თამაში წესებით -5-
- გამარჯობა ,- დილა უჩვეულოდ იწყება, ჩემს კართან კერინგტონი დგას. ხელში ამჯერად “Hermès Birkin” -ის შეფუთვა უჭირავს და თავდაჯერებულად იღიმის. - გამარჯობა, კერინგტონ ,- უხერხულად წამოვდექი და ტანზე მომდგარი კაბა გავისწორე,- ბატონი დამიანე არ არის ადგილზე, შეხვედრაზე წავიდა. შემიძლია დავურეკო ახლავე. - მადლობა მაგრამ, მე შენთან მოვედი, შეიძლება? ,- უკვე მთელი ტანით შემოდის ოთახში კერინგტონი და ჩემს წინ სკამზე ჯდება. - ჩემთან? ,- უხერხულად გავიმეორე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი, არ ვიცოდი რამე მეთქვა ნაჩუქარ თაიგულებზე თუ არა... მადლობის მსგავსი რამე... მაგრამ ის ისე იყურებოდა, რომ უბრალოდ არაფერი არ მომივიდა აზრად. დამიანესგან განსხვავებული ვიზუალი ჰქონდა, ვერ ვიტყვი, რომ სიმპათიური იყო, მაგრამ მახინჯი ნამდვილად არა. თავისებური შარმით, ცოტათი უხეში ნაკვთები, თეთრი კბილები და ძალიან უცნაური ღიმილი. - ჰო, შენთან, ეს შენ დამარწმუნე და ეს კომპანია მომაწონე ,- უფრო თავდაჯერებულად გასწორდა სავარძელზე და რაღაც ძალიან ძვირიანი შეფუთვა მაგიდაზე ჩემს წინ დადო, - არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო, გაფრთხილებ ,- კერინგტომა ისევ გულიანად გამიღიმა და გააგრძელა,- ეს პატარა საჩუქარი ჩემგან, სინამდვილეში შენი პირველი ხელფასია... - ხელფასი ? ,- უფრო კარგად შევათვალიერე შეფუთვა, არ არსებობს ეს ის ჩანთაა... ღმერთო... - ჰო, ხელფასი, შენმა პრეზენტაციამ ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ დამტოვა, ვიცი დამიანე ასეთი მზრუნველი არ არის და თანამშრომლებისთვის ვერაფერს იმეტებს, მაგრამ ეს ჩემს ოფისში ერთ-ერთი რიგითი საჩუქარია, ამის გამო მადლობა არ უნდა მითხრა ,- უფრო მეტად კმაყოფილი ჩანდა. ანუ ბირკინსი, ექსკლუზიურ შეფუთვაში, ღმერთო. სახეზე ავხურდი და ინსტინქტურად მაჯის საათს დავხედე. ეს რომ დამიანემ ნახოს.. როგორ მიხდის ხელფასს ჩვენი ინვესტორი ? ვითომ რომელს გააგდებს, მე თუ მას ? - არა, ეს, მე ვერანაირად ვერ მივიღებ ასეთ საჩუქარს ,- ჯერ კიდევ მისი თაიგულებით მორთულ ოთახს გავხედე და მივხვდი, რომ არც ეს თაიგულები ღირდა ნაკლები სხვათაშორის. - მირა,- სკამზე წამოიწია და ხელი ხელზე დამადო. დამიანესგან განსხვავებით მას ცივი და მძიმე ხელები ჰქონდა, და რატომ ვადარებთ?? ,- მირა, არ გამიგო არასწორად, შენში ძლიერი თანამშრომელი დავინახე, დარწმუნებული ვარ რომ უპირობოდ, მთელი შენი ენთუზიაზმით მომავალშიც ითანამშრომლებ ჩემთან,- ჩანთა ჩემკენ გამოწია და ისევ გამიღიმა. - ბატონი დამიანე როდესაც გაიგებს, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება,- უკვე ისე მეწურებოდა გული, მინდოდა მალე გასულიყო ოთახიდან და ეს მოდის საოცრებაც თან წაეღო. - ეს პირველი ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს ,- წამოდგა, რა თქმა უნდა, წამოვდექი მეც ,- დროებით მირა, დიდი მადლობა რომ გვყავხარ, მზად იყავი ჩემი ფირმისგან და ჩემგან მომავალი ასეთი ბონუსებისთვის ,- თავი თავაზიანად დამიკრა და გავიდა... ვერ შევეპასუხე, ვერ შევებრძოლე... ვერც ვერაფერი გავაკეთე, რადგან მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რა უნდოდა ჩემგან კერინგტონს. მოვწონდი ? რატომღაც ასე ერთ ნახვაში მოწონების დიდად არ მჯეროდა, მე არაფერი განსაკუთრებული არ მქონდა, რაც სხვას არ აქვს... საქმე რაღაც სხვაში იყო, თუმცა ჩემს წინ ამწამს ყველაზე ექსკლუზიური საჩუქარი იყო. საჩქაროდ ჩათში ლეი ვიპოვე და დავურეკე. - ვერ გავიგე, რამე პორნო ინდუსტრიაში მუშაობ მანდ ?,- სერიოზულად მკითხა ლეიმ და ლიფტისკენ დაიძრა ,- დამელოდე, ჩემი თვალით უნდა შევამოწმო, მგონი რაღაცეებს მატყუებ შენ! ,- ოჯახში ასეთი მატებით გაბედნიერებული ლიფტში შევიდა. ლიფტისკენ ჩემი ახალი „ხელფასით“ გავიწიე , ადგილზე ვცქმუტავდი, წამებიც და მე და ლეი მე-18 სართულზე კივილს დავიწყებდით. ლიფტის კარი გაიღო, ეს ჩემი სახეზე აფარებული ჩანთა ლამის ჭერში ავაგდე. დამიანე ... და უკან ყურებამდე გაღიმებული ლეი... - ბატონო დამიანე, მე და ლეი ყავის გასაკეთებლად ჩავდივართ , - ლიფტიდან გამოსულმა ცივი სახით ამათვალიერა, მზერა ჩემს შეფუთულ საჩუქარზე გააჩერა და მერე ისევ ჩემს აჭარხალებულ სახეს ზემოდან ეჭვისთვალით დახედა. - ეს არის ? ეს ხომ აღარც გამოდის, რა სიგიჟეა, რა მაგარი საჩუქარია- ლეიმ დამიანე გაწია და ჩანთას ეცა. ღმერთო, თუ გინდა დაწვი ეს საჩუქარი და გთხოვ, ლეიც თან გაიყოლე. ნერვიულობისგან გულისრევის შეგრძნება დამეწყო. - საჩუქარი? ,- დამიანემ უხეშად ამჯერად ორივე აგვათვალიერა. - ჰო, ეს ლეის ვუყიდე, დაბადების დღის საჩუქარია, ვერ მოვასწარი შეფუთვა და ასე გადავწყვიტე,- უკვე ლეის გაწითლებულ სახეზე დამიანემაც ჩაიცინა. - გილოცავ ლეი , არ ვიცოდი თუ დაბადების დღე გქონდა, მე სკიაპარელის ახალ ქურქს გაჩუქებდი, რამდენიმეჯერ შემხვდა და მგონი შენს სტილშია,- ცოტაც და ლეი სიხარულისგან გალურჯდება. დამიანე ამ ამბებით ძალიან გახალისდა და უჩვეულოდ გაღიმებული შევიდა ოთახში. - არ არის გვიან, შეგიძლიათ შემდეგი დაბადების დღისთვის ახლა მაჩუქოთ,- ბოლო სიტყვები დააწია ლეიმ და დამიანეს კარიც მიიხურა. - რა ? რატო მაჩუქე,- თავის საჩუქართან ჩახუტებული შეტრიალდა ლიფტში. - რას ქვია გაჩუქე, დამიბრუნე ,- ხელით დავეჯაჯგურე. ერთი საათის განმავლობაში ვისმენდი ლეისგან დარიგეგებს : „ვერ გავიგე, დამიანეს რატომ უმალავ?“ „დამიანე შენი უფროსია, საყვარელი კი არ არის გაკონტროლოს! „ ეს კერინგტონი ათასჯერ ჯობია მაგ შენს უფროსს, აშკარად გემოვნება მაინც აქვს!“ , „მერე რა მოდა, თუ კერინგტონს დეითზეც გაყვები, ახალგაზრდა გოგო ხარ, რომელიც ძალიან შეძლებულ ქმარს ეძებს! „ ..... „კერინგტონისნაირი მამაკაცი გხვდება მხოლოდ ერთხელ! შენ თუ არ გინდა, მე გამაცანი, იქნებ „მრავალმხრივად“ კეთილია!“ დაახლოებით ათჯერ გაიმეორა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მხოლოდ დამიანეზე ვფიქრობდი, რატომღაც მეგონა, რომ ეს ამბავი ძალიან არ მოეწონებოდა, მაგრამ რატომ ? იქნებ ის მანიფესტაციაა, თავს რომ ვაჯერებდი „ დამიანე ჩემზე ეჭვიანობს ! „ იქნებ სულაც არ არის ასე ? ფიქრებიდან ისევ ლეიმ შეძლო ჩემი გამოფხიზლება : - როგორ მიდის შენი კვლევა, დაიწყე ? ,- კვლევა ,ჯანდაბა, რა ჯანდაბა ვქნა კვლევაზე დამიანეს არ ეცლება მომავალი კვირა.. - ეს კვლევა რამე კონკრეტული უნდა იყოს?,- შუბლი მოვისრისე და ფიქრს შევუდექი... - არა, აქ დასაქმებული ფინანსური ანალიტიკოსის დახმარებითაც კი შეგიძლია დაწერო, უმჯობესია თუკი გავლენიანი პირი ეწერება შენს კვლევაში, ჰომ იცი მერე სივისთვის ბევრს ნიშნავს, ეს ერთგვარი რეკომენდაციაცაა. - ჰო, მაშინ მხოლოდ დამიანე რჩება ,- ღრმად ჩავისუნთქე და ყავა მოვსვი, ლეისთან საუბარი ძალიან კარგი იყო, თუმცა უკვე ქვედა სართულზეც ვგრძნობდი, როგორ ითვლიდა ჩემს დაბრუნებამდე წუთებს ჩემივე უფროსი. ვერ იტანდა, როდესაც სადმე სხვა სართულზე დავდიოდი. მითუმეტეს ვერ იტანდა ლეის... ახლა უკვე ვერც ლეის და მის ჩანთას... ეს ჩანთა მართლაც მომიწევს რომ დროებით ლეის მივცე. დროებით! *** - მირა ,- ოთახში შესვლა და მისი ხმის გაგონება ზუსტად ერთად მოხდა, ხომ ვამბობ მეძებარი ძაღლია, სუნზე ხვდება ,- შემოდი ,- ჯერჯერობით ხმა არაფერ ცუდს არ მეუბნებოდა, რაც ცოტათი მამშვიდებს. - გისმენ,- კარები დამფრთხალმა გავაღე და მთელი ტანით ზანტად შევედი. კართან სრულიად დასჯილი და მოსყიდული ბავშვივით ვიდექი. რაც ფაქტია რომ ასეა! - მოდი, მანდ რატომ დგახარ,- თბილად გამიღიმა, მისმა ღიმილმა კიდევ ცოტათი დამამშვიდა, ნამდვილად ამ ღიმილს კერინგტონის ღიმილს ვერ შევადარებ, ის იაფფასიანი იყო, დამიანეს კი მგონი არც შანელი, არც ბირკინსი ჭირდებოდა. შეუდარებელი იყო. ისევ ის პოლოს მაისური ეცვა, ამჯერად შავი, მისი სურნელით ავივსე და მის წინ დავჯექი. - მინდოდა შენთვის ახალი დავალებები მომეცა, მინდა მეტად ჩართული იყო ამ კომპანიის საქმიანობაში და მინდა პატარა ისტორია მოგიყვე, როგორ დაარსდა ეს ადგილი ,- ჯერ ბოლომდე ვერ გამიგია რაზე მიდიოდა საუბარი, რომ ჩემს წინ სტარბაქსის ყავა დამიდო ,- ეს კი გაცივდა უკვე, შენ გიყიდე, მიირთვი ,- მისი მზერა ამ ყავას აცხელებდა. ისეთი თბილი თვალები ჰქონდა, სულ რომ ნავთი მოეცა იმასაც დავლევდი. არომატზე მივხვდი რომ ჩემი საყვარელი ყავა შეუკვეთავს. - საიდან იცი რომ მხოლოდ ამას ვსვამ ? ,- დარიჩინის და მუსკატის ლატე. იდეალური კომბო. დამიანე ჩემკენ გადმოიწია და ჩემი ხელი დაიჭირა. მის დიდ თათებში ჩემი მაჯა ერთი წვრილი სამაჯურივით ჩანდა. - მირა, მე შენზე დიდიხანია ყველაფერი ვიცი,- ტუჩის კუთხე ჩატეხა და წარბებიდან ამომხედა,- ისე, სულ ვკითხულობდი შენს ჭიქებზე წარწერებს და დავაკვირდი, რომ უმეტეს შემთხვევაში სტარბაქსს შენი სახელი ერევა, მირას მაგივრად სულ ვიღაც მიას ჭიქები დაგაქვს ,- ასეთ დეტალებს როდიდან აკვირდება? უნებურად სახეზე ღიმილმა გადამირბინა, დამიანემ ნაზად მიმიწია თავისკენ და ხელზე მაკოცა. ვიწვოდი. ის მხოლოდ ხელზე მკოცნიდა , მე კი მთელი ყავის არომატი, სიტკბო და დამიანეს სუნამო სულში ჩამეღვარა. შემდეგი ნახევარი საათი კომპანიის ისტორიას მაცნობდა. მამამისი რომ საზღვარგარეთ იყო ეს კიდევ დიდიხნის წინ გავიგე, დედა გარდაეცვალა, დამიანე მაშინ 12 წლის იყო. მას საფრანგეთში ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული, იქ დაამთავრა უნივერსიტეტიც და ბიზნესისთვის პირველი კლიენტი იპოვა. მალე კი მამამ ბიზნესის მართვა მას გადააბარა და თვითონ საფრანგეთში გადავიდა. დამიანე წლების განმავლობაში ამერიკასა და საფრანგეთს შორის იხლიჩებოდა. - მირა,- უცებ თემას გადაუხვია და ჩემი სახელი შუა ლაპარაკში თქვა, რაღაცნაირად არ მომეწონა ეს დასაწყისი, ზედმეტად თბილი, სიმპათიური, მოკრძალებული და თავაზიანი ჩანდა იმისთვის, რომ უბრალოდ ჩემთვის თავისი კომპანიის მრავალწლიანი ისტორია მოეყოლა,- ერთი კითხვა მაქვს ,- წამოდგა, მაგიდას თითქოს წრე დაარტყა და გამომიცეკვაო.. ისეთი ჟესტიკულაციით დამიდგა წინ. - გისმენ ,- მღელვარებამ მაშინ იმატა, როდესაც წამომაყენა და ხელები წელზე მომიჭირა. - ლეის ბირკინსის ჩანთა მართლა უყიდე? ,- რა ვუპასუხო? ჩემს ტვინში მელოდია გაისმა, თითქოს ვიღაც ბოროტის მსურველმა Giusseppe Verdi “Dies Irae” ჩამირთო, ყურებში წუილი მესმოდა, ჩემს წინ მდგარი დამიანე კი უფრო და უფრო ეშმაკივით გამოიყურებოდა.. ცოტაც და რქები გაეზრდებოდა.. დავიბენი - ჰო, რატომ მეკითხები ,- დაბნეულობა მხრებში გასწორებით შევნიღბე და ჩემში ჯუზეპე უფრო ახმაურდა... - არა, უბრალოდ დამაინტერესა,- ხელები წელიდან კაბის შესახსნელამდე აასრიალა და ჩემკენ დაიხარა. უკვე წამებს ვითვლიდი როდის შემეხებოდა, მაგრამ მისი მწველი მზერა ჩემს სიმშვიდეს მაინც აფრთხობდა. დამიანემ თავი მარჯვნივ გადახარა და თავისუფალი ხელით ჩემი სახე დაიჭირა, თვალებში მიყურებდა, მე კი თვალებში ვატყუებდი. - რატომ მეკითხები, არ შემიძლია რომ ჩემს მეგობარს ასეთი ჩანთა ვაჩუქო ? ,- ხელები მეც მხრებზე დავაწყვე და მისი ტუჩებისკენ საკოცნელად დავიხარე, მაგრამ მან თავი გაწია. - არა, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მაგრამ ეგ მოდელი 2013 წლიდან ბაზარზე არ იშოვება, იცოდი ? ,- ჩაიცინა და კაბის შესაკრავს ხელი გაუშვა. - კი, გადამყიდველისგან ვიყიდე ,- არც მე დავიბენი და ისევ მისი ტუჩებისკენ დავიხარე, უნდა მეკოცნა იქნებ გაჩუმებულიყო... - ჰო, გადამყიდველისგან, რომელიც მილიონად ყიდის ,- ჩემი ტუჩები ითხოვდნენ კოცნას, იქნებ ეს კითხვები თავიდან ამერიდებინა როგორმე, თანაც დამიანეს წინ ასე ახლოს დგომა და უბრალოდ საუბარი მხოლოდ სასჯელია, ისევ გავწიე მისკენ სახე და ის ის იყო უნდა მეკოცნა რომ ისევ ხმა ამოიღო. - მირა, არაფერს არ მატყუებ? ,- ცალი ხელი კისერში შემიცურა და მეორეთი სახე ამაწევინა, მან ყველაფერი იცოდა, თვალებში ეტყობოდა, მაგრამ ვერ ვუთარი.. - არა, არაფერს ,- და ვაკოცე, მისი ტუჩები ჰაერივით მჭირდებოდა, კოცნა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რომ უეცრად დამიანემ გამაჩერა და კომპიუტერის ეკრანი წამებში შემომიტრიალა , მეც ინსტინქტურად გავხედე. ჰო ეს ჰომ კერინგტონის კომპანიის ფოტოა, კორპორატიული, კერინგტონი და ხელში ზუსტად ასეთი ჩანთა, დაჯილდოვების ცერემონია ყოფილა... ჰო, თურმე კერინგტონს არ მოუტყუებია ამ ბონუსებზე. ტრა*კში ხარ . - ეს შენი აზრით რა არის? ,- ისევ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა - დამთხვევა, რა უნდა იყოს? ,- სახეზე წამოვხურდი, მაინც ვერ ვიგებდი რატომ დავუმალე. თითქოს კერინგტონი ბედნიერებაში შეგვიშლიდა ხელს ? ანუ რატომ თავიდანვე არ ვთქვი - მირა, მე ის უფრო არ მესმის რატომ დამიმალე ? ,- შენიღბული ღიმილი არ მომწონდა, თითქოს ბრაზობს მაგრამ ვერც ერთგან ვერ დავიჭირე რომ გაბრაზდა. არ ეტყობა, არც თვალებში, არც სახეზე.. - არ დაგიმალე ,- ჯობდა კარტები გამეშალა და იქნებ კიდევ მეკოცნა მისთვის, ცოტახნით მაინც დაავიწყებოდა ,- უბრალოდ ,- სიტყვების შერჩევა დავიწყე და მისკენ მივიწიე, უკვე მკერდით ვედებოდი მის დაკუნთულ სხეულს და ტუჩებით მის კისერს ვეძებდი ,- უბრალოდ, რატომღაც ვიფიქრე, რომ გამიბრაზდებოდი და ისევ ისეთი უხეში იქნებოდი, როგორიც რესტორნის შემდეგ იყავი, არ მინდოდა ჩხუბის საბაბი მიმეცა ჩემი უფროსისთვის, რომლისგანაც ახლა ჩემს კვლევაში მონაწილეობა მჭირდება, - ყველაფერი ერთად მივახალე და ხელებით მისი სახის იდეალური ნაკვთები დავიჭირე. როგორი ძლიერი ძვლები აქვს, დაჭიმული. ჩემი ნათქვამის შემდეგ მის მუქ თვალებში სულ ცოტათი გაკვირვება დავინახე. - ჩემი რეაქციის შეგეშინდა ? გეგონა რომ ვიეჭვიანებდი? ,- სიტყვა „ეჭვიანობაზეც“ კი აყრიდა და როგორ მისცემდა თავს ამის უფლებას. თავი უარის ნიშნად გავაქნიე. - მეგონა, რომ ჩვენშორის უფრო მეტი იყო, ვიდრე სე*სი ,- ჩემდაუნებურად წამომცდა. ამის გაგონებაზე თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა. რამდენიმე წამი საერთოდ არ მიყურებდა. - ხომ იცი მირა რომ ამ ურთიერთობაში ვერანაირ სტატუსს ვერ მოგცემ ,- ეს ბოლო სიტყვები ჯობდა საერთოდ აღარ ეთქვა, მინდოდა მის სახეზე შემხმარი ჩემი ხელებით კანის დაკაწვრაზე გადავსულიყავი, მაგრამ თავი შევიკავე, მინიმუმ იმიტომ, რომ ბოლომდე არ მჯეროდა.. როგორ , არაფერს არ გრძნობს ჩემს მიმართ ? - ჰო, რა თქმა უნდა, და დიდი მადლობა, რომ ასეთ თავისუფლებას მაძლევ და ჩემთვის შესაფერისი ადამიანის ძიების პროცესს მიმარტივებ ,- სისულელეა მას ესაუბრო „მეტი ვიდრე სე*ქსი“ , სულელი ხარ. ეს პირველი ნაბიჯი ზუსტად რომ მან უნდა გადმოდგას. - ძიების პროცესში ხარ? ,- ჩემი კითხვა გაიმეორა, მისი ხმა უფრო დაბალი მაგრამ მკაცრი იყო. ნუ, ჩემთან შედარებით მას თავი იდეალურად კარგად ეჭირა. ტყუილზე გამომიჭირა, კოცნაზე კოცნითაც არ მიპასუხა, მხოლოდ სე*ქსი გვაქვსო... შენ არავინ არ იქნები მეტიო... - ჰო ,- მხრები ავიჩეჩე და ცოტათი ზემოთ აწეული კაბა ტანზე გავისწორე. ერთი ნაბიჯით მოვშორდი, მაგრამ მისი ჩემს წელზე დაწყობილი ხელები შორს წასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ და მაინც მჭიდროდ მიჭერდნენ. - და მაინც სად ეძებ? ,- თვალები აატრიალა მან და ღრმად ჩაისუნთქა,- სხვადასხვა კომპანიებში? კომპანიის მდიდარი და ნაბი*ვარი უფროსის ყურადღება გინდა? სულ რომ სულით მახინჯი იყოს და სიყვარულიც კი არ შეეძლოს, შენ მას მაინც დათანხმდები ყველაფერზე? ,- ტანში უკვე მეორედ დამიარა საშინელმა უხერხულობამ და ტკივილმა. ნამდვილად ოფისის იაფფასიანი გოგონა ვგონივარ, ან ჩვენს „არა“ ურთიერთობას ასე მაინც როგორ იმეტებს,- გგონია კერინგტონს მაინც შეუყვარდები? ან შეუყვარდი? რა თქმა უნდა, არ უყვარხარ,- მისი მშვიდი ტონი ნელ-ნელა უფრო ემოციური და მკაცრი ხდებოდა, - გინდა გითხრა რაზე ფიქრობს? ფიქრობს როგორ გაგხადოს და ჩემს მაგიდაზე გი*მაროს,- უკვე ლაპარაკი ჩხუბში გადაეზარდა და ხმას ცოტათი აუწია,- მერე კი, მე დამირეკავს და მეტყვის რომ ჩემზე კარგად ერკვევა ქალებში, აი ეს არის, რაც კერინგტონს სურს, მირა, ისევე როგორც სხვებს ,- უკვე მზად იყო ეყვირა, რამდენჯერაც კერინგტონის გვარი გავიგონე, იმდენჯერ წამოვხტი. დამიანე ჩხუბობდა და უაზროდ ისროდა სიტყვებს, რამდენიმე სიტყვის მერე უკვე არც მესმოდა, - და შენს კერინგტონისნაირი ხარ? ,- მხოლოდ ეს ვთქვი, ისიც ისე ჩუმად... ცრემლებმა გზა იპოვეს და ერთი მეორეს მიყოლებიც ლოყებზე ჩამომივარდა. - ჰო, მირა, ჩვენ ყველა ერთი მოდელით ვცხოვრობთ - მამაკაცის წინ ტირილზე მეტად რამე თუ მძულდეს, დამეფიცება, არასდროს არც ერთ ჩემს შეყვარებულს ურთიერთობის გამო წამოსული ჩემი ცხარე ცრემლები არ უნახავს, ახლა კი დამიანეს ოთახში ვდგავარ და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით იგებს ჩემთან ომს. - - ნამდვილად სულით მახინჯი ხარ, დამიანე,- თვალებში შევხედე მაგრამ ცრემლების გამო მხოლოდ მის სილუეტს ვხედავდი, ატირებული კარების სახელური ჩამოვწიე. ის-ის იყო უნდა გავსულიყავი, რომ კარი გაიღო და ეიჩარი დამიანეს კაბინეტში შემოვიდა. - ბოდიშით ,- ძლივს გასაგონად ვთქვი და ოთახი დავტოვე. ჩემი ლამაზი და ჯადოსნური ილუზიები დომინოს პრინციპით დაიშალა. კაბინეტში შევვარდი, ჩანთას და პალტოს ხელი დავტაცე და ოთახიდან გავვარდი. უკვე მანქანაში ვიჯექი, როდესაც დამიანეს ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. ხუთი ზარის შემდეგ ტელეფონი გავთიშე და უკან გადავაგდე. რა უნდოდა, რამის თქმა ჰომ არ დაავიწყდა? იმის, რომ იმ თანამშრომლის წინაშე ჩემი ცხარე ცრემლები ბევრ კითხვას ბადებდა და ამაზე კომპანიაში ილაპარაკებდნენ ? კუდს გამოაბამდნენ და მიხვდებოდნენ, რომ ჩვენს შორის რაღაც მეტი ხდებოდა ? მიხვდებოდნენ, რომ მე ოფისებში დავდივარ, რომ სულით მახინჯი მდიდარი კომპანიის უფროსები დავკერო და ყველაფერზე დავთანხმდე! მძულხარ დამიანე, იმაზე უფრო მეტად ვიდრე გუშინ და დარწმუნებული ვარ იმაზე უფრო ნაკლებად ვიდრე ხვალ! მძულხარ! ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ყველა შენი (თავისითვე გამოწვეული) ემოცია ერთად შეკრას და ტყვიასავით უკან გესროლოს, ისე გატკინოს, რომ თავი უკანასკნელ ადამიანად იგრძნო, ისეთ ადამიანად რომელიც არანაირი გრძნობის ღირსი არ არის. ქალად, რომელსაც იყენებენ და ის ამით კმაყოფილი უნდა იყოს! მძულხარ ისე როგორც არასდროს ! ისე მძულხარ, რომ მინდა ცხოვრებაში შენს თავზე მეტად გიყვარდე და ამ სიყვარულით იტანჯებოდე, არც ერთი ქალი შეიყვარებს ლამაზ კანში მცხოვრებ დიდ ნაბ*იჭვარს ! მე და შენ ჩემი წესებით ვითამაშებთ ! ნაბი*ჭვარო! დამიანე მირას სახე ნელ-ნელა იცვლებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა, სანამ რამის თქმას დავაპირებდი ის უკვე კარის სახელურს ეჯაჯგურებოდა. კარის გაღებისთანავე ინერციით სანი შემოვარდა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ყველაფერი გაიგონა და გაოგნებული ცდილობდა რომ მალევე მოსულიყო აზრზე. - მე, უკაცრავად, შემიძლია სხვა დროს შემოვიდე .- სახეზე დაკოსილი სათვალე შეისწორა. - არა, ჩვენ უკვე დავასრულეთ, შემოდი ,- უხეშად ვუპასუხე და არეულ სახეზე ხელები ჩამოვისვი. კონტროლი დავკარგე, მეც და კერინგტონიც ახლა ერთნაირად ყ*ლეები ვიყავით... მეც და ის სი&რიც. - ბატონო დამიანე, მე რამდენიმე ვარიანტი მყავს ჩვენი ადმინისტრატორის პოზიციაზე ,- ჩემს წინ მაგიდაზე სანიმ უცხო ადამიანის ფოტოები და სივები დაალაგა. ინსტინქტურად თვალი გადავავლე და ამ ჯერად შედარებით დიდ ჭიქაში დავისხი ვისკი. უკვე ერთი კვირაა რომ ყოველი საღამო უფრო და უფრო საშინელი მაქვს. სასმლის მეორე ჭიქამ უფრო მეტად გამომაფხიზლა. - რომელი მოგწონს ? ,- ისე ვკითხე, რომ ფოტოებიდან მომღიმარ ერთნაირ ფოტოებს არც დავაკვირდი. - მე ყველა , უბრალოდ ამ ორს ევროპაში აქვს განათლება მიღებული, ბევრს უკეთეს პოზიციაზე ნამუშევარი და შესაბამისად ჩვენი შეთავაზებული ანაზღაურებით უკმაყოფილოები არიან ,- რასაკვირველია, ყველა ჰომ ჩემით უკმაყოფილოა. ახლა საერთოდ არ მქონდა ამ სივების წაკითხვის თავი. - ადმინისტრატორი მჭირდება, როგორც ამ ოფისის ყურები და თვალები, სანი. ჩემთვის სულერთია, აირჩიე ყველაზე სანდო და სხარტი აზროვნების, ათასჯერ რომ არ მიწევდეს რამის გამეორება მისთვის, თორე ისევ გავაგდებ. ,- მესამე ჭიქაც შევივსე. - მირასთანაც ათასჯერ იმეორებთ ? მაგიტომ ეჩხუბეთ? ,- ინტერესი ვერ დამალა. ზუსტად სანი იყო ამ ოფისის თვალები და ყურები... სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად სანი მინდოდა დღეს აქ. ამ ინციდენტის შემდეგ. - ჰო, ზუსტად, როდესაც არ ესმით და არც უნდათ გაგება, ამიტომაც ვჩხუბობ. - მე მინდა სათითაოდ გავესაუბრო, შეგიძლია ონლაინ ჩაატარო, თუნდაც ორშაბათს,- პარასკევი საღამოც ასე ბანალურად დამთავრდა. მძულდა ჩემი თავი, როგორ ვერ ავუხსენი მირას, რომ კერინგტონის ჟესტებით და მირას მიმღებლობით ნერვები მეშლებოდა. ვარდები, ჩანთა შემდეგი რა იქნება ? ბრილიანტის ხელშეკრულება ? რა მოხდება, რომ კერინგტონმა მირას სამსახური შესთავაზოს, მირა რომ დათანხმდეს? სანი მალევე უხერხულად წამოდგა, დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. ნეტავ, რამე თუ გაიგონა.. მირას მთელი კარიერა საფრთხეში იქნება, უფრო მეტად ახლა მასზე ვნერვიულობდი, სანიმ თუ რამე გაიგონა ეს უკვე ორშაბათიდან ყველასთვის ცნობილი იქნება. კაბინეტიდან გამოვედი, მირას კაბინეტში სინათლე არ ენთო, რა თქმა უნდა, წავიდა. მინდოდა ყველაფერი ამეხსნა და მენახა, თუმცა ტელეფონი გათიშა. როგორი ჩამოყალიბებული ს*რი ვარ, ასე თუ გაგრძელდა მირა უკვე მომავალი თვიდანვე კერინგტონის კომპანიაში გადავა და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება. ვერ ვიგებ, რატომ მიიღო ასეთი საჩუქარი? როგორ შეაბა ასე კერინგტონმა, რომ მირა არაფერზე უარს არ ეუბნება, არ ეუბნება თუ მე მეჩვენება. ან რა უფლებით ან რატომ აკეთებს ამას კერინგტონი. რაში ჭირდება ის, რაც ჩემია და რაც ჩემთან უნდა დარჩეს ! ჩემში იმდენი ემოცია და ფიქრი ტრიალებდა, მანქანაში ჩავჯექი და ისევ მირას ნომერი ავკრიფე... უკვე ისე სულელურად გამომდიოდა, პატარა ბავშვივით ვთხოვდი, რომ ამეხსნა ის, რაც როგორც არ უნდა ახსნა მაინც საწყენი და გაუგებარია. **** დამიანე დიდ სახლში მარტო ცხოვრება ბოლო რამდენიმე შაბათის აუტანელი და თანმდევი ფიქრი იყო. მძულდა მარტოობა, მძულდა რუტინა, მძულდა ჩემი თავი, გალეშვამდე რომ ვსვამდი და მეორე დილას ბომჟივით ვიღვიძებდი. მძულდა სასმლის და ნიკოტინის სუნი, მაგრამ უფრო მეტად მძულდა, რომ ვიცვლებოდი. არასდროს არ მიფიქრია, რომ დიდ სახლში მარტო გაღვიძება ყველაზე დეპრესიული გრძნობა იყო, არასდროს მიფიქრია როგორი აუტანელი ხასიათები მქონდა, არასდროს მიფიქრია, როგორ ვაწვალებდი და ცხოვრებას ვუწამლავდი ხალხს. შხაპის ქვეშ ერთ საათამდე ვიდექი და მირაზე ვფიქრობდი. მისი ცრემლიანი თვალები გონებას არ ტოვებს, ჯანდაბა, მან იტირა და ამის მიზეზი მე ვიყავი. უკვე პირველ სართულზე პირსახოცშემოხვეული ბარბაცით ჩავდიოდი, რომ ტელეფონის ხმა გაისმა. ოჯახს ყველაზე უფროსი კინგსლი დაუბრუნდა, გრძელვადიანი მოგზაურობებიდან ისევ სახლის გზაზე იდგა. - დამიანე,- ყურმილში მამის ხმა გაისმა,- ჩამოვედი , ბოდიში რომ წინასწარ ვერ გაგაფრთხილე, ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ. ჰომ სახლში ხარ? აეროპორტიდან მოვდივართ მე და კატერინა,- მამის მხიარულმა ხმამ ცოტათი დამამშვიდა, აი დილით მარტოობაზე ვფიქრობდი და ახლა მომავალი ორი კვირა მაინც აღარ მომიწევს მარტო ყოფნა. - ჰო და კატერინა ვინ არის ? ,- მისი ახლა შეყვარებული იქნება, რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ. - ჩემი საცოლე , ორმოც წუთში ვიქნებით და ყველაფერს მოგიყვებით,- ყურმილი მხიარულად გამითიშა. პირსახოცშემოხვეულივე ავბრუნდი ოთახში, „ ჩემი საცოლე“ ვიმეორებდი ჩემთვის.. ესღა გვაკლდა ახლა, კინგსლის ოჯახი ქალის ჭკუაზე დადიოდეს, ალექსანდრეს საცოლე... საოცრება ... უკვე ერთი საათია, რაც კატარინა ალექსანდრეს გვერდით მისაღებში ყავის ფინჯნით ხელში ზის, ცალი ხელი ალექსანდრეს მუხლზე უდევს და უხერხულად იღიმის. - და სად გაიცანით ერთმანეთი? ,- ეჭვი მაქვს, რომ აქ კატარინა კინგსლის სიმდიდრეზე თხოვდება და არა მამაჩემზე. დივნის საზურგეს მივეყუდე და ხელი ბალიშზე გადავდე. - სამსახურში ,- ამაყად დაიწყო მოყოლა კატარინამ,- ოფისში შეკვეთა მივუტანე და შემთხვევით ყავა გადავასხი,- თვალები შუბლზე ამივიდა, უფრო მეტად მაშინ გამიკვირდა ეს ყველაფერი, როდესაც ორივემ გულიანად სიცილი დაიწყო. ალექსანდრე ასეთი თბილი და მოსიყვარულე დიდიხანია არავისთან არ მინახავს, არც ჩემთან, მის ერთადერთ შვილთან... - ჰო, კატარინა ქოფიშოფში კურიერად მუშაობდა და შეკვეთები დაჰქონდა, სანამ მე გამიცნობდა, რა თქმა უნდა,- ღმერთო, უნდა დავლიო. დალევის მიზეზი ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ ილევა. კატარინა, ქერად შეღებილი ძალიან კარგად მოვლილი ბებერია, რომელსაც მობეზრდა ყავის წინ და უკან ტარება და მდიდარზე გათხოვება მოუნდა. - მიხარია, ნამდვილად არ ველოდებოდი კიდევ ერთ ქორწილს, მაგრამ გილოცავთ. მალე უნდა დაგტოვოთ, დღეს შეხვედრა მაქვს,- უხერხულად გავუღიმე ორივეს და წამოვდექი. - დამიანე, ჩემი დაბრუნების და ჩვენი ნიშნობის აღსანიშნავად მინდა, რომ ხვალ ჩვენი პროექტის მენეჯერები და ჩვენი კლიენტები დავპატიჟოთ, რა თქმა უნდა, შეგიძლია რამდენიმე შენი საუკეთესო თანამშრომელიც... როგორც გინდა... მინდა წვეულება გავმართო და დღეს ამაში შენი დახმარება გვჭირდება,- ალექსანდრე წამოდგა, თავის საყვარელ კატარინას ხელი მხარზე მოხვია და მიიხუტა. ჩემს წინ დაახლოებით თვრამეტ წლამდე ორი მოზარდი იდგა, ისეთი ბედნიერები ჩანდნენ წამით დავიჯერე მათი გულწრფელობის, მაგრამ შემდეგ კატარინას მაჯაზე ძვირადღირებული ბრილიანტებით შეკაზმული საათი შევნიშნე და რეალობას დავუბრუნდი. - არ არის პრობლემა, მე ორგანიზატორი ვერ ვიქნები, არ მინდა ეს ლამაზი დღე ჩაგიშხამოთ და ყველაფერში ჩემი თანამშრომელი დაგეხმარებათ, ძალიან კარგად გამოსდის ასეთი რამეები,- მოდი ამ დროებით თამაშს მხარს ავუბამ , დაველოდები მომენტს, როდესაც კატარინა თავის ნამდვილ სახეს გამოაჩენს. - ლეი გამარჯობა ,- ლეის ახალგაღვიძებული ხმა ჰქონდა, ჯერ არასდროს დამირეკავს რამის სათხოვნელად, რა სირცხვილია, მამაჩემს დეკორაცია მოჰყავს ცოლად და ამის აფიშირება უნდა. დეკორაცია უფრო ლამაზი დეკორაციით უნდა გააწყოს. - ბატონო დამიანე ,- ხმა უფრო დაიწვრილა ,- გისმენთ? მირას თუ ვერ უკავშირდებით და საქმე გაქვთ, ნამდვილად არ ვიცი სად არის, არ გამოჩენილა გუშინდელის შემდეგ, მეც ვნერვიულობ ,- აჰა, რისი გაგონებაც არ მინდოდა, ლეი ამაში ძალიან ნიჭიერი იყო, რაც არ მინდოდა იმას ამბობდა და აკეთებდა.. - არა, მირა არაფერ შუაშია, მინდოდა მეთხოვა,- როგორ გინდა სთხოვო ლეის მორთოს შენი სახლი, სიხარულისგან ალბათ გულიც გაუჩერდება,- მოკლედ, ალექსანდრე ჩამოვიდა თავის საცოლესთან ერთად და მათ უნდათ რომ წვეულება გამართონ , დეკორაციები, განათებები.. კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელს და კლიენტებს დავპატიჟებთ, თემატიკაც მინდა და მოსაწვევებიც რომ გავაგზავნოთ... - ჰო, ჰო, ჰო ,- ხო ვთქვი, ტელეფონიდანაც კი გავიგონე როგორ დაიწყო სახლში სირბილი,- გინდათ რომ მე დაგეხმაროთ ? გასაგებია, მე ყველაფერს დავგეგმავ, მოვიტან და ავაწყობთ, ერთადერთი ის მითხარით, რა ფერებში გინდათ ? მაგალითად განათებები, სუფრა, დეკორაციები. - შავი,- უნებურად წამომცდა და პარალელურად მანქანა დავქოქე. - შავი? ,- ლეიმაც გაიკვირვა,- კი, მაგრამ შავი როდიდან გახდა ნიშნობის ფერი. - ვიხუმრე, ლეი, ეს ყველაფერი შენ გეხერხება, შენით შეარჩიე, ლოკაციას ჩაგიგდებ და შენს ანგარიშზე საკმარისზე მეტ თანხას დაგისვამ, ოღონდ გთხოვ, ჩვენი წყვილი უკვე ელოდება იდეებს და როდესაც რამე მზად გექნება ჩემს სახლში მიდი,- ნოემბრისთვის ზედმეტად სითბო იყო, მზე ნაბახუსევზე ისევ მაწუხებდა და სათვალეები გავიკეთე. სად მივდიოდი? არანაირი საქმე არ მქონდა... - კარგით, მაშინ ჯერ მირას გავუვლი, მას ეხერხება მოსაწვევების დამზადება და მერე ერთად ავარჩევთ ყველაფერს ,- ოჰ, მირა ნამდვილად გამიწყობდა საპანაშვიდე სუფრას. - არა, მირას არ დაურეკო, მირას სხვა საქმეები აქვს, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს,- მხოლოდ ახლა დავაფიქსირე, რომ თავიდანვე გეზი მისი სახლისკენ ავიღე. ლეი მითითებული დავალებით იმდენად ბედნიერი იყო, არც დამემშვიდობა ისე გათიშა ყურმილი, უკვე ზუსტად ვიცი, რომ Pinterest-ში იქექება. მანქანაში ზარის ხმა ისმის, ლეი... - ისე, ყვავილებიც? ისეთი თაიგულები რომ შევუკვეთოთ, როგორც მირას ოთახშია? ,- ფურცლების შრიალში ძლივს ისმოდა მისი ხმა - ლეი, ყველაფერი შენი გემოვნებით, მინდა რომ თანამედროვე და სიყვარულით სავსე იყოს,- სხვა შესაფერისი სიტყვა ვერ უწოდე ჩემს ოჯახში ახლადგამომცხვარ წყვილს. - ჰო,ჰო, სიყ ვა რულით სავსე,- ამოიწერა სიტყვები ფურცელზე და ისევ გამითიშა ყურმილი. ზოგჯერ კი მაღიზიანებდა, მაგრამ ასეთ დროს მხოლოდ მას შეეძლო ყველაფერი იდეალურად ლამაზად შეეფუთა, თუნდაც ასეთი უცნაური, ცარიელი და ბებრული სიყვარული. მანქანა მირას სახლთან გავაჩერე, სანამ გადავიდოდი ქუჩას მოვავლე თვალი, ყვითელი ფოთლები მზის სხივზე უფრო მეტად ლამაზი ჩანდა. არ ვიცი როდიდან ვათვალიერებ ბუნებას, მაგრამ მგონი მირას სახლთან უფრო ლამაზი ხედია, ვიდრე ჩემთან, თითქმის ვილაზე. მანქანიდან ზანტად გადავედი, მირას სართულს ვეძებდი და გამჭირვალე, დიდი ფანჯრების თვალიერება დავიწყე. რომელი უნდა იყოს აქედან? ფანჯრებიდან მხოლოდ მისაღები ჩანდა, ასე როგორ გავიგებ. უკვე ქურდივით ვიქცეოდი, ქუჩა შევათვალიერე, ადამიანები აქ ნაკლებად დადიოდნენ, როგორც მანქანები. თითქოს ცივილიზაციას ეს ქუჩა არ ჰქონდა ჯერ დაპყრობილი, ყველაფერი 90-იანი წლების ჩანდა. მირა პირველად რომ დავტოვე, მაშინ არ მქონდა თვალიერების დრო. ბედად მაშინაც ვიჩხუბეთ. ახლა კი ამ ადგილს მისი სუნი ასდიოდა. გზის მოპირდაპირე მხარეს გავიხედე, ძველებური ვინტაჟური კაფე იყო, დიდი ვიტრინებით, უფრო კარგად მაშინ შევათვალიერე, როდესაც მირას ლურჯი ნაქსოვი შარფი შევნიშნე. ის იქ იჯდა, ფანჯრიდანაც კი ვატყობდი როგორ ბეჭდავდა კოპებშეკრული თავის ლეპტოპში რაღაცას. გზა წამებში გადავჭერი და მანიაკივით ჩუმად შევიძურწე კაფეში. გარედან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩანდა, მაგრამ როგორც კი შევედი სრულიად სავსე კაფე დამხვდა. მირა ჩემგან ზურგით იჯდა. ორი ყავა შევუკვეთე, მომიწია ჩემი შეკვეთის სამჯერ მაინც გამეორება, მინდოდა რომ მირას ჩემი ხმა არ გაეგონა, თუმცა იმდენად ჩაფლული მუშაობდა რომ ეჭვი მაქვს ვერავის ვერ ამჩნევდა. მის ზურგს უკან ორი ყავით ხელში რამდენიმე წამი ვიდექი, შეიძლება ნახევარი წუთიც, ვფიქრობდი, როგორ გამომესწორებინა, რა მეთქვა... როგორ დამემტკიცებინა, რომ მე არ ვიყავი კერინგტონისნაირი... ფინჯანი მაგიდაზე დავდე და მის გვერდით დავჯექი. მას არც გამოუხედავს, უბრალოდ წერა შეწყვიტა. - მირა, არც გამომხედავ?,- ჩემი ხმა უფრო დათბა, მირამ უბრალოდ მის წინ სივრცეში გაიხედა. - არ მინდა რომ თქვენი ყურება იაფფასიან საქციელში ჩამეთვალოს, ბატონო დამიანე,- მხრებში შესამჩნევად გაიმართა და წერა განაგრძო. - რას წერ? ,- მისკენ უფრო ახლოს მივიწე, სიმართლე რომ ვთქვა, ცოტათი მეშინოდა კიდევ, მისგან ისეთი განრისხებული ენერგია მოდიოდა, რამდენიმე წამი მეგონა რომ ამ ყავას ზედ გადამასხამდა. - კვლევას,- მობეზრებულად თქვა და ისევ გაჩერდა. მისი კანის სურნელი ამ ყავაზე არომატული იყო, ხის მაგიდაზე დაწყობილ მის ხელს ჩემი დავადე, გამიკვირდა როდესაც არ გაწია. - მირა, შენი გაბრაზება არ მინდოდა, რაც გითხარი ეს კერინგტონზე ვიგულისხმე და არა ამაზე,- ცოტათი შევყოვნდი არ ვიცოდი ჩვენი ურთიერთობა როგორ დამეხასიათებინა სხვანაირად. - ჰო, დამიანე, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ახალი დღეა, არ ვმუშაობ და ბევრი საქმე მაქვს,- მისი ღია ფერის თვალები როგორც იქნა მე მომანათა და ცივად გამიღიმა. - მირა, - მინდოდა მეთქვა რომ ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ისევ ტელეფონის ხმა გაისმა . - ჰო ლეი ,- მეგობრის სახელის გაგონებაზე სმენა უფრო დაძაბა. მირასთვის თვალები არც მომიშორებია რომ ლეის ვუპასუხე. - დამიანე, ტორტი, ტორტი რომ არ იყოს გავგიჟდები, გაფორმებაზე უარს მეუბნებიან, ასეთ მოკლე დროში ვერ ვასწრებთო და არ ვიცი, აქ არის ერთი დიდი 100 კაცზე ერთ სართულიანი ტორტი, სულ ჟოლოებით არის გაწყობილი, ხილის.. რას იტყვი? უყვართ ხილი, იქნებ შოკოლადი ან რამე შერეული ,- ლეის ხმაზე ეტყობოდა უკვე, რომ მისი ენთუზიაზმი პიკს აღწევდა. - ლეი , იყოს ჟოლო, ჟოლო საუკეთესოა, 100 კაცი ბევრია, დაახლოებით 50 კაცამდე გათვალე,- მირას ლეის ხმაზე ჩაეღიმა, მაგრამ მის ღიმილზე ჩემი საპასუხო ღიმილი როგორც კი დაინახა თავისი ლეპტოპისკენ მიბრუნდა და თავს ძალა დაატანა რამდენიმეჯერ წაეშალა და გაეგრძელებინა შუაზე გახლეჩილი წინადადება. ლეის გავუთიშე.. - კერინგტონი არ გამოჩენილა? ,- მაინტერესებდა მთელი საღამო და ღამე სად იყო, ლეისთანაც რომ არ ულაპარაკია. ნეტა ლეიმ თუ იცის ჩვენს შესახებ? ჩემს თავს უკვე დიდიხანია დავპირდი, რომ ზედმეტ გრძნობებს არ შემოვუშვებდი გონებაში, მაგრამ კერინგტონის და მირას ერთად წარმოდგენა ყველანაირ დაპირებაზე ძლიერი იყო. - არ ვარ ვალდებული გიპასუხო,- ყავა მოსვა და ისევ მე გამომხედა,- ლეი ტორტს რისთვის არჩევს ? ,- სასხვათაშორისოდ იკითხა და კისერზე მოხვეული ლურჯი შარფი ცოტათი შეიხსნა. მხოლოდ ახლა დავინახე როგორი ამოღებული მაისური ეცვა, თეთრი.. ეს თეთრი ფერი როგორი უმწიკვლო ფერია, ეჭვსაც ვერ აიღებ, რომ მირას ჩემთან უფრო მეტი რამ აკავშირებს, ვიდრე ეს წყეული სამსახური. - ჩემთან წვეულება იმართება, კვირას,- ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა წვეულებაზე ლაპარაკი, მისი მოშიშვლებული კისერი შევათვალიერე, რამდენიმე ხალი ჰქონდა და აბრეშუმივით კანი, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივიც ლამაზი აქსესუარივით უხდებოდა . ჩემს წინ ნამდვილი ჯადოქარი იჯდა, რომელმაც იცოდა რომ მომაჯადოვა... რა თქმა უნდა, რომ იცოდა! - წვეულება? ცოლი ხომ არ მოგყავს ? ბოლოს წვეულება როდის გამართე არც მახსოვს,- ისევ ცოტათი ინტერესით იკითხა... წითლად შეფერილი ტუჩები ენით დაისველა და ერთმანეთს დააჭირა. - კი, მამაჩემს მოჰყავს,- რას მიშვები მირა? - ბატონი ალექსანდრე დაბრუნდა? ცოლი? და ლეი გეხმარება ? ,- იმის გათვალისწინებით, რომ მე და ლეი კატა-ძაღლობანას ვთამაშობდით, მირას ძალიან გაკვირვებული სახე ჰქონდა. - ჰო, ლეიზე მეტად კომპეტენტურიც მეგულებოდა, მაგრამ მინდა რომ მან კვირამდე კარგად დაისვენოს ,- ბოლო სიტყვები ნელა გავწელე და მისი სახე ხელებით უფრო ახლოს მოვიზიდე ,- თავისი საოცრად ლამაზი კაბა ჩაიცვას და მობრძანდეს, - მის ტუჩებს თითებით შევეხე. - დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, თუმცა ,- მირას თავის გაწევა უნდოდა მაგრამ როგორც ველური ისე ვიყავი ჩაფრენილი, აქედან ასე თავს ვერ დაიხსნიდა,- მაგრამ სამწუხაროდ არ მცალია, კვლევას ვწერ და ვწუხვარ ძალიან, მაგრამ ვერ მოვალ ,- თვალები უფრო გაუფართოვდა და ლოყებიც მაშინ აუხურდა, როდესაც მის ტუჩებს კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით მივუახლოვდი. - კვლევაზე არ იდარდო, ჩემგან შენ ნებისმიერი სახის დახმარებას მიიღებ, ორშაბათიდან ყველაფერს გადავდებ და საუკეთესო საუნივერსიტეტო კვლევას დაგიწერ,- მის ტუჩებს ჯერ ძალიან ნაზად შევახე ჩემი, მეგონა რომ მირა ტუჩებთან აორთქლდებოდა და როგორც ჩვევია ხოლმე, აქედანაც გამექცეოდა, ამიტომ ორივე ხელით მეჭირა მისი სახე. კოცნაზე რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ მიპასუხა, ნაზი კოცნა რაღაც უფრო მეტში გადაიზარდა, მისი ტუჩები აბრეშუმის ბალიშებივით ნაზი იყო, ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული ღვინის არომატით უფრო და უფრო მეტად მიკარგავდა ფიქრის უნარს. უფრო მეტი და მეტი მინდოდა, თუმცა გავჩერდი და მთელი ინერციით მოვწყდი. - მომენატრე ,- მისი ანთებული თვალების და კოცნისგან აწითლებული ტუჩების დანახვისას გამეღიმა,- მზად ვარ მთელი შენობა დავხურო და მომავალი 3-4 საათი ჩემთან ჩაგკეტო,- თითები ტუჩებზე გადავუსვი და წამით თვალები დახუჭა. - ლამაზი სიტყვებია, მაგრამ მეზიზღები, არ დაგავიწყდეს,- ლაპარაკის დასრულების ნიშნად ისევ ლეპტოპში ჩაძვრა. - მირა, კვირას, დაგელოდები,- იმედები მეწურებოდა, თითქოს ჩვენს შორის დიდი კედელია, რომელსაც ასე მარტივი ერთი კოცნით ვერ დავანგრევ... რამდენიმე საათიანი უაზრო ხეტიალის შემდეგ გადავწყვიტე, ფორმალურად მაინც, წყვილს ნიშნობის საჩუქრები ავურჩიო, რაიმე რაც დროებით ექნებათ და დაშორების შემდეგ უპრობლემოდ გააჩუქებენ, ნუ კატერინა გაყიდის და აღებული ფულით სამოგზაუროდ წავა... სახლში დატვირთული გვიან შევედი, მანქანა ავტოფარეხში შევაყენე და ეზოსკენ გავედი, ზუსტად იქიდან მოდიოდა ჟრიამული. კატერინა დიდ კიბეზე იდგა და ხეებს შორის გირლიანდებს ჭიმავდა. ლეი კიბეს იჭერდა, რაღაცაზე ისე იცინოდნენ რომ ცოტათი მეუცხოვა. ამ სახლში დიდი ხანია ასეთი ჟრიამული არ ყოფილა. - დამიანე,- სახლიდან ალექსანდრეს ხმა გაისმა და მეც მის ხმას გავყევი. - მოდი, სასმელები ვერ ავირჩიე, რამდენიმე არც მეცნობა და მინდა ჩემი ცოლივით უჩვეულო იყოს, კოქტეილები რასაც ყველგან ვერ გასინჯავენ,- დიდი კატალოგი წინ დამიდო და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს. - ჯერ საცოლეც არაა,- ჩემი რეპლიკა დააიგნორა,- ამ ყველაფერში ასეთი ჩართული რატომ ხარ? ,- აღარც შემიხედავს მისთვის, სასმელების თვალიერება დავიწყე. - მინდა რომ მის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყოს ,- ისიც ამაყად გასწორდა სავარძელში და ჩემთან ერთად სიას გადახედა. - რატომ ? არ მითხრა რომ ყოფილი კურიერი შეგიყვარდა,- დამცინავი ტონი ვერანაირად ვეღარ დავმალე და მისი რეაქციის სანახავად გავხედე. - მე და სოფის ასეთი არ გაგვიზრდიხარ,- ეტყობოდა როგორ ემატებოდა დაძაბულობა და გაბრაზება... სულერთი კი იყო ისე, თავს რატომ ვიტანჯავდი არაფრის გამო... - სულერთია, ბედნიერებას გისურვებთ,- კოქტეილები მარკერით მოვუნიშნე და ჩემი საძინებლისკენ გავედი. ნუ, ვიღაც მაინც ბედნიერია, დროებით მაგრამ მაინც... ამ დროებითი ბედნიერებით კმაყოფილი ჩანდა. მეც, როგორც შვილს, მინდოდა რომ ბედნიერი იყო, მაგრამ მისთვის შესაფერისთან. სოფის შემდეგ არავისთან მინახავს ნამდვილად ბედნიერი, არც კატერინასი მჯერა, არ მჯერა რომ როგორც დედაჩემს უყვარდა ალექსანდრე, ისე შეიყვარებს მას სხვა... კვირა საღამო მალევე დადგა, ბედნიერი და მამით ამაყი შვილის თამაში კიდევ ერთხელ მომიწევდა. სანამ სტუმრები მოვიდოდნენ ამ ბედნიერებას ჩვენთან ერთად გაიზიარებდნენ, უკვე რამდენიმე ჭიქაც გამოვცალე, ფხიზლად ყოფნა დღეს დიდი სასჯელია. რამდენიმე წუთში სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა, ლეის მოკაზმული მაგიდები გაივსო, მოლოცვებმაც იმატა, საჩუქრები კი პატარა ოთახიდან უფრო დიდში გადაიტანეს. ლეიმ ნამდვილი ჯადოქრობა ჩაიდინა, რადგან ყველაფერი ბარბის ქორწილს ჰგავდა, მეც კი ინტერესით ვათვალიერებდი დეკორაციებს, სუფრას. მინდოდა, რომ მირა მალევე მოსულიყო, მინდოდა მირას წელზე შემომეხვია ხელები და თავი დამეკარგა. ეზოში გაშლილი სუფრის თავში ალექსანდრე იჯდა, მარცხენა გვერდს თეთრ აბრეშუმის კოსტუმში და ასეთივე მომდგარ შარვალში კატერინა უმშვენებდა. მარჯვნივ კი მე ვეჯექი, უკვე კარგად მთვრალი და საამაყო შვილი. ნელ-ნელა საღამოს 7 საათი სრულდებოდა, თითქმის ყველა მოვიდა, მაგრამ ის არ ჩანდა. რამდენიმეჯერ საათს დავხედე, მიწერას ვფიქრობდი, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ წავშალე შეტყობინება. - ის შენი თანამშრომელი გოგონა, თითქმის ერთი წელი რომ გიტანს, არ დაპატიჟე? ,- არც მახსოვდა თუ ალექსანდრე მირას იცნობს. - მგონი ვერ მოვა, არ ცალია,- მიმტანს ალექსანდრეს უნიკალური კოქტეილებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შევუკვეთე და ვეცადე მისი სახელი დამევიწყებინა. როგორც კი სტუმრებს გავხედე რამდენიმე მომღიმარი გოგონა შემრჩა, მიმზიდველად ისწორებდნენ თმას და თვალებით მიღიმოდნენ. ჰო, ეს იქნება დღევანდელი დღის ბედნიერი დასასრული. მომავალი ორმოცი წუთი ვისმენდით მესამედ მოყოლილ ისტორიას: როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რვა თვის განმავლობაში როგორ დასდევდა კატერინას მამაჩემი, საჩუქრებით და დეითებით... ჰო, მამაჩემი დასდევდა... კატერინას.. ლეის ულამაზესად მორთულ სცენაზე მუსიკოსები ავიდნენ და საღამო უფრო მეტად გამოაცოცხლეს. სტუმრებიდან თითქმის ყველასთან ვისაუბრე, ასეთი კომუნიკაბელური არასდროს არ ვყოფილვარ. უკვე მირაზე ფიქრები ქრებოდა, როდესაც ალექსანდრემ შესასვლელთან მდგარ კერინგტონზე მკითხა: - დამიანე, კერინგტონი ჩვენი პარტნიორი გახდა? მეგონა შეხვედრა ჩაიშალა და დავაკრგეთ ,- ისეთი სიხარულით იმეორებდა კერინგტონის გვარს, თითქოს მილიარდი პირდაპირ მას დაეცა და არა კომპანიას. - ჰო, ეგ არის,- კერინგტონი შორიდან იღიმოდა, თუმცა რატომღაც არ ჩქარობდა შემოსვლას . ფართოდ გამიღიმა, როდესაც მის გვერდით მირა გაჩნდა და მის გამოწვდილ მკლავს თავისი გაუყარა. აი, მაგ მომენტში გამოვფხიზლდი და სკამიდან ელვის სისწრაფით წამოვვარდი. თითქმის წამებში დავფარე ჩვენს შორის მანძილი და მათ წინ გავჩნდი. პ.ს დავაგვიანე დადება, მაგრამ ასეთი დიდი თავით გამოვისყიდე... დიდი მადლობა თუ ბოლომდე წაიკითხეთ, წერის მომენტში ვნერვიულობდი, მეთქი ზედმეტად დიდია და ბოლომდე არავინ არ წაიკითხავსთქო. მაგრამ ამას თუ კითხულობ დიდი მადლობა შენ ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.