შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი I


4-05-2020, 12:02
ავტორი belle...
ნანახია 19 239

პროლოგი
ვერცხლისფრად მოკაშკაშე სავსე მთვარე ინტერესით გადმოსცქეროდა ჩაბნელებულ ქალაქს. ცნობისმოყვარეობა კლავდა, როდის გამოვიდოდნენ ჩრდილში მიმალული დემონები გარეთ, როდის გამოაჩენდა, ერთ შეხედვით, უწყინარი ქალაქი თავის რეალურ სახეს. თითქოს შავებში გამოწყობილი ბედისწერა ამას ელოდაო - ბნელი ქუჩის კუთხიდან სწრაფად გამოვარდა აქოშინებული მამაკაცი. უზომო ძრწოლისგან სახე ერთიანად ჩაშავებოდა, შიშისგან გაფართოებული თვალები კი საზიზღრად ჩასისხლიანებოდა და ლამის ბუდიდან გადმოსცვენოდა.
რაც ძალა და ღონე ჰქონდა გარბოდა, თან ფეთიანივით უკან-უკან იყურებოდა. მთელი არსებით აშინებდა ის რასაც სიბნელეში ბუნდოვნად არჩევდა. სწორედ ამიტომ, წინ დაგდებული მოზრდილი აგური ვერ შენიშნა, ფეხი წამოჰკრა და მთელი ძალით დაენარცხა ცივ ასფალტს. გულისგამაწვრილებელ მდუმარებაში სუსტი ტკაცუნი გაისმა და მამაკაცი ტკივილისგან აკივლდა, გამწარებულმა ფეხზე ხელები წაივლო და მიუხედავად ჩამსხვრეული მუხლისა გაჩერება არც უფიქრია, ხოხვით გააგრძელა გზა, თან გაველურებულ მზერას არ აშორებდა შავ აჩრდილს, რომელიც, დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან. ეტყობოდა, რომ შექმნილი სიტუაცია ძალიან ართობდა.
- არა, გთხოვ, ეს არ გააკეთო! გემუდარები! - მამაკაცს სახეზე ცივი ოფლი ასხამდა - გევედრები, მაპატიე, ეს შემთხვევით მოხდა, არ გვინდოდა, გთხოვ!
სიბნელეში, ჩუმი სიცილი, საზარლად გაისმა. ეს ხმა, ეს ხრიალი, ეს მწარე გესლიანი ქირქილი სასოწარკვეთილ მამაკაცს ძარღვებში სისხლს უყინავდა. მთელი არსებით სწამდა, რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და მალე გაიღვიძებდა, მაგრამ კოშმარი არა და არ მთავრდებოდა, პირიქით, სიკვდილი თავისი, ლპობაშეპარული, გრძელი კლანჭებით უფრო და უფრო უახლოვდებოდა. მის მყრალ სუნთქვასაც კი გრძნობდა, რომელიც ფილტვებში ჟანგბადის ადგილს ნელ-ნელა იკავებდა და ახრჩობდა.
მიუხედავად მამაკაცის გულწრფელი ვედრებისა, უცნობისთვის მის სიტყვებს რაიმე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ის ისევ ზანტად უახლოვდებოდა მსხვერპლს თან ხელში სამართებელს ათამაშებდა, რომლის ალესილი პირი მთვარის შუქზე თვალისმომჭრელად ელვარებდა. ჩაბნელებულ და მიყრუებულ შუკაში სასოწარკვეთილის მოთქმა გოდება არავის ესმოდა. მსხვერპლმა შეამჩნია, რომ მის ხვეწნა-მუდარას არანაირი შედეგი არ მოჰქონდა, ამიტომ გაჭირვებით აითრია წელი და ნატკენი ფეხით, კოჭლობით გააგრძელა სირბილი.
შავოსანს ნაბიჯის აჩქარება არც უფიქრია. სამართებელი შემართა, კედელს დაუსვა და ისე განაგრძო სიარული. საშინელმა ღრჭიალის ხმამ ექოდ დაურბინა ჩაბნელებულ უბანს. ეს გამაფრთხილებელი სვლა იყო, ბოლო აქტი სისხლიან მკვლელობამდე, სულ მალე ამ სამართებლის პირი თბილი სისხლით შეიღებებოდა, მისი წვერიდან კი, მტრის განადგურებით მოგვრილი, ველური აღტკინება დაიწყებდა წვეთას, მეწამული ფერით. თითქოს მსხვერპლმა იგრძნოო მოახლოებული სიკვდილის აქოთებული სუნი, შიშმა და თვითგადარჩენის ინსტიქტმა გონიერება დაჩრდილა და გვერდით არც გაუხედავს, დაუფიქრებლად გადაირბინა გზატკეცილზე, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სწრაფად მომავალმა მანქანამ, უეცრად გამოჩენილი მამაკაცი გვიან შეამჩნია და დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო...
მთვარის შუქზე ნათლად გამოიკვეთა ცაში აჭრილი დამტვრეული სხეული, რომელიც ნაჭრის თოჯინასავით, უსულოდ დაენარცხა ასფალტს. გვამის ქვეშ სწრაფად დგებოდა სისხლის მოზრდილი გუბე. მეწამული ზოლი ნელა მიიკვლევდა გზას კანალიზაციისკენ, ზანტად შორდებოდა პატრონის უსულო და გამოუსადეგარ სხეულს, თითქოს მასაც მობეზრებოდა გრძნობაგაყინული გვამი, რომელიც ახლა უბრალო დამტვრეული ძვლების ტომარად ქცეულიყო.
უცნობი აჩრდილი კი, გვერდზე გადახრილი თავით, მშვიდად აკვირდებოდა საზარელ სანახაობას, თუ როგორ იცლებოდა სისხლისგან, ერთიანად დამსკდარი, ლპობაშეპარული გვამი, რომელსაც სულ მალე მოედებოდა აყროლებული ლეშის მძაღე სუნი. მისი არსება ველურ აღტკინებას მოეცვა, სიამოვნებისგან კიდურები უთრთოდა. ბოროტება ზანტად დასრიალებდა მის აღგზნებულ სხეულზე, ისე ეალერსებოდა, როგორც ბინძური საყვრელი მოღალატე კაცს. ვენებში კმაყოფილება უდუღდა. ხარობდა იმ ფაქტით, რომ მისი მოსისხლე მტერი, როგორც იქნა, ჯოჯოხეთის გზას დაადგა, ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი, მაგრამ...
რა გრძნობა იყო ეს? გულის სიღრმეში, ღრმა, ბნელ კუნჭულში საიმედოდ მიმალული ფარული განცდები. რა იყო ეს? - ბრაზი? ბოღმა? თუ იმედგაცრუება? იქნებ სამივე ერთად? უხაროდა ის ფაქტი, რომ მისთვის საძულველ პიროვნებას მალე მატლები დაესეოდნენ და საბოლოოდ გახრწნიდნენ პატრონის დამპალ ხორცს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მას ისევ სწყუროდა სისხლი. ეს წყურვილი კი ცნობიერებას ართმევდა, პულს უჩქარებდა და ბინძური ვნების მორევში ძლიერად ითრევდა, შხამიანი გესლით უვსებდა ისედაც დაბინძურებულ, დალაქავებულ და მყრალი განავლით ატალახებულ სულს. თუმცა, თვითონ იმდენად იყო ამ სიბინძურეს შეჩვეული, რომ მის ამაზრზენ სუნს უკვე დიდი ხანია ვეღარც გრძნობდა. ასე ხდება როდესაც სხეულს და გონებას ყველა გრძნობა ტოვებს, როგორც შავებში გამოწყობილი ხალხი, დაკრძალვის შემდეგ, მიყრუებულ სასაფლაოს. მასში მხოლოდ ზიზღი და ბოროტება დარჩენილიყო. გამხმარი და გაფშეკილი ძვლებივით ეყარა მისი არსების ფსკერზე, თავს კი მხოლოდ მაშინ წამოჰყოფდნენ, დამშეული სვავებივით, როცა ლეშის სუნს იკრავდნენ. აფუთფუთდებოდნენ, აიჯაგრებოდნენ და გველებივით მოჰყვებოდნენ ორკაპა ენის სისინს, სანატრელი საკბილოს გაფატვრის მოლოდინში.
რისხვისგან აკანკალებულმა ხმაურით ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი. არა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. სანამ უკანასკნელ მტერს არ ამოდებდა მიწაში, მანამ ვერ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას, იქამდე არ შეეშვებოდა ეს მწველი მარწუხები, რომლებიც ასე მძლავრად ჩასჭიდებოდნენ ბოღმისა და სიბრაზიზგან გასიებულ გულს. მხოლოდ ეს მოჰგვრიდა შვებას, მერე კი მასში აბობოქრებული დემონები ისევ მიიძინებდნენ და დაელოდებოდნენ იმ დღეს, როცა მათ ისევ ეცემოდათ სისხლის სუნი, ისევ წამოჰყოფდნენ თავს და ისევ აიძულებდნენ პატრონს მათთვის ხარკი გაეღო და სისხლი დაეღვარა.
ზიზღისგან აღგზნებულმა ბოლოჯერ შეავლო თვალი სისხლიან სანახაობას და უკუნით ბნელს შეერია, ისე გაუჩინარდა თითქოს მისი ნაწილი ყოფილიყო. კუთხეში ატუზული ბედისწერა კი ცბიერი თვალებით გასცქეროდა სისხლიან სანახაობას და ჩუმად ხითხითებდა. გრძელ შავ თითებს აღგზნებული იმტვრევდა და ყურებამდე გაწელილი ღიმილით რაღაცას ელოდებოდა. სულ მალე ქალაქში საინტერესო ამბები დატრიალდებოდა... პანიკა, შიში, მრისხანება და ბოროტება ყველა კუთხე-კუნჭულიდან გამოსჭვიოდა, უკვირდა კიდეც როგორ ვერ გრძნობდა ხალხი ამას, როგორ ვერ ხედავდნენ ასეთ აშკარა მინიშნებებს.
თუმცა, ისინი ხომ იშვიათად ამჩნევდნენ რამეს, საბრალო მოკვდავები, მხოლოდ მაშინ გრძნობდნენ საფრთხეს, როცა ეს ფაქტი ცალსახა ხდებოდა. კაშკაშა მთვარე კი უსულო გვამს დაჰნათოდა და ბავშვური ცნობისმოყვარეობით, მოუთმენლად ელოდა, კიდევ ვინ შეეწირებოდა თავის ცოდვებს, კიდევ რამდენი მოკვდებოდა შურისძიების სახელით და კიდევ რამდენი ადამიანის სისხლით მოირწყვებოდა თბილისის ბნელი ქუჩები...




თავი პირველი
თვალდახუჭულს თავი მერხზე მქონდა ჩამოდებული. გადაღლილს და გამოფიტულს, მხოლოდ ერთი სურვილი მკლავდა, მალე მივსულიყავი სახლში და ჩემს რბილ ბალიშებში ჩავძირულიყავი. ისე მეძინებოდა, რომ ლექციის მოსმენის არც თავი მქონდა და არც სურვილი. მითუმეტეს, სამოქალქო სამართალი საერთოდ არ მაინტერესებდა. ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი რას ლაპარაკობდა ვარდიძე.
თუმცა, რთული იყო მისი მჭახე ხმისთვის წაგეყრუებინათ. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა თითქოს ტვინში ძალით მიძვრებოდა და ნერვულ სისტემას უბოდიშოდ მირედაქტირებდა. თავისი გაუთავებელი ბუტბუტით, მარტო მე კი არა, თითქმის მთელ აუდიტორიას აშტერებდა. სტუდენტების უმრავლესობა ერთნაირი გამოლენჩებული სახეებით უყურებდა ნერვიულობისგან გალეულ, ანჩხლ ქალს, რომელიც მონდომებით ცდილობდა თავისი უაზრო საგანი კიდევ უფრო უაზრო გაეხადა, უნიჭო ორატორობით.
- კარგი რაა, - მომესმა ხმადაბალი ბუზღუნი გვერდიდან - ეგრე ხო მეც წავიკითხავ კანონებს სახლში. რა რას ნიშნავს ახსენი, ქალო!
- შენ რა, მეტი საქმე არ გაქვს?
გაბრუებულმა, თავი სიცილით ავწიე და ტაისიას დაბინდული თვალებით შევხედე. (თავის სახელს ვერ იტანდა, ამიტომ ყველა სისის ვეძახდით)
- შენ რა გენაღვლება, გამოცდებს ისედაც მშვენივრად აბარებ! თან სისხლის სამართალი გინდა. მე კი, მთელი ცხოვრება იმის მოსმენა მომიწევს, თუ როგორ ედავება მეზობელი მეზობელს, ბაღში უადგილოდ დარგულ ლეღვის ხეზე!
- კარგი, ასე ძალიან თუ არ გინდა სამოქალაქო, მაშინ რატომ მიყვები?
- სამაგისოდ უამრავი მიზეზი მაქ, სისხლის სამართალი საჩემო არაა, - ჩაიდუდუნა თავისთვის და კოდექსში ერთ-ერთი მუხლი უხალისოდ მოჯღაბნა - ამ ქალის გადამკიდე ვერაფერს ვისწავლი, ისევ კომენტარებს ჩავუჯდები ბიბლიოთეკაში.
- სისი, საერთოდ რას აკეთებ სამართალზე? შენ ჟურნალისტიკა უფრო მოგწონდა, მე თუ მკითხავ არც სამოქალაქო და არც სისხლი საშენო არაა.
- ეგ ჩემს მშობლებს აუხსენი! - შემომიბღვირა უკმაყოფილოდ და კიდევ ერთი კანონი მოჯღაბნა გაღიზიანებულმა.
აღარაფერი მითქვამს. მის პასუხს დიდად არ გავუკვირვებივარ. განა უმეტესწილად ასე არ ხდება? ბავშვებს პროფესიას მშობლები ურჩევენ - რას ლაპარაკობ, შენი ბაბუის ბაბუა ექიმია და შენც ოჯახური ტრადიცია უნდა გააგრძელო! ეს პროფესია კარგ ფულს გაშოვნინებს, ყოველ თვე მათხოვარივით არ დაელოდები სამას ან ოთხას ლარს, ნორმალური შემოსავალი გექნება და ცხოვრებასაც აიწყობ. ჩემი დაქალის ბიძაშვილი, რომაა, აი მაგის კარის მეზობელი იურისტია და იცი რამდენ ფულს შოულობს? ზაფხულში ჩვენსავით სოფელში კი არ დაწანწალებს „სუფთა ჰაერის“ ჩასასუნთქად, არა ბატონო, კურორტებს და დასვენებას არ იკლებს!... და ბევრი მსგავსი ძირგამომპალი და კარგად „შეკეთებული“ არგუმენტები, რომლითაც ტვინს უბურღავდნენ თავიანთ შვილებს.
იმას არავინ ფიქრობდა, რომ მერე ამ პროფესიით მოუწევდა მათ შვილს დარჩენილი ცხოვრების გატარება. იქნებ იმას ერჩივნა ის „წუწიანი“ ოთხასი ლარი?! სამაგიეროდ ყოველ დილით ბოღმით მაინც არ გაიღვიძებდა, ჩემმა მშობლებმა ცხოვრება დამინგრიესო. ჩემი საყვარელი საქმის ნაცვლად იმ ჯოჯოხეთში მიწევს წელზე გაწოლა და ვირივით მუშაობაო. ჯერ სამსახური ისედაც ხომ დამღლელი და აუტანელი პროცესია თვითგადარჩენის მისიაში, ახლა წარმოიდგინე, რომ მთელი ცხოვრება იმის კეთება გიწევს რაც არ გინდა, არ მოგწონს, არ გიყვარს და გაუბედურებს! დროთა განმავლობაში კი ისე დაემსგავსები ფერგადასულ მოჩვენებას და უბრალო ფულის მჭრელ მანქანას, რომ თავადაც ვერ მიხვდები. ჩემი პირადი მოსაზრებით კი, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი ჯობია!
თუმცა, რას იზავ, რთულია როდესაც შენს მომავალს სხვა აკონტროლებს. საკუთარ თავს არ ეკუთვნი და არც დამოუკიდებლად შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება. თუ შენსას აიჩემებ, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება მშობლები მართლა დაიყოლიო, რომ მხარი დაგიჭირონ, აი უარეს შემთხვევაში (რაც უფრო სავარაუდოა), ჰაერში დარჩები გამოკიდებული, რადგან ბევრ ახალგაზრდას დღეს საშუალება არ აქვს საკუთარი კაპიტალით თავი ირჩინოს და მითუმეტეს, სწავლის საფასურიც გადაიხადოს! (ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევდა შესაბამის მწვერვალებს, რა მარაზმია...).
მთელი დარჩენილი დრო წიგნაკში უაზრო ფიგურების ჯღაბნას მოვანდომე. მომწონდა აბსტრაქტული ფიგურების ხატვა, თითოეული მათგანი ჩემში რაღაც უცხო ემოციას აღძრავდა. მერე რა რომ სახე არ ჰქონდათ, არაფერს ჰგავდნენ, არც თავიანთი სილამაზით მოგჭრიდნენ თვალს, სამაგიეროდ უცნაურ შვებას მგვრიდნენ. თითოეული გავლებული ხაზი ახალი გრძნობა იყო, რომლისთვისაც ფორმის მიცემას ვცდილობდი და აშკარად არ გამომდიოდა. ჩემი ნაჯღაბნები მთვრალი ბატების ნაფეხურებს უფრო ჰგავდა, ვიდრე მხატვრულ „შედევრს“. თუმცა, მათი სიმახინჯის მიუხედავად, ჩემში აგორებულ უცნაურ ფიქრებს იზიარებდნენ და სულაც არ მოითხოვდნენ შემქმნელისგან რაიმე განსაკუთრებულს.
სისის ჩუმი ბურტყუნი ყრუდ ჩამესმოდა ყურში. გაღიზიანებული ისევ და ისევ ინიშნავდა კანონებს, რომლის შინაარსიც მისთვის ისეთივე გაუგებარი იყო, როგორც ჩემთვის ჩინური. წამით ისევ მოვწყდი რეალურ სამყაროს... ვუყურებდი როგორ ეცემოდა მზის ოქროსფერი ათინათი მაგიდის პრიალა ზედაპირს. ხის ფერები ნაზ ტონებად გადადიოდა ერთმანეთში და მომხიბვლელად ბზინავდა. თუ კარგად დააკვირდებოდით მის სიღრმეში ბევრ საინტერესო ფიგურას შეამჩნევდით. თითქოს თავის სევდიან ისტორიას ჰყვებოდა... როგორ ცხოვრობდა, სანამ ადამიანის ბინძური ხელი შეეხებოდა, სანამ მისი სიცოცხლე შეწყდებოდა და რიგით ხის ნაჭრად იქცეოდა, რომლის ერთადერთი დანიშნულება ცარიელი ადგილის შევსება იყო ამ უზარმაზარ აუდიტორიაში.
და ახლა, როცა მზის სხივებს მხურვალე თითებზე მხიარულად ეთამაშებოდა, ბედნიერ წლებს იხსენებდა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ, რომელიღაც ამწვანებულ მინდორში, ამაყად წამომართული მუხა ბრძანდებოდა და ზემოდან დასცქეროდა პაწაწინა ყვავილებს, გამეღიმა... ვინ იცის, რამდენი ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანი შეუფარებია მის ჩრდილქვეშ, რამდენი ჭრელტანიანი ჩიტუნას მშობლიური სახლი ბრძანდებოდა, სანამ ძირში მოკვეთავდნენ სამყაროს გულთან მაკავშირებელ ფესვებს. მასაც წაართვეს სიცოცხლე და ამ იდიოტურ აუდიტორიაში არსებობა მიუსაჯეს! წუხდა კი ვინმე ამაზე? არა... მხოლოდ მას ადარდებდა თავისი ტკივილი და ჯერ კიდევ შემორჩენილი ტკბილი მოგონებებით ცდილობდა, თავისი არსებობით გამოწვეული, საძულველი უსარგებლობის შეგრძნების გაუფერულებას. არ მინდოდა მეც მასავით დამემთავრებინა... ერთი უსარგებლო და გამოუსადეგარი ნივთი ვყოფილიყავი, რომლითაც მხოლოდ ცარიელ ადგილს შეავსებდნენ და რომლის არშევსებითაც არც არაფერი დაშავდებოდა...
როგორც იქნა, სალექციო საათიც ამოიწურა და ვარდიძემ ფარხმალი დაყარა, თავისი მონოტორული ბუტბუტით ვინმესთვის რამე გაეგებინებინა და ბრაზისგან ტუჩებმოღრეცილმა ამჟავებული გამომეტყველებით დატოვა აუდიტორია.
- ახლა საით? - მკითხა სისიმ, როცა გარეთ გამოვედით.
- ჯერ კაფეტერიაში ჩავიდეთ. ახლა ყავას თუ არ დავლევ მოსულიშვილის ერთ სიტყვასაც ვერ შევუშვებ თავში. მერე კი მეც ბიბლიოთეკაში მომიწევს ყურყუტი, შენსავით. ხვალინდელი ქვიზისთვის რამდენიმე არქივი დასამუშავებელი მაქვს.
- კარგი, - ამოიოხრა გადაღლილმა - მეც გამოგყვები, ერთი ჭიქა ყავა მართლა არ იქნებოდა ცუდი.
ორივე ვარდიძის ჩუმი ლანძღვით ჩავუყევით კიბეებს. როგორც ყოველთვის, კაფეტერიაში აუარებელი ხალხი დაგვხვდა. ვერ ვიტანდი ასეთ ხმაურს და აყალმაყალს, მაგრამ არჩევანიც რომ არ გქონდა ადამიანს?! ჩვენი უნივერსიტეტი კერძო გახლდათ და შესაბამისად ფასებიც უფრო მაღალი იყო. ჩვენი ოთხიათასი და ხუთიათასი ნამდვილად ვერ შეედრებოდა სამედიცინოს სტუდენტების გადასახადს - მათი წლიური „სტავკა“ ოცდახუთზეც თავისუფლად ადიოდა. სამედიცინოზე აქ ძირითადად სულ ნიგერები სწავლობდნენ, მათ კი თავიანთი ქვეყანა აფინანსებდათ. ასე, რომ რთულ მდგომარეობაში ისევ ჩვენ ვრჩებოდით, ჩვეულებრივი მოკვდავები, რომლებსაც არც სახელმწიფო მხარდაჭერა გაგვაჩნდა (აბიტურიენტობისას კოჭლი მონდომების გამო) და არც ფულის ტომრებს ვმალავდით კარადებში.
- სერიოზულად?
სისიმ მოღლილი გამომეტყველებით გახედა უზარმაზარ რიგს სალაროსთან, რომელიც ლამის შემოსასვლელამდე გაჭიმულიყო.
- ამდენი ბავშვი როდისღა ჩაირიცხა აქ? - ვიკითხე ჩამქრალი ხმით.
- ალბათ მაშინ, როცა გადასახადი სახემწლიფოსას გაუტოლდა!
გაბრაზებულმა უზარმაზარ რიგს გვერდი აუქცია და სალაროსკენ ჯიქურ გაემართა. ხელი ჩავიქნიე, აქედან არაფერი გამოვა-მეთქი და ფანჯრის რაფასთან ჩამოვჯექი (მაგიდასთან დაჯდომის ამბიცია თავში აზრადაც არ მომსვლია, ისე იყო კაფეტერია გადაჭედილი გულით რომ მოგენდომებინა ვერსად გაეკვეხებოდი). ჩემდა გასაკვირად სისი სულ რაღაც ათ წუთში უკან დაბრუნდა, ყავით ხელდამშვენებული. ორთქლავარდნილმა „ნარკოტიკმა“ მაშინვე ამიწვა თხელი ნესტოები. ვგიჟდებოდი ყავის მძაფრ სურნელზე, მისი ნაზი არომატი კი დამღლელ დღესაც იოლად მავიწყებდა.
- გამომართვი, - გამომიწოდა ღიმილით და გვერდით მომიჯდა.
- ეს უსამართლობაა! - შევუბღვირე განაწყენებულმა - რატომ სარგებლობ მისი გრძნობებით?
უკმაყოფილოდ გავხედე გიორგის, რომელიც სალაროსთან იჯდა და კლიენტებს ემსახურებოდა, ცალი თვალით კი სისის გამოხედავდა ხოლმე. ჩემი პირადი მოსაზრებით ერთმანეთს შეეფერებოდნენ, ორივე მორცხვი და თავმდაბალი პიროვნება გახლდათ. უნივერსიტეტში სწავლის პირველივე დღიდან გიორგის, რა წამსაც სისის მოჰკრა თვალი, მთავდავიწყებით შეუყვარდა. ისე, სისის შეყვარება სულაც არაა რთული, გარეგნულად ძალიან ლამაზი გოგოა - ქერა თმა, მუქი ლურჯი თვალები და ლამაზი პატარა ტუჩები აქვს, აი ისეთი, ზღაპრებში რომ ბევრს გინახავთ ქერა პრინცესები. თუმცა, მარტო გარეგნობა არაფერ შუაშია, მისი კეთილი გულის გამო მიყვარდა ის ასე ძალიან. გიორგი კი, მისი მორიდებული ხასიათის გადამკიდე, აგერ უკვე მესამე წელი ხდებოდა და ჯერაც ვერაფერს უბედავდა. სისის მუდამ აღიზიანებდა მისი ასეთი დამოკიდებულება, ბიჭია და გაინძრეს მე ხომ არ დავუწყებ ჩალიჩს პაემანზეო, ბუზღუნებდა.
- იცი რა არის უსამართლობა? დღეს მთელი დღე ბიბლიოთეკაში რომ მომიწევს დაყუდება და იმ იდიოტური კომენტარების დეტალურად გარჩევა, რასაც წესით ლექტორი უნდა აკეთებდეს, აი ეს არის უსამართლობა! - ლურჯი თვალები ბრაზით წამოენთო.
- არ გიფიქრია რომ მშობლებს დალაპარაკებოდი? ასე გაგრძელებას სადამდე აპირებ? ბაკალავრიატს გადააგორებს კაცი როგორმე, მაგრამ მაგისტრატურა? ახლა თუ გიჭირს, მერე უარესი იქნება.
- არ შემიძლია, სია. მინდა, მაგრამ არ შემიძლია. წინასწარ ვიცი რაც მოჰყვება ჩემს სიტყვით გამოსვლას. ვერც კი ვმუშაობ, მთელ დროს სწავლას ვუთმობ, რომ რამე გავიგო ამ აბდაუბდა კანონებიდან. მე რომ უარი ვუთხრა საერთოდ გარეთ გამომაგდებენ.
- ხოდა, ჩემთან იცხოვრე, რა პრობლემაა, - გავუცინე მხიარულად - ხომ იცი, მარტო ვცხოვრობ, დიდი სიამოვნებით შეგიფარებ.
- მადლობა მეგობარო, მაგრამ ეს საქმეს ვერ მომიგვარებს, - ამოიოხრა გატანჯულმა - ნეტავ შენსავით დამოუკიდებელი ვიყო, ასე ძალიან აღარ გამიჭირდებოდა.
- ჰმ, დამოუკიდებელი. - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ - შენც კარგად იცი, ასე ცხოვრება რადაც მიჯდება.
- ვიცი, მაგრამ მირჩევნია შენსავით ვწვალობდე და თავის შენახვა შემეძლოს, ვიდრე მშობლების კლანჭებში ვიყო გამომწყვდეული.
ხმა აღარ ამომიღია. სისიმ მალე გამოცალა ჭიქა და ლექციაზე გაიქცა. სასჯელაღსრულების სემინარი ორ საათში მეწყებოდა. ბიბლიოთეკაში ასვლა კი ჯერ არ მინდოდა. ცოტახანში კაფეტერიაც დაცარიელდებოდა, ბავშვები ლექციებზე დაიშლებოდნენ და მეც ამოვისუნთქავდი. გულდამძიმებული სისის სიტყვებზე დავფიქრდი, შეიძლება ჩემი ცხოვრება იოლი არ იყო, მაგრამ მე ასე თუ ისე საკუთარ თავს ვეკუთვნოდი მაინც.
ფანჯრიდან მარჯნისფერ ჰორიზონტს გავცქეროდი და ღრმა წარსულში მონდომებით ვიქექებოდი. სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა სახლიდან წამოვედი. იმდენად გაუსაძლისი აღმოჩნა ჩემი მშობლების გვერდით ცხოვრება, რომ უყოყმანოდ გამოვიხურე სახლის კარი და უკან აღარც მიმიხედავს. მამაჩემი ყოველ დღე ახალ საყვარელთან დადიოდა. თავიდან ცდილობდა, რომ დედას არაფერი შეემჩნია, მაგრამ მერე ვხვდებოდი, რომ უკვე ეგეც მაგრად ეკიდა.
კატერინამ ბევრი ითმინა. ამდენი წლის ოჯახს ხომ არ დავანგრევ, სირცხვილიაო, (როგორც ქალების უმეტესობა ფიქრობს, ქმარი რო მივატოვო ხალხი რას იტყვის? სირცხვილით თავი გარეთ როგორ გამოვყო? გაიგულავა, მერე რა მოხდა. გაუვლის ხუშტურები და ისევ ოჯახში დაბრუნდება. კაცია, ვის არ გაუსეირნია ქალებშიო. ბევრი ამ აფსურდული მიზეზების გამო ისევ აგრძელებდა იმ ნაბი*ვარის გვერდით ცხოვრებას, რომელიც ყოველ დღე თავზე ლაფს ასხამდა), მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო, ბარგს ხელი მოჰკიდა და სახლიდან წავიდა.
დედაჩემი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და არ გასჭირვები ცხოვრების გაგრძელება, პლუს ამას თავისი ბიზნესიც ჰქონდა, ანტიკვარიატის მაღაზიების ქსელს ფლობდა. მე კი მამაჩემთან შევრჩი, რომელიც იშვიათად მოდიოდა სახლში სხვადასხვა ძვირფასი სუნამოთი აყროლებული. ძირითადად სულ სამსახურში იყო და ბრალდებულების ციხეში გასტუმრებით ირთობდა თავს - მამაჩემი პროკურერი გახლდათ. ალბათ იფიქრებთ, ახლა გასაგებია შვილს რატომ მოსწონს დამნაშავეთა სამყაროში ქექვაო, მაგრამ ცდებით. ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია მისი მიბაძვით, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი მისგან რადიკალურად განხვავებული ცხოვრების სტილი მქონოდა, ნაწილობრივ გამომდიოდა კიდეც...
რაც შეეხება კატერინას, ის არასოდეს ყოფილა გულთბილი და მზრუნველი მშობელი. იშვიათად მაკითხავდა სახლში, ხანდახან ერთადაც ვსადილობდით ხოლმე, ეს იყო და ეს. მასთან თავს ყოველთვის უცხოდ ვგრძნობდი. აი მამაჩემს კი, საერთოდ არ ჰქონდა დრო, რომ ერთადერთი ქალიშვილისთვის ყურადღება მიექცია. გამუდმებით სამსახურით იყო დაკავებული, ან საყვარლებით.
მეც მალე მომბეზრდა ეს აუტანელი სიტუაცია, ორივე მივატოვე და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. გგონიათ რომელიმემ გააპროტესტა? დედაჩემმა, თინეიჯერული ხუშტურები აწუხებს, მალე გადაუვლის და სახლში დაბრუნდებაო. მამაჩემიც დაახლოებით ანალოგიურს ფიქრობდა, თან ცინიკურად ეცინებოდა, ეგ ხელისგულზე ტარებას არის მიჩვეული და უფულოდ ვერ გაძლებსო. სინამდვილეში კი არცერთმა არ იცოდა, როგორ მძაგდა მათი წყეული ფული და როგორ მძულდა ორივე! საკუთარ ეგოიზმში იმდენად იყვნენ თავით ჩაპირქვავებულები, რომ სხვა არავინ და არაფერი აინტერესებდათ - მათ შორის არც შვილი!
როგორც შენიშნეთ, არცერთის მოლოდინი არ გამიმართლებია, სახლში არ მივბრუნებულვარ. თავიდან სანდროსთან სტუდიაში ვრჩებოდი ხოლმე, შემდეგ კი მუშაობა დავიწყე, ცოტა ფული მოვაგროვე, ბინა ვიქირავე და გადავედი. ერთ დღესაც სანდრომ თავისთან მუშაობა შემომთავაზა, მართალია ის არ არის რაც შენ გინდა, მაგრამ იქნებ გეცადაო. შეკვეთებს მაძლევდა და მეც ხალხს უკან დავსდევდი, რომ ტყუილში გამომეჭირა და ამაში ფული ამეღო. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ნათქვამია ცოდნა პრაქტიკაში მოდისო, დროთა განმავლობაში დავიხვეწე და სერიოზულ საქმეებსაც ვიღებდი, პარალელურად კი უნივერსიტეტში ვსწავლობდი.
იმდენი მოვახერხე, რომ ფული საკმარისად დავაგროვე, ბინა შევიძინე და საკუთარი ცხოვრება წვალებით ავიწყე. ალბათ, მამაჩემს, რომ სცოდნოდა მისი შვილი სად მუშაობდა და რამდენი საქმე წააგო ჩემი წყალობით, ინფარქტიც გლიჯავდა. ახლა რომ გითხრათ ეს ფაქტი რამეში მედარდებოდა-თქო, მოგატყუებთ. მშობლების მიმართ იმდენად მქონდა გული გაცივებული, საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემზე რას იფიქრებდნენ.
- ეკე, გაიგე გუშინ რა მოხდა? - შემომესმა ჩემი კურსელის ხმა.
ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ დაცარიელდა კაფეტერია. აღარ ისმოდა ტვინის შემაღონებელი ღრიანცელი, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი მოჩანდა აქა-იქ. ჩემთან ახლოს კი, ჩემი კურსელები ისხდნენ, ისინიც სასჯელაღსრულებას ელოდებოდნენ.
- და რა მოხდა? - ჰკითხა უინტერესოდ, თავი ტელეფონში ჩაერგო და შუბლშეკრული ეკრანს გაუცნობიერებლად სქროლავდა.
- ალექსს და დუჩეს ისევ უჩხუბიათ, დაწყვიტეს ერთმანეთი. გოგამ თქვა ორივეს თავ-პირი ჰქონდა დასისხლიანებულიო.
- ახლა რაღა მოხდა? - როგორც ჩანს, ამ ახალმა ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. გაგას სახე ჩამოუგრძელდა.
- შენც კაი ვინმე ხარ რა, - შეუბღვირა უკმაყოფილოდ - რა კითხვებს სვამ? გეგონება მაგათ საჩხუბრად მიზეზი სჭირდებოდეთ.
- მაშინ, ტვინს რაღატო მიტყნავ უაზრობებით? - თავი ასწია და გაგას მობეზრებულმა გახედა - ხო იცი, რომ მაგრად მაგ ბობოლების თრახი!
ყურები ვცქვიტე. დუჩე და ალექსი ისევ ჩხუბობდნენ?! რაც ამ უნივერსიტეტში ფეხი შემოვდგი სულ მათი სახელები მესმოდა ყველგან. სამყაროში ალბათ არ მოიძებნებოდა მსგავსი ორი ადამიანი, რომლებსაც ასე სძულდათ ერთმანეთი. გაგას თქმის არ იყოს, მიზეზი არასოდეს სჭირდებოდათ საჩხუბრად. რამდენჯერ დამინახავს ჩემი თვალით, როგორ გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს. ერთხელ დაცვამ გააშველა, მეორედ კურსელებმა, მესამედ კი პატრულმა ძლივს დაწიწკნა ერთმანეთს (ახლაც კარგად მახსოვდა იმ ოფიცერის სახე, რომელსაც გაცეცხლებულმა დუჩემ მუშტი პირდაპირ სიფათში ატაკა და ფინგალითაც დაასაჩუქრა. იმის მერე ორი კვირა უნივერსიტეტში არავის უნახავს, თურმე მდიდრების შვილებიც ისჯებიან პოლიციელის სიფათის გალამაზებისთვის).
თუმცა, ეს ორი ვირი, მარტო თავიანთი გაუთავებელი მუშტიკრივით არ იყვნენ ცნობილები. ორივე, ქვეყნის ყველაზე მდიდარი კომპანიის, „ქეი კორპორეიშენის“ მთავარი აქციონერების შვილები ბრძანდებოდნენ. როგორც ხედავთ, სასწავლებელში შესაშური მანერებით არ იწონებდნენ თავს. ყველას უკვირდა, რომ ეს თავზეხელაღებული ბიჭები, რომლეთა მამებიც ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, გამუდმებით ჩხუბობდნენ და თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს. მათი აუხსნელი სიძულვილის მიზეზი კი ისეთივე უცნობი და ბურუსით მოცული იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ამჩემსფეხება მთავრობის ხელში.
მათი გადამაკიდე, უნივერსიტეტს სკანდალები არასოდეს აკლდა. ბავშვები ხან დუჩეს ნაშებზე ჭორაობდნენ გაცხარებულები, ხან ალექსის. ჰაჰ, რომელ გოგოს არ უოცნებია მათ მკლავებში აღმოჩენაზე. შენობაში ვერ ნახავდით თუნდაც ერთ „იქსს“, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუყოლებია მათთვის დაბინდული მზერა, მეოცნებე გამომეტყველებით. ამ დროს სულ ვფიქრობდი ჩვენი სოციალური წყობა გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული-თქო. თუ ბიჭი მდიდარი და ამასთანავე მართლაც ძალიან ლამაზია, მაშინ მასზე გაგიჟება და გადარევა ყველა გოგოს ხვედრია, თუნდაც სრულყოფილი დეგენერატი ბრძანდებოდეს, რა მოსაწყენია...
სიმართლე რომ გითხრათ, არცერთს არ ვიცნობდი კარგად, მხოლოდ რამდენიმე ლექცია გვიტარდებოდა ერთად და მაშინაც დიდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია რომელიმეზე. ალექსი მუდამ ლაზღანდარობდა, უადგილო ხუმრობებით თავს გვაბეზრებდა და ლექციის მოსმენაშიც ხელს გვიშლიდა (ეს ალბათ მე მიშლიდა ხელს და მაღიზიანებდა, თორემ დანარჩენები იდიოტებივით იცინოდნენ მის ბანძ შუტკებზე, ან მე მაქვს იუმორის აღქმის პრობლემა, რავიცი).
აი დუჩე კი მისგან სრულიად განსხვავდებოდა. ლექციებზე ხმას არ იღებდა, იჯდა თავისთვის ჩუმად და სულ რაღაცას ჯღაბნიდა ფურცელზე, რომელსაც ლექტორი ქვიზის დასაწერად აწვდიდა. არცერთ კითხვას არ პასუხობდა და თავი მუდამ ისე ეჭირა, თითქოს თვითონაც არ იცოდა რა ჯანდაბას აკეთებდა აუდიტორიაში! ალექსი ლექტორებს ეარშიყებოდა და სტუდენტებს აწვალებდა, დუჩეს კი ორივე მაგრად ეკიდა და ფიქრებში ჩაძირული, ყურადღებას არავის აქცევდა.
სასაცილოა, მაგრამ ორივეს ჰყავდა თავიანთი „მიმდევრები“. სტუდენტების ნაწილი ალექსს უჭერდა მხარს, ნაწილი კი დუჩეს. მცირე კატეგორიას, რომელშიც დიდი ხალისით შევდიოდი, ორივე მხარე მაგრად ეკიდა და მარტო სწავლაზე ფიქრობდა.
- შენ რა გჭირს დღეს?
გაგა ახლაღა მოეგო გონს, რომ მისი მეგობარი უგუნებოდ ბრძანდებოდა. ისე, ეკე სულ ასეთი მახსოვდა. მუდამ პირქუში და ზერელე დამოკიდებულებით გარესამყაროსადმი. იშვიათად ინტერესდებოდა რამით, ძირითადად სულ ტელეფონში ჰქონდა თავი ჩაყოფილი და კაცმა არ იცის რას ათვალიერებდა ასე მონდომებით.
- არაფერი, დაიკიდე რა. წამო ეზოში ჩავიდეთ, მოწევა მინდა.
მუქი ბრინჯაოსფერი გაბურძგნული თავი უკმაყოფილოდ აიჩეჩა და წამოდგა. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მისი მუქი, პრიალა, ტოპაზისფერი თვალები ფარულ გაღიზიანებას ძლივს მალავდნენ. უნდა ითქვას რომ, მიუხედავად ცუდი ხასიათისა, ერეკლე ყველაზე კარგი, საინტერესო და დინჯი პიროვნება იყო კურსზე. ერთმანეთს იშვიათად ვესაუბრებოდით, ისიც მაშინ როცა გამოცდებთან დაკავშირებით რამე კითხვა უჩნდებოდა. მუდამ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, რომ მის მსხვილ ტუჩებზე ერთხელაც არ შემიმჩნევია ღიმილი, სიცილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ყოველთვის კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის გიჟურ ამბებში არასოდეს ერეოდა. უნისის კიდევ ერთი იდუმალი მარგალიტი, რომელიც ჩრდილში დგომის მცდელობის მიუხედავად, მაინც ახერხებდა ჩემი ყურადღების მიქცევას.
- გამარჯობა, სია. - მომესალმა თავაზიანად.
- გამარჯობა.
- სასჯელაღსრულებას ელოდები?
ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ძალით მელაპარაკებოდა. ალბათ გაგას თავიდან მოშორება უნდოდა, რომ უნისის ნარცისებზე ლაპარაკით ტვინი აღარ გაეღუნა.
- ჰო...
- ააა, სია! - გაგამ ეკეს ზურგს უკნიდან თავი გამოყო და ეშმაკურად შემომხედა - კურსის ყველაზე იდუმალი გოგონა, როგორ ხარ?
- კითხვაზე გიპასუხებდი, იდიოტი რომ არ იყო. - წარბები ირონიულად ამეპრიხა.
- ნეტა, ყველგან არ ეჩხირებოდე უაზროდ! - ეკემ გაგას თავში წაუთაქა - გამოადგი ფეხი!
- ეეე, ნუ მირტყამ-მეთქი, ! რამდენჯერ გითხრა და ნურც გოგოებში მაჯვავ! - გაბრაზებულმა მხარში უბიძგა.
ეკემ მოგვიანებით გნახავო გადმომილაპარაკა და აბეზარი მეგობარი ყურით წააპრონწიალა კაფეტერიიდან, გამეცინა. მართალია გაგა საყოველთაოდ აღიარებული იდიოტი იყო და გამუდმებით ნერვებს უშლიდა ეკეს, მაგრამ მაინც კარგი მეგობრები იყვნენ.
თავი გავაქნიე და ყველაზე ახლოს მდებარე მაგიდას მივუჯექი. კიდევ ერთი ჭიქა ყავა მოვიდგი გვერდით, მძიმე წიგნები ჩანთიდან ამოვალაგე და სისხლის სამართლის არქივების მიღმა გავუჩინარდი. იმდენად ჩავეფალი კრიმინალურ სამყაროში, რომ მხოლოდ გელოვანის გვარის ხსენებამ მომიყვანა გონს.
- გუშინ გავიგე მეც. ამბობენ უბედური შემთხვევა იყოო, მანქანამ გაიტანაო, მაგრამ რაღაც მეეჭვება. რატომღაც მგონია რომ მისი მოშორება უნდოდათ.
თავი წამოვწიე და უკან მივიხედე, ორი ლექტორი ხმადაბლა საუბრობდა სამი დღის წინანდელ მომხდარ ინციდენტზე.
- კარგი ერთი, ფაქტი ერთია, ვიღაცას გზაზე გადაურბინა და მანქანამ გაიტანა. რაღა მნიშვნელობა აქვს ვის ეხატებოდა გულზე და ვის არა?
- ეგეც მართალია, მაგრამ არამგონია „ქეი კორპორეიშენმა“ ეს საქმე ასე იოლად დაახურინოს სასამართლოს. იმ უბედურს ალბათ სამუდამოს მისცემენ, გამოძიება დაწყებულია. უნდა ნახო, მთელი განყოფილება ფეხზე დგას. ჩემი ძმიშვილი გამომძიებელია, ამ საქმეს უძღვება. რაც გელოვანი დაიღუპა მას შემდეგ სახლში აღარც მისულა, სამსახურში სძინავს და იქვე ჭამს.
თავი მოვაბრუნე და მოსმენილზე დავფიქრდი. მირიან გელოვანი „ქეი კორპორეიშენის“ ერთ-ერთი აქციონერი იყო. მისმა დაღუპვამ მასშტაბური სახის აფეთქება გამოიწვია პრესასა და ტელევიზიაში. სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველგან მის მოულოდნელ გარდაცვალებაზე საუბრობდნენ. რა ჭორს აღარ მოჰკრავდით ყურს - ამბობდნენ, ქავანას და კალანდიას ბოლო დროს ცუდი ურთიერთბა ჰქონდათ თავიანთ პარტნიორთან და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მათი მეწილის „გარდაცვალების“ მიზეზიო.
რაც შეეხება მოტივს, ის ათსგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო - ფული, ძალაუფლება, ბინძური საიდუმლო, ფარული მტრობა, შიდა კონფლიქტები. უამრავი ჰიპოთეზის წამოყენება შემეძლო, მაგრამ ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, მოსაზრება იქნებოდა მტკიცებულების გარეშე, რადგან სისხლის სამართლის უდანაშაულობის პრეზუმფცია ამბობს - „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით!“
ალბათ ამიტომ ჩხუბობდნენ ბიჭები. მათი მამები ახლა ხომ ყველას ყბაში ჰყავდა გაგდებული. როცა მამას გილანძღავენ არც ისე სასიამოვნო გრძნობაა, თუნდაც ის მართლაც დამნაშავე იყოს. უსიამოვნო გამოცდილება მალაპარაკებს, მამაჩემს იმდენი ადამიანი ჰყავდა გამწარებული, თავისი პროფესიის გადამკიდე, რომ ამ საშინელი გრძნობის ატანა არაერთხელ მომიწია. ჰოდა ალბათ ბიჭებიც გულის ჯავრს ერთმანეთზე იყრიდნენ, როგორც ყოველთვის.
გაღიზიანებულმა ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავყარე და გუნებამოშხამული ბიბლიოთეკისკენ გავემართე. კიდევ ერთი საათი მქონდა დარჩენილი ლექციის დაწყებამდე, კაფეტერიაში მეცადინეობა კი, ჭორიკნების გადამკიდე, შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემდა საბედნიეროდ ბიბლიოთეკა ცარიელი დამხვდა.
ბავშვები ლექციებზე იყვნენ გაკრეფილები, თან უკვე საღამოვდებოდა და ბევრი მეცადინეობას ამთავრებდა. კმაყოფილი შევედი წიგნების უზარმაზარ სამყაროში და ბიბლიოთეკარს პირადობა დავუტოვე. (პირადობის ან საკრედიტო ბარათის გარეშე შიგნით არავის უშვებდნენ) ყველაზე მყუდრო ადგილი შევარჩიე, ჩანთა ადგილზე დავტოვე და წიგნების ასაღებად წავედი.
სისხლის სამართლის სექციას ინტერესით ვათვალიერებდი, უცებ ზურგს უკან ჩუმი გინება მომესმა. მობრუნებულმა დუჩეს მოვკარი თვალი, წელშიმოხრილი ფსიქოლოგიის სექციაში რაღაცას გამწარებული ეძებდა. გონებაში გამიელვა, მართლაც როგორი ლამაზია ეს საზიზღარი ბიჭი-თქო. მაღალს და დაკუნთულ მხარ-ბეჭიანს, ყორანივით შავი ქოჩორი უწესრიგოდ ასჩეჩოდა. მონაცისფრო-მწვანე თვალები იდეალურად ეხამებოდა ხორბლისფერ კანს და სისხლივით წითელ სავსე ბაგეებს. სახის დახვეწილი და მკვეთრად გამოკვეთილი ნაკვთები მისი შარმის უნებლიე ტყვედ გაქცევდათ. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ დარწმუნებულიყავით, რატომ ირეოდნენ მასზე გოგონები - ასეთი გარეგნობის პატრონი ნებისმიერს დაუბრმავებდა თვალებს.
ფული და პლუს მიმზიდველი გარეგნობა ერთად მეტისმეტია-თქო, გავიფიქრე ბოღმიანი ბავშვივით და სექციას მივუბრუნდი. სისხლის სამართლის კოდექსი და კომენტარები სქელტანიანი წიგნებიდან გამოვაძვრინე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
დუჩესთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. მთელი არსებით წიგნებში ჩავეფალი და მონდომებით დავიწყე „სხირტლაძე-მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის გარჩევა, რომელიც ციხეში მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ სათანადო სამედიცინო დამხარება არ აღმოუჩინეს თავისი სტატუსის გამო - პატიმარი, კანონიერი ქურდი გახლდათ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა ჩვენს ქვეყანას და ბლომად ფულიც აახია კომპენსაციის სახით, მაგრამ, გაუბედურებულ ქალს ფული უკან ვერ დაუბრუნებდა მეუღლეს. საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერანაირი ფული ვერ აანაზღაურებს, რამდენი ნულითაც არ უნდა ბოლოვდებოდეს ის.
მე კი ამ ქეისის დეტალური ანალიზი მქონდა დასაწერი, თუ რა მიზეზით გარდაიცვალა პატიმარი და მთელი რიგი კანონების დეტალური გარჩევა, რომელიც უხეშად იქნა დარღვეული ჩვენი სანაქებო სახემწიფოს მიერ. უკვე ყელში მქონდა ამოსული ჩვენი ქვეყნის მიწასთან გასწორება სხვა უამრავი მსგავსი ქმედების გამო, მაგრამ მაინც მორჩილად ავიღე კალამი ხელში და წერა დავიწყე.
- უკაცრავად, შეგიძლია დამეხმარო? - მომესმა დაბალი, მელოდიური ხმა, რომელსაც ოდნავი იტალიური აქცენტი დაჰკრავდა.
თავი ავწიე და დუჩეს მხურვალე მზერას წავაწყდი. წამით გავშტერდი, აქამდე არასოდეს გამიგია მისი ხმა. უფრო სწორად, მე არასოდეს დამლაპარაკებია და ახლა მისმა ყურადღებამ საშინლად ამირია თავგზა. აი თურმე როგორ ახვევდა თავბრუს გოგოებს! მისი გამჭოლი გამოხედვაც საკმარისი იყო, რომ საკუთარი სახელი დაგვიწყებოდათ, ლოყები ამეწვა. გონს სწრაფად მოვეგე და როგორც შემეძლო თავდაჯერებით ვუპასუხე.
- გისმენ.
- გუშინწინ შევამჩნიე, რომ „დამნაშავის ფსიქოლოგია“-ს კითხულობდი, მაგ წიგნს ვეძებ და ვერსად მივაგენი, ისევ შენ ხომ არ გაქვს?
- ამას ეძებ? - კოდექსიდან მომცრო წითელი წიგნი გამოვაძვრინე.
- ზუსტად! - ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა და თეთრი ქათქათა კბილები გამოუჩნდა. პირველად შევნიშნე მის სახეზე ღიმილი. ნამდვილად შთამბეჭდავი იყო! - შეგიძლია მათხოვო? ცოტახნით, მალე ლექცია მეწყება და ისევ დაგიბრუნებ.
„სხვათაშორის, მაგ ლექციას ერთად ვესწრებით ხოლმე!“ გავიფიქრე ბრაზით, მაგრამ წიგნი მაინც გავუწოდე.
- გმადლობ.
- ნეტა რას კითხულობ, ფეხებზე მაინც არ გეკიდოს. - წავისისინე გაღიზიანებულმა.
მიუხედავად ჩემი მწარე კომენტარისა, რომელიც უფრო სუბიექტური იყო, ვიდრე ობიექტური, დუჩე მოშორებით მიუჯდა მაგიდას და წიგნში ცხვირი ინტერესით ჩარგო. სულ გამეფანტა ყურადღება და უაზროდ დავაშტერდი ფურცელს. საერთოდ აღარ მახსოვდა, რომელი გამოკვლევა არ ჩაუტარდა პაციენტს და რომელი მედიკამენტი ესაჭიროებოდა ტუბერკულიოზით დაავადებულს.
გაღიზიანებულმა კალამი მაგიდაზე მივაგდე და გრძელი კაკაოსფერი თმა ბრაზით გადავიყარე უკან. ყოველთვის ასე მემართებოდა, საკმარისი იყო მთელი არსებით ჩავფლულიყავი საქმეში, რომ ვიღაც აუცილებლად ხელს მიშლიდა და საერთოდ მაგდებდა კალაპოტიდან. ახლა ნახევარი საათი მაინც უნდა მეწვალა, რომ ყურადღება მომეკრიბა და წერა ნორმალურად გამეგრძელებინა. სწავლით და მუშაობით ისე ვიყავი გამოფიტული, რომ ვგრძნობდი ჩემს ტვინს აზროვნება შესამჩნევად უჭირდა.
გაბრაზებულმა დუჩეს შევუბღვირე, სულ მისი ბრალი იყო ყველაფერი! ჩემმა ახალმა აღმოჩენამ გვარიანად გამაღიზიანა, ჯერ არ მახსოვდა ასე უცნაურად მეგრძნო თავი ბიჭის მოახლოებისას. თავადაც ვხვდებოდი რომ სრულ სისულელეს ვროშავდი, მაგრამ მის თვალებში ჩახედვისას რაღაც ნაცნობი შევნიშნე, რაღაც ძალიან ახლობელი და წამით მასთან უცნაური კავშირი ვიგრძენი. საკუთარ თავზე გამეცინა, კავშირი არა ის! ჩვენ ისე განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან როგორც ინი და იანი, იანი კი მე ვიყავი. თავი გავაქნიე, ნივთები ჩანთაში ჩავუძახე და ბიბლიოთეკიდან ისე წამოვედი, რომ დუჩესკენ აღარც გამიხედავს.
ოცდამეათე აუდიტორიას ვუახლოვდებოდი, როცა ბიჭების სიცილი შემომესმა, ერთ-ერთი მათგანი კი შემთხვევით დამეჯახა, წიგნები ხელიდან გამიცვივდა და ძირს მიმოიფანტა. გააფთრებულმა თავი ავწიე და ალექსი კალანდიას მოვკარი თვალი, რომელიც მეგობრებს მხიარულად ექაქანებოდა, ზედაც არ შემოუხედავს ნაბი*ვარს, ვითომ ადამიანი კი არა ცხოველი ვყოფილიყავი. აუდიტორიაში ძმაკაცებთან ერთად შეალაჯა და ბოღმისგან გასიებული კატასავით კართან მარტო მიმაგდო.
- დამპალი! - ჩავისისინე გაცოფებულმა და წიგნების აკრეფას შევუდექი.
- კარგად ხარ? - ეკე დაიხარა და წიგნების წამოკრეფაში დამეხმარა.
- კი, უბრალოდ, ზოგიერთს მანერებთან დაკავშირებით სერიოზული პრობელმები აქვს.
- რამე ხომ არ გატკინა? - მკითხა შუბლშეკრულმა და წიგნები მომაწოდა.
- არა, კარგად ვარ, გმადლობ.
წიგნები გამოვართვი და აუდიტორიაში შევედი. კალანდია წინა მაგიდაზე წამომჯდარიყო და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა „თავის გოგოს“ რომელსაც, თავისივე თქმით, ისეთი მაგარი ჰქონდა ჯეილოს შეშურდებოდა. დანარჩენებიც ანთებული თვალებით იდიოტებივით ხორხოცებდნენ. ნეტა მაგდენი ფული, რომ არ ჰქონდეს მაშინაც ეგრე შეეტენებოდით თუ არა-თქო, გავიფიქრე ამრეზილმა და ჩემი ადგილი დავიკავე.
აუდიტორია სწრაფად გაივსო, ბავშვები საშინლად ხმაურობდნენ. გოგონები ხმამაღალი კისკისით ცდილობდნენ ბიჭების ყურადღების მიპყრობას. როცა დუჩე და ალექსი აუდიტორიაში ერთად მოხვდებოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი მაშინ იწყებოდა. აღარ იცოდნენ რა ექნათ, ხან რომელს ევლებოდნენ თავს, ხან რომელს. ისეთი ღრიანცელი იდგა ოთახში, რომ კაცს ეგონებოდა რომელიმე პოპვარსკვლავის ფანკლუბი თავზე იმფხობს აუდიტორიასო. ამ დროს ყოველთვის ყურსასმენებს ვიკეთებდი, რომ მათი წივილ-კივილი როგორმე ჩამეხშო.
მოწყენილმა გვერდით სკამს გავხედე. როგორ მინდოდა ახლა სისი აქ ყოფილიყო, მის გარეშე თავს მარტოსულად ვგრძნობდი. სასჯელაღსრულების საგანი არჩევითი საგნების სიაში შედიოდა და რადგანაც სისი სამოქალაქო სამართალს მიჰყვებოდა და არა სისხლისას ამიტომ ამ ლექციას არ ესწრებოდა. ერთი ამოვიოხრე, ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკას ბოლომდე ავუწიე.
ოთახში ამტყდარი აურზაური სადღაც გაქრა, საყვარელმა მელოდიამ მაშინვე ჩაახშო გარესამყაროს ბინძური ნოტები. ყველას მოხტუნავე კაცუნებად აღვიქვავმდი, რომლებიც უხმოდ ელაქლაქებოდნენ ერთმანეთს. თითქოს დიდ ეკრანთან ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი, რომელსაც ხმა გამოურთეს, სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
კმაყოფილს ჩამეღიმა, მოსაბეზრებელ სურათს თვალი ავარიდე და ისევ წიგნაკში დავიწყე უფორმო ფიგურების ხატვა. მონდომებით ვჯღაბნიდი ფურცელს და მუსიკის რიტმს ხელს ვაყოლებდი. უცებ ხელზე ვიღაც ნაზად შემეხო. მოულოდნელობისგან შევკრთი და თავი მაღლა ავწიე. სურათი საერთოდ შეცვლილიყო, ყველა თავის ადგილას იჯდა და ახლა უამრავი წყვილი თვალი მე მომჩერებოდა მომლოდინედ. ეკეს ჩაეღიმა და ფარულად მანიშნა ლექტორიკენ, რომელიც სათვალის უკნიდან მკაცრად მომჩერებოდა. ყურსასმენები სწრაფად მოვიხსენი და სკამზე შევსწორდი.
- ძნელაძე, გამიხარდება თუ პატივს დამდებთ და ლექციას მოისმენთ, მგონი აქ ამისთვის ხართ მობრძანებული.
- უკაცრავად! - სახეზე ალმური მომედო.
დრო როდისღა გამეპარა?! დუჩეს და ალექსს წარმოსახვაში, გილიოტინაზე, უკვე მეასედ მოვკვეთე თავი. სულ მათი ბრალი იყო ეს გაუთავებელი აყალმაყალი, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი.
- მოკლედ, სად გავჩერდით... - მოსულიშვილმა ლექცია ისე გააგრძელა, თითქოს არც შეუწყვეტინებიათ - უნდა გავიაროთ, პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემა. აბა, როგორი და როგორი ტიპის დაწესებულებები იცით?
- პატიმრობის კოდექსის მე-10 მუხლი, ქალბატონო ქეთევან. - ვუპასუხე ხმადაბლა, ლექტორმა სათვალე მოიხსნა.
- უფრო კონკრეტულად?
- დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები. კიდევ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და ქალთა სპეციალური დაწესებულებები.
- გმადლობთ, - მიპასუხა ოდნავშესამჩნევი ღიმილით - ახლა კი თითოეული მათგანი დეტალურად გავარჩიოთ.
საკმაოდ საინტერესო ლექცია აღმოჩნდა, მართალია რასაც ლექტორი ლაპარაკობდა ყველაფერი ისედაც ვიცოდი, მაგრამ დამატებით ცნობებსაც გვაწვდიდა, რაც წიგნში არ ეწერა. მიხაროდა, რომ სისხლის სამართალში ყველა ლექტორი ნორმალური მყავდა. ქეთევან მოსულიშვილი განსაკუთრებით მკაცრი და ჭკვინი ქალი გახლდათ. ყოველთვის იცოდა სად რა უნდა ეთქვა და ყოველთვის ჰქონდა პასუხები ჩამჭრელ კითხვებზე.
ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ასეთ განათლებულ ქალს აქ რა უნდა, რატომ სასამართლოში არ მუშაობს მოსამართლედ-თქო. ისიც უნდა ითქვას, რომ ის ერთადერთი ლექტორი იყო, რომელსაც კალანდია ვერაფერს უბედავდა. ახლაც ხმაგაკმენდილი, გალაჯული იჯდა მის წინ და შუბლშეკრული უაზროდ აწვალებდა კოდექსის ყდას.
ისე, არც ის ჩამოუვარდებოდა დუჩეს სილამაზით. ისიც ისეთივე მაღალი და დაკუნთულ მხარ-ბეჭიანი იყო, ოღონდ დუჩესგან განსხვავებით მას მუქი წაბლისფერი თმა, უცნაური ნაცრისფერი თვალები და ქათქათა სახის კანი ჰქონდა. მართლაც სიმპათიური ტიპი იყო სანამ პირს არ გააღებდა და არ დაამტკიცებდა, რომ მარტო სილამაზით ადამიანი შორს ვერ წახვალ! სიმართლე რომ ითქვას, მას სიმპათიურად საერთოდ ვერ აღვიქვამდი, ალბათ მისი აუტანელი და ამაზრზენი ქცევების გამო.
მოგვიანებით საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ სულაც არ ვამტყუნებდი დუჩეს სიფათში რომ უბრახუნებდა. მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ვცემდი ერთხელ მაინც-თქო, ვფიქრობდი გაღიზიანებული.
სალექციო საათი ისე ამოიწურა, რომ ვერც შევამჩნიე. მუდამ ასე ხდება, რაც გაინტერესებს და მთელი არსებით ხარ ჩართული თემაში, დრო ისე გეპარება ვერც ხვდები, აი რაც არ გაინტერესებს კი, წუთები ჯოჯოხეთურად იწელება და მოწყენილობისგან კვდები! მობეზრებული კედლების საღებავის გამოკვლევას იწყებ და თავში არამკითხე აზრები გიფუთფუთებს, თუ რატომ შეარჩიეს ასეთი უგემოვნო სალათისფერები აუდიტორიებისთვის, რომლებიც თვალებს საშინლად ღლის და აღიზიანებს.
ბავშვები წამოიშალნენ და გასასვლელს მიაწყდნენ. ალექსი და მისი კამანდა კი ადგილიდან არ განძრეულა, რაღაცაზე მონდომებით ბჭობდნენ და ჩუმად ხითხითებდნენ.
- არ მოდიხარ? - ლიზამ მომლოდინე თვალებით გახედა კალანდიას. ამ გოგოს ჭკუა ეკეტებოდა ამ იდიოტზე.
- მიდი და მოვალ.
ზედაც არ შეუხედავს ისე მიაძახა. ლიზას სახეზე უკმაყოფილებამ გადაჰკრა, მაგრამ თავმოყვარეობამ გაუქაჩა და არაფერი შეუმჩნევია, უხმოდ შებრუნდა და აუდიტორია დატოვა. დუჩემ კი, ფეხით გააჩოჩა მერხი და ჯიბეში ხელებჩაწყობილი ნელა წამოდგა მაგიდიდან. ოთახში ყველა გაისუსა. თუმცა, ამჯერად დუჩეს ზედაც არ შეუხედავს კალანდიასთვის, მშვიდი ნაბიჯით ჩაუარა მერხებს და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ვიღაცას წელში გახსნამ უშველა, მოქცევის წესებიც აუთვისებია! - ხმამაღლა გადაულაპარაკა კალანდიამ ძმაკაცს და დუჩეს დამცინავად გახედა.
თითქოს ყველა დაძაბულ მატჩს უყურებდა და საბედისწერო მომენტი დადგაო, ყველამ დუჩესკენ მიაბზრიალა თავი. ვიგრძენი როგორ დამიარა ვენებში აუხსნელმა სიძულვილმა. კალანდია ისევ ცდილობდა ჩხუბის გამოწვევას. ქავანა კართან შეჩერდა, მაგრამ უკან არ მოუხედავს ისე დაილაპარაკა ხმადაბლა:
- დააყენე, თორემ უკვე მაგრად მიტყდება ყოველ საღამოს მამაშენის თვალებში ჩახედვა და იმის თქმა რომ კიდევ ერთხელ გიხმარე.
დუჩემ ხელი ჰკრა კარს და ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. ზოგ-ზოგიერთმა თავი ჩაღუნა სიცილის დასამალად, მე კი არ მომრიდებია. ფართო ღიმილით ავკრიფე ჩემი ნივთები, იმით კმაყოფილმა, რომ ეს აუტანელი ბიჭი ტრაკზე მოსვეს.
- მე მაგას... - წამოიქოჩრა გააფთრებული.
- ალექს! - ხელი ჰკრა ძმაკაცმა და შეაჩერა - გეყოფა, ისედაც მთელი უნივერსიტეტი თქვენზე ლაპარაკობს, საკმარისია.
- თავზე აქვს გადაჯმული მაგ დედამოტყნულს!
- კარგი იქნებოდა, მაგის პირში თქმის რომ გქონდეს! - ჩავილაპარაკე ჩემთვის და აუდიტორიიდან გამოსვლა დავაპირე.
- რა თქვი?! - მომესმა ღრენა.
შევჩერდი და ნელა შემოვბრუნდი. კალანდია უკვე ჩემს წინ იდგა აფხორილი და თვალებს შეშლილივით მიბრიალებდა.
- გინდა რამე? - ვკითხე ცივად.
- რა თქვი-თქო, წეღან, გაიმეორე!
- კერძოდ, რომელი სიტყვა ვერ გაიგე, მითხარი თავიდან გაგიმეორებ, არ მეზარება! - წარბი არ შემიხრია, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სახით მიყურებდა.
- კალანდია! - ეკე ნელა წამოდგა ფეხზე და აუჩქარებლად მოგვიახლოვდა - გეყოფა ყოველწამს აყალმაყალის ატეხა, ტვინი მოგვეტყნა სასტავს უკვე.
- შენ რაღა პრეტენზიები გაქვს?! - ახლა ეკეს აექოჩრა გაღიზიანებული.
- უკვე გითხარი რა პრეტენზიებიც მაქვს, გეყოფა წარამარა ტვინის ტყვნა-მეთქი, - გაუმეორა მშვიდად - შენს გარდა აქ კიდევ სწავლობს ხალხი, გაითვალისწინე როგორმე.
- შენ რა, პრობლემები გინდა?
- ალექს! ნუ ხარ ასეთი ფიცხი! - ძმაკაცებმა გვერდში მსუბუქად უბიძგეს - წამოდი, თორემ მატჩზე დაგვაგვიანდება.
ხელი მოჰკიდეს და ლამის ძალით გაათრიეს აუდიტორიიდან. სანამ თვალს მიეფარებოდა, ეკეს ბოლოჯერ გამოხედა მტრულად.
- არ ღირდა ჩარევა, ხომ იცი მისი ხასიათი, უაზროდ იცის გადაკიდება. - ეკეს მოღუშულმა შევხედე.
- დიდი ხანია ნერვებს მიშლის. ეგ არაფერი, მიზეზი მჭირდება, რომ ერთხელ შევალამაზო. - უდარდელად აიქნია ხელი და ჩემდა გასაკვირად ისევ გაიღიმა.
- გმადლობ, დახმარებისთვის... ისევ.
- ლექციები ისევ გაქვს? - მკითხა ინტერესით.
- არა, დავამთავრე, მაგრამ ბიბლიოთეკაში მაქვს სამეცადინო.
აუდიტორიიდან გამოვედით და დერეფანს გავუყევით. მასთან თავს უხერხულად ვგრძნობდი. მიკვირდა, რომ ლაპარაკი დაიწყო, ზოგადად არავის ესაუბრებოდა, თავისთვის ჩუმად იჯდა ხოლმე და ლექციებს ისმენდა.
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა თავისთვის - კარგი, მაშინ ხვალამდე.
კიდევ ერთხელ გამიღიმა თავაზიანად და გამეცალა. ვუყურებდი როგორ დაეშვა კიბეებზე თმების ჩეჩვით და გამეცინა. ეს უაზრო ჩვევა უხდებოდა, წარამარა თმაში იტარებდა ხელს და ისედაც ყალყზე მდგომ ქოჩორს უარესად იჩეჩავდა. ის იყო ბიბლიოთეკისკენ დავაპირე წასვლა, რომ უცებ ჯიბეში ტელეფონი ამიწკრიალდა. მოღუშულმა ნომერს დავხედე.
- სანდრო?
- სია, სასწრაფოდ ჩემთან მოდი!
- ახლა არ მცალია, უნისში ვარ, რა მოხდა?
- ვერ გადავდებ, ახლავე სტუდიაში მოდი სასწრაფო საქმეა, ტელეფონით ვერ გეტყვი.
ტელეფონი გაითიშა. მოქანცულმა ბიბლიოთეკისკენ მიმავალ კიბეებს ავხედე, ერთი ამოვიოხრე და გასასვლელისკენ წავედი. ჩემი მეორე ცხოვრება ხანდახან ისე მოულოდნელად იჭრებოდა ამ მყარ და უზარმაზარ კედლებშიც, რომ გვარიანად მაღიზიანებდა. ადრე როცა ისეთ ფილმებს ვუყურებდი, სადაც ხალხი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, სულ ვფიქრობდი რა საინტერესოა-თქო. მხოლოდ ახლაღა ვიაზრებდი, თუ რა მწარედ ვცდებოდი. ორმაგ ცხოვრებას თავისტკივილის მეტი არაფერი მოაქვს, დამიჯერეთ.



თავი მეორე
დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა სტუდიამდე მისასვლელად. როცა დანიშნულების ადგილს მივუახლოვდი უკვე კარგადაც ჩამობნელებულიყო. ქალაქი ნელ-ნელა ინთებოდა. უღიმღამო კორპუსები საახალწლოდ მორთულ ნაძვისხეებს ჩამოჰგავდნენ, რომლებსაც ოქროსფერი პაწაწინა ნათურებით რთავდნენ. ლამპიონები უზარმაზარ ციცინათელებს დაემსგავსნენ. დღისით თბილისის ატანა არ მქონდა, გამუდმებული ხმაური და ჭრელი ხალხი ნერვებს მიშლიდა. ღამით კი ყველაფერი იცვლებოდა, თითქოს ქალაქი მშვიდი ძილისკენ მიექანებოდა, ტრანსპორტიც ნაკლები მოძრაობდა ქუჩაში და ერთფეროვან სახეებსაც იშვიათად შეხვდებოდით.
ღამის თბილისი გაცილებით იდუმალი და ლამაზი მოჩანდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ადამიანები სახეზე საიმედოდ მორგებულ ნიღბებს იხსნიდნენ და სარკეში რეალურ ანარეკს მოღლილი მზერით უსწორებდნენ თვალს, როგორც თეატრის მსახიობები წარმოდგენის შემდეგ. თითოეული მათგანი გარკვეულ როლს ირგებდა, ნიღბებს კი თითქოს დიდი წითელი ასოებით ეწერათ შუბლზე - მზრუნველი მეუღლე, სამაგალითო მშობელი, საუკეთესო მეგობარი, ერთგული თანამშრომელი ან უბრალოდ თავაზიანი ადამიანი.
რეალურდ კი მზერაჩამქრალი, იმედგაცრუებული, ცხოვრებაჩამონგრეული და ცარიელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც საკუთარი გრაფიკული სტილით ნახატი ცხოვრებისთვის ფერების მიცემას ხელოვნური გზებით ცდილობდნენ. ყოველ დილით „მოსიყვარულე“ ქმარი ცოლს, შუბლზე კოცნით, გაზეპირებული ტექსტით ეუბნებოდა, რომ ძალიან უყვარდა, შემდეგ ჰალსტუხს ყელში წაიჭერდა და სახლიდან გამოსვლისას ღრმად ამოიხორებდა, იმ ფიქრით გულდამძიმებული, რომ ამ გრძნობისგან უკვე დიდი ხანია აღარაფერი დარჩენილიყო, რომ ის განცდა და გრძნობა, რომელმაც ეს ქალი მის ცოლად აქცია ყოველდღიურობაში საიმედოდ ჩაკარგულიყო, როგორც მინავლებული კოცონი ძლიერი ცეცხლის შემდეგ.
ანდაც, მზრუნველი მშობელი, რომელიც შვილს ყოველ დილით ღიმილით აცილებდა სკოლაში. მის პატარა ზურგს იქამდე უქცერდა სანამ თვალს არ მიეფარებოდა, შემდეგ კი სახიდან ღიმილი უკვალოდ ქრებოდა, გონება ათასი საზრუნავით იწყებდა გადატვირთვას - საშინაო საქმეები, დალაგება, რეცხვა, სადილის კეთება და ა.შ. ამ ფიქრს კი გულში ყრუ ტკივილი მოჰყვებოდა აჩრდილივით, რომელიც ავი ჩურჩულით მწარე სიტყვებს ჩასძახოდა ქვეცნობიერს - „ხედავ? იჩქარე გათხოვება, ემოციებს და გრძნობებს აჰყევი. გეგონა თქვენს ურთიერთობას ქორწინებით გაამყარებდი... ერთ დროს მხიარული და თავისუფალი გოგონა მოსამსახურედ იქეცი, შენი ერთადერთი მიზანი და ცხოვრების აზრი სახლის დალაგება და ოჯახის მიხედვაა. ვიცი რომ არ გინდა, ვიცი როგორ გღლის ეს რუტინა, ვიცი რომ შენში მკვდარი ოცნებები ჯერ კიდევ ტივტივებენ და თავს უსიამოვნოდ გახსენებენ, მაგრამ ამაზე ფიქრი უკვე გვიანია...“
მთელი დღის განმავლობაში ყველა საკუთარ ნიღაბს ატარებდა, გულის სიღრმეში კი ნამდვილ გრძნობებს და განცდებს მალავდა, რომლის გამხელაც ალბათ საკუთარი თავისთვისაც კი ეშინოდა. ეშინოდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, მეორე დილით იგივე ნიღაბს ვეღარ მოირგებდა, ვეღარ იცხოვრებდა ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ამიტომ საკუთარივე ხელით შექმნილ გალიებში ისე უწევდათ ცხოვრება, როგორც ზოოპარკში გამომწყვდეულ ცხოველებს, ათასი ვალდებულებით და საზრუნავით დამძიმებულებს...
ღამით ყველაფერი იმაზე უკეთ ჩანს ვიდრე მზის შუქზე და სწორედ ამ პერიოდში იბადებოდა მეორე სია - ინკოგნიტო დეტექტივი, რომელიც ხალხის ფარულ საიდუმლოებებზე ნადირბოდა და კარადის ბნელ კუთხეში ძველმანივით შეტენილი სიმართლე, დღის სინათლეზე გამოჰქონდა. სია, რომელსაც ყველა Черный список-ად იცნობდა.
- უკაცრავად, მოვედით.
ფიქრებში გართული სწრაფად გამოვერკვიე, ტაქსის მძღოლს ფული გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი. ჩაბანძებულ კორპუსებს გვერდი ავუქციე და საფუნთუშის გვერდით, ვიწრო კარში, გვერდულად შევსხლტი.
სტუდიაში როგორც ყოველთვის მარტო „თვალი“ იჯდა (ზედმეტსახელი მისი პროფესიიდან გამომდინარე შეერქვა). კომპიუტერს ჩასჩერებოდა და მანიაკივით აწვალებდა მაუსს. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნის თუ არა, დედაქალაქის ნომერ პირველი ჰაკერი მაინც იყო. აქაურობას კი, სადაც მხოლოდ ქსეროქსებს და ფოტოებს ამზადებდნენ, შესანიღბად იყენებდა.
სამართალდამცავ სისტემას იმის ნახევარი მაინც რომ სცოდნოდა, „თვალი“ აქედან რეებს აკეთებდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კაკ მინიმუმ ოთხი მუხლით, ნამდვილად არ ასცდებოდა. მუდამ ოფისში გამომწყვდეული ნელ-ნელა რუხ თაგვს ემსგავსებოდა, თუმცა სიმპათიური კი ბრძანდებოდა. საკმაოდ ათლეტური აღნაგობის, მუქი ყავისფერი თვალებით და ოდნავ კეხიანი ცხვირით, რომელიც მის გარეგნობას ექსტრავაგანტულობას სძენდა. დიახ, ეს სწორედ ის სანდრო გახლდათ, რომელმაც მშობლებისგან გამოქცეული, დიდსულოვნად შემიფარა თავისთან, ჩემი მარჯვენა ხელი და ერთადერთი მეგობარი, რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცოდა.
- სანდრექს, რა მოხდა?
- ჯანდაბა, სია! არ შეიძლება დააკაკუნო სანამ შემოხვალ? - გაბრაზებულმა მაისურზე გადასხმული ყავას დაუწყო წმენდა.
- რა მოხდა, ასე ადრე რატომ გამომაქციე? ხომ იცი რომ სამეცადინო ბევრი მაქვს!
- ახლა მაგის დრო არ არის.
- ამოღერღავ? - უჩვეულოდ დასერიოზულებული მეჩვენა.
- მირიან გელოვანი, ხომ გახსოვს? - დღეს უკვე მეორედ მიხსენეს, რამდენიმე დღის წინათ გარდაცვლილი აქციონერი.
- რა შუაშია გელოვანი?
- ახალი შეკვეთა გვაქ, - სანდრომ სველი ხელსახოცი ნაგავში მოისროლა და გამჭოლი მზერით გამომხედა - მირიანის მკვლელობა უნდა გამოვიძიოთ! - დარწმუნებული ვიყავი, რომ მომესმა.
- რას ლაპარაკობ? რა მკვლელობა? რა შუაშია მკვლელობა, მანქანამ გაიტანა.
- დამკვეთი ასე არ ფიქრობს, - სკამზე მოწყვეტით დაენარცხა და გადაღლილი თვალებით ამომხედა - ნებისმიერ თანხას იხდის, სანაცვლოდ კი სახელი სჭირდება, სახელი იმ ადამიანის ვინც მირიანს სიცოცხლე მოუსწრაფა.
- ვინ არის დამკვეთი? - ვიკითხე ხმადაბლა, როცა მეტყველების უნარი დამიბრუნდა.
- არ ამბობს.
- რა სისულელეა! ასე არ ვმუშაობთ! ასეთ რამეს ელფოსტაზე გწერს და არც გეუბნება ვინ არის... ჯერ ელფოსტაზე როგორ მოგწერა?!
- არ მოუწერია... - სანდრომ გვერდულად გამომხედა.
- რა? - ვიგრძენი შიშმა როგორ მომიცვა.
- დამირეკა.
- რას ნიშნავს დაგირეკა? ჩვენ საიტზე ტელეფონის ნომერი არ არის მითითებული, როგორ დაგირეკა?! საიდან იცის ვინ ვართ?
- არ ვიცი, სია, ეს ყველაფერი არ მომწონს.
- ეგეთი რამ ტელეფონით როგორ გითხრა?! შეშლილია? ქალი იყო თუ კაცი?
- კაცის ხმა იყო, მაგრამ შენც ხომ იცი რო ეგრე ვერ გავიგებთ, ახლა მაჩვის ხმასაც მიიღებ თუ გაგისწორდება.
- ნომერი?
- არაფერი, - თავი გააქნია უიმედოდ - ერთჯერადი ტელეფონი, ერთჯერადი ნომერი.
მოწყვეტით დავჯექი დივანზე და სანდროს გაფართოებული თვალებით მივაჩერდი. აქამდე რა სახის საქმეები აღარ გვქონია, ვინ აღარ ჩაგვიძირია, ვინ აღარ გამოგვიაშკარავებია, მაგრამ საქმეები, როგორი ბინძური, ჩახლართული და რთულიც არ უნდა ყოფილიყო არასოდეს გასცელილა სტანდარტულ ფორმატს! - ჩვენ „სველ“ საქმეებზე არასოდეს ვმუშაობდით.
- რატომ მალავს ვინაობას? - დავარღვიე ხანგრძილივი დუმილი.
- არ ვიცი.
- უთხარი რომ ჩვენ ასე არ ვმუშაობთ?
- ასე თქვა Черный список-ს გადაეცი რაც გითხარი და გადაწყვეტილება თავად მიიღოსო.
- რაო? მოიცა ანუ იცის...
- ჰო, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შენი ვინაობა იცის.
- საიდან? არასოდეს დამიწვია თავი!
- აბა მე რა ვიცი... თუმცა, სადაც ჩემი ნომერი გაიგო, ჩვენი მოგნება აღარ გაუჭირდებოდა.
წამოვდექი და ნერვიულად დავიწყე ბოდიალი ოთახში. ჯერ მირიანის საქმე ისედაც ბინძურად მეჩვენებოდა, მაგრამ ამას არასოდეს ჩავღრმავებივარ. ასეთ რამეებში არ ვეტენებოდი! არა, არა ეს ყელამდე ნეხვში საკუთარი ნებით ჩახტომას ჰგავდა. მე და სანდრო არასოდეს დავხამებივართ ფულს, ასეთი საშიში და ბნელი საქმეებისგან მუდამ შორს ვიჭერდით თავს.
- რა გითხრა?
- რა?
- რა გითხრა, როგორ უნდა დაუკავშირდე დათანხმების შემთხვევაში?
- ეგ რას ნიშნავს? - სანდრომ სერიოზულად ამომხედა - შენ რა თანხმდები?
- მე ეგ არ მითქვამს.
- აბა რაში გაინტერესებს?
- მე ის მაინტერესებს და მაშფოთებს ჩვენ როგორ მოგვაგნო, თუ ასეთი იოლი ასაგდებები ვართ დროა ჩვენს უსაფრთოების ზომებს გადავხედოთ.
- სია, მთავარი არ მითქვამს.
- რა? კიდევ რა უნდა მითხრა?
- შენთან უნდა შეხვედრა, პირადად.
თავი ავწიე და სანდროს მზერა გავუსწორე. აი თურმე რაში ყოფილა საქმე. მირიანი აქ არაფერ შუაშია იყო, შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ უცნობს ჩემზე გამოსვლა უნდოდა.
- მან ჩემს შესახებ არ იცის! - ერთბაშად გულზე მომეშვა.
- ეგ საიდან მოიტანე?
- ასე, რომ ყოფილიყო პირაპირ მე დამირეკავდა და არა შენ, ჩემთან შეხვედრას შენ არ შეგითანხმებდა, არ იცის ვინ ვარ.
- მაშინ შენი აქ სიარული სახიფათოა, შეიძლება მითვალთვალებდეს კიდეც, თუ ჩემი ნომერი ასე უბრალოდ გაიგო, ჩემი მისამართიც ეცოდინება.
- სანდრო...
- კი, მაგრამ რატომ ვიმალებით, რა უნდა უნდოდეს ჩვენგან, რა არის ამაში საშიში?
- დავიჯერო ამას შენით ვერ ხვდები? აბა, კარგად დაფიქრდი, რამდენის საიდუმლო ვიცით, ის მასალები რაც მე ხელში მივარდებოდა კერძო დამკვეთებთან მიდიოდა, მაგრამ არ იცი საიდუმლო ყველაზე უკეთ როდის ინახება?
- როცა მხოლოდ ერთმა იცის, მართალი ხარ.
- ეს ჩვენ ვიცით რომ ის სიბინძურეები რაც ხელში გვივარდება ჩვენს იქით არ წავა, ეს დამკვეთმაც იცის, მაგიტომ მოდის ჩვენთან, მაგრამ მსხვერპლებს რას უზამ? ვერაფერს! არ გვაწყობს გამოაშკარავება, მტრები ისედაც არ გვაკლია. ახლა კიდევ ეს ახალი ინკოგნიტო.
- რა ვქნათ? დროებით ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო.
- არა, შენს მარტო დატოვებას არ ვაპირებ. ამ საქმეში ერთად ვართ, ვიღაც ავანწიურისტის გამო შენგან ჩამოშორებას არ ვაპირებ.
- სია, მე იმას არც გეუბნები, რომ კონტაქტი გავწყვიტოთ-თქო, უბრალოდ აქ ნუღარ გამოჩნდები. მანამდე ვეცდები რამე გამოვქექო, მასთან შეხვედრაზე კი არ ვიცი რა გითხრა, არ მომწონს ეს ამბავი.
- მართალი ხარ, ცოტახნით ვეღარ მოგაკითხავ, მაგრამ ყველაფერი გამაგებინე, კარგი? აწი მეორე ტელეფონს გამოვიყენებ.
- კარგი, სახლში დაბრუნდი და თუ რამე სიახლე იქნება შეგატყობინებ.
სტუდია ფიქრებით თავგამოტენილმა დავტოვე. კი მაგრამ, ვინ იყო ეს უცნობი? თავი დავანებოთ იმას, რომ ბურუსით მოცულ საქმეში მთხოვდნენ ჩარევას, რატომ რჩებოდა დამკვეთი ჩრდილში? მოსვენება დავკარგე. ეჭვის ჭია ისე შემიჩნდა, რომ სხვა რამეზე ფიქრს ვეღარც ვახერხებდი. სახლამდე ისე მიმიყვანეს ფეხებმა, რომ მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როცა ჩემი სადარბაზოს შესასვლელთან აღმოვჩნდი. ლიფტის გამოძახება არც მიფიქრია და მაზოხისტივით ავუყევი კიბეებს მეშვიდე სართულამდე.
ჩემი პატარა თავშესაფარი ისევ ისეთი დამხვდა როგორიც დავტოვე. სახლში ჟასმინის ნაზი სურნელი ტრიალებდა. რამდენჯერაც კარს ვაღებდი და შინ ვბრუნდებოდი გული სიამაყით მევსებოდა, რადგან ჩემი მომცრო ოროთახიანი ბინა ჩემი ფულით იყო შეძენილი, ევრორემონტით, საუკეთესო ავეჯით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი. სახლი ჩემი გემოვნებით გავარემონტე, ოთახები ნაზი თაფლისფერი იყო. ხისფერ ლამინატზე კი კაკაოსფერი, ფუმფულა ხალიჩა მქონდა დაფენილი. გარესამყაროსგან დაღლილს და განადგურებულს უზომოდ მიხაროდა ჩემს მშვიდ ნავსაყუდელში დაბრუნება, მერე რა რომ სახლში არავინ მელოდებოდა. სიმართლე რომ ითქვას, ამაზე სადარდებლად დრო არასოდეს მქონდა. არც შინაური ცხოველის მოყვანა მიფიქრია, რომ სიცარიელის ამოვსება ამით მაინც მეცადა. რა აზრი ჰქონდა, სახლში მარტო ღამით ვრჩებოდი. მე კი მთელი დღეები მარტოობისთვის არცერთი ცხოველი არ მემეტებოდა.
მოქანცულმა კარი შიგნიდან გადავკეტე, მძიმე ჩანთა იქვე მივაგდე და პირდაპირ აბაზანისკენ წავედი შხაპის მისაღებად. რთული დღის შემდეგ აბაზანის მიღება ნამდვილი შვებაა. დუშის ქვეშ იქამდე ვიდექი, უაზროდ, სანამ თითებზე კანი არ დამიჭკნა. გონებაში სულ ის უცნობი მიტრიალებდა. გული მიგრძნობდა, რაღაც ხდებოდა... რაღაც, ძალიან ცუდი, რომელსაც ჯერ მხოლოდ ვხვდებოდი...
ფიქრებით გაბრუებულმა დუში გავთიშე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი. გრძელი თმიდან წვეთები მხიარულად წკაპუნობდა მეტლახზე. საძინებელში შევედი და ჩაუცმელად მივეგდე საწოლზე, იმდენად ვიყავი მოქანცული, რომ გამშრალების თავიც არ მქონდა, ჩაცმით კი ისედაც არაფერს ვიცვამდი ძილის წინ. პირსახოცი იატაკზე მოვისროლე, ერთიანად სველი ზეწარში გავეხვიე, თვალები დავხუჭე და მაშინვე ჩამეძინა.

თავი მესამე
ოქტომბრის სუსხიანი ქარი თმას მიფრიალებდა. აი ის საშინელი მომენტი როდესაც სახლიდან გამოსვლამდე თმას საგულდაგულოდ იწესრიგებ, გარეთ გამოსვლისას კი, ზუსტად ორ წუთში, გიჟი ამინდი, ყალყზე გიყენებს... გაღიზიანებული თმის დამორჩილებას ვცდილობდი, როცა ვიღაცის ზურგს გამეტებით შევასკდი და კინაღამ დავეცი.
- ვაი... უკაცრავად, - მოვუბოდიშე დარცხვენილმა და როგორც იქნა თმა სახიდან გადავიყარე, მაგრამ, მგონი ჯობდა ეგ არ მექნა!
- რა ჯანდ... - გაცოფებული კალანდია უკან შემობრუნდა, მაგრამ როგორც კი თვალი მომკრა მრისხანება ცბიერმა ღიმილმა ჩაანაცვლა - ოუუ, ასფურცელა... რა იყო, კითხვამ ისე დაგაბრმავა, რომ თვალებში ვეღარ იხედები?
იქვე მდგომი ბიჭები უაზროდ ახორხოცდნენ. მგონი დაგინებული ჰქონდათ მის ყოველ დებილურ შუტკაზე პირი მოეღოთ. გაბრაზებულს სახე ამელეწა.
- იუმორს ხანდახან სუფთა ჰაერი ჩაასუნთქე ხოლმე, ხომ ხედავ ხელებში გაკვდება!
გაღიზიანებულმა და დარცხვენილმა სწრაფად ავუარე გვერდი უნივერსიტეტის ყველაზე „ხიპიშა“ ტიპს და ისე, რომ ყურადღება არ მიმიქცევია ზურგს უკან ამტყდარი ხარხარისთვის, შენობაში შევედი. ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, უნივერსიტეტი თითქმის ცარიელი იყო. გამიხარდა, ლიფტთან ლოდინი აღარ მომიწევდა და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ღილაკს თითი მივაჭირე.
საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა, წამის წინ მშიშარა ბავშვივით გამოვექეცი იდიოტებს, არადა ღამ-ღამობით ისეთი საქმეების კეთება მიწევდა, ნაბიჭვარ კალანდიას არც კი დაესიზმრებოდა. თუმცა, როგორც უკვე შენიშნეთ, ღამის ცხოვრება ღამის ცხოვრებაა, დღისით კი ჩვეულებრივი მოკვდავი ვიყავი და სხვებისგან არაფრით განვსხვავდებოდი. ისე გულწრფელად, რომ გითხრათ, ასეთ სიტუაციებში, თავს დაუცველადაც კი ვგრძნობდი.
გულში კიდევ ერთხელ შევუკურთხე კალანდიას, დილაუთენია ნერვების მოდღლეზვისთვის და ლიფტში შევედი. ლექცია ცხრაზე მეწყებოდა, მე კი ნახევარი საათით ადრე მოვედი, ასე რომ, ახლა აუდიტორიის კარს მიყრდნობილი ძირს ვიჯექი და ბოლო ხმაზე მუსიკას ვუსმენდი, თან ისევ გაუცნობიერებლად ვჯღაბნიდი რვეულს.
ძალიან მიყვარდა ხატვა, მაგრამ ისე არასდროს გამომდიოდა, როგორც მსურდა. ოცნებად მქონდა ერთ დღეს მოლბერტის წინ საღებავებით მოთხვრილი ვმდგარიყავი და ტილოზე საკუთარი გრძნობები გადმომეტანა, ყველაფერი რასაც ჩემი დაღლილი სული ვეღარ იტევდა. მინდოდა მუშაობისგან დაღლილს ღიმილით შემეხედა ჩემი ნამუშევრისთვის და მეამაყა, რომ გამომივიდა, რომ მასთან კონტაქტი შევძელი, სულში შემოვუშვი და მთელი თავისი სრულყოფილებით ტილოზე აღვბეჭდე, რომ, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე შესაფერისი სათავსო, რომელიც თავს დაცულად და იმედიანად მაგრძნობინებდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით, ჩემდა სამწუხაროდ, ეს „სათავსო“ მახინჯ და უფორმო ფიგურებს ვერა და ვერ გასცდა. ჩემი საყვრელი მუსიკა დამთავრდა და ის იყო თავიდან უნდა ჩამერთო, რომ ფეხზე მწარედ წამარტყეს კედის წვერი.
- ჰეი!
- აქ რას აკეთებ? - კალანდია ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილით გვერდით მომიჯდა.
- შენგან განსხვავებით, აქ სასწავლებლად დავდივარ. - შუბლშეკრულმა ფეხზე ხელი მოვისვი, მართლა მეტკინა.
- ეგ არ მიგულისხმია, - გაეცინა. სიცილისას თვალებში უცნაური სხივი უკრთებოდა. ეს აქამდე არ შემიმჩნევია. იქნებ იმიტომ, რომ მასთან არც არასდროს მისაუბრია? - აქ რატომ ხარ ატუზული უპატრონო ლეკვივით?
- პატრონს დავეკარგე!
პატარა ბავშვივით ენა გამოვუყე, ყურსასმენები ისევ გავირჭე ყურებში, რომ მისი გამაღიზიანებელი ხმა აღარ გამეგო და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე.
- რას უსმენ? - ერთი ყურსასმენი გამომგლიჯა და თვითონ გაირჭო.
- კალანდია!
- Coldplay – A Sky Full Of Stars? რემიქსია? - გამიკვირდა, რომ იცოდა.
- დამიბრუნე!
- ეი! - უკვე მეორედ წამარტყეს ფეხში, თან ზუსტად იგივე ადგილას. - გაიწი იქით!
გამწარებულმა და გინების მუღამზე მოსულმა თავი ავწიე, რომ პირში მიმეხლია, იმ უზრდელი დეგენერატისთვის, ყველა ის მწარე სიტყვა, რომელიც იმ წამს ენის წვერზე მადგა, მაგრამ სიტყვები ტუჩებზე შემაცივდა. დუჩე შუბლშეკრული დამყურებდა ზემოდან. კალანდია მაშინვე გამოფხიზლდა, ყურსასმენი ცივად მომიგდო და ფეხზე წამოდგა.
- მამიკოს ბიჭიც მოსულაა, - ჩაიცინა ირონიულად და დუჩეს ზიზღით შეხედა.
- ტრაკში არავის გაერჭო, - დაუბრუნა მშვიდად, ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს - გამატარე-მეთქი!
- ზრდილობიანად რომ გეთხოვა რამე დაგიშავდებოდა? - გაღიზიანებული წამოვდექი და გზიდან ჩამოვეცალე.
- მადლობა თქვი, რომ ამ დილაუთენია ჩხუბის მუღამზე არ ვარ. თან არ მინდა, ასფურცელას ვაწყენინო, შენზე გული მეტისმეტად შესტკივა!
თვალი ჩამიკრა, ქავანას მხარი გაჰკრა და ზმორებით გაუყვა დერეფანს. დუჩემ კარი გასაღებით გააღო და ოთახში ისე შევიდა, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. აღშფოთებული სახტად დავრჩი, გუშინ ისეთი ზრდილობიანი და თავაზიანი იყო, დღეს კი ისე მექცეოდა თითქოს, უნიტაზს მიკრული ბინძური ლაქა ვიყავი. რა ჯანდაბა ხდებოდა, გაორება სჭირდა?! აუდიტორიაში შევედი და დაბოღმილმა ოთახის ბოლოში, ფანჯარასთან, დავიკავე ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაცოფებული ვიყავი მაინც შევამჩნიე, რომ დღეს კიდევ უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა. ყორანივით შავი თმა მოხდენილად აეჩეჩა, შავი ჯინსის შარვალი და თავისუფალი სტილის ნაცრისფერი პერანგი იდეალურად გამოკვეთდა მის ნავარჯიშებ სხეულს. სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, ფეხზე კი თეთრი კედები მოუჩანდა.
ერთი შეხედვით უბრალოდ ეცვა. თუმცა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მისი სამოსის ფულით უნივერსიტეტის ნახევარი წლის საფასურს თავისუფლად გადავიხდიდი. ვიგრძენი, რომ მის სრულყოფილ ფიგურაზე თვალი გამიშტერდა და თავი სასწრაფოდ მოვაბრუნე. წიგნაკი გადავშალე და ისევ გაუცნობიერებლად დავიწყე ჯღაბნა.
თავს უხერხულად ვგრძნობდი, მასთან ერთად მარტო რომ ვიყავი გამომწყვდეული ამ უზარმაზარ აუდიტორიაში. ჩვენ შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა და აშკარად მარტო მე ვფიქრობდი ასე. დუჩე ჩემს არსებობას არც კი იმჩნევდა. ჩაფიქრებული მზერით, ლექტორის მაგიდაზე შემომჯდარი, ჰორიზონტს გასცქეროდა. თითქოს რაღაცის პასუხს ფუმფულა ღრუბლებს მიღმა ეძებდა. პასუხს, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ ვერ პოულობდა.
მისი ეს გამომეტყველება საშინლად მნუსხავდა. ის არ ჰგავდა სხვებს, არა იმიტომ, რომ მართლაც ყველაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი ბავშვებისგან, არა - მისი თვალები... რაღაც ღრმას და იდუმალს ინახავდა მისი მზერა. თითოეული მისი გამოხედვა კარგად მახსოვდა, როცა მიღიმოდა და როცა მიბღვერდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თვალებში ემოცია არ ეცვლებოდა. მხურვალე და გამჭოლი მზერის მიუხედავად ემოციები ყინულივით ცივი ჰქონდა, თითქოს ლითონის ყუთში გამოუკეტეს და ყველაზე ბნელ კუთხეში მოისროლეს, სამუდამოდ დასალპობად.
- არ ვიცოდი ხატვაც თუ შეგეძლო, - სისიმ წიგნაკი ხელიდან გამომგლიჯა და ნაჯღაბნს ყურადღებით დააცქერდა.
- სისი! - გაცეცხლებულმა რვეული ხელიდან გამოვგლიჯე - ასე აღარ ქნა, გული გამიხეთქე!
- ასე ხატვა როდის ისწავლე? - გაოცებული ჯერ კიდევ ჩემი ნახატითვის თვალის მოკვრას ცდილობდა.
გაბრაზებულმა პორტრეტს თვალი შევავლე და სასწრაფოდ დავხურე რვეული, რომ კიდე ვინმეს თვალი არ მოეკრა, ჩემი ფარული ნიჭისთვის. ფიქრებში გართულმა ფანჯარასთან მჯდომი დუჩე ისე გადმოვიტანე ფურცელზე, რომ ვერც გავიაზრე, ხელი ინსტიქტურად ხატავდა. მერე, წამის მეასედში, ისიც გავიაზრე, გულით რომ მომენდომებინა ასე მაშინ ვერ დავხატავდი-თქო და ჩემს უცნაურ ინსტიქტზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები. განა რამდენიმე წუთის წინ არ ვოცნებობდი, ნეტავ ჩემი ფანტაზიებისთვის ფორმის მიცემა შემეძლოს-თქო? რატომ იყო ჩემი პირველი რეალური შემოქმედება ეს იდუმალი ბიჭი?!
- უბრალოდ ვჯღაბნიდი, არაფერი დამიხატავს. - ვუპასუხე უკმაყოფილოდ და თვალი ისევ ფანჯრისკენ გამექცა. დუჩე აღარსად ჩანდა. ნეტავ როდისღა გაქრა?!
- ეგ თუ უბრალო ნაჯღაბნია, მაშინ დავინჩი დილეტანტი მხატვარი ყოფილა. - სიცილით მომიჯდა გვერდით.
- დავინჩამდე ბევრი მიკლია. შენ რატომ მოხვედი ასე ადრე?
- მამაჩემი მოდიოდა სამსახურში და გამომიყოლა, ტრანსპორტით მგზავრობას ვერ ვიტან, მანქანას კი ჯერ არ მყიდულობენ.
- ჰო, ტრანსპორტით მეც ვიტანჯები, დილაობით ნამდვილი საგიჟეთია ხოლმე.
- სასწრაფოდ მანქანა გვესაჭიროება. - ჩაილაპარაკა მობეზრებული სახით და ჩანთიდან წიგნები ამოალაგა - ჰო, მართლა, გუშინ სად გაქრი? მეგონა ბიბლიოთეკაში ერთად ვიმეცადინებდით.
წუხანდელი სანდროს სიურპრიზი უსუსური ნაფოტივით ამომიტივტივდა გონებაში და წამში მომიშხამა გუნება.
- საქმე გამომიჩნდა და წასვლა მომიხდა, დღეს შესვენებებზე მომიწევს მეცადინეობა, გუშინ ვერაფერი მოვასწარი.
- ისევ სამსახურის ამბები? - გამომხედა მრავალმნიშვნელოვნად.
- არა, მეგობარმა დამირეკა და დახმარება მთხოვა.
ზედმეტ კითხვებს თავი ავარიდე. არ მომწონდა სისის, რომ ვატყუებდი, მაგრამ ამ თემაზე ვერავისთან ვისაუბრებდი. ყველას გვიდგება ცხოვრებაში მომენტი, როცა მთელი გულით გინდა პირი მოაღო და ყველაფერი თქვა, რაც ასე გაწუხებს, რომ ოდნავი შვება მაინც იგრძნო, მაგრამ არ შეგიძლია. საამისო მიზეზიც ბლომად გიყრია და მორჩილად, მაგრამ სიმწრით, ენას კბილს აჭერ.
- გადავიღალე, ვგრძნობ რომ ტვინი ვეღარ მიქაჩავს. არადა ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, წლის ბოლომდე როგორ უნდა გავძლო?!
ამოიხვნეშა გაწამებულმა და მაგიდაზე თავი ჩამოდო. თანაგრძნობის ნიშნად ბეჭებზე ხელი წავუტყაპუნე. მინდოდა მეთქვა, მშობლები დაიკიდე და შენს ცხოვრებას ისე მიხედე, როგორც გსურს-თქო, მაგრამ ამის არც უფლება მქონდა და არც სურვილი. აჯანყებას ვერ მოაწყობ თუ ზურგსუკან დამხმარე ძალა არ გეგულება.
სისის თმა სახეზე ჩამოეყარა, ვუყურებდი როგორ ირეკლებოდა მზის ოქროსფერი სხივები მის ბუნებრივ ქერა კულულებზე და სანახაობით ვტკბებოდი. მართლაც ლამაზი გოგო იყო, მშვიდი, თბილი და კეთილი.
- სია...
- ჰო.
- როგორი გრძნობაა, როცა მარტოსული ხარ? მშობლებს არც კი ესაუბრები.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გულში შხამიანი ისარი მესროლეს. გამიკვირდა ასე რომ იმოქმედა ამ უბრალო კითხვამ, არადა მეგონა მათ მიმართ გული საბოლოოდ გამიცივდა. მოწყენილმა სახიდან თმა გადაიყარა და სევდიანად ამომხედა.
- მაპატიე, თუ არასწორად გკითხე რამე, უბრალოდ მაინტერესებს.
- თავიდან რთულია, - ვუპასუხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. თვალი მერხის ერთ წერტილს გავუშტერე - მაგრამ მერე ეჩვევი. როცა იმ აზრს შეეგუები რომ სახლში მისულს იქ არავინ დაგხვდება და გააზრებას იწყებ, რომ ამ სამყაროში სრულიად მარტო დარჩი, წუწუნს წყვეტ. ფეხზე დგები და აგრძელებ ცხოვრებას, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის.
- გენატრებიან?
- ხანდახან...
ოთახი სტუდენტებით როგორ გაივსო ვერც კი შევამჩნიე. საერთოდ ამ ბოლო დროს იშვიათად ვამჩნევდი რამეს, რაც საქმეს არ უკავშირდებოდა. ვეცადე სისის კითხვები გონებიდან ამომეგდო და ლექციისთვის მომესმინა, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალი, თავისი ჯარიმებით, არც ისეთი საინტერესო იყო, რომ ბნელ ფიქრებს მოვეწყვიტე.
რვეული გადავშალე და დუჩეს პორტრეტს დავაცქერდი. იქნებ მასაც აწუხებდა რაღაც? იქნებ არსებობდა რაღაც, რაც სულს უფორიაქებდა, რის გამოც გამუდმებით ჩაფიქრებული და სერიოზული დადიოდა? თუმცა, კუშტი ხასიათის მიუხედავად, უამრავი მეგობარი ჰყავდა. გამუდმებით ვიღაც დაჰყვებოდა თან, მაგრამ როცა ვაკვირდებოდი ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, რომ ლანდებს შორის მოძრაობდა. თითქოს მის გარშემო არავინ იყო რეალური და ამას თვითონაც კარგად ხვდებოდა. ეს ბოლო დღეები სულ მარტოს ვხედავდი, ალბათ ყელში ჰქონდა ამოსული გამუდმებული კუდის ქიცინი და მლიქვნელობა. შეიძლება სულაც ვცდებოდი და უაზროდ ავიკვიატე ეს უცნაური ადამიანი.
ლექტორი რაღაცას მონოტორულად ბუტბუტებდა. ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ დუჩე ვერსად დავლანდე. ალბათ შემოსვლა დაეზარა, სამოქალაქო სამართლის სწავლით თავს დიდად არ იწუხებდა. უცებ მარცხენა ფეხში ვიბრაციამ დამიარა. დაბნეულმა ძლივს გავიაზრე, რომ ეს მეორე ტელეფონი იყო, რომელსაც მე და სანდრო ვიყენებდით, საგანგებო სიტუაციებისთვის. აღელვებულმა აუდიტორია მოვათვალიერე, წამოვდექი და ოთახიდან ჩუმად გამოვიძურწე. სისიმ კითხვით აღსავსე მზერა გამომაყოლა.
დერეფანში გამოვედი და გოგონების ტუალეტისკენ წავედი. კაბინები შევამოწმე და როცა დავრწმუნდი, რომ მარტო ვიყავი, ტელეფონს ვუპასუხე.
- გისმენ...
- უნივერსიტეტში ხარ?
- ჰო, რა იყო?
- იმ ტიპმა ისევ დარეკა, შენთან საუბარს მოითხოვს.
- ჯიუტად აქვს გადაწყვეტილი ჩემთან დაკავშირება.
- ჰო, ეგრეა. თან ასე მითხრა, გადაეცი რომ მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს, აუცილებლად დააინტერესებსო.
- იტყუება?
- არ ვიცი, შეიძლება სიმართლესაც ამბობს.
- რა უნდა ჰქონდეს სათქმელი? დებილი ბავშვივით არ წამოვეგები მის სატყუარას. თავიდან მოიშორე!
- დარწმუნებული ხარ? იქნებ მართლა მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი?
- გელოვანის სახელი რომ არ ეხსენებინა, შეიძლება ამაზე გავყიდულიყავი კიდეც, მაგრამ ახლა გამორიცხულია.
- კარგი, როგორც იტყვი. თუ რამეს გავარკვევ დაგირეკავ.
ტელეფონი გაითიშა. ჩაფიქრებული ნიჟარას მივუახლოვდი, თავი ავწიე და საკუთარ ანარეკლს მივაჩერდი. მუქი კანი არც არასდროს მქონია, მაგრამ სახე ახლა ერთიანად გამცრეცოდა. გარეგნობით მამას დავემგვანე, თვალების ჭრილიც და ფერიც ერთნაირი გვქონდა, ნუშისებრი და ღია ყავისფერი. პატარა ცხვირით და საშუალო ზომის, ვარდისფერი, ტუჩებით დედას ვგავდი. მასავით ნაზი აღნაგობა და საშუალო სიმაღლე მქონდა.
მშობლების გახსენებამ გულში კიდევ ერთი ბიძგით დამასაჩუქრა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. უხმოდ ვებრძოდი მოუსვენრად მოფუთფუთე გრძნობებს, შიგნეულობას მონდომებით, რომ მინგრევდნენ. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ისე მაინტერესებდა რა ჰქონდა სათქმელი ჩემთვის იმ უცნობს, თან სიფრთხილე მკარნახობდა, რომ ცდუნებას არ უნდა ავყოლოდი. წელამდე ჩამოყრილი კაკაოსფერი თმა უკან გადავიყარე და ისე გამოვედი აბაზანიდან საკუთარი ანარეკლისთვის აღარ შემიხედავს.
აუდიტორიისკენ წასვლა დავაპირე, რომ უცნაური ხმები შემომესმა. შუბლშეკრული შევჩერდი, ფეხაკრეფით მივუახლოვდი მოპირდაპირე დერეფანს და კედელს ამოფარებულმა ფრთხილად გავიხედე.(ოხ ეს პროფესიული ჩვევები!) დერეფნის ბოლოში ორს მოვკარი თვალი და ვიგრძენი ძარღვებში როგორ დამიარა აუხსნელმა სიბრაზემ. დუჩეს ჩვენი თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნუცა აბაშიძე, კედელს აეკრა და ვნებიანად კოცნიდა.
აბაშიძე სუროსავით ეხვეოდა ქავანას, თვალები დაეხუჭა და ვნებიანად ტუჩს იკვნეტდა. აი თურმე ვაჟბატონი რატომ არ შემობრძანდა ლექციაზე! - გაცილებით საინტერესო საქმე მოუნახავს, ნუცას თ და ტუჩებით მეტისმეტად იყო დაკავებული.
- დუჩე...
ჩურჩულებდა გრძნობამორეული და თმაში ხელებს უცურებდა. ის კი ღაწვებს, ყელს და მკერდს უკოცნიდა.
- გაჩუმდი! - უხეშად დაეძგერა ტუჩებზე და მთელი ტანით გააკრა კედელს.
კინაღამ გული ამერია, სასწრაფოდ ავარიდე თვალი და გამოვბრუნდი. ჩემი გულის ხმა მეთვითონ მესმოდა. ხელები ისე დამემუშტა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში მტკივნეულად შემესო. გაღიზიანებულმა ორივეს ჯოჯოხეთის ცეცხლში დახრუკვა ვუსურვე და აუდიტორიაში შევბრუნდი. ლექტორმა ერთი გამომხედა და ისევ გააგრძელა ლექციის ახსნა. ბოდიშის მოხდით თავი არ შემიწუხებია, ჩემს ადგილს დავუბრუნდი, სკამზე დავეხეთქე და ჯღაბნა განვაგრძე. ამჯერად დუჩეს პორტრეტს მონდომებით ვანადგურებდი.
- რა მოხდა? - გადმომიჩურჩულა სისიმ.
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა.
მადლობა ღმერთს, რომ ტაისიას ტაქტი ეყო და აღარ ჩამეძია. მთელი დარჩენილი ლექცია ვცდილობდი ის საზიზღარი სურათი გონებიდან ამომეგდო. მათი ჩუმი სიცილი ჯერ კიდევ ყურებში მიგუგუნებდა. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა. რაში მანაღვლებდა ის იდიოტი ვისთან იზასავებდა?!
- სია, დამელაპარაკე თორემ უკვე ვღელავ!
- ჰა? - თავი ავწიე და დაბნეულმა სისის შევხედე.
კაფეტერია ისევ დაცარიელებულიყო, ბავშვები აქა-იქ შემორჩენილიყვნენ და დამღლელი დღის შემდეგ, ამერიკანოს მოქანცული სახეებით წრუპავდნენ. უკვე საღამოვდებოდა. ერთი ლექციაღა მქონდა დარჩენილი და სახლში წასვლაც მეღირსებოდა.
- სად დაფრინავ? სად გაიქეცი ლექციიდან? რაც უკან დაბრუნდი სახეზე ფერი არ გადევს, დამელაპარაკე!
- არაფერია, უბრალოდ გადავიღალე, აზრები ერთმანეთში მერევა, - ყავა მოვსვი და სახეზე ხელი მოვისვი - შენი თქმის არ იყოს, ჯერ სასწავლო წელი ახლა დაიწყო და უკვე ადამიანებს აღარ ვგავართ.
- მაგას ნუ მახსენებ, - ამოიოხრა უკმაყოფილოდ - შეხედე, „წადი ბამბა კრიფე“ სასტავიც მოსულა.
სიცილით მანიშნა ახლად მოსულ ნიგერებზე. არა, ჩვენს ქვეყანას მართლაც არაფერი ეშველებოდა! საქართველოს ჯერ კიდევ შორი გზა ჰქონდა გასავლელი კულტურულ ამაღლებამდე - რასიზმი, სექსიზმი, ნიჰილიზმი, ნეპოტიზმი და ღრუზინული დამოკიდებულება ყველაფერზე, რაც არ გესმის, ან შენთვის მეტისმეტად ღრმაა. მართალია, შავკანიან სტუდენტებს ჩვენთან შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, მაგრამ დამცინავ მეტსახელებს და ქედმაღლურ გადახედვებს მაინც არ იშურებდნენ.
ჩვენს უნივერსიტეტში ნიგერებს „ბამბის მკრეფავებს“ უწოდებდნენ - ერთგვარი პარალელი მათი წარსული ისტორიიდან. არ ვიცი რამდენს ეცინებოდა ამ უაზრო შუტკაზე, მე კი მაღიზიანებდა. აფსურდია ადამიანი მხოლოდ კანის ფერის გამო დაჩაგრო ან გარიყო. ასე მხოლოდ მენტალურად დაბალი დონის ხალხი აზროვნებს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენს საზოგადოებას მაგ ლეველამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლდა.
სტუდენტებმა ლანგრებზე საჭმელი დაალაგეს და მაგიდებს მიუსხდნენ. ხანდახან ისეთი ჩუმები იყვნენ ხოლმე, მათ არსებობას საერთოდ ვერ შენიშნავდით, ხანდახან კი ისეთ აურზაურს იწვევდნენ, რომ თვით ყველაზე ხმაურიან კალანდიასაც კი ნერვებს უშლიდნენ.
ერთხელ მახსოვს, ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღე იყო, კაფეტერიაში ზედმეტად ხმაურობდნენ და ტორტის ნარჩენებს იატაკზე ყრიდნენ. დამლაგებელმა შენიშვნა რამდენჯერმე მისცა, მაგრამ ან ვერ გაიგეს, ან წაუყრუეს. სწორედ ამ დროს გამოცხადდა კალანდია თავისი ამფსონებით და ატყდა ერთი ამბავი, ვინ ვის ურტყავდა ვერ გაიგებდით.
ამას ცალკე სკანდალი მოჰყვა - საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტებს ჩაგრავენ და ავიწროებენო. ჟურნალისტებმა გრძელი, გულისამაჩუყებელი და ინტრიგული რეპორტაჟებიც გააშანშალეს. ვის ადარდებდა სიმართლეს ლაპარაკობდნენ თუ არა. მედიას არ აინტერესებს წვრილმანები, მთავარია ის ექსკლუზიური, ყურებადი და რეიტინგული იყოს.
სიმართლე გითხრათ, კალანდიას სულ ცალ ფეხზე ეკიდა თქვენი მედიაც და ჟურნალისტებიც. კორესპოდენტებს ამაყად განუცხადა ნებისმიერს კბილებს დავამტვრევ ვინც ზედმეტად დამირღვევს მყუდროებას, გინდ შავი ბრძანდებოდეს და გინდაც თეთრიო.(რას ერჩით, ყოველთვის უტვინო არაა ეს ბიჭი)
- კარგი რა, შენ რაღა დაგემართა!
- ერთი ამას შეხედეთ, ესენი ერთად არიან? - სისიმ სიცილით მანიშნა შემოსასვლელ კარზე.
მის მზერას თვალი გავაყოლე და ვიგრძენი როგორ დამეჭიმა ორგანიზმი. დუჩეს ნუცასთვის ხელი გადაეხვია და ღიმილით რაღაცას ეჩურჩულებოდა. კაფეტერიის სალაროსთან მივიდნენ და შეკვეთა გააკეთეს.
- რას ერჩი, მაგარი გოგოა. როგორც ჩანს, ქავანას გრძელფეხება ქერები იზიდავს, მშვენიერი გემოვნება ჰქონია.
აბაშიძემ აბრეშუმისებრი, გრძელი, ქერა თმა უკან გადმოიყარა და ნაზი მზერით ჩააკვდა დუჩეს თვალებში. ისე შესცქეროდნენ ერთმანეთს, რომ მოლარემ თავი უხერხულად იგრძნო და რამდენჯერმე ჩაახველა ყურადღების მისაქცევად.
- ჰო, მართალი ხარ. - ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა და წამოვდექი - მომდევნო ლექციამდე უნდა მოვემზადო, ბიბლიოთეკაში ვიქნები.
- მოიცა, სად გარბიხარ? იქამდე ჯერ კიდევ სამი საათია!
- ვიცი, მაგრამ გუშინ ვერაფრის სწავლა ვერ მოვასწარი, ახლა თუ არ გადავხედავ ყველაფერს, ქვიზს ჩავაგდებ.
ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კაფეტერიიდან ისე გამოვედი, რომ აღგზნებული წყვილისთვის აღარ შემიხედავს. ნერვებმოშლილი კიბეებზე ავდიოდი, როცა გზაში სისხლის სამართლის ლექტორი შემეჩეხა.
- გამარჯობა, ბატონო გიორგი.
- სია, გამარჯობა - გამიღიმა თავაზიანად - დღეს ჩემი ლექცია გაქვს, ხომ?
- დიახ, რვაზე.
- ძალიან კარგი, სხვათაშორის შენი ქვიზი ახლახანს გავასწორე და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგები გაქვს. საინტერესო ხედვები და სწორი რაკურსი გაქვს არჩეული კანონების ინტერპრეტაციაში.
- დიდი მადლობა.
წამოვწითლდი, ჩემი საყვარელი ლექტორისგან შექებამ წამისწინანდელი უსიამოვნო ფიქრები უკვალოდ გამიფანტა.
- მიხარია, შენგან ნამდვილად კარგი პროკურორი დადგებოდა, სია. ჩემი საუკეთესო სტუდენტი ხარ, მოუთმენლად ველი შენს წინსვლას - ჩაიღიმა და წავიდა - ლექციაზე არ დამიგვიანო!
დაბნეულმა ლექტორს თვალი გავაყოლე. მისი სიტყვები გულზე მომხვდა. იმიტომ რომ ჩემში პოტენციური პროფესიონალი დაინახეს? თუ იმიტომ რომ მამაჩემის კარიერა მიწინასწარმეტყველეს? თავი გავაქნიე და კიბეებს ავუყევი. ავი ფიქრები ფუტკრებივით დაზუზუნებდნენ გონებაში და ისედაც აღრენილ ქვეცნობიერს უარესად აღიზიანებდნენ. პროკურორი არა ის! პროკურატურას ერთი ძნელაძეც ეყოფოდა, ყველაფერზე წამსვლელ შნირად!
ბიბლიოთეკაში შევედი, რჩეულ წიგნებს ხელი დავავლე და ჩემს საყვარელ ადგილას, ყველაზე მყუდრო კუთხეში, განვმარტოვდი. გონება გაჭირვებით მოვიკრიბე და სწავლზე გადავერთე. არქივები, ჩანაწერები, სასამართლო გადაწყვეტილებები - ყველაფერი თავზე მეყარა. თვალებში უკვე მიორდებოდა, მაგრამ მაინც განვაგრძობდი მუხლების გარჩევას.
- მგონი ერთადერთი ხარ კურსზე, ვინც ასე ბეჯითად მეცადინეობს.
მოქანცულმა თავი ავწიე, ეკე თავს წამომდგომოდა და ჩემდა გასაკვირად ისევ იღიმოდა. იქვე მდგომი სკამი მოაჩოჩა და გვერდით მომიჯდა.
- მეგონა ლექციები აღარ გქონდა. - ჩავილაპარაკე ხმადაბლა, რომ ბიბლიოთეკარს არ გაეგონა, სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე მყუდროებას ურღვევდა.
- არა, დავამთავრე, მაგრამ სახლში წასვლა მეზარება. იქ ვერ ვმეცადინეობ კარგად, ზედმეტი ხმაურია. - ტოპაზისფერი თვალები ჩემს ჩანაწერებზე გაუშტერდა.
- და აქ მეცადინეობ ხოლმე?
- ჰო, როცა არ მეზარება. - გამომხედა გვერდულად და ისევ ჩაეღიმა. სიცილი უხდებოდა.
- აი მე კი ძალიანაც მეზარება, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. - ამოვიოხრე გადაღლილმა და თვალები მოვისრისე.
- ახლა რა ლექცია გაქ? კერძო 2?
- ჰო, ნარკოტიკულ დანაშაულებზე ვართ.
- ჰო, ეგ ცაკლე თავის ტკივილია, - თმა აიჩეჩა და სკამზე გადაწვა.
- შენ წელს ამთავრებ ხომ ასეა?
- კი და მერე ვინ იცის სად ჯანდაბაში ამოვყოფ თავს.
- ჰო, მართლაც...
- ისე, Черный список-ზე ხომ გაგიგია?
- რა?
მაშინვე გონს მოვედი და ეკეს სწრაფად შევხედე, თან ტუჩზე ვიკბინე მეტისმეტად ხომ არ შევიცხადე-თქო. მიჩვეული ვიყავი, ჩემი ზედმეტსახელი ხშირად მესმოდა გარშემომყოფებისგან, მაგრამ ეკესგან მაინც გამიკვირდა, არ ჰგავდა ისეთ ტიპს ქუჩის გამომძიებელს რამედ რომ თვლიდა.
- აი ის, ინკოგნიტო დეტექტივი რომაა, ჩვენს სამართალდამცავ სისტემას მონდომებით რომ უთხრის ძირს, - გამხიარულებულს სიცილი აუტყდა - მაგარი ტიპია. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. ჩვენ აქ ტვინს ვასხავთ წიგნებს და თავი განათლებულ როჟებად მოგვაქვს, მას კი ეს სულ ფეხებზე ჰკიდია. ჩვენ ათი თავით გვჯობია.
- ასე რატომ ფიქრობ? - ვკითხე პაუზის შემდეგ.
ძალიან ვეცადე ხმაში მადლიერების გრძნობა არ გამომრეოდა. მისთვის ალბათ ეს ჩვეულებრივი სიტყვები იყო, მე კი გულზე მომხვდა. მისმა შეფასებამ რატომღაც ამაღელვა.
- ეი, თქვენ! - დაგვიცაცხანა ბიბლიოთეკარმა - აქ სასწავლებლად ხართ მოსულები თუ საჭორაოდ? ხალხს ხელი ეშლება მეცადინეობაში!
- სად ხედავ ხალხს? ჩვენს გარდა აქ არავინაა, ქალბატონო ია! - შეუტია ეკემ. სახეზე ეწერა შიგ ხომ არ გაქვს, თვალები გაახილეო.
- და მერე რა? - ბიბლიოთეკარი წამით დაიბნა, სულ გადაავიწყდა, რომ მარტონი ვიყავით, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა - ლაპარაკი აკრძალულია, თუ წესებს არ ემორჩილებით ახლავე დატოვეთ აქაურობა!
- წამო, ცოტა გავისერნოთ. - ხმადაბლა გადმომილაპარაკა და უკმაყოფილოდ გახედა იას.
ნივთები ავკრიფე და ჩანთაში ჩავაწყე. ეკემ მძიმე ჩანთა გამომართვა და მხარზე გადაიკიდა, თან თავით მანიშნა გამომყევიო. ბიბლიოთეკარმა ისეთ მზერით გამოგვაცილა ალბათ გულში კარგადაც გვაგინებდა.
- ამ ქალს შინაბერობა დაღუპავს. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო კაპასი ხდება. - ჩაიბურტყუნა გაღიზიანებულმა.
- ფრთხილად იყავი, არ გაგიგოს. დიდი ბოღმიანი ვინმეა, თან კარგი მეხსიერება აქვს და ბიბლიოთეკაში ცხვირს აღარ შეგაყოფინებს. კალანდიას უკვე ორი წელია ფეხი ამოუკვეთა.
- რას ერჩი, ხანდახან საღი აზრიც აწუხებს ხოლმე. კალანდია რა ბიბლიოთეკაში შესაშვებია, იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ გამართულად კითხვა შეუძლია.
ორივეს გაგვეცინა. არ მეგონა ეკესთან ურთიერთობა ასეთი იოლი თუ იქნებოდა, მუდამ მიუწვდომელ პლანეტად მიმაჩნდა. ეს წელი დასაწყისიდანვე იწყებდა ჩემი სტერეოტიპების მსხვრევას - დუჩეს მიმართ უცნაური გრძნობა ამეკვიატა, კალანდიამ იდიოტურად ამომიჩემა, ახლა კი ეკეს ჩემი ჩანთა მხარზე ეკიდა და ისე მესაუბრებოდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. არა, ცხოვრება ნამდვილად უცნაურია.
- კარგი, შენ რაღაც მკითხე... - თქვა უცებ. დერეფანში პუფებზე ჩამოვჯექით.
- ჰო... - გვერდულად გავხედე და სახეზე ყურადღებით დავაკვირდი - რატომ ფიქრობ, რომ Черный список-ი ჩვენზე უკეთესია?
- ალბათ იმიტომ, რომ მისთვის ეს კანონები უაზროა. მას საკუთარი კოდექსი აქვს და ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელიც თავის კოდექსს პატიოსნად იცავს. ჩვენი სამართალდამცავი სისტემა კანონებს ისე იყენებს როგორც აწყობს. ყოველი გაქსუებული ბობოლა თავის ჭკუაზე ატრიალებს მოსამართლესაც და პროკურორსაც. თუ ფული გაქ, მაშინ კანონმდებელიც შენ ხარ, მისთვის კი ეს სულერთია. აკეთებს იმას რაც ევალება და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოს გამოააშკარავებს, თუ უბრალო მოკვდავს.
ეკეს ყურადღებით ვუსმენდი და მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას გულში სათუთად ვინახავდი. მართალია ბევრჯერ მომისმენია კომპლიმენტები Черный список-ზე, მაგრამ იგივეს მოსმენა ბიჭისგან, რომელსაც კურსზე ყველაზე განათლებულ და ჭკვიან პიროვნებად მიმაჩნდა, ნამდვილად ამაღელვებელი იყო. ნეტავ რა რეაქცია ექნება, რომ გაიგოს ამ სიტყვებს ვის ეუბნება-თქო, გავიფიქრე. გაუკვირდებოდა? იმედი გაუცრუვდებოდა? გაეცინებოდა? აღფრთოვანდებოდა? თუ არ დაიჯერებდა?
- რა გაცინებს? არ მეთანხმები? - გამომხედა შუბლშეკრულმა, ვიცინოდი? ნეტა რა მაცინებდა!
- არა, საქმე მაგაში არაა. უბრალოდ არ მეგონა Черный список-ი ხალხს თუ მოსწონდა.
- სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მომწონს. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი და თანამშრომლობასაც შევთავაზებდი. რაც უფრო მეტს ვსწავლობ, ვხვდები, რომ აქ მუდამ ვიღაცის შნირი იქნები. თითს როგორც დაგიტკაცუნებენ ისე უნდა მოიქცე, ან სამსახურს დაგატოვებინებენ. აი მაგალითად, ჩვენი ლექტორი რომაა, მოსულიშვილი, ქალმა მოსამართლის გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენა, მაგრამ მაინც უარით გამოისტუმრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად სამართლიანი იყო და სულაც არ აპირებდა სხვების ჭკუაზე სიარულს. მისთვის კანონი ყველაფერზე მაღლა დგას და სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ჩამოქვეითების.
- ეგ არ ვიცოდი. - აი თურმე, ქალბატონი ქეთევანი, რატომ მუშაობდა ლექტორად.
- ჰო, არადა უნიჭიერესი ქალია და რაც მთავარია პატიოსანი. თუმცა, დღეს შენი სინდისი ყველას ერთ ადგილზე ჰკიდია, მთავარია ისე მოიქცე, როგორც საჭიროა და ხანდახან ზოგ-ზოგიერთს ტრაკზეც აკოცო, თუ საქმე მოითხოვს.
- მაშინ, აქ რას აკეთებ, რატომ სწავლობ სამართალზე, თუ ასე ვერ იტან აქაურობას?
- მე ვერ ვიტან ადამიანის ხელით შექმნილ სამართლიანობას, რომელსაც სარჩულად უსამართლობა უდევს. მძულს ის ფაქტი, რომ ამ პატარა კოდექსს ხალხი სათავისოდ იყენებს. მაინც რას წარმოვადგენთ, ჩვენ იურისტები? ვზივართ აქ, ყოველდღე ვსწავლობთ კანონებს, ვასამართლებთ და ვსჯით ხალხს ჩადენილი დანაშაულისთვის. ჩვენ კანონდამცველები ვართ და ხალხი მაინც კანონიერ კრიმინალებს გვიწოდებს. არ დაფიქრებულხარ, რატომ?
- ალბათ იმიტომ, რომ აღსრულებული სამართალი ყველასთვის სამართლიანი და მისაღები ვერ იქნება, ყოველთვის იქნება უკმაყოფილო მხარე, რომელიც შენკენ თითს გამოიშვერს და უსამართლო მსაჯულს გიწოდებს. მაგალითად, პატიმრის ოჯახის წევრები არ გეტყვიან მადლობას გამოტანილი განაჩენისთვის. არც მაზოხისტი ცოლი გადაგიხდის მადლობას, მისი მოძალადე ქმრის ციხეში ჩასმისთვის, პირიქით მოგიბრუნდება და გეტყვის რომ ოჯახს უნგრევ, რომ შენ არანაირი უფლება არ გაქვს მის პირად ცხოვრებაში ცხვირი ჩაჰყო. არც დედა გეტყვის მადლობას გადარჩენისთვის, როცა კრიტიკული მშობიარობის დროს მის სიცოცხლეს, კანონით გათვალისწინებული ნორმით, უპირატესად სცნობ და ჩვილს სასიკვდილოდ გაიმეტებ.
- მე არ ვსაუბრობ, კანონის აღსრულებით გამოწვეულ, უკმაყოფილო პუბლიკაზე. მე გესაუბრები მათზე ვინც სამართალდამცავის ნიღაბს ამოფარებული, ბოროტად იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ ძალაუფელბას. მოსამართლეებს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ განარჩენის გამოტანისას. კორუმპირებულ პროკურორებს, რომლებიც დაკვეთით სვამენ ციხეში უდანაშაულო ხალხს, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე მნიშვნელოვან პიროვენბას ხელი დააფარონ. ასეთი ხალხის არსებობა ჩრდილს აყენებს ჩვენს პროფესიას, ჩირქს სცხებს იმ იდეალებს და მოტივებს, რამაც მე და შენ აქამდე მოგვიყვანეს. ასეთი ადამიანები კი, სამწუხაროდ მრავლად არიან ჩვენს გარშემო და ეს ყველაფერი ზიზღს მგვრის.
- ჰო, მაგაში გეთანხმები. ასეთი ადამიანები ბევრია ჩვენს გარშემო, მაგრამ აუცილებელი არაა ხალხს ვუყვარდეთ. ჩვენი არსებობა საჭიროა, გვაკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც ამ ქვეყანას ანარქიის უფსკრულისგან იცავს. წამლის გემო არავის მოსწონს, მაგრამ ის განკურნებისთვის საჭირო და აუცილებელია. მაგრამ მაინც, შენს სიტყვებში ზიზღი იგრძნობა, როცა ჩვენს სისტემაზე საუბრობ, რატომ აირჩიე სამართალი, თუ მისი სამართლიანობის არ გწამს?
- სიმართლე გითხრა, გულში მაინც მჯერა რომ ყველაფერი დაკარგული არაა. შეიძლება მიამიტურად ჟღერს, მაგრამ ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენი გზა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი დაიბადე, ან სად დაიბადე, ან ვინ არიან შენი მშობლები (ეჭვი მქონდა, ბოლოში დუჩე და კალანდია იგულისხმა). შენს პიროვნებას შენი არჩევანი განსაზღვრავს და არა შენი სოციალური სტატუსი. ადამიანი საკუთარი შესაძლებლობებით კი არ ისაზღვრება, არამედ არჩევნით, რომელსაც ის ცხოვრებაში აკეთებს, მე ამის ღრმად მწამს. იმედი მაქვს, რომ მე ერთადერთი არ ვარ ვინც ასე ფიქრობს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რაღაც მაინც გამოვა. ერთიანი ძალებით შევძლებთ სარეველას ამოძირკვას. ჩვენ მომავალი თაობა ვართ, ახალი სისხლი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამის ღრმად მწამს, მჯერა ჩემი კურსელების, თითოეული ბავშვის, რომლების გვერდით ყოფნაც ყოველდღე მიწევს. ჩვენ შევძლებთ ყველაფრის გამოსწორებას, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. სწორედ ამიტომ ვარ აქ, მე მსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც კანონი კანონობს ყველასთვის, განურჩევლად სოციალური სტატუსისა! მე მძულს ამათი სამართალი, მე საკუთარის დამკვიდრება მინდა.
არ მახსოვს ეკეს ოდესმე ამდენი ელაპარაკოს, მითუმეტეს ჩემთან. მაგრამ ახლა მის ტოპაზისფერ თვალებში უცნაური ცეცხლი გიზგიზებდა - დაუმორჩილებლობის, სიამყის და შეუპოვრობის. მას მართლაც სწამდა იმის რასაც ამბობდა და ეს რწმენა გადამდები იყო. სულ რომ საწინააღმდეგო აზრზე მდგარიყავით, მისი მზერა აუცილებლად გაიძულებდათ მის სიტყვებზე დაფიქრებულიყავით და საკუთარი თავისთვის კითხვა დაგესვათ, ნუთუ ყველაფერი მართლაც ჩემზეა დამოკიდებული? ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა.
- ფიქრობ, რომ სისულელეს ვლაპარაკობ და ოცნებებში დავფრინავ? - ჩემკენ გადმოიხარა და აციმციმებული თვალებით ინტერესით მომაჩერდა.
- არა, ვფიქრობ რომ უნდა მოგბაძო. - გავუცინე და თვალი ჩავუკარი.
ეკეს თვალებში სითბო ჩაუდგა და მსხვილ ტუჩებზე კიდევ უფრო ფართო ღიმილი გადაეკრა. იმ წამს გავიაზრე, რომ ორივემ უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს და ეს ერთი ჩვეულებრივი ღამე მომავალი მეგობრობის დასაწყისი იქნებოდა. ყოველშემთხვევაში, მე ძალიან მინდოდა მასთან ახლო ურთიერთობა მქონოდა. მისი სიახლოვე თავს დაცულად და კომფორტულად მაგრძნობინებდა. მთელი დღის სიმძიმე რაც თან დამყვებოდა, წამში გაქრა, შავი ღრუბელივით გაიფანტა და მზემ გამოანათა. მისი ტოპაზისფერი თვალები მზის კაშკაშა სხივებს მაგონებდა. სხივებს - რომელიც ჩემთვის სითბოსთან და იმედთან ასოცირდებოდა, უკეთესი მომავლის იმედთან.
- ასე, ასე, ასეე...
მოისმა დამცინავი ხმა დერეფნიდან. თავი მივაბრუნე, კალანდია თავის ძმაკაცებთან ერთად, კედელს მიყრდნობოდა და დამცინავი ღიმილით მოგვჩერებოდა ორივეს.
- ამათ შეხედეთ! რაო, თოიძე, ძნელაძის დათრევა გინდა?



თავი მეოთხე
- რა გინდა კალანდია, ზურგი გექავება? - ეკე ფეხზე წამოდგა.
გული გადამიქანდა, ოღონდაც ახლა არ იჩხუბონ-თქო, გავიფიქრე აღელვებულმა. ისედაც ეს დღეები ერთმანეთს უაზროდ ებღვირებოდნენ. კალანდიას კარგად ვიცნობდი, მიზეზს ეძებდა, რომ ეკეს დასტაკებოდა.
- არა, ხელები მექავება, დიდი ხანია შენი სიფათის განგრევა მინდა, !
- ხომ იცი, მაგ სიტყვებს რაც მოჰყვება, სირო! - ეკემ სახელოები აიწია და კალანდიასკენ ჯიქურ გაემართა.
- არა, არა! - წამოვხტი და ეკეს წინ ავეფარე - არ აჰყვე, ზუსტად ეგ უნდა! კალანდია, გაეთრიე აქედან!
- შეხედე, როგორ იცავს! ასე დაახლოება როდის მოასწარით? - კალანდია ნელა მომიახლოვდა, ღვარძლიანად მიღიმოდ. ეკეს ძლივს ვაკავებდი, გაცეცხლებული ადგილზე ბრდღვინავდა - ადვოკატობას ხომ არ აპირებ? ჯერ ქავანა, ახლა თოიძე...
- კალანდია, აქედან მოშორდი. გეყოფა უაზრო გამოხტომები და თავის მაგარ ტიპად წარმოჩენა, როცა სინამდვილეში ნეხვის გროვა ხარ! - ვუყვირე გაცეცხლებულმა.
ალექს თვალები ბრაზით წამოენთო. ჩემს ყვირილზე კი გვერდითა აუდიტორიის კარი გაიღო და იქიდან შუბლშეკრული ლექტორი გამოვიდა, როგორ ჩანს, კონსტიტუციური სამართლის ლექცია ტარდებოდა.
- აქ რა ხდება? - მკაცრად იკითხა დოლიძემ - კალანდია, კიდევ ერთი აყალმაყალი? შვილო, დიდი ბოდიში, მაგრამ თავზე ზედმეტად ხომ არ გაქვს გადაჯმული?
დაძაბული სიტუაცია იმწამსვე განიმუხტა, ბავშვებს სიცილი აუტყდათ, კალანდიას გარდა, რომელიც კონსტიტუციის ლექტორს ზიზღნარევი მზერით მიაჩერდა. ეკემ ჯაჯგური შეწყვიტა, თუმცა, მტრული მზერა მაინც არ მოუშორებია გაცეცხლებული ალექსისთვის.
- ნუ მაიძულებ უკიდურეს ზომებს მივმართო, ყველამ დატოვეთ დერეფანი და საშუალება მომეცით ლექცია ჩავატარო. ისედაც ტვინი მომეტყნა ერთი და იგივეს ახსნით.
სტუდენტები მოურიდებლად ახარხარდნენ. მე კი გაოცებული მივჩერებოდი კონსტიტუციის ლექტორს. ალბათ, მართლაც რთული დღე ჰქონდა, თორემ მანამდე მისგან ასეთი სიტყვები არასოდეს მომისმენია. თუმცა, რა გასაკვირია, კალანდიას, ადამიანის წყობიდან გამოყვანის იშვიათი ნიჭი ჰქონდა.
- წავიდეთ.
ჩანთას ხელი დავავლე, ეკეს მკლავში ვტაცე ხელი და ლამის ძალით წამოვათრიე. კალანდიამ სიძულვილით სავსე მზერა გამოგვაყოლა, მაგრამ ლექტორის თანდასწრებით ხმა აღარ ამოუღია. სანამ კიბეებზე დავეშვებოდით, დუჩეს მოვკარი თვალი, მშვიდად მიყრდნობოდა კედელს და ინტერესით ადევნებდა თვალს შექმნილ სიტუაციას. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ჩემთვის თვალი არ მოუცილებია, შუბლშეკრული მომჩერებოდა და მდუმარედ რაღაცის თქმას ცდილობდა, ან უბრალოდ ვიგონებდი და ჩემს გონებას არ შეეძლო იმ ფაქტის უარყოფა, რომ მისთვის არაფერს ვნიშნავდი და ისევე ვაღიზიანებდი, როგორც სხვა დანარჩენები. ზურგი შევაქციე და ეკეს გარეთ გავყევი.
- ერთ დღესაც თავს მომაკვლევინებს ეგ ახვარი! - ზიზღით გადააფურთხა გაცოფებულმა - არ უნდა ჩარეულიყავი, ერთს გემრიელად შემოვარტყავდი და გულზეც მომეშვებოდა.
- მორჩი, არ იცი როგორი ხასიათი აქვს? სრულ იდიოტობებზე იცის აშარება, ასეთია და არ შეიცვლება, შენს გამოწვევას ცდილობს, ეცადე თავი აარიდო.
- თავი აქეთ ამარიდოს! - აიფხორა გაღიზიანებული - მე მაგის არ მეშინია, თავი ისე უჭირავს გეგონება ქვეყნის ბატონპატრონი იყოს! ყველამ კარგად იცის რა ც ბრძანდება. სანამ თავ-ყბას არ გავუერთიანებ, იქამდე ტრაკს არ დააყენებს.
- ოხ, ეს ბიჭები.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და სკამზე ჩამოვჯექი. გარეთ შესამჩნევად გრილოდა, ამინდს შემოდგომის შემოჭრა დაეტყო, მალე ბნელდებოდა, ფოთლებს კი ნაზი თაფლისფერი ეპარეობდათ. მშობლიური ტოტებიდან ნელ-ნელა წყდებოდნენ და სიკვდილისთვის განწირულები მორჩილად ეშვებოდნენ მიწაზე. სულ მალე მათ ფაქიზ და მტვრევად ფურცლებს ადამიანის ბინძური ფეხი საბოლოო ნამსხვრევებად აქცევდა, ჰაერში გაფანტავდა და სამუდამოდ მიივიწყებდა, ისე რომ წამითაც არ დაფიქრდებოდა, რომ მან იმ წამს ის პაწაწინა იმედიც მოკლა, რომელიც ძალაგამოცლილს ჯერ კიდევ შერჩენოდა. როგორი საშინელი დასასრულია, არა? შეიძლება ცხოვრება ლამაზი არ გქონდეს, მაგრამ ასეთი სიკვდილი? ბინძური ფეხით გათელილი შენი უსუსური სხეული და უკანასკნელი ფიქრი, რომ ამქვეყნიდან ასე საცოდავად მიდიხარ...
ცაზე უკვე მოჩანდა, სუსტად მოციალე ვარსკვლავები, აქა-იქ უფრო მკვეთრად ინთებოდნენ და მხიარულად ბრწყინავდნენ, აშკარად უხაროდათ უკან დაბრუნება. აღფრთოვანებულები გადმოჰყურებდნენ დედამიწას, თითქოს პირველად გვიყურებდნენ ზემოდან და რასაც ქვემოთ ხედავდნენ ძალიან მოსწონდათ. მათი ხილვისას შეხების დაუოკებელი სურვილი მიჩნდებოდა, მინდოდა მივწდომოდი და მუჭში მომემწყვდია. ამ გრძნობით შეპყრობილს კი, პატარა ბავშვივით, ბევრჯერ მომიჭუტავს თვალი და თითით მისი კონტურები მომიხაზავს. ღამით აივანზე მჯდარი ხშირად ვერთობოდი ბავშვური ახირებით და საკუთარ თავზე ირონიულად მეცინებოდა, კრიმინალებით შეპყრობილი გულში მაინც მეოცნებე სიად ვრჩებოდი, პატარა გოგონად, რომელსაც ძალიან უნდოდა ვარსკვლავებს შეხებოდა.
- ბოდიში. - ეკეს ხმამ ოცნებებს მომწყვიტა და რეალობაში დამაბრუნა.
- რისთვის მიხდი ბოდიშს? - დაბნეულმა ვარსკვლავებიდან მზერა მასზე გადავიტანე.
- არ მინდოდა შენს თვალწინ წყობიდან გამოვსულიყავი, მაგრამ ის ახვარი მუდამ ახერხებს თავი დამაკარგვინოს. არც მიკვირს ქავანა წარამარა სიფათში, რომ ულაწუნებს.
დუჩეს ხსენებამ საბოლოოდ დამანარცხა მიწაზე, მუცელში უცნაურად შემიტოკდა რაღაც. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ მთელი ორგანოები ერთმანეთზე გადამიკვანძა. უეცრად მოგვრილი ელდა ამაყად გადავიტანე და ეკეს ჩაფიქრებულმა ვუპასუხე.
- ჰო, კალანდია დიდი თავხედი ვინმეა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არაა ისეთი როგორადაც ყველას აჩვენებს თავს.
- ოხ, ეს გოგოების ლოგიკა, ნაგავშიც რომ მარგალიტებს ეძებთ. - ეკეს გაეცინა და ტოპაზისფერ თვალებში სითბო ჩაუდგა.
- შეიძლება, მართლაც გულუბრყვილოდ ჟღერდეს, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებს. ყველას გვაქვს რაღაც რისი დამალვაც გვსურს, რაზეც ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, თუმცა ძალიან გვაწუხებს. თითოეული ჩვენგანი კი ამას თავისებურად უმკლავდება.
- და შენ რის დამალვას ცდილობ, სია? - მკითხა ხმადაბლა და თვალებში ინტერესით მომაცქერდა.
მგონი ზედმეტი წამოვაყრანტალე-თქო, გავიფიქრე და ეკეს თვალი ავარიდე. ისე, მონათესავე სულების გჯერათ? მე კი არასოდეს მჯეროდა მათი არსებობის და ისევ ეს მაგრამ... რატომ მიზიდავდა ეს ბიჭი ასე უცნაურად? რატომ გამიჩნდა სურვილი მისთვის ყველაფერი მომეყოლა? აი ასე უბრალოდ და მარტივად.
- სია, რატომ გაჩუმდი? შეიძლება, მე და შენ იმდენად კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, მაგრამ მე ნამდვილად მაქვს სურვილი შენთან დაახლოების.
- ეკე...
თავი მოვაბრუნე და თვალებში შევხედე. „მონათესავე სულები არა?“ - წაიჩურჩულა ქვეცნობიერმა ირონიულად. მისგან იმხელა სითბოს ვგრძნობდი, რომ ლამის ყველაფერი დავფქვი, მაგრამ თავი დროულად შევიკავე, ქვეცნობიერის მწარე კომენტარს წავუყრუე და ენას კბილი დავაჭირე.
- ...ძალიან, საინტერესო და კარგი ადამიანი ხარ, მეც მინდა შენთან მეგობრობა, მაგრამ ახლა ნამდვილად უნდა წავიდე, ცოტახანში ლექცია მაქვს.
- ამჯერად თავის დაძვრენა მოახერხე, - ჩაიცინა და ეშმაკურად ამომხედა - კარგი, მაგრამ სხვადროს აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ საუბარს.
- ხვალამდე.
წამოვდექი, ღიმილით დავუქნიე ხელი და შენობაში შევედი. უაზრო კმაყოფილი გამომეტყველება სახიდან არ მშორდებოდა. კიბეებს ნელა ავუყევი მეოთხე სართულისკენ. რატომ მომინდა, რომ ეკესთვის ყველაფერი მომეყოლა? ის ხომ ჩემთვის სრულიად უცხო პიროვნება იყო? იქნებ უცნობ ადამიანთან უფრო გვიიოლდება გულის გადაშლა, ვიდრე საკუთარ მეგობართან? რატომ? იმიტომ რომ, შეგიძლია მას შენი ცხოვრებიდან ნებიმიერი ფურცელი ისე წააკითხო რომ ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს? თუ ხანდახან ყველას გვსურს ჩვენს ცხოვრებას, გვერდიდან დანახული თვალით შევხედოთ? იქნებ იმის იმედიც გვაქს, რომ სწორედ იმ კითხვაზე გვიპასუხებენ, რომელზე პასუხსაც უკვე დიდი ხანია ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ? იქნებ უბრალოდ ეკეს ჰქონდა ასეთი ქარიზმა, რომელიც ადამიანებს მასთან იზიდავდა და გულის გადაშლას აიძულებდა? შეიძლება. მისი მხურვალე მზერისგან თავის დაღწევა ახლაც კი მიჭირდა, როცა უკვე ჩემი აუდიტორიის კართან ვიდექი და შესვლაზე ვყოყმანობდი.
- კალანდიას მოერიდე. - მომესმა ხავერდოვანი ხმა ზურგსუკნიდან.
კარის სახელურთან მიტანილი ხელი ჰაერში გამიშეშდა და შემოვბრუნდი. დუჩე ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, გზა გადამიღობა და კარს ბეჭებით მიეყრდნო.
- გამატარე, ლექცია მაქვს. - ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
მისმა დანახვამ მაშინვე წამომიტივტივა გონებაში უსიამოვნო მოგონება, როგორ კოცნიდა აბაშიძეს დერეფანში და სახე ამელეწა. საკუთარ თავზე ისევ ნერვები მომეშალა.
- გაიგე რაც გითხარი? - შუბლშეკრული თვალს არ მაშორებდა.
- შენ რაში გადარდებს მე ვის მოვერიდება და ვის არა, შენს საქმეს მიხედე! - მივახალე უხეშად.
- ალბათ, მართალი ხარ, - ჩაიცინა ირონიულად - ფეხებზე !
კარი გამოაღო და აუდიტორიაში გაუჩინარდა. გაღიზიანებული სახტად დავრჩი, ამ ბიჭის ორმაგი სტანდარტები ჭკუიდან მშლიდა. აღშფოთებული უკან მივყევი და ჩემი ადგილი უხმოდ დავიკავე. სიბრაზიზგან სახე ერთიანად მეწვოდა. ეს დეგენერატები მალე ჭკუიდან გადამიყვანენ-თქო, ვფიქრობდი გაშმაგებული და წიგნებს მთელი ძალით ვახეთქებდი მერხზე. კარი უკვე მეორედ გაიღო და ბატონი გიორგიც შემოვიდა, უკან კი კალანდია მოჰყვა მეგობართან ერთად. გუნება კიდევ უფრო მომეშხამა.
სტუდენტები ლექტორს მიესალმნენ. კალანდიამ კი უცნაური რამ გააკეთა, იმის ნაცვლად, რომ თავის ჩვეულ ადგილს მისჯდომოდა, ძმაკაცებს გვერდი აუქცია და ჩემკენ წამოვიდა. გულში ვლოცულობდი ოღონდ ეს არა-მეთქი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ კალანდიამ სკამი გამოსწია და გვერდით მომიჯდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- ლექციას ვესწრები, ვერ ხედავ?
- ეგ არ მიკითხავს, ჩემს გვერდით რას აკეთებ?
- სხვაგან ადგილი არ არის, თავში ნუ აგივარდება. - გვერდულად გამომხედა და თავისთვის ჩაიღიმა.
- თვალებზე პრობლემები გაქვს?
- დილით შენთვითონ გადამთელე და კიდევ მე მაქვს თვალებზე პრობლემები?
- შემთხვევით მომივიდა, - ჩავიბურტყუნე უხერხულად - ვერ დაგინახე.
- საინტერესოა, სხვა რომ ყოფილიყო კიდე ჰო, მაგრამ ჩემი შემჩნევა როგორ გაგიჭირდა? - გამომხედა ალმაცერი ღიმილით.
- არც ისეთი თვალისმომჭრელი ხარ როგორც გგონია! - მისი ნარცისიზმი გვარიანად მაღიზიანებდა.
- დარწმუნებული ხარ? მაშინ როცა გიახლოვდები რატომ წითლდები ხოლმე? - ჩემკენ დაიხარა და ნაცრისფერი თვალები ღიმილით შემომანათა.
- იდიოტებზე ალერგია მაქვს, გვერდითი ეფექტია, ოცნებებში ნუ გაიჭრები! - კალანდიას სიცილი აუტყდა.
- კალანდია! მადლობელი ვიქნები, თუ ლექციის ჩატარების საშუალებას მომცემთ!
თავი ავწიე, ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. დავინახე გოგოებმა როგორ გადაუჩურჩულეს ერთმანეთს რაღაც და ბოროტად გამომხედეს. კალანდია აქეთ მაბეზრებდა თავს და კიდევ მე ვიყავი დამნაშავე?! დუჩე ერთადერთი იყო, ვისაც ჩვენკენ არ გამოუხედავს, ისევ ფურცელზე ჯღაბნიდა რაღაცას, ამჯერად კალამს ჩვეულებრივზე უფრო ძლიერად აწვებოდა.
- უკაცრავად, ბატონო გიორგი, მეტს აღარ ვიზამ.
კალანდიას თვალებგაფართოებულმა გავხედე, მისგან ბოდიში არასოდეს მომისმენია. როცა ლექტორი შენიშვნას აძლევდა ხოლმე ერთ ყურში შეჰქონდა და მეორედან გაქონდა. თუ სიტუაცია მეტისმეტად გამწვავდებოდა ლექტორები ლექციიდან აპანღურებდნენ ხოლმე, ისიც ამაყი სახით და ირონიული ღიმილით ტოვებდა აუდიტორიას. წიგნაკი გადავშალე, რომ ლექტორის ნაკარნახევი მუხლები ჩამენიშნა, რომ უცებ ფურცელი და კალამი ხელიდან გამომგლიჯა, რაღაც სწრაფად წაჯღაბნა და უკან მომიგდო. გაბრაზებული ფურცელს დავაცქერდი:
„დღეს პირველად მოვიხადე ბოდიში, შენ გამო, ვალში ხარ ჩემთან, ასფურცელა!“
წარბები ავწიე და კალანდიას გვერდულად გავხედე, რომელიც ინტერესით გასცქეროდა გიორგის, სახეზე კი ეშმაკური გამომეტყველება დასთამაშებდა. გაღიზიანებულმა კალამი ავიღე, მისი სიტყვები მონდომებით გადავჯღაბნე და ისე, რომ კალანდიას ჩუმი სიცილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ლექციაზე გადავერთე.
- დღეს ნარკოტიკულ დანაშაულებს დავამთავრებთ და კიდევ ერთ თემას საფუძვლიანად ამოვწურავთ, მაგრამ თქვენთვის კიდევ ერთი ამბავი მაქვს - ლექტორი წამოდგა და აუდიტორიას თვალი ღიმილით მოავლო - ორშაბათს, ჩვენს უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან - სისხლის სამართლის პროფესორები, პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები. ისინი ეცდებიან თავიანთი გამოცდილება გაგიზიარონ და თქვენც შესაძლებლობა გექნებათ კითხვები დაუსვათ სასურველ საკითხებთან დაკავშირებით.
- და შეხვედრა რომელ აუდიტორიაში ჩატარდება? - იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
- საკონფერეციოში, რა თქმა უნდა. მეშვიდე სართული 710 აუდიტორია, შუადღის 2 საათზე. დასწრება სავალდებულოა, ისევ და ისევ თქვენთვის. თუ თავს სათანადოდ წარმოაჩენთ, შესაძლოა მათი ყურადღების მიპყრობა შეძლოთ, რაც თავისთავად დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. - ლექტორმა ღიმილით გამომხედა.
ახალმა ამბავმა გამახარა, საკმაოდ საინტერესო მითინგი იქნებოდა. წავიდოდა გესლიანი და ჩამჭრელი კითხვების რახუნი. ინტრიგანი სტუდენტების პროვოკაციული გამოხტომები და ასე შემდეგ. ასეთი შეხვედრები ყოველთვის მართობდა, რადგან მნიშვნელობა არ ჰქონდა რესპოდენტები რას პასუხობდნენ, მთელი სიმართლე, გადაშლილი წიგნივით, სახეზე ეწერათ.
ერთი სიამოვნება იყო, მათი უხერხულად დაცეცებული თვალების დანახვა, სიმართლის მიჩქმალვას საცოდაობით, რომ ცდილობდნენ. ნუ, ზოგი ისეთი ნაგლიც იყო, რომ სახეზე კუნთი არ უტოკდებოდა, ისე გატყუებდა თვალებში. ასეთებს ჩვენს ქვეყანაში დამსახურებულად ეძახდნენ პროფესიონალებს და რის პროფესიონალებს ეგ კიდევ ცალკე თემაა.
გული მიგრძნობდა ორშაბათის შეხვედრაზე Черный список-ის სახელიც გაიჟღერებდა. ინტერესი მკლავდა რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს პატივსაცემ იურიდიულ საზოგადოებას, მათი საამაყო სტატუსის გვერდით ამ „უმსგავსი“ პიროვნების სახელსაც თუ ახსენებდნენ (ჰო, სამართალდამცავებს დიდად გულზე არ ვეხატებოდი, გასაგები მიზეზებისდაგამო...).
მთელი ლექცია ყურადღების მოკრებას ვცდილობდი, რადგან კალანდია ყბაზეხელშემოდებული მოურიდებლად მათვალიერებდა. რამდენჯერმე ფეხიც კი წავარტყი მწარედ, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე. ჯერ წინ რომ იჯდა ხოლმე სულ ქაქანებდა და ხელს მიშლიდა, ახლა გვერდითაც გადმომიბარგდა და თვალებით მჭამდა. ხელები მექავებოდა ისე მინდოდა სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ კმაყოფილ სიფათში მეთხლიშა და მისი სახიდან იდიოტური გამომეტყველება სამუდამოდ წამეშალა.
- კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო. ჩვენი შეხვედრა დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
- თქვენც ასევე, ბატონო გიორგი. - ახმაურდნენ სტუდენტები.
ლექტორმა ქვიზის ფურცლები პორტფელში შეინახა და აუდიტორია დატოვა. წიგნები ჩანთაში ჩავიტენე და წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხე, კალანდია წინ გადამეღობა და გზა მომიჭრა.
- რა გინდა?
- უხეშად რატომ მექცევი? შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია? - მკითხა ღიმილით.
- ნერვებს რომ მიშლი, ეგ არ ითვლება?
- ნწ, ეგ არ ითვლება, ნერვებს შენც მიშლი.
- საიდან მოიტანე, გგონია შენს მეტი საქმე არ მაქვს?
- აბა, გამუდმებით იმ ხეპრეებს რატომ იცავ? ადვოკატურაზე სტაჟირებას გადიხარ? ჯერ ვიფიქრე, რომ ქავანას ფანკლუბის წევრი იყავი, მაგრამ რამდენიმე საათის წინ გვარიანად გამომლანძღე თოიძის გამო. ჰოდა მაინტერესებს ჩემთან რა გართულება გაქვს.
- ძაან მოცლილი ხარ, გამატარე. - გვერდის აქცევა ვცადე, მაგრამ მაჯაში ხელი წამავლო და შემაჩერა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?!
ჩავისისინე ერთიანად ალეწილმა, ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა, დუჩე კი ისევ გაუნძრევლად იჯდა მერხთან. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- ზურგს ნუ მაქცევ, შენთან საუბარი არ დამისრულებია! - შემომიბღვირა გაბრაზებულმა.
- მე კი დავასრულე! - ვუპასუხე მკაცრად და დავეჯაჯგურე, რომ მომეშორებინა, მაგრამ ისე ძლიერად ჩამჭიდებოდა, რომ მის მარწუხებს ძვრაც ვერ ვუყავი. - კალანდია, შეწყვიტე! ყველა ჩვენ მოგვშტერებია, ხელი გამიშვი, თორემ სიფათში გითავაზებ!
- გამოწვევები მიყვარს, - თვალები მხიარულად აუციმციმდა და სტუდენტებს შუბლშეკრულმა გახედა - მართალი ხარ, აქ მეტისმეტად ბევრი პირღიაა, წამოდი.
ხელი ძლიერად ჩამჭიდა და ძალით წამაპრონწიალა გარეთ. აჩოჩქოლებული სტუდენტების ხმა ცარიელ დერეფანში ექოდ ისმოდა. სიბრაზიზგან სახეზე ალმური მომედო. ჰო, უნივერსიტეტს სკანდალები ნამდვილად აკლდა, კი!
- ხელი გამიშვი-მეთქი, იდიოტო! - ვუყვირე გაცეცხლებულმა.
არც გაუგონია. მეხუთე სართულზე ძალით ამათრია. ჩემდა საუბედუროდ დერეფანში არავინ იყო. ერთ-ერთი აუდიტორიის კარი შეაღო, შიგნით შემაგდო და უკან მომყვა.
- რას აკეთებ? - სახეზე ფერი წამივიდა, როცა კარი შიგნიდან გადაკეტა.
- შენთან საუბარი მინდა, განმარტოებით.
ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ მთვარის შუქი იღვრებოდა ფანჯრებიდან. კალანდიას სახეს ბუნდოვნად ვარჩევდი. უნდა ვაღიარო, რომ შემეშინდა. ბნელ ოთახში ამ არანორმალურთან მარტო ვიყავი გამომწყვდეული, ჩემი გულისცემის ხმა მეთვითონ მესმოდა.
- რატომ კანკალებ?
ნელა მიახლოვდებოდა, მე კი უკან-უკან ვიხევდი და გონებაში ყველა საბრძოლო ილეთს ვიხსენებდი, რომელიც ბოლოს საქმეებზე ეფექტურად გამომადგა.
- გამატარე, არ მინდა სიფათი გაგილამაზო და მერე მთელმა უნივერსიტეტმა დაგცინოს, გოგომ სცემაო.
- ჰოო? - ჩაეღიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. გასაქცევი აღარ მქონდა, ლექტორის მერხს დავეჯახე და კალანდიას შიშით ავხედე - იცი, ჯერ არ მახსენდება, ჩემთან ვინმეს ასე უხეშად ელაპარაკოს.
- ეგ პირში არავინ გეუბნება, თორემ შენი დეგენერატული ქცევები ბევრს აღიზიანებს!
ვხვდებოდი რომ ვაღიზიანებდი, მაგრამ ნერვების მოთოკვა მიჭირდა, მისი თავხედობა ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა. კალანდია დაიხარა და თვალებში მომაჩერდა, იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მის ნაცრისფერ თვალებში ორ პაწაწინა ყავისფერ ლაქას თავისუფლად ვარჩევდი.
- თვითონაც ვიცი ამ ხალხისთვის რას წარმოვადგენ, - მიპასუხა ხმადაბლა - მაგრამ, საქმე ისაა, რომ მაგრად მახატია, ვინ რას ფიქრობს ჩემზე.
- მშვენიერია, ხალხის აზრით ცხოვრება სისულელეა, გეთანხმები. ახლა გამიშვი, სახლში მეჩქარება.
- ვინ გელოდება სახლში? - მკითხა უცებ და ინტერესით ჩამაკვდა თვალებში.
- რა? - წამით დავიბენი, ამჯერად ზუსტად მიზანში მოარტყა.
- არავინ, არავინ არ გელოდება. როგორც კი ეს გკითხე თვალები სევდით აგევსო, რა უფლებით მიწოდებ მარტოსულს, როცა თავადაც ჩემნაირი ხარ? - მკითხა დამცინავად - არ გასწავლეს, რომ ტალახი არ უნდა ესროლო სხვას, როცა ხელები თავად ჭუჭყიანი გაქვს?
- ხალხის წვალება და დამცირება ჩემი სპორტი არაა, შენგან განსხვავებით. მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს! - გაცეცხლებულმა ხელი ვკარი, რომ თავიდან მომეშორებინა.
- არა, არა და არა. - მკლავებში მომიმწყვიდა და აღგზნებული თვალებით მომაჩერდა - ასე ნუ ჩქარობ!
- ხელი გამიშვი, თორემ ვიკივლებ!
- კალანდია! - ვიღაცამ კარზე მთელი ძალით დააბრახუნა. გული გადამიქანდა, დუჩეს ხმა ვიცანი - კარი გააღე!
- რა ხდება თქვენ შორის? - მომაჩერდა შუბლშეკრული.
- რა სისულელეებს ბოდიალობ, არც შენთან და არც მასთან საერთო არაფერი მაქვს, ხელები მომაშორე-მეთქი!
- კალანდია! - იღრიალა დუჩემ და ამჯერად მთელი ძალით დაატაკა წიხლი კარს და შემოგლიჯა, სახე სიბრაზიზგან წაშლოდა.
- როგორ ვერ ვიტან, როცა პონტში მიჯვავენ, - ჩაიცინა ირონიულად და ხელი მიშვა - რა გინდა ქავანა, რატომ ვერ ეტევი ტყავში?
დუჩეს სიტყვაც არ უთქვამს, ალექსს ზვავივით დაეტაკა და მთელი ძალით მიანარცხა მერხს. გაცოფებულები ერთმანეთს მოსისხლე მტრებივით ჩააფრინდნენ და ატყდა ხელჩართული ბრძოლა.
- გაჩერდით! გეყოფათ!
ვკიოდი გულგახეთქილი, მაგრამ მე ვინ მისმენდა, ერთმანეთს გამწარებულები აგინებდნენ და გამეტებით ურტყამდნენ მუშტებს სახეში. ხმაურზე ბიჭები ოთახში შემოცვივდნენ და ძლივს დაწიწკნეს ერთმანეთს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაფრენილი მოჩხუბრები. დუჩეს წარბი და ტუჩი გახეთქოდა და სისხლი მდორედ მოსდიოდა, კალანდიას კი თვალი ჩალურჯებოდა და ლოყაზე ღრმა ჭრილობა მოუჩანდა.
- ხელი გამიშვი, მოვკალვ ამ ....ს! - ღრიალებდა კალანდია და მეგობრების ხელიდან დასხლტომას ცდილობდა.
- ჩათვალე რომ მკვდარი ხარ, ნაბოზარო! გაგიმართლა რომ, შენი თავი ხელიდან გამაგდებინეს, თორემ აქვე მიგგუდავდი!
- გეყოფათ! - აყვირდა დემე არაბული - თქვენ ხო არ გაუბერეთ, ბიჭო?! ასე ერთმანეთს დახოცავთ!
- ხოდა მეც ეგ მინდა, მაგის დედაცმოვტყან! - გაიბრძოლა დუჩემ, რომ კალანდიას მიწვდომოდა.
- გეყოფა-მეთქი, ბიჭო! - ხელით უბიძგა დემემ - მიზეზი მაინც გქონდეთ ერთმანეთთან საწყვეტაოდ, შიგ ხო არ გაქვთ! აზრზე მოდით! კალანდია გაიყვანეთ აქედან!
ალექსი გააფთრებული იბრძოდა, რომ დუჩეს მიწვდომოდა, მაგრამ ძმაკაცებმა ხელი მოკიდეს და ძალით გაიყვანეს ოთახიდან.
- ხელები მომაშორეთ! - დუჩემ გაღიზიანებულმა გამოჰგლიჯა მკლავი ბიჭებს - დაიშალეთ!
- დუჩე, - დემე ერთ ნაბიჯით მიუახლოვდა - კაცურად, საკმარისია. ხომ იცი ამას რა ამბები მოჰყვება, კიდევ კარგი დროულად მოვედით. რექტორი მაგრად გაატრაკებს, შეეშვი იმ მანიაკს.
- დაიშალეთ-მეთქი, ვის ვუთხარი! - დაიღრინა გაცეცხლებულმა და გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სახელოთი მოიწმინდა.
- წამოდით.
დემემ ბიჭები ოთახიდან გაიყვანა, ბოლოჯერ შემოგვხედა უკმაყოფილოდ და წავიდა. მე და დუჩე მარტონი დავრჩით ჩაბნელებულ ოთახში.
- კარგად ხარ? - მკითხა ცივად.
- რა?
- ერთიანად კანკალებ, რამე ხომ არ დაგიშავა? - მომიახლოვდა და წარბშეკრულმა შემათვალიერა.
- მე? შენ თავს შეხედე რას ჰგავხარ, ტუჩი და წარბი გახეთქილი გაქვს! - ხმა შესამჩნევად მითრთოდა.
- ეგ არაფერი, არც პირველია და არც უკანასკნელი, - სისხლი სახელოთი მოიწმინდა და გაბრაზებულმა შემიბღვირა - მე შენ რა გითხარი?! ხომ გთხოვე მაგ ახვარისგან თავი შორს დაიჭირე-მეთქი?!
- რა? შენ გგონია მასთან ურთიერთობის სურვილით ვიწვი?
- ახლოს არ გაიკარო, ნუ ეხუმრები მაგ ნაბიჭვარს. სხვა დროს შეიძლება ახლოს არ ვიყო და.... - აღარ დაამთავრა, თვალი ამარიდა და გაცეცხლებულმა წიხლი ამოსცხო სკამს.
- შენი ვერაფერი გამიგა, - ამოვიჩურჩულე შემკრთალმა - ხან მეუბნები, რომ ფეხებზე გკიდია რას ვიზამ, ხან კი კარს ანგრევ და კალანდიას თავ-პირს ალეწავ, შენს ლოგიკას ვერ ვიგებ.
- არცაა საჭირო, სახლში წადი.
- მოიცა! - ინსტიქტურად მკლავზე ვტაცე ხელი, შეჩერდა და ამღვრეული მზერით გამომხედა - დაშავებული ხარ, სისხლი გდის.
- უარესებიც მომხდარა, სახლში რითი მიდიხარ?
- ტაქსით.
- წამოდი! - ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წამათრია.
- რას აკეთებ?!
დღეს უკვე მეორედ მიმაპრონწიალებდნენ ნებართვის გარეშე. გამოგიტყდებით, დუჩეს შეხებაზე ტანში თბილმა ჟრუანტელმა დამიარა და შეწინააღმდეგების სურვილს დიდად არ შევუწუხებივარ.
- ამ ღამე კიდევ შარს არ გადაეყარო. მეორედ ვერ გავჩერდები და დიდი ალბათობით ვიღაც შემომაკვდება.
- გაჩერდი!
გაღიზიანებული შევჩერდი და ხელი გამოვგლიჯე. საშინლად ვბრაზობდი მის ასეთ ქცევებზე. ხან მიმჩნევდა, ხან არა, ხან ვიღაცას ჰკოცნიდა დერეფნის კუთხეში, ხან ჩემს დასახმარებლად მორბოდა. თავი სათამაშო მეგონა, რომლითაც როცა გაახსენდებოდა მაშინ ერთობოდა. სიმწრისგან ლამის ცრემლები წამსკდა.
- რას აკეთებ? - შემომიბღვირა გაბრაზებულმა.
- გმადლობ დახმარებისთვის, მაგრამ სხვა დროს თავს თვითონ მივხედავ, სახლშიც ჩემით წავალ.
- გვიანია, ნუ ბავშვობ, ახლა...
- არამგონია ნუცას შენი გამოხტომები მოეწონოს. ურთიერთობებში მესამე პირად გაკვეხება ჩემი სტილი არაა.
- შენ რა, ეჭვიანობ? - გაეცინა და ყურადღებით დამაკვირდა სახეზე.
- რაო? - სახე ამელეწა - რა ჯანდაბა გჭირთ აქაურებს?! ყველა განდიდების მანიით ხართ შეპყრობილები. რა გგონია პლანეტა მართლა მარტო თქვენს გარშემო ბრუნავს? ძალიან ცდები, უბრალო მოკვდავებიც ვცხოვრობთ აქვე.
მივახალე გაცეცხლებულმა და გამოვიქეცი. გული საშინლად მიცემდა. კიბეებზე ისე ჩამოვირბინე, რომ უკან არ მიმიხედავს. უნივერსიტეტიდან სწრაფად გამოვედი და ქუჩას ნელი ნაბიჯით გავუყევი. დუჩეს ხატება გონებიდან ვერაფრით მოვიშორე, მახსენდებოდა როგორი სახით შემოვარდა ოთახში, როგორ გამეტებით ურტყამდა კალანდიას, როგორ მკითხა აღელვებულმა ხომ კარგად ხარო. მისი შეხება...
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ ქვეცნობიერმა ბოროტი ტყუპისცალივით ისევ წამოჰყო თავი და გამახსენა ის რისი დავიწყებაც ასე ძალიან მსურდა, როგორ კოცნიდა ნუცას დერეფანში. სიბრაზიზგან სახე ამივარვარდა.
- ნაგავი! რა უფლება აქვს ასე რომ მექცევა! გეგონება მისი საკუთრება ვიყო! - წამოვიყვირე ნერვებმოშლილმა.
რამდენიმე გამვლელმა შეშფოთებული სახით დაიხა უკან. ალბათ იფიქრეს გააფრინა ამ უბედურმაო. ისე ვიყავი აღგზნებული არავისთვის მიმიქცევია ყურადღება. მერე რა მოხდა თუ რაღაცას ხმამაღლა გაიფიქრებ? აუცილებლად შეშლილი უნდა იყო? რა უფლება ჰქონდათ ან ერთს, ან მეორეს თავიანთ საძიძგნ კატად რომ მიყენებდნენ? ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს კორიდაზე წითელი ნაჭერის ფუნქციას ვასრულებდი, მათი უაზრო თავ-პირის მტვრევა, უფრო აზარტული რომ გამხდარიყო.
- მე თქვენ გაჩვენებთ ვისთან დაიჭირეთ საქმე! - ჩავისისინე გაავებულმა და ავტობუსის გაჩერებასთან, ბრაზით დავეხეთქე სკამზე.



თავი მეხუთე
თვალი გავახილე და გადმოვბრუნდი. ოთახში ისე ბნელოდა თვალთან თითს ვერ მიიტანდით, სამაგიეროდ სავსე მთვარის შუქი ჩემს დიდ საწოლს კაშკაშა ნათელში ხვევდა. ისეთი მშვენიერი ღამე იყო, რომ არ მინდოდა გათენებულიყო. დუჩე ბეჭებზე იწვა, მკლავი თავქვეშ ამოედო და ცალი ხელით სახეზე ნაზად მეფერეობდა. იმდენად მშვენიერი იყო, რომ ხმის ამოღება არ მინდოდა, არ მინდოდა ეს ჯადოსნური წუთები რამეს გაეფუჭებინა. თავისი უძირო თვალებით თბილად მიყურებდა. სისხლივით წითელ და გლუვ ტუჩებზე კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
დაკუნთულ გულ-მკერდზე თითს წრიულად ვუტარებდი, მისი აბრეშუმივით გლუვი კანი მსიამოვნებდა. ისეთი მხურვალე მზერით მიყურებდა, რომ თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. ნამდვილად არ ვიცოდი ეს სრულყოფილი მამაკაცი ოდესმე ჩემი თუ იქნებოდა, მაგრამ იმ წამს ერთმანეთს ვეკუთვნოდით და ეს ჩემთვის საკმარისზე მეტი იყო.
- სია...
ხმადაბლა წარმოთქვა ჩემი სახელი და მხარზე წამოიწია, მის გრილ სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი ძარღვებში, მთელი ორგანიზმი ისე დამეჭიმა თითქოს საბედისწერო აფეთქებისთვის ემზადებოდა. დუჩემ ცალი ხელი თმაში ნაზად შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. სულ ერთი წამი და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყმებოდა...
თვალები გავახილე და სწრაფად წამოვჯექი. უკვე გათენებულიყო, ამომავალი მზის ოქროსფერი სხივები მხიარულად დახტოდნენ ოთახში. გვერდით გავიხედე და ცარიელ ბალიშს თვალი გავუშტერე. სულ რამდენიმე წამის წინ დუჩე აქ იწვა... ერთი ხელის გაწვდენაზე... ეს ყველაფერი სიზმარი იყო, ერთი ღამის სიზმარი და მეტი არაფერი!
ცარიელ საწოლს თვალი ავარიდე, ცრემლები შევიმშრალე და აბაზანაში გავედი. სახეზე წყალი შევისხი და სარკეში საკუთარ ანარეკლს მივაშტერდი.
- არც კი გაბედო, რიგითი დეგენერატივით, მის მახეში გაბმა, გაიგე? - შევუღრინე საკუთარ თავს - სია, თავიდან ამოიგდე ეს საშიში ადამიანი, ნურავის მისცემ იმის უფლებას რომ გაგასულელოს, გამოგიყენოს და მერე ძველმანივით მოგისროლოს. გაფრთხილებ, დასასრული ასეთი იქნება, გაიგე?! ოქროს გამოცდილება გაქ ასეთ საკითხებში, შენი პროფესიაა ასეთი ადამიანების ამოცნობა! ყოველდღე უყურებდი ნაბიჭვრებს როგორ ღალატობდნენ „საყვარელ“ ადამიანებს, საკუთარმა მამამ ჩაგარტყა ზურგში დანა. კაცებს ერთგულება არ შეუძლიათ! მათთვის მხოლოდ დროებითი გასართობები ვართ! არც კი იფიქრო, არც კი იფიქრო, სულელო!
ვერ გეტყვით საკუთარ თავთან ემოციური მონოლოგის შემდეგ თავი უკეთესად ვიგრძენი-მეთქი, პირიქით, ვერც კი ვიჯერებდი რომ ის პათეტიკური სიტყვები ჩემი პირიდან იყო წარმოთქმული. სულ მეცინებოდა, ასეთი დიალოგებით ქალები როგორ ცდილობდნენ სასურველი მამაკაცებისგან თავი შორს დაეჭირათ.
არადა სულაც არ ვფიქრობ ასე, რახან ყუთში ბევრი ერთი ფერის ბურთულა დევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთი ფერისაა. მაცდურ გრძნობებს ნუ დაუჯერებთ, ნურც გატეხილ გულს მოუსმენთ, რომელიც ჯიუტად გიმეორებთ, რომ კაცების ნდობა არ შეიძლება, რომ ისევ გულს გატკენენ (ასეთ შემთხვევაში სამუდამო დეპრესია არ აგცდებათ და არც მომავალი გეღირსებათ, რომელიც შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც თქვენმა გაღიზიანებულმა ფანტაზიამ დაგიხატათ, მუქ ფერებში) ნურც მე დამიჯერებთ, ლოგიკას მოუსმინეთ - ის არასდროს ცდება (უმეტესწილად).
თუმცა, ჩემი რაციონალური აზრები სულ ფეხებზე მეკიდა. ყოველ სისულელეს დავაჯერებდი საკუთარ თავს, ოღონდაც დუჩე ქავანას ხლართებისგან თავი დამეღწია. ისე, სასაცილოა, არა? საკმარისია იმ კაცის მიმართ გრძნობები გაგვიჩნდეს, ვისაც ჩვენ მიუწვდომლად ვთვლით, რომ შეშინებულები მაშინვე მაღალ ბარიკადებს ვაშენებთ გონებაში, რომ სავარაუდო გულის გატეხისგან თავი დავიზღვიოთ. თუმცა, ყველას კარგად მოეხსენება (ვისაც ეს ექშენი გამოუვლია), თუ რა იოლია ამ „ჩინეთის დიდი კედელის“ ჩამონგრევა, საკმარისია მან სცადოს თავის მკლავებში თქვენი მომწყვდევა, რომ - ქიში და შამათი, თქვენ დამარცხდით. აღარც კედლისგან დარჩა რამე და აღარც გონიერებისგან.
აივანზე ნახევრად შიშველი, ყავით ხელში, ვიჯექი და ჩემს ბრძნულ გადახვევებს ჩავუღრმავდი, გამეცინა. აი ახლა როცა გარეთ შესამჩნევად გრილოდა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს - წუხანდელი სიზმრის გამო? შესაძლოა. ჰორიზონტს გავყურებდი და ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა უნივერსიტეტში. ვერ ვიჯერებდი რომ სინამდვილეში ასეთი მხდალი ვიყავი. რა, სახლში გამოვიკეტებოდი იმ თავზეხელაღებული ტიპების გამო? საშუალებას მივცემდი, რომ ჩემი მომავალი იმ ორ დეგენერატს გაენადგურებინა? მერე ჩემითაც მივხვდი, რომ საკუთარ თავს ნამუსზე ვაგდებდი - აწიე და ლექციებზე წადი-მეთქი და ხელი ჩავიქნიე.
მიუხედავად იმისა, რომ პარასკევი იყო და მხოლოდ ერთი ლექცია მქონდა, მაინც გამოვიპრანჭე, კომფორტული ტანსაცმელი მოვირგე, გრძელი თმა ტალღებად დავიხვიე და სახლიდან თავაწეული გავედი - საკმარისია ქალის თავმოყვარეობა ეჭქვეშ დადგეს, რომ საქმეში ამაყი ეგო ერთვება.
უნივერსიტეტი გადაჭედილი დამხვდა. სტუდენტები ეზოში სკამებზე ისხდნენ და მხიარულად ეჭორავებოდნენ ერთმანეთს. მარცხენა კუთხეში, გაზონთან კალანდიას და მის საძმაკაცოს მოვკარი თვალი. ალექსი თავის ჩვეულ ფორმას დაბრუნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პანდას ჰგავდა და ლოყაზე ვარდისფერი, ღრმა, ნაკაწრიც მოუჩანდა, მაინც მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა. ბიჭებს რაღაც უწმაწურ ანეგტოდს უყვებოდა და მთელი ხმით ხარხარებდნენ - ეს ბიჭი ან ძალიან ამჩემსფეხება ბრძანდებოდა, ან ძალიან კარგი მსახიობი, ალბათ ცოტ-ცოტა ორივე.
ბავშვებში შევერიე და კალანდიას გვერდით ჩავუარე. მეგონა რამეს შეიმჩნევდა, ან დაცინვით მომაძახებდა მახვილგონივრულ კომენტარს, მაგრამ არაფერიც - გინდ მე გამევლოს იქვე და გინდ მაწანწალა კატას, ზედაც არ შემოუხედავს. დიდად გამიკვირდა-თქო, მისი საქციელი ვერ გეტყვით, მაგრამ ოდნავ მაინც გავღიზიანდი.
აი ასეთი ბრძანდებოდა ბატონი კალანდია, ერთ წამს თავბრუსდაგახვევდათ, ტვინსგამოგილაყებდათ, შეიძლება თავიც მოებეზრებინა თავისი საზოგადოებით, მეორე წამს კი ინტერეს დაკარგავდა და ფეხებზეც იოლად დაგიკიდებდათ.
სწორედ ასეთ ბიჭებს ვუფრთხოდი, ზუსტად ასეთ პიროვნებას ვხედავდი ქავანაშიც და მეშინოდა. შეიძლება უსაფუძვლოდ ვადანაშაულებდი და მართლაც არ იყო ისეთი როგორიც ეს გაიძვერა მელა და საკუთარი მოსაზრებების ალოგიკურ გადახვევას ვაკეთებდი ასეთი ფიქრებით, როცა ვამბობდი რომ ყველა კაცი ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო-თქო, მაგრამ შიში ოხერიაო, ნათქვამია.
მეხუთე სართულზე ავირბინე და 523 აუდიტორიაში შევედი. როგორ ვერ ვიტანდი ამ უაზრო საგანს. სკოლაში არ მეყოფოდა ისტორიის ღეჭვა და ეროვნულებისთვის თარიღებით ტვინის გამოლაყება, რომ ახლა აქაც მიწევდა წარსულის მოგონებებში ქექვა, რომელსაც ყველა ისტორიკოსი, თავისი გადმოსახედიდან ალამაზებდა. გგონიათ რასაც წიგნებში ვკითხულობთ, მეფეებზე ან იმდროინდელ წყობილებაზე, ყველაფერი სიმართლეა? ნურასუკაცრავად, აბა რომელიმე ისტორიკოსს გაებედა და რამე ცუდი ჩაეწერა მის მეფეზე, ტვინსაც დაანთხევინებდნენ საკუთარ ნაცოდვილარზე.
ისტორიის ლექტორი ჯერ არ ჩანდა. ალბათ ისევ გოგონების საპირფარეშოში ბზრიალებდა სარკის წინ და ჯაგარივით უხეში თმის დამორჩილება ათასი ლოსიონით ცდილობდა. წარმოდგენაც არ გაქვთ რა სუნს აყენებდა აუდიტორიაში, სტუდენტებს თავი სალონში გვეგონა ხოლმე და სულ იმის მოლოდინში ვიყავით, რომ საწერი მაგიდის უჯრიდან მაუსის ნაცვლად ფენს დააძრობდა. (მერეც ახალგაზრდების ამბავი ხომ იცით, ერთ შეცდომას არ გაპატიებენ ადამიანს).
მერხთან მოწყენილი ვიჯექი და მოუთმენლად ვაკაკუნებდი თითებს მაგიდაზე. ეს ლექცია დუჩესთან და კალანდიასთან ერთად მიტარდებოდა, ზოგადად მხოლოდ ორი საგანი მქონდა ისეთი რომლებზეც ამ ორ გრამატიკულ შეცდომას ჩემი თვალები ვერ ხედავდა. ახლა კი დაძაბული ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდნენ. კალანდია დიდად არც მაღელვებდა, მართალია წუხანდელის დავიწყება ჯერაც ვერ მომეხერხებინა, მაგრამ მე დუჩეს გამოჩენა უფრო მანერვიულებდა.
სასოწარკვეთილმა გავიფიქრე ნეტა ეკეს ან სისის მაინც ჰქონოდათ ეს შტერული საგანი ცხრილში-თქო, მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დამრჩა. „მსოფლიო ისტორია 2“ იმ საგნების სიაში შედიოდა, რომელიც გასულ წელს უბოდიშოდ შემებრძგვნა, ასე რომ ეკესაც და სისისაც ეს უკვე გავლილი ჰქონდათ. დუჩე და კალანდია ჯერ კიდევ რატომ ესწრებოდნენ ამ ლექციას, თქვენითაც მიხვდებით.
აუდიტორია ნელ-ნელა გაივსო ბავშვებით. იმდენად მეზარებოდა უაზრო ლექციის მოსმენა, რომ ტელეფონი ამოვიღე, საყვარელი ფლეილისთი ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. ვგიჟდებოდი მუსიკაზე. მისი წყალობით ბევრჯერ დამიღწევია თავი სევდიანი და მტკივნეული მომენტებისგან. გონება გამეთიშა, თვალები დავხუჭე და ირეალურ სამყაროში გადავინაცვლე, სიამოვნებისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თვალებდახუჭული სკამზე გადავწექი, მაგრამ ოცნების კოშკები სულ მალე თავზე ჩამომანგრიეს. ვიღაცამ უხეშად ჩამომგლიჯა ყურსასმენები. შეშინებულმა თვალები ვჭყიტე და კინაღამ გადავყირავდი. კალანდიას ცხვირი ლამის ჩემს ცხვირზე მოედო.
- არანორმალურო! - დამფრთხალმა ხელი ვკარი - გული გამიხეთქე!
- აბა, რომ გეძახი, რატომ არ მაგონებ? - ტუჩებზე ჩვეული ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
- იმიტომ რომ, ვერ გავიგე, თავიდან მომწყდი!
შევუბღვირე გაბრაზებულმა და აუდიტორია ფრთხილად მოვათვალიერე, სადმე დუჩე ხომ არ ზის-თქო. კიდევ ერთი აყალმაყალის გამოწვევა, თან ჩემი მიზეზით, ნამდვილად არ მინდოდა.
- შენს ტურფას თუ ეძებ, თვალებს ტყუილად იღლი. დღეს უნისში არ დამინახავს. - მწარე იმედგაცრუებას მდუმარედ შევებრძოლე და კალანდიას თვალი ავარიდე.
- და საიდან მოიტანე, რომ ვინმეს ვეძებ?
- ძალიანაც კარგი თუ არ ეძებ, წუხანდელის გამო ჩემთან ვალში ხარ. შენ გამო კიდევ ერთხელ დავეტაკე იმ სირს!
- მოკეტე! თქვენს იდიოტურ კამათში მე ნუ გამხვევთ. თქვენი პრობლემები ჩემს გარეშე მოაგვარეთ.
- კარგი, თავი გავანებოთ ჩხუბს. საინტერესო თემაზე შეგვაწყვეტინეს საუბარი, დაწყებულის გაგრძელება მინდა. - სკამი მოაჩოჩა და გვერდით მომიჯდა.
გაორება სჭირს ამ უბედურს-თქო, გავიფიქრე გულში და თვალი ავარიდე. რატომ არ მოვიდა დღეს დუჩე? ხომ კარგად იყო? გუშინ ისე გავიქეცი, რომ კარგად შეთვალიერება ვერც მოვასწარი. იქნებ რამე დაუშავდა და ახლა თავს ცუდად გრძნობდა? არა, მიუხედავად იმისა, რომ წარბი და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი კარგად გამოიყურებოდა. დაუჯერებელია, ნუთუ საკუთარ თავს სერიოზულად ვარწმუნებდი, რომ დუჩე კარგად იყო და არაფერი უჭირდა?! სად გაქრა ჩემი მუქარა, რომ ასეთი უხეში ქცევებისთვის ვაზღვევინებდი? სად გაიძურწა ის მრისხანება, რომელიც მუდამ მეუფლებოდა მისი დანახვისას?! საკმარისია საყვარელი მამაკაცი წამით მოგვშორდეს თვალთახედვის არეალიდან, რომ საკუთარ სიამაყესთან და პრინციპებთან სამარცხვინოდ ვმარცხდებით.
- ასფურცელა! - თვალწინ თითები გამიტკაცუნა კალანდიამ - შენ გელაპარაკები!
- შემეშვი! საერთოდ ასფურცელას იცი ვის ეძახდნენ?
- ვისაც კითხვა უყვარდა. - წარბები ეშმაკურად შეათამაშა.
- ვისაც ზღაპრების კითხვა უყვარდა, იდიოტო. ღმერთო ჩემო, მამაშენმა რამდენი მილიონი გადაიხადა შენს აქ მოსახვედრად?! არაფრის გონზე არ ხარ!
მეგონა გაბრაზდებოდა, ან შემომიბღვერდა, მაგრამ ერთი შემომხედა და ისეთ ხმაზე ახარხარდა, რომ მთელმა აუდიტორიამ ჩვენკენ მოიხედა.
- რა გაცინებს?! - მეც გამეცინა - იშვიათი იმბეცილი, რომ ხარ სასაცილოდ გეჩვენება?
- ალბათ ამიტომაც მომწონხარ, - თვალები სიცილით მოისრისა - პირდაპირი და სასაცილო ხარ, შენს ნათქვამზე მუდამ გულით მეცინება.
- ვერ ვხვდები რა უფრო სანერვიულოა, ის რომ რაზეც უნდა ტიროდე გეცინება, თუ ის რომ შენნაირი გოიმი მე მიწოდებს სასაცილოს.
- სადღაც შუაში! - გამხიარულებულმა თვალი ჩამიკრა.
აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა და სიტუაციაც მაშინვე ჩაწყნარდა. სტუდენტები დაშოშმინდნენ და ამრეზილი სახეებით სკამზე შესწორდნენ. ოთახში მაშინვე დატრიალდა სველი თმის, იასამნის შამპუნის და თმის ჟელის მძაფრი სუნი.
- მთელი კოლოფი თავზე დაიცალა ამ ჩემისამ?!
კალანდიამ ცხვირზე თითები წაიჭირა და თვალები ისე ამოაბზრიალა, ვითომ გული ერეოდა. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. მარტო მას კიარა, სტუდენტების უმრავლესობას იგივე რეაქცია ჰქონდა. თუმცა, კალანდიასგან განსხვავებით, უფრო მორიდებით გამოხატავდნენ უსიამოვნო სუნისადმი ზიზღს. ლექტორს არაფერი შეუმჩნევია, მკაცრი სახით ჩართო პროექტორი და მონდომებით შეუდგა ბნელი შუასაუკუნეების პერიოდის განხილვას, რომელიც, მე თუ მკითხავთ, გაცილებით ნათელი იყო ჩვენსაზე.
- ასფურცელა, - კალანდია ჩემკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა - ასფურცელა მართლა მარტო ზღაპრებს კითხულობდა?
ისეთი სერიოზული სახით მკითხა, რომ თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. ალექსს ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა. იმ წამს ისეთი ჩვეულებრივი, ადამიანური და საყვარელი იყო, წამით გადამავიწყდა კიდეც, რომ გაიძვერა კალანდიას ვესაუბრებოდი.
- სიცილი გიხდება, ამ დროს კიდევ უფრო ლამაზი ხარ. - გვერდულად გამომხედა და ნაცრისფერი თვალებით ყურადღებით დამაკვირდა სახეზე.
- შენი კარგად გაწვრთნილი ენა ჩემზე არ გაჭრის, კალანდია. შენი ტალანტი ვინმე სხვაზე ავარჯიშე. - ვუპასუხე ირონიულად.
- არადა გულწრფელად გითხარი.
სკამზე გადაწვა და ლექტორს მობეზრებული სახით გახედა. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ნელ-ნელა ვეჩვეოდი, რომ ის უბრალოდ ასეთი ტიპის ადამიანი იყო.
- კარგი, - თქვა ხალისიანად და წამოდგა - აქ მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ შენი ნახვა მინდოდა, ახლა წავალ. სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს, ვიდრე ამ აქოთებული ბებრუხანას ლექციაზე ჯდომაა.
- კალანდია! - დაუცაცხანა ლექტორმა - ახლავე დაჯექი ადგილზე! მე შენთვის წასვლის უფლება არ მომიცია.
- მე კი, ნებართვა არც მითხოვია, ლამაზო! - თვალი ჩაუკრა და ზმორებით გავიდა აუდიტორიიდან.
ლექტორს სახეზე ალმური მოედო, სტუდენტები კი ჯერ კიდევ გამოქლიავებულები, ჩემი ჩათვლით, გასასვლელისკენ ვიყურებოდით, სადაც წამის წინ კალანდია გაუჩინარდა. უნდა ვაღიარო, რომ მისმა თავხედობამ აღმაფრთოვანა, როგორც ჩანს, ლექტორიც. თმა ყურს უკან გადაიწია, ღირსეულად დააიგნორა სტუდენტის თავხედური გამოხტომა და ყელმოღერებულმა და საოცრად კმაყოფილმა განაგრძო ლექციის ახსნა. სახეზე ხელები ავიფარე და სიცილი ამიტყდა.
თუმცა, მოსაწყენი ლექციის განმავლობაში მხიარულება ნელ-ნელა გამიქრა. ცოტაც და მაგიდაზე თავს ჩამოვდებდი და დავიძინებდი. კედლის საათს მივშტერებოდი და ისრებს ვაჰიპნოზებდი, რომ ცოტა სწრაფად ემოძრავათ. მუსიკას დიდი სიამოვნებით ჩავრთავდი, მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცოდი ისევ გავითიშებოდი. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... საათის ისრების ხმადაბალმა წიკწიკმა გამაბრუა. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... თვალები დამეხუჭა...
შეშინებული მამაკაცი მთელი ძალით გარბოდა წინ. სირბილი უჭირდა, თითქოს ნასვამი იყო და ფეხი ერეოდა. სახეზე მკვდრის ფერი ედო, თვალები ველური ძრწოლისგან ლამის გადმოსცვენოდა. აჰ, როგორ მსიამოვნებდა მისი ყურება. ნეტარებისგან გამეღიმა კიდეც, როცა წინ დაგდებული აგური ვერ შენიშნა და მთელი ძალით დაასკდა ასფალტს. მგონი მუხლი დაიზიანა, სუსტი ტკაცუნის ხმა შემომესმა. მირიანმა მთელი ხმით შეჰკივლა და ასადგომად აფართხალდა. გულისამრევ ჭიაყელას ჰგავდა, რომელიც თვითგადარჩენის სურვილით მანიაკალურად იყო შეპყრობილი. ტუჩებზე ცივი ღიმილი გადამეფინა. რა საჭირო იყო ეს პათეტიკური სურათი? ხომ იცოდა, რომ ხელიდან ვერ დამისხლტებოდა?!
აკანკალებულმა შემომხედა და ვედრებით სავსე თვალებით მომაჩერდა, მზერით მესაუბრებოდა, მეხვეწებოდა, რომ გავჩერებულიყავი - ჩამეცინა. აუჩქარებლად ვუახლოვდებოდი, ხელში სამართებელი მეკავა. სულ ცოტაც და ნატვრას ავისრულებდი, სულ ცოტაც და ამ ბინძურ ღორს ჩემი ხელით გამოვფატრავდი ყელს...
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
მირიანი ფეხზე წამოიჭრა და ისევ გაიქცა, სულელი, ფიქრობდა რომ გამასწრებდა? ერთადერთი რის გამოც არ ვჩქარობდი ის იყო, რომ სიამოვნების გახანგრძლივება მსურდა, შურისძიების წყურვილი ადრენალინივით მომაწვა ძარღვებში, ჰაერი ღრმად შევისუნთქე, შიშის სუნი მეცა. აჰ, როგორი მყრალი და თან როგორი სასიამოვნო იყო...
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
სულ ცოტაც და უცებ შევდექი... დავინახე ჰაერში როგორ აფრინდა უსულო სხეული, თითქოს პატარა ბავშვმა ნაჭრის თოჯინა მთელი ძალით აისროლაო მაღლა. მთვარის შუქზე მისი თვალები დავლანდე, შიშისგან ჯერ კიდევ ფართოდ დაეჭყიტა, სახეზე კი გაოცება შეჰყინვოდა. ეს ბოლო ემოცია იყო, მისი უკანასკნელი ფიქრი ჯოჯოხეთამდე...
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
სისხლის ვიწრო კვალი ასფალტზე მიიკლაკნებოდა, ხელები ამიკანკალდა. შვება ვიგრძენი? არა, ეს ბრაზი იყო, გაღიზიანება და იმედგაცრუება... მე, ხომ, ჯერ ახლა დავიწყე თამაში?!...
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ!
- ძნელაძე! - ვიღაცამ მთელი ხმით დამყვირა.
გულგახეთქილმა თვალები ვჭყიტე და ამჯერად თავი ვერ შევიკავე, სკამიდან გადავყირავდი და მტკივნეულად დავენარცხე იატაკს. ლექტორს ბრაზი, შეშფოთებით შეეცვალა. თვალებგაფართოებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და შუბლშეკრულმა შემათვალიერა.
- რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ?
გაწამებულმა ძლივს წამოვიწიე, ერთიანად ვკანკალებდი და ცივი ოფლი მასხამდა. ეს რა ჯანდაბა იყო? სიზმარი? ზმანება? მოჩვენება? მირიანს ჩემს სიზმრებში რა უნდოდა, ან მე რა ჯანდაბას ვაკეთებდი იქ? ეს მისი მკვლელობის ღამე იყო... რატომ მესიზმრა? ნუთუ საათის ისრებმა ისე დამაჰიპნოზეს, რომ ირეალურ მოგონებებში გადამისროლეს? ყურადღებას არ ვაქცევდი ბავშვებს, რომლებიც თვალებდაჭყეტილები მომჩერებოდნენ და გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე.
- უკაცრავად, თავს ცუდად ვგრძნობ, შეიძლება წავიდე?
- კარგი, - სწრაფად დამეთანხმა, ერთი სული ჰქონდა თავიდან მოვეშორებინე - ნუ ღელავ, ჩათვლას დაგიწერ, შეგიძლია წახვიდე.
- გმადლობთ.
ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავუძახე და არეული ნაბიჯით გამოვედი აუდიტორიიდან. ფეხები საშინლად მიკანკალებდა, კუჭი სახიფათოდ ამეწვა და გოგონების საპირფარეშოში ძლივს შევასწარი - გული ამერია. აკანკალებული უნიტაზთან ჩავიკეცე და წამისწინანდელ საზარელ ხილვაზე დავფიქრდი. სანდრომ ექსპერტიზის ჩანაწერები მაჩვენა, ვიცოდი როგორც დაიღუპა მირიანი და რა, ფანტაზიამ გონებაში ეს საზარელი სურათი გამიცოცხლა? რატომ, რატომ ვგრძნობდი აუტანელ ზიზღს მის მიმართ? რატომ ვტკბებოდი მისი ტანჯვით? ეს ყველაფერი ასეთი რეალური რატომ იყო?! ვის ეკუთვნოდა ეს ავხორცი გრძნობები, მე თუ ვინმე სხვას? თუ ეს ჩემი განცდები არ იყო, მაშინ რას აკეთებდნენ ისინი ჩემს გონებაში?!
თვალები დავხუჭე და კაფელის კედელს მივეყუდე. გული გამალებით მიცემდა. რამდენიმე წუთს უაზროდ ჩავიძირე ფიქრებში, მაგრამ ჩემი კოშმარის ლოგიკურ ფინალამდე ვერადავერ მივედი, ბოლოს თავს მოვერიე ფეხზე წამოვდექი და პირსაბანთან მივლასლასდი. სახე დავიბანე და წელში გავსწორდი. ხელები ისევ მიკანკალებდა. გაბრუებულმა ღრმად ჩავისუნთქე, თმა შევისწორე და გარეთ გამოვედი. ვიფიქრე სანდროს დავურეკავ და გავიგებ რამე ახალი ხომ არ მოხდა-თქო, რომ დამიძახეს:
- სია!
შემოვბრუნდი, ეკეს ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და ჩემკენ დინჯად მოაბიჯებდა. როგორც ყოველთვის სიმპათიურად გამოიყურებოდა, ჯერ კიდევ ვერ ვეჩვეოდი მისი თვალების უცნაურ ფერს. მისმა ხილვამ უნებური შვება მომგვარა, ანტიდეპრესანტივით იყო, ფსიხოზური აშლილობის დროს მაშველ რგოლად რომ გადმოგიგდებენ.
- დაგინახე და ვიფიქრე... - სიტყვა გაუწყდა და სახე დაკვირვებით მომითვალიერა - კარგად ხარ?
- კი, რატომ მეკითხები?
- სახეზე ფერი არ გადევს, მოხდა რამე?
- არა, წუხელ ვერ გამოვიძინე და მაგის ბრალია, - გავუცინე ხალისიანად - ლექციებს მორჩი?
- არა, ორი კიდევ დამრჩა, შენ დაამთავრე?
- კი, ერთი მქონდა მხოლოდ და სახლში წასვლას ვაპირებდი...
ის იყო ფეხი გადავადგი, რომ დედამიწა ძლიერად შეირყა, თავბრუდამეხვა და წავბარბაცდი, ეკეს ხმა ბუნდოვნად ჩამესმა. ყურებში გუგუნმა იმატა და თვალებში შავი წერტილები ამითამაშდა. თავი უცნაურად დამიმძიმდა, მეც დავმძიმდი, მუხლი მომეკვეთა და გავითიშე.
- ჯანდაბა, სია, თვალები გაახილე!
შორიდან შეშფოთებული ხმა ჩამესმოდა. თითქოს ვიღაც გვირაბის ბოლოდან მიყვიროდა. ვგრძნობდი, რომ ვიღაცას მკერდზე ვყავდი მიჯაჭვული და სწრაფი ნაბიჯით სადღაც მიმარბენინებდა. მის ძლიერ მკლავებში გამომწვდეულს ჯანჯღარისგან გვერდები საშინლად დამებეჟა. გონება ხან ჩამერთვებოდა, ხან გამომერთვებოდა. აი პატარა ბავშვს უქმად ყოფნა, რომ მობეზრდება და ჩამრთველს დაუწყებს თამაშს, ზუსტად ისე მიბნელდებოდა და მინათდებოდა გონებაც.
ქუთუთოებს ძლივს ვაიძულე ერთმანეთს დაშორებოდნენ, თეთრი ოთახის კონტურებს თვალი მოვკარი, მაგრამ საშინელი გულისრევა ვიგრძენი და თვალები ისევ დავხუჭე.
- ექიმო, რა სჭირს? ვსაუბრობდით, რომ უცებ ცუდად გახდა და გული წაუვიდა.
- ორსულად ხომ არ არის?
- რა? - ეკეს ხმაში შეშფოთება შევნიშნე. მინდოდა მეთქვა შიგ ხომ არ გაქვთ-მეთქი, მაგრამ პირის ღრუ ისე მქონდა გაბრუჟებული, რომ ენა ვერ დავიმორჩილე. - არა... არამგონია.
- შეიძლება სტრესის ბრალიცაა, რამეზე ხომ არ დარდობდა? გოგონები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხი მათ ორგანიზმზე დამანგრეველად მოქმედებს.
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, გონს როდის მოვა? რამე გააკეთეთ!
- ეკე... - თავს ძალა დავატანე და ძლივს დავილაპარაკე.
- სია! - თვალები ავახამხამე, რომ მისი ბუნდოვანი ფიგურა უკეთ გამერჩია - თავს როგორ გრძნობ? გული გამიხეთქე, მოულოდნელად დაეცი და...
- უკეთ ვარ, - წამოვჯექი და კეფა მოვისრისე, თავი საშინლად დამძიმებოდა.
- რა დაგემართათ? - ჩვენი უნივერსიტეტის ექიმი მაშინვე ჩაერთო საუბარში - თავს როგორ გრძნობთ? ორსულად...
- არავითარი ორსულობა! - გამოვცერი კბილებში და ექიმს შევუბღვირე. ეკემ ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა - უკეთ ვარ და თუ შეიძლება წავალ.
- ცოტახანი კიდევ იწექით.
- არა, უკეთ ვარ! - გავჯიუტდი, ეკეს ჩავეჭიდე და ლოგინიდან წამოვდექი - სახლში წავალ.
- კი მაგრამ, რა დაგემართა? - მკითხა შუბლშეკრულმა როცა ექიმის ოთახი დავტოვეთ - რამე ხომ არ მოხდა?
- არა, არაფერი. ბოდიში რომ შეგაშინე, უბრალოდ ამ ბოლო დროს ცოტა მძინავს, სახლშიც ბევრს ვმეცადინეობ და გადავიღალე.
- მეცადინეობა მესმის, მაგრამ ასე თავს რატომ აკლავ? - ყურდღებით დამაკვირდა სახეზე. ხმა ვერ ამოვიღე და თვალი ავარიდე.
- ახლა უნდა წავიდე, შენც ჯობია იჩქარო, თორემ ლექციაზე დაგაგვიანდება.
- არა, დღეს გავაცდენ, სახლში წაგიყვან. სახეზე ისეთი ფერი გადევს შეიძლება ისევ ცუდად გახდე.
- არა, ჩემგამო ნურაფერს გააცდენ, კარგად ვიქნები.
- ეს თემა არ განიხილება, - მომიჭრა მკაცრად - ისე სახლისთვის ადრე არ არის? არ გინდა სადმე გავიაროთ? ყავა დავლიოთ ან რამე შევჭამოთ, შენი ფერი სერიოზულად მაშინებს.
- ყავა კარგად ჟღერს. - გამეღიმა მორიდებით.
- შევთანხმდით, ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ, ოღონდ წინასწარ უნდა გაგაფრთხილო. - შეჩერდა და ეშმაკურად შემომხედა.
- რა ხდება?
- მაგრად უნდა მომეჭიდო! - თვალი ჩამიკრა და ფართო ღიმილით დაეშვა კიბეებზე.
აღფრთოვანებისგან სუნთქვა მეკვროდა. ყოველთვის მიყვარდა მოტოციკლეტები, მაგრამ მისით სეირნობა არასოდეს მღირსებია. ერთის მხრივ მეშინოდა დამამტვრევენ-მეთქი, მეორეს მხრივ კი - არც არავინ მყავდა ისეთი ვისთან ერთადაც ვისეირნებდი. ჩემი ერთადერთი მეგობარი მხოლოდ კომპიუტერს უჯდა და მთელი დღის განმავლობაში სერვერებზე დაძვრებოდა „ტროას ცხენივით“ (ერთ-ერთი ძლიერი კომპიუტერული ვირუსია). ხანდახან რა სასიამოვნოა ნორმალურ ადამიანად ყოფნა. ეკეს ძლიერად მოვეჭიდე და აღფრთოვანებული ვათვალიერებდი ქალაქის ქუჩებს, რომელსაც მოტოციკლეტი წამებში ნთქავდა.
- ხომ არ გეშინია? - იყვირა სიცილით.
- არა, - ვუპასუხე გახალისებულმა და კიდევ უფრო ძლიერად ჩავეჭიდე.
- ძალიან კარგი.
სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა და დამშეული მხეცივით აღრენილი მანქანა ტყვიასავით გავარდა წინ, მანქანები ფერად-ფერად ლაქებად მოჩანდნენ. შიშისგან და აღფრთოვანებისგან ლამის გული ამომვარდნოდა. სხვა რომ მჯდარიყო საჭესთან ალბათ მთელი ხმით ვიკივლებდი გააჩერე-მეთქი, მაგრამ ეკეს მიმართ მსგავსი ფიქრები არ გამჩენია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდობოდი...
მანქანით ალბათ ნახევარი საათი მაინც დაგვჭირდებოდა კაფეტერიამდე მოსასვლელად, მაგრამ ეკემ ზუსთად ათ წუთში დაამუხრუჭა პიცერიასთან და სახეგაბადრული მომიბრუნდა.
- აბა, როგორი იყო?
მკითხა ეშმაკურად და მოტოციკლიდან გადმოსვლაში დამეხმარა, ისე ვიყავი მიწებებული მანქანას, რომ მთელი ტანი გამბრუჟებოდა.
- გიჟური! - ვუპასუხე აღტაცებულმა და ჩაფხუტი დავუბრუნე - ყოველთვის მიყვარდა ეს მკვლელი მანქანები.
- მანქანები არ მიყვარს, ეს უფრო კომფორტული და სწრაფია. - მოტოციკლს სიყვარულით გადაუსვა ხელი და ინტერესით გამომხედა - უცნაური ვინმე ხარ, ზოგადად ჩემი ტარების შემდეგ სახეზე ფერი ეკარგებათ ხოლმე, შენ კი, პირიქით, ფერი დაგიბრუნდა და ლოყებიც კი აგიწითლდა.
- თვალებშიც კი გამოვიხედე. - ეკეს ჩაეღიმა.
- წამო, აქ მაგარ ყავას აკეთებენ. ყოველთვის აქ მოვდივარ ხოლმე სამეცადინოდ.
- სამეცადინოდ? - ვკითხე ინეტერესით როცა პიცერიაში ერთ-ერთ მყუდრო მაგიდას მივუსხედით.
არჩილის კაფის არ იყოს აქაც ცოტა ხალხი ირეოდა. პიცერიის მყუდრო ინტერიერმა მომხიბლა, მფლობელს აქაურობა გემოვნებით მოეწყო. ლამაზი ფოტოები ჩარჩოში ჩაესვათ და კედლებზე დაეკიდათ. სურათებზე ათასი გემრიელობა იწონებდა თავს. ალბათ ეს დამატებით ეფექტისთვის იყო, რომ დამშეულ კლიენტებს უფრო მეტი კერძი შეეკვეთათ. ოხ, ეს მარკენტიგული ხრიკები!
- ჰო, როგორც გუშინ გითხარი, სახლში საშინელი ხმაურია, ამიტომ სწავლა ან ბიბლიოთეკაში მიწევს, ან აქ მოვდივარ. როცა ბევრი ხალხი არაა, აქ ყოფნა სასიამოვნოა.
- სახლში ოჯახის წევრები ბევრი გყავს?
- დედ-მამა და ორი ძმა. ჩემი ერთი ძმა მუსიკოსია, გიტარაზე უკრავს, მეორე კი ფინანსისტია. გაუთავებლად ფურცლებს აშრიალებს და კალკულატორს აწვალებს.
- შენ კი იურისტობა მოინდომე.
- ჰო, ოჯახში ჭრელი ყვავივით ვარ. დედაჩემიც მუსიკოსია, ოღონდ ჩემი ძმისგან განსხვავებით ის როიალზე უკრავს, მამა მხატვარი მყავს. მოკლედ, მე და ჩემი უფროსი ძმა ოჯახის იმედებს ვერ ვამართლებთ - ჩაიცინა თავისთვის.
- ამის გამო პრობლემები შეგქმნია?
კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. შეკვეთის მისაღებად მიმტანი მოგვიახლოვდა. ეკემ კი, მე გამომხედა მომლოდინე სახით.
- მხოლოდ რძიანი ყავა. - შევაგებე პასუხი.
- მეტი არაფერი? პიცა არ გიყვარს?
- მიყვარდა, მაგრამ დიდი ხანია მსგავსი არაფერი მიჭამია, არამგონია ჩემმა კუჭმა უხიფათოდ გადაიტანოს.
- მე კი ვიცოდი გიყვარდა, ამიტომ წამოგიყვანე აქ.
- იცოდი? - მისმა ნათქვამმა დამაბნია. ეკეს ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი გადაეფინა.
- კარგი, ორი კაპუჩინო მოგვიტანეთ. ერთი შოკოლადით და მეორე მხოლოდ ვანილით. ორივეში რძე უფრო მეტი გაურიეთ და შოკოლადიანში დარიჩინიც დაამატეთ.
- კი ბატონო, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
ეს კი იკითხა, მაგრამ აშკარად მარტო ეკეს უყურებდა და ფართოდ უღიმოდა. ალბათ, ეკეს ხშირად ხედავდა აქ და აშკარად მოსწონდა კიდეც. ნეტავ რამდენჯერ უცდია გამოლაპარაკება ან ყურადღების მიქცევა? ალბათ, სულ თავს დასტრიალებდა და ძვირფას მომენტს ელოდა, რომ გამოლაპარაკებოდა. თვალი ავარიდე რომ ღიმილი დამეფარა.
- ჯერ-ჯერობით, ესეც საკმარისია, - ზრდილობიანად გაუღიმა და ისევ მე მომიბრუნდა.
- კი ბატონო, თუ რამეში დაგჭირდით, დამიძახეთ.
თოიძე აღარ უსმენდა, მოპირდაპირე მაგიდისკენ ვიღაცას შუბლშეკრული გაჰყურებდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და ვიგრძენი როგორ ამეშალა მუცელში არეული გრძნობების ქარიშხალი და დაუნდობლად გადამიარა პრინციპულ თავშეკავებაზე. მაგიდასთან დუჩე და მისი სასტავი იჯდა. ქავანას გვერდით ნუცას დაეკავებინა ადგილი და ხმადაბლა რაღაცას ეჩურჩულებოდა. გამიკვირდა კიდეც პირველივე შემოსვლისას როგორ ვერ შევამჩნიეთ-თქო, ალბათ იმიტომ, რომ დუჩეს თავზე კაპიშონი წამოეფარებინა, დანარჩენებს კი არც ვიცნობდი (მაგრამ, ნუცას მომხიბვლელი ფიგურა როგორ გამომეპარა, ა?! იმ წამს ძალიან მომინდა იმ ქერა თმაში ხელი წამევლო და მაგიდაზე ტვინი დამენთხევინებინა).
- ესენი აქ რას აკეთებენ?! პირველად ვხედავ. - არც ეკეს ესიამოვნა მათი დანახვა.
- თბილისი იმაზე პატარაა ვიდრე წარმოგვიდგენია, - ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა და თვალი ავარიდე გულისამრევ სცენას (ნუცა თავს აშკარად ვერ აკონტროლებდა, დუჩეს, მეგორების წინაშე, მოურიდებლად კოცნიდა. თუმცა იმ ვაჟბატონს პრეტენზია არაფერზე გამოუთქვამს. აბა რა, რაა მამული ჭამის წინ კუჭის წვენი თუ არ ამოგიღეს?! ფუჰ!).
- გინდა სხვაგან წავიდეთ?
- რა? რატომ? - თავი ავწიე, ეკე ყურადღებით მაკვირდებოდა.
- ვიცი, რომ ქავანას დანახვამ დიდად არ გაგახარა. თუ თავს უხერხულად გრძნობ, შეგვიძლია წავიდეთ.
- არავითარ შემთხვევაში! - მაინც საიდან შეამჩნია? ნუთუ სიბრაზე და მრისხანება ასე მეტყობოდა სახეზე?! - სანამ ჩემს კაპუჩინოს ბოლომდე არ დავლევ, არსად არ გავადგამ ფეხს და უფრო მნიშვნელოვან საკითხს დავუბრუნდეთ...
- კერძოდ, რომელს? - ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, აშკარად ესიამოვნა წასვლაზე, უარი რომ ვუთხარი.
- საიდან იცი ჩემს შესახებ ამდენი? რა იცი, რომ კაპუჩინოს შოკოლადით და დარიჩინით ვსვამ? და რა იცი, რომ პიცა მიყვარს?
- შენი დაქალისგან. დღეს ერთად გვიტარდებოდა ლექცია. მოსაწყენი იყო, ამიტომ დრო უფრო საინტერესოდ გავიყვანე - შემომხედა ეშმაკურად.
- ანუ ჩემს შესახებ ინფორმაცია სისის დასტყუე ჯაშუშივით? - ვკითხე წარბებაწკეპილმა, თან ვცდილობდი არ გამცინებოდა.
- ნწ, ჯაშუშივით მაშინ მოვიქცეოდი შენთვის სიმართლე, რომ არ გამემხლია, მაგრამ მე გულწრფელად გიამბე ყველაფერი.
- ვერაფერს იტყვი, სასამართლო დარბაზში საინტერესო მეტოქე იქნებოდი, - ეკეს გაეცინა. - რახან გულწრფელად ვსაუბრობთ, მეც გეტყვი რაღაცას.
- ყურადღებით გისმენ. - სკამზე შესწორდა და გულხელდაკრეფილი ინტერესით მომაჩერდა.
- სხვანაირი ადამიანი მეგონე, უჟმური და უხეში.
- ხანდახან სიმართლე როგორი ცუდი მოსასმენია, მართლაც! - ეკეს გულიანად გაეცინა - კომუნიკაბელური ვარ-თქო, ვერ მოგატყუებ, ცოტა მეგობრები მყავს და არც ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს. უჟმური კიდევ მოჟნა, მაგრამ უხეში? რამე ისეთი გავაკეთე, რითაც ასეთი შთაბეჭდილება დაგიტოვე?
- ჩემდაუნებურად რამდენჯერმე შენი და გაგას საუბარი მომესმა და...
- სხვის საუბრებს შენ უსმენ და კიდევ მე ვარ ჯაშუში?
- მომესმა-თქო! - შევუბღვირე სახეალეწილმა. ეკეს ისევ გაეცინა.
- გაგას სულ ეგრე ველაპარაკები, ალბათ იმიტომ რომ ნერვებს მიშლის, მაგრამ კარგი ბიჭია.
- გასაგებია.
ყურადღება გამეფანტა. დუჩე ფეხზე წამოდგა, ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა სიცილით და შემობრუნებისას ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მის სახეზე რაიმე ცვლილება ვერ შევნიშნე, ისე შემომხედა ვითომ არც მიცნობდა და ბარისკენ გაემართა. სხეულში სიცივემ დამიარა. მისი უემოციო გამომეტყველება სულში ლახვარივით მესობოდა, როგორ შეეძლო ასეთი უგრძნობი ყოფილიყო? წარბიც კიარ შეხრია, ოდნავი გაოცებაც კი არ დასტყობია მის არამიწიერად ლამაზ თვალებს, რომლებიც ასე მირევდნენ გონებას. თვალი ავარიდე და სწორედ ამ დროს მიმტანმა შეკვეთაც მოგვიტანა.
- ესეც თქვენი ორი ყავა, ერთი შოკოლადით და მეორე ვანილით.
- გმადლობთ.
ეკემ შოკოლადიანი კაპუჩინო წინ დამიდგა. ცხელ ჭიქას ხელები შემოვხვიე და ვეცადე დუჩე გონებიდან წამეშალა. ვერ უარვყოფდი, მისმა იგნორმა გული მატკინა. ერთ წამს შენს გადასარჩენად მორბის, მეორე წამს კი ისე გექცევა ვითომ ცხოვრებაში არ უნახიხარ, როგორი გრძნობაა, ა?! ნეტავ ამ ყავის ჭიქაში თავის დახრჩობა შეიძლებოდეს, ან მისი დახრჩობა ვინც ასე მოქმედებს ნერვებზე!
- სია, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, მაგრამ როგორც ვხედავ განწყობა უკვე მოგეშხამა, - ცალი თვალით დუჩეს გახედა, რომელიც ბართან სასმელს არჩევდა - ამიტომ პირდაპირ გკითხავ, დღეს რა მოხდა?
მზერა ეკეზე გადავიტანე. ტოპაზისფერ თვალებში გაღიზიანება და ინტერესი ერთდროულად მოუჩანდა. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ ინტერესი, არა, ღელავდა და აწუხებდა ის რასაც ამ დილით შეესწრო.
- ლექციაზე გავითიშე და უცნაური სიზმარი ვნახე. ასე არასდროს მოგსვლია? - მაინც მათქმევინა.
- სიზმარი? - აშკარად სხვა პასუხს ელოდა.
- ჰო, არ ვიცი სიზმარსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ გავითიშე, მოსაწყენი ლექცია იყო და გაბრუებულს როდის დამიბნელდა გონება ვერც მივხვდი, საშინელი სიზმარი იყო.
- და რა ნახე?
- რა?
- რა ნახე სიზმარში?
ავირიე, რანაირად ამეხნა მისთვის რა ჯანდაბას აკეთებდა მკვდარი მირიანი ჩემს კოშმარებში?! უხერხული სიტუაციიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. ეს მეორე ტელეფონი იყო - სანდრო მირეკავდა. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ ძალიან ვეცადე ეკეს მახვილ თვალს არაფერი შეემჩნია.
- ახლავე დავბრუნდები! - მაშინვე წამოვდექი და გოგოების საპირფარეშოს მივაშურე.
ჩემდა საბედნიეროდ შიგნით არავინ დამხვდა, კაბინები ყოველიშემთხვევისთვის შევამოწმე და კარი შიგნიდან გადავკეტე.
- სანდრო?
- მომისმინე, საქმე იმაზე რთულად არის ვიდრე ვიფიქრებდით. სტუდიიდან გადასვლა მომიწია, ახლა უსაფრთხო ადგილას ვარ. იქაურობას ახლოს არ გაეკარო გაიგე?
- კი მაგრამ, რა მოხდა? - ცივმა ოფლმა დამასხა.
- ორი წუთით გავედი, რომ რძე მეყიდა მაღაზიაში, როცა ვბრუნდებოდი დავინახე ვიღაც როგორ გამოდიოდა ჩვენი სტუდიიდან. შავებში იყო გამოწყობილი, თავზე კაპიშონი ეფარა, სახე ვერ გავარჩიე. დაველოდე, როდის გაეცლებოდა იქაურობას და სტუდიაში შევედი, ყველაფერი თავდაყირა დამხვდა, ჩვენი ტექნიკისგან აღარაფერი დარჩა, ყველაფერი განადგურებულია. ფაილები გაქრა, ყველა სახის ფაილი, რასაც ოფისში ვინახავდით აორთქლდა.
- რა თქვი? - ფეხებში სისუსტე ვიგრძენი.
- ვფიქრობ, ეს სწორედ ის ტიპია ვისაც შენზე გამოსვლა უნდოდა. ფრთხილად იყავი, აქ რაღაც ძალიან ცუდი ხდება. წარმოდგენა არ მაქვს მირიანის საქმეს ჩვენთან რა აკავშირებს, მაგრამ, აშკარაა რომ ვიღაც ზუსტად ასე ფიქრობს. ფაილებს არაუშავს ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ტექნიკა... ყველაფერი დალეწილია. ასე მუშაობას ჯერ ვერ შევძლებ, სანამ ყველაფერს ისევ არ შევიძენ. ამას კი დრო დასჭირდება.
- შენ სად ხარ ახლა? რამე ხომ არ დაგიშავდა? შენი ნომერი იციან სანდრო. უკვე სერიოზულად ავღელდი.
- ჩემზე ნუ იდარდებ, ყველაფერი მოვიშორე რაც დამწვავდა. მხოლოდ ამ ტელეფონს ვიყენებ და ჩვენს საიმედო თავშესაფარში ვარ. უბრალოდ მინდოდა გამეფრთხილებინე, არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება, მაგრამ ფრთხილად იყავი.
- კარგი, სახლიდან ჯერ-ჯერობით ნუ გამოხვალ, თუ რამე მოხდება მაშინვე შემატყობინე, გაიგე?!
- კარგი.
ტელეფონი გაითიშა. ჩაფიქრებულმა სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი. კი მაგრამ, რა ჯანდაბა ხდებოდა? რა მაკავშირებდა მირიანთან? რა ჯანდაბა უნდოდა იმ უცნობს ჩემგან? სტუდიის მიწასთან გასწორება არც ისე მეგობრული ჟესტია, ეს რა იყო - მუქარა? ალბათ. ახლა თუ ანერვიულებული გავიდოდი ეკე კიდევ რამეს იეჭვებდა, ისედაც რთული იყო ამ ბიჭის მოტყუება. ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარ თავს ვუთხარი ამაზე მოგვიანებით იზრუნებ-თქო და გარეთ გამოვედი. ის იყო ეკესკენ წასვლა დავაპირე, რომ გზა მომიჭრეს.
- ძნელაძე, როგორც ჩანს კარგ დროს ატარებ. - დუჩეს დამცინავმა ტონმა გამაღიზიანა.
- როგორც ვხედავ, არც შენ უჩივი პონტს, - გავუღიმე გესლიანად - გამიკვირდა რომ დამელაპარაკე, მეგონა საერთოდ ვერ მიცანი.
- ესე იგი, თოიძეს შეუძლია სადმე დაგპატიჟოს, მე კი შენი სახლამდე მიცილება მეკრძალება ხომ?
- მიხარია, საქმის არსს ასე სწრაფად რომ ჩაწვდი, ახლა გამატარე! - მხარი ავუქციე და კრიჭაშეკრული ჩემი მაგიდისკენ გავემართე.
- ყოველთვის არასწორ მხარეს რატომ იყურები, სია...



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

პროლოგი წავიკითხე. მომეწონა და საღამოს ჩავუჯდები, კომენტარსაც გამოგიცხობ. საინტერესო ჩანს და იმედია, ბოლომდე ასეთი იქნება.

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
პროლოგი წავიკითხე. მომეწონა და საღამოს ჩავუჯდები, კომენტარსაც გამოგიცხობ. საინტერესო ჩანს და იმედია, ბოლომდე ასეთი იქნება.

უკეთესი გელის წინ... <3 დამიჯერე <3

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ვაიმე, ვაიმე ამ გვერდზე ვის ვხედავ, ანაბელ? heart_eyes
მომენატრა შენი ნაწერებიი!
როგორ ველოდებოდი ამ წიგნს შენც ხო იცი კარგად! heart_eyes
საღამოს ჩავუჯდები.
მომნატრებიხარ... მომნატრებიხარ, შენი ნაწერებითურთ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

მიყვარხარ პატარავ <3 <3 წაიკითხე ველი შენს შთაბეჭდილებებს ♥♥♥ რამდენიმე თავია ჯერ იქნება გაგრძელებაც <3 <3

 


№5 სტუმარი სუხიტა

მეორე აგატა joy joy პაზლების ქურდი უკვე ზეპირად ვიცი და მეორე როდის უნდა მეღირსოს? unamused

 


№6 სტუმარი სტუმარი Xxxx

Au magariaa dzalian ❤️ shemdegi male Dade!!!

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

სუხიტა
მეორე აგატა joy joy პაზლების ქურდი უკვე ზეპირად ვიცი და მეორე როდის უნდა მეღირსოს? unamused

შენ ბიჭო აქაც მომძებნე? ;დდდდ მეორეს პალიტრას ბესტსელერში დაელოდე რა უკაცრავად ;დდდ

 


№8  offline წევრი ნან

ვაუ. ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ შენ განსხვავებული ხარ .ძალიან გამორჩეული .კარგად გადმოცემული და აღწერილი თითოეული მომენტი.ძალიან კარგია ^_^ ♥

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

ნან
ვაუ. ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ შენ განსხვავებული ხარ .ძალიან გამორჩეული .კარგად გადმოცემული და აღწერილი თითოეული მომენტი.ძალიან კარგია ^_^ ♥

გმადლოობ ^_^ <3 <3 <3 ჰოდა გამომყევი შემდეგ თავებზე <3 <3 წინ დიდი თავგადასავალი გელის დამიჯერე ^^ <3 <3

 


№10  offline წევრი ლია კკკ

დასაწყისი საოცრად კარგია????????????????????????????????????????

 


№11 სტუმარი Მარი

Რა კარგია რომ აᲦმოგაᲩინე. Დიდი ხანია ასეᲗი საინტერესო არაფერი წამიკიᲗხავს. Უზომოდ საინტერესო პერსონაᲟები გყავწ Შექმნილი და რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ არც ერᲗი არ ჰგავს ერᲗმანეᲗს. ᲞერსონაᲟების ხასიაᲗიᲗ მსგავსება ყოველᲗვის მაᲦიზიანებს ისტორიებᲨი და გამიხარდა, რომ ᲨენᲗან ყველა ინდივიდუალურია.
Რავიცი მეტი რაᲦა გიᲗხრა, Ჩემი ფავორიტი გახდი უკვეე ❤

ᲓუᲩე და ეკე სიგიᲟემდე დახვეწილი და საინტერესო პერსონაᲟია ᲩემᲗვის... Შენ წარმოიდგინე ალექსიც კი :დდ მარᲗალია, რეალურ ცხოვრებაᲨი ასეᲗი ადამიანი გამაᲦიზიანებდა, მაგრამ რომანებᲨი მაინც მომწონს მსგავსი ტიპაᲟების ხილვა ❤ საოცარი ხარ Შენც და Შენი ისტორიაც

 


№12 სტუმარი Tkbiliwiwaka

Axla daviwye kitxva da guli dzaan cudad micems cota meshinia dzaan bevrma emociam moikara ukve chemshi :/

 


№13  offline ახალბედა მწერალი belle...

Tkbiliwiwaka
Axla daviwye kitxva da guli dzaan cudad micems cota meshinia dzaan bevrma emociam moikara ukve chemshi :/

ძალიან მაგარ დრაივს და დიდი თავგადასავალს შეეჭიდე <3 თვალყურს გადევნებ ბოლო წერტილამდე. აბა წარმატებები ^_^ <3 <3 <3 <3

 


№14 სტუმარი tikusha

ragac dzaan sainteresoa momiwevs dges gavateno.

 


№15  offline ახალბედა მწერალი belle...

tikusha
ragac dzaan sainteresoa momiwevs dges gavateno.

თვალს გადევნებ და ბოლო თავის კომენტარებში გელოდები ჩემო კარგო ^_^ <3 <3 <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

ესე იგი, ვერ გადამიწყვეტია წვრილმანები შევაგროვო თუ უბრალოდ დაუფიქრებლად მოგყვე...
უზომოდ საინტერესოა ცალკე ამბავი, ცალკე პერსონაჟები.
ეს ბიჭები? :დდ არ შეიძლება სამივე ასეთი მიმზიდველი იყოს. სამივე კი არადა ოთხივე. სანდრო? ვერ დავკარგავ ამ ბიჭს.
საეჭვოა დუჩე და ალექსა იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირი აქვთ მსხვერპლთან მამების გავლით. და საეჭვოა ერეკლეც, იმიტომ, რომ ძააალიან მოულოდნელად გაუჩნდა სიასთან მეგობრობის სირვილი.
მერე, სამივე მათგანი საეჭვოდ აღელვებს ჩვენს გოგოს. საეჭვოდ გაორების ნიშნები აქვთ და საეჭვოდ ერთდროულად გააქტიურდა სამივე. არ ვიცი, შეიძლება სულელურიც კია, მაგრამ იქნრბ რაღაც საერთოც აქვთ. ჩორტ ევო ზნაეტ :დდ
აი სიას სიზმარმა პირდაპირ შუბლი გამიხვრიტა, ისე მოულოდნელად მეცა და ძალიან დავიბენი. ჟანრი შემახსენე ძვირფასო? ეს უბრალოდ დეტექტივი? თუ პატარა მისტიკასთანაც გვაქვს საქმე? სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია :დდ
ამ ბიჭებს და სიას რომ ვკითხულობდი, მირა და თავისი სამი ბიჭი გამახსენდა დაჩი, კალე და მათე :დდდ ოღონდ ეს არ შეიმჩნიო :დდ
ესე იგი მკვლელზე მარტო ის ვიცით, რომ სამართებლით მოძრაობს. ჰმ... ეს შავი ტანსაცმელი და კაპიუშონი არაფერია. დუჩესაც ეცვა კი, მაგრამ... ვიცი, რატოც... :დდდდ
სიას სახლი მომეწონა. მიყვარს მისი ოროთახიანი და იმედია მეტ დროს გავატარებთ იქ. ვისთან ერთად მინდა იქ ყოფნა ჯერ არ ვიცი :დდდ
აი ის გადახვევები მომეწონა, ცხოვრებისეულ რუტინაზე, ფოთლებზე, ხეებზე. რა კარგი ხარ მაგაშიც და რა ლამაზაც აღწერ. ^^
რაღაცები მაინც ჩავინიშნე. ჯერ კი ადრეა დამნაშავის გამოსაკვეთად ფიქრი დავიწყო, მაგრამ როცა დრო მოვა, არაფერი მინდა გამომრჩეს...
უზომოდ დავინტრიგდი!!!

 


№17  offline ახალბედა მწერალი belle...

lullaby
ესე იგი, ვერ გადამიწყვეტია წვრილმანები შევაგროვო თუ უბრალოდ დაუფიქრებლად მოგყვე...
უზომოდ საინტერესოა ცალკე ამბავი, ცალკე პერსონაჟები.
ეს ბიჭები? :დდ არ შეიძლება სამივე ასეთი მიმზიდველი იყოს. სამივე კი არადა ოთხივე. სანდრო? ვერ დავკარგავ ამ ბიჭს.
საეჭვოა დუჩე და ალექსა იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირი აქვთ მსხვერპლთან მამების გავლით. და საეჭვოა ერეკლეც, იმიტომ, რომ ძააალიან მოულოდნელად გაუჩნდა სიასთან მეგობრობის სირვილი.
მერე, სამივე მათგანი საეჭვოდ აღელვებს ჩვენს გოგოს. საეჭვოდ გაორების ნიშნები აქვთ და საეჭვოდ ერთდროულად გააქტიურდა სამივე. არ ვიცი, შეიძლება სულელურიც კია, მაგრამ იქნრბ რაღაც საერთოც აქვთ. ჩორტ ევო ზნაეტ :დდ
აი სიას სიზმარმა პირდაპირ შუბლი გამიხვრიტა, ისე მოულოდნელად მეცა და ძალიან დავიბენი. ჟანრი შემახსენე ძვირფასო? ეს უბრალოდ დეტექტივი? თუ პატარა მისტიკასთანაც გვაქვს საქმე? სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია :დდ
ამ ბიჭებს და სიას რომ ვკითხულობდი, მირა და თავისი სამი ბიჭი გამახსენდა დაჩი, კალე და მათე :დდდ ოღონდ ეს არ შეიმჩნიო :დდ
ესე იგი მკვლელზე მარტო ის ვიცით, რომ სამართებლით მოძრაობს. ჰმ... ეს შავი ტანსაცმელი და კაპიუშონი არაფერია. დუჩესაც ეცვა კი, მაგრამ... ვიცი, რატოც... :დდდდ
სიას სახლი მომეწონა. მიყვარს მისი ოროთახიანი და იმედია მეტ დროს გავატარებთ იქ. ვისთან ერთად მინდა იქ ყოფნა ჯერ არ ვიცი :დდდ
აი ის გადახვევები მომეწონა, ცხოვრებისეულ რუტინაზე, ფოთლებზე, ხეებზე. რა კარგი ხარ მაგაშიც და რა ლამაზაც აღწერ. ^^
რაღაცები მაინც ჩავინიშნე. ჯერ კი ადრეა დამნაშავის გამოსაკვეთად ფიქრი დავიწყო, მაგრამ როცა დრო მოვა, არაფერი მინდა გამომრჩეს...
უზომოდ დავინტრიგდი!!!

აჰა უყურე ახლა ;დდდ <3 <3 <3 ქალოოო აბა რას გეუბნები? შენს ნაკაწრებში ჩემი მე ვიპოვე მეთქი და სულ შემთხვევით აღმოგაჩნიე სოულმეითი ;დდდ ახლა ამ ღამე მე ვათენებ ნაკაწრებზე და იგივე კომბინაციით მივყვები პრინციპს ყოველ წვრილმანს და დეტალს ვაგროვებ რაც თვალში მხვდება. როცა პირველად გამიკეთეს ასოციაცია შენს ნაწარმოებთან მართლა ვერ ვიფიქრებდი ასე თუ ვგავდით ერთმანეთს და რამდენად მიყვარხარ მევასები და უზომოდ საინტერესო ხარ ჩემთვის აი ვერც კი წარმოგიდგენია! შენ ხარ ჩემი აღმოჩენა საიტზე და ცბიერი ღიმილით ველოდები შენს ყოველ სვლას პაზლების დაფის აწყობისას. რატომღაც მოლოდინი მაქვს რომ ისეთ ფარულ დეტალებს იოლად მიმიხვდები რაც ბევრს გამორჩა. აზარტში ვარ მოკლედ და გელოდები! <3 <3 <3 <3

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

Საინტერესოა. Წარმატებებს გისურვებ...

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

terooo
Საინტერესოა. Წარმატებებს გისურვებ...

ძალიან დიდი მადლობა ^_^ <3 <3 <3 <3

Მარი
Რა კარგია რომ აᲦმოგაᲩინე. Დიდი ხანია ასეᲗი საინტერესო არაფერი წამიკიᲗხავს. Უზომოდ საინტერესო პერსონაᲟები გყავწ Შექმნილი და რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ არც ერᲗი არ ჰგავს ერᲗმანეᲗს. ᲞერსონაᲟების ხასიაᲗიᲗ მსგავსება ყოველᲗვის მაᲦიზიანებს ისტორიებᲨი და გამიხარდა, რომ ᲨენᲗან ყველა ინდივიდუალურია.
Რავიცი მეტი რაᲦა გიᲗხრა, Ჩემი ფავორიტი გახდი უკვეე ❤

ᲓუᲩე და ეკე სიგიᲟემდე დახვეწილი და საინტერესო პერსონაᲟია ᲩემᲗვის... Შენ წარმოიდგინე ალექსიც კი :დდ მარᲗალია, რეალურ ცხოვრებაᲨი ასეᲗი ადამიანი გამაᲦიზიანებდა, მაგრამ რომანებᲨი მაინც მომწონს მსგავსი ტიპაᲟების ხილვა ❤ საოცარი ხარ Შენც და Შენი ისტორიაც

ძალიანდ დიდი მადლობა საყვარელო ^_^ <3 <3

 


№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესო და განსხვავებული ნაწარმოებია მომეწონა ძალიან მადლობა წარმატებები

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ნესტანი
ძალიან საინტერესო და განსხვავებული ნაწარმოებია მომეწონა ძალიან მადლობა წარმატებები

მადლობა შენ <3 <3 <3

 


№22  offline მოდერი Marry Amm

სერიოზულად? ძალიან მაგარია, ასე მგონია წიგნს ვკითხულობ ჩვეულებრივად. ვერ მოვწყდი ისეთი საინტერესო დალაგებული აზრიანი და პლიუს მხატვრულია... ბევრი ვოვები შენ <3

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

Marry Amm
სერიოზულად? ძალიან მაგარია, ასე მგონია წიგნს ვკითხულობ ჩვეულებრივად. ვერ მოვწყდი ისეთი საინტერესო დალაგებული აზრიანი და პლიუს მხატვრულია... ბევრი ვოვები შენ <3


ბევრი მადლობები შენ ^_^ <3 <3 გელოდები შემდეგ თავებში <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent