს ასრულებს, მანამდე კი უბრალოდ ვცხოვრობთ. გეთანხმები, მართლა ოსტატურად მოახერხა რეჟისორმა ამ იდეის გადმოცემა და მსახიობებმაც საოცრად ითამაშეს. მაგრამ რატომ ვერ იხედება რეჟისორი უფრო შორს და უფრო ფართოდ? რატომ

ჰგონია, რომ სიკვდილი დასასრულია? რატომ ჰგონია, რომ ასეთი ბანალური და ჩვეულებრივია სიკვდილამდე ცხოვრება? იცი, რას ვერ ვხვდები? რას ვდგავარ და გელაპარაკები, რა!!!
ბიჭმა წასვლა დააპირა.
- მოიცა, ბოდიში! მე რა ვიცოდი, რა არ მოგეწონა ამ სპექტაკლში... - გეკითხა და გაიგებდი. მომვარდი და ლანძღვა დამიწყე.
- ვაიმეე! ბოდიში ხომ მოგიხადე? თავს ნუ ისაწ....ბ.
მიას მეგობრები გამოჩნდნენ და მისკენ წამოვიდნენ.
- არ გეგონოს, რომ გეთანხმები. უბრალოდ შენი აზრია. სნობი მართლა ხარ.
- უკვე შემზიზღდა ეს “შენი აზრია”. რისთვის აიტაცა ყველამ. საინტერესოა, იმდენი მაინც თუ ესმით, რატომ ამბობენ ასე. მგონი, შენც მექანიკურად იმეორებ ამ სიტყვებს. დამშვიდდი, ნუ ბრაზდები. ნუ მეტყოდი, სნობი ხარო. ჩათვალე, რომ ვალი დაგიბრუნე.
- მია, სად დაიკარგე? ძლივს გიპოვნეთ; - უთხრა მწვანე ჟაკეტიანმა. უცნობ ბიჭს ხელი გაუწოდა და თავი გააცნო.
- სასიამოვნოა! მე მათე ვარ.
მიას არ ესიამოვნა მეგობრის მოსვლა. მათესთან საუბარის დასრულება უნდოდა. უკან რომ გაიხედა, დაინახა, დანარჩენები ერთად შეგროვებულიყვნენ და ღიმილით უმზერდნენ.
- მათე, არ გინდა შემოგვიერთდე? საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია.
- რა საუბარი? - დაინტერესდა მწვანე ჟაკეტიანი.
- სპექტაკლთან დაკავშირებით ვკამათობდით. ოდნავ თამამი აზრები აქვს მათეს.
და, აი, მიას ძალიან შერცხვა. ლამის ჩურჩულით თქვა ბოლო სიტყვები, ისე შემოეკარგა გამბედაობა. მათესი არ რცხვენოდა. მასთან სსუბრისას ისეთი სითამამე გამოიჩინა, ისეთი თავისუფალი იყო, როგორც თავის მეგობრებთან არასდროს ყოფილა. მწვანე ჟაკეტიანიც შეამჩნევდა ამას -
ზუსტად ეს აშფოთებდა მის გონებას, ამიტომ ამ ცვლილების დამალვა მოუნდა. ეს რა იყო? ანუ მეგობრებთან ნიღაბს იკეთებს? უცებ მთელი არსებით შეიგრძნო თავისი უბედურება. შებოჭილი იყო. თვალთმაქცობდა. ვერ ახერხებდა საკუთარი თავი ყოფილიყო. ძლიერი და მწვავე დარტყმა აღმოჩნდა მიასთვის ამის მიხვედრა. შეცოდების გრძნობამ შეიპყრო. მეგობრებს ზიზღით მოავლო თვალი, მერე მათეს შეხედა. ის ერთადერთი იყო, ვისთანაც არ ითვალთმაქცა. უნდოდა მაგრად ჩახუტებოდა მათეს და ცხარედ ეტირა მის მკერდზე თავმიყრდნობილს. ოღონდ ხმა არ უნდა ამოეღო მათეს, არ უნდა ეკითხა რა გჭირს, რა მოხდაო.
წარმოსახვის ბინდბუნდი მარტივი დასარღვევია, მითუფრო მაშინ, როცა გარშემო უამრავი ადამიანია. ამაოება კი ის არის, რომ თითქმის მთელ ცხოვრებას ადამიანების გარემოცვაში ვატარებთ.
მიას საკუთარი თავი აღარ ეცოდებოდა. კიდევ ერთხელ გადახედა მეგობრებს. მხოლოდ უტყვმა და დაბალტანიანმა არ მოჰგვარა ზიზღის გრძნობა.
როცა ვაანალიზებთ სადამდე შეგვიტოპავს მახინჯ ურთიერთობებში, დილემის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე — ჩვეულებისამებრ გავაგრძელებთ ცხოვრებას და კიდევ უფრო ღრმად ჩავეფლობით ამ ჭაობში ან ყველაფერს რადიკალურად შევცვლით და ურთიერთობას გავწყვეტთ.
მიამ მეორე ვარიანტი არჩია. მათეს ხელი მოსჭიდა და უთხრა წამომყევიო. ბიჭი არ დაძრულა. ამჯერად მიამ ყურში უჩურჩულა ძალიან გთხოვ, წამოდიო. ნელა გაეცალნენ იქაურობას. უკან არ მიუხედავთ. მია პასუხს არ სცემდა გაკვირვებულ მეგობრებს, რომლებიც ცხოველური ღრიალის მსგავსი ხმით ეძახდნენ და ეკითხებოდნენ სად მიდიახარო.

ალბათ, ახლა სადღაც წვიმს და მიწა წყლით იჟღინთება, სადღაც ქარია და გზა მტვრის ბუნგალში ეხვევა, მია კი ობობის ქსელივით წებოვან ქაოსში იხლართება. ზღვის ტალღებივით ეხეთქება მწველი განცდები მისი სულის ქვიშიან სანაპიროს, მერე ზღვას უბრუნდება უკანვე, სანაპირო კი ნელ-ნელა იშლება, იფიტება და ქრება.
გრძნობს, როგორ წაიშალა მისი სულის საზღვრები მძაფრი შინაგანი მღელვარებისგან; როგორ გაფერმკრთალდა მანამდე არსებული ის ურთიერთობები, სულს რომ ეამებოდა ხოლმე, მარტოობის შიშისგან აცახცახებულსა და შეძრწუნებულს. მიუხვდა საკუთარ თავს, კომფორტზე საწყალობლად ჩაბღაუჭებულს, რა სიმახინჯეში ცხოვრობდა. ყველაზე მეტად სწრაფმავალი და მოუხელთებელი დრო დაენანა, რომელიც ამ სიმახინჯეს შეალია და რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებს.
სინანულის მწარე და მძიმე ცრემლები გადმოსცვივდა თვალის უპეებიდან. ცოტახნით ნიკაპის კიდეს დაეკიდა და მერე თვალისთვის შესამჩნევი სისწრაფით მოსწყდა წამიერად, მცირეხნიან კინოკადრში მოსახვედრად საჭირო დროში, გავლილი მანძილი კი სევდის სიმძიმისგან მოხრილი მიას ნიკაპსა და ქვაფენილს შორის დაახლოებით ერთმეტრიანი დაშორება იყო.
- რატომ მთხოვე წავიდეთო?
- მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. მათთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ; — მტკიცედ თქვა მიამ, უფრო თავის გასაგონად.
მათემ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ვიდრე მიას რამეს ეტყოდა, თითქოს ფიქრს მისცა გონება.
- მომისმინე. მე მესმის შენი და შემაწუხებელი კითხვებით თავს არ შეგაბეზრებ. მაგრამ მინდა ერთი რამ იცოდე: ადამიანები წყალში მოლივლივე ქაღალდებს ვგავართ. ყველას საკუთარი წილი მელანი გვაქვს გათხაპნილი და ჩვენსავე წილ წარწერებს ვიტევთ. არავინ იცის წყლის საიდუმლო ცეკვა რომელი მათგანისკენ გაგვაქანებს. წყლით გაჟღენთილები ერთმანეთს მჭიდროდ მივეკრობით, მაგრამ რა ხანგრძლივობით — ამას წარწერები განსაზღვრავს. მთავარია, მოვძებნოთ ჩასაჭიდები მელნის ნაკვალევებს შორის.
უკანასკნელი ცრემლები შეიმშრალა მიამ. ღიმილი გაუკრთა სახეზე. მათეს თვალებში დაინახა ეს და შეამჩნია, რომ ეშმაკურად და მიმზიდველად იღიმოდა. მყისვე მოკუმა პირი. ძალიან შერცხვა ამგვარი სითამამისა. შერცხვენის გადასაფარად მათეს უთხრა:
- ანუ შენ ამბობ, რომ წყილს საიდუმლო ცეკვა იგივე ცხოვრებაა, რომელმაც იმათკენ გამაქანა, ჩვენ კი ერთმანეთს მივეწებეთ, მაგრამ მელნის ნაკვალევებს შორის ჩასაჭიდი ვერ მოვძებნეთ და ამიტომაც გავშორდი მათ?
- ჰო, სათქმელს სწორად მიმიხვდი. ჰმ! არადა, ცოტახნისწინ ერთმანეთის საერთოდ არ გვესმოდა, ახლა კი ახსნა-განმარტებებაც არ მჭირდება, ისე ხვდები ყველაფერს.
- მათე ხარ თუ ვიღაც, თავში ნუ აგივარდება ჩვენი ურთიერთგაგება. ნიშნის მოგებით ლაპარაკს მოეშვი.
მალევე შეეცვალა განწყობა. სევდა სადღაც ღრმად მიმალა და ზედაპირზე ისეთივე პოზიტივი გადმოათქრიალა, როგორიც სიხარულითა და უდარდელობით შეზავებული სიბრიყვეა.
გულში გაიფიქრა, ნეტავ მათესთან თუ ვიპოვიო საიმედო და ხანგრძლივ ჩასაჭიდს მელნის ნაკვალევებს შორის. წასძლია მეოცნებე ხასიათმა და წარმოიდგინა, რომ ქაღალდია, ალაგ-ალაგ იისფერი მელნით დალაქავებული, რომელიც ერთ ძალიან დიდ, უზარმაზარ და ფართე მოცულობის მქონე მინის ჭურჭელში ჩასხმულ წყალში ლივლივებს. ეს ჭურჭელი ასევე უკიდეგანო სივრცის მქონე ოთახში დგას. თვითონ მაყურებლის ამპულაშია: იატაკზე მუცლით წევს, ხელები სახეზე აქვს შემოწყობილი, ფეხები - მუხლში მოხრილი და გადაჯვარედინებული. ინტერესიანი და ცნობისმოყვარე თვალებით შესცქერის მინის ჭურჭელს. თავისი ფართო თვალებით აკვირდება, როგორ

ცეკვავს ქაღალდი წყალში, რომელიც თვითონ არის. ოდნავ უჭირს წაკითხვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებს. ზედ იისფერად აწერია: “მე მარტო ვარ. მონათესავე სული მჭირდება”. უცებ სხვა რამ იქცევს მის ყურადღებას. წყალმა ტორტმანი დაიწყო, თითქოს. ხედავს, რომ ქაღალდი გაცხოველებით მოძრაობს, ბრუნავს, აქეთ-იქით აწყდება... მის მხედველობაში სხვა ქაღალდიც ჩნდება. ძალიან მუქი მწვანე ფერის მელნით აწერია რაღაც, მაგრამ მია ვერანაირად ვერ ახერხებს წაიკითხოს იგი. ამასობაში მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება. ქაღალდები ერთმანეთს ეკვრიან, თითქოს ერთ მთლიანობად იქცნენ. მია აღფრთოვანებული უმზერს ამ სცენას და თავს ირწმუნებს, რომ წარწერებზე არსებულმა უკლებლივ ყველა ასომ მყარი ჩასაჭიდი მოძებნა, ზუსტად ისე, როგორც ორი მინის ზედიზედ დადებისას ხდება, როცა რომელიმე მათგანის გაცურების მცდელობისას ხახუნის წინააღმდეგობრივი ძალა ყველაზე უფრო მცირე ატომებს შორისაც კი აღიძვრება და, შედეგად, მათი დაცილება შეუძლებელი ხდება.
მიამ მარჯვენა მკლავი დაუჭირა მათეს, მერე ოდნავ მიეკრო და ჩაეხუტა. სასიამოვნო სუნი აუდიოდა მათეს ჭრელ პერანგს. საამურად შეუღიტინა სურნელოვანმა მოლეკულებმა ფართოდ გაღებული და სუნთქვისგან გაცხელებული ნესტოები მათეს მკლავზე ჩაფრენილ მიას, რომელიც ორი თვის პატარა მაიმუნს წააგავდა, მშობელზე აკრულსა და მშვიდად გატრუნულს.
- მათე... რა უნდა ვქნა? ასეთ დროს ყოველთვის საკუთარ თავში ვიკეტები ხოლმე და საკმაოდ დიდხანს ვანდომებ გარეთ გამოსვლას. ახლა ყველაზე მეტად გამიჭირდება ცხოვრების ჩვეულებრივ ტალღაზე გაგრძელება. სულ ცუდ ხასიათზე ვიქნები, არაფრის გაკეთება არ მენდომება, შინაგანად რაღაც დამიწყებს შეჭმას, მე კი ვერაფერს გავხდები. ვერ ვიტან ასეთ მომენტებს!
ხელები დაუჭირა მათემ, გაკვირვებით შეხედა დამწუხრებულს და ჰკითხა:
- შენ რა, მეხუმრები? მაგაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ადამიანმა?! მე პირიქით ვარ. ვგიჟდები ასეთ დრამა მომენტებზე! იცი, რატომ? ვერასდროს ისე ვერ გაიზრდები, როგორც ასეთი პერიოდები გზრდიან. ერთ რჩევას მოგცემ: პრაქტიკულობა გამოიჩინე და ეცადე, რაღაც აკეთო. ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის. შენ არ გაქვს იმდენი ძალა, რომ თავად მოერიო და შეცვალო ის, მაგარამ ნამდვილად შეგეძლო, რომ მსგავსი მომენტი არ დამდგარიყო შენს ცხოვრებაში. მაგრამ რაკი დადგა, შეეშვი, თავი გაანებე. ზამთრის სიცივე უსასრულოდ არასდროს გრძელდება, ყოველთვის თბილია გაზაფხულის მზე. მერედა როგორ უყვართ ეს მზე მცენარეებს. თავს მიუშვერენ ხოლმე და ნელ-ნელა იზრდებიან მის სინათლეზე მომხდარი ფოტოსინთეზის შედეგად. ხოდა, ნუ გახდები საწყალი და უბედური ადამიანი, რომელსაც რაღაც ძალიან სტკივა, რომელიც სულში სიცარიელეს გრძნობს. ნუ დაჯდები და მთელი დღე ნუ დაიტანჯები. გააგრძელე ცხოვრება, რადგან ეს ყველაზე რაციონალური ქმედება იქნება შენი მხრიდან, რაც კი შეგიძლია რომ გააკეთო. ყველაფერი გაივლის. გაზაფხულის მცენარეებივით გაიზრდები. - გაზაფხულის მცენარეები და მაგათი გაზრდა რა შუაშია. ვიტანჯები ხოლმე, მათე, ძალიან ვიტანჯები! ვერ გაიგე რა გითხარი?
ბიჭის ფითქინა მტევანებში მოქცეული აცახცახებული ხელები გამოითავისუფლა, ძლიერად ჩაიქნია და გზა სწრაფად გააგრძელა.
- მოიცა, სად მიდიხარ, დამელოდე. ძალიან კარგად გავიგე, რასაც ახლა მეუბნები და ზუსტად ვიცი წინ რა გელოდება (დეპრესიისმაგვარ თვითგვემაზე გეუბნები). დამიჯერე, შენ მართლა ვერაფერს შეცვლი, მაგრამ ხომ წარმოგიდგენია რამხელა უგუნურებაა ამდენხანს დებილივით იყო, არაფერი გააკეთო და დრო მტვერივით გაფანტო? გეუბნები, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც გადაგივლის, როგორც ყოველ ცივ და სუსხიან ზამთარს მოსდევს მზიანი და ახალი სიცოცხლით სავსე გაზაფხული. ხვდები რას გეუბნები? ახლა მეტი პრაქტიკულობა გმართებს. რამე უნდა გააკეთო. დავიჯერო დეპრესიული შემოტევების დროს, როცა ინტენსიური ემოციების ზემოქმედების ქვეშ ხარ, ხატვა ან წერა

არ გინდება? შემოქმედებითად უნდა დაიხარჯო. ნეგატივი კი ისედაც გაივლის, თავისით და ძალდაუტანებლად. თან ტანჯვაც შეგიმსუბუქდება.
სუნთქვაშეკრული შესციცინებს მათე, გული უფანცქალებს მისი თანხმობის მოლოდინში. თვალის გუგებს ერთ ადგილას ვერ აკავებს, ვერ იმორჩილებს ცნობისმოყვარე ინტერესით შეპყრობილთ. ხან ტუჩებზე აკვირდებიან მიას, ხანაც თვალებზე... წინასწარ სურთ იმის შეცნობა, მიას გონებაში რა ხდება, რომელი მენტალური კერძი მზადდება - მისთვის სასურველი გემოსი თუ ეგზოტიკური სურნელით გაჟღენთილი და მანამდე დაუგემოვნებელი. საზიზღარი გემოს მქონე კერძს ერთი წამითაც არ ელოდება, არც უნდა მსგავსი და ამიტომ, ყველანაირად გამორიცხავს.
- აუ, მათე, რა კარგ სიტყვებს მეუბნები. აი, სულ ყველაფერს მივხვდი, რაც მითხარი... იცი, რამხელა პოზიტივით ავივსე? რა კარგი ადამიანი ხარ!!!
- მეც მიხარია, რომ, როგორც იქნა, მიგახვედრე, რას გეუბნებოდი.
ეს სიტყვები ოდნავ ეწყინა მიას. უკვე მერამდენედ გაამახვილა ყურადღება მათემ იმაზე, რომ რაღაც აუხსნა და მიახვედრა. ცოტაც და, დაკომპლექსდებოდა მია.
წყენისგან ქვედა ტუჩი საყვარლად გაებურთა და წინ გადმოაგდო, როგორც პატარა ბავშვებმა იციან ხოლმე.
მათე მიას ტუჩებს დააკვირდა. გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე, მაგრამ მერე ენით მოილოკა ვითომდა გამომშრალი თავისივე ბაგეები. თვალებშიც რაღაცნაირი ცეცხლი შემოენთო. სახე აუწითლდა და გაუვარვარდა. მისი ვნებები იწვოდა ნელი ცეცხლის კოცონზე. ვეღარ შეძლო მოთმენა და აღელვებით აკოცა შემცბარ გოგოს. არ შეეწინააღმდეგა მია, მანაც ვნებიანად უსაჩუქრა ნაზი ამბორი.
- თავი ვერ შევიკავე. გთხოვ, მითხარი, რომ ამის გამო ხელს არ მკრავ; - შეევედრა მათე. - მომეწონა კოცნა. შენც მომწონხარ. შენ სხვანაირი ხარ. კამათში მაჯობე, თხოვნა შემისრულე და წამომყევი, მერე მოკლე ხანში შეძელი კარგ ხასიათზე დაგეყენებინე.
- მეც მომწონხარ, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ მე ერთადერთი არ ვარ? უბრალოდ შენ არ შეხვედრიხარ სხვებს.
ხელით მოეფერა სახეზე.
- შენი ნაცნობები, როგორც ვხვდები, არ აღმოჩდნენ კარგი ადამიანები. ჩემი მათთან შედარებით ვერ გამოიტან სწორ დასკვნებს.
თითი გადაუსვა ტუჩებზე და მოუნდა კიდევ ერთხელ დასწაფებოდა მათ. - იქნები ჩემი შეყვარებული?
კვლავ მოსტაცა მიამიტური კოცნა გულუბრყვილოდ აღტაცებულ გოგოს.
- წეღან წარმოვიდგინე, რომ მე და შენ ქაღალდები ვიყავით და წყლის საიდუმლო ცეკვამ ერთმანეთზე მიგვაწება. მინდა, რომ ზუსტად ისე მომჭიდო ხელი და ისე ძლიერ მომეკრა, როგორც მე წარმოვიდგინე. ძალიან მინდა, შეყვარებულები ვიყოთ.
- ხოდა ვიქნებით კიდეც.
- ჰომ! - დაეთანხმა ბედნიერებისგან გაბრუებული მია.
სიხარულის ნამიანი მარგალიტები არ წამოსცვივდა. ცრემლსადენი მილები ამოუშრა საოცრად მგრძნობიარესა და ემოციურს. ღრმა და გახრიოკებულ ჭას დაემსგავსა მისი თვალები: სისველე აღარსად იყო, მხოლოდ სიღრმე შერჩენოდათ.
-მისმინე, მე სახლში უნდა წავიდე. შენი ნომერი მომეცი. ხვალ შეგეხმიანები და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
მიამ თავისი ნომერი უკარნახა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ. დიდხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და სახე გაბადრული მია. მათეს ზურგის მოძრაობას აკვირდებოდა. ძალიან უნდოდა მათე შემოტრიალებულიყო და მისთვის შეეხედა, მაგრამ ბიჭი ჯიუტად განაგრძობდა სიარულს; თავის ზურგს ჯიუტად აცქერინებდა მიას.

30 ივლისის ცხელი ღამე იდგა. ცაზე უამრავი კაშკაშა ვარსკვლავი და საოცრად მოელვარე მთვარე ეკიდა. მთელი დღის მანძილზე გავარვარებული მზის სხივებისგან გახურებულ მიწაზე მათე და მია იწვნენ. ცას უყურებდნენ და ბალახის მწვანე, წვნიან, უგემურ ღეროებს ღეჭავდნენ.
-დროა ჩემი ცოლი გახდე.
-მე არაფერი მაქვს მაგის საწინააღმდეგო.
-ხვალვე დავქორწინდეთ.
-მათე, გაგიჟდი? ჯერ კარგად უნდა დავგეგმოთ ყველაფერი.
-არა, მაია, არა! არ გავგიჟებულვარ. არც არაფერს დავგეგმავთ. ზღვის სანაპიროზე მოვაწერთ ხელს. მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. მეჯვარეები ვიღაც გამვლელები იქნებიან…
-რას ბოდავ?! ზღვა სად ნახე აქ?
-აქ არა, მაგრამ სხვაგან ხომ არის? ხოდა, ზუსტად იქ “სხვაგან” წავალთ. არავის გავაგებინებთ. ცოტახნით იქ ვიცხოვრებთ. მერე უკან დავბრუნდებით და… მერე ვნახოთ რა იქნება.
-აუ, თან მომწონს ეგ იდეა, თან არა. ის მაინც მითხარი, სად არის ეგ შენი “სხვაგან”?
-ეგ არც მე ვიცი. ხვალ გადავწყვიტოთ სად წავალთ. ზღვის სანაპიროიანი ადგილები დაილია? შენ მარტო ის გევალება, რომ ბარგი ჩაალაგო და ზედმეტი კითხვები არ დასვა.
-მაშინ ახლავე წავალ სახლში. უკვე გვიანია. გამოძინებაც ხომ მინდა? ხვალ რომელ საათზე წავალთ?
-დილითვე. 9 საათზე.
-რა?! მოვკვდები. ძილი არ მეყოფა.
-კარგი, 10 საათზე.
-კარგი.





