შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never us(თამაში"LOVE") - 5


28-09-2024, 17:36
ავტორი LunaM
ნანახია 851

სამსახურიდან დაბრუნებულ ბექას, პარკში დავხვდით, კიტე საკმაოდ აქტიური ბავშვი იყო, ბავშვების ენაზე თუ ვიტყვით, სულ რაღაცას "აკეთებდა", სიარული უყვარდა კიდევ, თავის პატარა ხელს რომ ჩაგკიდებდა, იმდენს გატარებდა აქეთ შეეხვეწებოდი დასვენებაზე, მაგრამ ამაზე რა გითხრათ, დედიკოს გავდა. საკვებში კი საკმაოდ წუნია აღმოჩნდა, თუმცა პეპერონი, რომ უყვარდა მაგაზე არავინ დაობდა. ხოდა სავახშმოდ ყველა პიცერიაში გავემართეთ. რა თქმაუნდა ხარჯი ჩვენს "მამიკოზე" იყო. გამაძღარი და ნასიამოვნები კიტე, სახლის გზაზე, უკვე ტკბილ სიზმრებს ხედავდა და მამიკომ დასაძინებლად წაიყვანა. მე და თამარა პარკში ჩამოვჯექით და მარტოობით დავტკბით. ბავშვს ძალიან დიდი ენერგია მიქონდა, მე რომელიც თვეში ორჯერ შემოვირბენდი დაქალის სანახავად, და კიტე ხელში ჩამიგდებდა ხოლმე , სახლში დაბრუნებულს მეგონა ათი ღამე გადამბულად ვიმუშავე და ძალაგამოცლილი მალევე ვიძინებდი, ადამიანი კი, რომელიც 24/7-ზე, ასეთ მაღვალაკს უვლიდა და ღრზდიდა წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა, ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაოჯახებაზე არ ვფიქრობდი ეს იყო, მეორე კი ფინანსები და ასე ვთქვათ, სანამ ფეხზე არ წამოვდგებოდი ოჯახის შექმნა, ჩემთვის სიაში ბოლო ადგილზე იყო, ამაზე თამარიც მეთანხმებოდა და მაფრთხილებდა ჩემსავით ადრე არ გათხოვდეო, რაზეც ხშირად ვხუმრობდით კიდეც. ხოლო დედობა რომ მომინდებოდა კიტეს ვსტუმრობდი და უკვე აქეთ მე ვაწვალებდი პატარა მაიმუნს.
ბოლო დღეებია, საღამოს სიო შემოეპარა, თუმცა ცხელი დღის შემდეგ გრილი ქარი ბედნიერებაც კი იყო ზაფხულის დღეებში. პარკს წრეებს ვარტყავდით და ვსაუბრობდით, ჩვენზე, პრობლემებზე, ცოტა ჩვენს ქრაშებზეც, ქმარი ქრაშის ყოლაში ხელს ვერ შეგიშლის რა თქმა უნდა, წინად დაბადების დღე სახინკლეში აღნიშნა თამარმა და იქიდან წამოსულს გზაზე, იმდენი საყვარელი ყმაწვილი შეგვხვდა, რა თქმა უნდა მათაც ვჭორავდით და მოდი ქრაშების გვერდზე დავპოსტოთ იქნებ ვიპოვოთთქო ვღადაობდით. ასე მაგალითად, ზებრაზე გადასვლისას, ისე გემოვნებაზე ჩაცმული და სიმპათიური ბიჭი გაგვეჩითა, ერთმანეთს რომ შევხედეთ, მივხვდით, რომ ორივეს ერთი აზრი გვქონდა და სიცილი რომ აგვიტყდა ეს ბიჭიც შემოგვიბრუნდა, მაშინ კი ჩავიწვით. მერე მთელი გზა უკან იყურებოდა მეთქი " ან ძაან შევაშინეთ, ანაც მოვეწონეთთქო" შემდეგ უკვე იმაზე ვბჭობდით თუ რომელი მოეწონა, რადგან შეშინებით, ორივესი შეეშინდებოდა, მაგას არც ვკითულობთ. მასე ბავშობაში ერთი უფროს კლასელი მოგვწონდა ორივეს, ხოდა ბოლოს ისე ვიჩხუბეთ ბებოსთან მისულებს, ერთმანეთი "ქოჩორში" გვეჭირა "არა ჩემია, არა ჩემიაო" მთელი გზა რომ გავძახოდით და ფორმაში გამოწყობილები ჩვენზე დიდ ჩანთას მივათრევდით. არ ინერვიულოთ, როგორც მიხვდით შევრიგდით. სამაგიეროდ რომ გავიზარდეთ ბიჭი მისი დის შეყვარებული გახდა.. და ნიაც დაგვცინოდა ხოლმე.
- მედე, რაზე ჩაფიქრდი?- მხარი გამკრა ყურადგების მისაქცევად.
- რაზე თამარ და დავითაშვილზე..
- აუ რაზე ვჩხუბობით ..- მიხვდა და გაეცინა.
- აბა გოგო, ეგ ტრიპაჩი რამ მოგვაწონა სანათესაოს.
- გემოვნებაზე არ დაობენ დაო.
- ბაზარი არაა...- გამახსენდა წლები ვის ვყვარობდი და ჩამეცინა.
- ო... დაიკიდე რა.
- .
- გეტყობა.
- თამუნა.
- მედეა. -მანაც შემომიბრუნა მუქარა. - არა მართლა ვერ ვხვდები, მაგ რამ შეგაყვარა. კაი, ვიდი აქვს, მაგრამ ხასიათი? გაა*ვას ტოო.
- ხო, ერთი მე არ ვიყავი მაგაზე რომ ყვებოდა და მეორე შენ ვინც არ მისმენდა.
- თავიდან მართლა მეგონა, რომ რაღაც გამოდიოდა.
- ხო, მეც მეგონა, მაგიტომაც გავარჭე ჩემი სიამაყე სადღაც.
- ჰოო... რა გიყო პაწ,- შემომეხვია.
- ნუ გეშინია, არ მეტირება.
- ვიცი, უბრალოდ გათბობ,- თავზე ხელი მომითათურა.
- როგორ მიხვდი რომ მცივა?- ირონიით შევჩიჩინე, თამარა კი უფრო მომეხვია.
მეორე დღის საღამოს დავბრუნდი სახლში. ადგილი სადაც ამჟამად ვცხოვრობდი, ჩემი კურსელის იყო, სალომე ამჟამად ბრიტანეთში აგრძელებდა სწავლას. მშობლები ემიგრაციაში ყავდა, ჩვენ უნივერსიტეტში დავმეგობრდით და რომ გაიგო ბინას ვეძებდი ერთად თანავცხოვრება შემომთავაზა,მეც არ ვუთხარი უარი, რაზე მეწვალა.
მისდა საბედნიეროდ საერთაშორისო სფეროში ბევრად მოტივირებული აღმოჩნდა და ჩემგან განსხვავებით, რომელიც ვერ ხვდებოდა რა სურდა, სალომე, წარმატებას აღწევდა. რაც წასულია, რამდენჯერმე ჩამოფრინდა, თუმცა მისი თქმით ძალიან გაუცხოვდა ეს ყველაფერი ასე ხან მოკე პერიოდში, კარგი სამსახურიც ეშოვა ინგლისში და სამომავლოდ დაბრუნებასაც არ აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომფორტულად ვცხოვრობდი, თან სახლის მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონდა და ეს ადგილი შემიყვარდა კიდეც, ალექსთან მეზობლობის თემა ძალიან მძაბავდა, მისი სახლისკენ, მის მოლოდინში გაპარული მზერა,ისევე როგორც დღეს, ეს ყველაფერი ნამდვილად არ მეხმარებოდა მის დავიწყებაში, ალბათ ამიტომ გავწელე გადასვლის თემა. იმედი.. იმედი რომ რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ სინამდვილეში ვიცოდი, რომ არაფერი აღარ იქნებოდა, თუმცა ჩემს თავს მაინც მივეცი უფლება, ნელა გადაეტანა ეს დაე უყვარდეს სადამდეც სურს, ამას ვერც ავუკრძალავ და სურვილსაც ვერ გავაქრობ, უბრალოდ ჩემს თავთან ვარ მართალი...
უკვე დროა წავსულიყავი, ადვილად ვეჩვეოდი ყველაფერს და გამიჭირდებოდა მაგრამ, ადგილის გამოცვლა მჭირდებოდა, ამ ყველაფერს კი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მივხედავდი.
თხუთმეტ რიცხვამდე დრომ ძალიან სწრაფად გაიარა, კადრის უკმარისობის ფაქტორმა, ღამის სმენების მატება განაპირობა და დღე თუ მეძინა, ღამით სამსახურს ვსტუმრობდი, ასე რომ აქ გასაკვირიც არაფერია. სამწუხაროდ, იმდენად გადამწვა რომ, შვებულების ორი კვირა ძილში თუ არ გავატარე ეგეც კარგი პლიუსი იქნებოდა. თუმცა კი ვხვდებოდი, რომ ადგილი სადაც გეზი მქონდა აღებული და ხალხი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდნენ, ენერგიის ტალღებით ამავსებდნენ.


4


ზღვაზე არასდროს ვგიჟდებოდი, წყალი მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვცურავდი. მწვანე ბუნებაზე ვგიჟდებოდი, მიყვარდა მდელო და მთები, სიჩუმე, რომელსაც მწვანე ადგილი იძლეოდა და სილამაზე, რომელიც მასში იყო, აღუწერელ აღტაცებას იწვევდა ჩემში. სიცხის მოყვარულიც არ ვიყავი, მზეს გამუდმებით ვემალებოდი და ალბათ, ამიტომ ვყვარობდი შემოდგომას, ოქროსფერ ფოთლებს, წვიმას, ტოტების ხმაურს, მიყვარდა მთვარე და საოცრად მელაბაზებოდა ღამის ცა, თუმცა ვაღიაროთ, რატომღაც ზღვას მიიწევდა ჩემი გული, ბოლო წლებია, არ ვუარყობდი ზღვის სილამაზეს, მაგრამ ხალხმრავლობა არ მომწონდა. ორი შვებულება გადავდევი, ხან სამსახურის ძიებაში მყოფს, ხანაც ახალ სამსახურში შებიჯებულს, გადამედო და გადამედო წასვლა, მარტოც არ მინდოდა, ვიღაც, ვისთანაც კარგად გრძნობ თავს, მისგვერდით ყველაფერი უკეთესია. ხოდა მე და თამარამ, რომ გავიგეთ ოსკარის ვიზიტზე, მეთქი ამას ვერ გავმაზავთთქო და ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ ერთი გასროლით ორი ბაჭია დაგვეჭირა. სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო ორი თვის მანძილზე, რამდენჯერმე კი წამოიწია უარისთემა, მაგრამ დილიდანვე ბათუმის გზას რომ დავაწექით, მივხვდით რამდენად გასწორებულში ვიქნებოდით და მთელი გზა სახეზე კმაყოფილი ღიმილით და ოსკარის სიმღერების რეპეტიციაში გავლიეთ.

პატარა მაიმუნი, მთელი გზა რომ ჩვენს ვაიბზე იყო, საკმაოდ გადაიღალა და ზღვაზე გასეირნებისას, ჭირვეულობაც შემოეპარა, კოტეჯი, ნიას მეზობლად გვქონდა ნაქირავები, საბოლოოდ კიტე, საყვარელ დეიდას და მომავალ ბიძას, გიორგის შეეწერა, ვინაიდან ნიას შეზლონგზე ჩასძინებოდა და საკმაოდ დიდხანს "ტკბებოდა" ჩვენი მზე მისით. ამის გამო გიორგიზეც ბრაზობდა და მესამე დღეა მაწვნის მეშვეობით ცდილობდა დამწვრობის დაცხრობას. ჩვენც დიდხანს არ დავყავით გარეთ, დაღლილობა მოგვრეოდა, ბექა, ჩვენი გადაკმიდე, ჩვენზე უარესად იყო, მაგრამ მეუღლეს არ გაუტეხა და კავალერონბა გაგვიწია, ასეთ მომენტში თავი მურმანის ეკლად მეგრძნობოდა, მაგრამ ჩვენს შორის დარჩეს და ეკალი ვინც იყო ეტყობოდა, ჩვენს უკან მომავალ ბექას.
მეორე დღეს უკვე მზეს შეცხუნებული ნასიამოვნები ხალხი, სავახშმოდ რესტორანში მოვიკრიბეთ, გიოს და ნიას სამეგობრო, ჩვენ, ერთი ათკაცამდე მოვყრილიყავით და ხომ ვამბობდი,აქ ისეთი თემა გაიჩითება საწოლი და "სკუჩნური" ცხოვრება, გვერდზე გადაიდებათქო.ნიას სამეგობროს ვიცნობდი, მაინც ერთად გავიზარდეთ, გიოს კი როგორც მის საძმაკაცოს, შორიდან ვცნობდი და რამდენჯერმე მყავდა ნანახი. იდეაში, ნიას სახლში თუ გამოიჭერდი, ეგეც საოცრება იყო, სახლში მიმიპატიჟებდა ხოლმე და გიო გამოჩნდებოდა თუ არა ურცხვად გაიპარებოდა. კიტეს ამჯერად ხინკლით ვუმასპინძლდით, სუფრაზე სხვაც იყ,ო მაგრამ მისი წუნიაობის ამბავი რომ ვიცოდით, და ტკბილისადმი სიყვარული, მიმტანი გოგონა მაშინვე გავაფრთხილეთ რომ დესერტისთვის ცალკე დავუძახებდით. ქართული სუფრა და ღვინის გარეშე რომ არ შეიძლება ეგეც ხომ იცით ? ხო და არც აკლდა. საუბარ საუბარში, ბავშვების ქორწილის თარიღსაც მივუახლოვდით და შუა საუბარში მობულურზე შემოსულნა ზარმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
- გისმენ დავით?
- დეა, მარცხნივ გამოიხედე.
თავი მივატრიალე თუ არა,თვალში მალევე მომხვდა ხელ აწეული მომღიმარი ბიჭი, მის დანახვაზე მეც გამეღიმა.
- შენ აქ რა გინდა?
- მიდი, გამო გნახავ.
- კარგი მაცადე,- ტელეფონი გავთიშე დაბავშვებს მივუბრუნდი.- მალე დავბრუნდები.
- ვის გვიმალავ დეა? - გაიკრიჭა ნია, თამუნაც ეჭვიანად მიყურებდა.
- ხო, ვინაა დეა? - ჩამეძია ისიც.
- დავითი, ხომ გითხარით ადრე, თანამშრომელი.
დავუკონკრეტე, რომ ზედმეტი კითხვები არ წამოსულიყო.
- მივალ და მოვალ.
გავუღიმე და მაგიდას გამოვეცალე. თამარის მოძახილ " ჰო, ჰო, არ შეყვე" კიდევ უფრო მეცინებოდა. თეთრ სამოსში, გამოწყობილი, ულვაშა დათა, კვლავ ღიმილით მიყურებდა," როგორი ცანცარაა, ზაგარიც მიუღია უკვე" გავიფიქრე და ახლოს მისულმა გადავეხვიე.
- დათ, როგორ ხარ?
- კარგად დეაკო, შენ ?
- ეგ რაღაც ახალია?- წარბაწეულმა შევხედე.
- ნუ, ასე ვთქვათ.. რა იყო არ მოგწონს? - ჯიბეში ჩეყო ხელები და კვლავ მიღიმოდა.
- არ მაქვს პრობლემა.
- შენ რომ ჩამოხვედი არ უნდა გეთქვა ?
- რათა ვითომ?
- გელოდებოდი ადამიანო, მაგიტომ.
- მე ? - გავიკვირვე.
- შენ, აბა ვის, ხომ გითხარი კონცერტზე გეწვევითქო.
- ვაა, ძალიან კარგია.მარტო ხარ? როდის ჩამოხვედი?
- არა რა მარტო . ახლა მივდიოდი, ბავშვების სანახავად, დაგინახე და გიცანი, მეთქი უეჭველი უნდა ვნახოთქო.
- სიურპრიზი არ გამოგივიდა?
- ხო იცი როგორი მოუთბენარი ვარ.- გაეცინა კვლავ.- მათე და გვანცაც აქეთ არიან, ხომ არ წამოხვიდოდი?
- აუ ახლა ნამდვილად არა,ლიმიტზე ვარ. ეგენიც ხომ არ იქნებიან?
- კი.. ავიყოლიე.
- კარგი მაიმუნი ხარ შენ.
- კაი დეა, ხვალ შევხმიანდეთ.- კვლავ გადამეხვია და გადამკოცნა.
- მომიკითხე ბავშვები.
- აუცილებლად.
გატრიალდა და მალევე დაიკარგა თვალთახედვის არედან, სუფრასთან დაბრუნების შემდეგ ჩვენც არ დავყავით დიდხანს, მალევე დავიშალეთ, ბიჭებიც უკვე გრადუსში იყვნენ.

- არც კი მჯერა რომ აქ ვართ,- ჩაილაპარაკა, ჩემს გვერდით საქანელაში მჯდომმა თამარამ.
- შენ ხვალ ნახე, როგორი ზღაპარი იქნება,- მეოცნებედ ავხედე ცას. - ძაან მაგარია.
- ხო.. ბოლოს როდის ვიყავი აქ არც მახსოვს..
- აიტ თქვე მაიმუნებო, ჩემს გარეშე რატო დაიწყეთ, ფოტო მინდოდა გადამეღო.- ნია წუწუნით მობრუნდა, ცივ ყავაზე ამბობდა, რომელიც მაცდურად გვიყურებდა, როდესაც ნია პლედის მოსატანად გავუშვით.
- მოდი, მოდი ახლა გადაიღე, კიდევ არის,- გვერდით ჩავიჩოჩეთ და ნიაც ჩამოვსვით.
-ოო, კარგი მოწიეთ ჭიქები.
რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ გასთორა სასურველი ფოტო და კმაყოფილმა გადადო ტელეფონი გვერდით.
- აბა, ბალღებო , როგორია ზღვა.
ნია ჩვენგან განსხვავებით წელს არ ტოვებდა რომ არ წასულიყო ბათუმს, ამიტომ ყოველ შესაძლო მომენტში გვეხუმრებოდა ხოლმე ამ ფაქტზე.
- დეაა, იგი ვინ იყო? - ისევ ეშმაკურად მომიქცია მზერაში.
- დათა იყო საყვარელო, ჩემი ექს-თანამშრომელი და აწ უკვე მეგობარი.
- რაღაც არ გავდა მისი გამოხედვა მეგობრისას.- ჩერთო საუბარში თამუნაც.
- ხო, აი მაგას ვამბობ მეც,- დაეთანხმა ნია.
- ნუ.. კარგი, ვფიქრობ რომ მოვწონვარ,- დავნებდი მეც.
- მერე?
- რა მერე? მე არ მომწონს.
- აა, შენ ისევ ის მოგწონს ? რა ერქვა?
- ალექსი,- ჩემს მაგიერ უპასუხა დამ.
- მაგას რაღა ხდება ?
- არაფერი, წარსულია.
- ხო, წარსულია.- წაიკვეხა თამარმა.
- რა არ ვიცი?- ინტერესი აენთო თვალებში.
- ბევრი არ იცი, იარე შენ გიოსთან და სულ ჩამოგვრჩები.
- რა გინდა თამუნა?- ერთხმად ვკითხეთ ორივემ.
- არაფერი, კაცო არ მომკლათ.
- მართლა მედე, რა არ ვიცი?
- მიდი მოუყევი რა..
თვალები ავატრიალე და თხრობა თამარს გადავაბარე, რომელიც შელამაზებულად ყვებოდა გამოგონილი დეტალებით.
- არ იყო მასე.- ჩავერი მის თხრობაში.
- აბა როგორ?
- აუ თქვენც კაათ ხართ რა. ისე ვერ გავიგე ასეთი გადაუწყვეტი როგორ უნდა იყო. შენს ადგილას არც შევურიგდებოდი, ასეთი დებილური ქცევების მერე.
- არც ვაპირებ.
- მერე მაშინ მიეცი შანსი დათას, საყვარელი ბიჭი ჩანდა. არ გაგვაცნობ?
- აუ რავი ნი, ჯერ აქ არის და გადავეყრებით ალბათ. ხვალ კონცერტზე იქნება.
- არა რა, ხომ ვთქვი მოსწონს თქო,- გადახედა დას დასტურად.
- ეგ არა და მე ვიცი ვინ იქნება კიდევ კონცერტზე.- ეს გვერდით რომ მიჯის ვერ ხვდება ნეტავ?
- ვინ ? - იკითხა ნიამ.
- ალექსა..- სიგარეტის ბოლს ამოაყოლა მისი სახელი.
- არ იქნება ეგ კონცერტზე,- წავიწუწუნე მე.

- შენ საიდან იცი? - შემომხედეს ორივემ.
- ოოო, სთორებში აღარ დებდა ბოლოს.
- შენ გაკლია შვილო.
- მაგას ვამბობ მეც ნია. კაი კონცერტზე რომ არ იყოს გამიკვირდება, მაგრამ ბათუმში ხოა?
- ვაა...
- აუ დამანებეთ რა თავი,- ბუზღუნი ამომხდა პირიდან.- ნია შენს ქორწილზე მოყევი ჯობს.
- ნახე, ნახე, როგორ ცვლის თემას.
- კაი ნია დაანებე თავი, ვერ ხედავ დუღს.- თამარმა ჩემი დაცვა დააპირა.
- მე რაღა გითხრათ, ქორწილი ოქტომბერშია, მეჯვარე იცი და თუ კაი ვინმე გავჩითე, გპირდები გაგაცნობ,- აკისკისდა ნია ჩემი დაბღვერილი სახის დანახვაზე.
საუბარი დიდხანს არ გაგვიგრძელებია ღამის სამი იყო დაწყებული და უკვე ძილიც მოგვრეოდა, ამიტომ ჩვენს ოთახებში დავიშალეთ.
შუადღეს გაღვიძებულმა დავითს დავუბრუნე პასუხი, რომელიც მწერდა, რომ ცოტა შეაგვიანდებოდათ, და მივიდოდა თუ არა შემეხმიანებოდა, შემდეგ მოვწესრიგდი და საჭმელად ჩავედი, თამარი კიკიტოს აჭმევდა, ნია ტელეფონში ჩაჩერებოდა, ბიჭები გარეთ გასულან, გოგოებიც პლიაჟზე იყვნენ, ჩვენ მაგათთვის სად გვეცალა, D - day იყო. როდესაც კიკი დავანაყრეთ და ჩვენც ვისადილეთ, გარდერობში ქექვის დროც მოვიდა. დინამიკებზე ფლეილისთი გავუშვით და ტანსაცმლის არჩევაც დავიწყეთ, იდეაში ბევრი არჩევანი არ იყო, მთელი ბარგით კი არ წამოვსულვართ, თამარმა თუ რამე ნიას ავახიოთო, ნუ ჩემს ტანზე ნიას ვარიანტი არ ვიცი როგორ ჩაიტეოდა, თუმცა მას ამაზე პრობლემა არ ქონდა. თამარს შედარებით სპორტული სტილი იზიდავდა და გამოპრანჭვაზე, მხოლოდ გამონაკლის დღეებში ფიქრობდა, საბოლოოდ, ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ტოპი და შავი კლასიკური შარვალი ამოირჩია, მე მცირე არჩევანით შემოფარგლული თავდაპირვე ლუქზე შევჩერდი, რომელიც თეთრი, წვრილი ბრეტელებით, წელზე გამოყვანილი, მუხლებამდე მოშვებული სარაფანი იყო, ფეხზე შავი სქელ ძირიანი ფეხსაცმელი შევუხამე, თმები და მაკიაჭის გაკეთება ჩვენს გამოცდილ ვიზაჟისტ ნიაზე იყო დამოკიდებული უკვე. თუმცა ჩაცმისთვის ადრე იყო და დროის გაყვანა კიტესძთან ერთად მულტფილმის ყურებაში გადავწყვიტეთ, ექვსისკენ ნელნელა მოსვლა დაიწყეს ბავშვებმა, ჩვენც გამზადების დრო გვქონდა. ბანავის და ლუქის მორგების შემდეგ ნიასთან მოვიყარეთ თავი და ბოლო შტრიხებს შევუდექით. თამარას თმები დაუსწორა, აქცენტი მაკიაჟის მეშვეობით თვალებზე გაუკეთა, თავისივე სამკაულები ჩამოკიდა და გამოისტუმრა, მე რაც შემეხება, ჩემს თმებზე დიდი ვერაფერი მოხერხდებოდა, წინა წელს შეჭრილი, ბეჭებამდე სიგრძეს ძლივს აღწევდა, თმის უთოს გამოყენებით ოდნავ ტალღოვნება შესძინა ნიამ მათ, აი მაკიაჭზე კი უარი განვაცხადე, არ მიყვარდა, შესაბამისად არც ვიცოდი მათი გამოყენება, ნუ ახლა ნიაზე იყო დამოკიდებული, თუმცა მხოლოდ თვალის ტუში და ტუჩსაცხის გამოყენება ვარჩიე, ყელი დედას გამოგზავნილი პეპლის გულსაკიდით დავამშვენე და დავასრულეთ მზადების რეჟიმი, ამასობაში ცხრა სრულდებოდა და ჩვენც ვაგვიანებდით თუნცა ამ ყველაფერს შეგუებული ბექა, მშვიდად მისაღებში გველოდებოდა, ნიამ კიტე, ოთახში შეიყვანა რომ არ გამოგვტირებოდა და ჩვენც გამოვძვერით. ადგილზე ბილეთები დავასკანერეთ და სცენისკენ გადავიწიეთ, სცენა ოსკარის სტილში იყო მორთული, ყველაფერი ბრჭყვინავდა. მიუხედავად იმისა, რომ დავაგვიანეთ, კონცერტი ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ მე და თამარა პატარა ბავშვებივით ვიღიმოდით და ყველაფერს ფოტოს ვუღებდით ან ბექას ვაწუხებდით ამისთვის. რა თქმა უნდა წყვილიც ავღბვეჭდე ფოტოებზე, მაგ დროისთვის მე აღმოვჩდი ისეთ პოზიციაში, როდესაც თამარს ვეხვეწებოდი კაია აღარ გინდათთქო, ბექა სიცილის ზღვარზე იყო და ძლივს მალავდა სახეზე ღიმილს.
- დალევთ რამეს? - იკითხა მან როდესაც წამების კლანჭებს დავაღწიე თავი.
- რა თქმა უნდა, თუ დამპატიჟებ.
- როდის არ გეპატიჟები რო?- წარბი ამიწია და ბარისკენ დავიძარით.
გზაში თამარს,ფოტოების რამდენიმე კარგ ვარიანტს ვაჩვენებდი, ბართან გაჩერებულ ბექას რომ შევეჯახე, სიცილი აგვიტყდა, თუმცა კი ღიმილი სახეზე მალევე შეშრა, როდესაც ბარმენად ჩემთვის ნაცნობი პიროვნება აღმოვაჩინე. თამარსაც ეცნო და ისიც დასერიოზულდა, ბექა არაფრის გაგებაში არ იყო, ამიტომ ყურადღებაც არაფერისთვის მიუქცევია. ალექსსაც შეცვლოდა სახის ნაკვთები, ნეტავ ახლაც ისე მოიქცეოდა, როგორც მაშინ და სხვას გამოუშვებდა ბართან?
- რას დალევთ?- კიდევ ერთხელ იკითხა ბექამ.
თავს ვაიძულე კონცენტრაცია კითვაზე გამეკეთებია. თამარს მივუბრუნდი.
- შენ რა გინდა?
- არ ვიცი... მოჰიტო. შენ ?- რობოტივით შემომხედა და კვლავ ბარისკენ გაატრიალა თავი.
- მეც..
ორი მოჰიტო და ლუდი შეუკვეთა, სასმელები ავიღეთ და ბარს ჩამოვშორდით.
- ხო გითხარი აქ იქნება თქო,- ჩამჩურჩულა თამარმა.
- საერთოდ არ შემიმნევია, მეგონა წავიდა აქედან.
- შენ სულ მეგონაზე რატომ უნდა იარო. კარგად ხარ?
- არა...- აკანკალებულ ხელებზე ვანიშნე.
- კაი, წამო წინ გადავიწიოთ.-
სცენისკენ წავედით, მალევე ჩაქრა შუქი, და საყვარელი მუსიკის ჰანგებს, მაყურებლის აჟიოტაჟიც მოჰყვა. სცენაზე YOU'RE MINE-ს მუსიკა და ოსკარის ლაივში ნახვა დიდი ბედნიერება იყო. მუსიკაზე მალევე გადავერთე და ვეცადე ჩემს თავში შემოპარული სხვა ადამიანი მალევე გამეგდო ფიქრების სამყაროდან. მომღერალმა თავისი ვაიბი შემოიტანა და თამარის გარემოცვაც არ მაძლევდა მასზე ფიქრის საშვალებას, აჩქარებული გულის ცემა კი უკვე მომღერალის მხრებზე იყო. მესამე სიმღერას ასრულებდა ოსკარი, დათამ რომ მომწერა ვერ გპოულობ შესასვლელისკენ გადმოიწიეო და მათკენ დავიძერი. დათას გვერდით მათე და გვანცა იდგნენ. მიყვარდენ ეს ორი, იმდენად კარგები იყვნენ, ამჟამად სადაც ვმუშაობდი, იქ გავიცანი, და დავუმეგობრდი, თუმცა მენეჯერის უტაქტობის გამო მათე გაუშვეს და გვანცაც უკან გაჰყვა, თუმცა ჩვენ კავშირი არ დაგვიკარგავს და კიდევ ვეხმიანებოდით.
- როგორ ხარ გვანც? მათე?- ორივეს გადავეხვიე და მოვიკითხე.
- დეა თავად? მომენატრე.
- მეც გვანც, ძალიან.
- ე, მე რატო არ მომეხვიე.- თავი მოისაწყლა დათამ.
- შენ გუშინ გნახე,- ენა გამოვუყავი და მაინც გამეცინა მის სახეზე.- კაი მოდი, შენც გნახავ.
ხელები გავშალე და მასაც გადავეხვიე.
- აი მასე რა.- კმაყოფილად ჩაიბუტბუტა.- დალევთ რამეს ? წამო ბართან.
- არაა. მადლობა, აქ დაგელოდები.- ჭიქა ავწიე და კატეგორიული, უარი განვაცხადე. იქ წამსვლელი მე არ ვიყავი.
- მართლა? მაშინ წამოგიღებ.- ნახევრად სავსე ჭიქაზე მანიშნა მან. დავფიქრდი და მაინც დავთანხმდი.
- თქვენ?
- მე რამე მაგარი წამომიღე რა, გუშინდელიდან ვერ გამოვედი ჯერ, გვანც შენ?
- ტკბილი კოქტეილი იყოს შენს გემოზე, დათ.
- შენ როგორ გალამაზებულხარ ,- თმებზე ხელი ჩამომისვა გვანცამ.
- გალამაზება ვისაც ეტყობა აგერ ვუყურებ, შეგეტყო ხო თავისუფლება.
- აბა რა, მაგარი ბედნიერებაა.
თვალი ბართან მდგომ დათასკენ გავაპარე, თუმცა სხვას ვეძებდი, ვერ შევამჩნიე, დათას მაღალი შავგრემანი გოგო ემსახურებოდა, ბავშვებისკენ მობრუნებისას დავიჭირე ალექსის, მზერა, სიბნელეში, მისი თეთრი ზედა რომ არ შემემჩნია, ვერც კი დავინახავდი, თუმცა ვის ვატყუებ.. ისიც მიყურებდა, სხეულში ცივმა ტალღებმა დამიარეს, ბრაზმაც გაიღვიძა, რატომ ვერ ვუშვებდი? გვერდით მდგომზე გადავიტანე მზერა, ნაცნობი სახე ამოვიცანი, ეს ის დათა იყო, რომელიც საშინლად არ მომწონდა, რაღაცას ეუბნებოდა თვალებს ჩვენსკენ აპარებდ, ალექსიც პასუხობდა, ჩვენსკენ მიჯაჭვული მზერით, ჯანდაბა ამდენ ხალხში მაინდამაინც რატომ ვეჩეჩებით ერთმანეთს.. ჩემს წინ სასმელებით ხელში დავითი აისვეტა და ყურადღების ცენტრში მყოფი დამიფარა.
- აი, გამომართვით.- სასმელები გამოგვიწოდა.- ესეიგი ეს არის შენი ოსკარი.
- ხო, მოგწონთ?- ცარიელი ჭიქა ურნაში გადავუშვი და ახალი პორცია გამოვართვი.
- კი, საკაიფოა.
- მათე წამო რა გამყევი.
- სად?
- ტვალეტი მინდა.
- აჰ, კაი, მალე მოვალთ არ დაგვეკარგოთ.- ხელი ჩაკიდა გვანცას.
- თქვენ არ დაიგვიანოთ მეც მელოდებიან.
- კარგი..
- ვახ, ბოლოს კონცერტზე როდის ვიყავი არ მახსოვს..
- რატო? არ გიყვარს?
- არა, ჩემი თემა არაა.
- რა საყვარელი ხარ..
- ჰმ? რატო?
- ჩემ გამო წამოხვედი ხო?
- ხო რა, სამეგობრო თემაში თუ გაიჩითა ვარიანტი რატომაც არა
გვანცა და მათე რომ დაბრუნდნენ ჩემებთან გადავინაცვლეთ, ერთმანეთი გავაცანი და ყურადღბა ისევ მუსიკას დავუთმე.
- უკვე აღარ მინდა აქ...- თამარს გადავძახე.
- რა იყო?
- მარჯვნივ გაიხედე.
- ვახ, ეს რა კუდეში აგეკიდა?- წარბი აწია მან.
- არ ვიცი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა მუღამი დამეკარგება...
- დაიკიდე რა,- ჩემს წინ დადგა და ცეკვა დაიწყო,- მოდი, მოდი.
ხელი ჩამკიდა და ტაქტში ამიყოლია.
კონცერტი დასასრულს უახლოვდება, მათე და გვანცა სადღაც გაიპარენ თამარამ, საპირფარეშოში მინდაო, და დალეული მეუღლე ბექამ მარტო არ გაუშვა. ხალხიც შემცირებული იყო, სცენაზე უკვე დიჯეი უკრავდა, მე დადათა ვსაუბრობდით და მუსიკას ნელა ვყვებოდით, როდესაც ნაცნობი სხეული გვიახლოვდება და სიტუაციას მიძაბავს, დავითს ვერც კი ვუთხარი რომ წავსულიყავით იმდენად მალე ჩნდება ალექსი ჩვენს შორის. რა უნდა? რატომ რევს ყველაფერს? ან შენ რაგინდა გულო, ასე საშინლად რომ ძგერ... მისი გამოჩენს ატმოსფეროს ცვლის, ყველანაირად ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და აღელვებულ გრძნობებს არ ავყვე.
- მეგობარო, დაგვტოვებ? დეასთან საქმე მაქვს.- უხეშად ერევა ჩვენს საუბარში.
- შენ ვინ ხარ? - გაკვირვებით პასუხობს დავითი და ხან მე, ხან ალექსს უყურებს.
- ეტყვი დეა ? თუ მე ვუთხრა ? - ცუდად ეღიმება მას.

- დავით ცოტა ხნით დაგტოვებ,კარგი?
საბედნიეროდ, დავითს ზედმეტი კითხვების დასმა არ დაუწყია და თუ დაგჭირდები აქვე ვარო, ამ სიტყვებით გაგვეცალა.
- ამასთან რა გინდა ? რას ცდილობ ვაბშე დეა?- ბრაზმორეული ტონით სვავს კითხვას.
- შენ ვინ გეკითხება ალექს?! - მეც მიტევს ბრაზი.
- კიდევ მე ვტყუი ჩემი კუდი ხართქო?
მწარედ წამკბინა მისმა სიტყვებმა. დამღალა კიდეც მისმა მსხვერპლის როლმა, სადაც მე ვიყავი ბოროტმოქმედი.
- ამით რა გინდა რომ თქვა?- ხმაჩამწყდარმა ძლივს ვთქვი წინადადება.
- რამეში ვცდები?- არ მეშვება ის.
- რის მიღწევას ცდილობ ? არ ვიცოდი რომ აქ იყავი, რომ მცოდნოდა არც მოვიდოდი. და საერთოდ საზოგადო ადგილია, უთ გადამეყარე, არ ნიშნავს იმას რომ შენ დაგყვები. გაიწიე. ალექს, მერე კიდევ მე მაბრალებ რომ კუდში დაგდევ. გაერკვიე შენს თავში, გთხოვ.
გამოვშორდი მის გარემოს, არც ის, არც სხვები არ მაინტერესებდა. თამარს მივწერე რომ ნაპირზე ვიყავი და გამოვიდოდა თუ არა შემხმიანებოდა. ქვიშაზე ჩამოვჯექი, ჰორიზონტს გავხედე, ზღვაში ტალღები ჩეულ ტემრს მიჰყვებოდნენ. ზოგჯერ ძლიერ მსურდა ამ სამყაროდან გაქრობა, ზედმეტად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთის, ან მე ვიყავი დრამას დაჩვეული, ყოველთვის როცა ვმძიმდებოდი, მიწად გადაქცევის სურვილი მკლავდა, თუმცა 23-ი წლის ასაკს შევეჯახე და ჯერჯერობით ცოცხალი ვიყავი, რაც მეამაყებოდა კიდეც, რადგან სამყარო იმდენად მშვენიერი მეჩვენებოდა მომენტებში, რომ დაგენანებოდა მასთან დამშვიდობება, რაზეც ერთხანს არ მიფიქრია..
- დათ, ხომ გთხოვე არ გამომყოლოდი..- მეგონა ის იყო, გამოსულს ამეკიდა, თუმცა მისი გაჩერება პრობლემა არ იყო, ვიღაცისგან განსხვავებით მას ესმოდა არას მნიშვნელობა.


ალექსანდრე
საერთოდ არ მეგონა თუ მას აქ ვნახავდი, ჩემს თავზე ვბრაზობდი, რომ ასე მოვიქეცი, არც ის სულელური ტყუილი მეამაყებოდა და არც ეს წამოხტომა, რაც ახლა გავაკეთე. რაც დავიშალეთ დამავიწყდა კიდეც, არც მახსოვდა და ვიხსენებდი ამ ყველაფერს არც ახლა, არც მაშინ.
ადრე ვერთობოდი, ვაღიარებ მომწონდა კიდეც, საინტერესო იყო მასთან მიმოწერა, საინტერესო იყო ის... ისიც ვიცოდი, რომ მოვწონდი და მე მაინც ვაგრძელებდი ამ ყველაფერს, ვიცი... კარგი საქციელი არ იყო რაც გავაკეთე, ვიცი რომ გაბრაზების უფლება არ მქონდა და მაინც მაღიზიანებდა, რომ ვხედავდი მას, მომღიმარს, საყვარელს, ბედნიერს და ჩემს გარეშე, წლები მოვწონდი, ახლა კი ყველაფერი ისე ჩანდა თითქოს, მართლა არაფერი იყო ჩვენს შორის და ჩემში მესაკუთრე საშინლად ბრაზობდა იმ ფაქტზე რომ მას ვეკიდე, არა ეს სიყვარული არ იყო, ვიცი რომ არა..
შეშინებული სახე ქონდა ბართან, ისე მიყურებდა თითქოს მისი დაუძინებელი მტერი ვიყავი, რომელსაც წლები ემალებოდა და ახლა სასიკვდილო მახეში გახვეოდა. ადრეც შევნიშნე მასზე ეს გამომეტყველება. ხშირად ვამჩნევდი, მეც ბოლო იდიოტივით ვაწვალებდი. ლამაზი იყო, მიმზიდველიც, ალბათ, ამიტომ ვჩალიჩობდი მასზე. მეგობრებთან იყო, ალბათ... ვიღაც ბიჭს ამოფარებოდა და მზერაც მალე ამარიდა და ბრბოში დაიკარგა.
ალექსანდრე, ნეტავ სად მივქარე? ძმაკაცებშიც არ მიმართლებს.. ჩემს გვერდში გამომჩდარ დათას გადავხედე.
- ამას აქ რა უნდა დაინახე?
- ხომ გითხარი, უცხოები არ დაიშვებიანთქო.
- კაი რა, წლებია მიცნობენ, უპრობლემოდ მიშვებენ.
გაღიზიანებულად შევხედე. როგორ მინდა ეგ სიფათი აგახიო ვერ წარმოიდგენ "მეგობარო".
- თქვენ მორჩით ხო? მე რომ ვცადო? - ჩაიცინა.
- ყ*ე დაიგდე რა. - ტვინს ტ**ავდა უკვე.ყველაფერი ნერვებზე რატომ მითამშებს.
დავინახე აბა რა. ახლაც მას ვუყურებდი. უკვე სხვებთან. ერთს გადაეხვია, მეორეს, რატომ მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ვიღაცას მის გვერდით წარმოვიდგენ? რა გინდა ალექს? შენ არ იმარჯვე ამ ყველაფერში? ვინ არიან ? ის თეთრებში არ გავს მეგობარს, რა ყ*ესავით იღიმის? არა და ცოტახნის წინ ვუყვარდი.შევ**ცი! რეებს ვფიქრობ?!
- კაი ხო,- ხელი ასწია.- გარეთ ვარ.
ბარიდან გავიდა. სასმელი გადავდე მოსაწევად გასვლას ვაპირებდი, როცა დეას ნაცნობი გამოჩნდა, კარგი, ვნახოთ ვინ ხარ აბა. სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დავაბრუნე და წინ გადავედი.
- მარიამ, წადი დაისვენე.- კოლეგას მივმართე.
- რა გინდა ბიჭო, შენ დაისვენე.
- არ დავღლილვარ, გადი.
- გამარჯობა მეგობარო,- მართლა რა ყ*ე ღიმილი გაქვს.
- რას დალევ?
- ამ.. - მენიუს ჩახედა. - ერთი მოჰიტო გამიმეორე, მეგობარო ოღონდ ძაან გემრიელი.- უკან გაიხედა. ყბებს მოვუჭირე, რომ ნერვებს არ ავყოლოდი.- პინაკოლადა, არაყი და ლუდი გამირიე კიდევ.
შეკვეთა მივიღე და მალევე გავატანე, მისი გარემო უკვე ნერვებზე მითამაშებდა. მივხვდი რომ მოსწონდა, გემრიელი არა, ჩემი ფეხები არ გინდა. ხალხი ბევრი იყო, კონცერტის დაწყების მერე დასვენების დროც მინიმუმზე დავიდა. ჩემი ბოლო სმენა იყო, შვებულებაში გავდიოდი და სამეგობრო ბახმაროში წასვლას ვაპირებდით, აქედან იმდენად გადაღლილი ვიყავი, უკვე იქაც არ მინდოდა.
დიჯეი უკრავდა უკვე, დარბაზი იცლებოდა, მთელი დრო მის ძებნაში გავატარე და ვიპოვე კიდეც, უნდა მესაუბრა. ვერ მოვითბინე, ცვლა მარიამს გადავაბარე და გამოვედი.
რაღაცას საუბრობდნენ, ვიღაც ჩემგან განსხვავებით კარგად ერთობოდა. ბიჭს მხარზე ხელი დავადე, მათი ყურადღება რომ მიმექცია.
- "მეგობარო", დაგვტოვებ? დეასთან საქმე მაქვს.- რა იყო? სად გაქრა შენი ღიმილი დეა?
- შენ ვინ ხარ? - მხრები გაშალა
- ეტყვი დეა ? თუ მე ვუთხრა ?
გავუღიმე. მიხვდა რომ რაღაც ყ*ეობას ვიტყოდი, სტატუსის გაფუჭების ხომ არ შეგეშინდა დეა? იცოდა რომ ისე არ წავოდოდი. ეს გოგო ჩემზე კარგად რატომ მიცნობს? კვლავ გავიცინო? დაძაბულად გვიყურებდა ხან მე ხან მას. ღრმად ამოისუნთქა. დანებდა.
- დავით ცოტა ხნით დაგტოვებ,კარგი? - ლეკვის თვალებით შეხედა მას. ისიც ადგა და წავიდა, არა ხომ ვიძახი ყ*ეათქო. ასე გოგ6ოს როგორ დავტოვებ ?
- ამასთან რა გინდა ? რას ცდილობ ვაბშე დეა?- ბრაზი ვერ დავმალე სიტყვებში. რა თქამა უნდა ვბრაზობდი. მე მოვწონვარ გოგოს და რეებს აკეთებს ჩემს წინ? ისეთს არაფერს. მაღიზიანებს უბრალოდ.
- შენ ვინ გეკითხება ალექს?! - ვაუ ჩემს პატარას კიჭები წამოეზარდა, გამეცინა.
- კიდევ მე ვტყუი ჩემი კუდი ხართქო?
სახე მოეღუშა, მისი ბრაზიც სადღაც მიიმალა, ამან უფრო მეტად დამარტყა ნერვებზე. რატომ ეწყინა?
- ამით რა გინდა რომ თქვა?- ხმა ჩაწყდომოდა, სახეზეზეც აღარ მიყურებდა უკვე.
- რამეში ვცდები?- მინდა რომ გავაბრაზო. არ მოვეშვები, მარტო მე ხომ ვერ გავიფუჭებ ხასიათს.
- რის მიღწევას ცდილობ ? არ ვიცოდი რომ აქ იყავი, რომ მცოდნოდა არც მოვიდოდი. და საერთოდ საზოგადო ადგილია, თუ გადამეყარე, არ ნიშნავს იმას, რომ შენ დაგყვები. გაიწიე. ალექს, მერე კიდევ მე მაბრალებ რომ კუდში დაგდევ. გაერკვიე შენს თავში, გთხოვ.
გვერდი ამიარა, გავატარე, არა ტყუილი არ უთქვამს, უბრალოდ ეს მე ვარ ტრ*კი, ჯანდაბა, ასე არ მაწყობს. მგონი ჩემი დროა მისი კუდი გავხდე, მწარედ გამეცინა, როლები როდისღა შევიცვალეთ?თავზე ხელი გადავისვი და უკან გავყევი. ახლოს არ მივსულვარ, ცოტა დრო მივეცი, ჩემს თავს, მას. ვუყურებდი, სანაპიროზე დადიოდა, შემდეგ ჩმოჯდა, მუხლებზე ხელები დაიწყო და ზღვას შეხედა. მეჩვენება თუ შესუსტდა? სად მუშაობს? საჭმელს სულ არ ჭამს? ახლა ამაზეც ვნერვიულობ? მოწევას ხომ კარგად ახერხებს. მისკენ დავიძარი, გვერდით ჩამოვჯექი, მის მსგავსად.
- დათ, ხომ გთხოვე არ გამომყოლოდი..
- დედიკოს ბიჭები, წესებს არ არღვევენ დეა,ძალიან კარგები არიან, რა ცუდია რომ მე შეგიყვარდი. ირონიით გავაჟღერე სიტყვები.
მისკენ ვაბრუნე სხეული, ვუყურებდი როგორ დაიძაბა, შეკრთა, შემომხედა, მიყურებდა, ფიქრობდა რა ეთქვა. შემდეგ ისევ ზღვას გახედა.
- რატო დამყვები?- ჩუმად სვავს კითხვას.
- არ ვიცი, მგონი შენი ავიკიდე..- გულწრფელად ვუპასუხე მეც.



№1 სტუმარი ნესტან

არ მომწონს ეს ბიჭი რამდენს თამაშობს ეგოისტია მატყუარა ხელს უშლის დეას იქნებ დაივიწყოს მიხედოს თავის თავს...ვერ გარკვეულა რა უნდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№2  offline წევრი LunaM

ნესტან
არ მომწონს ეს ბიჭი რამდენს თამაშობს ეგოისტია მატყუარა ხელს უშლის დეას იქნებ დაივიწყოს მიხედოს თავის თავს...ვერ გარკვეულა რა უნდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

მეც არ მომწონს ალექსი, ძაან მანიპულატორია, უმწიფო და არეული ჩანს, ისტორიაში განვავრცობ, დასასრულს ვნახოთ რა იქნება. მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

როდის დაიდება ახალი თავი ?
იმედი მაქვს მალე დადებ

 


№4 სტუმარი ეკა

აღარ გააგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent