მომკიდე ხელი - თავი მეცხრამეტე
შუადღის სამი საათიდან ოთხ საათამდე მიმდინარეობდა მეცადინეობასაკონცერტო დარბაზის ზომის სასტუმრო ოთახში. ქ-ნი ნინო მუდამ მიმასპინძლდებოდა ტკბილეულით და არაჩვეულებრივ მზრუნველობას იჩნდა ჩემდამი. დედაჩემიც არ იყო ამ ერთსაათიანი გაკვეთილების წინააღმდეგი, მითუმეტეს, როცა უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. მართალია, ცოტა ზედმეტად ეჩვენებოდა ყოველივე ეს, თუმცა არ იმჩნევდა და არც გადაკვრით მეუბნებოდა რამეს. ჩვენი „გაკვეთილების“ დაწყებიდან ხუთი დღის თავზე დედამ მომთხოვა, დეტალურად აეხსნა, თუ ვინ იყო ჩემი მეგობარი და რას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, მომ- ნდობოდა, მაინც მომიწია მისი მთელი ისტორიის ყოველი დეტალის დაწვრილებით ახსნა. ამბავს უცნაურად შეხვდა. შუბლშეჭმუხნული ერთხანს მდუმარედ იჯდა და ჩაფიქრებულიყო. სიმართლე ვთქვა, ვერ მივხვდი ასეთი უჩვეულო რა გაიგონა, რადგან ამბის ძირითადი ნაწილი უკვე მონასმენი ჰქონდა; თუმცა საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, ემოციებისაგან დაცლილი კუთხეში მივჯექი და წიგნი გადავფურცლე. არაფრის მოლოდინი არ მქონია. მომავალი ვერ განვსაზღვრე. -მერი!- უცაბედად გამომძახა სამზარეულოში მჯდარმა დედამ, რომელიც ამბის გაგონების შემდეგ არც კი დაძრულიყო ადგილიდან. არც განრისხებული იყო, არც სიხარულით გა- ბადრული. -გისმენ,-ვუპასუხე. -მოდი. -რა მოხდა? წიგნს ვკითხულობ. -ერთი წუთით გვერდზე გადადე და მომისმინე. რომ გეუბ- ნები, მოდი,- ტონს აუწია. ველოდი, რამე მოსაწყენ, უსარგებლო დავალებას მომცემდა. -აჰა, მოვედი! ისევ მაგიდასთან იჯდა, თუმცა ახლა მზესუმზირას აწკაპუ- ნებდა და ნაფრცქვენებით ერთ მომცრო პირამიდას აგებდა. -დაჯექი,- სკამზე მიმითითა. -რა მოხდა? -მერი,- დაიწყო.- ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ... ისეთი ფრაზებით ალაპარაკდა, მივხვდი, აშკარად წინასწარ ჰქონდა მომზადებული ტექსტი, თუ როგორ უნდა გადმოეცა ჩემთვის ამბავი. -ვიცი. მეც მიყვარხარ. -ისიც ხომ იცი, რომ მსოფლიოს მირჩევნიხარ. -კი. -რაღაც მინდა, რომ იცოდე. -მაინც? -მოკლედ... უკვე გაიზარდე, ნელ-ნელა ყალიბდები. -მერე რა? -არ ვიცი, საიდან დავიწყო... -და რაც მოგიყევი, იმასთან რა კავშირი აქვს? -ნუ, არის რაღაც კავშირი. -ერთი სიტყვით, იმას ვამბობდი, უკვე დიდი გოგო ხარ-მეთქი და, ვფიქრობ, უნდა იცოდე. ეს საკმაოდ გრძელი ამბავია... დიდი ხანი ვეცადეთ, რომ დავორსულებულიყავი... მაგრამ...-ხმა აუკანკალდა.-ყველაფერი ამაო გამოდგა... ძაფები გონებაში ერთმანეთთად დავაკავშირე და პასუხამდე საკმაოდ ადვილად მივედი. -მიშვილეთ. -ერთი წამი. იცი? -არა, მივხვდი. თარიღი? -2008 წლის 3 დეკემბერი. -კარგი... -ხომ არ მიბრაზდები... უბრალოდ, აქამდე ვერ გითხარი... არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ან როგორ უნდა გადმომეცა,- გაოცე- ბულმა შემომხედა.-მეგონა, ძალიან ემოციურად შეხვდებოდი... და ისე მომაჩერდა, თითქოს ჩემგან ტირილს ელოდა. -საკმარისად კარგად ვერ გაგიცნივარ. რატომ უნდა ვბრა- ზობდე? რომ მითხარი? -ჰო. -პირიქით. მადლობა. -მოდი ჩემთან...-ატირდა. მკლავები შემომაჭდო და აღარ მიშვებდა. მაგრძნობინებდა მისი კანის სურნელს, დედის სურნელს. არა, არ ავქვითინებულვარ. უბრალოდ, ცოტა გამიკვირდა. არაფერი განსაკუთრებული არ გამოუწვევია ჩემში ფრაზას „ნაშვილები ხარ“. მერე რა, თუ ასეა! არასოდეს მესმოდა ადამიანების, მსგავსი ფაქტის შეტყობისას გონებას რომ კარგავენ, მუხლები ეკვეთებათ და პანიკაში ცვივდებიან. სახლს ანგრევენ, ამსხვრევენ ჭურჭელს, ლოყებს იხოკავენ და თმას იგლეჯენ; იმის მაგივრად, რომ მშვიდად განაგრძონ ცხოვრება და მეტი თავდაჯერებულობა შესძინონ საკუთარ თავს. ასეთი სისულელე, ალბათ, მხოლოდ თურქულ სერიალებშია. რეალობაში იგივე, ალბათ, სიცილს მომგვრიდა. არც კი დავინტერესებულვარ ზედმეტი ინფორმაციით. არც ბიოლოგიურ მშობელთა ვინაობით ან მათი ადგილსამყოფლით. მხოლოდ ამ ყველაფრის ცოდნაც მაკმაყოფილებდა. რომ არა ეს, მე ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ. ახალი წლის განწყობა წასულიყო. ნეტავ რისთვის ველით ხოლმე ამ დღეს... იანვრის ქარს ამდენის ერთბაშად მოტანა თუ შეეძლო, რას ვიფიქრებდი... *** მეორე დღეს გაბრიელი საკმაოდ კარგ გუნებაზე მყოფი დამხვდა. -რამე მოხდა?-ვკითხე შესვლისთანავე. -არა, არაფერი.-მომიგო. -დაგიჯერო? -გიხდება. ოდნავ დავიბენი. ტანზე დავიხედე, თუმცა მახსოვდა, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმელი მეცვა, ვიფიქრე, რამე ხომ არ შემეშალა სიჩქარეში-მეთქი, მაგრამ მერეღა გამახსენდა, რომ ვერ ხედავდა. -რას გულისხმობ? -სუნამოს. სასიამოვნო სურნელი აქვს. -უი, მადლობა. დედას მოვპარე ორი წვეთი... -დედას?..-ირონიულად ჩაიცინა. წამით ვერ გავიაზრე მიზეზი, თუმცა ჩემთვის ცნობილ მიზეზს რომ ჩავწვდი, ის ვეღარ გავიგე, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა მას. ამიტომ: -ჰო, დედას,-ვუპასუხე წამის შემდეგ. პასუხად კვლავ ირონიული სიცილი მივიღე. საცობში გაჭედილი მანქანების მძღოლების გინება და ასობით სახის სიგნალის ხმა გაისმა და მოსაუბრეს შუბლი უსიამოვნოდ შეუჭმუხნა. -რა გჭირს?- შევეკიხე. -მერი, ვის ატყუებ?- კითხვითვე მიპასუხა და გამომცდელი მზერა მომაპყრო. გავიფიქრე, სტუმრად რომ მეწვია, სადმე კამერა ან ხმის ჩამწერი ხომ არ დაამაგრა-მეთქი, მაგრამ ფიქრი უმალვე გავფანტე და საკითხს შემოვლითი გზების გარეშე შევეხე. -საიდან იცი, პირდაპირ მითხარი, იმიტომ რომ მეც პირდაპირ გეუბნები ყველაფერს. -შენ გეშინია ჩემი. -რომ არ მოგატყუო, მართალი ხარ. -რატომ? -ქცევიდან გამომდინარე. იმაშიც კი მეპარება ეჭვი, რომ ვერ ხედავ. შევატყვე, გულზე მოხვდა. -ამის საფიქრალი ორი მიზეზი მაქვს. ორივე ჩემზე უკეთესად იცი. -მერე? -მერე ის, რომ ვერ გამიგია, რას აკეთებ ბოლოს და ბოლოს. შენ რა, ხმის ჩამწერი დაამონტაჟე ჩემს სახლში? გადაიხარხარა.. -ღმერთო... -საიდან იცი-მეთქი! -დაწყნარდი. -იცოდე, თუ არ მეტყვი, საერთოდ ვეღარაფერში ვეღარ გენდობი აწი. -არაფერი ვიცი. ჩემდა გასაკვირად თვალის გუგები გაუფართოვდა. -მართლა? -კი. ისევ იგივე განმეორდა. ანუ არ იტყუებოდა? დავმშვიდდი. საუბრის შეწყვეტა გადავწყვიტეთ. ერთხანს, ქარის გარდა, არაფრის ხმა არ აღწევდა ჩვენს ყურ- თასმენამდე. მერე წამოდგა და როიალს მიუახლოვდა. -მოდი!-დამიძახა. -აქ ვარ. -ჰო, კაია. როიალს თავი ახადა და ერთი თითის მაგივრად ორივე ხელი წინ წასწია. გავკვირდი და ამავდროულად გამიხარდა. „მიდი რა, მიდი!“-გავიფიქრე და დაველოდე. წამში დო მაჟორის სამხმოვანება (აკორდი - დო მი სოლ) გაისმა ორ ოქტავაში. ჟღერადობამ გაბრიელზე აშკარად იმოქმედა,რად- გან სახე გაუფითრდა, მერე გაუწითლდა და ზღვისფერი თვალები აუკაშკაშდა. გადასარევმა აკუსტიკამ მჟღერი ბგერები კიდევ ერთხელ დაატრიალა ოთახში და დააწყნარა, ბოლოს კი გააქრო. ამას სამხმოვანების შებრუნებები მოაყოლა, თუმცა ნელი ტემპით. კლავიატურის ბოლოს რომ მიუახლოვდა, ამოისუნთქა, ხელი შუბლზე მოისვა და წამოდგა. ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ვიცოდი, ჩემი დუმილის დრო იყო, თუმცა თავშეკავება თითქმის არასოდეს შემიძლია, როცა მოითხოვენ, ხოლო როცა საუბარს მაძალებენ, სიტყვას არ ვიღებ. ამიტომაც... -გაბრიელ, კარგადა ხარ?-ვკითხე არა ზრდილობისთვის, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილად ვიყავი დაინტერესებული. თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, მიპასუხა: -ამმ...კი,კი კარგად ვარ... შენ? -რა ვიცი, ნორმალურად. გახარებული. -ჰო...-ნერვიულად მიპასუხა. მერე სვლა შეანელა და როია- ლისკენ გამოემართა. სისწრაფეს ისე უმატა, ვიფიქრე, უეჭველად ინსტრუმენტს შეახტება-მეთქი და წინ როიალს გადავეფარე, როცა წამსვე შეჩერდა. -მერი, ვიცი, სადაც დგას როიალი. -როგორ? ხომ ვერ ხედავ? არაფერს მოვერიდე. -მერი, ვიცი, სადაც დგას როიალი,-კვლავ გაიმეორა. -როგორ! -გრძნობა. -რა? -შეგრძნება. ხელი მომეცი,- ხელი გამომიწოდა. დავემორჩილე. -მერე? -წამომყევი. კართან მიმიყვანა. -ნუ გეშინია, კარს არ მიგანარცხებ. ეს შეგრძნებითი, დროითი მახსოვრობაა. -რას ნიშნავს ეგ? -ტვინს ახსოვს, ამა თუ იმ ობიექტამდე მანძილი რა დროში იფარება და ავტომატურად გამუხრუჭებინებს. -რა მაგარია!-გავიოცე. -თვალები დახუჭე. მივხვდი, რასაც მაკეთებინებდა. -კარგი რა! -დახუჭე.-მკაცრი ტონით გაიმეორა. -გთხოვ! -იმას არ ვაკეთებ, რასაც ფიქრობ. -მართლა? -კი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვენდე. წესით არანაირი საფუძველი არ უნდა მქონოდა იმისა, რომ მას ოდესმე მივნდობოდი ყველაფერ იმის შემდეგ, რაც სკოლის შენობაში და მის გარეთ გამიკეთა. ხალხს ახლაც ძალიან რთულად ვენდობი. მაგრამ ვენდე და მორჩა! სისულელეს ხშირად ახსნა არ აქვს. თვალები დავხუჭე. უცებ მუცელში წვა და დარტყმისაგან გამოწვეული ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ვერც კი მივხვდი, ისე აღმოვჩნდი დივანზე გაშხლართული. თვალები დავჭყიტე. -რას აკეთებ!-ვუყვირე. -ხომ გეუბნები, ვგრძნობ, სადაც ხარ-მეთქი. -მეტკინა. -წამში გაგივლის. მარცხნივ, ყველაზე „ცარიელ“ ღრუს ვუბიძგე. გამწარებული მივვარდი და მთელი ძალით ვკარი ხელი. მოსალოდნელ შედეგებზე არც კი დავფიქრებულვარ, თუმცა, საბედნიეროდ, დაცემა ფუმფულა დივანზე მოხდა, რამაც ციხეს ამაცდინა. მაგრამ გაბრიელი გიჟივით ახარხარდა. მეც ზედ დავერთე და, ჩემდა უნებურად, ვირივით ავყროყინდი. -რანაირად იცინი? -არ ვიცი!-ვუპასუხე და ვირის ყროყინიდან ქათმის კაკანზე გადავერთე. -ზოოპარკში ხომ არ გიმუშავია შემთხვევით? -წარმოიდგინე და, არა. დივნიდან ბალიში აიღო და „სასიკვდილო დარტყმა“ მომაყენა. რბილად გადავსრიალდი იატაკზე. არც მე ვარ „ნაზიკო“ გოგონა, როგორ შემეძლო, შური არ მეძია, შარვალში ხელი ვტაცე და დივნიდან გადმოვაგდე. იატაკზე გადაწვა. მეც მივბაძე და ხელახლა ავხორხოცდით. ტანსაცმელი მტვერში ამოგვეგანგლა და ხელ-ფეხი გაგვითეთრდა, სიცილით მუცლები აგვტკივდა და სუნთქვა შეგვეკრა, როდესაც... ოთახის კარი მოულოდნელად შეიღო და ნამცხვრის რამდენიმე ნაჭრით ხელში მდგომი ქ-ნი ნინო გამოჩნდა. -ბავშვე... რა დაგემართათ, ღმერთო!-იკივლა, თეფში დივანზე მოისროლა, ოღონდ ისე, რომ არცერთ ნამცეცს იქაურობა არ დაუსვრია და გიჟივით მოგვვარდა. -არაფერი, არაფერი!.. -მოულოდნელობისაგან დანაშაულზე წასწრებულივით წამოვხტი და შარვლის ფერთხვა დავიწყე. გაბრიელი კვლავ იატაკზე იყო გართხმული. რომ დამშვიდდა და სიტუაციის აზრი გაიგო, მოგვიგო: -ასეთი სიცილი მე ჯერ არ მინახავს. წამოდით და ნამცხვარი მიირთვით,-ოთახიდან უკმაყოფილოდ გავიდა, მაგრამ კარი ღია დატოვა. ნელ-ნელა გაბრიელიც წამოდგა, ტანისამოსი ჩამოიფერთხა, ქერა თმაზე ხელი გადაისვა და ადამიანს დაემსგავსა. თუმცა სამოსზე მტვრის ნამცეცები კიდევ ბლომად ჰქონდა მიწებებული. -დაიცა, მტვერი კიდევ გაყრია. -სად? -სვიტერზე. კიდევ მოიშორა ნაწილი. -კიდევ? -არა,-ვუპასუხე, თუმცა ნაწილი კვლავ შერჩენოდა მის მოშავო პულოვერს. -წამოდი. სამედიცინო საშუალებების სუნი მთელ სახლში დატრი-ალდა და ფილტვები მომიწამლა. სამზარეულოში გავედით. სუნი მეტად გამძაფრდა. ქ-ნმა ნინომ მოდუღებული ყავა ჭიქაში დაასხა და მაგიდას მიუჯდა. ჩვენც იგივე გავიმეორეთ, ყავის დასხმის გამოკლებით. -ისე, მერი,-ყავა მოსვა,-რისი კეთება გიყვარს ხოლმე შენ? -რა ვიცი, ვხატავ, ვმღერი, ფორტეპიანოზე დავდივარ... -გაბრიელიც დადიოდა ფორტეპიანოზე... იცი, რა მაგრად უკრავდა! როგორ მინდა, ყველაფერი გამოგივიდოდეთ... გაბრიელს გადავხედე. ეტყობოდა, დედის ნათქვამმა ააფო- რიაქა. თვალებში ნაპერწკალი ჩაუქრა და ხელი მაგრად მომიჭირა. -ჩვენც ძალიან გვინდა, დედა! - მკაცრი ტონით უპასუხა და ჩამქრალი ნაპერწკალი ხელახლა აენთო. ნამდვილად არ ველოდი. გაკვირვებით გადავხედე და გულში სიხარულისაგან ამოვიკივლე, თუმცა ისე, რომ არავის გაეგონა. მაგრამ მაინც გაიგონა და პასუხად ღიმილით შემომხედა. სკამზე ცმუკვა დავიწყე და სიხარულისაგან ავკვნესდი. თუმცა ჯერ არაფერი იყო გასახარი, შედეგი მაინც არ მიგვეღო, მე იმედი დავინახე მის თვალებში, რამაც ოპტიმიზმი გამიორმაგა. ზოგადად, არც პესიმისტთა კატეგორიას განვეკუთვნები და არც ოპტიმისტებში ვწერივარ, მოვლენების რეალურად განსჯა ბევრად მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახლა კი უშინაარსოდ დაიმედებული ვიყავი, რის მიზეზი მხოლოდ გაბრიელის პირიდან წარმოთქმული ფრაზა გამხდარიყო, რაც მე უფრო გასახარად მივიჩნიე, ვიდრე საჭირო იყო. -დედა როგორ არის?-განაგრძო. -კარგად, გმადლობთ... კვლავ ყავა მოსვა და ამოიოხრა. შუბლზე დატოტილი ძარღვები დაემჩნა ლურჯად. მერე შვილს გადახედა და თავი გადააქნია, სინანულით დახარა თვალები. გაბრიელს ყრუ კვნესა აღმოხდა. დავიძაბე. ჩემთვის მოულოდნელად დედამ დარეკა, ნათლიასთან შეიარე, რაღაც საქმე აქვს შენთან, დამირეკაო. -აუჰ რა!.. უნდა წავიდე, დედამ დამირეკა, ნათლიასთან უნდა ავირბინო საავადმყოფოში. საჩქაროაო... -ერთი წამი... რომელი საათია?.. ჰო, ოთხს აკლია თხუთმეტი წუთი. ჩვენც აწი უნდა წავიდეთ და წაგიყვანთ ბარემ... -უი, მართლა? -კი, კი. ისე, დამავიწყდა თქმა, იმდენი გაქო, ისე კარგად სწავლობსო! ნუ აი არ ვიცი რა პირდაპირ! -მართლა? მადლობა. -ჰო! კიდევ დეტალებს აკვირდებაო თუ რაღაც მსგავსი. -კი...-თვალი შევავლე. „კარგია, ვიღაცას ეპრანჭება, ოცდათხუთმეტი წლის ქალია, ბოლობოლო“,-გავიფიქრე და ენაზე მომდგარი სიტყვები კბილებით ძლივს შევაკავე, რაც არცთუ ისე იშვიათად დამმართნია როგორც ნაცნობებთან, ისე უცხოებთან მი-მართებით და ხშირად უცნაურ სიტუაციებში აღმოვჩენილვარ, კბილებს ყოველთვის არ შეუძლიათ ადამიანის გადარჩენა. ხუთ წუთში წამოვდექით, მოვემზადეთ, ვერცხლისფერ მერსედესში ჩავსხედით და ამდენივე წუთში „ავერსის“ კლინიკათან ამოვყავით თავი. ოთხი საათი რომ გახდა, გაბრიელმა თეთრი აბი გადაყლაპა, თუმცა ეცადა, არაფერი შეემჩნია. საცობი არ ყოფილა, საახალწლო არდადეგებზე ხალხს თბილისი დაეტოვებინა და დასასვენებლად სხვადასხვა კურორტზე ან სოფელში „გახიზნულიყო“. ფოიეში არსებულ სიტუაციას სწრაფად ავარიდე თვალი. კაბინეტი ნომერი 106. -ვააა! ესენი ვინ მოსულან!-ჩვენი დანახვისას სკამიდან წამოხტა ნათლია,-რას წარმოვიდგენდი, თუ ერთად დაგი- ნახავდით! ნაძალადევად გავიღიმეთ. გაბრიელს დაძაბულობა შეეტყო. ნათლია ჩვეული მეთოდისამებრ მოიქცა და ლამის გაგვგუდა თავისი მძლავრი მკლავებით. არც გაბრიელს ინდობდა, თურმე, მე კი მეგონა, მხოლოდ მე ვიყავი გამონაკლისი. რომ დავინახე, რა საცოდავად ასავსავებდა ხელებს, ჩუმად ავფხუკუნდი. -მერი, აი რაც უნდა მომეცა.-რამდენიმე დოკუმენტი გად- მომცა,-დედა როგორ არის? -კარგად, მადლობა. -კარგი აბა, ნახვამდის!-სრულიად მოულოდნელად დამემ- შვიდობა და თვალით მანიშნა გასასვლელისაკენ. არ დამი- ყოვნებია, გაბრიელსა და დედამისს დავემშვიდობე და კაბინეტი დავტოვე. უეჭველად რამე ისეთი უნდა მომხდარიყო, რაც არ იყო სასურველი, მე დამენახა. კარი გამოვიხურე, თუმცა ცარიელი დერეფნიდან ფეხიც კი ვერ გავადგი. ნაბიჯის გადადგმის უნარი აღარ შემწევდა. ოთახიდან სიმწრის ღრიალი მოისმა. გული შემიქანდა, რო- დესაც გავიაზრე, თუ ვისი ხმა იყო ეს... ამას ჩუმი ქვითინი დაერთო... ვეღარ გავუძელი და კისრისტეხით გამოვიქეცი. მოვრბოდი და ვხედავდი, როგორ ისრესდა ნერვიულად ხელებს ხალხი მოსაცდელში... ვხედავდი, თუ რა ახლოს იყო სიკვდილი ჩემთან, როგორ ავისმომასწავებლად დაქროდა იგი მესამე სართულზე, საწოლებს შორის და უზარმაზარი კლანჭებით, ადამიანთა ცოდვებით დამძიმებულ სულებს მოაქროლებდა, არც მძიმდებოდა, თავად ხომ ყოველივეზე საზარელი და შავბნელით მოცული იყო. მასთან შედარებით ყველაზე ბინძური, ბიწიერი, ბოროტებით აღვსილი და ცოდვათა სიმძიმით ქვესკნელში ჩათრეული ადამიანიც ფრთიან ანგელოზად მოგეჩვენებოდათ. იგი ვერ ძღებოდა ადამიანთა სევდით, ვერ იკმაყოფილებდა წყურვილს მათი ცრემლით და მათთვის მინიჭებული ტკივილის ცქერა სიამოვნებას ანიჭებდა... შიშმა დამიარა. ვიგრძენი, წლები მდინარის ჩავლილ წყალსავით სწრაფად ჩაითქრიალებდნენ და აი ახლა, ამ წამის შემდგომ, იგივე მომელოდა. არა, სიკვდილის არ შემშინებია, პირიქით, სიკვდილი ზოგისათვის შვებაა, ამქვეყნიური ტანჯვისაგან გასათავისუფლებელი საშუალებაა; მე ტკივილის შემეშინდა. იმ ტკივილის, რომელიც შეიძლებოდა განმეცადა სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც გავიაზრებდი, თუ რა დამძიმებული მივდიოდი და დრო აღარ მექნებოდა, მეთქვა სიტყვა „მაპატიე!“... ...და იქნებ ეს მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისია? იქნებ სულაც არაა სიკვდილი ასეთი საზარელი და იქნებ სულაც თეთრფრთიანი ანგელოზი მიაბრძანებს სულს საიქიოსაკენ? თუ ეს ადამიანის სულზეა დამოკიდებული? იქნებ ყოველი ადა- მიანის მიცვალებას ჭირისუფალთა გლოვა ხდის ასეთ შემ- ზარავს? ვინ იცის!.. ნაბიჯს უფრო მეტად ავუჩქარე. თითქოს ვინმეს ან რამეს გავურბოდი. იანვრის ცივი ქარი ძვლებს არ ასიამოვნებდა, თუმცა სიკვდილით სავსე გარემოსა და გამთბარ ძვლებს სხეულის გაყინვა დაკვლავ ცოცხალი ჰაერის სუნთქვა მიჯობდა. ...და დასრულდა. გავთავისუფლდი. გამონაბოლქვით სავსე ჰაერი ნაძვის ფისით სავსე, სასიამოვნოდ სასუნთქ ჰაერს უდრიდა ჩემთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლეს მანიჭებდა მისით ფილტვების ავსება. სიცოცხლე სასიამოვნოა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.