თავი 4
ბნელ სადარბაზოში ვიღაცამ გასაღებების ასხმა ააჩხარუნა. “ტკაც” -ერთხელ. “ტკაც” - მეორეჯერაც. ეს ხმები კარის საკეტის გაღებაზე მეტყველებდა.
სადარბაზოს სიბნელეში ადამიანის ბუნტმა სილუეტმა რკინის ცივი სახელური ჩამოსწია. კარს მიღმა სივრციდან კიდევ უფრო მეტი სიბნელე გამოსრიალდა სადარბაზოში და უარესად გააბუნტა ჩამუქებული სილუეტი.
სიჩუმე იყო. ხმაურს ჩასძინებოდა და ირგვლივ დუმილი ხვრინავდა უჩუმრისპირად.
სილუეტმა მურივით ჩაშავებულ სიბნელეში შეაბიჯა. იქიდან კარს მიარტყა ფეხი. ახლა სიჩუმემ წასთვლიმა და ხმაურმა შეჰკივლა საზარელი ხმით, თითოქს კოშმარი ესიზმრაო — სადარბაზოში მოცეკვავე დუმილი კარის დაჯახუნების ხმაზე დაიბნა, ფეხები ერთმანეთში აებლანდა. წაიქცა და მალევე წამოდგა. კვლავ ძირს დაეშვა ხმაურის ქუთუთოები...
სახლში შესვლისთანავე სინათლე აანთო და იქვე ჩაიკეცა. ნელა ჩაცურდა ზურგით კედელზე მიყრდნობილი. სხეულში საამურად დაურა იატაკისა და კედლის სიგრილემ. თავი ტანსაცმლით სავსე ჩანთებზე ჩამოდო. ჩაეძინა.
დილით სიცივემ შეაწუხა. უსიამოვნოდ შეიშმუშნა. მძიმე ფარდასავით ეკიდა მის თვალებზე ქუთუთოები, რომელთა ზევით აზიდვას ვერ ახერხებდა და ამიტომ თვალწინ სიბნელე იდგა. იქ კი ფერადი გამოსახულებები ირეოდნენ ერთმანეთში. სწრაფად ეცვლებოდათ ფერი და მათეს ეჩვენებოდა, რომ გამოჩენისთანავე ქრებოდნენ. სხეული ერთიანად უკანკალებდა. ფერადი ბჟუტურიც შემაწუხებლად ებლანდებოდა თვალებში.
მეტს ვეღარ გაუძლო. ფარდა აიწია და სცენა გამოჩნდა, რომლის წინ თავი მოეყარათ ჭაღით განათებულ ოთახსა და რამდენიმე ჩანთას. ღამის განმავლობაში ისე გაყინულიყო მათე, რომ თამაში არ შეეძლო. სცენა კვალვ დახურა. კვლავ ჩამოიშალა მძიმე ფარდები მის თვალებზე. მაყურებელს რეაქცია არ ჰქონია. მშვიდად და დუმილით შეხვდნენ იმ ამბავს, რომ სპექტაკლი არ იქნებოდა.
თვალდახუჭული წამოდგა ფეხზე. მცირე მანძილი გაიარა. ოთახში მდგარ მაგიდასთან შეჩერდა. ხელები მოაფათურა ზედ. სვლა განაგრძო. მაგიდა გამოიყენა მოაჯირად და გზამკვლევად. კიდევ ერთხელ გახსნა სცენა. მზერით საძინებელში შესასვლელი კარი მოძებნა და სწრაფად გაემართა იქითკენ.
იმ ოთახში არსებულ ფანჯარაზე ფარდები გადასწია. გარედან მზე შემოიჭრა თავისი თავბრუდამხვევი სინათლით.
აცახცახებულმა და მზის სხივებით თვალებაჭრელებულმა მარცხენა ხელი მიადო ფანჯრის მინას. ხარბად შეისრუტა მინის სითბო. მეორე ხელიც უმალ შეუერთა სითბოს წყაროს და სხეულით იგრძნო თბილი მუხტების შემოდინება. თავი უკან შეაბრუნა. ოთახი მოათვალიერა. ჩრდილოეთის მხარეს, კედლის შუაგულში საწოლი იდგა, რომლის დანახვაზე ნერწვი გადაყლაპა. დანანებით ააქერცლა თბილ მინას შეხორცებული თავისი ხელები და საწოლისკენ წავიდა. გადასაფარებელი არ აუღია, ისე შეძვრა გრილი საბნის ქვეშ.
ტანსაცმლიანი წევს. სიცივისგან ძვლები ემტვრევა. თვალები მაგრად აქვს დახუჭული და გულის ყურით უსმენს თავის სხეულსა და საწოლში ნაბიჯების ხმას, რომელიც შორიდან მოდის და ნელ-ნელა უახლოვდება. ამასობაში საიდანღაც პატარა და ფაქიზი საცეცებიც ჩნდება. გამეტებით უღიტინებენ მათეს სხეულს. ნაბიჯების ხმაც ზუსტად იმ ადგილას ისმის, სადაც საცეცები ფუსბუსებენ გიჟური დაუნდობლობით და მათე ისევ გრძნობს სითბოს. მიხვდა, რომ სითბო მიაბიჯებს მისკენ და სითბო უღუტინებს გამეტებით.
რაღა დარჩენია ძილის მეტი? ყველაფერი მოგვარებულია. ახლა შეუძლია თქვას, რომ ცოლი ჰყავდა.
ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ზოის არასდროს ეფიქრა მათეს ვუყვარვარო. თუ ოდესმე მსგავსი ეჭვი გაუჩნდებოდა, გაიხსენებდა, რომ მათე დაქორწინებული იყო და სხვა უყვარდა. ზოი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მათეს უსიყვარულოდ შეეძლო ცოლის მოყვანა, ამიტომ მისი ეჭვები უმალ გაბათილდებოდა.
წინასწარ არ დაუგეგმავს. ეს ყველაფერი მაშინ მოუვიდა აზრად, როცა მიას პირველად შეხვდა და მიხვდა, რომ მის მონადირებას მარტივად შეძლებდა. ხელიდან არ გაუშვა იმის შანსი, რომ უსაფრთოების ერთგვარი გარანტია შეექმნა.
მათეს გონება მძლავრად მუშაობდა, მაგრამ მისი შრომის ნაყოფი უკვე მეტისმეტად სცდებოდა ყოველგვარ ზღვარს. იმდენად მჭიდროდ იყო გონების კარნახზე მიჯაჭვული, რომ აღარ შეეძლო მისი ჩანაფიქრების უგულებელყოფა. ნარკოტიკად ექცა მენტალური გათვლები და მათი საშუალებით თავის დაზღვევა. ვეღარც იმის ცდუნებას გაუძლო, რომ უაზროდ არ გამოეყენებინა მია. ჩვეულებრივ ვამპირად გარდაიქმნა, რომელსაც სისხლის მაგივრად გონების თამაშები სწყურია და ზეციურ სიამოვნებას ანიჭებს მათი დაგემოვნება.
აქმადე კი იმან მიიყვანა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გონების მხურვალე ცეცხლში დნებოდა მისი გული და ისიც უმოწყალოდ ურტყამდა მძიმე ჩაქუჩს სასურველი ფორმის მისაღებად.
სულ პატარა იყო, როცა გულის კარნახი ჩაესმოდა და დიდწილად მას უჯერებდა, მაგრამ ყოველჯერზე იმედგაცრუებული რჩებოდა, რადგან ჯოჯოხეთურ დემონებს დამსგავსებული ადამიანების გარემოცვა ყოველივეს მის წინააღმდეგ იყენებდა. ხან დაცინვის ობიექტი ხდებოდა; ხანაც თავისივე გულახდილი ქცევებისა და სიტყვების აბლაბუდაში იხლართებოდა. და აი, მაშინ მოსინჯა კუნთები, თავისი პატარა და სუსტი ხელები ჩასჭიდა უზარმაზარ უროს, ღრიალითა და ჭინთვით ასწია, მაგრამ ხელიდან გაუვარდა... სამაგიეროდ, გონების ძალით შედუღებულ გულზე დაეცა და ასე დაიწყო ამ უკანასკნელის გამოჭედვა.
არ არის მათეს გული ლითონი! კვლავაც ჯიუტად ებრძვის გონებას. თუმცა, ამასობაში ბევრი რამ დაავიწყდა. უკვე აღარ იცის, როგორ გამოხატოს ემოციები და გრძნობები. ზოგჯერ იმის განცდაც კი აქვს, რომ თვითონ არაფერი შეუძლია და რასაც გონება მოინდომებს, მხოლოდ იმას იგრძნობს.
და კვლავაც გრძელდება ეს რიტუალი... გონება ლითონივით ჭედავს მათეს გულს!
გამთბარ საწოლში ნებივრობა დაასრულებულად გამოაცხადა. სააბაზანოში გავიდა. მდუღარე შხაპი მიიღო. კბილები გაიხეხა. მერე შესასვლელში დატოვებული ჩანთიდან ჯინსის შარვალი და წითელი მაისური ამოაცურა. სწრაფად გამოეწყო სპონტანურად არჩეულ ტანსაცმელში.
გამჭირვალე ჭიქა წყლიით აავსო და სულმოუთქმელად გამოცალა.
შარვლის ჯიბეში ფურცლის ნაგლეჯს გადააწყდა. ყურადღებით შეათვალიერა და გაიხსენა რას უკავშირდებოდა მასზე მიჭუჭყნული მათემატიკური გამოთვლები. ხელები მაგიდაზე დაატყაპუნა და შეეცადა დოლზე დაკვრას მიემსგავსებინა ეს ქმედება. მოეჩვენა, რომ არაფერი გამოუვიდა. ამჯერად ორივე ხელის მტევანი აათამაშა მაგიდის ზედაპირზე და წარმოიდგინა, რომ რამდენიმე აკორდი აიღო როიალზე დაკვრისას. ამგვარი აკომპალიმენტის ფონზე დაურეკა ზოის და მშვიდად დაიცადა, როდის გაისმებოდა ყურმილში მისი პასუხი.
-ალო.
-ზოი, რაღაც უნდა გკითხო. წარმოიდგინე ოთხი თარო. თითოეულზე სულ 25 წიგნი ეტევა. ზედა თაროზე 5 წიგნია, ქვემოთ — 10; კიდევ ქვემოთ — 4 და სულ დაბლა — 3. კარგად გაიაზრე ეს ყველაფერი. ახლა მითხარი, როგორია ეს თაროები. ნახევრად შევსებულია თუ რამდენიმე წიგნით შევსებული და ნახევრად ცარიელი?
ზოი ხმას არ იღებს. ტელეფონი აჩვენებს, რომ ზარი არ გათიშულა.
-ალო! ზოი, აქ ხარ? ალო!
-ჯერ მომესალმე.
-გამარჯობა, ზოი.
-არ გრცხვენია, ხომ? სამი კვირაა არ გამოჩენილხარ, არ დაგირეკავს, არ მოგიწერია და ახლა რაღაც უაზრობას მელაპარაკები. მომიკითხე მაინც! იქნებ ვკვდები...
-ბოდიში მოგიხადო?
-არ მჭირდება.
-სად გნახო?
-არსად, მათე, არსად! გგონია ასე მარტივად ჩაივლის შენი უპასუხისმგებლო გაუჩინარება და ვითომც არაფერი მომხდარა, ისე შევხვდებით ერთმანეთს?
-ვაღიარებ, რომ მეგონა.
-შენთვითონ გათიშე! გეუბნები გათიშე-მეთქი! რა ურცხვი ადამიანი ხარ, თავხედო!
-თუ იმას ელოდები, რომ მე გავთიშავ, მოგიწევს მთელი დღე მე მელაპარაკო ტელეფონზე, იმიტომ, რომ გათიშვას არ ვაპირებ.
-ხოდა, კარგად ბრძანდებოდე! მე ვთიშავ.
მათემ თავი მოიფხანა და მძიმედ ამოიხვნეშა. მოიწყინა. როგორც ჩანდა, მთელი დღე სახლში უნდა გაეტარებინა. ზოის გარდა, არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა. ზოი კი ისე გაბრაზებულიყო, ცოფებს ყრიდა.
გარეთ მაინც გავიდა, რადგან მუცელში სასტიკი და დამანგრეველი ომის აფეთქებებს გრძნობდა, სახლში კი ერთი კარტოფილიც არ ულპებოდა. იმდენი პროფუქტი იყიდა, მაცივარში ძლივს დატია. საღამომდე ყავის მეტი მაინც არაფერი ჩაუშვია მშიერ კუჭში.
საღამოს ზოიმ დაურეკა.
-გისმენ, ბრაზიანო ქალბატონო.
-მომწერე სად ხარ. შენთან უნდა მოვიდე.
-რა მოხდა, რამ გადაგიტრიალა ტვინი?
ზარი დასრულდა.
მათეს გაეცინა. მერე თავისი სახლის მისამართი მისწერა ზოის.
ცოტახანში მათეს სახლის კარზე შემაძრწუნებელი ბაგაბუგი ატყდა. ზოი აბრახუნებდა. გამწარებული და გაავებული იყო.
მათემ კარი გაუღო. გიჟივით შევარდა სახლში და წიკვინა ხმით ხმამაღლა კიოდა:
-ისე როგორ დაქორწინდი, რომ მე არ გამაგებინე,? ან გაყრა როგორ გადაწყვიტე ჩემ გარეშე, შე უნამუსო!
-ნუ წივიხარ, გამისკდა ყურები.
-მინდა და ვწივივარ. შენნაირი გაიძვერა და ჩუმჩუმელა მაინც არა ვარ.
-გეხვეწები, ხმას დაუწიე თორემ მართლა დავყრუვდები.
-დედაშენთან ვიყავი. ვიფიქრე, არაუშავს, მივალ და ვნახავ-მეთქი. მაგრამ თურმე მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა. სახლიდან წამოსულხარ. დედაშენს წნევა ჰქონდა აწეული. რომ ვიკითხე, სად წავიდა-მეთქი, მიპასუხა, ჯანდაბაშიც წასულაო. ცოლი მოიყვანა შენმა უტვინო მათემ და გაშორებაც მოუსწვრიაო.
-აი, თურმე რა ყოფილა. - სიცილი აუყტდა მათეს.
-რა გაცინებს?
-მეცინება და თავს ვერ ვიკავებ. ახლა მომისმინე! გადაწყვეტილებებს ჩემით ვიღებ. გაყრაც შენს გარეშე გადავწყვიტე და დაქორწინებაც. ზედმეტი მოგდის. თავი მოთოკე.
-მაინც როგორ შეგეძლო, რომ ამ ყველაფრისგან მოშორებით დამტოვე. ამაზე ფიქრი მაგიჟებს, მათე.
-მიას უნდოდა ასე. მან მოიფიქრა ყველაფერი. ეს სამი კვირა მასთან ერთად ვცხოვრობდი სხვა ქალაქში. მთხოვა, მარტო ვიყოთო. არ მინდოდა გული დასწყდომოდა და ხათრი ვერ გავუტეხე. მაგრამ საოცრება იცი რა არის? ზუსტად სამ კვირაში განქორწინება მომთხოვა. აღარ მინდაო შენთან ყოფნა. შოკი მივიღე. მაგრამ არ შემეძლო ძალით დამეტოვებინა ჩემს გვერდით. ცხოვრების ბოლომდე მეყვარება. თუ გადაიფიქრებს, კვლავ ცოლად მოვიყვან. ამას სიხარულით გავაკეთებ.
-ე.ი. მია ჰქვია. ღირსი ხარ. ჩუმჩუმელურად რომ მოიქეცი და გაუჩინარდი ამდენი ხნით, მაგის ბრალია. რა კარგად გაგიკეთა! იუ! ხომ მიგაგდო, არა?!
-წადი, ზოი. უკვე თავს გახვედი.
ზოიმ ხმაურიანად გაიჯახუნა კარი.
კმაყოფილი და ყურებ ატკიებული მათე ვახშმის მომზადებას შეუდგა. ამაღამ გემრიელად დანაყრდება.


***
წარსული გისოსებია, რომლისგან თავის დაღწევა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
უზარმაზარ და სუფთა ტილოზე საღებავი დაუნანებლად იღვრება. მხატვრები ჩვენ ვართ — ადამიანები. ჩვენი თითოეული ქმედება ფუნჯის ენერგიულ და მძლავრ მოძრაობას იწვევს, ტილოზე კი ყველაფერი შეულამაზებლად იხატება. საღებავი ღრმად იდგამს ფესვებს ტილოს ზედაპირზე და მისი მოშორება შეუძლებელი ხდება.
ჩვენი სული უმოწყალოდ და დაუნდობლად შიშვლდება წარსულის სამარადისო და ამოუშლელ ნახატებში, რომლის ფონზე აწმყოში შენიღბულები ვდგავართ და საიდანღაც ფოტოს გვიღებენ, ზუსტად აფიქსირებენ სიშიშვლესა და ნიღაბს შორის არსებულ კონტარსტს.
უცხო თვალი მაშინ ნებდება და მაშინ ყრის იარაღს, როცა ირგვლივ სიბნელე წვება და წარსულის ნახატები უკუნეთის საიმედო მკლავებში ექცევა.
წარსული სრულად იტევს ყველა საიდუმლოს და თვითონ არასოდეს ინიღბება. ნიღაბი ჩვენ უნდა მოვარგოთ, თუკი მისი შემაძრწუნებელი კივილის დახშობა გვშურს. იმ კივილისა, ყველას ყურადღებას რომ იპყრობს, ცხოველურ ინტერესს რომ იწვევს ცნობისმოყვარეებში და უცხო თვალთაგან მზერა რომ სწყურია მის შემოქმედს.
მათემ გონების ძალით ჩააბნელა თავისი წარსული. დამთვარიელებლების გროვა აარიდა წარსულის ნახატებზე გამოსახულ გაშიშვლებულ თავის სულს. მაგრამ საკმარისი იყო მცირე მოდუნება და მსოფლიოს ყველა ნათურა ერთდროულად გააბრწყინებდა სიბნელით მოცულ გამოფენას.
4 წლის უკან, როცა ჯერ კიდევ შერჩენოდა რაღაც ადამიანური და პირველად სინჯავდა რაციონალიზმის, წინდახედულებისა და უემოციობის მექანიკურ გემოს, მის არსებაში სრულიად ახალმა და მზაკვრულმა სიახლემ შეაბიჯა.
მაშინ 15 წლის იყო. დრო ყურძნის მარცვლებივით ჭ....ტდა გაზაფხულის მიწურულს და მონდომებით წურავდა ღვინოს. მასაც თქრიალით გამოსდიოდა წვენი, მთლიანად ილეოდა სითხისგან და მის შიგთავსში ნელ-ნელა ცუცქდებოდა ზაფხულის შეხუთული დღეები.
იმ ღამეს არ ეძინებოდა. ძმის ხვრინვა ჩაესმოდა ღამის მყუდროებას მოწყურებულ ყურებში. სულგულივით ფენა-ფენა ეფრცქვნებოდა ნერვის უჯრედები და მთელი ორგანიზმი რეფლექსის მოლოდინში განაბული იცდიდა. საცვლის ამარა იწვა და ზედ არაფერი ეფარა. სხეული და სუნთქვა ერთდროულად ეხუთებოდა ცხელი ღამის მტანჯველ დაუსრულებლობაში.
-ხუუუ... ფშიიი!
მათეს უნდება, რომ თავის ძმას ბალიში დააფაროს.
-ხუუუ... ფშიიი!
ფიქრებით მკვლელობას გეგმავს, რომლის კვალი მასთან არ მივა.
-ხუუუ... ფშიიი!
გეგმა სრულყოფილებას აღწევს. მხოლოდ მოქმედებაღა უცდის თავის ჯერს.
-ხუუუ... ფშიიი!
მათე საწოლზე ჩამოჯდა და სუნთქვაშეკრული გაიტრუნა. დაიცადა ვიდრე გულის ცემა დაუწყნარდებოდა და სხეული ცახცახს შეწყვეტდა.
ოთახში ძმის ხვრინვა დანარნარებდა. უხეში ბგერები იკლაკნებოდა შეხუთულ სივრცეში.
თავისი ბალიში ჩაბღუჯა მათემ. საწოლიდან უწონოდ გადმოაწყო ფეხები იატაკზე და შენელებული მოძრაობით დაიწყო წამოდგომა. უხმოდ მივიდა ძმის საწოლამდე. ბალიში ნელა დასწია მხვრინავი ჯოჯოხეთის სახისკენ.
სისხლი მჩქეფარედ ამოძრავდა მათეს ძარღვებში, ყველა კუნთი უცნაურად დაეჭიმა. ხელები აუკანკალდა მკვლელის როლს დათანხმებულს.
-ხუუუ... ფშიიი! - მშვიდად და უწყვეტად გრძელდებოდა წყეული ხვრინვა.
მძიმე და ხმაურიანი ნაბიჯებით ჩაწვა თავის საწოლში. მალევე ჩაეძინა. სახეზე გაუტეხელი სათნოება დასთამაშებდა.
არ გაგუდა! მიხვდა, რომ ხვრინვის გამო სიკვდილს ვერ მიუსჯიდა. იმაში კი დარწმუნდა, რომ მანიაკი ითბობდა ხელებს ალმოდებული სულით დასახლებულ თავის სხეულში.
მას მერე ჩაფიქრებული დაიარებოდა. მისი ფიქრების მსუბუქ ღრუბლებს მძიმედ აწვებოდა კარგად დაგეგმილი ქმედების განუხორციელებლობა. ღრუბელი მძიმდებოდა და მძიმდებოდა. წვიმის მოსვლა გარდაუვალი ხდებოდა.
შხამივით მოედო მათეს გონებას ჭკვიანური ჩანაფიქრი და ერთიანად მოუწამლა სულიცა და გულიც. იმის გაფიქრება, რომ მკვლელობის კვალის გადაფარვა შეეძლო, მგზნებარე ცეცხლში ახვევდა, მოსვენებას უკარგავდა და მოქმედებისკენ უბიძგებდა მათეს.
ერთ დღესაც ღრუბლებმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლეს და გაწვიმდა.
წამითაც კი არ აღშფოთებულა, მზერა არ შერხევია, ყველაფერი წყნარად გააკეთა. მკვლელობის შემდეგ ბალიშს ახალი ზეწარი გადააფარა. ყოველი მხრიდან მონდომებით გადააგლისა იმდღეს დაუბანელი თავი. ერთი-ორგან ნერწყვის სისველე შეაპარა მკვლელობის იარაღს. ოთახში არსებული ერთადერთი ფანჯარა ღია დატოვა. დაღამებამდე, როცა სახლში მარტო დაიგულა თავი, ფანჯარა ოდნავ დააზიანა. სიკვდილის მონად ქვევისასაც და მოსამზადებელ პერიოდშიც ხელთათმანებით დაიფარა ხელები. ბალიშის ძველი ზეწარი ლამაზად დაკეცა და სხვა ზეწრებს შორის მიმალა. ხელთათმანებს მამამისის ავტოფარეხში მიუჩინა საიმედო სამალავი. იმ ღამეს გვიან ჩაეძინა. ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო და მთელ ოჯახს საოცარი სიურპრიზი ენახა.
ძმას მშვიდად ეძინა... როგორც იქნა, ხვრინვის გარეშე ეძინა.
გათენების შემდეგ ფრანსუაზა დიდხანს ბუზღუნებდა. არ სიამოვნებდა თავისი ბულკი, რომ ადგომას აგვიანებდა.
ჰო... ბულკს ეხადა მსუქანსა და რბილი ხასიათის პატრონ უმცროს ვაჟს.
-მათე, შენი ძმა ღატომ აღ იღვიძებს?
-არ ვიცი, დედა. გვიან დაიძინა გუშინ, ალბათ.
-წავალ, გავაღვიძებ... ბულკო! გაიღვიძე, ჩემო ბიჭუნა!
ცოტახანში ისტერიკის მჭექარე მელოდიებმა შეძრა მთელი სახლი. ფრანსუაზა ცხარე ცრემლით ატირდა. დროგამოშვებით სასოწარკვეთილი ხმამაღლა ღრიალებდა.
მათემ არ იტირა. ყალბი არ იყო. უბრალოდ ბევრ რამეს მალავდა.
მკვლელის ვინაობა ვერ დადგინდა. გამოძიებას მათეზეც ჰქონდა გაუბედავი ეჭვი, მაგრამ მტკიცებულებები ვერ იპოვეს. ამას გარდა, მათეს ისიც ამართლებდა, რომ მკვლელობის წინა დღეს ძმები ერთად გეგმავდნენ ერთკვირიან მოგზაურობას. ფრანსუაზას მიცემული ჩვენების თანახმად, მოგზაურობის იდეა ბულკს ეკუთვნოდა.
უამრავი ხალხი მივიდა სამძიმარზე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ზოის დედა იყო. ელენეს იქ მისვლისთანავე აუწყლიანდა მწვანე თვალები. შორიდანვე დაიწყო ხმამაღალი გოდება. ისე საოცრად დაიტირა გარდაცვლილი, რომ ყველა იქ მყოფი მის საცქერლად შეიკრიბა. როცა კუბოს დაეყრდნო და მისმა ვაებამ კულმინაციას მიაღწია, ელენემ თავისი გამაოგნებელი დატირება ფინალისკენ მინელებული აღტკინებით წაიყვანა. ბოლოს ჩუმად ბუტბუტებდა მიცვალებულის სახესთან რაღაცას და გარჩევა ძნელი იყო, რას ამბობდა. მისი პერფორმანსით მონუსხული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიუახლოვდა ელენეს და ყური დაუგდო გაუგებარ ბუტბუტს, რომელიც ტრაგიზმის ბურუსში იყო გახვეული. არავის გაჰკვირვებია ამ ქალბატონის საქციელი. ყველა მოჯადოებულიყო ელენეს საოცარი სამძიმრის გამოცხადებით და არ შეეძლოთ რეალობაში გამორკვევა.
მათე კი იტანჯებოდა არა ძმის დაკარგვით, არამედ იმით, რომ ვერავის გაანდობდა, როგორ მოკლა იგი.
მისი ცხოვრების 67-ე გვერდზე წარსულის სწორედ ეს დღეები იყო გამომწყვდეული და ვიდრე არავინ წიგნს არ შლიდა, სიბნელის მკლავებში მოქცეული ნებივრობდა უდარდელად.


***
ზოის მისვლა ყოველთვის კარზე ხელის უხეში ბრახუნით იწყებოდა. სახლში კი უმალ შინაგანი შფოთვისა და ქაოსის აურა შემოჰქონდა.
მოდიოდა დასაწყნარებლად.
მყუდროების ხავსებს ეჭიდებოდა მათესთან, თავისი შინაგანი სამყაროს დამლაგებელთან.
-შემოდი, ზოი, შემოდი.
-აჰა! შემოვედი.
-თითოქოს მე დაგაძალე შემოსვლა... ხანდახან რა უაზრო ქცევები გაქვს.
სამზარეულოსკენ გაუძღვა. წვენი დაუსხა და ღიმილით გაუწოდა. მერე პიცის ნაჭრები დააწყო თეფშზე და გაბრაზებულმა დაუხეთქა მაგიდაზე.
-მოგწონს ცვალებადი მათე?
-ასეთი არ მომწონხარ.
-ხოდა, ნურც შენ ხარ ერთ დღეს სხვა და მეორე დღეს — კიდევ სხვა. გუშინ საჩხუბრად მოხვედი, დღეს ღმერთმა გადამარჩინა შენი აგრესიისგან, ე.ი. რაღაც გჭირდება. ასე არ გამოვა, ზოი. ნუ მიყენებ!
-ხომ არ ვთამაშობ? ნიღაბს ხომ არ ვირგებ? რა ვქნა, ასეთი ვარ. ხან შენი შუაზე გაგლეჯვა მინდა, ხან დახმარება მჭირდება შენგან. საერთოდაც, იცი, რატომ ხარ ჩემი მეგობარი? ყოველთვის მეიმედები. ვიცი, შენი მოკვლა რომც ვცადო, მაინც მიერთგულებ და დამეხმარები.
-ზუსტად მაგის გამო გაბლატავდი, არა?! ჰმ! შენ ოღონდაც კარგად იგრძნო თავი, ნეგატივისგან დაიცალო და ყველაფერს გააკეთებ, არ ფიქრობ ჩემზე. თურმე გცოდნია, რომ მაინც კარგი მათე ვიქნები.
-აუ, რა ეგოისტი ვყოფილვარ.
-ჰო, ძალიან!
გემრიელად ძიძგვნა დაუწყო პიცის მომნუსხველად კალორიულ ნაჭერს.
-გეტყვი რატომაც მოვედი; — ცხიმიანი ტუჩებითა და დაუღეჭავ-გადაუყლაპავი ლუკმით გამოტენილი პირით ძლივს ამოთქვა სიტყვები.
-ჯერ ჭამა დაასრულე.
მათე სიცილს ძლივს იკავებდა, ისე გამხეცებით მიირთმევდა ზოი პიცას. აშკარად ვიღაცას ეჯიბრებოდა. გვერდზე წარმოსახვითი მეტოქე ეჯდა და მოგების წყურვილით გამოფიტულ ორგანიზმში დაუნანებელი მასალებით გიჟურად გადაჭრელებულ პიცას იყრიდა ღორული გაუმაძღრობით. იმას კი უკვე ვეღარ ამჩნევდა, რომ მეტოქე არ ჭამდა. კუჭისკენ სიმძიმის გადაშვებაზე ისე იყო მომართული მისი გონება, რომ მეტოქის უმადობის შემყურემ მხოლოდ ის დაასკვნა, ალბათ, წამის მეასედში ვასწრებ თითო ნაჭრის გადასანსვლას, მას კი ჯერაც არ დაუწყიაო ჭამა. ამაზე უფრო გრძელ და ფართო ფიქრს ვერ შეძლებდა. მის მოკლე მეტრაჟიან აზროვნებაში მხოლოდ ეს დასკვნა ჩაჯდა.
ბოლო ლუკმა ინთქმებოდა ზოის პირის ღრუში, როცა მათემ დიდიხნის წინ შეკავებული სიცილი გამოათავისუფლა, რასაც ფილტვებიდან ჰაერის ძლიერი ამოტუმბვა უძღვოდა წინ. ფილტვებიდან მონაბერმა ქარიშხალმა მორიდებულობისგან მოკუმული პირი გაუხსნა მათეს და ოთახში არანორმალურმა სიცილმა გაიჟღერა.
სანერწყვე ჯირკვლებსაც ზუსტად მაშინ მოუნდა ფერმენტებით გამდიდრებული სითხის გამოყოფა და პირის გახსნისთანავე სიცილს მიჰყვა უკან. სულ რაღაც ერთი წამი იყო დროის ის გარდამტეხი მონაკვეთი, როცა სიცილს გადაუსწრო ოთახის სივრცეში გამართულ რბოლაში. განა მეტხანს არ დასცალდებოდა პირველობა... საცოდავ ნერწყვს ბედი არ სწყალობდა იმდღეს!პიცით გამოტენილ და ვერ დახურულ პირში შეაფრინდა ზოის. მაშინვე დათმო პირველობა და კვლავ წინ გაიჭრა სიცილი. პარალიზებული ნერწყვი ფეხზე ვეღარ წამოდგა. ან კი ვინ აცალა? პირდაპირ საყლაპავ მილში ჩაასრიალა ზოიმ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ შემთხვევაში დამატებითი ფერმენტებით შეძლებს ზოის ორგანიზმი საკვების გადამუშავებას.
ვერცერთმა შეძლო დაეფიქსირებინა სიცილისა და ნერწყვის ეს დაძაბული რბოლა. მხოლოდ როხროხა ბგერების რწევა გაიგონეს. ამასაც ვერ მოახერხებდნენ თავისით, ყურები რომ არ ჰქონდეთ. ოხ, ეს წყეული ყურები! როგორ შეაშფოთა მათი გონება სიცილის ხმა რომ გაიგონა!
გაქრა წარმოსახვითი მეტოქე. პიცაც აღარ დარჩა. ღორმა სიამოვნებისგან დაიკრუსუნა. ოდნავ ადამიანობისკენ გადმოქაჩა მისი ქცევა რაღაც ამოუცნობმა ძალამ და ცხიმიანი პირი მოიწმინდა სალფეთკით.
-ცუდად ვარ, მათე.
-მოდი, დივანზე წამოწექი.
-ვერ ვდგები. — სიმწრით ჩაეცინა ზოის.
ხელში აიყვანა მათემ და მძიმედ დააწვინა მისაღებში მდგარ დივანზე.
-ვაიმე, მუცელი! აუ! ძალიან მტკივა!
-მონელებაც ასეთი უნდა. გასკდი, ღორივით ჩაიხეთქე იმდენი ჭამე და ახლა წამოკოტრიალდი. უკლებლივ ყველაფერი შენ ორგანიზმში დარჩება. დღეს მაგრად შეირგებ უზომოდ ბევრ ცხიმს.
ორივემ გაიცინა. ზოიმ მალევე მოკეტა. ვერ გაუძლო სიცილისგან ათამაშებული მუცლის შეკუმშვა-გაფართოების შედეგად მოგვრილ უხალისო ტკივილს.
-ოდესმე ჩამხრჩვალხარ საკუთარ ბოღმაში? როცა ძალიან გატკინეს, შენ კი ვერ პატიობ და ვერც ვერაფერს უშავებ. აი, ბოღმისგან რომ იბერები და გასკდომას ცოტა გიკლია. თითქოს სული გევსება ჯოჯოხეთური სიმძიმით. ორივე მხარე რომ იბოღმებოდით და ერთმანეთს ეჯიბრებოდით: რომელი უფრო მეტად მოახერხებდა ზიზღისა და არპატიების საღვრებს მიღმა გადასვლას — ეს არასდროს გქონია? მე ვიტანჯები მაგით. მეგონა კარგი იყო გასწრება. ის ერთ ადგილას დარჩა, იქვე გაიყინა და აღარ გადნა, ნაბიჯითაც აღარ წამომწევია. მე კიდევ, გამოშტერებულმა, უგონოდ ვაგროვე და ვაგროვე ამდენი ბოღმა... ვაიმე, მუცელი! არ უნდა მეჭამა ამდენი, არა!
-სინანული გვიანია... მერე აღარ მახსოვს. ნეტავ, რა ჰქვია მაგ სიმღერას? თუმცა, რა დროს ეს არის... ვიცი, რასაც მეუბნები. მეც მქონია ბოღმა, მაგრამ შენსავით უაზროდ არ გამიმდიდრებია. ჰო, ზიზღისა და შურის ჩანჩქერი არ გადმოვუშვი ჩემ სულში და დიდი ღრმული არ გავაკეთებინე იქიდან დაშვებულ საზიზღრობას. წარმომიდგენია, როგორ დაგიჭაობდა ეგ ყველაფერი. ახლა, ალბათ, პატიებაც გიჭირს.
-რომ იცოდე როგორ მიჭირს... მაგრამ, მათე, მე ოსიც არ ვიცი პატიება რა არის,
-ჩემი აზრით, პატიება ის არის, როცა დარწმუნებით იცი, რომ იმ ადამიანს, რომელმაც გიღალატა, მოგატყუა ან უბრალოდ იმედი გაგიცრუა, სამაგიეროს არ გადაუხდი და საკუთარ თავს გაათავისუფლებ ყოველგვარი არაკეთილგანწყობილი სურვილებისგან.
პატიება არ ჰქვია იმას, როცა რაღაც ცუდს გიკეთებენ, შენ კი მაინც ჩვეულებრივ აგრძელებ ურთიერთობას. ეს უკვე მსხვერპლად შეწირვა გამოდის.
იცი რატომ არის პატიება რთული? იმიტომ, რომ ამ დროს საკუთარ თავზე უფრო მეტად ხარ გაბრაზებული, რადგან ვიღაცას უფლება მიეცი შენ ცხოვრებაში იმხელა მნიშვნელობა ჰქონოდა, რომ მის რომელიმე ქმედებას შენში რაიმე ნეგატიური განცდა გამოეწვია. დიდი დრო სჭირდება ამის გულწრფელად აღიარებას. ესეიგი, დიდი დრო სჭირდება პატიებასაც, ანუ ყველა ბოროტი განზრახვისგან გათავისუფლებას, რომელიც იმ ადამიანის მიმართ გაქვს, ვინც ცუდი გაგიკეთა. როცა საკუთარ თავზე გებრაზება, ამ დროს არ იცვლება ის, რაც უკვე მოხდა. სამაგიეროდ აგრესია ღვივდება შენს გულსა და გონებაში, რაც შურისძიების წყურვილს აჩენს, სამაგიეროს გადახდას განდომებს, ან დასჯის გადაწყვეტილებას გაღებინებს. მოკლედ, პატიება სწორედ ამ აგრესიისგან გათავისუფლებაა. თუ აპატიებ, უნდა გაუშვა კიდეც, რადგან თუ კვლავ გვერდით გეყოლება, გამოდის, რომ თავი მახვერპლად შეგიწირავს თქვენი ურთიერთობისა და კონკრეტულად მისთვის.
მგონი, მსხვერპლის როლი არცთუ მიმზიდველია...
-მათე, საავადმყოფოში წავიდეთ, რა. ვეღარ ვუძლებ.
-კარგი, წავიდეთ.
-შენი სიტყვები ძალიან დამეხმარა. მგონი, მივხვდი, როგორ შევძლო ამ ნაგვისგან დაცლა. კარგად გადავამუშავებ და მერე არარსებობის ნაგავსაყრელზე მოვისვრი. როგორ დამეხმარე, იცი?
-გაგიჭირდება მონელება. ზედმეტად გამომსკდარხარ მაგ ნაგვისგან, როგორც შენ ეძახი.
-თუ ვერ მოვინელებ, შემერგება მაინც.
პოზიტივს ჩააფრინდა ზოი და მათეც მიჰყვა თავისი გულწრფელი და გულიბრყვილო ღიმილით.
-ზოი, გულახდილად მითხარი. ძალიან ცუდად იყავი ამის გამო?
-აბა, წეღან კიარ მოგატყუე!
-ზე გიფიქრია?
-მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია. ახლაც ვფიქრობდი მაგაზე. მაგრამ შენთან გულის გადაშლამ მომირჩინა დაშხამული სული.
-ჰმ!!! აღარ წავიდეთ?
-ხელში ამიყვანე, მე ვერ ვდგები.




თავი 5
-ქალაქგარეთ ხომ არ წავსულიყავით?
-თანახმა ვარ. ოღონდ დიდხანს მგზავრობა არ მოგვიწიოს, თორემ ჩათვალეთ, რომ მე გამოგაკლდებით.
წითლად შეღებილი თმები შუბლზე ჩამოფხატვოდა. ნაზად მოიქცია თითებს შორის და ყურს უკან გადაიწია. მზერა მათეს მიაპყრო. მათეც უყურებდა. სახეზე დარცხვენით შეეპარა ღიმილი წითელ თმიან ლიკას.
-მათე, შენ რას იტყვი, წამოხვალ? — სიახლის წყურვილით შეპყრობილი ზოი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ცქმუტავდა.
-დამპირდი, რომ ორგანიზებას შენ თავზე აიღებ და ყველაფერს კარგად დაგეგმავ. მცალია და წამოვალ.
-ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ზოი შენზე უკეთ გაართმევს თავს! — წითელი თმები კვლავ შუბლზე გადმოუსრიალდა ყურებიდან, თავს ისე ძლიერ იქნევდა სიცილის დროს.
-რა უაზრო ხარ, ლიკა! — გოგონას მდარე შემოტევის გამო ნირი წაუხდა მათეს.
გულში გაეღიმა ზოის. იცოდა, საიდან სცემდა უაზრობის სუნი. იცოდა, საიდან ხრჩოლავდა სირცხვილითა და გაპრანჭვით შეზავებული კვამლი. თავისი გრძელი და ლამაზი ხელი ჰკრა კმაყოფილებით გაფერადებულ ფიქრებს, მომაბეზრებელი ბზუილითა და თავბრუდამხვევი ფრენით ჰაერში გაწამებული ბუზივით მოიშორა თავიდან.
-მარტო ჩვენ ვიქნებით?
-ვისაც გვინდა, იმათ ვუთხრათ.
-მე არავის ვეტყვი. თქვენ წამოაცუნცულეთ იდიოტების ხროვა — ზიზღმა მოიცვა მათეს სახე.
-შენ მაგაზე არ იდარდო. შენზე უარეს იდიოტს მაინც ვერავის მოვძებნით.
-რაო, მათ-იკო? მოგაკეტინა ზოიმ?
რიტორიკული კითხვა გამოდგა ლიკას კიდევ ერთი გაბრძოლება. მათეს ხმა არ ამოუღია.
-დავიშალოთ. როდემდე უნდა ვისხდეთ უსაქმურად?! — მონდომებულ და მიზანდასახულ თვისებებ-ჩანერგილი განწყობით წამოხტა ზოი. ჩანთა აიღო და წავიდა.
საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ზოი კიდევ უფრო დაუახლოვდა მათეს. ის ერთადერთი იყო, ვინც უსმენდა და ვისგანაც ისეთ დახმარებას იღებდა, რომ მოდუნების ფუფუნებაც არ მოაკლო საკუთარ თავს. თბილი ბუხრის ღუნღულა სითბო იგრძნო მათესთან ურთიერთობაში. როცა შესცივდებოდა ხელებს გაითბობდა. მერე ისევ სიცივისკენ გაიწევდა. გაიყინებოდა და ისევ გათბებოდა. მივიდოდა. წავიდოდა. ბუხარი კი დედამიწის შუაგულის სიმხურვალით საზრდოობდა, თითქოს. ჩაქრობას არ აპირებდა. ზოის იმედები ღვიოდნენ მის ცეცხლში და ნაცარი შიშისგან კრთოდა ეს არ ჩაენაცვლებინა.
ამას წინათ მათემ უთხრა შენში ლიდერულ თვისებებს ვხედავო. მაშინვე კლანჭები ჩაავლო ზოის გონებამ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ფრაზას. დღეს ამიტომაც მოიფიქრა ქალაქიდან გასვლის ამბავი. ყველაფერი მას უნდა დაეგეგმა, დანარჩენებისთვის უნდა ეხელმძღვანელა და თავი ლიდერის ამპლუაში უნდა წარმოეჩინა.
მათე ამჩნევდა, ფესვებს რა სწრაფად იდგამდა მისი სიტყვები ზოის არსებაში. ტკბებოდა ამგვარი გავლენის ქონით, მაგრამ ჯერ ბუნდოვნად ესახებოდა ახალი მიზანი ზოისთან დაკავშირებით.
ზოის ლიკაც მიჰყვა. მარტო დარჩა მათე.
ფიქრები უსასრულობის დიდ მორევში შეაპარა. მუქად შეფერადებული სიღრმეებისკენ გადაეშვა. სხვა რომ ვერ ჩაიხედავდა, იქამდე ჩავიდა. მაინც კიდევ უფრო ღრმად იყო ჩამალული სულმთლად ჩაშავებული ფსკერი. ძლიერ დარტყმას აღებინებდა მათეს ამის გაცნობიერება.
მუცელში მოფარფატე ცისარტყელასავით ფერადმა პეპლებმა ფრთები ერთდროულად შეარხიეს და მათეს სხეულიდან მყუდროების ნიღაბ აფარებულებმა გამოაღწიეს.
ირგვლივ მძიმედ ჩამოწვა ფერადოვანი სიმშვიდე მთელი თავისი სიღრმითა და მრავალფეროვნებით. ბუნტი ნისლი შეიქმნა. გამოცანად იქცა რეალობა და მათეს ფიქრებმაც ლაღად შეცურა ფანტაზიის ნისლით მოცულ და ილუზიებით მდიდარ ფერადოვნებაში.
ისმოდა ყრუ ხმა, ნელი მუსიკა... ფიქრთა ნიაღვრის ყოველ წამოთხივლებაზე სისველე იპყრობდა მათეს არსებას. ნელა, აუჩქარებლად იჟღინთებოდა სველი და ჩამპალი, ფიქრებით პროვოცირებული ემოციებისგან. გამოწურვის პროცესი გვიანდებოდა. ნისლი იდგა და ნესტი მატულობდა. იბერებოდა სველი ემოციებისგან და შეუმჩნევლად უგროვდებდებოდა უჩვეულოდ მძიმე, ათასი ფერით შეზავებული და ბუნდოვანი წყლის წვეთები.
ფრთხილად ჩააცურა გრძელი და წვრილი თითები ამ წვეთებისგან მუხლებზე შემომდგარ ტბორში. ხელი ძლიერად დაატრიალა წრის რკალის მქონე ტრაექტორიაზე. სითხემ მოძრაობა დაიწყო იმავე მიმართულებით და მათემ წრეწიწირის ცენტრში ჩაღრმავება შენიშნა. მოიხიბლა ფერადი ღრმულის გაჩენით. მეორე ხელი უფრო თამამად ჩააწო მძიმე სითხეში და თავბრუდამხვევად მოურია, თითქოს ჩაიში ჩაყრილი შაქრის გახსნას ცდილობდა. უფრო ჩაღრმავდა რკალის ცენტრში წარმოქმნილი უფსკრული. წინ წაიწია მათემ. მუქი და მუქი ხდებოდა უჩვეულოდ მძიმე ტბორი. ნელა მიასრიალებდა ამ სიმძიმეში მოქცეულ ფეხებს და ყველგან ახალ უფსკრულს აჩენდა ხელების ძლიერი მოძრაობით.
ქაოსური სამყაროს პროტოტიპი იყო ეს ტბორი, პაწაწინა ატომებისგან შექმნილი გიჟური არეულობის განსხეულება, ქაოტური ფიქრებისა და მრავალფეროვანი ემოციების ერთიანობა, ფანტაზიის ბუნტი ნისლით შესუდრულო ბუნდოვანი ჭეშმარიტება.
მიუხვდა მათე საკუთარ თავს. ცაზე გაელვებასავით იყო მისი გონების უეცარი გასხივოსნება. ბოლოჯერ მოურია ხელები და დაჟინებით ჩააშტერდა წარმოქმნილ ღრმულებს. მის წინაშე ფერადი ქაოსი ტრიალებდა გრიგალივით და უნდოდა, რომ ამ ბუნდოვანებაში ამოეცნო და დაეხარისხებინა ახალი სიღრმეები. თითქოს მისმა სულმაც იგრძნო გონებით შემეცნებული ფერადოვნება, ისე აივსო სიხარულით. თურმე ნისლიცა და ტბორიც მისიშინაგანი სამყარო ყოფილა, რომელშიც ღრმად და გამჭოლად ჩაიხედა, იქ მისტიური შეგრძნებების ფონზე იმიგზაურა და ახლა სამყაროზე უფრო მეტი გაიგო, ვიდრე იცოდა.
გაიფანტა ნისლი. დაშრა მძიმე სისველე. გაუფერულდა ირგვლივ ყველაფერი და რეალობა ამაყად გაიბღინძა მათეს წინაშე. ბიჭმა ღიმილით დაასაჩუქრა საცოდავად გაბღენძილი, თვალით ხილული რეალობა. ასე იზეიმა გამარჯვება. სახეზე მოფენილი სინათლით აღნიშნა თავისი წარმატება.
ძმის საფლავის მონახულება გადაწყვიტა. დროის გაყვანა უნდოდა, ვიდრე ზოი არ შეეხმიანებოდა.
გარეთ ძალიან ცხელოდა. მზეც კი ხელგაშშლილად უნაწილებდა საამურ სითბოს. ათრობდა იმის გაფიქრება, რომ დღეს მთელი სამყარო მის ბედნიერებაზე ზრუნავდა.
სასაფლაო მკვდართა სავანეში ჩაფლული სიმშვიდით შემოსილი შეეგება იქ მისულ მათეს. არ კრთოდა ფოთოლები არცერთ ხეზე. წყნარი სიგრილე დასრიალებდა საფლავებს შორის გველური კლაკვნით. მდუმარე იყო და სიკვდილთან გარიგებული ირგვლივ ყველაფერი.
თავი ჩაღუნა მათემ. თვალი აარიდა საფლავის ქვებიდან მომზირალ სახეებს. ჩუმად გაირა ისედაც ჩუმი ბილიკები. ძმის საფლავი იცნო სათუთად მოვლილი და ლამაზად გადაფურჩქნული ყვავილებით. მოხრილი თავი არ აუწევია, თვალის კუთხეებიდან შეამჩნია ზაფხულის ლამაზი ყვავილები. საფლავისკენ ზურგით შეტრიალდა და ძირს მოკალათდა ფეხმორთხმით. ახლაღა მოიღერა კისერი, ცოტახანს იქაურობა შეათვალიერა და დაღლილი ხმით მიმართა თავის ძმას:
-შენც ხომ იცი, არ ვნანობ... ეს უნდა გამეკეთებინა. სიკვდილი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია. მე ამ გაურკვეველ და ამამაღლებელ ხელოვნებას გაზიარე, ამიტომ სასაყვედურო არაფერი გაქვს. სულ გეუბნებოდი, ზოგჯერ სისასტიკე მიცოცდება სულში და მსხვერპლი ვინ აღმოჩნდება, არ ვიცი-მეთქი. გგონია, წინასწარ განვიზრახე შენი აღსასრული? უცებ მომაწვა ეს ბიძგი, უცებ შევისისხლხორცე სისასტიკე და მაშინ შენ აღმოჩნდი ჩემ კლანჭებში. როგორც კი, გადავწყვიტე, რომ მსხვერპლი შენ იქნებოდი, მაშინვე წინასწარ დავგეგმე ყველაფერი. ვფიქრობდი, როგორ გამოგასალმებდი სიცოცხლეს და ჩემ გონებაში გაჩენილი სხვადასხვა ვარიანტები გასაცვიფრებელი განცდებით მავსებდა. ცელქი ღიმილით წარმოვიდგენდი, როგორ უნდა მომეკალი. ბოლო წამს სული ამომძვრა იმის ლოდინში, როდის ახტუნავდებოდა შენი სხეული ჟანგბადის ნაკლებობის გამო და როგორ გაშეშდებოდა უმალ, ნიშნად იმისა, რომ სული განუტევე... ჰმ! ახლაც ვიღიმი. გამახსენდა შენი უსუსური და უმწეო ბორგვა საწოლში, შენი ყრუ ღრიალი ბალიშის ქვემოდან... მჯერა, რომ არ მიბრაზდები. მანდ კარგია, ხომ ასეა? იცი, როგორ მაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ მე ვიყავი ის, ვინც ამოუცნობი სამყაროს მომხიბვლელ კურორტებზე გადაგისროლა. მშვიდად განისვენე, ძმაო. მანდ მარტო ყოფნა დიდხანს არ მოგიწევს. სიკვდილის ყველაზე საოცარი ზეიმი უნდა მოვაწყო... თვითმკვლელს გამოგიგზავნი. არ მოიწყინო! ვიცი, მარტო ხარ, როგორც ადამი, მაგრამ ევას მალე გამოგიგზავნი.
სიურპრიზი იყოს, წინასწარ არ გაგიმხელ, როგორია... შენ ეს მითხარი,ნამდვილად არ მსაყვედურობ, ხომ?
კვლავ მდუმარე იყო და სიკვილთან გარიგებული ირგვლივ ყველაფერი. ფოთოლი არ აშრიალდა არცერთ ხეზე.
სახლში დაბრუნდა მათე.
რაღაც მოსვენაბას უკარგავდა. ფილმის ყურება გამიზრახა, მაგრამ მალევე მობეზრდა. წიგნი გადაშალა და პირველივე წინადადების წაკითხვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ზიზღით დაეხურა იგი. რაღაც უნდოდა და ვერ ხვდებოდა, რა იყო ეს რაღაც. მოწყენილი შევიდა სააბაზანოში და მდუღარე შხაპი მიიღო. ძალიან წვავდა, მაგრამ წარმოუდგენელ სიამოვნებას განიცდიდა ცხელი წყლის ქვეშ ტანჯვა-წამებისგან.
ზოიმ დაურეკა.
-გისმენ
-ხვალ, პირველ საათზე, სანდროს კორპუსის ეზოში.
-მაგას რატომ უთხარით?
-მე არ მითქვამს.
-მოვკლავ ლიკას!
-სანდროსგან რა გინდა, ერთი? რა დაგიშავა?
-არ არის საჭირო, რომ რამე დაეშავებინა. ისედაც შეიძლება იყოს ადამიანი აუტანელი.
-ნუ წუწუნებ და ნუ კრუსუნებ, მათე! დარწმუნებული ვარ, არც იმ შტერების წყვილის დანახვა გაგეხარდება ხვალ. აჰაჰაჰაჰა!
-ეგენიც მოდიან?
-მე გავაგებინე.
-ყოჩაღ! იქნებ გინდა, რომ მე არ წამოვიდე?
-მითხარი, რომ წამოხვიდოდი. ვიცი, სიტყვას არ გადახვალ. ტყუილად ბუტბუტებ რაღაცებს. ხვალამდე.
-კარგად იყავი! — ნერვები აეწეწა მათეს.
***
ქალაქიდან არცთუ შორ მანძილზე, მსხლის ხეებით დაბურულ ადგილას, სიგრილითა და სუფთა ჰაერით გაჟღენთილ სოფელში ზოის მშობლებმა ამას წინათ სახლი იყიდეს. მყუდრო, მოწესრიგებულ ორ სართულიანი სახლის მსხლის ხეებით გაშენებულმა ეზომ სრულიად თავბრუ დაახვია ელენეს, რადგან ეს ქალბატონი იმხანად თავს მსხლის მოყვარულად ასაღებდა.
ზოიმ ამ სახლში მოიყვნა მათე, ლიკა, გვანცა, სანდრო და გვანცას შეყვარებული. როგორც კი ეზოში შეაბიჯეს, მაშინვე მიწაზე ჩამოსხდნენ. დაქანცულები და ოფლში ნაცურავები იყვნენ.
გზაში დიდი ჟრიამული მოაწყეს, ამიტომაც დაიღალნენ. ხმაურიანად იმგზავრეს. ხან იმღერეს, ხან ჩაბჟირებამდე იცინეს. მთელი გზა ისე იმხიარულეს, უკან რომ მიბრუნებულიყვნენ, გული არ დასწყდებოდათ.
აქ შედარებით გრილოდა და დაღლილებმა მალე მოითქვეს სული. ზოის ძალიან მოკლე შორტი ეცვა, ჭიპი მოშიშვლებული ჰქონდა. სხეულს უდარდელად ატრიალებდა სანდროს და მათეს დახარბებული თვალების წინ. ზოის სრულად გაშიშვლება სურდა ორივეს, ტანსაცმლის მიღმა არსებული ინტრიგა აკარგვინებდათ მოსვენაბას. როგორც ყოველთვის, ლიკა აჭარბებდა გამომწვევად ჩაცმაში, მაგრამ ბიჭების მხრიდან ნაკლებ ყურადღებას იქცევდა. მის მიმართ ინტერესი არ ჰქონდათ. სანდრომ ისედაც იცოდა მისი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭული. მათე კი მხოლოდ ზოის არსებობას იმჩნევდა. არ მოსწონდა არც გვანცა, არც მისი შეყვარებული, არც სანდრო და არც ლიკა.
ბავშვობიდან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა სანდროსთან, მაგრამ ამას ძალიან ძნელად თუ შეამჩნევდით. სანდრო ყოველთვის ფარული ზიზღით იყო განმსჭვალული მათეს მიმართ, რადგან ვერ იტანდა, როცა ზოის კეთილგანწყობას იმსახურებდა მათე. სხვებისგან უყოყმანო აღიარებასა და თაყვანისცემას იყო მიჩვეული და მათეს სახით მეტოქის არსებობა სასტიკად აწამებდა მის ეგოს. დაბოღმილი დადიოდა და ყველნაირად ცდილობდა მათესთვის დაეშავებინა რამე. მათეს კი შეუმჩნეველი არ რჩებოდა სანდროს ბოღმიანი დამოკიდებულება და ქცევები. ისიც თავისებურად უხდიდა სამაგიეროს — მშვიდად, აუღელვებლად და მტკივნეულად.
დაბალი და ლამაზი გვანცა ზოის ყოფილი მეგობარი იყო. ნელ-ნელა გაუცივდათ ურთიერთობა. უნდობლობის ბზარებმა ამოხეთქა მათ გულებში და ღრმა, შეუვსებელი ნაპრალი გააჩინა მეგობრობაში. ვერცერთმა მოძებნა ამ ნაპრალის ამოვსების გზები, თავის დროზე ვერ მოაშუშეს ახლად გაჩენილი ჭრილობა და მერე უკვე გვიან იყო. ერთმანეთისთვის არ უთქვამთ აღარ ვმეგობრობთო, უბრალოდ იშვიათად თუ შეხმიანდებოდნენ ხოლმე. რაღაც ერთგულების მსგავსი გრძნობა აკავშირებდათ დაწყებულ ურთიერთობებთან. ვერ ელეოდნენ ძველ ურთიერთობებს. მერე რა, რომ მეგობრები აღარ იყვნენ, მაინც აგრძელებდნენ ურთიერთობას.
თავისი ცეცხლოვანი თვალებით ათვალიერებდა სანდრო ზოის გამოჩენილ თუ გამოუჩენელ სხეულის ნაწილებს, როცა ლიკა მიუცუცქდა და კისერზე ჩამოეკიდა.
ნაზად უჩურჩულა:
-რას მიაშტერდი? რა იყო, ქალის სხეული არ გინახავს?
-თავი გამანებე, ლიკა!
-აბა, რას ვაპირებთ? — მხიარულად იკითხა გვანცას შეყვარებულმა, რომელსაც ღიმილი ისე არ უხდებოდა, მოგინდებოდა, რომ ყველა კბილი სათითაოდ ჩამოგეცალა.
-ჯერ ცოტას დავისვენებთ, წავიხემსებთ, გავერთობით. საღამოს კოცონს ავაბრიალებთ, ენას მოვიქავებთ, ბევრს ვიცეკვებთ. — ნაძალადევად ჩამოთვალა. ეზარებოდა ლაპარაკი. მიწაზე წოლა და ჩუმად ყოფნა ერჩივნა. მაგრამ არც მიწაზე იწვა და არც გაჩუმების საშუალებას არ აძლევდნენ.
-მეგონა უკეთესად დაგეგმავდი...
-ნუ იგესლები! რაც არის, არის და მორჩა. ნუ დამთრგუნავ და დამაკომპლექსებ შენი პრეტენზიებითა და კრიტიკით.
ბოლო დროს მათესთან უხეში ლაპარაკი დასჩემდა, მაგრამ თითქოს სიამოვნებას გვრიდა ასე მოქცევა. ბავშვური, გულწრფელი და გულუბრყვილო სიხარულით უხაროდა, რომ მათესთან ასეთები უპრობლემოდ გასდიოდა. თავს პრივილეგირებულად გრძნობდა და თავდაჯერებით ივსებოდა, როცა გაკვირვებისგან ყბამოღრეცილი მეგობრების სახეზე მოულოდნელ შოკს კითხულობდა.
ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა მათემ მისი სიუხეშე. სანდროს თავის ცეცხლოვან თვალებში სხვა სინათლე შეეპარა. უფრო ვარსკვლავური და კოსმიური ნათება იყო... რაღაც განსაკუთრებული, რამაც მის სხეულში შეჭრილი სიხარული მათესთვის შესამჩნევად გამოამზეურა.
-ჩვენ ცოტახნით განვმარტოვდებით.
-როცა ჭამის დრო მოვა, დაგვიძახეთ.
უშნო ღიმილით სახეგაუშნოებულმა გამხდარმა და დაბალ კისრიანმა გვანცას შეყვარებულმა გაუბედავად აამოძრავა მარცხენა ხელი და გოგოს ყოყმანით მოხვია წელზე.
-არ დაიკარგოთ. ძალიან დიდი ადგილია.
თან პოლიციასაც ვერ შევატყობინებ. ჩემმა მშობლებმა არ იციან აქ რომ ვართ და არც მინდა, გაიგონ!
-მთავარია ერთმანეთს არ დავეკარგოთ. — სერიოზულად მიაძახა გვანცამ. რატომღაც ეგონა, რომ ენამოსწრებული პასუხი გასცა ზოის და რაკი შესაბამისი რეაქცია არ ჰქონდათ დანარჩენებს, იმედგაცრუებული უფრო მჭიდროდ მიუახლოვდა შეყვარებულს. მსხლის ჯუნგლებში გაუჩინარდა მასთან ერთად.
-ძალიან დავიღალე, გვანც!
-ჩემი წუწუნა ბიჭი ვინ არის? — ალერსიანი კოცნა უსაჩუქრა ლოყაზე; — მეც დავიღალე. მიდი, დაწექი და მე მუცელზე დაგადებ თავს.
-ოჰ! რატომ ვითომ? რბილად გინდა თავის დადება?
-აბა, რა. მიდი, მიდი, წამოწექი, რა!
-იქ ჩრდილია, იქ დავწვები.
დიდი და მსხვილი ხის ტოტებს ქვეშ სიცხისგან გახვითქულებისთვის მაცდუნებელი ჩრდილი იდგა. ფოთლებს შორის მსხლები ღაჟღაჟებდნენ და რამდენჯერაც გვანცას მზერის რადიუსში მოხვდებოდნენ, იმდენჯერ ნერწყვებს ყლაპავდა შეყვარებულის თხელ მუცელზე თავჩამოდებული გოგო.
-გვანც, რამდენ შვილს გამიჩენ?
-პირველი რომ გვეყოლება, მერე მოვიფიქრებ. ხომ შეიძლება იმ პირველმა ისე დამტანჯოს, მეტის ყოლის სურვილი დამაკარგვინოს?
-ხო, ხო, როგორ არ შეიძლება. მე ორი შვილი მინდა. ორივე ბიჭი.
-შენ ხო არ გაგიჟდი? ბიჭები მამას ემსგავსებიანო, ასე წავიკითხე სადღაც. მინდა, რომ შვილები მე მგავდნენ. არ მითხრა, რომ შენნაირი ულამაზო ნაკვთების ქონისთვის გემეტება შვილები.
-თუ არ მოგწონვარ, რატომ ხარ ჩემთან?
-მომწონხარ, შტერო. უბრალოდ ლამაზი არა ხარ.
-ერთი ბიჭი მაინც გამიჩინე. — სასოწარკვეთილებით აღსავსე იყო ბიჭის ხმა.
-გაგიჩენ. ოღონდ სანაცვლოდ ერთი სურვილი უნდა შემისრულო.
-ვიცი, რაც გინდა. გაკოცო ხო?
-უიმე! რა ბოთე ხარ! არ მინდა კოცნა. მსხალი მომიწყვიტე.
-შენთვითონ მოიწყვიტე!
თმებში ხელი ჩაავლო გვანცას და მუცლიდან თავი ძალით ააღებინა.
-მეტკინა.
-ვიცი.
-სულ არ გაგიჩენ შვილებს! მიყურე ეგრე! შენ ცოლად როგორ გამოგყვე? ეხლავე თმებს მწიწკნი და მერე რაღას დამმართებ?!
-ბოდიში, ბოდიში... ბოდიში... — ჩუმად ბურდღუნებდა ბიჭი.
ჯინსის ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო ზევით აიწია გვანცამ. ფეხები გაჩაჩხა და იმხელაზე შეძლო მათი ერთმანეთისგან დაშორება, რომ ჩათვალა, ხეზე აძრომას შევძლებო. ჭინთვითა და უცნაური კნავილით აცოცდა ტოტიდან ტოტზე. ქვემოდან თვალმოუშორებივ აკვირდებოდა შეყვარებული, რომელმაც ერთგვარ ტრადიციად ქცეული უშნო ღიმილი წარუმძღვარა მორიგ სისულელეს:
-ვარდისფერი ტრუსი გაცვია?
-ხოო, ვერ ხედავ? ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. მოგწონს?
-აუუ, კიი.
-ძალიან მოგწონს?
-კიი, გვანც!
-მაშინ, აბა, ეს ნახე.
კაბა სულ ბოლომდე აიწია და ფეხები, რაც შეეძლო, განზე გასწია. სრულყოფილად დაინახა მისმა შეყვარებულმა ვარდისფერი ტრუსი, მაგრამ კიდევ მეტი სურდა. ალბათ, იმ მეტის ხილვასაც შეძლებდა ისე იყო გვანცა მონდომებული, რომ ბიჭი აღგზნებულიყო, მაგრამ მოულოდნელად ფეხი დაუცურდა. ხელით ძლიერად ჩაეჭიდა მხრების სიმაღლეზე გამოშვერილ სხვა ტოტს და ამან იხსნა ხიდან ჩამოვარდნისგან. ქვემოდან შეყვარებული აღმუვლდა და აწკმუტუნდა ძაღლივით.
შეშინებული გვანცა სწრაფად ჩამოძვრა ხიდან და როცა მწიფე მსხლის ნაკვალევი შენიშნა ბიჭის სახეზე, ხარხარი აუტყდა. მძიმე და მწიფე მსხლები ძირს ჩამოცვევნილიყო და რამდენიმე ლაზათიანად მოხვედროდა მის შეყვარებულს.
-ჰაჰაჰა! ვაჰაჰაჰა, ვუჰუჰუჰუ! წავედი, იმათაც უნდა ვუთხრა.
-ჯერ კაბა ჩამოიწიე და ისე წაეთრიე! — უღრიალა მსხალ დაცემულმა და მისი მწიფე შიგთავსისგან სახე მოთხვრილმა ბიჭმა.

-ვაიმე, იცით, რა მოხდა?
-ნეტავ რა მოხდა ისეთი, ასე რომ გიხარია? — უჟმური განწყობა შეაგება მათემ.
-რა მოხდა, გვანცა?
სიცილილსგან ლამის გაიგუდა. ბოლოს უკვე იხრჩობოდა და თავს ძალა დაატანა გაჩერებულიყო. დანარჩენებს ნერვები დააწყდათ, მის შემყურეს. ამასობაში გვანცას შეყვარებულიც გამოჩნდა. ყველას სიცილი აუტყდა. ამ მხნის განმავლობაში ერთი კარგად შელამაზებულიყო მწიფე მსხლის ჯემივით შესქელებული მასისგან. უზადო მონდომებით შეემატებინა ახალი დეტალები წეღანდელი საზიზღრობისთვის. გვანცამ სიცილი ვეღარ შეძლო. ვერ არკვევდა, რა ხდებოდა ახლა მის თავში. თითქოს ეზიზღებოდა კიდეც ბიჭი ამ საქციელის გამო, მაგრამ არ ჰქონდა იმდენი უნარი, რომ ამას ძლიერად ჩასჭიდებოდა. სიცილსა და ზიზღს შუა გაეყინა განწყობა და ერთხანს ასე იდგა. დანარჩენები კი გულიანად იცინოდნენ.
გვანცას გაურკვევლობამ გადაურა თუ არა, ოდნავ შელამაზებულად მოუყვა დანარჩენებს, თავს რა გადახდათ მასა და მის შეყვარებულს. ბავშვური იყო გვანცა. ზედმეტად ბავშვურივ კი! სული არ ეხუთებოდა ამხელა უაზრობაში. არც სულელი შეყვარებულის ყოლა აწუხებდა, არც თავისი იდიოტიზმი.
-აღარ მოვიდა ჭამის დრო? — შეწუხებული ჩანდა სანდრო.
-მოვიდა, მოვიდა!
გემრიელად შესანსლეს ყველაფერი. მერე ბადმინტონი ითამაშეს. საღამოს კვლავ დაღლილები იყვნენ. კოცონის ასანთებად ხმელი ტოტების შეგროვება დაიწყეს. სანდრომ გატოკება არ ინება. ლიკამ კი მალევე შეწყვიტა ტოტების შეგროვება და სანდროსთან მივიდა.
-მათეს თავი ვინ ჰგონია? ცოტახნის წინ მითხრა, ნიღაბი ჩამოიხსენი, კარგი გოგოს როლს ნუ თამაშობო.
-გიკვირს მაგისგან ეგეთები? ან ჩემთან რას წუწუნებ? წადი და იმას დაელაპარაკე.
-აუუ, სანდრო, რა დამპალი ხარ! ხომ იცი, ვერ მივალ და ვერ დაველაპარაკები.
-რატომ?
-ოო, მე რავიცი... ვერა და მორჩა!
-მე კიდევ მათეს არ გავჭორავ შენთან.
-მე როდის გითხარი გაჭორე-მეთქი?
-ლიკა, თავი გამანებე!
-ეგრე, არა? ესე იგი თავი დაგანებო, ხომ? ჩემგან კარგს ნუღარ დაელოდები. არ ყოფილხარ ღირსი არაფრის.
-არაუშავს. შენი კარგის გარეშე გავძლებ როგორღაც.
ცრემლი ჩამოუგორდა ლიკას სახეზე. სულერთი ცრემლი, მეტი კი არა! ერთადერთი იყო და ძალიან ცხელი. კანზე იგრძნო მისი მხურვალება. გულს ძალიან სტკენდა ის, რომ არც მათე და არც სანდრო დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. თითქოს უსიცოცხლო საგანი იყო, რომელსაც დიდი ხნით ინახავდნენ ეს უკანასკნელნი სადღაც ბნელ უჯრაში და როცა დასჭირდებოდათ, მხოლოდ მაშინ თუ გამოიყენებდნენ. არადა, რა სასიამოვნოდ ახსოვს ის პერიოდი, როცა მათეს მზრუნველობის ობიექტი იყო.
დახმარება ძლიერ სჭირდებოდა, როცა მათემ გაუწოდა ხელი. ნელ-ნელა ამოათრია ჭუჭყიანი წუმპედან, ფეხზე დააყენა, მორალურად და ფსიქოლოგიურად გააძლიერა. მაგრამ ეს მხოლოდ დახმარება იყო და მეტი არაფერი. ვერ გაიგო მათესთან ხშირი კონტქატით განებივრებულმა ლიკამ, სინამდვილეში რა დამოკიდებულება ჰქონდა მათეს. საბოლოოდ კი მწარე იმედგაცრუება იგემა, როცა ერთ დღესაც მათემ განუცხადა გვიან მივხვდი, რომ იმ წუმპეს მართლა იმსახურებდიო. ამის მერე დაუახლოვდა სანდროს, რომელთან ურთიერთობაში უფრო მეტსაც მიაღწია. ბოლოს და ბოლოს, სექსი ჰქონდა მასთან.
ლიკა ამ ორს შორის გადი-გამოდიოდა. ყოველ წყენას ის პასუხი მოსდევდა, რომ რომელიმესთვის კარგს აღარაფერს გაიმეტებდა. ახლა სანდროს ჯერი დადგა. მასზე აპირებდა ბოღმის ნთხევას.
ჩამობნელდა. კოცონი დაანთეს და გარშემო შემოუსხდნენ. ბნელი ღამე იყო, ძლივს ანათებდა ახლად გამოსული მთვარე. ლაპრაკის ხასიათზე მოსულები უამრავ თემაზე საუბრობდნენ.
-მე მინდა, რომ ჩვენ თაბებზე ვთქვათ რამე. — ინიციატივა გამოიჩინა ზოიმ.
-კარგი და, რა უნდა ვთქვათ?
-რავიცი, სანდრო. რამე საინტერესო გვითხარი შენ შესახებ ან ისეთი რამე გაგვიმხილე, რაც ჩვენ არ ვივით.
-კარგი. დავფიქრდები. მანამდე სხვამ ილაპარაკოს.
ლიკამ გამოიჩინა მეტი სითამამე და გაბედულად წამოიწყო:
-თქვენც ხომ იცით, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. შეყვარებული არასდროს მყოლია, მაგრამ ბევრს ვყვარებივარ.
-ტყუილებს ნუ გვაჭრი! — ღიმილით უხრა გვანცამ.
-დამასრილებინე, გვანციკო! არაფერსაც არ ვტყუი. მართლა ვუყვარვარდი ვიღაც დებილებს. ჰოო, გავაგრძელებ... მინდა, რომ ყველაზე ლამაზი და სასურველი გოგო ვიყო. ხანდახან მგონია, რომ ჩემზე კეთილი არავინ არის ამქვეყნად და ამის გამო სხვებთან შედარებით მეტი მგონია თავი. — სანდროს და ზოის გაეცინათ — რა იყო?! მართლა კეთილი ვარ.
-გვჯერა შენი, ლიკა. — თანაგრძნობიტ უთხრა მათემ. ლიკა ლამის ცაში აფრინდა სიხარულისგან და იქ ჩამოკიდებულ ფაფუკ ღრუბლებზე ჩამოჯდა ცოტახნით.
-მე დავასრულე. ახლა სხვამ თქვას — ღრუბლებზე ჯდომის გაგარძელება უნდოდა ლიკას.
-მე ვარ გვანცა. მყავს მაგარი შეყვარებული და იმასაც მაგარი ვყავარ. მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვივი.
-ეგრეა, ეგრე! მაგარი მყავხარ. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. — გვანცას შეყვარებულიც მალე დადუმდა.
-ზოგჯერ რა უინტერესოები და ჭკუასუსტები ჩანხართ, ნეტავ იცოდეთ. — საყვედურნარევი ტონით თქვა ზოიმ.
-მხოლოდ ჩანან?! და არ არიან? — ეს უკვე მათე იყო.
სანდროს დაძაბულობის სუნი ეცა და სასწრაფოდ დაიწყო საკუთარ თავზე მოყოლა. მათეს სისინა ნათქვამი ყველას დაავიწყდა, თითქოს.
-მგონი, ყველაფერი იცით ჩემზე და ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაინც მომისმინეთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს და თავს არ ვზოგავ, რომ დამსახურებულად ვიქცე სხვათა ინტერესის ობიექტად. ამის გამო თავი არასდროს დამიკარგავს. მე ძალიან რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს და მშვენივრად ვხედავ, რა როგორია და რას მიმზადებს მომავალში. სულ მეამაყებოდა, რომ ოცნებების მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ. ახლაც ვამაყობ ამით. როცა ვხედავ რამდენი განსაცდელის გამოვლა უწევს ილუზიებში მცხროვებ ხალხს, ერთი წამითაც კი არ მეცოდებიან. პირიქით, ყველა მძულს უსუსურობიდ გამო. მე ძლიერი ვარ და არასდროს მსგავს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები. იცით რამ გამხადა ძლიერი? ყველაფერს რეალურად ვუყურებ, შესაბამისად, არ მიჭირს რეალობასთვის თვალის გასწორება და საჭირო დროს მის წინააღმდეგ თქვდაუზოგავი შრომა.
-წესით ახლა ტაშს უნდა მოელოდე ჩვენგან. — მათემ პირველმა დაუკრა ტაში, მაგრამ სანდროს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ირონიის ნაყოფი იყო.
-ახლა ჩემი ჯერია. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მეთქვა, მაგრამ თავში არაფერი მომივიდა. — მცირე პაუზა გააკეთა ზოიმ. მერე მათეს შეხედა და გააგრძელა: - აქამდე სულ მეგონა, რომ გალაკტიონი გიჟივით შეასკდა ფანჯარას, გაამტვრია და ვიდრე ძირს დაენარცხებოდა და სულს განუტევებდა, თვითმკვლელობის ეს არაორდინალური ფორმა ჯერ ფანჯრის მტვრების, შემდეგ კი შუშების ძირს დაყროს ხმის ფონზე განახორციელა. რას წარმოვიდგენდი, რომ თურმე გალაკტიონი არც ძალიან შეშლილი ყოფილა და თვითმკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე ფანჯარა გამოაღო. მაინც რა დამაკნინებელია ეს ნიუანსი “ჩემი” გალაკტიონისთვის! მე ის ყველაზე არაამქვეყნიური მეგონა... გული მწყდება, მაგრამ არაუშავს.
-გეხვეწები მითხარი, მაგაზე რატომ ფიქრობდი?
-ეჰ, სანდრო! მეც მინდოდა .
ამასობაში ლიკა ფაფუკი ღრუბლებიდან ძირს დაეშვა და მათეს ხმის გაგონება მოუნდა.
-შენ რატომ ხარ ჩუმად? არაფერს გვეტყვი? — ინტერესიანი თვალები შეანათა დამუნჯებულ მათეს.
კოცონზე ცეცხლის ალი ლამაზად ცეკვავდა. თვალს ყურადღებით ადევნებდა მათე ამ სანახაობას. მზერით ცეცხლის მწველ ნათებაში ჩაიკარგა და კოცონის გარშემო შეკრებილთათვის რამდენიმე სიტყვა გამოიმეტა:
-ხშირად მინდება განმარტოება, მაგრამ სადღაც ლამაზ ყვავილებიან მინდორზე კი არ მივრბივარ, არამედ იგივე ადგილას ვრჩები, გარშემომყოფებისგან დისტანცირებულად.
-აბა, ახლა აგვიხსენი რა გვითხარი; — ირონიულად ჩაეცინა სანდროს; — ვერაფერი გავიგე.
-ვერც მე გავიგე, რა თქვი; — ხელები განზე გაშალა ლიკამ.
მათემ ზოის შეხედა. უნდოდა მის სახეზე ამოეკითხა აინტერესებდა თუ არა, რასაც ამბობდა. რაკი სმენა დაძაბული ზოი დაინახა, სიტყვები აღარ დაენანა დანარჩენებისთვის.
-ადამიანები ისე ვერასდროს შეძლებენ ჩემი ჟანგბადის შთანთქვას, როგორც ურთიერთობებს, სულთამხუთავსა და უჰაერო კონტაქტებს შეუძლია ამის გაკეთება.
-უარესად დავიბენი. აუ, რანაირი ხარ, რა, მათე! ხვდები, როგორი აუტანელია შენთან ერთად ყოფნა? — შეყვარებულს ჩახუტებული გვანცა განაწყენებული ჩანდა.
-ჩვენ შორის ყველაზე აუტანელი მე ვარ და გეხვეწებით, ამ სტატუსს ასე, ერთი ხელის მოსმით, ნუ ჩამომართმევთ, რა!
-ზოის ამ ბოლო დროს ძალიან დასჩემდა თავში ავრდნა და ამას მარტო მე ვამჩნევ?
-ეგ მეც შევამჩნიე. — სანდროს ნათქვამს უმალ დაეთანხმა გვანცას შეყვარებული.
-ნუ გშურთ, ხალხნო! განა ვინმე დაგიშლით, თქვენც რომ დაიფასოთ თავი. რა გაუბედავები ხართ და ამის გამო მეც ხმა აღარ უნდა ამოვიღო, არა? გირჩევნიათ ყველამ თავები ჩავქინდროთ და დავიძინოთ, თუ ამ ექვსეულიდან ოთხს მაინც სძინავს! აი, გამაგებინეთ რატომ გეშინიათ იმისა, რომ ოდნავ განსხვავებული მაინც იყოთ?!
-შეურაცხყოფაზე რომ გადახვედი, ხვდები?
-ვხვდები, სანდრო. გამიზნულად გელაპარაკები ასე; — შეწუხებული სახე მიიღო ზოიმ; — შეურაცხყოფაზე შენ გადმოხვედი, ხოდა, ჩუმად იყავი!
-დავიღალე თქვენი მოსმენით. მათე ამბობდა რაღაცას... რაღაც უჟანგბადობაო. აგვიხსენი, რა. — მუდარა იგრძნობოდა ლიკას ხმაში.
-აუტანელი ვაჟბატონი პასუხს აღარ გაგვცემს, იმიტომ, რომ ლაპარაკი შეაწყვეტინეს ზოიმ და სანდრომ.
მათეს გაეღიმა ამის გაგონებაზე. მართლაც აღარ აპირებდა ხმის ამოღებას.
-მოიცა, უნდა შეგეხვეწო ახლა? თუ რა გინდა? — გაბრაზდა ზოი; — კარგი. ბოდიში. გთხოვ, წესიერად გაგვაგებინე, რას ამბობდი.
იცოდა ზოიმ, როგორ არ უყვარდა მათეს ეს გარემოცვა. იმასაც ხვდებოდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. წამიერად თავში გაუელვა იმ აზრმა, რომ მათე ეტყოდა, კარგად ვერ დაგეგმე ყველაფერიო. მთელი სხეული გაეყინა. მათეს მიუცუცქდა და მოფერება დაუწყო. სასოწარკვეთილი გამომეტყველებით კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში. მიზანს მიაღწია.
-ურთიერთობა უჰაერო კონტაქტია ჩემთვის. რა დროს სხვა ადამიანებია, როცა შინაგანად ლამის გავსკდე, დროზე თუ არ მივუსწარი საკუთარ თავს. დიდი ქაოსი მაქვს დასალაგებელი და მოსაწესრიგებელი. ამას ჟანგბად-ჭამია ურთიერთობებიც ემატება... თქვენ რა, ჩემი სიკვდილი გინდათ?
ლიკა უაზროდ ახარხარდა. ზოის წეღანდელმა საქციელმა ზიზღით აუვსო გული. სიცილში გადაზარდა მოწოლილი აგრესია.
-დისტანცია... აი, ასეთი მეთოდი გამოვიმუშავე დროთაგანმავლობაში. როცა ვგრძნობ, რომ სუნთქვა მეკვრის, როცა შხამივით მწამლავს სხვებთან ურთიერთობა, ვდისტანცირდები ხოლმე. არსად გავრბივარ და არსად ვიკარგები. აქვე ვარ! საკუთარ თავთან ეულად დარჩენილი.
-აუჰ! მართლა აუტანელი ხარ!
-ჩემთვის არ არის აუტანელი. — გულუბრყვილოდ აღმოხდა ლიკას.
-ჰო, არც ჩემთვის არის აუტანელი. პირიქით, მე ვუშლი ხოლმე ნერვებს.
-გვანცასნაირებზე ვთქვი უჰაერო კონტაქტი მშხამავს-მეთქი. უინტერესო და არაფრისმომცემი რომ ხარ, მაგიტომაც ვერ ეღირსე ჩემგან თბილ მოპყრობას, ძვირფასო გვანცა.
-ეე, ვისზზე ამბობ მაგას?! დაფიქრდი, ცოტა.
-აჰა, გამოხტა ეს მეორე იდიოტიც!
-მოიცა, მოიცა... აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ. — გამშველებლის როლი მოირგო სანდრომ.
-მე არც ვაპირებ ჩხუბს. წინასწარ კი არ ვგეგმავ, მეორე წუთს რას გავაკეთებ. რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი და არ მაინტერესებს, მოგეწონებათ თუ არა.
-სხვა დროს გაგაგებინებ, რა მომეწონება შენ ნათქვამში. — შეუღრინა გვანცას შეყვარებულმა.
-დაწყნარდი ჩემო, ლომო. აჰაჰაჰაჰაჰა! — მარტო გვანცა ჩაბჟირდა.
ყველა თავისთვის ჩაფიქრდა.
-ზოი, რას ამბობდი სუიციდზე? რატომ გაგიჩნდა მაგის სურვილი?
-ვერ გეტყვით, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
-კარგი, შენი ნებაა.
-მარტო იმას გაგიმხელთ, რომ რაღაცისთვის ვიბრძვი, მაგრამ ვერა და ვერ მოვიპოვე ის რაღაც. უკვე ამ ბრძოლითაც დავიღალე, ენერგიებისგან ვიფიტები. არც ვფიქრობ, რომ ოდესმე გამარჯვებას შევძლებ.
-ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. მაინც განწირული ხარ. რეალისტურად შეხედე ყველაფერს. მართლა მიკვირს, რატომ გიჭირთ რეალისტებად დარჩენა? სანამ დრო გაქვს დანებდი, ზოი. მერე ინანებ, რომ უამრავი დრო დაახარჯე ამაო ფართხალს. მართლა ფართხალი ჰქვია იმას, რასაც შენ ცდილობ. ნუ გეწყინება.
-არა, არ მწყინს. მგონი, მართალი ხარ სანდრო.
-სანდრო მართალს გეუბნება. მე გამოვცადე, რა საშინელი გრძნობაა, როცა აღმოაჩენ, რომ ტყუილად გიფართხალია. — არ დააყოვნა კვერის დაკვრა გვანცამ.
ყველა იმედი გადაეწურა ზოის. ნაღვლიანად მიაშტერდა მათეს. თითქოს, გადარჩენას სთხოვდა...
-იცი, რას გეტყვი? — დაიწყო მათემ; — არც სანდროს ვეთანხმები და არც გვანცას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დანებება ყოველთვის არის გამარჯვების წინ მდებარე საფეხურზე გაჩერება და მერე იქიდან ტრიალ-ტრიალით დაგორება. წარმატების საიდუმლო ერთადერთ რამეშია და ეს არის მუდმივი სწრაფვა მიზნისკენ, დაუღალავი შრომა და გამარჯვების იმედი.
შენ ძალიან ჯიუტი ხარ. მთელი ცხოვრებაც რომ დაგჭირდეს, არჩეული გზიდან არ გადაუხვევ და ერთხელ და სამუდამოდ კლდის მწვერვალზე აძვრები და ამაყად ჩაიხედავ ქვემოთ, თვალით გასინჯავ მიზნამდე გავლილ გზას.
ეს გზა არ იქნება ყვავილებითა და მარგალიტებით მორთული, არც წითელი ზღვა იქნება — მოსემ რომ შუაზე გაჰყო და მერე დაუბრკოლებლად გადავიდა ზღვის მეორე მხარეს. ამ გზის გავლისას ეკლები შეგერჭობა ფეხებში, შიშველი მუხლებით მოგიწევს ხოხიალი და სისხლი გადმოგითხივლდება გადატყავებული კანიდან... მაგრამ გზის ბოლო აღთქმულ მიწად გადაგექცევა, შენი წმინდა ქანაანი გახდება და შენც დაისვენებ!
გიღირს, ზოი... გიღირს ამ გზის გავლა!
-რა მოსე და ქანაანი? შენ ხო არ გააფრინე? რაებს ეუბნები?
-სანდრო, მოკეტე რა! შენნაირად კი არ დამგრუზა.
-ესეც შენი რეალიზმი. — ლიკამ ნიშნის მოგებით უთხრა სანდროს, რომელიც უკვე ნანობდა, რომ წეღან გვანცას შეყვარებული დააშოშმინა.
სახლის სიახლოვეს რაღაც ხმა გაისმა. ლიკა მთელი სხეულით აცახცახდა.
-ვაიმე, სულები ხომ არ არიან?
-არ ვიცი. შეიძლება სულები არიან.
-ეე, ნუ მაშინებ! სერიოზული იყავი.
-ლიკა, მართლა არ ვიცი და რა ვქნა? ისიც ხომ შესაძლებელია, რომ სულები მართლა იყვნენ?
-დაწყნარდით, არაფერი არ არის. ალბათ, მსხალი ჩამოვარდა და რკინას დაეცა. — სწორ პასუხს გაარტყა გვანცამ.
-აუ, მათე, წავიდეთ რა! ძალიან მეშინია.
-მათეს რას ეუბნები წავიდეთო. აქ მე მოგიყვანეთ, მათემ კი არა!
-ზოი, ხომ ხედავ, რომ მართლა ეშინია. კრუნჩხვებში არ ჩაგვივარდეს. მორჩა, გადაწყვეტილია. მივდივართ აქედან.
-ჰო, წავიდეთ. — ლიკა სიხარულით დაეთანხმა მათეს.
-ოოოო, რა იდიოტური დღე იყო, რა. კარგი, ცეცხლს მე ჩავაქრობ. თქვენ ყველაფერი წამოკრიფეთ და წასასვლელად მოემზადეთ.
მთელი გზა ჩუმად განვლეს. ერთი სული ჰქონდათ სახლში მისულიყვნენ და დაეძინათ.





თავი 6
მაკრატელი ფურცელს ჭრის ნელა.
გამოჭრილ ფურცლებზე ფხაჭუნით დაიარება კალამი უშფოთველად.
ავტორის მშვიდი სუნთქვა ისმის ყრუდ და შეუმჩნევლად.
კონვერტს ავსებს კვადრატულად გამოჭრილი ფურცლები შრიალისებური ხმაურითა და ნელა.

***

გემრიელად საუზმობს. კარზე კაკუნია.
-გამარჯობა. თქვენთან ამანათია.
-გამარჯობა... ვინ გამოგზავნა?
-ანონიმურია. აქ მოაწერეთ ხელი.
-ვაა, საინტერესოა... კარგი. აქ ხომ? აჰა, ესეც ასე! მადლობა და კარგად იყავი.
კურიერის სახეზე სიბრაზე დარბის. მოკლედ ამბობს:
-ნახვამდის.
კარს თავხედურად უჯახუნებს, ზუსტად ცხვირწინ. უკვე კიბეებზე ჩამავალი, აგრესიამოწოლილი კურიერი კი გულში ათასგვარი საზიზღრობით ლანძღავს.
მიღებულ ამანათს მაგიდაზე დებს. საუზმეს უბრუნდება, მის მიმართ ერთგულების დამტკიცების განზრახვა ამოძრავებს.
ჩამქრალი და წყვდიადთან დამეგობრებულია მისი მზერა. უსასრულო სიცარიელეს იტევს მხოლოდ. ამ სიცარიელეში მარტოსულად მდგარ სკამზე ზის მძიმედ. ფეხები სკამის სიგანეზე გაუჩაჩხავს და ზედ ხელები უსვენია — დამძიმებულნი და ქანდაკებასავით უსიცოცხლონი. დანარჩენებისგან გამოყოფილი თმის ერთი ღერი დაცოცავს გამომშრალი თვალების სიახლოვეს, წარბებსა და წამწამებზე ვიოლინოს ხემივით ამოძრავებს ღია ფანჯრიდან მორცხვად მობერილი სუსტი ნიავი და არსებული სიცარიელე უპრეტენზიოდ ივსება ყალბი, თვალთმაქცური, თაღლითური ბგერებით, თითქოსდა, მართლა ვიოლინოს ხმოვანება იყოს. მაინც სიჩუმეა. არაფერი ისმის. ზედმეტად ყრუა ფარსი მუსიკა. გაყინულია თვითონ სრულად, მაგრამ ვერ აჩერებს, ვერ უმიზნებს ცივ და მომაკვდინებელ სუნთქვას თმის იმ მოუხელთებელსა და დაუმორჩილებელ ღერს.
გაშეშებული ზის ჩამქრალ და წყვდიადთან დამეგობრებულ მზერაში მოკიაფე უსასრლო სიცარიელედ გარდაქმნილი სულით დამძიმებული და მგრგვინავი ტკივილი არ შორდება მის გაოგნებულ, უმწეო არსებას, რადგან ბუნტი ფიქრიც კი არ უკრთება იმაზე, თუ, რანაირად არის სიცარიელე ასე მძიმე, სასტიკი და მტანჯველი.
დამთავრდა დრამატული წამება და სხივი ჩადგა მის თვალებში. მაგიდაზე დადებულმა ამანათმა, როგორც იქნა, მისი ყურადღება დაიმსახურა. ცნობისმოყვარე მოლოდინით გახალისებულმა და სახეზე ღიმილმომდგარმა წამებში შემოაბრდღვნა ზემოდან გადაკრული ქაღალდი ამანათს და ოდნავი გაგულისება იგრძნო შევსებადაწყებული სიცარიელის ბუმბულივით მსუბუქ ნაწილში, როცა ხელში კვლავ კონვერტი შერჩა. “ფფხხხრრრრიიიიიწწწწწწ” — დიდხანს აღებული ნოტივით გაიწელა ქაღალდის ხევის ხმა. “როგორც ჩანს, ვიღაც ფარულად მეთამაშება” - გაიფიქრა და ზუსტად ამ დროს კონვერტიდან ფურცელი ამოიღო, რომელზეც წერია: “ეს თავსატეხი გამიზნულად გამოგიგზავნე, რათა მისი საშუალებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა...”.
გაეღიმა. “ერთი შეხედვით, საინტერესოდ და სახალისოდ გამოიყურება ეს, მაგრამ საკმაოდ მორიდებული ქცევა ხომ არ არის გამომგზავნელის მხრიდან? არ ჯობია, შემხვდეს და მითხრას, რისი თქმაც უნდა?” - ოდნავ გაკვირვებულიც კია. ახლა, ეჭვი, იმის თაობაზე, რომ ეს თამაშია, უფრო უმძაფრდება. ყოველივე აზარტულად ეჩვენება და, მიუხედავად იმისა, რომ წერილი ბოლომდე წაკითხული ჯერ არ აქვს, გადაწყვეტილებას იღებს, რომ ამ თამაშში აუცილებლად ჩაერთვება. გადაწყვეტილებებს იშვიათად ღალატობს.
არ სცდება. ეს მართლაც თამაშია, მაგრამ ძალიან მიმზიდველი... კონვერტს აყირავებს და იქიდან კვადრატულად დაჭრილი პატარა ბარათები იყრება. ზოგიერთ მათგანზე ასოებია გამოსახული, ზოგზე კი კითხვები წერია. კიდევ უფრო უცხოველდება ინტერესი ამ თავსატეხისადმი. კონვერტს გულმოდგინედ ჩხრეკს, ინსტრუქციას ეძებს მოუსვენრად და ერთი სული აქვს გაიგოს, როგორ უნდა ამოხსნას ეს უცნაური თავსატეხი.
ცარიელია კონვერტი, ზუსტად ისევე, როგორც თვითონ იყო ცოტახნისწინ. მაგიდაზე წამოყრილ ბარათებს შორის იწყებს ინსტრუქციის მოძებნას, თუმცა ამაოდ. უშედეგობის მკაცრი ტონი ახლავს ყოველივეს. აგიჟებს, ჭკუდან შლის ეს ამაოება. კვადრატული ფორმის პატარა ბარათები მაგიდაზე ყრია და გაფაციცებით ცდილობს მათ შორის იმ გასაღების პოვნას, რომლის მეშვეობით გაიგებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, როგორია თავსატეხის ამოხსნის გზა.
მკაფიოდ განათებულ ოთახში იმ კედელზე, რომელიც მის წინაა აღმართული, თვალის კუთხიდან ამჩნევს ნერვიულად მოძრავ ჩრდილებს; წამიერად საკუთარი თავი ეცოდება. ვერ იტანს, როდესაც რაიმე მის არსებას იმდენად შეიპყრობს ხოლმე, რომ თავდავიწყებას ეცემა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ახლაც.
უცებ გონება უნათდება. ამჯერად იმ ფურცელს ეძებს, რომელიც სულ პირველად ამოიღო კონვერტიდან და რომელიც ატყობინებდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებდა მის წინ მიმოფანტული ბარათებისგან შემდგარი თავსატეხით. რა თქმა უნდა, იქ წერია, როგორ უნდა ამოხნას ეს თავსატეხი.
მალევე იგებს, რომ მისი ამოცანაა პატარა ბარათებზე დაწერილ კითხვებს პასუხი გასცეს და ამ პასუხების პირველი ასოები ცალკე დაალაგოს ვერტიკალურად. მიღებული სიტყვა, რომელიც ზემოდან ქვემოთ მიმართულებით უნდა წაიკითხოს, იქნება ის მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც ამ თავსატეხის გამომგზავნელს სურს.
მოგვიანებით ეჭვები იპყრობს. ფიქრობს, რომ შესაძლებელია მოცემულ კითხვებზე პასუხი არ იცოდეს. ამ შემთხვევაში თამაში სრული კრახით დასრულდება. არადა, კითხვები ჯერ არ წაუკითხავს. “რა გარანტია ჰქონდა ანონიმურ გამომგზავნელს, რომ თავსატეხის ამოხსნას შევძლებდი?” - მრავალმნიშვნელოვნად ამეტყველებული ფიქრები იპყრობს, გაოცებულსა და გაოგნებულს. აი, ეს კი აბრაზებს. არ უყვარს, როცა რამეს აკეთებს და ამ დროს მცირე რისკი მაინც რჩება იმისა, რომ საქმე წახდეს. არაორგანიზებულობასა და უპასუხისმგებლობას წყობიდან გამოჰყავს.
ეშინია, რომ პასუხებს ვერ გასცემს. ასე ჰგონია, გამოცდაზეა და ამ გამოცდის შედეგი გადაუწყვეტს მომავალს. ძლიერ ეშინია - გონების დაკარგვამდე და გულის წასვლამდე...
თავსატეხის ამოხსნა სხვა დროისთვის გადადო. ფიქრობს, რომ ასე გამომგზავნელს გააწვალებს. უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს ყოველივე, რადგან ვიღაც უცნობი, მასთან თამაში რომ გადაუწყვეტია, ლოდინით გაითანგოს. ეს იქნება მისი მხრიდან სამაგიეროს გადახდა.
გარეთ გადის სულის ბოლომდე ასავსებად. სადღაც ექაჩება აძგერებული გული და ისიც უგონო მორჩილებით მისდევს მის ხისტ მითითებას.
ზაფხულისთვის უჩვეულო, გრილი სიო სასიამოვნოდ უბერავს. კომშის ხის ჩრდილში მდგარ წითელ მაგიდას უზის ჩაფიქრებული გამომეტყველებით. მაგიდას ოთხივე მხრიდან გრძელი სკამები აქვს შემოწყობილი. ორი მათგანი მიწაში ჩარჭმული და წითლად შეღებილი, დანარჩენები შეუღებავია და დამოუკიდებლად შეუძლიათ ფეხზე დგომა — მიწის სიმყარე არ სჭირდებათ.
წითელ მაგიდას აქა-იქ საღებავი გაშორდა და საკმაოდ უშნო შესახედაობა აქვს. წესიერ მართკუთხედს წააგავს. ოდნავ სუსტად დგას მყარ მიწაზე, დაყრდნობისას ყანყალს იწყებს. აღმოსავლეთის მხრიდან უზის მაგიდას და აკმაყოფილებს იმის განცდა, თითქოს აქედან მაგიდაზე უფრო მაღალი ჩანს. წარმოდგენა არ აქვს, მაგიდას რატომ ეტოლება, ანდა მასზე მაღალი როგორ არის, მაგრამ მაინც კმაყოფილია და ზურგს უკან სივრცეში იცქირება, ლურჯად მოკამკამე ცის უჰორიზონტობაში იკარგება, რომლის უხილავ ძაფებზეა შევარდისფრებული, შეწითლებული და უბრალოდ ნაცრისფერი ღრუბლები ფაქიზად ჩამოკიდებული. მზე კი სრულიად საპირისპირო მხარეს ჩადის. თუმცა დაისში მყოფი უდიდესი მნათობის სხივები მათაც მისწვდენია და რამდენიმე განზომილება უწყალობებია ცისარტყელას ფერადი სამყაროდან.
იძულებულია მაგიდას დასავლეთის მხრიდან მიუჯდეს, რადგან პირდაპირი მზერით შეძლოს სამყაროს მიერ დახატული მშვენიერების ცქერა.
ახლა უკეთესად შეუძლია დაკვირვება. კიდევ უფრო წარმტაცი ჩანს და მერე რა, რომ წეღანაც ასეთივე იყო. სულში გამეტებით უღიტინებს უცნაური სინაზის შეგრძნება და პირთამდე ევსება ისედაც გაგლეჯვამდე მისული გული ბავშვურად უდრტვინველი აღტაცებით.
ცაზე ერთმანეთთს ებრძვის მოტონური ლურჯი და ღრუბლების ფერადი პალიტრა. დიდებული და ოსტატურია ეს კონტრასტი, რომლის ფონზე ღრუბლები ერთ გუნდადაა შეკრული, ერთი-ორგან კი შეჭრილი ადგილები აქვთ, როგორც ხმელეთს - ყურეები. ამ გროვისგან მოშორებით ნაცრისფერი, ბუხრის კვამლივით მიმოფანტული, აორთქლებული წყლისა და ჭუჭყის რამდენიმე მკრთალი ერთიანობაა, რომელთა შემცველობაში ჭუჭყი ნამდვილად არის. მეტი ღრუბელი არ ჰკიდია ლურჯად მოკამკამე ცაზე...
სავსე აქვს სული უწონო სიმძიმით. მთელ სხეულში ნელა, უხმოდ და უმტკივნეულოდ უძვრება ჰაერში მოფრიალე ფარატინა ქაღალდის სიმსუბუქე და სახე უბრწყინდება.
ბედნიერ ფიქრებს უზიარებს ლამაზ სამყაროს: “რატომ მეტი ღრუბელი არ არის ცაზე? ძაფები არ გეყოფოდა მათ ჩამოსაკიდებლად... თვითმფრინავები ხომ არ წყვეტენ ძაფებს? ჰო, ბავშვური ვარ, მაგრამ ბავშურადვე გახარებულისგან სხვა რას მოელი? ნუ დამცინახარ! შენი ხარხარი მესმის. უკვე მაბრაზებ! გაჩერდი!.. გესმის?”.
ფეხზე დგება და მაგიდის მოშორებით გამოდის.
“აბა თვითმფრინავი დამაჯახე. მე ძაფი ვიქნები. გპირდები, არ ავიცილებ. მიდი, რაღას ელი?”
კვლავ მშვიდად უბერავს გრილი სიო. კომშის ფოთლები შრიალებს საამო ხმაურით. არსად ჩანს თვითთმფრინავი. სამყარო არ უსმენს და დროს არ უთმობს ჩანაფიქრის აღსრულებისთვის. თვითონ კი მართლა ის ძაფია, კამკამა ციდან რომ იღებს სათავეს და დასასრული ჭუჭყით მოსილი ფერადი თუ უფერული ღრუბლის მიჯნაზე აქვს. ორივე მხარე მას ეკუთვნის, ორივეში დამოგზაურობს სურვილისამებრ, მაგრამ სადღაც შუაში, მათ გასაყარზე სიცარიელეა თავისი სიმძიმით.
მობილურზე ზარი შემოდის.
-გისმენთ.
-ძალიან კარგი, თუ მისმენ. დღეს ჩემთან მოდი, რა.
-ხვალ რომ მოვიდე?
-დღეს ვერ მოახერხებ?
-დღეს ვერ მოვალ.
-მაშინ ხვალისთვის გელოდები.
-კარგი.
-მათე, ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ. ცუდად რატომ უნდა ვიყო?
-რა ვიცი, სხვანაირი მომეჩვენე და...
-კარგად, ზოი. ხვალამდე.
-ხვალამდე. მპუა!



თავი 7
ოდნავ მტვრიანი იყო მათეს ფეხსაცმლის ძირები და სახლში შესვლისთანავე წითლად მოლაპლაპე, მოკრიალებულ იატაკს ბუნტი, მაგრამ შესამჩნევი ნაფეხურები დაამჩნია. მტვრისგან მოხატული ახალი მოსართავი მანამდე ამშვენებდა მოკრიალებულ, სრულიად გადარეცხილ იატაკს, რომლის პიკანტური სისუფთავე არათუ სიღრმისეულად, ზედაპირულადაც კი არაფრისმომცემი იყო, ვიდრე უცნაური აღნაგობის მქონე მსახურმა არ გადააცალა და არ გააქრო. წვრილფეხება და მუცელგაბერილმა ქალმა უემოციოდ ჩაასველა მშრალი, მოყავისფრო ჩვარი წყლით სავსე ვედროში და ბეჯითად შეუდგა თავის საქმეს. ცოტახანში იატიკი კვლავაც წითელი, პრიალა, სუფთა და გადარეცხილი შეიქნა.
მსახური წელში გაიმართა, გაბერილ მუცელს მარცხენა ხელით მოეჭიდა, ჩვარი ვედროში ჩააგდო და თავისი ჭრელად შეფერილი თვალებით დაინახა, როგორ გამოჟონა მტვრის ნაწილაკებმა მოყავისფრო მატერიიდან. ქერა და გრძელი თმა დიდ, სქელ ნაწნავში ჰქონდა გადახლართული. ნაწნავი ზურგზე გადაიგდო და ვედრო მძიმედ ასწია. სახეზე წამოწითლდა ოდნავ. ზლაზვნით გაიარა გრძელი დერეფანი, რომლის ბოლოში გემოვნებიანად მოწყობილი მისაღები ოთახი იწყებოდა. იქაურობა ცხელი ჰაერის მასებით ზუსტად ისევე გავსებულიყო, როგორც ჭიქა ივსება წყლით და წყალივითვე იგივე ფორმა მიეღო, რა ფორმისაც ოთახი იყო მთელი თავისი ავლადიდებისა და იქ მყოფი ადამიანების სინთეზით.
თავი მოეყარათ მათეს, ზოისა და მის მშობლებს. ფორმაცვალებად ჰაერში თავისუფლად, მოხერხებულად და მოქნილად მოძრაობდნენ, ბგერებსაც დაუბრკოლებლად ანარნარებდნენ, რადგან იქ არსებული სივრცე უზადოდ მორგებადი ჰაერით გაჟღენთილიყო.
მუცელგაბერილი ქალი კედელს მიეყრდნო. თავბრუ დაესხა. ცდილობდა, არ წაიქცეულიყო. ერთი ხელი მუცელს გაუშვა და იმით კედელს მიეყრდნო, თუმცა, მუცელიც სტკიოდა და მეორე ხელი მჭიდროდ ამოსდო ქვემოდან, ისე, რომ ტკივილი გარედანაც ეგრძნო, თითქოს ეს გაუყუჩებდა შიგნიდან მომავალ ყრუ, სუსტ და ისტერიულად შემაძრწუნებელ ტკივილებს, რომელთაც მთელი არსებით გაურბოდა. გარბოდა, როგორც შეეძლო და გაურბოდა იმას, რაც უსაფუძვლოდ, მაგრამ მაინც ძალიან აშინებდა.
ოთახში საინტერესო სანახაობა შეიქმნა. კედელს მიყრდნობილმა ქალმა წყლით სავსე ვედროს ხელი გაუშვა, რათა მუცლიდან მომავალ ყრუ ტკივილს ძლიერად შებრძოლებოდა, ვედრო კი იატაკზე ხმაურით დაეხეთქა, იქიდან წყალი გადმოთხივლდა უეცარი ბიძგის გამო და ლამაზი ტალღასავით დახვეწილად მიაღწია უკიდურეს ნაპირს წითლად მოლაპლაპე იატაკზე, მის ტალღებს სერფინგის დაფაზე შემდგარივით მიჰყვა მოყავისფრო ჩვარი, რომელიც ამ ყველაფრის ფონზე მეფესავით გამოიყურებოდა და გვერდით ჭუჭყის ნაწილაკები დაცურაობდნენ ერთგული ქვეშევრდომებივით — ისინიც მოყავისფრონი. ქალი კედელს მიყრდნობოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის გარშემო. შიგნით სტკიოდა და გარედან იტკიებდა. ზოგჯერ საკვირველ მეთოდებს იგონებს ადამიანი ტკივილთან ბრძოლაში, მაგრამ ბრძოლის დასაწყისშივე მარცხის კონტრაქტს აფორმებს, რადგან ერთადერთი რამ სურს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის გაყუჩებაა.
უეცარი ხმაურით გულგახეთქილმა ელენემ კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი ბუნებრივი რეაქცია, ბატონი ირაკლი უკმაყოფილოდ მოიღუშა, ზოი კი მსახურის დასახმარებლად წამოდგა. მხოლო მათეს არ ადარდებდა არც მსახური და არც დაღვრილი წყალი.
ზოი დაჯდომაში დაეხმარა და წყალი დაალევინა. სასაცილოდ ხუჭავდა თავის ჭრელ თვალებს მუცელგაბერილი მსახური.
-რატომ არ გინდა, რომ სახლში დაჯდე და მშვიდად გაიარო ორსულობის პერიოდი, ძვირფასო ანასტასია? — მზრუნველი ხმით ჰკითხა ელენეს გვერდით წამოსკუპებულმა ბატონმა ირაკლიმ.
-ჯერ მეექვსე თვეში ვარ. ცოტახანს კიდევ შევძლებ მუშაობას.
-თავს თუ ფულის გამო იგდებ ასეთ გასაჭირში, შემიძლია დაგეხმარო. ჩემთვის არაფერი იქნება. ვერც კი შევამჩნევ, იმდენად მცირე თავის შეწუხება გამომივა; — მოპირდაპირე მხარეს მათეს გახედა და დარწმუნდა, რომ ყურადღებით უსმენდა; — რას იტყვი, ძვირფასო ანასტასია? ხვალ უკვე აღარ მოხვიდე სამსახურში. მე დაგეხმარები ყველანაირად. ბავშვის გასაზრდელად რაც დაგჭირდება, ყველაფერში ჩემი იმედი გქონდეს. მთხოვე და დაგეხმარები. მთავარია, შენ არ მოგერიდოს, თორემ მე გულუხვი კაცი ვარ. გაცემა მიყვარს ძალიან! შოთამ როგორა თქვა? “რასაცა გასცემ, შენია; რასც არა — დაკარგულია”.
თვალი მოავლო ყველას. სიხარული ჩუმად ჩაიგუბა გულში და მომღიმარი სახით დაელოდა, რას ეტყოდა მსახური ანასტასია.
-ვაიმე, ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ... მთელი ცხოვრება მემახსოვრება თქვენი ამაგი ჩემს ოჯახზე. არც ის დამვიწყებია, ჩემი ქმარი რომ იხსენით ციხიდან. გპირდებით ყოველ ღამეს თქვენზე და თქვენ ცოლ-შვილზე ვილოცებ... ვაიმე, მადლო-ლო-ბა! — ცრემლები ვერ შეიკავა ანასტასიამ. გული აუჩუყდა სიხარულისგან. უცებ ის ღამე გაახსენდა, საწოლთან დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრებოდა, უფალო ჩემთვის არაფერს გთხოვ, ამ ჩემი პატარებისთვის მაინც გამომიგზავნე საჭმელ-სასმელიო. მაშინაც ტიროდა. ღაპაღუპით მოსდიოდა ცხარე ცრემლები. ახსოვს, როგორ მიუფოფხდა უმცროსი შვილი და სლუკუნით უთხრა, მშიაო. ამიერიდან კი თვითონაც დაისვენებს და ოჯახსაც წესიერად გამოკვებავს, აღარ გაატარებს გრძელ და მტანჯველ ღამეებს ცრემლის უსასრულო სისველეში. ყოველი ღამე ახსენდება. კინო-კადრებივით თვალწინ ეხატება ლოთი ქმრის არეული გამომეტყველება და ყურში შვილების დაუსრულებელი ტირილი ჩაესმის. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება და ამაზე ფიქრი ნებადართულად იწყებს მის დახრჩობას სადღაც ღრმად, სადღაც უძიროდ — ბედნიერების ოკეანეში.
-კარგი, რა, ძვირფასო ანასტასია! რა საჭიროა ეს ცრემლები? ბავშვს გაუფრთხილდი. არაფერი ავნო.
ბედნიერი ანასტასია სამზარეულოში გავიდა, რათა ვახშამი მოემზადებინა საღამოსთვის.
-საწყალი... როგორ გაუხარდა. ძალიან კეთილი ხარ, ძვირფასო.
-მე ის მიკვირს, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე ეს. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.
-ჰო, ეგრე ამბობენ. — უხალისოდ თქვა ზოიმ და შეეცადა უკმაყოფილება დაემალა.
ირაკლის არ უყვარდა მდუმარე პაუზები. ფიქრობდა, რომ საუბარი ყოველთვის ცოცხლად უნდა გრძელდებოდეს. თვალებში ჩახედა მათეს, მშვიდობიანი ღიმილი დაანახა და უთხრა:
-შენზე ხშირად მსმენია, ჭკვიანი ბიჭიაო. მიყვარს ჭკვიანი ადამიანები, საინტერესო ხალხია. რას მეტყვი, დავუჯერო სხვებს?
-ალბათ, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდი ჭკუა რომ არ მიჭრიდეს.
-ჰმ! მომეწონა. კარგი პასუხი იყო.
-არა. უკეთესიც შეიძლებოდა.
-მე ნაკლების მოლოდინი მქონდა. რაკი მოლოდინს გადააჭარბე, მომეჩვენა, რომ ენამოსწრებულად მიპასუხე. შენც ხომ ხვდები? ობიექტური რეალობა აზრს კარგავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
-მაგრამ ეგ მხოლოდ შენთვის არის ასე. არა, მამა? შენი სუბიექტური გარემოებების გამო მათემ სულელი და ბრიყვი ადამიანივით არ უნდა შეიფეროს ის, რაც უთხარი.
-ზუსტად მაგიტომ მომეწონა ეს ბიჭი. შექებამ ილუზიებში არ გადაისროლა.
-თავმდაბლობა ჩემი სტილი არ არის. მაგრამ არცმცდარი წარმოდგენები მაქვს საკუთარ თავზე.
-მაგას დრო გვიჩვენებს, ჭკვიანო მათე.
თავისივე ნათქვამზე გახალისდა და კაკანი მორთო.
-ირაკლი ძია, ნუთუ თქვენც იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი ხართ, ვისაც სჯერა, რომ დრო ყოვლის შემძლეა?
-და რა? ასე არ არის? — გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა ელენემ.
-არა, ჩემო ძვირფასო ცოლო. დრო ძლევამოსილია, მაგრამ არც იმდენად ყოვლის შემძლე, როგორც ადამიანებს ჰგონიათ. ეჰ, რა ვქნა? უნდა ვაღიარო, მათემ სიტყვაში გამომიჭირა. სიმართლე რომ ვთქვა, იმას ვგულისხმობდი, რომ ერთდროულად ბევრის მოხდენა შეუძლებელია, თანაც ისე, რომ ადამიანმა რომელიმე თავისი თვისება სრულყოფილად ანდა საკმარისად შთქმბეჭდავად გამოავლინოს. ამიტომ გარკვეული დროა საჭირო, რათა, ამ შემთხვევაში, მათემ რამდენჯერმე დაგვანახვოს, რამდენად ქედმაღალი ან თავმდაბალია. ამიტომ გითხარი, მათე ბატონო, მაგას დრო გვიჩვენებს-მეთქი.
-სხვანაირ განმარტებას არც ველოდი. მეც დაახლოებით მსგავსი აზრები მაქვს.
-ზოი, საყვარელო, დაღუპულები ვართ. აწი მამაშენს ვეღარავინ და ვეღარაფერი გააჩუმებს. თავისნაირი იპოვნა.
-მე შენსავით ბრმად არ მჯერა, მამაჩემის ნათქვამისა. დრო არცთუ ძლიერიაო... მამიკო, შეგიძლია მითხრა, რა სისუსტეა აქვს მას?
-ასეთი კონკრეტული პასუხები არ მაქვს, შვილო. უბრალოდ არ მწამს მისი განუზომელი ძლიერებისა. სულ ესაა.
-ძალიან მარტივი დასანახია დროის სისუსტეები. თუნდაც ის, რომ ხელოვნების უამრავმა ნიმუშმა საუკუნეებს გაუძლო, დროის მარცხი არ არის?
-ჰეჰ! ჭვიანია ეს ბიჭი, აბა რა!
-მეგობარს ესხმი თავს?
-არა... ჩემს პოზიციას ვიცავ.
-კარგი, დაიცავი. გგონია ბევრი რამ იცი? შენი აზრით, ყველაფერზე გაქვს პასუხი? ძალიან შემცდარხარ, უტვინო!
-სულაც არმაწუხებს იმის ილუზია, რომ ყველაფერი ვიცი. უსამართლოდ მექცევი, ზოი.
-აზროდ ნუ იკამათებთ, ახალგაზრდებო. მოდი, სერიოზული საუბარ გავაგრძელოთ.
-კიბატონო, ირაკლია ძია, გავაგრძელოთ.
-უარყოფთ, მაგრამ მაინც გგონიათ, რომ ყველაფერზე შეგიძლიათ პასუხის პოვნა. ორივე თავდაჯერებული მოფილოსოფოსე ხართ — აი, ეს არის თქვენი რეალური სახე!
-შვილო, დროთაგანმავლობაში მიხვდები რა განსხვავებაა ჯანსაღ თავდაჯერებასა და საკუთარი შესაძლებლობების გაღმერთებას შორის. ახლა კი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. რაკი მათესაც ჩემსავით ყვარებია ყველაფერზე საკუთარი შეხედულებების ქონა, მაშინ ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ცხოვრებაზე. აბა, გისმენ...
-ასე უცებ რა უნდა ვთქვა? წინასწარი შეხედულებები იშვიათად მაქვს ხოლმე.
-ამას ხუმრობად ჩაგითვლი. ოღონდ, იცოდე, ძალიან უკბილო ხუმრობაა. არ გაქვს ნაფიქრი? ახლა დაფიქრდი!
-სხვათაშორის ამ ზაფხულს ერთ სპექტაკლს დავესწარი, რომლის მთავარი მესიჯი ის იყო, რომ სიკვდილი ყველაფერს ამთავრებს და სიკვდილამდე ცხოვრება კი ერთი დიდი უაზრობაა. გაწბილებული და უკმაყოფილო წამოვედი იქიდან. ოდნავადაც არ ვეთანხმები რეჟისორის ჩანაფიქრს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავიჯერო, რომ სიკვდილამდე უბრალოდ ვცხოვრობთ და მეტი არაფერი. ჩემი ღრმა რწმენით, თითოეული ჩვენგანი სამყაროზე გარკვეულ კვალს ვტოვებთ, რაც მის დეფორმირებას იწვევს და შესაძლოა ამის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ანუ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სამყაროს გარდაქმნაში. მაგრამ ამ იდუმალ ფერხულში ყველა როდი ერთვება საკმარისად მძლავრი და მძიმე ნაბიჯებით, რომ იმ ადგილას, სადაც ფეხს დადგამს, მართლაც დატოვოს მკვეთრი თუ არა, შესამჩნევი კვალი მაინც. თუნდაც ყველაზე ბუნდოვანი ილუზია იყოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ადამიანები სიკვდილამდე, გარდა ცხოვრებისა, კიდევ ბევრ რამეს ვასწრებთ. აი, სიკვდილი კი ძალიან ბევრ რამეს ვერ ასრულებს. ასწლეულების წინ მოღვაწე ადამიანები უმოწყალოდ გადაყლაპა სიკვდილმა, მაგრამ ისინი დღემდე ცოცხლობენ ჩვენს გონებაში. და, ვინ იცის, შეიძლება უფრო ენერგიულადაც კი ცოცხლობენ... იცით, ახლა რას მივხვდი? ანუ სიკვდილი დასასრულის ასოციაციას რატომ იწვევს, იცით? მოდი, სიკვდილს აბსტრაქტულად შევხედოთ. ბოლოს და ბოლოს მასზე მყარი ცოდნა არც გვაქვს. თუმცა, არა! ჯერ იმას გეტყვით ჩემთვის რა არის ცხოვრება. შეიძლება სულაც ერთგვარი პერფორმანსია, რომელსაც უამრავი ადამიანი უყურებს. გინდა-არ გინდა, მაყურებლის გარეშე ვერ დარჩები კაცი. ეს ასეა! რაც უფრო მეტი კულმინაციაა შენს პერფორმანსში, მით უფრო დაძაბულები და აღტაცებულები შემოგყურებენ. ერთი ესაა, რომ დასასრული ყველაფერს სჭირდება. ასე რომ, იძულებული ხარ ძირს დავრდე — უგონოდ, უძლურად — და ფეხზე ვეღარ წამოდგე: დასასრული უნდა იყოს დასასრული! ტაშსა და ოვაციებს მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებ. გარდაცვალება, ალბათ, ყველაზე მეტად არის უგონოდ და უძლურად (უსულოდაც კი) ძირს დავრდნა, რის შემდეგაც ფეხზე ვეღარასდროს წამოდგები. ამგვარი ფინალი შენი ცხოვრების მაყურებელთათვის უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ტაშის დაკვრის დრო დადგა. ისინიც უმალ ასრულებენ თავიანთ საქმეს. ჩემი აზრით, აი ამიტომ იფიქრა თუნდაც იმ რეჟისორმა, რომ სიკვდილი დასასრულია.
-რა ბედნიერი იქნებოდა ადამიანი, მაყურებლები მაშინაც რომ უკრავდნენ ტაშს, როცა მის პერფორმანსში ამაღელვებელი მომენტები დგება; — ნატვრასავით თქვა ელენემ; — ძალიან დავიღალე. უნდა წავიდე. ამდენი ფილოსოფია თავს მატკიებს. უკაცრავად.
ადგა. დაღლილი ჩანდა. ხმაურით აიარა კიბეები. “ბრახ-ბრახ, ბრუხ-ბრუხ.... ბრახ-ბრუხ, ბრახ-ბრუხ!” — ელენეს რაღაც უხაროდა განუზომლად.
მსუქანი, დრამატული, ყალბი ელენე...
თავის ოთახში მხეცივით შევარდა. სარკის წინ დადგა. ანარეკლი შეათვალიერა. შეიცვალა... სარკემ მსუქანი, დრამატული და ყალბი მათე აირეკლა. ბიჭის სიტყვებით შთაგონებული ელენემ თავი შემოქმედების მწვერვალზე იგრძნო. საწოლის წითელ გადასაფარებელს ჩააფრინდა, მობღუჯა, მოქაჩა და საწოლიც უმალ გაშიშვლა. ქოშინით ჩანაცვლებული სუნთქვა, აკანკალებული ხელები, მრავალფეროვანი მიმიკები და მათეს როლი... ელენე სხვაგან, კოსმიურ რელსებზე შემდგარიყო.
ამ დროს კი ერთი სართულით დაბლა დედამიწისეული რეალობა დაძრწოდა.
-საინტერესო მოსაზრებები გქონია. თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა. კონკრეტულად რა წარმოდგენის ხარ ცხოვრებაზე, მაინც ვერ გავიგე. შენი თქმისა არ იყოს, აბსტრაქტულად მსჯელობ. ერთადერთ რამეს მივხვდი შენი ნათქვამიდან: მიგაჩნია, რომ ცხოვრება დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არსებული დროა. ასევე იგი არის სამყაროს გარდაქმნის მექანიზმი.
-დიახ, დაახლოებით მაგავსი რამ ვთქვი.
-ჰომ... გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ პერფორმანსთან შედარება ზედმეტად ფანტაზიური ხომ არ არის? ეს ხომ იგივე სანახაობაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, მაყურებელი სჭირდევა, მაგრამ მაინც რითი ჰგავს ეს უკანასკნელი ცხოვრებას?
-მსგავსება იდეალურიც კია. მინდა რაღაც გკითხოთ, ირაკლი ძია. როცა სიკვდილის დრო დაგიდგებათ, რა სურვილი გაგიჩნდებათ — ცხოვრებაში განვლილი გზის მიხედვით დაგაფასონ, თუ იმ მდგომარეობის მიხედვით, როგორშიც სიკვდილის ჟამს იქნებით?
-რა სისულელეა! როგორი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ იმისთვის იცხოვროს? რათა ბოლოს სხვებმა დააფასონ, ან შეაფასონ... ან რაიმე მსგავსი კიდევ.
-ცდებით, ირაკლი ძია. მაყურებლები მაინცჰყავს ადამიანს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა. ადამიანები თვალს ყურადღებით ადევნებენ სხვის ცხოვრებას და, როგორც კი კუბოში ჩასვენების დრო დადგება, რაღაც დაუწერელი კანონისგან ვალდებულებას იღებენ, რომ გარდაცვლილს საბოლოო შეფასება მისცენ. ხვდებით რას ვამბობ? — ირაკლიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად; — ახლა კი მითხარით, რომელი გსურთ იმ ორიდან წეღან რომ გკითხეთ.
-ალბათ, ცხოვრებაში განვლილი გზის მიხედვით... იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გარდატეხები სწორედ მასში აისახება.
-ძალიან კარგი. აბა, დაფიქრდით, როგორ ჰგავს ეს ყველაფერი იმას, რაც პერფორმანსზე ვთქვი. ადამიანებს, ანუ მაყურებლებს, თქვენი დაცემა სჭირდებათ, რათა ტაში დაუკრან, ანუ საბოლოოდ “დაგაფასონ”. კიდევ ფიქრობთ, რომ ფანტაზიურია ჩემი მოსაზრებები?
-უკვე მერამდენედ დავმარცხდი შენთან. მომწონხარ, ჭკვიანო მათე, ძალიან მომწონხარ. აღარ ვფიქრობ, ბატონო. ან კი რაღა მაფიქრებინებს ეგრე. ჰმ! უი, რა დრო გასულა. სასიამოვნო იყო შენი ახლოს გაცნობა და შენთან საუბარი. ამიერიდან ჩემი ყველაზე სასურველი სტუმარი ხარ.
-ოჰო, დიდი პატივია.
-დროებით, ახალგაზრდებო.
-რა სულელი ხარ. ძალიან გინდოდა, რომ მოსწონებოდი?
-რატომაც არა? თან თავი მოვაწონე, თან მხოლოდ ის ვილაპარაკე, რასაც ვფიქრობდი.
-ჰო, მაგრამ მაინც ძალიან გაკნინებს ის, რომ მისთვის თავის მოწონება გიდოდა.
-წეღან რომ შეგეპასუხე, მაგიტომ მელაპარაკები ასე?
-არა, შენ ხომ შენს პოზიციას იცავდი და წამითაც არ გიცდია, დაგემტკიცებინა, რომ ჩემზე ჭკვიანი ხარ... კი არადა, ყველაზე ჭკვიანი!
-დიდი ონავარია ამბიციები.
-სულელო, ნუ მაცინებ. სულ მომწონდა, როცა გულწრფელად აღიარებდი ყველაფერს. მაგრამ ახლა აღარ მომწონს. გულწრფელობაც გაგიხუნდა, იცი? ამ ბოლო დროს ზედმეტად უფერული მეჩვენები. უკვე აღარ მაინტერესებს რას იტყვი ხოლმე, რადგან უეჭველია, მხოლოდ იმ თემებზე ლაპარაკობ, რაც ძალიან მომწყინდა. ხანდახან მგონია, რომ ფიქრი რუტინად გექცა. ჰმ! ფიქრსაც კი ერთ მიმართულებას აძლევ და აკონტროლებ. ზუსტად ამიტომ გახდი უინტერესო!
-თურმე რამხელა ბოღმა დაგიგროვებია ჩემს მიმართ და ახლა, როგორც იქნა, მისი გადმონთხევის საშუალება მოგეცა. არ უარვყოფ შენ სიტყვებს. ზუსტად ეგრეა. უფროსწორად, შენი მხრიდან ეგ დასკვნები მართებულია, რადგან შენს გვერდით მართლა ასეთი ვარ. ისეკი დიდ და მსუქან ორიანს გიწერ იმაში, რომ ამდენხანს არ მეუბნებოდი, რა არ მოგწონდა ჩემში.
-რომ მეთქვა, გამოასწორებდი? შეცვლიდი რამეს?
-კი, აბა რა!
-ანუ მომერგებოდი... გეუბნები, მაგარი უინტერესო გახდი.
-კარგი, კარგი. აღარ შეგეპასუხები.
-იცი, რატომ გთხოვე მოსვლა?
-მითხარი, რა გინდა.
-როგორც მე გამზარდე პიროვნულად, ზუსტად ისე უნდა გაზარდი ლიკაც. თავის დროზე ბევრი გაიღე ჩემთვის... ძალიან გთხოვ, ლიკასაც მიხედე. მე ნუ მკითხავ რა პრობლემები აქვს. არც ის აგრძნობინო, რომ წინასწარი განზრახვები გაქვს.
-ამას თხოვნას ეძახი? ბრძანებას უფრო ჰგავს.
-ხოდა იყოს ბრძანება.
-არც თხოვნა და არც ბრძანება მჭირდება შენგან. ისედაც ვაპირებ, რომ ლიკას მივხედო.
-მაშინ შედეგებს მოუთმენლად დაველოდები.
ზოიმ ხის წვეროდან ფესვებისკენ მიმართული ღიმილი დაიხატა სახეზე. მაღლიდან ჰფენდა თეთრი კბილების ელვარებას თავის მეგობარს, რომელიც ფესვების მახლობლად, დაბლა, ბნელში ეძიებდა სულ მცირე სინათლეს მაინც.
სიტყვაძუნწი გამოდგა მათი დამშვიდობება. ჩუმი იყო ერთმანეთის შეხედვა. მხოლოდ მზერამ დაიტია ყველა სიტყვა — ისე, რომ მათემ თავსატეხის შესახებ ყველაფერი თქვა და ზოი კი მის ამოხსნაში დაეხმარა. მაგრამ თქმაცა და დახმარებაც ქაფივით სწრაფად გაქრა, სახეზე ხელებაფარებული ჩაძვრა რომელიღაც გათხრილ ორმოში და უხილავი არსებობა განაგრძო მშვიდ სამყოფელში.
ქარბორბალასავით დატრიალდა უფერული სევდა მათეს სულში და ჩამკვდარი მტვერი მოსტაცა მიყენებულ ჭრილობებს.
მძვინვარებდა ვულკანი.
ტკივილისფერი ლავა გადმოსჩქეფდა ისე უმოწყალოდ და დაუნდობლად, თითქოს შადრევნის წყალივით უსასრულო ბრუნვა შესძლებოდა.
რა იცოდა მათემ, რომ ცხელი იყო ლავა და ნელნელა გაციებას დაიწყებდა; მერე კი თვალს მოსჭრიდა ბრილიანტის მბრწყინავი ელვარება მის გაციებულ ფენებში.
მძაფრი იყო ტკივილი; ყველა ემოცია გახსნილი იარების უფსკრულში ინთქმებოდა და როგორც ყველა მკვდარ სხეულს, გახრწნა და მძორის სუნით გაჟღენთვა ელოდა.
“როდემდე, მათე?”
სევდა უკვე შავად იფერებოდა.
“ნუ დაამწყვდევ ცხოველივით შენს ნამდვილ სურვილებს. შენც ხომ ადამიანი ხარ?”
გაახსენდა წინა ზამთარს როგორ თოვდა.
თეთრი ფანტელებით მორთულ-მოკაზმული ზოი იდგა მუხლებზე დაჩოქილი და გარინდული იყო, თითოეული ფიფქის დაცემას შეიგრძნობდა წინ გაშვერილ, მოშიშვლებულ ხელის გულებზე. სამყაროც გრძნობდა მის ათრთოლებულ ხელებს და თოვლი გამიზნული სინაზით ნელა, მსუბუქად მოდიოდა თეთრში შესუდრული ციდან.
ამჯერადაც თვალწინ უდგა მათეს, როგორ გაეღიმა მაშინ ზოის. გოგომ სველი და გაყინული ხელები ჩასჭიდა მეგობარს.
-რა თბილი ხარ, ხელი არ გამიშვა!
-გაცივდები, ზოი.
-რა დროს ეგ არის. მოდი, შენც დაიჩოქე, მარტო მე ხომ არ ვარ გიჟი?! მოდი-მეთქი! მე და შენ, ორივემ ერთად უნდა გავაფრინოთ! ფიფქებს შეუშვირე ხელი... ეგრე არა, სულელო! ხელის გული ზემოთ ამოატრიალე.
-ხელი მეყინება, აღარ მინდა.
-მოიცადე. ეგ ხელიც ჩამჭიდე, ოღონდ ისე, რომ ფიფქი მოვიქციოთ ხელებს შორის... რას გრძნობ?
-ვერაფერს. შენ გრძნობ რამეს?
ზოი ნაზად ეამბორა მათეს ხელის გულებს.
-ვერც ახლა გრძნობ?
-რას? შენს კოცნას?
-არა, ფიფქებისას. აუ, მართლა სულელი ხარ, რა!
ცარიელი თვალები შეანათა მათემ. არ იცოდა რა ეთქვა. თავი ჩაღუნა, ნელა გამოეცალა იქაურობას და თავის საიდუმლო ადგილისკენ გაეშურა ჩაფიქრებული გამომეტყველებით.
ამის გახსენებამაც სიცივის შეგრძნება მოუტანა. კვლავ არ ძალუძდა თეთრსა და ცივ თოვლს, მათესთვის ეკოცნა.
და მაინც ყინულივით ძალიან ცივი იყო...
მზე კაშკაშებდა და მათეს ბნელი სწყუროდა, როგორც დასიცხულ, პატარა ბეკეკოს, მაგრამ მგელიც იქვე იყო — რაღაცნაირად წმინდა, დღესავით ნათელი და ღვთაებრივი, როგორც მაღალი ღმერთი. მოენატრა ღამე და მდუმარება მისი — საოცრად იდუმალი.
სევდა ექაჩებოდა ჭაობისფერი ფიქრებისკენ. საყვარელი ადამიანისგან ვერმიღებული სითბო აკლდა თითქმის ბოლომდე გადავსებულს.
ქუჩებს სიფართოვის შერცხვათ, მათესთვის დავიწროვდნენ. აღარ იყო მათე უწინდელივით ისე მთლიანი, ისე მასშტაბური, რომ ქუჩებს დაეტიათ მისი სიარული. ახლა კი პატარ-პატარა, დანამცეცებულ ლუკმებად ინთქმებოდა მათ სივოწროვეში, ნაკუწ-ნაკუწ ეფლითებოდა ალაგ-ალაგ შემოხეული სული.
მზე კაშკაშებდა და მათე იწვოდა უფერული ალით.
დანახშირებულმა და დაფლეთილმა ძლივს მიაღწია სახლამდე. ვერ გადაყლაპა ქუჩებმა მაინც.

***
-რა უნდა დაარქვა?
-ჯერ არ მომიფიქრებია. ამის გაჩენამდე დიდი დროა. თუ გინდა მირჩიე რამე.
-მე?! — თვალებში კაშკაშაშა სხივი შეეპარა ზოის. სახეგაბადრულმა წარმოიდგინა, როგორ სძინავს მის მკლავებში მოქცეულ თოთო ბავშვს; რა მშვიდია და უდრტვინველი მისი სუნთქვა... ზოი ჩურჩულით წარმოთქვამს მის სახელს და ჩუმადვე ეღიმება, მალულად უთამაშებს ტუჩის კუთხეები. ახსენდება, ავტორი რომ თვითონ არის. შემდეგ სახვევს უსწორებს ყელის მიდამოში, ზედმეტად თავს ევლება პატარა და ფაქიზ არსებას და ამ დროს ისე ფაქიზია თვითონ ზოიც!.. მზრუნველი, თბილი, მოსიყვარულე, როგორც არასდროს. თითქოს დროც ჩამოხმა, ანდა დაჟანგდა, და ახლა ზოი ცეკვავს მისი ხმელი ტოტის ცეცხლში შთანთქმის ხმაზე; ანდა ვინ იცის, იქნებ ჟანგბადი მართლა იწვის და დროს ჟანგი ეკიდება, როგორც მივიწყებულ და სადღაც უმოწყალოდ გადაგდებულ რკინის ნივთებს.
არადა, მოენატრა ზოის! ძლიერ მოენატრა უშფოთველად სუნთქვა და გულის ძგერა. დაიღალა ამდენი ქაოსით, ვამპირებს შორის ფხიზლად ცხოვრებითა და ნიღბების კეთებით. და, ო, როგორ მოენატრა ნამდვილი ზოის ამპლუაში ყოფნა. მძიმეა საკუთარზე შემოცმული სხვისი ტყავის ტარება და კიდევ უფრო მძიმე — იმ სხვისი ემოციებით ლაღად ცხოვრება. სუნიც აქვს რაღაცნაირი... მყრალი და მძაფრი! ჭკნება მის შიგნით გამომწყვდეული ზოის სხეული და ვეღარაფრით ასაზრდოებს ამ სიბნელეში, სიმყრალეში მიგდებულ სულს. უჟანგდება. უხმება.
მერედა, ისე მაცდურია მისი ნაყოფი — ღაჟღაჟა, როგორც კომპლიმენტს ყურმოკრული ქალის ლოყები; და შემაჟრჟოლებელი, როგრც ყელთან დატოვებული ნაზი ამბორი.
ახალი, მწვანე ყლორტი ამოსდის დროს...
ანასტასია გაკვირვებით ეუბნება ზოის:
-მგონი, ჩვენს გარდა აქ არვინ არის და, რა თქმა უნდა, შენ გეუბნები, მირჩიე-მეთქი რამე.
-კარგი, მოვიფიქრებ... გოგოა?
-არც ეგ ვიცი. ნეტავ ბიჭი იყოს.
-მაშინ ლუკა დაარქვი.
-ვერ დაგპირდები.
-თუ ეგრეა, რაღას მკითხე, რა დავარქვაო?
“ლუკა! ჩემთნ მოდი, ჩამეხუტე, გთხოვ, მოდი! შენი პატარა ხელებით შემეხე, მომეფერე, ლუკა” — ზოი თავს ვერ აღწევს მყუდრო ფანტაზიას.
ანასტასია კი დუმს და მუცელი კვლავ ორივე ხელით მაგრად უჭირავს.
-ლუკა ცუდი სახელია?
-არა, ზოი, კარგია. იცი , ლუკა ვის ერქვა?
-აბა, მე რა ვიცი.
ანასტასიას მოსასმენად მოწადინებული ზოი თავს ნელ-ნელა დებს ქალის მუცელზე და იტრუნება, როგორც ძილს მოწყურებული და თვალებმინაბული პატარა ბავშვი.
-შენ ძამიკოს. მომაკვდავი დაიბადა და, მემგონი, თუ არ ვცდები, დედაშენმა დამამაშენმა გაყიდეს მაგის გამო.
თვალები ისე აუწყლიანდა, თბითონაც ვერ მიხვდა. რაღაც ეტკინა და ჯერ ვერ ხვდებოდა — რა. მუცელში მუშტი უთავაზა ანასტასიას და დედამისის ოთახისკენ გავარდა.
არ დასრულდა ქაოსი! ჯოჯოხეთივით ბნელი და მტკივნეული გახდა. სად გაქრა ნათელი?! რომელი გვირაბის ბოლოში დაივანა ადგილი?!
კარი ღია დახვდა. შეიხედა და სარკის ანარეკლზე მიჩერებული დედამისის სპექტაკლის ყურება შესთავაზა სამყაროს იდუმალმა ძალებმა. ელენე კვლავაც მათეს როლს ასრულებდა. თავისი როლი კი რა ხანია, გადაავიწყდა. აი, ის როლი, მშობიარობის თამაში რომ მოუწია პირველად და კიდევ ის როლიც — გამყიდველი დედისა. მას არ ახსოვდა. ზოი ახლა იმახსოვრებდა. გავარვარებული ასოებით შანთავდა სულის ფაქიზ მატერიას, რომ არასდროს დავიწყებოდა, ყოველთვის ცეცხლის ალში გაეხვეული ყოფილიყო მისი გონება იმაზე ფიქრით, რომ სასტიკი და გულგრილი მშობლები ჰყავს, ამაზრზენები, უგრძნობები, ნაგვიანი სულის პატრონები... აალების შემდეგ, უეჭველია, ფერფლად იქცეოდა, მაგრამ ვის გაუჩნდებოდა სურვილი ნაცრის ქექვისა?!
გადაწყვიტა, რომ ეს ერთადერთი თავისი ძმა იქნებოდა. ამ დღიდან დღიურის წერა დაიწყო. ძამიკოს უყვებოდა ყველაფერს და თავსმოხვეული ქაოსისგან თავისუფლდებოდა ოდნავ.
ოცნებობდა ფანჯარაზე და იქიდან გადმოხტომაზე. გაამტვრევდა ფანჯარას, ძირს გაერთხმებოდა უსულოდ და შუშის ნამსხვრევები დაეყრებოდა ყვავილებად. ლამაზი იყო მისი ოცნება და სანუკვარი. მხოლოდ ახდენა აკლდა. მხოლოდ ახდენა...



№1 სტუმარი გურამააა

ზარმაცი რომ ვარ, გოჩნდა.
უპასუხისმგებლო რომ ვარ, ესეც გამოჩნდა...
რამდენჯერღა მოვიხადო ბოდიში?!
მაპატიეთ!

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

სიკვდილის სუნი მცემს...
ვიღაც უეჭველი გამოიბამს ფრთებს ან თევზივით შეცურავს წყლის ცისფერ სივრცეებში, ან მარყუჟში გაყოფს თავს და მედეეეე... :D
არ გაჩერდე, მიაკალი ყველა... :D
ძალიან მძიმე წასაკითხია პირადად ჩემთვის შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ მოგყვები, რადგან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.
ძალიან დახვეწილი და გამართული, საინტერესო ხედვების მწერალი ხარ.
სხვათაშორის, რაღაცით კნუტ ჰამსუნსაც გამსგავსებ... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
სიკვდილის სუნი მცემს...
ვიღაც უეჭველი გამოიბამს ფრთებს ან თევზივით შეცურავს წყლის ცისფერ სივრცეებში, ან მარყუჟში გაყოფს თავს და მედეეეე... :D
არ გაჩერდე, მიაკალი ყველა... :D
ძალიან მძიმე წასაკითხია პირადად ჩემთვის შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ მოგყვები, რადგან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.
ძალიან დახვეწილი და გამართული, საინტერესო ხედვების მწერალი ხარ.
სხვათაშორის, რაღაცით კნუტ ჰამსუნსაც გამსგავსებ... ❤️


ჰამსუნი როგორ მიყვარს!❤️ ალბათ, პიროვნული მსგავსება იგულისხმე...
როცა “მისტერიები” წავიკითხე, მაშინვე გავიფიქრე, ეს ჩემნაირად გადარეულიიი ვინ არის-მეთქი :დ

აუუ, უნდა გავამხილო, რააა!
ძალიან მინდა, ყველაფერი ისე შევცვალო, რომ ზოიმ თავი არ მოიკლას და თავის ჩამოხრჩობაც გათამაშებული იყოს. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მიჭირს, ლოგიკურობა შევმატო ამ ვარიანტს. დახვეწილი და გამამართლებელი გარემოებები მჭირდება...

ვიცი, ბევრი ვილაყბე :laugh: მაგრამ არაუშავს.
მადლობა, ქეთი kissing_heart მიხარია, რომ სულ მკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზეზი გაქვს არ წასაკითხად.

 


№4 სტუმარი კომენტარები შემომაკლდა და...

ეშმაკმა რომ სილა გკრას, გამეხარდებოდა ძალიან.
რას გაუმიჯნურდი ამ წყეულ სიკვდილს?!
მიქელა ხარ, შვილო, თუ რა ჯანდაბა გჭირს? ბარემ ადექი და მთელი მაოფლიო ჩაახრჩვე რომელიმე ოკეანეში. ფუიი, არაფერი მწერალი შენ არა ხარ!
ანდე! ხოოო გამოგლანძღე. ჰა ჰა ჰაააა.

 


№5  offline მოდერი guroo

კომენტარები შემომაკლდა და...
ეშმაკმა რომ სილა გკრას, გამეხარდებოდა ძალიან.
რას გაუმიჯნურდი ამ წყეულ სიკვდილს?!
მიქელა ხარ, შვილო, თუ რა ჯანდაბა გჭირს? ბარემ ადექი და მთელი მაოფლიო ჩაახრჩვე რომელიმე ოკეანეში. ფუიი, არაფერი მწერალი შენ არა ხარ!
ანდე! ხოოო გამოგლანძღე. ჰა ჰა ჰაააა.



ვაიიი!!! რომელი ხარ, შენა?!
როგორ მიბედავ, უბრალო მოკვდავო ამასა?! laughing
ეშმაკის სილა, როგორია? მწარეა? რბილი, ნაზი? ტკბილი ხომ არ არის?
დარტყმისას ხორკლები იგრძნობა? ხელის გულებზე ხაზები თუ აქვს? აუუ მოიყვანე ჩემთან, რაა! უნდა ვუმკითხაო. იქნებადა რა ბედი აქვს, კაცო. ვაითუ ადამიანების სრული დამონება შეუძლია და ჯერ არ იცის მაგდენი laughing მომიყვანე, მომიყვანე! მე ავუხსნი ყველაფერსაა.
მპუა! გაკოჩეეეე❤️❤️

 


№6 სტუმარი პასუხის პასუხი

შენნაირი ტინგიცის დაწერილი რა უნდა იყოს? რაებს აბრეხვებ საერთოდ!
შენნაირები ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვებიან, სატანის მიმდევარო.

 


№7  offline მოდერი guroo

პასუხის პასუხი
შენნაირი ტინგიცის დაწერილი რა უნდა იყოს? რაებს აბრეხვებ საერთოდ!
შენნაირები ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვებიან, სატანის მიმდევარო.


ნუთუ “პასუხი შვითლა” შემომეწერა შემთხვევით?! laughing
ააა, მივხვდი. შენ გექნება დაწერილი “გამოცანები და კიდევ გამოცანები”.
დიდი ილია ხარ ერთი-ერთში, რა! იმასაც უყვარდა წყევლა, მგონი.

 


№8 სტუმარი აგზნებული მკითხველი

რაღაც მომენტში მომინდა, რომ სითბოს მაგივრად მე შევმძვრალიყავი მათეს საწოლში.
ზოის მკერდზე რატომ აღარაფერს ამბობ? პირველ ნაწილში ისე მასიამოვნე, ამ მხრივ... მაგ გოგოს ყურებს ჩავაჟიებდი ჩემი ნერწყვით. მეტი ქვემოთ აღარ ჩავალ, თორემ ფანტაზიაშივე მექნება ეაკულაცია! უუუ, ახლაც დამბურძგლა.
მალე გააგრძელე წერა.

 


№9  offline მოდერი guroo

აგზნებული მკითხველი
რაღაც მომენტში მომინდა, რომ სითბოს მაგივრად მე შევმძვრალიყავი მათეს საწოლში.
ზოის მკერდზე რატომ აღარაფერს ამბობ? პირველ ნაწილში ისე მასიამოვნე, ამ მხრივ... მაგ გოგოს ყურებს ჩავაჟიებდი ჩემი ნერწყვით. მეტი ქვემოთ აღარ ჩავალ, თორემ ფანტაზიაშივე მექნება ეაკულაცია! უუუ, ახლაც დამბურძგლა.
მალე გააგრძელე წერა.



ლილიტი მეშვიდე სახლში გყავს? ეს რა აფეთქებები მომიწყვია შენ სექსუალურ ფანტაზიებში. მიდი, მიდი! არ გაჩერდე. როგორ შეიძლება დაწყებულის დაუსრულებლობა?!

ძვირფასო მკითხველო, პირველი სამი კომენტარის შემდეგ რაც წერია, მე ვიმაიმუნე. შეცდომაში ნუ შეხვალთ. ყველა კომენტარის ავტორი მე ვარ, გარდა ერთისა.
❤️❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი guroo

ჰჰჰჰჰჰაააააააიმე!
კომენტარები მინდა smile

ჰოდა, შენთვითონ დააკომენტარე, დებილო stuck_out_tongue_closed_eyes

 


№11 სტუმარი უბედური მია

რას მიშვრები, გურამ? რატომ გამაუფერულე? თავი უფრო მნიშვნელოვანი მეგონა, შენ კი ისე შემომაგდე ამ ბავშვურ თამაშში და უკვე გამომაგდე კიდეც, რომ სიტუაციაში გარკვევაც ძლივს შევძელი.
რატომ?!
რატომ ხარ ასეთი უსამართლო? თუ გინდა,რომ გააპატიო, მომდევნო ნაწილში მთავარი პერსონაჟის როლი მე შემათვისებინე.
გთხოვ.
ძლიან გთხოვ. აი, შემომხედე, ყელი გამოვიგლიჯე ისე ძლიერ გემუდარები.
ნუ მომკლავ! სისხლს დავიდენ. თხოვნას არ შევწყვეტ, ვიდრე არ დამწერ.
ნუ მომკლავ cry

უბედური მია
რას მიშვრები, გურამ? რატომ გამაუფერულე? თავი უფრო მნიშვნელოვანი მეგონა, შენ კი ისე შემომაგდე ამ ბავშვურ თამაშში და უკვე გამომაგდე კიდეც, რომ სიტუაციაში გარკვევაც ძლივს შევძელი.
რატომ?!
რატომ ხარ ასეთი უსამართლო? თუ გინდა,რომ გააპატიო, მომდევნო ნაწილში მთავარი პერსონაჟის როლი მე შემათვისებინე.
გთხოვ.
ძლიან გთხოვ. აი, შემომხედე, ყელი გამოვიგლიჯე ისე ძლიერ გემუდარები.
ნუ მომკლავ! სისხლს დავიდენ. თხოვნას არ შევწყვეტ, ვიდრე არ დამწერ.
ნუ მომკლავ cry




რა გითხრა, ძვირფასო. მეც არ ვიცი რას ვაკეთებ. მაპატიე, გთხოვ.
შენ არ მოგკლავ. შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ.
მაგრამ შურს ვიძიებ შენზე. მიწასთან გაგასწორებ. ვიპოვნი შენ სულში შავ ხვრელებს და ყველას ერთიანად გაგიფართოვებ. სულისგან აღარაფერი დაგრჩება, გაგაშავებ ბოლომდე.
მიყვარხარ, მია. მაგრამ შენი ტანჯვის წერა მირჩევნია ყოველთვის.
მიყვარხარ. ოღონდ მართლა. არ გატყუებ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ლილე

მხრებზე ძველი ტილოსავით დაკიდებული, ობმოკიდებული სხეული სულის ჭურჭლად არ გამოდგება.
ირონიაა ბედის ან უტოპიაა გონების.
გკითხულობ და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება სხეულმა სულის სიმძიმე იტვირთოს, როცა სულს სხეულის ტარება ბუმბულივით შეუძლია.
მათე და ზოი
ან ზოი და მათე.
ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი?!
თუ ისინი ვერ იყოფიან ტოლ ნაწილებად?!
ნუთუ მათში არ არის კანონზომიერებადი წილადი?
მაგრამ იქნებ თუ შევკრიბავთ (როგორც 25+25=50-ს და ისინი ორ ტოლ ნაწილად იყოფიან) მივიღოთ ჰარმონიულად თანწყობადი ნაწილები ორი სულისა ერთ სხეულში?!
მაგრამ თუ ისინის სხვადასხვა სულის მატარებელი, საერთო ჟანგბადით მსუნთქავი ზომბები არიან რა გამოდის?
0,5 მეათედი ნაწილი სივრცის რაღაც ნაწილში გამოკიდებული მოლეკულასავითაა?
მათე როგორც გონების ტუსაღი და ზოი როგორც სხეულის დარაჯი?
თუ ზოი როგორც რეჟისორი დაათე როგორც უხარისხო, მასაზე გათვლილი სცენარი?
ვის ქმნი შენ?
სისუსტის იმდენად ძალისმიერ გამოვლინებას რომლის ფორმაც ცარცით იხაზება თუ სულიერი ტრამვის შედეგად იმდენად დაჟანგულ, დაბეტონებულ აზროვნებას რომელიც სხეულის კანონზომიერებებს არღვევს?
გულიდან მოკლული არსებების ცარიელ ჰაერთან დიფუზორულ მდგომარეობაში მყოფი, დაბინძურებადი ჟანგბადის წამვლა როგორც თვითგანადგურების სარკასტული ხერხი.
როცა შენი ნაწერი უბრალოდ ყველაზე ღრმად დამარხული აზრების,ხორცშესხმული ხატებაა მკითხველისთვის მესაფლავეს ემსგავსები.
გთხოვ სიმსუბუქისგან მიწას აცილებული პერსონაჟებით, ისტორიის წონას სასწორზე ნუ დებ.
გთხოვ დიალოგები იმ გონებიდან თითის წვერებით ამოკრიბე რომელსაც ქმნი და არა ენის წვერიდან გამოდღაბნო მელნით.
შეშლილი ხარ.
ბრავო.

 


№13  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე
მხრებზე ძველი ტილოსავით დაკიდებული, ობმოკიდებული სხეული სულის ჭურჭლად არ გამოდგება.
ირონიაა ბედის ან უტოპიაა გონების.
გკითხულობ და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება სხეულმა სულის სიმძიმე იტვირთოს, როცა სულს სხეულის ტარება ბუმბულივით შეუძლია.
მათე და ზოი
ან ზოი და მათე.
ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი?!
თუ ისინი ვერ იყოფიან ტოლ ნაწილებად?!
ნუთუ მათში არ არის კანონზომიერებადი წილადი?
მაგრამ იქნებ თუ შევკრიბავთ (როგორც 25+25=50-ს და ისინი ორ ტოლ ნაწილად იყოფიან) მივიღოთ ჰარმონიულად თანწყობადი ნაწილები ორი სულისა ერთ სხეულში?!
მაგრამ თუ ისინის სხვადასხვა სულის მატარებელი, საერთო ჟანგბადით მსუნთქავი ზომბები არიან რა გამოდის?
0,5 მეათედი ნაწილი სივრცის რაღაც ნაწილში გამოკიდებული მოლეკულასავითაა?
მათე როგორც გონების ტუსაღი და ზოი როგორც სხეულის დარაჯი?
თუ ზოი როგორც რეჟისორი დაათე როგორც უხარისხო, მასაზე გათვლილი სცენარი?
ვის ქმნი შენ?
სისუსტის იმდენად ძალისმიერ გამოვლინებას რომლის ფორმაც ცარცით იხაზება თუ სულიერი ტრამვის შედეგად იმდენად დაჟანგულ, დაბეტონებულ აზროვნებას რომელიც სხეულის კანონზომიერებებს არღვევს?
გულიდან მოკლული არსებების ცარიელ ჰაერთან დიფუზორულ მდგომარეობაში მყოფი, დაბინძურებადი ჟანგბადის წამვლა როგორც თვითგანადგურების სარკასტული ხერხი.
როცა შენი ნაწერი უბრალოდ ყველაზე ღრმად დამარხული აზრების,ხორცშესხმული ხატებაა მკითხველისთვის მესაფლავეს ემსგავსები.
გთხოვ სიმსუბუქისგან მიწას აცილებული პერსონაჟებით, ისტორიის წონას სასწორზე ნუ დებ.
გთხოვ დიალოგები იმ გონებიდან თითის წვერებით ამოკრიბე რომელსაც ქმნი და არა ენის წვერიდან გამოდღაბნო მელნით.
შეშლილი ხარ.
ბრავო.


ახლა მოვკვდები, მართლა მოვკვდები!
სამსახურში მაგვიანდება, უნდა წავიდე.
და გვიან ღამით კვლავ დავბრუნდები.

 


№14  offline მოდერი guroo

იცი, რა მინდა? ათ ქულიანი სისტემით შემაფასე ხოლმე,რა. თან მითხარი ქულას რატომ მაკლებ...
ვის ვქმნი? მეც არ ციცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შემიყვარდა ჩმი პერსონაჟბი ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან და ახლა ვცდილბ მათში ღრმად ჩავიხედო, მათი ფიქრის ხმაც კი გავიგონო. არავის ვიცნობ მათ მსგავს. უბრალოდ დავწერე და თვითონ შემომექმნენ. ზედმეტად ახლობელ ადამიანებად იქცნენ ჩემთვის.
შენი გენიალური სიტყვები გუშინ მთელი საღამო მიტრიალებდა გონებაში: "როგორ შეძლება სხეულმა სულის სიმძიმე იტვირთოს, როცა სულს სხეულის ტარება ბუმბულივით შეუძლია".
საოცარი ფრაზაა! უკვე შევიყვარე...
დიალოგებიიი და ჯანდაბა, რაა! ვერ ვწერ დიალოგებს, ვერა! ფუი, დამპლებიიიი, ფუუუჰჰჰ!
მადლობა, ლილე heart_eyes heart_eyes

 


№15  offline მოდერი guroo

კომენტარები მინდა smile
დავიღალე ლოდინით. ასე ხომ შეიძლება ახალი თავიც შემომეწერინოს...
წავალ, მესამე თვს წავიკითხავ, ეგ თავი რაღაცნაირად კარგი მეჩვენება.

 


№16  offline მოდერი guroo

აჰა, მოვედი!მაგრამ რა?! არც არაფერი

 


№17 სტუმარი წიგნის ჭია-ღუა

ღამეა დააქ რასვაკეთებ, არ ვიცი. ყავა არ უნდა დამელია

 


№18  offline წევრი განდგომილი

ეჭვი მეპარება ამის წაკითხვა მეორედაცშევძლო. ძალიან მძიმეა. მეტი სიმსუბუქე არ გაწყენდათ. ნუთუ თქვენთვისაც რთული არ არის, რომ ასე დეპრესიული განწყობით წეროთ?!
დიახ, დეპრესიული განწყობა იგრძნობა. მგონი, ისტორიაზე მეტად თქვენმა პიროვნებამ დამაინტერესა. ჩემ თავს ვემითხები, ვინ უნდა იყოს-მეთქი ასეთი პერსონაჟების შემქმნელი. წერის საოცარ ნიჭსფლობთ. მაგრამ თქვენ უფრო საოცარი ჩანხართ.

 


№19  offline მოდერი guroo

განდგომილი
ეჭვი მეპარება ამის წაკითხვა მეორედაცშევძლო. ძალიან მძიმეა. მეტი სიმსუბუქე არ გაწყენდათ. ნუთუ თქვენთვისაც რთული არ არის, რომ ასე დეპრესიული განწყობით წეროთ?!
დიახ, დეპრესიული განწყობა იგრძნობა. მგონი, ისტორიაზე მეტად თქვენმა პიროვნებამ დამაინტერესა. ჩემ თავს ვემითხები, ვინ უნდა იყოს-მეთქი ასეთი პერსონაჟების შემქმნელი. წერის საოცარ ნიჭსფლობთ. მაგრამ თქვენ უფრო საოცარი ჩანხართ.


სიხარულისგან აღარ დამეხინება! ეს რა მითხარით????? ძალიან, ძალიან, ძალიანნნ დიდი მადლობა.
დეპრესიულს ვერ დავარქმევდი, ალბათ უფრო სხვაა. მაგრამ უნდა დაგეთანხმოთ... რაღაცნაირი განწყობით ვწერ - კარგ და ბედნიერ ხასიათზე როცა ვარ, მაგ დროს წერაარცმახსენდება.

 


№20  offline წევრი niniko13

გურო მაგარიხარ

 


№21  offline მოდერი guroo

niniko13
გურო მაგარიხარ


შეიძლება თავხედურად გამომდის, მაგრამ მაინც უნდა გითხრა!
სხვა დროს ვრცელი კომენტარი დატოვე, ან განმარტე მაინც - რა მოგეწონა, რატომ არის გურო “მაგარი”.
ასეთ კომენტარებს ვერ ვიტან. არაფრისმომცემი, უშინაარსო, უსულ-გულო და უბრალო სიტყვებია. მირჩევნია, რომ არც დაწერო ხოლმე, თუ სხვა დროსაც მოგინდება კომენტარის დატოვება.
არ მიწყინო

 


№22 სტუმარი სტუმარი მზიკო

როგორც იქნა, წავიკითხე.
აი, რა უდა ვთქვა? ენა მაქვს ჩაგდებული და თავიც ამტკივდა ცოტა :დ ძალიან ბევრი იყო და დამღალა კითხვამ.
სიკვდილზე ესე მაგრად არავინ წერს ამ საიტზე. მართლავერაფერს ვერ ვამბობ. ბრავოოოოოო

 


№23  offline მოდერი guroo

სტუმარი მზიკო
როგორც იქნა, წავიკითხე.
აი, რა უდა ვთქვა? ენა მაქვს ჩაგდებული და თავიც ამტკივდა ცოტა :დ ძალიან ბევრი იყო და დამღალა კითხვამ.
სიკვდილზე ესე მაგრად არავინ წერს ამ საიტზე. მართლავერაფერს ვერ ვამბობ. ბრავოოოოოო

❤️❤️❤️❤️

 


№24  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№25  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№26 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ისე საოცრად აღწერ თითოეულ სცენას, მხოლოდ წარმოსახვა თუა, როგორ ჰგავს ასე რეალურს.. წარმოუდგენელია. თუ წარმოდგენა არაა, მაშინ.... არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა, არ შემიძლია.
უჟანგბადო, სულისშემხუთავი ურთიერთობები, მეგობრები მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ, მეგობრებად იწოდებოდნენ, მშობლები მხოლოდ შექმნისთვის, და გაჩენისთვის.. რა ადამიანებში მოძრაობ((
რა ვქნა, რომ მიუხედავად ამ მანკიერებებისა, ორივე მომწონს და მიყვარს. მაგიჟებს პერსონაჟების რეალურობა...
საოცრება ხარ, ბატონო თხის რქავ.

 


№27  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ისე საოცრად აღწერ თითოეულ სცენას, მხოლოდ წარმოსახვა თუა, როგორ ჰგავს ასე რეალურს.. წარმოუდგენელია. თუ წარმოდგენა არაა, მაშინ.... არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა, არ შემიძლია.
უჟანგბადო, სულისშემხუთავი ურთიერთობები, მეგობრები მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ, მეგობრებად იწოდებოდნენ, მშობლები მხოლოდ შექმნისთვის, და გაჩენისთვის.. რა ადამიანებში მოძრაობ((
რა ვქნა, რომ მიუხედავად ამ მანკიერებებისა, ორივე მომწონს და მიყვარს. მაგიჟებს პერსონაჟების რეალურობა...
საოცრება ხარ, ბატონო თხის რქავ.

თხის რქა ვარ და ეს ყველაფერს ხსნის, ჩემი აზრით.
მე უსიყვარულო გარემოში ვცხოვრობ და ერთმანეთის მსგავსად უნდო ადამიანებს შორის ვმოძრაობ. სულ ეს არის,სულ ეს არის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent