გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 6)
შემოდგომის ღრუბლიანი დილა თენდებოდა. ცა მოღუშული წარბებიდან ძლივსძლიობით გზავნიდა მზის სხივებს. კაცი ციფრებიანი საათით თუ მიხვდებოდა, რომ დილა იყო. აგდამში ჩასული ზვიადი დაქანცულ ცხენს ასვენებდა. შუა ღამე იდგა ქალაქს, რომ მოაღწია. გათენებამდე დაიპარებოდა დანგრეულ, გაპატახებულ ქუჩებში. მიტოვებული ქალაქის ნახევარი მაინც ჰქონდა უკვე მომვლილი, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ნახა. ერთი-ორგან მოლანდა სომეხი მზვერავების გადაადგილება. ოსტატურად აუარა გვედი გამოცდილმა სამხედრომ. ათვალიერებდა დანგრეული სახლების ეზოებს. ეგებ სადმე ავტომობილი შეემჩნია. არსად არაფერი ჩანდა. საათს დახედა. მალე გათენდებოდა. შემაღლებულ ბორცვზე ავიდა და უსაფრთხოებისთვის ცხენი მოზრდილ, ფართოდ გაბუჩქულ ხესთან მიაბა, რათა მზვერავი დროის გადაფრენის შემთხვევაში არ გამოჩენილიყო. ქალაქში ამ დროისთვის ბრძოლები არ მიმდინარეობდა, თუმცა დარწმუნებული იყო, ერთ-ერთი მხარის შესვლის შემთხვევაში მეორე მხარე აუცილებლად დაიწყებდა დაბომბვას. სომხური მცირე ჯგუფი კი უკვე აქ იყვნენ. „ამხელა ქალაქში როგორ ვიპოვო“ - ფიქრობდა პერიოდულად. „ანდა, აქ რატომ უნდა გაჩერებულიყვნენ? ორი ვერსია ჰქონდა, ან მანქანა გაუფუჭდათ და შეყოვნდნენ, ან უბრალოდ ტელეფონი აქ გადააგდო. ბინოკლი მოიმარჯვა და კიდევ ერთხელ შეავლო ქალაქს თვალი. ნახევრად ამოწვერილი მზის სუსტმა სხიმა აირეკლა ავტომობილის სარკეზე. თეთრი ტოიოტა, ტყესთან ახლოს მდებარე მომცრო სახლთან, სამასიოდე მეტრში იდგა. შესანიღბად რამდენიმე ხის ტოტი მიეფარებინათ. „აქამდე როგორ ვერ შეავამჩნიე“. დაკვირვება განაგრძო. ორიოდე წუთის შემდეგ ადამიანი გამოჩნდა. ხის ტოტები მოაშორა, ავტომობილი დაქოქა, თუმცა არ დაუძრავს. უკან გადმოვიდა და სახლში შებრუნდა. „მიდიან“ გაიფიქრა ზვიადმა და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა. ქამარში პისტოლეტი მოსინჯა. ავტომატი მოზრდილ ჩანთაში დამალა. ცხენს მოახტა და ქვემოთ დაეშვა. დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე ათეული მეტრიღა რჩებოდა, რომ ჩამოქვეითდა. ცხენის საბელს ხელი ჩაავლო და ნელი სვლით წავიდა მანქანისკენ. გული ამოვარდნას ჰქონდა. „ოღონდ ესენი იყვნენ...ოღონთ ესენი იყვნენ“ ერთი და იგივე ფრაზებს იმეორებდა გონებაში. შორიახლოს გაჩერდა. მძღოლის გამოსვლას დაელოდა. - დილა მშვიდობის. - გამოჩენისთანავე გასძახა ზვიადმა. სომეხი დაიძაბა. ნელი მოძრაობით ინსტიქტურად ხელი ქამრისკენ წაღო. - დამშვიდდით, დამშვიდდით გთხოვთ. - მოჩვენებითი მუდარით შესთხოვა ლიქოკელმა. - გეტყობა „ზემლიაკი“ უნდა იყო და იმედი მქონდა დამხემარებოდით. დედაქალაქისკენ თუ მიდიხარ იქნებ წამიყვანო. აი, ნახეთ მხოლოდ ცხენი მყავს. ამით როგორ გავაღწევ აქედან. მეშინია აზერბაიჯანელებმა არ მიმსხვერპლონ სადმე. ნუ დამიობლებ შვილებს თუ კაცი ხარ. - არ შემიძლია! - მკვახედ მიუგდო სომეხმა. - წადი აქედან! - კარგი რა, ასე სასიკვდილოდ დამტოვებ აქ? - ნელი სვლით დაიძრა სომხისკენ. - ამხელა პიკაპი გყავს. არ შეგაწუხებ. უკან, ღია საბარგულზე დავდგები თუ გინდა. - ახლოს ნუ მოდიხარ, მეტჯერ აღარ გაგიმეორებ, წადი აქედ... სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, ზვიადმა წამში პისტოლეტი იძრო, მისკენ გადახტა და ტარი შუბლი აძგერა. გონებადაკარგული კაცი მანქანის უკან გაათრია. ძლიერად შემოულაწუნა და მის წინ ჩაიკუზა. - ხმა, თორემ აქვე გაგათავებ. - უჩურჩულა გამოფხიზლებულს ზვიადმა. - ვინხარ, რა გინდა? - კიდევ ვინ არიან სახლში?! - - სად სახლში? - უაზროდ ამოილუღლუღა სომეხმა. - საიდანაც შენ გამოხვედი! ამოღერღზე, ვინ არიანთქო სახლში?! - თუ „ზემლიაკი“ ხარ რუსულად რატომ არ მელაპარაკები? - ნელ-ნელა გონს მოდიოდა კაცი. - იმიტომ, რომ არ ვარ სომეხი, გენიოსო! - სამვეეეელ, სამვეეეელ! - მოულოდნელად აყვირდა სომეხი. „ფუ შენი“ - კბილებში გამოსცრა ზვიადმა, ფეხზე წამოიმართა და უმას სასხლეტს დაუშვა. სასწრაფოდ ჩანთა მოიხსნა და ავტომატი ამოიღო. სროლის ხმაზე სახლიდან მეორე სომეხი გამოვარდა. ზვიადს მოჰკრა თუ არა თვალი სროლა ატეხა. ზვიადმა ავტომატი გადატენა, უკუსვლით, სახლიდან დასავლეთით, ტყისკენ გაიქცა და ცეცხლი მოწინააღმდეგისკენ მიმართა. კორომში შევიდა, მოხრდილ ხეს ამოეფერა და პერიოდულად მოკლე ჯერით დაიწყო სროლა. მტერმა სროლა შეწვიტა, სახლში შევარდა და ძველი სახლის მონგრეული ჩარჩოს ადგილიდან განაახლა ცეცხლი. ზვიადი სახლის მასიურ ბეტონს ესროდა. პერიოდულად კი მოკლე ჯერს ჰაერში უშვებდა. სპეციალურად არ ისროდა მოწინააღმდეგეს მიზანში. უკვე დარწმუნებული იყო თაკო ამავე სახლში ჰყავდათ და ბრმა ტყვიის ეშინოდა. ცდილობდა მოწინააღმდეგესაც ესროლა მისი მიმართულებით, რათა მასრებელი მალე გამოლეოდა. გამოცდილმა თვალმა უკვე მოკლული სომხიდანვე ამოიცნო, რომ პროფესიონალები არ იყვნენ. საქმე უბრალო, ქუჩის კრიმინალებთან უნდა ჰქონოდა. აქედანვე ასკვნიდა, რომ დიდი შეიარაღება არ ექნებოდათ. მოწინააღმდეგე ისე პანიკურად ისროდა, აშაკარა იყო, ტყვიები მალე გაუთავდებოდათ. ამის შემდეგ კი გაუადვილდებოდა მათი დანებებაზე დაყოლიება. ლიქოკელის გეგმამ არ გაამართლა. მალე სომეხი მზვერავები გამოჩდნენ. როგორც ჩანს მიიჩნიეს, რომ სახლიდან აზერბაიჯანელი სამხედროები ისროდნენ. პოზიციები აღმოსავლეთით დაიკავეს და მასიური ცეცხლი მიმართდეს. ეს ყველაფერს ცვლიდა. ზვიადს დროულად უნდა ემოქმედა, აუცილებელი იყო სამხედროების განეიტრალება. სხვა შემთხვევაში, ათამდე კაცი მარტივად შეძლებდა ნახევრად დანგრეული სახლის ბინადრების დახოცვას, ვის შორისაც მისი საყვარელი ადამიანი იმყოფებოდა. უდანაშაულო სამხედროების მოკვლა ძალიან დაამწუხრებდა, მაგრამ სხვა გზასაც ვერ ხედავდა. ადგილს მოსწყდა. სირბილით ტყეში შეიჭრა და რამდენიმე წუთში სამხედროების უკან მოექცა. გამაყრუებელ ხმაურში მარტივად შეძლო მიპარვა. ორი ხელყუმბარა იძრო და წამის ინტერვალით ესროლა. ყუმბარების აფეთქებამ სამხედროების ავტომატები უმალ დაადუმა. რამდენიმე დაჭრილ მებრძოლს გრძელი ჯერი გადაატარა უკან გაიქცა. აქოშინებულმა მიირბინა ძველ საფართან, თუმცა უკვე გვიანი იყო. როგორც ჩანს, გრიგორიანმა არეულობით ისარგებლა. თეთრი ტოიოტა საბურავების ჭრიალით მოსწყდა ადგილს. ლიქოკელმა სასწრაფოდ ბინოკლი მოიმარჯვა. ავარდნილ მტვერშიც კი ადვილად შენიშნა მძღოლი, რომელიც რამდენიმე წუთის უკან ესროდა. უკანა სავარძელზე მჯდომი კიდევ ერთი კაცი და მის გვერდით მჯდომი, საყვარელი ქალის წაბლისფერი თმები... ფეხებში ძალა გამოეცალა ლიქოკელს. უნებურად მუხლებზე დაეცა. რაღაც დაგუბებული, გამოშვებას და გამოთავისუფლებას მონატრებული ამოვარდა კაცის გულმკერდიდან. ამოოხვრას, ამოსლუკუნებას ჰგავდა თავიდან. თუმცა თითქოს მოშიებული, დაბმული და სადაავებიდან მოჭიმული ცხოველი გათავისუფლდა და ამოქანდაო ისე დაღრიალა. რამდენიმე წუთს იყო ასე დამხობილი. გონს მოვიდა, წამოდგა და ნელი სვლით სახლისკენ ჩავიდა. გარემო მოათვალირა. მანქანასთან მივიდა, სამველ გრიგორიანის დაქირავებულს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ბალახზე ჩამოჯდა. ჩანთიდან რუკა ამოიღო და გაშალა. შემდეგ კომპასიან საათს დახედა, სამხრეთისკენ უნდა წასულიყო. წამოდგა, ცხენის ძებნა დააპირა. იქნებ სროლას გადარჩენოდაო. ბევრი სიარული არ დასჭრიდა. ცხენის უსიცოცხელო სხეული შორიახლოს ეგდო. *** ქეთი ჩვეულებისამებრს დილით ადრე ადგა. სანამ შვილი გაიღვიძებდა საუზმე მოუმზადა. შემდეგ კი ჩაფიქრებული ჩაეშვა სავარძელში. მესამე დღე დაიწყო ლაშას ვერ უკავშირდებოდა. არც ზვიადსა და თაკოზე იცოდა რაიმე. დამწუხრებული ადგილს ვერ პოულობდა. ღამით კი კოშმარული სიზმრებისგან დაღლილს ბალიშზე თავის დადებასაც არარ უნდოდა. გამოუძინებელ დედას ფიქრები გაღვიძებული შვილის შემოსვლამ გააწყვეტინა. - დედიკო არ მშია. ჩავიცმევ და ხორასნელით გავისერნებ რაა. - არა. როცა დაიმსახურებ მხოლოდ მაშინ. - კარგი რა. - ჯერ ისაუზემ. მერე კი გაკვეთილებს იმეცადინებ. თორე ჩამოვა მამაშენი და მოვუყვები, რომ არაფერს აღარ მიჯერებ. - მე მამიკოს ძალიან ვუყვარავრ და არ მეჩხუბება. თან ხომ დამიბარა ხორასნელს მიხედეო? - ისიც დაგიბარა არ ისაუზმო და გაკვეთილები არ იმეცადინოვო? ტელეფონის ზარზე ქეთი ელდანაკრავივით წამოვარდა. გულმა უგრძნო ლაშა უნდა ყოფილიყო. ასე ადრე მხოლოდ მას ჩვეოდა დარეკვა. მართალი გამოდგა. მეუღლე ვიდეო ზარით ურეკავდა. - სად დაიკარგე, გამისკდა გული დარდით. - ცრემლი ჩამოუვარდა გოგოს. - ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ. როგორ ხარ? ბავშვი როგორ არის? - კარგად არის. - ტელეფონი შვილისკენ მიატრიალა გოგომ. - უბრალოდ საერთოდ აღარ მიჯერებს. არც გაკვეთილებს მეცადინებს, გაიძახის, უნდა ვივარჯიშო და ჩემი ნათლიასავით ჯარისკაცი უნდა გავხდეო. - დამაპალარაკე. ქეთიმ ტელეფონი შვილს გაუწოდა. - დედას რატომ არ უჯერებ? - ვუჯერებ მამიკო მაგრამ, ჯერ ვიჯირითებ და მერე ვისაუზმებ და ვიმეცადინებ. - ხომ იცი მე და დედაშენსაც ყველაფერი კარგი გვინდა შენთვის? როგორ ფიქრობ, დედაშენი სწორს არ გეუბნება? - კი. - აბა რატომ არ უჯერებ? - მამიკო შენ ხომ ძალიან გიყვარვარ, დედას უთხარი რა, დღეს ასე ვიზამ და ხვალიდან ყველაფერს დავუჯერებ რასაც მეტყვის. - მიყვარხარ?! - ხმა გაუმკაცრდა არაბულს. - რა, არ გიყვარვარ? - რატომ უნდა მიყვარდე? - ანუ არ გიყვარვარ? - ეგ არ მითქვამს. მე გეკითხები რატომ უნდა მიყვარდე?! - იმიტომ რომ შენი შვილი ვარ. - სად წერია რომ უნდა მიყვარდე? - არსად. - ყრუდ ჩაილაპარაკა შვილმა და ტელეფონი დედას მიაწოდა. - არ დამიმთავრებია საუბარი. დაიჭირე ტელეფონი და შემომხედე. - ხო. - ხო არა, დიახ! მომისმინე. საჭმელს ხომ ყოველ დღე ჭამ? - დიახ. - საცხოვრებელი გაქვს? - დიახ. - ტანსაცმელი გაქვს? - დიახ. - შენი აზრით რატომ გაქვს ეს ყველაფერი? - შენი წყალობით. - მხოლოდ ჩემი არა, დედაშენის და ჩემი წყალობით. მაგრამ მე არ მიკითხავს. მე გკითხე რატომ გაქვს ეს ყველაფერი? - იმიტომ რომ გიყვარვარ... - შენი გაჩენის დღიდან მე და დედაშენი ვშრომობთ, ყველაფერს ვაკეთებთ რომ შენ არაფერი გაკლდეს. მხოლოდ იმიტომ არა რომ გვიყვარხარ. ეს ჩვენი ვალია. დედაშენის და ჩემი პასუხისმგებლობაა. კაცმა ოჯახზე უნდა იზრუნოს. ამიტომ სანამ მართლა გავბრაზებულვარ, აქვე გავარკვიოთ, არ ვარ ვალდებული მიყვარდე. მე და დედაშენი შეიძლება იდეალურები არ ვართ, მაგრამ რაც გჭირდება ყველაფერს გაძლევთ. დაფიქრდი იმაზე, რომდ ედაშენმა ამ ყვეყნად მოგავლინა, სიცოცხლე მოგცა, ამიტომ არ გაბედო ცხოვრება იმაზე ფიქრში ვინმეს უყვარხარ თუ არა. იმაზე იფიქრე სწორად როგორ მოიქცე, შემდეგში კი სწორად როგორ იცხოვრო. - გასაგებია. - ახლა აქედან მოშროდი, დედიკოს ტელეფონი დაუბრუნე და გაკვეთილები იმეცადინე. - კარგი... - და კიდევ ერთი... ლაშა წამიერად შეყოვნდა. - გისმენ - ძალიან მიყვარხარ... - მეც მამიკო. ბავშვი სამზარუელოში გავიდა თუ არა ლაშა მაშინვე საქმეზე გადავიდა. - ახალი ხომ არაფერია? ზვიადს ვერაფრით დავუკავშირდი. - ბევრი არაფერი ვიცი. გუშინ ისმალს ველარაკე, თაკოს მანპინძელი ვინც იყო. გიჟს ჰგავს, მანაც არაფერი იცის. მითხრა როუმინგი ჰქონდა ტელეფონზე ჩართული, მაგრამ ვეღარ ვრეკავ, გათიშული აქვსო. - არ გაჰყვა? მარტო როგორ გაუშვეს. - გაოცდა არაბული. - ზვიადს უთქვამს უარი. - გასაგებია. - აქამდე რატომ არ დამირეკე, იცი რა დღეში ვიყავი? აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. - ვერ შევძელი. გზაში ვიყავი. - სად მიდიხარ? - ხმაში ბზარი შეეპარა გოგოს. - მოულოდნელად ჩარტერი დაინიშნა ერევნისკენ. დიდი წვალების მერე სომხურ დელეგაციას გამოვყევი. - მოიცა, ახლა სად ხარ? - ქეთიმ ახლაღა შეამჩნია, ლაშას უკან კედლებზე, საბჭოთა დროინდელი, ძველი სპალერი მოჩანდა. - სტეფანაკერტში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.