გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 2)
*** განჯის არქიტექტურით მოხიბლული თაკო დინჯად მიაბიჯებდა ფართო ტროტუარზე. საგამოფენო დარბაზისკენ მიმავალმა ტაქსი ორიოდე კილომეტრის მოშორებით შეაჩერა და გზას ფეხით გაუყვა. აზერბაიჯანის, სიდიდით მეორე ქალაქი მშვიდი, წყნარი და არაფრით გამორჩეულად წარმოედგინა. მისი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა. კორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე ქალაქი მთლად დადუმებულიყო. ტკბებოდა ისლამური არქიტექტურის ცქერით. ყურადღებით ათვალიერებდა უზარმაზარ მეჩეთებს, წითელი აგურით ნაშენებ სახლებს, შენობებს, რომლებიც სხვადასხვა ხალხებსა და იმპერიებს ასახავდა. პირბადე-აფარებული ხალხი კანტიკუნტად მიმოდიოდა განჯის ქუჩებში. თბილი, მზიანი ამინდის მიუხედავად სასეირნოდ გამოსულს ვერსად შენიშნავდა კაცი. თითქოს ყველას სადღაც მიეჩქარებოდა. თაკო პერიოდულად ხალხს აკვირდებოდა. უმეტესი მათგანი სახეზე აშაკარა დარდს და შფოთვას ხედავდა. უდარდელი და ბედნიერი ადამიანი ალბათ არ არსებობს. - ფიქრობდა გოგო. ყველას აქვს სადარდებელი. თვით ცხოველსაც კი, რომელიც დღენიადაც საკვების მოპოვებაზე ფიქრობს, მოქმედებს და დარდობს ამავდროეულად. ადამიანის ერთ-ერთ მთავარ სადარდებლად კი მისივე დაშვებული შეცდომები მიაჩნდა. მასაც არაერთი შეცდომა დაუშვია, მაგრამ თვლიდა, რომ ყველაზე მთავარი შეცდომა, რასაც ადამიანი უშვებს, ეს უმოქმედობა, ფუჭი ოცნება და შიში იმისა, რაიმე არ შეეშალოს. მსგავს შეცდომებს თაკო, თითქმის არ უშვებდა. მისი ერთადერთი სადარდებელი საყვარელი მეუღლის, თუნდაც ორიოდე დღიანი უნახავობა იყო. ფიქრებში გართული არტ გარდენს მიუახლოვდა. ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე, მიტოვებული შენობა, რამდენიმე ახალგაზრდა აზერბაიჯანელს საკუთარი ხარჯებით აღედგინა და ხელოვნების სახლად ექციათ. აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთვრებულ ისმაილს, ჯერ კიდევ, დედაქალაქში სწავლისას ჩაესახა იდეა, საკუთარ ქალაქში შეექმნა ხელოვნების მრავალპროფილიანი სახლი. რაც, მისი აზრით განჯის ახალგაზრდობას გამოაფხიზლებდა და სულიერ საზრდოს მისცემდა. თუკი ბაქოელი ახალგაზრდისთვის პარასკევი საღამო ნიშნავს არჩევანს მრავალ ვარიანტს შორის: გლამურული ღამის კლუბებიდან დაწყებული, არტ-ჰაუზ ფილმების ჩვენებით დამთავრებული, პროვინციიელი ახალგაზრდების პარასკევი საღამოს გართობა ჩაიხანისა თუ ყავახანის სტუმრობა თუ იქნებოდა. გოგონებს ხშირად ეს ვარიანტიც არ ჰქონდათ. განჯაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, წესიერი გოგოები საღამოს სახლში უნდა მსხდარიყვნენ. თაკო უკვე შემდგარი ჟურნალისტი იყო, როცა ბაქოში ვიზიტისას შემთხვევით გაიცნო პირველ კურსელი ისმაილ ორუჯოვი. გოგო აზერბაიჯანელი სტუდენტების განათლების ხარისხზე, გართობასა და ზოგადად ცხოვრების წესსზე აკეთებდა სიუჟეტს. საქართველოში დაბრუნებისას. დაგეგმილი ჰქონდა იგივე თემატიკის სიუჟეტი ქართველ სტუდენტებზეც შეექმა და შედარება გაეკეთებინა. ბაქოში ყოფნისას აზერბაიჯანულ უნივრსიტეტში რამდენიმე რუსულენოვან ლექციასაც დაესწრო. სანდომიანი გამომეტყველების სტუდენტი, ისმაილ ორუჯოვი თითქმის ყველა თანაკურსელისგან განსხვავდებოდა ჯანსაღი აზროვნებით, თანამედროვე შეხედულებებითა და ეროვნული თვითშეგნებით. თუმცა სხვა, კონსერვატორული შეხედულებების მქონე სტუდენტებისგან განსხვავებით საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ტრადიციებისადმი, რაც აზერბაჯანელი ქალების უფლებებს უხეშად არღვევდა. თაკოზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა მისმა გამოსვლამ, სადაც ისმაილი დამაჯერებლობით, ორატორულად საუბრობდა ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობაზე. ლექციის დასრულების შემდეგ ქართველი ჟურნალისტი ისმაილთან მივიდა და ინტერვიუ ჩაწერა. ისმაილმა გაუმხილა, რომ მშობლიურ განჯაში ხელოვნების სახლის გაკეთებას გეგმავდა, სადაც ბიჭებთან ერთად, გოგონებიც ჩვეულებრივ ივლიდნენ. დარწმუნებული იყო, არტ გარდენი განჯელი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების შემობრუნების წერტილი გახდებოდა. ამბობდა, რომ მსგავსი ადგილები რეგიონებში აუცილებელია - არა მხოლოდ გართობისთვის, ისინი დაეხმარებიან ადამიანებს შეიცვალონ თავიანთი მსოფლმხედველობა. გააფართოვონ საზღვრები და ბევრმა მათგანმა საკუთარი გზაც იპოვოსო. საუბრის ბოლოს თაკო დაჰპირდა, როცა სამხატვრო გამოფენა გაიმართებოდა მისი მეგობარი მხატვრის ტილოებს ჩამოიტანდა და გამოფენდა მის გალერეაში. ამის შემდეგ ისმაილისა და თაკოს შეხვედრა მეგობრობაში გადაიზარდა. ბიჭი მალევე დაოჯახდა და მეუღლესთან, ტაჰმინასთან ერთად, საზაფხულო არდადეგებს, ხშირად ბათუმში ატარებდა. თბილისში ყოფნისას კი ზვიადს და თაკო ყოველთვის სტუმრობდა. ბოლო წლებში, როცა განჯისთვის ისეთი „არასტანდარტული“ ადგილი გაჩნდა, როგორიც არტ გარდენია, ის მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. აქ უკვე ხშირად იმართებოდა კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, არტ თერაპიის სესიები და სხვა მრავალი აქტივობები. არტ გარდენ კაფეში მდგომ როალზე ვინმე გამუდმებით უკრავს. ცალკე მყუდრო ოთახში, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტაჰმინა ხატვის გაკვეთილებს ატარებს. დაბლა, ყოფილ ავტოფარეხში ისმალი ორიგინალურ ავეჯს და სხვადასხვა საჭირო ნივთებს ამზადებს. ახლომდებარე მიშენებაში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები რეპეტიციებს აწყობენ. ოთახი და ინსტრუმენტები მათთვის უფასოა, მხოლოდ რიგში უნდა ჩაეწერონ. არტ გარდენში ათი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. დამთვალიერებლებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა მისულიყვნენ, ნიჭიერი მხატვრების შემოქმედებას გაცნობოდნენ და წარმოედგენა შეექმნათ ეპოქალური ბრუნვის მიერ მოტანილი სიახლეების შესახებ. გალერეაში წამოდგენილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს შორის „გერგეთისკენ მიმავალნი“ აშკარად გამოირჩეოდა. მხატვრობაში გამოცდილი და გამოუცდელი დამთვალირებლებიც მონუსხულები შეჰყურებდნენ ნახატს. ბევრი მათგანისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ნახატს ტრანსფორმირება შეეძლო, ამის გამო გალერეა ვიზიტორებს ვეღარ იტევდა. ბოლოს, ნახატით აღტაცებული ხალხის მწუხარებას, მხოლოდ ის იწვევდა, რომ განსხვევებით სხვა ნახატებისგან მხოლოდ „გერგეთისკენ მიმავალნი“ არ იყიდებოდა. თაკომ არტ გარდენის ეზოში შეაბიჯა. ეზოშიც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ვიტრაჟიან კაფეშიც შორიდანვე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. ამის გამო შესვლა გადაიფიქრა და ეზოს ბოლოში მდგარი ტაჰმინასკენ დაიძრა. - დილა მშვიდობის ტაჰმინა. - ლამაზი ქარველი გოგო, დილა მშვიდობის. - გაიღიმა გოგონამ. - ოჰო. - გაიოცა თაკომ - სტუმრები მეუბნებიან, იმ ნახატის სანახავად ვართ ლამაზმა ქართველმა გოგომ, რომ ჩამოიტანაო. - მართლაც რამდენი ხალხი მოსულა. - თაკომ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ეზოს. - შენმა მეგობრის ტილომ პირდაპირ ფუროფი მოახდინა. ყველა გაიძახის რაღაც მისტიურიაო ამ ნახატში. რა გითხრა, მეც მომწონს ეს ნახატი, მაგრამ მისტიურს ვერაფერს ვატყობ... სტყმრებმა იციან, რომ დღეს გამოფენის დასკვნითი დღეა და ვისაც არ უნახავს მგონი ყველამ აქ მოიყარა თავი. შეხედე კაფეშიც რამდენი ხალხია. ეს სამი დღე, რაც ჩვენმა კაფემ იმუშავა მგონი მთელი წლის გადასახადებს ეყოფა. - ძალიან კარგი. - გულწრფელად გაუხარდა თაკო. - ჩემები სად არიან? - ოპერატორი და მძღოლი მოიკითხა გოგომ. - მგონი კაფეში არიან, ყავას სვამენ. გინდა დავუძახო ოპერატორს? მაგრამ ხომ დაასრულე სიუჟეტი? - დავასრულე. ურბალოდ არ მინდა ალკოჰოლი დალიონ, საღამოს თბილისისკენ უნდა დავიძრათ.. - რაო? - პირი დააღო ტაჰმინამ. - ბანკეტზე არ რჩები? გაგიჟდება ისმაილი. - მოვუბოდიშებ, ძალიან მეჩქარება. თანაც ნახატი პატრონს დროულად უნდა ჩავუტანო. - ასე არ გამოვა თაკო, ისმაილი შენს გამო აწყობს ამ ბანკეტს. სიტყვით გამოსვლაც კი აქვს დაგეგმილი. - ჩაიცინა გოგომ. - სულ შენ გვმასპინძლობ თბილისში.... ისიც გეყოს რომ მეუღლე არ ჩამოიყვანე. - ხომ გითხარი, მართლა არ ეცალა, თორემ ძალიან კი უნდოდა წამოსვლა. - მოკლედ, ხვალ დილამდე ვერსად წახვალთ. ჩავამთავროთ დღევანდელი გამოფენა და საღამოს რესტორანი სპეციალურად ჩვენთვის არის დახურული. უარი არ მიიღება იცოდე. შევთანხმდით? - თვალებში ჩააცქერდა გოგოს. - კარგი, რა გაეწყობა. - უხერხულად გაიღიმა თაკომ. პრემიუმ კლასის რესტორანში არაჩვეულებრივი გარემო სუფევდა. ბანკეტს, არტ გარდენის თანამშრომლები, მონაწილე მხატვრები და რამდენიმე სტუმარი ესწრებოდა. ისმაილმა ქართველი სტუმრები საპატივსაცემოდ, აზერბაჯანული და ქართული ცეკვების და სიმღერების შოუ გამართა. ცოტა მხიარულება ბოლომდე ეშხში შევიდოდა, როცა ისმაილმა სტუმრების ყურადღება ითხოვა და ფეხზეწამოდგა. - მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ სამი დღისათვის, რაც ჩვენი არტ გალერისა და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვისაც საკმაოდ პოზიტიური მოვლენა იყო. ვიხილეთ უამრავი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევარი, ბევრმა მათგანმა დიდი მოწონება დაიმსახურა და უმრავლესობა სარფიანადაც გაიყიდა. მაგრამ მოდით ვაღიაროთ, ჩვენი ქართველი სტუმრების, ჩემი უმშვენიერი მეგობრის მიერ ჩამოტანილი ნახატი ნამდვილი შედევრია. სამწუხაროდ ავტორს არ ვიცნობთ, მაგრამ თაკოსგან მივიღე დაპირება, რომ უახლოეს მომავალში ავტორთან ერთად მის სხვა ნახატებსაც ვიხილავთ ჩვენს გალერეაში. ისმაილის ბოლო სიტყვებმა მხურვალე ტაში გამოიწვია. - მეგობრებო. - განაგრძლო ისმაილმა. - ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ბედმა ერთმანეთის მეზობლად ცხოვრება გვარგუნა. ჩვენ შორის არსებულმა სულიერმა კავშირმა და მსგავსებებმა ხელი შეუწყო კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. ეს სიყვარული ახლაც გრძელდება და ყოველთვის გაგრძელდება. მიუხედავად ბევრი სიძნელისა, ხელოვნება მუდამ ცოცხლობს. ხალხი ხელოვნებასთან, ცეკვასთან, მუსიკასთან ვართ კავშირში. ხელოვნება ყოველთვის აერთიანებდა და აახლოვებდა სხვადასხვა ხალხებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში მდგომარეობა მარტივი არ არის და პანდემიის გამო ცხოვრება თითქმის გაჩერდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონა ვირუსი ადღე თუ გვიან დასრულდება, ხელოვნება კი მუდამ დარჩება... ასე რომ მეგობრებო, მოდით კიდევ ერთხელ მივესალმოთ, ჩემს მეგობარსა და ულამაზეს ქალბატონს თაკო ნიშნიანიძეს! სიტყვის დასრულებას კიდევ უფრო მხურვალე ტაში მოჰყვა. დარცხვენილი და წამოწითლებული თაკო ფეხზე წამომდგარიყო და თავს მორიდებით უკრავდა ხალხს. კიდევ ორიოდე საათს გასტანა ბანკეტმა. დაღლილი და შეზარხოშებული სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ. თაკო გვარიანად მთვრალ ოპერატორსა და მძღოლთან მივიდა და სთხოვა, დილით ადრე უნდა წასულიყვნენ და ბევრი აღარ დაელიათ. მასპინძელისკენ დაიძრა. ისმაილი ერთ-ერთ სტუმარს ელაპარაკებოდა და უკვე მერამდენედ, მადლობას უხდიდა. - აი ჩვენი საპატიო სტუმარიც. - შეეგება ისმაილი. - გაიცანი თაკო, ეს ბატონი აჰმედია. - მიუთითა გვერდით მდგომზე. გამხდარ, ოდნავ წელში მოხრილ კაცს სახეზე მსუბუქი, თითქოს აზარტული ღიმილი დასთამაშებდა. შუა ხანს გადაცილებული, მოხდენილ პიჯაკში გამოწყობილი აჰმედი თაკოს ხელს დასწვდა და პატივიცემის ნიშნად ხელზე ეამბორა. - თითქოს მეცნობით საიდანღაც. - იჭვნეული თვალები მიაპყრო თაკომ. - ყოველ დღე გამოფენაზე იყო, ალბათ აქედან. - მის ნაცვლად უპასუხა ისმაილმა. - შესაძლებელია, მაგრამ... - უნდა გამოგიტყდე. - გააწყვეტინა ისმაილმა. - კი ისურვა ინკოგნიტოდ დარჩენა, მაგრამ ალბათ არაფერი დაშავდება თუკი გაგიმხელთ, რომ ამ გამოფენა-გაყიდვის შემოქმედი და დამფინანსებელი სწორედ ბატონი აჰმედია. ასევე ეს საღამოც მისი დამსახურება. მისი ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ის იყო, რომ ტილოს „გერგეთისკენ მიმავალნი“ აუცილებლად დაემშვენებინა ჩვენი გალერეა. - რამ გამოიწვია თქვენი ასეთი ინტერესი? - ალმაცერად გახედა თაკომ. აჰმედი დაიბნა. აშაკარად არ ელოდა, ისმაილი თუ მის თხოვნას გადავიდოდა და გაამჟღავნებდა, რომ მისი თხოვნით და დაფინანსებით შედგა ეს გამოფენა. - ნუ მიწყენთ. - უხერხულობა შეამჩნია ისმაილმა. - როგორც იცით, თაკო ჩემი უფროსი მეგობარია, ასე რომ არანაირი პრობლემა არ იქნება. - თქვენ აზერბაიჯანელი ხართ? თქვენს საუბარს ყური მოვკარი, რატომრაც რუსულად საუბრობთ და არა აზერბაიჯანულად. - კითხვებს განაგრძობდა გოგო. მოულოდნელად აჰმედის მობილური აწკრიალდა. კაცმა შვებით ამოსუნთა. მეუღლე მირეკავსო ჩაილაპარაკა, მოუბოდიშა და ნელის სვლით გასასვლელისკენ დაიძრა. - ვინ არის ეს კაცი? - ისმაილს მიუტრიალდა თაკო. - სიმართლე გითხრა? - გაიცინა ისმაილმა. - აბა რა უნდა ქნა?! - გაბრაზდა გოგო. - არ ვიცი. ერთი თვის უკან მოვიდა, გაგვეცნო, წამოშობით აზერბაიჯანელია. ევროპაში გაიზარდა და ბიზნესიც იქ აქვს. სპონსორობა შემომთავაზა. მითხრა მინდა ჩემი ფული ჩემი ქვეყნის კულტურულ განვითარებას მოვახმაროვო. უარი რატომ უნდა მეთქვა? - რაღაც ევროპული აქცენტი არ ჰქონდა...არ მომწონს ეს ამბავი. - თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ. - რატომ? - საიდან იცოდა ამ ნახატის შესახებ? ან მაინცდამაინც ამ ნახატის ნახვა რატომ სურდა აქ? ავტორს ტილო თბილისშიც ჰქონდა გამოფენაზე გატანილი და იქაც შეეძლო ენახა, თუკი ასე ძალიან მოსწონს. - არ ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. - ან საიდან იცოდა წარმოშობით აზერბაიჯანელმა, ევროპელმა ბიზნესმენმა, რომ ნახატის ავტორი ჩემი მეგობარია და მისი აქ ჩამოტანა შემეძლო? - შენს დასმულ კითხვებზეც დაიბნა... არაფერი გიპასუხა. - ეჭვმა შეიპყრო ბიჭიც. აქ დამელოდეო ჩაილაპარაკა და იმ გასასვლელისკენ დაიძრა, საითაც, რამდენიმე წუთის უკან აჰმედი გავიდა. ამასობაში აჰმედი, რესტორნის სიახლოვეს მდგარ მანქნაში ჩამჯდარიყო და ორ ნიღბიან მამაკაცს აღელვებული ესაუბრებოდა. - ნახატი მაჩვენეთ! - არ გადმოგვიტანია ჯერ. შენს ბრძანებას ველოდებოდით. - რაღა ბრძანება გინდოდათ?! - გაცოფდა აჰმედი. - მეგონა უკვე აქ გქონდათ. ის მაინც თუ იცით, რომ ნამდვილად მანქანაში უდევთ?! - მანდ არის სამველ, ჩემი თვალით დავინახეთ, გალერიიდან გამოიტანეს და მანქანაში ჩადეს. იქიდან პირდაპირ აქ წამოვიდნენ. - რამდენჯერ გაგიმეორო შე იდიოტო, სამველ კი არა, აჰმედ! - სანამ აზერბაიჯანს არ დავტოვებთ აჰმედი მქვია! - ბოდიში. - ჩაიბურტყუნა ნიღბიანმა. - სულელმა ისმაილმა, იმ ქართველო გოგოს უთხრა, რომ მე დავაფინანსე ეს ყველაფერი. ჩემი იქ მისვლა უკვე საშიშია. ზედმეტი კითხვების დასმა დაიწყო. სასწრაფოდ ნახატი გადმოვიტანოთ და გავეცალოთ აქაურობას. დაძარი მანქანა. ავტომობილმა ნელი სვლით, რესტორნის უკანა მხარეს, საპარკინგე ადგილისკენ აიღო გეზი და მერსედესის ტიპის მინივენთან შეჩერდა. სამველა თავზე ნიღაბი მოირგო და მანქანიდან გადახდა. დანარჩენი ნიღბიანებიც მიჰყვნენ. ერთ-ერთმა ნიღბიანმა მინივენის შუშა პისტოლეტის ტარი ჰკრა, ჩაამსხვრია და კარი გააღო. ორიოდე ერთი წუთიც არ იყო გასული ტილო უკანა სავარძის ქვეში იპოვეს. - აქ არის. - დაიჩურჩულა ნიღბიანმა. ის ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყვნენ, რომ ისმაილი ღრიალით გამოვარდა ნიღბიანებისკენ. აქოშინებული თაკოც უკან მოსდევდა. - ადგილზე დააბრუნეთ ნაძირლებო! ერთ-ერთი დაქირავებული ნიღბიანი ისმაილის მოახლოვებას არ დაელოდა, თვითონაც მის საპირისპიროდ გაიქცა და პოსტოლეტის ტარი მოწყვეტით დაუშვა შუბლზე. გასისხლიანებული ბიჭი ასფალტზე უგონოდ დაეცა. თაკო რამდენიმე წამით უგონო ბიჭთან ჩაიმუხლა. მალევე ფეხზე წამოიჭრა, გამწარებული ეცა თავდამსხმელს და ნიღაბი მოაძრო. გამოაშკარავებულ სამველ გრიგორიანს თვალები ხაფანგში ახლად გამომწყვდეული გარეული ცხოველივით ამღვრეოდა. მისი აზარტული ღიმილი მრისხანებას შეეცვალა. ქალს ყბაში მუშტი ძლიერად აძგერა და გონება დაკარგული საკუთარი მანქანისკენ გაათრია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.