შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მერვე


1-07-2024, 13:00
ნანახია 437

მეორე დილა მუცლის გვრემითა და აუტანელი ტკივილით გათენდა. ტკივილი მოქმედებისას ყველა სხვა საფიქრალსა და სადარდელს გვავიწყებს და მხოლოდ მისკენ გვაპყრობინებს ყურადღებას, თითქოს სხვა ყველაფერი მასთან შედარებით უმნიშვნელო და სულელურია. ფიზიკური ტკივილი ისეთი, როგორც მუცლის გვრემაა, საკმაოდ მწვავე და გაუყუჩებელიცაა ხოლმე. ტკივილს ღებინების შეგრძნებაც ემატებოდა და თავბრუს ერთიანად მახვევდა. ამისდა მიუხედავად, გაჭირვებით წამოვდექი და სკოლისაკენ გავსწიე. ლუკმა პირს არ მიჰკარებია. ბუფეტში 500 მლ-იანი „ნაბეღლავი“ შევიძინე და კიბეზე ასვლამდე ერთიანად გამოვცალე. ოდნავ გამოვკეთდი. საკლასო ოთახში შებიჯებამდე გამოვფხიზლდი და ტკივილიც მიყრუვდა. საათს დავხედე. პატარა ისარი ცხრის, ხოლო დიდი ერთიანის გასწვრივ იდგა.
-„ჯანდაბა, დამრიგებელი მომკლავს!“- გავიფიქრე და დერე- ეფანში ჭრიალა ფიცრებზე ნაბიჯს ავუჩქარე.
კლასის კარზე სუსტად დავაკაკუნე.
ხმა არვინ გამცა.
კიდევ ერთხელ ვცადე.
პასუხი კვლავ დაგვიანდა.
ბოლოს თითის წვერებზე ავიწიე და ხის მორყეული კარის ზედა ნაწილში მდებარე სარკმლის მიღმა შევიხედე.
კლასში უცნაური ჩოჩქოლი და ფუსფუსი ატეხილიყო. კლასელები აქეთ-იქით დარბოდნენ და ერთმანეთს შორიდან კისერწაწვდილები უცქერდნენ „სანახაობას“. მივხვდი, იქ ჩემი დაგვიანებისა და ბოდიშებისათვის არავის ეცალა და ინტერეს- გაღვივებულმა კარი სწრაფად შევაღე.
ძველი კედლების მიერ დახშული ხმაური მოულოდნელად მეცა ყურებში და თავბრუ დამახვია. ნახშირორჟანგით მდიდარმა ჰაერმა სუნთქვა შემიკრა და გულის წასვლამდე მიმიყვანა. ბავშვები ერთ ადგილას შეკრებილიყვნენ და ინტერესით დასცქეროდნენ ერთ წერტილს ლამინატით მოპირკეთებულ იატაკზე. დანარჩენები მათ ზურგზე აწვებოდნენ და ლამის თავზე ახტებოდნენ, რომ „სეირი“ არ გამოეტოვებინათ; ზოგსაც კი კისერი წაეგრძელებინა და გამწარებით ცდილობდა, ვითა- რებისათვის თვალი ედევნებინა.
შესვლისას კლასელთა ცოცხალი ბარიერის გამო ვერ დავადგინე, რა ხდებოდა, თუმცა იმას კი მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა. ცივოფლდასხმულმა დამრიგებელმა ჩემი დანახვისას ზღუდე გაარღვია და მომვარდა:
-მერი, მერი! წყალი ხომ არ გაქვს ჩანთაში? აუცილებლად მჭირდება, ბუფეტში კი არ აქვთ, ნიკა ახლა ამოვიდა.
-ერთი წამი... ვნახავ.
-ჩქარა, ჩქარა! სასწრაფოდ!
-რა ხდება ასეთი?
-არ მაქვს დრო მოსაყოლად!
ელვა-შესაკრავი სასწრაფოდ გავხსენი და ზურგჩანთა გავჩხრიკე. ბედად ერთი გაუხსნელი ბოთლი „ბაკურიანი“ აღმომაჩნდა. მასწავლებელმა დაუფიქრებლად გამომგლიჯა ხელიდან და შეკრებილი ბავშვების ცენტრში შევიდა.
-გამატარეთ!- დაიყვირა და ჩაიმუხლა.
ბარიერის გამო დამრიგებელი სულ მთლად დაიფარა. მე საკუ-თარ მორყეულ მერხს მივაშურე, ჩანთის ჩამოსაკიდებლად.
გვერდითა მერხს უნებურად მზერა მივაპყარი. ცარიელი იყო...
-ის!.. -ამოვიგმინე და ბრბოს მივვარდი.
-გაბრიელ! დედი, გამოფხიზლდი!-შვილივით უთათუნებდა დამრიგებელი ლოყაზე გაფითრებულ ახალგაზრდას ხელს.
ვიფიქრე, ნამდვილად გარდაიცვალა-მეთქი.
სუნთქვაშეკრული დავყურებდი აკანკალებული დამრიგებ- ლის ქცევას და დიდი იმედით ველოდებოდი გაბრიელის მიერ გრძელი წამწამების აფახულებას,რაც არა და არ ხდებოდა.
-„გონება დაუკარგავს...“-ოდნავ დავმშვიდდი, რადგან მთლად სავალალო მდგომარეობა არ გვქონდა.
მიმოვიხედე. თავად გონების დაკარგვამდე მისულს ძლივს გამახსენდა ამ დროს გასატარებელი საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი. ჰაერი გულმკერდზე მძიმედ მომაწვა. უცებ მივხვდი:
-ფანჯრები! ჩქარა გააღეთ! ჟანგბადია საჭირო! ჩქარა! თორემ ტვინი უჟანგბადოდ გაითიშება! სასწრაფოდ!- ავყვირდი, რადგან თავად მერხებსა და ბავშვებს შორის გზის გაკვლევა ვერ მოვახერხე და არავინ ყურს არ იბერტყავდა, ფანჯარასთან ახლოს მდგარ სანდროს მივმართე:
-სანდრო! ჩქარა! გააღე!
ისიც სასწრაფოდ დამემორჩილა და სამივე ფანჯარა ფართოდ გამოაღო.
ოთახში სიცივით, წვიმითა და ჟანგბადით სავსე ჰაერი შემოიჭრა და ფილტვები ერთიანად დამიბერა. ჟანგბადით სავსე სისხლმა არტერიებში სწრაფი ტემპით დაიწყო დინება და სხეული კვლავ ფორმაში ჩადგა.
-გაბრიელ! შვილო, გამოფხიზლდი!- კვლავ ეძახდა დამ- რიგებელი და მისი ხელი ეჭირა.
-პულსის გაზომვა იცით?- შესძახა შორიდან სანდრომ.
ყველა დადუმდა.
-კი!-ვუპასუხე.
-ჩქარა, გაუზომე!
-გამატარეთ!- შევყვირე.
-გამოატარეთ!- აენთო დამრიგებელიც.
ავადმყოფს მივვარდი, მუხლებზე დავიჩოქე და მაჯაზე საჩვენებელი და შუა თითი მოვათავსე. ჩემდა გასაკვირად,პულსი საკმაოდ ნორმალური იყო.
-ნორმალურია, სანდრო. ჩქარა მერხი ან სკამი მოიტანეთ! სასწრაფოდ!
-რად გინდა? - ჩაერია ნიკოლოზი.
-მოიტანოს ვინმემ! გონების დაკარგვისას სისხლი ზემოდან ქვემოთ მიედინება და იმის გამო, რომ ტვინს საკმარისი სისხლი არ მიეწოდება, ადამიანს გული მისდის. ფეხები შემაღლებულ ადგილზე უნდა დავადებინოთ, რომ სისხლმა ქვემოდან ზემოთ, ტვინისაკენ დაიწყოს დინება. ამიტომ ჩქარა მოიტანეთ!- სი-ტყვები ერთმანეთს მივაყარე და ნიკოლოზს ანთებული მზერა ვტყორცნე, თუმცა ნიკოლოზს თავი არ შეუწუხებია. ერთი ამისიო, ჩაიბურტყუნა და გაგვეცალა. გუგამ სასწრაფოდ მო- არბენინა სკამი და დავალებაც იდეალურად შეასრულა.
ორ წუთში „პაციენტმა“ თვალები დაახამხამა, რამაც მიგვა- ნიშნა, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მე იმწამსვე გავეცალე იქაურობას და მერხს მივუჯექი. მხოლოდ მას- წავლებლის დაუსრულებელი ალერსი და კითხვები: „რა დაემართა?“ „რა მოხდა?“ „როდის მოხდა?“ ისმოდა დაძაბულ მძიმე აურითა და ახლა უკვე სუფთა ჰაერით სავსე კლასში. კითხვებზე პასუხი არვინ იცოდა.
არც მე ვიცოდი.
გონს მოვიდა. მაგრამ მოვიდა კი?.. ალბათ, შეჩვეული იყო დილით ასე გაღვიძებას. თუკი ამისათვის გაღვიძება შეგვეძლო გვეწოდებინა ...
არა, ამას სამუდამო ძილი ერქვა. ბნელი აჩრდილი, რომელიც მის ცხოვრებაში თორმეტი წლის ასაკში გამოჩნდა, საშუალებას არ აძლევდა და არც არასოდეს მისცემდა, რომ მისგან წამიერად მაინც გათავისუფლებულიყო. ვერც მიხვდა, მოვიდა თუ არა გონს. მხოლოდ შორიდან დავინახე, როგორ აეწია ოდნავ ტუჩის კუთხენი სევდიანად, დანანებით...
მივხვდი...
მივხვდი რატომაც.
მხოლოდ მე მივხვდი და სხვა ვერავინ.
იმ წამმა ორი წლის წინანდელი მოვლენა გაახსენა, როდესაც ბოლოჯერ იხილა დღის სინათლე და გონს მოსულმა, უსასრულო ღამის სიბნელის მეტი, ვეღარა იხილა რა.
სიბნელეს ახლაც არ მოუცვლია ფეხი. მისი მზერის წინ იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და კვირის გაზეთს ავლებდა თვალს. წასვლას არსადაც არ აპირებდა, სანამ ჟამი არ დადგებოდა სიკვდილისა ან მედიცინა სრულიად არ ამოყირავდებოდა, რათა ათასობით ადამიანის დაუსრულებელი ტკივილისათვის ბოლო მოეღო და მათთვის დროებითი შვება მაინც ეგრძნობინებინა.
-ხუთი წუთის განმავლობაში არ წამოაყენოთ, ისევ გამოიწ- ვევს გონების დაკარგვას!- ადგილიდან ფეხმოუცვლელად მივ- მართე დამრიგებელს. დამრიგებელმაც ჩემი სიტყვები გაიმეორა:
-გაბრიელ, ძვირფასო, 5 წუთის განმავლობაში არ წამოდგე, კარგი?
-არაფერია, მალე გამივლის, მერხთან უფრო კარგად ვიგრძნობ თავს.
-შენ როგორც გირჩევნია.
-არ შეიძლება, უარესი მოხდება!- შევუტიე.
-მერი, მას ასე სურს!
- მე ჩემი ვთქვი,- დავასრულე რეპლიკა და გაშლილ თმაზე ხელი დავისვი.
გაბრიელი საკმაოდ სწრაფად წამოხტა იატაკიდან და დამო- უკიდებლად, თუმცა ნელი ნაბიჯით გამოეშურა მერხისაკენ.
-„აი ახლა რაღაც მოხდება!..“-გავიფიქრე და სკამი სასწრაფოდ გამოვწიე, რომ საჭირო დროს შემეშველებინა, თუმცა ჩემდა გასაოცრად მსგავსი არაფერი მომხდარა. მშვიდად მოუბრუნდა თავის მერხს და კვლავ ძველებური იერი მიიღო, ცივი, დაძაბული და უხეში.
-„უჰ! ძალიანაც კარგი!“ -გამიხარდა და ყრუ მუცლის გვრემით ოდნავ შეწუხებული საკუთარ საქმეს მივუბრუნდი.
გაკვეთილის მსვლელობისას გვერდზე მჯდომი ბრაილის დაფაზე ისეთი სისწრაფით ინიშნავდა ბიოლოგიის მასწავ-ლებლის ნაკარნახევს, რომ ვიფიქრე, ამას მხედველობის მქონე მეც კი ვერ შევძლებდი-მეთქი. თუმცა რა გასაკვირია, რომ მისთვის განკუთვნილ ანბანს ისევე კარგად ფლობდა, როგორც მე ქართულ, მხედრულ დამწერლობას, რომლის გამოყენებაც ისეთივე ელვის სისწრაფით შემეძლო (და შემიძლია, ჯერ ცოცხალი ვარ!), როგორც მას ბრაილის სისტემის.
სიმართლე გითხრათ, არც ის გამიკვირდებოდა, კალამი რომ აეღო და არათუ მხედრული, არამედ ასომთავრული დამწერლო- ბითაც რომ დაეწყო წინადადებებისა და ყვავილოვანი მცენარის აგებულების თავისებურებების ჩანიშვნა, რადგან ხანდახან მეგონა კიდეც, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი, ლამაზად შეფუ- თული ტყუილი იყო. მოსაზრება უსაფუძვლო, მოგეხსენებათ, ნამდვილად არ გახლდათ.
აღარავის ანაღვლებდა დილით დატრიალებული ამბავი. წარსულს თავისი მძლავრი კლანჭებით ისე წარეტაცნა მომხდარი ფაქტები, თითქოს არც არასოდეს უარსებიათ. მეხსიერებიდან ამბის 90% სრულად მიკუნჭულიყო ტვინის ხვეულებში, რომელთგან ხშირად გვჭირდებოდა კვლავ მეხსიერების საცავში დაბრუნება, რათა თუნდაც მოყოლისას, საბეჭდი საღებავის მსგავსად, მკაფიოდ აღბეჭდილი 10% დარჩენილი და მიმალული 90%-ით შეგვევსო და სრულყოფილი გაგვეხადა იგი. არც მე მაინტერესებდა დიდად „მყარი დისკის“ ამ უსარგებლო ინფორ- მაციით გადაწვა.
ამ ქაოსში მხოლოდ ერთი რამ მეუცნაურა.
ნუცა.
ნუცა, რომელიც ახლა ხის პაწია მერხთან მოკუნტულიყო, სულაც არ ჰგავდა იმ უწინდელ ნუცას მოვარდისფრო პალტოთი და წითელი ბერეტით რომ მიაბიჯებდა ქვაფენილზე „პარიჟანკასავით“ და თბილი ღიმილითა თუ ციმციმა თვალებით გარემოს ცივი დეკემბრის მოლოდინში სითბოთი და სინათლით ავსებდა. არა, ეს ნუცა შავი პალტოთი, ჩამქრალი თვალებითა და დაბლა დაწეული ტუჩის კუთხეებით მდუმარედ იჯდა, თავი ხელზე ჩამოეყრდნო და იატაკს დასცქეროდა. არა, ის არც დილით მომხდარზე ფიქრობდა. მისი ციმციმა თვალები სადღაც, შორს გამქრალიყვნენ და ახლა მათი ადგილი სიბნელესა და სევდას მიესაკუთრებინა. არცთუ ისე რთული მისახვედრი იყო, რომ ეს პოზიტიური და მოხარხარე გვირილა ასეუმიზეზოდ შეცვლილიყო. კლასელთა ბრბოსაგან გამოცალკევებულსა და გვერდით გაწეულს სასწრაფოდ მივვარდი.
-ნუცა, რა ხდება?
-არაფერი...- დასიებულ თვალებზე ხელი მოისვა.
-თუ არ გსურს, რომ მითხრა...
-მერი...ძალიან მინდა.
-მერედა, რა გიშლის ხელს?
-ოჯახი...- ჩამქრალი თვალებიდან სისხლივით მჩქეფარე, მდუღარე ცრემლები ჩანჩქერ ნიაგარასავით წასკდა.
-რა მოხდა, კი მაგრამ?
დარდით დამძიმებული ნუცა ჩემს მკლავებში მძიმედ ჩა- ესვენა და მკერდზე მომეყრდნო.
-ჩუ...დაწყნარდი...- მკლავები მოვხვიე.
-მე...მე... მაპატიე!
-რა გაპატიო?
-არა, აქ ვერ დაგელაპარაკები... მთელი კლასი ჩვენ გვიყურებს...
-ოჰ! რა გულისამაჩუყებელია!- პათეტიკურად შესძახა ელენემ.- კოცნა არ დაგავიწყდეთ!- მოგვაძახა და ხმამაღლა ახარხარდა.-მოდით! შეხედეთ!- კლასელებს მოუხმო.-რა მაგარი სპექტაკლია! ბილეთები რა ღირს? ააა, თუ უფასოდაა!
ნუცამ ჩემი მკლავები დატოვა და სახეში მიაჩერდა გაწეწილ და შურით სახეაალებულ ელენეს.
-რა გინდა?! შე...
-ჩუმად.-მივმართე.
-ძლივს! იცის, ვისი უნდა ეშინოდეს!
-რა შიში?!-კვლავ განაგრძო.-წესიერად ილაპარაკე-მეთქი!
-ნუცა, დაწყნარდი, შეეშვი.
-ვის შევეშვა?! ამას?
-ჰო. წამოდი, დერეფანში გავიდეთ.
-მაგრამ...
-წამოდი-მეთქი.
გაცოფებული ნუცა ჩვენ წინ ატუზულ ელენეს თვალებში შესცქეროდა და მის tie dye ჰუდის ამრეზით უყურებდა. ბოლოს მზერა მოაშორა და დერეფნისაკენ გაემართა.
-რატომ შემაკავე?!- ახლა ჩემკენ გადმოინაცვლა.
-იმიტომ, რომ ახლა გაღიზიანებული ხარ.
-ჰოდა ძალიანაც კარგი! მივახლიდი სათქმელს პირში.-ამოისლუკუნა.
-დამშვიდდი, დაწყნარდი. ახლა მომიყევი, რა მოხდა.
კვლავ წასკდა მღვრიე ცრემლი.
-მე... ჩემი ძმა... მოკვდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent