შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 7)


5-11-2024, 20:13
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 786

სახლი მთაში
თავი 7

გულიკო ბებია და მარიამი გვიანობამდე შეყვნენ ჭორაობას. მოხუცი ცდილობდა გოგონასთვის აეხსნა, რომ არ იყო სწორი, როცა ანდრეა ქმარად გამოაცხადა. რა მოხდებოდა თუ მაია გაიგებდა?! როგორ უნდა აეხსნა ათასი კილომეტრით გადახვეწილი და პრობლემებში ყელამდე ჩაფლული დედისთვის, რომ უცხო კაცთან ერთად აპირებდა ცხოვრებას?! ან ვინმეს მიელოცა შვილის გათხოვება მერე რას აპირებდა?!
-კარგი რა გულიკო ბებია აქამდე არ გავხსენებივართ არავის და არც ახლა გამოიდებენ თავს...
- ახლა შვილო ანდრეა გაიცნო სოფელმა, რომ გაიგებენ ერთად ცხოვრობთ კითხვებიც გაჩნდება, თან ისეთი ბიჭია მალე მოედება სოფელს, გენოს მარიამს კარგი ქმარი შეხვედრიაო.
- ისეთი არა, რა აქვს ისეთი ფულის გარდა... - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარიამმა.
- ხალხისთვის ესეც კმარა, მაგრამ შენ სად გაქვს თვალები ერთი ის გამაგებინა, მაგის ასაკის გოგო არ მყავს შვილიშვილებში თვარა უკეთეს სასიძოს სად ვნახავდი. ისე ამოუდგა გურამის გვერდში სულ თავის ხელით გააკეთა ყველაფერი...
- კაი ერთი - გაიცინა მარიამმა, ვერაფრით წარმოიდგინა ინსტაგრამის ფოტოებში ნანახი ცხოვრების წესის მქონე და მთელი დღე ჰამაკში მთვლემარე ბიჭს თავის ხელით რამის კეთება შესძლებოდა - ისე ვიდზე არაუშავს - დაამატა ბოლოს დაკუნთული სხეულის გახსენებაზე.
- ამ ახალგაზრდებს წესიერი ლაპარაკი გასწავლათ ნეტა, რას მიქვია ვიდზე, მშვენიერი, შესახედავი ბიჭია და სულ ნუ დაუფრხობ ანგელოზებს...
- მე რა ნაკლები გოგო ვარ?! - მოჩვენებითად იწყინა მარიამმა და კულულები გაიშალა.
- კარგი რომ ხარ ბებია და მეც კარგი მემეტება შენთვის მაგიტომ გეუბნები.
- რას ეუბნები ქალო - ხის კედლის მიღმა ხმა ისე ისმოდა თითქოს გურამი ბაბუაც ოთახში ყოფილიყო - გამოდი ახლა დააძინე ბავშვი, მომინდომა აქ მაჭანკლობა!
მარიამს და გულიკო ბებიას ერთდროულად წასკდათ სიცილი გურამი ბაბუას უკმაყოფილო ტონზე.
-რაო გურამი ბაბუა უკეთესი გყავს ვინმე შერჩეული იმ ბედოვლათისთვის თუ რავაა საქმე - მხიარული ტონით იკითხა მარიამმა.
- შერჩეული რას მიქვია შვილო - იწყინა კაცმა - ჩემი საქმე არაა მაგი და თქვენც შეეშვით ჭორიკნობას, არ მოიტანს მაგი კარგს არაფერს.
- ჭორიკნბონა თუ ახალი მეზობელი - თავს არ ანებებდა გოგონა მოხუცს.
- ღმერთო გაძლება მომეცი - თქვა კაცმა და ჭერს ისე აღაპყრო თვალები თითქოს მართლა შეეძლო ღმერთის დანახვა.
- კარგი, კარგი აღარ ვჭორაობთ - გაიცინა მარიამმა და გულიკო ბებიას ჩაეხუტა. ამის გაკეთება მას შემდეგ უნდოდა რაც ჩამოვიდა, თითქოს დეტალ-დეტალ იბრუნებდა წარსულს. თითქოს დრო საერთოდ არ გასულიყო, თითქოს ისევ ის პატარა ბავშვი ყოფილიყო გულიკო ბებია, რომ ჩუმად აჭმევდა კანფეტებს ან როცა გაცხარებულ მაიას ამშვიდებდა -‘’ბავშვია აცადე, გაიზრდება და მოჭკვიანდეობაო’’.
ძილის წინ კიდევ ერთხელ დახედა ტელეფონს, ბევრი გამოტოვებული ზარი არ ჰქონია. სინამდვილეში მას მხოლოდ ერთი ადამიანის ზარები და ესემესები აინტერესებდა, მაგრამ ბოლოს ისევ გადაიფიქრა გახსნა. დღეს არა! დღეს აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. ხვალ გაარკვევდა მასთან საქმეს, თუ საერთოდ გასარკვევი იყო დარჩენილი რამე ბოლო საუბრის შემდეგ.

***
მანქანის ხმა რომ გაიგონა მარიამს ისევ თავისი ბიძაშვილები ეგონა რომ დაბრუნდნენ, ლოგინიდან მყისიერად წამოხტა და ფანჯარასთან მიიჭრა.
- ჩამოდი - ხელით ანიშნა ანდრეამ და მანქანიდან გადმოვიდა.
გოგონამ ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა, გულიკო ბებიას შალი მოიხურა და სახლიდან ისე გამოიპარა მოხუცებს არაფერი გაუგიათ.
- უნდა ვილაპარაკოთ - დაიწყო ანდრეამ. მარიამს ერთხელ უკვე მოსმენილი ჰქონდა ეს სიტყვები და ამის შემდეგ გაიგო, რომ სახლის ერთი ნაწილი გაყიდულიყო. ახლაც ცუდი უგრძნო გულმა და მოსასმენად გაემზადა. - აქ არა სახლში შევიდეთ - დაამატა ბიჭმა. მან უკვე იცოდა, მარიამის ხასიათის მოულოდნელი ცვლილებების შესახებ და არ სურდა მძინარე სოფლისთვის მყუდროება დაერღვია.
- არა, სადმე წავიდეთ - თქვა მარიამმა და მანქანაში ჩაჯდა.
- სად წავიდეთ?
- არ ვიცი, ტბაზე ან ნაძვებში - ნაძვები პატარა ნაკრძალი იყო მოსახლეობასთან ახლოს ტბის გზაზე. საბჭოთა დროს გააშენეს ექსპერიმენტის სახით, განსხვავებული ჯიში იყო, მეტად ყინვა გამძლე და სწრაფად მზარდი. სამშენებლო მასალად იყენებდნენ ჩრდილოეთ რუსეთში. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. ხეები სწრაფად გაიზარდნენ, ნაკლები ტოტები ჰქონდა ტანს და ძირითადად კენწერო იყო დატოტვილი, შესაბამისად ნაკლები კორძი ექნებოდა მასალასაც, მაგრამ სანამ ექსპერიმენტი დასრულდა და შედეგი დაიდო, საბჭოთა კავშირის ეპოქა დასრულდა და აღარავის უზრუნია მის გამრავლებაზე, საექსპერიმენტო ზონა კი ნაკრზალად იქცა. მარიამი ბავშვობაში ხშირად იპარებოდა ამ ნაკრძალში და ციყვების დევნით ირთობდა თავს. მაია სოფელს რომ შემოივლიდა მის ძებნაში, მერე ტყისკენ იზამდა პირს და ძახილ-ძახილით მიიწევდა წინ. განსაკუთრებით მაშინ ეშინოდა, როცა ბინდი მოიპარებოდა ან ნისლი ჩამოდგებოდა ხოლმე. ნისლში ხმა იკარგებოდა და სანამ იპოვიდა თავისი ემართებოდა. წყალსაცავზე კი საერთოდ არ უშვებდა, არც მაშინ როცა ნათესავის ბავშვები ხვეწნა-მუდარით მიადგებოდნენ ხოლმე და ვერც მარიამი ბედავდა გაპარვას ასე შორს. ეს მაშინ იყო შორს თორემ, ახლა ერთი ხელის გაწვდენად ეჩვენებოდა. თითქოს გზა დაპატარავდა. თითქოს წყალსაცავიც დაპატარავდა. აღარ ეჩვენებოდა უკიდეგანოდ. ახსოვდა ბავშვობაში, როგორ ოცნებობდა ტყის იმ პატარა მონაკვეთზე კარავი დაეცა ნახევარკუნძულად რომ წარმოედგინა. კუნძულზეც ოცნებობდა, წარმოიდგენდა, რომ სადღაც შუაგულში პატარა კუნძული ჰქონდა გაუვალი ტყით. ისეთით როგორიც ტარზანს ან მაუგლის ჰქონდა. ან უფრო დაბურული ტყით. მერე ჟიულ ვერნის კითხვა დაიწყო და ფანტაზიის არეალი გაფართოვდა. მერე ელვაზეც იყო ჩასაფრებული, იქნება მეხი ისეთ ადგილზე დაეცეს ქვიშა მინად გადააქციოსო. მარიამს არასდროს ენახა მეხის გავარდნა და ვერ ხვდებოდა რატომ ამბობდა გულიკო ბებია ჯვარი გვწერია შვილოო. მერე ერთ ზაფხულსაც, როცა გვიანობამდე არ დააძინა გამაყრუებელმა ხმებმა და შავთვალა დათუნიმაც ვერ დაიცვა ფანტაზიის ბნელ კუნჭულში ჩასაფრებული მონსტერისგან, დღის შუქივით განათდა და სახლი ისე შეირყა, როგორც მიწისძვრისას იცის ხოლმე. არასდროს მოუსმენია იმაზე ძლიერი ხმა, მაშინ რომ მოყვა ამ განათებას. მეხი მეზობელ ეზოში კაკლის ხეს დაეცა. წვიმდა, უსაშველოდ წვიმდა, მაგრამ ცეცხლის ალი ცამდე აღწევდა. შუაზე გახლეჩილი უზარმაზარი ხის ერთი ნაწილი იდგა და ისე იწვოდა, მეორე ნაწილი კი ვაშლის ხეებში გაჩხერილიყო, ტოტების ნაწილი ჩამოემტვრია, მაგრამ ბოლომდე ვერ მორეოდა. მთელი ტანით რომ დასცემოდა ეჭვი არ იყო მოტეხავდა, მაგრამ ახლა უცნაურ სანახაობას ქმნიდა, ცეცხლის ალი მოსდებოდა და მიკარებას ვერავინ ბედავდა.
- წვიმა ჩააქრობს - თქვა გურამი ბაბუამ.
- სახლს რომ გადაედოს? - ეჭვნარევად იკითხა მიშიკოს მამამ.
- სტიქიას ვერ მოვერევით - დანანბით თქვა კიდევ ერთმა კაცმა, რომლის სახელი მარიამს აღარ ახსოვდა.
ცეცხლი წვიმამ ჩააქრო, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სტიქია მაინც არსებობს ბუნების კანონი და ყველაფერი მას ემორჩილება. წვიმდა, მთელი ღამე წვიმდა. მაიამ სველი ტანსაცმელი გამოუცვალა მარიამს და მთელი ღამე არწმუნებდა, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, მაგრამ კოშმარები კიდევ დიდხანს გაგრძელდა. იმდენად შეეშინდა, რომ ელვა შესძულდა. ახლაც ამდენი წლის შემდეგ, როცა ძლიერად გაილევებდა მარიამს ისევ ის ცეცხლი ჰქონდა თვალწინ და ისევ ის ხმა ესმოდა. სამაგიეროდ წყალსაცავზე სიარული უყვარდა, თუმცა მაიას ყოველთვის არ ეცალა მისი ახირებებისთვის. როცა ეცალა უარს არ ეუბნებოდა, მაგრამ მამამთილის სიტყვები -‘’ცოდვიანი ადგილია შვილოო“ - მუდამ ყურებში ჰქონდა. მართლაც ცოდვიანი იყო, ის კაცთა მოდგმის ცოდვებით სავსე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა დადგა ეკონომიკური აღმავლობის რელსებზე. ბელადის გარდაცვალებით მიღებული შოკიდანაც გამოვიდა ხალხი და ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა. თუმცა მანამდე 9 მარტიც გამოარა საქართველომ. ამ დროს სტუდენტი იყო თორნიკე ბაბუა. რეპრესირებული ოჯახიდან იყო და პარტია დიდ ყურადღებას აქცევდა ასეთი ოჯახის შთამომავლებს. უნივერსიტეტიდან გამორიცხეს დისციპლინური გადაცდომის გამო ისიც და მისი ძმაც. თორნიკე ბაბუა სოფელში დაბრუნდა, იუზა ბაბუა კი ბევრ თავისნაირ განდგომილთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. გურამი ბაბუასთვის რომ გეკითხათ იტყოდა გზას ასცდაო, მაგრამ მაშინ ბევრი იყო ასეთი გზას აცდენილი, ვისაც სხვა გზა თავად სისტემამ არ დაუტოვა. შემდეგი კონფლიქტი თორნიკე ბაბუას პარტიის წარმომადგენლებთან მაშინ ჰქონდა წყალსაცავის დაგუბება რომ მოინდომეს. მაშინ იმ ადგილზე სათიბები ჰქონდა მოსახლეობას. ისეთებიც იყვნენ ვისაც პარტიის იდეები საკუთარზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა და ისეთებიც ვინც ფიქრობდა, რომ სახელმწიფომ უკეთ იცოდა და ფიქრით თავს აღარ იღლიდა. რთული დრო იყო, ნებისმიერი წინააღმდეგობა შეიძლებოდა დაპატიმრებით დასრულებულიყო და უარეს შემთხვევაში დახვრეტითაც, მაგრამ თორნიკე ბაბუა ამას არ შეუშინებია. მოხსენებაც დაწერა და ხელმომწერებიც გამოუჩნდნენ, თუმცა ყურად არავის უღია. ხალხს სათიბები ჩამოერთვა და წყალსაცავი დაგუბდა. სოფელს სახელიც გადაერქვა და „სინათლე“ ეწოდა. ისტორიულ სოფელს სახელი ისე შეეცვალა აზრი არავისთვის უკითხავთ, ან რომ ეკითხათ რა შეცვლებოდა?! თორნიკე ბაბუას მსგავსი ხალხი უმცირესობას წარმოადგენდა და მათი ხმა ბრბოს ყიჟინში იკარგებოდა. ბრბო ორი კატეგორიის ხალხს აერთიანებდა, მათ ვინც ფიქრობდა რომ სახელმწიფომ უკეთ იცოდა და მისი სჯეროდა და მეორე - ხალხი რომლიც დროს მიყვებოდა. ქართველებს გვახასიათებს მედროვეობა. ავიტაცებთ ხოლმე და ცამდე აგვყავს, მერე კი... მერე ვიღაც სხვა, რაღაც სხვა გამოჩნდება ვინც განსხვავებულს იტყვის, განსხვავებულს გვაჩვენებს და ჩვენივე გაღმერთებულს მიწაზე დავცემთ, გადადვუვლით და წარსულს ჩავაბარებთ, ისე თითქოს ჩვენ არ განგვიდიდებია. იქნებ ასეთი ხასიათი რომ არ გვქონდეს, ასე რომ არ ვიცოდეთ ატაცება, ასე რომ არ ვიცოდეთ გაღმერთება, ასე რომ არ ვიცავდეთ ჩვენს შეცდომებს, ნაცვლად იმისა რომ ვაღიაროთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ და გზა განვაგრძოთ, იქნებ უფრო უკეთ წარმართულიყო ჩვენი ცხოვრება. მაგრამ არა! რაც ვართ ეს ვართ! არაფერი გვასწავლა წარსულმა. გვასწავლა კი არა, ყველა ჯერზე ვივიწყებთ და დროს მივყვებით. საკვირველია აქამდე როგორ მოვედით. როგორ მოვახერხეთ, რომ ერთმანეთი არ დავჭამეთ. ყველაზე ძლიერი მტერი ერთმორწმუნე რუსეთი აღმოჩნდა. ყველაზე ვერაგი მტერი, რადგან ჭკუა ეყო და ისევ ქართველის ხელით მოუღო ბოლო ერთსულოვნებას. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს გაიცვალა საქართველო ჩინებზე. მერე კიდევ უარესი ძმა ძმის მტერი გახდა პარტიის გამო. ბიძაშვილი ბიძაშვილს ტროცკისტობას აბრალებდა, ციხისთვის, გადასახლებისთვის და დახვრეტისთვისაც კი იმეტებდა. აგენტებად იქცნენ ქართველები. ტაძრისკენ მიმავალი გზა დაივიწყეს, ეკლესიები დაანგრიეს, ხატები დაწვეს და კომუნისტური პარტიის ბრმადმადიდებლებად იქცნენ. აი ასე ვიცით ხოლმე, საშუალოს გარეშე. თუ გვიყვარს - გვიყვარს, თუ გვძულს - გვძულს. თუ ვაღმერთებთ - ვაღმერთებთ, თუ ვანადგურებთ - ვანადგურებთ. მალე მოიმკა სოფელმა ბრმადმადიდებლობის შედეგები. დენი უფასოდ მიეწოდებოდათ, მაგრამ მანამდე თუ არ იცოდნენ ნესტი რა იყო ახლა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ხანში შესული მოსახლებისთვის სახსრების პრობლემები კი ასაკის განუყოფელ ნაწილად. ნესტმა ადამიანი კი არა ქვაც შეჭამა. ათი საუკუნის წინ აიგო სოფლის ტაძარი. ოთხი წელი ითლებოდა ქვა და ცოცხლდებოდა ჩუქურთმაში. ათი საუკუნე გაუძლო მტერს და ნესტმა რამდენიმე ათწლეულში დაადნო. შეუჩნდა, გამოფიტა, დაღრღნა და გაანადგურა. ფრესკებიც შემოაძარცვა კედლებს. საუკუნეების განმავლობაში სისხლით და ოფლით მოტანილი მემკვიდრეობა პროგრესში გაიცვალა. დღემდე მთელი დატვირთვით მუშაობს ჰესი და დღემდე ანადგურებს ნესტი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს. მაგრამ ცოდვიანი ამის გამო არ არის წყალსაცავი. მისი ცოდვა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ადამიანური მსხვერპლით არის სავსე. დაგუბების შემდეგ კომუნისტები რის კომუნისტები იქნებოდნენ ამხელა წყალსაცავი, რომ მოეცდინათ და თევზი მაინც არ გაეშვათ, ხალხი კი რისი ხალხი იქნებოდა უკანონოდ არ ეცადათ თევზის მოპოვება. ადრე სანამ სათიბები იყო ამ ტერიტორიაზე ორი პატარა ტბა და რამდენიმებუნებრივი წყარო იყო. დაგუბების შემდეგ კი ცივი და თბილი წყლის მასები ცვლიდა ერთმანეთს. მაშინ არც მისი ბუნება იცოდა ვინმემ და არც ის საფრთხეები რაც მოცურავეებს ემუქრებოდათ. არც მორევების შესახებ იყო ცნობილი და წლიდან წლამდე ათობით ადამიანი ეწირებოდა ამ არ ცოდნას. ოთხმოცდაათიან წლებში კი, ჩვენ რომ ხშირად ბნელს ვუწოდებთ სოფელში შუქი არ ჩამქრალა. ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად კონტროლის ბერკეტები მოიშალა, ვიღა დაეძებდა წესებს. ხალხმა გაიმარტივა ცხოვრება და თევზის მოსაპოვებლად დინამიტების აფეთქება დაიწყო. წინ არავის გაუხედავს, თითქოს მუდმივად ასე გაგრძელდებოდა და ვერ დამშვიდდებოდა ქვეყანა. შეცდნენ. ომი დასრულდა, ომის შემდგომი დეპრეისაც გადაიტანა ხალხმა და კალაპოტშიც ჩადგა, მაგრამ წყალსაცავი მეტად საშიში გახდა. მორევების კერას კიდევ ათობით ახალი დაემატა და მსხვერპლიც გაიზარდა. ადგილობრივებმა იცოდნენ სად იყო განსაკუთრებით საშიში ადგილები და თავს არიდებდნენ, მაგრამ სხვებმა არ იცოდნენ ან ყურად არ ირებდნენ გაფრთხილებებს. ისეთებიც იყვნენ ნასვამები, რომ ბედავდნენ წყალში შესვლას. მათ განსაკუთრებით არ სწყალობდა წყალსაცავი, თითქოს ალკოჰოლზე ალერგია ჰქონდა. მაიას უამრავი ასეთი ისტორია ჰქონდა მოსმენილი და როგორ გაუშვებდა მარიამს იქ, სადაც მის დაცვას ვერ შეძლებდა.
- ტბაზე წავიდეთ - ლამპიონებით განათებული სიმუქისკენ გაიხედა ბიჭმა და მანქანა დაძრა.
მთელი გზა არც ერთს ამოუღია ხმა. მარიამი ელოდა ახლა რაღა უნდა ეთქვა ანდრეას მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ დილამდე ვერ მოიცდიდა. ანდრეა კი თავის ეჭვებში ბოლომდე ჩაძირულიყო და დრო და დრო ისე აპარებდა მისკენ თვალს თითქოს აზრების წაკითხვას შეძლებდა.
- წინ იყურე!
- ?!
- დავეჯახებით რამეს... - მარიამს უკვე აშინებდა ბიჭის ასეთი ცვლილება, მაგრამ მაინც ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ვაიდა მანიაკი აღმოჩნდეს?! გაკრა მოულოდნელად აზრმა, მობილურიც კი არ წამოურია რომ პოლიციის გამოძახება შესძლებოდა საჭიროების შემთხვევაში. ფიქრებში თავის თავს ლანძრავდა, რა უნდოდა მის მანქანაში შუაღამისას რა ტბა და ნაძვები აუტყდა. საერთოდ არ უნდა გამოსულიყო სახლიდან.
- გააჩერე! - მოულოდნელად იყვირა გოგონამ და ყვირილით დაბნეულმა ბიჭმაც სწრაფად დაამუხრუჭა. მარიამმა ელვის სისწრაფით შეიხსნა ღვედი, მანქანიდან გადახტა და ტყის მიმართულებით გაიქცა.
ანდრეა რამდენიმე წამს გაშეშდა, ვერ მიხვდა რას აკეთებდა მარიამი, მერე თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან და დაედევნა. მის გონებაში მარიამის საქციელს სულ სხვა ელფერი ჰქონდა. დამნაშავის ელფერი, რომელიც სიმართლეს გაურბოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

მომეწონა ჟიულ ვერნის ხსენება ჩემი ერთ ერთი საყვარელი მწერალია. მარიამის ასეთი ბანძი რეაქცია არ მომეწონა :(

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნათია
მომეწონა ჟიულ ვერნის ხსენება ჩემი ერთ ერთი საყვარელი მწერალია. მარიამის ასეთი ბანძი რეაქცია არ მომეწონა :(

მარიამი ყველაზე არაპროგნოზირებადი პერსონაჟია მთელ ისტორიაში, ვინ იცის კიდევ რა მოუვლის თავში და რას იზამს smiley

 


№3 სტუმარი ნათ

როდის დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent