შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში წესებით 6


22-11-2024, 20:22
ავტორი ^paradise^
ნანახია 947

მირა
რა ჩავიცვა? მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში მას შემდეგ, რაც დამიანემ კაფე დატოვა... რა თქმა უნდა, მივიდოდი წვეულებაზე, მაგრამ ისეთი კაბით, რომელსაც ყველა აღნიშნავდა... სათანადოდ ლამაზი და გამომწვევი სახლში მხოლოდ ბიუსჰალტერები მაქვს. ჩემი ნივთები ავალაგე, აბურდული და აშლილი თმები ავიწიე და კაბის საყიდლად წავედი. გზად ლეის ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ასე როგორ გაერთო დამიანეს სახლის მორთვით, რომ საერთოდ დავავიწყდი, ისიც დაავიწყდა, რომ ჩემთვის რამე მაინც ეთქვა. მანქანა დავძარი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა სად მეყიდა, როგორი მეყიდა და როგორ მივსულიყავი.
საათნახევრიანი უშედეგო სამძებრო ოპერაციების შემდეგ ქალაქის ცენტრისკენ გადავწყვიტე წასვლა. ვნერვიულობდი, მინდოდა ყველაფერს იდეალურად ჩაევლო, მაგრამ იდეალური აქ არც არაფერი არ იყო, ამას საშინელი წვიმაც დაემატა. როგორც კი, მანქანიდან გადმოვედი და სხვადასხვა ბრენდული მაღაზიებისკენ წავედი ერთიანად დავსველდი. ახლოს მხოლოდ კრეპების საცხობი იყო, დასაჯდომი სივრცით და მეც მისკენ გავიქეცი. იქ უკვე საკმაოდ ბევრ ხალხს თავი წვიმისგან შეეფერათ და მეც ბოდიშების მოხდით და ხელების ქნევით ძლივს ვიპოვე დასადგომი ადგილი. არასდროს გამესინჯა ქალაქის ყველაზე ცნობილი კრეპები, წვიმაც არ აპირებდა გადაღებას და მეც ჩემი შეკვეთის გაფორმება დავიწყე, როდესაც მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი:
- მირა, არ მეგონა აქ თუ გნახავდი,- წვიმისგან სულ მთლიანად დასველებულ სახეზე ხელი მოვისვი და შევბრუნდი, ჩემს წინ თავმომწონედ კერინგტონი იდგა.
- კერინგტონ, არც მე მეგონა,- დაბნეულობისგან და უხერხულობისგან ცოტათი გავწითლდი. არ იყო შესაფერისად კარგი დრო, რომ მაინცდამაინც კერინგტონი მენახა. არც ფორმაში ვიყავი, არც დრო მქონდა, არც ხასიათი და ის, მაინც ჩემს წინ ღიმილით იდგა და ჩემს თვალიერებას განაგრძობდა.
- რატომ არ ემზადები? დღეს ჰომ გნახავ დამიანესთან წვეულებაზე? ,- ოჰ, ესეც დაპატიჟეს..
- კი, შენც მოდიხარ? ცოტათი დამაგვიანდება, ვერ ვასწრებ სახლში მისვლას და მომზადებას, პრინციპში მგონი უკვე დავაგვიანე ,- უხერხულად ჩავიცინე, რიგში რომ ვიდექით ხომ საერთოდ დამავიწყდა. ჩემს უკან გოგონამ ორჯერ მკითხა, თუ რისი კრეპი მინდოდა. დაბნეულობისგან საერთოდ დავიკარგე და თვალებით მენიუს ძიება დავიწყე, როდესაც კერინგტონმა თითქმის შეუმჩნევლად მომკიდა წელზე ხელი და გვერდით გამწია.
- ორი კრეპი, მე ხილის და მირას შოკოლადის ,- ღიმილით უთხრა ,- და თქვენი ბანანის შეიკი გვინდა, ორი,- ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ის ის იყო უნდა გადამეხადა, რომ მან ტელეფონი წამართვა.
- მირა, როგორი საყვარელი გოგო ხარ შენ ,- შეკვეთა გადაიხადა და ხელი ისევ ნაზად მომკიდა წელზე,- წვიმა ჯერ არ გადაიღებს და პირობას ვდებ, რომ ჩემთან ერთად ძალიან სასიამოვნო ერთ საათს გაატარებ,- ხელით თავისი მაგიდისკენ მიმიყვანა და სკამიც გამომიწია. როგორი ჯენტლმენია, მაგრამ როგორი მოთამაშე და ნაბი^ვარი, ესეც უნდა გვახსოვდეს . როგორც კი დავსხედით, ტელეფონი ჩემს წინ დადო და სველ თმაზე გადაისვა ხელი.
- არ იყო საჭირო, კრეპის ყიდვა ხომ იცი რომ ნამდვილად შემიძლია,- ცოტათი გავთამამდი და თმა გავიშალე. კერინგტომა მხოლოდ თბილად გამიღიმა და ჩემი ყურება განაგრძო. რამდენიმე წამში კი დააყოლა :
- ვიცი, რომ შეგიძლია, მაგრამ, როდესაც ახლოს მე ან დამიანე ვართ, შენ რატომ უნდა გადაიხადო ,- ნეტავ მის ადგილას დამიანე რომ ყოფილიყო რას იზამდა. დიდი ალბათობით კრეპები შეკვეთის გარეშე ჩვენს მაგიდაზე გაჩნდებოდა.. ჩვენი შეკვეთა მალევე მოიტანეს, კერინგტონი თავიდან ცოტას საუბრობდა, თითქოს მეტ დროს მაძლევდა, რომ მისი ახლოს ყოფნა ამეტანა. ცოტახანს ორივე ჩვენს ტელეფონებში ჩავძვერით, მაგრამ მაინც იგრძნობოდა შიგადაშიგ როგორი ინტერესით მათვალიერებდა. როგორც კი შეკვეთა მოიტანეს, მაშინვე გამოცოცხლდა, გახალისდა და თვალებანთებულმა დაიწყო ჭამა:
- დედას ბავშვობაში აქ ხშირად დავყავდი , მე სულ ერთი და იმავეს ვუკვეთავდი, მას კი შოკოლადის უყვარდა, ზოგჯერ როდესაც საშინლად ცუდი დღე მაქვს აქ მოვდივარ და ცოტახანი ყველაფერს ვივიწყებ, სამსახურს, მოვალეობებს,- თვალები თავის თეფშს მოაშორა და მე შემომხედა,- მოვალეობებში რას ვგულისხმობ მირა იცი? ,- თბილად და გულწრფელად გამიღიმა, მეც უარის ნიშნად თავი გავაქნიე და როგორც იქნა პირველი ლუკმა გავსინჯე. შეუდარებლად გემრიელი იყო, წინ რომ კერინგტონი არ მჯდარიყო, ალბათ ამ მთლიან თეფშს ავკოლავდი და მეორესაც შევუკვეთავდი...
- სამსახურში ასეთი მოვალეობა გვაქვს უფროსებს, რაც უფრო კარგად ასრულებ პრო*ის და ყველაზე საზიზღარი, აუტანელი ადამიანის როლს, მით უფრო კარგად მუშაობს ყველა, ჰოდა მეც მიწევს ვითამაშო ის, ვინც არ ვარ,- ცოტათი სევდიანმა ამოიოხრა და ჭამა განაგრძო ,- მირა, ეს უნდა გასინჯო, ამათი საფირმო რძის კოქტეილია, საოცრად უხდება,- ჭიქა უფრო ახლოს მომიწია და სკამზეც კომფორტულად გასწორდა.
- ნამდვილად, ასეთი აქამდე არასდროს არაფერი მიჭამია,- ნუ, ცოტათი გავაზვიადე, მაგრამ რადგან დედას აქ დაყავდა, მგონი კარგ ტონში ჩამეთვლება. მას არაფერი აღარ უთქვამს და მეც გავჩუმდი, ეს სიჩუმე აღარ იყო ისეთი აუტანელი, როგორც ადრე... მართალია სულ რამდენიმეჯერ მყავს კერინგტონი ნანახი, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ დღეს მომაწონა თავი. ბუნებრივი იყო.
- აქეთ რატომ ხარ? კაბას ხომ არ ეძებ? ,- ჯერ კიდევ ნასიამოვნები ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მაინც რაღაც უჩვეულოდ გულწრფელი და მშვიდი მეჩვენებოდა... მაგრამ ამ კითხვამ ცოტათი წუწუნის საბაბი მომცა.
- სიმართლე გითხრა ჰო,- სიცილით ვუპასუხე,- ვერ ვიპოვე რა ჩამეცვა, თან ისეთი მოულოდნელი იყო ეს წვეულება, კვლევას ვწერდი როდესაც გავიგე, რომ ორ საათში უნდა მივსულიყავი ... რავიცი, როგორც ჩანს არ არის საერთოდ ჩემი დღე და შეიძლება არც მივიდე...
- რას ამბობ, ამის გამო ხარ ცუდ ხასიათზე? ,- თავისი ჯიბისკენ გაწია უცებ ხელი და ისევ ეს მისი ას დოლარიანები რომ დაედო მაგიდაზე ამ თეფშებს სულ თავში ვურტყამდი. ყველაფრის ფულით მოსყიდვა ხომ არ შეიძლება ?!
- აი, გამომართვი, აქვე არ არის ეს მაღაზია, თუმცა ამაზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ვერ იყიდი, მხოლოდ ექსკლუზიური და საუკეთესო აქვთ, მგონი ამაზე ნაკლები შენ არც არასდროს არ უნდა გეცვას,- ჩემს წინ პატარა ოქროსფერი სავიზიტო ბარათი დამიდო. ნეტა სულ ასე გულით დაჰქონდა ეს ბუტიკის ბარათი? რა სიგიჟეა. მეცნობა ეს სახელი, ფასებიც ექსკლუზიური და საუკეთესო აქვთ, რა თქმა უნდა, სიგიჟეა იქ მისვლა კიარა გაფიქრებაც კი.
- ჰო, მადლობა, თუმცა უცებ შემოვივლი და რაც მომხვდება ხელში იმას ვიყიდი,- უხერხულად მიმოვიხედე და თითებით ეს ექსკლუზიური ბარათი მაგიდაზე უკან გავუცურე.
- არა, შენ არასწორად გამიგე , ეს ადგილი ზუსტად ისეთი კომპანიებისთვის და მისი თანამშრომლებისთვისაა, სადაც შენ მუშაობ დღეს და იმედი მაქვს მომავალ წელს უკვე ჩემთან გადმოხვალ, აქ შეგიძლია კომპანიის სახელზე შეიძინო, ასეთი ბარათი მხოლოდ მას აქვს, ვინც კომპანიისგან თანხმობა მიიღო,- ისევ უკან გამომიცურა და უფრო მეტად ამაყად გამიღიმა.
- არა, არა, კერინგტონ ეს მეტისმეტია უკვე, ის საჩუქრები, ახლა კი ეს, ასე მე ვერ მომისყიდი, თუკი ამას გეგმავ, მართლა დიდი მადლობა, თუმცა უკვე ზედმეტია,- რატომ მექცევიან კაცები ისე, თითქოს მე რამის თავი ჩემით არ მქონდა. მგონი მოწონთ ზოგადად, როდესაც გაჯერებენ რომ მათ გარეშე არავინ ხარ! ნელ-ნელა ვბრაზდებოდი...
- მირა, არავის არ უთქვამს, რომ მე გიყიდიდი, ამას შენი კომპანია დიდი სიამოვნებით გააკეთებს. ზოგჯერ უნდა შეახსენო შენს უფროსებს, რომ მათ კომპანიაში შენი ყოფნა ყველაზე დიდი საჩუქარია,- და აი აქ გამინათდა... გონებაში, როგორც იქნა განათდა. დიახ, კერინგტონი, დამიანე... დამიანეს გამწარება ახლა ჩემს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ტოპ სამ მიზანში პირველი ეწერა, მეორე მიზანი მისი მორალურად განადგურება იყო. ჩემი მესამე მიზანი ისეთი არაპროგნოზირებადი და არარეალურია, რომ არც გავაჟღერებ.
- კარგი ,- ყოყმანით დავთანხმდი და ეს მაგიდაზე მილიონჯერ „ნახახუნები“ ბარათი, როგორც იქნა დავიტოვე.
- კარგი, თუ წინააღმდეგი არ იქნები რვის ნახევარზე შენს სახლთან ვიქნები, რადგან ერთი გზა გვაქვს და თან ორივეს გვეჩქარება ჯობია იქ ერთად მივიდეთ. ძალიან არ მიყვარს, როდესაც სადმე ვაგვიანებ და ყველაზე ბოლოს მისულს მათვალიერებენ და ერთმანეთში ლაპარაკობენ ,- ისევ შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა გადაიწია და წამოდგა.
- მადლობა კერინგტონ , მაშინ მე გავიქცევი ,- ჩემდაუნებურად ძალიან თბილად გავუღიმე და სასწრაფოდ დავტოვე ადგილი. ჯერ ისევ წვიმდა, მაგრამ იმდენად შეპყრობილი ვიყავი ამ ახალი იდუმალი და ექსკლუზიური მაღაზიით. მინდოდა ყველაზე ძვირადღირებული კაბა მეყიდა.
მანქანა ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გავაჩერე, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ უბანში ზედმეტი მხოლოდ მე და ჩემი დანგრეული სუბარუ ვიყავით. კარი ხმაურიანად დავკეტე და მაღაზიისკენ გავიქეცი. როგორც კი შევედი, ჩემკენ ერთი ახალგაზრდა გოგონა წამოვიდა.
- ქალბატონო მირა,- ჯერ შესული არ ვიყავი, როდესაც კონსულტანტი გოგონა ჩემკენ გამოიქცა,- ბატონმა კერინგტომა გამაფრთხილა, რომ დღეს წვეულებაზე ყველაზე მიმზიდველი ბრილიანტი თქვენ უნდა იყოთ, მართალია? ,- ასაკით საკმაოდ ახალგზარდა გოგონა იყო, ოქროსფერი წელამდე სწორი თმები, გრძელი კისრიდან ფეხები , სწორი ცხვირი. ამ გარემოს მეტ პრესტიჟს მატებდა.
- ბრილიანტი არ ვიცი, მაგრამ ლამაზი ნამდვილად,- სულ ორ წამში ჩემი ხასიათზე მოყვანაც კი შეძლო.
- რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შეგეპაროთ ,- მან თეთრი კბილები გამოაჩინა და დიდი დარბაზიდან ერთ-ერთი პატარა ოთახისკენ გამიძღვა.
- აი, აქ დაბრძანდით,- კარის გაღებისთანავე სულ სხვა გარემო და ატმოსფერო იგრძნობოდა, სურნელიც კი სხვა ტრიალებდა ამ ოთახში, ზედმეტად მდიდრული. ოთახში რამდენიმე გრძელი სარკე იდგა, კედლებზე მბჟუტავი ლამაზი განათებები და რაც მთავარია რბილი სავარძლები.
- დამელოდეთ, ყველაფერი ახლავე მზად იქნება ,- გოგონა მხიარულად შეტრიალდა ქუსლებზე და მარტო დამტოვა. ჩანთა გვერდით გადავდე და ფეხები ჩემს წინ სპეციალურ პუფზე დავაწყვე. ნელ-ნელა ეს არომატები ისეთ კარგ ხასიათზე მაყენებდნენ, ვერ ვიგებდი დაღლილობა და გაბრაზება სად ქრებოდა.
- აი, ინებეთ, ჯერ ამით დავიწყოთ ,- ჩემს წინ პატარა მაგიდაზე კონსულტანტმა იაპონურ ჭურჭელში გამზადებული ჟასმინის ჩაი დამიდგა ,- ეს ჩაი უშუალოდ კერინგტონმა ისურვა, მითხრა რომ გაგესინჯათ, მისი საყვარელი ჩაია,- რამდენჯერაც კერინგტონს იტყვის, იმდენჯერვე თვალები უბრწყინავს. არც გამოვრიცხავ რომ ეს გოგო ყურებამდე შეყვარებული იყოს მასზე. მაგრამ, ღმერთო, რა ჭორიკანა ხარ მირა, ჯერ მხოლოდ 10 წუთია ფეხი შემოდგი.
ჩემს კონსულტანს სოფი ერქვა, დაახლოებით ოც წუთში სამი კაბიდან ერთ-ერთზე ვბჭობდით. ერთი კაბა ზედმეტად გამომწვევი წითელი იყო, საშინლად მიხდებოდა, თუმცა დამიანესთან ასეთი წითელი შეუფერებელი იყო, მეორე სადა შავი ელეგანტური კაბა, ულამაზესად იდგა ტანზე, გრძელი, ისეთი ნაჭერი იყო, ასეთი არც მინახავს არსად, როგორც სოფიმ მითხრა, ეს ადგილი ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერისაა და აქ მხოლოდ ისეთი ნაჭრები და კაბებია, რასაც მხოლოდ ვიწრო წრისთვის, სპეციალური შეკვეთებისთვის და გამორჩეული ხალხისთვის კერავს. ძალიან მინდოდა ამ დიზაინერის სახელიც გამეგო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზედმეტად კონფედენციალური ამბავი იყო. ჩემი თავი რომ ვიცი, ოდესმე მაინც გამოვტყუებდი კერინგტონს.
- მგონი აი ეს, ყველაზე კარგი არჩევანია,- ამ სამი კაბის შემდეგ სოფი მეოთხე კაბით შემოდის. ხელში ნამდვილი საოცრება უჭირავს. შამპანიურის ფერი გრძელი კაბა, ნაჭერი ბუნებრივად ბზინავდა, მართლაც გეგონებოდათ, რომ ის ძალიან პატარა ნამდვილი ბრილიანტებით მოურთავთ. მკერდთან ამოღებული და წელზე მომდგარი, მხრებიდან დაშვებული ნაჭერი თითქოს შლეიფის ეფექტს ქმნიდა. ის იყო, რასაც ვეძებდი. ამაყად გავეშურე გადასახდელად, ფასი აღარც მიკითხავს, ზუსტად ვიცი ფასი, რომ გამეგო დამიანეს ვერასდროს შევხედავდი თვალებში.

თითქმის მზად ვიყავი, როდესაც ფანჯრებთან მანქანა დავინახე, ძალიან კარგი, კერინგტონიც ადგილზეა. კაბაზე მუქი ლურჯი გრძელი კოჭებამდე პალტო ჩავიცვი, ღვინისფერი ტუჩსაცხი კიდევ ერთხელ გადავიტარე და ყოველი შემთხვევისთვის პატარა ჩანთაში ჩავაგდე. როგორც კი კერინგოტნმა დამინახა მანქანიდან გადმოვიდა, მეც ცოტათი შევანელე მისკენ სვლა.
- მირა, შეუდარებლად ლამაზი ხარ, - არც ის გამოიყურებოდა ცუდად, რა თქმა უნდა, რაც ეცვა ყველაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული იყო, ამიტომ კომპლიმენტზე ასევე კომპლიმენტით ვუპასუხე, მანქანის კარები გამიღო და მეც ცოტათი დაძაბული ჩავჯექი. მთელი გზა ძალიან ბუნებრივად იქცეოდა, არც ზედმეტი უთქვამს რამე. მეც თითქმის ათი სიტყვა ვთქვი სულ და გავჩუმდი. ჩემი ფიქრები დამიანესკენ იყო... ნეტავ, რა რეაქცია ექნება რომ დამინახავს, თან ასე ჩაცმულს... გეგმებს ვაწყობდი, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ გეგმები არასწორად დავაწყვე, როდესაც დამიანეს სახლში შევედი... შ ე ვ ე დ ი თ... მე და კერინგტონი. მან ხელი გამომიწოდა და მეც გავყვევი. ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა, წვიმასაც რახანია უკვე გადაეღო, ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, პირველად ლეი დავინახე, შორიდან ხელს მიქნევდა. სულ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ თავიდან ძალიან ბუნდოვნად ვხედავდი დამიანეს და ეს გამოსახულება თან და თან უფრო მეტად გვიახლოვდებოდა.
- აი, შენი უფროსიც,- ყურთან მხიარულად ჩამჩურჩულა კერინგტონმა,- გაიღიმე, რაღაც უკმაყოფილო ჩანს,- ამხიარულდა კერინგტონი.
- ეგ სულ უკმაყოფილოა,- მეც წამოვროშე და დამიანეს სახეს დავაკვირდი.
- დამიანე,- კერინგტომა უცებ ხელი გამიშვა და დამიანესკენ წაიღო ჩამოსართმელად.
- კერინგტონ, რამდენიხანია გელოდებით, სად იყავით ამდენხანს, დასრულდა უკვე ყველაფერი ,- მისი გაბრაზებული თვალები და დაჭიმული სახის ნაკვთები ერთიანად დაფარა ფართო ღიმილმა, კერინგტონსაც საპასუხოდ ხელი ჩამოართვა და ჩემკენ მობრუნდა.
- მირა, ძალიან კარგია რომ მოხვედი, ლეიმ დაახლოებით ორმოცდაათჯერ გიკითხა,- თვალი უკან ლეისკენ გავაპარე, რომელიც არც აპირებდა ჩემთან მოსვლას, იმდენად გართულიყო იყო სტუმრებთან საუბრით და ხითხითით. დამიანეს სახეზე ღიმილი მაშინ დაიკარგა, როდესაც კერინგტონმა პალტოს გახდა შემომთავაზა და მან ჩემ ნახევრად გამჭირვალე კაბას თვალი მოავლო.
- პალტო შეგიძლიათ შიგნით დაკიდოთ,- მაინც არ დაიბნა და თავაზიანად შეგვიყვანა სახლში.
- დამიანე, აქ თითქმის არაფერი შეცვლილა, იმის შემდეგ, რაც აქ ვიყავი, ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორც წლების წინ- კერინგტონმა მისაღები ოთახის თვალიერება დაიწყო და ოთახებში შევიდა. იმის და მიუხედავად, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, დამიანეს დანახვისთანავე გულმა წამში ასჯერ დაიწყო ფეთქვა, ვფიქრობდი, რომ ეს კაბა ცოტათი ზედმეტი იყო და კერინგტონთან ერთად ჩემი აქ მოსვლა დიდი შეცდომა იყო. ისევ დაძაბული ვიდექი და ვათვალიერებდი ოთახის ინტერიერს, როდესაც მისი ხელი მხრებზე ვიგრძენი, შევხტი. ის უკან იდგა და პალტოს გახდაში მეხმარებოდა, უფრო სწორად, ძალიან უხეშად ცდილობდა პალტო შემოეხია. მთელი ზურგი დაძაბულობისგან მეწვოდა...
- ჰო, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ აქ რამის შეცვლაზე არც მიფიქრია,- როგორც იქნა გამხადა და თვითონვე ჩამოკიდა. დამიანე ჯერ კიდევ ჩემს უკან იდგა და ერთმანეთს სარკიდან ვუყურებდით. ხელები გადავაჯვარედინე და კედლებზე გაკრული სურათების თვალიერება დავიწყე.
- ეს შენ გადაიღე, თუ რომელიმე ცნობილი ფოტოგრაფის ფოტოებია? ,- დამიანეს სახლში შავ-თეთრი ფოტოები ეკიდა, უმეტესობაზე ბედნიერი ადამიანების სახეები იყო.
- მე გადავიღე,- ნელი ნაბიჯებით გამომყვა უკან და ჩემს შიშველ ზურგზე ხელი აასრიალა.
- ალექსანდრე როდის ჩამოვიდა?,- ოთახში სწრაფი ნაბიჯით კერინგტონი შემოვიდა. რამდენიმე წუთი არაფერზე ვსაუბრობდით და მალევე გადავინაცვლეთ სტუმრებთან. როგორც გავიგე, დამიანე და კერინგტონი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და კერინგტონს აქ არა ერთხელ გაუტარებია დამიანესთან ერთად ზაფხულის არდადეგები. ეზოში ისეთი სითბო იყო, ლეის ნოემბერსა და წვიმებზეც წინასწარ მოუსწრია ფიქრი, ყველაფერი იდეალური იყო. კერინგტონმა ცოტათი გაგვასწრო და ალექსანდრესკენ გაეშურა. შორიდანვე ვიცანი დამიანეს მამა, ყველანაირად მას გავდა, ერთადერთი ალექსანდრესგან ცოტათი მეტი სითბო მოდიოდა. მის გვერდით დიდი ალბათობით კატერინა იდგა. წყვილი ნამდვილად ერთმანეთზე შეყვარებული ჩანდა და უკვე მისალმების ტექსტი გამზადებული მქონდა, როდესაც ჩემდა გასაკვირად დამიანემ ბარისკენ წამიყვანა.
- ბედნიერები ჩანან,- უხერხული სიჩუმე დავარღვიე და მისკენ გავიხედე, მან ბარმენს რაღაც ანიშნა და ისევ ჩემი თვალიერება გააგრძელა.
- შენც ძალიან ბედნიერი ჩანხარ მის გვერდით, მირა ,- მხოლოდ ახლა ვიგრძენი რომ მთვრალი იყო, თავი მარჯვნივ დახარა და სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა.
- ძალიან გთხოვ დამიანე, ისევ შენი სისულელეები არ დაიწყო,- ჩემთან იმდენად ახლოს იდგა რომ მისი ამღვრეული თვალების მეტს ვეღარაფერს ვხედავდი.
- აი, უბრალოდ რატომ კერინგტონი , შეგეძლო მოსულიყავი ნებისმიერთან, ოღონდ მასთან ერთად არა, მიპასუხე, რატომ? ,- აქ მოსვლა ხომ საშინელი იდეა იყო, მორალურად არ ვიყავი ასეთისთვის მზად. საშინლად სიმპათიური, მთვრალი დამიანე ჩემს წინ იდგა და უკვე ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი რომ ეჭვიანობდა. მთვრალი და ეჭვიანი დამიანე.
- დამიანე, ნელ-ნელა უნდა შეეჩვიო, რომ ფეხებს ნებისმიერ სტატუსიან მამაკაცს გავუშლი ,- ჩვენს უკან ბარმენმა ცოტათი ჩაახველა და კოქტეილი “inferno kiss” დამიდო.
- ნებისმიერს?,- დამიანეს ხელი ჩემს მკლავზე ვიგრძენი თუმცა არ დამიხედავს, მიჭერდა და თავისკენ მქაჩავდა ,- მირა, გთხოვ, დაუკვირდი რასაც მეუბნები,- მხოლოდ ახლა შევნიშნე როგორი დაძაბული ყბები ჰქონდა,- ნუ გავიწყდება, რომ მარტო მე მაქვს იმხელა პრივილეგია, რომ ეგ შენი გამჭირვალე პენუარი აქვე შემოგახიო და გაიძულო ფეხები მხოლოდ მე გამიშალო, თანაც ყველას წინაშე,- მკლავზე ჩაფრენილი ხელი გამიშვა და სასმელი მომაწოდა.
- მიირთვი, დაგვიანებულებს ხომ იცი როგორც სჯიან? ,-ჭიქა ტუჩებთან მიმატანინა და მაიძულა რომ მთლიანად დამელია. თვალებით ლეის ვეძებდი, მაგრამ დამიანემ კიდევ ერთი შეუკვეთა და ცოტათი დამშვიდებულმა უკვე ყურადღება სტუმრებისკენ გადაიტანა.
- მამაჩემი უნდა გაგაცნო , მის გვერდით კატარინა დგას, მისი ახალი გასართობი, მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევ, რომ წინასწარ იცი როდესაც დაშორდებიან კაი? ,- ამჯერად მკლავი მშვიდად გამომიწოდა და სასმლით ხელში მათკენ გამიძღვა. რატომ არასდროს არ სჯეროდა ამ ადამიანს სიყვარულის ? შანსსაც არ აძლევდა...
- დამიანე, ამ წამს ვსაუბრობდით შენზე ,- ალექსანდრემ კერინგტონს კიდევ ერთხელ მადლობის ნიშნად ჩამოართვა ხელი და ჩვენკენ მობრუნდა.
- მამა, გაიცანი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი და მომავალი ბიზნეს ანალიტიკოსი , მირა, - თავი ისე ეჭირა თითქოს მე ვიყავი გალეწილი და ის ჩემი სახიდან ტალახს მიწმინდავდა.
- მირა, შენზე ბევრი მსმენია, მაგრამ სანამ თვალით არ გნახე ვერც წარმოვიდგენდი თუ არსებობდი, მეგონა დიდიხანია გაექეცი ჩემს შვილთან თანამშრომლობას და დამიანე მე მატყუებდა,- ხომ ვთქვი, მამა უკეთესია აშკარად, რასაც დამიანეზე ვერ ვიტყვით, ის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ რეგრესს განიცდიდა, სამწუხაროდ, მისი შვილის გალანძღვა ნიშნობის დროს საშინელი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომ ენას კბილი დავაჭირე და ინსტინქტურად დამიანეს გავხედე. მან ტუჩები გაილოკა, თითქოს რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თემა გადაიტანა. როგორც ჩვევია... გაქცევა... კერინგტონი ლაპარაკში ჩაერთო და დამიანეს რამდენიმეჯერ ნიშნისმოგებით მხარზე ხელი დაარტყა. ასე უაზროდ ვიდექი, სანამ კატერინამ არ გამიყვანა :
- მირა, ვფიქრობ მე და შენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვაცადოთ ამ ბიზნესმენებს ისევ მოსაწყენ სამსახურზე ისაუბრონ,- კატერინამ ხელი წელზე მომხვია და მაგიდისკენ გამიძღვა. ლეიმ მხოლოდ ახლა მოინდომა რომ ჩემთან მოსულიყო.
- მირა, ასეთი სილამაზე სად იპოვე? არ მითხრა, რომ ჩანთასთან ერთად გაჩუქეს ,- ლეიმ შემათვალიერა და წრეები დამარტყა,- ლეის უხერხულად გავუღიმე და რამის თქმას საერთოდ არაფრის თქმა ვამჯობინე. ღმერთო, უნდა დამელია. დამიანემ ჯერ კიდევ არ იცის რომ დაახლოებით ათი ათასი დოლარი მაცვია. დამიანეს ათი ათასი დოლარი...
- მერე მოგიყვები,- რას მოვუყვებოდი ღმერთმა იცის, როგორ უნდა მეთქვა ამდენი რამე ლეისთვის, რომელმაც ისიც არ იცის, რომ მის თავზე ერთი სართულით ზემოთ მე და დამიანეს საოცარი ... ვნებიანი... იმის გახსენება თუ რა ხდებოდა დამიანეს კაბინეტში ცოტათი თაბროსმხვევდა, რამდენიმეჯერ გავიხედე დამიანესკენ, თუმცა უხერხულად გამოვიხედე ისევ უკან. ორივე მე მიყურებდნენ, კერინგტონი გაღიმებული, ლაღი და თავდაჯერებული, დამიანე კი ... დამიანე კი საშინლად გაღიზიანებული...
- მირა, მომიყევი რამე შენს თავზე, ლეიზე უკვე ყველაფერი გავიგე, დილიდან გვეხმარება და ერთი წამითაც არ გაუჩერებია ენა,- კისკისით დაიწყო კატერინამ, ლეი ისეთი ბედნიერი დარბოდა ვერც აღვწერ, კოქტეილები ერთმანეთის მიყოლებით დაგვიწყო მაგიდაზე და კომფორტულად დაჯდა. რამდენიმე ჭიქა კოქტეილის შემდეგ უკვე სამივემ დამიანეზე სიცილი დავიწყეთ, რა თქმა უნდა, როგორ წარმოგიდგენიათ მე სასმელი დავლიე და ჩემი უფროსი მამამისის ნიშნობაზე არ გავლანძღე?! ბოდიშით... ჩვენი კისკისი ყველას ესმოდა, კატერინა დამიანეზე სიცილს ცოტათი თავს არიდებდა და მის ქცევებს ალექსანდრეს ადარებდა, რაც უფრო სასაცილოდ ჟღერდა.
- გასაუბრებაზე მისი პირველი კითხვა იცით რა იყო? ,- უკვე კისკისით დავცალე მეოთხე ჭიქა ,- ყავის აპარატის ჩართვა თუ ვიცოდი, როგორი თავდაჯერებული იყო, რომ ერთი დებილი გოგო აიყვანა სამსახურში, ერთადერთი რასაც თავიდან მავალებდა მისთვის უშაქრო ყავა იყო.
- ღმერთო,- ლეიმ სიცილით აიქნია ხელი ,- დღემდე გამარჯობას რომ არ გვეუბნება, ეგ ნაწილი ყველაზე მეტად მიყვარს. ვაი და თუ ერთად მოგვიწია ლიფტში შესვლა, სამარისებური სიჩუმეა, რამეს იტყვი და ჯობდა არც გეთქვა , მგონი რაღაც გენებში აქვთ მამა-შვილს,- ლეი იმდენად გაშინაურებული იყო, ამ ერთ დღეში, თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ეგ და კატერინა ერთმანეთს სიცილს არ აცლიდნენ.
- და ერთხელ შეხვედრა იმიტომ გადადო, რომ ჩემს კოლგოტს თვალი წაუვიდა , ისეთი წიკინია, თუ იდეალური კოლგოტი არ მაცვია .... ,- სიცილისგან ვიგუდებოდით და წინადადება შუაზე გაწყდა, როდესაც ზურგსუკან ბოხი ხმა გავიგონე.
- თუ არ გაცვია რა, მირა, დაასრულე ,- მხარზე მისი მძიმე ხელი ვიგრძენი. ლეის და კატერინას სიცილი სახეზე გაუშრათ.
- აი, ხომ გითხარით, ჩემს უფროსს ასეთი იშვიათი ნიჭი აქვს, შეუძლია სამი მაგიდის იქით გაიგონოს რაზე საუბრობენ ქალები ,- მისი ხელი უხეშად მოვიშორე და მორიგი ჭიქისკენ გავიწიე.
- მგონი დღეისთვის საკმარისად დალიე მირა,- ვინ ვის ეუბნება უკაცრავად?
- მგონი დღეს თქვენ ჩემი უფროსი არ ხართ, ბატონო დამიანე,- ამაყად გავიჯგიმე და სასმელი მოვსვი . ლაპარაკში ლეი და კატერინაც ჩაერთნენ და ცოტათი გადაიტანეს დამიანეს ყურადღება. სახეზე არ შემიხედავს , ვიცოდი როგორი წარბშეხრილიც იდგა და ახლა მისი თვალების ყურება ყველაზე დიდი სასჯელი იქნებოდა. აქაურობას უნდა მოვცილდე ცოტათი, იქნებ როგორმე დავალაგო აზრები.
- უკაცრავად, ორი წუთით დაგტოვებთ ,- ძალიან თავაზიანად და ღიმილით წამოვდექი.
- გამოგყვები , საპირფარეშო შიგნითაა,- მხიარულად მომხვია ხელი ლეიმ, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ლეის ხელს ვეღარ ვგრძნობდი. როგორც კი სახლში შევედი სარკიდან დამიანეს ანარეკლი დავინახე.
- მარჯვნივ მირა, თვალებს ნუ აცეცებ, ეცადე არ დავარდე ,- ხელი წელზე მომხვია და საპირფარეშოს კარი გააღო.
- მადლობა, ჩემითაც მივაგნებდი, ამ სახლში ყველაფერი ისეთი მარტივია, როგორიც შენ ხარ,- მისი ხელი ისევ უხეშად მოვიშორე და საპირფარეშოში შესვლა დავაპირე.
- და ასეთი მარტივი თუა, რატომ არ გესმის ჩემი, მირა ,- მის ხმას სიმღერის ხმა ფარავდა, თუმცა ტუჩების მოძრაობით ყველაფერი მშვენივრად წავიკითხე, კარის დაკეტვას ვაპირებდი, როდესაც მან ხელები თეძოზე ჩამავლო და საპირფარეშოში ერთად აღმოვჩნდით.
- დამიანე, უნდა გახვიდე ,- უნდა გახვიდე თორე ყველა ჩემს გეგმას დავივიწყებ და ისევ მოჯადოებული დავრჩები.
- მიპასუხე, რატომ არ გესმის ჩემი არასდროს მირა, ან ეს კაბა აქამდე,- მისი სიტყვები უფრო ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა, ხელისგულები წელიდან მოშიშვლებულ ზურგზე აასრიალა და მეც ავტომატურად ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი,- რატომ გამირბიხარ, მირა, რამდენ რამეზე ველოდები პასუხს,- მსუბუქად მკრა ხელი და მეც უფრო და უფრო უკან ვიხევდი, სანამ ზურგსუკან ცივი კედელი არ ვიგრძენი.
- რაზე გინდა გიპასუხო? ,- როგორ ვცდილობდი რომ არ ავყოლოდი, არ დავებნიე და მისი ტუჩების ძებნა არ დამეწყო. ამაზე რთული მგონი ჯერ არაფერი არ გამიკეთებია ცხოვრებაში. კოჭებამდე გრძელი კაბა მაღლა აწია და ცალ ხელში დაიჭირა.
- რას აკეთებ დამიანე, გამიშვი,- ვცდილობდი, რომ მისი ხელებისგან როგორმე თავი დამეხსნა, მაგრამ ისე მჭიდროდ მიჭერდა ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი, მეორე ხელით კი კაბა ბარძაყებამდე ამიწია და თვალიერება დაიწყო.
- მინდა რომ ეს კაბა აქვე ნაფლეთებად ვაქციო, ისეთი ნაზია და ისე გიხდება ,- მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი, ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს იწეოდა,- ნამდვილი ეშმაკი ხარ.
- დამიანე, გაჩერდი გთხოვ, მე შენთან არასდროს არ ვიქნები, დაივიწყე,- ჩემი ხმა უფრო და უფრო სასაცილოდ ჟღერდა, ისეთი სუსტი და ისეთი გატეხილი იყო, მეც ვერ დავუჯერე ჩემს თავს. საპასუხოდ მან გაიცინა და უფრო ახლოს მომიზიდა.
- მაშინ, ვისთვის გამოიპრანჭე მითხარი, კერინგტონისთვის? ,- და როდესაც კისერზე მისი ტუჩები ვიგრძენი ერთიანად დავიძაბე, ოღონდ ახლა გამოვფხიზლდე!
- შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? ,- ქუსლებზე მდგარს ფეხები დამეღალა და ავტომატურად ცალი ხელით მის მხარს მოვეჭიდე.
- რა თქმა უნდა, აქვს, თანაც რამხელა მნიშვნელობა აქვს,- კისრიდან სველი კოცნა ყურთან დამიტოვა, ხელი ნიკაპზე ჩამავლო და თავი ამაწევინა. დამიანე, გთხოვ რატომ მცდი, მგლის გალიაში შეგდებული ცხვარი ვიყავი...
- შენ არანაირი უფლება არ გაქვს იეჭვიანო,- ამჯერად ხმა უფრო დამაჯერებელი მქონდა
- მირა, თუ მეტყვი რომ სხვა მოგწონს... გპირდები... ეს ჩემი მხრიდან ბოლო კოცნა იქნება,- თვალები გამისწორა და თავი მარჯვნივ გაწია. ერთხანს უბრალოდ ვუყურებდი, რაც უფრო დიდხანს ელოდებოდა პასუხს, უფრო მეტად მიზიდავდა თავისკენ და უკვე რამდენიმე წამში ვიგრძენი მისი კოცნა. ენით უხეშად მაიძულა რომ პირი გამეღო და მომთხოვნად მკოცნიდა. მეგონა რომ თან მჭამდა.. ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩემკენ უფრო მეტად მოვიზიდე.
- აქ რა ხდება? ,- ზურგსუკან ლეის ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა და დამიანეც მომშორდა.
- მირა ? აქ რა ხდება ,- ისტერიულად იმეორებდა ლეი და ორივეს გაოგნებული გვიყურებდა ,- არაფრის თქმა არ გინდათ? ,- დამიანეს რაღაცის თქმა უნდოდა, როდესაც მისკენ მივტრიალდი:
- დამიანე, შენ არც არაფერი გაგიკეთებია იმისთვის, რომ მომწონებოდი, ილუზიებში ნუ იქნები, - დამიანეს ჩაფრენილი ხელი უხეშად მოვიშორე და გაოგნებულ ლეის თვალებით ვთხოვდი რომ ზედმეტი პანიკის გარეშე გამომყოლოდა.

****
- ანუ, მე ამდენიხანია ვიღაც ჭუ&ჭუ კერინგტონს გტენი და შენ გინდა მითხრა, რომ შენს უფროსს მოსწონხარ? ,- ტაქსიში ჩავსხედით თუ არა, დაიწყო ლეიმ მოთქმა.
- ლეი, გთხოვ,- არ ვიცი სასმლისგან მისკდებოდა თავი, თუ ჩემი ჩაშლილი გეგმებისგან, მაგრამ საშინლად ვგრძნობდი თავს,- ხვალ რომ ვილაპარაკოთ?
- ხვალ როგორ ვილაპარაკოთ, მეშინია ხვალამდე ჩვენი კურიერი არ გა*იმო,- ტაქსისტმა ლეის სიტყვებზე ცოტათი დაიფხუკუნა.
- ლეი,- თვალები ავუბრიალე და ახურებული ლოყა ცივ ფანჯარას მივადე.
- მე დღეს შენთან ვრჩები და ყველაფერს დეტალებში ვითხოვ , ან როგორ დამიმალა, ამდენიხანი როგორ მიმალავდი ,- მთელი გზა მაინც არ ჩერდებოდა და ხან მე მამართლებდა, შენს ადგილას მეც არ ვიტყოდიო, ხან პირიქით მამტყუნებდა, ასეთი ურთიერთობა როგორ დამიმალეო... მაგრამ ვერ ვუსმენდი... ერთადერთი ძალიანაც მადლობელი ვიყავი, რომ კართან ლეი აღმოჩნდა და არა სხვა, წარმოდგენაც არ მინდა სხვა ვინმეს რომ დავენახეთ რა მოხდებოდა.
მანქანა სახლთან გაჩერდა და მეც ამოვისუნთქე, როგორც ჩანს, ლეი ნამდვილად ჩემთან დარჩენას აპირებდა. რამდენიმე ხანი უბრალოდ ჩუმად იყო, შხაპიც მიიღო, გამოიცვალა, მაცივრიდან სენდვიჩები გადმოალაგა...
- რამდენი ხანი უნდა გელოდო, როდის დაიწყებ ?,- ამ კითხვის შემდეგ მომავალი ერთი საათი დეტალებში მოვუყევი ყველაფერი... ერთხანს ჩუმად იჯდა და სენდვიჩებზე არ შეჩერდა მისი კუჭი, ასეთი ისტორიის გადასახარშად ნაყინიც მიირთვა, წვენიც ....
- ანუ, ის ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, მაგრამ თან არ გიშვებს და შენზე ეჭვიანობს? ,- საბოლოოდ ასე დაასკვნა მან,- და შენ რას შვები ამ დროს ? გიყვარდება თუ გძულს? ვერ გავიგე...
- მძულს,- დაუფიქრებლად და თავდაჯერებულად მივახალე,- იმასაც არ ვეხატები გულზე, უბრალოდ ასეთი ს&ირია უნდა რომ ყველანაირად დამიმორჩილოს, თუ რავიცი რასაც აკეთებენ ეგეთი კაცები ,- ლეი ერთხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ კი მის გვერდით ჩემს ტელეფონს დახედა.
- თუ არ უყვარხარ , მაშინ რატომ რეკავს ამდენჯერ და რატომ გწერს, სად ხარ და მიხვედი თუ არა სახლში? ,- ლეის სახეზე პირველად გადაურბინა ღიმილმა და მე კი მუცელში პეპლებმა... დამიანე მირეკავდა? ლეის ტელეფონი გამოვართვი, ჰო, ნამდვილად ერთი საათის განმავლობაში რეკავდა.
- მთვრალია, ალბათ იმის თქმაც უნდოდა რომ შენ ყველას არ გააგებინო ეს ამბავი, მერე ამას სახელი არ გაუტყდეს და ასე შემდეგ... ,- ეს უფრო მეტად შეეფერებოდა რეალობას, თუმცა მაინც მინდოდა სულ რამდენიმე წამი მაინც დამეჯერა, რომ დამიანე ჩემზე ნერვიულობდა... რამდენიმე წუთში ჩემი ტელეფონი ისევ აინთო, თუმცა ამჯერად მორიგი მოკითხვის ავტორი კერინგტონი იყო.





პ.ს ჰაით, არ ვიყავი სამწუხაროდ თბილისში და კომპიუტერიც არ წამიღია... ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს თავი, შემდეგი თავი მალევე დაიდება <3



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან კარგია. როდემდე გააგრძელებენ კატა-თაგვობანას? მოუგრიხე კისერი დამიანეს :დდ
ეს ორი ერთად არის ამოსაფრქვევად გამზადებული ვულკანი❤

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

დიდი გაიძვერაა კერინგტონი.
მაგრამ დამიანე და მირა რა ვულკანია,უჰ!

 


№3  offline წევრი avrora_

ესს კერინგტონიიი ნამდვილსს სახესს კარგად მალავსსსს, დამიანეს ვერ ვუგებბ რაღა უნდა ბოლობოლო მირასგანნნნ)) იმედია მალე დალაგდებიან და ბატონიი დამიანეე ჭკუასს მოუხმობს!!!!!!

 


№4  offline წევრი Xutu

როდის დადებ ახალ თავს

 


№5  offline მოდერი ^paradise^

მეგობრებო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ვახერხებ შემდეგი თავის დადებას , დღეს და ხვალ ვეცდები როგორმე იქნებ დავდო . ბოდიშით ❤️

 


№6 სტუმარი თიო

გაგრძელება არა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent