შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.8

5-11-2021, 19:02
ავტორი guroo
ნანახია 1 063

მოსრიალებს ზღვის ტალღები და ზურგქვეშ ეგება მიას შიშველ, შეციებულ სხეულს, რომელიც დაისის მზეზე აღაჟღაჟებულ შავ ზვას უყოყმანოდ ჰპარავს ამავე მზისგან მთელი დღის მანძილზე ნაქურდალ სითბოს. ცა მგლოვიარე ქალივით მოიხურავს შავ მატერიას ძალიან მალე და ვერ მიხვდება მია - ვისი გლოვის დღეა. იმიტომ, რომ ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, რაც დროის ერთი და იგივე მომენტებში ხდება და ხშირად მეორდება. მათ შორის მიაც შეეჩვია დაღამების გარდაუვალ რიტუალს. მარტო ამას კი არა, ყველაფერ გარდაუვალს შეეჩვია, მაგრამ თოკზე სარეცხივით საგულდაგულოდ გამოფენილ შეჩვევათა ამ მიმდევრობას სხვა, გადალახვადი და მოგვარებადი შემთხვევებიც მიემატა და შეეგუა მია, რომ ეული უნდა ყოფილიყო, გარიყული და ხელნაკრავი, გულნატკენი და გაწბილებული, იმედგაცრუებული, გამოყენებული, დაჩაგრული, გაბოროტებული... და კიდევ ათასობით უსიამოვნო განწყობას შეგუებული, რამაც მიწამდე ჩამოზნიქა სარეცხის თოკი, მოაბოშა, დაამძიმა და ვიდრე გაწყდებოდა, ძირს მოათრია ზედ მიჯრით აკინძულ-ახუნძლული, ცრემმლშეუშრობელი სარეცხი.
ახლა ზღვა ღელავს და ვერ ისვენებს. ზუსტად ისევე, როგორც ცხოვრება იშანთება ადამიანების მეხსიერებაში მშფოთვარე გამოცდილებად და სულს უწრიალებს გამოსაცდელებს. მოუსვენარი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე მია ისე წევს, როგორც სიმძიმისგან მიწაზე დანარცხებული სარეცხი. წყლიდან ახალ ამოსულს ტანზე წყლის წვეთები უელავს ჩამავალი მზის მუქ ნათებაზე.
- რა ონავარი ყოფილხარ.
თავი წამოსწია, ნაცნობი ხმა რომ შემოესმა. დაინახა ნოე, ზაფხულისთვის უჩვეულოდ გრილი ამინდის შესაფერისად გამოწყობილი, თავგადაპარსული, ისეთივე მიმზიდველი და სასურველი, როგორც წარსულში, ასევე მომხდართან შეუსაბამოდ კეთილგანწყობილი და მაინც ზიზღისმომგვრელი, რადგან ადგილი აღარ ეკავა მის გულში, რაღაც ფარულ ძალას გამოეგდო, გამოეძევებინა დანაშაულის გამო, რომლის ბოლომდე ცხადად გააზრება მიას არ შეეძლო.
- არ მითხრა, რომ გაგაოცე.
- გამიკვრიდა. არ მოველოდი.
- შენ რომ კარგად გაგეცანი და მართლა გყვარებოდი, იქნებ სწორი მოლოდინებიც გქონოდა. მაგრამ მე და შენ ერთმანეთს არ ვგავართ, - ტანსაცმელზე ანიშნა და ჩაეღიმა, რაკი თვითონაც შეძლო დაენახა შიშველ და ჩაცმულ სხეულებს შორის არსებული კონტრასტი; - მაგიტომაც გეუბნები, რომ არ მიცნობ.
- ვსეირნობდი და დაგინახე. ანუ სპეციალურად არ დაგეძებ ქუჩებში. სათქმელიც არაფერი მაქვს. არ გიბრაზდები და პასუხს არ გთხოვ ჩადენილის გამო. მარტო იმის ცოდნა მინდა, რომ კარგად ხვდები, რამხელა დათბომაზე მივდივარ. ნუთუ დასაფასებელი არ არის?
- აბა, რა გითხრა? იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ შენი გულმოწყალება ნამდვილია. იქნებ სამართლიანი გგონია, რაც გავაკეთე?
- გაბრაზდი და ირონიულიც გამხდარხარ.
- შენ თუ ვერ ხვდები, რომ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს და უნდა წახვიდე, მაშინ ასე მოვიქცეთ: დაღლამდე ვიმეოროთ ერთი და იგივე. მოიცა, როგორ იყო, წეღან როგორ გითხარი?
- "არ მითხრა, რომ გაგაოცე". ამის თქმა გინდა?
- ჰო, ზუსტად.
- რა სასტიკი გახდი... დაუნდობელიც.
- წადი, ნოე. მზეს ეღობები და ჩრდილი მადგება.
- ჩრდილის შესახებ მაინც ნუ ტყუი. კარგად იყავი.
ტალღები ისე აქაფდა, ზღვა დუჟმორეულ, უსიცოცხლობისგან გაფერმკრთალებულ გვამს დაემსგავსა. მია ისევ ქვიშაზე იწვა, ამ სიკვდილისმიერი მორევიდან გამორიყული, და ზედ ეხეთქებოდა ქაფმოდებული წყლის ნაზი ზვირთები, როგორც მედგარ კლდეს - გავეშებული ზღვა შლეგი ცეკვით. ინგრეოდა და ნაწევრდებოდა მია კლდის ნაშალივით. ლამის ზღვის ბობოქარ სულს გაეტაცებინა მისი სიცოცხლე, მისივე ნებართვით, რადგან ზურგქვეშ გველივით მოსრიალე წყალი, როგორც პატარა ბავშვისთვის დედის ხელით დარწეული აკვანი, ანდა როგორც მოალერსე და მომნუსხველი სირ'ინოზი, მიასთვის ნეტარება იყო: მშვიდი, უშფოთველი, ფაქიზი შეგრძნება, რომელიც სულს გააყიდინებდა, სიცოცხლეს დაათმობინებდა; რომელსაც თვალდახუჭული უკან გაჰყვებოდა, თუნდაც ფეხებთან გზა მორჩენოდა და ვეღარ შეეგრძნო მიწის სიმყარე. აი, მაშინ კი იფრიალებდა ზუსტად იმ ფურცლებივით, ერთი მოყირჭებული წიგნის ყდას რომ მოსწყდა, როცა მწვანე ხალიჩაზე მორბენალ თაგვს უნდა გადაფარებოდა კუბოს სარქველივით. იქნებ სიკვდილამდე გამხმარი ბუქთბალიშების სურნელიც მისწვდენოდა მის გაცხოველებულ ყნოსვას, რომელიც აუცილებლად ასეთი უნდა ყოფილიყო მიას წარმოდგენით, რადგან ეგონა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ყველა შეგრძნება გაუმძაფრდებოდა სიცოცხლესთან საბოლოო, მეტად დასამახსოვრებელ ზიარებისას. და ნეტავ რა შემორჩებოდა გონების ხვეულებში აქაური ყოფის შესახებ? მუქთბალიშები? თუ შურისგება? რომელიმე საყვარელი ადამიანი ხომ არა? საკუთარი თავი ხომ არა? თუ სინანული, ლოგინში მძიმედ შემოწოლილი მსუქანი პარტნიორივით შემაწუხებელი?
სიცივე მთელ სხეულში გაუჯდა. მეტს ვეღარ გაუძლო. ჩაიცვა და უკან მოიტოვა ზღვა და სანაპირო და პირქუში ფიქრები.
მანანა დეიდას მიაკითხა, რათა შიმშილის გრძნობა დაეკოებინა. მანაც სიხარულით გაუწყო სუფრა.
- ნოე ვნახე. მითხრა, რომ არ ბრაზობს; - სინდისდამშვიდებულმა თქვა და მანანას კმაყოფილებით სავსე მზერა მიაპყრო.
- ძალიან კარგი. მიხარია.
- ჰო, ვიცოდი, რომ გაგეხარდებოდათ.
ქალმა ჯერ ჩანგალი აკაკუნა თეფშზე, მერე რამდენჯერმე მიას გახედა და ისევ გააგრძელა კაკუნი. ეტყობოდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ თავს ვერ აბამდა. ფიქრობდა, აკაკუნებდა და ისევ ფიქრობდა და აკაკუნებდა, სანამ თვითონვე არ შეწუხდა გულისგამაწვრილებელი ხმაურით, რომელსაც მია არ იმჩნევდა.
- მია, შვილო, ერთს გეტყვი და უნდა დამიჯერო.
მანანა დეიდას მიაჩერდა, ბოლო ლუკმა გულმოდგინებით დაღეჭა და ერთბაშად გადაყლაპა. ყელზეც კი შეეტყო რაღაც გაბურთულმა და ნერწყვისმომდენმა რომ ჩაისრიალია და გაიკვალა გზა მშიერ კუჭამდე.
- გისმენთ.
- საწადელს ხომ უკვე მიაღწიე? გევედრები, ნუღარ ბრაზობ სხვებზე და შენთვის იცხოვრე, შენი ბედნიერებისთვის და კარგად ყოფნისთვის. შეშვი, რა. ნუღარ ცდილობ ყველაფრის ნგრევასა და უარყოფას. სამყაროს წესრიგი სჭირდება, შენი მავნებელი ქაოსი კი არა. დატკბი მოცემულობით, მია. ვნებათაღელვა საკმარისია.
გაოცებული და სახტად დარჩენილი მია კარგახანს იჯდა გაუნძრევლად, სიტყვის დაუცდენლად და ცარიელი მზერით იყურებოდა. როცა განცვიფრებამ გადაუარა და გონს მოეგო, უკვე მთელი არსებით სძულდა მანანა დეიდა.
- აბა, რას უარვყოფ?
- რომ დამნაშავე შენც ისევე ხარ, როგორც დანარჩენები.
- თქვენ რა იცით?
- ვიცი. იმიტომ, რომ ყოველდღე გიყურებ და ვხედავ, თითს როგორ იშვერ სხვებისკენ და ადანაშაულებ ყველაფერში, რაც შენი ბრალია.
- თქვენ რა იცით-მეთქი?
- რატომ მიყვირი, შვილო?
- არ გეტყვით. თქვენ ხომ აუცილებლად გეცოდინებათ. თქვენ ხომ ყველაფერი იცით. თქვენ ხომ იცით, არა? ასე არ არის? ამას არ მიმტკიცებდით ცოტახნისწინ?
- ნუ ყვირი, მია, დამშვიდდი. რა მოგივიდა?
- ეგ როგორ? არ იცით რა მომივიდა? ვააჰ, გილოცავთ. ძლივს რაღაც არ იცით.
- ვიცი, რომ სიყვარულს გაურბიხარ, როცა ამას ვინმე გაგრძნობინებს. ახლაც იმიტომ მიბრაზდები, რომ შენზე ვზრუნავ, მიყვარხარ, მია, და შენ გაქცევა გინდა, უარყოფა ჩემი შენდამი სიყვარულისა...
- რაებს ბოდიალობთ? თავი დედაჩემი ხომ არ გგონიათ?
- მართალია. მე დედაშენი არ ვარ.
- მაგრამ მაინც ეცილებით დედობაში. ერთი ეს მითხარით თქვენი ქმარ-შვილი სად არის? მართლა საზღვარგარეთ არიან, თუ ცივი მიწის ქვეშ განისვენებენ და კუბოებში ყრიან? იქნებ ღმერთმაც არ მოგცათ დედობის ფუფუნება და შვილები წაგართვათ?
- რამ გაგაბოროტა, შვილო, ასე ძალიან. მე ხომ არაფერი დამიშავებია?
- თავხედი ხართ. აწეწილ სულში დაძვრებით, მიედ-მოედებით ყველგან და მერე დალაგების კეთილშობილური სურვილით გულანთებული ეხმარებით ამ სულის პატრონს. მართლა ასეთად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? მართლა გჯერათ ამის?
- შენ ბოროტი ხარ, ძალიან ბოროტი.
- მე ვარ ბოროტი? და თქვენ კეთილი ხართ? ვერ ხედავთ, რომ სიკეთე დასაცინია? ვერ ხედავთ, რომ დაგცინით თქვენი კეთილი განზრახვების გამო?
- შენ რომ იცოდე, ახლა გულს როგორ მტკენ...
- როგორ და სამართლიანად! დღეს ძალიან უგემურად ვჭამე. თქვენი საჭმელი არაფრად ვარგოდა.
- მაინც შეგერგოს.
- თუ გული არ ამერია.
კარის მოჯახუნების ხმა გაისმა და დარჩა მანანა სრულიად მარტო, გულზე ეკლიან ვარდებად მოფენილ იარებთან ერთად, რომელთა მოსაშუშებლად არაფრის გაკეთება შეეძლო.
***
სარკემ თმაგადაპარსული, ქაჩალი ნოე აირეკლა, რომელიც შეწირპლული თვალებით აკვირდებოდა ჟღალი თმის გაუჩინარების კვალს. ძლივს შესამჩნევი ნარინჯისფერი ზოლი, ხანაც ცეცხლის ალით აბრიალებული ვიწრო ძაფი და ხან კიდევ მთლიან თავზე გადაგლესილი, სტაფილოს ძალზედ თხელი ნაფრცქვენი ელანდებოდა. ხელი გადაისვა. ათასობით თმის მოკვეთილმა ღერმა ერთდროულად უჩხვლიტა რბილ კანზე. პირველად მაშინ დაებადა იდეა, რომ დაეხატა მელოტი კაცი და თავზე ბუსუსებიანი სტაფილო დაეფარებინა. ამ კაცს უნდა გამოეღვიძებინა უკლებლივ ყველა ადამიანში ფესვებგადგმული სევდა და კაეშანი, მაგრამ პირველ შეხედვის დროს დამთვარიელებლებს უნდა გასცინებოდათ. ბოლოს კი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სინამდვილეში ნახატი ადგილია სევდისა და ნაღველისა, სადაც უფლება არ აქვს სიყვარულსა და სიხარულს, გადააბიჯოს ზღურბლს და მიაღწიოს მათ გულებამდეც.
მაშინვე ხატვას შეუდგა.
რას ეტყოდა მია ახალი იდეის მისთვის გაზიარება რომ შესძლებოდა? რომ ნახატი მკაცრად მელანქოლიურია? ნამდვილად შეეძლო მიას ამის ამოცნობა, დანახვა და მერე სიტყვებით ზედმიწევნით გადმოცემა შეგრძნობილისა, თუ ამგვარ შეფასებას მხოლოდ იმიტომ მისცემდა, რომ იცოდა, ნოე თავსდამტყდარ მელანქოლიას ებრძოდა? ნუთუ გასაოცარი გამჭრიახობა სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ნოეს ცხოვრებაში უკვე დამდგარიყო უაზრო სასოწარკვეთილების დღე და ამ ახალ ნახატში იგი საპირისპირო რეალობასთან შეჯახებას ცდილობდა?
ფიქრები თითქოს ფუნჯს აფერხებდნენ, ანელებდნენ და ტლანქად ამოძრავებდნენ ტილოზე, ისე აირია ფერები ერთმანეთში და ნახატიც ჩანაფიქრისგან საგრძნობლად გაუცხოვდა. ნოე ვერ გაუმკლავდა დაზვავებულ ფიქრებსა და მოგონებებს. მოლბერტთან ჩამოჯდა. სიჩუმეს მიაყურადა და ძალიან დიდხანს აღარ დაუხატავს.
აწვალებდა მიასგან მოსმენილი ბოლო კითხვა: "იქნებ სამართლიანი გგონია, რაც გავაკეთე?"

№1  offline მოდერი guroo

აი, ხომ მთელი დღე მოვანდომე ამის დაწერას, არა? მაინც ძალიან პატარააა. გული მომიკვდა, რომ მეტი არ გამოვიდა.
გელოდებით.

№2 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

გურამ, როგორ ხარ?
მოცულობა არ ნიშნავს ხარისხს, მცირე ნაწარმოებშიც შეიძლება იდოს ისეთი რამ, რაც დაგაფიქრებს ადამიანს.
წარმატებებს გისურვებ.

პ.ს. ის რაც აკეთილშობილებს ადამიანს, არ შეიძლება იყოს ცუდი იდეა

№3  offline წევრი Life is beautiful

guroo
აი, ხომ მთელი დღე მოვანდომე ამის დაწერას, არა? მაინც ძალიან პატარააა. გული მომიკვდა, რომ მეტი არ გამოვიდა.
გელოდებით.

ნამდვილად მოცუცნულია. :დ
წინა თავი არ მახსოვს, ამიტომ ჩემი ბრძნადმეტყველება, საგრძნობლად შემცირდა.
მია, უბრალოდ ისეთი პერსონაჟია, ფიზიკურად ვერ მოგეწონება , ნორმალური ადამიანი თუ ხარ , მაგრამ მე მომწონს...
სამწუხაროდ, იუმორის გამოყენების შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს თორე, სარკაზმი , ცინიზმი , ირონია და იუმორი თუნდაც შავი, ისე შეუწყობდა ერთმანეთს ხელს, არც სხვას გაუკვირდებოდა , რომ მე ამ პერსონაჟზე სამართლიანად ვგიჟდები.
ბოროტი...
რაღაც დოზით ყველა ადამიანშია სიბოროტე, მოძალადეც და ა.შ და ა. შ , ყველაფერი ის , რასაც უარყოფითს მიაწერენ ხოლმე.
...
მანანა მართლა საყვარელი ქალია, თუმცა იმ კეთილ ხასიათში გულუბრყვილოც. თუმცა , როგორც ისტორია , მია უფრო დასამახსოვრებელი და მძლავრი იარაღია , მკითხველის გონებაში შესაღწევად და შემდეგ გონებაში ჩასარჩენად , ვიდრე მანო(მანანა). მთავარია "ტოჩკა" დაიჭირო. )))
...
ნუ მოკლედ , მეჩქარება თორე კიდე გავშლიდი , ამ მოცუცნულ თავზე , ჩემს ჰიპოთეზებს. :დდ
პ.ს აკი თქვი , ზაფხულში დავამთავრებო?!
კარგად , წარმატება უკუნითი უკუნის....
:დდ (no laugh :)) )

№4  offline მოდერი guroo

სტუმარი ჰაიკო
გურამ, როგორ ხარ?
მოცულობა არ ნიშნავს ხარისხს, მცირე ნაწარმოებშიც შეიძლება იდოს ისეთი რამ, რაც დაგაფიქრებს ადამიანს.
წარმატებებს გისურვებ.

პ.ს. ის რაც აკეთილშობილებს ადამიანს, არ შეიძლება იყოს ცუდი იდეა

გამარჯობა, ჰაიკო.
თავს კარგად ვგრძნობ. შენ როგორ ხარ?
აღვნიშნე, რომ გაწეულ ჯაფასთან შედარებით პატარა ტექსტია. სხვამხრივ დაუკმაყოფილებლობას კი არა, გადაღლას უფრო ვგრძნობ.
ბოლო დროს მიჭირს დავწერო.
თითქოს ვიჭინთები და სიტყვებს ასე ვაწვები. თავისით, რა ხანია, აღარ მოსულან.

№5 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

შენი მესმის, იგივე მდგომარეობაში ვიყავი მე და ამიტომაც დავსრულდი. მუზის მოსვლას გისურვებ. მე - ჩვეულებრივად, ყოველდღიურულად, მადლობა.

№6  offline მოდერი guroo

Life is beautiful
guroo
აი, ხომ მთელი დღე მოვანდომე ამის დაწერას, არა? მაინც ძალიან პატარააა. გული მომიკვდა, რომ მეტი არ გამოვიდა.
გელოდებით.

ნამდვილად მოცუცნულია. :დ
წინა თავი არ მახსოვს, ამიტომ ჩემი ბრძნადმეტყველება, საგრძნობლად შემცირდა.
მია, უბრალოდ ისეთი პერსონაჟია, ფიზიკურად ვერ მოგეწონება , ნორმალური ადამიანი თუ ხარ , მაგრამ მე მომწონს...
სამწუხაროდ, იუმორის გამოყენების შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს თორე, სარკაზმი , ცინიზმი , ირონია და იუმორი თუნდაც შავი, ისე შეუწყობდა ერთმანეთს ხელს, არც სხვას გაუკვირდებოდა , რომ მე ამ პერსონაჟზე სამართლიანად ვგიჟდები.
ბოროტი...
რაღაც დოზით ყველა ადამიანშია სიბოროტე, მოძალადეც და ა.შ და ა. შ , ყველაფერი ის , რასაც უარყოფითს მიაწერენ ხოლმე.
...
მანანა მართლა საყვარელი ქალია, თუმცა იმ კეთილ ხასიათში გულუბრყვილოც. თუმცა , როგორც ისტორია , მია უფრო დასამახსოვრებელი და მძლავრი იარაღია , მკითხველის გონებაში შესაღწევად და შემდეგ გონებაში ჩასარჩენად , ვიდრე მანო(მანანა). მთავარია "ტოჩკა" დაიჭირო. )))
...
ნუ მოკლედ , მეჩქარება თორე კიდე გავშლიდი , ამ მოცუცნულ თავზე , ჩემს ჰიპოთეზებს. :დდ
პ.ს აკი თქვი , ზაფხულში დავამთავრებო?!
კარგად , წარმატება უკუნითი უკუნის....
:დდ (no laugh :)) )

და ისიც ვთქვი, რომ ეგ გადაწყვეტილება გადავთქვი.
მანანა არ მიყვარს. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
მიას არ ვიცი რა მოვუხერხო.
ნოეზე რატომ არაფერი თქვი?

№7  offline წევრი Life is beautiful

ხო ნოე, უნდა მეთქვა ვგევმავდი. ალბათ ყველაზე მეტად ნოე.. თავისი ინტრიგითურთ."იქნებ სამართლიანი გგონია, რაც გავაკეთე?"
მაგრამ უბრალოდ , ვეღარ ვფიქრობ , ძალიან დაკავებული მაქვს ტვინი, ამიტომ უვარიანტოდ შენს გზას , უპრობლემოდ გითმობ. ემოციურად გამორთული, ემოციურ ფიქრს ვერ ვახერხებ , ისე რომ მე ვიყო და არა ცარიელი სიტყვები. ამიტომ უბრალოდ გელოდები.
♡რადგან ვერ გავყალბდები.
გელი.

№8  offline მოდერი guroo

მეც გელოდები შემდეგზე.

№9  offline მოდერი ნეაკო

,,- შენ რომ კარგად გაგეცანი და მართლა გყვარებოდი, იქნებ სწორი მოლოდინებიც გქონოდა. მაგრამ მე და შენ ერთმანეთს არ ვგავართ, - ტანსაცმელზე ანიშნა და ჩაეღიმა, რაკი თვითონაც შეძლო დაენახა შიშველ და ჩაცმულ სხეულებს შორის არსებული კონტრასტი; - მაგიტომაც გეუბნები, რომ არ მიცნობ." საოცრება იყო მიასგან ნათქვამი ეს სიტყვები❤❤❤❤❤განსაკუთრებული ხარ და შენსავით განსაკუთრებულები არიანა მია და ნოე... ისეთა უსასრულოდ რომ შეგიძლია იკითხო განსაკუთრებით კი მიას განცდები, მისი სიცარიელე იმედგაცრუება ტკივილი, ისე ლამაზად აღწერე რომ ჩემს სულს მიწვდა❤❤❤❤❤❤❤❤❤

წარმატებები!!!!!!!

№10  offline მოდერი guroo

ნეაკო

მიხარია, რომ სულამდე მოაღწია. დიდი ძალისხმევა დამჭირდა დასაწერად და სამართლიანია, თუკი ამაოდ არ გავრჯილვარ.
გუშინ გამოფიტული ვიყავი და უძლური, რომ სათანადო პასუხები გამეცა მკითხველის კომენტარებისთვის.
ფრაზა, რომელიც მიამ თქვა და შენც აღნიშნე, მომხიბვლელია იმიტომ, რომ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ურთიერთობის სადავეები მიას უჭირავს და კარგად ხედავს სინამდვილეში რა ხდება, მაგრამ მოდი, კარგად დავუფიქრდეთ მია რას ამბობს. "შენ რომ კარგად გაგეცანი და მართლა გყვარებოდი,.." იქიდან დავიწყოთ, რომ სიყვარული თავიდანვე გამორიცხავს სიცხადეს. იმიტომ, რომ ადამიანებს იქამდე უყვართ ვიდრე ბოლომდე არ შეიცნობენ და ამოწურავენ. ერთი ადამიანის მეორესადმი სიყვარული კი არა, ნებისმიერი სახის სიყვარულია ამ დრამატურგიული ვარიანტის სხვადასხვა ვარიაცია და გადათამაშება. ასე რომ, მია ურცხვად ტყუის. უტიფარი გოგოა, მაგრამ სუბიექტური რეალობა, რასაც და როგორადაც ის ხედავს, მართალი ჰგონია და როცა უზადო თავდაჯერებით, თან დაცინვითაც, ნოეს ეუბნება წეღან რომ ვახსენე იმ სიტყვებს, ჩვენ სიმპათიები გვიჩნდება მის მიმართ. იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი რომ გამოჩნდეს, მით უფრო ქალი, სახეს გავიძრობთ და დავუახლოვდებით.
კომპლიმენტებისთვის, და საერთოდ, კომენტარი რომ დაწერე, მადლობას გიხდი.

№11 სტუმარი სტუმარი ლილე

ძლივს მოვიცალე, რომ წამეკითხა. ((
ძალიან დავგვიანდი(
წინა თავში რა ხდებოდა აღარ მახსოვს. საერთოდ, ისიც დამავიწყდა, ამ ნაწარმოებს ზოი რატომ ჰქვია. °~°
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მია საშინლად დაცარიელებულია. განიცდის იმას, რომ ნოე წავიდა, იმასაც რაც მის ნახატს დამართა( თუ სწორად მახსოვს, ამ ამბავს უნდა ეხებოდეს ეს პატიება არპატიების თემა), მაგრამ არ იმჩნევს. ფეხებზე ს როლს თამაშობს უკვე. მანანამ გამოიცნო მისი გრძნობები და ისიც შეიძულა. ეს მანანა ჭორიკანა მეზობელს მაგონებს რატომღაც. ყველაფერში ცხვირს რომ ყოფენ და მერე, როცა საჭიროა და სადაც საჭიროა, იქ რომ წამოაყენონ მოოოვებული ინფორმაცია კომპრომატებად...
ნოეს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ის ტიპი არ არის, ვინმეს რამე შეარჩინოს, თავსაც არ აპატიებს, თუ დანაშაულში გამოიჭირა დდ მაგრამ საქმე ისაა, რომ თავის დანაშაულს ვერასდროს გრძნობს, არ მიაჩნია, რომ რამეს აშავებს )) ხო, სიტუვა გამექცა. ორი აზრი მაქვს ნოესთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ რაღაც გრანდიოზულს ამზადებს მიას გასანადგურებლად, მეორე ის, რომ თავის დანაშაულს აღიარებს და მიას საქციელსაც სამართლიანად თვლის. უფრო მეორე მგონია. სჯობს გაჩერდეს დაღვინდეს და ორივემ ცხოვრებას მიხედოს)) მე ნოე მიყვარს) მაინც. ყველა ნაკლით და სისულელით)♡♡ შენც მიყვარხარ ♡♡ შენი სასწაული შედარებებით. სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს) რომ გავივლი ქუჩაში, ფოთოლი რომ ჩამოვარდება, გურო როგორ იტყოდა, რას შეადარებდა-მეთქი, ვფიქრობ ^-^დდდ

№12  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე

ვაიმე, ბოლო ფრაზამ განსაკუთრებული სიფაქიზით გამიღიტინა❤️
ჩემმა დამ კომპიუტერზე კოლა გადაასხა. აქამდე კიდევ ერთ თავს დავწერდი როგორღაც. მაგრამ კლავიატურა ურევს და მეც არ მაქვს უზარმაზარი ნებისყოფა, რომ ფურცელზე ან ტელეფონში ვიტანჯო.
არადა, მივაგენი სიუჟეტის განვითარების გზას, გამოვძებნე ჩიხიდან თავდასაღწევი ხვრელები...
ვნახოთ, რა იქნება.
მადლობა, სასწორო❤️

№13 სტუმარი სტუმარი ლილე

[quote=guroo][quote=სტუმარი ლილე]ძლივს მოვიცალე, რომ წამეკითხა. ((
ძალიან დავგვიანდი(
წინა თავში რა ხდებოდა აღარ მახსოვს. საერთოდ, ისიც დამავიწყდა, ამ ნაწარმოებს ზოი რატომ ჰქვია. °~°
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მია საშინლად დაცარიელებულია. განიცდის იმას, რომ ნოე წავიდა, იმასაც რაც მის ნახატს დამართა( თუ სწორად მახსოვს, ამ ამბავს უნდა ეხებოდეს ეს პატიება არპატიების თემა), მაგრამ არ იმჩნევს. ფეხებზე ს როლს თამაშობს უკვე. მანანამ გამოიცნო მისი გრძნობები და ისიც შეიძულა. ეს მანანა ჭორიკანა მეზობელს მაგონებს რატომღაც. ყველაფერში ცხვირს რომ ყოფენ და მერე, როცა საჭიროა და სადაც საჭიროა, იქ რომ წამოაყენონ მოოოვებული ინფორმაცია კომპრომატებად...
ნოეს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ის ტიპი არ არის, ვინმეს რამე შეარჩინოს, თავსაც არ აპატიებს, თუ დანაშაულში გამოიჭირა დდ მაგრამ საქმე ისაა, რომ თავის დანაშაულს ვერასდროს გრძნობს, არ მიაჩნია, რომ რამეს აშავებს )) ხო, სიტუვა გამექცა. ორი აზრი მაქვს ნოესთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ რაღაც გრანდიოზულს ამზადებს მიას გასანადგურებლად, მეორე ის, რომ თავის დანაშაულს აღიარებს და მიას საქციელსაც სამართლიანად თვლის. უფრო მეორე მგონია. სჯობს გაჩერდეს დაღვინდეს და ორივემ ცხოვრებას მიხედოს)) მე ნოე მიყვარს) მაინც. ყველა ნაკლით და სისულელით)♡♡ შენც მიყვარხარ ♡♡ შენი სასწაული შედარებებით. სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს) რომ გავივლი ქუჩაში, ფოთოლი რომ ჩამოვარდება, გურო როგორ იტყოდა, რას შეადარებდა-მეთქი, ვფიქრობ ^-^დდდ[/quote]
ვაიმე, ბოლო ფრაზამ განსაკუთრებული სიფაქიზით გამიღიტინა❤️
ჩემმა დამ კომპიუტერზე კოლა გადაასხა. აქამდე კიდევ ერთ თავს დავწერდი როგორღაც. მაგრამ კლავიატურა ურევს და მეც არ მაქვს უზარმაზარი ნებისყოფა, რომ ფურცელზე ან ტელეფონში ვიტანჯო.
არადა, მივაგენი სიუჟეტის განვითარების გზას, გამოვძებნე ჩიხიდან თავდასაღწევი ხვრელები...
ვნახოთ, რა იქნება.
მადლობა, სასწორო❤️

ძალიან მიხარია, შემდეგ თავამდე მაშინ დდ იმედია მალე იქნება ❤♡♡♡

№14  offline მოდერი guroo

აუცილებელ შემდეგამდე❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent