მომკიდე ხელი - თავი მეთორმეტე
საღამოს მზის სხივებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ სითბოს კვალი და ლამაზად აელვარებდნენ ფანჯრის მინებს. მავსებდნენ. დღეს სრულყოფილებას მატებდნენ და უსასრულო ჰორიზონტს ალისფრად აფერადებდნენ. სიამოვნებას მგვრიდა რადიატორს მიფიცხებული ჩაის სმა და ზამთრის ხანმოკლე დაისის ლამაზი პერფორმანსის ცქერა. მზემ თავისი სპექტაკლი 27 წუთში და-ასრულა, უკანასკნელად დაგვიკრა თავი, ქულა ღრუბლების საბანი გადაიფარა და სცენა მთვარეს დაუთმო. წიგნების თაროს მივუახლოვდი, „რჩეული პოეზია“ გად- მოვიღე. მტვრის, სიძველის, ცოდნისა და იდუმალების სურნელმა გამაბრუა. გაყვითლებულ ფურცლებზე წვრილი შრიფტით გამოყვანილ პირველ ლექსს დავხედე. სათაური მხოლოდ ერთ ფრაზას იუწყებოდა. „მე და ღამე“ ამოვიკითხე. „ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება. სიო, სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება...“ ფანჯარა ოდნავ შევაღე, ლექსი უკეთესად რომ შემეგრძნო. „მთვარით ნაფენს, არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემ სარკმლის წინ იასამანს...“ -„ოჰ, ჯანდაბა! სად ვიშოვო ახლა მე იასამანი!“-გავიფიქრე. „ცა, მტრედისფერ ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული...“ არც რამე განსაკუთრებული გრძნობა გამაჩნდა. ლექსისა და გალაკტიონის გენიალურობით უდიდეს სია- მოვნებას ვიღებდი, თუმცა მისი განცდა სრულად არ შემეძლო, სტრიქონები სულში ღრმად აღწევდნენ და ვერცხლის სიმების გამოძახილს სწორედ მასში პოულობდნენ... სული და სხეული იმდენად აღარ მთხოვდნენ ცვლილების შეტანას. კლასში შესვლისას მერხთან მჯდარი გაბრიელი გაღიმებული დამხვდა. თითქოს გუმანით იგრძნო ჩემი მოსვლაო, ჩუმად მომესალმა. -გამარჯობა, მერი. -გამარჯობა. -...და მაინც, რას აკეთებ? -როგორ? -რას აკეთებ, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდები? -არაფერს განსაკუთრებულს. ვმეცადინეობ, ვხატავ, საპირ-ფარეშოში ვმღერი და ტელევიზორს ვუყურებ. -მორჩა? -ჰო. -მეგონა, უფრო მიმზიდველი ცხოვრება გქონდა. -ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი. -ვერც მე. ისე, კარგი ხმა გაქვს. -მგონი, არც შენი საქმეა დიდად, როგორ ვცხოვრობ. ბოლოს და ბოლოს, არც კი მიცნობ. - ვითომ? შენნაირ ხალხს მადლობის თქმა არ უყვარს. -მართლა. სათვალე მოიხსნა და ღრმა მზერა მტყორცნა. კვლავ დავინახე უძირო ზღვა მთვარის ციმციმა ანარეკლით. ადრენალინი. -უკვე ორ კვირაზე მეტია აქ ვარ. -არ კმარა. -გააჩნია ვისთვის. -არავისთვის. -რას ამბობ...- ამოიოხრა და გამომცდელი სახე მიიღო. -ამ სახით ნუ მიყურებ! -„ოჰ, რა წამოვროშე!“ -მგონი უნდა იცოდე, საერთოდ არ გიყურებ და წარმოდგენაც არა მაქვს, როგორი სახე გაქვს. -უი... ცუდად გამოვიდა... გაიღიმა. ცივმა ოფლმა დამასხა. -„ნეტავ მალე დასრულდეს ეს თამაში!..“- ვინატრე. და სწრაფადაც ამიხდა. კალენდარს შევხედე. სულ რაღაც 18 დღე დარჩენილიყო სწავლის დასრულებამდე და სამი კვირით ფრთების გაშლამდე. დღის დასასრულს ერთხელ კიდევ მომიწია ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოფუფქვა. კლასის ნაკადს პარასკევ დღეს მეც შემეძლო გავყოლოდი. -და მაინც რატომ?..-ნაცნობმა ხმამ მომმართა. -უკაცრავად? -რატომ გაქვს ასეთი ცხოვრება? არ მსურდა ოჯახის პრობლემებზე უცხო ადამიანთან საუბარი. -არ გიცნობ, არ მიცნობ. რატომ მეკითხები? -შენ არა, მაგრამ მე- კი. მასთან ამ ერთწუთიანი საუბრისას წამიერ ნდობას იწვევდა, რომელსაც უმალ აქარწ....ბდნენ ეჭვები. მაგრამ მაინც ვგრძნობდი იმ გაბმული ძაფის არსებობას, რომელიც მაგრძნობინებდა მის სინამდვილეს. იგი მათ არ ჰგავდა. -და საერთოდ, შენ თავად მიბრძანებდი, თავი დამენებებინა შენთვის და ახლა უბრალოდ სულში ხელების მოფათურებას ცდილობ. -უკვე მოვაფათურე, სადაც საჭირო იყო. შევშფოთდი. -მაშინ, თუ ასე კარგად მიცნობ, ვინ ვარ? -მერი. -მორჩა? -კი. გამეღიმა. -ისეთ რამეს ვხედავ, თავადაც რომ ვერ ამჩნევ. -ხედავ? -ზუსტად. ამის თქმაზე ქურთუკი მოიცვა და ნელი ნაბიჯით კარს მიღმა გაუჩინარდა, როგორც წინა დღეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.