ერკე მიდასი - 40 საშობაო ანგელოზი (თავი 9)თავი 9 ანთიმოზი -ხუთი დღე ბორგავდა. ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა. როგორც შეეძლოთ იმდენად მკურნალობდნენ თავშესაფარში, ხანაც სასწრაფო დახმარების მოლოდინში ვათენებდით. - ოთახში მამა იოანე, საბა და ანთიმოზი ისხდნენ. ხანდახან თუ შემოიხედავდა გუგული დეიდა, რომელიც ბავშვების ამბავს შეატყობინებდა ხოლმე, სხვა შემთხვევაში სრულ იზოლაციაში მყოფნი საუბარს მშვიდად ახერხებდნენ. მამაოს ოფლი ასხამდა შუბლზე. ჯერ კიდევ შუა თხრობაში გული უწუხდებოდა და ყოველ წამს სკამიდან დგებოდა, ამბობდა წავიდეთ სასწრაფოდ მინდა ვნახო იგიო, მაგრამ საბა, როგორც ყოფილი გამომძიებელი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა იოანეს და ანთიმოზს თხრობის დასრულებას აცდიდა. -შემდეგ? რამე მოხდა ისეთი სპეციფიური? -არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც ტკივილები არ უქრებოდა და უფრო მეტად უმძაფრდებოდა თავად მთხოვა თქვენს საძებნელად წამოვსულიყავი. ჩემი ნატვრა იმ სისაძაგლის ბუდის დატოვება იყო, სადაც ყოველ დილით პატარა ტყუპები მთელ შენობას იკლებდნენ სიმღერითა და სირბილით და არავის აძინებდნენ, სადაც, ყოველ მეორესთან ჩხუბი მხოლოდ იმ მიზეზით მიწევდა, რომ არ იცოდნენ როგორ მოპყრობოდნენ გოგოს, ან შედარებით ასაკოვანთან როგორ ესაუბრათ. ან ის ბიჭები, რომლებმაც გიორგის ასეთი რამ დაუშავეს... თითქოს მისი თვალებით ანგელოზი იყურებოდა იმდენად კეთილი და გონიერი ადამიანი გავიცანი მისი სახით, მათ კი ის უბრალოდ გამოყენებული ჩვარივით ნაგავში გადასაგდებად გაიმეტეს. სიყვარულის ერთი მცირედი მარცვალიც რომ არ უდევთ გულში, ერთი მცირედი მარცვალიც. - ხელების კანკალი დაეწყო. ეტყობოდა რომ მისთვის მძიმე თემას შეეხო, მაგრამ არ ჩუმდებოდა. - გაქცევა მან მთხოვა, მეხუთე დღეს, როდესაც მედდას იმის გამო ვეჩხუბე, რომ საკმარის ყურადღებას არ აქცევდა მას. წერილი დამაწერინა, მას არ შეეძლო, ამიტომ მე მიკარნახა და ყველაფერი ჩავიწერე, მთხოვა ჯერ არ წაგეკითხათ. -რატომ? - გაოცებული იყო მღვდელი. -ასე თქვა, მიხვდება როდესაც მოვა ამ წერილის გახსნის დროო. -კიდევ რის თქმა შეგიძლია მასზე? -მას შემდეგ უბრალოდ რამდენიმე სხვა ბავშვი ავიყოლიე და გამოვიქეცით. დანარჩენი კი თავადაც იცი. - საბასკენ მიტრიალდა და თვალებით ანიშნა, ამას ნუღარ მომაყოლებ ხელმეორედ ნუ განმაცდევინებ იმ ტკივილს რაც მე გადავიტანეო. -გასაგებია. - თავი დაუკრა საბამ. -ღმერთო... დიდება იყოს შენი. - პირჯვარი გადასწერა ბავშვს იოანემ. - ეს რა კარგი ამბავი მახარე, ამავდროულად როგორი ტრაგიკული ისტორია გადაგხდა. - გულში ჩაიკრა ბიჭი. - შენი და გიორგის გზები ასე გადაიკვეთა, ეს უფლის ნებაა ყოველივე, რაც აუცილებლად რაღაცის მომასწავებელია. გიორგის ნახვა მსურს, წაგვიყვანე იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. - წერილი შავ ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიჩურთა და კვლავ უფრო მაგრად გადაეხვია ანთიმოზს. - საბა, რა კარგი ჰქენი რომ შინ წამოიყვანე ანთიმოზი. ვწუხვარ შენი სამსახურის დაკარგვის გამო, თუმცა უფალი გულმოწყალეა, ის აუცილებლად სიკეთის გზას გაზიარებს და შენთვის ეს ბავშვებია სიყვარულის ხსნა. უპატრონე და იყავი მათთან გულწრფელი. -ამინ მამაო, ამინ. -ტაქსს გამოვიძახებ ახლავე. - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან მამა იოანემ. თუმცა სასწრაფოდ ხელი აუწია საბამ, თითქოსდა უკრძალავდა ასე მოქცევას. -ოღონდ მაქსიმი არა! - მიაყოლა სიტყვები თავისივე ქმედებას. - ამას წინ ისე გამაწვალეს, იმდენი მალოდინეს ტაქსის ძებნაში ფეხით მივედი დანიშნულების ადგილზე. მაგის გარდა ყველაფერი გამოიძახე. ქალბატონო გუგული... - დაუძახა და ოთახიდან გავიდა, - პირბადეები... - მოისმოდა უკვე ბუნდოვნად, შემდეგ კი მისი ხმა სრულიად გაწყდა. -წამო მაშინ ქუჩაში გავაჩეროთ. - მხრები აიჩეჩა იოანემ და ხელი გადაჰხვია ანთიმოზს. -ჰო და, გუგული, ლაშასა და იაკობს მიხედე და კარგად იზრუნე მათზე. ეს ორნი იმხობენ ხოლმე აქაურობას იმდენად ცელქები არიან, ლადო კი საოცრად ჩუმია და როგორც შევატყვე შეუძლია მთელი დღე ჩუმად თავისთვის გაყურსული იყოს და არც არაფერს შეჭამს თავად თუ არ მიაწოდე. ლელა კი ბიჭებს ელაქუცება და ეგეც არ მომწონს, ასე რომ გააკონტროლე ეს ბავშვები.. ჰო, ჰო... ანა კანდელაკი კი საოცრად მოწადინებულია სახლის საქმეებში, ჯერ თოთხმეტი წლისაა, მაგრამ გუშინ ვისაუბრეთ და მითხრა რომ უნდოდა დაგვხმარებოდა, ამიტომ შეგიძლია პატარ-პატარა საქმეები დაავალო? თავისთვის რომ გააკეთებს ისეთი და კმაყოფილიც რომ დარჩეს. -ერთი კვირაც არ არის ისინი რაც თქვენთან არიან და უკვე საკუთარი შვილივით ეპყრობით! - განცვიფრდა ქალი. -აბა რა! - ძლიერად ჩაკოცნა გუგული და ბავშვებს დაემშვიდობა. - საღამოს კიდევ ვითამაშებთ, ამჯერად მე ვიმალები. - თითი დაუქნია და კარიდან სწრაფად გავიდა. ტაქსი გარეთ უცდიდა, ანთიმოზი და იოანე მასში ისხდნენ და ელოდებოდნენ. ბიჭმა მისამართი უკარნახა მძღოლს და მანქანაც დაიძრა. -ოღონდ უნდა შემპირდე. - უეცრად გაუბედავად ამოთქვა ბიჭმა. -გისმენ. -დაკარგულად მთვლიან თავშესაფარში, დანამდვილებით ვიცი რომ დამინახავენ მოუნდებათ ჩემი დატოვება, მინდა რომ მათ ეს არ დაანებო. -არავითარ შემთხვევაში. - რამდენადაც შეძლო გულში ჩაიკრა ბიჭი, რომელიც ასევე უკან დამჯდარიყო საბასთან ერთად. - შენ ჩემი ბიჭი ხარ. გული გაუთბა ანთიმოზს ამ სიტყვების გაგონებისთანავე. შეეცადა არ შეემჩნია, თუმცა თვალებიდან გადმოდენილ ცრემლს აბა როგორ დამალავ. როდესაც საბამ ჰკითხა თუ რატომ მოიწყინა და ამ მდგომარეობაში რატომ იყო ანთიმოზმაც არ დაუმალა. - აქამდე არავის უწოდებია ჩემთვის „ჩემი ბიჭი“. ემოციურად მომხვდა გულზე, მაპატიე არ უნდა ავტირებოდი, უბრალოდ... უბრალოდ... - ერთიანად მოაწვა ყველა გრძნობა, ემოცია და ტრაგიკული წარსულის გამოცდაც. აქვითინდა და საშველად საბას მკერდს მიაშურა. დოლიძემაც ისე მაგრად მიიხუტა, თითქოს გაჭ....ტას უპირებსო, მაგრამ სწორედ ეს სჭირდებოდა თიმოს. ღრიალი უნდოდა, ყვირილი უნდოდა, უნდა ამოეთქვა ყველა საშინელი ფიქრი, ყველა მწარე გამოცდილება, ყოველი სიცოცხლისთვის საშიში მზაობა, მაგრამ ეს ყველაფერი, კბილებმომუწული ჩუმ რაობაში საბას მკერდზე გადაჰქონდა. რა მცირეა ადამიანის გული, რა მწირია მისი შინაგანი სამყარო, თუმც რამდენს იტევს ერთად. ყველა გრძნობას ერთიანად ჩატეულს, არეულს, კოქტეილივით გამოწურულს და ათქვეფილს. სიყვარული ასულდგმულებს, სიხარული მატებს წლებს, ზიზღი ცოდვის ბუდის საპოვნელად აშურებს კაცს, შური და ბოღმა კი საპყრობილეში ჩაკეტილი ადამიანის ამოთქმის სიმბოლოა. ისინი გულს ნაწილებად ფლეთენ, პატარა, უმწიკვლო, უცოდველ გულს, რომელსაც სიყვარულის მეტი არა სურვებია რა. ნაცნობი ადგილები უფრო მეტად უმძაფრებდნენ მოგონებებს და იქიდან გაქცევის დიდ სურვილს უჩენდნენ. თუმცა გონებაში ჩაისახა, რომ ამას თავისთვის არ აკეთებდა, არამედ მეგობრისთვის, მის დასახმარებლად მოვიდა აქ და ეს სიკეთის დებულებად ჩაეთვლებოდა. დიახ, მას გულით სურდა დახმარებოდა მას, სიყვარული ეჩუქნა მისთვის, ვისაც მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში იცნობდა, ეგრძნობინებინა რომ მარტო არ იყო. ეფიქრებოდა როგორ დახვდებოდა მას შემდეგ გიორგი და სხვა ბავშვები. მისი გაქცევიდან ერთი კვირა იყო გასული, ცივი და სუსხიანი ოცდაორი დეკემბერი იდგა, რომელიც ყველას სახლებისკენ უბიძგებდა. თოვლი ჯერ არ მოსულიყო. -აი ეს არის. - თითით ანიშნა ანთიმოზმა მამაკაცებს. მანქანა ეზოში შევიდა და სადგომზე გაჩერდა. საბამ სადგომისაც გადაიხადა და მძღოლსაც საკუთარ საზღაურზე სამჯერ მეტიც მისცა, ისე რომ ხურდაც არ გამოართვა. დამადლებული და გახარებული ტაქსის მძღოლი გაღიმებული გაეშურა და გულში ალბათ ლოცავდა კიდეც საბას. ქარის ულმობელი ხმა ისმოდა. ერთმანეთის სიტყვებს ძლივს არჩევდნენ, ანთიმოზს ფეხების კანკალი დაეწყო, ვერ მიდიოდა, უკან საბას ეფარებოდა, საბა კი კაცურად მოქცევასა და შიშის დავიწყებას ურჩევდა. -თიმო, ყველაფერი კარგად იქნება! მე შენ თავს არავის დავუთმობ, თავად აქაურობის მმართველიც რომ მოვიდეს თავისი საბუთით. არ გახსოვს რამდენი გამოვიარეთ? ამასაც შევძლებთ... მე და შენ. ყველაფერს გავუმკლავდებით. - ხმამაღლა ჩაყლაპა თიმომ ნერწყვი, თუმცა საბას სიტყვებმა ძალა და გარკვეულწილად მხნეობა შეჰმატა. -დიდი მადლობა. -არაფერს ვაჟკაც. - კეფაში წაუთაქა და თავზე ხელი გადაუსვა მან ბიჭს. - არაფერია საშიში, აი ნახავ. შენობაში შევიდნენ. ბავშვებისა და იქ მომუშავე ქალებისთვის საკმაოდ უჩვეულო სამეული გახლდათ. ერთი მღვდლის სამოსში ჩაცმული, მეორე მაღალი, მხარბეჭიანი, დაკუნთული და დამრტყმელი ტიპი, რომელიც ან მოჭიდავე იქნებოდა, ან ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე, მესამე კი პატარა ბავშვი, რომელიც უსათუოდ ეცნობოდათ. -თიმო!!! - დაიგრიალა ვიღაცის ხმამ. - ღმერთო, ნუთუ ეს შენ ხარ თიმო... ყველას ვეუბნებოდი დაბრუნდება-თქო, მაგრამ არავინ მიჯერებდა. გოგონა, რომელიც თიმოსთან მიიჭრა, მკლავში მოჰკიდა ხელი და სასწრაფოდ მისკენ წაათრია, იყო ლაღი, ხალისიანი და როგორც ეტყობოდა შესანიშნავი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ბიჭთან. - იმდენი რამ მოხდა შენ არ ყოფნაში, იმდენი რამ, რომ ვერ წარმოიდგენ... იცი გულიკო გაუშვეს? -რა? გაუშვეს? - გაუხარდა ანთიმოზს. -დიახ, გაუშვეს. მარტო ეგ კი არა, ყველა ვინც კი ოდნავ მაინც რაღაცას გვაკლებდა და ჩვენს კუთვნილ საკვებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებდა. ანა მასწავლებელიც დაიჭირეს. -ეგ რაზე? -თურმე უფროსის ზურგს უკან ფულს ტეხავდა და საბუთებს აყალბებდა, ბავშვებს ყიდდა რა... -ღმერთო ჩემო! სალი გახსოვს ბიჭი რომ მოვიყვანე ძალიან დაშავებული, ეგ ისევ აქ არის? -არა, ეგ გადაიყვანეს. მას შემდეგ კიდევ მოხდა მასზე თავდასხმა, - სასადილოში შეიყვანა გოგონამ ანთიმოზი, სადაც რამდენიმე ბავშვი საუზმობდა, ზოგს გაუხარდა მისი დანახვა, ზოგმა უჟმურად შეხედა, არც თიმოს გახარებია მათი დანახვა, თუმცა არ გამოუხატავს როგორ სძაგდა მათი არსებობაც კი. - შენ რომ ჭკუა ასწავლე იმ ბიჭებს კიდევ მოუნდათ თავიანთი ძალის დემონსტრირება, შენ აღარ იყავი აქ და ხომ ხვდები. -ძალიან დაშავდა? - შეშინდა ანთიმოზი. -საკმაოდ. -ოჰ... -როგორც ვიცი ძვლები ჰქონდა მოტეხილი, ნეკნები რამდენიმე ჩალეწილი. ფეხები იმდენად დაუზიანდა რომ სიარულიც აღარ შეეძლო. -რამდენი გადაიტანა... საბრალო. არ უნდა გავქცეულიყავი, ჩემი ბრალია. -თავს ნუ დაიდანაშაულებ. მანაც ეს თქვა, საკუთარ თავს არ დააბრალოსო. -რამე ხომ არ დაუტოვებია ჩემთვის? ან მისამართი ან რაიმე, რითიც მის პოვნას შევძლებ? ან იქნებ შენ იცი სად წაიყვანეს? -მოიცა მოიცა... ახლავე შემიძლია გაგიგო. აქ მოიცადე. - ანთიმოზმა იქიდან გახედა საბას, დირექტორის მოადგილესა და მენეჯერს რომ ელაპარაკებოდა და ამ გზით ცდილობდნენ გიორგის ადგილსამყოფელის დადგენას, ანთიმოზი კი თავისი გზით შეეცდებოდა. ცოტა ხანში სალიც დაბრუნდა საჭირო ინფორმაციით. -საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სანზონაშიო. -კი, მაგრამ ასე უცებ საიდან გაიგე? -ერთი ბიჭია რა, რომელიც ფაქტობრივად აქაურობის ბოსია. დედამისი აქ მუშაობს და თან დაჰყავს ხოლმე ისიც. ძალიან მოვწონვარ და პაემანზე დავთანხმდი ამ ინფორმაციის სანაცვლოდ. შენთვის გავაკეთე. -ჩემთვის საკუთარი ბედნიერება გაგიწირია მსხვერპლად. - თვალი თვალში გაუყარა სალის. -არაუშავს დაიკიდე, მაგას მე მოვუვლი, მთავარია შენ დაგეხმარე. მომენატრე მზიის, სინათლევ. - სიტყვა მზის გაწელა და შეისვენა, სანამ მეორე სიტყვას ეტყოდა, ეს მათი საერთო გასაღები იყო. ამით ერთმანეთს ეუბნებოდნენ როგორ უყვარდათ ერთმანეთი და რაოდენ ანათებდა ერთი მეორეს. -მეც მომენატრე. მაპატიე რომ გავიქეცი, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა... -ანთიმოზ. - საბა ეძახდა. -არაუშავს, მესმის. -გპირდები აქედან შენც დაგიხსნი, რომ ერთად ვიყოთ. ცოტაც მოიცადე ჩემო მზიიის, სინათლევ. -აუ ესენი სად ჩარჩნენ. - ვიღაცამ გაიარა, მათი საუბარი მოისმინა და დაცინვა გადაწყვიტა. -ანთიმოზ. - კვლავ დაუძახა საბამ. -აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე შე ქათმის ფეხება ახლა რაც თქვი და ნახავ კბილების სათითაოდ აკრეფა თუ არ მოგიწევს. ისე შენ რაღაც არ მეცნობი, ახალი ხარ გეტყობა და ჩემი რჩევა იქნება, სანამ რამეს იტყვი, ჯერ გაარკვიე ვისთან ამბობ ამას. -დამშვიდდით ბიჭებო. - შუაში ჩადგა სალი და თვალებში შეხედა ანთიმოზს. -მიყვარხარ. - ხელით საჰაერო კოცნა გაუგზავნა ბიჭმა. -მეც მიყვარხარ და წადი. - გოგონამ იგივეთი უპასუხა. -საუნ... -ივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. - საბამ და ანთიმოზმა თითქმის ერთდროულად თქვეს. -შენ საიდანღა გაიგე? - დაინტერესდა დოლიძე. -ჩემი სვიაზები მაქვს. -ის გოგო ვინ იყო, ა? -არავინ. -არავინს ასე არ ხვდებიან. -კარგი ჰო, ჩემი გოგოა, რომელზეც სიგიჟემდე ვაფრენ. -მასაც უყვარხარ? -თვითონ ასე მეუბნება. -ენდობი? -რა თქმა უნდა! -კარგია. მაშინ ერთი წუთით, ახლავე დავბრუნდები. თქვენ მანამდე ტაქსი გააჩერეთ და დამელოდეთ. - საბა შენობაში შებრუნდა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ სწორედ იმ გოგონასთან ერთად გამოდის, რომელზეც ცოტა ხნის წინ საუბარი ჰქონდათ. ანთიმოზი პირღია მისჩერებია საბა დოლიზეს, ხოლო იგი თვითკმაყოფილი სახით უყურებდა მომლოდინეებს. აქ მე ვარ მთავარიო. -ვაუ, იცი რეები დაატრიალა? - გახარებული გოგონა გულში იკრავდა ანთიმოზს. - საოცარი ვინმეა. -ნამდვილად. გამიმართლა რომ ვიპოვე. -აბა ბავშვები ყველაფერი მესმის. - გადასძახა საბამ უკან. -და საყვარელიც... -მესმის-მეთქი! - გააწყვეტინა სალის, რომელმაც საყვარლად გადაიკისკისა. -ახლა სულ ერთად ვიქნებით? -სულ სულ და სულ. - წინა სავარძლიდან მთლიანად მოტრიალდა საბა და წყვილს შეავლო თვალი. - თქვენს შემხედვარე ჩემი ბავშვობა მახსენდება. ჩემ მეუღლეს მეც ასეთი დიდი სიყვარულით ვუყურებდი და მაგიჟებდა. დატკბით ერთმანეთით სანამ დრო ამის შანსს გაძლევთ. ჩვენ კი მეეტლევ, - მძღოლს შეუბრუნდა, - გააქანე ეს ცხენები საუნივერსიტეტო კლინიკისკენ, თუ არ ვცდები გუდამაყრის ქუჩაზეა. -დიახ, გუდამაყრის ოთხ ნომერში. აბა წავედით. მძღოლიც სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა. გზაში ბევრ რამეზე