წარსული წარსულში II (თავი IX)
მონატრებულს იკრავდა გულში და დიდხანს ეფერებოდა. მისი სახლში ყოფნა ავტომატურად უბრუნებდა სიმშვიდეს _როგორ მოგეწონა თუ შეთი დე _საოცრება იყო... შენც უნდა წახვიდე ერთ დღეს _აი სალომეს თუ დავუნათესავდებით ავიდეთ _საოცარი ოჯახი ჰყავს,მაგრამ ბებია განსაკუთრებული ქალია ... _დე , დაჩი შეჭამ რამეს? დაქანცული იქნები _გზა რამდენადაც ლამაზია იმდენად სახიფათოა და ასე არასდროს გადაცღლილვარ . წამოსვლა არც მინდოდა _აი თურმე რატომ ეჭვიანობენ დედამთილები რძლებზე. მასთან ყოფნა გერჩივნა _ამდენი წელია ვიცნობ დიკო და აქამდე არ გავგიჟებულვარ ... ახლა რა მომივა _მომენტი სჭირდება სიყვარულს მხოლოდ . წამიერად უნდა დაინახო და მიხვდე რომ გენატრება _ დაჩის ელაპარაკებოდა და საკუთარ გრძნობას იაზრებდა მინდელის მიმართ რომ ჰქონდა და დაუდუოდა ძარღვებში _ბავშვებს სძინავთ ?სად გყავს _წითელა აქვთ ... საძინებელში არიან _რატომ არ მითხარი _რას გააკეთებდი იქედან. ვიცოდი ზუსტად როდის მოდიოდი , ჯერ წინ არის მთელი მაგათი ბატონობა _ექიმთან გყავდა ხომ ? _კი ექიმი მყავდა და წამლებსაც ვაძლევ . ნუ ღელავ შელოცვებს არ დავუწყებ ,მხოლოდ განწყობაზე კი უნდა ვიზრუნოთ და წითელი ბუშტები კი ძალიან ახარებთ . ახალი გასართობიც ჰყავთ _რა გასართობი_უკვე დერეფანში იყვნენ ლეკვი რომ გამოვარდა ყეფით და კუდის ქიცინით_არ არსებობს ... ძაღლი გვეყოლება? _შენც გინდოდა ? რატომ არ მეუბნებოდით დედა ? ხომ ვიყიდდი აქამდე _სამი ბავშვი გყოფნით მოსავლელად ... მეც მოგეხმარები _შენ სულ ნუ ფიქრობ ჩემ ცხოვრებაზე, სრულწლოვანი კაცი ხარ და იფიქრე საკუთარზე _ლეკვთან მოთამაშეს უყურებდა, სახეგანათებული რომ დაჰყურებდა ზემოდან და თვალები უნათებდა. ისევ ბავშვივით სუფთა იყო მისი გული და შეეძლო სულ პატარა ამბავს გაეხარებინა მისი დარდებისგან დამძიმებული გონებაც გამოერთო _როგორ მიყვარხარ ჩემო ცხოვრება ბიჭო _ ახლოს მიიწია და წვერმოზრდილ ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _შენი ძვირფასი ყოფილი ხომ არ გამოჩენილა კიდევ ... _არა, თავის საქმეებს ხლართავს. ჩემთვის არ სცალია ,ბავშვები მოიკითხა და რომ გაიგო წითელა ჰქონდათ შემოიარა . რაღაცები მოუტანა ,ცოტა ხნით დარჩა და მერე ზარებით რომ აიკლეს წავიდა _მეტყვი რამე რომ შეიცვალოს და შენი დაბრუნების მცდელობა განაახლოს? _დაჩი ,გთხოვ ამდენს ნუ დარდობ ყველაფერზე. ზაფხულის არდადეგებზე როგორ გაერთობი და მერე რას გააკეთებ ამაზე იფიქრე... სად გააგრძელებ სწავლას _მიყვარხარ დი _ არეული თმა გაუსწორა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე _ყველაზე ,ყველაზე მეტად _ ისე უთხრა როგორც 6 წლის ასაკში ეუბნებოდა პატარა დაჩი. დასვენება ვერ მოახერხა . ბავშვებთან შესვლის წამიდან მათზე გადაერთო . მონატრებულები სიხარულით შეხვდნენ. ბევრი ენერგია არ ჰქონდათ , მაგრამ იქვე ოთახში ეთამაშებოდნენ,ფოტოებს ათვალიერებდნენ ,ვიდეოებს და ისმენდნენ ამბებს თუშეთზე _სალომე არ ჩამოვიდა ? იქ დარჩა მთაში? _იქ მგლები არიან დაჩიკო? დაჩიკო არ გეშინოდა ? _დაჩიკო არ გციოდა? დაჩიკოოო?ჩვენ სად წავალთ ? _მე პარიზში მინდა _ კესანეს განაცხადმა ყველანი გააჩუმა _შორია ?არ შეიძლება წასვლა დე? _საიდან მოიტანე დე პარიზი? _ვიდეოები ვნახე ... სიყვარულის ქალაქიაო და იქ წავიდეთ. დაჩიკოს სიყვარულიც ვიპოვოთ და შენიც . მე ჯერ პატარა ვარ _ნაპოვნი რომ გყავს უკვე სიყვარული მაშინ უნდა წახვიდე შენ სიყვარულთან ერთად დე ... ისეც შეიძლება წასვლა , შენ თუ გინდა დე. უბრალოდ დედას ბევრი საქმეები აქვს და ქვეყნიდან წასვლის დრო ახლა არ აქვს _ის მაღალი კოშკი მართლა ასეთი დიდია დე? ზემოდან რომ გადმოვიხედავ ყველაფერი გამოჩნდება ? _არ ვიცი დე , მეც არ ვყოფილვარ იმ კოშკზე ... _მამამ არ წაგიყვანა ? _არა ,დე _არ ეცალა ? _ხო დე _საწოლზე იწვა და ისე ელაპარაკებოდა. კესო ერთი მხრიდან ჰყავდა ჩახუტებული სანი მეორე მხრიდან _დაჩიკოო შენ გქონდა წითელები ბავშვობაში? _არ მახსოვს ,ალბათ მქონდა _ქონდა კი _გაახსენდა როგორ გაუჭირდა მისთვის განწყობის შექმნა. არაფერი მოქმედებდა,თითქმის არ საუბრობდა და არც არაფერს ითხოვდა დინას მუდარის მიუხედავად. მაშინ გაიხადა დინამ შავები და წითელი კაბით შევიდა სიცხიანთან ." ლამაზი ხარ დი" ჩუმად უთხრა ,მოეფერა ლოყაზე და გაუღიმა "სულ ლამაზი და ფერადი უნდა იყო ,დი " ეს იყო დაჩის გაჟღერებული სურვილი . მაშინაც და ახლაც ყელში ბურთის გაუჩნდა ,ცრემლებად დაღვრის სურვილი. _რას ითხოვდი დაჩიკო ? მე აღარ მაფიქრდება არაფერი ,ყველაფერი მაქვს _შეგიძლია იმით იბედნიერო რაც გაქვს კესანე _ჩემი ლეკვი მოგეწონა? _ძალიან მომეწონა _მე ცხენიი მყააავს ... იესემ სანის ლეკვთან ერთად ჩემი ცხენი მომიყვანა და რომ აღარ ვიქნები ცუდად მერე ვნახავ ხოლმე _ლეკვი იესემ გაჩუქა? _ხოო ... კიდევ ლექსი მოგვიყვა ჭიამაიაზე და დაგვაძინა . ინას კარგი მამიკო ჰყავს _ კარგი მამიკო ჰყავს ,კი ისე გადააგრძელა ბავშვებთან თამაში და საუბარი თითქოს ეს ამბავიც დაივიწყა ,მაგრამ დიანა როგორც კი მარტო მოიხელთა მაშინვე ჰკითხა _სოსოს რა უნდოდა აქ ,თან ბავშვებთან _ჩხიკვაძეების დოკუმენტები მომიტანა ... ბავშვები მაღალი სიცხით იყვნენ და ცოტახას შეჩერდა. მოსწონთ ამათ იმ ღამის შემდეგ , ხომ იცი კესანეს ვინც მოსწონს ის სანის არ მოსწონს და ამ შემთხვევაში ორივე ისე გამოელაპარაკა ისიც შეყოვნდა. მეორე დღეს მოუყვანა ლეკვი და ცხენი _როდის იყო საჩუქრებს იღებდი _ბავშვებს აჩუქა და თან ისე გაუხარდათ იმ დღეს არაჩვეულებრივ ხასიათზე იყვნენ_ ვერ ეტყოდა მინდელთან რაც აკავშირებდა,არადა როგორ სძულდა მისთვის დამალული ყველა სიმართლე. როგორ ძალიან უნდოდა სიმშვიდის პოვნა თავის ბავშვებთან და მინდელთან ერთად. ასე ძალიან მოსწონდა იესე? მოსწონდა თუ უფრო მეტსაც გრძნობდა ... ............... მარტას გვერდით იწვა . მასთან ჩახუტებული როგორც ადრე,ბავშვობაში და ისიც ისე ეფერებოდა როგორც 5 წლის ინას. _ამჯერად რა მოხდა შენ თავს ასე რომ დაგიმძიმდა გონება? _აღარ მინდა ვინმეს მოვწონდე და ვინმეს მოწონება ვცადო ... _ეგ რთული იქნება... ადამიანები გამუდმებით ეძებენ სიყვარულს და სიყვარულამდე მოწონება მოიგონეს თუმცა ეგ უბრალო საფეხურია . მერე იქ ან გაჩერდები და უკან გამობრუნდები ან წინ გადადგამ ნაბიჯს და სიყვარულში გადაეშვები თავით... შენი ტყუილი გასკდა უკვე?გაიგო სოსომ და გაბრაზდა? _არ გაბრაზებულა,მაგრამ იოანე ისე მოსწონდა არ ვიცი როგორ გადაიტანს _ის თუ შენ არ იცი როგორ გადაიტან _ არ ვართ მე და ის შესაფერისი წყვილი. შეუძლებელია მას გავუგო ,ის როგორც მეგობარი ძალიან კარგია ,მაგრამ როგორც მეორე ნახევარი ჩემნაირთან ვერ _ადრე ამდენს არ ფიქრობდი _და რა გავაკეთე მერე ? _მას ენდობი? მასთან ერთად კომფორტულად იყავი? _კი,მაგრამ ხომ იცი არც ნდობა,კომფორტი, გაგება და მიზიდულობა კმარა თორემ ახლა ვაჩეს გვერდით ვიქნებოდი _მასთან რომ შენ დააშავე ამაზე ნუ ვიკამათებთ _უპატიებელი დანაშაულები არსებობს და მე ჩავიდინე ? _გამოცდებს უნდა შეეშვა,ინა ცხოვრება ისედაც გამოცდაა და შენი ტყუილებით შექმნილი არარსებული პრობლემები _ამტკიცებდა რომ მხედავდა, მიცნობდა,ესმოდა და იყო ჩემზე ძლიერი ... შთამაგონა რომ ერთმანეთისთვის ვიყავით ,დამაჯერა რომ ჩემი სიმშვიდე იყო _და შენ ეს მოგწონდა _მივენდე ,მოვდუნდი და მომწონდა ეს საპნის ბუშტი ,რომელიც მაშინვე გაქრა როგორც კი იფიქრა,რომ ვიღაც მასზე მაგარი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში _შენ აფიქრებინე ასე და ნუ გამახსენებ ყველაფერს _მე რა ვაფიქრებინე ,რომ არ მებდობოდა და ეგონა მასთან პარაზიტული დამოკიდებულება მქონდა? შენ იცი ზუსტად ასე რომ მითხრა? ისე მიყენებ როგორც პარაზიტი მსხვერპლსო,ყველაფერს იღებ ჩემგან ,მომინელებ ბოლომდე და მერე სხვა უკეთეს კანდიდატს იპოვნიო . მაწყობდა მისი სიყვარული და იმიტომ ვიყავი მასთან მერე კი ლაშას გვერდით ყოფნა მაწყობდა თურმე და დაიჯერა რომ ვუღალატე. შენ და ილოს არ გინახავთ როგორ მიყვიროდა , როგორ მითხრა ის რაც არ უნდა ეთქვა _ყველაფერი ერთდროულად გაიხსენა გონებამ და დიდი ხნის დაიგნორებული ,მიმალული ტკივილი თავიდან განიცადა _არ გითქვამს ... _გახსენება არ მინდოდა და იმიტომ... _დაჯდა ,მერე წამოდგა. წყალი დაისხა და დალია. უნდოდა მოეყოლა,გათავისუფლებულიყო. მოესმინა,რომ არ შეცდა და მართალი იყო როცა ცხოვრებიდან წაშალა _იოანე არ არის ვაჩე და _იოანე უკვე გაცხადებული ტრადიციული ქართველი ბიჭია. თავისი ქუჩით, გაგებით,სიმართლით და სამართლიანობით. მის გვერდით წყაროს წყალივით სუფთა უნდა იყო და მე ვარ ეგეთი? ამდენ შეყვარებულგამოვლილი ,მისი პატიოსნების საზომით უწესო გოგო გამოვდივარ საერთოდ _ სიმწრის სიცილი ჰქონდა _მაგრამ არ ხარ ... შენ არ ხარ უწესო გოგო. ჩემი გაზრდილი ხარ და შენ როგორც არ უნდა აჩვენო თავი სხვას მე ხომ ვიცი _გახსოვს რამდენი ჭორი დადიოდა სკოლის პერიოდში ჩემზე და რამდენ უბედურებაში გავები? _არაა საჭირო გახსოვდეს,ძალით მოპოვებული პოპულარობა. მე მაინტერესებს სკოლის პერიოდიში მართლა მოგწონდა იო? _რა შუაშია ახლა ეგ... სკოლაში მე რამდენი ვინმე მომწონდა გახსოვს? _არავინ მოგწონდა , უბრალოდ გინდოდა ვინმე გყოლოდა გვერდით და დაგემტკიცებინა რომ შეიძლებოდა სიყვარულის პოვნა. ახლაც ასე ხარ ,თან იბრძვი რომ უყვარდე და გიყვარდეს თან ყოველთვის უნდობლობას იჩენ . გეკითხები იოანე გყავდა შემჩნეული თუ არ _იოანეს ვინ ვერ შეამჩნევდა... უსიმპათიურესი,უჭკვიანესი, უმაგრესი ტიპია ახლაც და მაშინ ხომ უიშვიათესი მოვლენა იყო. სად გინახავს კაცი წარმატებულ მოსწავლეებს შორის პირველობაზე და გარჩევაზე მოჩხუბრებს შორის ერთდროულად იყოს. ჩემზე უფროსია ,სკოლაში როგორ გავეპრანჭებოდი ბავშვი ვიყავი და მერე რომ გამოჩნდებოდა ხოლმე არასდროს გადმოუდგამს ნაბიჯი . არც ვიცნობდი ნორმალურად მატილდასთან სანამ არ დავმეგობრდი და მერე არ შევხვდით ერთმანეთს მის სახლში. ხშირად კი ვიყავით ერთ სივრცეში, საერთო წრეში ვტრიალებდით , მაგრამ არაფერი ყოფილა . უბრალოდ ვიცოდი სადაც ის იყო ყველა გოგოს დაცულობის შეგრძნება უნდა გვქონოდა. არ დაუშვებდა ვინმეს რამე დაეშავებინა ქალისთვის თუ ის იქვე ბრძანდებოდა. იმდენჯერ მინახავს როგორ ჩხუბობდა შეყვარებულის გამოვლენილი სიუხეშის დანახვისას. 17 წლის ასაკში უნდა გენახა შენ როგორი მიმზიდველი იყო _რატომ ამბობ უარს მაინცადამაინც მასზე როცა ლამის ყველასთან სცადე ვისაც მოსწონდი _არ მოგვწონს ერთმანეთი იმდენად,რომ მატილდა დავკარგო... _ეგ დასკვნა როდის გააკეთე ... მასაც დაეკითხე? _ვუთხარი ვსრულებით_თქო და დაასრულა ისე რომ მდუმარე ხელმწიფედ გადაიქცა _შენ გადაწყვეტილებას პატივს რომ სცემს ცუდია? სხვებივით ქაჯივით გინდოდა მოქცეულიყო? ვაჩეს ასე არ ეუბნებოდი? რომ მოდიოდა და პატიებას გთხოვდა _არ მთხოვდა პატიებას...უბრალოდ მოდიოდა და მიმტკიცებდა რომ მასზე მეტად ვერავის შევიყვარებდი ,რომ მჭირდებოდა ... იმას კი არ მეუბნებოდა რომ თვითონ ვჭირდებოდი. დამპალი მანიპულატორი ! არავინ იცის იმ დროს როგორ მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა,ჩავხუტებოდი ,მომფერებოდა და ისევ მეგრძნო სიმშვიდე . გაზაფხულდებიო მეტყოდა ზამთარში შეციებულს _ ბოლო სიტყვები მხოლოდ თავისთვის თქვა და ეტკინა გაუსაძლისად _ისევ გიყვარს ინა? თუ ისევ გიყვარს პატიება ამსუბუქებს. უშეცდომო არავინაა და ურთიერთობაშიც ორივე ერთად უნდა გაიზარდოთ. გვიანი არასდროსაა თუ ჭრილობის გაქრობა მას შეუძლია ვინაც მოგაყენა _მგონია რომ სულ მეყვარება ... ის შეგრძნება რაც მის გვერდით მქონდა მაშინ როცა ის მართავდა ჩემ სიმშვიდეს და მომენატრება გამუდმებით . ნდობას ვერავინ დამიბრუნებს და ისევ ვერ მივანდობ ჩემ ცხოვრებას ,სიცოცხლეს ,ბედნიერებას კაცს რომელსაც შეეძლო დაეჯერებინა რომ ვუღალატე , გაებედა ეთქვა ის სიტყვები რაც მითხრა მაშინ როცა თვითონ მიღალატა . მიყვარდა მართლა , ამაზე დიდი გრძნობა ჯერ არ განმიცდია და იქამდე ვიფიქრებ ასე სანამ ცხოვრებაში ვიღაც არ მეყოლება ვინც შეძლებს და დამანახებს რომ უფრო მეტადაც შეიძლება. თუ საერთოდ გამოგინილი შეგრძნებაა მაშინ როცა ვიპოვი ცხოვრების თანამგზავრს ვისგანაც შვილებს გავაჩენ იქნება კაცი რომელთანაც პატივისცემა,საერთო ხედვები , მისწრაფებები ,აზრები დამაკავშირებს და ვისთან თანაცხოვრებაც შემეძლება _ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიყვარულია... ბევრჯერ შეიძლება იფიქრო რომ გიყვარს და შეგიყვარდეს კიდეც, გენატრებოდეს,მოგწონდეს მასთან და ცუდად გხდიდეს მისგან შორს ყოფნა ,მაგრამ არ შეგეძლოს მასთან ოჯახის შექმნა. სახლი უნდა იყოს ,რომ დაინახავ _ასე ვგრძნობდი მის გვერდით ,მაგრამ საკმარისი ესეც არ იყო ... _ახლა რამ შეგიცვალა განწყობა. აქამდე გმირულად აგრძელებდი ჩვეულ რიტმს, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენ ვინმეს წერდი და ხვდებოდი . მაინცადამაინც იოანესთან როგორ დასევდიანდი _თუშეთში იოანესთან ვიწექი რომ დამესიზმრა _რა ქენი ინა ? _ იქამდე თუ ბალიშს ჩახუტებული იწვა და ისე უყურებდა მერე უცებ წამოჯდა _მეძინა უბრალოდ ... ვუთხარი ჩემი ძილის ამბავი და ჩაცმულს ეძინა ჩემ გვერდით ყოველ ღამე , ჩემ დაძინებამდე თორემ დილას გაღვიძებულს იშვიათად მხვდებოდა საწოლში. არ ვიცი სხვებს უმალავდა,მე არ უნდოდა შევეწუხებინე ზედმეტად თუ თავის დილის ამბებს აგვარებდა... ასე ნუ მიყურებ არც უკოცნია _როგორ დაგესიზმრა _რა მნიშვნელობა აქვს როგორ ,მთავარია რომ მენატრებოდა და დამესიზმრა . ვეღარ დავაიგნორებდი და იოანესთან თამაშს ვერ გავაგრძელებდი. მართლა რომ მოვწონდე ამის დაშვებაც კი თავს მაზიზღებდა იმ წამს. თუ ეს სიგიჟე ხდება ჩემ ცხოვრებაში,ის სკოლის მოსწავლე რეპუტაციაშელახული,ჭორების ეპიცენტრში მყოფი ინა მოსწონდა თან შორიდან და ახლოს არასდროს მოსულა ,არასდროს დაუშვია რომ მისი მორიგი გოგო გავხდებოდი ... მერე თუ ასე გადაიკვეთა ჩვენი ცხოვრება _იოანეზე ფიქრობდი და იმიტომ არ გააგრძელე თუ შენ არ მოგწონდა მის გვერდით _არ იმსახურებს გვერდით ჰყავდეს გოგო ვისაც სხვა ესიზმრება და ვინც სხვისი მანიპულაციის ქვეშაა ისევ . მატილდა მანიპულატორს ეძახის და მეცინება ახლაც, იმდენად არ უცდია ჩემ გვერდით ყოფნისას არაფერი ,ისე ელოდებოდა მე როდის რა მომინდებოდა ... ვაჩე მკითხულობდა ,ტვინში მიძვრებოდა და მასთან ისეთი რაღაცები ვთქვი ჩემი ნებით,ისე უბრალოდ მოვახსენე თითქოს საუკუნის მეგობრები ვიყავით. _თბილისშია ვაჩე,სადღაც აუცილებლად შეხვდებით და მერე რა იქნება როგორ გგონია _მეტკინება გაუსაძლისად ,მაგრამ გადავიტან . იმედია უკვე ჰყავს ვინმე ვისთანაც ბედნიერია და ჩემკენ ნაბიჯს არ გადმოდგამს _თუ არ ჰყავს და ისევ გადმოდგამს ნაბიჯს? _მერე არ ვიცი რა იქნება... _იოანესთან რას გრძნობდი _სიმშვიდეს ,ზოგჯერ იმდენად რომ საერთოდ არ მინდოდა ფიქრი . ჩემი ნება რომ იყოს მართლა ეგოისტურად მოვიქცეოდი და თავს ისე შევაყვარებდი ჩემს იქეთ გზა რომ არ ჰქონდეს. მასთან პარაზიტად გადაქცევა და მისი სიყვარულის შეგრძნებით ტკბობა საოცრება იქნებოდა _გონებიდან ამოშალე ვაჩეს ნათქვამი ყველა მსგავსი წინადადება თუ გინდა რომ დაივიწყო და ცხოვრებიდან გააქრო. შენ არ ხარ პარაზიტი _როგორ არ ვარ , ყველანი ვართ რაღაც დოზით და უანგარო შენ ხარ მხოლოდ შენი ქმედებებით ,შენი სიყვარულით ჩვენს მიმართ. მატილდას უყვარს ილდანი ასე თავდავიწყებით ,გიჟურად და თუ ოდესმე მის ცხოვრებაში მოხვედრას შეძლებს არასდროს ექნებათ პარაზიტული ურთიერთობა... საიდუმლოა ეს და იცოდე არსად თქვა _უცებ თქვა ,წამოცდენილ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა _ აუუ მომკლავს ვინმემ რომ გაიგოს _ჩემგან ვინ უნდა გაიგოს... ეს ილდანი ვინ არის ? მაჩვენე რა . კარგი ბიჭია? _საშინელი ! _ანუ ? _ყველაზე ცუდი ბიჭია და ყველაზე კარგი ბიჭი იქნება მატილდას რომ შეიყვარებს _მომიყევი სასწრაფოდ _ოო მეც არ ვიცი ზუსტად...არ ვიცნობ. დიდია ჩემზე ბეევრად _ვისი მეგობარია _არავის _ისიც ჩვენნაირია? _ჩვენნაირი როგორ _წარსული უკან უნდა მოიტოვოს ბედნიერი რომ იყოს მარიამ მინდელის სიტყვები ინასთვისაც იყო . სხვა გზა არ ჰქონდა ,ისე ვერ იცხოვრებდა . ყველაფრით დაღლილს აწმყოზე და მომავალზე რომ ეფიქრა წარსული უნდა დაეტოვებინა წარსულში ................ მთელ დღეს რესტორანში ატარებდა. მეთვალყურეობდა ყველა დეტალს. სამზარეულოდან დაწყებული სტუმრებით დასრულებული. ერთი თვალის მოვლებით ხვდებოდა ვინ დაიწყებდა ჩხუბს და დაცვაც მობილიზებული ჰყავდა. ერთი მაგიდა აივანზე დაჯავშნილი იყო ,იცოდნენ დაბადების დღეს აღნიშნავდა იუბილარი. რამდენიმე საათის მოსულები იყვნენ უკვე იოანე რომ შენიშნა სტუმრებს შორის. მაგიდასთან იჯდა ბიჭებთან ერთად , სვამდა და საუბრობდა . მოცეკვავე ,მთვრალი გოგონა რომ მოეხვია ზურგიდან და აკოცა. რაღაცაზე საუბრობდნენ რამდენიმე წამს, რა თქმა უნდა არ ესმოდა,მაგრამ კარგად დაინახა როგორ წამოდგა . ხელი მოხვია შიშველს წელზე და მასთან ერთად დაუყვა გრძელ კიბეს. გოგომ ხელები ყელზე შამოხვია და ტუჩებზე წაეტანა. არც მას გაუწევია წინააღმდეგობა ,უფრო ახლოს მიიზიდა და ერთხანს კოცნიდა _გისმენ მამა _ინას დაურეკა სანამ მანძილს დაფარავდა და კიდევ კარგი მანაც მაშინვე უპასუხა _იოანე და შენ რას შვებით ? _ რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვები _დაშორდით? _ვინ გითხრა _როდის _მაშინვე გაჩერდა და ბრაზიც გაუნელდა _როდის დაშორდით ინა _ერთად არც ვყოფილვართ... აგიხსნი მოგვიანებით _მომატყუე? _ხო და ისიც ამყვა უბრალოდ ... არ გაბრაზდე . მატილდას ძმა არის და ხომ იცი მატილდა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის _ისე გიყურებდა მსახიობია თუ როგორ გააყალბა ის მზერა და მზრუნველობა . მის გვერდით გეძინა ინა _სხვის გვერდითაც მეძინა და არა მხოლოდ მეძინა მამა ,მაგრამ სრულდება რაღაცები. შენ არ იცი რომ სამუდამო არაფერია? ჯერ ზედმეტად პატარა ვარ ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად _მარიამთან ხარ ისევ? _ მოაჯირს მიეყრდნო და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია _კი _როგორაა... ჭირვეულობს? _არა , ორსულიც სხვანაირია. არადა ველოდი რაღაცებს მოითხოვდა . ასვენებს აკაკის და დაფუსფუსებს სულ. აკა ეჩხუბება გაჩერდიო ... ისეთი საყვარლები არიან ვგიჟდები. _ანალიზები რომ გაიკეთა რაო რა თქვეს _შენ არ ელაპარაკე? _ველაპარაკე,მაგრამ არ მინდა გადავღალო ... _კარგადაა , დაიჯერე და ნუ გეშინია. ცუდად რომ იყოს მშვიდად ვიქნებოდით მე და ილო? _კარგი ,მჯერა ... _შენ აღარ მოდიხარ აქეთ? _ჯერ ვერ... კარგი ამინდებია ,არ გინდა წამოხვიდე? _საქმეები მაქვს. ახალი კოლექცია უნდა შევკერო _უკაცრავად ბიზნესლედი ... ხელს არ შეგიშლით მუშაობაში . წარმატებებს გისურვებთ. თუშეთის ფოტოები ვნახე, მომეწონა ძალიან _ხო ,ლამაზია _იოანესთან ერთად ფოტო როდემდე უნდა გქონდეს პროფილზე _როგორც მოდელის ისე ავტვირთე და არა როგორც წყვილის... სარეკლამო სახედ გამოვიყენე მამა _სარეკლამო სახედაც გამოიყენე ,კი ... ნეტავ გამაგებინა როგორი ბიჭები მოგწონს სინამდვილეში _ყველა ნორმალური მომწონს და მათგან რომელი შემიყვარდება ბოლო სიყვარულით ვნახოთ . რა ჭორაობის საღამო გამიმართე იესე? _რა იყო ცუდი მოსაუბრე ვარ? _არა ... _მიდი,დაიძინე ... მიყვარხარ _კარგად. იოანეს ცემის სურვილი გაუქრა რაც მოღალატის იარლიყი მოშორდა,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. _გისმენ იესე _ხომ არ გაგაღვიძე _არა ,ჯერ ბავშვებსაც არ სძინავთ ... კინოს ვუყურებთ ოთხივე ერთად _ხელს გიშლი,კარგი _სამზარეულოში ვარ,გისმენ _იცოდი იოანე და ინა რომ მატყუებდნენ ? _რას გატყუებდნენ ... არ მითხრა მესამე შვილიშვილიც გზაშიაო _არა ,საერთოდ არ ყოფილან ერთად. ინამ მოიგონა თავი რომ დამენებებინა . კარგად მახსოვს მითხარი იოანეს რომ უყვარს ვიცოდიო _ჩაშვება გამომივიდა ... მე ვიცოდი რომ მოსწონდა და იქნებ მეც შემეშალა. ყოველ შემთხვევაში იოანესგან საფრთხე არ _ეგ ვიცი ... ნუ მიხსნი. ამ გოგოს თავში რა ტრიალებს ეგ ვერ გავიგე. არ მინდა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას _შენ ვერ იგრძნობ მის ნაცვლად და ვერც იცხოვრებ ... _გოგოს მამობა რთული რამეა _გიყვარდეს და ილოცე, სხვა ყველაფერი ცხოვრებაა . _შენზე რომ მეფიქრება რა ვქნა მაგ დროს ... _ჩემთანაც იგივენაირად შეგიძლია მოიქცე _ვილოცო? _შეგიძლია შემიყვარო კიდეც _მე კი შემიძლია ,მაგრამ შენ ? შენ შეგიძლია ჩემთვის ილოცო და შეგიყვარდე? _როდის დაბრუნდები ,მონატრებისფერი რაღაც მჭირს განსაკუთრებით მაშინ მიმწვავდება რომ მელაპარაკები და ახლოს არ ხარ _მხოლოდ მას თუ შეეძლო ასე პირდაპირ და დაუფარავად შესავლების გარეშე ეთქვა რასაც განიცდიდა _საქმე მაქვს, რომელსაც სხვას ვერ გადავაბარებ ... _ამ დროს უნდა მეუბნებოდე რომ შენც გენატრები და ეცდები მალე დაბრუნდე _შენ გენატრები მე და როგორ შეიძლება მე არ მენატრებოდე... _ჩვეულებრივად შეიძლება _არ შეიძლება ... უნდა გაგითიშო. მაპატიე _ წამში აირია ყველაფერი. ეზოში მყოფებმა ჩხუბი დაიწყეს და ისიც იქეთ გაეშურა. იცნობდა ერთ_ერთ მხარეს ,მეორე კი იოანეს მაგიდაზე მსხდომებს წარმოადგენდნენ. მათ შორის იდგა და ჭკუათმყოფელის პოვნას ცდილობდა რომ გამოჩნდა _აკობია რა არ გასვენებს ... მაინცადამაინც უნდა გამოგაცალო ძვლები ? _ პირდაპირ ბიჭს მიეჭრა და მერე გაიხსენა მისი ვინაობა მინდელმაც _შენ ვის ასწავლი ჭკუას ბიჭო...დააყენოს ტრ.კი მაგან და მაგისმა ბ.ზმა დეიდაშვილმა. მის ადგილას სირცხვილი მომკლავდა ჯერ ყლ. გააგდებიოს პირიდან იმ ნაბ.ზარს და მერე დაუჯეროს მის ნაბოდვარს. ამბობს კაცი რომ არაფერ შუაშია და არკვიოს დანარჩენი _სიტყვები აკონტროლე_მეთქი არ გითხარი ?ვისზე ლაპარაკობ ბიჭო ... ვინაა ნაბ.ზარი შე მართლა ნ.ბოზარო შენ დედას შვცი შენ _ იოანეს მეგობარი არ ცხრებოდა ისე მოუქნია მუშტი აკობიას ვერავინ გააკავა. _არ ჩაერიოთ _ შენგელიამ უღრიალა დანარჩენებს და თვითონ დააშორა ერთმანეთს მოჩხუბრები _გეყოფა , შაკო მორჩი _ვერ უსმენ ამის მატყუარა _ვინაა მატყუარა ბიჭო მაინცადამაინც ვიდეოები გამოგიგზავნო როგორ იქცევა? იმის სიტყვას როგორ ენდობი. ვინ რას დააძალებდა თვითონ იჩალიჩებდა იქეთ ეგ ახვ.რკა გოგო _შენ ახლა თავი კაცი გგონია? ტიპობ,ბლატაობ ხალხში და ბ.ზი ხარ?კადრებით დადიხარ ?გოგოს ათას კაცში უბაზრებ და ჭორაობ ბიჭო? შაკოს კაცობას ეხები შენი გრძელი ენით ? შენ ის გეწვის უარი რომ გითხრა და ახლა დადიხარ ქალივით და ჭორაობ ბიჭო? _ ზემოდან უყურებდა ირონიული ტონით და ყველა სიტყვას მიზანში ესროდა. მისი ძმაკაცების განწყობაც კი მიისაკუთრა _შენ ადგილას გამიტყდებოდა ასეთი ტლიკინა რომ ვიყო. შენი და თუ წესიერი გოგოა ეგ შენი კი არა მისი ღირსების ამბავია და საერთოდ ყველამ თავის ტრ.კზე იზრუნოს ზედმეტი ტლიკინისთვის ბოლოს თვითონ არ გადააპონ _შენ ბიჭო ვის უბედავ _ნუ მაცინებ ... მოშორდი ახლა აქედან სანამ ჭკუაზე ვარ . რომ გადამეკეტოს იციან შენმა ძმაკაცებმა რასაც გავაკეთებ _ მაისური გაუსწორა,ლოყაზე ხელი მოუთათუნა და შებრუნდა _დაიშალეთ ... მორჩა სანახაობა _ასე უნდა გავუშვა ? შევარჩინო რაც თქვა _გეყოფა შაკო ... _შენ რა იცი ... რა იცი და არ მეუბნები_ყველანი მიმოიფანტნენ მხოლოდ ის დარჩა მის წინ ჩავარდნილი ხმით _ მიპასუხე შენგელია _ რას მეკითხები ან როგორ მეკითხები . ელაპარაკე იმას ვისაც აქვს პასუხი და აალაპარაკე ის ვინც უნდა გელაპარაკოს . იოანე მინდელისკენ შებრუნდა როგორც კი ბიჭმა ტერიტორია დატოვა და მარტონი დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ _აქ არ გელოდი... ესაა შენი რესტორანი? _არც მე გელოდი აქ და ასე ... არ იცოდი ჩვენი რომ იყო ? _არა,დამპატიჟეს და დღეს ჩამოვედი. ვწუხვარ გაუგებრობისთვის _მეც ვწუხვარ ... მშვიდად ვიყავი ინა შენ გვერდით რომ იყო ,მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა _სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მოწევა დაიწყო _ ტყუილები შეგეფერება ,იოანე? _მე არ მითქვამს ტყუილი ... ინასთვის იყო პატარა თამაში და მორჩა. იმედია იმის ახსნა არ მჭირდება რომ ჩემი გრძნობა ჩემთან დარჩება და არავის მოვახვევ თავს. არც აქამდე და არც ახლა ვერ გადავაბიჯებ საკუთარ თავს და სიყვარულის მათხოვრად ვერ გადავიქცევი _მეუბნები რომ გიყვარს და თან ამდენი წელია ... უყურებ შორიდან როგორ იცვლის შეყვარებულებს და ელოდები როდის თვითონ აღმოაჩენს რომ შენ ხარ ერთადერთი თუ რას ფიქრობ შვილო _საერთოდ არაფერს ვფიქრობ ახლა ... თუ ვუნდოდი ვყავდი და იცოდა რომ მთლიანად მის ხელში ვიყავი. მეტის არც გამოხატვა შემიძლია,არც დაპირება,არც ზღაპრების მოყოლა და ათასი რომანტიკული სისულელე. ვიღაც სხვაა მის გონებაშიც და გულშიც . იმედი მაქვს ის სხვა ისეთი იქნება მეც რომ გამახარებს მათი ერთად ნახვა. არ გამიბრაზდეთ რომ არ დაგელაპარაკეთ ... არ მიყვარს ჩაშვებები და სხვისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა. მითუმეტეს როცა საფრთხე არ ემუქრებოდა _არადა ვეჩვეოდი უკვე შენ სიძედ მიღების ამბავს ... _სიმამრს რომ მოსწონხარ კარგია ,მაგრამ გოგოს უფრო მეტად უნდა უნდოდე _ გაეცინა და ხელი გაუწოდა ბოლოს _ ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ ხშირად შევხვდებით , იმედია მეგობრულად და არა მტრულად _ნებისმიერ დროს გვერდით მიგულე _თავისი ხელი შეაგება მინდელმა და ასე დაემშვიდობა კიდეც. _ ნეტავ გააგებინა რა უნდა ამ ცხოვრებისგან ან მე რა ჯანდაბა შემიძლია გავაკეთო ,როგორ ვუშველო ღმერთო _ ჩუმად თქვა და უკან შენობაში დაბრუნდა. ................ მატილდა ივლისის თვეშიც არ წყვეტდდა მუშაობას. ფოტოაპარატსაც იყენებდა და საკუთარი ბიზნესის წარმოებასაც გეგმავდა. იოანეს ოფისისთვის შესაფერისი სივრცე აპოვნინა,რემონტიც დააწყებინა საკუთარი შესაძლებლობები რომ გამოევლინა ისეთი სივეცე შექმნა ჰქონდა დაგეგმილი სექტემბრამდე და ბევრი საინტერესო პროექტის შესრულება. _დილა მშვიდობისა ოჯახო _ საუზმეზე ერთად შეკრებილ მშობლებს და ძმას შეუერთდდა. მამას მოეხვია ,ლოყაზე აკოცა რამდენჯერმე და შემდეგ იოანეს გვერდით დაჯდა _ რა გეგმები გვაქვს დღეეს? _ჩვენ ვისვენებთ დე ,შენ რას აპირებ _მე იოანე გამომყვება და მუშებს ვნახავთ როგორ აკეთებენ რემონტს _არ მცალია დღეს...ისე გააკეთებენ როგორც აუხსენი. მასალა ხომ ვიყიდეთ უკვე,ჩამოვიდა და დაიწყეს _იდეალური უნდა გამოვიდეს _ორი ოთახია სულ რა უნდა იყოს ასეთი _კლიენტი რომ შემოვა და მანდობს საკუთარი სახლის თუ რესტორნის დიზაინს ,იმ წამსვე უნდა იგრძნოს როგორი გემოვნება მაქვს ... ვაჭარო იცოდე გამომყევი თორემ შენი მაღაზიის პროდუქციას არ გამოვიყენებ სარემონტოდ და სხვაგან წავიყვან მუშებს _უჩემოდ მიდი ,შეეჩვიე რეალობას . ყველაფრის ნახვა და ყველასთან კომუნიკაცია მოგიწევს. ბაზარსაც უნდა გაეცნო და ფასებიც გაიგო. შენი წარმოდგენების შექმნას ვერ შეძლებ ისე _გაყევი იო ,მარტო ცოდოა... ისტრესება მერე და ცუდ ხასიათზეა ხოლმე _მაა ,როგორ მიყვარხაარ _ კოცნა გაუგზავნა და გაბრწყინებული სახით განაგრძო საუზმობა _ჩემი გრაფიკი მაქვს ... შეგიძლია შენ გაჰყვე _რა გჭირს დეე?შენ რატომ ხარ ამ ბოლო დროს ასეთი უხასიათო? _მაგვიანდება... დროებით _თავზე აკოცა ქალს და წავიდა. _ რა სჭირს? _მე რა ვიცი... რაც არ უნდა იყოს იოანეს მოუგვარებელი არაფერია. ასე როომ ტყუილად ნუ ანერვიულდები . წავედი მეც _სანამ დაკითხვას დაუწყებდა ქალი იქამდე გავიდა. მშვენივრად იცოდა რაც ხდებოდა,მაგრამ დუმილს ინარჩუნებდა ამ ჯერზე . ინას შემთხვევა სასაცილოდ არ მიაჩნდა და არც აპირებდა ოდესმე სხვებთან ერთად განხილვას. ღმერთი უწყობდა თითქოს გამოცდას რამდენიმე კლასელთან ერთად კაფეში ნაყინის საჭმელად გასულს ჭორაობის დროს თავზე რომ დაადგა ყოფილი თაყვანისმცემელი რომელსაც ისე კარგად ეწყობოდა თითქმის უწოდა შეყვარებული. იოანეს გადამკიდე მონაზონივით ცხოვრობდა ,მას აბრალებდა თორემ ილდანის გარდა არც გასჩენია ვინმესთან სიახლოვის სურვილი. ეს უკანასკნელი კი იდეალური ვარიანტი იყო თუ გონება აღიქვამდა და სხვა დანარჩენს დააიგნორებდა _ვიკითხავდი აქ როგორ აღმოჩნდი_თქო,მაგრამ შენი ბიძაშვილი აქ იყო და ცხადია _მარტო რომ დარჩნენ შემდეგ უთხრა და ბიჭსაც გაეღიმა _მანქანა ჯერ არ ჰყავს და ნებისმიერ დროს შეუძლია გამომიყენოს მძღოლად ... არ უთქვამს შენც თუ დამხვდებოდი აქ _რა ხდება ახალი შენ ცხოვრებაში... _გააჩნია რომელ ნაწილში... კარიერა სულ ვითარდება ,არ ვჩერდები _შენი ცხოვრების დევიზია ეგ ისევ ,არა ? _ გაეღიმა რომ გაახსენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რომ ესაუბრებოდა. თანამდებობებს მუდმივად რომ იცვლიდა და განვითარებას არ წყვეტდდა. ერთ დღეს მინისტრის მოადგილედაც რომ ეხილა არ გაუკვირდებოდა. _სასიამოვნოა ახლის სწავლაც და შედეგის მიღებაც. სწორ დროს სწორ ადგილასაც უნდა აღმოჩდე და ღმერთმაც უნდა გიწყალობოს იმ გზას რომ გაჰყვე რომელზეც ფიქრობ და გეგმები არ ჩამოგექცეს თავზე. შენც ყოველთვის აკეთებ იმას რაც გიყვარს და გაბედნიერებს _წარმომიდგენია როგორი მკაცრი უფროსი იქნები _მკაცრი არ ვარ ხომ იცი , უბრალოდ თუ უწესრიგობას შეეჩვევი ,ერთხელ დაუთმობ და არევის საშუალებას მისცემ ერთ დღეს ყცელაფერი განადგურებული დაგხვდება. კანონზომიერებაა ,დომინოს ფიგურებივით მიეწყობა ერთმანეთს და შექმნის ქაოსს ... შენ გამოფენაზე როდის დამპატიჟებ _გამოფენას ჯერ ვერ მოვაწყობ ... საკმარისი მასალა არ მაქვს ,მაგრამ აუცილებლად დაგპატიჟებ _აჭარაში გეპატიჟები ... მთაში , ჩემთან და დამიჯერე იქ გადაიღებ ყველაზე განსხვავებულ ადამიანებს ,ბუნებას ,კადრებს დააფიქსირებ ისეთს _და შენ გაქვს ამდენი დრო ? _შენ თუ წამოხვალ მე მექნება დრო ,ნებისმიერ შემთხვევაში _მარტო მეპატიჟები თუ შემიძლია სტუმრების რაოდენობის გაზრდა _ჩემი სურვილი რომ იყოს კი იცი მარტო შენთან ყოფნა მერჩივნა ყველაფერს,მაგრამ დრომ ცვლილებები მოიტანა . მე ვიქნები მასპინძელი და შენ შეგიძლია ოცი სტუმრით მოხვიდე ,კარი ღიაა _თუშური მოგზაურობა ამ ზაფხულისთვის სრულიად საკმარისი მგონია... ამდენ ემოციას ხომ უნდა მიღება და გააზრება. _თუშეთში როგორ აღმოჩნდი ? _ჩემ მეგობართან ვიყავი სახლში და გავიცანი მისი საოცარი ოჯახი _ გაეღიმა თინათე რომ გაახსენდა და მისთვის ფოტოების დასამზადებლად წასვლა იმ დღესვე გადაწყვიტა. ილდანის სიცილის ხმა გაუკრთა გონებაში თანვე ,მისი მზერა და მერე მწარედ ჩაეღვარა ბოლო წამი ,დამშვიდობებისას თითქოს თაავად უფრო მეტად ატკინა ვიდრე ტკიოდა და ეს ფიქრიც აგიჟებდა ,თავს მეზღაპრეს უწოდებდა,სულელ შეყვარებულ გოგოს რომელმაც პირველი დიალოგისთანავე ოცნების კოშკები ააგო. _მე შემოთავაზებას ძალაში ვტოვებ, ჩემთან დაკავშირება სულ შეგიძლია _მისწერე შენ ბიძაშვილს გამოვიდეს დროულად _ გაეღიმა გოგონები რომ გადაიკარგნენ _ფოტოების გადაღებას ისევ ერთი საათი გთხოვენ? _არა , ყველას დავუთმე ხუთი წუთი და მერე ფოტო აღარ უხსენებიათ. _მე რომელ წელს გადამიღე ბოლოს ფოტო გახსოვს ? _შენი ინსტაგრამი ფოტომოდელის გვერდს უფრო ჰგავს ვიდრე შსს_ს თანამშრომლის _არაა საჭირო პირად სივრცეში სამსახური ჩანდეს და ცხვრების დასაგლეჯად გამოსული მგელივით ვიყურებოდე ფოტოებიდან ... ესთეტიკა სჭირდება ყველაფერსო არ მეუბნებოდი? _შენ შინაგანი კულტურა რომ გაქვს ყველა მოძრაობაში გეტყობა, ბევრჯერ მიფიქრია რომ არასწოდ ადგილას მუშაობ ,თან მახსენდება შენი პრინციპული ხასიათი და გაორება მეწყება _უყურებდა და იმ წამსაც ისე გამოიყურებოდა ფოტოს გადაღებას მოგანდომებდა _არ გინდა ინას კოლექციის მოდელი იყო ჩემი თხოვნით ? _ ტელეფონი მოიმარჯვა ,ფოტოები დაუკითხავად გადაუღო და რომ აჩვენა მაშინ უთხრა _თითქოს არ გამიგია ... ისე კი ვიყიდე რამდენიმე პერანგი და შარვალი ,აღფრთოვანებული დარჩა_თქო გადაეცი ჩემგან კომპლიმენტი _ მატილდას არ ეგონა ფოტოების დათვალიერებას თუ განაგრძობდა მან კი თავისი ექაუნთი რომ იპოვნა და გაგზავნა დაიწყო ილდანის სურათებსაც მოჰკრა თვალი . არაფერი უთქვამს ,მატილდაც ვერ შეიმჩნევდა ღელვას. ზუსტად იცოდა დიმას არაფერი გამოეპარებოდა _ესეც მინდელის კოლექციისთვის ფოტომოდელობას თუ აპირებს მაშინ მეც თანახმა ვარ _ვინ? _ილდანი _ ჩაიცინა და ყავის ფინჯანი მშვიდად აიღო _ შენ როდის გაიცანი ? _ახლაც არ ვიცნობ და არც ვგეგმავ. ნაცნობები გვყავს საერთო და ჩემ მობილურში ხომ იცი , მთელი თბილისის ფოტოებია _ფოტოგენური კი ნამდვილად არის ,უბრალოდ მისი სურათები კართოთეკაში თუ იპოვება თორემ ისე სულ თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს და მიკვირს შენ როგორ მოგცა დატოვების უფლება _იოანე შენგელიას და ვარ ,პრივილეგიები მაქვს _იოანეო სულ ისე ამბობ თითქოს ცნობილი კრიმინალი იყოს ... _თითქოს არ მოხვედრილა იზოლატორში _ერთხელ და ისიც ყველა ერთად დაიჭირეს მაშინ . როგორი აგრესია გაქვს სულ ელემენტარულის მიმართ _მაკვირვებ პირდაპირ,მოჩხუბარ ადამიანებს ამართლებ? _ჩემი პროფესიით წლეების განმავლობაში მუშაობის შემდეგ დანამდვილებით შემიძლია გითხრა რომ იოანე არის ნორმალური კაცის იდეალური მაგალითი ,მისაბაძისაც კი . უბრალოდ ზოგჯერ აჭარბებს და სახიფათოა შარში არ გაეხვას სრულიად უცნობი ადამიანის დაცვის დროს _შენი ჩხუბი მე არ მახსოვს _სულ ვიცოდი ვინც ვიქნებოდი და არ დავაგროვე კომპრომატები ჩემი მტრებისთვის და კონკურენტებისთვის. აი რაც შეეხება ილდანს,მისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყო ,იმდენად შორს რომ ნაცნობის ნაცნობთანაც ვერ გადაიკვეთო . _ასეთი საშიშია ? მსგავსი აქამდე არაფერი გითქვამს ჩემთვის ... _მოკვდება და ფიზიკურად არაფერს ავნებს არცერთ ქალს არათუ შენ და შენნაირს,მაგრამ მასთან სიახლოვეს საფრთხეში იქნები სულ. _ციხემდეც შეიძლება მივიდეს მისი ნაცნობი? იოანეს არ აქვს მგონი ცუდი ურთიერთობა და უნდა ვიმუშაო ,რომ დისტანცია დაიცვას? _მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი ინტრსესი დაეფარა,ვერ ხვდებოდა რამდენად გამოსდიოდა _იმედია მის ბიზნესს არ დაუკავშირდება...სულ რაღაც ახალს იგონებს თითქოს საკმარისი არ არის ის შემოსავალი რაც აქვს. ბიზნესსექტორის დაპყრობა მოუნდა ბატონს _ილდანი იოანეს მსგავს ბიჭებზე არ ნადირობს და არავის გასვრის თავის ბნელ საქმეებში ... მე რამდენადაც ვიცი და ვიცნობ მის ხასიათს. რაც შეეხება იოს ამბიციებს , ბუნებრივი არ არის რომ მეტი უნდა ? როგორც შენ და მე მასაც აქვს სურვილი ჰქონდეს საკუთარი ,პირადი მიღწევა და შედეგი . არა მხოლოდ მემკვიდრეობა _გგონია არ ვიცი?მაგრამ ვღელავ... ჯერ ისევ ბავშვი მგონია საკუთარი თავიც და ისიც _ვიცი ,ვიცნობ მე შენ ღელვებს და სიყვარულს _ ისე თბილად გაუღიმა, ხელზე მოეფერა და აკოცებდა კიდეც ტელეფონი რომ არ ამღერებულიყო მოულოდნელად. მტევანი გაითავისუფლა და უცნობ ნომერს პაუზის შემდეგ უპასუხა _სახლში დროულად დაბრუნდი. გზავნილი მოაქვთ და შენ გარდა არავის დაუტოვებენ _ დაიფიცებდა რომ თორნიკეს ხმა იყო და იმ წამს მისი მზერაც კი იგრძნო,მაგრამ არსად ჩანდა. წამში დაუკარგა სიმშვიდე ,წონასწორობადარღვეული იჯდა მეგობრების გარემოცვაში კიდევ რამდენიმე წუთს . ხვდებოდა რომ იქაურობას მოსწყდა გონებით,ვეღარ უსმენდა საუბარს და ყურადღებაც გაფანტული ჰქონდა. სახლში დაბრუნებამდე ათასი ფიქრი გაუჩნდა და ყველა ერთად გაეფანტა საძინებელში რომ დარჩა მიღებული ყუთით ხელში . ისე ფრთხილად მოხადა თავსახური თითქოს გამნამღველი იყო და ქაღალდის ყუთში ბომბი ელოდა. ემოციების აფეთქება კი ჰქონდა კაბის დანახვისას ,იმ ღამით თუშეთში რომ გაეხა ზუსტად ის მოდელი იყო . "გააქრე მოგონება " _ეწერა ბარათზე. მატილდას ყველა გრძნობა გაუქრა და დარჩა მხოლოდ ილდანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.