შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში ( სრულად )


11-10-2024, 00:26
ავტორი Mariapipinova
ნანახია 5 170

°°°

_ძალიან ცუდად არის?! _ ჩემი ბარგი-ბარხანა,დოლიძის ძველ სახლში მივყარე.
სანდრო მძიმედ ჩამოჯდა სკამზე და მაგიდას ხელი გადაუსვა,მტვერი აჰყვა თითს და ჩაეცინა.
_არ უნდა წასულიყავი. _ ვკითხულობდი მის თვალებში ბრაზს.
_უნდა წავსულიყავი და იცი ეს შენც კარგად. _ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი.
_არ საუბრობს,უცნაურად იქცევა,ან თუ საუბრობს ხანდახან რაღაცეებს ბუტბუტებს და ისიც არარეალურს.
_დღეს შეიძლება ვნახო?! სად არის?!.
_ნანასთან კლინიკაში,გამოკეტილი ჰყავთ,არ ჭამს,არ სვამს სამი დღეა.
_რამდენი ხანია რაც ასეა?! _ უფრო ავნერვიულდი.
_თვეებია,მაგრამ ახლა გაურთულდა….არ უნდა წასულიყავი. _ მკაცრად მეუბნება და ისევ ვგრძნობ მის ბრაზს,რომელიც ალბათ ძალიან მალე აფეთქდება და ერთიანად გადამყლაპავს.
_დღეს შეიძლება ვნახო?!.
_შეგიძლია. _ ტელეფონს იღებს,რამოდენიმე წუთი ასოებს კრეფს და ისევ ჩემკენ ბრუნდება.
თავს მიკრავს და ხელით მანიშნებს გამომყევიო.

°°°

ნახევრად ჩაბნელებულ კლინიკაში შევდივარ,გული ისე მიცემს სადაცაა ამომვარდეს და გაიქცეს,და ლამის მეც გავეკიდო მერე ამ გულს.
არ ვიცი იქ რა დამხვდება,ვინ დამხვდება და როგორი დამხვდება.
მეშინია,მრცხვენია და ვგრძნობ რომ შიშისგან ვიგუდები.
პირველი სართულის - ქვედა სართულზე ჩავყავარ დაცვას.
სანდრო ზემოთ რჩება ნანასთან.
დიდი რკინის კარებს ახმახი ნელა აღებს და ღრჭიალი გაუდის.
წყვდიადში მგონია თავი,თითქოს წუთი-წუთზე სამთავიან გველს უნდა შევხვდე და მას უნდა ვესაუბრო.
რეალურად კი უბრალოდ ერთ კარგ ბიჭს,რომელიც წლების წინ დავტოვე იმის გამო რომ ვეღარ “ვიტანდი”.
დღემდე არავის ესმის რატომ,ეს მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით.
და ისიც ვიცით რომ ასე იყო საჭირო.
თორემ ახლა არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და არც ზუკა.
ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ სისუსტეს და ვცდილობ შიშმა არ გამგუდოს.
ისევ რკინის კარს აღებს,ამჯერად მისი ოთახის კარს.
ხელით მანიშნებს სწრაფად შედიო,მეც ვუჯერებ და სწრაფად შევდივარ,სწრაფად ხურავს დიდ რკინის კარს და ნახევრად განათებულ ოთახში,თითქმის ვერაფერს ვხედავ.
ვიცი,სიბნელეში იმალება და არ უნდა გამოსვლა.
საშინელი ოთახია,არ უხდება ზუკას.
გული მომეწურა.
შუქის ანთება მინდოდა,მაგრამ ვერსად ვნახე ღილაკი.
კარგა ხანს ვაცეცებდი თვალებს.
თან ძალიან მეშინოდა.
დავნებდი,ისევ სიბნელისკენ გავაპარე თვალი.
ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგე.
უკან დავიხიე ოდნავ და კარებს ავეკარი.
სიბნელიდან მაღალი სხეული გამოვიდა.
ჯერ ხოტორა თავი გამოუჩნდა,მერე ლამაზი სახე და ფიგურა.
ფილმში მეგონა თავი.
შუაში მაგიდის ბოლოში დადგა და დაჟინებით მიყურებდა.
დიდი მწვანე თვალები სულ შეცვლილი ჰქონდა,მეტად მუქი და განადგურებული.
ცოტათი გამხდარი მეჩვენა.
ვერაფერი ვუთხარი,ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით.
ნაკაწრები შევამჩნიე მის ხელებზე,და კისერზე.
ალბათ თვითზიანია - გავიფიქრე.
უნამუსოდ ვათვალიერებდი მის სხეულს და ტირილი მინდოდა.
რაღაცნაირად დაიწყო სიცილი,თავი უკან გადააგდო და ხარხარი აუტყდა.
დავიბენი,არ ვიცოდი რა მექნა,ვიდექი გაშეშებული და ვუყურებდი უცხოს და თან ძალიან ნაცნობ ადამიანს,რომელიც მის თავს არ ჰგავდა და ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს წინ ზუკა იდგა.

_ზუკა…. _ვთქვი მორიდებულად.
_შუქი აანთე ! _ ისეთი სისწრაფით შეწყვიტა სიცილი შემეშინდა.
რომ არ გავინძერი და ვერ ავანთე,თვითონ დასწვდა ღილაკს და ხელი აარტყა.
მთლიანად განათდა ოთახი,სულ თეთრი იყო,ქათქათა სუფთა.
მხოლოდ მაგიდა,ორი სკამი და ლოგინი იდგა ოთახში.
მეტი არაფერი.
უსიცოცხლო,მკვდარი იყო აქაურობა,ზუკასავით.
ხელით მანიშნა დაჯექიო,მაშინვე დავჯექი და მას დავაკვირდი.
უცნაური,სხვანაირი მოძრაობები ჰქონდა.
ხანდახან იღიმოდა.
_ზუკა…_ისევ ვცადე ლაპარაკი.
ჩემს წინ დაჯდა,ისევ დაჟინებით მიყურებდა და მაკვირდებოდა.
მე მას,ის მე.
ორივე ერთმანეთს ვაკვირდებოდით,და თვალებით ვსაუბრობდით.
_აქ რა გინდა?! _ მკითხა მკაცრად.
ჩვეულებრივად საუბრობდა.
ისევ ისეთი ბოხი ხმა ჰქონდა,ისევ ისეთი ლამაზი.
_შენთვის ვარ აქ. _ღრმად ამოვისუნთქე და სიტყვები ამ სუნთქვას ამოვაყოლე.
ხარხარი აუტყდა.
მერე ტუჩებზე დაიდო ხელი და ისევ ისეთი სისწრაფით შეწყვიტა სიცილი,როგორც წეღან.
_აქ რა გინდა ?! _ გაიმეორა.
_ზუკა,შენთვის ჩამოვედი.
_არ უნდა წასულიყავი. _ იგივე მითხრა,ყველა ამას მეუბნება მთელი დღეა.
_უნდა წავსულიყავი. _ თამამად ვამბობ.
_არ უნდა წასულიყავი ! _ ახლა უკვე ტკივილს ვკითხულობ მის თვალებში.
სიბნელე ქრება თვალებიდან და მხოლოდ მისი კაშკაშა მწვანე თვალები ანათებს.
_ზუკა რას ცდილობ ?! _ ვიფიქრე ხომ არ თამაშობს მეთქი.
_რას ვცდილობ ?! _ უცნაურად იღიმის,მკლავს იფხანს და გიჟივით ამთქნარებს.
ისევ ეს უცნაურობა.
_თამაშობ ?! _ პირდაპირ ვეკითხები.
_ხანდახან,საკუთარ თავთან,ვიგონებ ხოლმე რაღაცეებს,მერე ამ მოგონილს აქეთ-იქით ვათამაშებ და დეტალებს ვდებ შიგნით.
შენც გეთამაშები ხოლმე ფიქრებში,მოგონილ სცენარებში. _ ახლა ლოყას იფხანს მაჯით,და ისევ მიყურებს.
_ასე რატომ იქცევი?! რა გინდა მითხარი ?!.
_სიგარეტი. _ ცოტახნიანი პაუზის შემდეგ,ისევ ხარხარებს.
ვღიზიანდები,არ ვიცი რატომ.
ბოლო დროს სულ მაღიზიანებდა,თან ძალიან მიყვარდა.
მაგრამ ბოლოს სიყვარულმა ვეღარ გადაწონა ჩვენი ბოლოდროინდელი ჩხუბები წლების წინ და მე ძალიან შორს წავედი.
შემეშინდა,მტკიოდა.
მეგონა ერთმანეთს საბოლოოდ მოვკლავდით.
არ ვიცი დღემდე არ ვიცი,უნდა წავსულიყავი თუ უნდა დავრჩენილიყავი.
თავი გვერდით გადაატრიალა,და გაეცინა.
დამღალა თავისი სიცილით - ვფიქრობდი.
_ზუკა ! _ ხელს ვარტყამ მაგიდაზე.
გაღიზიანებული ხელებს იდებს ყურებზე,და ცდილობს მაღალი ხმა დაახშოს.
მაშინვე ვინანე,მაღალი ხმები და შუქი აღიზიანებს - გავიფიქრე.
შემეცოდა,დაღლილი,ნატანჯი სახე ჰქონდა.
ტირილი მომინდა,ვეღარ შევიკავე თავი და ცრემლები თავისით ჩამომიგორდა ლოყაზე.
თვითონ ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას,თვალები სულ ჩაუწითლდა,ძარღვები ერთიანად გამოებერა და ალბათ ყველაზე საცოდავად გამოუყურებოდა დედამიწის ზურგზე.
ძალიან მტკიოდა ზუკა,და მინდოდა ამ ყველაფრისგან განთავისუფლებულიყო.
იყო მომენტები როდესაც მიფიქრია,საერთოდ რატომ გავჩნდი ამ სამყაროში - მეთქი.
_სოფია …. _ თავის სხეულს ეხუტება.
_გისმენ ზუკა…._ვჩურჩულებ.
_მიშველე. _ მითხრა საცოდავად.
_როგორ ზუკა ?! როგორ გიშველო მითხარი_ძალიან მაგრად ვტიროდი.
_მჭამენ სოფი….მჭამენ,სხეულიდან იწყებენ და ტვინამდე აღწევენ….მერე ვერაფერს ვუხერხებ,ვერ ვშველი და ეს მკლავს.
მცივა.
ძვლებს მიღრღნიან და ტვინის ყველა უჯრედს მწარედ კბენენ,მიშველე ! უნდა მიშველო ! დარჩი რა ! გთხოვ ! _ ერთ სუნთქვას ამოაყოლა ყველა ეს სიტყვა და სწრაფად თქვა.
თავზე ჰქონდა ხელები შემოწყობილი,თითქოს ფიქრების გაგდებას ცდილობდა და სახე სულ მთლიანად ჰქონდა დაჭიმული.
არვიცოდი რა მეთქვა,ვტიროდი.
არ ვიცოდი რითი დავხმარებოდი.
_ზუკა,მითხარი როგორ ! მითხარი და ახლავე დავიწყებ ! და მალე დავასრულებ ამ ყველაფერს.
_აქ რა გინდა ?! _ ისევ მკითხა.
თითქოს ამ წუთას მოვედი,ახლა შემოვედი და პირველად მხედავს.
_შენთვის მოვედი ! _ ვუმეორებ.
ღმერთო ისევ ისე იცინის როგორც წეღან.
მოსვენებას ვკარგავ,ფეხზე ვდგები და მასთან ახლოს მივდივარ.
ისევ სიცილს იწყებს.
რამდენჯერაც ამას ვეუბნები,იცინის,არანორმალურივით ხარხარებს და მეშინია.
ფეხზე წამოდგა თვითონაც,თვალები სულ მთლად შავი გაუხდა.
მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და უკან დავიხიე.
მკლავებში მწვდა ზუკა,მაგრად შემანჯღრია.

_გაიღვიძე სოფი _ დემონურად ბოხი ხმა ამოუშვა პირიდან.
ხელს მკრავს,ძირს ვვარდები და ვცდილობ კარისკენ გავხოხდე რამენაირად.
ხელის გულებიდან სისხლი მდის.
კარების სახელურს რომ დავწვდი,სწრაფად გაიღო რკინის მძიმე კარი.
ვქოშინებდი,თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი და ნისლში ძლივს ვარკვევდი სად ვიყავი.
აღარც ზუკა იყო,და აღარც მისი მკვდარი ოთახი.
ვერაფერი გამეგო.
ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი.

თვალებზე ძლიერად ავიფარე ხელი,მინდოდა ყველაფერი გამქრალიყო.
უცებ ძლიერი ხელი ვიგრძენი მკლავზე.
თვალებიდან ხელები ავტომატურად მომშორდა და ჩემს წინ ასვეტებული ზუკა შემრჩა ხელში.

_სოფია გაიღვიძე ! _ არაამქევყნიური ხმით მითხრა.


°°°

კივილით იღვიძებს.
მაშინვე ვდგამ ყავით სავსე ჭიქას სამზარეულოს მაგიდაზე და ჩვენი ოთახისკენ გავრბივარ.
შეშლილი სახე აქვს ისევ.
სწრაფად სუნთქავს და გულში მაგრად ვიკრავ ჩემს ცოლს.
_სოფი,სახლში ხარ…აქ ხარ..დამშვიდდი…ჩვენს ოთახში ვართ,შეხედე._ლოყებზე ვუჭერ ხელს და ვცდილობ გამოვაფხიზლო.
არ მისმენს.
რაღაც უცნაურობა ემართება და ვეღარ სუნთქავს.
გული მისკდება,პირველად ემართება ასეთი რაღაც.
_სოფი ! _ სახეში სილას ვაწნი ოდნავ რომ გამოვაფხიზლო.
თვალებს უკან ატრიალებს და ხროტინებს.
ისევ სიზმარშია ?! - ვფიქრობ და პანიკაში ვვარდები.
_სოფი ! _ ვუყვირი მაგრამ არ ესმის.
არაფერი შველის.
ერთადერთი გამოსავალი ნანაა.

ელვის სისწრაფით ვიღებ ხელში ტელეფონს,ძლივს ვკრეფ დედაჩემის ნომერს და ვურეკავ.
მალე იღებს ყურმილს.

_ნანა!
_გისმენ ზუკა,სწრაფად მითხარი დედი,პაციენტები მყავს.
_მოდი რა,ვერ სუნთქავს,თვალებს ატრიალებს უკან,და ვერ ვაფხიზლებ. _ერთიანად მივაყარე სიტყვები.
არაფერს მეუბნება,პაუზაა.

_ნანა ! _ ვყვირი._ გესმის ?!.

_ზუკა სოფი უკვე წლებია რაც თბილისში აღარ ცხოვრობს.

°°°

გიჟივით მეღვიძება.
ჩემს ცოლს ვეძებ,სოფიას.
ჩემს გვერდით სივრცე ცარიელია.
სწრაფად ვდგები ლოგინიდან და მის მოძებნას ვიწყებ რომ ვიკითხო,ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ უბრალოდ სიზმარი.

_სოფი ! _ ვღრიალებ და თვალებით მას ვეძებ.
ნაბიჯების ხმა მესმის,სამზარეულოდან მოფრატუნობს და გაკვირვებული მიყურებს.
_სოფი მითხარი რომ მართლა დოლიძეზე ვცხოვრობთ,შვიდი წელია ერთად ვართ,არასდროს გვიჩხუბია.
არც იმ კლინიკაში,უაზრო საშინელ ოთახში არ ვყოფილვარ და მითხარი რომ შენც ნამდვილი ხარ. _ მისი სახე ხელებში მოვიქციე და სულ მთლად გამოვაშტერე ჩემი აღსარებით.
ხელის გული შუბლზე დამადო.
სასაცილო გაკვირვებული სახე ჰქონდა.
ჯერ მაგრად მიჩქმიტა,მერე ლოყაზე შემომარტყა ოდნავ და ბოლოს ტრაკზე შემომცხო.

_საბანი კარგად დაიფარე ხოლმე ზუ ! _ ლოყაზე მკოცნის,ხოტორა თავზე წკლიპურტს მარტყამს და კუთვნილ ყავას მიირთმევს,ღიმილით.
მე კი ისევ იმაზე ვფიქრობ,რანაირად ვიყავი ერთ ღამეში ორი ადამიანი და ამდენი სად მოვასწარი.

The end.

_______

არ ვიცი ეს რა სისულელე და უჟასი მოვბოდე,უბრალოდ გავერთე.
ნოუ რედაქტირება,აი ასე უაზროდ ვტვირთავ.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ხო კარგად ხარ ავტორო... ეს რა იყო ?

 


№2 სტუმარი Ana-maria

უბრალოდ აურზაური

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეს არის ადამიანის ქვეცნობიერიდან ამოსული, ნუ ცდილობთ ჩასწვდეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ვისაც გეუცნაურებათ, შეგიძლიათ სხვა რამ წაიკითხოთ.
კეთილი რჩევა ავტორს: სხვების შეფასებას ნუ მიაქცევ ყურადღებას, განაგრძე წერა❣️ heart_eyes

 


№4  offline წევრი Mariapipinova

სტუმარი მარიამი
ეს არის ადამიანის ქვეცნობიერიდან ამოსული, ნუ ცდილობთ ჩასწვდეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ვისაც გეუცნაურებათ, შეგიძლიათ სხვა რამ წაიკითხოთ.
კეთილი რჩევა ავტორს: სხვების შეფასებას ნუ მიაქცევ ყურადღებას, განაგრძე წერა❣️ heart_eyes


მარიამ დიდი მადლობა !
ძალიან მესიამოვნა ! ❤
--------------------
M.P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent