თამაში წესებით -4-
დამიანე ნოემბრის სუსხიან და ბნელ დილას მზის სათვალის გაკეთება გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, გუშინდელი ვისკის მარკა პირდაპირ მთელ სახეზე მეტყობოდა, პირდაპირ მოსიარულე რეკლამა ვიყავი. მძულდა ასეთი ჩემი თავი, მაგრამ უფრო მეტად მძულდა, რომ მირას მანქანა ავტოფარეხში არ ჩანს, ისევ აგვიანებს... მაჯის საათს დავხედე უკვე 10 საათი სრულდებოდა, ჰო, რა თქმა უნდა, კი არ აგვიანებს, არამედ მაწვალებს და მეთამაშება. მანქანიდან გადმოვედი, მძულდა ყველა და ყველაფერი, მძულდა რომ თავის ტკივილს არაფერი არ შველოდა და მძულდა ვისკიც... მძულდა მირაც... - ბატონო დამიანე,- მესმის მიმღები გოგონას ხმა, ზანტად შემოვბრუნდი და შავი სათვალე ცხვირზე უფრო კარგად გავისწორე. ამან ხო შე*ცა... - ეს, ამ წამს მოიტანეს, უფრო სწორად, კურიერმა, თქვენი სახელი თქვა და ერთი თქვენი თანამშრომლის ,- იხსენებდა მირას სახელს და ის ის იყო უნდა ეთქვა, რომ გავაჩუმე. - მადლობა, შეეშალათ ,- მისი ხელიდან დაახლოებით დიდი წითელი ვარდის თაიგული და კონვერტი გამოვგლიჯე. როგორი უინტელექტო და ბანალური ს*რია კერინგტონი. ყოველთვის როდესაც ვინმეს ლოგინში ჩაგორება უნდა წითელ დიდ ვარდებს, სასტუმროს მისამართს, ან ბინის გასაღებს უგზავნის. როდესაც გავიაზრე, რომ ამ კონვერტში კერინგტონმა მირას სასტუმროს გასაღები გამოუგზავნა ერთიანად გამოვფხიზლდი. სათვალეები უხეშად მოვიხსენი და ჩქარი ნაბიჯებით ავარიული კიბეებისკენ გავვარდი, უნდა მენახა რა იდო კონვერტში, არსებითად აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, კერინგტონს მირა უნდოდა და ყველაფერს იზამდა მის ჩასაგორებლად, კონვერტი წამებში გავგლიჯე : „ მირა, ისეთი ქალისთვის, როგორიც შენ ხარ ვარდები ყოველთვის ცოტა იქნება. პ.ს გახსოვდეს, რომ ზოგიერთი რამ ცხოვრებაში ლოდინად ღირს, როგორც შენი თვალების კიდევ ერთხელ ხილვა“. წერილი ნაკუწებად დავხიე და სათვალეები ისევ უხეშად გავიკეთე. ს*რი, პატარა მოზარდის ტექსტებით თუ კერავს ეგ ქალებს, ვხვდები კიდევაც რატომ მოუნდა მირა. ისევ ამ თაიგულს დავხედე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მინდოდა რომ გამქრალიყო, დამეწვა ან გადამეგდო, ოღონდ მირას ეს არ ენახა. ავარიული კიბეებიდან გამოვედი თუ არა ლიფტთან ლეი შემხვდა. - ოჰ, ასეთი ლამაზი თაიგული ვისთვისაა, ბატონო დამიანე ,- მთელი სახე დიდმა ღიმილმა დაუფარა. ეს მაკლდა კიდევ, დილის „პოზიტივი“. - შეეშალათ, უნდა გადავაგდო ,- უხეშად ჩავავლე მარჯვენა ხელი ამ ფოთლების კონას და ლიფტს მოუთმენლად რამდენჯერმე მივაჭირე. - თუ უნდა გადააგდოთ და ნაგვის ყუთში მოხვდება საბოლოოდ, თუ გინდათ მე წავიღებ, თუ, რა თქმა უნდა.. ,- და ასეთი რა აქვს ამ თაიგულს ყველა რომ აშტერდება, სანამ მირა გამოჩნდა მოიშორე თავიდან! ,- თქვენ არ გჭ.. - შენი იყოს ,- სასწრაფოდ მივაჩეჩე და ლიფტში შევედი. ისიც შემოვიდა. - კი, მაგრამ როგორ შეეშალათ ასეთი სილამაზე, საკმაოდ ძვირი ღირს ალბათ ,- ლეიმ ხელში შეათამაშა და უსუნა ,- როგორი კარგი სუნი აქვს, ასეთ სეზონზე ასეთი არომატული თაიგულის პოვნა რამდენ ძალას...,- ღიმილი ყურებზე გადაეჭიმა და ეს წყეული ჩემს ცხვირთან მოიტანა. - ლეი მესმის, რომ შეიძლება უკეთესი ცხოვრებაში ვეღარც ნახო, მაგრამ 18 სართული ამ წყეულ ფოთლებზე ლაპარაკის თავი არ მაქვს ,- ლეი დადუმდა, ძალიანაც კარგი, ნეტავი საერთოდ მეორე ლიფტის დავლოდებოდი, რამ შემიყვანა ამ მუდამ მშვიდობის მტრედთან. მე-17 სართულზე ლიფტი გაჩერდა, ლეიც გავიდა და ერთიანად ამოვისუნთქე. საათს დავხედე უკვე 11 ის 7 წუთი იყო და ჯერ კიდევ არ არის ადგილზე. მის ცარიელ ოთახს თვალი შევავლე და ჩემს კაბინეტში შევედი. რამდენჯერმე ავკრიფე მისი ნომერი, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ტელეფონი გადავდე. რა ნამუსით დამერეკა იმის მერე , რაც გუშინ გავაკეთე. ისე ვიქცევი თითქოს პირველი და ერთადერთი გოგო იყოს , ეს უნდა შევცვალო, არ შეიძლება მხოლოდ მირათი იწყებოდეს და მირაშივე მთავრდებოდეს, ასე მგონია, რომ სხვა გოგოსთან არც ამი*გება აღარასდროს. რატომ აღარ ვწერ ნატალის? უნდა გადავერთო მასზე, ნამდვილად კარგი იდეაა. ნატალის ნომერი ავკრიფე და სმს გავუგზავნე, გადაკითხვაც კი გულს მირევდა, მაგრამ საჭირო იყო. მირას ან მე გავანადგურებდი, ან ის. დიდი ალბათობით პირველი მე დავასწრებდი. სმს გაგზავნილი არ იყო, რომ პასუხიც მომივიდა : „ დამუ, როგორ მოვიწყინე უშენოთ, როდის გინდა შევხვდეთ?“ გულისამრევი, მეჩვენება, თუ უფრო და უფრო მერეოდა ჩემს თავზე გული. მის სმსს გვიან ვუპასუხე, დღეს მე მას შევხვდები და მირასთან საბოლოოდ დავასრულებ ყველაფერს. დღევანდელი დღის გეგმა გამზადებული მედო, არც ისეთი დატვირთული დღე გველოდენოდა, ამის აღსანიშნავად ვისკის ახალი ბოთლიც გავხსენი და ერთი ჭიქა გამოვცალე. ვცდილობდი ყურადღება დოკუმენტებზე, საქმეზე გადამეტანა, მაგრამ ისტერიულად ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა ჩემს მაჯის საათზე დრო. უკვე 11 სრულდებოდა. როდესაც აგვიანებს რატომ აუცილებლად 1 საათით უნდა იყოს, ან მეტით. ჩემი ტელეფონის ეკრანზე კერინგტონის ზარი შემოვიდა, მგონი ამ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. საშინელი და საზიზღარი! - გისმენთ ,- უხეშად ვუპასუხე . ჩემმა აწ უკვე პარტნიორმა ორი სიტყვით ცივად მომიკითხა და შეხვედრის ჩანიშვნა შემომთავაზა, ნუ დღეს მისთვის, რა თქმა უნდა, არ მოვიცლიდი, სავარაუდოდ არც მთელი კვირა, მაგრამ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ შეხვედრა პარასკევს იქნებოდა. სულ რაღაც ორ დღეში მობრძანდებოდა თავისი დიდი *ლის სადემონსტრაციოდ. ის ის იყო უნდა გამეთიშა, რომ უხერხულად მკითხა: - ისე, დამიანე, მირას როგორ მოეწონა ჩემი საჩუქარი ? ხომ არ გინახავს რა ემოცია ჰქონდა ,- ხმა ინტერესით სავსე ქონდა... - რა უნდა მოწონებოდა? ,- ერთ ჭიქა ვისკის მეორე მოჰყვა. ჭიქა წამებში გამოვცალე და ხმაურიანად დავახეთქე. - თაიგული, არ გინახავს? მის გამო დილის 7 საათზე გავგზავნე პოლი, რომ ყველაზე ახალი და ლამაზი ვარდები აერჩია ,- სიმწრის სიცილია, თუ მეჩვენება. - შ*გ ხოარ გაქ ? ,- ვეღარ მოვითმინე,- არანაირი თაიგული არ მინახავს, და არც გჭირდება ასე ევაზელინო მირას, მი*ეტს არ აკეთებს, აქ მუშაობს- კიდევ ბევრ სალანძღავ სიტყვას ვიტყოდი რომ არა დერეფანში მირას ფეხსაცმლის ხმა. - ჰოო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ეს შენ არ გიკეთებს... დროებით დამიანე ,- ისევ ჩაიცინა და მალევე ყურმილი გამითიშა. გამო*ლეებული ს*რი. ვისკის მესამე ჭიქაც დავლიე, ღრმად ჩავისუნთქე და ოთახიდან გავვარდი. არა, კერინგტონ, მ*ნეტს არ მიკეთებს, მე მას ვ*იმავ ! - მირა,- ჩემი ხმა ბრძანებასავით გაისმა და მირაც შეშინებული ჩემკენ შემობრუნდა. რამდენიმე წამი დაბნეული თვალებში მიყურებდა, თითქოს ჩემს ფიქრებს და ემოციებს ეძებდა. არ მგონია რამე სასიამოვნო დაენახა ჩემს თვალებში, გაბრაზების და განრისხების მეტი არც არაფერი არ იკითხებოდა. - ბოდიშით, რომ დავიგვიანე, დღის განრიგი და მეილები ყველაფერი გაკეთებულია, დღეისთვის არანაირი ისეთი შეხვედრა არ იყო ჩანიშნული ,- ჩანთა დადო, პალტო გაიხადა და ჩემკენ მოტრიალდა. სახე ცოტათი სევდიანი ჰქონდა, თმები ბოლომდე აწეული, უბრალო ტანზე მომდგარი მუქი ფერის ჯინსი ეცვა და შავი ამოღებული და ტანზე ასევე ზედმეტად მომდგარი მაისური. მეჩვენება, თუ ნაჭრის ლიფი აცვია. ასეთის ჩაცმას ჯობდა საერთოდ არ ჩაეცვა. - მინდა ვიცოდე რატომ დაიგვიანე, ისევ დედამო*ნული 1 საათით, ან როდესაც აგვიანებ ტელეფონი არ გაქვს ? ვერ მწერ, რომ საცობში ხარ, ან რის გამო ვერ მოდიხარ დროზე? ,- მივუახლოვდი, მისმა დანახვამ და სუნამოს სუსტმა არომატმაც კი ბრაზი სულ ცოტათი შეუმჩნევლად გააქრო, პირველი რაზეც ვფიქრობდი მისი ტუჩების გემოს შეგრძნება იყო, მოწითალო ტუჩები უფრო და უფრო მიწვევდნენ თამაშში, მაგრამ მე მხოლოდ ცოტათი შევძელი ჩვენს შორის დისტანციის შემცირება. დამნაშავესავით ფეხები არ მაძლევდა ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ნეტავ იცოდე მირა, როგორი ნა*ირალა გიდგას წინ. გუშინდელი დღე ჩაგიშხამე, შენი კონვერტი დავგლიჯე და ყვავილებიც მოვიშორე, ეს ყველაფერი რო იცოდე, ალბათ უფრო მეტად შემიძულებდი... მაგრამ მე ამის საპირისპიროდ მტკიცედ, მხრებში გამართული ვიდექი და ვუყურებდი როგორ ეძებდა ის შესაფერისს სიტყვებს. - ბოდიში, პირადი მიზეზით დამაგვიანდა, ვეცდები აღარ განმეორდეს,- წარბშეკრული მიტრიალდა, აჰ გამიბრაზდით ქალბატონო მირა? - სამსახურში დაგვიანება საერთოდ არც ერთი მიზეზითაა გამართლებული, მგონი ამას ამდენჯერ არ უნდა გახსენებდე მირა ,- მისი თვალებიდან ისეთი სიცივე მოდის, წამში მთელი ჩვენი წარსული დამავიწყდა და მეგონა სრულიად უცხო ადამიანის წინ ვიდექი. - გასაგებია , თუ დილის მორიგი ლექცია მორჩა, ყავის გასაკეთებლად წავალ,- უტეხად და ცინიკურად გამიღიმა და გვერდი ამიარა. ჰაჰ, დამცინის ? - მირა,- უკვე კარიდან უნდა გასულიყო, რომ დავეწიე, შეშინებული გაჩერდა, მაგრამ ნელა და თავდაჯერებული მოტრიალდა. - მგონი არ უნდა მჭირდებოდეს რაღაცეების შენთვის შეხსენება ,- ხელი მხარში ჩავავლე და ზურგით კარებზე ავაკარი. მისი ცხელი სუნთქვა მაშინვე ვიგრძენი და ერთიანად ავივსე. მირას განსხვავებული სურნელი ჰქონდა, ასეთი ტკბილი, ვნებიანი, თითქოს ჩემი საუკეთესო მოგონებები ერთად შეეკრათ და საოცარ არომატად გადაექცათ. მისკენ დავიხარე, მისი სისხლისფერი ტუჩები ნებისმიერ ტუჩსაცხზე ლამაზი იყო, ლოყები შეეფერა და თვალებში შემომხედა. დილით ჩემი თავისთვის დადებული პირობა, რომ მას მე აღარ მივუახლოვდები, ისე გაქრა, როგორც მე-18 სართულიდან გადავარდნილი სიგარეტის ნამწვავი. დავარდა და სხვა ადამიანების ნაბიჯებმაც გადათელა. - შენ გგონია, რადგან ასე გკოცნი,- ჩემი ტუჩები მის კისერს მივადე და ვიგრძენი სიამოვნებისგან როგორც გადაწია თავი უკან,- რადგან ვიცი რა, სად და როგორ გსიამოვნებს,- ხელები წელზე შევუცურე და ჩემს სხეულთან ახლოს მოვიზიდე,- ამიტომ ამდენი ტლიკინის და პატარა ბავშვივით მოქცევის უფლება მოგეცი? ,- წელიდან ხელი კისერზე გადავიტანე და მისი ჩემი ტუჩები მის ყურთან ძალიან ახლოს მივიტანე. მირას თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ამის მაგივრად უბრალოდ პირი გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ,- მე მხოლოდ ჩემთან სიამოვნების მიღების უფლება მოგეცი, შენ კიდევ, რაღაცა მეტს ეძებ, მიპასუხე, რატომ დაიგვიანე და რატომ აგვიანებ, ვიღაცა გყავს? რატომ მიდიხარ ზოგჯერ ადრე, რატომ გაცვია ყოველთვის ასე გამომწვევად, რატომ მაღიზიანებ სულ, როდესაც შემოდიხარ,- ხელებით მისი სახე იმდენად მჭიდროდ მეჭირა, რომ დიდი ალბათობით ვტკენდი მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ მირას ვიღაც ყავს და მე მის „პირად ცხოვრებაზე“ არაფერი არ ვიცი, რატომღაც გონებას მაკარგვინებდა. იქნებ მე ზუსტადაც რომ მიყენებს და ამ დროს მას სხვა უყვარს? მირა გაფართოებული თვალებით მიყურებდა. - მიპასუხე მირა,- ის ის იყო, რომ მისი ტუჩები უნდა შემეგრძნო, რომ ტელეფონის ხმა გაისმა. ეს თუ ისევ კერინგტონია და ყვავილის ამბავი გაარკვია ნამდვილად ჩემი ხელით გავუერთიანებ თავ-ყბას. ცალი ხელით ისევ მირას კისერი მეჭირა, მეორეთი კი ტელეფონი ამოვიღე. - გისმენთ ,- როგორც ცხოველი უყურებს თავის ნადავლს ზუსტად ასე ვუყურებდი მე მას, არც ერთი წამით არ მომიშორებია თვალები მისი ტუჩებიდან. ყურმილში ისევ იმ მიმღები გოგონას ხმა გაისმა, ცოტათი დამფრთხალი და შეშინებული... - ბატონო დამიანე, დიდი ბოდიში თუ შეგაწუხეთ, ვიღაცეები მოვიდნენ, ქალბატონი მირას სართული იკითხეს და ლიფტში შემოვიდნენ, მათ ისევ ის ყვავილები უჭირავთ, მაგრამ ამჯერად ძალიან ბევრი,- ჰაჰ, მირა გაოცებული ისმენდა და ვგრძნობდი, როგორ უფრო და უფრო მეტი კითხვა უჩნებოდა... დედასშე*ევი, დაუოკებელი ხეპრე, მაინც ვერ მოისვენა. ზუსტად იმ წამებში როდესაც მიმღების გოგონას ( არც მახსოვს სახელი, ყოველთვის ისე იღიმის, თითქოს იმაზეც სვე*დება გამარჯობას რომ ვეუბნები) ყურმილი გავუთიშე და კარზე კაკუნი გაისმა. - მობრძანდით. ,- ბოლო 5 წუთია ვაკვირდები ერთმანეთის მიყოლებით როგორ შემოაქვთ თაიგულები, ზუსტად ისეთია როგორიც დილით, კეთილმა ფერიამ, ლეიმ დაწვისგან გადაარჩინა. მთელი კაბინეტი სარიტუალო ოთახს დაემსგავსა, ჰაერიც კი დამძიმდა ამდენი ტყუილით და ბანალურობით. მირა ბედნიერებისგან იღიმოდა , კურიერებს ეხმარებოდა სად , როგორ და რამდენ დაეწყოთ, ისტერიულად კითხულობდა და ეძებდა თუ ვისგან იყო. თვალები ავატრიალე, რა ცოტა ჭირდება უტვინო ქალს... რა ცოტა... მგონი სულერთია ვინ აჩუქებთ ყვავილებს, მაინც უხარიათ, სულ რომ სი*ი და *ლე იყოს... ღმერთო...სკამის საზურგეს ხელები ჩავავლე და მირას ყურება გავაგრძელე. ყველაფერი დააორგანიზა, მილიონჯერ მაინც გადაუღო სთორი კაბიტენს, ყვავილებს, სარკეში თავის თავს... - ვინ მოიტანა, როგორ არსად არ წერია, დამიანე, ვინ არის ,- ყველა თაიგული შეათვალიერა და სათითაოდ დასუნა. - დაელოდე, მალე გაიგებ თუ ვინ არის შენი ნოემბრის სანტა ,- როგორ უნდა დამემალა ის რასაც იმ წამს ვფიქრობდი აზრადაც არ მომდიოდა. მალევე პატარძალივით შემოაბრძანეს ბოლო თაიგული, თეთრი ვარდებით გაწყობილი, რომელზეც კონვერტი იდო. „მირა, შენ ყველა ქალზე სასურველი და განსხვავებული ხარ, მინდა რომ არასდროს არ დაგავიწყდეს ეს“ . მან ხმამაღლა წამიკთხა, თითქოს ძალიან მინდოდა მომესმინა იმ გამოსი*ებულმა რა დაუწერა, დარწმუნებული ვარ ეს თავისი დაწერილიც არ არის, ვიღაცას დაავალა. ამის წაკითხვა და მირას გაოგნებული მზერა ზუსტად ერთი იყო. - მიპასუხე დამიანე ,- ჩემთან ახლოს მოიწია და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ო არა, სანამ ილუზიები შეექმნა რომ ჩემია და ჩემგან ბავშვჯს გაჩენა გადაწყვიტა, ჯობია მე თვითონვე ვუთხრა ამ საოცარი და განუმეორებელი სიურპრიზის ავტორი ვინ იყო.. - ვერ მიხვდი, ასეთი იაფფასიანი ჟესტი ვის ექნებოდა? ,- გაბრაზებულმა ჩავისუნთქე და მხრებში გავსწორდი. - ვერა? ,- მირა ეგ ბავშვური გამოხედვა დაგღუპავს გეუბნები, მეც და შენც... თუ, რა თქმა უნდა, კერინგტონმა 1000 ვარდი არ გამოგზავნა სამომავლოდ და არ მოგისყიდა.. არ ვიცი.. - კერინგტონმა, სხვა ასეთი იაფფასიანი ხამი გყავს ვინმე ახლოს? ძააან მეეჭვება და თუ გყავს და მაგის გამო აგვიანებ, ჯობია დღესვე თქვა,- მაჯაზე საათი გავისწორე და სწრაფი ნაბიჯებით გავედი. იცით სად მივდიოდი ? არა, ვერ მიხვდებით. მიმღები გოგონა სამსახურიდან გავათავისუფლე. მიმღებში იმიტომ დგახარ, რომ სანამ ვინმეს შემოუშვებ, ჯერ ჩემთან დარეკავ და მომახსენებ ქვემოთ ორი გაზის ბალონით დგანან, თუ საპანაშვიდე ყვავილებით. სხვა ნორმალური რომ ამეყვანა, ამ თაიგულებს მირა ვერასდროს ვერ დაითვლიდა. მირა ოთახში როგორც კი მარტო დავრჩი ლეის ვიდეო ქოლით დავურეკე. ასეთი ბედნიერი ბოლოს მაშინ ვიყავი, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოს ყველაზე სიმპათიურმა ბიჭმა რომ საცეკვად დამპატიჟა და ლოყაზე მაკოცა... კერინგტონი, ყველაზე ნაკლებად მისი გვარის გაგონება მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამიანეს ამდენი ფანტაზიის უნარიც არ ჰქონდა... რომელ გოგოს არ გაუხარდება, მთელი სამსახური რომ მის კაბინეტში ფოტოს გადასაღებად ამორბის და შურის თვალებით გიყურებენ...ლეიმ როგორც იქნა მიპასუხა: - რამე ახალი ბიზნესი დაიწყეთ მე-18 სართულზე ? ,- თვალებგაფართოებული მიყურებდა ,- ახლოდან შემახედე აბა ,- წამოვხტი და ყველა სათითაოდ ვანახე ,- ვერ გავიგე, ყველგან ეს ვარდები რატომ არის? ,- გაკვირვებულმა იკითხა ბოლოს. - ყველგან სად ? ეს მხოლოდ ჩემთან და მხოლოდ ჩემთვის მოიტანეს ,- ნიშნის მოგებით ვთქვი და სკამზე მოხერხებულად დავჯექი. - ნამდვილად შეიძლება მხოლოდ შენთვის არის, მაგრამ ნახე, მეც მაქვს ასეთი ,- კამერა ფანჯრისკენ შეატრიალა, საითკენაც ზუსტად ასეთი თაიგული იდო. - შენც გამოგიგზავნა? შენ არც კი გიცნობს,- არ მჯერა, კერინგტონმა როგორ გაიგო, რომ ჩემი ბავშვობის თითქმის ერთადერთი ახლო მეგობარი ერთი სართულით ქვემოთ მუშაობდა.. ასეთი ჟესტია რამე? ამდენად ცდილობს ჩემი და ჩემი მეგობრების გულის მოგებას? - როგორ არ მიცნობს, რას ბოდიალობ, დღეს ლიფტში შევხვდით, ამ თაიგულს საერთოდ აგდებდა, მაგრამ მე შემეცოდა და წავართვი, ალბათ გადაიფიქრა და ერთის ჩუქებას პირდაპირ მაღაზია გაჩუქა?,- დაბნეული მიყურებდა, მაგრამ მე უფრო გაკვირვებული ვიყავი. - ვინ კაცო ? კერინგტონი როდის გაიცანი? - ვინ ? დამიანეზე გელაპარაკები, ვინ არის კერინგტონი ,- ლეის ხმა უფრო დაბნეული ჩანდა. - ეს თაიგულები ჩვენი ახალი კლიენტის გამოგზავნილია, დამიანე რა შუაშია ? - მერავიცი, მე სიზმარი კიარ ვნახე, ლიფტში დილით მას ეჭირა ეს თაიგულები, მითხრა ადრესატი შეეშალათ და ვაგდებო, მერე მე წამოვიღე,- ანუ, ეს თაიგული დილიდანვე ჩემს მაგიდაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დამიანემ თვითონ გადაწყვიტა და გააქრო ? - რას ქვია შეეშალათ, მე მაჩუქეს,- უკვე სიბრაზე ნელ-ნელა ტვინში მირტყამდა, მინდოდა რომ შევვარდნილიყავი მის კაბინეტში და ყველაფერი დამელეწა, რატომ იქცეოდა ისე თითქოს მე არავინ არ ვიყავი აქ. - ჰო ასე თქვა, ძალიან გაბრაზებული კი იყო დილიდან, ჩემ სართულზე რო გავჩერდით ლამის პანღურით გამაგდო,- ლეის სიცილი აუტყდა და ყავა მოწრუპა. - კაი, ლეი, მადლობა, მერე დაგირეკავ ,- ტელეფონი გავთიშე. უნდა მეფიქრა, რატომ იქცეოდა ასე. ობიექტურად ვერ ვაფასებდი სიტუაციას, როდესაც მისგან შორს ვიყავი მთელი არსებით მძულდა, როდესაც ერთ ოთახში ვისხედით, სულ რომ 100 კაცი ყოფილიყო, მხოლოდ მას ვხედავდი. როდესაც მეხებოდა ყველაფერი მავიწყდებოდა. იმდენად მიზიდავდა, რომ გონებიდან ვერ ვიგდებდი. ერთი საათი მალევე გავიდა, მეილზე მომივიდა შეტყობინება, რომ სხვა პროექტის წევრებს საერთო მითინგის, შეხვედრის ჩატარება უნდოდათ, დამიანესგანაც თანხმობა მივიღე და ყველაფრის დაგეგმვას შევუდექი. დაახლოებით ორ საათში კაბინეტში ოთახში 9-10 თანამშრომელი ვისხედით, მე ჩემი უფროსის მოპირდაპირედ დავჯექი და შეხვედრის დეტალების ჩაწერა დავიწყე. ისე ისეთივე პროფესიონალი იყო საქმეში, როგორც პრინციპში ყველაფერში. ლაპარაკობდა თავდაჯერებულად, ნებისმიერ კითხვაზე ისეთ პასუხს სცემდა, თითქოს ამაზე რამდენიმე დღე ჰქონდა ნაფიქრი. შიგადაშიგ ვგრძნობდი როგორც მიყურებდა, გაბრაზებული იყო, მე იმაზეც ვბრაზდებოდი, რომ კიდევ აქეთ იყო გაბრაზებული ჩემზე. რამდენჯერაც მისი თვალები ჩემს ტანზე, სახეზე, ხელებზე ვიგრძენი, ზუსტად იმდენჯერ მთელი კაბინეტი გაქრა, იმდენჯერვე აღმოვჩნდი მის მუხლებზე და ჩემს მკერდზე მის ტუჩებს ვგრძნობდი. ამის წარმოდგენისას სუნთქვა მავიწყდებოდა, ის შეუდარებლად სიმპათიური და მიმზიდველი იყო. იმდენად მიმზიდველი, რომ ჯერ ჩემი თავი, ჩემი გამყიდველი თავი, მძულდა და მერე თვითონ მისი არსებობა. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ამას ველოდებოდი, დამიანეც ოდნავ დაღლილი ჩანდა, ბოლო 10 წუთიან უაზრო დებატებს აღარ ჩაერთო და სკამიდან ელვასავით წამოხტა. მისი სკამიდან წამოდგომა და მთელი ოთახის დადუმება ერთი იყო, თუმცა მისმა აღმატებულობამ მათ ხელით ანიშნა რომ საუბარი არ შეეწყვეტათ. ვაკვირდებოდი, როგორი მაღალი იყო, უკნიდანაც ისეთივე მიმზიდველი როგორც წინიდან. განიერი მხრები, ეს ოფიციალური კოსტუმი, დინჯი სიარული. ის თავის პატარა ბართან მივიდა, ამ ბოლო დროს შესამჩნევად ბევრს სვამს. ბოთლებით ვხვდებოდი, რომ ყოველდღე თითო თითო ბოთლი მის კოლექციას აკლდებოდა. თანამშრომლები იმდენად გაქაფულები ბჭობდნენ , ვეღარც შეამჩნიეს , რომ მეც წამოვდექი და მას მივუახლოვდი. - თუ შეიძლება, ბატონო დამიანე, მეც დავლევდი ,- ისე გამომხედა თითქოს ყველას წინაშე გავშიშვლდი და მისი შარვლის შესაკრავს ვეცი. როგორ მძულხარ, დამიანე. - ამდენი სითამამე საიდან ,- ხმადაბლა მკითხა და ჭიქა ვისკით გამივსო. - დღევანდელი საჩუქრების დამსახურებაა, როგორც გავიგე ჩემს კოლექციას ერთი ცალი თაიგული აკლია და ლეისთან უპოვიათ,- თვალები არ მომიშორებია მისთვის, მინდოდა რომ მისი დაბნეული, სრულიად დაკარგული სახე კარგად აღმებეჭდა და ის დამემახსოვრებინა, თუ როგორი სუსტი და უძლურია დამიანე. - მეტის მეტი იქნებოდა, მალე ოთახში თქვენი ადგილიც აღარ დარჩება , თუკი ასე გაგრძელდა ,- ვისკი მოსვა და თავისი ადგილისკენ დაიძრა. - თუკი ასე გაგრძელდა თქვენს კაბინეტში გადმოვალ, აქ მეც და ჩემი საჩუქრებიც დავეტევით - ისე ნაზად გავუღიმე, მეც კი მეუცხოვა ჩემგან ასეთი მშვიდი ღიმილი. ერთი საათის წინ მზად ვიყავი რომ ამ ბოთლებით მეცემა. შეხვედრა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. ნელ-ნელა გადიოდნენ თანამშრომლები და მეც მაგიდიდან დოკუმენტები შევაგროვე და გასვლა დავაპირე. - შენ დარჩი ,- გაისმა მისი ცივი ხმა, კარები მოვიხურე და მისკენ ქუსლებზე შევტრიალდი. - გისმენთ, ბატონო დამიანე,- როგორც ვხედავ აღიზიანებდა როდესაც ასე მივმართავდი, წარბები შეხარა, შეხვედრისთვის ჩაცმული კოსტუმი გაიხადა და ყელთან მომდგარი ლურჯი პერანგის ღილი შეიხსნა. - მინდა რომ აქ მოხვიდე, ახლოს ,- ხელით მის წინ სკამზე მანიშნა. მეც მივუახლოვდი და დავჯექი. - მირა, მინდა რომ გესმოდეს, როგორი მნიშვნელოვანია სამსახურში დროზე მოსვლა, თუკი ვერ ახერხებ მინდა რომ მომწერო ან დამირეკო, არ მგონია ამაში რამე ალოგიკური იყოს, ჰომ ასეა? ,- ისე მიხსნიდა როგორც პატარა ბავშვს აუხსნი, თუ როგორ არ შეიძლება სადილამდე შოკოლადის ჭამა,- რატომ არ მომწერე? - იქნებ იმიტომ არ გწერთ, რომ შეუძლებელია თქვენთან ადამიანური ურთიერთობის დამყარება? ,- ეს კაცი იმ კაცთა სიას არ ეკუთვნის, ვისაც შეგიძლია საათობით ეჩხუბო და ერთხელ არ გაიფიქრო მასთან სე*სზე. მეც გავთამამდი და სკამიდან წამოვდექი. - რას გულისხმობ? ,- ინტერესით მათვალიერებდა, როდესაც მის წინ გავჩერდი და მაგიდას მივეყრდენი. - აი, მაგალითად გუშინდელ დღეს, სახლში დამაგდეთ, როდესაც კლიენტი „შეგიბით“, მაშინ, როდესაც თქვენ ერთი სიტყვაც კი არ გაიმეტეთ ,- მინდოდა ის დელიკატური რეცხვის რეჟიმზე გადამეყვანა, ჰომ იცით? 2 საათი რომ რეცხავს და რეცხავს, რეცხავს და რეცხავს, არ ამთავრებს. ზუსტად ასე მინდოდა ჩამომერეცხა მისი ნიღაბი და ნამდვილი მენახა. ნელ-ნელა დამემსხვრია ეს კედლები. - მირა, შენ გგონია კლიენტი მართლა შენ და შენმა სლაიდებმა შეაბით ? ,- ხელი ჩემ ქამარს მოკიდა და უფრო ახლოს მიმიზიდა. ახლა დელიკატურ რეცხვაზე მალე მე გადამრთავენ.. როგორც ვამჩნევ... - აბა, თქვენმა პროფესიონალიზმმა ნამდვილად ვერანაირი როლი ვერ ითამაშა და მაშინ, რაღა დარჩა,- მისი ტუჩები ჩემს მუცელთან ვიგრძენი, მაისურიდანაც ვგრძნობდი მის კოცნას, ინსტინქტურად ხელები თმაში შევუცურე და სახე ავაწევინე. მინდოდა, რომ მის თვალებში მეპოვა პასუხები, რატომ აგდებდა დილით ამ წყეულ ვარდებს, რატომ მიმაგდო გუშინ სახლში... რატომ მეჩხუბა და მე მაინც რატომ ვდგავარ აქ, მის წინ, მზად ვარ რომ გავშიშვლდე თუკი მეტყვის, მზად ვარ მისი ნებისმიერი სურვილი შევასრულო,- თქვენ, უფროსო, მადლობაც არ გადამიხადეთ, ისე მიმაგდეთ ,- ხელები ჩემს საჯდომზე ვიგრძენი , ნელ-ნელა მისი მუხლებისკენ მიბიძგებდნენ. - მე არ მიმიგდიხარ, მე მიგიყვანე და მადლობა რაში უნდა გადაგიხადო გამახსენე, რაშიც ხელფასს გიხდი? ,- ვერც გავიაზრე ისე ვეჯექი უკვე ზემოდან, მისი ხელები ჩემი მკერდისკენ მიიწევდნენ. - რობოტი რომ არ იყოთ და ზოგჯერ მაინც ადამიანი გერქვათ, ხალხი თქვენს გარშემო ასე არ შეგიძულებდათ , - თმები ზურგზე ერთი ხელის მოსმით გადავიგდე, მინდოდა, რომ უფრო კარგად მეგრძნო მისი კოცნა. ხელები მაღლა ამაწევინა და მაისური ნაზად გამხადა. დღევანდელ დილასთან შედარებით ნაზად და მშვიდად იქცეოდა. თავი მარჯვნივ გადახარა, ჩემი მკერდი შეათვალიერა. მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. - მირა,- მისი ხმა უკვე აღარ იყო ისეთი ცივი და ჩემი სახელიც განგაშივით არ მესმოდა ,- მიპასუხე შენც გძულვარ? ,- ჩემი სახე თავისი ხელისგულებით სახესთან მიიტანა, ჯერ ნაზად მაკოცა, თითქოს მეთამაშებოდა, ამ კოცნით ყველა მისი ცუდი თვისების დაფარვას ცდილობდა. დამეფიცება თუ ასე ოდესმე ვინმეს ეკოცოს, როგორც ეს უგრძნობი, ცივი და გამოუთლელი კაცი მკოცნიდა. ნაზი კოცნა მალე გადაიზარდა რაღაც უფრო სხვაში, სასმლის მძაფრი გემო იდეალურად იგრძნობოდა მის ტკბილ ტუჩებზე. - მიპასუხე, მირა ,- სუნთქვა გაუხშირდა, შარვალი შემიხსნა და ფეხზე წამომაყენა. ვერ ვხვდებოდი უნდა მეპასუხა, თუ ეს უბრალოდ ამ ყველაფრის ნაწილი იყო. შარვალი ერთი ცალი გამხადა და ადგილზე დაჯდა. მის წინ სრულიად შიშველი ვიდექი. ის კი მთვრალი, ან ცოტათი მთვრალი. - იდეალური ხარ ,- მგონი ეს ცხოვრებაში მეორე კომპლიმენტია მისგან, რაც კი ოდესმე გამიგია. მე ისევ მისი მუხლებისკენ გავიწიე და ფეხები გადავალაგე. - მოდი ჩემთან ,- ხელები თმებში შევუცურე და ჩემში ვიგრძენი... თეძოებით უფრო ახლოს მივიკარი და მოძრაობა დავიწყე, როდესაც შემაჩერა ,- მიპასუხე, მინდა ვიცოდე, გძულვარ? - რა ? რა შუაშია ეს ,- ჩემს თეძოებზე ჩაფრენილი მისი ხელები წელზე დავილაგე და მასზე უფრო სწაფად დავიწყე მოძრაობა , მინდოდა უფრო და უფრო მეტად შემეგრძნო, ყველა მოძრაობაზე როგორ უმაგრდება, როგორ ეცვლება სუნთქვა, როგორ მიყურებს , როგორ მეფერება. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე - მირა,- ჩემი სახე ხელებით დაიჭირა,- გძულვარ ? - შენ ხომ გინდა რომ გძულდე, ამისთვის ყველაფერს შესანიშნავად აკეთებ, დამიანე, ახლა კი თუ არ მოკეტავ, მოგიწევს ეს საღამოც ვისკით ხელში გაატარო ,- ის კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ უხეში კოცნით გავაჩუმე. მინდოდა რომ მე დამმორჩილებოდა. როდესაც ზემოდან ვეჯექი, თავი ნამდვილად უფრო მეტი მეგონა, ვიდრე უბრალოდ ოფისის საყვარელი ან .. არც ვიცი ჩემნაირ გოგოებს რას უწოდებენ? უთავმოყვარეო ძ*კნას ? გუშინდელი სიბრაზეც ისე გადამავიწყდა, თითქოს იქ არც ვყოფილვარ, ყველაფერი დამიანეს ეჭვიანობას დავაბრალე. ჰო, რა სასაცილოა, დამიანე და ეჭვიანი? თავს მოიკლავს ურჩევნია მაგრამ არავის არ შეიყვარებს და არავისზე არ იეჭვიანებს, ეჭვიანობა ხომ სუსტებისთვის და ბავშვებისთვისაა, მაგრამ მე მაინც ასე დავიმშვიდე თავი. ჰო, დამიანე ეჭვიანობდა, თვითონ იდეაც ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ხშირად ვფიქრობდი ამაზე და ჩემდა უნებურად კმაყოფილებისგან მეღიმებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.