გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 7)
სამველ გრიგორიანი გაშმაგებული იყო. გაშმაგებული და სიკვდილამდე შეშინებული. მსგავსი შიში არასოდეს განეცადა გირგორიანს. მას შემდეგ რაც თაკომ ნიღაბი მოხსნა და მისი ვინაობა ამოიცნო იძულებული გახდა თან წაეყვანა. თუმცა, არც მაშინ და არც ეხლა არ იცოდა რა უნდა მოეხერხებინა მისთვის. ყარაბაღში გადმოსვლისას რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა თავში. დაშინების მცდელობით, თუ დარწმუნდებოდა, რომ გოგო არაფერს იტყოდა, გაუშვებდა. თუ არა და იძულებული იქნებოდა მოეკლა. რადგან ეგონა ის ერთადერთი იყო ვინც მისი დანაშაულის შესახებ იცოდა. ამ ვარაუდებმა მეორე დღესვე აზრი დაკარგა, როცა სასტუმრო „სევანიდან“ შეატყობინეს, რომ ორმა ნიღბიანმა მძარცველმა მისი ნახატები დაწვა. მის გამოაშკარავებაში საბოლოოდ დარწმუნდა, როცა აგდამში ზვიად ლიქოკელს გადააწყდა. „როგორ მიხვდა, რომ მე ვიყავი, როგორ მიპოვა“ საფეთქლებს აცახცახებული ისრესდა გრიგორიანი. „სევანის“ ნახატების დაწვით თითქოს ნახევარი ცხოვრება წაართვეს, მაგრამ აღარ ჩიოდა, ყველაძე ძვირადღირებულბული ნახატები მიანც სტეფანაკერტში, მამაპაპისეულ სახლში ჰქონდა გადამალული. ახლა მთავარი საკუთარი თავის გადარჩენა იყო. დროდადრო შიში უკან იხევდა და სიბრაზე ეძალებოდა. მთავარი იყო სამშვიდობოს დაეგულებინა თავი და ერთი ორად იყრიდა ჯავრს. სიკვდილს მოანატრებდა ზვიად ლიქოკელს. ქალაქ აგდამს კარგად მანძილით იყვნენ გაცილებულნი, რომ სამველა ცოტა დამშვიდდა. ორიოდე საათიც აღარ რჩებოდა სტეფანაკერტამდე. უკანა სავარძელზე მჯდომი გრიგორიანი ხელებშეკრულ თაკოს ამრეზად გადახედავდა და ზიზღს ვერ მალავდა. - მართლა არ მინდოდა შენთვის რაიმის დაშავება, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ, არც შენ და ახლა უკვე შენი შეშლილი ქმარი. თუ აგდამში გადარჩა, შენს თვალწინ მოვკლავ იცოდე! რამდენი ნახატიც გამინადგურა იმდენ ტყვიას მიიღებს და ყველა მათგან შენი თვალით დაინახავს. - ღრიალებდა გრიგორიანი თაკო მდუმარედ იჯდა. ემოციებისგან დაცლილ გოგოს გული გამალებით უფეთქავდა. ჯერ კიდევ გუშინ ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა. ახლა კი... ახლა კი იმედის სხივი კვლავ გაუკრთა. ბევრჯერ მოესმინა საყვარელი მეუღლისგან, რომ იმედი უსაფუძვლო არასდროსაა. მაშინაც კი თუ ის სუსტია. როცა ყველა სხვა გრძნობა ძილს მიეცემა, იმედი თვალს პირველი ახელს და უკანასკნელად ხუჭავს. „ნეტავ, თვალი მაინც მომეკრა, სულ ერთი წამით მაინც დამენახა და თუნდაც ეს საბოლოო ყოფილიყო...“ ნატრობდა გოგო. „ნეტავ გადარჩა?, არა, არა ის აუცილებლად გადარჩებოდა, ის ხომ სრულყოფილი სამხედროა, ის ხომ ძლიერი ჯარისკაცია, მას ხომ უამრავი ჯოჯოხეთი გამოუვლია, ახლაც შეძლებს, ახლაც ყველაფერს შეძლებს“ - იმედს არ ჰკარგავდა გოგო. გოგოს შიში არ ეტყობოდა. ყოველ შემთხვევაში, ამას სამველა ვერ ამჩნევდა, რაც უფრო მეტად აშმაგებდა კაცს. - არ გეშინია არა?! - არ ცხრებოდა კაცი. - აქამდე ზედმეტი ტვირთი იყავი. ახლა კი სიამოვნებით ვნახავ, როგორ აბღავლდები, როცა შენი გმირი ჯარისკაცი ქმრის გვამს ნახავ! - იცი ერთხელ რა მითხრა? - მოულოდნელად იკითხა თაკომ. - რაო? - ზიზღნარევი ღიმილით შეხედა გრიგორიანმა. - ყოველი ადამიანის გულში ორი მგელი ებრძვის ერთმანეთს. ერთი სიყვარულია, მეორე კი სიძულვილი, და იცი მათ შორის რომელი იმარჯვებს? - რომელი? - რომელსაც უკეთ გამოკვებავენო. შენ კი მასში სიძულვილი ისე გამოკვებე, მტერს არ ვუსურვებ, რაც გელის შე საცოდავო. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ გრიგორიანმა ხელი მოწყვეტით მოიქნია და ახალგაზრდა ქალს, ლამის ხუთივე თითი სახეზე დაამჩნია. მოულოდნელად მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაამუხრუჭა და სამველას სთხოვა გადმოსულიყო. - რა დროს გაჩერეებაა, რა ხდება? - იკითხა მანქანიდან გადასულმა გრიგორიანმა. - სამველ, ამ ყველაფერზე არ შევთანხმებულვართ! - რას გულისხმობ? - ჩვენ მხოლოდ ნახატის მოპარვაზე და სტეფანაკერტამდე გაცილებაზე შევთანხმდით. იცოდე ჩავალთ თუ არა მაშინვე ვშორდებით. არ ვაპირებ შენი მეორე დაქირავებულივით თავის გაწირვას. - ჩემზე უკეთ უნდა იცოდე, გაუთვალისწინებელი ამბები ყოველთვის ხდება. ვიცოდი, რომ ამის თავზეხელაღებული ქმარი მოგვაგნდება?! - მიუთითა გაკოჭილ თაკოზე. - ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა?! ჩავალთ სტეფანაკერტში, თანხის მეორე ნაწილს მიიღებ და დავიშლებით. მაგრამ თუ უფრო მეტის შოვნა გინდა... - არ მინდა! - გააწყვეტინა მძღოლმა. - ასე იყოს! - ავად ჩაიქირქილა სამველამ. - წავედით ახლა. მძღოლი უხასიათოდ დაუბრუნდა საჭეს და სატერფულს ბოლომდე დააწვა. ცხენის გარეშე დარჩენილი ლიქოკელი ფეხით მიუყვებოდა გზას სამხრეთისკენ. უსაფრთხოების გამო სამანქანო გზიდან მოშორებით მოძრაობდა, თუმცა გზას ხშირად აკვირდებოდებოდა. იქნებ უბრალოდ მგზავრს გაევლო რაიმე ტრანსპორტით. ცოტაოდენი ფული ჰქონდა შემორჩენილი, გადაუხდიდა, თუნდაც რამდენიმე კილომეტრი მოეგო. დარწმუნებული იყო, გრიგორიანი ახლომახლო სოფელში არ გაჩერდებოდა. ის აუცილებლად შედარებით დიდ დასახლებაში წავიდოდა უკეთ დასამალად. საჭირო იყო დროულად ეპოვა რაიმე ტრანსპორტი და არ აღიარებული დედაქალაქამდე მიეღწია. გზად არაფერი ჩანდა. მზე სანახევროდ გადაწვერილიყო. მალე დაბნელდებოდა. რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ, ძალაგამოცლილი ზვიადი ვიჭრო ბილიკით ტყეს შეუყვა. ჩანთა და იარაღები მოზრდილი ზის ძირში დააწყო და გაყვითლებული ფოთლებით დაფარულ მიწაზე წამოწვა. ხელები თავქვეშ ამოედო და ახლადგამოჩენილ ვარსკვლავებს ახედა. ცივი საღამო დაიჭირა. სუსხიანი ნიავი ჰქროდა. სციოდა გულაღმა მწოლიარე კაცს, მაგრამ ავი დრო იყო, ცეცხლის ანთება არ შეიძლებოდა. თვალს რული არ ეკარებოდა. ისევ ფიქრებს მიეცა. თაკოსთან ერთად, ეგვიპტეში გატარებული შვებულება გაახსენდა. რა ბედნიერები იყვნენ მაშინ. ყოველ საღამოს, შემაღლებული ადგილიდან ისე გაჰყურებდნენ ყურეს, როგორც გემის კაპიტანი თავისი საგუშაგოდან - ზღვას. ყოველ დღეს უღრუბლო იყო იმ ზაფხულს ცა. მზე ეგვიპტის ულამაზეს კურორტს ყოველ დღე უღალატოდ აცხუნებდა. უყურებდნენ მზის ანთებულ წითელ დისკოს, ზანტად რომ იკარგებოდა წითელი ზღვის შორეულ სიღრმეში და დაისის უკანასკნელ სხივებს სტყორცნიდა შეყვარებულ წყვილს. კაცის სახე ისეთი დავთავიწყების განცდით ივსებოდა, თითქოს გერგეთის სამებაში ხუთი საათის წირვის ზიარებას იღებდა. ჩამავალი მზის წითელ ბურთს თვალმოუწყვეტლად უმზერდა. თითწოს იმ წამს ელოდა, როცა ზღვა ბოლომდე ჩაყლაპავდა უკანასკნელ სხივს, რომ სურვილი ჩაეთქვა, რომელსაც მზე ან უფალი უსათუოდ აუსრულებდა. ნაწილობრივ სჯეროდა კიდეც რომ აუსრულდებოდა. მუდამ ერთი სურვილი ჰქონდა. არასოდეს განელებულიყო ის გრძნობა, რასაც ერთმანეთისადმი განიცდიდა წყვილი. განუზომელი იყო მასთან ყოფნის სიამოვნება. ხილვა იმისა, თუ როგორ ირხეოდა გოგოს გრძელი თმა, ყოველთვის როცა თავს ამოძრავდებდა. მუქი თაფლისფერი თვალების ეშმაკური ციმციმი. მისი ნეტარი საუბრის მოსმენა და ხანდახან ტანზე მომდგარი სარაფანიდან მკერდის დალანდვა, რომელიც ისეთი ნაზი და მკვრივი ეჩვენებოდა, როგორც ახლადშემოსული ხილი. ფიქრებიდან ნელ ნელა გამოერკვა. გამორთული ტელეფონი გაახსენდა. ბატარია პროცენტზეღა თუ ექნებოდა, ამიტომ სანამ სადმე დამუხტვას მოახერხებდა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აპირებდა ჩართვა. იქნებ როგორმე ისმაილს დაკავშირებოდა. ჩართო თუ არა უამრავი გამოტოვოვებული ზარი და ტექსტური შეტყობონება მიიღო. თითქმის ყველა მათგანი ისმაილისგან იყო, მისი ნომრის გარდა ყურადღება ერთ-ერთი უცხო, ნომერი იქცევდა. ნომერს უამრავჯერ დაერეკე. მალე ამ ნომრიდან მიღებულ მესიჯსაც მიაგნო. „როგორც კი ნახავ მომწერე სად ხარ, შენთან მოვდივარ ძმაო. ჰოლანდიელი“ - ეწერა შეტყობინებაში. გული აუჩქარდა. საპასუხო მესიჯი გაგზავნა, მხოლოდ ერთი სიტყვით,“ჰოლანდიელო“! გაგზავნისთანავე ტელეფონი აწიკრიალდა. - ზვიად! - გაისმა ძმადნაფიცის ხმა. - ლაშა, მაპატიე ძმაო... - რა გაპატიო ბიჭო? - მაპატიე, რომ შენს ძმობაში ეჭვი შემეპარა. - გეგონა არ მოვიდოდი ჰო? - ჰო... - სენტიმენტალური ხევსურო. - ძველი ფრაზა გაახსენდა არაბულს. - სად ხარ, როგორ არის საქმები? - ცუდად. მისმინე, ტელეფონო მალევე გამითიშება. - დაიწყე გისმენ. ზვიადს ხუთიოდე წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ დეტალურად მოეყოლა ბოლო დღეები ამბები. - ახლავე დავიძვრები. ადგილი არ დატოვო, შუა ღამემდე მანდ ვიქნები. - მომენატრე ჰოანდიელო... - მეც ზვიად, და პატიებას შენ კი არა მე უნდა გთხოვდე ძმაო. - სტვენა ხომ არ დაგავიწყდა? - დამავიწყდა? - ჩაიცინა არაბულმა. - დამიჯერე ზვიად, ლაშა არაბული კი არა ძველი ჰოლანდიელი გეყოლება გვერდით, მთელი იმ სისასტიკით, რაც თაკოს დაბრუნდებასა და მტრის განადგურებას დასჭირდება. - ხომ გახსოვს რა მთხოვე ფალავანდიშვილზე აფხაზეთში? - მახსოვს. - ახლა მე უნდა გთხოვე იგივე გრიგორიანზე. - ის შენია ძმაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.