ილაპარაკეს, თავიანთ წარსულ მოღვაწეობებსა თუ ზოგად საკითხებზე. გაირკვა რომ ბატონ ვაჟას სამი შვილი ჰყოლია, მათე, ლუკა და მარიამი. მათე ძლიერ ცელქი და მოუსვენარი ყოფილა ბავშვობაში, ლუკა კი პირიქით, ახლა ორივე ოცდაერთ-ოცდაორი წლის ასაკში არიან და მეტად დაჭკვიანებულან, ხოლო მარიამი ჯერ თოთხმეტისაც არააო, ამბობდა ვაჟა. განსაკუთრებით მათეს და მარიამს მოსდით ხშირად ჩხუბი, არ უთმობენ ერთმანეთს არაფერსო, აგრძელებდა და თან მართავდა ავტომობილს. - ლუკა სხვანაირი მყავს, დინჯი, გაწონასწორებული, თუმცა თავის თავში ჩაკეტილი. ეს უკანასკნელი ბავშვობიდან ცხოველებზე გიჟდება, მათე კი სრული ანტიპოდია მისი. რამდენიმე დღის წინ სახლში დობერმანის შავი, პატარა ლეკვი მოიყვანა. უნდა გენახა რა დაცხეს! გამწარებული იყო მათე, თავის თავს არ ჰგავდა, სულ იმით იმუქრებოდა სადაც ფეხებში გამებმება იქვე ჩავმარხავ ან წიხლით მოვისვრიო. რამდენი ვესაუბრე, რომ ასე არ შეიძლება, ისიც ცოცხალი არსებაა, მაგრამ ვერ მოვიყვანე ჭკუაზე. არ მიყვარს და მორჩაო. ხანდახან ამ ორის ურთიერთობა მთელ ძალას მაცლის და ენერგიას. რა და როგორ მივუდგე ხოლმე, ყველანაირად ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც ამ ორს ეხება საქმე. ახლაც არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეგ კი არა მათე არავის ელაპარაკება. სახლში ზომბივით დაბორიალობს, სადაც ძაღლს დაინახავს იქ ახლოსაც არ ჯდება, განა ეშინია, რაღაცნაირად უსიამოვნო ბაქტერიად მიიჩნევს ფაქტობრივად, რომელთა ახლოსაც რომ დაჯდეს ან რაიმე გადაედება ან თავადაც ბაქტერიის მატარებლად იქცევა. ძალიან თავისებურია... -საინტერესოა ბატონო ვაჟა. - ჩაერთო საბაც საუბარში. - მათი დასაქმება თუ გიცდიათ? -დასაქმება? -ხო... - განაგრძო მამაომ. - რაიმეთი დააკავეთ, რაღაც საქმე მიეცი ორივეს რომ ერთმანეთს არ გადაეყარონ დღის განმავლობაში და იქნებ ნელ-ნელა გონსაც მოვიდნენ. დაქანცეთ, ეცადონ საკუთარი ლუკმა-პური თავად გამოიმუშავონ. -ვა, ისე რა კარგი აზრია... დიდი მადლობა. -ერთჯერადი რჩევით დახმარებაც გამოგვივიდა. - გაეღიმა დოლიძეს. - ბედნიერ გზას და მორიგეობას გისურვებთ. ცხოვრება იდუმალებითაა სავსე, მთავარია მის იდუმალებას ჩავწვდეთ. -გაიხარეთ გაიხარეთ, ღმერთი თქვენსკენ მეგობრებო. იდღეგრძელეთ, ახალ წელს გილოცავთ და მრავალს დაესწარით. -იხარე. - დაემშვიდობნენ და საავადმყოფოს მისაღებში შეაბიჯეს. ყველანი ერთად იყვნენ. საბამ მითითება გასცა არ დაიშალოთო, ამიტომ ყველანი ერთად შეჯგუფდნენ, ანთიმოზი და სალი ერთმანეთს ჩახუტებულნი მიემართებოდნენ მისაღებისკენ. საბას ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, მამაოს კი ხელი კისერზე შემოედო, როგორც ჩანს სახსრები სტკიოდა. -გამარჯობათ, - მიესალმა თეთრებში გამოწყობილ ექთანს. - ჩვენი მეგობრის სანახავად მოვედით, დაახლოებით 18 წლის ბიჭი გიორგი მოიყვანეს რამდენიმე დღის წინ, დამტვრეული ფეხებითა და ნეკნის მალებით. იქნებ დაგვეხმაროთ რომ ვნახოთ, ძალიან გვინდა მისი ნახვა. -მიმართეთ მთავარ ექიმს. -კარგი მადლობა. მთავარმა ექიმმა ისევ მიმღებისკენ გადაამისამართა და საბას ნერვები უკვე წყვეტაზე ჰქონდა. -ვის მივმართო ვის?.. მათ თქვენკენ გადმომამისამართეს! -ჩემი პრეროგატივა არ გახლავთ ყველას სახელებისა და მათი დაზიანებების დამახსოვრება, ეს ნუსხა იტვირთება კომპიუტერში და ბაზაში უნდა მოძებნოს მორიგე ოპერატორმა. როგორც ჩანს ახალი გვყავს დღეს. ბოდიშს გიხდით. - ექიმი მიმღებ ოპერატორთან მივიდა, ჯერ მკაცრი შენიშვნა მისცა, გააფრთხილა მსგავსი შეცდომის შემდეგ ხელწერილს დაწერ მეორედო და მინიშნება მისცა თუ როგორ და სად მოეძებნა ეს ინფორმაცია რაც აინტერესებდათ ახალშემოსულთ. - თქვენ მისი ნათესავები ხართ? -იცით რა არის? ნათესავები არ ჰყავს მას, ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდა და იქ მოხდა გარკვეული უთანხმოება ბიჭებს შორის. ჩვენ ერთადერთი მისი ოჯახი ვართ და მისი ნახვა გვინდა. -უკაცრავად, მაგრამ თუ ოფიციალური საბუთი არ გაქვთ, ან მინდობილობა რომ მისი ნათესავები ან მინდობილი პირები ხართ მისი ნახვის უფლებას ვერ მოგცემთ. -რას ბრძანებთ ქალბატონო, ახლა საიდან მოვიტანო ეს საბუთი, გეუბნებით რომ თავშესაფრიდან მოვდივართ. ეს ბავშვიც იქიდან წამოიყვანეს, ვერ მოგვიძებნით? -უფლება არ გვაქვს. - მოკლედ მოუჭრა, რამაც საბა კიდევ უფრო გააბრაზა. -შვილო ჩემო, - დაიწყო იოანემ და პირჯვარი გადასახა ქალბატონს. - იგი ახლა მარტოსულია, სჭირდება თანადგომა, თუმცა ახლობლები არ ჰყავს, ნათესავები არ ჰყავს ახლოს, ჩვენ ვართ აქ, რათა მის სულს სიმშვიდე მოვუვლინოთ და მოვინახულო ყმაწვილი, გთხოვთ მოგვეცით მისი ნახვის საშუალება, დიდ სიკეთეს ჩაიდენთ ამით და გაახარებთ კიდეც ბიჭს. -ბოდიშს გიხდით მამაო, მაგრამ მეც მყავს ზემდგომი ადამიანები და უბრალოდ ამას ვერ დავუშვებთ. არ მაქვს უფლება, რომ მსგავსი გამონაკლისი დავუშვა. აქ როდესაც საშვით ან პოლიციის თანხლებით მოხვალთ კი ბატონო. -პოლიციის? - იკითხა კვლავ დოლიძემ. - საბუთს ახლავე გაჩვენებთ, - მაშინვე წაიღო საფულისკენ ხელი. ცოტა ხნით შეჩერდა, დაფიქრდა თუმცა მაშინვე მოვიდა გონზე და საფულე ამოიღო. ნიშანი ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ პირადობის მოწმობაზე ჯერ კიდევ დაფიქსირებული იყო, რომ საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. დაანახა თუ არა „ჟეტონი“ მაშინვე იკითხა მისი პალატის ნომერი. -ორმოცდამეთორმეტე. - შეშინებული ხმით უპასუხა მორიგე ოპერატორმა. განრისხებულმა გასწია მთავარი ექთანი გვერდით. პალატების დათვლა და თვალიერება დაიწყო, იმდენად ჰქონდა გადაკრული ბინდი ვეღარ აზროვნებდა. დარბოდა სწრაფად პალატებს შორის და ყველა პალატას ამოწმებდა. ეძებდა ორმოცდამეთორმეტე პალატას, საბოლოოდ როდესაც იპოვა შევარდა შიგნით და რა დახვდა... პალატა ცარიელი იყო. მხოლოდ ექთანი იყო შიგნით, რომელიც საწოლს ასწორებდა. -აქ ბიჭი უნდა ყოფილიყო, მოტეხილი ფეხითა და ნეკნებით. სად არის ხომ ვერ მეტყვით? -ეს-ესაა გაწერეს. -რა ქნეს? -ეს ეს არის, გაწერეს. - დაუმარცვლა ნელი ტუჩების მოძრაობით ექთანმა. -ვაიმე... სად შეიძლება წასულიყო. -რა მოხდა რა? - წამოეწივნენ დანარჩენებიც. -გაუწერიათ. -რა? და ეს არ იცოდნენ საოპერატოროში? - მამაოს განცვიფრებული სახე მიეღო. -გავნაწილდეთ. - ბრძანებითი კილოთი წარმოთქვა დოლიძემ. - შენ და სალიმ აღმოსავლეთ ფრთა და გასასვლელები დაათვალიერეთ, მე დასავლეთ ფრთას მივხედავ, მამაო შენ დაბლა ჩადი და იქ დაელოდე, რომ არ ავცდეთ. სავარაუდოდ თავისი ფეხით ვერ გადაადგილდება და სხვას გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს რომ დაგვასწრეს. მთელი საათი ეძებეს, თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს. გიორგი გაუჩინარდა, ან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს მოჩვენებას დასდევდნენ. იმ ადგილიდან სადაც მიდიოდნენ უჩინარდებოდა, ან უკვალოდ ქრებოდა. საავადმყოფოდან კვალი ეკლესიისკენ მიდიოდა, ექთანს ესაუბრნენ, რომელმაც ყური მოჰკრა როგორ თქვა პაციენტმა ახლა ეკლესიაში სტუმრობის დროაო, თუმცა რომელში არა უხსენებია, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა სიონისკენ უნდა წასულიყვნენ, იქ, სადაც იოანე ქადაგებდა. როდესაც იქ მივიდნენ გიორგის მსგავსი ვერავინ ნახეს. ხელები ჩაიწურეს, საბამ სახლში დააბრუნა ბავშვები, თვითონ კი სხვა გზით გაემართა, მამა იოანე კი გვიანობამდე აპირებდა ეკლესიაში დარჩენას. იმედი ჰქონდა, იმედოვნებდა რომ გამოჩნდებოდა და იქ დალოდებას აპირებდა. რაც შეეხება საბა დოლიძეს. მან უკვე გვიან ღამით გადაწყვიტა მეუღლე და ბავშვები მოენახულებინა. ერთ კვირიანი მალვისა და თავის არიდების შემდეგ, საბოლოოდ მოიკრიბა ძალა მას სტუმრებოდა. უკვე საკუთარი ავტომობილით მისულიყო და სახლთან ახლოს, პირდაპირ ნომერთან გააჩერა. გული უცახცახებდა. ასე მაშინაც კი არ ყოფილა როდესაც პირველად დაპატიჟა პაემანზე როუზი. მაშინაც კი როდესაც საშიშ დამნაშავეებზე ნადირობდა, მაშინაც კი როდესაც სიკვდილს უყურებდა თვალებში და ფიქრობდა ეს უკანასკნელი წამები იქნებოდა მის ცხოვრებაში. გვირილების თაიგულით ხელში, ვინაიდან გვირილები როზის საყვარელი ყვავილები იყო, ჰალსტუხს ისწორებდა. მაშინვე აიბინა საფეხურები და მერვე სართულზე ფეხით ავიდა. არც დაქანცულა, ის მხოლოდ მის სიყვარულზე ფიქრობდა, რომელიც ამდენ წლიან მოგონებებს უკავშირდებოდა. გიორგის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ეს მაინც უნდოდა შედეგიანად დასრულებულიყო, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში ტელეფონის დახმარებით. შემდეგ ყვავილები მიიახლოვა და შეაფასა როგორ უხდებოდა, მისი აზრით ზედ აკვდებოდა... კარზე ზარი არ მუშაობდა, ამიტომ დააკაკუნა. შეეცადა გვირილების თაიგულს მიღმა ჩაემალა თავი. კარი მისმა სიდედრმა გააღო. -საბაა, გამარჯობა! -გაგიმარჯოს ირმა, როგორ ხარ? - ნაძალადევად გაუღიმა და ფიქრებში გაივლო „პანღური გირტყა ვირმა.“ -როგორ უნდა ვიყოთ შვილო, როდემდე შეიძლება მსგავსი რამ? -ირმა არაფერ შუაში ვარ გეფიცები, არც მე ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად კარგი ბავშვები არიან და ისე ძალიან მიყვარს რომ ვიფიქრე მასაც შეუყვარდებოდა, ამიტომ არ გამახსენდა წინასწარ მეთქვა. მეც იმ დილით გავიგე ჩემ როზის ვფიცავარ. სად არის როუზი? -არ ვიცი შვილო, აბა რა ვიცი, მეუბნება რამეს? ვიღაც კაცმა მოაკითხა და ესეც დაბდურა, გაყვა მალე დავბრუნდებიო. - რა წამს თქვა, იმ წამს ხელი მიიფარა პირზე. -რა? -არა, არა, ეს არ უნდა მეთქვა. ღმერთო. მაპატიე შვილო, ენას ხომ ვერ ვაჩერებ ამ პირში. ხომ იცი როგორ მიყვარხარ. „კი, კი, ისემც შენ რა გითხარი შენი...“ -მალე დაბრუნდება თუ გინდა დაელოდე. -ბავშვები მაინც აქ არიან? - გალეწილმა ჰკითხა სიდედრს. -ბავშვებს ვაწვენდი კი უკვე, მაგრამ აქ არიან. -შეიძლება ვნახო? - ცდილობდა ხმას არ აეწია და ბავშვების თანდასწრებით თავი არ დაეკარგა. -რა თქმა უნდა შემოდი. - გვირილების თაიგული სადარბაზოშივე მიაგდო, თან სანამ მიაგდებდა რამდენჯერმე კედელს მიახეთქა. ამის შემდგომ კი მშვიდად შევიდა ბინაში და ბავშვებს ჩაეხუტა. -ჩემო დათუნა, ნოე, როგორ ხართ? ძალიან მომენატრეთ! -ჩვენც მოგვენატრე მაა. დედიკო კი არ გვაძლევს სახლში დაბრუნების უფლებას. - დათომ სუსტი ხმით ამოიხავლა. -მესმის მაა, რაღაც გაუგებრობაა, გპირდები მალე დავალაგებთ ურთიერთობას და თქვენც სახლში დაბრუნდებით. -ის ბავშვები კიდევ იქ არიან? - ნოე გადმოვიდა კითხვით მშობელთან. -კი, და იცი რა საყვარლები არიან? ლამის ყოველ დღე დაჭერობანას და დახუჭობანას ვთამაშობთ. ზღაპრებს ვუკითხავ, სხვებს კი ფილმებს ვაყურებინებ და მეც ვუყურებ ხოლმე მათთან ერთად. დროს გადასარევად ვატარებთ! ჰო კიდევ ამბების მოყოლის საოცარი ხერხი გვაქვს. წრეზე დავსხდებით და ერთმანეთს ჩვენს თავს გადატანილ უცნაურ ამბებს ვუყვებით. ვისაც შეუძლია საუბარი რა თქმა უნდა ისინი ყვებიან, სხვები კი უსმენენ და ხალისობენ. ამაზე ბედნიერება არაფერია, რასაც იქ განვიცდი. თუმცა მაინც რაღაც მაკლია მა, თქვენ მაკლიხართ. ძალიან მაკლიხართ. -ჩვენც მამიკო. -დედიკო ხომ არ იცით სად წავიდა? -არ უთქვამს ჩვენთვის. დაწოლისკენ მოგვიწოდა და თავად თქვა მალე დავბრუნდებიო. ვიღაც კაცი იყო მოსული. -ვინ არ გეცნობოდათ? არ გინახავთ აქამდე? -არა. -საინტერესოა. -ხომ იცი მა, დედა მსგავს არაფერს იკადრებდა. -როგორ არ მესმის ნოე, ვიცი თუმცა მაინც ხომ იცი გამომძიებელის უნარჩვევები მაინც ჯერ ვერ გავიქრე. დედიკოზე ვზრუნავ მეტი არაფერი. ხომ უნცა ვიცოდე ვისთან ერთად არის, რომ ვიცოდე უსაფრთხოდ არის თუ არა. ამიტომ მაინტერესებს თუ სახელი მაინც იცით იმ კაცის. ბებიათქვენმა არ გაიგოს. -არა, მა, მაგრამ ამ დღეებში უკვე მესამედ მოაკითხა ასე ღამე და სადღაც მიყვება. - ნერვებს ძლივს აკონტროლებს. თავს ახსენებს დოლიძე რომ შვილებთან ერთადაა და არ უნდა გაგიჟდეს. მათ არაფერი დაუშავებიათ. -გასაგებია. -დაბადების დღეს გილოცავთ მაა, წინასწარ. -უ თქვენ გენაცვალეთ მე. დიდი მადლობა, მაგრამ დიდი წვეულება უნდა გავმართო ამიტომ წამოდით ჩემთან ერთად, წამოხვალთ? - ბიჭებმა თავი დაუქნიეს. -ირმა ბავშვები მიმყავს თან და როდესაც მოვა როუზი უთხარი რომ ვიყავი და მომიკითხე. აუცილებლად ვნახავ როდესაც მობრძანდება „გასეირნებიდან“. - ზიზღით შეაფრქვია ირმას სიტყვები და არც კი მოუსმენია რის თქმა უნდოდა მას ისე გავიდა სადარბაზოში, ბავშვების რამდენიმე ხელი ტანსაცმელი პარკში ჩაეწყო და ლიფტს დაელოდა. ამასობაში ირმაც გამოვიდა ბინიდან. -სად მიგყავს საბა, რა ვუთხრა როუზის რომ შემეკითხება რატომ გაატანეო. -სიმართლეს, ეტყვი რომ შენთვის არც მიკითხავს წავიყვანდი თუ არა. კეთილი ენება მაშინ და ღამის ორ საათზე სახლში ყოფილიყო რომ მსგავსი რამ არ მოჰყოლოდა ამ ამბავს. -მოიცა, მოიცა... - შევარდა ირმა ბინაში და ცოტა ხნის შემდეგ გამოდის. - მაშინ ეს დაგჭირდება შვილო. - ხელში პაკეტს აწვდის, მასში კი წამლებია. -ეს რა არის? -ექიმმა ნოეს გამოუწერა ყოველდღე უნდა სვას. რეცეპტი მანდ წერია და დოზები. -რა ჭირს ნოეს? რა მოხდა ჩემს აქ არ ყოფნაში? - სულ გადაირია საბა. -არაფერი ისეთი, თავიდან კორონა ეგონათ ააწიოკა როუზიმაც სასწრაფო, მაგრამ გაციება აღმოჩნდა, ყელი სტკივა და ახველებს. -ჰოო, ეგ არაფერი. - თვალი ჩაუკრა გულდამშვიდებულმა შვილს. და როდესაც როუზი ბრუნდებოდა სახლში, თვალი მოჰკრა საბას მსგავს მანქანას, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ლიფტს ვეღარ დაელოდა და ფეხით აუყვა ნელ-ნელა კიბეს. ამ დროს ლიფტი გაიღო და საბა და ბავშვები გამოვიდნენ სადარბაზოდან. მანქანაში ჩასვა ბიჭები, უკანა ღვედები შეუკრა და ავტომობილი დაძრა. -აბა წავედით. - დასცხო ყიჟინა და ავტომობილი გზაზე გადაიყვანა. ბიჭები იმდენად დაღლილნი იყვნენ გზაშივე მიეძინათ, სახლში კი ხელით შეყვანა მოუწია და საკუთარ საწოლებში თავისი ხელით ჩააწვინა მამამისმა. ერთხელ ტკბილად აკოცა ორივეს და ოთახი კვლავ ისეთი მზრუნველი მზერით დატოვა, როგორც ყოველთვის. -მიყვარხართ ბავშვებო. თქვენ გარდა ძვირფასი, ამდენად ძვირფასი არავინ და არაფერი გამაჩნია. თქვენ ხართ ჩემი ცხოვრების მატარებელი, რომელზეც დაგვიანება არ მიყვარს. - კარები მოუხურა და სხვა ბავშვების თვლა დაიწყო, რომ დარწმუნებულიყო ყველა კარგად იყო და ყველა ადგილზე იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.